შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ილიანი" (თავი 17) დასასრული


29-11-2017, 11:52
ავტორი naattii
ნანახია 2 438

2 საათში უკვე ბაკურიანისკენ მიმავალ გზას ვედექით, ბოლო ხმაზე გვქონდა სიმღერები ჩართული და ჩვენც ცეკვით და სიცილით ვყვებოდით. ორივე ჩუმად გადავხედავდით ხოლმე ჩვენ თითებს „კალიცოები“ რომ გვეკეთა და კმაყოფილებიდან და სიამოვნებიდან გვეღიმებოდა. ძალიან საყვარელ ქალთან დავბინავდით სასტუმროში, და ის საღამო ტანსაცმლის მილაგებას მოვუნდით. საკმაოდ კარგი ოთახი გვქონდა, დიდი შემოსასვლელით და მდიდრული ავეჯით. დროს სასიამოვნოდ ვატარებდით, თავს ისე კარგად ვგრძნობდი გიორგი მამაოს სიტყვას რომ ასრულებდა, ღამით ჩახუტებულებმა დავიძინეთ, და დილითაც მის გვერდით ისე ბედნიერს გამეღვიძა, ჯერ ეძინა მაგრამ სახეზე ფერება დავუწყე და მივხვდი გაეღვიძ, უცებ მსტაცა სიცილით ხელი და შემბოჭა, ჩვენი თამაში და სიცილი ალბათ მთელ სასტუმროს ესმოდა და აწითლებული ჩავედით სასაუზმოდ.
რაც უფრო ღამდებოდა მით უფრო ვნერვიულობდი, არ ვიცოდი ყველაფერი როგორ ჩაივლიდა და ცოტათი მეშინოდა კიდევაც. ვიცოდი რომ სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ თავიდან ტკივილიც ახლდა. წინასწარ შერჩეული, გერმანიიდან ჩამოტანილი თეთრეულით შევედი სააბაზანოში მოსაწესრიგებლად. საკმაოდ ღია და სექსუალურ პენუარში გამოვეწყვე და ღრმად ჩავისუნთქე. მაშინვე გამიარა როგორც კი გიორგის აღფრთოვანებულ სახეს შევხედე, გამეღიმა და ხელები მოვხვიე, ყველაფერი იმდენად ბუნებრივად ხდებოდა ფიქრიც კი არიყო საჭირო, იმდენად მსიამოვნებდა მისი მოფერება, კოცნა, ალერსი, ახლა ვხვდებოდი რატომ ეძახდნენ სიყვარულით დაკავებას. მართლაც ასე იყო, მართალია ტკივილიდან წამოვიკივლე და ცრემლებიც წამომივიდა, მაგრამ გიორგიმ კოცნით შემიშრო და მალევე გადამავიწყდა.
ბაკურიანში 10 დღე დავრჩით, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, ერთამენთზე ზრუნვის მეტი საქმე არ გვქონდა, ღამეებიც ბევრი გაგვითენებია თეთრად ალერსსა და მხიარულებაში. ათ დღეში ქუთაისში დავბრუნდით და რეალურ სამყაროს დავუბრუნდით, გიორგიმ მუშაობა გააგრძელა მე უნივერსიტეტი. გახარებული გავრბოდი საღამოს კარის გასაღებას სამსახურიდან რომ დაბრუნდებოდა და საჭმელსაც მე ვაჭმევდი, ჩემ დედამთილს არაფრის გაკეთების უფლებას ვაძლევდი ისე მომწონდა გიორგიზე ზრუნვა, ისიც გაღიმებული ჩამიხუტებდა კარებში, მთელი დღე ამ წუთებზე ვოცნებობ კარებს რომ გამიღებ და სახლში მეყოლებიო. ერთადერთი ის იყო რომ მეორე თვე იყო რაც გავთხოვდი და ჯერ ორსულად არ ვიყავი, ვინმესთვის რომ მეთქვა ამაზე ვნერვიულობდი დამცინებდა 2 თვეც არ გასულა კურდღელი ხომარ ხარო, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე მტკივნეული თემა იყო. ჩემი დაავადების გადამკიდეს ყოველთვის მქონდა შიში რომ შვილი შეიძლება არ მყოლოდა და ახლა დაპანიკებული ვუცდიდი თვის ბოლოს.
ნოემბრის ბოლო იქნებოდა ყავისფერი ლაქები რომ შევამჩნიე, თანაც ღამის 11 საათზე, გული გამისკდა, მეგონა ორსულად ვიყავი და მუცელი მომეშალა, შეშინებულმა დავურეკე ანას და პირიქით დამამშვიდა ერთ-ერთი ნიშანიაო. გიორგი გავაღვიძე და აფთიაქში წავედით. მთელი ღამე არ მეძინა, ისე მინდოდა მალე გათენებულიყო და ტესტი გამეკეთებინა, დაჭიმული ხელით ვხვდებოდი არც გიორგის რომარ ეძინა. 6 საათი არიქნებოდა აბაზანაში რომ გავვარდი. 5 წუთში უკან კმაყოფილი და ბედნიერი სახით დავბრუნდი, ვცდილობდი ღიმილი შემეკავებინა, მაგრამ გიორგიმ ვეღარ მოითმინა. ჩემი მოუსვენრობით ისიც გადავრიე:
-ნია? აბა?
-დადებითია, მაგრამ იცოდე არც კი გაგიხარდეს სანამ ექიმი არ დამიდასტურებს, ათასი მიზეზი არსებობს რითიც შეიძლება ტესტი დადებითი იყოს და ორსულობას არ ნიშნავდეს_ აღარ დამამთავრებინა, ლოგინში შემითრია და კოცნით გამაჩუმა, ჩამიხუტა და მუცელზე ხელი დამადო_ ახლა ვსო გაჩუმდი, პატარა გვეყოლება_ სიცილით მთხრა და თმები ამიჩეჩა.
არანაირი ნიშანი არ მქონია, არც გულის რევა, არც თავბრუს ხვევა, საერთოდ არაფერი, ამიტომ ეხოს კაბინეტი შიშით შევაღეთ. ძალიან სასიამოვნო ექიმი დაგვხვდა და გასინჯვა დაიწყო.
-ჯერ ძალიან პატარა ხარ, მაინც ვნახოთ აბა თუ გამოჩნდება რამე_ ეკრანი ჩართო და მუცელზე ცივი სითხე დამასხა_ უყურე შენ როგორ სწრაფი პატარა გყოლია წესით არუნდა გამოჩენილიყო, მაგრამ აი შავ ლაქას თუ ხედავ ეგ შენი პატარას პარკია, ჯერ თვითონ ნაყოფი არ ჩანს მხოლოდ 4 კვირის ხარ, მოდი ახლა ასე ვქნათ, ერთ კვირაში მოდი, წესით 5 კვირიდან გულისცემაც ისმის და შევამოწმოთ_ ღიმილით გამოგვიშვა. მე ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამდი, აი გიორგი კი ბედნიერებას ასხივებდა, მეგონა ისე დადიოდა მიწას ფეხს არც აბიჯებსთქო. ყველასთვის უნდოდა ერთად გვეთქვა, ჩემებთან წავედით, მშობლები ტაძარში იყვნენ და გავუარეთ სახლში წავიყვანოთთქო. მანქანაში რომ ჩაჯდნენ გიორგი ისე იყო აღელვებული არც კი დაუძრია ისე გადმომხედა და თვალით მანიშნა უთხარიო. მეც გაღიმებული მივტრიალდი:
-ისე მეორე შვილიშვილზე რას იტყოდი?
-რა უნდა ვთქვათ დედი, ღმერთმა გვამრავლოს და გვაბედნიეროს.
-ხოდა აბა მეორე შვილიშვილი გზაშიაა_ და მე და გიორგის გაგვეცინა. დედიკოს ცრემლები წამოუვიდა, გვაკოცა და მოგვილოცა, მამიკო კი ისე გაოცებული სახით მიყურებდა ალბათ ახლა აცნობიერებდა რომ გავთხოვდი, 23 წლის ასაკშიც კი კალთაში მიჯენდა და პატარა ბავშვივით მეფერებოდა, ახლა კი მის პატარა გოგოს თავისი შვილი უნდა ყოლოდა და თითქოს ერთბაშად მიხვდა რომ გავიზარდე. ვხედავდი ჩემზე ნერვიულობით ერთიანად დაბერებულ მამას და თვალებში ვხედავდი როგორი ბედნიერი იყო ასე გახარებულს რომ მხედავდა, იმდენად ბედნიერი, რომ ხმას ვერ იღებდა, გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა. მე მაინც სულ მის პატარა გოგოდ დავრჩებოდი.
ანამ კივილი დაიწყო როცა ვუთხარით, ვაიმე დეიდა გავხდებიო, ყველას ისე უხაროდა და ბედნიერები ვიყავით. დრო სწრაფად გადიოდა, ჩვენი ყოველდღიური კინკლაობა ლამის ჩვეულებაში გადაგვივიდა, თუ შეიძლებოდა ორ ადამიანს ნებისმიერ რამეზე ეჩხუბა ჩვენ ვიყავით, იქნებოდა ეს ტანსაცმელი, საჭმელი, თუ ნებისმიერი ყოველდღიურობა. მუცლით მეცადინეობა უკვე საკმაოდ მიჭირდა, კიდევ კარგი წელს ვამთავრებდი, თანაც მშობიარობა ზუსტად გამოსაშვები გამოცდების შემდეგ მიწევდა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ საკურსოს წერისას და პლიუს გამოცდების მომზადებისას, ბევრი კითხვა წერა და კომპიუტერი მჭირდებოდა, ჩემს პაწაწუნას კი ჯდომა ყველაზე მეტად არ მოსწონდა. როგორც კი დავჯდებოდი მაშინვე ფეხებით მიბაგუნებდა, ყველაფერს მტკენდა და ადგომას მთხოვდა, ამის გათვალისწინებით მეცადინეობა ლამის ჯოჯოხეთად მექცა. სქესის გასაგებად რომ შევაღეთ მე და გიორგიმ ექიმის კარი 100% ვიცოდი ბიჭი რომ იყო. ყოველთვის წარმომედგინა პატარა კიკინებიანი გოგო ვარდისფერ ქუჩქუჩა კაბაში, ამიტომ დარწმუნებული ვიყავი ბიჭი მეყოლებოდა. ასეც აღმოჩნდა. ამის შემდეგ სახელის მოფიქრებაზეც კი დავიწყეთ ჩხუბი, მე თუ ანდრია მინდოდა გიორგის გაბრიელი უნდოდა, საბოლოოდ შეთანხმება გამახსენა, სანამ სქესს გავიგებდით შევთანხმდით ბიჭს გიორგი არქმევდა გოგოს მე, ამიტომ არგუმენტები გამომელია და გაბრიელზე შევთანხმდით. ჩემდა გასაკვირად გამოცდებიც და საკურსოც უმაღლესი ქულებით დავამთავრე, თუმცა გამოცდაზე მშვიდად არ ვიჯექი, ყოველ 15 წუთში უნდა ავმდგარიყავი და ცოტა გამევლო, დამკვირვებლებიც მადლობა ღმერთს მითმობდნენ და ამის უფლებას მაძლევდნენ. ჩვენი სახლის რემონტი უკვე დასრულებული იყო, მაგრამ გიორგის ორსულის მარტო დატოვება ეშინოდა და ბავშვის დაბადებამდე მის მშობლებთან დარჩენა გადავწყვიტეთ.
მშობიარობის დღეს რომ დავურეკე 20 წუთში ერთხელ მტკივა და მირჩევნია წამიყვანოთქო გულგახეთქილი მოვარდა, სამშობიარომდე ავარიულებით და სიგნალებით მიმიყვანა, სამი წელი ვიცნობდი და ასე დაფეთებული ჯერ არ მინახავს, ექიმმა რომ გამსინჯა ერთ თითზე ხარ მაგრამ დარჩი აქ უფრო მოგაქცევთ ყურადღებასო უფრო ანერვიულდა, ცხრაჯერ კითხა ერთი და იგივე საფრთხე ხომარ ემუქრებათო. დღის 12 საათი იყო რომ დამაწვინეს, ექიმმა დამიბარა ექთანი ხშირად შემოვა მაგრამ გახსნას 4 საათში ერთხელ შევამოწმებ ჯერ შენთვის ადრეაო. 2 საათში ტკივილები 10 წუთში ერთხელ გამიხდა, შემდეგ უფრო შემცირდა დრო და უკვე ნელნელა სულის მოთქმა მიჭირდა, 4 საათზე გასინჯვისას კი ჩემდა გასაკვირად ისევ ერთ თითზე ვიყავი, თუმცა ტკივილები ყოველ 5 წუთში მქონდა. შემდეგ გასინჯვაზე რომ ძლივს 2 თითზე ვიყავი და უკვე შუაღამე იყო კივილით მოვითხოვე საკეისრო. ექიმმა გარკვევით მითხრა იმას არ ვჭრი რაც გასაჭრელი არ არისო და ხერხემალში გამაყუჩებელი შემიყვანეს. ცოტა დაძინება შევძელი კიდევ კარგი, თორემ რაც შემდეგ მოდიოდა დასვენებული უნდა ვყოფილიყავი. დილის 7ის ნახევარი იქნებოდა უკვე ტკივილიდან სახის ჩამოხოკვა რომ დავიწყე, მთელი ღამის ნათევი გიორგი და ანა თავზე მედგნენ და ჩემს დაშვიდებას ცდილობდნენ მაგრამ არაფერი მესმოდა. ცალი თვალით მხოლოდ ექიმის სახეს მოვკარი თვალი ჩემი გასინჯვის შემდეგ ექთანს რომ დაუქნია ხელი, მერე ხმასაც დავუკვირდი:- საოპერაციო გაამზადეთ სისხლთან ერთად, ბავშვს თავი გვერდითააქ და ვერ გამოდის, ამდენი წყლის ნაყლაპი არ გაგვეგუდოს. ამის შემდეგ აღარაფერი გამიგონია, ჩემი ღრიალი ალბათ მთელ სართულზე ისმოდა. გიორგი გარეთ გააგდეს, მისი შეშლილი სახე ცხოვრების ბოლომდე დამამახსოვრდებოდა, ჩემმა დამ ხელი ჩამკიდა და ცრემლები წამოუვიდა. გარეთ მყოფებიდან მაქვს გაგონილი ქვემოთ რა რეაქციები იყო, როცა ექთანი ჩავიდა და მშობლებს ხელისმოწერა თხოვა საბუთებზე სასწრაფო საკეისროსთვის, შემდეგ როგორ დაინახა ჩემმა დედამთილმა როგორ შემოვარდა ჩემი მეორე ექიმის მანქანა ეზოში, დაუყენებლად და ჩაუკეტავად როგორ გადმოხტა მანქანიდან და მიატოვა, არავის ძახილი გაუგონია და ჩემთან წამოვიდა, როგორ მოყვა ამას ჩემი დედამთილის კივილი რახდება გამაგებინეთო, დედაჩემი გულის წასვლამდე მისვლა და როგორ უცებ გამოეკიდათ ექიმს მამაჩემი და ჩემი მამამთილი ამბის გასაგებად. დერეფანში ამოსულებს კარებთან აყუდებული გიორგი რომ დახვდათ ვერცერთს გაუბედავს შეკითხვის დასმა. როგორც კი ექიმი შემოვარდა, მე უკვე ტკივილებიდან ღონემიხდილი ვიწექი და საცოდავად ვკვნესოდი. გავიგონე როგორ თქვა ექიმმა არავითარი საკეისრო დაბალ წნევიანია ვაკუუმი მომაწოდეთო.
-კი მაგრამ ლევანი ექიმო ბავშვის თავი?
-ბავშვის თავი ზრდასთან ერთად გაუსწორდება დედამისი კი გაჭრას შეიძლება ვერც გადარჩეს. _ მათი საუბრიდან ვერაფერი გავიგე, მხოლოდ ის მესმოდა როგორ მკაცრად მთხოვდა ლევანი ექიმი გაჭინთვას და მეც ვასრულებდი, რამდენიმე წუთში სულ თეთრ ნივთიერებაში ამოგანგლული დიდ შავ თმიანი ბიჭი გამოძვრა, თუმცა არუტირია, ჩემთვის ნარკოზს ამზადებდნენ გაკერვისას როარ მეკივლა, მაგრამ ხელი ავუქნიე, -არ ტირის, რატო არ ტირის, აატირეთ, ნუ მაძინებთ აატირეთ_ ბოლო ხმაზე ვკიოდი და ვხედავდი როგორ ამოდიოდა ჩემ ბიჭუნას პირიდან ნაყლაპი წყალი.რამდენიმე წუთში მთელი ხმით აკივლდა და მეც მშვიდად მივეცი უფლება რომ დავეძინებიე.
ისევ მისმა ტირილმა გამაღვიძა, ისევ იგივე მაგიდაზე ვიწექი, ამჯერად გაბრიელი დეიდას მკლავებში ირწეოდა მაგრამ არ ჩერდებოდა. გონს მოსული რომ დამინახეს მაშინვე გულზე დამაწვინეს, ტუჩები ააცმაცუნა და დაწყნარდა, არც კი მჯეროდა, საკუთარ შვილს ვიხუტებდი და ორივე ცოცხლები ვიყავით. დავინახე გიორგის შემოსვლაც როგორი ბედნიერი სახით დაგვყურებდა და ტკბილად რომ მაკოცა შუბლზე. ჩემს პატარას ვიხუტებდი, გვერდით კი ყველაზე თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ქმარი მედგა მსოფლიოში და ღმერთს მადლობას ვუხდიდი როგორ გამიმართლა.
ვიცოდი რომ ჩვენი ცხოვრება არიქნებოდა „ჭირი იქა, ლხინი აქა“, ვიცოდი რომ წინ ბევრი პრობლემა დაგვხვდებოდა, ვიცოდი რომ ისევ ყოველ წვრილმანზე ვიკამათებდით, ვიცოდი რომ ზოგჯერ იმდენად გამაბრაზებდა მისი დანახვაც კი არ მომინდებოდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ 5 წუთში გაბრაზების მიზეზი აღარ მემახსოვრებოდა, სიამოვნებით მოვუწყობდი საღამოობით რომანტიულ ვახშამს (თუ ბავშვს ეძინებოდა) და დაღლის მიუხედავად მაინც გავაცილებდი ყოველ დილით კოცნით და სიყვარულის ახსნით სამსახურში, შემდეგ შემოვბრუნდებოდი, ჩემს პატარა სიყვარულს გავუღიმებდი და ღმერთს მადლობას გადავუხდიდი ამხელა ბედნიერების მონიჭებისთვის.
---------------------------------
დიდი მადლობა რომ კითხულობდით...
პ.ს. ისტორია რეალურია თავისი ამბებით და პერსონაჟებით, მხოლოდ რამდენიმე ფაქტია ჩამატებული. გმადლობთ რომ მოგწონდათ და თუ არ მოგწონდათ მაინც მადლობა რომ გამოხატეთ



№1 სტუმარი M a R i a

istoria tavidan bolomde kargi iyo da sasiamovno wasakitxi iyo magram visurvebdi shens shemdeg istoriashi ufro meti dialogi yofiliyo warmatebebi veli shemdeg istorias ????

 


№2  offline მოდერი naattii

M a R i a
istoria tavidan bolomde kargi iyo da sasiamovno wasakitxi iyo magram visurvebdi shens shemdeg istoriashi ufro meti dialogi yofiliyo warmatebebi veli shemdeg istorias ????


დიდი მადლობა აუცილებლად გავითვალისწინებ და რამდენიმე დღეში ახალ ისტორიასაც დავდებ <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან კარგი გოგო ხარ.. წარმატებებს გისურვებ...
ძალიან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent