ანუკი(2)
ანუკი გაკვირვებული დარჩა მისი საქციელიდან. არასდროს არავინ დალაპარაკებია მსგავსი ტონით და სიტყვებით. პასუხსაც ვერ იფიქრებდა. უნდოდა გაეღო მანქანის კარი და გადამხტარიყო მაგრამ ვერ ბედავდა. იმედი ჰქონდა რომ ეს ყველაფერი უბრალო კოშმარი იყო, მამამისი ხვალ ბოდიშებით მიაკითხავდა და უკან წაიყვანდა სახლში. მაგრამ ეს მხოლოდ მისი ილუზიები იყო.. ზურას დიდი გეგმები ჰქონდა აწყობილი ალექსანდრესთვის. ცოტახანში ალექსმა მანქანა ორსართულიანი, კერძო სახლის წინ გააჩერა. მანქანიდან გადმოვიდა და ანუკის გაუღო კარი. -გადმოხვალ თუ ღამე აქ დაიძინებ? -ქორწილამდე ერთ სახლში არ ცხოვრობენ. -ეს არც არის ჩვენი სახლი. ჩემი მშობლების არი. ანუკი გადმოვიდა მანქანიდან და ალექსს შიგნით შეყვა. -და როდემდე ვაპირებთ ამ ყველაფრის თამაშს? ხვალ ხო მაინც გამიშვებ, ეს ალბათ მამაჩემმა გთხოვა ჩემი დაშინება ან რამე მსგავსი. -ხო, გაშინებ. სახელი გამახსენე? -ან...უკი-ალექსი მის ნერვებზე იწყებდა მოქმედებას და ეს ზედმეტად რთული იყო. ანუკი მშვიდი ადამიანი გახლდათ და მისი აღელვება ძალიან რთული იყო. ალექსის ნებისმისმიერი წინადადება მოქმედებდა მასზე. -რომელიმე ოთახი ამოირჩიე მეორე სართულზე. -მე აქ დიდხანს არ დავრჩები. ალექსმა ყურადღებაც არ მიაქცია და სამზარეულოში გავიდა. -ჯანდაბა... აქ ყველგან დაცვა დგას-ანუკიმ ტელეფონი ამოიღო და მის ერთ-ერთ დაქალს დაურეკა-ნინი, ახსნის დრო არ მაქ ეხა მისამართს მოგწერ და მანდ მოდი, ოღონდ მარტო არა, ბიჭებიც გამოიყოლე. -რა მოხდა? -მერე აგიხსნი, მარა დროზე უნდა მიშველო. -კაი, მომწერე მისამართი და თუ ვინმეს ეცლება მოვალთ. -თუ არა ნინი, დროზ... -ვის ელაპარაკები-ალექსი გამოვიდა სამზარეულოდან. -მამაჩემს შეილება?!-ოდნავ ხმას აუწია რომ თავდაჯერებულობა შემატებოდა მის ხმას. შემდეგ კი გათიშა და ნინის მისამართი მიწერა. -მეჯვარე აირჩიე-მოწყინდა და გადაწყვიტა ანუკისთან ლაპარაკით გაერთო თავი, მისთვის ეს გამოწვევა იყო. უნდოდა ანუკის ჭკუიდან გადაყვანა და გაბრაზება. სავარძელზე დაჯდა და მას მიაჩერდა. -არ დამჭირდება, რადგან არანაირი ქორწილი არ იქნება. -ქორწილი არა, ხელის მოწერა. კაი ვინმე ჩემი სამეგობროდან იქნება შენი მეჯვარე. -ალექსანდრე. -ალექსი. -ალექსანდრე, საყვარელო, აშკარად არ მიცნობ და არ იცი რამდენზე ვარ წამსვლელი ჩემის მისაღწევად. -უკვე ისე შეგიყვარდი რომ საყვარელოთი მომმართავ? ჩემი ტიპაჟი არ ხარ, არ მიყვარს მამიკოს განებივრებული გოგოები. -მე კიდე მშობლების ჩმორი ბიჭები, დედიკოს ბუშტები. -მშობლების ჩმორი?-ალექსს გაეცინა. -მოდი გამოვიცნობ იმ მიზეზს თუ რატომ მოგყავარ ცოლად. ეს ყველაფერი მამაშენის იდეა იყო რადგან თქვენი კომპანია კოტრდება, თავიდან როგორც მაჩო ისე აპირებდი მოქცევას და უარი თქვი მამაშენის შემოთავაზებაზე, ამ ყველაფრის საფუძველზე ამდენი ნერვიულობისგან მას ინფაქტმა დაარტყა, შენ კიდე დაპირდი რომ კომპანიას უშველიდი. გადაწყვიტე რადაც არ უნდა დაგიჯდეს ცოლად მომიყვანო. დაუჩმორდი შენ მშობლებს. მას აღარაფერი არ უპასუხია. წამოდგა, მის ქურთუკს დაავლო ხელი და სახლიდან გავიდა. -სად მიდიხარ?!!! ეეე!! ჩემთვის უკეთესი!!-ბოლო ხმაზე უყვიროდა, მაგრამ ის უკვე მანქანაში იჯდა. მალე ნინიც მოვიდა, რამოდენიმე ბიჭთან ერთად. -ნიიი-ანუკი კარიდან გავარდა მაგრამ დაცვამ დაიჭირა. -ბოდიშს გიხდით ანუკი, მაგრამ თქვენმა საქმრომ გვთხოვა რომ არსად არ გაგვეშვით. ნინი და დანარჩენები კი ანუკისკენ წავიდნენ. -ანუკი შიგნით შედით, უცხოების სახლში შემოსვლა არ შეილება. -ჩემი მეგობრები არიან. -ნაბრძანები გვაქვს რომ არავინ შემოვუშვათ. -ანი, იქნება და აგვიხსნა ვინ შენმა საქმრომ?-ნინიმ გაკვირვებულმა შეხედა. -სანდრო მიშველეთ რამე, ვერ წარმოიდგენთ რა გამიჩალიჩა მამაჩემმა. -უკაცრავად ბატონო... მაგრამ ჩვენ ანუკის უახლოესი მეგობრები ვართ სულ ორი წუთი გვინდა მასთან სალაპარაკოდ და შემდეგ წავალთ-სანდრომ მოლაპარაკება სცადა. -თუ არ დატოვებთ ტერიტორიას მოგვიწევს გარკვეული ზომების მიღება. -რა ოფიციალურები ვართ. სხვანაირად აგიხსნით, ამ გოგოს გამო თქვენ დაგხვრიტავენ, იცით ვინ არის საერთოდ მისი მშობლები? -გთხოვთ დატოვოთ ტერიტორია და ეს ბოლო გაფრთხილებაა. -ანუკი, რა უბედურებაა ეს? რა საქმრო ახსენი რამე წესიერად-სანდროს ყოველთვის განსაკუთრებული ჰქონდა ანუკისთან, ანუკის ის დიდად არ აინტერესებდა მაგრამ ბიჭებიდან ყველაზე ახლოს მასთან იყო, ზუსტად ეს იყო მიზეზი იმისა რომ სანდრო ესე ნერვიულობდა. ის მზად იყო ყველაფერზე წასულიყო-კაი იქნებ ესე მოვაგვაროთ-სანდრომ ჯიბიდან ფული ამოიღო. -სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორია. -ცხოველი... ნაძი*ალა-ანუკიმ ხმადაბლა ჩაილაპარაკა. -დედას შევ***ი, დავბრუნდებით ისევ. თუ რამე მაშინვე დარეკე-ნინიმ თქვა და მანქანისკენ წავიდა. -ნინი, ესე ტოვებ? იქნება გოგო მაინც შეუშვათ? -ნინი... ჩემი მეჯვარეა, ეხლავე დავურეკავ ალექსს და დაგიმტკიცებთ, დანარჩენებს ნუ შემოუშვებთ მაგრამ... ნინი. ხვალინდელი საკითხები უნდა განვიხილოთ. -დავურეკავთ და გავიგებთ. -ეხლა მნიშვნელოვან შეხვედრაზეა ჩემ მშობლებთან. თუ გინდათ დაურეკეთ... მაგრამ აქედან ისედაც ცუდ ხასიათზე წავიდა... თქვენი არჩევანია. დაცვის ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ნინი გაატარეს. -ნინი ხო იცი რაც უნდა გააკეთო-სანდრომ თვალი ჩაუკრა, ნინიმაც თავი დაუქნია და ანუკის შეყვა შიგნით. მაშინვე სანდროს დაურეკეს და სპიკერზე ჩართეს. -დღეს მამაჩემმა და დედაჩემმა მთხოვეს რომ სტუმრები მოდიან და აუცილებლად უნდა იყოო, მეც დავთანხმდი. ვიფიქრე მერე მაინც წავალ თქო, ვიღაც ალექსი და მაგის ოჯახი მომითრიეს, მერე სამზარეულოში გამიყვანა ელენემ და გინდა თუ არა ამ ბიჭს უნდა გაყვეო, მამა არ ყავსო, კომპანია რთულ მდგომარეობაშიაო, მამაშენსაც მემკვიდრე ჭირდებაო და უნდა გაყვე ცოლადო. -რა მოწიეს შენებმა ანი?-სანდროს ხმა გაისმა ტელეფონიდან. -მეც ეგეთი რეაქცია მქონდა სანდრექს, არაფერზე არ დავთანხმებულვარ, გარეთ გამოვედი, ეს მანიაკი გამომეკიდა და მანქანაში ჩამაგდო. მე ხო მიცნობ როცა პანიკაში ვვარდები, ერთ ადგილზე ვშეშდები. ეგრე მომივიდა და ვერაფერი ვერ გავაკეთე. ხვალ ვიწერთ ჯვარს... თუ ხელს ვაწერთ იუსტიციაში, ერთი ვიცი რო ხვალ მოვყავარ. დროზე მიშველე, ჩემებიც თანახმა არიან ამ ყველაფერზე. -კაი... არ არსებობს. ხო ხედავ როგორც იცავენ ჯერ მარტო სახლს და თქვენ რო ხვალ იუსტიციაში წახვალთ ხო ვაფშე. -ნინი გაჩუმდი ორი წუთი. რა ჩვენ არ გვყავს დაცვის ბიჭები თუ რა? ორჯერ უფრო მეტნი მოვალთ, იარაღის დათრევას რა უნდა. -ისე კაი იდეაა სან. -რა კაი იდეა, ხო არ გაგიჟდით. ვინმე რო დაჭრათ?-ნინი აღელდა და ანუკის გაოცებულმა შეხედა-ანი მესმის აქ დარჩენა არ გინდა და გეშინია მარა, იარაღით ვერაფერს მოაგვარებთ, ორი გავლენიანი ოჯახი, ამოგალპობენ ციხეში. -ნინ, მე ნაკლებად გავლენიანი ოჯახიდან ვარ? დაგავიწყდა? -არა... სან ნინი მართალია... ცოტა სარისკოა... ეხლავე უნდა გავიქცე. მანქანასთან ხართ? -ხო, აბა. არ წავსულვართ. რას აპირებ. -არ ვიცი... ფანჯარა რო გავტეხო და უკანა ეზოდან გამოვიქცე? -უკან არ ყავთ დაცვა? -აუ არ ვიცი. სანდრო გავაფრენ აქ ვერ დავრჩები. -არ ინერვიულო მოვიფიქრებთ რამეს. ხვალ იუსტიციაში რომელ საათზე მიდიხართ? -არ ვიცი. -ხოდა კითხე მაგ შენ ს*რ საქმროს რა როგორ, ანუკი ეხა ცვეტში ძაან გაბრაზებული ვარ აი ესე დებილივით რო წაყევი, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებ რო ფეხზე გკიდია დარჩები თუ არა, მაგაზე ვილაპარაკებთ მაშინ-მცირე პაუზის მერე გააგრძელა-როდესაც მაქედან წამოგიყვანთ. -ვიცი სან, ვერც მე ვხსნი რატო არ გავაკეთე მაშინ არაფერი... მარა ყველაფერს გეფიცები აქ დარჩენას სიკვდილი მირჩევნია. -კაი, მომწერე მერე რა როგორ, ვიცი არ გინდა მარტო დარჩენა, მარა შანსი არაა ნინი მაგ სახლში ვერ დარჩება. -ხო, გამოვალ ეხა... მარა ეს აქ როგორ დავტოვოთ, -რადგან მამამისმა იცის ყველაფერი, არამგონია რამე დაუშავოს, ყოველ შემთხვევაში სანამ მისი ცოლი არ არის, არანაირი უფლებები არ გააჩნია. სადაც ჯერ არაფერი გაუკეთებია, ამაღამაც არ იზამს. -აუ სან ძაან დიდი მადლობა. -მერე მეტყვი. ნინი, დროზე გამოდი თორე მო*ყნეს ტვინი ამათმა. -კაი გამოვდივარ. -ან, ხო იცი რო არ მინდა შენი დატოვება. -არ ინერვიულო, მოვიფიქრებ რამეს. ისეთი გიჟიც არ არის მგონი. სხვადასხვა ოთახებში ვიქნებით თან-ნინი წამოდგა და ანუკის ჩაეხუტა. -მეტი არ მინდა შეგეხოს, დან*რეული ექნება. -აუ გადაგედო ხო შენც ეს სანდროსგან. -ხო... კაი წავედი-ტელეფონი აიღო და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან. -დავრჩი მარტო. ამ სი*ს კარგ სცენას დავახვედრებ, წინა საქორწილო ღამეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.