შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის ქურდი


1-09-2016, 22:38
ავტორი ananuka
ნანახია 1 264

ნელნელა საკუთარი თავის კონტროლს ვკარაგავ, როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად. სხეულს ვერ ვაკონტროლებ, შფოთი არ მასვენებს, ფიქრებს ვერ ვალაგებ, ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა.. ჩემი თავიც.

მე მინდა ყველაზე არაფხიზელ ზაფხულზე გიამბოთ, ბევრი თქვენგანი თვლის და ასევე ,,ხალხური’’ აზრიცაა, რომ ყველა ზაფხულს თავის ისტორიააქვსო. მე ამას ვერ გეტყვით რადგან არ მახსოვს 2016 წლის ზაფხული.
ზოგადად ბავშვობიდან დეპრესიული ბავშვი ვიყავი,დედაჩემს სულ ფსიქოლოგებთან დავყავდი სკოლაშიც ჰიპერაქტიული ვბრძანდებოდი ამიტომ 2 სასწავლებლიდან გამომაგდეს. 8წლის ვიყავი როდესაც ტრამვამ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა, საკუთარი ,,დაქალი’’ შემომაკვდა. 9 წლის ვიყავი როდესაც ჩემი მშობლები დაშორდნენ. 11 წლის ვიყავი როდესაც ბაბუაჩემი გარდაიცვალა. 14 წლის ვიყავი როდესაც არასწორ დროს არასწორ ადამიანებთან მოვხვდი და ნარკოტიკების მოხმარება დავიწყე. 16 წლის ვიყავი როდესაც ფსიქიატრიულში სიარული დავიწყე ასევე მონასტერშიც ვიყავი. 17 წლის ვიყავი როდესაც როგორც ყველა გარდატეხის ასაკში მყოფმა გოგომ გავიცანი ადამიანი რომელსაც ჩემი სიყვარული დავარქვი.
შემდეგ 4 წლის განმავლობაში არ გამოჩენილვარ არსად, მეთვითონაც არ ვიცოდი რატომ ვიყავი ჩაკეტილი სახლში.
21 წლის ვიყავი როდესაც 7 თვიან დეპრესიაში ჩავარდი შეყვერაბულთან დაშორების გამო, დავიკელი 15 კილო, ვკითხულობდი წიგნებს და სახლიდან არ გავდიოდი.
თბილისში როგორც მოგეხსენებათ სააფთიაქო ნარკომანია ბევრად უფრო მიღებულია ვიდრე ნატურალური მოსაწევის მოწევა, მაგრამ როგორც ,,გამოსწორებულმა’’ ადამიანმა სასტიკი უარი განვაცხადე ტაბლეტებზე და საკუთარ პლანტაციებს მივეძალე. უნახავმა რა ნახაო საქართველოზეა ნათქვამი.

ჩემი დეპრესია ძალიან ღრმაა, ჩემი გრძნობაც და გონებაც. ხანდახან ვფიქრობ, მაგრამ მიჭირს ფიქრი ეგრევე თავი მტკივდება და ვიძირები.
მე ორი ვარ მე და ჩემი მეორე მე. მეორე სულ რაღაცეემს მეჩურჩულება არ მეუბნება მეჩურჩულება თავს არ მანებებს, მე კი ჩუმი ვარ.

,, massive attack’’- ის კონცერტზე მივდიოდი ბერლინში დეიდაშვილთან ერთად.
კარტაზე 5000$ მედო კონცერტამდე 3 კვირა იყო დარჩენილი.
გავიღვიძე ისევ ის დრო ისევ ის რეალობა ისევ მე და ჩემი თავი. თბილისის ჰაერი მთლიან ფილტვებს მიწვავდა და გულზე გადადიოდა.
-აეთრევი ოდესმე?- დეიდაჩემმა კარები შემოაღო. ადრე ლოგინიდან წამოვხტებოდი, ჩხუბს დავიწყებდი ეხლა კი ისევ ისე მედო ბალიშზე თავი როგორც ორი წუთის წინ უბრალოდ ფარხმალი დავყარე ჩემთავთანაც.
-ყველა შენიანი მუშაობს, ყველას ყავს შეყვარებული ყველა სადღაც დადის შენ უკვე აღარავის რო ჭირდები და ესე რო გდიხარ ატყობ? - მქონია დღეები როდესაც ლოგინიდან მხოლოს ბუნებრივი მოთხოვნილების გამო ვდგებოდი და გადიოდა კვირები ისე რო ვერ ვიბანდი არ არა ოღონდ ვერ.
ჰიგიენური ადამიანი ვარ დღე გამოშვებით თავს ვიბან ტანს ყოველდღე მაგრამ არა იმ დროს როდესაც ლოგინი და მუქი ჰარდები ჩემზე იმარჯვებს.
აივანზე გავედი სიგარეტში შეკეტებულ პლანს მოვუკიდე, მეორე მეც არაფერს არ მეუბნება ანუ დღეს ისევ ვიწვები. ადამიანები იმიტომ ეწევიან, რამე უფრო ღრმა შეიგრძნონ ვიდრე სიფხიზლეა, ემოციებს გასცდნენ ისიამოვნონ მე კი იმიტომ ვეწეოდი, რომ ბლოკში ჩემი ყველა სიგარეტი უკვე შეკეთებულიიყო. მოკლედ რომ ვთქვათ ამ დღეს გადავწყვიტე ზღვაზე წასვლა და ეს შენი 5000$ ქარს გავატანე 2 კვირის განმავლობაში მარტო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent