შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვრალი ღამე [სრულად]


26-11-2017, 07:28
ავტორი მე♥
ნანახია 23 279

მთვრალი ღამე.

ცხოვრებისეული სირთულეებისთვის ზურგი არასდროს შეუქცევია. არც მაშინ დედ მამა უცხოეთში,რომ გაუშვა სამუშაოდ და ამხელა ქალაქში მარტო დარჩა. გვერდით, მისთვის საყვარელი ადამიანების სიცარიელეს ყოველ წუთას გრძნობდა. დედ-მამის გარეშე დარჩენილი, მარტო სახლში ვერაფერს აკეთებდა. სამსახურშიც პრობლემები აქვს, მშობლების წასვლამ იმოქმედა და გული ვერ დაუდო სამუშაოს. ყველაფერზე გულის გადაყოლება უნდა! სამსახურიდან პირდაპი სახლში წავიდა და გამოიცვალა. შესაფერისი ტანსაცმელი აარჩია და ძველი მეგობრის კლუბში წავიდა. იმ ასაკიდან დიდიხანია გამოვდა გართობა, მისთვის პირველ ადგილზე რომ იდგა,მაგრამ ახლა არ აწყენდა... ზუსტად იმ დღეს დაუშვა შეცდომა,რომელმაც ცხოვრების ყველაზე ტკბილი დრო ჩაუმწარა. ბართან მჯდომმა იმდენი დალია და იცეკვა, ბოლოს თვალები ებლიტებოდა. რამდენიმე პარტნიორი ერთ ცეკვაში გამოცვალა. მერე სულ მოდუნდა და ბარის მაგიდაზე ვიღაცასთან საუბარში გაერთო.
დილით თავის ტკივილმა და სხეულის წვამ გამაოფხიზლა. სატვრითო მანქანის ძალას გრძნობდა სხულზე. თვალები თითებით დაიზინა და გახელვა ცადა,მაგრამ უშედეგოდ. სასმელმა ძალიან იმოქმედა, ნაბახუსევზეა! ხელები სრიალა მატერიის ქვეშ ჩააცურა და შიშველ სხულს შეეხო. თავისუფლად ძილი ყოველთვის უყვარდა,მაგრამ ახლა სულ სხვანაირი შწგრძენბა აქვს. სწრაფად გაახილა თვალები და თხელ თეთრეულს დააშტერდა. სიმწრისგან ყელი აეწვა. შუბლი ნერვიულად დაიზინა, ცოტაც და სისხლი გადმოხეთქავდა. თავის შეტრიალების სურვილი არ ქონდა! იცოდა რაც დახვდებოდა. ამას საწოლის სიმძიმე მოწმობდა. ცრემლის გადმოგდების საშვალებაც არ მისცა მისთვის უკვე ბინძურად შელახულ თავს. მისი კუთვნილი გადასაფარებელი სწრაფად მოიხვია ტანზე და თავის ტანსაცმელს დაწვდა, რომელიც რამოდენმე ადგილას უხამსად იყო გარღვეული. საზიზღარი ღამე ამოუტივტივდა გონებაში, წარმოდგენაც არ უნდოდა რა მხოდა გუშინ აქ! ისედაც იცოდა,რომ ყველაფერი თავზე დაექცა. კაბა სწრაფად გადაიცვა და კურტკით დახელი ადგილების დაფარვა ცადა. სხეულის ტკივილსაც ვერ გრძნობდა გამწარებული. გადასაფარებელი საწოლზე მიაგდო და წითელ სითხეს ცრემლიანი თვალებით დააშტერდა. სხეული,რომ გამოძრავდა საწოლში მაშინ მოვიდა გონს და ოთახი სწრაფად დატოვა. გამოსვლისას კი გულმა ვერ მოუთმინა და მთვრალი ღამის პარტნიორს შეხედა. მამაკაცს სხეული კარგად გაეხვია გადასაფარებელში და ფშვინავდა. ოთახის კარები გამოიკეტა და სასტუმრო ნომრის კიბებს ნელა დაუყვა.

როგორ მიქარა! რას იზამს ახლა? ყველაფერი თავზე დაემხო. კოშკები,რომლებსაც ამდენი წლის მანძილზე აგებდა, ერთ ღამეში დაამსხვრია. და ვისი მიზეზით? თავისი უაზრო საქციელით. გულის გადაყოლება რა ფასად დაუჯდა. ტროტუარზე ძალაგამოცლილი მიდიოდა და თავში ათარი არასასიამოვნო, ფიქრი უტრიალებდა, რასაც საკუთარი თავის მიმართ უანგაროდ იმეტებდა. დედ-მამის იმედგაცრუებული თვალები რომ გაახსენდა სუნთქვა შეეკრა. გულზე მაგრად მიირტყა ხელი და ტკივილისგან ოდნავ დაიყმუვლა. ღამე იყო! მათ გარდა სხვა არც არავინ ყავს, გული რომ შესტკიოდეს... საკუთარი თავი კი არ ეცოდება! პირიქით გონებაში უარესებს უსურვებს, ასეთი სულელური საქციელის გამო. სახლის კარებამდე როგორი მივიდა არ ახსოვს. ფეხით საიდან სად იარა, მაგრამ დაღლას ვერ გრძნობდა. გასაღბი საკეტს მოარგო და აკანკალდა. იცოდა,რომ ამ სახლში შესვლა კიდევ ერთხელ შეაჯახებდა სინდისთან, ძალიან მწარედ. იქ ჯერ კიდევ იგრძნობოდა, დედ-მამის სუნი. კარები სწრაფად გადაკეტა და კიბებზე ჩამოჯდა. ცრემლებლებს მაინც არ აძლევს საშვალებას ჯებირებს გადმოსცდნენ. სუნთქვა გაუხშირდა, ნერვიულობისგან... არასდროს გამორიჩეოდა მგრძნობელობით, ცივი იყო ქვასავით! ახლაც საკუთარი თავის კი არ ეცოდება. დასცინის... მწარედ დასცინის, ფიქრებში. როგორ გამოიყენეს ერთი ღამით. სახე აუხურდა კიდევ ერთხელ იმ ოთახის გახსენებისას. მთვრალი ღამის პარტნიორი კი მაინც ვერ შეათვალიერა. ყველაფერი ფარდის უკან დარჩა, რომელიც აღარასდროს არ აიწეოდა სცენის იატაკიდან მაღლა. მუჭი შეკრა და კიბის საფეხურს განრისხებულმა დაკრა. აღარ აინტერესებს არც ის სუნი სახლში,რომ იგრძნობა. კარები გამწარებულმა გააღო და სუნთქვა შეიკავა. საკუთარ ოთახამდე სირბილით მივიდა. საწოლზე მუცლით დაემხო და ამოიკნავლა. სხეულის ტკივილი ახლა იგრძნო გაუსაძლისად. თითქოს სათითაოდ უტეხდნენ ძვლებს. მუცელზე ხელი მაგრად მიიჭირა, ტკივილის ჩასაცხრობად... მერე ძლივს გაიხადა ტანსაცმელი და ნაგვის ურნაში ჩაუძახა. ვანა ცხელი წყლით აავსო და შიგნით ჩაწვა. თვალებდახუჭული, ცდილობდა მომხდარზე აღარ ეფიქრა! წარსულს უკან ვერ დავაბრუნებთ. კარგი იქნებოდა, შეცდომა არ დაეშვა,მაგრამ რას ვიზამთ. ყველაფერი მოხდა და სინდისს მთელი ცხოვრება ვერ ჩააცხრობს ალბათ... ხვალ სამსახურში გავა და ცხოვრებას ისევ გააგრძელებს. თან პატარაც აღარ არის, მსგავს რამეებზე სიცოცხლის ბოლომდე იტიროს. ღალატითაც არავისთვის უღალატია, საკუთარი პატიოსნების გარდა.
სააბაზანოდან გამოსვლის სურვილიც აღარ ქონდა. იქ ვერ გრძნობდა დედ-მამის სუნს და გუშინდელი შეცდომაც, ნაწილობრივ სადღაც იკარგებოდა, დროებით. მერე სულიერი და ფიზიკური ტკივილი ახსენებდა თავს და ისევ იგივე მეორდებოდა. თავსაც,რომ ვერ იმშვიდებს?! სხვა დროს ალბათ მსგავსი რამ რომ დამართნოდა, რაღაცას იზავდა...ან როგორც ახლაა დადუმებული ისე დადუმდებოდა!
<<რაც გიწერია ვერ აცდები>> თავისთვის ჩაილაპრაკა და პირსახოცი მოიხვია სხეულზე. სიცივისგან აკანკალებდა თუ ნერვიულობისგან ვერ მიხვდა. სქელი ხალათი მოიცვა სველ ტანზე და საწოლზე დაწვა.
ახლა რა დიდი სიამოვნებით დაიძინებდა. თვალების გახელვისას კი ეს ყველაფერი ცუდ სიზმრად დარჩენილიყი. ძილითაც ვერ იძინებს ცოტახნით უსიამოვნო ფიქრებს და შეგრძნებებს, რომ გაქეცეს.
ემბრიონის ფორმაში მოიკუნტა და ფარდებჩამოფარებულ ფანჯარას გახედა. უაზროდ უშტერებდა ერთ წერტილს თვალს.
დიდხანს იწვა ამ ფრომაში, მერე სახლის ტელეფონმა დარეკა და გამაოფხიზლა. ნელა წამოდგა ფეხზე და შემოსასვლელში კედელზე დამაგრებულ ტელფონთან მივიდა.

-გისმენთ._ მთვრალი ღამის შემდეგ პირვლად გაისმა მისი ხმა. საოცრად ჩამწყდარი და მკვდარი იყო.

-ევა, დედიკო როგორ ხარ?_ დედამისის ხმის გაგონებამ ადგილზე გააშეშა. პირვლად მოუნდა 26 წლის მანძილზე,რომ ეტირა. ემოციებისგან ბოლომდე დაცლის სურვილი მოაწვა და ყელში გაეჩხირა. ისეთი სუფთა და თბილი ხმა ქონდა დედამისს,რომ საკუთარი თავის სიბინძურე კიდევ ერთხელ შეზიზღდა._ ევა დე ხომ კარგად ხარ?_ პასუხი რომ დაუგვიანა შვილმა, შეშფოთებული ხმით კითხა. ძლივს აამოძრავა ენა და ორი სიტყვა გადააბა.

-კი კარგად ვარ. _ დედა ვეღარ დაუძახა.

-როგორ გვანერვიულობ დედიკო?! სად გაქვს მობილური გუშინდელი ღამის მერე გირეკავთ.

თვალებით ფანჯარას გახედა, დღის სინათლე,რომ დაინახა, მაშინ მიხვდა <<მთვრალი ღამე >> დამთავრდა. მობილურის გახსენებისას თავში აასხა სისხლმა. ჩანთა და მობილური არ წამოუღია. ყველაფერი რაც კი ეგულებოდა იქ დარჩა. გუშინ აშკარად არ იყო ევას დღე. რა პასუხი გასცეს ახლა დედას?.

-ტელეფონი?! ტელეფონი დავკარგე._ ხმა აუკანკალდა.

-როგორი უყურადღებო გოგო ხარ ევა! კარგი არაუშავს რამე იყოდე უბრალო,რომ დაგირეკოთ ხოლმე. წავედი ახლა მე და ყურადღებით იყავი, აღარ მანერვიულო.


სწრაფად მიაყარა დედამ და ტელეფონი გათიშა. ყურმილი არც კი დაკიდა ისე გაუშვა ხელი, სწრაფად დაეშვა დაბლა და კედელს შეასკდა. ბანცალით მივიდა დივნამდე და სახელურზე ჩამოჯდა. თავი ხელებში ჩარგო და ამოიკნავლა. საბუთები, საფულე, ტელეფონი ყველაფერი ჩანთაში ქონდა ახლა რაღა უნდა ქნას? ნომრიდან იმიტომ გამოიქცა,რომ ყველაფრისგან თავი დაეღწია. მან კიდე რა ქნა? მთელი მისი ბიოგრაფია დაუტოვა ღამის პარტნიორს. რომ მოძებნოს და ყველაფერი უკან დაუბრუნოს? რა სირცხვილს შეჭამს, ის კაცი კიდევ ერთხელ, რომ გადაეყაროს სადმე. ან იქნებ დღეს ცოტა გვიან მივიდეს და მომსახურე პერსონალს სთხოვოს ნივთების უკან დაბრუნება! არა ეს ყველზე დიდი სისულელე იქნება, ბარემ მივიდეს იმ კაცთან და გამოეცხადოს.
სამსახურშიც წასასვლელია, ერთი დღეც რომ გააცდინოს მიშკა უსამსახუროდ დატოვებს. საათის ისრებს შეხედა, ჯერ ადრეა რამოდენიმე საათს წაუძინებს და ცოტა გამოფხიზლებული წავა სამსახურში.

მაღვიძარას გულისგამაწვრილებელი ხმა, ყურებს უგუბებდა. სწრაფად გამორთო და ბალიში თავზე დაიფარა. ცოტახანს ასე უმოძრაოდ იწვა, მერე სწრაფად წამოდგა ფეხზე და სააბაზანაშო შევიდა თავის მოსაწესრიგებლად. ერთ საათში ისევ ძველ ევას გავდა. სამსახურამდე სულ ფეხით მიდის, ახლოა მისი სახლიდან და იმიტომ. ორსართულიან პრესტიჟულ მაღაზიას ახედა და შიგნით შევიდა. სალაროსთან მისი შემცვლელი გოგო იდგა, ძალაუნებურად გაუღიმა და გამოსაცვლელ ოთახში შევიდა. ჩანთა და მოსაცმელი თავის გარდერობში შეკიდა და უკან დაბრუნდა.

-რა კარგია ადრე რომ მოხვედი მე გასასვლელი ვარ და მეჩქარება.

ლოყაზე ხმაურით აკოცა ნინომ მეგობარს და გამოსაცველი ოთახისკენ სირბილით წავიდა. თავისი ადგილი დაიკავა სალაროსთან და ცარიელ მაღაზიას მოავლო თვალი. თორმეტი საათიდან ეწყება ხოლმე საგიჟეთი, ყველას მაშინ მოუნდება ჩაცმა და დახურვა. თავისი ცარიელი ჯიბეები რომ გაახსენდა ნერვები აეშალა, რა ქანს ახლა ასე უფულოდ როდემდე გაძლოს, ხელფას როდის აიღებს კაცმა არ იცის. თუმცა რატომ ხელფასამდე, სახლში შავი დღისთვის გადანახული ფული ხომ აქვს. ამაზე შავი და ბნელი დღე მეტი არ ექნება უბედურს. იმ ფულს გამოიყენებს თვის ბოლომდე. თავი დაიმშვიდა და კენტად მოსიარულე კლიენტს გახედა,რომელიც ახლახანს შემოვიდა მაღაზიაში. სწრაფად არჩია მაისური და კაბა და გამოსაცვლელ კაბინაში შევიდა, თან ღიმილით იკითხა <<თავისუფალია? >>, მოვალეობის მოხდის მიზნით გაუღიმა და თავი მსუბუქად დაუკრა.
შესვენებაზე არსად გასულა, უფროს დამატებითი საათი თხოვა და ისევ სალაროსთან დაბრუნდა. თავისებურმა ხმაურმა გადაღალა მთელი დღე. წინ და უკან სიარულმა და ტანსაცმელის საკიდებზე დაბრუნება, უკვე ყელში ქონდა! ეს სამსახურიც აღარ უნდა. ერთ ადგილას დიდხას ვერ ჩერდება, რამე თუ არ შეცვალა თავის ცხოვრებაში მერე უჭირს. თუმცა რაღა უნდა შეცვალოს? გუშინდელმა ღამემ ყველაფერი შეუცვალა. თვითონ ევაც შეიცვალა, სულიერად უფრო დამძიმდა. ექვს საათზე მაღაზია დატოვა და სახლში ისევ ფეხით წავიდა. სუპერმარკეტში შეივლიდა ფული,რომ ქონდეს თან. სახლში ასვლა და უკან დაბრუნება კი ძალიან ეზარება, მაცივარში მოძებნის რამეს და დღევანდელ საღამოს გადააგორებს. ლიფტი როგორც ყოველთვის გაფუჭებულია, მეშვიდე წელია ფულს აგროვებენ,მაგრამ საშველი არ დაადგა.
დაღლილს საჭმლის მომზადების თავიც კი არ ქონდა, მაცივრიდან კიტრი და პომიდორი გამოიღო და უცებ დაჭრა. გუშინწინდელი პურის, ორი ნაჭერიღა იყო დარჩენილი და ის მიაყოლა. დედამისი, რომ იყო სახლში საჭმელი არასდროს ცოტავდებოდა. ყოველდღე ახალი კერძებით უმასპინძლდებოდა ქმარ-შვილს. მერე გაუჭირდა ოჯახს და საზღვარგარეთ წავიდნენ, როგორ ნანობს ევა წასვლის საშვალება, რომ მისცა... ასეთ დღეში ხომ არ ჩავარდებოდა?

შავი დღისთვის გადანახული ფული კომოდის ბოლო უჯრიდან ამოიღო და ახალ საფულეში ჩადო. ეს საფულეც დედამ აჩუქა დაბადების დღეზე, არ ხმარობდა შევინახავ და გამახსენდებიო. ახლა სხვა გზა არ აქვს, საფულეში ცალკე ფულის გადაყრას ისევ ეს აიღოს ურჩევნია. ხვალ წავა და იაფიან ტელეფონს იყიდის. სააბაზანოში უცებ გადაივლო და საწოლში შეწვა. გულის სიღრმეში, ინტერესი კლავს. როგორ ვერ შეათალიერა მთვრალი ღამის პარტნიორი. ან ვის ეცალა იმ კაცის საყურებლად, გაოგნებული იყო გოგო... ქალი! მამაკაცზე ბრაზი არცერთი წამით არ მოსდიოდა, ან რა დააშავა იმ კაცმა? აშკარად ევას ბრალი იყო, თორემ ძალით ხომ არ წაიყვანდა? ეჭვი მეპარება ეგეთი არამზადა იყოს. ისე მშვიდად ეძინა! ისე დათვრა გუშინ, საკუთარ ხმას ვერ ცნობდა და დიდი ამბავი კაცს გაყვა სასტუმროს ნომერში. როგორ მიქარა... ვერ ივიწყებს და რა ქნას, გული ეფლითება იმ ყველფრის წარმოდგენისას. ეგ არაფერი, ჯერ ერთი დღეც არ გასულა, რაც ეს ამბავი დაატყდა თავს. დროთაგანმავლობაში ჩაივლის მასზე ფიქრი და გოდება.. ამ იმედით დახუჭა თვალები და ხვალინდელ დღეზე დაფიქრდა, ისევ სამსახური და ისევ ერთიდაიგივე ხალხის სახეები.

დილით კარებზე გაბმულმა ზარმა გამოაფხიზლა, ფეხზე ნელა წამოდგა და კარებისკენ წავიდა. იქვე ჩამოკიდებულ ხალათს დაავლო ხელი და წამებში მოიხურა. კარებში ინკასატორი იდგა და იღიმოდა. ქვითარი გამოუწერა და გააფრთხილა დავალიანება მალე დაფარე თორემ უშუქოდ დაგტოვებთო. ირონიულად დაუმანჭა სახე ევამ და კარები ცხივრწინ მიუჯდახუნა, იქითა მხრიდან კი ჩალაპარაკების ხმა გაისმა. ქვითარს დახედა და თანხის დანახვისს სიმწრით გაეცინა.
<< ესღა მაკლდა. სად ვიშოვო ახლა ორმოცდაათი ლარი? მიშკას, რომ ვთხოვო ხელფასი წინასწარ დამიჯინეთქო?! არა! ეგ ისეთი ძუნწია ბოლომდე თუ არ გამოვიმუშავე საათები არაფერს მაღირსებს. მოვიფიქრებ რამეს!>> დააიმედა თავი და სამზარეულოში ყავის მოსამზადებლად გავიდა.


-რამდენჯერ გაგაფრთხილე ათი წუთით ადრე მოდი თქო, გამოცვლა ხომ უნდა მოასწრო?_ უსაყვედურა უფროსმა და ქალების სექციაში ზედა გაასწორა.

-მე მუშაობას ვიწყებ ათ საათზე! ის ათი წუთი ჩემი დროა და როგორც მინდა ისე გამოვიყენებ._ დაუბღვირა უფროს და გვერდი აუარა. მიშკას რეაქცია არ ქონია <<ჰმ>> ჩაილაპარაკა და ზედას მიუბრუნდა. მისგან მსგავს საუბარს მიჩვეულია, იცის როგორი ჯიუტიც არის და აღარ ეკამათება. თან მართალია ის გოგო, ათი წუთიც საქმეა ზოგჯერ. ტანსაცმელი გამოიცვალა და სალაროსთან მდგომ ნინის მიესალმა.

-ახალი ამბები გაიგე?_ მაღაზია გადაათვალიერა კანკიამ და ისე დაიწყო საუბარი. უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი ოდნავ გააქნია ევამ და თავისი კოდი შეიყვანა კომპიუტერში. _ ზუზუ რომ არის ჩენს გვერდით ბუწიკში, ცოლი მოყავს.

-და რა არის მაგაში გასაოცარი?

-გოგო გეია._ ოდნავ წვრილი ხმა ამოუშვა ნინიმ.

-რატომ ვიწრო შარვალი, რომ აცვია?_ ირონიულად აწკიპა წარბები და ხელები გადაიჯვარედინა. _ ან საერთოდ რატომ არ გბეზრდებათ სხვების ცოხვრებაში ქექვა?_ უსაყვედურა მეგობარს და მზერა აარიდა.

-მე არავის ცხოვრებაში ვიქექები. ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს, რომელ სქესთანაც გაუხარდება იმასთან. უბრალოდ ადრე იყო მაგაზე საუბარი და მე მეგონა შენც იცოდი._ ნაწყენი ჩანდა ნინი. ზურგი აქცია ევას და ჩამოყრილ ტანსაცმელს მიუბრუნდა.

მაღაზიაში ათი წლის მაღალი გამხდარი გოგონა შემოვიდა. ორივემ გაოცებულემბა გახედეს კარებს, მოლოდინის რეჟიმში. პატარას უკან არავინ არ შემოყოლია. საჩუქრის ყუთი ეჭირა ხელში და თვალებს დაბნეული აცეცებდა. კანკია მიუახლოვდა და დახმარებას სთხოვა.

-მე ევა ბერიძეს ვეძებ._ თავისი სახელის გაგონებისას თავი აწია და ბავშვს შეხედა.

-ევა, შენთან არიან._ ხმამაღლა დაიძახა ნინიმ და ბავშვი ევასთან გამოგზავნა.

-ეს თქვენთან გამომატანეს.

პატარა ჩანთა გაუწოდა და სწრაფად დატოვა მაღაზია. საჩუქრის ყუთი წინ დაიდო და გახსნა დააგვიანა.როგორ ვერ იტანს ასეთ რაღაცეებს, იდუმალი თაყვანისმცემელი. უგულოდ შეათვალიერა ყუთი და გვერდით გადადო.

-არ გახსნი?_ ადგილზე აცქმუტდა კანკია.

-გავხსნი... მუშაობას, რომ მოვრჩები მერე.

-როგორ გიძლებს გული ვერ ვხვდები.

ჩაიდუდღუნა ნინომ და კლიენტს ზედა გამოართვა. საჩუქრის ყუთს გახედა და მძიმედ ამოისუნთქა. საერთოდ არანაირი სურვილი აქვს საჩუქრის გახსნის. არასდროს ყვარებია მსგავსი რაღაცები. მეტიც ზოგჯერ აღიზიანებს. დაბადების დღეზეც არ იღებს საჩუქრებს. უპრეტენზიო შვილი იყო ყოველთვის... სამაგიეროდ ჭირვეული, ჯიუტი და საოცრაც გულცივი.

რა კარგია, ხვალ შაბათია და დასვენებას შეძლებს. არსად არ გავა, მთელი დღე საწოლში გაატარებს და ყველაფრის გაანალიზებას შეეცდება. ან კი სად აქვს წასასვლელი? ნათესავები ამას არ ყავს და მეგობრები. ერთადერთი მეგობარი რომელთანაც ნორმალური ურთიერთობა აქვს ნინოა. ესეც სამსახურში დამეგობრდნენ. ნინო როგორც ყოველთვის ხუთ საათზე წავიდა, ევა ექვსზე... მიშკასთან ერთად დაკეტა მაღაზია და ერთად აუყვნენ ქვაფენილით დაფარულ ქუჩას.

-შენები როგორ არიან?

-ნორმალურად.

-ეს ორი დღეა რაღაც დადარდიანებული მეჩვენები და ხომ მშვიდობა გაქვს?_ უფროსს ხმა საოცრად დამთბარი და მეგობრული ქონდა. მიშკასგან ასეთ ყურადღებას არ იყო მიჩვეული და გაუხრადა. უნებურად გაუხარდა იმის გააზრება, რომ ვიღაცამ შეამჩნია.

-კი მშვიდობაა.. მადლობა._ თბილად გაუღიმა და თავისი ასახვევისკენ წავიდა._ ორშაბათამდე.

-ნახვამდის და თუ რამეა ჩემი ნომერი იცი._ თვალი ჩაუკრა და იქვე მდგარი მანქანა გააღო.


კორპუსთან მისულს გაახსენდა საჩუქრის ყუთი იქ რომ დარჩა... გულში ცუდად გაკრა, მაგრამ ეგ არაფერი. ორშაბათს მივა და ნახავს! თან ინტერესითაც არ კვდება... როგორმე გაძლებს.

თვალები მოიფშვნიტა და ფანჯარას გახედა. მზის სხივებს მუქი სქელი ფარდა ისევ არ აძლევდა ოთახში შემოპარვის საშვალებას. ირონიულად გაიღიმა და გვერდი იცვალა, მაგრამ ძილი ვეღარ შეიბრუნა. კარების თავზე დაკიდულ შავ საათს გახედა და წარბები მაღლა, გაკვირვების ნიშნად აწკიპა.
<< აი რას ნიშნავს როცა არსად ხარ წასასვლელი. .>> გაიცინა და ტუმბოზე რაღაცის ძებნა დაიწყო მარჯვენა ხელით. << მთვრალი ღამე>> ამოიჩურჩულა და ისევ უკან დააბრუნა აკანკალებული ხელი. ტელეფონს ეძებდა! იმ ამაზრზენი ღამის გახსენებისას, კიდევ ერთხელ ატკივდა რაღაც შიგნით, გულთან ახლოს. << რა გახდა ეს ერთი ღამე გონებიდან, რომ ვერ ამოვიგდე. ვინ არ წოლილა კაცთან.>> როგორ უნდოდა ამ სიტყვების დამახსოვრება,მაგრამ ჰაერზე ნათქვამს თავისთან ვერ დაიტოვებს. არადა წინააღმდეგია მსგავსი რაღაცების. აქამდე სულ სუფთა მოვიდა და ერთმა ღამემ როგორ დააბინძრა. სულიერად და ფიზიკურადაც. თვალები როგორ აქვს ჩაცვენილი დარდისგან. ადვილი ხომ არ არის ყველაფრის ასე გადაყლაპვა. სევდა უფრო და უფრო იდგავს ევას სულში ფესვებს. როგორ ეგონა, რამოდენიმე დღეში გადამივლისო. სულ ტყუილად ეგონა! არაფერიც არ გადაივლის. ეს ღამე ევას არადროს არ გადაუვლის! მასზე ფიქრი კი მთელი ცხოვრება შავი ლანდივით გაყვება უკან. საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოში შევიდა, ნიაჟარას აკანკალებული დაეყრდნო და სარკეში საკუთარი ანარეკლი დაცინვით შეათვალიერა. << როგორ გაგაუბედურმა ერთმა ღამემ... მეტის ღირსი ხარ, საკუთარი თავი მოვლა პატრონობა, რომ არ იცი. მეტის ღირსი!>> მაგრად დასცხო სარკეს ხელი და აკივლდა. სარკის ნამსხვრევები ნიჟარაში ჩაიყარა, თვითონ კი ჩაიკეცა და მუხლები ხელებში მოიყოლა. გიჟივით ურტყავდა მუხლებზე შუბლს და თავისთვის ბუტბუტებდა. სულიერი ტკივილის ფიზიკურზე განაწილება უნდოდა და რას მიაღწია, უარესად აიტკია სული. ხელის ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობდა, ვერც კაფელზე წვეთებად დაღვრილ სისხლს ხედავდა. ფეხზე წამოდგა და ვანაში წყალი მოუშვა.

ფანჯარასთან ახლოს დადგა ყავის ფინჯნით ხელში და ეზოს გადახედა. როგორ ემჩნევა გარემოს ზაფხული, რომ არის. ყველა გარეთ არის გამოფენილი. ბავშვების ჟივილხივილი მთელს ეზოს საოცარი ხმებით ეფინება. მოპირდაპირე კორპუსის სადარბაზოსთან, პატარა ხის მაგიდაზე ერთი თეთრი ემალის ჯამი დგას შიგნით კი ახალი ახალული მზესუმზრია ყრია... შავებში გამოწყობილი ბებო, ზის და კლიენტს ელოდება. როგორ უყვარს მადლენა ბებია, ისეთი თბილი და მოსიყვარულე ქალია. ევა განსაკუთრებით დიდი პატივს სცემს. მეზობლების ატანა არ აქვს. ყველას მოღალატის სუნი ასდის. ნებისმიერი ადამიანი მათთვის განხილვის საგანია. ზუსტად ამიტომ ვერ იტანს ვერცერთ მათგანს.
მოპირდაპირე კორპუსიდან მზერა დაბლა მდგარ მამაკაცზე გადაიტანა,რომელიც დაჟინებით უყურებდა ბერიძეების სახლის ფანჯრებს. თითქოს ნაცნობ სილუეტს უყურებდა, მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან. ფარდები სწრაფად ჩამოაფარა და ფინჯანი მაგიდაზე დადო თვითონ კი საფულეს დაწვდა და სახლის კარები ჩაკეტა. კიბები სწრაფად ჩაირბინა და სადარბაზოდან ქურდივით გაყო თავი, მამაკაცი ისევ იქ იდგა და ისევ იმ ფანჯრებს უყურებდა. დოინჯი შემოირტყა ევამ და მარცხენა ფეხის წვრები აათამაშა. თავაწეული გავიდა სადარბაზოდან და მამაკაცს გვერდი აუარა. დაჟინებული მზერა კიდევ ერთხელ იგრძნო და გაღიზიანებულმა უკან მიიხედა. უცნობს გაეღიმა და ევასკენ წამოვიდა. სულ დაიბნა. რა უნდოდა წასულიყო თავის გზაზე, რატომ არის ასეთი საძაგელი. ყველა შარს ეს როგორ უნდა გადაეყაროს. მაგრამ არა! მამაკაცმა გვერდი აურადა და წავიდა. ერთ ადგილზე მიყინული დატოვა ევა. თავი გვერდულად და ნელა შეატრიალა და მიმავალ სილუეტს თვალი გააყოლა. ისევ ვერ იხსენებს. სამარშუტო ტაქსში ავიდა და იმ უცნობ მომღიმარ მამაკაცზე დაფიქრდა. ნეტავ რატომ უყურებდა ევას სახლის ფანჯრებს ასე? იქნებ მამამის იცნობს. მაგრამ ის ღიმილი რაღა იყო? თან როგორ უხდებოდა მის თეთრ ქათქათა კბილებს. მამასკაც ერთი შეხედვითაც ეტყობოდა როგორ უვლის თავს. პირველ რიგში ამას მიაქცია ევამ ყურადღება და მერე მომხიბვლელ ღიმილს. უყვარს მოწესრიგებული ხალხი. ვაგზალზე ძველი ნაცნობი გადაეყარა, ისე მოიკითხა ოჯახის ყველა წევრი თითქოს ერთმანეთის იქით ვერავის ხედავდნენ. ამრეზიით ათვალიერა მოსაუბრე და გაეცალა. ტელეფონი სწრაფად აარჩია და ნომრის აღსადგენად წავიდა. ყველაფერს ორ საათში მორჩა და მარშუტში ავიდა. ქალაქი ხომ იწვის და ევა შინაგანად დუღს.

სახლის კარებთან პატარა კოლოფი დახვდა. თავში უცნობი ადრესანტი ამოუტივტივდა. კოლოფი ხელში აიღო და სახლში შევიდა. მისაღებში პატარა ხის მაგიდაზე დადო ყუთი და შეათვალიერა. კოლოფში საყურეები იდო.. ინსტიქტურად ყურებზე წაივლო ორივე ხელი და გაოცებისაგან შეკივლა.
თავისი ოქროს საყურეები იქ აღარ იყო, სამაგიეროდ პატარა კოლოფში იწონებდა თავს. მიხვდა, რომ მთვრალი ღამის პარტნიორი მასთან ძალიან ახლოს იყო... ფანჯარასთან მომღიმარი მამაკაცის გახსენებისას ცივმა ოფლმა დაასხა მთელ სხეულზე. ყელი ნერვიულად დაიზილა და დივნის საზურგეს მიეყრდნო. თვალს არ აცილებდა საყურეებს და გულში მისი გაჩენის დღეს წყევლიდა. იმ ღამესვე იცოდა, რომ ეს ყველაფერი ასე არ ჩაივილიდა. საბუთების იქ დარჩენის შესახებ, რომ გაიგო მაშინ ასი პროცენტით დარწმუნდა ამაში. და ახლა ეს საყურეები! ნუთუ მაღაზიაშიც მან გამოუგზავნა ამანათი. არ არის გამორიცხული. მამაკაცმა მასზე თითქმის ყველაფერი იცის და ევას სამსახურის პოვნა არ გაუძნელდებოდა. თან თუ ის მამაკაცია ფანჯარასთან, რომ იდგა მითუმეტეს. შუბლზე აწერია ფენა! მხრები აუკანკალდა ფიქრისგან გადაღლილს. კოლოფს თავსახური დააფარა და მაგიდაზე დატოვა, თვითონ კი სააბაზანოში შევიდა.
მინის ნამსხვრევების დანახვისას დღევანდელი დილა გაახსენდა და გაბრაზდა. <<სულელი ხარ! საკუთარი თავის კონტროლიც კი არ შეგიძლია. >> დუდღუნით დაალაგა სააბაზანო და შხაპი მიიღო. ზაფხულის ჭუჭყი მთლიანად ჩამოირეცხა. იმ ღამის კი ისევ იქ დარჩა, ადუღებულ სხეულზე. დედამისის ნომერი აკრიფა და ქვედა ტუჩი სიმწრით კბილებს შუა მოიწეწკვა.

-დედას გოგო. როგორ ხარ დედიკო? იყიდე ტელეფონი?

-კარგად ვარ თქვენ როგორ ხართ? კი ვიყიდე და გაგაგებინე.

-კარგი გოგო ხარ. ხომ არაფერი გჭირდება შენ?_ დედის მზრუნველობამ უარესად შეაძულა თავისი სხეული.

-არა არაფერი. კარგად ვარ.

-მამიკომ მოგიკითხა და ბევრი გაკოცა.

-ჩემგანაც გადაეცი. მიყვარხართ ძალიან!

-ჩვენც ძალიან გვიყვარხარ და გვეამაყები.

ხმა ჩაუწყდა! ან რაღა უნდა ეთქვა დედის სიტყვებმა საბოლოოს მოუღეს ბოლო. რომელ სიამაყეზეა საუბარი, როცა ყველაფერი წამებში გადათელა. ზუსტად ეს აზრი არ აძლევს მოსვენებას.

კვირა დღეს ნინომ დაურეკა და გარეთ გასვლა თხოვა. სწრაფად გადიაცვა თხელი სარაფანი და დაბლა ჩავიდა, მეგობარი უკვე იქ ელოდებოდა.

-ვიგუდები._ დაიწუწუნა კანკიამ და მაისური სხეულს წამებით დააშორა.

-ხო ძალიან ცხელა. სად მივდვიართ?

-აუზზე მინდოდა წასვლა, მაგრამ გადავიფიქრე. სადმე დავსხდეთ და ცივი ყავა დავლიოთ, თან ცოტას წავიჭორავებთ რამდენიხანია არ გვისაუბრია ნორმალურად.

ნინომ, მეგობარს მხარზე მოხვია ხელი და საფეთქელზე მიადო თავი. როგორ უნდოდა ახლა ნინოსთან გულის გადაშლა, მაგრამ მოერიდა. ძალიან შერცხვა, ნინოსი. რას იფიქრებს მერე მასზე, რაც არ უნდა იყოს ეს გამოუსწორებელი შეცდომაა. იცის ნინო როგორი გოგოც არის, მაგრამ მაინც ვერ ეტყვის. მისი დიდი პატივისცემის მიუხედავად. პატარა მყუდრო კაფეში დასხდნენ.

-რა ქენი საჩუქარი გახსენი?_ კითხა და მიმტანს ჭიქები გამოართვა.

-სამსახურში დამრჩა.

-როგორი დაბდურა ხარ. არადა როგორ მიანტერესებდა._ ტუჩები საყვარლად მოკუმა და თავი გააკანტურა. ევას მის საქციელზე გაეღიმა და ყავა მოსვა.

-გუშინდელი დღიდან მეც დავინტერესდი. _ აღიარა და კარებთან დადებული ყუთი გაიხსენა.

-ხვალ ხომ მოდიხარ?

-კი მოვდივარ და გავხსნათ._ ჩანაფიქრს მიუხვდა და თქმა დაასწრო.

-მაგარი გოგო ხარ. _ თვალი ჩაუკრა და ფანჯარაში გაიხედა. _ ხო მართლა რა უნდა მეთქვა. გუშინ სამსახურიდან რომ გამოვედი, ზუზუ შემხვდა და ქორწილში დაგვპატიჟა.

-იხდის კიდეც?

-მე როგორც გავიგე ძალიან დიდ ქორწილს. მგონი სპეციალურად აკეთებს ამხელა სუფრას. _ ევამ კითხვისნიშნით სავსე თვალები მიანათა და გაისუსა._ აი გეია თქო, რომ გითხარი. ალბათ ხალხს უმტკიცებს რა!

-ამ ხალხის არ მესმის. სხვის ცხვორებაში რატომ უყვართ ასე ქექვა.

-იმიტომ რომ თავიანთი არ გააჩნიათ!_ დაასრულა ნინომ და კაფეში შემოსულ სიმპათიურ მამაკაცზე შეაჩერა მზერა._ არარსებობს?!_ ამოიჩურჩულა ისე რომ მამაკაცისთვის თვალი არ მოუცილებია. ევამ მის მზერას თვალი გააყოლა და მერე ისევ ნინოს შეხედა.

-იცნობ?

-ვიცნობ რომელია, ბექას ძმაკაცია._ მამაკაცმაც შეამჩნია ნაცნობი სახე და მისკენ ღიმილით წამოვიდა. ნინო სწრაფად წამოდგა ფეხზე და სტუმარს შეეგება. _ როგორ ხარ აკო?

-ნორმალურად შენ როგორ ხარ?_ თბილად მოიკითხა და გადაკოცნა.

-მეც ეგრე რა. რა წესია ასე, რომ დაგვივიწყე?

-საქმეები ჩემო ნინო საქმეები._ გაიცინა და ევას გახედა.

-გაიცანი ეს ჩემი მეგობარია ევა. ევა ეს ბექას ძმაკაცია, აკო.

-ვერ ვიტან ეგრე რომ მაცნობ შენს მეგობრებთან!_ ხმა გაიმკაცრა აკომ._ ბექას ძმაკაცი, რომ არ ვიყო სხვა ურთიერთობა არ გვაქვს ჩვენ?

-ასე უფრო ადვილად ვახვედრებ ხალხს._ ნაწყენ მეგობარს მხარზე მიეყრდნო და გაუღიმა._ ბიჭებიც აქ არიან?

-ვაკო და ოთო კი ზუკა თურქეთშია ისევ.

-მომიკითხე ყველა და ამ დღეებში შევხვდეთ რა.

-არ არის პრობლემა შენ დღე დათქვი.

-ხვალ სამსახურს ხუთზე ვამთავრებ და გამომიარეთ.

-ისევ იქ ხარ ხო?

-კი იქ ვარ.

-რა უწეოსები ვართ. ეს გოგო გამაცანი და საუბარიც კი არ მაცადე. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა._ ევას მიუბრუნდა და ღიმილით გაუწოდა ხელი.

-ჩემთვისაც.

-შეხვედრამდე. _ ისევ ღიმილით დაემშვიდობა გოგონებს და კაფე დატოვა.

სახლში გადაღლილი მივიდა. ტანსაცმელი გაიხადა და საწოლში შეწვა, ადრე დაიძინებს დღეს ხვალ ორშაბათია და სამსახურშია გასასვლელი. თვალები დახუჭა და გაითიშა.
მაღვიძარას ხმამ გამოაფხიზლა. ტრადიციულად გამორთო და ბალიში დაიმხო თავზე რამოდენიმე წუთით, მერე ფეხზე წამოდგა და თავის მოსაწესრიგებლად სააბაზანოში შევიდა.
სამსახურის გზას ვეღარ იტანს, ეს ყველაფერი ყელში აქვს. ცოტაც და ალბათ კივილით შეძრავს მთელ თბილისს. რაღაც უნდა იღონოს და სხვა სამსახური ნახოს. ყველაფერი ძველი, იმ ღამესთან აკავშირებს და ეს აღიზიანებს. მაღაზიის კარები მძიმედ შეაღო და ღიმილით მიესალმა მიშკას და სალაროსთან მდგარ ნინოს,რომელიც ხელში საჩუქრის ყუთს ათამაშებდა. სწრაფად გამოიცვალა და გულაჩქარებული გავიდა თავის ადგილას. კანკიამ საჩუქარი დადო და ხელები გადაიჯვარედინა. ყუთის გახსნას აგვიანებდა, გული უგრძნობდა რომ იქ რაღაც ისეთი იქნებოდა რაც კიდევ ერთხელ გაახსენებდა იმ ღამეს. თან ისე, რომ ამის მერე მის დავიწყებას ვეღარ შეძლებდა. ნინომ მაჯაზე უბრწკინა და თვალები დაუბრიალა. ნელა გახსნა ყუთი და გულიც გაუჩერდა. თავის ნივთებს, რომ მოკრა თვალი გაითიშა. გონება სულ შავ ფერში გაეხვია და დაიბლოკა. ვეღარაფერზე აკეთებდა კონცენტრაციას. მარტო საფულეს და ტელეფონს უყურებდა. << და ჩემი ჩანთა?!>> მაინც მოასწრო დაკლებული ნივთის აღდგენა, და საჩუქრის ყუთი გადაქექა. მორჩა და გათავდა, დადასტურებული ფაქტია, რომ მთვრალი ღამის პარტნიორმა მისი მოძებნა გადაწყვიტა და გამოუვიდა.

-მოიცადე ესენი ხომ შენებია?_ ფიქრებიდან ნინოს ხმამ გამოიყვანა.

-ხო ჩემებია._ ძლივს ამოიბლუკუნა და გაოფლიანებული ხელისგულები ერთმანეთზე გაუსვა.

-მერე? რა საჩუქარი ეს არის?

-მეგობართან დამრჩა და გაიმაიმუნა.

-მე კიდევ რაღაც გრანდიოზულს ველოდი.

<< გრანდიოზული და ბედის ირონიაა აბა ეს რა არის?!>> გაიფიქრა და ყუთს ხელები მოუჭირა.

ხუთ საათამდე საუბარი ვეღარ მოახერხეს, იმდენი კლიენტი იყო დღეს. ნინოს საათები,რომ დაუმთვარდა სწრაფად შეირბინა გამოსაცვლელ ოთახში და უკან ჩანთამოკიდებული გამოვიდა. მისი გამოსვლა და მაღაზიაში ხმაურით რიგ-რიგობით ბიჭების შემოვარდნა ერთი იყო... ბოლო სილუეტი ისევ ეცნო და სუნთქვა შეეკრა!


მისთვის ნაცნობი, მაგრამ მიანც უცნობი პიროვნება მომღიმარი და დამცინავი სახით უყურებდა ევას. გული სად ქონდა დაავიწყდა ნერვიულობისგან. ფეხებში ძალა დაკარგა და დაბარბაცდა, წონასწორობის შეკავება გაუჭირდა და მუხლები მოეკეცა. სირცხვილის გრძნობამ მუცელი აუწვა. ძლივს გაასწორა ფეხები და სახედაბრეცილმა გახედა კაცს. მამაკაცის დამცინავი მზერა მოსვენებას არ აძლევდა და კიდევ ერთხელ არწმუნებდა თავისი თავის მიმართ უაპტივცემულობაში. << იქნებ ის არ არის. იქნებ სულ სხვა პიროვნებაა.>> გულმოკლული ლუღლუღებდა ფიქრებში. მაღაზიაში გამეფებული ხმაური ევას დახშულ სმენაზე არ მოქმედებდა. მარტო მას ხედავდა და ლოცულობდა,რომ მიწა გასკდომოდა. უნებურად გაექცა მზერა იქვე დადებულ საჩუქრის ყუთზე და სიმწრით გაეცინა. ცოტაც და ისტერიოულად დაიწყებდა სიცილს, ძლივს გააკონტორლა ნერვები და პირზე აკანკალებული ხელი აიფარა. ნინომ მეგობარს შეშფოთებულმა გახედა და მისკენ სწრაფად წავიდა. მკლავებში მოკიდა ხელები და თვალებით დაუსვა კითხვა. პასუხის გაცემა ცადა,მაგრამ ენა ვერ აამოძრავა. შეშინებულმა კიდევ ცადა რაღაცის თქმა,მაგრამ უშედეგოდ. დღევანდელმა ემოციებმა დაადუმეს. ნინომ თვალებაწყლიანებულმა გახედა აკოს და თვალებით რაღაცა ანიშნა. მამაკაცს აღარ დასთამაშებდა დამცინავი ღიმილი სახეზე. ანერვიულებული და სერიოზული სახით წამოვიდა ევასკენ და მის წინ აისვეტა. მისი დანახვისას უფრო აუკანკალდა შინაგანად სხეული. ნინოს ხელებიდა თავი დაიძვრინა და უკან გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი. მამაკაცი კი თვალთახედვიდან მაინც არ გაქრა.

-ევა ნუ მაშინებ! კარგად ხარ?_ ხმაათრთოლებული ეკითხებოდა კანკია.

-ექიმთან ხომ არ წავიყვანოთ?_ დაბნეულმა აფახუნა თვალები მათ გვერდით მდგომა საშვალო სიმაღლის ბიჭმა.

-მე მივხედავ!

უცნობი მამაკაცის ხმა, რომ გაიგონა გული გაუჩერდა. ქვეცნობიერში ეცნო მისი ბარიტონი და უფრო ანერვიულდა. ახლა უკვე დარწმუნებული იყო, რომ მის წინ მთვრალი ღამის პარტნიორი იდგა და დახმარებას სთავაზობდა. კიდევ ერთხელ დაწყევლა მისი დაბადების დღე და მამაკაცს თვალები ჯიქურად გაუსწროდა. აშკარად არ ელოდა ევას ასეთ ცვლილებას და თვალები დააწვრილა.
რომ არა ეს სიტვაცია ალბათ გაიცინებდა, მამაკაცის სასაცილო გამომეტყველებაზე. მაგრამ რომ ახსენდება ვინც არის სირცხვილი ისე იპყრობს, ცოტაც და სიკვიდლამდე მიიყვანს. მთვრალი ღამის პარტნიორი მისკენ წამოვიდა და მანძილი საოცრად შეამცირა. ნინო და ორი ერთმანეთზე მიხუტებული ძმაკაცი კი უკან ჩამოიტოვა.

-წადით თქვენ თუ გინდათ. ევას მე მივხედავ._ გოგონასთვის თვალი არ მოუშორებია.

<< რას ნიშნავს მომხედავს? ჩემთან ერთად უნდა დარჩეს აქ? არა ნამდვილად გამისკდება გული და მოვკვდები>>

-რა სისულელეა! არსად არ მივდივარ სანამ ევა კარგად არ გახდება._ მეგობრის შეშფოთებულმა ტონმა ღიმილი მოგვარა სახეზე. ნინოს გახედა და თვალებით მადლობა გადაუხადა.

-არავის დახმარება არ მჭირდება! ძალიან კარგად ვგრძნობ თავს!_ ჯიუტად აუწია ხმას და ირგვლივ მყოფთ თვალი აგრესიულად მოავლო.

-დარწმუნებული ხარ? ფერი არ გადევს სახეზე._ არ ნებდებოდა ნინო.

<< აბა თუ გაჩუმდება! შემომაკვდება ეს გოგო ერთხელაც>>

პასუხი არ გაუცია ისე აქცია ზურგი ყველას და უჯრაში უაზროდ დაიწყო ქექვა. კანკია მიხვდა,რომ მეგობარი აღარაფერს არ იტყოდა და ბიჭებს ანიშნა წავედითო. აკო და ოთო სწრაფად გაყვნენ უკან. ღამის პარტნიორი კი ისევ იქ იდგა და ღიმილით აკვირდებოდა მხრებაცახცახებულ ევას. გოგონამ დაჟინებული მზერა,რომ იგრძნო სწრაფად მიტრიალდა და ხმადაბლა მაგრამ უხეშად გამოელაპარაკა.

-კიდევ დიდხანს უნდა იდგე მანდ და მიყურო? წავიდნენ ისინი!

-მიცანი არა?!_ მამაკაცის პირდაპირობამ გააოცა და გაწითლა. თავი ძირს დახარა და იატაკს გაუშტერა ჩაწითლებული თვალები. მამაკაცი აშკარად აღარაფრის თქმას აპირებდა, ევას პასუხის მოლოდინში გასუსული იდგა. თუმცა რა საჭიროა პასუხი როცა ყველაფერი ნათელია.

-მე მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრე!

-ეგ ორივეს გაგვიჭირდება. ძნელია შენი პირველი მამაკაცის დავიწყება! _ ირონიულად შეახსენა ის ღამე და თვალისმომჭრელად გაიღიმა.

-ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი!

-შენც ხომ იცი, რომ აღარაფერი იქნება ისე. მითუმეტეს მაშინ,როცა მე არანაირი სურვილი მაქვს შენი ცხოვრება ჩეულებრივად გაგრძელდეს. _ მამაკაცის თავდაჯერებულობამ სისხლი აუდუღა. მრისხანება ჩასდგომოდა ევას თვალებში. _ ისე ნუ მიყურებ თითქოს მე ვიყო რამეში დამნაშავე. აშკარად ორივეს სურვილი იყო ის რაც იმ ღამეს მოხვდა.

-რა სისულელებს მელაპარაკები? რა სურვილზეა საუბარი, არაფერი არ მახსოვს. ეგ ღამე ყველაზე დიდი შეცდომა და სირცხვილია ჩემთვის. _ ხმა გაიმკაცრა.

-შეცდომა კი არა ეგ ღამე ორივესთვის რაღაცის მანიშნებელია.

-ისე ნუ მელაპარაკები თითქოს ერთმა ღამემ ერთმანეთისთვის გაგვაჩინა._ ირონიას არც ევა იშურებდა.

-კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს. მე წინააღმდეგი არ ვარ ის ღამე კიდევ განმეორდეს, უამრავჯერ.

ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდე ხუხულასავით დაენგრა თვზე. მრისხანების დიდმა ტალღამ დაუარა სხეულში. მამაკაცისკენ დასარტყმელადაც გაიწევდა, მაგრამ ვერ გაბედა. ზედმეტად მიაჩნდა მისი მხირდან ასეთი, გამოხმაურება მამაკაცის უტაქტობაზე. ბოლოდ და ბოლოს ქალია და მსგავსი საქციელები არ შეშვენის. მამაკაცის სიტყვებისთვის საკადრის პასუხს ეძებდა, მაგრამ ისე იყო არეული რომ ვერაფერს მოაბა თავი. რაც ელაპარაკა ისიც ძლისვ ამოაძვრინა პირიდან.

-ძალიან უკუღმართი წყვილი კი ვართ, მაგრამ გამოვასწორებთ. მე ვაკო იაკობაშვილი ვარ!_ ღიმილით გაუწოდა ხელი და თვალი ჩაუკრა. ევამ გამოწვდილ ხელს ამრეზიით შეხედა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო._ მართალია შენზე ყველაფერი ვიცი, დეტალურად... მაგრამ ცუდი არ იქნება შენც გამეცნო.

-რატომ არ შემეშვები და წახვალ? არანაირი სურვილი მაქვს შენთან ურთიერთობის. შენი არსებობის დავიწყება მინდა!

-სამაგიეროდ ჩემი სურვილია იმხელა,რომ ორივეს თავისუფლად გვეყოფა.

არ ჩერდებოდა ვაკო და უფრო და უფრო იწვევდა ევას. მისი ნერვები კი უკვე რყევადია! ცოტაც და ალბათ აფეთქდება და ყველაფერს დალეწავს. გაღიზიანებულმა შეხედა ვაკოს და სწრაფად გაეიცალა. წასასვლელიც,რომ არსად აქვს. ახლა სად გინდა რომ წახვიდე?! მაღაზიიდან გასვლა მაინც შეეძლოს, ცოტახნით გაეცლებოდა ამ არანორმალურ კაცს. თვალებით შეეხვეწა მაღაზია დაეტოვებინა. მამაკაციც აღარ გაჯიუტებულა გვერდით აუარა და მაღაზია უხმოდ დატოვა. ჰაერი თითქოს წამებში გაიწმინდა. უფრო თავისუფლად შეძლო სუნთქვა. ვაკოს თქმის არ იყოს, ახლა აღარაფერიი იქნება ისე, მაგრამ არაუშავს. ყველაფრისთვის მზად არის. იმ ღამეზე უარესი რაღა უნდა დაატყდეს თავს.
არა ის როგორ იყო? ის ღამე კიდევ განემეორდესო, დაცინოდა საბრალო გოგოს. ესეც როგორ მედგრად იდგა და გულისკანკალს არ იმჩნევდა.
<< მე მივხედავ>> მამაკაცის სიტყვები ისევ თავში უტრიალებდა და მოსვენებას არ აძლევდა. რატომ უნდა მიეხედა მას? ან სხვებმა რატომ არ გააპროტესტეს? ნერვებმოშლილმა დაკეტა მაღაზია და სახლში წავიდა. გახარებული იყო იმით, რომ თავისი ნივთები დაიბრუნა... მაგრამ მამაკაცის მის ცხოვრებაში გამოჩენა ზედმეტად აშფოთებდა. კიდევ ერთხელ, რომ მოისურვოს ევას ნახვა მერე რა მხოდება?. სახლის კარებზე სკოჩით ქვითარი იყო გაკრული. ქვითრის დანახვისას შუბლზე ხელი მსუბუქად მიირტდა.გაახსენდა,რომ დენის ქვითარი ხელუხლებელი დია მისაღბში. დღეს კი ბოლო დღეა გადახდის. ახლა წავიდოდა,მაგრამ უკვე გვიანია ბანკები დაკეტილია. სახლში შესვლისთანავე მოსინჯა სინათლე. <<მოუსწრიათ გამორთვა.>> წყალსაც ვერ გადაივლებს, ხომ ეუბნებოდა მამას გაზზე გადავიყვანოთო. ახლა ასეთ ფორმაში როგორ დაწვეს და დაიძინოს. ამ კვირას ყველაფერში მარცხი როგორ უნდა მოუვიდეს. მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტები მაცივარში შეალაგა და დივანზე დაწვა. სასუნთქი ჰაერიც კი აღარ იყო ისე ცხელოდა სახლში. ახლა გრილი წყალი როგორ დაეხმარებოდა, დღევანდელ, დაძაბულობასაც მოუხსნიდა. სახლის კარებზე გაბმული ზარის ხმა გაისმა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და <<მოვდივარს>> ძახილით გააღო კარები. გვერდითა მეზობლი იდგა და ხელში ნამცხვრებით სასვე ვაზა ეჭირა.

-ევა, შვილო როგორ ხარ? რაც შენები წავიდნენ აღარ შეგხმიანებივარ.

-კარგად ნანი დეიდა თქვენ როგორ ხართ?_ თბილად მოიკითხა ქალი და გამოწვდილი თეფში გამოართვა._ დიდი მადლობა.

-რისი მადლობა შვილო, დღეს საქმე არაფერი მქონდა და გამოვაცხე.

-ყავას ხომ დალევთ?

-შენ გახარებას.

სწრაფად გაამზადა ყავა და ახალმორთმეულ ნამცხვართან ერთად გაიტანა.

-დასასვენებლად არ აპირებ წასვლას?

-არ ვიცი სამსახურში შევბულება არ მეკუთვნის და ვნახოთ.

-ჩემი მტერი გაჩერდა მთელი ივლისი და აგვისტო აქ. ჩვენც მივდივართ ხვალ სოფლეში.

-სოფელი მაინც მქონდეს.

-ჩამოდი მერე ჩემთან, ისეთი ჰაერია იქიდან წამსოვლა არ მოგინდება.

-მახო როგორ არის?_ მოიკითა ნანის ბიჭი და ყავა მოსვა.

-როგორც ქმარს შეეფერება. უფრთხილდება ცოლს და არის.

მეზობელი მალე წავიდა, გასამზადებელი ვარ ხვალისთვისო. ნანის გასვლისთანავე საწოლს მიაშურა და დაღლილი შეწვა.
დილით მაღვიძარას მაგივრად ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა. სწრაფად მოძებდა დიდ საწოლში პატარა აპრატი და თვალებდახუჭულმა უპასუხა.

-დილა მშვიდობისა._ მამაკაცის ნაცნობმა ბარიტონმა წამებში გამოაფხიზლა.

<< როგორ ბედავს და მირეკავს ეს უსინდისო.>>

სწრაფად დააჭირა გათიშვის ღილაკს თითი და ტელეფონი შეშინებულმა მოიცილა ყურიდან. მორჩა და გათავდა! ვაკო მის მოუშორებელ ჭირად იქცა. სამსახურში ჩვეულებრივზე გაბრაზებული მივდა, ნინოსაც ღრენით ესაუბრებოდა მთელი დღე. არაფრის გუნება განწყობა არ ქონდა. მეგობარმა ექიმთან წასვლა, რომ შესთავაზა მაგაზე სულ გაგიჟდა. კანკიამაც რა გაეწყობაო და თავი დაანება. არადა ერთი კარგი ფსიქოლოგი მართლა სჭირდება... ფსიქოლოგი და არა ექიმი! მაღაზიაში აკოს გამოჩენამ თავი აატკია, მაგრამ მერე დამშვიდდა, უკან არავინ რომ არ შემოყოლია. მეგობრულად მოიკითხა ევა და ნინო წაიყვანა. <<რაღაც საეჭვოდ დაძრწის ეს ბიჭი ამ მაღაზიაში>> ხმადაბლა ჩაილაპარაკა და კლიენტს ტანსაცმელი გამოართვა. დილით მიშკას თხოვა დღეს ადრე გამიშვიო და ისიც დათანხმდა. ბანკში შეიარა და დავალიენებები გადაიხადა მერე კი სახლში წასვლამდე იქვე კაფეში დაჯდა და ცივი ყავა შეუკვეთა.

<<ჭირი შენ და ჯანდაბა! როდის უნდა მოგიშორო შე დეგენერატო?!>> კაფეში ღიმილით შემოსული ვაკო, რომ დიანახა მისი გალანძღვა დაიწყო. მამაკაცი ევას მაგიდას მიუახლოვდა და დაუკითხავად დაიკავა თავისუფალი ადგილი.

-აშკარად არ ხარ მიჩვეული დილის სასიამოვნოდ დაწყებას._ დღევანდელი დილა გაახსენა ალბათ.

-ნუ მაწუხებ ძალიან გთხოვ! _ გაკაპასდა და ყავა მოწრუპა.

-კი არ გაწუხებ ვცდილობ, ის ღამე დაუვიწყარი გახადო შენთვის. მართალია ეს ჩემს გრეშეც შესაძლეებლია, მაგრამ..._ გაიცინა და ევას თვალი ჩაუკრა. მამაკაცის ასეთ საქციელებზე ძალიან ბრაზობს. მზერა აარიდა და ვითომც აქ არ იყოს ფანჯარაში გაიხედა._ ძალიან მაინტერესებს რამ გადაგაწყვეტინა იმ სასიამოვნო ღამეს ასე დათრობა? _ <<სასიამოვნო>> ცუდად მოხვდა ყურში და თვალები დაუქაჩა მამაკაცს.
-მოდი შევთანხმდეთ. შენ შენთვის იყავი მე ჩემთვის. ის ღამე ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს და მინდა,რომ დავივიწყო. შენ კიდევ ამის საშვალებას არ მაძლევ. ძალიან დიდი მადლობა ნივთები,რომ დამიბრუნე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უკან მსდიო!

მშვიდად დაასრულა სათქმელი და ჩანთას ხელი მოკიდა. კაფე უკანმოუხედავად დატოვა. შიგნით ვაკოს კი ისევ ის დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. სახლში მისულს შუქი მოსული დახვდა. სწრაფად განთავისუფლდა ტანსაცმლისგან და ვანაში ჩახტა. ვაკოზე ფიქრს წამითაც ვეღარ იშორებს, ეს უნდოდა ახლა? რას გადაეკიდა ის კაცი! დაანებოს თავი და მისცეს შასნი წყნარად ცხოვრების. ჯერ ისედაც როგორ განიცდის იმ ღამის ამბებს.


მეორე დღესვე მივიდა მიშკასთან თხოვნით. მთელი დღე ხვეწნაში გაატარა შვებულება დამიწერეო.

-არ გეკუთვნის ევა და რატომ მაბრაზებ?_ ხმა გაიმკაცრა მიშკამ.

-კარგი რა! სამაგიეროდ იქითა წელს აღარ წავალ არსად.

-მთელი წელი იდგები სალაროსთან!

-მთელი წელი! _ გულზე ხელი დაიდო და გაიღიმა.

-არა ახლა ორი დამხმარე სად ვიშოვო?!

-რატომ ორი, ნინო ხომ აქ არის?

-არა. ნინოს ეკუთვნოდა შვებულება და დღეს დილით დაწერა.

მეგობარს წარბაწეულმა გახედა და თვალები დაუბრიალა. სალაროსთან მისულმა ნინოს ბრწკენით გვერდები გამოუჭამა.

-მეტკინა გოგო, რამ გადაგრია?_ მტკივნეული ადგილი დაიზილა და ევას შეხედა.

-შვებულებას თუ წერდი არ უნდა გეთქვა?

-რაც მოხვედი მიშკას დასდევ უკან და როდის მეთქვა?

-სად მიდიხარ?

-კვარიათში მივდივართ. შენ რა ქენი მოგცა შვებულება?

-კი მომცა და ახლა ვფიქრობ მე სად დავისვენო.

-მე ვიცი! ჩვენთან ერთად წამოდი, აი ძალიან მაგარი იქნება. თან ხარჯიც ნაკლები გექნება.

-ვინეები მიდიხართ?

-მე მარიამი, ბექა და მაგის საძმაკაცო.

ბექას საძმაკაცოს ხსენებისას პირველი ვაკო ამოუტივტივდა. წეღან წასვლა თუ უნდოდა დასასვენებლად ახლა სულ გადაიფიქრა. ნინოსთან ერთად დასვენება გამორიცხულია, იქ კი არ დაისვენებს სიცოცხლეს გაიმწარებს. ძალით გაუღიმა მეგობარს და შემოთავაზებაზე უარი უთხრა. ბევრი ეხვეწა ნინო, მაგრამ თავის პასუხს არ გადააბიჯა. ბოლოს ხელი ჩაიქინია კანკიამ თუ გადაწყვიტავ იცი ჩემი ნომერიო და შეეშვა. მთელი დღე სალაროსთან გამოჩერჩეტებული იდგა. სულ იმაზე ფიქრობდა სად წასულიყო და დაესვენა. ზღვაზე წასვლა წელს არ უნდა, სადმე მთაში წავა და იქ დაისვენებას. თან ცოტა აზრზეც მოვა, ცხოვრებას დაალაგებს, გონებას გაწმინდავს არასასიამოვნო ფიქრებისგან და ისე დაბრუმდება უკან. მთა შესანიშნავი ვარიანტია ახლა ის უნდა მოიფიქროს სად წავიდეს. ნინო ერთი საათი კიდევ დარჩა და ორივემ ექვს საათზე დაამთავრა მუშაობა. მიშკას ორი კვირით დაემშვიდობნენ და მაღაზია დატოვეს. ევამ სახლში მარტო ვერ გავჩერდებიო და ნინოც თან წაიყვანა. სასუსნავები აიყოლა მაღაზიიდან და შინ მისულმა სწრაფად გაამზადა ცივი ყავა.

-აი, ცოტახანიც რომ გავჩერდე აქ მოვკვდები. _ სწრაფად გაიხადა ფეხსაცმელები კანკიამ და დივანზე დაწვა._ რა სიცხეებია, რა უბედურებაა. შენ რა ქენი გადაწყვიტე სად წახვალ?

-რაჭაში წავალ და იქ დავისვენებ.

-ზღვაზე არა?

-წელს მთა მირჩევნია.

-მაშინ მოდი ასე მოვიქცეთ, წადი შენ მთაში და ერთი ორი დღე ჩვენთანაც ჩამოდი რა. დამიჯერე ძალიან მაგარი იქნება, თან ბიჭებსაც უკეთ გაიცნობ. ბექასაც გაუხარდება.

მავედრებელი თვალებით შეხედა მეგობარს. ნინოს ასეთი მზერა, სულ ყოველთვის კარგ განწყობაზე აყენებს. ახლა რომ უთხრას კარგიო და მერე გადაიფიქროს უხერხული იქნება. არ უყვარს რაღაცას, რომ პირდება ხალხს და მერე არ ასრულებს, ამიტომ ცოტას დაფიქრდება, ასე ჯობია.

-მოვიფიქრებ და შეგატყობინებ.

-ძალიან კარგი, ხომ იცი გამიხარდება თუ ჩამხოვალ.

მეგობარი გააცილა და დივანზე ღიმილით წამოწვა. მგონი სულაც არ უნდა იყოს ცუდი იდეა! ერთი ორი დღე წავა და ნინოსთან ერთადაც დაისვენებს. ან საიდან დაასკვნა ვაკო იქ რომ იქნება. შეიძლება სულაც არ იყოს მათთან ერთად ის კაცი. რას გადაეკიდა? აუცილებლად ჩააკითხავს ორი დღით კვარიათში.სულელივით გაიცინა და ფეხზე წამოფრინდა. დღეს უფრო თავისუფლადაა. იმ ღამეზეც აღარ ნერვიულობს, იმედი მაქვს ეს პოზიტივი დიდხასნ გაგრძელდება. ტელეფონი მაგიდაზე დატოვა და სამზარეულოში ჭიქები გაიტანა. წყლის ხმაზე საერთოდ არ ესმოდა, როგორ იტანჯებოდა მისი ტელეფონი მისაღბში. გამოსვლისას ანთებული ეკრანი,რომ დაიანხა გაიღიმა და ტელეფონი ხელში აიღო.

-როგორ ხართ,დე?_ თავისუფლად ალაპარაკდა ევა.

-კარგად ვართ, დედიკო, შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად ვარ. ზეგ დასასვენებლად მივდივარ რაჭაში.

-ფული ხომ არ გჭირდება?

-არა მაქვს და მეყოფა. მამიკო რას შვება?

-სამსახურშია ახლა და რომ მოვა ვეტყვი და დაგირეკავს.

-კარგი, დე, წავედი უნდა ვიბანავო და გკოცნით.


სააბაზანოშიც კი იმ დამცინავ კაცზე ფიქრობდა. ვერაფრით ამოიგდო მისი დამცინავი სიტყვები თავიდან. და მზერა, მისი ღიმილი ხომ საერთოდ ვერ დაივიწყა. სულ თვალწინ უდგას და ახსენებას, რომ მთვრალი ღამე მასთან გაატარა. იმ ღამეზე ფიქრისას რაღაც არასიამოვნოდ გკრავს ხოლმე, გულზე მაგრამ არა ისე როგორც ორი დღის წინ. მაშინ ახალი მომხდარი იყო ყველაფერი და მდგომარეობაც მძიმე იყო. ახლა სიტვაცია ცოტა დალაგდა, თან ეს ვაკოც რომ გამოჩნდა... პირიქით უნდა ყოფილიყო, მის გამოჩენას აეღელევებინა, მაგრამ სულაც არ ღელავს ერთადერთი რაც არ უნდა ვაკოს ნახვაა! მერე სხვანაირად რომ დაიწყოს ფიქრი რა ეშველება? როცა არ ხედავ ყველაფერი კარგად არის, გამოჩნდება თუ არა ურევს თავგზას. თვალები დახუჭა და დაიძინა.

უჩვეულო სიზმარი ესიზმა. ის და მთვრალი ღამის პარტნიორი ერთად იყვნენ. ხელიხელჩაკიდებულები, უცნაურად ჩაცმულები და მომღიმრები. გარემოც ისეთი თეთრი და დანისლული იყო, ვერაფერი გაარჩია. ერთადერთი რისი დანახვაც არ უჭირდა ვაკოს ზურგზე ფრთები და მისი მომღიმარი სახე იყო. ტანზე დიახედა და თეთრმა სამოსმა გააოცა. ისე უხდებოდა თეთრი ოდნავ პრიალა მთლიანი კაბა, ანგელოზს გავდა. და იყო კიდევაც, ის და ვაკო იმ სიზმარში თავნიანთი ანგელოზები იყვენენ.

გამოფხიხლებულს თვალები საშინლად ტკიოდა. სიზმარმა ძალიან იმოქმედა აშკარად. კისერზე ხელი რამოდენიმეჯერ გადაიტარა და დატკაცუნა. შვება იგრძნო და საწოლზე თავისუფლად ჩამოჯდა.
<< ანგელოზი! კი როგორ არა რომ შეხედავ სიკეთეს ასხივებს... ერთი სარკაზმით და ირონიით გაჟღენთილი ტიპია. გამოჩნდება და იმ არარსებულ ფრეთებს სულ სათითაოდ დავამტვრევ!>> ემუქრებოდა ვაკოს და თან ტანსაცმელს იცვამდა. ტელეფონი ისევ აწკრიალდა, ისევ იგივე ნომერი დაეწერა. <<არ ვუპასუხებ! რეკოს რამდენიც უნდა. შეუგნებელი! >> ბუზღუნდებდა და ყავას იმზადებდა.
ტელეფონი,რომ გაჩერდა მერე გახედა ცალი თვალით და ტუჩები საყვარლად დააშორა ერთმანეთს. ძალაუნებურად გეღიმა წეღანდელ ზარზე, რა ქნას ვერ იკავებს ღიმილს. არად ამისი ალტერეგო როგორი კაპასი და გაბრაზებულია ვაკოზე. საშინლად არ მოსწონს, მისი დამცინავი გამომეტყველება. ევას კი მის მსგავს საქციელზე ეღიმება, მაგრამ იცის რომ ეს არსწორია. ვაკოსთან არანაირი ურთიერთობის წამოწყება არ ღირს. ის ბიჭი მასზე სერიოზულად არასდროს არ დაფიქრებდა, ევას კი ერთჯერადი ურთიერთობები არ უყვარს. მერე რა იმ ღამე მასთან, რომ გაატარა. შეცდომა იყო რომელსაც მეტჯერ აღარ გაიმეორებს.
გარდერობიდან დიდი ჩემოდანი გადმოიღო და ტანსაცმელი ლამაზად ჩაკეცა. დღეს რომ წავიდეს რაჭაში? აბა აქ რაღა უნდა აკეთოს, იქ წავა და დაისვენებს. სწრაფად გამოიცვალა და ბორბლებიანი ჩანთნა მისაღებში გააგორიალა.

სამარშუტო ტაქსში ზის უკვე ერთი საათია და რაჭისკენ მიდის. რაღაც განსაკუთრებით უხარია ეს ტური. თვითონაც არ იცის რატომ. მგზავრობის დროს სულ ეძინება. ახლაც მკვდარივით მიეძინა ფანჯრის მინაზე. მძღოლის ხმამ გამოაფხილა და რაჭაში ჩამოსვლა აცნობა. საბარუგლიდან ჩანთა ამოიღო და სახლებს გახედა. მივა და იკითხავს რომელ სახლშია თავისუფალი ადგილი. პირველივე სახლში აღმოჩნდა თავისუფალი ერთი ოთახი. სადა და ლამაზი ოთახი იყო. ძველებური სტილის, რაჭას რომ შეეფერება. კედელზე ლამაზად მოქარგული ხალიჩა ეკიდა, მის წინ ერთ კაციანი საწოლი. ფანჯარასთან კი ხის ძველი გარდერობი. ოთახით კმაყოფილმა ამოალაგა ნივთები და დაწვა. მართალია გზაში ეძინა, მაგრამ რბილ საწოლში დაძინებას და დასვენებას არაფერი ჯობია. დაწოლისას უსიამოვნო ფიქრები, ამოუტივტივდა გონების ზედაპირზე. << ისე მარტომ ამ უცხო სახლში რა უნდა გავაკეთო? გიდი რომ ავიყვანო ჩვენ ორმა სად ვიაროთ? მგონი ჯობდა ნინოს წინადადებაზე უფრო მეტი მეფიქრა. არაუშავს ერთი კვირა როგორმე აქ მარტო გავძლებ და მერე იქ ჩავაკითხავ>> თავი დაიმშვიდა და გვერდი იცვალა.

გამოფხიზლებულს დაბლიდან ნაცნობი ხმები შემოესმა. თვალები სწრაფად დაჭყიტა და გაოცებულმა დაიზილა. მგონი ისევ სიზმარშია და რაღაცეები ელანდება! არა ნამდვილად ეგრეა, აბა ბექას და ნინოს აქ რა უნდათ. ფეხზეც ვერ დგება დაბნეულობისგან. მათი ხმები კი სულ უფრო და უფრო გარკვევით ჩაესმის. სიტყვების გარჩევაც კი შეუძლია, მაგრამ იმდენად არის დაბნეული, რომ ვერაფერს არჩევს და აანალიზებს. ოთახის კარები ფართოდ რომ გაიღო და გახარებული ნინო შემოვარდა ჩანთით ხელში მაშინ მიხვდა,რომ ძილის სამყარო დიდიხნის დატოვებული ქონდა.

-რადგან შენ არ მოდიხარ ჩვენთან, ჩვენ მოვედით შენთან. _ გაიცინა და საწოლზე პატარა ბავშვივით დახტა. ჯერ კიდევ აგონიაში იყო ბერიძე და ვერაფერს არჩევდა. მეგობრის ხუთი თითი კი მის წინ დაქროდა. _ არ გეჩვენები მე ვარ! აღარ წავედით კვარიათში და ჩემოვედით აქ. თან ყველა! ოთო, ვაკო, ბექა, მარიამი, მე და აკო.

თითებზე ითვლიდა სახელებს და იცინოდა. ვაკოს სახელის ხსენებისას ტანში გაცრა. სიცივე იგრძნო და ხელები სწრადად დაისვა მკლავებზე. კარებში ახლა უკვე ექვსი თავი გამოჩნდა. გაფართოვებული თვალებით უყურებდა დაუპატიჟებელ სტუმრებს. ღრმად ამოისუნთქა და მხერები ჩამოყარა. ან სად დაეტევა ეს ამდენი ადამიანი მაგაზე არ ფიქრობენ? ერთ ჭერ ქვეშ ვაკოსთან ერთად რა საშინელებაა. როგორ უნდა გაძლოს, მთელი ორი კვირა. სულ ის ღამე გაახსენდება და ნორმალურად ვერც დაისვენებს. ეს წელი ევას არ ინდობს. სულ უფრო და უფრო ცუდს უმზადებს! ნერვები დაწყვეტას ქონდა უკვე. ნინოს გაბრაზებულმა შეხედა და დაუღრინა.

-მერე ეტევით ამ სახლში ამდენი?_ იკითხა აგდებით და ვაკოს მზერა ჯიქურად გაუსწორა.

-ვაკომ მთელი სახლი იქირავა!_ ამაყად წარმოსთქვა მისი სახელი ნინომ და მეგობარს ნიშნის მოგებით გახედა.

<<დაგეგმილი ქონდა ყველაფერი. საზიზღარი, გაიძვერა და დეგენერატი! >> როგორც ყოველთბვის ფიქრებში არ ინდობდა ისე კი ხმას არ იღებდა და უყურებდა. ამჯერად წრფელი ღიმილით შემყურე ვაკოს.სტუმრები სათითაოდ გალაგდნენ ოთახიდან და მარტო ევა და ნინო დატოვეს. მეგობარს გვერდით მიუჯდა და საწოლზე არხეინად გაწვა კანკია. რაღა უნდა ექნა ისინი უკვე აქ არიან და ამას უნდა შეეგუოს. თან წეღან თვითონ არ იძახდა მარტომ რა უნდა გავკეთო? ახლა უკვე ბევრნი არიან და ტურიც ძალიან მეგობრული გამოვა. არაუშავს, ვაკოს აქ ყოფნას როგორმე აიტანს. მანამდე კი დაელაპარაკება და ეტყვის, რომ არ შეაწუხოს. სხვა შემთხვევაში არაფერი არ გამოვა. ნინოს გვერდით მიუწვა და მკლავები მაგრად მოხვია მეგობარს. ევამ უკვე შესანიშნავად იცის, რომ ეს შვებულება რადიკალურად განსხვავებული იქნება და ბევრი რამ მოხდება ამ ორ კვირაში... რაც მის ცხოვრებას შეცვლის!

ოთახიდან ბუზღუნით გავიდა ნინი და მისაღებში, დივანში არხეინად მწოლიარე, ბექას კალთაში ჩაუხტა. ბიძაშვილმა სახე დამანჭა და ნინის გვერდებში მსუბუქად მოსცხო. რეაქცია არ ქონია კანკიას, ან სად ეცალა მაგისთვის ეჭვისთვალით ათვალიერებდა ფანჯარასთან მდგომ ვაკოს და წარბებს ათამაშებდა. საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამოიდო და თვალები საცრისოდენა გახადა. დიდხას ისხდნენ ჩუმად, მერე ექვსი წყვილი თვალი ევას ოთახისკენ მიტრიალდა და დაჟინებით მიაჩერდნენ იქიდან თმააბურძგნულ გოგოს. აკოს მეგობრულად მიესალმა და მარიამისკენ წავიდა, გოგონას გადაეხვია და ბექას მიუტრიალდა. ბიჭმა ნინო ძალით გადააგდო მუხლებიდან და ფეხზე წამოდგა. ჯერ ისედაც აბურდული თმები უარესად აუჩეჩა ბიძაშვილის მეგობარს და მოეხვია.
ვაკოს, ევას თვალები არ იმჩნევდნენ, რაზეც ბიჭს ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. აკოს თვალი ჩაუკრა და ისევ ფანჯარაში გაიხედა.

-ხო მართლა შენ კარგად არ იცნობ ოთოს და ვაკოს.

რა დიდი სიამოვნებით გაიცინებდა მწარედ. ვაკოს არ იცნობო. არა ისე მართალიცა! რა იცნობს? ღამე გაატარა მასთან ისიც ისე,რომ პარტნიორის სახელი არ იცოდა.. მაგრამ ვაკო ხომ გაეცნო მაშინ? ე.ი. იცნობს.

-ეს ოთოა ჩვენი დაბნეული ბიჭი._ ხმა დაიწვრილა აკომ და ოთოს ხელი გადახვია. ბიჭმა უხეშად მოიცილა ძმაკაცის ხელი და ევას მიესალმა. _ ძალიან ბრაზიანია, ყურადღებას ნუ მიაქცევ._ ისევ აგრძელებდა მაიმუნობას აკო, გაბრაზებული ოთო ვაკოსკენ წავიდა, აკოც უკან გაყვა და დაცინვა გააგრძელა. _ შენ კიდევ ბიჭო, რამდენჯერ უნდა გაგაფრთილო უცხოებთან ცოტა თბილად მომექეცი.

რომ არა ნინოს და მარიამის სიცილით გადაღლილი სახე აკოს სიტყვებში ეჭვი არცერთი წამით შეეპარებოდა. ბიჭის უაზრო იუმორით განხიბლულმა სამზარეულოსკენ აიღო გეზი. იგრძნო როგორ გამოყვა, ფანჯარასთან მდგომი, სილუეტი ღიმილით უკან. <<ახლა მივტრიალდები და ცხვირ პირს გავუერთიანებ>> წაისისინა ჩუმად და ბოთლიდან წყალი გადმოასხა. ვაკო გვერდით დაუდგა და გაუღიმა.

-როგორი უკარება ყოფილხარ! არადა მე სულ სხვანაირი მახსოვხარ._აგრძელებდა სისინს და თან იღიმოდა.

გაბრაზებულმა თვალები დაუქაჩა და სამზარეულოდან გასვლა დააპირა, გენიალურმა იდეამ რომ გაუელვა თავში. სწრაფად შედგა ერთ ადგილას და უკან ძალიან ნელა მიტრიალდა, ჭიქას ხელი მაგრად მოუჭირა და ხელის ერთი მოძრაობით ვაკოსკენ აიქნია. მამაკაცს დამცინავი ღიმილი სახეზე მიეყინა. ნიშნისმოგებით გამოუყო ენა და სამზარეულოდან სიცილით გავიდა. მანამდე კი ვაკოს სიცილნარევი ხმა მოესმა.

-პატარა გაუზრდელი გოგო ხარ!

<<რავიცი კი გადაგრიე და>> ახლა თვითონ ასისინდა. მეგობრების გვერდით დაიკავა ადგილი და ვაკოს სამზარეულოდან გამოსვლას დაელოდა. ბიჭი სწრაფად გამოვიდა იქიდან და პირდაპირ კიბეებისკენ წავიდა. ყველამ მოასწრო ვაკოს გაწუწული მაისურის დანახვა. ნინოს თვალებმა მალე მოძებნეს ევა და გაკვირვებლმა თვალები დაქაჩა. ბერიძე ძველი დივნის საზურგეს მიეყრდნო და გაიტრუნა.

-დღეს მთელი დღე ასე უაზროდ ვაპირებთ ყოფნას?_ დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა მარიამმა.

-აუ ხო რა სადმე გავიდეთ. აქვე ახლოს დღეს, რომ მოვასწროთ მოსვლა უკან თორემ დაღამდება მალე.

-დღეს ეზოში ცეცხლი დავანთოთ და მწვადები ავატრიალოთ._ წამოიძახა ოთომ და აკოს ხელი მოიცილა მხრიდან._ ეე ბიჭო ვინმემ მომაცილეთ ეს თორემ გავიგდებ ახლა.

გაბრაზებული აყვირდა და აკოს იდაყვი უთავაზა მუცელში. ბიჭი სიმწრით მოიკეცა და ოთოს მისამართით უხამსი სიტყყვების მთაა ააშენა. ძლივს გასწროდა წელში და უკვე გაქცეულ ოთოს უკან დაედევნა, თან დივანზე დაგდებულ მუთაქას დაავლო ხელი. მათი შემყურე ღიმილი ვერ შეიკავა ევამ. ცოტახანში ეზოდან ხმაურმა უფრო და უფრო იმატა. აშკარად სამ ხმაში ყვიროდნენ უკვე.

-ვაკო როდისღა გაგვეპარა?

-ეე და მე აქ ვწევარ._ ფეხზე წამოხტა ბექა და გასასვლელისკენ ასკინკილით გაიქცა.


<<წეღან მგონი ზედმეტი მომივიდა. ქაჯის საქციელს უფრო გავდა ის რაც გავაკეთე>> ფიქრობდა თავისთვის და ფანჯარაში ეზოში მოჭიდავე ძმაკაცებს უყურებდა. ვაკოს ხასიათი აშკარად ჩანდა მის ქცევაში, ისეთი ბავშვური და მხიარული იყო. ევასთანაც როგორი გახსნილი და რაღაცნაირია ხოლმე. ჩუმად გაიცინა და უფრო კარგად დააკვირდა ბიჭს. იგრძნო იაკობაშვილმა დაჟინებული მზერა, და ირონიით სავსე ღიმილით გამოხედა ევას. სწრაფად მიატრიალა დაბნეულმა თავი და თმების წვალება დაიწყო, თან თვალებს უმისამართოდ აცეცებდა. მალე ჩაწყნარდა ეზოში ხმები, ოთახში აწითლებული ლოყებით შემოლაგდნენ. ვაკო ევას გვერდით დივანზე დაჯდა და ხელი გადახვია. მისმა შეხებამ სულ გააგიჟა, სწრაფად გახედა მომცინარ მამაკაცს და გვერდით გადაჯდა.მისკენ გამოწეული სხეული, რომ დაიანხა უცებ წამოხტა ფეხზე და დაუბღვირა. თვალი ჩაუკრა გაცოფებულ ევას და დივანზე კომფორტულად დაწვა.

-თავხედი! უზრდელი! გაიძვერა! _ ჩურჩულებდა და თან სამზარეულოში მიიპარებოდა.

-ერთმა ღამემ ასეთი შთამბეჭდავი წარმდოგენა დაგიტოვა ჩემზე?_ უკნიდან მიეპარა და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა. დენდარტყმულივით გახტა წინ და ნიჟარას დაეჯახა.

-უზრდელი ხარ! რა გითხარი მე შენ? არ გამეკარო ახლოს თქო!_ გაკაპასდა ბერიძე და ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ვაკო კი ისევ დამცინავად უყურებდა.

-აღიარე, რომ გესიმპათიურები! _ არ ჩერდებოდა იაკობაშვილი.

ევა მიხვდა, რომ არაფრის თქმას არ ქონდა აზრი. ამ ბიჭთან ვერაფერს ვერ გახდები, ისეთი დამცინავია! თან რა უნდა უპასუხოს? ხომ არ გამოეკიდება სიტყვებზე და წეღანდელივი გაქაჯდება. მისი საქციელი, რომ გაახსენდა სახე აუხურდა და სწრაფად გაეცალა იქაურობას.

-როდემდე უნდა ირბინო და გსდიო?_ მიაძახა ვაკომ და ევას ჭიქიდან წყალი მოსვა. _ ან ირბინე, ჩემი რა მიდის?!


საძინებელში ცეცხლის ფრქვევით შევიდა და საწოლზე ხმაურით დაეხეთქა. ჩურჩუტია, მე მის ადგიალს ერთი გემოზე დავცინებდი იმ გაიძვერას და მოვსვამდი თავის ადგილას. ეს კიდევ დადუმებული უსმენს და ეგუება ყველა მის უტაქტო საუბარს. არა ნამდვილად რაღაც დამართა იმ ღამემ, ადრე სულ სხვანაირი იყო. საოცრად უხეში და ენაწყლიანი. ახლა დიდი გული მარტო ნინოსთან აქვს. საძინებლის კარებთან ნაბიჯების ხმა, რომ გაიგონა გული გაუჩერდა.
<< აქაც რომ შემოვიდეს მოვკლავ! ნამდვილად მოვკლავ და მისგან არაფერს დავტოვებ! >> რამის თავი მაინც ქონდეს, როდის ერთხელ აუსრულებია ვაკოს მიმართ მუქარა ახლა, რომ გაისტუმროს ის ზე სიმპათიური ვაჟკაცი სააიქიოს. ნაბიჯების ხმა სადღაც დაიკარგა და ევამაც ამოისუნთა. << ბეწვზე გადამირჩა.>> ჩაიცინა და თვალები დახუჭა. არ ეძინება, უბრალოდ ცოტახანი უნდა დაისვენოს და იფიქროს, როგორ გაუშროს იმ ვიგინდარას სისხლი. არადა როგორი სიმპათიურია, მეც კი მხიბლავს უკვე. წყლის გეგმის მსგავსი იმედია არაფერი არ იქნება, თორემ სულ დაკარგავს ის კაცი წაროდგენას მასზე. რა კარგი იყო ბავშვობა, რასაც უნდოდა იმას აკეთებდა. ვერავინ ვერაფერს ეუბნებოდა. ერთხელ მეზობლის ბიჭმა გააბრაზა და საწყალს ფეხი მოტეხა. ამართლებდნენ ბავშვია და ეპატიებაო. აბა ახლა გააკეთოს მსგავსი რამ აქეთ მოამტვრევს ფეხებს იაკობაშვილი.
ღამით ნანახი უცნაური სიზმარი გაახსედა და გაეცინა. სულ თეთრებში გამოწყობილი ვაკო, ფრთებით. და მერე იქაც რა სასაცილო იყო, მაგრამ ანგელოზი. თავისი თეთრი ოდნავ პრიალა კაბა, რომ ახსენდება უნდა მსგავსი შეიეკროს და სახლში გარდერობში დაკიდოს. აუცილებელი ხომ არ არის ჩაიცვას? უბრალოდ ძალიან უხდებოდა და მოუნდა. ან ღამე ჩაიცვამს და გულს გაიხარებს. ჯერ თბილისამდე თუ ჩაახწია ის იკითხოს, ვაკოს ხელში. კარებზე ნელა და ორჯერ დააკაკუნა ვიღაცამ. თავი წამოყო და თმები გაისწორა. მაისურის თავის ადგილს დაუბრუნა და ხმადაბლა გასძახა შემოსულიყო.
კარებში თვალებდახუჭული და სახეზე ხელებაფარებული ვაკო იდგა.

-არაფერი მესროლო, მანდილით ვარ. _ დასრულა წინადადება და ხმამაღლა გაიცინა. _ ეს ისე თავი დავიზღვიე. მიდი შენი ლამაზი ფეხებით ჩამოირბინე და ვჭამოთ._ ვნებიანად შეათვალიერა ევას შიშველი ფეხები. უდაოდ ის ღამე გაახსენდა და გაიღიმა. დარცხვენილმა გადასაფარებლის ბოლოს ხელი დაავლო და მიიფრა._ მე ყველაფერი ისედაც კარგად მახსოვს.
-როდემდე უნდა მახსენო ის საშინელი ღამე? რა გინდა საერთოდ? ჩემს ცოხვრებაში, ჩემს გასამწარებლად გამოჩნდი?_ ხმაათრთოლებული კითხა და გადასაფარებელს უფორ მოუჭირა თითები.

-იმ ღამის დავიწყება შეუძლებელია. თან შენს გასამწარებლად კი არა, სხვა რაღაცისთვის გამოვჩნდი! _ კარებს მოშორდა და ევასკენ ნელი ნაბიჯებით წამოვიდა. _ ნუ დაფრთხი, ეგეთი უზრდელიც არ ვარ აქვე გაგახსენო ყველაფერი. _ საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და გოგონასკენ გადაიხარა. საწყლად საწოლის თავზე აფუზული ევა კი წასასვლელს ვეღარსად ხედავდა და ვაკოს, გაბრაზებული უყურებდა, შავ ლამაზ თვალებში. _ მიდი გაემზადე და ჩამოდი._ უკან დაიხია ვაკომ და საწოლიდან წამოდგა.

მისი ოთახიდან გასვლისთანავე გასუფთავდა დაძაბული აურა, და ევამაც თავისუფლად შეძლო სუნთქვა. რაღაცას უკეთებს ეს ბიჭი, თორემ ასეთი დაძაბული და გათიშული არასდროს ყოფილა. როგორც კი ახლოს მოვა მასთან, იმ წუთასვე ითიშება და აზროვნების უნარს კარგავს. თუნდაც წეღან დივანზე ხელი, რომ გადახვია. ტანში ისე დაუარა ელექტრო დენივით რაღაცამ, რომ შეამცივნა... ისიც კარგად ახსოვს, როგორ ესიამოვნა მამაკაცის ცხელი ხელების შეხება, მაგრამ იმ წუთას ისე გათიშა ვაკომ რომ ამდენი ვერ გაიაზრა. ახლა რომ უფრიქრდება მართლაც რა სასიამოვნო იყო. ნეტავ იმ ღამეს როგორი იყო? როგორ უნდა რამე მაინც ახსოვდეს. რა დალია ასეთი, მკვდარივით რომ იწვა. უხამს ფირებზე შერცხვა და საწოლიდან წამოდგა. გარდერობის გვერდით შაუზე გადაჭრილ სარკეში ჩაიხედა და ფეხები შეათვალიერა. მართლაც ლამაზი ფეხები აქვს, ხორციანი და სწორი. შეუძლებელია ეს სილამაზე არ დაგამახსოვრდეს, თანაც იმ ღამის შემდეგ. სარკის წინ დატრიალდა და ყველაფერი გაისწორა. საწოლზე მიგდებულ გადასაფარებელსაც გაკრა ხელი და ოთახიდან ღიღინით გავიდა.


-რომ ჩამოვალ მერე ვისაუბროთ! _ ოთახში შესვლილას, ღია კარებში, ვაკოს განრისხებული ხმა მოესმა და ადგილზე მიიყინა. მამაკაცის ასეთი ხმირს ტემბრი რაც იცნობს არასდროს მოუსმენია._ გითხარი, რომ ჩამოვალ მერე გავარკვიოთ-თქო და ნუ მეპასუხები!

ხმას უფრო და უფრო უწევდა მთვრალი ღამის პარტნიორი. ვაკოს სხეული, რომ გამოძრავდა, სწრაფად გამოფხიზლდა და მის პირდაპი ოთახის კარები შეაღო. საწოლთან მივიდა და კიდეზე ჩამოჯდა. თავიდან არ ამოსდიოდა ვაკოს საოცრად მკაცრი ბარიტონი. რაღაცაზე აშკარად სერიოზულად იყო გაბრაზებული. ნეტავ ახლა საერთოდ არ გადაეყაროს არსად, გაბრაზება რომ გადაუვლის მერე! ახლა ისეთი ხმა ქონდა წარმოდგენაც არ უნდა სახე როგორი ექნება. ფანჯრიდან ეზოში ცეცხლის გარშემო მსხდომი ბავშვების მხიარული ხმები ისმოდა. ეს კიდევ ოთახში ზის და გაშტერებული უყურებს ერთ წერტილს. იაკობაშვილის ოთახის კარები, რომ აჭრიალდა თვალების წრაფად დაახამხამა და გასწორდა. << ოღონდ ახლა არ შემოხვიდე. ახლა არა! >> გულში ჩურჩულებდა და კარებს დაწვრილებული თვალებით უყურებდა. მამაკაცის ოთახის კარები ხმაურით დაიკეტა, ვაკომ კი კიბეები სწრაფად ჩაირბინა და შემოსასვლელი კარებიც ხმაურით დაკეტა. საწოლზე დამშვიდებული დაწვა და თვალები დახუჭა. დაბლა ჩასვლას არ აპირებს, დაიძინებს. დღეს ზედმეტად ემოციური დღე ქონდა.თან არ უნდა კიდევ ერთხელ გადაეყაროს იმ უტაქტო კაცს. ჯერ ისედაც სისხლი გაუშრო ეზოში. საჭმელს გემო ვერ ჩაატანა.
დილით ნინოს წრიალმა გააღვიძა. კანკია ერთ საწოლიანში ვერ ეტეოდა და ევას გადაგდებას ცდილობდა. თვალები მოისრისა ბერიძემ და მეგობარს მხარზე ხელი მიკრა.

-დამძინე თორემ მოგისვრი მეორედან!

ცოტა ხმამაღლა მოუვიდა და ისედაც კიდეზე მწოლიარე ნინო საწოლიდან შეშინებული გადავარდა. ისეთი გათიშული იყო კანკია, რომ არა ძველი იატაკის გამაყრუებელი ჭრიჭინი იქ დარჩებოდა და დაიძინებდა. საწოლს მარჯვენა ხელით დაეყრდნო და ფეხზე წამდოგა. მეგობარს მომკავდინებელი მზერა ესროლა და ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა დატოვა ოთახი. მთლიანი ტერიტორიით ისარგებლა ევამ და საწოლზე ვარსკვლავივით გაწვა. დიდხანს გაგრძელდებოდა მისი ბედნიერება რომ არა ვაკოს ხმა. რომელიც ყურთან ძალიან ახლოს ჩაესმის. თვალები სწრაფად გაახილა და მის გვერდით მწოლიარე მამაკაცს გახედა. რა დროს ჩაეძინა ასე მკვდარივით მისი შემოსვლა, რომ ვერ იგრძნო. მამაკაცს შეშინებულმა ხელი კრა, მაგრამ მისმა პატარა და გაკნაჭულმა ხელებმა ამხელა მასა საწოლიდან ვერ მოისროლა, ნინოს მსგავსად. ვაკო უფრო თავისუფლად მოკლათდა ვიწრო საწოლში და გაიღიმა. გადასაფარებელს ხელი დაავლო ბერიძემ და ტანზე შემოიხვია. მერე კი ფეხზე წამოდგა და ზევიდან დააჩერდა არასასურველ სტუმარს.

-ეს საწოლი ზედმეტად პატარა და არაკონფორტულია, არ გამოგვადგება!_ თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა და საწოლზე ხელი არტისტულად დაარტყა.

რაო? საწოლი პატარა და არ გამოგვადგებაო? რას გეგმავს ეს მართლა ვიგინდარა. რა?! კიდევ უნდა ეს საწყალი გოგო საწოლში, რომ შეიტყუოს და ჯერ ისედაც აწეწილი სინდისი უარესად აუწეწოს. არაფერიც. ვერ ეღირსება! დარჩება ოცნებად ევას სხეულზე თავისი თითების სრიალი.

-შენ თავი ვინ გგონია? რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს? გოგოსთან წესიარად მოქცევაც კი არ იცი! თავხედი ხარ!_დაუფიქრებლად ისროდა სიტყვებს.

-შესწორება- გოგოსთან კი არა ქალთან! ნუ გავიწყდება ის ღამე.

კიდევ ერთხელ მოუნდა ძალიან მაგრად ტირილი. ხელები მაგრად მოუჭირა გადასაფარებელს და მხრებაკანკალებული გაიქცა ოთახიდან. თავი ასე დამცირებულად და შეურაწყოფილად იმ ღამესაც არ უგვრძვნია. ახლა თითქოს ვიღაც გამიზნულად უვლის ზედ და ჭრილობას სულ უფრო და უფრო ტკენს. სააბაზანოს კარები ჩაკეტა და კარებს მიეყრდნო. ნეტავს შეეძლოს ტირილი, როგორ დიდ სიმსუბუქეს იგრძნობდა. დაიღალა ყველაფრის გულში ხვევით. აღარ უნდა ასეთი ევა, რომ იყოს. ცხოვრებაში პირვლად ვერ ხვდება რა პასუხი უნდა გასცეს ვაკოს იმ უტიფრობებზე. და ზუსტად ამის გამო ეზიზღება საკუთარი თავის არსებობა. გადასაფარებელს ხელი გაუშვა და ძირს დააგდო. თვითონ კი იქვე ჩაიკეცა და თავი მუხლებში ჩადო. ტირილამდე მისულს კარებზე ბრახუნის ხმა მოესმა. აზრზე, რომ მოვიდა უკვე ბეჭები ტკიოდა. ვაკო ისე მაგრად ურტყავდა კარებს მუშტებს, რომ ხის კარები მტკივნეულად ეხებოდა ბეჭებზე ბერიძეს.

-ევა, გამიღე კარები. არ მინდოდა ასე გამომსვლოდა. მიდი გააღე კარები რა!

-შემეშვი საერთოდ!დამანებე თავი! წადი რა წადი. _ ამოილუღლუღა და კარებს გამეტებით დაარყა შეკრული მუშტი.

-ახლა გამიღე კარები და გპირდები წავალ. _ ხმა შერბილებოდა ვაკოს. გახარებულმა თავი სწრაფად მიატრიალა კარებისკენ, თითქოს ვაკოს ხედავდა ისე გაიღიმა.

-მართლა წახვალ?_ კითხა აკანკალებული ხმით და გაისუსა.

-ხო წავალ ახლა გამიღე კარები.

-და აღარასდროს გამოჩნდები ჩემს ცხოვრებაში.

-გამიღე კარები ევა!

ხმამაღლა დაიყვირა ვაკომ და კარებს კიდევ ერთი მუშტი უთავაზა... ან წიხლი. ფეხზე წამოდგა და მოღუნულ ლურსმანში ჩარჭობილი საკეტი გახსნა. ვაკოს სახეზე ზუსტად ის დაიანხა რისი დანახვაც გულის სიღრმეში ძალიან უნდოდა. სინანული! ყველა იმ სიტყვის რას აქამდე უთქვამს. ევას თვალები ახსენებდა პირობას.რომ უნდა წასულიყო აუცილებლად! თორემ მისი ტყუილი კიდევ ერთ უარყოფით ემოციას გამოიწვევდა ბერიძეში. ხმაურზე ყველა მაღლა ამოცვივდა და გაკვირვებულებმა შეხედეს ჩუმად მდგარ წყვილს.

-რა ხდება? ხომ მშვიდობაა?_ იკითხა შეშინებულმა ნინომ და ვაკოს გახედა.

-ნუ ხარ პანიკიორი!_ ღიმილით გახედა კანკიას ვაკომ და თვალი ჩაუკრა. ევა ისევ ჩუმად იდგა და თვალს არ აცილებდა იაკობაშვილს. _ მიდი ბარგის ჩალაგებაში მომეხმარეთ და წავედი მე.

-მოიცადე რა წახვედი, სად წახვედი?_ ეს ოთო იყო. დაბენული იქნევდა ხელებს და მეგობარს მზერით ბურღავდა.

-თბილისში რა. მერე აგიხსნით. მიდი გაიქეცით და ჩამილაგეთ ბარგი. _ მიუტრიალდა მარიამს და ნინოს და მავედრებელი მზერა ესროლა.

კანკიამ ევას განრისხებულმა გახედა და თვალებით უსაყვედურა. წამით მისი დანაშაულიც იგრძნო, მაგრამ მძაფრად არა. ვაკო აქ კიდევ ცოტახანს, რომ გაჩერდეს თვითონ წავა. გვერდი აუარა ოთხ ძმაკაცს და ოთახში შეიკეტა. არეულ საწოლზე დაწვა და ვაკოს საქციელზე დაფიქრდა. მისი სიტყვები ევას საშინლად ტკენდა გულს. არა! კარგია რომ მიდის თორემ ორი კვირა ამას ვერ გაუძლებდა აუცილებლად მოკვდებოდა ნერვიულობით. ქარიშხალივით შემოვარდა ნინო ოთახში და მეგობარს წინ ასევეტა.

-მითხარი რას ნიშნავს შენი საქციელი? რა მოხდა საერთოდ?_ ცოტა ხმამაღლა მოუვიდა.

-ცოტა ჩუმად იყავი და ნუ ყვირი. რა რას ნიშნავს? წასვლა უნდა და მიდის. _ არ შეიმჩნია ევამ.

-შენ იცი აქ ვის გამო ვართ? რა წასვლა უნდა და მიდის? ვაკოს უნდოდა რაჭაში ჩამოსვლა._ შედარებით ხმამაღლა საუბრობდა ნინი და ნერვიულად იქნევდა ხელებს._ ახლა ხუთივე მანქანაში ზის და თბილისში მიდის.

-ვინ ხუთივე?_ გაკვირვებულმა გახედა ნინის და სწრაფად მივარდა ფანჯარას. აღარცერთი მანქანა ეყენა ეზოს შემოსასვლელში. _ ისინიც წავიდნენ?_ დანაშაული მთელი სიმძაფრით შეასკდა გულზე. სინდისმა ისევ შეაწუხა, ახლა სხვა მხრივ. დადარდიანებულმა ჩახარა თავი და ცარიელ ეზოს გახედა.

-ხო ისინიც წავიდნენ... _ გვერდით დაუდგა და ხელი მხარზე მხოვია. _ კარგი ნუ დარდობ. შენი ბრალიც არ არის. სულ ერთად დადიან და ამიტომ წავიდნენ. ვაკოს მარტო მაინც არ გაუშვებდნენ._ დაამშვიდა მეგობარი და მოეხვია. ხმა არ ამოუღია ისედაც იცოდა, რომ დამნაშავე იყო. მეგობარს მოეხვია და ამოისლუკუნა, უცრემლოდ. _ ვაკო კი ეჩხუბა სად მოდიხართო, მაგრამ ჩუმად გაყვნენ. _ გაიცინა ნინიმ და უფრო მოხვია მკლავები, აკანკალებულ სხეულზე.

-გეფიცები მიზეზი მქონდა! დედას გეფიცები მართლა მქონდა მიზეზი, რომ ვაკო წასულიყო.

ტახტზე იწვა სამივე და ჭერს მიშტერებოდა. წასულებზე აღარცერთს დაუძრავს კრინტი. არც ევას სინდისი იკლავდა თავს. იმაზე მშვიდად გრძნობდა თავს, ვიდრე ელოდა. ერთადერთი რაც გულზე ლოდივით ედო ბიჭების წასვლა იყო მისი მიზეზით. ეს დღე ისეთი მშვიდი და სუფთა იყო, რომ არცერთს უფიქრია სახლიდან სადმე გასვლა. ჯერ ეზოში ისხდნენ, მერე სახლში შემოვიდნენ და იმის მერე წევნან. მარიამი სასაცილო ისტორიებს იხსენებდა და ევას უფრო უახლოვდებოდა. მოსწონს ეს გოგო, ძალიან მეგობრული და კარგია. თან ახლა ისეთ მდგომარეობაშია მეგობრების რიცხვი საგრძნობლად უნდა გაზარდოს. მობეზრდა მარტო ცხოვრება, ერთიდაიგივე შინაარსით. სახლი სამსახური! და ყოველ დღე იგივე. უკვე წელბია ასე ცხოვრობს და მარტო ნინოსთან კონტაქტობს. მარიამი კი მათ სამგობროში მესამე და ძალიან კარგი წევრია. ბიჭების წასვლის შემდეგ კანკია სულ შფოთავს, რაღაცაზე აშარად ნერვიულობს. ორივემ შეამჩნია მეგობარს ოდნავ ჩაცვენილი და დადარდიანებული თვალები, მაგრამ არცერთი არაფერს ამბობს. იქნებ ინებოს და რამე მაინც თქვას თვითონ. ვეღარაფერმა რომ ვერ შეძლო კანკიას დაწყნარება ტახტზე წამოჯდა და ხელები კალთაზე დიაწყო.

-რაღაც უნდა გითხრათ._ შემპარავი ტონით დაიწყო და თავი დახარა. _ შეყვარებულისავით ვარ. _ ევას და მარიამს ჩუმად გაეღიმათ და ნინოს შეხედეს. არცერთი იღებდა ხმას, ბოლომდე მოუსმენენ და მერე თუ საჭირო გახდება შეტევაზეც გადავლენ. _ აკო მომწონს კი არადა, მგონი მიყვარს.

-ვინ ჩვენი აკო?_ გაოცებულმა წამოიყვირა მარიამმა და ისიც გასწორდა.

-შენი აკო არ არის რა._ სახე სასაცილოდ დაბრიცა კანკიამ და ახლა ევას შეხედა. _ რას იტყვით ახლა? ტეხავს?

-რატომ ბექას ძმაკაცი რომ არის?_ ირონიულად ალაპარაკდა ევა. ამ გოგოს ხომ ნორმალურად საუბარი არ შეუძლია. იმის მაგივრად რომ მეგობარი ანუგეშოს უარესად უწამლავს ნერვებს.

-ხო რა ბავშვობიდან ერთად არიან და რაღაცნაირად ბექასი მერიდება.

-ძალიან გთხოვ სულელი გოგოს შთაბეჭდილებას ნუ ტოვებ! რას ნიშნავს გერიდება? ან საერთოდ ეს რა მოიგონეთ ძმაკაცის დის ან ნათესავის შეყვარება, რომ ტეხავს. არ არის ეს ხალხი ნორმალური რა. _ წაიბურდღუნა ბერიძემ და ფეხზე წამოდგა. _ მე თუ მკითხავ მანდ საგანგაშო და სასირცხვილო არაფერი არ არის. ბექა კიდევ თუ რამეს იტყვის ეგეც მაგარი გოიმი იქნება!

-ხო რა. მართლა არაფერია მანდ სასირცხვილო და სანერვიულო. ან რა უნდა თქვას ბექამ? არ არის ეგეთი ბიჭი ხომ იცით არა?

-და საერთოდ ბექასთან რა გვინდა? აკოსაც მოსწონხარ?

-ნუ რაღაცებს ვამჩნევსავით. ძალიან თბილია, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს. ვინც უყვარს ყველასთან მეგობრული და თბილია.

-ხოდა მაშინ ჯერ აკოსთან გაარკვიე და მერე ინერვიულე ბექაზე. _ დაისისინა ევამ და გაიღიმა.

ძალიან საძაგელი და ცუდი გოგოა. ასე შეიძლება მეგობრის მიტოვება? ის ნერვიულობს და ამან რა უქნა უარესად ააფორიაქა.

-რანაირი გოგო ხარ რა. მე ჩემს გასაჭირზე გესაუბრები და შენ გველივით მესისინები.

მოჩვენებით გაუწყრა მეგობარს კანკია. იცის, რომ ევას მისი ცუდი არასდროს გაუხარდება და მისი საქციელი გულს არ ტკენს. 3 წელში მისი გაცნობა შეძლო და მსგავსი საქციელები აღარ აკვირვებს.
ეს თემა იმ დღეს დაიხურა. ევა მაქსიმალურად ცდილობდა თავისი დანაშაული გამოესყიდა და აკოს არყოფნა ნინოსთვის ოდნავ შეუმჩნეველი გაეხადა. პოზიტივით სავსე კანკია კი საერთოდ არ იმჩნევდა და მეგობრებთან ერთად ბოლომდე იხარჯებოდა. სამზარეულო ერთ საათში ბრძოლის ველს დაამსგავსეს. ძლივს მომზადაბული ვახშამი ეზოში მიირთვეს და მერე დასაძინებლად დაიშალნენ.

-ერთი პლიუსი აქვს ბიჭები წასვლას. _ სიტყვით გამოვიდა მარიამი და ოთახის კარი ნახევრად შეაღო. _ ჩვენ ჩვენი ოთახები გვაქვს.

-ხო თორემ ევასთან ძილი საშინელება იყო. გვერდები დამალეწა მთელი ღამე.
-შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ, საწოლში რა ფორმა გაქვს ვერ ვხვდები ხოლმე.

გაიცინა და ოთახის კარები ხმაურით მიიკეტა. ფანჯრის რაფას დაეყრდნო ორივე ხელით და ეზოს თვალი მოავლო. რა სიწყნარე იყო სოფელში. ყველა და ყველაფერი ისვენებს. თვითონაც, ისეთი დასვენებულია. ყოველი ჰაერის ჩასუნთქვა თავიდან ბადებს და სიცოცხლის სურვილს უმძაფრებს. რაც ის კაცი წავიდა, ამოისუნთქა. ოთახებშიც თავისუფლად დადის და რაც მთავარია, იმის შიშით არ იძინებს, რომ გამოღვიძებისას ვაკო იჯდება თავთით. გაღიმებულმა გადაწია გადასაფარებელი და ბალიშის ქვეშ დაკეცილ პიჟამას დაწვდა. ოთახიდან ნელა გაიპარა და სააბაზანოში შევიდა. კარები, რომ მიკეტა თავისი მოკუნტული სილუეტი დალანდა და დღეანდელი დილა გაახსენდა. რანაირი დილა ქონდა, ქაოსური და საშინელი. თვალები დაახამხამა და სილუეტი გააქრო თვალთახედვიდან.
ცივი საწოლი ესიამოვნა გახურებულ სხეულს. თხელი გადასაფარებელი დაიფარა და ფანჯრის მხარეს გადატრიალდა. დიდი სიამოვნებით იცხოვრება ასეთ სიმშვიდეში. რა ჯობია, სუფთა ჰაერს, აბა თბილისის მტვრიანი ჰაერი ცოტახანში მოკლავს. მითუმეტეს ზაფხულში, ისეთი სიცხეა ყველაფერს ბუღი ასდის. თვალები ნელა დახუჭა და გაითიშა.

დილაადრიან მამლის ყივილმა გამაოფხიზლა, ერთი მინუსი სოფელსაც აქვს. ვერ იტან ასე ადრე ადგომას და მოკალი თუ გინდა. სამსახურში წასვლის დროსაც ისე ეზარება ცხოვრება, და ახლა აქ ასე ადრე ადგომა სიკვდილია მისთვის. ბალიში დაიფარა და ძილის გაგრძელება ცადა, მაგრამ ვეღარაფრით მოისვენა. ტელეფონშიც უაზროდ იქექებოდა, არაფერი საინტერესო იქ არ არის. ფეხზე წამოდგა და ოთახიდან ჩუმად გავიდა, გოგონები არ გავაღვიძო. ნინოს ოთახის კარები ოდნავ იყო ღია და საბანგადახდილი მეგობარი სასაცილო დასანახი იყო. სწრაფად შებრუნდა ოთახში და საწოლზე მიგდებული ტელეფონი აიღო.
მთელი დილა ღიმილით უყურებდა ნინოს სურათს. რა ქნას ისევ უყვარს ასეთი რაღაცეები, მერე რამეს მოსთხოვს სურათის სანაცვლოდ და ეგ არის. ან უარესი აკოსთან დაკავშირებით შესანიშნავად ცუდ გეგმას დასახავს... ჩაიცინა და კიბებზე მდგარ მარიამს ხელი დაუქნია.

-დილამშვიდობისა. დიდიხანია გღვიძავს?_ მთქნარებით მიესალმა მეგობარს და დივნის საზურგეზე ნახევრად ჩამოჯდა.

-დილამშვიდობისა. ორი საათი იქნება. იმას კიდევ ძინავს?

-არა სააბაზანოშია და ველოდები.

-ყავა გინდა?

-მიდი ხო და მოვალ მეც. იმასაც გაუკეთე. _ ისევ მთქნარებით აიარა კიბეები და ოთახში შევიდა.


პიჟამოებით გამოტანტალდა ნინო სააბაზანოდან და მაგიდაზე შემოჯდა. თან თვალების სასაცილოდ გახელვას ცდილობდა.

-მშვიდობიანი დილა შენ. _ სასაცილოდ აწია ხელი და ევას მხარზე დაკრა.

-მეტხინა შე ცხოველო!

-რანაირი მიმართვები გაქვს?

-შენ ხმას ნუ იღებს და ეს ყავა დალიე აზრზე მოხვალ.

-მე აზრზე მარტო აკო მომიყვანს. ხო მართლა არავის დაურეკია?_ იკითხა და ყავის ფინჯანი აიღო.

-ჩემთან ვის უნდა დაერეკა? _ გაიკვირვა ევამ.
-მაგალითად ვაკუნამ. _ ოდნავ გამოწია ენა კანკიამ და მაგიდიდან ჩამოხტა. _ ისე ჩვენში დარჩეს და რას უწუნებ? კაცია კაცური. _ სასაცილოს გაიჯგიმა და დოინჯი შემოიდო. _ ჩემი გული დაკავებული, რომ არ იყოს უდაოდ ვაკოზე შევაჩერდებდი არჩენავს. ჰა მარიამ შენ რას იტყვი? თუმცა შენ რა უნდა თქვა, ძირში მოგაჭრის ენას ბექა.

-რა ხოდზე ადექი შენ დღეს?_ მკლავზე უჩქმიტა მეტრეველმა ნინოს და წარბები შეყარა.

-ეე დამილურჯდებდა და უცხოები რამე სხვას იფიქრებენ. აბა რა ვაკეთო რაღაცით ხომ უნდა გავერთო? დილიდან ჯანზე ვარ. მიდი ჩაიცვით და გავიდეთ გარეთ.


ხტუნვა ხტუნვით ავიდა კიბეებზე. ევა და მარიამიც უკან მიყვნენ და გამოიცვალეს. ნახევარ საათში ეზოს შემოსასვლელში იდგნენ და სად წასულიყვნენ იმაზე ბჭობდნენ. გიდის აყვანა შესანიშნავი ვარიანტია, მაგრამ სად იშოვონა ახლა გიდი? ვინმეს რომ კითხონ და იმან დაკავალიანოს. ამ სახლის პატრონი სად ცხოვორბს ისიც არ იციან. სოფლის აღამრთს ვარაუდით აუყვნენ და პირველივე შემხვედრს გიდის მისამართი თხოვეს. მათდა სამწუხაროდ, სოფლის გიდი თბილისშია წასული. რას იზამენ, ვერც ვერაფერს! მარტოებმა უნდა დაათვალიერონ აქაურობა. იქვე ახლოს მდინარის პირას ჩამოჯდნენ და მარშუტის შედგენა დაიწყეს. ნინომ ჩანთიდან რუკა ამოაძვრინა და გაშალა.
<< შენ რომ მაგით იხელმძღვანელებ>> დასცინა მეგობარს ფიქრებში და მდინარეს გახედა.

-მოკლედ ახლა ვართ აქ... მგონი. მერე ვიქნებით აქ... მგონი... და საერთოდ რათ მინდა ეს რუკა? _ ვერაფერი, რომ ვერ გაიგო რუკა გვერდით მოისროლა და ევას მსგავსად მდინარეს გახედა. _ აუ რა ვქნათ? სადმე რომ წავიდეთ გზაც არ ვიცით და დავიკარგებით. _ დაიწუწუნა კანკიამ და მარიამის კალთაში თავი ჩადო. მეტრეველმა სწრაფად აათამაშა თითები ნინოს სწორ თმებში.

-აკოს დაურეკე და დაგაკვალიანებს.

-ნუ სისინებ გოგო შენ და მოიფიქრე რამე!_ გაუბრაზდა მეგობარს და საჯდომზე ფეხის წვერი მიკრა. ევამ გაიცინა და ისევ მდინარეს გახედა.

მდინარის ნაპირი ნელ-ნელა დამსვენებლებით და მაცხოვრებლებით შეივსო. ხმაურმაც იმატა და ის სიწყნარე წამებში გაქრა. ნინომ ეშმაკურად ააფახუნა თვალები და ჯგუფად შეკრებილ სამეგობროსთან თხოვნით მივიდა. გაღიმებული დაბრუნდა თავის ადგილას და ისევ მარიამის კალთაში ჩადო თავი.

-ე.ი. ახლა მორჩებიან ცურვას და აქვე ახლოს ტყეში წავალთ. თან ესენიც დამსვენებლები არიან და თუ რამეა ბევრი დავიკარგებით.

ცოტახანში ჯგუფიდან ერთი ახალგაზრდა მათკენ წამოვიდა და იქით გადაჯდომა სთხოვა. წასვლამდე უკეთ გავიცნობთ ერთმანეთსო. არა მგონი მართლაც არ უნდა იყოს ცუდი იდეა. მეგობრებსაც გაიჩენენ და სოფელსაც დაათვალიერებენ. აბა მარტო სადმე,რ ომ წასულიყვნენ სახლის გზასაც ვეღარ მიაგნებდნენ. ახლად შეძენილ მეგობრებთან გადაჯდნენ და ბაასი გააბეს. ექვსივე სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. ბიჭები ცურავდნენ, გოგონები კი ერთად ისხდნენ და ირუჯებოდნენ.

-ჩვენ ყოველ წელს ამოვდივართ ორი კვირით აქეთ და ვისვენებთ.

-ჩვენ წელს პირვლად ვართ. _ გაიცინა ნინიმ და ევას თვალები დაუბრიალა, რა სახით ზიხარო. რექაცია არ ქონია ბერიძეს. დაღალა მზემ და დასვენება უნდა.

-გუკა, მალე ამოდით და წავიდეთ თორემ დაგვაღამდება. _ მდინარეში მობანავე ერთ-ერთ ბიჭს გასძახა ანამ.

სოფლის თითქმის ყველა ადგილი მოინახულეს. ბავშვებთანაც გამონახეს საერთო ენა. ყველა ძალიან მეგობრული და თბილი იყო. ერთი ცოლ-ქმარიც კი აღმოჩნდა - გუკა და ანა. ევაც მიეჩვია მათთან ერთად მთელი დღის გატარებას და მოჟამული სახით აღარ დადიოდა. საკონტაქტო ნომერები გაცვალეს და თბილისში ურთიერთობის გაგრძელება გადაწყვიტეს. ძალიან კარგები არიან, ყველა ერთმანეთის მიმართ ისეთი ყურადღებიანი და დამთმობია. ევასაც მოუნდა ასეთი სამეგობრო წრე! ბოლოს დაღლილები სახლამდეც მიაცილეს და დაემშვიდობნენ. სახლში შესულები არაქათგამოცლილები დაწვნენ ტახტზე და თვალები დახუჭეს. საათის ციფერბლატი საღამოს 7 საათს უჩვენებდა.

-სააბაზანოში მე შევდივარ. _ უცებ იყვირა მარიამმა და ტახტიდან წამოხტა. არცერთი შეწინააღმდეგებია, არაფრის თავი არ აქვთ. ნინო ევასკენ გადატრიანდა და თავი მხარზე დაადო.

-არცერთმა დარეკა დღეს. იქნებადა მოვკვდით. _ ნაწყენმა ჩაილაპარაკა და თვალები გაახილა.

-ალაბთ არ სცალიათ.

-კარგი რა, ბექას არ იცნობდე მაინც. ყოველ ხუთ წუთში ერთხელ რეკავს. და მითუმეტეს ახლა სამივე ერთად ვართ.

-ნუ წუწუნებ, რა. რა საჭიროა მოკითხვები?! მათ გარეშეც შესანიშნავად ვგრძნობთ თავს, შენ მაგაზე არ ინერვიულო.

თბილად გადაუსვა თავზე ხელი კანკიას. ევა მიხვდა, რომ ნინოს ბექას ზარი კი არა აკოს სიჩუმე უფრო აწუხებდა. თვითონაც უკვირდა ბიჭების ასეთი დუმილი. გუშინაც არ დაურეკიათ, როგორ ჩავიდნენ. მარიამი პირსახოც შემოხვეული გამოვიდა სააბაზანოდან და ტახტზე გაწუწული დაჯდა.

-არა, რა გრილი წყლით სიამოვნება სულ სხვაა. _ ჩაილაპარაკა და პირსახოცით თმების შემშრალება დაიწყო.

-მეც უნდა გადავივლო წყალი და მეზარება, ისეთი დაღლილი ვარ.

-ცოტახანი ვიყოთ და დაწოლისას გადავივლოთ. აუ არ გშიათ?

-მაგრად, მაგრამ დღეს არაფერი გაგვიმზადებია. _ ისევ დაიწუწუნა ნინომ და სამზარეულოსკენ ნელა წავიდა.

სამზარეულოში ისხდნენ და ჩუმად ვახშმობდნენ. ათაში ერთხელ რომელიმე სასაცილოს თუ იტყოდა რამეს. დღევანდელი თემაც განიხილეს, ბვშვებიც დაახასიათეს. ყველაფერი თითქოს ძალიან კარგად იყო, არაფერი არ აწუხებდა ბერიძეს.. მაგრამ გულის სიღრმეში რაღაცა მოსვენებას არ აძლევდა, სულ ფართხალებდა და სიმშვიდეს ურღევდა ევას. ვერაფრით გაიგო, რა ხდებოდა მის თავს. დაწოლის დროსაც ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს გულზე ნელნელა გალავანს არტყდავდნენ ძალიან მჭიდროდ. დაძინების სურვილი არც ქონდა. გადასაფარებელი მოიხვია და აივანზე გავიდა.
იქაც ხის ძველებური ტახტი იდგა, რამდენიმე გადასაფარებლით დაფარული. ფეხმორთხმული დაჯდა ზედ და ცას გახედა. როგორი მოწმენდილი და ლამაზია, ღამით ცა. ყველაფერი მოსწონს ამ სოფლის. ჰაერსაც სულ სხვანაირად ისუნთქავს. უნებურად ვაკო ამოუტივტივდა გონებაში, მამაკაცის თვალები გაახსენდა. მეხსიარებაში გუშინწინდელი ამოქექა და კიდევ ერთხელ დააკვირდა მის ოდნავ ჩაცვენილ თვალებს, რომელბიც იმ დღეს ვერ შენიშნა. თუმცა უნდა ვაღიარო, ირონიით გაჟთენთილი სხივიც იქვე იყო და თავის რიგს ელოდებოდა. ორი თვის წინ წარმოდგენაც არ ქონდა რა მოხდებოდა მის ცხოვრებაში. ახლა კიდევ იმას ვერ იჯერებს, რომ ასე მოხდა. ასე დასცინა ცხოვრებამ... უცხო მამაკაცთან ისე დათვრა, რომ გრძნობები და ვნებები ვერ გააკონტროლა და კარგი ჩიტიც დაიჭირა. აი, მაგალითად წეღან ძალიან ღრმად ფიქრებში იმ ღამის გახსენება უნდოდა, მაგრამ ალტერეგო ისევ აუჯანყდა! ზუსტად ეს არის მისი პრობლემა ნაწილობრივ, რომ ვერ გარკვეულა საკუთარ თავში. ფიქრებიდან აივანზე ფაჩუნის ხმამ გამოიყვანა. მინის და ხის კარები გაიღო და პიჟამაში გამოწყობილი ნინო გამოვიდა. ევას გვერდით ტახტზე დაჯდა და მის გადასაფარებელში შეძვრა.

-ვერაფრით ვერ დავიძინე.

-აკოზე ფიქრობდი?

-ხო. იცი რა ცუდად ვარ ხოლმე ღამე? ასე მგონია სულ მარტო ვარ და რაღაცა მახრჩობს. ეს ბიჭიც არაფერს, რომ არ ამბობს , მაგაზე ვგიჟდები.

-და რა დროს უნდა გითხრას? არ არის აქ და როცა ნახავ მერე გაარკვიეთ.

-კიდევ თერთმეტი დღე აქ უნდა ვიყოთ.

-ეგრე ძალიან გენატრება? _ კითხა და თავისი თმების წვალება დაიწყო.

-სულ სულ ძალიან.

-მერე, რა აუცილებელია თერთმეტი დღე აქ დარჩენა, ვინმე გვაბამს? ავდგეთ და ხვალვე წავიდეთ უკან.

-მართლა?_ გახარებულმა აწია თავი და აციმციმებული თვალებით შეხედა მეგობარს.

-ხო მართლა. თან აქ ვერც ვერაფერს ვაკეთბთ და უაზრობაა._ტყუილი აშკარად არ გამოსდის.

-აუ იმ სიცხეში რა გაძლებს. _ უცებ მოიღუშა კანკია.

-აკო გაგაგრილებს ხოლმე. არაუშავს, აზუზე ვივლით და ეგ არის.

-ყოველ დღე ვივილით აუზზე! _ სასაცილოდ გაასწორა საჩვენებელი თითი და დააქნია.

ის ღამე ევას საწოლში გაატარეს. ორივე მოუხერხებლად იწვა, მაგრამ არცერთს უფიქრია ადგომა და გასვლა. დილით მარიამის კისკისმა გამოაფხიზლა ორივე. პირველი სართულიდან მისი ხმა ექოსავით ისმოდა. თვალები მოისრისა ევამ საწოლიდან ფეხები გადააწყო, წამოჯდა და ხელები მუხლებზე დააწყო. დღესაც შესნიშნავი ამინდი იქნება. კარგია, სადგურამდე მისვლა არ გაუჭირდებათ. ნინოს კარებში მიაძახა სააბაზანოში დიდხანს არ გაჩერდეო და ფეხზე ადგა. მარიამის კისკისი უფრო და უფრო ხმამაღლა ისმოდა. კიბეების სახელურს დაეყრდნო ევა და ზემოდან გადახედა, დივანზე მწოლიარე მოცინარ მარიამს. ისეთი გაბადრული და ბედნეირი სახე ქონდა, წამით მისი ცხოვრების შეშურდა. ნეტავ ახლა მასავით შეეძლოს ზუსტად ასე გულიანად სიცილი. რამდენ რამეს დათმობდა! ის ღამე, რომ არ არსებობდეს ამხელა დაღი, რომ დაასვა მის ცხოვრებას. ვერ იტანს 29 ივნისს. სააბაზანოდან გამოსული ნინო, რომ დაინახა პორსახოს დაავლო ხელი და კიბები ხმაურით ჩაიაირა.

თბილისში ჩასვლისთანავე იგრძნო მტვრის და სიბინძურის სუნი. თვალები მაგრად დახუჭა და ჰაერი ისე შეისუნთა. ჯერ ევა დაბინავდა და მერე დანარჩენები. საღამოს ევასთან უნდა შეკრებილიყვნენ და ისე ენახათ ბიჭები. რომ ახსენდება, ვაკოც იქ შეიძლება იყოს ცუდად ხდება. მისი მხრიდან საშინელი საქციელი იქნება. კაცი სოფლიდან გამოაქცია და ახლა თვითონ უნდა გამოეცხადოს. უნდამუსობის პიკი იქნება ეს ევას მხრიდან. სახლში ოდნავ დადებული მტვრები აიღო და შხაპი მიიღო. გვიანობამდე კომპიუტერთან იჯდა, დედ-მამასაც ესაუბრა. გოგონები დათქმულ დროს უკვე ევასთან იყვნენ.

-ბექასთან არიან. _ ეშმაკურად ააფახუნა თვალები ნინომ.

-ისე რომ დაუფიქრდე მე რა მინდა იქ? თქვენ უნდა გაახაროთ ბიჭები._ ყველანაირად ცდილობს ვაკოსთან შეხვედრას მოერიდოს.

-აუ, ახლა ძალიან გთხოვ შენებურები არ დაიწყო! ადექი და წავედით გვიანი იქნება მერე. _ დივნიდან წამოდგა ნინო და კარებისკენ წავიდა. _ ჰა ახლა აღარ მოდიხართ?

-დამაცადე ავიღო ჩანთა და წავიდეთ.


ბექას სახლის კარებთან რომ მივიდა, ტანი უკან ლამის გაექცა ნერვიულობისგან. ნინომ გზაში რამდენიმეჯერ ახსენა, რომ ყველა იქ არის. დაძაბულმა და ანერვიუელბულმა ტუჩებიც კი დაიჭამა. არ უნდა კიდევ ერთხელ ნახოს ვაკო და რა ქნას. ნინოს წაღებული ხელი, რომ დაიანხა ზარისკენ, მუცელი აეწვა. კედელს მიეყრდნო და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. კარები ბექას დედამ გააღო და ყველა თბილად მოიკითხა.
ბიჭები მისაღებში ისხდნენ და კარტს თამაშობდნენ. ვერცერთმა გაიგო გოგონების ოთახში შესვლა. სახეარეული აცეცებდა ევა თვალებს, ბოლოს ვაკოს სილუეტრი რომ დალანდა გული გაეპარა.
<< რა გინდოდა ყოფილიყავი სოფელში. ახლა იფიქრებს, რომ უკან გამოეკიდე.>> საკუთარ თავს გაუწყრა და ბიჭების გაკვირვებულ სახეებზე უხერხულად გაიღიმა. ნინო ბექასკენ გაიქცა და კისერზე ჩამოეკიდა.ევამ მეგობარს დასცინა და მომღიმარ აკოს გახედა. რომელიც სახეგაბადრული უყურებდა ბექას სხეულზე ტკიპასავით მიკრულ ნინოს. აკომ, გოგოს ხელი მკლავზე მოკიდა, თავისკენ შეატრიალა, ღიმილით მიიკრა გულზე და თავზე აკოცა. ბექამ შეყვარებულს ხელი გადახვია და საფეთქელთან ხმაურით აკოცა. მარიამიც მის მკლავებში გაისუსა და გაიღიმა. ვაკოს ირონიულად მომღიმარი ტუჩები საშვალებას არ აძლევდა, ნორმალურად ესუნთქა.

-რა ქარმა გადმოგაგდოთ?_ მხიარულად იკითხა აკომ და ნინოს თმები აუჩეჩა.

-არაფერი საინტერესო არ ხდებოდა და წამოვედით. _ გულით გახარებულმა ნინომ დაბნეულად ჩაილაპარაკა და ევას გახედა. რომელიც უხერხულობისგან სად გაქცეულიყო არ იცოდა. _ მართალია ევამ წამოსვლაზე უარი განაცხადა, მაგრამ მე რისი ნინო კანკია ვარ! _ ამაყად ჩაილაპარაკა და გაიცინა. ბერიძემ იგრძნო, რამხელა ლოდი გადააგორა, კანკიამ ევას გულიდან და თვალები მადლიერებით აევსო. ნინომ თვალი ჩაუკრა ჩუმად და აკოს უფრო მიეკრა.

-ანუ სულ ტყუილად წამოვსულვარ იქიდან. _ ვაკოს ხმა ჯერს სახლის კედლებს მოხვდა და მერე ევას, შეასკდა მთელი სიმძაფრით. მამაკაცი ფეხზე წამოდგა და ევასკენ წამოვიდა. გვერდით დაუდგა და ყუში ჩუმად ისე, რომ მარტო მას გაეგო ჩასჩურჩულა. _ შენი ფეხით მოხვედი ჩემთან. ახლა რამდენიც არ უნდა იტირო, არანაირი პირობის დამდები მე არ ვარ! _ გაიცინა და სავარაუდოდ აივნისკენ წავიდა.

ნერწყვი ხმაურით გადააგორა და მიმავალს თვალი ურცხვად გააყოლა. << მეტიც არ მინდა რამე მითხრა. ამოგხდი სულს!>> დაისისინა და ბავშვებს მიუტრიალდა. ყველა თბილად მოიკითხა და ვაკოს ადგილი დაიკავა. სიმხურვალე აქაც იგრძნო და დაფეთებული წამოხტა ფეხზე, სწრაფად გადაჯდა მეორე სავარძელში და უხერხულად გაუცინა გაოცებულ ბავშვებს.
მათთან ყოფნისას პირველად დაფიქრდა იმაზე, რომ შეიძლება ვაკოს ყველაფერი ნათქვამი აქვს მათთვის. სირცხივლისგან ყურები აეწვა, ცოტაც და ახლა მართლა აზლუქუნდება. გამორიცხულია, რამე რომ იცოდნენ, მაშინ ასეთი არაფრისმთქმელი სახეები არ ექნებოდათ. ან იქნებ ვაკომ გააფრთხილა არაფერი შეიმჩნიოთო. როგორ უნდა ახლა აივანზე გასვლა და კითხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ სამარეს თავისი ხელით გაითხრის და მიწასაც მიიყრის. ოთახში უხმოდ შემობრუნებულმა ვაკომ თავისი ადგილი დაიკავა და დამცინავი ღიმილით შეხედა ევას. ბიჭებისთვის თვალის გასწორებაც კი ერიდებოდა უკვე. ის აზრი მოსვენებას არ აძლევდა. ყველა თავისთვის საუბრობდა, მარტო ევა იჯდა ჩუმად და ფიქრებში მოთქვამდა. ბოლოს ნერვებმა უმტყუნა და ფეხზე წამოდგა.

-მე წავალ. _ ჩაიჩურჩულა და კარებისკენ წავიდა.

-მოიცადე სად მიდიხარ? ახალხანს არ მოხვედი?_ კითხა ბექამ და დივნიდან წამოდგა.

-დავიღალე, ნამგზავრი ვარ და მირჩევნია დავისვენო. სხვა დროს გნახავთ. აბა კარგად.

მოჩვენებით გამხიარულდა და შემოსასვლელში დაგდებული ჩანთა აიღი. უკან აღარც მიუხედავს ისე გავიდა სახლიდან. სადარბაზოს ბოლო საფეხურზე იყო მეხუთე სართულიდან დიდი სისწრაფით ვიღაცა, რომ გამოიქცა. ვიღაცა... ვიღაცა კი არა ვაკოა და თავქუდმოგლეჯილი მორბის. გული ცუდად აუთამაშდა და სწრაფად დატოვა სადარბაზო, გეგონება სადმე გაიქცევა.

-ევა, მოიცდე! _ დაღლილი ხმით მიაძახა და ღრმად ამოისუნთქა. უკან ნელა მიტრიალდა და ერთ ადგილზე დარჭობილ მოქანავე ვაკოს გახედა._ მოდი სადმე დავსხდეთ და როგორც ნორმალურ ადამიანებს შეეფერება ისე ვისაუბროთ.

წელში გასწორდა და ევას გაუღიმა. ყველანაირი ირონიის გარეშე. რომ გაყვეს რა დაშავდება ამით? იქნებ ჯობია მიბრუნდეს და სახლში წავიდეს. კიდევ ერთ შარს არ გადაეყაროს. თვალები ოდნავ დააწვრილა და ისე მიაშტერდა, მთვრალი ღამის პარტნიორს. ეჭვისთვალით აათვალიერა და წარბები სასაცილოდ აათამაშა. ის ალტერეგო კიდევ იძახდა რაღაცას, მაგრამ ვინ უსმენს. << ჩაიგდე ენა! ერთხელ წაყოლით არაფერი დაშავდება! კი არ მათრობს! >>

^?^?^
ფანჯარასთან, მყუდრო მაგიდასთან ისხდნენ და დუმილს არცერთი არღვევდა. ვაკოს სასაცილო გამოხედვაზე ღიმილს ვერ იკავებდა ევა. მამაკაცს რაღაცნაირად დაბნეული და არეული მზერა ქონდა.
<<არა! რამე ისეთი რომ მითხრას სად მივდივარ მერე? ღირსიც ვიქნები! სად მოვყვებოდი>> მარტო ამას ლუღლუღებდა ფიქრებში და ვაკოს თვალს არ აცილებდა. ის კიდევ გამოხედავდა, ირონიულად გაუღიმებდა და ისევ მიატრიალებდა თავს. როგორ ნერვებზე მოქმედებს ეს კაცი. ეს ირონია და ცინიზმი ვერ მოიშორა, ეგ არაფერი ისე დაუყენებს საქმეს ერთ დღესაც ბერიძე, რომ რქებივით მოატეხავს ორივეს. თავის ფიქრებზე სიცილი ვერ შეიკავა და ხმამაღლა ჩაიფხუკუნა. ვაკომ თვალებგაფართოვებულმა შეხედა და ტუჩის კუთხეში მომხიბვლელად გაიღიმა. << უნდა ვაღიარო მესიმპათიურები!>> ისევ ფიქრებში ალაპარაკდა. იაკობაშვილმა მაგიდაზე დააწყო ხელები და ნიკაპით დაეყრდნო.

-ყოველგვარი კივილის და გარეთ გავარდნების გარეშე. მართლა არაფერი გახსოვს?_ შეპარვით დაიწყო ვაკომ და გაიღიმა.

<< გითხარი დაატიე ერთი ადგილი თქო და არ დამიჯერე. მიდი უპასუხე ახლა, გახსოვს?>> არ ისვენებდა ალტერეგო და ფიქრებშიც ურევდა ყველაფერს. თვალები დაბნეულმა აათამაშა და კაფეში თითქმის ყველა კლიენტი საგულდაგულოდ შეათვალიერა. რა პასუხის გასცეს ახლა, ამ უხერხულ კითხვაზე. ღმერთო როგორი საძაგელი კაცია, ცოტა შეოპარვით მაინც ეკითხა.

-არა! _ მძიმედ ჩაილაპარაკა და თვალები ყავის ფინჯანს გაუსწორა.

-არაუშავს გამოსწორებადია ეგ! რაც მთავარია მე მახსოვს.

ვნებამორეული ხმით ჩაილაპარაკა და ევას კიდევ ერთხელ დასცინა. გაწბილებული გოგონა სკამზე კი არა ეკლებზე იჯდა უკვე. როდის გაიქცევა აქედან ერთი სული აქვს. ახლა რომ გავარდეს გარეთ მართლა რას იფიქრებს ეს კაცი, გიჟიაო არ იტყვის?!

-სულ ტუილად ამყარებ იმედებს. არაფერს აღარ ვაპირებ შენთან. _ ძლივს შეკავებული სიმშვიდით ჩიალაპარაკა და ვითომ უდარდელად მოსვა ყავა.

-მართალია ძალიან გამიჭირდება იმ ლამაზი სხეული დავიწყება, მაგრამ მოდი ასე მოვიქცეთ... თავიდან დავიწყოთ, სასმელის გარეშე! _ თვალი ჩაუკრა და ისევ გაიღიმა.

<< როგორ უხდება ამ საძაგელს ღიმილი.>> ეს აშკარად ევა იყო!
რას ნიშნავს თავიდან დავიწყოთ? რამე სახის ურთიერთობას სთავაზობს თუ? საყვარლობას, რომ არ თავაზობს ფაქტია. სასმელის გარეშეო და ფხიზელი ევა იმ შეცდომის განმეორებელი არ არის. მართალია ევასაც ძალიან გაუჭირდება მთვრალი ღამის დავიწყება, მაგრამ რა ქნას... მთელი ცხოვრება იმ ღამით ხომ არ იცოხვრებს. ამიტომ, თანახმაა ვაკოსთან ახლიდან დაიწყოს ურთიერთობა. ვითომ ახალი ნაცნობები არიან.

-რას იტყვი ვცადოთ?

-იცოდე, იმ ღამეზე კრინტს აღარ დაძრავ!_ დაემუქრა და მუშტი შეკრა.

-არის! ახლა მე გარეთ გავალ და დანარჩენი ჩვენ ვიცით.

პატარა ბავშვივით გაეცინა ორივეს. ვაკომ სკამი ხმაურით გააჩოჩა და კაფე დატოვა. კი ხვდებოდა ევა ვაკოს ჩანაფიქრის რაღაცა ნაწილს, მაგრამ ბიჭი ასე თუ გამაიმუნდებოდა ვერც კი წარმოიდგენდა. ვაკო უდარდელად შემოვიდა კაფეში და ბართან მივიდა, თან თვალებს სასაცილოდ აცეცებდა... ევაზე შეაჩერა მზერა და შებმის ოსტატივით გაუღიმა. გოგონას მის ქცევაზე გაეცინა და ხელი პირზე აიფარა. მამაკაცი ნელი მოძრაობით მისკენ წამოვიდა და თავის გამოწეულ სკამზე დაჯდა.

-გამარჯობა! _ ოდნავ დაგუბუბული ხმით წარმოსთქვა და ხელში სათამაშოდ დაკავებული ტელეფონი მაგიდაზე დადო. _ კაფეში შემოსვლისთანავე მიიქციეთ ჩემი ყურადღება.

ყველაზე ძველმოდური და სასაცილო ხერხს იყენებდა ვაკო. თან აშკარად ემჩნეოდა სიცილს თვითონაც ძლივს იკავებდა. ევამ ხელები მაგიდაზე დააწყო და კიდევ ერთი სასაცილო ფრაზის მოლოდინში გაისუსა. ვაკო კი საუბრის დაწყებას აღარ აპირებდა. ხელები მანაც ევას მსგავსად მაგიდაზე დააწყო და გოგონას ნატიფ თითებს დააშტერდა.

-რა პატარა თითები გაქვს?!

წეღანდელ თემას სწრაფად გადაუხვია და ევას თითს მოულოდნელად დაუსვა საჩვენებელი თითი. დედნარტყმულივით გაწია ხელი უკან და სკამს აეკრა. ვაკოს მის საქციელზე გაეღიმა და ხელები მაღლა აწია. << გნებდების>> მსგავსად. მაინც ვეღარ მოდუნდა. როგორია ასე სწრაფად ამდენი რაღაცის გადატანა. არა, მხიარული ვაკო კი ძალიან მოსწონს... მაგრამ ეს არ არის საკმარისი! ევას უფრო მეტი უნდა, რომ იგრძნოს და მერე შეიძლება დაფიქრება.

-თქვენს სახელს არ გამიმხელთ? _ ისევ გააგრძელა მამაკაცმა და წელში გასწორდა.

-ევა.

-სასიამოვნოა ადამი.

-მასხარა ხარ! _ უცებ გაუშინაურდა ევა და გაიცინა.

-წინ გადადგმული ნაბიჯია. უკვე მეხუმრები.

-ბიჭებმა იციან?_ თითქმის ჩურჩულით კითხა მისთვის ყველაზე საინტერესო.

-ნუ ნერვიულობ მაგაზე კარგი? არავინ არაფერი არ იცის და ვერც გაიგებებ. _ თბილი გახდომოდა ბარიტონი იაკობაშვილს. ევამ გაიღიმა და თვალებით მადლობა გადაუხადა. _ წეღან ვუკვირდებოდი და რა უცხო ფერის თვალები გაქვს?!_ ღრმად ჩააშტერდა ბერიძის თვალებს მამაკაცი. _ ცისფერი... არა! მწვანე... არა! ნაცრისფერი... ევა, სულ დამაბნიე. _ გაიცინა და გოგონას გახელილ თვალზე ნელა გადაუსვა თითი. _ რა ფერის თვალები გაქვს?

-აბა გამოიცანი. _ სასაცილოდ აწია სახე და ვაკოს გაუსწორდა.

-მაბნევს შენი ლამაზი თვალები.

-გითხრა რა ფერის მაქვს?

-არა! ჩემით. _ საჩვენებელი თითი თავის ტუჩთან მიიტანა, ამით ანიშნა რომ გაჩუმებულიყო. დიდხანს უყურებდნენ ვაკო და მის თვალებში მონებივრე ჭინკები ევას. ბოლოს თვალები დააწვირლა იაკობაშვილმა და პირი გააწკლაპუნა. _ კვამლისფერი! _ გამარჯვებულმა წამოიძახა და თავის ადგილს დაუბრუნდა. _ გამოვიცანი?

-და რა გაჩუქო?_ გაიცინა და თვალები ამცდურად ააფახუნა.

-მე რაც მინდა იმას შენ ახლა არ მაჩუქებ, ამიტომ ეგ საჩუქარი ერთი თვით შემინახე. _ თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამდოგა. _ გავიდეთ ხო? დაღლილი ხარ და დაისვენე.

-იმათ კიდევ გონიათ, რომ უკვე მძინავს._ გაიცინა და ვაკოს წინ წავიდა.

-ეგ არაფერი. ხვალ გცალია?

-არ ვიცი გოგონები აუზზე ვაპირებდით წასვლას.

-ეგ არ ითვლება. აუზზე ჩვენც წამოვალთ. საღამოსკენ თუ გცალია?

-საღამოსკენ კი მცალია.


სახლში გაგაცილებო ვაკომ, მაგრამ არ მოისურვა. ტაქსით წავალო! მამაკაციც აღარ შეწინააღმდეგებია და დაემშვიდობა. სულაც არ ყოფილა ვაკო ცუდი. ძალიან მხიარულია, თან პირობასაც ასრულებს და იმ ღამეზე აღარაფერს ამბობს, იმედია ასე გაგრძელდება ბოლომდე. სახლში მისულმა ერთიანად იგრძნო მთელი დღის დაღლილობა. სახსრები საშინლად ტკიოდა. სააბაზანოში დიდხანს ინებივრა. ამ ხნის მანძილზე სახიდან ღიმილი არ მოშორებია. ასეთი როდის იყო ბოლოს აღარ ახსოვს, არც მე მახსოვს. ალბათ ძალიან ღრმა ბავშვობაში. მერე შეიცვალა, და სხვანაირი გახდა. დედ-მამის წასვლამ კი საერთოდ მოსპო. აქამდე არადროს დაფიქრებულა იმ ღამის შემთხვევითობაზე, იქნებ უფლის ნება იყო ასე რომ მოხდა. იქნებ ზუსტად ასე უნდა მომხდარიყო?! სხვა რომ ყოფილიყო ვაკოს ადგილას, რა მხოდებოდა? ისიც მოძებნიდა და ასე შეუჩნდებოდა? იქნებ ის სხვა, ევათი არც დაინტერესებულიყო?
ვაკო უნდა ყოფილიყო და არის კიდევაც! სხვისი წარმოდგენაც კი უჭირს იაკობაშვილის ადგილას. ღიმილმა კიდევ ერთხელ გაუპო ბაგე. შხაპმა დაღლილობა ოდნავ მოუხსნა და დაწოლისას წელი აღარ ტკენია. თვალები დახუჭა თუ არა გაითიშა.

***
-გისმენთ! _ კარებში დოინჯშემოდებული იდგა ნინო და წარბაწეული უყურებდა მეგობარს.

-სახლში მაინც შემოდი და მერე მისმინე._ გაიცინა ევამ და მეგობარს მკლავზე მოკიდა ხელი. _ როგორ ხარ, მარიამ?

-კარგად შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად. ახლა მითხარი რა უნდა გითხრა?!_ მიუბრუნდა ნინოს და ისევ გაიცინა.

-გუშინ სად იყავით შენ და ვაკუნა.

-შენ რა იცი?

-თქვენ ჩვენ სულელები ხომ არ გგონივართ? რომ წახვედი და კისრისტეხვით გამოგეკიდა. თან ფანჯრიდანაც დაგლანდეთ. _ გაიცინა და მაგიდაზე კონფორტულად დააწყო ფეხები.

-ჯერ მაგიდიდან ჩამოიღე ფეხები! _ ტუჩები გადაატრიალა კანკიამ და უკამაყოფილოდ ჩამოალაგა ფეხები. _ ყავაზე დამპატიჟა, ცოტა ვისაუბრეთ და ეგ არის.

-არა?! ხომ ვამბობდი ამ გოგოს რაღაც ვერ აქვს რიგზე თქო. სოფლიდან გამოაქციე კაცი და ყავაზე წაყევი?

-ურთიერთობების დათბობას ცდილობენ რა გინდა, ნინო შენ?_ საუბარში ჩერთო მარიამი.

-არაფერი მე რა უნდა მინდოდე-. მინიმუმ მეჯვარეობა, მაქსიმუმ ბავშვის ნათლია! _ გაიცინა ნინომ და ბალიში აიფარა სახეზე.

-აი, ზუსტად მაგიტომ, არ გეუბნეები არაფერს. ამიგებს ხოლმე კოშკებს და მერე მეც ვიჯერებ.

-მიდი გაემზადე და აუზზე წავიდეთ.

-ბიჭებიც მოდიან?

-კი, ვაკოც იქნება._ გაიცინა და გასასვლელისკენ გაიქცა.


ევას სადარბაზოსთან დგანან უკვე ნახევარი საათია და ბიჭებს ელოდებიან. მზეც ამათ ჯინაზე ისე აჭერს, რომ თავის ქალები ეტკინათ. ეზოში ჩრდილიც კი არ არის, რომ დაჯდე და დაისვენო. ლოდინით დაღლილები, სახლში ასვლას, აპირებდნენ აკომ მანქანა ფეხებთან, რომ დაუმუხრუჭა. მის უკან კი ვაკომ გააჩერა და სწრაფად გადმოვიდა. აკოს მანქანაში ისხდნენ თითქმის ყველანი. ვაკომ თვალი ჩაუკრა და გაუღიმა. ესეც ისე დაიბნა, რომ ფერები გადაუვიდა. კიდევ კარგი სიცხისგან ისედაც აწითლებული ქონდა ლოყები თორემ ხომ დაიწვებოდა. ვაკომ ხელით ანიშნა შენ აქ ჯდებიო და მანქანის წინ კარი გაუღო. ხმა არ ამოუღია ისე წავიდა მანქანისაკენ. მარიამს და ნინოს გახედა და მათ სახეებზე გულიანად მოუნდა სიცილი. ბექამ მარიამს ხელი გადახვია და მანქნაში შესვა.

-შენც ჩვენთან დაჯექი, ოთო წავა იქით.

გაიცინა აკომ და ვაკოს გახედა. რომელის თვალებშიც ცეცხლის მსგავსი რაღაცები კიაფობდნენ. ჭინკებიც მუშტშეკრულები უყურებდნენ აკოს და განმარტოვებისას დაჟეჟვას პირდებოდნენ. ოთო სიცილით წავიდა მანქანისკენ და უკანა სავარძელზე მოთავსდა. თან ვაკოს გაუღიმა და მხრები აიჩეჩა, მე არაფერ შუაში ვარო. მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოუღია, ხანდახან ოთო და ვაკო თუ გაიხუმრებდნენ თავისთვის რაღაცას. მინაზე ქონდა ევას თავი მიდებული და მანქანებს ადევნებდა თვალს. თან მანქანის ნომრებს უყურებდა, ერთმანეთის მსგავს ნომრებს კი იმახსოვრებდა. დანიშნულების ადგილას პირველები მივიდვნენ, ხუთ წუთში აკომაც დააპარკინგა მანქანა და სიცილით გადმოვიდა მანქანიდან. გამოსაცვლელ კაბინაში სარაფანის ბოლომებს ქორივით იყო ჩაფრენილი. ეუხერხულებოდა ბიკინით იქ გასვლა და ვაკოს წინ დაწოლა. სახლშიც კი იფიქრა ამაზე, მაგრამ ახლა ცხადად რომ წარმოიდგინა, სირცხვილისგან სხეული აეწვა. ნინოს ხელის კვრასაც ვეღარ გრძნობდა. გოგონებმა გამოიცვალეს და გარეთ გაცვივდნენ. ევა ისევ იქ იდგა და კედელს მიყრდნობოდა. << შენც ახლა ბიკინით არსად გასულხარ.>> წააქეზა საკუთარი თავი და სარაფანა გადაიძრო. გრძელ სარკეში საკუთარი სხეული შეათვალიერა და კმაყოფილმა ჩაიღიმა. კაბინიდან გამოსულს ყველა წყალში დახვდა. პირველი ვისი თვალებიც, მოძებნა ვაკო იყო. მამაკაცი, ქალს თვალებამღვრეული უყურებდა და იღიმოდა. გახურებულ სხეულზე გრილი წყალი ესიამოვნა და უფრო თამამად შეცურა წყალში. ბავშვებთან ნელა მიცურა და ვაკოს პირდაპირ გაჩერდა. მამაკაცი ნელა წამოვიდა ევასკენ და გევრდით დაუდგა.

-ჩვენ კარგი ურთიერთობა თუ გვინდა, მსგავი რაღაცეების არ უნდა გერიდებოდეს.

-არ მერიდება!

-ხო და კიდევ ერთმანეთს არ უნდა ვატყუებდეთ. ზუსტად ოცი წუთი დაგჭირდა სარაფანის გასახდელად._ გაიცინა და ხელი მხარზე მოხვია._ გინდა ბურთით ვითამაშოთ?

წყალში ბურთის დევნა ზედმეტად დამღლელი აღმოჩნდა ევასთვის, ძალაგამოცლილი დაწვა შეზლონგზე და წყალზე გაწოლილ ვაკოს ცალი თვალით გახედა. ნინი და მარიამიც მალევე ამოვიდნენ წყლიდან. ბიჭების ძახილისთვის ყურადღება არცერთ მიუქცევია ისე გაერთნენ საუბარში. ევამ წინ მაღალი მამაკაცის ჩრდილი დაეცა, თავის უკან მიტრიალებაც ვერ მოასწრო ისე მალე აღმოჩნდა, ძლიერ მკლავებში და მერე წყალში.

^?^?^
წყლის წნევამ ყურები დაუგუბა და სმენა დაუხშო. პირი წყლით რომ აევსო მერე ფილტვების შევსება დაიწყო. თვალები ნერვიულობისგან და წყალში ფართხალისგან მოუდუნდა. იგრძნო როგორ აწვებოდა წყალს ზევდან მზე და უფრო მეტად ებინდებოდა გონება. ხელი ძლივს ააფართხალა კიდევ ერთხელ და მერე ძალიან ღრმად ჩაეშვა. აუზის კიდესთან მდგომი ვაკო კი მომღიმარი უყურებდა მისთვის << თეატრალურ დადგმას>> და ევას ფართხალზე გულიანად იცინოდა. ევას ხელის უკანასკნელი მოძრაობა, რომ შენიშნა სახე გაუქვავდა და სასწაულად დიდი სისწრაფით იფრინა წყალში. გოგონას სხეულის მოძებნა არ გაჭირვებია, ხელები გაკნაჭულ წელზე მოხვია და წყლის წედაპირზე ამოიყვანა. ევას ფილტვებმა სუფთა და გახსნილი ჰაერი, რომ იგრძნეს ოდნავ მოეშვა. ერთი ამოახველა და ვაკოს მხარზე თავი მძიმედ დააგდო. ძლივს მიიყვანა წყლით დამძიენმბული სხეული აუზის კიდესთან და დააწვინა. წყლიდან სწრაფად ამოხტა და გარს შემოხვეული სამეგობრო ერთი ხელის მოსმით მოაშორა გალურჯებულ ევას. ხველამ უფრო და უფრო უმატა. ვაკოს დახმარებით კი საბოლოოდ ამოახველა და აკანკალებული ტუჩები ერმანეთს დააშორა. ჰაერი ხარბად შეისუნთქა და თვალების გახელვა სცადა. მზე ისე უწვავდა სახის ნაკვთებს, რომ თვალის გუგეები ვერც კი გაატოკა. ვაკომ კიდევ ერთხელ მოიქცია მის ძლიერ მკლავებში ფერწასული ქალი და ქოლგის ქვეშ, ჩრდილში დააწვინა.

-ევა, ნუ მაშინებ გაახილე თვალები. _ იაკობაშვილს ხმა დადარდიანებული და შეშინებული გახდომოდა. ნინო და მარიამი სადაცაა ცრემლებს გადმოყრიდნენ. აკო აუზის მეორე მხრიდან აქოშინებული მორბოდა.

-რა მოხდა, ეე?_ დაბნეულმა დახედა მოფხიზლებულ ევას.

-ვაკომ ივაჟკაცა და ლამის დაახრჩო._ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა მეტრეველმა და თვალებგახელილ ევას მიუტრიალდა.

-როგორ ხარ?_ სახეზე ნელა გადაუსვა ხელი ვაკომ. ისე მაგრად ჩაუწვა ყელი წყალმა, რომ სიტყებს თავი ვერ მოაბა და ოდნავ გაუღიმა.

-ცურვა ხომ იცი და რა დაგემართა?_ გვერდით მიუჯდა ნინი და სველი თმები სახიდა გადაუწია.

-ისე ეცა ეს მხეცი, ცურვა მეც დამავიწყდებოდა ამის ადგილას. _ თვალები დაუბრიალა ოთომ ძმაკაცს.

-ყელი ძალიან გტკივა?

-არა კარგად ვარ!_ ერთმა წინადადებამ ყელი საშინლად აატკია და სახე დამანჭა.

-მიდი ჩაიცვით და წავედით. ევას ტანსაცმელიც გამოაყოლეთ. _ მოულოდნელად დასტაცა სახეგალურჯებულ ევას ხელი და გასასვლელისკენ გაარბენინა.

-ვაკო, გაგიჟდი? დამსვი ძირს. _ აფართხალდა ძლირ მკლავებში.

-ნუ ფართხალებ, თორემ დამივარდები.

-კარგად ვარ-თქო დამსვი!_ ხმას აუწია ევამ და მხარზე ოდნავ უჩმიტა.

-ამისთვის მერე მოგთხოვ პასუხს! მანქანაში ჩაგსვამ და მერე რაც გინდა ის ქენი.

ხმა აღარ ამოუღია მანქანამდე. უკანა სიდენიაზე დააწვინა ვაკომ და კარები მიუხურა. ევას ჩანთა მიაწოდა, თვითონ აკოს მანქანასთან მივიდა. სახეარეული იცვამდა სარაფანას და ვაკოს საქციელზე ეცინებოდა. როგორი შეშინებული ხმა ქონდა. თუმცა რა უკვირს ვის არ შეეშინებოდა, იხრჩობოდა გოგო ბოლოს და ბოლოს. ვაკოს დასერიოზულებუს სახეს, რომ ხედავდა რატომღაც ეგონა რომ ასეთ დროს ხმა არ უნდა ამოეღო. თან მერე ის ხმა რომ ახსენდება, სოფელში ტელეფონზე საურბისას. ვაკო უხმოდ ჩაჯდა მანქანაში და დაქოქა. ევა, გაშტერებული უყურებდა აკოს მანქანაზე მიყრდნობილ ოთოს. ვაკომ სარკეში გამოხედა ევას და მანქანა სწრაფად გააჩერა.

-გადმოხტი წინ._ მიმიკისგან განსხვავებით, ხმა ისევ თბილი ქონდა. უკანა კარები გააღო და წინ უთქმელად გადაჯდა.

-ოთო?!_ იკითხა და კიდევ ერთხელ გახედა ოდნავ დაშორებულ მანქანას.

-პაემანზე სამი კაცი ზედმეტია!_ გაიცინა და საჭე მკვეთრად მოატრიალა.

-რაზე?_ ზედა ტუჩი ოდნავ დაბრიცა. ტანსაცმელზე დაიხედა და შეცბუნებულმა გახედა მამაკაცს. _ ასე სად მიგყავარ? სველი ვარ და გავცივდები!

-ჯერ სახლში მიგიყვან და ერთ საათში გამოგივლი.

-ორში! ერთი ცოტაა.

-ნუ გაუშვი ახლა ქალურები. ერთში!

მანქანიდან გადავიდა და უკან მოუხედავად შევიდა სადარბაზოში. გზაში ვაკოს ლანძღვაც მაოსწრო. ერთი საათი ეცოტავება, ან რა უნდა მოსწროს? დაბანა და გამზადება ხომ უნდა არა?. პირდაპირ სააბაზანოში შევიდა და მისთვის რეკორდულ დროში გადაივლო წყალი. ნახევარი საათი ყველაზე ელემნტარულს მოუნდა. მერე ტანსაცმლის არჩევა! << ჯანდაბა შენ ვაკო! სად მიგყავარ არ უნდა გეთქვა? რა ჩავიცვა ახლა?>> სახემოღრუბლული უყურებდა ტანსაცმელს და საჩვენებელი თითით ტუჩს იწვალებდა. ბოლოს ორივე სტილის მატარებელი ზედა და კაბა გადმოიღო და სწრაფად ჩაიცვა.
მაკიაჟს ერთი საათი მაინც ანდომებს! ახლა კიდევ ევასთვის ათი წუთი კატასტროფაა. ვერაფერს ვერ წაისვამს ამ დროში. შეძლებისდაგვარად გაიკეთა მაკიაჟი და თმები მაღლა აიწია. ამ სიცხეში სხვა გზა არ აქვს.


-პაემანის არ გამოვა დღეს._ სიცილით ჩაილაპარაკა სადარბაზოსთან აყუდებულმა ვაკომ და ევა შეათვალიერა. _ გიხდება!

-დიდი მადლობა...რატომ?_ იაკობაშვილმა, ცერა თითი თავისი მანქანისკენ, გაიშვირა და სიმწრით გაიცინა. ევამ მანქანას გახედა, ერთდროულად ჩამოიწია ორივე ფანჯარა და იქიდან ხუთი მოცინარი სახე გამოჩნდა.

-სალამი შენ! ჩასხედით და წავედით._ ბექამ დაიყვირა და მანქანის სახურავს ხელი დასცხო.

-ჩაგილეწავ გვერდებს, ნაზად მოექეცი მანქანას. _ შედარებით ხმამაღლა დაიძახა ვაკომ და ევას ხელი მოხვია წელზე.

ორ კაცზე გაშლილი სუფრა, შვიდ კაციანად აქციეს წამებში. ბიჭებმა თავიანთი პარები გვერდით მოჯინეს და ბაასი გააბეს. ასეთ გარემოში არადროს ყოფილა ბერიძე. რაც დღეს მის თავს მოხდა, ყოველთვის დიდ სამეგობროს ყოფილს, ოცნებას უკავშირდებოდა. ახლა ამ სამეგობროს რეალურად გრძნობს, ცხადად ჯერა იმის რომ ისინი არსებობენ. ყველა რაღაცნაირად შეუყვარდა. ყველა განსხვავებული გრძნობით. ვაკოს გახედა და გულში ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა, ძმაკაცთან საუბარში გართულს. რომ არა ის ღამე ვერასდრო აღმოაჩენდა ამ ხალხს. ვერადრსო იქნებოდა ისეთი გახსნილი როგორიც ახლა უნდა, რომ იყოს. მამაკაცმა ქალის დაჟინებული მზერა იგრძნო და ღიმილით გამოხედა. დაბნეულმა რესტორნის ჭერს ახედა და ზემოთ დაკიდებულ დიდ ჭაღს მიაშტერდა. საუბრის დროს ბიჭებმა ბევრჯერ ახსენეს ზუკა, რომელიც ახლა მივლინებაშია.

-როდის ბრუნდება?

-რავი მაგას ისე გაუტკბა იქ რაღაც მეეჭვება ამ ზაფხულს აქ ჩამოვიდეს.

-შენ არ იცნობ ხო ზუკას?_ ფიქრებში გართულ ევას სიმყუდროვე აკომ დაურღვია.

-არა.

-ეგ არაფერი, ჩამოვა და ნახევარ საათში ვაბშე ყველაფერი გეცოდინება. _გაიცინა ოთომ.

აღარაფერი უთქვამს, ისევ ჭაღს მიაშტერდა და ჩამოკიდბული ბურთულების დათვლა გაანგრძო. ვაკომ ინტერესით გააყოლა ევას მზერას თვალი. დანიშნულების ადგიალს, რომ მივიდა გაეცინა და გოგონას ყურთან ახლოს მიჩოჩდა. მისი ღიმილნარევი ხმა, თხევადი სითხესავით ჩაეღვარა ყურში ევას.

-132 ბურთია მანდ!_ გაიცინა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ევას დამცინავ მზერაზე სახე დაისერიოზულა და ისე გააგრძელა._ ისეთი უაზო შეხვედრა იყო, ცხვრების მაგივრად მაგეებს ვითვლიდი._ კიდევ ერთხელ მოხიბლა მისი ღიმილით ევა.

-სად მუშაობ?_ პირვლად დაინტერესდა ამ ხნის მანძილზე ვაკოს პროფესიით.

-ექიმი ვარ.

ყველანაირ პასუხს ელოდა ამის გარდა. გაკვირვებულმა შეხედა ვაკოს. რას წარმოიდგენდა ვაკო ექიმი თუ იქნებოდა. თან ის ღამე, რომ ახსენდება ახლა.. სიცილი უნდა! მამაკაცი მიხვდა ქალის დაბნეულობის მიზეზს და გაიღიმა. ვაკოს პროფესიაზე იმ საღამოს აღარაფერი თქმულა. იმდენად გაერთო აკოს, ოთოს და ბექას სასაცილო ისტორიებით, რომ სულ დაავიწყდა სად იყვნენ.

-გაჩუმდები ახლა თუ მოგდო ყბაში?_ ოდნავ მკაცრი გაუხდა ხმა ოთოს, მას შემდეგ რაც მისთვის არასასიამოვნო თემას შეეხო აკო.

-აუ მოყოლილი არაფერი, იქ უნდა ყოფილიყავი. ძმამ ხომ ცემა, მამამაც და ბოლოს გოგომ! _ სიცილისგან მუცელი ატკივდათ ბავშვებს.

-შენ ძმობას გეფიცები აქვე გაგიდგებ ახლა! _ დაიმუქრა ოთო და წარბები შეკრა.

-ნუ იროჟები თუ ძმა ხარ. ვაღიაროთ მაგრად გაგიფინეს! _ აყვა ვაკოც.

-ამწეკრანით რომ მივადექით ეგ გახსოვთ? მამამისმა პირველიდან რომ გვიფრინა?

-ამ ერთი ფრაზაში ძალიან ბევრ სასაცილო რაღაცას აღმოაჩენთ. _ გაიცინა ოთომ და თავი დახარა.

-ამწეკრანით პირველ სართულზე?_ დაბალი ხმით იკითხა ევამ და ოთოს გახედა. _ რანაირად?

-აზრზე არ ვართ, ვაკო იჯდა საჭესთან.

-არ უსმინო ამათ გაგაგიჟებენ._ ხელი გადახვია ვაკომ.

ვაკომ გოგონები ევასთან მიიყვანა და თბილად დაემშვიდობა. ევა ლოყებახურებული ავიდა კიდებებზე. ნინოს და მარიამს მისი უეცარი გადასხვანაირება არ გამოპარვიათ და სახლში შესვლისთანავე დაატერორეს. რა უნდა ეთქვა მათთვის როცა თვითონაც არ იცის რა ხდება მის თავს. იმ ღამეზე კი კრინტს არ დაძრავს. პირობა პირობაა! თან არანაირი სურვილი აქვს, გოგონებს ოდნავ მაინც შეეცვალოთ მასზე წარმოდგენა. ეს მისი და ვაკოს საიდუმლოა, რომელსაც არაფრისდიდებით გათქვამს. გვიანობამდე ისხდნენ მისაღებში და თავიანთ ამბებს ყვებოდნენ. კანკია ისეთი აჟიტირებული ყვებოდა თითოეულ დეტალს, რომ ევას საოცრად მოუნდა ვინმე ყვარებოდა. ასე ან უფრო უარესად. კანკია აკოზე საუბრისას სულ სხვანაირი ხდებოდა, უფრო ლაღი და ხალისიანი. ასეთი ევა კი ჩემთვის წარმოუდგენელია.
დაწოლისას კიდევ ერთხელ დაფიქრდა ვაკოზე და მის ურთიერთობაზე. გაახსენდა როგორ არ უნდოდა მამაკაცთან კონტაქტი, როგორ არიდებდა თავს მასთან შეხვედრებს. რა დონემდე მიყავდა მის აგდებულ საუბარს. გული აეწვა ამ ყველაფრის გახსენებისას. იქნებ მამაკაცი იყენებს და როცა დრო მოვა ისე მოისვრის როგორც არაფერი. ვაკოსთვის ეს სულაც არ წამოადგენს დაბრკოლებას. მერე რა კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომ ტოვებს?! მაინც ეშინია უკვე ასეთი ურთიერთობების. სირცხვილსაც გრძნობს, მასზე ასე რომ ფიქრობს. სამეგობრო წრე, რომ ახსენდება მაშინ მითუმეტეს. მათი ალალი სახეები გახსენებისას, როგორ შეიძლება მსგავსი სისულელე იფიქროს? საკუთარი თავი გალანძღა, მამაკაზე ავი ფირების გულისთვის.


-აბა ავწიეთ ერთი ადგილი და გავიღვიძეთ._ დილით კანკიას ხმა სულაც არ არის სასიამოვნო. პირიქით ამ გოგოს ხმა შეძულდა ევას. მეგობარს თავზე დამხობილი ბალიში გაუქანა და თავი მძიმედ დააგდო საწოლზე. _ ნუ გწყდება წელი და კვდები. მარიამმა უკვე გაიღვიძა.

-კი არ გაიღვიძა. იძულებული გახდა გაეღვიძა. _ ოთახში მთქნარებით შემოვიდა მარიამი და ევას გვერდით მიუწვა.

-წვები კიდევ?! ეგ რა გამოვიდა, მარტო მე დავრჩი ფეხზე. მიიჩოჩეთ ცოტა.

ევას მხარეს გადავიდა და გაჭირვებით მიუწვა გვერდით. ბოლომდე გამოფხიზლებულ ბერიძეს ვეღარაფერი დააძიენბდა. ნინოს საბნის წვერი ჩასცო სახეში და შუბლშეკრულმა დაუღრინა.

-აუ შენ თავს გეფიცები ჩემი დეიდაშვილს ავჩალკას გახვარ!_ უარესად შეკრა შუბლი ბერიძემ და ახლა ხელების დახამრებით მოახერხა კანკიას საბოლოოდ გაჩუმება. დანებების ნიშნად ხელები მაღლა აწია.

-არ ავდგეთ?

-სადმე გეჩქარება?_ ეჭვისთვალით შეხედა მარიამს ევამ.

-ჯერ არსად._ ჩაილაპარაკა თავისთვის.

-რაო ბექამ? ჩემი ელექ ხარო?_ დამცინავად წამოარტყა მხარზე ხელი ნინომ და ევას გულზე თავი დადო.

-და აკომ რაო ჩემი გულის მალამო ხარო?_ არც მარიამმა დააკლო და დასარტყმელად გაიწია.

-არა! მე ვიცი აკომ რაც უჩურჩულა გუშინ ჩუმად ყურში. _ საიდუმლო გაამხილა ევამ და ნინოს ნიშნისმოგებით გახედა.

-შენ რა გვისმენდი? ფუ რა გაფუჭებული ხარ.

-მე ვარ გაფუჭებული თუ თქვენ? ბავშვი გყავდათ წარმოსახვით უკვე. _ გაიცინა ევამ და საბანში ჩაძვრა.

-მოიცადე ანუ?_ დაიბნა მეტრეველი და თვალები საწყალად აახამხამა.

-ანუ ამათ წარმოსახვაში ყველაფერი მოხდა რაც მოსახდენი იყო. _ არ ჩერდებოდა ბერიძე.

-გოგო, ჩაიგდე ენა! არ ყოფილა ეგრე._ დაიმორცხვა ნინო.

საბნიდან უცებ გადმოხტა ევა და პირზე ხელაფარებული გაიქცა სააბაზანოსკენ. მარიამმა და ნინომ ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე საწოლს დახედეს და ბოლოს ევას ყვირილით გაეკიდნენ.

^?^?^
დაბნეული უყურებდა ხელისგულზე დაგუბებულ წითელ სითხეს. სარკეს თვალი ნელა გაუსწორა და ცხვირიდან, თხრიალით მდინარე სისხლს შეხედა. სწრაფად მოუშვა ონკანი და ხელი გადაიბანა, თავი რაც შეიძლება დაბლა დახარა და წყლით მოიბანა დასისხლიანებული პირ-სახე. დასუფთავების პროცედურას, რომ მორჩა კარეში შეშინებულ გოგონებს გახედა და ვანაზე ჩამოჯდა, თავი კი რაც შეიძლება უკან გადაწია.

-რა დაგემართა?_ შეშინებულმა კითხა ნინომ და გვერდით მუჯდა.

-წარმოდგენა არ მაქვს. სისხლი არადროს წამომსვლია ცხვირიდან.

-შეიძლება გუშინდელის ბრალია, ან წნევა გაქვს დაბალი. _ ოდნავ დამშვიდებული სახით მიუახლოვდა მარიამი და მის წინ ჩაიმუხლა. _ მაგრამ ექიმთან მაინც წავიდეთ.

-რა მინდა ექიმთან?_ გაიკვირვა ევამ და თავი უფრო უკან გადასწია.

-როგორ თუ რა გინდა? ცხვირიდან სისხლის წამოსვლა ჩვენს დროში ძალიან სარისკო გახდა.

-როგორ დამამშვიდე._ ირონიით ჩაილაპარაკა ევამ და ცალი თვალით გახედა ნინოს.

ბამბები გაურჭეს ორივე ნესტოში გოგონებმა. ცოტახანი წამოწვა, იქნებ სიხლდენა როგორმე შევიჩეროო. მაგრამ სისხლი ჯიუტად მოედინებოდა და ბამბებს საოცარი სისწრაფით ჟღინთავდა. დაფეთებულები ხან, რომელ კედელს მიაწყდნენ ხან რომელს. ბოლოს ვერცერთმა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, ნინომ აკოს დაურეკა. ბიჭს ისეთები უთხრეს გადარიეს... აკოსთან ერთად როგორც ყოველთვის სავარაუდოდ სხვებიც იყვნენ. ნახევარ საათში ევას ოთახი ნაცნობი სახეებით აივსო. ვაკო დაწინაურდა და ქალს მიუახლოვდა. ნიკაპზე მოკიდა ხელი და სახე ოდნავ უკან გადააწევინა, ცხვირი შეათვალეირა და თავი ოდნავ გააკანტურა.

-რამეს ხომ არ მიეჯახე?

-არა საწოლში იწვა და უცებ წამოუვიდა.

-სავარაუდოდ სიცხის ბრალია. შეიძლება ნერვიულობისაც._ ბოლო წინადადება წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა ევას გასაგონად.

-ეს ორი დღე არაფერზე მინევრვიულია, მართლა. _თავი ვალდებულად ჩათვალა, ვაკოს წარბები გაეხსნა. მამაკაცმა ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა ტუჩის კუთხეში და ევას ჩუმად თვალი ჩაუკრა.

-ჩემთან წაგიყვან და გამოკვლევებს ჩაგიტარებ.

ისეთი ტონით წარმოსთქვა, რომ შეწინაარმდეგება არც უცდია ბერიძეს. ან სად ქონდა რამის თქმის თავი, სისხლის სუნი და გემო მოსვენებას არ აძლევდა.
ვაკომ წინა სავარძელი უკან გადაწია, ევასთვის უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო მგზავრობა.საავადმყოფოში ვაკომ შეიყვანა, არაფრისდიდებით უშვებდა ხელს წელიდან. მიმღებში მომღიმარი და აწითლებული გოგონები, რომ დაინახა წარბები შეკრა ევამ და თვალებმოჭუტულმა მოავლო თვალი მთელ დერეფანს. ერთი საშვალო სიმაღლის ლამაზი გოგონა დაედევნა უკან იაკობაშვილს, ხელში საქაღალდით.

-ბატონო ვაკო, არეშიძის ანალიზის პასუხები მივიღეთ და იქნებ გადახედოთ.

უსიტყვოდ გამოართვა საქაღალდე აწითლებულ გოგონას და სავარაუდოდ თავისი კაბინეტის კარები შეაღო. ევა იქვე სავარძელში ჩასვა თვითონ კი საკიდზე ჩამოკიდებული თეთრი ხალათი ჩამოხსნა და პროფესიონალურად მოიცვა. ამ დაკვირვებაზეც დიდი სიამოვნებით გაიცინებდა, ეს ბამბები, რომ არ უშლიდეს ხელს. ვაკო ევას წინ სავარძელში მოთავსდა და წეღან მოწოდებულ საქაღალდეს თვალი გადაავლო.

-ძალიან კარგი._ თავისთვის ჩაილაპარაკა და საქაღალდე ისე დახურა ევასთვის თვალი არ მოუშორებია. _ ახლა მე შენ მესამეზე აგიყვან და სისხლის საერთოს აგიღებ. წნევასაც გაგიზომავთ და ყველა საჭირო პროცედურას ჩაგიტარებ.

-ნემსი უნდა გამიკეთო?_ ოდნავ უკან გახტა, თითქოს სადმე ქონდა გასაქცევი.

-ახლა არ მითხრა ნემსის მეშინიაო._ დაცინა ვაკომ და ფეხზე წამოდგა. ევას წინ მაგიდას მიეყრდნო და გოგონასკენ გადმოიხარა._ სულ პატარა ჩხვლეტა და ეგ არის.

-და ეს სისხლი, რომ ჩავაბარო?_ ცხვირზე მიუთითა და გაიღიმა. ვაკოს მზერიდან დაასკვნა, რომ ნემსი გარანტირებული იყო. რა ქნას ბავშვობიდან ეშინია ნემსების. პატარაობაში, ფილტვების ანთება აიკიდა და დედამისმა ნემსები შეაძულა. _ შენ გამიკეთებ ნემს?

-მართალია ეგ ჩემი მოვალეობა არ არის, მაგრამ შენს გამო გამონაკლისს დავუშვებ.

-შენი პირდაპირი მოვალეობა რა არის?_ გაიცინა და ფეხზე წამოდგა.

-მაგ გულს ვუმკურნალო._ ევამ ინსტიქტურად მკერდზე დაიხედა და გაიღიმა. _ მაგას და კიდევ ბევრს._ გაიცინა ვაკომ და კარები გაუღო. ევაც ღიმილით გავიდა გარეთ და კედელთან დაელოდა ვაკოს.

-დამპირდი, რომ არ მატკენ._ დერეფანში მიმავალმა დაარღვია სიჩუმე. იაკობაშვილი თეთრად შეღებილ კარებთან გაჩერდა და სახელურს ხელი ნელა მოკიდა.

-რას გულს?_ ვითომ ვერ გაიგო კითხვა.

-არა! არ მეტკინება ჩხვლეტა._ დაუკონკრეტა და შეღებულ კარში ცალი თვალით შეიჭყიტა.

-ნუ ხარ მშიშარა შედი მიდი!_ ხელი მსუბუქად კრა ბეჭზე და ოთახში შეაგდო.

^^^
-გეტკინა?_ კაბინეტიდან გამოსულმა ბამბიან ხელს დახედა და გაიცინა.

-ძალიან. რა მწარე ხელი გაქვს. _ არადა საერთოდ არ უგრვძნია ჩხვლეტა. ეს კაცი ყველაფერს ისე როგორ აკეთებს, რომ ევა ვერაფერს ვერ იმახსოვრებს.

-მატყუარა!_ გაიცინა და აწითლებულ ცხვირზე სულ ოდნავ მოუჭირა თითები.._ ერთი საათი ჩემს ოთახში დავიცადოთ და პასუხებს შემოგვიტანენ.

-რამე სერიოზული რომ მჭირდეს?_ შეშინებულმა ჩაილაპარაკა და ვაკოს დახმარების გარეშე ჩაჯდა სავარძელში.

-ნუ სულელობ! რა უნდა გჭირდეს?

-აი მაგალითად... ლეიკემია!_ ძლივს აამოძრავა ენა. ვაკოს გაცოფებულ თვალებს, რომ შეხედა ინანა საერთოდ ხმა, რომ ამოიღო. _ ხო კარგი, რა იყო ისე ვთქვი._ ჩაიდუდღუნა და ჟალუზებით დაფარულ ფანჯარას გახედა.

-ისე თქვა! ისე შენ ბევრ რამეს ამბობ!_ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და მაგიდაზე დაყრილ ქაღალდებს ერთად მოუყარა თავი.

მედდას შემოსვლამდე ხმა აღარცერთს ამოუღია, ვაკო რაღაცა საბუთებში იქექებოდა და ევამაც აღარ შეუშალა ხელი. ერთ საათში ისევ ის გოგონა შემოვიდა თეთრი კონვერტით ხელში. მაგიდაზე დაუდო ვაკოს პასუხები და გაბოროტებული ქალის თვალებით გახედა ევას. << ეჭვიანობს!>> გაიცინა ფიქრებში და პასუხებს გახედა. ვაკოს უკვე მოესწრო მისი გახსნა და საგულდაგულოდ გადაკითხვა.

-ლეიკემია. _ჩაილაპარაკა ჩუმად და ევას გაუცინა. _ რაო როგორ ამბობდი? ლეიკემიაო?_ ვაკოს მხიარულმა ხმამ ყველა და ყველაფერი დაავიწყა. მგონი ასე მძაფრად პირველად იგრძნო სიცოცხლის ფასი.

-არაფერი მჭირს?

-არაფერი არ გჭირს საერთოდ. უბრალოდ წნევა გაქვს დასარეგულირებელი და ეგ არის. წამლებს გამოგიწერ და აუცილებლად მიიღე. _ გაუღიმა და ოთკუთხედ ფურცელზე წამლის სახელი დაწერა.

-რა გარკვევით წერია. _ ჩაილაპარაკა ისე თითქოს რამე გასაოცარი აღმოეჩინოს.

-რა?_ ხალათი გაიხადა და ევას უკან დაუდგა.

-აღიარებული ფაქტია ის, რომ ექიმებს გაურკვეველი კალიგრაფია აქვთ. შენ კიდევ არა!_ გაიცინა და ფურცელი წინ აუფრიალა.

-მე გამორჩეული ექიმი ვარ... შენი გულის ექიმი! _ გაიცინა და ნიკაპზე ორი თითი მოუჭირა.


სახლში მისულებს მისაღებში დახვდნენ ყველა. მათ შემხედვარე ევას გული აუფრიალდა. კიდევ ერთხელ იგრძნო ნამდვილი სამეგობროს სუნი. გაღიმებული ჩამოჯდა აკოს გვერდით და ხმამაღლა გამაოცხადა, რომ ჯანმრთელია. ერთად ამოისუნთქა ყველამ! ნინო და მარიამი მთელი დღე გვრდიდან არ ცილდებოდნენ. წამლებიც ზუსტად იმ დროს დაალევინეს როგორც ვაკომ დაუბარა. ევა მათი შემყურე გადარეული იცინოდა. ბოლოს ორივეს მობეზრდა მისი დამცინავი სახის ყურება და მისაღებში გაბუსხულები დასხდნენ. ევა უკნიდან მიეპარა მეგობრებს და მათი მხერების შუაში თავი სასაცილოდ გაყო და დაიყირა.

-გამისკდა გული, შე საზიზღარო!_ გაიცინა ნინომ და გულზე ხელი დაიდო. უფრო დამაჯერებელი, რომ ყოფილიყო ფაქტი.

-აბა რა სახეებით სხედხართ?

-რა ქნა ვაკომ დაგირეკა?_ კითხა მარიამმა და დივანზე გაწვა.

-რაც წავიდა იმის მერე სამჯერ!_ ჩაიფრუტუნა და სამზარეულოში ფეხების სრიალით გავიდა.

-რაღაც ძალიან საეჭვოდ ზრუნავს შენზე. შენც არაფერს არ ამბობ. რამეს ხომ არ გვიმალავთ?_ ეჭვნარევი ხმით კითხა ნინომ და სამზარეულოში გახედა.

-ვცდილობთ ურთიერთობები დავათბოთ. _ გაიმეორა მარიამის სიტყვები და გაიცინა._ კარგი რა, რას უნდა გიმალავდეთ, სერიზული არაფერი არ ხდება.

-არასერიოზული?

-ნინო, ნუ შემომიჩნდები ხოლმე.

საღამოს ორივე გააცილა და სახლში განმარტოვებულმა ამოისუნთქა. მეგობრების ყოლა გადასარევი რამაა, მაგრამ სახლში ზოგჯერ მარტო ყოფნას არაფერი სჯობს. დივანზე ჰაერიდან ისკუპა და გაღიმებული დაწვა. ორი საათი ხდება რაც ვაკო არ შეხმიანებია, რამე ხომ არ მოუვიდა ნეტა? არაფერი არ მოსვლია, უბრალოდ არ ცალია! ექიმია და ზედმეტად გადატვირთული გრაფიკი აქვს. ნანემსარ ადგილს დახედა, სულ პატარაზე გალურჯებულიყო. თითი ნელა გადაუსვა და გაიცინა. როდის მერე გახდა ასეთი? ვაკოს ნათითურს რომ ეფერება. << ნათითურს კი არ ვეფერები, ვამოწმებ როგორი ხელი აქვს>> შეუსწორა ალტერეგოს და თვალები დახუჭა. ის როგორ იყო? <<შენი ექიმიო>> უკვე სერიოზულად ეფლირტავება იაკობაშვილი. ჩემი აზრით არც ევაა უკანა პლანზე. გული, რომ შეაუწხებს არც დაფიქრდება ისე გაიქცევა ვაკოსთან სამკურნალოდ. << ხო ახლა გულის ტკივილებიღა გაკლია და აშენებული ხარ.>> გაუბრაზდა საკუთარ თავს და მაგიდაზე მოცეკვავე ტელეფონს დაწვდა.

-ხო ვაკო.

-როგორ ხარ? სისხლი კიდევ ხომ არ მოგდის?

-არა კარგად ვარ. ახლა ვწევარ და დაძიმებას ვაპირებ.

-კარგი მიდი დაიძინე და საღამოს გამოგილი, დაგხედავ. _ გაიცინა მამაკაცმა და ტელეფონი გათიშა.

დაძინება წამითაც არ უფიქრია. ცოტახანს ყველაფრისგან დასვენება და საღად ფიქრი სჭირდებოდა. ვაკოსთან საიხლოვე ძალიან აბნევს და სხვანაირს ხდის. ეს კი კატასტროფულად არ მოსწონს ევა! იცის, რომ რაღაცებზე უარის თქმა მოუწევს. ვაკოსთან უერთიერთობა ადვილად არ გამოვა და ზუსტად ეს აიძულებს უკან დაიხიოს. ის ღამეს, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ევასთვის ვერადროს გახდება მეორე ხარისხოვანი. ბერიძე ყოველთვის იგრძნობს, რომ იმ ღამეს შეცდომა დაუშვა. ყოველთვის როდესაც, ვაკოსთან რაღაცა არ მოეწონება იმ ღამეს გაიხსენებს და გონებაში უამრავჯერ დაწყევლის. იცის ევამ სკაუთარი ხასიათი და ზუსტად ეს აბრკოლებს. მიუხედავად ვაკოს სიკარგისა მაინც ეშინია მასთან ყველანირი ურთიერთობა. არ უნდა ოცნების კოშკები ააგოს და მერე მთვრალმა ღამემ ხუხულასავით დაანგრიოს თავზე. ფიქრებიც კი ტკენენ გულს. დედის ხმის გაგონება საოცრად მოუნდა და კომპიუტერი ჩართო იქნებ ხაზზე იყოსო. დროის განსხვავების გამო ახლა დედას და მამას ეძინათ. კომპიუტერი გამოურთავად დახურა და დივანზე დაწვა. ყველაფრის მიუხედავად მაინც უნდა აღიაროს, რომ ვაკოსთან სიახლოვე საშინლად სიამოვნებს. ზოგჯერ არის მომენტები, როცა ავიწყდება რატომ არიან დღეს ერთად. სახლში დაბრუნებული კი ისევ იმ ღამემდე მიდის და ფიქრებიც ჩასაფრებულებივით თავს ესხმიან.
დივნიდან ნელა წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. სახლში არსებულს დახუთულობას ვერანაირი გამაგრილებელი საშვალება ვერ ანეიტრალებდა. სხეულის თითოეული უჯრედის წვას გრძნობდა უკვე. ცივი წყალი დაისხა და სულმოუთქმელად გამოცალა ჭიქა. სხვანაირად სხეულის გაგრილება უკვე შეულძებელია. სააბაზანოში შევა და გრილ შხაპს მიიღებს, იქნებ ცოტა მაინც გაგრილდეს. ვანაში ოდნავ გრილი წყალი დააგუბა და შიგნით ჩაწვა. ხელები ვანის სახელურებს მოკიდა და თვალები დახუჭა.
<< წარმოვიდგინოთ მე და ვაკო ორი წლის წინ. რა სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი>> გაიცინა და თვალები სასაცილოდ დაჭყიტა. << მაგალითად ზღვაზე დასასველებლად წასული გადამარჩინა დახრჩობისგან. შესანიშნავი ვარიანტია>> თან სასაცილოდ აქანევებდა ხელებს. << მერე როგორც ხდება ხოლმე ნომრები გავცვალეთ. ჩვენი მშველელის და მაშველის ურთიერთობამ სერიოზული სახე მიიღო. მე არ ვარ მზად ასეთი ურთიერთობებისთვის, ვაკო კი! ცოლობაც მთხოვა, მაგრამ უარი ვტკიცე. კი დამწყდა გული, მაგრამ ჯერ სწავლა! ვაკოც აღარ გაჯიუტებუულად და ერთი შემიცო>> ბოლო წინადადება სრული სერიოზულობით წამოსთვქვა და წარბები მაღლა აწია. << ერთი ეგრე ეთქვა, ენას მოვამტვრევდი ძირში.>> ისე ალაპარაკდა თითქოს ეს ყველაფერი მართლაც მომხდარიყო ორი წლის წინ. ისე რა კარგი იქნებოდა. ევაც დაისვენებდა, აღარ ექნებოდა ასეთი ქაოსი გონებაში. ვაკოც ეყვარებოდა, ვაკოსაც ყვარებოდა. მაგრამ ყველაფერი ასეთი ადვილი როდია. მე აქ ვდემაგოგობ, ევა კი ფიქრებით საზღვრებს გასცდა. << ნუ ხო კარგი უარი ვუთხარი, მაგრამ ასე მალეც ხომ არ უნდა დაყაროს ფარხმალი? ცოტას ვაწველებ და მერე გავყვები, აბა შინაბერა ხომ არ დავრჩები>> მაინც თავისი კეთილდღეობისთვის, რომ ფიქრობს. ღირისია ახლა ეს სიყვარულის? ან გათხოვების? არა!
<< ვაკო ახლოს აღარ მიკარებს. მე ვაბამ და ბოლოს შევამაბ.>> კარგი ვარიანტია თუმცა ცოტა უპრინციპო. ჩასძახა ალტერეგომ. << სიყვარულმა პრინციპები არ იცის გველო!>> გამოეპასუხა ევა და უკვე გაფუჭებული გუნებით ამოვიდა გაყინული წყლიდან. << მაინც არ მაცადა ოჯახურ იდილეაზე ოცნება>> წუწუნებდა და თან სხეულს იმშრალებდა. კარებზე ზარის ხმამ შეაკრთო, მერე გაახსენდა ვაკოს დანაბარევი და სწრაფად გადაიცვა თხელი ყვავილებიანი მოკლე სარაფანი. კარებისკენ სირბილით წავიდა, კრებთან რამოდენიმე წამი შედგა, სუნთქვა დაარეგულირა და ღიმილით გაუღო კარები. ნინოს!

-შენ ხარ? _ კითხა იმედგაცრუებულმა და მისაღბში შევიდა.

-ხო მე ვარ! უმადურო! ვაკომ დამაბარა დღეს ვერ მოვალო. სად გაქვს ტელეფონი გასკდა კაცი რეკვით._ გულის სიღრმეში მაინც გაუხრდა ვაკოს ყურადღება. მაგიდაზე დატოვებულ ტელეფონის შუა ღილაკს დააჭირა და ეკრანზე ვაკოს 12 გამოტოვებული წარი დაფიქსირდა. ერთიც ტექსტური შეტყობინება.

« ამ შეტყობინებას, რომ ნახავ ჩემი ნერვული სისტემა შეწირული იქნება! სად ხარ? ან საერთოდ რად გინდა ტელეფონი ჩემს ზარებს თუ არ უპასუხე? შეტყობინებას, რომ ნახავ დამირეკე! »

ღიმილით დააჭირა მწვანე ღილაკს თითი და ზარის გასვლას დაელოდა. თითქოს ტელეფონზე დადარაჯებული, იყო ვაკო ისე სწრაფად უპასუხა ზარს.

-მოსაკლავი ხარ! _ გაისმა მამაკაცი საშინალდ მკაცრი ბარიტონი.

-სააბაზანოში ვიყავი და არ მესმოდა.

-მე კიდევ ვიფიქრე სისხლად დაიცალა და ეგ არის თქო._ უცებ დაუთმა ხმა ვაკოს და გამხიარულდა.

-არა! კარგად ვარ. შენ როგორ ხარ?

-ბოდიში მინდა მოგიხადო. დღეს დაგპირდი და ვერ შევასრულე. სამსახურში საქმეები გამომიჩნდა და ღამის სმენაში ვარ.

-არა რას ამბობ. რა ბოდიში პირიქით შენი მადლობელი ვარ ასე, რომ ზრუნავ. _ სავარძლის საზურგეზე შემოსკუპებული ნინო, სიცილს ვერ იკავებდა და სახეზე ბალიში ქონდა აფარებული, რათა არასიამოვნო ხმები დახშო. ევამ მის შემხედვარე სიცილი ვერ შეიკავა და ჩუმად ჩაიცინა, თან განაგრძო. _ თან ნინოა ჩემთან.

-ხო ნინო კარგი გოგოა! _ გაიცინა ვაკომ. _ ასე გადაეცი მიმიხედე მაგ ბავშვს ჩემს მოსვლამდეო._ კიდევ ერთხელ ჩაიცინა იაკობაშვილმა და შეტევისთვის მოემზადა.

-ვინ არის შენი ბავშვი? _ იწყინა ევამ და ტელეფონს გაბრაზებული დააჩერდა. _ ორ თვეში 27_ის ვხდები! _ ჯიბრინად ალაპარაკდა. ნინო ამაზე უფრო აკისკისდა და შედეგად სავარძლის მძიმედ გადატრიალება მოყვა. ევა დაფეთებული წამოდგა ფეხზე და უკან გადავარდნილ მეგობარს დახედა, რომელიც არ ტოკდებოდამ არამედ არც კი სუნთქავდა._ ვაიმე ვაკო! მგონი ნინო მოკვდა._ შეშინებულმა ჩასძახა ტელეფონში და ნინოსკენ დაიხარა. _ ნინო კარგად ხარ?_ იმედიანად კითხა და უფრო ახლოს მივიდა მეგობართან. ვაკოს შეშინებული ხმისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე დადო ტელეფონი იატაკზე და მეგობრის კისერში ხელი შეაცურა. ოდნავ წამოწია და მისი თავი მუხლებზე დაიდო._ ნინო გამეცი ხმა! ნუ გამიხეთქე გული. _ ნინომ მარჯვენა ხელი გაამოძრავა და წელზე მოიკიდა თან მტკივნეულად ამოიკვნესა.

-ვაიმე წელი.

-გადავრჩით!_ მთელი გული ამოაყოლა და იატაკზე დადებულ ტელეფონს მოკიდა ხელი. _ ცოცხალია.

-დღეს შემიწირავ შენ ევა! რა მოუვიდა?_ იკითხა ინტერესით.

-სავარძლიდან გადმოვარდა.

-საიდან გადმოვარდა?_ გაკვირვებულმა კითხა იაკობაშვილმა.

-სავარძლის საზურგეზე იჯდა და გადავარდა. _ გაიცინა ევამ და წამომჯდარ ნინოს წელი დაუზილა.

-გეყოფათ ახლა და მეც მომხედე! _ ჩაიბურტყუნა და ფეხზე წამდოგომა ცადა უშედეგოდ. _ ვაიმე წელი. ცუდად ვარ. _ ტირილნარევი ხმით ამოთქვა ნინომ და საწყალდ მოიკუნტა.

-ევა მომისმინე ახლა! თუ შეძლებ წამოაყენე და ჩემთან მოდით. რამე სერიოზულად არ ქონდეს დარყმული.

-კარგი მოვალთ! _ ჩაილაპარაკა სიახლით გახრებულმა და მეგობარს წამოდგომაში დაეხმარა.

-სულ ჩემი ჯავრი გკლავთ! _ ჩაისისინა ნინომ და გაცინება მაინც მოახერხა. _ მადლი მოვისხი!

ტაქსში ნინოს წამოკივლებები უკვე შიშას ექცა. ყოველ მოსახვევში ოდნავ გაქანებული სხეულიც კი საშინლად ტკიოდა კანკიას. ევა მეგობრის დაზაფრულ სახეზე ნერვიულობისგან კვდებოდა. საავადმყოფოს შესასვლელთან თეთრი ხალათით ელოებოდ ავაკო და ნერვიულად აბაკუნებდა მარჯვენა ფეხს. გოგონების ტაქსი, რომ დაიანახა მათკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა და იქვე მდგარი ეტლი თან წაიყოლა. ნინომ ეტლის დანახვისას კოპები შეკრა და გაბრაზებულმა შეათვალიერა ვაკო.

-ინავლიდი კი არ ვარ!

-პირველი და უკანასკნელი მომსახურება, შეირგე რა. _ გაიხუმრა ვაკომ და ეტლში ძალით ჩასვა მეგობარი.

პალატაში ოთხივე ჩუმად იჯდა და ნინოს რენდგენის პასუხებს უყურებდნენ. ევა და ნინო ისეთი დავიწროებული თვალებით უყურებდნენ თეთრ სინათლეზე მიშვერილ, რენგენს თითქოს რომელიმე რამეს ხვდებოდა.

-საშიში არაფერია ჩემო ვაკო. ოდნავი დაბეჟილობაა, მალამოს გამოვუწერთ ამ ცელქ გოგოს და უცებ მოიშუშებს. _ სასაცილოდ დაკრა ცხვირზე ხანშიშესულმა მამაკაცმა ნინოს ხელი და გაიცინა.

საავამდყოფოს დერეფანის სკამზე თავზე ხელებშემოდებული ბიჭები ისხდნენ და ნერვიულად წრიალებდნენ. პალატიდან ნელა გამოსული ნინო, რომ დაიანხა აკომ ფეხზე ქარბორბალასავით წამოიჭრა და ხელები მაგრად მოხვია საბრალოდ.

-ნელა შე ნადირო! _ გამოესარჩლა ოთო და აკოს ფერდებში მუჯლუგუნი უთავაზა.

-აუ ხო. ბოდიში რა. როგორ ხარ? რაო ექიმმა?_ ნერვიულად მიაყარა კითხვები და ნინო კარგად შეათვალიერა.

-ნუ პანიკობ! არაფერი არ ჭირს. მალამო გამოუწერა და ეგ არის. დაიშალეთ ახლა!_ გასცა ბრძანება ვაკომ.

-აუ ისე როგორ გადმოვარდი?

-მე რა, ამათი ბრალია._ ხელი ერთად მდგარი წყვილისკენ გაიშვირა და სახე ტკივილისგან დამანჭა.

-მე მივიყვან ნინოს სახლში. _ სიტყვით გამოვია აკო.

-ჩემთან რჩება დღეს. _ გეგმები ჩაუშალა ბოროტულად ევამ და ენა გამოუყო თვალებანთებულ ნინოს._ შენც წამოდი თუ გინდა არ არის პრობლემა.

-ჩვენ?_ სკამიდან წამოდგა ბექა და აკოს გვერდით დაუდგა.

-თქვენც!

-მოიცადე და რა გამოვიდა? მე ვმუშაობ თქვენ გულაობთ? _ გაიცინა ვაკომ და უკან ჩუმად მოპარულ ოთოს მუშტი გაკრა.
-მერე შენც რომ მორჩები პირდაპირ ჩვენთან წამოდი.

-დილი ხუთზე ვამთავრებ მე. _ დაღონებულმა ჩაილაპარაკა და ევას გახედა.

-მერე რა? ჩვენ ვათენებთ და დაგხვდებით. _ სწრაფად შემოატრიალა სიტვაცია თავის სასარგებლოდ და გაიცინა.

-ვათენებთ?_ იკითხა გაკვირვებულმა ოთომ და წეღან მოკუნტული წელში ძლივს გასწორდა._ ნადირები ხართ ვაფშე ყველა. _ უსაყვედურა ძმაკაცს და ხელი მხარზე დაკრა.

-აუ ხო რა გავათენოთ. მარიამსაც დავურეკოთ და._ წამოიძახა ნინომ და ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა.

სახლში შესულებმა წამში შეიტანეს, ხმაური და სიცოცხლე. აკო და ბექა გვერდიგვერდ დაწვნენ დივანზე და დაღლილი სხეულები მოადუნეს. ოთომ ნინოს გადმოყირავებული სავარძელი გაასწორა და ზედ დაჯდა. გოგონები ოთახში შევიდნენ. ნინო საწოლზე დაწვა და მაისური აიწია. ევა დიდი სირფრთხილით უსვამდა მეგობარს ჩალურჯებულ ადგილას მალამოდ და ღიმილის ვერ იკავებდა, მის დამანჭულ სახეზე. ცოტახანში მარიამიც შემოვიდა ოთახში და ნინოს ლოყაზე აკოცა. თან მოუბოდიშა შენთან ერთად, რომ არ ვიყავიო. მისაღებში ხმაურით აეკლოთ ბიჭებს. ნინოს გასვლისთანავე რიგრიოგიბით წამოსცვივდნე ფეხზე ბექა და აკო, ნინო კი ნელა დააწვინეს.

-რა ვაკეთოთ მთელი ღამე?

-რამე ვითამაშოთ._ სამზარეულოდან წვენებით ხელში გამოვიდა ევა. _ მაგალითად « ამის პატრონმა რა ქნას».

-გვეკაიფები ხო?_ დამცინავად შეხედა ბექამ ევას და წვენის ჭიქა აიღო. _ რა დროს ჩვენი ეგეთებია თუ ძმა ხარ.

-შენი თავი დიდი გგონია? გარეგნულად 28 წლისას კი გავხარ, მაგრამ აქ არაფერი გაქვს. _ თითი საფეთზელან რამოდენიმეჯერ დაუკაკუნა და გადაიკისკისა.

-შენ რაღაც ვაკომ ძალიან გაგათამამა. _ უცებ დასერიოზულდა ევა და ოთახში მყოფი ყველა სახე დაძაბულმა მოათვალიერა. ბიჭების სიცილმა ცოტა მოაფერიანა და უხერხულად გაიღიმა. _ ხო კარგი რა სახე გაქვს, ვითომ არ ვიცოდეთ მომავალში დიდი გეგმები, რომ გაქვთ. _ აგრძელებდა ბექა.

-ჩაიგდე ხმა მუცელში. თარიღიც უთხარი ბარემ. _ თავში წამოარტყა ოთომ და თვალები დაქაჩა.

-რა თარიღი?_ შეშინებულმა და გაკვირვებულმა ამოსთქვა და პასუხი მოლოდინში გაინაბა.


-თქვენ ხომ არ უბერავთ ე? რა ქალებივით იქცევით ტო?

ასეთი მკაცი მგონი აკო პირვლად ნახა ევამ. სახეგაფითრებული უყურებდა აწურულ ბიჭებს და ჯერაც ვერ მიმხვდარიყო, რომელ თარიღზე იყო საუბარი. საუბრის თემა მალე შეცვალეს ასევე, დაბნეულმა გოგონებმა და სიტვაცია განმუხტეს. მარტო ევა იყო ჩაფიქრებული და დაბნეული. ადამიანები მსგავს თემებზე უმიზეზოდ არ ხუმრობენ, თუნდაც პატარა და ელემენტარული მიზეზი იყოს... ევას უკვე აეჭვებს ეს ფატქი. რამოდენიმეჯერ ბიჭები ეჭვისთვალით შეათვალიერა, მაგრამ ისეთი რაც ხელმოსაჭიდს გახდიდა ვერაფერი აღმოაჩინა.ცოტახანში დაძაბულობამ გადაურა, იმდენად იყვნენ ერთმანეთის დაცინვით გართულები ბავშვები, რომ თავს უფლება ვეღარ მისცა მათ საუბარში არ ჩართულიყო და ნინოზე ერთი ორი სიტყვა არ ეთქვა. თან ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა და ნინოს სოფელში გადაღებული სურათი შეათვალიერა. << რომ გამოვაჩინო რას მიზამს? მომკლავს. არა უარესი! მაწამებს და ისე მომკლავს! >> ფიქრობდა და თან სიცილით კვდებოდა გულში. მაგრამ როგორც ჩანს ხმამაღლაც.

-რა გაცინებს შენ მანდ?_ კითხა აკომ და ოდნავ გადმოიხარა მისკენ ტელეფონს, რომ მიმწვდარიყო. ევამ სწრაფად გამორთო ტელეფონი და გულზე მიიხუტა._ რაღაცას გვიმალავს ეს მელა._ გაიცინა აკომ და გვერდებში შეუღიტინა.

-ეგრე ნუ შვები თორემ ცუდად გახდება. _ დაიცვა ნინომ მეგობარი და გაიცინა.

-აუ ღუტუნზე მე მემართება ეგრე, აი კრუნჩხვებში ვარდები. ხოდა ამ ხერხს იყენებენ უკვე 27 წელია ეს გათახსირებულები. _ ქალივით აწუწუნდა ოთო და გაიცინა.

-ვაკოს სუსტი წერტილი არის საძილე არტერია ყელთან. აი მანდ, რომ მოკიდო ხელი თვალებში უბნელდება ტიპს. _ არ ჩერდებოდა აკო და მეგობრის სისუსტეს ამხელდა. _ კიდევ მუხლზე. პატარა, რომ იყო ველოსიპედიდან გადმოვარდა და მუხლი იტკინა, სერიოზულად. დღემდე აქვს რაღაც თვისებები ტკივილის. ზოგჯერ წაუკოჭლებს ხოლმე. _ ოდნავ დასერიოზულდა აკო. _ მაგრამ ეგ არაფერი ვირივითაა მაინც. _ ბოლო ხმაზე ახარხარდა.

-გამისკდა შე საძაგელო გული. _ ხელი გასცხო ნინიმ და გულზე მიეკრა.

-თქვენ რაღაც ძალიან გისკდებათ გულები და რაშია საქმე?_ ვითომ არაფრისმცოდნე ბექამ თვალები ახამხამა. ნინომ დაბნეულმა ახედა აკოს და თვალებით ათასი კითხვის დასმა მოახერხა. <<არაფერი იციან?>>

-ნუ მიშინებ ბიჭო შენ ბავშვს! იცინა ნინუც იციან._ გაიცინა აკომ და შუბლზე აკოცა.


საუბრის განმავლობაში რამოდენიმეჯერ სულდალეულმა ახედა საათს. ჯერ ისარი ღამის პირველთანაც კი არ მისულა. სამაზარეულოში უაზრო სირბილიც მობეზრდა, ვეღარაფერს აკეთებს. მარტო ბავშვების ხუმრობებზე იცინის გულიანად. ნეტავ კარგი იდეა იყო ვაკოს აქ დაპატიჟება? რამე არ იფიქროს იმ კაცმა. ან რა უნდა იფიქროს? ყველა აქ არის და დიდი ამბავი ისიც თუ დაპატიჟა. მაგრამ რად გინდა, ევას ესეც არ შველის ისე აქვს, ეს უარყოფითი ფიქრები შეჩენილი.

-ნინომ იცის რაღაც სასაული წოლა. _ გაიცინა ევამ და თან ტელეფონს ჩააშტერდა. კანკია გამწარებული წამოიწია და თვალებით უკვე მოკლა ევა.

-რა გამიკეთე?

-მე არაფერი. უბრალოდ კადრი დავიჭირე. _ ხელებში აათამაშა ტელეფონი.

-იცოდე რაც არ უნდა იყოს მანდ არ გაბედო და არავის აჩვენო. _ კბილებში გამოსცრა ნინომ და ევას მუშტი დაუქნია.

-ნუ მემუქრები თორემ უარეს გავაკეთებ. _ გაიცინა ბერიძემ და აკოსთან გადაჯდა. დავითაშვილი სწრაფად მიეწება მის გვრდით მჯდომს და მოუთმენლად ჩააშტერდა ტელეფონის ჩამქვრალ ეკრანს. ევას ახედა და სწრაფად მიაყარა.

-ჰე ახლა მიდი მაჩვენე.
-არა! მერე ნინოს ჩემს თავს ვერცერთი გამოგლეჯთ! არ მინდა!_ გაიცინა და ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა.

-კარგი და დამჯერი გოგო ხარ. _ მხარზე მოხვია ხელი ნინომ და საფეთქელთან აკოცა.

-ისე ეგრე რამ დაგაძინა, უსირცხვილო. _ ჩუმად უჩურჩულა და ნატკენ ადგილას ხელი მოისვა. _ ნუ მჩმეტ თორემ ვანახე ახლა!

-რამ დამაძინა და სიცხემ. მატყლის საბანი, რომ დამაფარეთ აბა რა იქნებოდა. _ გაიცინა კანკიამ და ცნობისმოყვარე აკოს კოცნა გაუგზავნა.


გვიანი იყო კარებზე გბმული და მელოდიური ზარის ხმა, რომ გაისმა. ან ევას ეჩვენებოდა ასე! კარებისკენ სწრაფად წავია და გადაღლილი ვაკო სახლში შემოატარა. მამაკაცის ჩაცვენილი და უძინარი თვალები მოწმობდა,რომ მძიმე ღამე ქონდა. დივანზე უსიტყვოდ დაწვა და თვალები დახუჭა. ყველა გარინდული იჯდა და გადაღლილ ვაკოს უყურებდა.

-ძილს ასე უბრალოდ როგორ თმობთ არ მესმის. _ ჩაილაპარაკა თვალებდახუჭულმა და ტუჩის კუთხეში გაიღიმა.

-გეძინება შენ?_ კითხა აკომ და აივნის კარები დაკეტა. _ დავიშალოთ მოდი.

-ხო დავიშალოთ, გოგოებიც ცოდოები არიან და ხვალ კი არადა დღეს გნახავთ. _ გაიცინა ბექამ და მარიმს შიბლშზე აკოცა.

-ევა, ნორმალურად ვერც დაგელაპარაკე როგორ ხარ?_ კითხა და დივანზე გასწორდა.

-კარგად ვარ.

-წნევა გაიზომე?

-არა!

-ეგრე არ შეიძლბე! მიდი მოიტანე და წასვლამდე გაგიზომავ.

სწრაფად მოარბენინა წნევის საზომი აპარატი და მის პირდაპირ დაჯდა სავარძელში. ვაკომ ხელის აწევით დაადუმა ყველა. ცოტახანი სერიოზული სახით აკვირდებოდა აპარატს, მერე ხელი გაუნთავისუფლა.

-ნორმაში გაქვს, მაგრამ მაინც უნდა აკონტროლო. _ გაიცინა კარდიოლოგმა და ფეხზე წამოდგა._ აბა ჭკუით და დაიძინეთ გვიანია უკვე.

საწოლში ერთმანეთზე მიკრულები იწვნენ. მზის სხივები ნელ-ნელა იდებდნენ ბინას. ნინოს და მარიამის მხარეს გადატრიალდა და გადასაფარებელი კისრამდე აიტანა. გოგონები საუბარში ისე იყვნენ გართულები, რომ ევასთვის ყურადღება არცერთს მიუქვევია.

-მეც აქ ვარ!_ იწყინა და მარიამს გვერდებში შეუღიტინა.

-ვიცით!_ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა კანკიამ.

-კარგი რა. მართლა ხომ არ ვანახებდი იმ ფოტოს?_ ოდნავ ნაღვლიანმა ჩაილაპარაკა და მეგობარს მხარზე თითი მიკრა.

-სურათი არაფერ შუაშია. ანახო, შენც არ გააკვირვო რა. _ გაიცინა და პირზე ხელი აიფარა

-გაფუჭებულო._ მარიამმა თმა მოქაჩა და გაიცინა.

-აბა რაზე ხარ გაბრაზებული?

-არაფერს, რომ არ გვეუბნები. _ ევას სერიოზულად გაუკვირდა. რა უნდა ეთქვა და არ უთქვმს?

-რაზე ამბობ?

-ნახე კიდევ რომ მეთამაშება! რაზე და ვაკოზე!

-რა გინდა მაგ კაცისგან რას გადაეკიდე?

-არაფერი არ მინდა! რას გვიმალავ?

-ნინო! არაფერს, უბრალოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს.

-მე და ვაკოს წლებია კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ღამის სმენიდან ჩემთან არასდროს გამოქცეულა, დაუხედავს და გაბრუნებულა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ყურადღებიანია.

ნინოს სიტყვები ეგოისტურად ესიამოვნა. იმის პატარაზე, გააზრებაც კი ახარებდა, რომ ვაკო მართლა მის გამო შეიძლება ამოსულიყო. სულელივით გაიღიმა და ფანჯარას გახედა. იცის, რომ მსგავსი გრძნობები საშიშია. თანაც ძალიან, მაგრამ რა ქნას გულს ვერ აიძულებს სიახლით არ გაიხაროს.

-ხო კარგი ცოტა სიმპათიები მაქვს!_ აღიარა და შეფაკლულ ლოყებზე ხელები აიფარა.

-ეგრე რა. რა იყო მერე ჩვენ არ გვენდობი თუ?_ იწყინა კანკიამ და ხელები თავქვეშ ამოიდო.

-ეგ რა შუაშია?! უბრალოდ ჯერ მეც არ ვიცი რას ვგრძნობ. სიმპათიები კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ რაღაც გეგმები გვაქვს.

-ხო მართლა ის დარტყმულები რა თარიღზე საუბრობდნენ?_ გაიხსენა წეღანდელი მარიამმა და საწოლზე წამოჯდა. ევას ფერი ეცვალა, იმ ამბის გახსენება იქნებოდა ახლა? ძლივს ჩაკარგა! ნინომაც ცნიბისმოყვარე მზერით შეხედა და გაისუსა.

-ეგ მართლა არ ვიცი! მეც მაინტერესებს._ გაიმართლა თავი და მარიამს მიბაძა.

-შეიძლება თავისთვის რაღაც გაიხუმრეს, მაგათსას ვერაფერს გაიგებ. _დაამშვიდა მარიამმა და ევას ხელს თავისი დაადო. _ შენ კიდევ ნუ გაქვს ეგეთი გაფითრებული სახე, ვაკოს ხსენებისას. თორემ ისინიც იეჭვებენ რამეს სერიოზულად.

-გაფითრებული სახე?_ გაიკვირვა და ხელისგულებით ლოყებს შეეხო.

-ხო. წეღან შენი სახე, რომ დაგანახა ალბათ შეგეშინდებოდა. _ აგრძელებდა სიცილს კანკია.

-არ ხართ ნორმალურები თქვენ! დამაძინეთ ახლა!

ბალიში გაისწორა და თავი მოხერხებულად დადო. თვალები დახუჭა თუ არა დივანზე დაღლილი ვაკო წარმოიდგინა და ბაგეები გახსნა. ჩემი აზრით ეს გოგო ზედმეტად მგრძნობიარე გახდა, ამ ბოლო დროს. რა ვაკო! რა დროს სასიყვარულო თავგადასავლებია? თანაც ღამის პარტნიორთან. მგონი ცუდად ძინავს ამას! ბალიშის გვეშ ერთმანეთზე შეტყუპენული ხელები შეაწყო და გაინაბა. ნეტავ რა მოხდება გოგონებს იმ ღამის შესახებ, რომ უთხრას. ცუდად ხომ არ მიიღებენ და გარიყავენ?! არამგონია რომელიმე მათგანმა მასზე ცუდი იფიქროს, ვერ ხედავს როგორი საყავრლები და თბილები არიან. ამ დღეებში როგორმე მოახერხებს და ყველაფერს ეტყვის. იმედია მოახერხებს.

დილით ტელეფონის ხმამ და ნინის ხმამ გამოაფხიზლა. რომელიც გამწარებული ყვიროდა, სწრაფად უპასუხეო! ტუმბოზე დადებული ტელეფონი აიღო და ვაკოს ნომერი ღიმილით შეათვალიერა.

-დილამშვიდობისა!_ დაასწრო.

-დილამშვიდობისა. როგორ ხარ?

-თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გამაღვიძე, ნორმალურად.

-არ მეგონა ამ დრომდე თუ გეძინებოდა, თორემ არ დავრეკავდი. _ დამნაშავესავით ჩაილაპარაკა.

-ეგ არაფერი. შენ როგორ ხარ?

-მე ისე რა, მაგრამ თუ შენ დილით საუზმეზე დამთანხმდები, რომელიმე კაფეში, ჯიგრულად ვიქნები. _ გაიცინა ვაკომ.

-რამდენ ხანში?_ აყვა ევაც და ფეხზე წამოდგა.

-ერთ საათში, თორემ მერე გადავა დილა.

-კარგი ერთ საათში გელოდები.

ტელეფონი გათიშა და საწოლისკენ ისროლა. გოგონები თვალებდაქაჩულები უყურებდნენ მეგობარს და , თვალებით დასმულს, კითხვებზე პასუხს ელოდებოდნენ. ევამ გაიცინა და კარადიდან ტანსაცმელი გამოალაგა. სააბაზანოში თავი მოიწესრიგა და სარკეს მაქსიმალური დრო დაუთმო. ყველაფერს, რომ მორჩა საწოლზე ჩამოჯდა და გაღიმებულმა ჩააბარა დილის პატაკი. ვაკოს მანქანაში, ჩუმად იჯდა და აქა-იქ მოსიარულე ხალხს აკვირდებოდა. პატარა ლიტერატურულ კაფეში დასხდნენ და შეკვეთა მისცეს. ევა დაბნეული თითებს ერთმანეთში ხლართავდა და საუბრის დაწყებას ელოდებობა. ვაკოც ჯიბრეზე ხმას არ იღებდა და ისევ ირონიულად იღიმოდა. ეს ღიმილი არ გამოპარვია ევას ალტერეგოს, რომელიც ჩასაფრებლივით იდგა და ვაკოს თვალებს განძრევის საშვალებასაც არ აძლევდა. მამაკაცი კი ისევ იღიმოდა!

-ჩვენს ურთიერთობაზე ვფიქორბდი და მგონი დროა ცოტა სერიოზული სახე მივცეთ. არც შენ ხარ, გულგრილი ჩემს მიმართ და არც მე. ეს სრულიად საკმარისია ნორმალური ურთიერთობის დასაწყებად. აბა როდემდე ვიაროთ ასე კაფეებში თინეიჯერებივით, თავიანთ გრძნობებში რომ ვერ გარკვეულად.

ეს კაცი მგონი სულ გაგიჟდა. რა დროს სერიოზულ ურთიერთობებზე საუბარია, ერთი კვირა რაც იცნობს.

-მგონი ასეც კარგად ვართ!_ გააპროტესტება ცადა ევამ.

-მე არ ვამბობს, რომ ცუდად ვართ ევა. უბრალოდ მინდა, რომ რაღაცეები შევცვალოთ! ერთმანეთი მოგვწონს, ამას უკვე მგონი ყველა ამჩნევს და რა საჭიროა დამალვა? ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ იმ ღამეს დავივიწყებდით? იმ ღამის გარეშე უნდა ავაგოთ ახალი ურთიერთობა. _ ევა დაბნეული აცეცებდა თვალებს. იცოდა, რომ ვაკო ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ასე მალე არ უნდა რაღაცებზე შეთანხდმეს. თანაც ქალის და მამაკაცი ურთიერთობას, მოფრთხილება და დაცვა ჭირდება. ევა კდიევ არ არის ასეთი რაღაცებისთვის მზად. ვაკო კი მარტო ვერაფერს გახდება!

ვაკოსთან ურთიერთობის კი არა ზოგადად ურთიერთობების ეშინია ევას. უამრავი ადამიანისგან გაუგია, რომ სიყვარულს მისთვის არაფერი კარგი არ მოუტანია. გულის სიღმეში ყველა მათგან ამტყუნებდა. გამორიცხულია ადამიანი გიყვარდეს პატივს სცემდე და მასთან ურთიერთობამ ცუდის მეტი არაფერი მოგიტანოს. ერთი დღე მაინც იქნება ისეთი, რომელსაც შენი მეხსიერებიდან ვერ ამოშლი. მეტიც მის ამოსაშლელად ნებისყოფა არ გეყოფა! ზუსტად ამ ურთიერთობას უფრთხის ევა. 26 წლის მანძლიზე ბევრჯერ ქონდა შესაძლებლობა, რაღაცა ახალი დაწყო, მაგრამ ყველაფერი უკუღმა ხდებოდა. ხან მას არ მოსწონდა ბიჭი ხან ბიჭს ევა... ან საერთოდ მის ხასიათს ვერავინ ეგუებოდა და მცდელობაც კი აღარ იყო! რომ ვთქვა დიდად ჯავრობდათქო, ტყუილი გამომივა, მაგრამ ნაწილობრივ მასაც წყდებოდა გული... როგორც ნებისმიერ ჩვენთაგანს. ვაკოსთან ერთად ყოფნისას კი თავისი თავი რამოდენიმეჯერ ცვლილებებში გამოიჭირა და ეს საშინლად არ მოეწონა. არ მოეწონა ის, რომ მამაკაცის გამო რაღაცაზე თუნდაც მის ხასიათზე ამბობს უარს. ვერ ეგუება თბილ და მოსიყვარულე ევას, რომელიც ახლა მასშია და ფესვებს იდგამს. ზოგჯერ მარტო დარჩენისას, ფიქრობს რომ ეს ყველაფერი ფარსია და მალე დამთავრდება. უბრალოდ ვერ იჯერებს, რომ მისი ცხოვრება ერთმა ღამემ ასე რადიკალურად შეცვალა. ვაკოსთან სიახლოვისას სითბოთი, რომ ივსება. მასთან გატარებული თითოეული დღე ენითაღუწერელ ბედნიერებას, რომ ანიჭებს. ამ ყველაფერს ვერ იჯერებს ზუსტად. იაკობაშვილი კი ჯიუტად არ იმჩნევას ევას უხასიათობას. მიზეზებით თუ უმიზეზოდ, ყველაფერს ეგუება და ურთიერთობის ფეხზე წამოყენებას დიდი ძალებით ცდილობს. ევაც ცდილობს, მაგრამ რაღაცის შიში არ აძლევს უფრლებას ბოლომდე ეცადოს და გაიხსნას. ალბათ იმ ღამის, არ ვიცი... არც თვითონ იცის.
კაფიდან, რომ გამოვდნენ იმ დღის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. ზუსტად ისე როგორც ვაკოს სურდა. უკვე მეორე კვირაა ერთად არაინ და ბევრი რაღაცის დათმობა უწევს. ადრე შესვენებისას ნინოსთან ან მაღაზიაში თუ ატარებდა დროს, ახლა ვაკოსთან ერთად ზის და სადილობს სვამს. სამსახურიდან წამოსვლისას სახლში აღარ უწევს პირდაპირ წასვლა, გასერინება აქვთ სულ გეგმაში. ეს ყველაფერი ძალიან სიამოვნებს და ახარებს, მაგრამ ბოლომდე ვერა!
გაურკვევლობაშია თვითონაც! მიუხედავად მისი გაურკვევლობისა, ვაკოსთან მაინც არ იმჩნევს არაფერს. ან თვითონ გონია, რომ არ იმჩნეევს. ვაკო ყველა წვრილმანს აკვირდება და მერე ითვალისწინებს. ზუსტად ეს თვისება მოსწონს მასში ბერიძეს.
საღამოობით მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ადგილების მონახულება... იმის გაზრება, რომ ნინო უკვე აღარ არის მარტოხელა ცოტა ეხამუშება. აკოსთან გადავიდა საცხოვრებლად, ევროპულად! მარიამი და ბექა ძველებურად შეყვარებული წყვილის, როლს ირგებენ. კიდევ არის ბევრი სიახლე.. ზუკა გაიცნო, ბიჭების კიდევ ერთი გადარეული ძმაკაცი. ნახევარ საათში არა, მაგრამ ნახევარ დღეში მისი მთლიანად შესწავლა მოახერხა ევამ, ბიჭის დახმარებით. ყველასგან განსხვავებული იყო, ზედმეტად თამამი და მხიარული. ჩვეულებრივად განიხილავდა თემებს გოგონებთან. ვაკო რამდენჯერ ეჩხუბა ამის გამო ვერ დავთვლი! დედ-მამამაც იგრძნო ევას რაღანაირი გარდქმნა და უხარიათ.


-სამსახურის მერე ვერ გამოგივლი. _ ვაკოს დღევანდელი ზარი არ ესიამოვნა.

-რატომ?_ ჩაილაპარაკა დადარდიანებულმა.

-პაციენტი მყავს. სამაგიეროდ გვიან ამოვალ და გნახავ. _ გაიცინა მამაკაცმა.

-ამოხვალ იცოდე!_ კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და თითქოს ვაკო დაინახავდა საჩვენებელი თითი დააქნია.

-აუცილებლად, თან პიცასაც წამოვიღებ.

-მარგარიტა მინდა. _ მსუნაგმა ჩაიცინა და მაღაზიის სავარძელში ჩაეშვა.

-კარგი რა ევა, დავიღალე ცომის, ყველი და პომიდვრის ჭამით. _ აბუზღუნდა იაკობაშვილი.

-მაშინ არ მოხვიდე!

-რამდენ ნაჭრიანი?_ უცებ დანებდა ვაკო.

-თორმეტი.

-კარგი, წავედი და ჭკუით. _ ჩასძახა ვაკომ და უპასუხოდ გაუთიშა.

სამსახურის მერე მიხვდა, როგორ დააკლდა ვაკოს არმოსვლა. იმდენად ყოველდღიური გახდა მისი გასასვლელთან დალანდვა, რომ უკვე უჭირს. ტელეფონი ხელში შეათამაშა, მაგრამ მიანც არ დარეკა. საღამოსთვის რაღაცები იყიდა და პირდაპირ სახლში ავიდა. იცის სამსახურიდან, როგორი დაღლილი და მშიერი მოვა და რამეს მოუმზადებს. ბოსტნეულის სალათა გააკეთა და დაღლილი დივანზე დაწვა. სანამ ვაკო მოვა ცოტას წაუძინებს, თორემ გათიშული იქნება მთელი საღამო.

-ევა! სად ხარ?_ ჩასძახა ახლადგამოფხიზლებულს ტელეფონში ვაკომ.

-სახლში, სად ვიქნები?_ თვალები მოისრისა და კედელზე დაკიდებულ საათს შეხედა. _ ვაიმე! მოხვედი?

სწრაფად წამოხტა ფეხზე და გასასვლელისკენ გაიქვა. კარებში პიცით ხელში დაღლილი ვაკო იდგა და შუბლშეკრული უყურებდა. ამ დროს ვაკოს სახის მოლბობა, მარტო ევას ჩახუტებას შეეძლო. პიცა ოდნავ გევრდძე გააწევინა და ხელები მაგრად მოხვია კისერზე. ირონიული ჩაცინება არ დავიწყებია იაკობაშვილის ვაჟს. სწრაფად გაშალა სუფრა და ვაკოს გაუმასპინძლდა.

-რახდებოდა დღეს?_ კითხა და ხელი გადახვია.

-დღეს მთელი დღეა არ გავჩერებულვართ. იცი რამდენი კლიენტი გვყავდა?_ შეიცხადა და ვაკოს მხარზე ჩამოდო თავი.

-მიდი დაწექი და წავალ მე.

-მეძინა უკვე! _ სწრაფ გამოფხიზლდა და ოდნავ წამოწეული ვაკო თავის ადგილას დააბრუნა. _ შენ თუ გეძინება დაიძინე. _ თბილად გაუღიმა და ხელის ზურგი ოდნავ წამოსულ წვერზე დაუსვა.

-არა არ მეძინება. _ გაიღიმა ვაკომ და შუბლზე აკოცა.

-დღეს ზუკამ დამირეკა. ხვალ სადმე გავიდეთო.

-არ ვიცი, თუ მოვახერხე გავიდეთ.

-ხო კარგი. _ ოდნავ გაბუტა ტუჩები და თავი დახარა. ვაკოს მისი ქცევა არ გამოპარვია, მაგრამ არ შეიმჩნია. მსგავს თემებზე ყურადღებას არადროს არ ამახვილებს. თავზე აკოცა და დაღლილმა თვალები დახუჭა.

-რომ კითხო არ ეძინება.

ხმადაბლა ჩაილაპარაკა მას შემდეგ, გათიშული ვაკო, რომ დაიანახა. ნელა გამოაცელა და მამაკაცი დივანძე წვალებით დააწვინა, თვითონ კი არეულ სამზარეულოს მოსაწესრიგებლად გავიდა. უკან დაბრუნებულს, გვერდშეცვლილი დახვდა ვაკო. მისი გაღვიძება და სახლში გაშვება ახლა ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა. თან არანაირი სურვილი აქვს სადმე გაუშვას. სწრაფად გამოარბენინა დედ-მამის, ოთახიდან თხელი გადასაფარებელი და მიაფარა. ღიმილით აკოცა შუბლზე და ოთახი ჩააბნელა.
სააბაზანომდე ფეხისწვერებზე სიარულით მივიდა და იქიდან მძინარე ვაკოს ღიმილით გამოხედა. სწრაფად მოიწესრიგა თავი და საძინებელში შევიდა.
რას წარმოიდგენდა ოდესმე, გვერდითა ოთახში კაცი თუ იწვებოდა. თანაც ვინ? რომ ახსენდება ეცინება. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ევასთვის იმდენად სასიამოვნოა, რომ არც კი ფიქრობს შედეგებზე. რაც მთავარია ვაკოსი ჯერა. იცის, რომ არაფერს აკდრებს ისეთს, რითაც ევა მასთან ყოფნას ინანებს. შუადღის ძილმა თავისი ქნა და მთელი ღამის ძილი წაართვა. ვაკომ, რომ თხოვოს ჩემთან გადმოდი საცხოვრებლადო მერე სადმიდის? ან რას იზამს?... არა! მერე რა რომ ის ღამე არსებობს, მაინც არ გადავა! ქორწილამდე არსადაც არ გაადგამს ფეხს. ასეთი ურთიერთობა უფრო ხიბლავს ბერიძეს. ქორწილის მერე ბევრი რამე შეიცვლება და არ უნდა. ცოტახანი ასე ყოფნა ურჩევნია. უფრო ტკბება ყოველი დღით. ქორწილის მერე ვაკო, რომ შეიცვალოს რა ქნას? ჯერ არ იცნობს ისე კარგად, რომ ოჯახზე და მსგავს რაღაცებზე იფიქროს. ერთი წელი მაინც უნდა შეუსრულდეთ. მერე დაფიქრებდა ალბათ. არც მე ვარ თანახმა ასე მალე გაყვეს თავისთან. რა ჯობია იმ დღეებს, გასავლელი რომ აქვთ. ჯერ სიყვარულითაც არ უყვართ ერთმანეთი, რომელ თანაცხოვრებაზეა საუბარი. უბრალოდ ერთმანეთთან ძალიან კარგად გრძნობენ თავს. მოწონებაზე მეტიც, არის მაგრამ ბოლომდე სიყვარული არა!

დილით მისაღები ცარიელი დახვდა, პლედი კი დაკეცილი. ვაკო სულ ადრე მიდის სასმახურში. ჭურჭლის საშრობზე გარეცხილი ყავის ჭიქა, რომ ნახა გაეცინა. << ჩუმჩუმელა>>. ვაკო ყოველთვის უშლის ყავის დალევას. გულზე ძალიან მოქმედებსო. თვითონ კიდევ სულ სვამს ჩუმად თუ ცხადლივ. გამზადებული ყავა დაისხა და მისაღებში გავიდა. კვირაა და არსად არ არის წასასვლელი, ვაკოს ზარს დაელოდება. იქნებ მოიცალოს და ბავშვებთან ერთად სადმე გავიდნენ. რამდენი ხანია ერთად არსად ყოფილან. ზაფხული, რომ დამთავრდება მერე რაღად უნდა დროსტარება. სახლში შეიკეტება მთელი ორი სეზონი და გაზაფხულზე გამოიძურწება გარეთ. კარებზე გაბმულად დარეკილმა ზარმა ყურები აატკია. ხელებაფარებული მივიდა კარებთან და ჯერ კიდევ ზარის ღილაკზე თით დაჟჭერილ ნინის დაუბღვირა.

-რამ გადაგრია ნინო, მემსის!

-ვიცი რომ გესმის. _ გაიცინა და ოთახში შევიდა. _ მიდი ჩაიცვი და წავედით.

-სად წავედით?

-ეგ არ ვიცი, მაგრამ წავედით! გზაში მოვიფიქრებთ რა. მარიამი, მანქანაში გველოდება მალე.

ტაში შემოკრა და სავარძელში ჩახტა. სპოტრულად ჩაიცვა და ნინოს უკან გაყვა. მარიამმა ხელი დაუქნია და ტელეფონზე საუბარი განაგრძო.

-მოკლედ რა?! ამან და იმ ჩემმა დამღალეს რა. _ ჩაიბურტყუნა კანკიამ და საჭესთან დაჯდა. _ ჩემო კარგო, მე აკოს გარეშე, რომ ვერ ვძლებდი ჩავურძალდი და შენ რა გახდი?_ ტელეფონი გამოართვა და უკანა სიდენიაზე ისროლა.

-დამშვიდობება მაინც მაცადე. _ გაუბრაზდა მარიამი და ტელეფონს გახედა._ შენ სხვა რაღაცის გამო ვერ ძლებდი და ჩუმად რა. _ გამოაჯავრა მარიამმა და ევას მოწოდებული ტელეფონი სიცილით გამოართვა.

-მომესმა თუ ის იგულისხმა რასაც მე ვფიქრობ?_ წარბები შეკრა კანკიამ და შუქნიშანთან გააჩერა მანქანა.

-არ ვიცი შენი გარყვნილი გონება რას ფიქრობს, მაგრამ მე ცუდი ნამდვილად არაფერი მითქვანს. ხო მართლა ევა როგორ ხარ?_ უკან მოცინარ მეგობარს მიუბრუნდა და დაგვიანებით მოიკითხა.

-ძალიან კარგად. ჰა რა გადავწყვიტეთ საით?

-საით კი არა სამ დღეში ქორწილია!

-ვისი ქორწილი?_ გაიკვრივეს ევამ და მარიამმა.

-რა გჭირს ევა?! ზუზუსი.

- მე მანდ წამომსვლელი არ ვარ. _ ცხვირი აიბზუა ბერიძემ და ფანჯარაში გაიხედა.

-რატომ ვითომ?!

-ზუზუს ნორმალურად არ ვიცნობ და მერე კიდევ, ერთი დღისთვის კაბის ყიდვა მზარება.

-ხო ისე ეგ მეც მეზარება. _ მხარი აუბა კანკიამ და მანქანა გააჩერა. _ მაგრამ არ გამოვა, რომ არ მივიდეთ. დაგვპატიჟა და რას იტყვის?

-ვაიმე, ნინო, საერთოდ არ მაინტერესებს ზუზუ რას იტყვის.

-ვაკოს უნდა ვუთხრა ცოტა მეტი იმუშაოს შენზე._ გაიცინა ნინომ და მანქანიდან ისკუპა.


მათთვის ნაცნობ ბარში შევიდნენ და თავისუფალი ადგილი დაიკავეს. ნინო იმაზე აჟიტირებული და მოუსვენარია დღეს ვიდრე სხვა დროს. ევა და მარიამი გაკვირვებულები უყურებდნენ მეგობარს.

-სამი კაპუჩინო და სამი შოკოლადის ნამცხვარი. _ შეკვეთა მისცა ევამ და ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას დახედა.

-მე არ მინდა ყავა. ფორთოხლის წვენი. _ შეუსწორა ნინომ და თლილი ნაზი თითები მაგდაზე აათამაშა. სწრაფად აწია ევამ თავი და თვალებგაფართოვებულმა შეხედა ყავის მოყვარულს.დარწმუნებულია, რომ ნინო ყავზე უარს არავითარ შემთხვევაში არ იტყვის თუ სერიოზული მიზეზი არ არის.

-მოიცადე არ მითხრა რომ.... _ სიტყვა შუაზე გაუწყდა მეტრეველს და გაიცინა. ისტერიული სიცილი აუვარდათ ორივეს. ევა გაკვირვებული ხან ერთს შეხედავდა ხან მეორეს. მერე თითქოს გონებაში ჩამქვრალი წერტილი, ფანრით გაუნათესო, სასიამოვნო ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

-დღეს ტესტი ჩავიტარე და დადებითია. _ აღტაცებულმა წამოიკივლა და სკამებიდან წამოშლილი მეგობრებისკენ ხელები გაიშვირა. ორივე მაგრად მოეხვია და ლოყები დაუკოცნეს.

-ვაიმე ნინო... რა მაგარია, პატარა._ ევასაც გადმოედო მისი ხასიათი. _ ექიმთან არ უნდა წახვიდე?

-წავალ ხო, ჯერ აკოს ვუთხრა. _ გაიცინა და მიმტანს ჭიქების დალაგებაში მიეხმარა. _ გმადლობთ.

-აკომ არ იცის?

-რა დროს მეთქვა? დილით ადრე გავარდა სამსახურში.

-მერე მაგას რა ჯობია, ორიგინალურად ვახაროთ._ გაიცინა მარიამმა და ყავა მოსვა.

-მე რომანტიულად მინდოდა. _ უხერხულად გაიღიმა კანკიამ და წვენის ჭიქა დაატრიალა.

-ღმერთო ჩემო._ ტუჩი აიბზუა ბერიძემ და ტელეფონი მაგიდაზე ხმაურით გაასრიალა. _ უთხარი მერე შენც რომანტიულად. ოღონდ ცოტა აწვალე რა.

-შენ რომ არ უთხრა მაგას ისეც გააკეთებს. არ იცი რა გველია? _ დაცინა მარიამმა და მუცელზე მოეფერა. _ პატარა.

-რჩევა გინდა შენ?

-არა გმალობთ. ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით. _ ირონიულად გაიცინა და სახე მოქუფრა.

-ხო სულ დამავიწყდა ახლა შენ ყველაფერზე გული, რომ გიჩუყდება და მასეთები. მაგრამ მაგ ხერხით უნდა დაიჭირო ქმარი!

ნინოს მაღაზიებში გაყვნენ და საღამოსთვის ყველაფერი შეიძინეს. მთელი დღე ეხვეწებოდნენ, ვიდეო დააყენე და გადაუღეო, მაგრამ ვერაფრით ვერ დაითანხმეს. კანკიამ გოგონები სახლებში დაარიგა და თვითონაც სახლში წავიდა, საღამოს მოლოდინით. სადარბაზოსთან მისულმა ნაცნობი მანქანა, რომ დაიანხა სულ სირბილით აიარა ყველა კიბე. ქოშინით გაჩერდა თავის სართულზე და კარებთან ატუზულ ვაკოს გახედა. მამაკაცი ზურგით იდგა ევასკენ და კარზე ზარს რეკავდა.<< რომ მოდის არ უნდა გამაფრთხილო?>> მერე გაახსენდა გაუხსენელი, შეტყობინება. ტუჩის კუთზე აწია და ვაკოს უკნიდან მიაკერა. მამაკაცს სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში და მის მუცელზე შემოხვეულ ხელებს მოეფერა. სწრაფად მოიქცია მისი ხელები თავისაში და წინ აესვეტა.


15თავი.

-ასე ადრე არ გელოდებოდი. _ საკეტს გასაღბი მოარგო თან ვაკოს უყურებდა.

-ორი დღე თავისუფალი ვარ._ გაიცინა მამაკაცმა და სახლში შევიდა. _ მშია, მწყურია და მეძინება._ ჩამოარაკრაკა სწრაფად და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.

-არაფერი მომიმზადებია. არ ვიცოდი ასე მალე თუ მოხვიდოდი. _ უკნიდან ამოუდგა და ხელები მოხვია. _ რა გაგიხარდება მითხარი და ნახევარ საათში გავამზადებ. _ გაიცინა და ლოყაზე ლოყა გაუხახუნა.

-რასაც ყველაზე სწრაფად მოამზადებ ის.

-კარგი მიდი დაჯექი და დაგიძახებ. _ სწრაფ მოშორდა მამაკაცს და მაცივრიდან გაყინული ნახევარფაბრიკატები გამოალაგა.

-არა! აქ დავჯდები და გიყურებ.

თვალი ჩაუკრა ევას და სკამი ხმაურით გამოწია. ჯამში ცხელი წყალი ჩაასხა და პროდუქტები შიგნით ჩააწყო. თან ვაკოს უყურებდა და დროდადრო მის ანთებულ თვალებზე ეცინებოდა.

-ის გოგო კიდევ იქ მუშაობს?_ შეპარვით დაიწყო ევამ და ცხელ წყლით სავსე, ჯამში ნეკა თითი ჩაყო. ვაკომ გაკვირვებულმა შეკრა წარბები და კითხვისნიშნით სავსე თვალებით მიაჩერდა, ოდნავ დარცხვენილ ევას. ან რამ გაახსენა ახლა ის გოგო?

-ვინ გოგო?_ გაიკვირვა მამაკაცმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.

-აი ის მაშინ ანალიზები, რომ შემოგვიტანა. _ განუმარტა და მზერა აარიდა.

-კი იქ მუშაობს. მოხდა რამე?_ იაკობაშვილს ტუჩის კუთხეში გაეცინა და თავი ჩაღუნა.

-არა არაფერი ისე._ ჯამი დააცერავა და წყალი გადაღვარა. _ მოწონხარ._ მაინც ვერ გააჩერა ენა და ატლიკინდა. მის ბავშვურ გულუბრყბილობაზე ვაკომ სიცილი ვეღარ შეიკავა და ბაგეები საკმაოდ დააშორა ერთმანეთს.

-მერე ეგ ძალიან კარგია. _ მის ნერვებზე თამაში დაიწყო ვაკომ და სკამზე უფრო კომფორტულად მოკალათდა. სწრაფად წამოყო თავი ევამ და გაბრაზებული თვალებით მიაშტერდა იაკობაშვილს.

-რა არის კარგი?_ ხმაც როგორი გაბრაზებული აქვს.

-ის რომ მოვწონვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი არჩევანი გააკეთე. _ გაიცინა ვაკომ და ფეხზე წამოდგა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ევას და სახე ძალიან ახლო მიუტანა.

-მომცილდი ახლავე!_ შეუბღვირ და შეტრიალება ცადა.

-სად მიძვრები?_ დაცინა ვაკომ და ორივე ხელი წელზე შემოხვია._ მომწონს რომ ბრაზდები.

-გამატარე, თორემ დარჩები მშიერი.

-მერე რა პრობლემა? შენ შეგახრამუნებ. _ გაიცინა მამაკაცმა და ევას გრძელ ყელში ცხვირი ჩარგო. მამაკაცის სუნამოს სუნმა ცხვირში შეუღიტინა სასიამოვნოდ. სახე სიამოვნების ღიმილმა გაუპო და ნიკაპი ოდნავ დააჭირა ვაკოს თავს. _ ნუ მომგუდე. _ დაგუდული ხმით წარმოსთქვა ვაკომ და უფრო კარგად მოაკალათა ცხვირი გემერიელ ყელში.

-ვაკო! მორჩი მაიმუნობას და მაცადე გავამზადო საჭმელი.

არადა როგორ არ უნდა ახლა იაკობაშვილი გვერდიდან მოსცილდეს. მამაკაცი უსიტყვოდ მოსცილდა გაღიმებულ ევას და თავისი ადგილი დაიკავა. გამღვალი საკვები ტაფაზე ააშიშხინა და თავსახური დააფარა. ვაკოს მიუტრიალდა დამის წინ წარბშეკრული დაჯდა. ხელები მაგიდაზე გაშალა და ზედ შუბლი დადო.

-გინდა დღეს სადმე გავიდეთ?_ მის ხელებს თავისი დაადო იაკობაშვილმა.

-მინდა! სად?_ უცებ წამოყო თავი და ანთებული თვალებით მიაჩერდა.

-ჯერ დავურეკოთ ყველას და მერე მოვიფიქროთ. _ ფეხზე წამოდგა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. _ დაგეწვა.

ხელით ტაფაზე ანიშნა და მისაღებში გავიდა. ფეხზე დაფეთებული წამოხტა და იქვე მიგდებულ ტილოს ხელი დაავლო. თავსახური ნელა ახადა და ორთქლი გაშლილი ხელით მოიგერია. << ოხ ვაკო, ვაკო სულ შენი ბრალია რა! >> წუწუნებდა და ტაფაზე ხორცს ატრიალებდა. ტაფა რკინაზე დადო და თეფშები დაწყო მაგიდაზე. ამასობაში ვაკოც შემოვიდა და გაშლილი ხელები ერთმანეთზე დაარტყა. ევას ლოყაზე აკოცა და მაგიდასთან დაჯდა.

-რაო?

-გამოგივლით და აკოსთან ავიდეთო.

-არა!_ წამოიკივლა ევამ და ხელი მაგიდაზე მსუბუქად დაარტყა. _ აკოს და ნინოს დღეს არ ცალიათ! _ მეგობრის სურპრიზი, რომ გაახსენდა სულ აფეთქდა. ახლა აკოს სახლიდან გამოყვანა, საცოდაობა იქნებოდა.

-ევა ხომ კარგად ხარ?_ ჩანგალი თეფშზე დადო და ევას ანერვიულებული მიაშტერდა.

-კარგად ვარ, უბრალოდ აკო და ნინო დღეს ვერანაირად ვერ მოვლენ.

-რატომ?

-ვერ გეტყვი._ ტუჩი მოიკვნიტა და თვალებით იატაკს დააშტერდა.

-რამე სერიოზულია?

-უსერიოზულესი._ გაიცინა ევამ და სკამზე შეხტა._ არავის ეტყვი, რომ იცი! _ თითი დაუქნია და ისევ გაიცინა.

-გპირდები! _ხელი გულზე დაიდო ვაკომ.

-ჩემი თავი დაიფიცე. _ მისი პირობის ყველაზე მეტად ჯერა, მაგრამ მოსწონს ვაკო მის თავს, რომ იფიცებს ხოლმე.

-შენს თავს გეფიცები! _ მობეზრებულმა ჩაილაპარაკა და ტუჩი ზემოთ აწია.

-საყვარელო! _ ლოყა გაუწელა იაკობაშვილს და მის კალთაში ისკუპა. _ ნინო ორსულად არის!

-ის უტვინო კაცი მამა ხდება?_ სიახრულით გაიცინა ვაკომ და ევა უფრო მიიხუტა. _ რა მაგარია ბავშვი! _ აღტაცებას ვერ მალავდა იაკობაშვილი._ დღეს უნდა უთხრას?_ ევა კარგად მოათავსა თავის ფეხებზე და ჩანგალი აიღო.

-კი დღეს აპირებს და არ ვიცი.

-ჩვენ რა გვეშველება? შენ როდის გადმოხვალ ჩემთან?


იცოდა, რომ ვაკო ამ კითხვას ადრე თუ გვიან დაუსვამდა. ფიზიკურად პასუხის გასაცემად რამდენიხანია მზად არის, მაგრამ თავს ვერ აბავს სიტყვებს. რომ უთხრას ის რასაც ფიქრობს, ვაკოს დაკარგავს! მამაკაცის ხასიათი ძალიან კარგად იცის, ვაკო არავითარ შემთხვევაში მისცემს ევას უფლებას, მასში ეჭვი შეიტანოს... ან თუ ასე მოხდა, მაშინ წავა! ევამ კი ეს უამრავჯერ გააკეთა. ახლა ხმა, რომ ამოიღოს ვაკო აუცილებლად წავა, რაც გულს ძალიან დაწყვეტს. მამაკაცი მის პასუხს მოთმინებით ელოდა. ბერიძე კი არაფრის თქმას აპირებს. ან რა უნდა უთხრას, რომ ვაკოს ცვალებადობის ეშინია და ურთიერთობას მეტად ვეღარ გაასერიოზულებს ჯერ?! ეს ხომ სასაცილოა?! იაკობაშვილი ისევ ისეთი დამცინავი გახდება და ეს ევას ძალიან ავნებს. შეშინებულმა გაუსწორა ვაკოს თვალი და გაიღიმა.

-არ მინდა ვიჩქარო ვაკო. ხომ გესმის?_ ძლივს მოაბა თავი სიტყვებს და თვალები ისევ იატაკს გაუშტერა.

-მე არ გაჩქარებ ევა! უბრალოდ მინდა შენს თავში ბოლომდე გაერკვიო. შენი აზრით სულელი ვარ და ვერ ვხვდები, რაღაცების დათმობა როგორ არ გსიამოვნებს? ვიცი, რომ ბოლომდე ვერ ხარ გახსნილი! ზუსტად ეს უშლის ხელს, ჩვენს ურთიერთობას წინ წასვლაში. შენ არ გინდა საკუთარი თავი დააჯერო იმაში, რომ ბედნიერი იქნები! ეს არის შენი პრობლემა, რომლის მოგვარებაც ჯიუტად არ გინდა!

იაკობაშვილს წამითაც კი არ დაუკარგავს ხმაზე და თავზე კონტროლი. ყველაფერს აუღელვებლად ამბობდა და ევას ჩაწითლებულ თვალებს უყურებდა. თეფში ნიჟარაში ჩადო და სამზარეულოდან გავიდა. რკინის კარების მძიმედ დახურვის ხმა, რომ გაიგონა დაფეთებული წამოხტა ფეხზე და ვაკოს სახელის ძახილით გავიდა შემოსასვლელში. მამაკაცი უკვე წასული დახვდა. კედელს თავი მიადო და ღრმად ამოისუნთქა. << ნერვებს მიშლი! ყველაზე უჭკუა ქალი ხარ!>> არ ინდობდა საკუთარ თავს და შეკრულ მუშტებს, მსუბუქად ურტყავდა კედელს. ოთახში შევიდა და საწოლზე ემბრიონის ფორმაში დაწვა. თვალწინ სულ ვაკო ედგა, მისი გამოხედვა და ღიმილი წამითაც არ ცილდებოდა მის მეხსიერებას და გულს. თვალები მაგრად დახუჭა, სილუეტის გასაქრობად, მაგრამ უშედეგოდ. მამაკაცი თავის ადგილს არაფრისდიდებით არ თმობდა. ცხოვრებაში ასე დაცარიელებულად თავი უკვე მეორედ იგრძნო... ორივეჯერ ვაკოსთან იყო მისი სულის სიმძიმე კავშირში, ადრე მისი ამჩატების გამო ახლა კი სისულელის, რომელიც გააზრებულად დაუშვა. იცოდა რა შედეგიც მოყვებოდა მის საქციელებს, მაგრამ მაინც იგივე გააკეთა. ტელეფონი წინ დაიდო და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ეკრანის სინათლეს ათამაშებდა. ძალიან კარგად იცის, რომ ვაკო აღარ მიწერს, არც დაურეკავს. არ არის ვალდებული იმ დიალოგის შედეგ დაურეკოს. თვითონ ევა თუ გადადგავს პირველ ნაბიჯს და შეცდომას აღიარებს. თუ არადა მოუწევს ისევ იგივე ცხოვრებით ცხოვრება. ახლა უფრო მეტად ეტკინება იმ ცოხვრებაში უკან სვლით შესვლა. ვაკომ ძალიან ბევრი რამ ასწავლა. იცის როგორია როცა ორ კაცზე შლი სუფრას. ძილის წინ საათობით ფიქრობს რა მოუმზადო ხვალისთვის. ბედნიერებას ანიჭებდა იმის გააზრება, რომ ვაკო სამსახურიდან გადაღლილი პირველი მასთან მიდიოდა. ყველაფერი ოჯახის მსგავსად იყო, უბრალოდ ერთი საცხოვრებელი არ ქონდათ. ზუსტად ამას თხოვდა ვაკო, მათი ურთიერთობისთვის ყველაზე მნიშნელოვანს! ხელის გული შუბლზე მაგრად მიიჭირა და გულაღმა დაწვა. საკუთარ თავში უნდა გაერკვიოს და მერე დაურეკავს. ცოტახნით დასვენება და ნორმალურად აზროვნება სჭირდება.

მეორე დღეს ნინოს ზარმა გამოაფხიზლა. წინ დადებული ტელეფუნი თვალებმოჭუტულმა აიღო და ყურზე დაიდო, თვითონ კი თვალები დახუჭა.

-ხო ნინო._ ჩაიჩურჩულა და დაამთქნარა.

-დილამშვიდობისა._ ამ გოგოს ხმა სულ რაღაცნაირად ახარებს ევას. _ რომ იცოდე როგორი ბედნიერი და გახარებული ვარ.

-რაო აკომ, უთხარი?

-ვუთხარი და იცი როგორ გაუხარდა? დაფრინავდა.

-ძალიან მიხარია ნინო._ თვალები გაახილა და გულით გაიღიმა.

-ვიცი ჩემო საყვარელო. ახლა რაზე გირეკავ, დღეს ვაკოს შეხმიანე და ჩემთან ამოდით, ავღნიშნოთ.

ვაკოს სახელის გაგონებისას, გულში რაღაცა ძალიან მძიმედ ჩაწყა და ყველაფერი ჩაიტანა. ყელში ბურთი გაეჩხირა და სუნთქვა შეეკრა.

-ნინო მე და ვაკომ ვიკამათეთ. _ ხმაჩამწყდარმა უპასუხა და აწითლებული თვალები შეავლო თავის ანარეკლს.

-რას ნიშნავს იკამათეთ? რამე სერიოზულია?_ წამებში დაუდარდიანდა ხმა ნინოს.

-არ ვიცი ალბათ არის. ჩემი ბრალია ყველაფერი. _ ხმა უფრო და უფრო ებზარებოდა ევას.

-ევა! ნუ მაშინებ, მითხარი რა მოხდა?

-შეგხვდებით და იქ მოგიყვებით ორივეს კარგი? ახლა ცოტა გამოფხიზლება მჭირდება.

-კარგი როგორც გინდა! იცოდე არ მოგერიდოს და დამირეკე, თუ რამე მოხდა კარგი?

-აუცილებლად!


ტელეფონი გაუთიშა და ისევ საწოლზე დააგდო. თვალები ძალიან მაგრად დახუჭა და ერთი ამოიკვნესა. როგორ დააკლდა თურმე ვაკო. დილაობით მისი ზარი, რომ აღვიძებდა ისევ ისე უნდა! ნერვიულად დაისვა ყელზე ხელი და ტელეფონს გადაწვდა.

-დილამშვიდობისა! _ ხმაჩახლეჩილმა ჩაილაპარაკა და პასუხს დაელოდა.

-დილამშვიდობისა. _ მამაკაცის ხმა განსხვავებული იყო. თბილი და ამავ დროს ძალიან ცივი. ხელი აუკანკალდა საბრალოს. ტელეფონს დახედა და მერე ისევ ყურზე მიიდო.

-დავშორდით?

-შენ გინდა რომ დავშორდეთ?_ ვაკოს ხმაშიც კი იგრძნობოდა ცინიზმი.

-არა! არ მინდა და იმიტომ დაგირეკე._ ცოტაც და აზლუქუნდებოდა ალბათ.

-მე შენი სახლიდან იმიტომ წამოვედი, რომ გეფიქრა. აზრადაც არ მომსვლია შენგან წასვლა._ ოდნავ ჩაიცინა ვაკომ.

-მე კიდევ მეგონა აღარ მოხვიდოდი.

-იფიქრე იმაზე რაც გითხარი?_ კითხვა გაუმეორა.

-არ მიფიქცია, მაგრამ პასუხი ვიცი. _ გაიცინა ევამ და საწოლის გადასაფარებელს მთელი ძალით ჩააფრინდა. _ ბარგს როდის წამაღებინებ?

-დღეს საღამოს!_ მამაკაცს ხმა საუცრად დაუთბა.

-ჩავალაგებ მაშინ და გელოდები. _ გაიცინა ევამ და ტელეფონი გათიშა.

გახარებული წამოხტა ფეხზე და გარდერობის თავზე შემოდებული ჩემოდანი გადმოიღო. სწრაფად გადამოალაგა ტანსაცმელი საწოლზე და სათითადო დაიწყო მათი ჩალაგება. ჯერ დრო აქვს, სამსახურში წასვლამდე. თუ ვერ მოასწრო მიშკას გაენთავისუფლება მერე და ვაკოს მოსვლამდე აუცილებლად მოასწრებს. შავ ყვავილებიან კაბას კეცავდა თავში ყველაზე მწარედ რომ დაკრა სირცხვილის გრძნობამ! საკუთარი თავი მიმართ სიძულვილი გაასმაგებულად იგრძნო. საწოლზე მხერბჩამოყრილი ჩამოჯდა და კაბა კალთაში ჩაიდო. მშობლებისთვის არაფერი არ უთქვამს ამ ხნის განმავლობაში. დედ-მამა საქმის კურსში თავის დროზე არ ჩააყენა და ახლა ყველაფერი უარესად აქვს. თავზე ხელები შემოწყო და ამოიოხრა. ყველაფერს არასწროად როგორ აკეთებს? მამამისს თვალები, რომ წარმოიდგინა შეეშინდა. მშობლების დაკარგივს ძალიან შეეშინდა. ტელეფონს აკანკალებულმა გახედა. რა ქნას დაურეკოს და ყველაფერი უთხრას თუ ჩუმად იცხოვროს ვაკოსთან და მშობებს ზურგს უკან დასცინოს. არა! გამორციხლია ევა ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. დედ-მამა ყველას და ყველაფერს ურჩევნია. ვაკოს დაელაპარაკება საღამოს და ერთად მოიფიქრებენ რამეს. სხვა შემთხვევაში სახლიდან ფეხს ვერ გაადგამს. ვაკოც გაუგებს, ალბათ! კაბა დაუკეცავად ჩააგდო ჩემოდანში და სააბაზანოსკენ წავიდა. სწრაფად მოიწესრიგა თავი და სახლი დატოვა. სამსახურში მისულს ნინოს ადგილი ცარიელი, რომ დახვდა გული დაწყდა. ახლა მასთან საუბარი ყველაფერს ერჩივნა. თავისი ადგილი დაიკავა და ცარიელ მაღაზიას თვალი მოავლო. მინის კარები ხმაურით გაიღო და ტაშის კვრით შემოვიდა ნინო.

-შენით იტყვი თუ ძალა გამოვიყენო? _ გამოსაცვლელი ოთახიდან სიტყვით გამოვიდა ნინო.

-აღარაფერი არ ხდება! შევრიგდით, ნუ პრინციპში თურმე არც დავშორებულვართ. _ დაბნეულად ალაპარაკდა, ევა და თვალებგაფართოვებულ ნინოს გაუღიმა. _ ვისაუბრეთ და მასთან ვაპირებ გადასვალს.

-ეგრე რა! ძლივს ერთი ჩემნაირი. აბა ისინი რომ ჩაძაღლდებიან მერე რათ უნდათ ოჯახი და თბილი საწოლი. _ გაიცინა ნინომ და მეგობარს მკლავები მოხივა.

-გადავწყვიტე, მაგრამ ჩემებმა ჩვენზე არაფერი არი იციან და ხომ გესმის. _ თვალები დაბლა დახარა დარცხვენილმა ბერიძემ.

-ხო ეგ მართლა ცუდია. მაგრამ არაუშვას ვაკო მოაგვარებს! _ გაამხნევა მეგობარი და მხარზე ხელი გაკრა. _ მიდი რა შენ მოემსახურე მე ტელეფონს შევიტან უკან. _ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ და მერე გაუჩინარდა. ახალგაზრდა მამაკაცი დაბნეული აცეცებდა თვალებს ქალის სექციაში და რაღაცას ეძებდა. ევა მისკენ წავიდა და წინ აესვეტა დაბეულს.

-რით შემიძლია დაგეხმაროთ?!

-ჩემი ცოლისთვის ვეძებ საჩუქარს და ვერ მოვიფიქრე რა შეიძლება ვუყიდო. _ გაიღიმა მამაკაცმა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა მაღლა თაროები.

-შეგიძლიათ პარფიუმერიის მთლიანი შეკვრა უყიდოთ. ან სუნამო!

-სუნამოებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ძალიან მომწონს რასაც ხმარობს. _ გაიცინა მამაკაცმა და ევას მიუტრიალდა. _ მაგრამ სახელი არ ვიცი.

-მაშინ შანელის მთლიანი შეკვრა უყიდეთ. შიგნით ყველა ის ნივთია რაც ქალს გაახარებს. _ გაიცინა და თაროზე შემოდებულ დიდ ჩანთაზე მიუთითა.


მამაკაცს სასაჩუქრე პარკში გაუხვია შენაძენი და პროფესიონალური ღიმილით გააცილა. კარებში ატუზული ნინო სიცილით გამოვიდა და კომპიუტერში თავისი კოდი შეიყვანა, თან ევას ელაპარაებოდა.

-რა კარგი ვიღაც იყო.ქმარიც ასეთი უნდა.

-ზოგჯერ ხდება სასწაულები. _ დაისისინა ევამ და გაიღიმა.

-ისე მიშკას უნდა ვუთხრა სხვა პარფიუმერის ქსელებთანაც დაიწყოს თანამშრომლობა. დავიღალე მარტო შანელით! _ ამოიბუზღუნა ნინიმ.

-რას ერჩი შანელს?

-არც არაფერს, უბრალოდ სულ თვალში, რომ მხვდება ასე მგონია ხალხმა სხვა აღარაფერი იცის.

-ბევრმა არც იცის!

-ჩემი გოგონები ზარმაცობენ._ ყვირილით შემოვიდა მიშკა მაღაზიაში და გოგონებს დოინჯშემოდებული წინ დაუდგა.

-კლიენტი არ არის და ვის მოვემსახუროთ?_ წარბები აწია ნინომ.

-ვიხუმრე ნინო ვიხუმრე. _ხელები მაღლა აწია უფროსმა და თავისი პატარა კაბინეტისკენ წავიდა. _ თუ რამე დაგჭირდეთ შემომძახეთ. _ თითით კარებისკენ მიუთითა და შიგნით შევიდა.

-ჩემს მტერს დასჭირდი შენ რამეში. _ ჩაიჩურჩულა კანკიამ და ახალშემოსულ წყვილს გახედა. _ იმ გოგოს გახედე. აი ეგეთი კაბა მინდა უკვე ორი წელია. _ საწყლად შეკრა წარბები და ხარბად მიაშტერდა გოგონას ტანზე მორგებულ სამოსს.

-მერე იყიდე შენც.

-ჭკვიანო! ბოლოს ფასდაკლებაზე, რომ ვნახე 400 ლარი ღირდა. შენი აზრით ჩემს ისედაც თხელ საფულეს, ეგრე შევათხელებდი?

-უთხარი მერე აკოს და გიყიდოს! _ გაიცინა ევამ.

-შანსი არ არის! აი გამორიცხულია მე აკოს რამე ვთხოვო! იმიტომ დავიწყე მუშაობა, ჩემი თავისთვის მე რომ მიმიხედა.

-ნუ გავიწყდება ვის ბავშვს ატარებ მუცლით.

-ეგ სხვა თემაა. _ გაიცინა კანკიამ .


ჩანაფიქრისამებრს დღეს ადრე გაენთავისუფლა და სახლში წავიდა. თან გზაში ვაკოსთან შეტყობინება გაგზავნა პირდაპირ ჩემთან მოდიო. ვაკოსთვის საჭმელი გაამზადა და ოთახში ბარგის ჩასალაგებლად წავიდა. ბევრი რამისთვის ხელი არ უხლია, ცოტა ტანსაცმელი ჩაალაგა. დანრჩენს მერე გადაიტანს. კარების ხმაზე გახარებული გაიქცა შემოსასვლელისკენ და ვაკოს ხელები კისერზე მოხვია. ერთ დღეში მის მონატრებას გაუგიჟებია. მამაკაცმა წელზე ხელი მოხვია და მისაღებში გაიყვანა.

-ჩაალაგე?

-რაღაც უნდა გითხრა. _ შეპარვით ამოიჩურჩულა და შიშით გახედა მამაკაცს. _ ჩემებმა რომ არ იციან ჩვენზე?! არ მინდა, რომ რამეს ვატყუებდე, არცერთი იმსახურებს ჩემგან ამას. _ ხმა ათრთოლებული საურობდა და ვაკოს უცვლელ მიმიკაზე ჭკუა ეკეტებოდა.

-დაველაპარაკოთ მერე რა პრობლემაა? მომეცი ნომერი და მოვაგვარებ!

ცივად ამოიღო ჯიბიდან ტელეფონი და ნომრის ჩასაწერად მოემზადა. ევა ერთ ადგილზე იყო მიყინული და მამაკაცის მოულოდნელ საქციელზე ფიქრობდა. წამებში მიხვდა, რამხელა შეცდომას უშვებს, მასთან რომ გადადის საცხოვრებლად. ვაკოს თუ ამ ამბავზე ასეთი არაფრისმთქმელი სახე აქვს, წარმოდგენაც არ უნდა სხვა დროს რა იქნება. დივნის სახელურზე ფერწასული ჩამოჯდა და მამაკაცს დაჟინებით მიაშტერდა. ვაკო კი ტელეფონში რაღაცას აკეთებდა. როცა მიხვდა, რომ გოგონა ნომერს არ აწერინებდა მაღლა ამოიხედა და თვალებჩაწითლებულ ევას შეხედა. მამაკაცს ტუჩის კუთხეში გაიღიმა და ევას გვერდით წვალებით მიუჯდა. ცივად გაწია ბერიძემ მხარი და ისევ იმ ადგილს მიაშტერდა წამის წინ ვაკოს სილუეტი, რომ ავსებდა.

-რა ბავშვი ხარ ევა! _ გაიცინა იაკობაშვილმა და ცადა ევა ახლოს მოექცია.

-შემეშვი! არ მომეკარო! _ დაიყვირა და გამწარებული ოთახისკენ გავარდა.

-ევა!_ არც ვაკო ჩამორჩა და საოცრად მაღალი ხმა ამოუშვა, ქალის სმენას მისი ხმა, რომ მიმწვდარიყო. ევამ ოთახის კარები მაგრად მოაჯახუნა და კედელს მიეყრდნო.

<< მეტის ღირსი ხარ! რას ელოდებოდი აბა? ხომ იცოდი, რომ რაღაც ისე არ იყო! სამაგიეროს მიხდის! >> ჩურჩულებდა აღელვებული.

-ევა! გამიღე ახლავე კარები! _ დაიყვირა კარებს იქით მდგარმა ვაკომ და ევას მოქმედებას დაელოდა.

-შემეშვი თქო! არაადამიანი ხარ შენ!

ამოიკნავლა საცოდავად და საწოლთან დადგმულ ბარგს ფეხი გაკრა. ოდნავ წაკოტავდა ტანსაცლით გატენილი ჩანთა და ძირს დაეცა. ვაკოს ხმა რომ ვეღარ გაიგონა დამშვიდებული საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ხუთი წუთი არ იყო გასული კარების საკეტი, რომ ახმაურდა. თავი დაფეთებულმა წამოყო და კარებისკენ გაიქცა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. მამაკაცი უკვე მის ოთახში იდგა!

-როდემდე უნდა ვითმინო შენი უჭკუო ქცევები?_ გაბრაზებული ხმას ვერ აკონტროლებდა.

-ჩემთან გაქვს კიდევ პრეტენზია? შენ მოგწონს შენი საქციელი? სამაგიეროს მიხდი ხომ თავის დროზე, რომ არ გაგეცი შენთვის სასურველი პასუხი. როცა მივხვდი, რომ შენთან ერთად მინდოდა ცხოვრება დაგირეკე! ჩემი მშობლები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვნები არიან! პატარა აღარ ვარ რაღაცები მათ ჩუმად ვაკეთ და მითუმეტეს ასეთი სერიზული რაღაც! შენ კიდევ ისე ცივად და გულგრილად მეუბნები რომ დალაპარაკები თითქოს შემთვის არაფერს ვნიშნავდე! _ ხმაზე კონტროლს ნელნელა კარგავდა ევა. ხელებს უმისამართოდ იქნევდა და დამშვიდებულ ვაკოს უყურებდა.

-დამშვიდდი?_წყნარად კითხა და საწოლზე ჩამოჯდა.

-კიდევ! შენ მე ვინ გგონივარ? გგონია რადგან ის ღამე არსებობს, რადგან ერთად ვართ ყველაფრის უფლება გაქვს.?

-როდემდე უნდა იხსენო ის ღამე?_ დაიღმუვლა ვაკომ და ფეხზე წამოდგა._ ვცდილობ, რომ დაგავიწყო შენ კიდევ უარეს აკეთებ! შენი აზრით მე მინდა ისეთი ურთიერთობა ქალთან რომელიც დამალულია? პატარა ბიჭს ვგავარ? იმ ასაკში აღარ ვარ რაღაცეებზე ერთი წელი ვიფიქრო. ოჯახი და შვილები მინდა, გემის შენ? შენ მშობლებს რაც შეეხება, ველაპარაკე მე მამაშენს თავის დროზე.

სიტყვები, რომლის თქმასაც აპირებდა ენის წვერზე შეეყინა ბერიძეს. თვალებამღვრეული უყურებდა ვაკოს და ყველაფრის გააზრებას ცდილობდა. ე.ი. რა გამოდის, რომ ვაკომ მის ჩუმათ მამამისთან მოაგვარა ყველაფერი? კი მაგრამ როგორ? კახას სიტყვაც კი არ დასცდენია, ვაკოზე ევასთან. შვილს ასე როგორ ატყუებდა ამდენხანს? სირცხვილისგან ყურის ბიბილოები აუწითლდა. დედ-მამას როგორ ჩახედოს ამის შემდეგ თვალებში, რა პასუხი გასცეს, რომ კითხავენ რატომ დუმდიო? ვაკომ ერთი საქმე გაუკეთა და მეორე სულ გაუუარესა. მამაკაცს თვალებში ჩახედა და გაუღიმა, რაც არ უნდა იყოს მისი საქციელით ბოლომდე კმაყოფილია! ახლა მისი ნდობა თვალებდახუჭულს შეუძლია. ასე უნდა მომხდარიყო ალბათ. ყველაფერს აქვს თავისი დრო!

-მერე მამაჩემმა რაგითხრა?

-საშენო არაფერი! რაც გაწუხებდა მოვაგვარე! _ ისევ ისეთი ცივი და დამცინავი, ქონდა ვაკოს ხმა.

-ვაკო! ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე ძალიან გთხოვ. როდემდე უნდა დამაყვედრო? ჩემს ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი?

-მოგისმენდი! _ აუღელვებლად უპასუხა იაკობაშვილმა და წაქცეული ჩემოდნის ასაღებად დაიხარა.

-საძინებელი დიდია?_ უცებ შეცვალა თემა ევამ და ოთახიდან გასასვლელად მომზადებული მამაკაცი გააჩერა.

-კონკრეტულად რომელი ნივთის სიდიდე გაინტერესებს შენ?_ კითხა ღიმილით იაკობაშვილმა და მისკენ შემოტრიალდა.

-გარყვნილო! მე ზოგადად სახლი ვიგულისხმე. _ სიტვაციიდან გამოძრომა ცადა ბერიძემ და ლოყებახურებულმა დატოვა ოთახი.

-ყველაფერს საწოლთან რატომ აკავშირებს ეს ქალი?_ წარბები აათამაშა და უკან მიყვა.

მანქანაში ხმას არცერთი იღებდა. თავისებურად ღელავს ევა. საკუთარი სახლი დატოვო და სხვაგან გადახვიდე არ არის ადვილი. ხელისგულები ძალიან მალე უოფლიანდება ნერვიულობისას, რაც ვაკოს მხეველობიდან არ გამოპარვია. მის აცმაცუნებულ ტუჩებზე ხმამაღლა სიცილი უნდოდა მამაკაცს. სადარბაზოს წინ მანქანა გააჩერა და საბარგულიდა ჩემოდანი გადმოიღო. ევა ნელა გადმოვიდა მანქანიდან და მაღალ კორპუსს ახედა. იაკობაშვილი გვერდით ამოუდგა და ხელი ერთ-ერთი ფანჯრისკენ გაიშვირა.

-ის არის ჩვენი სახლის სამზარეულო. გარედანაც იცოდე როგორია. _ გაიცინა მამაკაცმა და ზურგზე ხელი ოდნავ მიკრა. _ ნუ ხარ დაძაბული, მიდი.


პირველი რაც ამ სადარბაზოსი მოეწონა ლიფტი იყო, რომელიც მის კორპუსს არ ეღირსა. გახარებულმა მიაჭირა ნაკარნახებ ღილაკს თითი და კარების დაკეტვას დაელოდა. მორბენალი სილუეტი, რომ დალანდა წყვილმა სწრაფად მიაჭირეს ხელი ღილაკს და ლიფტის კარები გააჩერეს. ქალი გულამოვარდნილი შევიდა ლიფტში და ღიმილით გადაუხადა მადლობა ორივეს. მერე ვაკოს მიუტრიალდა და მხარი მახრზე ისე თბილად გაკრა ევას სიბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა.

-შე აფერისტო კაცო! სად ხარ აა? რომ აღარ ჩანხარ._ გაიცინა და ევას გახედა ღიმილით. ნიშნისმოგებით გაუღიმა ბერიძემ და ვაკოს ხელზე დაექაჩა. მამაკაცს მისი ოდნავ დაბერილი ძარღვები საფეთქელთან არ გამოპარვია, რამაც ძალიან გაამხიარულა.

-გადარბენები ჩემო მაკო, სამსახური და საქმეები. გაიცანი ეს ჩემი საცოლეა ევა!

თეატრალურად გააცნო ევას თავი ქალს და გაიღმა. აშკარად უკმაყოფილება დაეტყო ქალს სახეზე. გოგონს გაუღიმა და თავი დაუკრა. არც ევას მოუკლავს თავი. ვაკოსთვის ბრწკენაც მოასწრო ამ დროის განმავლობაში ევამ.
<< ჩემო! შენი იქნება ამ ჩემოდანს, რომ გლეწავთ რიგრიგობით!>> დაიღრინა გულში და ქალს თვალები დაუბრიალა. მსგავსი რაღაცები არ ჩვევია, მაგრამ იგრძნო მამაკაცის დაკარგვის საფრთხე და იმიტომაც გააქტიურდა. უდაოდა ლიფტში მყოფი ქალი ვაკოს მიმართ გულგრილი არ არის. იმედს ვიტოვებ ქალი მეზობელი არ არის, თორემ რა დააწყანრებს ევას ნერვებს. ლიფტის კარები როგორც კი გაიღო ჯერ ვაკო გაატარა და მერე თვითონ გავიდა. მამაკაცი შავად შეღებილ, რკინის კარებთან გაჩერდა და გასაღები ჯიბიდან ამოაძვრინა.

-რა ეჭვიანი ცოლივით იბრწკინები?_ გაკრა კბილი ვაკომ და სახლში შევიდა.

-რას გეკურკურება აბა? _ თვალები დაუბრიალა და სახლს თვალი მოავლო. გემოვნებით მოუწყია ვაკოს აქაურობა. ვერც კი შეამჩნევთ მარტო, რომ უწევდა ამდენი ხნის განმავლობაში ცხოვრება. სახლი ბზინავს სისუფთავისაგან. ფიქრებში არასასიამოვნოდ გაკრა არარსებულ ქალზე და ისევ შეუტია._ ვინ გილაგებს სახლს?_ თან საჩვენებელი თითი თაროს გადაუსვა და მტვერის არსებობა შეამოწმა. _ ქალის ხელია! _ ჩაიფრუტუნა და ვაკოს გახედა, რომელიც საერთოდ არ უსმენდა ევას. _ შენ რა არ მისმენ?_ გაუნაწყენდა მამაკაცს და გვერდით ამოუდგა.

-კი როგორ არა, ქალის ხელიაო. _ ჩაილაპარაკა იაკობაშვილმა და ევას დახედა._ ძალიან გთხოვ ნუ იქნები ტიპიური ქალი! არ მიყვარს ზედმეტი რაღაცები, მაღიზიანებს! _ აღმოხდა და დივანზე დაჯდა.

-ანუ მეც გაღიზიანებ?_ სატირლად დაბრიცა ტუჩები.

-აი, ეგეც არ მიყვარს. ტირილი და ქალური ისტერიკები! მე არ მითქვამს მაღიზიანებ თქო, მე ვთქვი საქციელები მაღიზიანებსმეთქი. მართალია საქციელები თუ მოსაბეზრებელია, მერე ადამიანიც გბეზრდება, მაგრამ ვიმედოვნებ ეს ჩვენ არ შეგვეხება. _ გაიცინა და ევას ხელით ანიშნა ჩემთან მოდიო. ქალი მამაკაცს გვერდით მიუჯდა და თავი გულზე დაადო.

-ცივი ხარ ძალიან. _მაინც ვერ მოითმინა. ვაკომ ხელით სხეულის ტემპერატურა შეამოწმა.

-არაფერიც! ისე მცხელა ვიგუდები.

-მე ეგ არ მითქვამს. სულიერად ხარ ცივი!

-რა ვთქვი მე წეღან?_ წარბები შეკრა მამაკაცმა და ქალს დააჩერდა, რომელიც გასუსული იწვა მის მკერდძე. ვაკოს გაეღიმა და ტუჩებით მის სურნელოვან თმებს შეეხო. _ რომ მომოწნხარ და მიყვარხარ იმიტომ მოგიყვანე ჩემთან სახლში. შენ რა გგონია, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა ყველა ასე წამოვიყვანე? ერთადერთი ხარ და იმედია უკანასკნელიც._ მაინც ჩაურთო თავისი ცინიზმი.

-საჭმელი გაქვს? _ კითხა და დივნიდან გაბრაზებული წამოდგა.

-კვერცხი იქნება მაცივარში და ის შეწვი. _ ტელევიზორის პულტი აიღო ხელში.

-კვერცხს ჭამ მარტო?

-რაც შენ გაგიცანი, სამჯერ თუ მექნება სახლში ნაჭამი. _ გაიცინა ვაკომ და ტელევიზორი ჩართო.

-მაღაზია ახლოსაა აქ?

-რა გინდა მითხარი და მე ამოგიტან. _ ფეხზე წამოდგა და ქალს წინ დაუდგა, თან მის თმებს წაეთამაშა.

-ფურცელზე დაგიწერ და ამოიტანე.


ვაკო სახლიდან რომ გავიდა დივანზე დაჯდა და დღევანდელ საღამოზე დაფიქრდა. ძალიან ნერვიულობს, დოზაზე მეტად! ყველაფერი ისე სწრაფად ხდება მის ცხოვრებაში, რომ ბოლომდე გააზრებასაც ვერ ასწრებს. იმედია არ ინანებს ამ საქციელებს. თორემ მერე მართლა ვეღარანაირი სიახლე უშველის ევას! დივნის საზურგეს მიეყრდნო და თვალები მაგრად დახუჭა. როგორ უთხრა ლიფტში ჩემი საოცეაო? ე.ი. ცოლიც მალე გახდება და არაფერი ექნება სანერვიულო. ან თუ ურთიერთობა არ აეწყოთ,რამოხდა? პირველები, ხომ არ იქნებიან ვინც არ შექმნილ ოჯახს დაანგრევს. უსიამოვნოდ გაკრა ამ ფიქრმა გულზე და თვალები სწრაფად დაჭყიტა. წინ პარკებით დატვირთული ვაკო იდგა და იღიმოდა.

<<ამდენხანს ვფიქრობდი?>> გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები და ფეხზე წამოდგა. სამზარეულოში შესვლამდე მოტრიალდა და მამაკაცი კოცნით დაახრჩო.

უცხო სამზარეულოში ტრიალი მალე აითვისა. თითოეული ნივთის ადგილსამყოფელი იცის უკვე. თითქმის ყველაფერს შეუცვალა ადგილი სამზარეულოში, მამაკაცის ხელი მაინც ეტყობოდა. ყველაფერი თავის ადგილზე დააწყო და სუფრაც გაშალა. ვაკოს ამ დროის განმავლობაშიო არცერთხელ შემოუხედია სამზარეულოში. დივანზე იწვა და ტელევიზროს არხიდან არხზე რთავდა. ყველაფერს, რომ მორჩა მამაკაცს გასძახა. ნელა წამოდგა ფეხზე ვაკო და ღიმილით შევიდა სამზარეულოში.

-რა სუნებია! რა მომიზმადე?_ გაზქურაზე შემოდგმულ ქვაბას და ტაფას ერთდოულად ახადა თავსახურები და სასიამოვნო სუნი შეისრუტა. _ აი რა მაკლდა ამ ხნის მანძილზე. საკუთარ სამზარეულოში ასე გემრიელად ვახშმობა. _ გაიცინა და ევას ხელზე აკოცა. _ ოქრო ხარ!

-ბევრს ნუ ლაპარაკობ დაჯექი და ჭამე.

ჯერ კიდევ არ გადაევლო გაბრაზებას. ვაკომ გაკვირვებულმა გახედა ქალს და მერე გაახსენდა რაშიც იყო საქმე. არც ამჯერად გაუმახვილებია ყურადღება, რამე სერიოზულზე, რომ უბრაზდებოდეს კიდევ მესმის, მაგრამ ახლა ამ ველაფერში, აყოლა უარესი იქნება ევასთვის. იცის ეს ვაკომ და იმიტომაც არის ჩუმად. ჭამის დროს ხმა არცერთს არ ამოუღია. ევასთან ერთად აალაგა სუფრა და ისევ მისაღებში გავიდა. სამზარეულო დაალაგა და იმ ოთახისკენ წავიდა სადაც ბარგი შეიტანა ვაკომ. მამაკაცთან ერთად თავისი ადგილი გამოყო კარადაში და ტანსაცმელი აკურატულად შეალაგა. მერე იფიქრა ვაკოსაც დავულაგებო, მაგრამ მამაკაცის მაისურები მასზე ბევრად უკეთ დაკეცილი დახვდა. გაიცინა და დაღლილი საწოლზე დაწვა. როგორი რბილია, თან რამხდელაა. ფიქრებზე გაეცინა და დარცხვენილს ლოყები აუხურდა. თვალები დახუჭა და ცოტახნით წაუძინა.

სიზმარი ნახა! დედ-მამა ესიზმრა ძალიან უცნაურად. ერთად ისხდნენ ევას ახალ საცხოვრებელში და რაღაცაზე ბაასობდნენ. სიტყვები კარგად ვერ გამოარკვია. მაგრამ ფაქტია კახა და ლანა სიძით კმაყოფილები არიან. მერე მისაღებში ბიჭები და გოგონები შემოლაგნენ ერთად. სუფრა უფრო შეივსო და ქართული ტრადიციული ქეიფი გაჩაღდა. მერე საიდანღაც ევას კლასელები გამოჩნდნენ, რომლებთან შეხებაც დღეს საერთოდ არ აქვს,

სხეულზე ცივი ხელების შეხებამ გამოაფხიზლა, თვალები რომ გაახილა ნინო და მარიამი სველი ხელებით ადგნენ თავზე. ევამ თვალები დაიზილა და გვერდი იცვალა. ცოტახნით გამოფხიზლდეს და მერე გასცემს ორივეს საკადრის პასუხს. გოგონებიც აღარ გაჯიუტებულან ოთახის კარები გაიკეტეს და გავიდნენ. დიდხანს იწრიალა საწოლში, როცა მიხვდა რომ საბოლოოდ გამოფხიზლდა ფეხზე წამოდგა და ოთახის მოიპირდაპირე მხარს სააბაზანოში თავის მოსაწესრიგებლად შევიდა. მისაღებიდან ბავშვების ყიყინი ისმოდა. მათი ხმების გაგონებამ გაახარა და სწრაფად დატოვა სააბაზანო. მისაღებში შესასვლელი კარები მინისაა. ვაკოს ამაზეც უზრუნია. მისაღების კარბი დაკეტილი თუ არ არის, ნებისმიერ ოთახიდან შეგიძლია გაარჩიო ხმები. ხმაური ხომ მითუმეტეს. კარები ფართოდ გამოაღო და ღიმილით მიესალმა სასურველ სტუმრებს.

-რძალო შე ძველო! _ გაცინა ზუკამ და ხელი გადახვია.

-ჯერ არ ვარ რძალი ზუკა. _ დარცხვენილმა უპასუხა და მომღიმარ ვაკოს გახედა.

-კაი ნუ გაახურე?! აბა რა ხარ? კაცმა სახლში მოგიყვანა ე.ი. რძალი ხარ! _ უცებ გააპროტესტა და უფრო მაგრად მოხვია მკლავები აწითლებულს.

-აუ ნახე ტო როგორ ცხვენია. _ გაიცინა ბექამ. იმ წუთას მისი სიკვდილი ყველაზე მეტად უნდოდა ბერიძეს. _ პირველი ღამის პონტში მოვედით რა! _ აგრძელებდა ისევ მასხარაობას. ამაზე სულ გადაფითრდა. ვაკო მისი სახის ფერის ცვლამ ოდნავ ააღელვა. _ გაგართობთ, დაძაბულობას მოგიხსნით და წავალთ რა!

-გაიკმინდე ბიჭო ხმა!

გვერდში მისცხო მეტრეველმა.
პირველი ღამე რომ ახსენა სირცხვილთ სად დამალულიყო არ იცოდა. << პირველი ღამე მე და შენს ძმაკაცს დიდი ხნის წინ გვქონდა. რომელ დაძაბულობაზე იყო საუბარი>> სირცხვილით ვაკოს მკლავებში იპოვა სიმშვიდის სავანე და გაისუსა. მამაკაცმა ორივე ხელი მაგრად მხოვია ქალს და ბექას თვალები დაუბრიალა. იმან ხელები მაღლა აწია დანებების ნიშნად. აკო და ნინო მუცელს ეფერებოდნენ და ამქვეყნიურებისგან ძალიან შორს იყვნენ. მათი შემყურე ზუკას გარდა ოთხივეს მოუნდა პატარა! ნაჭყებიას ბავშვებზე ალერგია აქვს, დეიდაშვილის შვილმა ისეთები ჩამიტარა, მაგათი დანახვა არ მინდაო. აკოს ბავშვი თუ დამავესება ხანდახან ჩუპაჩუპს ამოვუტან და ეგარისო. მის საუბარზე ევა სიცილს ვერასდროს ვერ იკავებს. როგორც ზემოთ ავღნიშნე სამეგობროში ყველაზე გახსნილი და თამამია, ასე რომ არცერთ თემაზე საუბარს არ ერიდება! თითქმის ყველა თემა აქვს საფუძვლიანად განხილული და ამით უაღესად კმაყოფილია. ამჯერადაც ზუკას განხისლვის თემა ზედმეტად თამამია.

-გუშინ რა გოგო გავიცანი. კანფეტ! _გაიცინა და სამ თითს აკოცა.

-აუ დაიწყო. ახლა ან ენა მუცელში ჩაიგდე ან ვაფშე მოუსვი აქედან. _ ამ ხნის მანძილზე ჩუმად მჯდარმა აკომ ხმა ამოიღო.

-შენ მამა! მოდი რა მაგ ბაღანას მიხედე და მეც მაცადე._ გაუწყრა ძმაკაცს._ ხოდა რას ვამბობდი?! ეგ კი არადა მარიამ შენ როდის უნდა გადახვიდე ბექასთან?_ უცებ შეცვალა საუბრის თემა და ხელისგულები ერთმანეთს მაგრად დაარტყა. ბექამ გაიცინა და მასზე მიკრულ გოგონას შუბლზე აკოცა.

-გადმოვა ესეც!

-ცოტა მალე თორე მერე აღარაფრის თავი გექნებათ.

-დაგამტვრევ ძვლებში! _ დაუბღვირა ბექამ და დარცხვენილ მარიამს ხელი მოხვია.

-მოვედი! _ ყვირილით შემოვიდა მისაღებში ოთო და ზუკას გვერდით ჩაეჭეჭყა.

-სად ხარ ამდენხანს?

-დედაჩემმა არ გამომიშვა ტო. _ სერიოზული სახით იჯდა ოთო და ზუკას ექაჩებოდა ადგილი დამითმეო.

-შენ ხომ არ? ჰაა._ თვალები დაქაჩა აკომ და სიცილი პირას მისული აფხუკუნდა.

-ეე ბიჭი. მართლა არ მიშვებდა წნევა მაქვს მისშველეო. ხო იცი რა ტიპია არა?! ტეელვიზორში რაღაცა გადაცემისთვის უყურბია მოდაზე და ფასებზე იმენნა გაჭედა. _ გაიცინა ოთომ და მთლიან სავარძელში კომფოტულად მოთავსდა._ ძმა ხარ! _ ხელი მიკრა ფეხზემდგარ ზუკას და გაოცებულ ბავშვებს მოვალო თვალი. _ რა იყოთ ტო?

-რა მოდა რა წნევა ხო არ გარეკე შენ?_ წარბები შეკრა ნინომ.

-ისე მართლა რა ფასები ადევს ტანსაცმელს?! შარვალში რა პონტში უნდა მივცე 345 ლარი? _ სერიოზულად საუბრობდა ოთო. აკომ თავში ხელი წამორტყა და გაიცინა.

-უი იცი რა გამახსენდა._ ნინომ ევას გადახედა და მუცელზე დაწყობილი ხელები დივანზე დაალაგა._ ჩვენთან რომ იყო კლიენტი. ცოლისთვის საჩუქარი, რომ იყიდა. იცით რა ფული გადაიხადა? 500 ლარი. _ გაიცინა და თანხა საჩვენებელი თითით მოხაზა.

-ღადაობ ტო? რა ქალია ასეთ?_ გაიცინა ზუკამ.

-რა ქალია არ ვიცი, მაგრამ ფაქტია მაგრად უყვარს.

-სიყვარული საჩუქრებით გამოიხატება? _ წარბები აწია აკომ და ნინოს ზემოდან დახეტა.

-მე ეგ არ მითქვამს, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა!

-გავითვალისწინებთ. _ ერთხმად აღმოხდა სამივეს.

დაძაბულობამ ბავშვების წასვლისას საშინლად უმატა. მათი გამხიარულების კვალი საერთოდ აღარ ეტყობოდა ევას. დაბეული იჯდა დივანზე და თითებს ერთმანეთში ხლართავდა. ვაკო აივანზე იყო გასული ტელეფონზე საუბრობდა. მამაკაცი ღიმილით შემოვიდა ოთახში და ევასკენ ნელი ნაბიჯები წავიდა. ვაკოს ფეხის ნაბიჯებზე სულ გააკანკალა, ახლა მართლა გაუსკდება მიწა და შიგნით ჩაიტანს. ნეტავ იმ ღამესაც ასე ნერვიულობდა? თუმცა იმ ღამეს რა მოხდა რაში აინტერესებს ახლა?!

-ნუ ნერვიულობ!

თბილად უჩურჩულა ყურში და უკნიდან აეკრა. ხელი მკლავებზე ნელა მოკიდა და თავისკენ შეატრიალა. ევას ნერვიულობით გადაფითრებულ სახეზე გაეღიმა იაკობაშვილს და გოგონა გულში ჩაიკრა. თმებზე ხელს უსვამდა და ტუჩებით ნელა ეხებოდა მის სურნელოვან ყელს. დაძაბული იდგა ევა ერთ ადგილას და ვერაფერს აკეთებდა. ხელები დაბლა მძიმეთ ქონდა ჩაყრილი და თითებს ათამაშებდა. ვაკომ მისი მარჯვენა თავისაში მოიქცია და აკოცა. თან ევას თვალს არ აცილებდა. ქალს კი უარესად აბნებნევდა, მისი ვნებით მოგიზგიზე თვალები. ხელები წელზე მოხვია ვაკომ და ოთახისკენ უბიძრა.

დილით ყველაფერი ძალიან სხვანაირი იყო. საწოლში კიდევ ერთხელ ვერ შეეგუა ადგილის ვიღაცისთვის გაყოფას. ხელით ვაკოს სხეული მოსინჯა და გაეღიმა. მამაკაცისკენ ნელა გადატრიალდა და მძინარეს დააკვირდა. გუშინდელმა დღემ და ღამემ ყველაფერი შეცვალა ევაში. აფსოლიუტრად ყველაფერი, დღეს სულ სხვა ევა დაიბადა. ქალი! ის ღამე ვითომ არ არსებობდა ისე იქცეოდა გუშინ ორივე. ყველაფერი ძალიან ლამაზი და მისთვის დასამახსოვრებელი იყო. ვაკოს სახეს თითებით მოეფერა და ლოყაზე აკოცა. თავი მის მკერდძე დადო და თვალები დახუჭა. მამაკაცის მშვიდი სუნთქვა და გულისცემა აუწყებდა, რომ ვაკო კიდევ დიდხანს არ გაიღვიძებდა. საწოლიდან ფრთხილად გამოძვრა და იქვე დაგდებული ხალათი მოიცვა. სამზარეულოში ფეხიწვერებზე სიარულით გავიდა და მაცივრიდან სწრაფად მოსამზადებელი პრიდუქტები გადმოალაგა. მსუბუქი საუზმე გააწყო და ვაკოს გაღვიძებას დაელოდა. სხეული ოდნავ კი ტკიოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. მისაღებში თმააბურდული ვაკო გამოვიდა, ევას გაუღიმა და კისერში ხმაურით აკოცა. ქალი მის ქცევამ განაბა და გააბედნირა. ახლა მართლა შეეძლო ოჯახის სუნი ეგრძნო. ვაკოს თავისი თეფში გაუვსო და თავისი ადგილი დაიკავა.

-დღეს გვიან მოვალ და არ ინერვიულო.

-მოხდა რამე?_ ყავა მოსვა და იქვე დადებულ ტელეფონს გადახედა.

-ოპერაცია მაქვს და არ ვიცი რამდენხანს გაგრძელდება.

-ყველაფერი კარგად იქნება._ გაამხნევა საქრმო და ხელი ხელზე დაადო.

ერთად გავიდნენ სახლიდან, ვაკომ ევა სამსახურში დატოვა თვითონ კი ბიჭების სანახავად წავიდა.
სამსახურშჯ გაბრწყინებული შევიდა. ნინოს და მიშკას მისი უეცარი გარდაქმა არ გამოპარვიათ. ნინომ თვალი ჩაუკრა და გაიცინა. მიშკამ გაკვირვებულმა აიქნია ხელი და გოგონები მარტო დატოვა.
-თქვი ახლა ხომ ხარ ჩიტივით.

-ძალიან ბედნიერი ვარ!_ ჩაიჩურჩულა გახარებულმა. _ ისეთი ბედნიერი, რომ აღარაფრის მეშინია.

-რატომ შეგეშინდება გენაცვალე რა, მთასავით კაცი გყავს გვერდით.

-თქვენ რას შვებით?_ მუცელზე მოეფერა მეგობარს.

-ჯერ ხომ ასეთი პატარა და ჭკუიდან მწევს. წარმომიდგენია რა იქნება! _ მოღუშულმა ჩაილაპარაკა და შვილს მოეფერა.

-ტოქსიკოზი გაქვს?

-საშინელი! სააბაზანოდან ვერ გამოვდივარ.

-პირველი სამი თვეა ეგრე და მერე გაგივლის.

-ვიცი ევა, მაგრამ ჯერ ერთი თვეც არ არის. აკო კიდევ გადავრიე, ღამით ვამორიგევებ უკვე. მეშინია არ გამექცეს.

-ნუ ბოდიალობ რაღაცას. რას ქვია გაგექცეს? მაგის შვილია ბოლოსდაბოლოს და ვალდებულია ირბინოს. თან გუშინ როგორ გეფერებოდა რომ დაგანახა. რა თვალებით. _ სიამოვნებისგან გააჟრჟოლა ევას და გაიცინა.

-ცოტახანი მოიცადე და ვაკოც მოგეფერება ეგრე.

-ჯერ რა დროსია._ შეიცხადა ევამ.

-რატომ ვითომ?! არც მე მქონდა დაგეგმილი, მაგრამ ხედავ როგორც ვარ. _ მუცელზე ანიშნა ნინომ. _ ისე მალე მოხდება ყველაფერი ვერც კი მიხვდები. ორი თვის წინ აკოს სიყვარულზე ვტიროდი. ახლა კიდევ მაგის ბავშვს ვატარებ მუცლით. _ რაჭის ამბები გაიხსენა ნინომ.


სამსახურიდან სამარშუტო ტაქსში ასვლა და ახალ მისამართზე მისვლა ეხამუშა. ჯერ-ჯერობით უჭირს შეგუება. ადვილი არ არის ახალი ცხოვრების დაწყება მამაკაცთან ერთად. თანაც საცოლის სტატუსით. ამის გაფიქრებისას სულ ეღიმება, სიამოვნებს. იცის, რომ ვაკოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ფაქტი ახარებს. სახლში შესვლილას დაგუდულმა ჰაერმა ცხვირი აუწვა, სწრაფად გამოაღო აივნის კარები და სახლი გაანიავა. დილით ყოველთვის ტოვებს ფანჯარას ღიას აქ კი დაავიწყდა. ჩანთა დივანზე დააგდო და სამზარეულოში შევიდა, ქვაბში საჭმლის რაოდენობა შეამოწმა და გახარებული უკან გაბრუნდა. დღესაც ეყოფათ და ხვალ ახალს მოამზადებს რამეს.

პატარა რომ იყო დედა სულ ეუბნებოდა, რომ ოჯახი მისი ცხოვრების, მთავარი ნაწილია. ოჯახის გარეშე ქალი არაფერს არ წარმოადგენს! თუ ქალს მამაკაცის, სიყვარული არ აქვს გამოცდილი ძალიან გაუჭირდება. მართალიც არის, თუნდაც ევას მაგალითი. ვაკოს გამოჩენამდე როგორი ცხვირჩამოშვებული იყო, ახლა კი ყველაფერს ხალისით და დიდი სიყვარულით აკეთებს. რაც მთავარია ვაკოსგან ძალიან დიდ სიყვარულს გრძნობს. მერე რა ამ ყველაფერზე ხატოვნად საუბარი, რომ არ უყვარს. გუშინდელმა ღამემ დაარწმუნა, რომ მამაკაცი მასზე უგონოდ არის შეყვარებული. სიამოვნებისგან გაეღიმა და საწოლზე დაწვა. ვაკოს ბალიშს ხელი ნელა გადაუსვა და ცხვირი მასში ჩარგო. იაკობაშვილის სურნელი სასიამოვნოდ შემორჩენილა მასზე. ბალიში მკლავებში მოიქცია და თვალები დახუჭა. ბავშვობაში სულ ასე აკეთებდა, თუ მშობლები სადმე იყვნენ წასულები, დაბრუნების დროს ევა იძინებდა და მშობლებს ელოდებოდა. გაღვიძებისას კი ისინი უკვე სახლში ხვდებოდნენ. ზუსტად ამ მიზნით ჩაიძინა ახლაც. გაიღვიძებს და მისი საქრმო სახლში დახვდება.

ტელეფონზე გაბმულმა ზარმა სიზმრები აუშალა სწრაფად გავიდა მისაღებში და დივანზე დაგდებული ჩანთიდან აპარატი ამოიღო. ვაკო ურეკავდა, გაკვირვებულმა კედელზე ჩამოკიდებულ საათს შეხედა. მამაკაცი წესით აქამდე უნდა მოსულიყო. ნეტავ რამე ხომ არ შეემთხვა.

-სად ხარ ვაკო?_ შეშინებულმა ძლივს ამოიჩურჩულა.

-მე კი არა შენ სად ხარ? ორი საათია ვრეკავ! _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.

-მეძინა. რატომ არ მოხვედი მოხდა რამე?

-დღეს ვერ მოვალ. ოპერაცია გავაკეთე და პატიენცი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. დაიძინე შენ. _ ბარიტონი დაითბო მამაკაცმა და ხმით გაიღიმა.

-კარგი თავს მიხედე. _ მოწყენილმა ჩაილაპარაკა და ტელეფონი დივანზე დააგდო.

ესმის ვაკოსი, ექიმია და ზოგჯერ სახლში არმოსვლა საპატიებელია. უბრალოდ გული დაწყდა,რომ არ მოდის. მარტო ამხელა საწოლში გაიყინება. ტელეფონი აიღო და ოთახში შევიდა. სწრაფად მოიწესრიგა თავი და საწოლში შეწვა. ეს აქ წევს ვაკო კი ღმერთმა იცის რა დღეშია. ვერაფრით მოისვენა საწოლში. ბოლოს მისაღებში გაიტანა პლედი და დივანზე დაწვა. მიხვდა, რომ ვაკოს მოსვლამდე თვალს ვერ მოხუჭავდა. გაეღიმა, მათი თანაცხოვრება ჩვეულებრივი, მოსიყვარულე წყვილის ცხოვრებას ემსგავსებოდა. ვაკოს არ მოსვლამ დღეს მიახვედრა, რომ მამაკაცი ძალიან ენატრება. ის დრო გაახსენდა დედა, მამას გვიანობამდე რომ ელოდებოდა აივნის სავარძელში. მამა მოვიდოდა თუ არა აივნისკენ მიდიოდა და ცოლს შუბლზე კოცნიდა. ამ ყველაფერს თავისი ოთახის პატარა ჭრილოდან უყურებდა და უნდოდა მასაც ასეთი ცოლობა გაეწია, საყვარელი ქმრისთვის. გახარებულმა იცვალა დივანზე გვერდი და ტელევიზორის პულტი აიღო, ღამის საათებში საინტერესო არაფერი არ გადის. ღამის ოთხი საათი ხდებოდა კარების ხმა, რომ გაიგონა. გახარებული წამოჯდა დივანზე და ვაკოს შემოსვლას დაელოდა ოთახში. მამაკაცმა შუქები ანთო და ნელი ნაბიჯებით წავიდა ოთახისკენ.

-აქ ვარ! _ გაიცინა ევამ და მამაკაცს უკნიდან მიეწარა.

-ევა, რატომ არ გძინავს? _ უსაყვედურა საცოლეს და შუბლზე აკოცა. ვაკოს თვალებში გამკრთალი სხივი აბედნეირებდა ბერიძეს. მამაკაცს ძალიან ესიამოვნა ქალის საქციელი. ხელები წელზე მოხვია და ცხვირზე აკოცა. _ გადავივლებ და მოვალ.

-მალე თორემ ჩაემძინება. _ დაემუქრა ევა და ოთახში გაიქცა.

დაღლილი სხეული მალე მოუდუნდა დაწოლისას, თან საქმრო სახლში ეგულება და აღარ ნერვიულობს. კარების ჭრიალზე გამოფხიზლდა და ვაკოს მხარეს გადატრიალდა. იაკობაშვილი ნელა მიუახლოვდა საწოლს და ხელებით დაეყრდნო.

-ძალიან გამიხარდა, რომ დამხვდი.

-მე კიდევ გამიხარდა, რომ მოხვედი! მომენტარე! _ ცხვირზე თითი დაკრა ევამ და საწოლში გაფართხალდა._ აღარ წვები?

წარბები აათამაშა და ვაკოს მხარეს გადასაფარებელი გადაწია. მამაკაცი გვერდით მიუწვა და ხელები გვერდულად მოხვია, სუსტ წელზე. ევამ თავი მის ცხვირში ჩარგო და გაიტრუნა. როგორ ემჩნევა გამოუცდელი, რომ არის. ვაკოსთვის საჭმელიც კი არ შეუთავაზებია. დამნაშავესავით აწია თავი და ვაკოს ნიკაპზე მსუბუქად აკოცა.

-სად მიდიხარ?_ ხელით დააკავა საწოლიდან წაოწეული სხეული ვაკომ.

-არაფერი არ გიჭამია! _ უსაყვედურა და ფეხები ფლოსტებში გაუყარა. იაკობაშვილს მის ქალურ მზრუნველობაზე გაეცინა და საწოლზე დაბრუნა. უცბად გააცხელა საჭმელი და ლანგარზე დადო.


დილით იმაზე ფიქრით არ გაუღვიძია, რომ საწოლში კიდევ ერთი ადამიანი იკავებდა ადგილს. დღევანდელი დილა ევასთვის გუშინდელზე ლამაზი იყო. ნაწილობრივ მიეჩვია მამაკაცის გვერდით ყოფნას. მისი ჰაერით სუნთქვას. ვაკოს ხელები ისევ ევას მუცელზე ეწყო და მშვიდად სუნთქავდა. დღევანდელ დღეს საერთოდ არ ადგება საწოლიდან და ასე გაატარებს მასთან ერთად. ბავშვობის სურვილები, რომ ახსენდება ეღიმება. ვაკო ნელ-ნელა ყველაფერს უსრულებს. მისი სასურველი მამაკაცის როლი მთვრალი ღამიდანვე მოირგო. ოჯახიც იდეალური აქვთ. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ თავს ბოლომდე ბედნიერების უფლება მისცეს და ასეც იქცევა. აღარ ნერვიულობს იმაზე, რომ შეიძლება ეს ყველაფერი ერთ დღეს დასრულდეს. თუნდაც! მთავარია რომ ამ მოგონებებით იცოცხლებს მერე. რატომ დახარჯოს დრო ნერვიულობაში, როცა შეუძლია მოგონებების ნაკრები შექმნას ვაკოსთან ერთად. ასეც იზამს! არ მისცემს თავის ალტერეგოს უფლებას, ნეგატიური ფიქრები ჩაასახლოს მასში. ვაკოს გვერდით ეს სულაც არ სჭირდება, მამაკაცი იმდენად დადებითია, რომ ყველაფერ ცუდს ავიწყებს. ზუსტად ასეთი კაცი სჭირდებოდა ევას გვერდით. მოსიყვარულე და ცოტა მკაცრი! ცინიკოსიც!

-გაიღვიძე რა._ წაიწუწუნა და თმები აუბურდა. ვაკომ ხელები უფრო მაგრად მოხვია და მესაკუთრის ჟესტით ქალი მკერდზე მიიწება. ევას გაეცინა და უფრო გააქტიურდა._ გათენდა გაიღვიძე რა. თორემ მერე წავალ სამსახურში და მოგენატრები. _ახლა ცხვირზე თამაში დაიწყო. ვაკომ ხელები დაუჭირა და თავი მის ყელში ჩარგო.

-გაისუსე თორემ მოგაყუჩე ახლა! _ დაგუდულად გაიცინა ვაკომ და ქალს ხელები მოუჭირა. ცხვირი მისი ყელიდან ამოწია და მომღიმარმა ლოყაზე აკოცა. _ არ წახვიდე დღეს სამსახურში._ თვალები აათამაშა და ეშმაკურად დახედა საწოლს.

-მომკლავს მიშკა. _ მოიწყინა ევამ და კაცის მკლავებში ჩაცურდა.

-მოვუგრეხ კისერს! _ გაიცინა ვაკომ და ქალს უფრო მოეფერა._ მიდი, ჩემი ხათრით, დღეს დაურეკე და უთხარი ჩემი ქმარი არ მიშვებსო.

-და რას მთავაზობ სანაცვლოდ?_ უფებ გადაწვდა ტელეფონს და მიშკას ნომერი მოძებნა.

-გვიანობამდე საწოლში ნებივრობას და მერე გასერინებას. _ ცხვირით მოეფერა სახეზე და თავი მის მკერდზე დადო.

-გვიანობამდე!

-თუ გინდა მთელი დღეც!

მთელი დღის ვაკოსთან გატარება, ყველაზე კარგი აზრი იყო. კიდევ კარგი, დააძალა და დატოვა, თორემ ინანებდა. მის მკლავებში ნებივრობას და ათას თემაზე საუბარს არაფერი არ ჯობია. თან როგორ საალერსო სიტყვებს ეუბნება ხოლმე, აწითლებს და ნაბავს საბრალოს. ვაკოს კი ეს ძალიან ართობს- მორცხვი და აწითლებული ევა! ის ღამეც გაიხსენეს ყველანაირი ცუდი მოგონებების გარეშე. პირიქით ევას ის ღამე უკვე უყვარს, თანაც ძალიან. იმ ღამის წყალობით იპოვა ის ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდა. ვის გვერდითაც საკუთარი თავი სიბერეში წარმოუდგენია, ვაკოს ხელზე ჩაძინებულს. ბანალურად აბედნიერებს მისი გულისცემის მოსმენა! ყველაფერს ურჩევნია ვაკოს თანაბარი სუნთქვა, რომელიც მარტო ევას ეკუთვნის. მის თვალების ყურება საათობითაც შეუძლია, უბრალოდ ვაკო არ ანებებს და ყოველ წამს აფახუნებს. არასდროს ყოფილა ასეთი მგრძნობიარე და სათუთი მისი გული. ძველი ევადან მხოლოდ სხეული და მისი სულის სისუფთავე შემორჩა, რომელიც ვაკოს ხელუხლებელი ჩააბარა. მამაკაცის მკლავზე თავდადებული დედ-მამის ისტორიას ყვებოდა და იცინოდა. ძალიან უნდოდა მათი მსგავსი ისტორია, მაგრამ ახლა აღარ! რა ჯობია, როცა თქვენ ორნი ქმნით ახალს, ერთმანეთისთვის. ზუსტად ისეთს მერე შენი შვილი, რომ ინატრებს მის მსგავსად. ბავშვების გახსენებისას, გააჟრიალა. როგორ უნდა ერთი ვაკოსნაირი პატარა ხუჭუჭა ბიჭი. დედ-მამასთან ერთად, რომ აითვისებს, სიარულს და საუბარს. მერე მისი პატარა ფეხებით სახლის ყველა კუთხეში დატოვებს კვალს. ამ ყველაფრის წარმოდგენისას ასმაგად მოუნდა ბავშვი. ვაკოს ახედა და თვალებით მოეფერა.

-ბავშვი მინდა!

ამოიჩურჩულა და მამაკაცის პასუხს დაელოდა. ევამ იცის, რომ ბაქარი უკვე სერიოზულად ფიქრობს ოჯახზე სადაც უამრავი პატარა ირბენს. მათი ხმებით გაჟღენთილი სახლი. თან ოთახებით საკმარისია. ყველაფერს ისე მოაწყობს კინოებში, რომ აქვთ. ცისფრად და ვარდისფრათ, ლამაზი ღრუბლებით და ბალახებით. შვილის ოთახშიც შეიტანენ იმ სითბოს რაც ახლა ამ ოთახშია.ინსტიქურად წაიღო ვაკომ ევას მუცლისკენ ხელი და ღიმილით მოეფერა. მის ქცევაზე ქალს უფრო მეტად გაუხარდა! ვაკოს არაფერი უთქვამს, მუცელს ეფერებოდა და ევას თმებზე მისი ტუჩების კვალს ტოვებდა. ეს ყველაზე ლამაზი პასუხი იყო, რომელსაც ელოდა.
დაპირებისამებრს გვიანობამდე ანებივრა საწოლში ქალი. ევას საჭმელი არ გააკეთებინა, ჩვენებს დავურეკოთ და სადმე ვისადილოთო. ეს აზრი მოეწონა, სამზარეულოსაც არ მოთხვირს და არც გადაიღლება. გამოიპრანჭა და მამაკაცს გაყვა. იტალიურ რესტორანში ისხდნენ და როგორც ყოველთვის ბიჭების დავას ისმენდნენ. გოგონები თავისთვის ერთ კუთხეში ისხდნენ და ჭორაობდნენ.

-ცოლი მომყავს! _ ზუკას სიტყვით გამოსვლამ საოცარი სიჩუმე დაბადა სუფრაზე. ყველა გაკვირვებული მიაჩერდა სერიოზულ ზუკას. ბიჭების გაკვირვებულმა და თვალებგაფართოვებულმა სახეებმა, გაამხიარულა. _ ხო რა?! თქვენ თუ გინდათ ცოლები და შვილები, მე არ მინდა ერთი თბილი და მოსიყვარულე ქალი განა? თან რა ჯობია სახლში მისულს ცოლის გაკეთებული საჭმელები, რომ დაგხვდება. _ თვალები საყვარლად დახუჭა და ალბათ წარმოიდგინა მისი მომავალი ოჯახი, სადაც ქალი იფუსფუსებდა.

-შენ ქალი გინდა თუ საჭმელები?_ გაიცინა ევამ და მაგიდაზე ხელები დააწყო. _ აქაც არიან ქალები. თუ გინდა თხოვე და სამზარეულოშინ შეგიშვებენ , მერე რომელსაც გინდა უყურე და დატკბი. _ დაცინა და ვაკოს თავი მხარზე დაადო.

-შენცა რძალო? კაით რა ხალხნო კაით რა. მე სერიოზულად ვამბობ უსინდისო ვიყო, მართლა მინდა ცოლი.

-შენ ხომ არ გაკლია? რას ქვია გინდა?

-აი როგორც შენ გინდა ბექა, ისე მე მინდა ქალი. ქალი რაღაა და ცოლი. _ გადაასწორა უცებ და აწითლებულ მარიამს გახედა. _ დაგადე პომიდვრის ფერი?! ეგრე გინდა!_ თითით გაკრა მხარზე და გაიცინა. _ რას იტყვით?

-გააქვს რა! _ სერიოზულად უპასუხა აკომ და შეკვეთილი კერძი გამოართვა მიმტანს._ თან აი იმენნა მაგრად.

-აი გოგონები, რომ სხედნან ჩვენთან ერთად თქვენს <<ენას>> ვერ ვიგებ ძმაო რა! რომელი ახლა არ აქვთ მოსმენილი და რამე ახლას გაიგებენ. დახუჭეთ ყურები მიდი, რაღაც უნდა ვთქვა! _ გაღებულ პირზე ხელისგული მაგრად მისცხო ბექამ და წამებში დაადუმა მოლაპარაკე ზუკა. ბიჭმა ტუჩები ნელა დაიზილა და მკვლელი თვალებით გახედა ძმაკაცს._ ნომერი დამიტოვე რომ მორჩები ჭამას! _ მაინც ხურმობის ხასიათზე მყოფი ზუკა თავისას არ იშლიდა. ამ დროის განმავლობაში ვაკო ტელეფონში რაღაცას აკეთებდა და ხმას არ იღებდა. ევამ რამოდენიმეჯერ გაკრა მხარი ჩვენც მოგვაქციე ყურადღებაო, მაგრამ მამაკაცი ერთს გაუღიმებს შუბლზე აკოცებს და იგივეს იმეორესბს. გაბრაზებული წელში გასწორდა და თეფშზე კერძი გადმოიღო. ევას მოღუშული სახე არცერთს არ გამოპარვია, მერე ვაკოს ტელეფონში ძრომიალი.

-რა იყო ტო შენ?! ჩვენც მოგვაქციე ყურადღება!

გაუწყრა აკო და თვალებით ნაწყენ ევაზე მიუთითა. ვაკომ ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა და ქალს მხარზე მხურვალედ აკოცა. რექაცია არ ქონია გაღიზიანებულს. ვაკო მისკენ გადაიხარა და ქალს ყურს უკან ნელა აკოცა. მის მოსიყვარულე ქცევაზე გაიღიმა ევას, მაგრამ არ შეიმჩნია. ჯიუტად უსვამდა დანას თევზის ფილეს და ყურადღებას არ აქცევდა იაკობაშვილს. ვაკოს მის ზედმეტად ქალურ ქცევაზე გაეღიმა და წელზე ხელი მოხვია.

-ჩემს თანამშრომელს ვწერდი, კაცს! ჩემი პაციენტი მოივიკითხე.

ესიამოვნა რაღანაირად ვაკომ თავი ვალდებულად, რომ ჩათვალა ეთქვა. მისკენ მიტრიალდა და ლოყაზე ხმაურით აკოცა. მამაკაცი ქალს ეშმაკობას მიუხვდა და თითის ქნევით დაემუქრა. ვაკოც ჩაერთო ზუკას მიერ წამოროშილ სისულელეში, რომელიც მხოლოდ ქალის სურვილს მოიეცავდა და არანაირად ცოლის! ბიჭების რჩევით ერთ მშვენიერ დღეს სადმე გააპარებდნენ. გოგონებმა თვალები დაუბრიალეს და გვერდები გამოაჭამეს მამაკაცებს.

-შენ არ აპირებ ოთო ცოლის მოყვანას?_ გაიცინა კანკიამ.

-მეკაიფები რძალო? ზუკას ბედში ვარ მეც, მაგრამ მე მყავს ქალი! _ დაცინვით გადახედა ძმაკაცს და მხარზე ხელი დაკრა.

-ეგრე მეც მყავს, მაგრამ რად გინდა?! _ მხრები აიჩეჩა და პომიდორი ჩაკბიჩა.

რესტორნიდან გამოსულები ყველა თავის სახლში დანაწილდა. ვაკო მთელი გზა ხელზე კოცნიდა ქალს და იღიმოდა.


სახლში შესვლისთანავე მოიუტრიალდა ვაკოს და საყვედურნარევი მზერა ესროლა. რესტორანში მომხდარს მაინც ვერ ივიწყებს. გული არ აძლევს ამის საშვალებას. გაბრაზებულმა გახედა საქმროს და ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა. ვაკო ჩანაფიქრს მიუხვდა და ოთახისკენ წავიდა. დაეჭვებულმა გააყოლა თვალი ვაკოს და ხელები დაბლა დაუშვა. ოთახში შევიდა და საწოლზე წამოწოლილ მამაკაცს მიაჩერდა. ვაკომ გაღიმებულმა გამოხედა ქალს და ხელით ანიშნა ჩემთან მოდიო. საოცარი სურვილი კლავდა, მასთან მისვლის და ჩახუტების, მაგრამ ეჭვები მოსვენებას არ აძლევდნენ. ადგილიდან არ დაძრულა ისე შეეკითხა ყავა თუ უნდოდა. ვაკომ უარის ნიშნად თავი გააქნია. ოთახიდან გამოტრიალებას აპირებდა მამაკაცის ბოხმა ბარიტონმა, რომ შეაჩერა.

-არც შენ დალევ!

-მინდა და დავლევ! _ წარბები მაღლა აწია და სამზარეულოსკენ წავიდა. თან გულში ვაკოს გამომეტყველებაზე ეცინებოდა.

-ევა, რამდენჯერ გაგაფრთხილო ამდენ ყავას ნუ სვამ! _ გამოსძახა ვაკომ ოთახიდან.

-შემეშვი!
ჩაიფრუტუნა თავისთვის და წყალი ჩართო. სკამზე ფეხები აიკეცა და თავი მუხლებში ჩადო. ნეტავ რას წერდა ასეთი ინეტერესით მთელი საღამო იაკობაშვილი. არა! ქალს ერთხელ თუ გაუჯდა ეჭვი, მისი მოცილება საშინელებაა. ყველაფერზე ხარ წამსვლელი. დიდი სიამოვნებით შეამოწმებდა ტელეფონს, მაგრამ იცის რომ ეს მათ ურთიერთობას ძალიან დიდი დაღს დაასვამს. ისეთს, გაგრძელებაც რომ არ ეწერება. ტელეფონს ხელს არავითარ შემთხვევაში არ მოკიდებს, სულ რომ ფაქტზე წაუსწროს! იქნებ ღალატობს? ნუთუ ასე მალე მობეზრდა? ჯერ ხომ ერთი თვეც არა რის რაც იცნობს? თან ორი დღეა რაც ერთად ცხოვრობენ. ღარალტის გაფიქრებაც არ უნდა. ვაკო ასე არ დაიმცირებდა თავს! წყლის ხმამ ყურები დაუგუბა, ფეხზე ნელა წამდოგა და ზედა შეისწორა. ფინჯანში ორი კოვზი ყავა ჩაყარა, იაკობაშვილის ჯიბრზე. მისაღებში ტელევიზორის წინ დაჯდა და ყავა მუხლებზე დაიდო. ვაკო ოთახიდან მთელი საღამო არ გამოსულა. ესეც ჯიუტად არ შევა და მოიკითხავს! << მოშივდება და გამოვა! >>თავი, დაიიმედა და ოთახის კარებს გახედა. თავის კანტურით შემოტრიალდა და ისევ ტელევიზორს შეხედა. კომედიურმა გადაცემამაც ვერ შეძლო მისი ხასიათის გამოკეთება. ფინჯანი მინის მაგიდაზე დადო და ოთახისკენ წავიდა. კარები ნელა შეაღო და ჩაძინებულ იაკობაშვილს გახედა. საწოლთან ახლოს მივიდა და მამაკაცს ზემოდან დააშტერდა.

-ვაკო გაიხადე და ისე დაწექი.

ოდნავ შეაღვიძა მამაკაცი და საწოლის მეორე მხარეს გახედა. ისე სწრაფად მოექვა იაკობაშვილი მის ზემოდან, რომ გააზრებაც ვერ მოასწო. მსახიობ საქმროს გახედა და თვალები დაუბრიალა. ვაკომ ყელში ხმაურით აკოცა სამჯერ და მერე ზემოთ აუყვა. ევა სიამოვნებისგან გაიტრუნა და ხელები ძირს დაუშვა.

-ეჭვიანო! ბუდე ბუდე! _ გაიცინა ვაკომ და კიდევ ერთხელ აკოცა სურნელოვან ყელში ხმაურით._ რა სუნი გაქვს, ვერ გშორდები. ტკბილო!_ ფრუტუნებდა თავისთვის და ქალს ათბობდა. _ რა იფიქრე მითხარი? მღალატობსო?_ აშკარად დაცინის.

-ვიფიქრე, მაგრამ შემრცხვა! _ აღიარა ევამ და ხელები ვაკოს კისერზე მოაკალათა._ ხომ არასდროს მომატყუებ?

-სიტყვაციას გააჩნია._ გაიცინა ვაკომ და ევას გულზე თავი მოაკალათა. თავზე მსუბუქად დაარტყა ხელი ბერიძემ საქმროს და დაუღრინა. _ ხვალ დაგპირდები! _ კიდევ ერთხელ გაიცინა და ქალს ახედა.

მამაკაცისთვის ყურადღება აღარ მიუქციევია ისე განაგრძო მის თმებში თითების ნებივრობა. სახეზე საოცარი სიამოვნება ეხატა, მისი თხელი და ოდნავ უხეში, თმისღერები, საოცრად სრიალებდნენ ევას თითებს შორის. გაღიმებულმა აუბურდა თმები და მისკენ დაიხარა. ვაკოს თავი ოდნავ ააწევინა და ახლა თვითონ აკოცა ხმაურით ბაგეებზე. კიდევ ერთი ღამე და დილა აჩუქეს ერთმანეთით სავსე ერთმანეთს. მის გვერდით გაღვიძებულს, ათასნაირი გრძნობა უტევდა. ვაკოს ტელეფონის ხმამ გამაოფხიზლა ორივე. მამაკაცი ქალის მკლავებისგან განთავისუფლდა და ტელეფონს ბოხი ხმით უპასუხა. ევას ძილბურანში მხოლოდ მისი მშვიდი ბარიტონის გარჩევაა შეეძლო. საწოლზე წამომჯდარ ვაკოს ხელები წელზე მოხვია და ისევ ჩაყვინთა. მამაკაცის სხეული, როგორც კი მოშორდა სიცივე იგრძნო. ზამთარში, რომ შემოგიჩნდება და მთელი დღე ვერაფერი რომ ვერ გათბობს ისეთი. ბოლომდე აიფარა გადასაფარებელი, მაგრამ მისი სხეულიდან წამოსული სითბო ვერაფრით გადაფარა. ვაკომ ფარდები გადაწია და მძინარე საცოლეს ღიმილით გახედა!

-გაიღვიძე! წასასვლელები ვართ! _ ყურში თბილად უჩურჩულა და აკოცა.

-სად მივდივართ?_ ამოიჩურჩულა და თითებით ჩააფრინდა ვაკოს ბალიშს.

-დღეს რა რიცხვია?

-მგონი 25.

უნტერესოდ აიქნია ხელი და ძილის გაგრძელება ცადა, მაგრამ ვაკოს ხელები არ მოეშვა. ძალის
გამოყენების გარეშე აიტაცა, თავისი გადასაფარებლიანად ევა და სააბაზანოში გააქანა.

-მოდი აზრზე და წავიდეთ!

-სად მივდივართ არ მეტყვი?

-ჯვარი უნდა დავიწეროთ.

კბილის ჯაგრისი თითებს შორის გაეყინა. გაოცებულმა ახედა სარკეში ვაკოს ანარეკლს, რომელიც უდარდელად ისწორებდა თმებს და იღიმოდა. დაბნეული ვერაფერს ვერ აკეთებდა. ასე მალე ვაკოსგან ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა. კბილის ჯაგრისი ნიჟარაში ჩააგდო და მისკენ მიტრიალდა. ფეხები წელზე მაგრად მხოვია მამაკაცს და მთელი კისერი დაუკოცნა გახარებულმა! თან დროდადრო სიცილით იგუდებოდა. ბედნეირებისგან რა გაეკეთებინა ვეღარ მიხვდა. ვაკოს სხეულსაც ვერ შორდებოდა. ჯვრისწერის სურვილმა იმდენად შეიპყრო, რომ ყველაფერი ერთმანეთში აერია.

-მერე კაბა?_ სწრაფად ჩამოხტა ვაკოს წელიდან და ნიჟარას მიეყრდნო.

-კაბა ბაშვების ოთახის გარდერობში კიდია._ გაიღიმა და ტუჩზე მოწყვეტით აკოცა. _ ერთი საათი გაქვს დრო.

-რა? გაგიჟდი? ერთ საათში რა მოვასწრო? შხაპის მიღება, თმა, მაკიაჟი, მოწესრიგება. არა გამორიიცხულია! ვაკო?!

სააბაზანოდან გასულ ვაკოს გასძახა და ხელები ერთმანეთზე მიატყაპუნა. ამ კაცის ხელში ნორმალურად ვეღარ მოუწესრიგებია თავი. რეკორდულ დროში აკეთებინებს ყველაფერს. შხაპი მიიღო და პირსახოცშემოხვეული ოთახში გაიქცა. ვაკო გარდერობთან იდგა და ჰალსტუხის შეკვრას ცდილობდა. არც ევამ იცის, თორემ მიეხმარებოდა. როგორ უხდება სოლიდურად ჩაცმა. ისე მოსწონს ევას, მგონი სულ ასე ატაროს. თმები გაიშრო და ბავშვების ოთახისკენ წავიდა. ზუსტად ის კაბა იყო ნინომ და ევამ, რომ ნახეს ამასწინებზე! რა ეშმაკები არიან. ამიტომ გაატარა ნინომ საქორწინო კაბებში, არადა მოატყუა ჩემთვის მინდაო.
ყველაფერი სულ სხვანაირი წარმოედგინა. ნიშნობა და მერე ქორწილი. ახლა კი პირიქით ხდება, რაც ევას ძალიან მოსწონს. ასე უფრო კარგია და სასიხარულო. ერთადერთი რაზეც გული ძალიან წყდება მშობლების გვერდით დგომაა. მამას, რომ ვერ ჩაკიდებს ხელს. დედა, რომ ვერ დალოცავს სახლიდან გასვლის წინ. მის მხარზე, რომ არ წამოიტირებს, ნერვიულობისგან ერთი ორს. გული ძალიან ეტკინა. კაბა ფრთხილად გამოიღო და ტანზე მიიზომა. რა სხვანაირად აეწყოთ ურთიერთობა, დასანახად ვერ იტანდა ვაკოს ერთი თვის წინ ახლა კი, როგორ უყვარს და აბედნიერებს. ან შეიძლება მაშინაც უყვარდა, ძალიან ღრმად და ვერ ხვდებოდა. აბა ასე მალე როგორ შეიპყრო მისმა სიყვარულმა? სულ ყოველთვის იძახდა, რომ ჯვარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწერს, თუ ქმართან ერთი წელი ექნება ნაცხოვრები. ევასთვის ჯვრისწერა ყველაზე წინდა რამ არის. იცის, რომ თუ ცოლ-ქმარს შეეშალა, მისი გამოსწორება შეუძლებელია. ჯვრისწერა კი ამ ყველაფერს უფრო ამძაფრებს. ახლა?! ახლა თანახმა დაუფიქრებლად იქორწინოს იაკობაშვილზე და გააბედნიეროს. კარებზე გაბმული ზარის ხმაზე მიხვდა, ბავშვები მოვიდნენ. სწრაფად გაიქცა ოთახში და ხალათი მოიცვა. ნინო და მარიამმაც არ დააყოვნეს და პირდაპირ ევას ოთახში შევიდნენ.

-იცოდით ხომ? ამ თარიღზე ამბობდნენ მაშინ არა?! _ გახარებული თან საყვედურობდა, თან კოცნიდა.

-ნაწილობრივ ვიცოდით. ჯვრისწერა თუ ქონდა გეგმებში ეგ არა!

-რამდენიხანია დაგეგმილი აქვს თურმე აზრზე ხარ? ერთად არ იყავით მაშინ ხო?_ გაიცინა მარიმ და კაბას ელვა შეუკრა.

-არა არ ვიყავით! _ გაიცინა და კაბას ხელისგული ნელა დაუსვა._ ლამაზია!

-სუპერ გოგო ხარ! _ კაბის ბოლოები შეათამაშა ნინიმ და ქვემოდან ამოხედა გახარებულს.

თმები მარიამმა სადად და ლამაზად აუწია. მაკიაჟი თვითონ გაიკეთა, სხვას ვერასდროს ანდობს სახეს. კაბის ბოლოები ხელებში შეათამაშა და კარებისკენ წავიდა. მისაღებში დივანზე ისხდნენ სოლიდურად ჩაცმული ხუთეული და ვაკოს ამხნევებდნენ. აკომ ოთახიდან გამოსული ევა, რომ დაინახა ნელა გაკრა ხელი მხარზე ვაკოს და თავით ევასკენ ანიშნა. ღიმილით მოატრიალა ვაკომ თავი და გახარებულმა ცერა თითი აუწია მოწონების ნიშნად. ცოტა კი ეწყინა ასე მალე, რომ მოვიდა აზრზე ვაკო. რომანებს, რომ კითხულობს იქ რომ სულელდებიან ხოლმე მამაკაცები, ამას რა დაემართა? ღიმილით წამოიშალნენ ბიჭები ფეხზე და გოგონებს გვერდით ამოუდგნენ. ვაკომ შუბლზე აკოცა, საცოლეს და წელზე ხელი მსუბუქად მოხვია. ადგილიდან ფეხს არცერთი არ იცვლიდა, გაკვირვებული უყურებდა კარებისკენ მიმართულ მზერებს და ვერაფერი გაეგო. ვაკოს მკლავზე დაიექაჩა და ყურში ხმადაბლა უჩურჩულა რას ველოდებითო. მამაკაცს პასუხი არ გაუცია, თვალებით მოეფერა და უფრო მჭიდროს მოხვია ხელი. კარების ზარზე მარიამი სირბილით წავიდა და კარები გააღო.
მოზღვავებულ ბედნირებას ვერაფერი ვერ უქნა. ისე უცებ შემოძვრა ევას სხეულში, რომ ყველაფერი დაავწიყა. გაშტერებული უყურებდა ორ გასხივოსნებულ სახეს და ვაკოს ხელს უფრო და უფრო უჭრდა. ნერვიულობისაგან ერთი ამოიტირა და დედ-მამის სხეულებს მაგრად მოხვია ხელები. არ აინტერესებდა ის, რომ მაკიაჟის ხელთავიდან გაკეთება მოუწევდა. ცხოვრებაში პირვლად იყო საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი და იტირა. ვეღარაფრით დაიტია მისმა გულმა ამდენი წლის ნაგროვები ემოცია და ერთიანად ამოხეთქა დედის მხარზე თავდადებულმა. ყველაფერი იმდენად არარეალური და კარგი იყო, რომ დაჯერება უჭირდა. ასეთი რაღაცები მხოლოდ ფილმების დასასრულს ხდება. ახლა მოუწევს დაიჯეროს, რომ ერთ-ერთი ფილმის მთავარი გმირია, რომელიც ვაკოსთან ერთად შექმნა. დედას თვალებდადღაბნილი მოცილდა და ლოყები დაუკოცნა. უკან ჯიბებში ხელჩაწყობილ ვაკოს გახედა და მადლობა გადაუხადა. ყველაფრისთვის, რაც ევასთვის გააკეთა. იმ ღამისთვისაც!
ნაცნობი გუმბათის დანხვისას ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. რამდენიხანია ამ ეზოში ფეხი არ დაუდგამს, ალბათ წლებია. არადა დედას, ყოველ შაბათ-კვირას მოყავდა. მერე წამოიზარდა და ცოტა წაიზარმაცა. ბოლოს მიხვდა, რამდენიხანი უშვებდა შეცდომას და ვეღარ მივიდა. იმ ღამის შემდეგ კი, საკუთარი თავი ბოლომდე გარიყა. გაუხარდა ისევ ნაცნობი სახის დანახვა, ისევ იმ სათნო და კეთილი ღიმილის ხილვა. ბავშვობიდან უყვარს ის სუნი, რომელიც მხოლოდ სიწმინდესთან და ღმერთან არის დაკავშირებული. აქ ყოველთვის ახლოს გრძნობს თავს უფალთან. ამაღლებულად და დაცილილად გრძნობს თავს, მარტო დადებითი ემოციებით და გრძნობებით არის სავსე. ვაკოს ხელი ჩაკიდა და გაირინდა. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც მას სურდა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები, მის გვერდით არიან. დედ-მამას თვალებით მოეფერა და თავი წინ მიატრიალა.

ვაკოთი სავსე დაბრუნდა სახლში. დღევანდელი დღე, ევასთვის წარუშლელია. ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო. ყველასგან იმხელა სითბოს და სიყვარულს გრძნობდა მთელი დღე. თითოეული მათგანი ბოლომდე იზიარებდნენ დღევანდელი დღის ბედნიერებას. ყოველთვის ეგონა, რომ თითზე წამოწმული ოქროს რგოლი, რაღნცაირად დაამძიმებდა, მაგრამ ახლა ისეთ სიმსუბუქეს გრძნობს. საერთოდ არ აწუხებს უკვე დაკავებული თითი. თითს ვინ ჩივის გულია მთლიანად დაკავებული. დივნის სახელურზე ჩამოჯდა და კაბის კალთებზე ხელები დაიწყო, თან დროდადრო იცინოდა. ბედნეირების გადმოცემა, რომ არ შეგიძლია და სიცილში რომ პოულობ ხსნად ეგრე იცინოდა. გახარებულმა ახედა წინ მდგარ ვაკოს და ფეხზე წამოდგა.

-ძალიან დიდი მადლობა! ყველაზე კარგი ხარ და ყველაზე ლამაზი დღე მაჩუქე. მიხარია, რომ შეგხვდი !

-ის ღამეც გიხარია?_ გაიცინა ვაკომ და ხელები წელზე მოხვია.
-სხვათაშორის, რომ არა ის ღამე, დღეს ასეთი ბედნიერი ვერ ვიქნებოდი.

ჩაიდუდღუნდა და ორი თითი ცხივრზე მოუჭირა ქმარს. ხელები წელიდან ოდნავ ზევით აწია, იაკობაშვილმა და კაბის ევლა გახსნა. ევას მისი ცხელი თითების შეხებისას გააჟრჟოლა. სიამოვნებისგან ცხვირი მის მკერდს მიადო. ვაკომ ორივე ხელი ნელა მოკიდა და ჰაერში აწია, სუსტი სხეული. ნელი ნაბიჯებით წაიყვანა ოთახისკენ და საწოლთან ახლოს დასვა. ეს ღამე ყველა ღამისგან განსხვავებული იყო, ალბათი ისეთი როგორიც მთვრალი ღამე. მის გვერდით ახლა ქამრი წევს,რომელიც მასზე ბატონობს. გაღიმებულმა ჩამოსუვა ტუჩები ვაკოს ლოყებს და თავი ბალიშზე დადო.

^^^

-დაგეფსოს თვალები! _ თავის კანტურით გახედა ზუკამ მის წინ მიმავალ გოგონას და მარჯვენა ხელი ჰაერში აიქნია. _ ნახეთ რა ნივიჟუ ჩამირტყა?_ მიუბრუნდა გოგონებს და ბარდიულს ფეხი ნელა გაკრა.

-სად აქვთ ამ გოგონებს თვალები მიკვირს._ გაიცინა ნინომ და ზუკას მხარზე ხელი დაადო.

-სადაც საჭიროა იქ აქვთ. ამის ყურებას სვარკას უყურონ არ ჯობია?_ ოდნავ გვერდით გახტა ევა და განრისხებულ ზუკას გახედა.

-მასე ხომ?! მოვლენ თქვენი ქმრები სახლებში და გავცემ ბრძანებას, დაგსაჯონ! _ დაიმუქრა და თავი მაღლა აწია. _ ალბათ გაინტერესებთ როგორი იქნება დასჯის მეთოდი._ სამივეს ერთდროულად გახედა და თითით ნიკაპი დაიზილა. _ საწოლი. დანარჩენი თქვენმა ქმრებმა და ჯერ კიდევ ცოდვილმა შეყვარებულებმა მოიფიქრონ._ ოდნავ გადაიხარა მარიამისკენ და ყურში დამარცვლით შახსენა ბექას სტატუსი.

-ვაიმე, ნუ გადამაყოლეთ რა! არ მოვყავარ იმ ბიჭს ჯერ ცოლათ და ხომ არ ჩავურძალდები მართლა?

-ნინომ რა ქნა დაგავიწყდა შენ? ბარგით მაიდგა აკოს! _ ხელი გადახვია ზუკამ კანკიას და საფეთქელთან აკოცა._ პირველი რძალი, პირველი პურტყი. _ მუცელზე ოდნავ მიკრა თითი და გაიცინა._ სქესს რა პონტში არ იგებთ?_ გაკვრივებულმა დახედა მასზე ერთი თავით დაბალ ნინოს.

-ჯერ რა დროს სქესია შე ბარტყო. _ გაიცინა მარიამმა და ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო. _ ხო ბექა.

-აუ დაიწყებენ ახლა, ბანალრუად სიყვარულის ახსენებს. _ მობეზრებულმა აიქნია ხელი და მარიამი ხელის კვირთ, მათგან მოშორებით დააყენა. _ ისე რაო შენმა დარტყმულმა ბიძაშვილმა რათ არ მომყავს ეს ანგელოზივით ქალიო?_ მიუბრუნდა ნინოს.

-ეს მეკითხებ მე მაგას. _ გახედა ევას და გაიცინა. _ ტრუსიკის ძმაკაცი შენ ხარ!

-ნუ ახლა მთლად მასეც არ ყოფილა. _ შორს დაიჭირა და შორიახლოს ბიჭების გაჩერებულ მანქანას ხელი დაუქნია. _ ქმრებიც მოვდნენ._ მანქანიდან გადმოლაგებულ ოთხ აყლაყს გახედა და თვალები დააწვრილა. _ სად ხართ ე აქამდე? გაამგიჟეს ამათმა, რამდენს ლაპარაკობენ ტო.

-ეს ვიგინდარა ნახეთ რა. ტვინი აგვხადა! _ დაიწუწუნა კანკიამ და ქმარს მიეხუტა.

ევა ვაკოსკენ წავიდა და ხელები კისერზე მოხვია. იაკობაშვილმა ყვირიმალზე ნელა აკოცა და უკან დაწია ცოლი. კაფეში როგორც ყოველთვის, პირველი ზუკა შევიდა სიტყვით და შემდეგ დანარჩენები. თავისუფალი ადგილი დაიკავა და ფანჯარაში გაიხედა. არასაკმარისი სკამების გამო რამოდენიმე სკამის დამატება მოუწიათ. ვაკო ევას წელიდან ხელს არაფრისდიდებით არ იღებდა. ცოლს უფრო და უფრო მაგრად იკრავდა თავისთან. ევასაც ეს გონისდაკარგვამდე სიამოვნებდა. ერთი კვირა ხდება, რაც მისი ცოლია და უკვე აღფრთოვანებულია. ოჯახური თანაცხოვრება სულ სხვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვაკოს ხასიათიდან გამომდინარე ეგონა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა რაღაცებთან შეგუება, მაგრამ პირიქით. ყველაფერში ეხმარება, რითაც შეუძლია. სამზარეულოშიც კი იტრიალა ერთი ორჯერ ცოლის ხათრით. იმდენი კერძები იცოდა ვაკომ, რომ ევამ გაკვირვება ვერ დამალა. ზოგი ისეთი კერძი დაუსახელა, რომლის შესახებაც არაფერი არ იცოდა. სულ დასცინის ტანსაცმლის დაუთოება არ იციო. მართლა არ იცის. უკვე ორი პერანგი შეიწირა, სწავლის კურსებმა. დილაობით ადგომა ძალიან ეზარება, მაგრამ ქამრი სამსახურში საუზმის გარეშე, რომ გაუშვას სირცხვილით საღამოს სახლში ვერ დახვდება. დედ-მამა ისევ უკან დაბრუნდნენ. მართალია მათ გარეშე დღესაც ძალიან უჭირს, მაგრამ არა იმ დონემდე, რომ ბარში გამოთვრეს და დილით სასტრმოს ნომერში გაიღვიძოს. როგორც ყველა წყვვილს, მათაც უდნდოათ თაფლობის თვეში წასვლა, მაგრამ ვაკოს და ევას სამსახურის გადამკიდე ქალაქში დარჩენა მოუწია. მისკასთან არანაირმა მუდარამ არ გაჭრა, მერე ვაკოს სამსახურიც და ასე. სამაგიეროდ მთელი კვირა ერთად გაატარეს, სამსახურიდან დაბრუნებულები თავიან სახლში შეიკეტებიან და ერთმანეთით თბებიან.

ვაკოს ინიციატივთ იქითა კვირას ბავშვების ოთახის რემონტს იწყებენ. ცოლს ჩანაფიქრი, რომ გაუმხილა ევა ვერ იჯერებდა. ჯერ ორსულადაც არ არის და უკვე ბავშვების ოთახზე ზრუნვა ძალიან ნაადრევი მოეჩვენა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. გააკეთონ რემონტი და ქონდეთ, კაცმა არ იცის რა დროს დაჭირდებათ. მერე დაორსუდლება და ვერაფრსაც ვერ გააკეთებენ. ნინოსთან ერთად ბავშვის მაღაზიებში, რომ დადის სურვილს ძლივს იკავებს ყველაფერი არ იყიდოს და სახლში დააწყოს. იმედი რამ მოსწონს, თანაც ახლა ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ შეუძლებელია გულგრილი დარჩე. კანკიაც ცუდ დღეშია, ჯერ სქესი არ იცის და ვერაფერს ვერ ყიდულობს. ბავშვის ოთახსაც ვერ აწყობენ ნორმალურად.

ამ ხნის მანძილზე ერთხელ მოუწია სახლში მარტო დარჩენა, ვაკო ღამის სმენა იყო და სახლში მოსვლა ვერ მოახერხა. ისევ ვერ მოხუჭა თვალი და მისაღებში დაელოდა ქმარს. ვაკომ უკვე იცოდა სად უნდა ეძება, ცოლი დაპირდაპირ მისაღებში შევიდა. ახლა უკვე არ დავიწყებია, რომ ვაკო მშიერი იქნება და უნდა აჭამოს. სუფრა გაუწყო და მასთან ერთად ისაუზმა.

-დღეს მუშები მოვლენ. _ ამოიჩურჩულა ვაკომ და მის მკერდძე თავდადებულ ცოლს დახედა.

-მე რომ ვმუშაობ. _ ტუჩები მობრიცა და ქმარს სევდიანად ახედა.

-რომც არ მუშაობდე რას გააკეთებდი?_ დაცინა ცოლს და თავზე აკოცა._ არაუშავს მე ვისვენებ და დავაკვალიანებ, მერე თვითონაც მიხედავენ.

-პირველი, რომელს ვიწყებთ?

-ბიჭისას!

^^^

-გავგიჟდები! _ ამოიკვნესა ნერვიულად ნინომ და მუცელზე ხელი მაგრად მოიჭირა._ საშინლად მტკივა! ვაიმე! დაურეკეთ ჩემს ქამრს, მალე მოვიდეს. _ ძლივს ითქვამდა სულს კანკია და აკანკალებულ ხელებს მუცელზე იწყობდა. _ ცოტახანიც დე რა. მოვიდეს მამა! დაველოდოთ._ ჩურჩულებდა თავისთვის და ცრემლებს ყრიდა.

საავადმყოფოს მოსაცდელში აკო გაფითრებული შემოვარდა. ექიმის დახმარებით სამშობიაროში შეიყვანეს. ყველა მოსაცდელში იდგა და ნერვიოლობისგან სულს ძლივს ითქვამდნენ. ევა ოდნავ გამობურცულ მუცელს ეფერებოდა და მეგობრისთვის ლოცულობდა. ვაკო ცოლს გვერით ეჯდა და გამამხნევებლად უსვამდა ხელს მხარზე. ყოველთვის ხალისიანი და გიჟი ზუკაც კი სერიოზული სახით იდგა და ხმას არ იღებდა. ოთო და ბექა გარეთ იყვენენ გასულები. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ გახარებული გამოვიდა აკო და სიცილით გადაეხვია ყველას. << ბიჭიას>> ძახილით აიკლეს საავადმყოფო! ვაკო ძმაკაცის ყურებისას, ნათლად წარმოედგინა, როგორ გაუხარდება მისი პირველი შვილის დაბადება... ან უფრო მეტად! გახარებულმა მუცელზე აკოცა ცოლს და წელში გასწორდა.

^^^

ოთახებით კამყოფილმა გამოიხურა კარები და მისაღებში გავიდა. სავარძელში წვალებით ჩაესვენა და ხელები სახელურებზე დააწყო. ვაკომ ღიმილით გახედა გაბერილ ცოლს და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა. ყოველ საღამოს ტრადიცია აქვთ, რომ ერთად უნდა უყურონ მათთვის საყვარელ გადაცემას. ჭირვეულობამ მეშვიდე თვიდან უმატა ბერიძეს, ყოველ ღამე ახალ ახალი სურვილებით იღვიძებდა და დაფეთებული აღვიძებდა ქმარსაც. ვაკოს მოთმინებით იტანდა, მის ყოველ კაპრიზს და სურვილს. ერთ ღამეში, უამრავჯერ ჩაიყვანა მაღაზიაში და ათასი რამ ამოატანინა, ბოლოს პირი არაფერს არ დააკარა და დაიძინა. გაბრაზებული ვაკო იმ ღამეს დივანზე დაწვა, ცოლისგან მოშორებით. მის ქცევაზე უფრო გაბრაზდა ევა და შემდეგ დღეებში უფრო მომთხოვნი გახდა. ახლა ესმის რატომ წუწუნებდა აკო ყოველთვის. ეს ნინოზე უარესია! ჯიბრით აკეთებს ყველაფერს. << კარგად დაამახსოვრება როგორც ვტანჯე და აღარ მომთხოვს შვილები დამიჩინეო! >> სასაცილოდ ჩაიდუდუღუნებდა ხოლმე ევა.

-როგორ ხართ დე?

-თქვენ რომ კარგად ხართ ჩვენც კარგად ვართ დედიკო. _ ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა ლანამ. _ ადექი დედი დამენახე. _ გამხაირულდა ლანა და გაბერილი შვილის დანახვისას სიხარულის სიცილი აუვარდა. _ რა მალე იბერები დედი.

-როგორი მოუსვენარი და ცელქია, რომ იცოდე გაგიჟდები. ღამე არ მაძინებს ნომრლაურად. დღე კიდევ ფეხების რტყმის მეტს არაფერს არ აკეთებს. _ ყოველდღიური წუწუნი დაიწყო ევამ და ვაკოს ამოტანილი ნატურალური წვენი მოსვა. _ ვაკო. _ მისაღებში გასძახა ქმარს. დაფეთებული შემოვარდა იაკობაშვილი ოთახში და სიდედრს მიესალმა, მერე კი სახე მოღუშულ ცოლს გახედა და ნატურალურ წვენს დაწვდა.

-ხო ვიცი. ოდნავ უნდა გავაციო._ ჭიქას ხელი მოკიდა და ოთახიდან გავიდა.

-რას უშვები შენ მაგ კაცს?_ წარბშეკრულმა კითხა შვილს.

-კარგი რა დედა, რაღაცით ხომ უნდა გავერთო არა?! სამსახური არაო, ის არაო, ეს არაო.

-გათხოვებაც რომ არ გშველის დედა რა გიყო ჰა?_ ამოიგმინდა ლანამ. _ კარგი დედიკო წავედი მე და ჭკუით იყავი, ნუ გააქცევ სახლიდან ქმარს!

მისაღებში გაგორდა და მაცივართან მდგარ ქმარს უკნიდან აეკრო, რამდენადაც ამის საშვალებას შვილი აძლევდა.

-იმ ტემპერატურაზეა როგორც შენ გიყვარს. _ დაასწრო თქმა და ისევ მიტრიალდა.

-ძალიან მიყვარხარ! _ კისერში აკოცა და ხელები ძლის მოხვია.

-ხო გეტყობათ დედა-შვილს როგორც გიყვარვართ.

-რატომ ამბობ ეგრე?_ იწყინა და ქმარს მოცილდა. _ რაც მამა ის შვილი, რა ჩემი ბრალია. _ წარბები აწია და გაკვირვებული მიაჩერდა ქმარს.

-რაც მამაა._ გამოაჯავრა ევას. _ დააბრალა უცებ მამას. მაგ ბავშვის მამას, დედამისის მუცელში ეგეთები არ ჩაუტარებია. რაც დედა ის შვილი!

-გეგონოს! მამაილაა! _ არ ჩერდებოდა ევა და უფრო და უფრო არაზებდა ქმარს.
-ექიმი, რომ არ ვიყო და არ ვიცნობდე მაგ სიმფტომებს, გისვრიდით ფანჯრიდან. _ ღიმილით ჩაილაპარაკა და ცოლისკენ წამოვიდა. ევას სატირლად დაბრეცილი ტუჩები, რომ დაიანხა სწრაფად დასერიოზულდა. _ განა მართლა! რამდენჯერაც დაორსულდები იმდენჯერ ავიტან შენი და ჩემი შვილების კაპრიზებს! იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანები ხართ ჩემთვის! _ ცხივრზე აკოცა და მუცლისკენ დაიხარა. _ შენ კიდევ მამი, ცოტა ჭამე თორემ მანდედან ბეტეერი გამოხვალ._ გააფრთხილა შვილი და მაცივრიდან ოდნავ ცივი წვენი გამოიღო.

^^^

-ყველაზე ლამაზი დედოფალები ხართ!

ცრემლმორეულმა გაიცინა ევამ და მეგობრებს გადაეხვია. მარიამის და ნინოს ქორწილი ზედმეტად ორიგინალური იყო, ორივემ ერთ დღეს გადაწყვიტა ჯვრის წერა. ბიჭებს ამის გამო გადარბენები ქონდათ, ვაკო სახლში იშვიათად იყო. ევა კიდევ ორსულობის ბოლო კვირეებს მაღაზიებში ატარებდა გოგონებთან ერთად.
მცხეთაში დაიწერეს ჯვარი, ხელი თბილისში მოაწერეს. იმდენად ათბობდა ევას მათი ყურება, რომ მთელი დღე თვალი ვერცერთს ვერ მოწყვიტა. გახარებული წინ და უკან დარბოდა და ყველაფერს, აკეთებდა რაც მის მდგოამრეობაში შესაძლებელი იყო. იაკობაშვილი ცოლს ფეხდაფეხ დაყვებოდა ბიჭი არსად გამიგოროო! ბოლო ერთი წელი ძალიან ემოციური იყო თითოეული მათგანისთვის. თვით ზუკაც კი ძალიან მგრძნობიარე გახადა, ამდენი ბავშვის ერთდროულად ბიძობამ. მიუხედავად იმისა,რომ აკოს შვილი არ დაევასა ჩუპაჩუპს მაინც ყიდულობდს სულ.

-სულ ტირის და ლაფშავს იმ ტუჩებს! _ თავს იმართლებდ ხოლმე ნაჭყებია.

ოთოსთანაც მოაკაკუნა სიყვარულმა. სულ გაღიმებული და გალაღებული დადის. ზუკას არც შეყვარებული უნდა და არც ცოლი. ორივეზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

^^^

-ვაკო, შეხედე არაფერი იტკინოს რა.

სამზარეულოდან გასძახა, დივანზე მწოლიარე ქმარს, ევამ და ჭურჭლის რეცხვა განაგრძო. იაკობაშვილი ფეხზე ნელა წამოდგა და შვილის ოთახისკენ წავიდა. პატარა თვალაბ დაჭყეტილი უყურებდა, ზემოთ ჩამოკიდებულ სათამაშოებს და ხელებს ჰაერში უმისამართოდ ათამაშებდა. ვაკომ შვილს დახედა და ხელისგულით ლოყებზე მოეფერა. სულ ცდილობს, რომ კოცნით არ გაგუდოს. თან იმაზეც ნერვიულობს, წვერმა არ დაჩხვლიტოს, ამიტომ ერთი საათი მაინც ატარებს სააბაზანაში. პატარა მამის დანხვამ გაახარა და ხელებთან ერთად ფეხებიც აათამაშა. გახარებულმა თავის ენაზე წაიტიტინა და ხელები მამის მიმართულებით გაიშვირა. ბავშვი ნელა ამოიყვანა საწოლიდან და გულზე მაგრად მიიკრა. მამის მაისურს ორივე ხელით ჩააფრინდა ზუკა. ძალიან ნელი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან და სამზარეულოსკენ წავიდა. ევა სველ ხელებს წინსაფარზე იმშრალებდა და თავისთვის რაღაცას ღიღინებდა. ქმარ-შვილის დანახვით გახარებულმა გაიცინა და პატარას თავზე აკოცა.

-რაო დე? მამიკოს საჩუქარი გავუკეთეთო?_ გაიცინა და ქმარს ბავშვის პამპერსზე ანიშნა._ დღეს შენი დღეა! _ ქმარს ლოყაზე აკოცა და მისაღებისკენ წავდია.

-უსამართლობაა ეს! _ ჩაილაპარაკა და შვილი განზე გაწია. _ შენ კიდევ შემოხვალ დღეს საღამოს ოთახში! _ დაემუქრა ცოლს და შვილთან ერთად ოთახში გაუჩინარდა.

-შენც არ გამაოცო!


ქმარზე ადრე შეიძურწა საძინებელში და საწოლში დაღლილი დაწვა. ღამით ბავშვს ყოველთვის ვაკო აძინებს, თუ ამის საშვალებას სამსახური აძლევს. ვაკოს მხარეს გადატრიალდა და ცარიელ ადგილს ხელი დაუსვა. როგორი ბედნეირი გახადა იაკობაშვილმა. რამდენი რამ აჩუქა ამ ერთი წლის განმავლობაში. სიყვარული და ამ სიყვარულის ულამაზესი ნაყოფი. ქმრის მიმართ პატივისცემა და სიყვარული დღითიდღე იზრდება. სამსახურიდანაც წამოვიდა, ვაკომ რომ თხოვა. სხვანაირად ვერ შეძლებდა ბავშვის აღზრდას, ძიძაზე კი კატეგორიული უარი განაცხადა. არ ენდობა! ოთახში ნელა შემოპარულ ქმარს, თვალებმოჭუყულმა გახედა და გაიცინა. იაკობაშვილმა ნაბიჯს აუჩქარა და ცოლის გვერდით სწრაფად შეწვა. ხელები მხრებზე მაგრად მხოვია და თავისთან მიაჩოჩა. თვალებდახუჭული უსემდა ვაკოს გულისცემას და უხაროდა! უხაროდა აქამდე, რომ მოვიდნენ! ყველაზე მეტად ვაკოს მასში არსებობა ახარებდა. ქმრისკენ აიწია და გაღიმებულ ბაგეებზე ხმაურით დაუტოვა კოცნის კვალი.

დილით ბავშვის ტირილმა გამოაფხიზლა ცოლ-ქმარი. სწრაფად წამოხტა ფეხზე ევა და შვილის ოთახისკენ სირბილით წავიდა. პატარა ზუკა ხელებს ჰაერში ათამაშებდა და ოდნავ ჩაწითლებულ თვალებს აფახუნებდა. შვილი გულზე მიიხუტა და საძინებლისკენ წავიდა. ვაკო უკვე ამდგარი დახვდა და ემზადებოდა. ქმარს ლოყაზე აკოცა და ბედნირი დღე უსურვა. იაკობაშვილმა ცოლ შვილი ჩაკოცნა და სამსახურში წავიდა. ტრადიციულად დილის საათებში ნინოს და მარიამს ელოდებოდა. მისაღებში ბავშვი ეტლში ჩასვა და თვითონ საჭმლის გამზადება დაიწყო. ჭამის მადა აქვს, საოცარი. მთელი დღე, რომ აჭამო უარს არ იტყვის. კარებზე ზარის ხმამ ამცნო რომ გოგონები მოვიდნენ. კარებს იქით თავისი პატარა ნათლული დედასთან ერთად და ოდნავ გაბერილი მარიამი იდგა.

-დღეს საღამოს დედასთან მივყავარ ბექას.

-მერე შეძლებ მგზავრობას?

-სულ რომ სული გამძვრეს მაინც წავალ! _ გაიცინა მარიამმა და ზუკას ლოყაზე უჩქმიტა._ რა მალე იზრდებიან, ვგიჟდები რა.

-და ვირდებიან! _ გაიცინა ნინომ და შვილს პირისკენ წაღებული ზუკას სოსკა გამოართვა. _ ყველაფერს პირში იყრის, მეშინია რამე არ აიკიდოს.

-ხვალ ზუკა მიმყავს შემოწმებაზე და წამოიყვანე.

-დამირეკე და წავიდეთ ხო.

-ზედმოჭრილი აკოა. _ კანკიას სუსტი წერტილი იცის ევამ და შანს ხელიდან არ უშვებს. გაბრაზებულმა გახედა მეგობარს და წარბები შეყარა.

-ჩემი პატარაობაა სულ!

-ნუ იცით ხოლმე დაბრალება. აკოს პატარაობის სურათები მაინც არ გაქვს ნანახი?

-ზუკა ალიკვალი ვაკოა! _ გამოაჯავრა და პატარას მოეფერა.

-ვიცი და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. მამიკოსავით სიმპათიური ვიქნებითო. _ გაიცინა და შვილს გემრიელ ყელში აკოცა.

^^^

საღამოს ყველა ერთად ისხდნენ და ძველ ამბებს იხსენებდნენ. მარიამის და ბექას წასვლა ერთი დღის მეგობრებმა გადადეს. პატარებიც თან ყავდათ, სახლში ვერავის ვერ დაუტოვეს და თან წამოიყვანეს. ოთომაც გააცნო მეგობრებს თავისი რჩეული. ძალიან მეგობრული და თბილი გოგო არმოჩნდა ნატო, ადვილად გაუგო გოგონებს. მთელი სარამო პირი არ გაუჩერებიათ, ქალური სამყაროს ყველა თემა განიხილეს. ევამ ფეხზე ამდგარ ქმარს ახედა და გაიცინა.

-ცხოვრებაში პირვლად მინდა სიყვარულის სადღეგრძელო დავლიო! უკანასკნელადაც! პირველ რიგში მინდა ზოგადად სიყვარული დავლოცო. მერე მისი შემადგენელი ნაწილები! საყვარელი ქალის სიყვარული, სულ სხვა რომ არის დამეთანხმებით. ვერაფერი ვერ შეედრება, როცა გრძნობ რომ ის ვისაც ამდენხანს ეძებდი შენთან არის! ჩემი ცოლი ჩემთვის იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე ეს გარედან ჩანს. დარწმუნებული ვარ თქვენც ასე ხართ. სხვანაირად ჩვენ ვერ შევძლებთ და იმიტომ. ბავშვობიდან ყველაფერს ცოტა სხვანაირად ვიგებდით. სიყვარულით ადამიანებს ძნელად, მაგრამ ყველაზე მაგრად ვიყავრებდით. ჩემი და ევას გაცნობა იმაზე საბედისწერო აღმოჩნდა ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი. ამაზე აღარ დავკონკრეტდები, მთავარია, რომ აღმოვაჩინე და უფლის მადლობელი ვარ. უფლის და ევას მშობლების! ჩემს ბიჭებს გაუმარჯოთ. რომლებიც ამ ქვეყნად ყველას და ყველაფერს მირჩევნია. იმ წელებს დავლოცავ ერთად, რომ გვატარეთ და მოვრჩები. თორემ ძალიან გამიგრძელდება და გავბანალურდები, ჩემს ცოლს კიდე არ მოსწონს ზედმეტად ბანალური ქმარი. ჩემს რძლებსაც დავლოცავ მარტო იმიტომ, რომ ამ ადამიანების გვერდით არიან და აბედნირებენ. ბოლოს კიდევ ამ ორ უსაყვარლეს არსებას დავლოცავ. ჩემს ვაკოს და ზუკას. ცალ-ცალკე მათი დალოცვა არ გამოვა! ერთად უნდა დაიზარდნონ ჩვენსავით. ერთმანეთის გატანა უნდა შეეძლოთ სულ ბოლომდე, მამებივით. იმედია ის პატარაც მალე გამოძვრება და ერთად ჯიგრულად იქნებიან ბილომდე! დავიღალე... ზუკა ძმობას გაფებ ამდენს როგორ ლაპარაკობ ხოლმე?_ გაიცინა და გვერდით მჯდომ ძმაკაცს ხელი მხარზე მაგრად დაარყა.

-მე ცოლი არ მყავს, ასე რომ უფრო ჯანიანი ვარ!

ოდნავ გადაიწია ევა ქმრისკენ და ნიკაპზე ტუჩები მიადო, მერე ოდნავ ზემოთ აიწია და ყურთან გააჩერა სისხლისფერი ტუჩები. ოდნავ გაპობილი ბაგეებმა სიყვარულით გაჟღენთილი ხმით ჩაილაპარაკა.

-მადლობა მთვრალი ღამისთვის!
****
ესეც მორიგი ძალიან ძველი ისტორია... იმედია ისიამოვნეთ. <3
"ღამის ქალის" დასასრულიც ვეცდები რომ მალე დავდო. <3 ბოდიში. <3



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვაიმეე როგორ გგამახარე შენი დაბრუნებიით უმაგრესი გოგოხარ

 


№2  offline მოდერი მე♥

სტუმარი მარიამი
ვაიმეე როგორ გგამახარე შენი დაბრუნებიით უმაგრესი გოგოხარ

ძალიან დიდი მადლობა... უზომოდ მიხარია თუ გაგახარე<3
--------------------
ა.ა

 


№3  offline წევრი მალუ

საოცრება ხარ♡ ძალიან მომეწონა ძალიან :*

 


№4 სტუმარი სტუმარი Lia

Ratom migvatoe didi xnit.
Zalian gamexarda sbeni dabruneba.kargi istoriaa.
Agar daikargo,rom migvahvie shen sheudarebel istoriebs sulmoutqelad velodebi axal motxrobas.
Sikvarulit lia Italiidan ❤❤❤

 


№5 სტუმარი მკითხველი

ზოგადად ცუდად არ წერ, ვკითხულობ ხოლმე შენს დაწერილებს მაგრამ შენი ქალების საერთო თვისებაა სამზარეულო და საწოლი, იმის იქეთ არ იხედებიან ხოლმე. არ მოგატყუებ და ეგეთი ქალები ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია

 


№6  offline მოდერი მე♥

მალუ
საოცრება ხარ♡ ძალიან მომეწონა ძალიან :*

ძალიან დიდი მადლობა.❤️❤️❤️❤️
სტუმარი Lia
Ratom migvatoe didi xnit.
Zalian gamexarda sbeni dabruneba.kargi istoriaa.
Agar daikargo,rom migvahvie shen sheudarebel istoriebs sulmoutqelad velodebi axal motxrobas.
Sikvarulit lia Italiidan ❤❤❤

სამწუხაროდ ახალს ვერაფერს ვწერ, ეს ისტორიებიც ძალიან ძველია... დიდი მადლობა, უზომოდ მიხარია თქვენი ხოლვა ისტორიის ბოლოს.❤️❤️❤️
მკითხველი
ზოგადად ცუდად არ წერ, ვკითხულობ ხოლმე შენს დაწერილებს მაგრამ შენი ქალების საერთო თვისებაა სამზარეულო და საწოლი, იმის იქეთ არ იხედებიან ხოლმე. არ მოგატყუებ და ეგეთი ქალები ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია თუ კითხულობ.
რეალურად სულაც არ არიან სამზარეულოში და საწოლში გამოკეტოლები, არ ვამბობ რომ ისტორიას უნდა ჩაუღრმავდე ეს რომ გაიგო, მაგრამ ყველა მათგანს აქვს თავისი საქმე, თუ არ ჰქონდათ იჩენენ და სახლში ყოფნის გარდა სხვა რამითაც კავდებიან.
თუმცა სულაც არ მიმაჩნია ცუდად სახლში ძალიან დიდ დროს რომ ატარებენ და სამზარეულოშიც ტრიალებენ, + საწოლშიც.
ქალმა ყველაფერი უნდა აკეთოს გათხოვილი და დაოჯხებული იქნება თუ არა მაგას არ აქვს მნიშვნელობა! ❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ალბათ ძალიან დიდი ხანია არ წამიკითხავს შენი ისტორიებიი...
ძალიან მომეწონა... კარგი წერის სტილი გაქვს

 


№8  offline მოდერი მე♥

terooo
ალბათ ძალიან დიდი ხანია არ წამიკითხავს შენი ისტორიებიი...
ძალიან მომეწონა... კარგი წერის სტილი გაქვს

მადლობა, გამიხარდა შენი აქ ხილვა.❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

მმმმმმ ძალიან ძალიანნ მაგარი იყოო ნომეწონაააა

 


№10  offline მოდერი მე♥

ნარჩიტა
მმმმმმ ძალიან ძალიანნ მაგარი იყოო ნომეწონაააა

დიდი, დიდი მადლობა, უზომოდ მიხარია. <3
--------------------
ა.ა

 


№11  offline წევრი Encore

სულ, როცა მსგავსი შინაარსის რომანს ვკითხულობ, ან ამ, ან სხვა საიტზე, (ვგულისხმობ ქალიშვილობის დაკარგვა-არდაკარგვას) მინდა მთელ ხმაზე სიმწრით გავიცინო. ასეთი მდგომარეობა, როგორ უნდა იყოს, ღმერთო ჩემო! უფსკრულში ვცხოვრობთ და ვერ მივმხვდარვართ და ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ჩვენ დავუშვით ასეთი სამარცხვინო დისკრიმინაცია, ერმა.
ანასტასია, რა თქმა უნდა შენ არ გეხება ზემოთ დაწერილი. მე მესმის, რომ შენ კარგად იცი საქართველოში დღესდღეობით რა სიტუაციაა და სწორედ აქედან გამომდინარეობდა რომანის შინაარსი.
წერის სტილს რაც შეეხება, მომწონს მსუბუქი რომანები. ამას სულ ავღნიშნავ, როცა საშუალება მაქვს ხოლმე.
პერსონაჟებიც მომეწონა.
კარგი გოგო ხარ შენ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent