ისევ გამოიზაფხულებს (თავი 1)
პროლოგი - ერთად? - ერთად. ხმა გაწყდა. შრიალი. - ელე! აქ ხარ? ელეეე!!! შრიალი. კვლავაც სიჩუმე. - მიპასუხე! ელეე! ელეე!!! შრიალი. არაფერი. აღარაფერი. ხანდახან ხდება ისეთი რაღაცები, რაც არ უნდა მომხდარიყო, ყოველ შემთხვევაში, ჯერ, რადგან ეს რაღაც ბევრად უფრო ადრე მოხდა ვიდრე საჭიროება მოითხოვდა. მაგალითად, სიკვდილი. 14 წლის მოზარდის სიკვდილი. მოზარდის, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს. უფრო სწორად ჰქონდა....... თავი 1 2016 წლის 18 მაისი, უბედური შემთხვევა. უამინდობის გამო ლონდონისაკენ მიმავალი თვითმფრინავი ჩამოვარდა. მგზავრებს შორის არიან გადარჩენილები, მაგრამ, სამწუხაროდ, დაღუპულია პილოტი და 40 მგზავრი. მათ შორისაა 14 წლის გოგონა. სიბნელე, სიცარიელე...... როდესაც გონს მოვედი, აღმოჩნდა, რომ ჩემს ოთახში ვიყავი, ჩემს საწოლზე, ჩემს ვარდისფერ, ფუმფულა გადასაფარებელზე ვიწექი. იმდენად მშვიდად ვიყავი, იმდენად, რომ ერთხანს ყველაფერი, მთელი ეს უბედურება სიზმარი მეგონა იქამდე, სანამ ოთახიდან გამოსულს აცრემლებული დედაჩემი არ შემომეგება და გულში ჩამიკრა. მხოლოდ ამის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ყველაფერი შეიცვალა, ან პირიქით, აღარაფერი შეიცვლებოდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. ხანდახან მგონია, რომ სამყარო ძალიან სასტიკია, მგონია რომ ამ სამყაროში ყოველთვის ყველაფერი ცუდადაა, ყველა უბედურია და რომ ბედნიერება ერთხელ და სამუდამოდ გაქრა და მის მიერ დატოვებული ყოველგვარი კვალიც წაშალა. ოთახის კარი ჭრიალით გაიღო, ზღურბლზე დედაჩემი იდგა. - რა გინდა ? - კირა, ვიცი, რომ... - რა გინდა ?! - მე უბრალოდ მინდოდა მეკითხა, ხვალ ელიანას პანაშვიდზე ხომ არ წამოხვიდოდი? - არა - მოკლედ მოვუჭერი. - კი, მაგრამ გამომშვიდობება..... - არა მეთქი, არა! - ისევ უხეშად გავაწყვეტინე. დამშვიდობება. ვერ ვიტანდი ამ სიტყვას. უბრალოდ, არ შემეძლო მას დავმშვიდობებოდი. არ შემეძლო მისი გაშვება. არ შემეძლო იქ მისვლა და მისი დამწვარი სხეულისა და სახის ცქერა. ვერ შევხედავდი მის მშობლებს ასე გულგრილად თვალებში თითქოს არაფერი მომხდარიყოს. - კირა საყვარელო! ვიცი, რომ ძალიან გჭირს - დედა გვერდით მომიჯდა და თმაზე ხელი ჩამომისვა. - ვიცი, მაგრამ შინი იქ მისვლა საჭიროა, უფრო მეტიც, აუცილებელიც კი. შენ მას საბოლოოდ უნდა დაემშვიდობო. წამოდგა და ოთახიდან გავიდა. მეორე დილით კი უკვე მანქანაში ვიჯექი და ელეს სახლისაკენ მივემართებოდი. მანქანა გაჩერდა. უკვე ადგილზე ვიყავით. ფანჯრიდან გავხედე სახლს, მუდამ მხიარულებით სავსეს, ახლა კი მწუხარებით აღვსილს. მანქანიდან გადასვლის წინ ღრმად ჩავისუნთქე. სულ რაღაც ერთი თვის წინ მე და ელე გვერდიგვერდ ვისხედით და გაკვეთილზე სიცილით ვიგუდებოდით. ვერასდროს, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთი თვის შემდეგ მის სახლში სამძიმრის სათქმელად და მასთან გამოსამშვიდობებლად მომიწევდა მოსვლა. როდესაც სახლში შევედი, სადაც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი მისი სურნელი, უცნაური გრძნობა დამეუფლა, გრძნობა, რომელსაც ერთხანს სახელი ვერ დავარქვი, მაგრამ როცა ჩემს სველ ხელებს დავხედემივხვდი, რომ ეს იყო შიში. დიახ, შიში! ოღონდ სულ სხვა, ჩვეულებრივი შიშისაგან განსხვავებული. შიში მისი სამუდამოდ გაშვების, სამუდამოდ დაკარგვის, მარტო დარჩენის შიში. მაშინვე მომინდა იქიდან გამოვქცეულიყავი, გაურკვეველი მიმართულებით წავსულიყავი და მანამდე მერბინა სანამ ფეხები არ გამისისხლიანდებოდა, სანამ სირბილის ძალა შემწევდა, მაგრამ ამას უბრალოდ ვერ ვახერხებდი, მხოლოდ ერთ ადგილს, ერთ წერტილს ცარიელი თვალებით მიშტერებული გაუნძრევლად ვიდექი. გონებაში ელეს სადიდებელი და შესამკობი უამრავი სიტყვა მიტრიალებდა, როდესაც მთხოვეს გამოსამშვიდობებელი სიტყვის თქმა, უარი განვაცხადე. სახლიდან გამოსვლის წინ ელიანას დედამ შემაჩერა. უსიტყვოდ რაღაც საკმაოდ მძიმე ყუთი გადმომცა. მაშინვე მივხვდი რაც იყო. ელეს ნივთები.შემდეგ ხელზე ხელი მომკიდა, ოდნავ მომიჭირა და გამიშვა, თითქოს ოდნავ გამიღიმა კიდეც, მაგრამ საპასუხოდ ღიმილი ვერ შევაგებე. მერე კი წავიდა, წავიდა ისე, რომ არცერთი სიტყვა არ უთქვამს, მაგრამ ყველაფერი მის ცრემლიან თვალებში ამოვიკითხე, ამოვიკითხე ის ტკივილი, მონატრება, სიყვარული და შიში რასაც ახლა მე ვგრძნობდი, რაც ახლა შიგნიდან მჭამდა, მკლავდა. სახლიდან გამოსულს გრილი და თან სითბოთი სავსე ნიავი მომელამუნა სახეზე, ნიავი, რომელიც ზაფხულის მოახლოვებას მოასწავებდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ დედაჩემი ცდებოდა, რომ გამომშვიდობება მასთან განშორების გზა არ იყო, მე მას ვერასოდეს გავუშვებდი და ვერც ვერავინ მაიძულებდა ამას. თითქოს მუჭში მოვიქციე მისი სულის ერთადერთი სულ პაწაწინა ნაწილი და გულის სიღრმეში დავმალე, რათა არავის წაერთმია. სახლში მისვლისთანავე ჩემს ოთახს მივაშურე, ელეს ნივთებით სავსე ყუთი საწოლზე დავდე და მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემში ჩაბუდებული ტკივილი იმდენად გაზრდილიყო, რომ გარეთ გამოსვლას, ამოხეთქვას ლამობდა. აქამდე ცვარი ცრემლიც არ წამომსვლია, თითქოს მთელი გული გამქვავებოდა, ახლა კი ვიგრძენი, რომ მთელი სახე ცრემლებს დაესველებინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.