შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შევუყვარდი მაფიოზს...თავი 9


27-11-2017, 23:32
ავტორი ana_aneta
ნანახია 3 703

მალევე მოვეგე გონს და გავაცნობიერე რომ ეს სამუშაო ეთიკას ძალიან ცდებოდა.სწრაფად მოვიშორე მისი ხელი და სააბაზანოსკე წავედი. რას აკეთებ ანა? გაკვირვებულმა ვკითხე ჩემ თავს და სარკეში ანარეკლი შევათვალიერე, არ ვგავდი იმ გოგოს რომელიც აქ ჩამოვიდა, აქამდე არცერთ კლიენტთან ასეთი ახლო ურთიერთობა არ მქონია, მიუხედავად იმისა რომ შემოთავაზებები ბევრჯერ იყო.ამაზე არასოდეს წავსულვარ. ახლა რა მჭირს ვერ ვხვდები, რატომ არ შემიძლია მტკიცე უარი ვუ|თხრა და ისე წავიდე აქედან რომ მასზე ფიქრიც კი არ გამყვეს.
სინამდვილეში არ მადარდებდა სამუშაო ეთიკა, სიგიჯემდე შევიყვარებდი. მისი ჩემდამი დამოკიდებულება ძალიან მიზიდავდა და საოცრად მხიბლავდა, არ მინდოდა გამეშვა, მის მიმართ აშკარა გრძნობები მქონდა და ზუსტად ვიცი ამას თვითონაც კარგად ამჩნევდა, მეორე მხრივ კი სულ მაშინებდა მის სტატუსზე ფიქრი, მისი წარსული მაშინებდა თითქოს ყველა პატივს სცემდა და თავაზიანი იყო მის მიმართ, მაგრამ საკითხავი ისაა ეს გრძნობა გულწრფელი იყო თუ შიშით გამოწვეული, იქნებ ვინმე ჰყავს მოკლული ან ნარკობიზნესშია ან არ ვიცი... მეორე მხრივ ბიძამისი, მისი არადეკვატური ბიძაშვილი. ვერაფერს ვიკითხავდი, ვერც მას და ვერც ვინმე სხვას. ამ კითხვის დასმა კი არა თავში გაფიქრებაც კი მზარავდა. საერთოდაც მასზე წარმოდგენა არ მაქვს. მხოლოდ ის ვიცი რასაც ამ წამს ვხედავ
ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა. აბაზანიდან გამოვედი და კოჭლოვით წავედი შემოსასვლელისკენ, სადაც ჩანთა ეგდო. ნომერს დავხედე არ მეცნო, მაგრამ მაინც ვუპასუხე. ყურმილის მეორე მხრიდან გაგონილმა ხმამ ძალიან გამაკვირვა. ის ტიპი იყო სასტუმროდან. მოდელობა რომ შემომთავაზა, მეგონა გამეხუმრა. კლაუდიო ტელეფონს ჩაჩერებოდა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს ეძებდა და თან მთელი გონებით ჩემსკენ იყო. აშკარად არ შეეძლო გრძნობების დაფარვა. რადგან ბინაში სრული სიჩუმე იყო მისი ხმა თითქოს ექოსავით გაისმოდა ან მე მეჩვენებოდა ასე. საუბარი დიდხანს არ გავუგრძელე, მომენატრეო მითხრა, გული არ დამწყვიტო და სტუდიაში აუცილებლად მოდიო.დამემშვიდობა. მე აწურული ვიდექი კართან. კაცს ნერვიულობისგან სხეული დაჭიმვოდა. დივანის მეორე მხარეს მივწექი.
თვალი გამომაყოლა. ისეთი სახე მიიღო გული მომიკვდა მომინდა მივსულიყავი და მოვფერებოდა, არამგონია შემწინააღმდეგებოდა,მაგრამ ინიციატივის გამოჩენა არასოდეს მიყვარდა. ცოტა ხანს ჩუმად ჩიჯექით. მოულოდნელად წამოხტა და რომელიღაც კარს მიღმა გაუჩინარდა. ოთახში რომ დაბრუნდა თმა სველი ჰქონდა. წელს ზემოთ შიშველი იყო, მუქი შავი თმიდან ლურჯი თვალები მკვწთრად მოუჩანდა.რომელშიც ბრაზი ელავდა. ისევ არაფერი უთქვამს ტელევიზორის, მაგრამ არაფრის თქმა არ სჭირდებოდა, მისი მზერა ისედაც ყველაფრისმთქმელი იყო. პულტი მონახა, ეკრანს დაუმიზნა, სწრაფად იპოვა სასურველი არხი და დივანზე მოწყვეტით დაეშვა. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ გამებუტა. დასჯილი ბავშვივით ვიყავი ჩაბღაუჭელი ბალიშს და ადგილიდან არ ვინძროდი. ვერ გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი და ყურადღება არ მუმექცია მისი ხასიათის ცვლილებისთვის თუ უბრალოდ მეკითხა რაზე გამიბრაზდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ ყველაფერი გაიგო და ამაზე ბრაზობდა.
კიდევ დიდხანს ვიჯექით ჩუმად მე პერიოდულად ჩუმად ვაპარებდი თვალს მისკენ ის კი ცისფერ ეკრანს არაფრის დიდებით არ აშორებდა თვალს. ბოლოს საცოდავად წამოვდექი ფეხზე. ძირს მიგდებული წინდები ფრთხილად წამოვიცვი ნატკენ ფეხზე, მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონს დავწვდი ნომერი ავკრიბე და ტაქსის გამოძახება მინდოდა. კლაუდიომ არ მაცალა, წამის მეასედში აესვეტა ჩემს წინ და ტელეფონი მოისროლა.
-შენ გგონია ასე წახვალ? მე ხმა არ ამომიღია- ვის მოენატრე ასე ძალიან? ზიზღნარევი მზერით შემომხედა.
-ის ტიპი იყო სასტუმროდან, მითხრა რომ მასთან მივიდე სტუდიაში.
-აპირებ მისვლას. უფრო მომიახლოვდა.
-არ ვაპირებ წასვლას, მაგრამ რომც ვაპირებდე შენი საქმე ნამდვილად არაა. ვცადე მაქსიმალურად გამესვა ხაზი რომ არ ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება. დიდად არ გაჭრა და ამ სასაცილო ბრაზნარევი სიტყვების შემდეგ, ვულკანის ამოფეთქვას ველოდი.
-უკვე გვიანია! მკაცრად მითხრა. -შენ უკვე ჩაერიე ჩემს ცხოვრებაში, თან იმდენად რომ ვერც კი წარმოიდგენ. სრულიად შემიცვალე გეგმები, ცხოვრების წესი, ჯანმთელობის მდგომარეობა...
-რეეებს იძახი საერთოდ...ასე წამში რა გეტაკა?
-წამში?
-ჰო. ან მე რა შეგიცვალე სახლი თუ არ გინდოდა არ გაგეკეთებინა და არაფერი შეიცვლებოდა, მითუმეტეს არც მე გამოვჩნდებოდი, ამდენ „პრობლემას“ არ შეგიქმდი, შენ კი ისევ მშვიდად იცხოვრებდი.
-ნუ მაწყვეტინებ.შენ გგონია იმ სახლმა და მისმა რემონტმა შეცვალა ყველაფერი? სახლმა რომელიც არც კი მჭირდება? სახტად და ვრჩი, მაგრამ არ გავაწყვეტინე.-ჩვეულებრივი კაცი ვიყავი, მშვიდად ვცხოვრობდი, კვირაში კი არა დღეში რამდენჯერმე მქონდა სექსი, არაფერზე ვდარდობდი..
-მერე ვინ გიშლის ვისთანაც გინდა იმასთან დაწექი და რამდენჯერაც გინდა..
-ახლა სულ ვნერვიულობ რამე არ მოუვიდეს, ვინმემ არ აწყენინოს, არ ატკინოს. ორჯერ მეტს ვეწევი. -კბილებში გამოცრა- სექსი თითქმის არ მაქვს, ვერაფერზე კონცენტრირებას ვერ ვახერხებ და იცი რატომ?
-იდიოტი ხარ და იმიტომ. გულწრფელად გაეცინა.
-იმ დღეს როცა პირველად დაგინახე, მაშინ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში, უფრო მეტიც ის მოახერხე რაც ვერავინ შეძლო, სულში შემომიძვერი, თავი შემაყვარე, იმდენად ძლიერია ეს გრძნობა რომ თავს ვერ ვერევი, 33 წლის კაცი ვარ და 20 წლის ბიჭივით ვცმუკავ.სულ იმას ვეკითხები ჩემს თავს ეს როგორ დამემართა? როგორ შემიყვარდი ასე გიჯივით? ასე მოკლე დროში? გოგო რომელიც ზეედაც არ მიყურებს? მინდა დაგივიწყო, გონებიდან ამოგიგდო, მაგრამ არ გამომდის, როგორც კი თვალს მოშორდები, როგორც კი უკან ბრუნდები, უძილობა მეწყება. ვბორგავ, ვეჭვიანო. ვდარდობ....აკანკალებული ხელი თმაში შეიცურა, ცოტა ხანს შეიცადა, სუნთქვა წესრიგში მოიყვანა და გააგრძელა..
შენში იმდენი რამ მიყვარს,მიყვარს როგორ იცინი, როგორ გიბრწყინავს თვალლები, როგორ იბუტები ბავშვივით... მიყვარს როცა მძინარს გიყურებ. შენთაც ცხოვრებ მინდა, მინდა შენც გიყვარდე და სართოდ მიზეზს ვერ ვხედავ შენ რატომ არ უნდა გინდოდეს ეს.
-ვერა? მართლა?ისიც კი არ ვიცი ვინ ხარ? მეთამაშები ხან მიბღვერ ხან მიცინი. შენგან ამდენი წინადადება ერთად არასოდეს მომისმენია.
-მე.. სიტყვა გაუწდა, ჯიბეში სიგარეტის კოლოფს დაუწყო ძებნა. სწრაფად ამოაცურა ღერი და წვრილ თითებს შორის მოაქცია. წამში გაუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა. მე არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მის მიმართ არც მე ვიყავი გულგრილი, მაგრამ ახლა როცა ასე პირდაპირ დავდექი ფაქტის წინაშე არ ვიცოდი რა უნდა მექნა, გავსწორდი და სამზარეულოსკენ დავიძარი.
-არც კი გაბედო წასვლა.
-არ მივდივარ, წყალი მინდა.. განერვიულებულმა გამომაყოლა თვალი.უკან სწრაფად დავბრუნდი არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ძალიან დავიბენი. კედელზე ვიყავი აკრული და იატაკს დავშტერებოდი. თავის ზემოთ აწევასაც კი ვერ ვბედავდი. ჩემს თვალთახედვაში მხოლოდ საფერფლე ხვდევოდა, რომელიც ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში სიგარეტის ნამწვავით ივსებოდა. კარზე ზარის ხმამ შემაკრთო. ვინც არ უნდა ყოფილიყო დარწმუნებული ვარ ოდნავ მაინც განმუხტავდა ამ დაძაბულ ატმოსფეროს. სწრაფად წავედი მისაღებისკენ და გასაღები რამდენჯერმე დავატრიალე. კართან მარკო იდგა. ბედნიერად იღიმოდა.
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ? ჩაიცინა ბიჭმა.
-კი ძალიან.
-რა გჭირს რა ხდება?
-არაფერი.
-ფეხზე რა მოგივიდა? ამან გატკინა?
-არა საიდან მოიტანე? საფეხურს წამოვკარი და..კლაუდიო დივანზე იჯდა, თითებში ისევ სიგარეტი ჰქონდა, მაგრამ არ ეწეოდა.
-რა ხდება? იმ ტიპებთან შესახვედრად არ უნდა წავსულიყავით? ხომ იცი..
-აქ არ გინდა. თითქოს დაიჩურჩულა, მაგრამ ორივემ კარგად გავიგეთ მისი ნათქვამი.-მალე მოვემზადები და გავიდეთ. ზლაზვნით წამოდგა და კარს უკან გაუჩინარდა. დიდი ხანი არ დაჭირვებია მოსამზადებლად. შავი სვიტერი, კლასიკური შარვალი და მანტო ეცვა. ლამის სუნთქვა შემეკრა.აშკარად არ გამოპარვია ჩემი რეაქცია.ჩუმად ჩაიღიმა და კარისკენ გააბიჯა.
-მე წავალ. როგორც კი შანსი გამიჩნდა მაშინვე ჩავაკვეხე. მას გაეცინა.
-დარჩი და დამელოდე. ჯერ არ დაგვიმთავრებია.იფიქრე იმაზე რაც გითხარი დრო საკმაოდ გექნება.
-წასვლა მირჩევნია.
-თუ რამე დაგჭირდეს, იცი რა სად დევს. ჰო მართლა წიგნებიც მოვიტანე.მე უკან მივყვებოდი, მინდოდა მასთან ერთად გავსულიყავი, მაგრამ კარი ცხვირწინ მომიხურა და გასაღებით დაკეტა. ანუ ახლა მისი პატიმარი ვიყავი, რაც ძალიან არ მომწონდა.სასტუმრო ოთახი კარგად შევათვალიერე ბევრი რამ შეეცვალა, თაროები წიგნებით გაევსო,ნახატებიც დაეკიდა , ყვავილებიც შევნიშნე.აშკარად უფრო გაფერაფებული იყო აქაურობა. ოთახში რამდენიმეწუთიანი უაზრო ბოდიალის მერე მივხვდი, რომ საშინლად დამშეული ვიყავი.სამზარეულოსკენ ავიღე გეზი,მაგრამ ჯერ უნდა გამომეცვალა,პერანგი და კოსტუმი გავიხადე. კარადიდან მისი სვიტერი გამოვიღე დასწრაფად გადავიცვი. ისეთი სუნი ჰქონდა, გამაბრუა.
მაცივარი გამოვაღე. პროდუქტებით იყო სავსე. ქათამის ფილე, ყველი, სალათის ფოთლები მაცივრიდან გამოვიღე და ვახშმის მზადება დავიწყე. ფილე სწრაფად მოვამზადე სოკოსთან და ტომატთან ერთად. სპაგეტიც, ყველიც შევწვი. ჩემი მზარეულობა დიდხანს გაგრძელდა. დავასრულე თუ არა მზადება,კარის საკეტის ხმაც გავიგე.
-ღმერთო რა გემრიელი სუნია. სამზარეულოს კარის პარმაღზე.იყო მიყრდნობილი. იღიმოდა. საოცრად მომნუსხველი იყო.
-ჩემი სვიტერი გიხდება.უკვე ჩემს ზურგს უკან იდგა, მთელ სხეულზე ეკალმა დამაყარა. -იფიქრე იმაზე რაც გითხარი?
-დრო არ მქონდა, ვახშამს ვამზადებდი.მისკენ არ მივბრუნებულვარ ისე ვუპასუხე. საჭმელი თეფშებზე დავალაგე და მაგიდისკენ წავედი . ისიც უკან ამედევნა. ტელევიზორი ჩავრთე და ეკრანს მივაშტერდი.
ჩუმად ვვახშმობდით. ძალიან კი მაინტერესებს სად იყო და რა საქმე ჰქონდა, მაგრამ არაფერს ვკითხავდი.
-შენ რომ გიყვარს ის ტორტი წამოგიღე.მე გამეცინა.-რა? რა გაცინებს?
-არაფერი. ჯერ საქმის გასარჩევად იყავი, მერე ტორტი იყიდე და სახლში წამოხვედი.თვითონაც გაეცინა.
-ჰო რას ვიზამთ.
დესერტი თვითონ დაჭრა ყავაც გააკეთა და გვერდით მომიჯდა.კნუტის თვალებით მიყურებდა .კი მიღიმოდა მაგრამ ვიცოდი რომ წინ არც თუ ისეთი სასიამოვნო საუბარი გველოდა, იმედია გადაწყვიტა რამე მაინც მითხრას.

კლაუდიო
ისე გავნერვიულდი შეხვედრის ამბავი სულ ამომივარდა თავიდან.
მე და მარკო დიდი ხნის მეგობრები ვიყავით არ არსებობდა ჩემ ცხივრებაში სერიოზული მოვლენა რომელიც მან არ იცოდა. ყოველთვის ამჩნევდა ხასიათის ცვლილებას. ადვილად ხვდებოდა ეოდის ვიყავი კარგად, ცუდად ბედნიერად....
-აბა რა ხდება? ისე წამოიწყო ლაპარაკი ვითომ არაფერი.
-არნოები კარგი ხალხია. ადვილად...
-ძალიან კარგად ვიცი არნოები როგორებიც არინ.. თქვენს შორის რა ხდება? გადარეული რომ ყავხარ მაგასაც მივხვდი.
არ ვიცოდი.საიდან დამეწყო.
-თბილისში რომ ვიყავი იქ მომეწონა და სამუშაოდ აქ გაშმოვიყვანე. ჩემი სახლი მივეცი დასაპროექტებლად.
-ამის დედაც.
-იცის რომ მაფიოზური ოჯახის წევრი ვარ.
-რააა?მარკომ დაამუხრუჭა.
-მე არაფერი მითქვამს.თვითონ მიხვდა. ძალიან ჭკვიანია. მაგრამ ზუსტად არ ვიცი რა იცის.და ისიც არ ვიცი რა ვუთხრა. ამის გამო მარიდებს თავს და ვერც მარიშებს.
-მკვლელი და ნარკობარონი შენ არ ხარ. ჰოდა რამდენი კაცი გყავს ნაცემი და საქმე მოგვარებული იმას ხომ არ მოუყვები? -საერთოდაც არაფერი არ მოუყვე.
-არ გამოვა ასე.
-რატომ რა ესაქმება შენს წარსულთან..
-აღარ მინდა ასე ცხოვრება.აღარ მინდა ამ გაურკვეველ ტიპებთან საქმეების მოგვარება, ადგილებზე კამათი. ცემა,ჩხუბი, გინება.მომწყინდა.აღარ მინდა ცხოველი ვიყო. 33 წლის ვარ და არავისგან სითბო არ მიგვრძვნია.საკმაოდ დიდი დრო გავატარე ბიძაჩემის სამსახურში. 15წელი. წარმოგიდგენია? ის მინდა. ის საზიზღარი წითური გოგო მინდა.
-ადვილი არ იქნება ეს ამბავი.
-არც რთული. ბიძაჩემი გამიგებს.
-გაგიგებს კი.
-თვითონ რამდენად უნდიხარ ეგეც საკითხავია.
-ზუსტად ვიცი რომ ძალიან მოვწონვარ. მაგრამ ეგ ამ მყოფნის მე გადამრია და თვითონ..
-ვერ გაამტყუნებ, შეიძლება შედეგების ეშინია.
-მართალი ხარ.
-თან თუ ხვდება რა ოჯახსაც წარმოადგენს და აზრზეა, ჯობია ილაპარაკოთ და მოაგვარო. საბოოო პასუხი მაინც გეცოდიება.წერტილს დაუსვამ გაუგებრობას, არამგონია სადმე რამე მოყვეს.
-არა რა სისულელეა, არ მოყვება, მაგრამ.. არ ვიიცი რაა, რას იზამს. ცოტა არაპრიგნოზირებადი ტიპია.
-ისე ძალიან დასირებული ჩანდი ამ ბოლო დროს. ეხლა კი მივხვდი რისი ბრალიც ყოფილა. შეყვარებული რა კნუტი ხარ.
-მოდი არნოებს დავურეკოთ
და ვუთხრათ რომ ყველაფერი რიგზეა და მათ პირობებზე თანახმა ვართ.ჩვენ კი ბარში წავიდეთ.
-კარგი შეყვარებული კაცის სიტყვა კანონია. მთელი გზა ჩუმად ვისხედით. მარკო პერიოდულად ღიმილნარევი მზერით მიყურებდა.
-რა ხდება? ვკითხე ბოლოს მისი მზერით შეწუხებულმა.
-არ მჯერა გეფიცები. რა კაცი გამომეცალა ხელიდან.ვითომ სევდიანად ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-კარგი ნუ ამატებ.
-ჰო აბა რა ვამეტებ. ისე მართლა კარგი ტიპია. მაგრამ აქ ჩამოყვანა რამ გაფიქრებინა.
-მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. მან თავი გააქნია.რა გინდა?
-დებილი ხარ.
-ერთი შენც შეგიყვარდეს ვინმე და მერე ვნახავ თუ არ დადებილდები.
ბევრი არ დაგვილევია, მხოლოდ ორი ჭიკა ვისკი, ეს კი ჩემთვის თითქმის არაფერი იყო. კიდევ მინდოდა მაგრამ, ანასთან ლაპარაკი მინდოდა და მეტის დალევას ვერ გავრისკავდი, არ მინდოდა ემოციებს ავყოლოდი და უარესი მექნა, ან შემეშინნებინა.
სახლში რომ მივედი უკვე ცხრა საათი იყო. საჭმლის სუნი იდგა. თავი ბედნიერად ვიგრძენი. ალბათ ვინმეს ეს რომ ვუთხრა იდიოტად ჩამთვლის, მაგრამ ესეც კი მაბედნიერებდა, მახარებდა ის ფაქტი რომ მარტო აღარ მომიწევდა ყოფნა, ვიღაც მელოდა და ვიღაც ჩემზე ზრუნავდა. არ მინდოდა ეს მომენტი გამეფუჭებინა ჩემი წარსულის ისტორიებით, მაგრამ მარკო მართალი იყო წერტილი უნდა დამესვა და შედეგიმიმეღო, არ ვიცოდი კარგი იქნებოდა თუ ცუდი, მაგრამ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი..
-ანა მისმინე- თავისი დიდრონი მწვანე თვალები მომანათა, გუგები გადიდებოდა უფრო ლამაზი იყო. აზრები მოვიკრიბე და გავაგრძელე. მე... ვიცი რომ ...
-ამოღერღე.
-ცხრა წლის ვიყავი დედ-მამა რომ ავარიაში გარდამეცვალა. არც და მყავდა არც ძმა და სრულიად მარტო მომიწია დარჩენა. 16 წლამდე პანსიონში ვიზრდებოდი, ბიჭების პანსიონში. ბიძაჩემი მაშინ აქ არ იყო, ბიცოლა კი ძალიან იშიათად მაკითხავდა.მხოლოდ დღესასწაულებზე მქონდა ოჯახის მონახულების უფლება და წლიდან წლამდე ველოდი ხოლმე შობას და აღდგომას, რომ რამოდენიმე დღე მაინც გამეტარებინა ჩემს ბიძაშვილებთან და ახლობლებთან. როცა სკოლა დავამთავრე ბიზნეს სკოლაში ჩავაბარე, მამაჩამის ბიზნესს ბიძაჩემი მართავდა. მეც გვერდით დამიყენა და ყველაფერი მასწავლა.ძალიან სამართლიანი კაია, პირველ რიგში მეც ეს მასწავლა. გვიან გავიგე რომ მაფიოზური ოჯახი ჰქონდა ჩამოყალიბებული. რამოდენიმე ხნის შემდეგ მეც მომიხდა იქ შესვლა და სამეების აღება საკუთარ თავზე, ახალგაზრდა ვიყავი და კარგი ტიპობა მეგონა. მაგარი მანქანები, ყველა გოგოს ჩვენთან უნდოდა, მეგონა ყველა და ყველაფერი ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა. ძირითადად მიწების და იარაღის საქმეს ვაგვარებდით. მაგრამ რაც ჩემი ბიძაშვილი მოკლეს მას მერე აქედან გამოვედი, ბევრ რამეზე დავფიქრდი...
-ვინმე მოგიკლავს? არც კი შემოუხედავს ისე მკითხა ესთ წერტილს მიშტერებოდა.
-სიკვდილამდე ბევრი მიცემია, მაგრამ არავინ მომიკლავს... თავს ვერ ვთოკავდი ხოლმე.
-და მე რა გარანტია მაქვს რომ ჩემთან მოთოკავ თავს.
-არ გინდა ანა. ყველაზე საშინელი ქალისთვისაც კი არ დამიტყავს და გოგოს რომელიც მიყვარს როგორ დავარტყავ..
-წამალზე იყავი.
-ძალიან ცოტა ხანს..
-რამდენ ხანს?
-რამდენიმე თვე, მაგრამ არ მომწონდა, ყველა ყნოსავდა... წლებია არ გავკარებივარ, წლებია ამ საქმეებს შევეშვი..
-ჰო აბა რა. წეღან ალბათ ის ტიპები ყავაზე გყავდათ დაპატიჟებული.
-გეფიცები ამას მართლა აღარ ვაკეთებ, მამაჩემის ბიზნეს ვმართავ მარტო, ისასეთი არ ყოფილა, არც მე მინდოდა, მაგრამ ბიძაჩემთან ვალში ვიყავი ის მპატრონობდა, მივლიდა, ჩემთის მამა, იყო.. მაშინ ასე მეგონა სწორი....25 წლიდან შევეშვი ამ ყველაფერს, მხოლოდ სიგარეტს ვეწევი, არც კი ვსვავ, რვა წელია თითიც კი არ დამიკარებია არავისთვის.
-ძაან მაგარია.- ირონიულად გამომხედა.აბა ეხლა რას აკეთებ, ანუ ამ მხრივ გეკითხები.
-მხოლოდ სიტყვიერად ვაგვარებ.. თუ არ მოგინდება ჩემთან ყოფნა გაგიგებ.ასეთ კაც|თან ყოფნა არავის უნდა, მესმის.
-უარესებიც არსებობენ და მათთანაც ცხოვრობენ ქალები.
-მაინცდამაინც ასეთი მაგალითებიდან ნუ იმსჯელებ. მე ცუდი ვიყავი, ძალიან ცუდი.
-ხომ გამოსწორდი, თუ შენ სიტყვებს დავუჯერებთ
-ბევრი ცუდი..
-ბევრი კარგი თვისება გაქვს კლაუდიო. როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა შენ სულ ჩემთან იყავი, მივლიდი, მეფერებოდი, ჩემს უჯმურობას იტანდი. მე ძალიან მგრძნობიარე ვარ, ამიტომ შენმა ასეთმა მზრუნველობამ... მოკლედ არ ვარ შენს მიმართ გულგრილი. ვიცოდი.უნდა დავფიქრდე არ ვიცი რა ვქნა, ყოველთვი ჩვეულებრიბ საყვარელ ტიპებს ვუყვარდი და ეხლა მაფიოზი საიდან დამეცა არ ვიცი. მეც კარგი სულელი ვარ ასე ახლოს რომ მოგიშვი.თუ........ თუ გადავწყვეტ რომ შენთან ვიყო მინდა იცოდე ერთი უკან მიხედვის მცდელობა, ერთი არასწორი საქციელი და მაშინვე წავალ. თბილისში წავალ, თვალითაც კი ვეღარ მნახავ..
-უკვე გასაგებად ვთქვი რომ ამას დიდი ხანია შევეშვი.
-და კიდევ, ცოტა დეპრესიული ვარ, ხანდახან შეიძლება შენი დანახვაც არ მომინდეს შენ კი ტვინი არ უნდა შემიჭამო ამის გამო, ეჭვიანი ვარ..
-სხვა არ მჭირდება..
-თუ მიმატოვებ და გამაუბედურებ, იცოდე უარეს გაგიკეთებ.
-მგონი შენ უფრო საშიში ხარ. მე არანაირი პირობა არ მაქვს. შენ უბრალოდ აქ იყავი..
-აქ ვერ გადმოვალ..
-რატომ?
-არ მომწონს აქაურობა, სულ იმ ამბავს მახსენებს.
-კარგი. რამეს მოვიფიქრებთ. ანუ რა გადაწყვიტე?
-არ ვიცი სასტუმროში წავალ. მარტო მინდა ყოფნა.
-ამ დროს სად უნდა წახვიდე? ძალიან გვიანია. აქ დარჩი, აქ ერ ფიქრობ თუ რა ხდება?
-კლაუდიო, მარტო მინდა ყოფნა ცოტა ხნით.
-კარგი.
სასტუმრომდე მალე მივიყვანე. დამემშვიდობა და კარს მიღმა გაუჩინარდა, ალბათ კიდევ ერთი უძილო და საშინლად გაწელილი ღამე მელოდა წინ...
ანა
კიბე სწრაფად ავირბინე, აბაზანა მოვამზადე და ჩავწექი ცხელი წყალი ყოველთვის კარგად მოქედებდა ჩემზე. იქამდე ვიწექი სანამ წყალმა გაციება არ დაიწყო.. პიჟამა ჩავიცვი და საწოლში შევძვერი. ტელეფონი ჩავრთე, დედაჩემის გამოტოვებული ზარები და ნინას მესიჯები ვნახე. მაშინვე გადავურეკე.
-რა შვრები?
-სად ზარ ან, იცი როგორ ვინერვიულე. კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ ? არ გამომივიდა მოტყუება.
-მალე მითხარი რა გჭირს.
-კლაუდიოს ვუყვარვარ და უნდა რომ ერთად ვიყოთ.
-რააააააააააააააააააააააა? ყურში ჩამკივლა გოგომ. არ გაბედო და უარი არ უთხრა თორემ ჩემი ხელით მიგასიკვდილებ, მაგ კაცის გაშვება შეიძლება.
-ერთი პრობლემაა/
-რა პრობლემა? არა დარწმუნებული ვარ შენ აქციე პრობლემად.
-მაფიოზების ოჯახიდანაა?
-რაააააააააააააააააააააააააა? გამოვშტერდი ეს რა მითხარი? მკვლელია?
-რეეებს ბოდიალობ. არა, არც ნარკობარონი. ადრე კაიფობდა, თინეიჯერობის ასაკში,ჩხუბისთავი, მაგრამ შეეშვა. მითხრა დიდი ხანია იქიდან წამოვედიო.
-გოგო რა უნდა ქნა?
-აზზრზე არ ვარ. თან მგონი მიყვარს. ყველას კარგად ექცევა, ყველას უყვარს. აუუ შარში ვარ.
-გოგო სცადე შენ კიდე. თან რავიცი რაც გვილაპარაკია და როგორც შენ მიყვები შენს მიმართ ძალიან კარგია და სხვების მიმართაც თუ კარგია ორმაგად დასაფასებელია.
-მეც ეგრე ვფიქრობ.
-შენ რას შვრები? როგორ ხარ? მალე ჩამოვალ არ მოიწყინო ძალიან მომენატრე.
-მეც ანნ, მეც მენატრები. აუუ იცი ვინ დამპატიჟა ვახშამზე?
-ვინ?
-მასიმომ. ხვალ საღამოს უნდა შევხვდეთ ხო მაგარია.
-მაგარია. სიმართე რომ ვთქვა ეს კაცი არასოდეს მომწონდ, მაგრამ მე ახლა ისეთ ტიპთან ვიყავი, მასზე ხმასაც ვერ ამოვიღებდი.-ღამემშვიდობისა ნინ, დილით ადრე უნდა ავდგე. ტელეფონი გავუთიშე და საწოლში კარგად მოვკალათდი. წამში ჩამძინა.ღრმად და მშვიდად მეძინა.
დილით გვიან გავიღვიძე, 12 საათი ხდებოდა. მხარი ვიცვალე და ანჯრისკენ გადავბრუნდი. რაფაზე კლაუდიო იყო ჩამოსკუპებული.
-არ რას აკეთებ? ნამძინარევი ხმით ვუპასუხე.
-ვერ მოვითმინე და მოვედი.საწოლისკენ დაიძრა. მე საბნის ქვეშ ჩავძვერი და გატრუნული დაელოდე როდის მომიხლოვდებოდა. კოსტუმი და ფეხსაცმელი გაიხადა და პირდაპირ საწოლში შემომიწვა. მეც მივეკარი მის საოცრად თბილ სხეულს.-რა გადაწყვიტე?
-შენი აზრით?
-ჩემთან ხარ. ნელა და დაკვირვებით წარმოთქვა კაცმა სიტყვები და ხელი წლზე შემომხვია.
-კარი სუნი გაქვს. მას გაეცინა.
-დღეს რა გავაკეთოთ?
-ვიწვეთ რაა.
-არა ცუდი აზრი. კაცი საწოლში გასწორდა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და რამდენჯერმე ნაზად, მაგრამ ვნებიანად მაკოცა, წინააღმდეგობა არ გამიწევია გავიტრუნე და საშუალება მივეცი მომფერებოდა....


მოკლედ არაფრით არ ვიმართლებ თავს, რადგან ვიცი რომ ყველაფრის ღირსი ვარ, ძალიან უპასუხისმგებლოდ გამოივიდა და მადლობას გეტყვით თუ ისევ დაგაინტერესებს ეს მოთხრობა და გააგრძელებთ კითხვას. მადლობა და მაპატიეთ.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Ramdenixania velodebi rom icodeee. Imedia ase agar dagvacickni nervebsss????????????????????

 


№2 სტუმარი A

აღარ დაიკარგო როგორ ველოდი არცკი იცი....

 


№3 სტუმარი Grey

ვაიმეეე რომ დავიანხე კინაღამ გავგიჟდი სიხარულისგან???????????????? მეშინოდა შეწყვიტა და აღარ გააგრძელებს მეთქი
აღარ დააგვიანო რა ❤️❤️ გიჟივით ველი შემდეგ თავს❤️❤️❤️

როგორ მიყვარს❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი შავი მთვარე

სიახლეს როგორ ვამატებთ :((((

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

ეხლა წავიკითხე ყველა და უმაგრესიაააა ოღონდ მალე დადე თორე გავგიჟდებიიი

 


№6  offline წევრი თუთა პირველი

Rogor momwonda es istoria da velodebodi xolme, axlac dzalian momeons, magram tu ase or tveshi ertxel dadeb axal tavs azri ar aqvs wakitxvas(((( gelodot xolme? ))))

 


№7 სტუმარი Diana

Ra pontshi ikargebi damaviwyda ukve es ra xdeboda tavshi

Avtoro xalxi gelit

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი.

სსად დაიკარგე გამოჩნდიიი მალეეე

 


№9 სტუმარი სტუმარი დი კო

ჩავაგდე ინტრიგაში და დაგვტოვეს ასევე...მალე დადე რა გაგრძელება ❤❤❤❤❤❣❣❣❣❣❣❣❣❣????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent