შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მესამე ნაწილი) პირველი თავი (13)


29-11-2017, 18:23
ავტორი fireending
ნანახია 2 088

მ ე ს ა მ ე ნ ა წ ი ლ ი
პირველი თავი
ცხოვრება ერთი დიდი გზაა და სანამ ცოცხალი ხარ ამ გზას მიუყვები.გზა არასდროსაა სწორი და ზოგჯერ გვიწევს გავჩერდეთ,მაგრამ უკან არასდროს უნდა დავიხიოთ.ცხოვრების გზა მძიმეა,ამ გზაზე მრავალ ტანჯვას გაივლის ადამიანი,ვკარგავთ საყვარელ ადამიანებს,ზოგჯერ იმედს,რომელიც გზის გასაგრძელებლად გვჭირდება,თუმცა ცხოვრება მხოლოდ ბნელით არაა მოცული და ჩვენ მიერ გასავლელ გზაზე ვპოულობთ ძალას,რომელიც სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს,ეს ძალაა საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნაა,რომლებიც დანებების საშუალებას არასდროს გაძლევენ.
ასე მოხდა სოფიას ცხოვრებაშიც,გზა,რომელიც მან გაიარა სავსე იყო დაბრკოლებებით.ჯერ კოდევ ძალიან ახალგაზრდას მოუწია მიეღო ცხოვრებისგან მწარე გაკვეთილები,მაგრამ მან შეძლო კვლავ ფეხზე დადგომა,მისთვის ახლობელი ადამიანების გვერდში დგომით მან მოახერხა ძლიერი ყოფილიყო,ყოფილიყო ის ვინც დღეს არის.შემდგარი ქალი,კარგი ცოლი და არაჩვეულებრივი დედა.ზუსტად ოცი წელი გავიდა მისი და დათოს ქორწინებიდან და ამ დროის განმავლობაში ისინი სამაგალითო ოჯახად მოიაზრებოდნენ,ისინი არა მარტო ცოლ-ქმარი,არამედ კარგი მეგობრებიც გახდნენ,რომლებიც ყოველთვის კარგად უგებდნენ ერთმანეთს.მთავარიც ხომ ესაა,ურთიერთგაგება,ამით სიყვარული ძლიერდება.დათოც და სოფიაც ხშირად აღნიშნავდნენ,რომ ერთმანეთის წყალობით მიაღწიეს ყველაფერს.დრომ,მხოლოდ გააძლიერა მათი ოჯახი.
სოფია ცნობილი და წარმატებული დიზაინერი გახდა და ახლა საკუთარი ფირმაც აქვს,როგორც ამას ერთ დროს სალომე ეუბნებოდა.დათომ და სალომემ კი საკუთარი საავადმყოფო გახსნეს,რომელიც უკვე გახსნის დღიდან მერვე წელია წარმატებით მუშაობს.
გზა წარმატებამდე არ იყო მარტივი გასავლელი,მაგრამ მათ ეს შეძლეს,სწორედ ერთად ყოფნის და დიდი შრომის შედეგად.
...
ჯერ კიდევ ადრე იყო,მაგრამ სალომეს ჩვეულებისამებრ ადრე გაეღვიძა.სამზარეულოში იჯდა და ყავას სვამდა,თან ფანჯრიდან იყურებოდა,გაზაფხულის მშვიდი დილით ტკბებოდა,წუხელ წვიმდა და მცენარეებს ახლაც ეტყობოდა წვიმის კვალი,თუმცა მაისის მზიანმა დილამ თავისი გაიტანა და უხვად მოაფინა მზის სხივები დედამიწას.მართლაც რომ მშვიდი დილა იყო,მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა სიჩუმეს და ეს ისე სასიამოვნოდ ჩაესმოდა სალომეს.არაფერს შეეძლო დაეღვია ეს სიმყუდროვე კარდა კარის ზარისა,რომელიც ამ წამს გაიგო.ქალმა ჭიქა მაგიდაზე დადგა და კარისკენ წავიდა.გააღო თუ არა კარი სახეზე ღიმილი მოეფინა და სიხარულით შემოიპატიჟა ორი ახალგაზრდა ბიჭი.
-დილა მშვიდობისა სალომე დეიდა.
-დილა მშვიდობისა გიო.
-როგორ ხართ?
-კარგად ლევან,შენ?
-ნორმალურად.ლუკა სახლშია?
-კი,მაგრამ ძინავს.ავალ...
-არა,ჩვენ ავალთ
-ჩვენებურად გავაღვიძებთ_ბოროტულად ჩაიცინა ლევანმა
-კარგი,მაშინ მე ყურსასმენებს ავიღებ_სიცილით უპასუხა სალომემ.
ბიჭები ზემოთ ავიდნენ.
სალომემ ღიმილით გააყოლა თვლი ბიჭებს.ძალიან უყვარდა ორივე.თითქმის მის თვალწინ გაიზარდნენ ეს ბიჭები.ლუკამ ლევანი და გიორგი მუსიკალურ სკოლაში სწავლისას გაიცნო.ბიჭები მასზე სამი წლით უფროსები იყვნენ,თუმცა მალევე დამეგობრდნენ,ჯერ კიდევ პატარაობაში და ახლა ბენდის შექმნაც გადაწყვიტეს.ლუკა დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრაავდა,ლევანი ბას გიტარაზე,გიორგი კი გიტარაზე.დღეს კი ვოკალისტის შესარჩევი კასტინგი ჰქონდათ გამოცხადებული და ამიტომაც დაადგნენ ასე ადრიანად თავს ლუკას.
...
ბიჭებმა ჩუმად შეაღეს კარი.ლუკას ჯერ ისევ ეძინა,უყვარდა ძილი და განსაკუთრებით დილაობით ეძინა ხოლმე დიდხანს,ლევანმა და გიორგიმაც კარგად იცოდნენ ეს.ლუკას საწოლთან მივიდნენ,ერთი ერთ მხარეს დადგა,მეორე საპირისპირო მხარეს და ერთხმად დაიღრიალეს
-დილა მშვიდობისა
ლუკა საწოლიდან წამოვარდა.შეშინებული და გაოცებული.თუმცა აზრზე მალე მოვიდა.
-უხ თქვენი_იღრიალა და ბალოშით გამოეკიდა ბიჭებს.ლევანს დაეწია და ბალიში ესროლა.
-ხომ გაგილამაზეთ დილა_ირონიულად გაეღიმ გიორგის და წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო,რომ სახეში მურთაქა მოხვდა.
-ერთად წახვალთ ჯოჯოხეთში თქვენ,ორივე_ახლა უკვე სიცილით თქვა ლუკამ.
-იქაც დაგელოდებით,არაა პრობლემა_უპასუხა ლევანმა
-საიქიოშიც თქვენ თუ გიყურეთ კარგად ყოფილა ჩემი საქმე
-ვის ნახავ ჩვენზე უკეთესს_უთხრა გიორგიმ
-ღმერთო რა შეგცოდე.დილის ძილი გამაწყვეტინეთ.სასჯელები ხართ რა.
-მოიცა კაცო,რა დროს ძილია,არ გახსოვს,რომ დღეს ვოკალისტი უნდა შევარჩიოთ?
-აუ ხოო
-მიდი,მიდი დროზე ჩაიცვი_უთხრა გიორგიმ
-ჰო კაი.
-მე და გიო ქვემოთ დაგელოდებით.
ლუკა მალე მოწესრიგდა და ქვემოთ ჩავიდა.
-დილა მშვიდობისა დე_მიესალმა სალომეს
-დილა მშვიდობისა.ბავშვებო,საუზმე მზადაა და ხომ ისაუზმებთ?
-ჰო ბიჭებო ვისაუზმოთ და მერე წავიდეთ.ჯერ დრო გვაქვს_თქვა ლუკამ
ბიჭები საუზმეზე დარჩნენ. კიბეზე ანდრია გამოჩნდა.ისიც ახალი გაღვოძებული იყო.სალომეს აკოცა და ბიჭებს მიესალმა.
-დილა მშვიდობის მაღვიძარებო_სიცილით მიესალმა ბიჭებს.
-აუუ,შენც გაგაღვიძეთ?
-კი ლევან,მაგრამ არაუშავს.დღეს პროცესი მაქვს და მაინც ადრე უნდა გამეღვიძა.
-აჰაა,მთლად უსარგებლოებიც არ ყოფილხართ ბიჭებო_დაცინვით უთხრა ლუკამ ლევანს და გიორგის.
-ანდრია,ხომ ისაუზმებ?
-არა სალო,მხოლოდ ყავას დავლევ,ჯერ არ მშია.
-კარგი_გაუღიმა სალომემ და ფინჯანში ყავა დაასხა.შე,დეგ კი ანდრიას მიაწოდა.
-დღეს ვოკალისტი უნდა შევარჩიოთ მამა
-მართლა?ძალიან კარგია,ისე როგორ მიდის საქმეები_იკითხა ანდრიამ
-ნორმალურად,რამდენიმე სიმღერა მზად გვაქვს._უპასუხა გიორგიმ.
-კარგია.აბა თქვენ იცით.თუ რამეში დაგჭირდეთ ჩემი დახმარება არ მოგერიდოთ
-მადლობა ანდრია_უთხრა ლევანმა
-რა დრო მოსულა.არ დაგვაგვიანდეს ბიჭებო_თქვა გიორგიმ და ფეხზე წამოდგა.
ბიჭები სალომეს და ანდრიას დაემშვიდობნენ და სახლიდან გავიდნენ.
ცოლ-ქმარმა ღიმილით გააყოლა ბიჭებს თვალი.ანდრიამ სალომეს ხელი მოხვია და მისაღები ოთახისკენ წავიდნენ.
-კარგი ბიჭები არიან,მიხარია,რომ ლუკას ასეთი მეგობრები ჰყავს.
-ნამდვილად სალო,თანაც დარწმუნებული ვარ დიდ წარმატებას მიაღწევენ.
-ჰო,ძალიან არიან მონდომებულები.
სალომემ საათს დახედა.
-უკვე მიდიხარ ?
-ჰო,დღეს ოპერაცია მაქვს დაგეგმილი
-მე წაგიყვან საავადმყოფოში და მერე პროცესზე წავალ
-კარგი.ტანსაცმელს გამოვიცვლი და წამოვალ._თქვა სალომემ და ზემოთ ავიდა.
...
უკვე თითქმის მოსაღამოვდა.ლევანი,ლუკა და გიორგი კი ისევ სტუდიაში იყვნენ.ბევრ ვოკალისტს მოუსმინეს,თუმცა არცერთი მოეწონათ.უკვე დაღლილები იყვნენ. ლევანი ფანჯრის რაფზე იყო ჩამომჯდარი და ქუჩაში იყურებოდა.ლუკა სკამზე იჯდა და ფეხები მეორე სკამზე ეწყო.გიორგის კი მოწყენილობისგან თითქმის ჩაეძინა.
-რა უაზრობაა,ამდენ ხალხს მოვუსმინეთ და არცერთი იყო კარგი._თქვა ლევანმა
-მაგრად დავიღალე_გაიზმორა ლუკა და ჭიქიდან დარჩენილი ყავა მოსვა
-თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე სასტიკად მეძინება_უხალისოდ თქვა გიორგიმ და კედელს მიეყრდნო.
კარზე კაკუნი გაისმა
-შემოდით ღიაა_დაიძახა ლუკამ
ოთახში გოგონა შემოვიდა.ეტყობოდა ნერვიულობდა.მორიდებით დადგა კართან.
ლევანს მის დანახვაზე დაღლილობა სულ დაავიწყდა.ფანჯრის რაფიდან ჩამოვიდა და გოგონასკენ წავიდა.
-გამარჯობა.მე ლევან ბენდელიანი ვარ,ბასისტი.შენ რა გქვია?_ჰკითხა მას
-სესილი დოლიძე.
-კარგი სესილი,შეგიძლია დაიწყო.მიკროფონი გამომართვი_უთხრა ლუკამ
სესილიმ ღრმად ჩაისუნთქა.მუსიკა ჩაირთო.ნერვიულობა მოემატა და თითების მტვრევა დაიწყო.გოგონას ფეხები უკანკალებდა,ხმის ამოღებდაც ვერ შეძლო,თვალებიდან ცრემლები წასკდა.ლევანმა მუსიკა გამორთო და სესილის მიუახლოვდა.ხელები მოკიდა და გაიღიმა.
-ნუ ნერვიულობ_უთხრა თბილი ხმით
მისი ხელები ისეთი თბილი იყო,ამ შეხებამ თითქოს ძალა შემატა სესილის.
-წყალს ხომ არ დალევ_ჰკითხა გიორგიმ
-თუ შეიძლება
გიორგიმ წყალი მიაწოდა გოგონას.სესილიმ მოსვა და ცოტა დაწყნარდა.მუსიკა ისევ ჩაირთო,ამჯერად აღარ ნერვიულობდა და სიმღერა ბოლომდე იმღერა.საოცრად ძლიერი,სუფთა და ლამაზი ხმა ჰქონდა.სამივეს მოეწონა მისი ნამღერი.
-ტყუილად ნერვიულობდი,ძალიან კარგად მღერი_უთხრა გიორგიმ
-ნამდვილად_დაეთანახმა ლევანი.
-ჩათვალე,რომ უკვე ჩვენ ბენდში ხარ სესილი,კეთილი იყოს შენი ფეხი_უთხრა ლუკამ და გოგონას ხელი ჩამოართვა.
სესილი ისე გახარებული იყო სათქმელს ძლივს უყრიდა თავს
-დიდი მადლობა.მე ძალიან გახარებული ვარ
-ჩვენც,რომ შენ გიპოვეთ.ხვალ რეპეტიციაზე გელოდებით_უთხრა ლევანმა
-კარგი.ახლა წავალ.დროებით.
-მოიცა,უკვე გვიანია.ჩვენ წაგიყვანთ
-ლევანი მართალია_თქვა გიორგიმ
-არა,არ მინდა შეგაწუხოთ მე წავალ.
სესილი საჩქაროდ წავიდა კარისკენ და ოთახი დატოვა.
-უცნაური გოგოა_ჩაილაპარაკა ლუკამ-ნეტავ ასე რა ანერვიულებდა
-კარგად მღერის_თქვა ლევანმა
-კი ნამდვილად.ბიჭებო არ წავიდეთ?_იკითხა ლუკამ
-ჰო.დავიღალე,მეძინება _უპასუხა გიორგიმ და სკამიდან წამოდგა
...
-სად იყავი?_მკაცრად კითხა სახლში ახლად შემოსულ სესილის დედამ
-მე...არსად კლასელი ვნახე უბრალოდ.
-კარგი.არ ივახშმებ?
-არა დედა ,მეძინება.
სესილი ოთახში შევიდა,კარი ჩაკეტა და საწოლზე დაჯდა.ისევ ცრემლები მოაწვა.კარადის უჯრა გააღო და ალბომი გამოიღო.ფოტოებს ათვალიერებდა,სადაც სცენაზე იდგა.მაშინ სულ რაღაც თოთხმეტი წლის იყო.ცხრა წელი გავიდა,რაც აღარ უმღერია.ახლა კი არ სჯეროდა,რომ ისევ შეძლებდა სცენაზე დგომას.მშობლები ყოველთვის უკრძალავდნენ მუსიკით სერიოზულად დაინტერესებას.განსაკუთრებით დედამისი იყო მის მიმართ მკაცრი უნდოდა უნივერსიტეტში ესწავლა და მუსიკისთვის სამუდამოდ დაენებებინა თავი.სესილის უჭირდა მშობლების წინააღმდეგ წასვლა.მაგრამ ახლა რადაც არ უნდა დაჯდომოდა,გადაწყვიტა სიმღერა გაეგრძელებინა.ალბომი შეინახა და ცრემლები მოიწმინდა.ჯერ კიდევ დღევანდელი დღის ემოციებში იყო.შემდეგ კი ლევანი დაუდგა თვალწინ,გაახსენდა რა თბილად მოეპყრო.მისი შეხება,თბილი გამოხედვა.გაეღიმა და საწოლზე წამოწვა.სესილი ახლა ბედნიერი იყო.გულში იმედი გაუჩნდა,რომელიც თანდათან ფრთებს ისხამდა.თვალები დახუჭა.ახლა მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა.
...
-დაჯექი სალო_მანქანის კარი გაუღო დათომ სალომეს.
ორივენი მანქანაში ჩაჯდნენ.დათომ მანქანა დაქოქა.
-დამღლელი დღე იყო
-ჰო_უპასუხა სალომემ
-სალო,გზაზე სოფიას გავუაროთ კარგი? შემდეგ სახლში წაგიყვან.მისი მანქანა სახელოსნოშია.
-კარგი,თან სოფიასაც ვნახავ,მომენატრა.ბოლო დროს სულ ვეღარ ვხედავ.
-მეც,ისე ხშირად უწევს ხოლმე საზღვარგარეთ წასვლა ჩვენებებზე თან ახლა მისი ფირმის გახსნიდან 15 წელი სრულდება და დიდი ღონისძიებას გეგმავენ.
-ჰო,ისე რა მაგარია,ჩემი სიტყვები ზუსტად ასრულდა... ჯერ კიდევ როდის ვეუბნებოდი_ღიმილით თქვა სალომემ-რომ ძალიან მაგარი დიზაინერი იქნებოდა
დათოს გაეღიმა
...
-შემოდით_თქვა სოფიამ,როდესაც კაბინეტის კარზე დააკაკუნეს
მდივანი გოგონა შემოვიდა.
-გისმენ თაკო
-ქალბატონო სოფია,ჟურნალისტები არიან
-მე რა ვთქვი?_ხმადაბლა,თქვა სოფიამ. გოგონამ მის მკაცრ გამოხედვას ვერ გაუძლო და ქვემოთ დაიხედა
-გასაგებია
-გასაგები,რომ ყოფილიყო ისინი აქ არ იქნებოდნენ.მე გარკვევით ვთქვი,რომ შოუმდე ინტერვიუს არ ვიძლევი
-ბოდიში
-კარგი,ახლა დამტოვე.
თაკო ოთახიდან გავიდა და კარი ფრთხილად მოხურა.სოფია დროთა განმავლობაში საკმაოდ მკაცრ ადამიანად ჩამოყალიბდა.სწორედ ამის წყალპბით მისი ბიზნესი მუდამ მოწესრიგბული იყო და 15 წლის მანძილზე პრობლემა არ შექმნია.მკაცრი იყო,თუმცა არა უსამართლო,თანამშრომლებისგან მხოლოდ წესრიგს ითხოვდა და ასეც იყო,ზედმეტი სიტყვის თქმასაც კი ვერავინ ბედავდა მისთვის.თანამშრომლები,და არა მარტო ისინი,ყველა პატივს სცემდა სოფიას.
ადვილი არაა მიაღწიო სიმაღლეს და შემდეგ იქ თავი შეიმაგრო ამდენ ხანს,ისე,რომ ერთხელაც არ ჩამოვარდე.ბევრი იშრომა,რომ წარმატებისთვის მიეღწია და ასე იყო დამსახურებული.
სოფია წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.უკვე თითქმის დაბნელებული იყო.ცაზე რამდენიმე ფერმკრთალი ვარსკვლავი მოჩანდა.ქალმა ფანჯარა შეაღო და ჰაერი ჩაისუნთქა.
კარზე ისევ დააკაკუნეს
-შემოდით_უხალისოდ ჩაილაპარაკა სოფიამ,მაგრამ მკაცრი მზერა სახეზე მოფენილმა ღიმილმა შეცვალა,როდესაც სალომე და დათო დაინახა.მათკენ წავიდა და ორივეს მოეხვია.
-სოფი,როგორ მომენატრე
-მეც სალო გამიხარდა,რომ მოხვედი.
-ჰო აბა,შენ სულ აღარ გახსოვართ და
-ხომ იცი,რომ ეგრე არაა.
-ვითომ?_ჰკითხა სალომემ-მაშინ დღეს სავახშმოდ ჩემთან გეპატიჟებით
-რავიცი ჯერ კიდევ რაღაც საქმეები...
-უარი არ მიიღება_გააწყვეტინა სალომემ-ჩემთან მოდიხარ სოფი.ახლა განტვირთვა გჭირდება.დათო უთხარი რამე
-ჰო სოფი,სალომე მართალია,დასვენება გჭირდება,ორი ექიმი გეუბნებით და თანაც სალომეს უარს ვერავინ ეუბნება.
-კარგი_გაეღიმა სოფიას.
-წავედით_თქვა დათომ და კარისკენ წავიდა.
...
ლუკა ანდრიასთან ერთად ეზოში კალათბურთს თამაშობდა,როცა ჭიშკართან დათოს მანქანა გაჩერდა. ლუკამ ბურთი ძირს დააგდო და ჭიშკრისკენ გაიქცა.გახარებული ჩაეხუტა დათოსაც და სოფიასაც.ლუკას განსაკითრებით უყვარდა ისინი.დათო და სოფია მისთვის მეორე მშობლებად იქცნენ.
-გაგახსენდათ ჩვენი არსებობა არა?_სიცილით უთხრა ანდრიამ და პრივე გადაკოცნა
-კარგი ახლა წყალსაც ნუ გაგვატან_უპასუხა დათომ
-რას ამბობ,აქამდე მოაღწიე და ახლა გაგიშვებ? შემოდით,შემოდით...ვახშამი უკვე მზადაა.
-ვეტყვი,რომ მაგიდა გააწყონ_თქვა ლუკამ და სამზარეულოსკენ წავიდა.
...
როდესაც ივახშმეს ყველანი აივანზე დასხდნენ.თბილი საღამო იყო.სავსე მთვარის სინათლეზე კი ყველაფერი მიმზიდველად მოჩანდა.
-ამაღამ ხომ დარჩებით?_იკითხა ლუკამ,რომელიც დათოს გვერდით იჯდა
-უარი არ მიიღება,არ გვაწყენინოთ_მხარი აუბა ანდრიამ ლუკას
დათომ და სოფიამ ერთმანეთს ღიმილით გადახედეს.
-კარგი,დიდი სიამოვნებით_თქვა დათომ
-რა კარგია_გაუხარდა ლუკას.
-სოფია,ღონისძიება ერთ კვირაშია არა?
-კი სალო და ვნერვიულობ_უპასუხა სოფიამ
-ყველაფერი კარგად ჩაივლის აუცილებლად_თქვა ანდრიამ
-იმედი მაქვს.დიდხანს ვემზადებოდით ამ ყველაფრისთვის
-სოფია,სანდრო არ ჩამოვა?_იკითხა ლუკამ
-სამწუხაროდ ვერ ახერხებს,მნიშვნელოვანი გამოცდა აქვს და ნიუ-იორკში უწევს გაჩერება
-აუ რა ცუდია.არადა როგორ მომენატრა_მოწყენილი ხმით თქვა ლუკამ
-ჰო,თვითონაც განიცდის,რომ ვერ ჩამოდის._თქვა დათომ
სანდროს გახსენებაზე ყველამ მოიწყინა,რადგან ყველას ენატრებოდა.უკვე მეევსე წელია,რაც ამერიკაში სწავლობდა და იშვიათად ახერხებდა ჩამოსვლას.მანაც დათოსავით ექიმობა გადაწყვიტა და უკვე წარმატებულ სტუდენტადაც ითვლებოდა.
ძალიან უჭირდათ სოფიას და დათოს სანდროს გარეშე დიდი ხნით ყოფნა,ლუკასაც ძალიან გაუჭირდა.მართალია სკაიპით თითქმის ყოველდღე ესაუბრებოდა,მაგრამ სულ სხვაა,როდესაც ადამიანი შენ გვერდითაა.ლუკასთვის სანდრო უფროსი ძმა იყო,რომელსაც ყოველთვის და ყველაფერში ენდობოდა.
-ლუკა,შენკენ როგორაა საქმეები?ბენდში როგორ გაქვთ საქმე?_ჰკითხა სოფიამ
-ძალიან კარგად,დღეს ვოკალოსტი შევარჩიეთ და ხვალ დილიდან რეპეტიციებსაც ვიწყებთ
-ძალიან მიხარია_თქვა სოფიამ-წარმატებები
-მადლობა სოფია
-ჰო მართლა ლუკა,მინდა რაღაც შემოგთავაზო
-გისმენ
-დიდი სიამოვნებით მოვიწვევ შენ ბენდს ჩემ ღონისძიებაზე
-რა?ამას სერიოზულად ამბობ?_გახარებულმა წამოიძახა ლუკამ
-რა თქმა უნდა,მე მონასმენი მაქვს ადრე თქვენთვის,გიორგი და ლევანიც ნიჭიერი ბავშვები არიან და გამიხარდება თუ თქვენ გახსნით ღონისძიებას
-ვერ წარმოიდგენ როგორი გახარებული ვარ
ლუკა წამოხტა და სოფიას მოეხვია.ყველას ბედნიერი ღიმილი მოეფინა სახეზე.ლუკა ძალიან გახარებული იყო.ერთი სული ჰქონდა ბიჭებს როდის შეატყობინებდა ამ ამბავს.


-------------------------
იმედი მაქვს,რომ მოგეწონებათ.ეს ჯერ შესავალია.დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვინც დროს მითმობს და კითხულობს ჩემ მოთხრობებს.



№1 სტუმარი Nini

Gaagrdzele velishemdeg tavs .dzlivs gavixdene ar dagviano

 


№2  offline წევრი fireending

Nini
Gaagrdzele velishemdeg tavs .dzlivs gavixdene ar dagviano

მადლობთ.ამ საღამოს იქნება შემდეგი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent