შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ილიანი" (თავი 15)


26-11-2017, 18:44
ავტორი naattii
ნანახია 1 792

მრავალი გადაჯდომა-გადმოჯდომის შემდეგ, როგორც იქნა გერმანიაშიც ჩავაღწიეთ, ალბათ დაახლოებით ღამის პირველ საათზე. მიუხედავად იმისა, რომ აქ დაბრუნებაზე ლამის ვოცნებობდი უკვე ვნანობდი ჩამოსვლას, თითქმის სახლში მისულმა აღმოვაჩინე, რომ ვიღაცას გავექურდე, 400 ევრო მოპარული ფული და პლიუს ტანსაცმლის ნაწილი, ისე გავმწარდი არც ვიცოდი რა გამეკეთებინა, მაშინვე პოლიციაში დავრეკეთ და ღამის 4 საათამდე წინ და უკან დავდიოდით. უშედეგოდ. ვერაფერი იპოვეს, ავტობუსის კამერაში სახე კარგად არუჩანდა და ვერ გაიგეს ვინ აიღო. ნერვიულობაზე ერთი კვირა სიცხეები მქონდა, სულ მთლად გამოვიფიტე, თუმცა ამ ამბავს არ ვამხელდი, ვერასდროს გავუმხელდი მშობლებს თქვენი წვალებით ნაგროვები ფული დავკარგეთქო. უნივერსიტეტი ძალიან მოგვეწონა, სტიპენდიაც მალე დაგვერიცა, თუმცა დაგროვებას ვცდილობდით, თითქმის მთელი ევროპა მქონდა შემოვლილი, იტალიის გარდა და იქ მინდოდა გამგზავრება. ვერ მოვითმინე და 2 დღით ბერლინს ვესტუმრე იქვე გაცნობილ ქართველ გოგონებთან ერთად. ღამით სასტუმროში დაწოლის ნაცვლად კიდევ ერთი თავგადასავალი და მთავარ სადგურზე დარჩენა გვინდოდა მაგრამ გიორგიმ თავი გაიგიჟა, არ გადამრიო რამე არ მოიწიოო, ალბათ ეგონა ბერლინის მთავარი სადგური ქუთაისის მთავარი სადგურივით მიყრუებული იყო და მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით, განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ბერლინის სადგური 5 სართულიდან შედგებოდა, რომლის ყოველ სართულზე ფირმა მაღაზიები, მაკდონალდსი და უამრავი გასართობი ადგილი იყო, მატარებლები ლამის ჭერთან მიმაგრებული ლიანდაგებიდანაც კი ჩამოდიოდნენ.
გაინტერესებთ გიორგის გარეშე როგორ ვძლებდი? ვერ ვძლებდი. დილით გაღვიძებისთანავე ინტერნეტი ჩართული მქონდა, სულ კამერით ვსაუბრობდით, თითქმის აღარ მუშაობდა იჯდა და მე მესაუბრებოდა, რაცარუნდა დაკავებული ყოფილიყო ჩემ ზარს ყოველთვის პასუხობდა, დაძინების დროსაც ერთად ვიძინებდით, ტელეფონს ისე ვიდებდი თითქოს ჩემს გვერდით იწვა. იმდენად გადაღლილი იყო, პირველი თითქმის სულ მას ეძინებოდა, მეც ჩაძინებამდე მის სუნთქვას ვუსმენდი, სახის თითოეულ ნაკვთს ვეფერებოდი შორიდან და გონებაში ვითვლიდი კიდევ რამდენი დღე იყო დარჩენილი მის ნახვამდე. ტერაქტებს ჯერჯერობით მშვიდად ვიტანდით, თუმცა საფრანგეთში მომხდარმა აფეთქებამ დიდი აჟიოტაჟი და დაცვის გაძლიერება გამოიწვია. ხალხიც ასე თუ ისე ერიდებოდა მაინდამაინც ხალხმრავალ ადგილას სიარულს.
ერთ დღესაც ტრანსპორტით სახლისკენ მივდიოდი გიორგიმ რომ დამირეკა, გამიკვირდა, იმიტომ რომ ყოველთვის ინტერნეთის ვსაუბრობდით და ამ ნომერზე თითქმის არასდროს მირეკავდა, თუ რაიმე სასწრაფო არიყო. გაკვირვებულმა ვუპასუხე, თვითონ კი უფრო აღელვებული ხმა ქონდა:
-ნია სად ხარ?
-ტრანსპორტში პატარა რა ხდება?
-ტრანსპორტში სად, რა ადგილთან, ცენტრთან ახლოს ხარ?
-არა გიორგი სახლისკენ მიდის, რამდენიმე წუთის გამოცილებული ვართ ცენტრს. რახდება?
-ძალიან გთხოვ უბრალოდ სასწრაფოდ მიდი სახლში, სირბილმაც კი რომ მოგიოწიოს ორივე სასწრაფოდ მიდით სახლში, უბრალოდ მენდე და სწრაფად გთხოვ.
-კარგი გიორგი_და გაკვირვებულმა ავხედე თამარს.-სასწრაფოდ სახლში მიდით ორივეო, ნეტა რახდება? აი 5 წუთში მივალთ და გავიგებთ, ცოტათი თამარიც აღელდა, კორპუსთან ლამის მართლაც სირბილით მივედით და ლიფტში ჩემი სართულის ღილაკს ხშირ-ხშირად ვაჭერდი თითქოს დავაჩქარებდი. გიორგი უკვე მესამედ მირეკავდა და მართლაც მაშინებდა. თამარიც ჩემთან შემოვიდა და ინტერნეტი ჩავრთეთ. შიშისგან ორივეს გაგვაცია. ზუსტად ის ადგილი სადაც 15 წუთის წინ ვიყავით უშიშროებას ქონდა შემოკავებული და ბომბს ეძებდნენ, სკამზე დავჯექით და ერთმანეთს გადავხედეთ. კიდევ კარგი ტყუილი აღმოჩნდა და მალევე გამოაცხადეს, რომ ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა. გიორგის შემორიგებას მთელი კვირა მოვუნდი, მთხოვდა მაშინვე წამოვსულიყავი, მაგრამ ისედაც ერთი თვე მქონდა დარჩენილი და გამოცდებს ვერ გავაცდენდი. იტალიის გაგონებაც არ უნდოდა, ადამიანს აღარ ვგავარ ნერვიულობით და გინდა კიდევ დამიმატო?დამიბრუნდი და ერთად წავიდეთო მეხვეწებოდა. თამარმა იტალიაში წასვლა შეყვარებულთან ერთად გადაწყვიტა და ბილეთებიც დაჯავშნა, მე კი მართლა არ მინდოდა ზედმეტი მომსვლოდა და ამჯერად დავუჯერე გიორგის და იტალიის ნაცვლად საქართველოში წამოსასვლელი ბილეთი ვიყიდე.
რასაკვირველია ყველაფერი ასე იოლად არ ჩაივლიდა, ბილეთი 18 ივლისისთვის დავჯავშნე, რა თქმა უნდა თურქეთის გავლით, გერმანიიდან თბილისში პირდაპირი რეისები ან არ არსებობდა ან ისეთი ძვირი ღირდა ჩემნაირი მოკვდავი რომ ვერ შეწვდებოდა, 16 ივლისს კი თურქეთში სამოქალაქო გადატრიალება დაიწყო, ალბათ ყველას ახსოვს ის კადრები რაც იმ პერიოდში გავრცელდა, თამარი მის შეყვარებულს ნერვიულობდა რომელიც იმ წუთას ზუსტად თურქეთის აეროპორტში იცდიდა რომის რეისზე გადასაჯდომად, მე კი ჩემს რეისს ვგლოვობდი ორი დღის შემდეგ რომ იყო და არავინ იცოდა აეროპორტს გააგრძელებინებდნენ მუშაობას თუ არა. 2 საათში გამოცხადდა, რომ აეროპორტი დახურეს და ყველა რეისი გადადეს. თამარი მობილურზე გაცხარებით საუბრობდა და სკამზე მოწყვეტით დაეცა. გული გამისკდა, მივვარდი წამოსაყენებლად თუმცა ბედნიერებიდან ტიროდა, გაუსწრია, მისი თვითმფრინავის შემდეგ მხოლოდ ერთს მისცეს აფრენის უფლება და ჩაკეტეს, მოუსწრიაა. გახარებული გადამეხვია, მეც ვულოცავდი მშვიდობას. იმ ღამეს არც მე არც გიორგის და არცერთ ოჯახის წევრს არ გვიძინია, ჩემები ჩუმად მიცდიდნენ იმიტომ რომ ჩემი და უკვე დღე-დღეზე ელოდა პატარას და ანერვიულება არ შეიძლებოდა. ბერლინში ისე წავედი არც ვიცოდი რა მელოდა, ამჯერად მატარებელს ავტობუსი ვარჩიე და მთელი ღამე გზაში ვიყავი, ნერვიულობით ვერ ვიძინებდი, ჩემები კი არ ჩანდნენ, ამაზე ნერვიულობა მიორმაგდებოდა. ათი წუთის ჩათვლემილი ვიქნებოდი ტელეფონის ვიბრაციამ, რომ გამომაფხიზლა. ბავშვობის მეგობარი დეიდობას მილოცავდა!!!
გაოცებული დავყურებდი ეკრანს და კივილს დავიწყებდი ავტობუსში რომარ ვყოფილიყავი... სასწრაფოდ გადავურეკე დედაჩემს რა ხდებათქო, მაშინვე მითხრა კარგად არიანო, არ ველაპარაკებოდი როგორ არ მითხარითთქო მაგრამ შემეცოდა ისედაც იმდენს ნერვიულობდიო. ცრემლები მომერია, ჩემმა პაწაწინამ ერთი დღე არ დამიცადა, რამდენიმე საათში იმედი მქონდა ქუთაისში ვიქნებოდი და რაიქნებოდა რომ მოეცადა, მეც მინდოდა ეზოში მომლოდინე ხალხს შორის ვყოფილიყავი. უკვე ლამის ხმით ვტიროდი ბედნიერებიდან, ერთი სული მქონდა ჩემს პაწაწინას როდის ჩავიხუტებდი.
როგორც იქნა აეროპორტამდეც მივაღწიე, 2 საათი მოცდა მიწევდა სანამ ჩემს რეისზე რამე გამოცხადდებოდა, მემგონი ჩემი ოჯახი უფრო ნერვიულობდა ვიდრე მე. ჩემოდანზე დამჯდარი ეკრანს და საათს თვალს არ ვაცილებდი ვითომ ასე ვაიძულებდი სწრაფად ემუშავათ. დრო გადიოდა და ჩემი რეისი არსად ჩანდა. შემეშინდა, გადადებული რომ ყოფილიყო რაუნდა მექნა? ბოლოს აღმოჩნდა რომ ტერმინალი შეეცვალათ და მეორე შენობაში უნდა გავქცეულიყავი ჩასხდომა ათ წთში დაიწყებოდა. მივუსწარი და შვებით ამოვისუნთქე. თურქეთის აეროპორტს ვერ იცნობდით, პოლიციის თანამშრომლები ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ და ყველას ორ-ორჯერ თავიდან ფეხებამდე ჩხრეკდნენ, ყველა შიშით იჯდა, არავინ იცოდა წინ რა ელოდათ. არ მჯეროდა მაგრამ 5 საათის შემდეგ თბილისს დავყურებდი და ადგილზე ვერ ვჩერდებოდი, 20 წუთიც და სამშვიდობოს ვიგრძნობდი თავს. როგორც იქნა პასპორტის კონტროლი გავიარე, ჩემოდანი ავიღე და მომლოდინე ხალხთან გამოვედი. პირველი მამაჩემი დავინახე, გვერდით ჩემი ბიძაშვილი ედგა, მათ უკან კი გიორგი მიცდიდა, ამოისუნთქა როგორც კი უვნებელი დამინახა და შვებით თვალები დახუჭა, მამაჩემს და მარიკუნას გადავეხვიე და გიორგი ბოლოსთვის შემოვინახე.
-პირობა შევასრულე და შენი გოგო უვნებელი დაგიბრუნე_ჩუმად ვუჩურჩულე ყურში და ხელები უფრო მაგრად მომხვია. ქუთაისისკენ წავედით, გზაში ჩემს პაწაწუნაზე ვსაუბრობდით და მამიკოს ვეჩხუბებოდი ვერ შემომირიგებთ იცოდეთთქო. სახლში მისულმა უბრალოდ გადავივლე, გამოვიცვალე და გიორგის დაველოდე, დაძინება არც მიცდია, ისედაც დიდხანს ვოცნებობდი მის ნახვას წესიერად. სიგნალზე გარეთ გავედი და გიორგი თეთღი და წითელი ვარდების თაიგულით დამხვდა და მაგრად გადამეხვია. წვიმას იწყებდა მაგრამ ვის აინტერესებდა. მოწამეთაში წავედით სანთლები რომ დაგვენთო, იქედან გამოსულები იქვე ერთ-ერთი სოფლის ასახვევთან გავჩერდით და უერთმანეთოდ გატარებული თვეების ანაზღაურებას ვცდილობდით, თავი ჩემ კალთაში ედო და თმაზე ვეფერებოდი, ყველაფერი იმდენად იდეალურად იყო თვალები დავხუჭე და ვინატრე მთელი ცხოვრება ასე გავჩერდები რომ შემეძლოსთქო. წვიმამ გადაიღო ახალი იდეა რომ მომივიდა:
-ადექი რა გიორგი წამო.
-სად ნია წვიმს.
-ხომ გინდა რომ ეს დღე სამუდამოდ დაგვამახსოვრდეს? ხოდა წამო._ სიმღერები ბოლო ხმაზე ჩავრთე და საცეკვაოდ წავიყვანე, გრძელი თმა მალევე დამისველდა და აქეთ-იქეთ იოლად ვეღარ ვიქნევდი, გიორგი ბედნიერად გაღიმებული სახით მიყურებდა და ეღიმებოდა. ცოტა ნელ სიმღერაზე ხელი მსტაცა გულზე მიმიკრა და ხელები მაგრად შემომხვია, ნელა ვირწეოდით თავსხმა წვიმაში და ძლივს მესმოდა მისი ჩურჩული:-როგორ მენატრებოდი ჩემო არანორმალურო, იმისთვისაც კი ორჯერ მეტად მიყვარხარ რომანტიული ფილმიდან ამოღებული ბანალური სცენა რომ გავიმეორეთ და ჩემ გულში წარუშლელი კვალი დატოვე. თავი ამაწევინა და სველ ტუჩებს მონტრებული დააცხრა, რამდენი ღამე გვიოცნებია ამ მომენტზე ისევ რომ შეძლებდა ჩემს შეხება, მაგრამ ეს არცერთ წარმოდგენას არ შეედრებოდა, ისე მთელი გრძნობით მკოცნიდა მეგონა პირველად და უკანასკნელად მკოცნისთქო, ჩემს წელზე ხელის შემოხვევამ და ჩემი ხელის მის კეფაზე და თმაში სეირნობამ წამომაკვნესა და ორმაგი ვნებით მაიძულა მეკოცნა. ჰაერი რომ აღარ გვეყო გამიშვა და ისევ გულზე მიმიკრა. მთელი ძალით მიხუტებდა და მთელი გულით ვგრძნობდი რომ საშიში აღარაფერი იყო. მე სახლში ვიყავი.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორც იქნა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent