Asáfeia
მის გარეშე გავიღვიძე,მის გარეშე ვისაუზმე,მის გარეშე გამოვედი სახლიდან.ჯერ კიდევ გუშინ ვიყავი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული,დღეს კი აღარ ვიცი რატომ არ მაძლევენ ფიქრები მოსვენებას.უცნაური ქმნილებაა ადამიანი,იტანჯება,სიმშვიდეს ვერ პოულობს თუმცა მზადაა პრინციპებისთვის ყველაფერი დათმოს.ჯერ კიდევ გუშინ,როდესაც უხმოდ დატოვა სახლი გადავწყვიტე,რომ ცხოვრებას მის გარეშე დავიწყებდი,დღეს კი ვეღარ ვარ ისეთი პრინციპული და ძლიერი.გაურკვევლობას ავუტანივარ და სულს მიხუთავს.კარგად მახსოვს ის დღე,როდესაც გავიცანი.უნივერსიტეტში ყოფნის პირველ დღეს გაურკვეველი შეგრძნება დამეუფლა,როდესაც მარტო მჯდომი დავინახე.თითქოს ჩვენს შორის იყო მაგრამ ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა.არასოდეს მენახა მასზე ჩაკეტილი და უცნაური ადამიანი.თუმცა მუდამ თავგადასავლების მოყვარულს გადავწყვიტე,რომ ეს ის ჩემი მეგობარი გახდებოდა.2 წლის განმავლობაში თითქოს ერთ ადგილს ვტკეპნიდით,შემდეგ კი ვიგრძენი რომ მასზე დამოკიდებული გავხდი.მისი ღიმილი,მისი თითოეული სიტყვა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა.ჩემმა სიყვარულმა ეგოისტი გამხადა,იმაზე მეტი მომანდომა ვიდრე მქონდა. იმაზე რთული არაფერია,როდესაც ტკივილი გაგიჟებს შენ კი არაფერს იმჩნევ.მეგობრობის ნიღაბს ამოფარებულმა ჩემი სიყვარული დავმალე.მიზნის მიღწევისკენ ვისწრაფვით,თუმცა არასოდეს ვფიქრობთ გვჭირდება კი ის ნამდვილად.მე ის მივიღე,რაზეც ვოცნებობდი,თუმცა რეალობამ ჩემი იმედები არ გაამართლა. *** ისევ დამეძინა,გული მიგრძნობს პირველ ლექციას ვერ მივუსწრებ.ეს დღე არაფრითაა გამორჩეული,იმას თუ არ გავითვალისწინებთ,რომ სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე.სკოლა ის ადგილი იყო სადაც კარგად მიცნობდნენ და ჩემს ახირებებს იტანდნენ,დღეს კი არვიცი როგორ გარემოში მოვხვდები.თუმცა ეს ნაკლებად მადარდებს.შარვალი ამოვიცვი,თმები მაღლა ავიწიე და უხმოდ დავტოვე სახლი.დედა გვიან მოვიდა სახლში და მისი გაღვიძება არ ღირს, გამძვინვარებულ მხეცს ემსაგვსება ხოლმე.დედაჩემის შემხედვარე ყოველთვის მსურდა მისნაირი ვყოფილიყავი.მიუხედავად იმისა,რომ მარტომ გამზარდა მასზე ძლიერი ადამიანი არასოდეს მინახავს.უმამობას არასოდეს შევუწუხებივარ,რაც თავი მახსოვს მე და დედა მარტო ვართ.მარტოობაა გულში სიცარიელეს გიტოვებს,თუმცა ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და სწორედ რომ შეჩვევა იწვევს ჩვენში ცვლილებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.