შემთხვევით დაქორწინებული (1,2,3,4,5,6,7,8,9,10-თავები)
ყოველთვის მეგონა, რომ ცხოვრება, რაღაც განსაკუთრებულს მიმზადებდა. რაღაც წარმოუდგენელს და საოცარს. ყოველთვის ყველაზე ძლიერი მეგონა თავი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს "განსაკუთრებული" მოვლენა მთელ ჩემ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა, თავ-ბედს მაწყევლინებდა და სრულ რევოლუციას მოახდენდა ჩემ პიროვნულ მეში. საერთოდ, ადამიანები ეგოისტები ვართ, ეს ხომ, ცნობილი ფაქტია. ყოველთვის განსაკუთრებული გვგონია თავი, ყოველთვის უკეთესობისკენ ვისწრაფით, მაგრამ ამ "უკეთესს" თავისი წილი ტკივილი სდევს-გაუსაძლისი და აუტანელი. თუმცა, ამაზეც სხვას შევჩივით. გამოგონილ არსებას, ან თუნდაც ღმერთს. როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ვართ, სინდისის დასამშვიდებლად სხვას ვსდებთ ბრალს. სინდისი, ხომ პატარა ღმერთია, რომელიც უფალმა ყველა ადამიანში ჩადო. და, მე-ელენე გაბუნიას, ყველაზე უგრძნობს და "ამჩემფეხებას" წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ვინმე ან რამე ჩემში რევოლუციის მოხდენას შეძლებდა. *** დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. ასე მეგონა საცაა გასკდებათქო. მე კიდე, ცხოვრებაში არაფერი არ მტკიებია, გარდა ჩემი რეგვენი ძმის-ონოს მიერ მოყენებული "უნებლიე" დალურჯებების და ჭრილობებისა. მუცლით წოლისგან უკვე კუნთებიც დამეჭიმა და ქვედა კიდურებს, საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ყრუ ტკივილი კი განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. "ჯანდაბა! ასე მგონია, მეთერთმეტე სართულიდან, გატყვლეპილი მთვრალი გადმომაგდეს და როგორ პოზაშიც დავეხეთქე ასფალტს, იმავე პოზაში გამეღვიძა." ოთახში შემოსული მზის სხივები თვალებს მჭრიდა, მე კი იმის თავიც არ მქონდა, რამე წამომეფარა. უხერხულად წოლამ მოთმინებიდან გამომიყვანა, ხელები სახსარში მოვხარე და საწოლს დავეყრდენი. როგორც კი წამოვიწიე, ტკივილი უფრო გაძლიერდა და ძალა გამოცლილი, ისევ საწოლზე დავებერტყე. "ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბაააა! აი, რას ქვია-არ გაგითენდეს ხვალინდელი დილაო. როგორც ჩანს, აქ სიკვდილი, ასეთ დებილურ პოზაში მომიწევს და მომკითხავიც არავინ იქნება. უარესის ღირსი ხარ, ელენე! აბა, რომელ ნორმალურ ადამიანს სძინავს შუადღემდე? სანამ არ დაღამდება, არც არავინ გიკითხავს. ისევ შენ, ჩემო თაო!" კიდევ ერთხელ წამოვიმართე, ამჯერად უფრო ნელა. მთელი ძალა ხელებზე გადავიტანე, როგორც კი ტკივილს შევეჩვიე, სხრულს ბიძგი მივეცი და ინერციით ზურგზე დავვარდი.სხეულის მოდუნებასთან ერთად ყრუ ტკივილი უფრო გაძლიერდა. აქოშინებულს, მუცლის ღრუში გაჩენილმა ხანძარმა კვნესა მომგვარა და ქუთუთოები მთელი ძალით დავაჭირე ერთმანეთს, თითქოს ტკივილის გადატანას ვცდილობდი.თვალების გახრლისთანავე, შევეცადე ფოკუსირება რაიმე საგანზე მომეხდინა, მაგრამ წამდაუწუმ ლიბრი მეკრობოდა. ოთახი კი ბრუნვას არ წყვეტდა: ნაზი, რძისფერი შეკიდული ჭერი, თითოეულ დანაყოფზე განლაგებული ნეონის ნათურები და ცენტრში-დიდი, სხვადასხვა ფორმის რიკულებით გაფორმებული ჭაღი. "არა, გემოვნება აშკარად მაქვს. ფერთა არაჩვეულებრივი შეხამება, იდეალური ჭაღი და... მოიცა, ამის გაკეთება როდის მოასწრეს? დავიჯერო, როცა გათიშული ვიყავი?" თავი ნელა მოვაბრუნე და მზერა კრემისფერ კედელზე, სიმეტრიულად განლაგებულ შავ თაროებზე გადავიტანე. ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა გულისცემა, როგორც კი მარცხნივ საწოლი ჩაიზნიქა და ჩემ სმენას, ღრმა ამოოხვრის ხმა მისწვდა, რასაც ჩემ მუცელზე, ვიღაცის მძიმე მტევნის მოხვევა მოჰყვა. თვალებ გაფართოებულმა შევხედე დაძარღვულ, გარუჯულ მკლავს, რომელის სიმხურვალე სხეულში, საგანგაშო იმპულსებს გზავნიდა და ცხელმა ძჟრუანტელმა თხემიდან-ტერფამდე დამიარა. შევეცადე დამეიგნორებინა გულის აუტანელი ბაგაბუგი და თვალი ნელ-ნელა ავაყოლე ჩემ სხეულზე უცხოდ "შემოჭრილი" მტევნის პატრონისკენ, რომელიც ჩემსკენ შემობრუნებულიყო, გრძელი წამწამები ქუთუთოებზე დაჰფენოდა და უდარდელად ფშვინავდა... და, რომელიც საერთოდ არ ირიცხებოდა ჩემ ნაცნობთა სიაში.მოულოდნელად, ისე რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი, ჩემ მუცელზე მოთავსებული მკლავი დაიჭიმა და ურცხვად მიმიხუტა "პარტნიორის" გულმკერდს. შიშიშვლის შეგრძნებაზე, მთელი სიძლიერით დამეჯახა სასოწარკვეთა და იმის გააზრებამ, რომ მეც მის მდგომარეობას ვიზიარებდი პანიკაში ჩამაგდო. ყელში გაჩხერილი კივილი ძლივს შევიკავე და ჩემ, აქამდე კრეატიულ ტვინში, წინა დღის თუ ღამის გახსენება დავიწყე, თუმცა ამაოდ. თავი უსიამოდ მიბჟუოდა და მკერდში აბუყბუყებული აგონია, აზრებს ბუზებივით ფანტავდა. "ღმერთო, შენ მიშველე! ოღონდ ეხა გადამარჩინე რა!.. რა მინდა აქ?! ვინ არის, ეს ტიტველი კაცი?! ან მე რატო ვარ შიშველი და საერთოდ, რა ჯანდაბა ხდება ჩემ თავა?!!" თავი ნელა წამოვწიე, ზედმეტი მოძრაობისგან თავს ვიკავებდი, თითქოს ბომბზე ვიყავი შემდგარი... თუმცა, ზემოთხსენებული ბომბი, როგორც ჩანს "აფეთქებას" ჯერ არ აპირებდა. თვალი მოვავლე მუქ იატაკზე "დაკიდებულ" ტანსაცმელს და იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ აღმოჩნდა იქ, კანკალმა ამიტანა. ფიქრი არ მინდოდა იმაზე, რაზეც ადრე თუ გვიან გარკვევა მაინც მომიწევდა. მზერა წითელ პუფზე დაგდებულ ჩემ ზედს საცვალზე მიმეყინა და ზუსტად აქ მივხვდი, რომ მაგრად დამერხა. ჩემი სხეულიდან "უნებართვოდ" მოცლილმა საცვალმა, იატაკზე დაყრილმა ტანსაცმელმა, სხეულის გაუსაძლისმა ტკივილმა და ამ ყველაფრის, როგორც მივხვდი-ავტორის მშვიდმა გულისცემამ თავისი ქნა და კივილი მოვრთე. ჩემს გვერდით მწოლის გამოზიმილი ფშვინვა, წამოყვირებამ შეცვალა და ლოგინიდან წამომხტარი, ორიენტაცია დაკარგული იატაკზე გაიშოტა, მე კი ზედ მიმაყოლა. მთელი სხეულით მასზე გაწოლილი, პანიკაში ჩავვარდი. ვგრძნობდი გული საცაა გამისკდებოდა. ფართხალი დავიწყე იმის იმედით, რომ მასზე აკრობას შევძლებდი, მაგრამ საბნის ორივე ბოლოს, მის ზურგსა და იატაკს შორის გაჭედვამ ეს შეუძლებელი გახადა... და მეც მასთან ერთად საბანში გახვეული მასზე "გავიჭედე". "მოვკვდე! უნდა მოვკვდე! ღმერთო, შენ მიშველე! ჯანდაბა! დებილი, მოუქნელი, უჭკუო ბატი ხარ ელენე! ბაააატიიიი!" -ეფექტური გაღვიძება იყო, ლამაზო!-გავიგე ბოხი, ხრინწიანი ხმა და დენდარტყმული ადგილზე გავშეშდი. თვალებ გაფართოებულმა, ფრთხილად გაუსწორე მზერა და მოჭუტული თვალებიდან, ურცხვად მომხირალი კვამლისფერმა ორმა სფერომ და ცალყბა, ირონიულმა ღიმილმა მიმახვედრა, რომ მე მართლა, მართლა, მართლა ძალიან მაგრა დამერხა. .... -რა იყო, ისეთი სახით მიყურებ, თითქოს არაამქვეყნიური არსება გენახოს.-მითხრა ეშმაკური ღიმილით და ვიგრძენი, როგორ შემოცურდა წელთან მისი ხელი. -ხელები გაწიე და გამიშვი!-ძლივს ამოვილუღლუღე სახეაჭარხალებულმა და აკანკალებული ხელებით შევეცადე მის სხეულს, ოდნავ მაინც მოვცილებულიყავი, მაგრამ მისი მარწუხებივით მკლავები ამის საშუალებას არ მაძლევდნენ. -ნუ ფართხალებ, ლამაზო!-დაიჩურჩულა ისე, როგორც შთაგონება წვეულმა მხატვარმა. მარცხენა მკლავი საბნიდან ამოაცურა და თითები ჩემს თმაში გახლართა.-და სულაც არ ვაპირებ გაწევას, რადგან შენს გაშვებისგან განსხვავებით, სულ სხვა გეგმები მაქვს, რაც თავის ტკივილის უებარი წამალია. -ხელი გამიშვი!-წამოვიკივლე და მთელი ძალით გავცხე სილა.-არ გაბედო იცოდე! -გოგო, გადაირიე?!-დამიღრიალა და მთელი ძალიტ ჩამაფრინდა მხრებში.-ჯერ იყო კივილით ამიკელი და ახლა მირტყამ?! მეორეჯერ არ გაბედო იცოდე თორემ...-ჩაისისინა განრისხებულმა. -ხელს თუ გამიშვებ, არც გავბედავ.-ძლივს მოვუყარე ტუჩებს თავი გაფითრებულმა. ისეთი თვალებით მიყურებდა, მეგონა ადგილზე მომკლავდა. სირცხვილისგან თვალებს ვერ ვუსწორებდი მის დაჟინებულ მზერას და ერთადერთი, რაც მინდოდა, აქედან გაქცევა იყო. -რატომ? არ გინდა ჩემთან?!-ჩაისისინა გესლიანად და თითები კიდევ უფრო მომიჭირა. -გამიშვი, ადამიანო!-წამოვიყვირე მოთმინებიდან გამოსულმა.-ნუთუ ასეთი რთულია ამის გაგება? გა-მი-შვი!-ვყვიროდი და თან მთელი ძალით ვექაჩებოდი საბანს, რომ როგორმე ამომეძვრინა მისი მხრიდან. -კარგი, კარგი!-დამიყვირა მანაც, ფართხალი რომ შევწყვიტე,-გიშვებ და ნუ ქმნი ისტერიკებს, ისედაც თავი გასკდომაზე მაქ! საბანს ხელი დაავლო, გვერდზე მოისროლა და მასთან ერთად, მეც წამომაჯინა.შიშვლად დარჩენილს არ ვიცოდი რა მექნა. საწოლს მივეყუდე და ოთხად მოკეცილმა, ფეხები გულ-მკერდზე ავიფარე. თვალები მთელი ძალით მქონდა დახუჭული და ჩემივე სირაქლემისებურ პოზას გულში ვწყევლიდი. დაველოდე, სანამ ის წამოდგებოდა, ზურგს მაქცევდა და ეგრევე გვერდზე მოსროლილ საბანს დავსვწვდი. მთელი ძალით შემოვიხვიე ტანზე, თითქოს ასე მსურდა დამევიწყებინა წუთის წინ მომხდარი. -მეორე დღეს უკარება, პატიოსანი გოგოს თამაში კარგად გეხერხებათ,-ამომხედა ირონიული ღიმილით, თან ქამარს იკრავდ. თუმცა, არ გამომპარვია, როგორ მრისხანედ მიყურებდნენ მისი თვალები.-ისე იქცევი, თითქოს წინა ღამეს შენი ტყუპისცალი მიწევდა პარტნიორობას, ლოგინში, ან თითქოს რამე დაგაძალე. -არაფერი არ მახსოვს,-ამოვილუღლუღე აწითლებულმა და მოკუნტული საბანს მთელი ძალით ჩავაფრინდი.-არ მახსოვს აქ, როგორ... -ოჰო!-ისეთი სუსხიანი ხმით გადაიხარხარა, შეცბუნებულმა უმალ თვალი გავუსწორე.-ეს რა, ახალი თამაშია? შენ რა, გინდა თქვა, რომ არაფერი გახსოვს? -არა,-ამოვთქვი, ჯერ კიდევ გაოგნებულმა. -აი, მესმის ტყუილი,-მომიახლოვდა და ჩემსკენ დაიხარა. მე კი მთელი ძალით ავეკარი კედელს-ე.ი. არ გახსოვს აქ, როგორ მოხვდი. არ გახსოვს, როგორ ჩამიგორდი ლოგინში და შემთხვევით, ხომ არ გინდა, თავიდან გავმეოროთ ყველაფერი?! დარწმუნებული ვარ მაშინ ყველა წვრილმანი გაგახსენდება და... -შეწყვიტე!-წამოვიკივლე,ფეხზე წამოვხტი და შეცბუნებულს მზერა გავუსწორე-არაფერი არ მინდა შენგან! არ მინდა რამე მახსოვდეს, არ მინდა გავიხსენო ჩემი იდიოტური საქციელი, არ მინდა მახსოვდეს, რომ სრულიად უცხოსთან...-წინადადება ვერ დავასრულე, ღრმა სუნთქვისგან ფილტვები დასკდომაზე მქონდა და უკვე ჩურჩულსაც ძლივს ვახერხებდი,-ერთადერთი რაც მინდა, აქედან წასვლაა. უბრალოდ მანამდე აბაზანაში მინდა შესვლა და ეგრევე წავალ. უცებ ტელეფონის ზარი მომესმა. აღელვებულს წუთი დამჭირდა მივმხვდარიყავი, რომ ჩემი იყო. თვალი მოვარიდე მის გაოგნებულ სახეს და კუთხეში მიგდებული ჩანთისკენ დავიხარე და გავხსენი. ყურადღება არ მივაქციე ჩანთიდან ამოვარდნილ ქაღალდს და განათებულ ეკრანს დავაშტერდი. ეკრანიდან ორი ადამიანის ბედნიერებისგან გაბრწყინებული მიმზერდა. გოგოს სასაცილოდ გაფართოებოდა ჭაობისფსრი, ეშმაკუნა თვალები, პირში ჩუპა-ჩუფსი გაეჩხირა და თავზე დამდგარ ახლადგაღვიძენულ ბიჭს აჰყურებდა, რომელსაც ჩალისფერი თმები სასაცილოდ აბურძგვნოდა და ანალოგიური თვალები, მობეზრებული გამომეტყველებით მოეჭუტა. ვიგრძენი, როგორ ამიკანკალდს სხეული. ჩემი და ონოს სურათის ხილვამ, თითქოს ნათლად დამანახა დანგრეული მომავლის სიდიადე. ნათლად დავინახე, მისი ჩამქვრალი თვალები, ამას რომ გაიგებდა და გამყინავმა სიცივემ, მთელ სხეულში დამიარა. "მორჩი! მორჩი გლოვას, ელენე! რასაც არ ეშველება იმაზე ბღავილს, აზრი არ აქვს! არ გაბედო და ამ იდიოტის თვალწინ არ იტირო! არ გაბედო, ელენე!"-ერთი ღრმად ჩავისუნთქე, ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადავყლაპე და დასტურის ღილაკს დავაჭირე: -გისმენ, ონო! -გოგო, რა იყო, სად გაქ ეს ტელეფონი?!-გავიგე მისი გაბრაზებული, ბოხი ხმა და თითებით მთელი ძალით ჩავაფრინდი ტელეფონს, კანკალი რომ შემეკავებინა,-ან იცი რომელი საათია? პირველი დაიწყო და შენ კიდევ გძინავს! -ონო, არ მძინავს. უბრალოდ გასული ვიყავი.-სახეაჭარხალებულმა, შუბლშელრულ იდიოტს ზურგი ვაქციე.-რამე მოხდა? -არაფერი, უბრალოდ მაინტერესებდა,-ყურმილის იქით ამოოხვრის ხმა გავიგე.-ტრენინგები როდის გეწყება? -არ ვიცი ჯერ. დღეს 4-ზეა შეხვედრა და ყველაფერს მანდ გავიგებ. შენ სად ხარ? -ბიჭებთან ვარ გამოსული, ზღვაზევაპირებთ წასვლას... გაგამ მოგიკითხა!-კარგად გავიგე გაგას ყვირილი, რასაც რაღაცის დარტყმის და დაცემის ხმა მოჰყვა. -ერთხელაც იქნება, რომელიმე გაფშეკთ ფეხებს და რა გინდა, რომ დააჩქარო ეს მოვლენა?!-იმის წარმოდგენაზე, თუ რა ხდებოდა ამწამს მანდ, გაგა მთელი გულით შემეცოდა. -მომისმინე დაი!-სიცილისგან ძლივს მესმოდა ონოს ხმა,-ნუ ერევი რა ჩვენ საქმეში. ჩვენ ვართ ენერგიის მხრივ ზედმეტად განვითარებული სიმპაწიჩნი პარენები-როგორც შენ იტყვი და გვაცადე რა დავხარჯოთ ეს ენერგია. -კარგი!-მეტის თქმა ვერ მოვახერხე, რადგან თვალი მოვკარი, მუშტებშეკრული უცნობი, როგორ ჩასჩერებოდა საწოლზე გადაფარებულ ხორცისფერ ზეწარს. -კარგი, კარგი! და დაგირეკავ საღამოს. ჭკვიანად იცოდე! -კარგი! გაბმული ზუმერი თვინს მიხვრეტდა, მაგრამ ტელეფონს მაინც არ ვიცილებდი. მოსალოდნელი საუბრიაგან კი სახეაჭარხალებულს, სად დსვმალულიყავი არ ვიცოდი. -ე.ი. შენ... თურმე...-გავიგე მისი გაოგნებული ლუღლუღი და ვინატრე იქვე მოვმკვდარიყავი.-მე კი... კი მაგრამ... -სააბაზანო სად არის? -რა?-გაოგნებულმა გამომხედა-რა საანაზანო. ჯერ, ჯერ ყველაფერი გასარკვევი გვაქვს... -არაფერია გასაეკვევი!-"ნუთუ ვერ ხვდება, რომ უნდა გაჩუმდეს?! ვერ ხვდება, რომ საცაა სირცხვილისგან მოვკვდები?!"-აბაზანას მივიღებ და წავალ. -მოიცა, მოიცა!-მთელი ტანით შემოტრიალდა და წელზემოთ შიშველი მომიახლოვდა,-სად წახვალ? შენ რა გგონია ასე გაგიშვებ?! -მე არაფერი არ მგინია!-მივახალე წყობიდან გამოსულმა,-არ ვაპირებ აქ დავრჩე და უაზრო ახსნაგანმარტებები ვისმინო! არაფერი არ მაქ შენთან გასარკვევი! ერთადერთი შენგან რაც მაინტერესებს ის არის, თუ როგორ მოვხვდი აქ, ან შენ სად გადაგეყარე! ერთხანს დაჟინებით ჩამჩერებოდა თვალებში. შემდეგ მზერა ნელ-ნელა დაბლა ჩამაყოლა და გულ-მკერდზე აფარებულ, საბანზე ჩაბღაუჭებულ ჩემ ხელებს გაუშტერა. -არ ვიცი.-ისევ გამისწორა მზერა. -რა?-მეგონა უშნოდ მეხუმრებოდა. -არ მახსოვს, შენთან ერთად აქ, როგორ მოვხვდი, საერთოდ არ მახსოვს გუშინდდლი არაფერი.-განმიმარტა თავისი ნათქვამი, რამაც შოკში ჩამაგდო. -როგორ თუ... ე.ი. ასეთ გაურკვევლობაში მომიწევს მთელი ცხოვრება ყოფნა? -როგორც ჩანს,-მითხრა ისეთი მზერით, თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა,-მანამდე კი... მანამდე მოგიწევს დაურეკო შენ საქმროს და უთხრა რომ დაშორდი. -რა?-მეგონა მომესმა,-რა უნდა ვქნა? -გამეორებას არ ვაპირებ,-თავგაბეზრებული გამომეტყველებით გატრიალდა და კედელში ჩაშენებული კარადიდან ორი პირსახოცი ამოაძვრინა. მე კი მას თვალებგაფართოებული შევცქეროდი და ვცდილობდი გადამეხარშა მისი ნათქვამი. -რა საქმრო?-"ნუთუ ამას ონო ჩემი საქმრო გონია? კი, მაგრამ ნუთუ ასეთი დებილია, ასეთი რამ საიდან დაასკვნა?!"-არ არსებულ საქმროს, როგორ დავშორდე? ან ეს სისულელე საიდან მოიტანე? -გოგო, მისმინე!-მომიტრიალდა და განრისხებული ჩამაშტერდა,-ვტოვებ ჭკუასუსტის შთაბეჭდილებას?! საქორწილო ბეჭედი გიკეთია, რადგან შენთვის პირველი მე ვიყავი ე.ი. ჯერ კიდევ დანიშნული ხარ და რატო სვამ ამდენ სულელურ კითხვას? ისედაც მისკდება თავი! -მე არ ვარ დანიშნული!-ვუყვირე და მარცხენა ხელი ცხვირწინ ავუფრიალე. ჩემდა საუბედუროდ კი, მზის შუქზე აბრჭყვიალებულმა სამკაულმა თვალი მომჭრა. თითები სახესთან ახლოს მოვიტანე და კარგად დავაკვირდი პაწაწინა თვლებით გაწყობილ ბეჭედს. ვიგრძენი, როგორ დამეხვა თავბრუ. რამდენიმე ნაბიჯი ძლივს გადავდგი და საწოლზე მოცელილივით დავჯექი. არ შემეძლო არაფერზე ფიქრი, არც ატკიებული კუნთები მახსოვდა, გარდა იმისა რომ ჩემი საქმე იმაზე გაცილებით ცუდად იყო, ვიდრე წარმომედგინა. "არა, კი ვიცოდი, რომ 10კმს რადიუსზე რაიმე იდიოტური პრობლემა თუ არსებობს, აუცილებლად მე შემემთხვევა, მაგრ ეს უკვე მეტისმეტია."-გავიფიქრე და არათითიდან მოძრობილ ბეჭედს დავაშტერდი. -გაგახსენდა?-ნათლად გავიგე მისი ირონიანარევი ხმა, თუმცა ამისთვის ნამდვილად არ მეცალა. -ალექსანდრე...-ამოვიკითხე ბეჭდის შიგნით ამოტვიფრული ხვეული ასოები. -ეხლა რაღა გინდა?-მომიბრუნდა უცნობი და ჩემი მზერა, როგორც კი დაიჭირა, დავინახე, როგორ გაუფართოვდა თვალები და შემიძლია დავიფიცო, რომ სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მაგრად დაერხა. .... პირსახოცისხალათ შემოხვეული ვიჯექი საწოლზე. გაშლილი თმებიდან წურწურით ჩამომდიოდა წყლის წვეთები, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ნებას ვაძლევდი დაესველებინათ მხრები, თითქოს ის დამალული ცრემლები იყო, რომელთა გამჟღავნებას, აბაზანაში განმარტოებულიც არ ვაძლევდი საკუთარ თავს. აკანკალებული, გაყინული სხეული სრულ კონტრასტს ქმნიდა, ჩემ შინაგან მდგომარეობასთან. სულიერად ვდუღდი. მას შემდეგ, რაც გაირკვა რომ მე, რომელსაც ცხოვრებაში შეყვარებული არ მყოლია, რომელსაც არასდროს არავინ მომიშვია ახლოს და რომელსაც საპირისპირო სქესთან "სხვაგვარ" ურთიერთობაზე "ალერტეკის" მთელი ფლაკონის მომარაგება მესაჭიროებოდა, ამჯერად, გვერდით ვეჯექი ჩემს ენაგადაყლაპულ, ახალგამომცხვარ ქმარს. არ შემეძლო დამეჯერებინა ის, რაც წუთის წინ გაირკვა. ასე მეგონა, ჯერ კისევ სიზმარში ვიყავი, მაგრამ ჩემს და ჯერ კიდევ უცნობის თითზე წამოსკუპებულ ბეჭდებზე ამოტვიფრულმა-"ელენემ" და "ალექსანდრემ", რეალობის სიმწარეს, მთელი ძალით შემაჯახა. აქამდე მიწიერი პრობლემებით შეუშფოთებელი გული, ფილტვებს შორის იმდენად შფოთავდა, ასე მეგონა მისი "ამაო ძახილი" მთელ სამყაროს ესმოდა. თუმცა ოთახში გსმეფებულ გამაყრუებელ სიჩუმესთან ბრძოლაში სასტიკად მარცხდებოდა, როგორც რუსეთი საქართველოსთან რაგბის ჩემპიონატში. ამდენი ფიქრისგან, აზროვნებაც აღარ შემეძლო, თუმცა ამისთვის ღმერთს მადლონას ვწირავდი, რადგან ვიცოდი, რომ თუ ოდნავ მაინც ჩავუღრმავდებოდი ჩემ საქციელს და მისგან გამოწვეულ შედეგებს აუცილებლად შევიშლებოდი. თითქოს ჩემ ჯინაზე დუმდა ჩემი... ჩემი... ჯანდაბას, ქმარი. "ქმარი! ცოლი! ის-ქმარი, მე-ცოლი! ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა! გუშინ ჯერ კიდევ, სკოლის მოსწავლე ვიყავი და ახლა კი-გათხოვილი ბატი! კაია, მომწონს... ეფექტურია...დედიიკოოო! მიშველეთ ვინმემ!!! ჩამცხეთ რამე!!! ან მომკალით... ან თუ გინდათ მომკალით... ან თუ არ გინდა მომკალით!!!"-სიკვდილზე ფიქრს თავი დავანებე. არ მინდოდა ჩემი მიზეზით კიდევ ვინმე გაუბედურებულიყო. ისიც მეყოფოდა, რომ მთელი ცხოვრება მიმიწევდა ტვირთად მეტარებინა ჩემი... ნუ კაი, ქმრის შეძრწუნებული სახე. გვერდით გავიხედე, იმაში დასარწმუნებლად, რომ გვერდზე მჯდომი, ჯერ კიდევ სუნთქავდა...დავრწმუნდი... მზერა სივრცისთვის გაეშტერებინა და გაფითრებულ სახეზე შეძრწუნება გამოსახვოდა. ვიგრძენი, ჯერ კიდევ დაუმშვიდებელი გული, როგორ მომეწურა. საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ ნათლად წარმოვიდგინე მისი ამჟამინდელი შინაგანი მდგომარეობა. თვალწინ გამირბინა ფილმის კადრებივით მისმა შოკურმა გამომეტყველებამ, ჩვენი მდგომარეობა რომ გაიგო. როგორ მომიახლოვდა, როგორ გამომიწოდა უსიტყვოდ ერთერთი პირსახოცი და საწოლის პირდაპირ განთავსებულ კარზე მანიშნა. ათასწილად მერჩივნა ეყვირა, გაველანძღე, ან თუნდაც გავეგდე, რადგან ასე, მიზეზი მაინც მექნებოდა რომ გაბრაზება და წყენა ვინმეზე მაინც გადამენთხია. ათჯერ მაინც შევხედეთ ერთმანეთ გაოგნებული თვალებით. ორივეს რაღაცის თქმა გვინდოდა, ორივემ ერთდროულად დავაღეთ პირი რამე რომ გვეთქვა, მაგრამ ენა ვერ მოვაბრუნეთ. ორივე ერთ ფორმაში ვიჯექით: თმასველი და ხალათშემოხვეულები, განძრევის თავი კი არცეთს არ გვქონდა. -რა გავაკეთოთ?-ისევ მან გამოიჩინა გამბედაობა და დაარღვია ოთახში გამეფებული სიჩუმე. -არ ვიცი!-დავიჩურჩულე. -რამე იდეა გაქვს?-ისევ მან დაიწყო. -არანაირი! -რას აპირებ, ის თუ იცი?!-მკითხა უკვე გაღიზიანებულმა. -არა! -გოგო, რამდენი ხანია ჩუმად ზიხარ გაშტერებული და დავიჯერო საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ფიქრობდი?!-ხმას აუწია გაბრაზებულმა, რამაც მოთმინებიდან გამომიყვანა და არც მე ჩამოვრჩი: -ბიჭო, ჩემი ფიქრები მთელი ცხოვრებაა უკუპროპირციულ დამოკიდწბულებაშია საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასთან... და საერთოდ, იგივე შეკითხვა შემიძლია დაგისვა. -ვინაა გოგო შენი "ბიჭო"?!-ფეხზე წამოხტა და ქორივით დამაცქერდა წყობიდან გამოსული. -ვინაა ბიჭო შენი "გოგო"?-მივაშტერდი თვალებში და აუღელვებლად ვკითხე-"ვაი, ვაი ელენე! ეტყობა გუშინდელმა ღამემ სხვასთან ერთად, სიფრთხილის უნარიც დაგაკარგვინა!" -მგონი დაგავიწყდა ვინ ვარ!- დამიღრინა განრისხებულმა. -დამავიწყდა კი არა, საერთოდ არ ვიცი ვინ ხარ... და რაც არ იცი იმის დავიწყება, შეუძლებელია,-იმავე ტონით ვუპასუხე. -გაფრთხილებ, ნუ ცდი ჩემ მოთმინებას... -შენ რა გგონია, რომ მე დამშვიდებული ვარ?!-უკვე მეც ვეღარ მოვითმინე და წინადადების დასრულება არ ვაცადე,-რატომ გგონია, რომ მე არ ვფიქრობ ამ დაწყევლილ სიტუაციაზე?! რატომ გგონია, რომ ჩემზე მძაფრად განიცდი?! მაშინ, როდესაც ყველაფერი თავზე დამემხო. ჯერ კიხევ გუშინ, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, რომელიც ქალაქში ჩამოსვლისთანავე, ატეხილი კლასელის გამო, შარში გაეხვა. რომელიც ზემოთხსენებული ბავშვების მოსაზებნად, შუაღამეს ბარში წავიდა და სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, აყაყანებულ ბრბოს, საზმელზე უარი რომ ეთქვა და შენ კი მეუბნები, რომ...-მძიმედ ამოვისუნთქე. ასე ნათლად გახსენებულმა გუშინდელმა საღამომ, თვალები ამიცრემლიანა და საცაა ავტირდებოდი. -შენ რა...მოიცა, რა სკოლელი? რამდენი წლის ხარ?-საცრისოდენა თვალები მომაპყრო. -17ის!-ნიშნისმოგებით ვუპასუხე, თითქოს პრობლემები, ჩემი ასაკის გამო, მე კი არა, მას შეექმნებოდა. -რა?!-წამოიყვირა დამდუღრულივით და მოულოდნელობისგან ადგილზე შევხტი-როგორ თუ... ეს ხომ... ე.ი. ყველა უბედურებასთან ერთად, ცხვირმოუხოცავი ღლაპი მოვიყვანე ცოლად?! მთელი 9,წლით უმცროსი ბავშვი?! გალეშილმა მთვრალმა...-ლუღლუღებდა თავისთვის და წინდაუკან დადიოდა. უცებ მოტრიალდა, მომვარდა და მხრებში ხელი ჩამავლო.-ე.ი. შენ ხარ ჩემი ცოლი?! თან 17წლის?! "ამხელა კაცია და თვალებით მე, როგორც თვითონ ამბობს-ცხვირმოუხოცავ ღლაპს მთხოვს, რომ აშკარა ფაქტი ვუარყო..."-განრისხებულს, ფიქრები კარის გაჯახუნების ხმამ შემაწყვეტინა და კისწრი მოვღრიცე, იმისთვი რომ დამენახა, რამ გადაარჩინა ჩემზე ჩაბღაუჭებული იდიოტი აყლაყი. -ბიძია, შენ ცოლიანი ხარ?-გავიგე პატარა ბაცშვის წკრიალა ხმა და ჩემი თვალები, 4-5წლის ოქროს ხუჭუჭ თმიან არსებას დაეცნენ, რომელიც ყურებამდე ჩახეული ღიმილით მოგვჩერებოდა. ვიგრძენი, როგორ დაიძაბა ჩემ წიმ მდგომი და ხელები კიდევ უფრო მომიჭირა. ბანაობის დროს ნანახი ჩალურჯებები კი, საგანგაშო იმპულსებს გზავნიდნენ ტვინში, რამაც კვნესა მომგვარა. ჩემმა ხმამ მივზვდი, აზრე მოიყვანა. ერთი ღრმად ამოიოხრა და პატარას მიუახლოვდა. -კი, ერეკლე. როგოც ჩანს, ცოლიანი ვარ!-ჩაიმუხლა და ღაჟღაჟა ლოყები დაუკოცნა. რატომღაც ეს ბავშვი კოკროჭინას მივამსგავსე. "არა, ელენე! არაფერი არ გეშველება! გული საცაა გაგისკდება, შენ კი ზღაპრებზე ფიქრობ!" -და ესაა შენი ცოლი?-ბიძიას მხრის უკან გამოიჭყიტა და ციმციმა, ზღვისფერი თვალები მომაპყრო ფახევებულს. -კი, ესაა-"ქმარმაც" გამომხედა, ფეხზე წამოდგა და ერეკლეს კარებისკენ უბიძგა-შენ ახლა ჩადი დემეტრესთან და ჩვენც მალე ჩამოვალთ. -მამიკოს ვეტყვი მაშინ მეე!-წასვლას აპირებდა! როცა ისევ უკან მობრუნდა-და პატარა ბავშვს, როდის მომიყვანთ? მაგიტო გაცვიათ ორივეს ხალათი? ვიგრძენი, როგორ ავწითლდი და კიდევ ერთხელ ვინატრე მოვმკვდარიყავი. -ერეკლე, ჩადი და ჩამოვალთ!-ყურადღება არ მიუქცევია პატარას სიტყვებისთვის, მაგრამ მისმა სუსხიანმა ხმამ ეკლები დამაყარა. *** მისაღებ ოთახში, გვერდიგვერდ ვიჯექით და ათას სისულელეე ვიგონებდით იმისთვის, რომ ალექსანდრეს მშობლებისთვის და რძალ-ძმისთვის აგვეხსნა ჩვენი, ვითომდა გასაიდუმლებული ქორწინება. ალექსანდრე ტყუილს ტყუილზე ამატებდა და ვგრძმობდი, როგორ მიმძიმდებოდა მხრები, რადგან ამ თამაშის უშუალო მონაწილე მეც ვიყავი. თითოეული მათგანის გაბრწყინებული მზერა კი მდგომარეობას კიდევ უფრო მიმძიმებდა. პატარა ერეკლე ბაბუამისს-უფროს ერეკლეს, ტკიპასავით მიკრობოდა და ვითომდა მალულად აპარებდა ჩემკენ ეშმაკურ თვალებს. ისეთი სასაცილო გამომეტყველება ჰქონდა, რომ არა დამძიმებული გული, გულიანად გავიცინებდი. მთელი არსებით ჩაფლული ვიყავი ახსნა-განმარტების ძიებაში, რასაც ჩემებს მოვახსენებდი, მაგრამ არცერთი გონივრული იდეა არ მომდიოდა თავში. ხელებგაყინულს არ მაინტერესებდა ჩემი სულელური ჩაცმულობა, რომელიც დახეული სარაფნის გამო(რაც იდიოტი "ქმრის", კიდევ ერთი "შედევრი" იყო) ალექსანდრეს ბავშვობის შარვლისგან, რომელიც მაკრატელის დამსახურებით შორტად ქცეულიყო და მისივე სამი ზომით დიდი მაისურისგან შესდგებოდა. თუმცა "შორტებში" ჩაჩურთული ისე დიდად არ გამოიყურებოდა. -"ეტყობა სულ სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული, თან შენ ხომ ჯანმრთელად ხარ"-გამახსენდა მისი პასუხი, როდესაც გაცეცხლებული მოვთხოვდი აეხსნა, თუ რატომ იყო, ჩემი საყვარელი კაბის ზედა ნაწილი ძაღლის ნათრევივით დაგლეჯილი. -"რომელ ჯანმრთელობაზე მელაპარაკები, როდესაც მთელი სხეული სინიაკებით მაქ ნაძვისხესავით მორთული?! -მორთულობაზე თუ ვილაპარაკებთ, ჩემი ზურგი კატის ნაფხოჭნ კედელს გავს, რის გამოც ბანაობაც ძლივს მოვახერხე!"-გამახსენდა ჩდმ სიცოცხლეში ყველაზე სამარცხვინო დიალოგი და სახე ისევ თურაშაულის ვაშლივით ამიწითლდა. -აიტ! თქვე ცუღლუტებო!-წამოიძახა როხროხა ხმით დემეტრემ და გადაიხარხარა-როგორც ჩანს, ჩემ უმცროს ძამიკოს მოუნდა თბილი კერა, თბილი ლოგინი... -დემეტრე!-უსაყვედურა ძლივს შეკავებული სიცილით გვერდით მჯდომმა ცოლმა. -რა იყო ნათი?!-გულუპრყვილოდ აახამხამა წამწამები და უმცროსი "ძამიკოს" მკვლელი მზერისთვის ყურადღება არ მიუქცევია-ფილმი "სიყვარული ყველას უნდა" გამახსენდა... -ჩვენი წასვლის დროა!-წამოიძახა ალექსანდრემ. მკლავში ხელი ჩამავლო და მეც წამომაყენა-ელენეს ნივთები გვაქ წამოსაღები სასტუმროდან. -კარგი შვილო!-აცრემლებული დედამისიც და მოულოდნელად, მთელი ძალით მომეხვია,-ეტყობა ძალიან კარგი გოგო ხარ, რადგან ჩემმა შვილმა შენ აგირჩია.-ლოყაზე ხელი მომითათუნა და უკან დაიხია. -კარგი რა, ნანა!-ჩაიბურდღუნა ალექსანდრემ და კარისკენ გულაჩვილებული წამაფორხილა. იმ სასტუმროს მისამართი მითხარი, სადაც ცხივრობდი-მანქანაში ჩაჯდომისთანავე მომახალა. -რას ქვია ვცხოვრობდი?-გაოცებულმს შევხედე. -ჩემთსნ გსდმოდიხარ!-შუბლშეკრულმა ამოთქვა და ვერცხლისფერ მერსედესს გვერდი აუარა. -რა მინდა შენთან? შენ რა გინდა ერთად ცხოვრება დავიწყოთ? ხვდები რას ამბობ?! ერთმანეთს არც კი ვიცნობთ და არ მაფიქრებინო, თითქოს იმედი გაქვს, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდება და ვიცხოვრებთ ტკბილად და ბედნიერად.-ერთი ამოსუნთქვით მივაყარე გაოგნებულმა. ალექსანდრემ მანწანა გადააყენა დს გაბრაზებული მომიბრუნდა: -მომისმინე და კარგად გაიაზრე რასაც გეუბნები. ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ, ერთ სახლში, ერთ ოთახში. ეს არაა წიგნი დს არც ჩვენ ვართ წიგნის პერსონაჟები, სადაც ყველაცერს სიყვარული აგვირგვინებს. ეს არის ჩვენი ცხოვრება და ნებით თუ უნებლიეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, სხვა არ აგებს პასუხს. ჩემებმა უკვე იციან, რომ ჩემი ცოლი ხარ, მეგობრებიც გაიგებენ. მინიმუმ ერთი წელი მოგვიწევს თამაში და თუ მოისურვებ, რამეს მოვიფიქრებთ და გავშორხებით!-,ყველაფერს ისე დარწმუნებული ყვებოდა ,თითქოს ჩემი აზრი სულაც არ ეწინააღმდეგებოდა მისას. -გენიოსო, ერთი პატარა დეტალი გამოგრჩა,-გავუღიმე ირონიულად-რომლებიც ამას თუ გაიგებენ, მსუბუქად რომ ვთქვა-მოგკლავენ! -სწორედ შენი მშობლების და შენ გამო გადავწყვიტე ეს. არც ისე პატარა ხარ, რომ ვერ მიხვდე შენთვის სხვა გამოსავალი არ არსებობს. მე შეცდომა სავუშვი და ვალდებული ვარ, შეძლებისდაგვარად გამოვასწორო. შენ კი უარესის გაკეთების უფლებას არ მოგცემ!-მთელი საუბრის განმავლობაში შუბლშეკრული მელაპარაკებოდა. ვხვდებოდი, რომ ის ყვწლაფერს ჩემგამო აკეთებდა. სასაცილო იყო გეფიქრა, რომ ეს მოწონებს ან რაიმე თბილ გრძმობასთან იყო დაკავშირებული. ეს იყო უბრალო, ადამიანური საქციელი. მას არ შეეძლო 17წლის გოგოსთვის, რომელიც შემთხვევით გადაეყარა ზურგი ექცია და ლაღად გაეგრძელებინა ცხოვრება. სინდისი არ მიცემდა ამის საშუალებას. -კარგი,-ჩავილაპარაკე და სასტუმროს კოორდინატები ვუთხარი. სასტუმროდან ჩემ დროებით სახლამდე, შემდეგ ბანკში ტრენინგებზე და ძილის წინ, მხოლოდ ჩემ უსუსურობაზე ვფიქრობდი, რახ არ მაძლევდა იმის უფლებას, ალექსანსრეს შემოთავაზებაზე უარი მეთქვა და ჩემებთან დავბრუნებულიყავი. ამის გამო კი, მთელი დღე ალექსანდრწს წინაშე თავს, დამნაშავედ ვგრძნობდი და ვხვდებოდი, რომ ეს დანაშაულის შეგრძნება მთელი იმ პერიოდის განმავლობაში არ მომასვენებდა, რაც მასთან მომიწევსა ცხოვრება... შევეცადე არ მეფიქრა იმაზე, რომ ის, სწორედ ჩემ გამო იწვა იატაკზე, რადგან სინდისის ხმა, ძილის საშუალებასაც არ მაძლევდა. .... -დროა ერთმანეთი გაგაცნოთ! მისაღებ ოთახში ვისხედით. უკვე გაციებული საუზმე კი არავის ახსოვდა. 5გორილა, რომლებიც ამჟამად ჩემი და ალექსანდრეს წინ იჯდნენ, დსბღვერილი სახით გვიცქერდნენ. ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრები, რატომღაც შვეიცარიას მაგონებდა.ჩემს მოსაზრებას ერეკლეს ჩვენ შორის ბურთით გარბენა, უფრო ამტკიცებდა. მოკითხვის შემდეგ, რომელიც სტანდარტულ ხელის ჩამორთმევასან გადაკოცნას, სულაც არ გავდა და წამორტყმებით გვირგვინდებოდა, ალექსანდრემ გადაწყვიტა ჩემი არსებობაც შეემჩნია და ერთმანეთი გაგვეცნო. -ბიჭებო, ეს ჩემი მეუღლეა, ელენე გაბუნია,-მეგობრებს ჩემზე ანიშნა, რომლებიც გაბრწყინებული თვალებით მომაშტერდნენ და შემდეგ მე მომიბრუნდა,-ესენი კი ჩემი მეგობრები არიან: დიმა და ლევან ყიფიანები... ანეგდოტების დედ-მამა!-სიცილით მიმითითა ქერა, ცისფერთვალება ბიჭებზე, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით გავდნენ ერთმანეთს და სწორი იქნება თუ ვიტყვი, 32 კბილი გადმოეყარათ,-კოკა სამსონაძე, ნამდვილი გურული,-ამჯერად გადაპარსულთავიან სუსტ ბიჭზე მანიშნა,-საბა ხეცურიანი, უბრალოდ ხევსური და გიორგი ვიბლიანი...სვანი,-ხელით მიმითითა გვერდიგვერდ მაჯდარ შავგრემან, ჩაფსკვნილ ბიჭებზე, რომლებიც დანახვისთანავე დევებს მივამსგავსე. "ჩვენი წინაპრები ცხრათავიან დევებზე რო წერდნენ, ეტყობა ესენი ყავდათ მხედველობაში." -სასიამოვნოა!-ჩავიბურტყუნე და მორცხვად გავიღიმე. -ჩვენთვისაც, რძალო!-წამოიძახა ერთერთმა ტყუპმა, ვერ გავარკვიე დიმა იყო თუ ლევანი,-დარწმუნებული ვარ გავუგებთ ერთმანეთს! -შენ ვის ვერ უგებ ერთი!-გაიცინა ნათიამ და ერეკლე გარეთ გაიყვანა. -უფროსო რძალო, გთხოვთ მაცადოთ საერთო ენის გამონახვა ახალ რძალთან, ვინაიდან და რადგანაც შენმა მაზლმა მომისპო ამის საშუალება!-თანდათან ხმას უწევდა ნათიასთვის ხმა რომ მიეწვდინა, თუმცა მის ნათქვამში შეფარული საყვედური შევნიშნე. -არც ჩვენ ვიცოდით!.. ფაქტიურად თქვენთან ერთად გავიგებ ამათ სიყვარულის ისტორიას,ღიმილით გადმოგვხედა დემეტრემ და თვალი ჩაგვიკრა. -ნამდვილად არ გვეგონა, ჩვენ რჩევას ასე მალე თუ გაითვალისწინებდა! -არც ჩვენ, თორე წუთითაც არ მოვშორდებოდით იმ დღეს!-შუბლშეკრული დაეთანხმა კოკა ნანას. -სანდრო, მგონი დროა ყველაფერში გაგვარკვიოთ, რას მივაწეროთ შენი ასეთი უეცარი დაოჯახება?!-უფროსი ერეკლეს მკაცრ ბარიტონზე დამბურძგლა და უნებურად ავეტუზე ალექსანდრეს. ყველა ალექსანდრეს მისჩერებოდა. ელოდნენ, როდის დაიწყებდა. მე ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი იმის შიშით, რომ ტყუილი აუცილებლად შემეტყობოდა და ამასთან მათ მოფიქრებაზე, ჩემი ტვინი ყოველთვის erorr-ს აწერდა. გაყინული ხელები კალთაში დამეკრიბა და თავდახრილი ველოდი, "ჩვენი" ისტორიის მოსმენას. -ვიცი, რომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება, მოულოდნელი იყო თქვენთვის,-ამოთქვა ხრინწიანი ხმით და მივხვდი დიდი ხანი გაგრძელდებოდა ეს მონოლოგი. გონებაში ბატიბუტი მოვიმარაგე და გავისუსე.-ვიცი, რომ არ ელოდით ჩემგან ამ ნაბიჯს, მითუმეტეს ელენე შესახებ არაფერი იცოდით... მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ვალდებული ხართ პატივი სცეთ. ელენე ჩემი ცოლია და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. გადაწყვეტილება ისე მალე მივიღეთ არავისთვის გვითქვამს. არც ელენეს მშობლებმა იციან არაფერი და არც მეგობრებმა. ვერ გეტყვით ჩვენი ურთიერთობა, როდის დაიწყო... ალბათ გაცნობისთანავე. მაშინ ელენე ძალიან პატარა იყო და არც გვიფიქრია რაიმე სერიოზულზე. უბრალოდ ერთმანეთს ვეკონტაქტებოდით და შემდეგ, როგორც ხდება რა... ასე გრძელდებოდა რამდენიმე ხანი. თქვენთვის არაფერი არ მითქვამს. არ მინდოდა რამე სერიოზული გეფიქრათ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მეც არ ვიყავი საკუთარ თავში გარკვეული. თქვენი ამბავი რომ ვიცი ეგრევე ოჯახებით გაცნობას დაიწყებდით. არ მინდოდა ჩემ გადაწყვეტილებაზე ვინმეს ან რამეს ზეგავლენა მოეხდინა. ამიტომ ვასაიდუმლოებდით ამ ამბავს. მერე ელენეს უფრო დაუახლოვდი, რაღაც აეწყო და ნუ, მოკლედ რა... ახლახან თბილისში ჩამოვიდა... მეც ვნახდ და... -მოიცა, შენ რა გინდა თქვა რომ, ჩვენ შენ ამბავს ვერ გავიგებდით და რამეს დაგაძალებდით?-ფეხზე წამოხტა ერთერთი ტყუპი და შუბლშეკრული დააჩერხა ალექსანდრეს. -ლევან, მიხვდი რა რასაც ვგულისხმობ! -რას მივხვდე, ტო! ე.ი. არ გვენდობი თუ რა პონტია! -მაგ სისულელეს კიდე გაიმეორებ და აქედან ცოცხალი ვერ გააღწევ!-დაიღრინა ალექსანდრემ და ხელები მომუშტა. -ეეე, მოიცათ ეხა!-ფეხზე წამოხტა დემეტრე და ლევანს მხარზე ხელი დაადო,-იმის მაგივრად, ულოცავდეთ ჩხუბობთ! ვხვდები რომ გეწყინათ უთქმელობა, ჩვენც არაფერი ვიცოდით, მაგრამ ალექსანდრეც რაღაც პონტში მართალია...არ თქვათ ეხა ჩვენ ძალით არ მოვაყვანინებდით ცოლსო... მითუმეტეს ყოველდღე ამას უმეორებდით თქვენც და დედაჩემიც და რა ექნა ბავშვს?! ადგს და ცოლი მოიყვანა.-გადაიხარხარა დემეტრემ და ლევანი ადგილზე დააბრუნა,-ჩხუბს ჯობია ერთი კარგი სუფრა გავშალოთ. არ ავღნიშნოთ ეს ამბავი?! -მართალი ხარ!-გაიღიმა აქამდე ჩუმად მჯდარმა ნანამ და თავზე ხელი გადამისვა. ამ თბილ ჟესტზე კინაღამ ამეტირა და თითები მთელი ძალით გადავხლართე ერთმანეთში. ალექსანდრეს ჩემი ნერვიულობა არ გამოპარვია და დასამშვიდებლად ხელზე ხელი დამადო, მე კი უფრო ავკანკალდი. -მანამდე ერთი საკითხი გვაქ მოსაგვარებელი...-ხმამაღლა თქვა და მზერა მამამისს გაუსწორა,-ელენეს მშობლებმა არაფერი არ იციან! -მერე რა, ავდგეთ მივიდეთ და მივულოცოთ შვილის გაბედნიერება!-წამოიძახა დიმამ და გვერდით მომისკუპტა გაბადრული. არავის ხმა არ ამოუღია. ერეკლე შუბლშეკრული დასჩერებოდა იატაკას და ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ ის ხვდებოდა, სიტუაციის სერიოზულობს. -მე 17წლის ვარ და...-ამოვილუღლუღე აწითლებულმა სიჩუმე აუტანელი რომ გახდა. ნათლად დავინახე რვა წყვილი თვალი გაოგნებისგან გაფართოებული დაჟინებით, როგორ მომჩერებოდა და ვინატრე მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე. -ააა? რო არ გეტყობა?!-ამოილუღლუღა გაშტერებულმა დიმამ. -მაინცდამაინც შუბლზე უნდა ეწეროს?!-დაუბღვირა კოკამ და ისევ მომაშტერდა. -ვაიმე, შვილო!-ლოყაზე იტკიცა ხელი ნანამ და აცრემლებულმა გადმომხედა,-სულ ბავშვი ყოფილხარ!.. -დედა, მორჩი ეხა!-მკაცრად თქვა ალექსანდრემ და ოთახში მყოფთ თვალი მოავლო,-გითხარით ჩემ გადაწყვეტილებას პატივი ეცითქო! და ამშემთხვევაში ასაკი მეორეხარისხოვანია. -17წელი არც ისე ცოტაა!-ჩაილაპარაკა საბამ შუბლშეკრულმა და ძლივსშესამჩნევად გამიღიმა. -შენ, ბიჭო ყველგან ხევსურეთი ნუ გგონია,-გაიცინა დიმამ და ხელი გადამხვია,-მაგრამ შენ უკვე ჩვენი და ხარ და შენ მშობლებთან ერთად წავალთ და ხელმეორედ ვთხოვთ შენ ხელს, არაა პრობლემა. -შენ რო დაგინახსვს, ნორმალური კაცი შვილს კი არა ქათამს არ გამოგატანს!-ცალყბად გაუღიმა ტყუპს ლევანიმ. -ამდილით სარკეში ჩაიხედე შე საცოდაო?-წარბებ აწკიპული მისჩერებოდა ძმას,-ისე ამბობ თითქოს ვაბშე არ მგავდე! აუ, თქვენ რა გაგზრდით, ტო!-გაიცინა დემეტრემ და მე გადმომხედა,-შენ ამათ არ უსმინო რძალო თორე გადაგრევენ! ისიც გეყოფა, ალექსანდრე რო უნდა აიტანო! -"ამათ"-ში ალბათ შენ თავსაც გულისხმობ,-ენა უნებურად გამექცა და სირცხვილისგან იმას ვნატრობდი ვინმეს ამოეგლიჯა. -ამ, პატარას უყურეთ რა!-წამოიძახა დემეტრემ და ახარხარებულ ძმას გახედა,-გასაზრდელი გყავს, გასაზრდელი. -ჩვენ გავზრდით ამას, ჩვენ ჭკუაზე!-სიცილით ამოთქვა ლევანიმ და ძმის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. -თქვენნაირი მესამე, მეტისმეტია!-პირველად გავიგე გიორგის ხმა,-ან რა სჭირს თქვენი გასაზრხელი, პატრონი ყავს ეგერ. -რას აპირებ?-როგორც კი ერეკლე ალაპარაკდა ყველა გაჩუმდე. ქმრის გვერდით მჯდომი ნანა თბილი ღიმილით მიმზერდა, მთელი საუბრის განმავლობაში. -ამ დღეებში ჩავალთ ელენეს მშობლებთან და დაველაპარაკებით! -ჩვენც წამოვალთ! -არაა საჭირო... ეს ჩემი საქმეა. თქვენ სუფრას მიხედეთ, ბოლო-ბოლო არ უნდა აღნიშნოთ შვილის გაბედნიერება? ელენეს მშობლებსაც მანდ გაიცნობთ!-ნაძალადევად გაიღიმა და ხელი გამიშვა. *** -დღეს ყველა მივდივართ ბარში!-წამოიძახა ლევანიმ და ეზოში ხეზე ჩამოკიდებულ საქანელაზე, მთელი ძალით გაქანდა. -შენ მეტი აღარ დაჯდე მანდ თორე, ვერ ხედავ რა აზრები გაწუხებს?-უპასუხა გიორგიმ და ბალახზე გაწვა. რატომღაც ამათ რომ ვუყურებდი ბაღში მეგონა თავი. -ოხ, ვიბლიანო საიდან ასეთი იუმორი?ეგეთებიც ვიცითო?-გამოესარჩლა ძმას დიმა და პატარა ბავშვივით ენამოჩლექვით ალაპარაკდა. -ყიფიანი, შენ და შენი ძმა, ერთხელაც იქნება და შემომაკვდებით! -ზოგჯერ მგონია ერეკლეს თქვენზე მეტი ჭკუა აქვს!-გაიცინა ნათიამ და ჩემ თმებთან თამაში გააგრძელა. -გგონია კი არა ეგრეა, რძალო!-სკეპტიკური გამომეტყველებით შეხედა ქვაზე ჩამომჯდარმა კოკამ ტყუპებს, რომლებიც ერთმანეთს აგდებდნენ საქანელიდან, სასურველი ადგილის დასაკავებლად. ალექსანდრე ბიჭებს ყურადღებას არ აქცევდა. მთელი მონდომებით ეთამაშებოდა პატარა ერეკლეს ბურთს და მსაჯ ძმას მიკერძოებაში ადანაშაულებდა. -სერიოზულად ვამბობ! წავიდეთ ბარში. ლექსოს დაოჯახება არ დავასველოთ?! აბა ასე ხო არ ვიჯდებით?! ხვალ უკვე ელენესთან მივდივართ და მანამდე გაუბეროთ რა! იქნებ ცოცხლებმაც ვერ ჩამოვაღწიოთ, რა იცი რა ხდება!-გაიცინა ლევანიმ და თვალი ჩამიკრა. "ვაი, ნეტა იცოდეთ რა შარში ხართ! ცოცხალი კი არა, საკითხავია თქვენი სხეულის ნაწილებს ამოსაცნობად თუ იპოვიან"-გავიფიქრე და ნათიას მუხლებს მივეყრდენი. -ელენე, გაგიბრაზდებიან?!-მკითხა შეწუხებული ხმით გიორგიმ და მის გულუპრყვილობაზე უნებურად გამეღიმა. -არ ვიცი გიორგი! -გაგიბრაზდებიან არა ის!-წამოიყვირა დიმამ და ძმასთან ჭიდაობას შეეშვა,-მაგაზე არ ინერვიულო შენ! ჩვენ აგერ არ ვართ, ტო! რისი გეშინია?! -აღარ მეშინია!-უფრო ფართედ გავიღიმე და შეუმჩნევლად მოსულ ალექსანდრეს ავხედე, რომელიც როგორც პატარა ბავშვს ისე დამჩერებოდა. .... "ჩემი" ოთახის აივნიდან ვიყავი გადმომდგარი. მეორე სართულიდან, ნათლად მოჩანდა ფერადი ყვავილებით გარშემორტყმული გუბურა, სადაც თევზები იწონებდა თავს. შუა ეზოში დიდი ხე აღმართულიყო და მის ქვემოთ უსურვაზით დაფარული ჩამოსაჯდომი, სტუმარს სიგრილესა და ჩრდილ ჰპირდებოდა. აბიბინებული მწვანე ეზო, სულ სხვაგან გაგრძნობინებდა თავს, თითქოს რკინის გალავნის მიღმა სულ სამყარო იშლებოდა:ხმაურიანი, ენერგიული, შეცვლილი და მატერიალურს დამონებული. ახლად ამოწვერილი მზის სხივები კი, უფრო საოცარ სანახაობას ქმნიდა. "ვარდთა და ნეხვთა ვინათგან, მზე სწორად მოეფინების!"-განა არჩევს მზე ამ ორ სამყაროს?! ის ყველას ერთნაირად ასაჩუქრებს სინათლით და სითბოთი-ის ხომ ყველასთვის ერთია. ერთი და განუმეორებელი! ჩემთვის კი... ჩემთვის მზე რატომღაც ცვალებადი იყო. ახლა აქ, ჩემი სახლიდან ძალიან შორს, უცხო ადამიანებთან, მზე ყველაზე ახლობელი მეჩვენა. ყველაზე ახლოს ჩემს გულთან. ვუყურწბდი, ნელ-ნელა ამოიწვერა წითელი დისკო და გული უფრო მეტად მიჩქარდებოდა. მთელი ღამე თეთრად გავათენე. სხეულში მტეხდა და დაძინების მეტი, არაფერი მინდოდა. მაგრამ აბობოქრწბული გული ამის საშუალებას არ მაძლევდა. არ შემეძლო ძილი მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა მომელოდა მომავალში. არ ვიცოდი რა მეთქვა მშობლებისთვის, როგორ ამეხსნა 17წლის ქალიშვილის გათხოვება, რომელიც სულ იმას ამტკიცებდა, ნაადრევ ასაკში დაოჯახება ყველაზე დიდი სისულელე რომ იყო. ცხოვრებაში პრობლემებს პირისპირ არასდროს შევჯახებივარ. ყოველთვის ვიღაც მედგა გვერდით. წუთისოფლისგან ყოველთვის განებივრებული ვიყავი, ალბათ ამან ჩამომიყალიბა უდარდელი ხასიათი. არაფერი მიმქონდა გულთან ახლოს და ახლა, სრულიად მარტო ვიდექი ჩემ უზარმაზარ, გორგლად ქცეულ პრობლემასთან. არაფეროი მადარდებდა, ერთადერთი რაც მთელ შიგნეულობას მიღრღნიდა, ჩემი მშობლების რეაქცია იყო. ყველაფერს დავთმობდი, სიცოცხლესაც კი ოღონდ მათთვის გული არ მეტკინა. ცხოვრებაში პირველად მეშინოდა და ტირილით გულის მოოხებაც არ შემეძლო. ყველაფერს გულში ჩავიკლავდი და არაცრით არ ვაჩვენებდი სხვას ჩემს სისუსტეს. არ შემეძლო თანაგრძნობით სავსე თვალების ატანა და დამამშვიდებელი სიტყვების მოსმენა. არ შემეძლო და არც ვაძლევდი ვინმეს ამის უფლებას. ყოველთვის ვიცინოდი, ყოველთვის ბევრი მეგობარი მყავდა, ყოველთვის ბუნტის თავი ვიყავი და სინამდვილეში, ჩემში შიგნით რა ხდებოდა, არავინ არ იცოდა... და ახლა, უძინარი და გამოფიტული ველოდი, როდის ინებებდა ჩემი "ქმარი" როდის ინებებდა გაღვიძებას, რათ ყველაფერი გამერკვია. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ჩემი "ამჩემფეხება" ხასიათის მიუხედავად, საშინლად მრცხვენოდა მისი. "ელენე, თვითგვემას მერეც მოასწრებ. ახლა ჯობია იმაზე იფიქრო, თუ რას იზამენ შენები, ყველაფერ ამას რომ გაიგებენ!" -შენ რა, მთელი ღამე მანდ გაატარე?-ფიქრები გამაწყვეტინა ალექსანდრეს ხმამ, რომელიც ახალგაღვიძებულზე უფრო დაბოხებოდა. -არ მეძინებოდა!-მივუტრიალდი და მზერა გავუსწორე თმააბურძგნულ "ქმარს". "ასე გარეთ რომ გავიდეს, უეჭველი ყვავი დაიდებს მის თმებში ბუდეს." -მომისმინე!-ერთი ამოიოხრა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა,-ვიცი ძნელია, ამ ასაკში ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნდები, მაგრამ რასაც არ ეშველება იმაზე წუხილი ტყუილი წყლის ნაყვაა. დამიჯერე, არც ჩემთვისაა მარტივი, მაგრამ ვცდილობ შევეგუო. -ეს მარტო მე რომ მეხებოდეს, არც ვიდარდებდი!-ხმააკანკალებული მთელი ძალით ჩავაფრინდი კაბის ბოლოებს,-მაგრამ ჩემს უკან ჩემი ოჯახი დგას. თითოეული ჩემი ნაბიჯი პირდაპირ აისახება მათ შინაგან მდგომარეობაზე. არ მინდა გული ვატკინო მათ. არ მინდა ჩემ გამო ოდესმე იდარდონ. სეიძლება ამას რომ გაიგებენ, არც მისაყვედურონ, მაგრამ მე ვიცი, როგორ გაუცრუვდებათ იმედები. არ მინდა მათ თვალებში "განუკურნებელი" სევდის დანახვა... ესეც რომ არ იყოს, შენების მრცხვენია, ასე რომ ვატყუებთ... ამასგარდა არ მინდა, ვინმეს ცუდად ყოფნის მიზეზი გავხდე...ვინმეს ცხოვრება დავუნგრიო... უბრალოდ, არ ვიცი მეტი როგორ ავხსნა...-ამოვისლუკუნე და უმალ ზურგი ვაქციე, ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი დამენახა. საზიზღრად ვგრძნობდი თავს ამ დონეზე რომ დავეცი. არ ვიცი როგორ ვაპატიებდი ამ ერთ ცრემლს ჩემ თავს, მაგრამ იმდენი რაღაც დამიგროვდა ამ ორ დღეში საპატიებელი რომ... "ელენე, თავს თუ ვერ შეიკავებ, სულელთან ერთად, ყველაზე უთავმოყვარე გოგო იქნები!"-შევუძახე ჩემ თავს და მოკანკალე სუნთქვა ამოვუშვი. გული ყელში მქონდა მობჯენილი და ყველანაირად ვცდილობდი არ ავტირებულიყავი. -ყველაფერში თავს ნუ იდანაშაულებ!-მიხვდა რაც მაწუხებდა, მომიახლოვდა და როგორც პატარა ბავშვს, ისე გადამისვა თავზე ხელი,-ჯერ პატარა ხარ და ამდენ ტვირთს ნუ აიკიდებ ზურგზე... უბრალოდ ვერ შესწვდები! მე ვეცდები ყველანაირად დაგეხმარო, ნუ გავიწყდება, რომ ეს მარტო შენი პრობლემა არაა. შენებს მე დაველაპარაკები და შეძლებოსდაგვარად ავუხსნი... და ნუ გგონია, რომ ცხოვრებას დამინგრევ. უბრალოდ ძალიან პატარა ხარ ეს რომ შეძლო!-შემომატრიალა, აწყლიანებულ თვალებში ჩამხედა და გამიღიმა,-ეხლა კი აბაზანას მივიღებ, მანამდე ბიჭებიც მოვლენ. აბაზანისკენ გაემართა, თან იატაკზე დაგებულ საბანს დასწვდა და საწოლისკენ ისროლა. "ჯანდაბა! ვერ ვიტან საწოლის დალაგებას და როგორც ჩანს, მომიწევს "საყვარელ პროფესიად" ვაქციო."-გავიფიქრე და საწოლის დალაგებას შევუდექი. -ისა და... ერთმანეთზე არაფერი რომ არ ვიცით?-გამახსენდა და კარებში დავაწიე. "წარმომიდგენია, რა არაჩვეულებრივ სიტუაციაში ჩავვარდები, რომ მკითხონ, რა გვარია შენი ქმარიო... ალბათ ნაადრევ სკლეროზს დავაბრალებ უცოდინარობას." -აუ, ჩემიიი!-ერთი ამოიოხრა, მომიახლოვდა და ძლივს გასწორებულ საწოლზე პირქვე დაემხო,-აი, რა ცუდია, ერთი ნახვით რომ მოგყავს ცოლი. -ისე ამბობ, თითქოს მსგავსი ისტორია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდებოდეს!-ნერვიულად გავიცინე, წითელ პუფს გვერდი ავუარე(ჩემთვის ზედმეტად ცუდ მოგონებასთან ასოცირდებოდა) და შავში მოწყვეტით ჩავეშვი. -მართალია!-ბალიშებში ქონდა თავი ჩარგული და ძლივს მესმოდა მისი ხმა,-ყოველთვის გამოვირჩეოდი ოლრიგინალურობით!-ზლაზვნით წამოიმართა და ბეჯითი მოსწავლესავით გამისწორა მზერა,-ჰე, დაიწყე! ერთი ამოვიოხრე და დავიწყე "ამკეტის შევსება": -ელენე გაბუნია 17წლის... -მეგრე"ლ"ი ხარ გოგო შენ?-წამოიძახა მეგრული აქცენტით და ახარხარებული ისევ საწოლზე გაწვა. -დიახ, გაქვს პატივი მელაპარაკებოდე!-ვუთხარი ძლივსშეკავებული ღიმილით,-მაცდი რომ გავაგრძელო? თუ ვიჯდეთ ასე? -ზიხარ და იჯდე რაო!-ამოღერღა სიცილით. "ღმერთო ჩემო, ეს ვის შევეყარე! ეტყობა ეხა ამას თითქმის ბაბუაჩემის ხნის როა?! არა, მართლა მაგდენის არაა, მაგრამ..." -ისა და... ერთი რაღაც რომ გკითხო, შეიძლება?-ვკითხე-"საგიჟეთი დაილია, შვილო?!"-გამომეტყველებით. -კანეშნა!-ისევ ეს აქცენტი. -შემთხვევით ბავშვობაში დედაშენს ხელიდან ხომ არ უვარდებოდი და მიწას ხომ არ ასკდებოდი თავით?-ვკითხე სრული სერიოზულობით. -ჰო, კაი, კაი,-დასერიოზულდა ისიც,-გააგრძელე, არ შეგაწყვეტინებ. -ე.ი... ელენე გაბუნია, 17წლის, 180სმ, რო არ ვიცი ვინ არის ისეთ ქმრიანი,-მარცხენა ხელი ავწიე და მარჯვენას საჩვენებელით მივუთითე ბეჭედზე,-მყავს დედა-ნატა ბექაური, მამა-დათო გაბუნია, 4წლით უფროსი ძმა-ონო, რომელიც იურიდიულზე სწავლობს, მესამე კურსზე. ძირი მარტვილში გვაქ, ბებია და ბაბუა მანდ არიან.ჩვენ ფოთში ვცხივრობდით, იქ გვაქ სახლი. მამაჩემი პოლიციის უფროსი იყო. 2012წელს ქუთაისში გადაიყვანეს. მამა უარზე იყო ჩვენც რომ წავეყვანეთ, ჩემგამო ყველაფერს რატო უნდა მოშორხეთო, მაგრამ დედას არ უნდოდა მარტო გაეშვა. მამაჩემი ისეთია, ნატა ახლოს თუ არ ყავს საჭმელსაც ვერ შეჭამს მგინი ნორმალურად,-მშობლების გახსენებაზე უნებურად გამეღიმა,-ონო უკვე პირველ კურსზე იყო. თბილისში ბინა ქონდა ნაქირავები ძმაკაცებთან ერთად. ჩემთვის პრობლემას არ წრმოადგენდა სკოლა რომ შემეცვალა, რადგან მეგობრებს ყოველ კვირა ვნახავდი... ამიტომ ქუთაისში გადავედით. ახლახანს კი მამაჩემი თბილისში გადმოიყვანეს. ჯერჯერობით ისევ ქუთაისშია, სანამ ახალ უფროსს მოიყვანენ მის მოვალეობას ასრულებს და აგვისტოში აქ იქნება. ხო, რაც შეეხება დედა დიასახლისია. ონოს ადადაგები აქვს და ბაირამობს მარტვილში. -კი მაგრამ შენ აქ რა გინდოდა? -მე ტრენინგები მქონდა,-რაღაცის საკითხავად პირი დააღო, არ ვაცადე და გავაგრძელე,-ერთგვარი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სკოლებს პროექტებს უფინანსებს. ჯერ გასაუბრებას ატარებენ, ბავშვებს ირჩევენ და არჩეული ბავშვები ამ ორგანიზაციის, ერთგვარი წარმომადგენლები არიან. სწორედ ისინი არჩევენ გამარჯვებულებს. ონო რომ ჩაირიცხა, თბილისში არ გვიყიდია ბინა, დღემდე არ ვიცი რატომ... ეხლახანს იყიდეს და სარემონტო სამუშაოების გამო, სასტუმროში მომიწია დარჩენა. -გასაგებია,-ჩაფიქრებული ჩასჩერებოდა იატაკს. მე კი მომლოდინე სახით ვუყურებდი. ველოდი, როდის ინებებდა გავეხადე "ბედნიერი" და გამეგო ვინ იყო ჩემი "ქმარი". -შენი ჯერია! -ალექსანდრე, ლექსო, სანდრო ცერცვაძე, 26წლის, 195სმ, ბიოგრაფია რომ ვიცი ისეთ ცოლიანი-ჩემივე ჟესტი გამიმეორა,-დავამთავრებული მაქ ბიზნესი და მართვა, ჯერჯერობით ვმუშაობ ოჯახის კომპანია "CercVadze,Inc"-ში ვიცე პრეზიდენტად. ვთამაშობ კალადბურთს და არა ჰობის დონეზე, თითქმის პროფესიად მაქ ქცეული. ჩემებს უკვე იცნობ. დდმეტრე მეორე ვიცე პრეზიდენტია კომპანიაში. მამაჩემი სად მუშაობს უკვე მიხვდებოდი. ნანა და ნათიას კი ლიტერატულური კაფე აქვთ გახსნილი. რაც შეეხება მეგობრებს...-უცებ გაჩერდა, ვერ ხვდებოდა გაეგრძელებინა თუ არა,-ჯობია პირადად გაიცნო ისინი. ერთი რამ იცოდე, რომ მათ ჩემ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ.-პირსახოცი მხარზე მოიგდო და აბაზანაში გაუჩინარდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში, პუფში ჩაფლული საზეპირო ლექსივით ვიმეორებდი ალექსანდრეს მონაყოლს და ვცდილობდი, თითოეული დეტალი დამემახსოვრებინა. თითქოს მასწავლებლისთვის მქონდა სხაპასხუპით ჩასაბარებელი. -შეიძლება?-გავიგე კარზე კაკუნი.ნათიას ოთახში თავი შემოეყო და ღიმილით მომჩერებოდა,-საუზმე უკვე მზადაა და ყველა თქვენ გელოდებით. -ალექსანდრე სააბაზანიშია,-ამოვილუღლუღე აწითლებულმა. არ ვიცოდი რა მექნა მათთან მარტო დარჩენილს, თუ რამეს მკითხავდნენ. -ალექსანდრე შემდეგ შემოგვიერთდება... და ნუ გერიდება. შენ უკვე ამ ოჯახის წევრი ხარ, დაგავიწყდა?-მომიახლოვდა ღიმილით, წამომაყენა და კარებში გამიძღვა. "იმდენი ხანი ვფიქრობდი ამ ოჯახის წევრობაზე, როგორ შეიძლება ეს დამვიწყებოდა?!"-გავიფიქრე და მწარედ გამეღიმა. ყველა სასადილო ოთახში შეკრებილიყო. როგორც კი შევედით, ღიმილით გამოგვხედეს. პატარა ერეკლე კი მაგიდაზე გაწოლილიყო და ცდილობდა მამამისისთვის ლიმონათის ბოთლი წაერთმია. -ოხ, რძალიც მოსულა!-ეშმაკურად გაიცინა დემეტრემ და სივრცეს გახედა,-ჩემი ძამიკო სად არის? ეტყობა საღამოს ეიფორიიდან ჯერაც არ გამოსულა. -დემეტერე, ერთხელაც იქნება და მაგ ენას ამოგაცლი!-გავიგე გაბრაზებული ხმა და "მხსნელს" აფორაჯებულმა გავზედე. გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე წამოხტა ფეხზე დემეტრე და უმალ ალექსანდრესთან გაჩნდა. ყურში რაღაც უჩურჩულა, რასაც ალექსანდრეს წამოყვირება მოჰყვა: -მოგკლავ! ყურადღება არ მიმიქცევია, დარჩენილი ოჯახის წევრების ამოოხვრისთვის და პატარა ერეკლეს:"დაიწყო!"-სთვის. ერთადერთი რასაც თვალს ვადევნებდი, ეს ორი აყლაყუდა ძმის სიცილნარევი ჩხუბი იყო, რომლებიც ერთმანეთისთვის მუშტებს არ იშურებდნენ. ყოველივე ამის შემდეგ კი შეშფოთებული ეკითხებოდნენ:-"ცოცხალი ხარ?"-რასაც პასუხად ზურგზე შემოხტომა ან დარტყმა სდევდა. "რა სიყვარული ცოდნიათ, ღმერთო ჩემო! ეტყობა ეს მათ ენაზე ერთგვარი "მოფერებაა.ამ ხალხს ჭკუა არა აქვს თავში?!"-გავიფიქრე და ჩემი ყურადღება ამჯერად, ეზოდან მომავალმა ხორხოცმა მიიპყრო, რომელშიც ერთობ გენიალური სიმღერა გავარჩიე: -რა ლამაზი დღეა! რა ნათელი მზეა! იმიტომ რომ გიშინ ლექსომ უკითხავად, ცოლი მოიყვანა!-რასაც კარის გაგლეჯვა მოჰყვა და ოთახში ბუშტებიანი, ლენტებიანი,სამკუთხა ქუდებიანი ხუთი აყლაყი შემოლაგდა. ... -ლევან, შენ სულ ასეთი აზრები გაწუხებს?!-ვუკივლე გაკრეჭილ ტყუპებს, რათა მოგუგუნე მუსიკაში მათთან ხმა მიმეწვდინა. ყოველი შემთხვევისთვის ორივეს მივჩერებოდი, რომ გამერკვია, რომელს მივმართავდი. -ასეთი როგორი, არაჩვეულებრი, ფანტასტიკური, თუ საოცარი?-გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. -მე უფრო მათ საწინააღმდეგოს ვიტყოდი!-გულუპრყვილოდ გავუღიმე და ფორთოხლის წვენი ბოლომდე ჩავცალე. -რძალო, შენ რატო არ სვამ?-მომიბრუნდა დემეტრე და ცოლს ხელი გადახვია,-ცუდი სიმთვრალე გაქ?! -ვერც კი წარმოიდგენ ისეთი!-ამოვიბურტყუნე და იმ წამს მობრუნებულ ალექსანდრეს თვალებში ჩავხედე.-სიმთვრალეში ნებისმიერი სისულელის ჩადენა შემიძლია... თურმე! და არც შენ გირჩევ დალიო!-და ცალყბად მომღიმარ "ქმარს" მზერა მოვარიდე. -ლექსოს ცუდი სიმთვრალე არასდორ არ ქონია!-გაიღიმა გიორგიმ და ჭიქამოყუდებულ ძმაკაცს ხელი გადადო. -ეტყობა მხოლოდ ჩემთან აქვს, ცუდი სიმთვრალე!-ჩავიბურტყუნე. ვეცადე არ შემემჩნია მთვრალი თვალების უხამსი მზერა და ჩემ ფეხებს დავაშტერდი, მაგიდის ქვეშ ძლივს რომ ვატევდი. "არა, რამ გაფიქრებინა შორტების ჩაცმა ელენე?! ნუთუ სილ გაუბერე?! რატო არ ფიქრობ შედეგებზე ამას რომ აკეთებ?!"-გავიფიქრე და ნათიას მივეყრდენი. რატომღაც ეს გოგო დანახვისთანავე მომეწონა. ასაკის მიუხედავად ვიცოდი რომ კარგად გავუგებდით ერთმანეთს. პატარა ერეკლე, ბებია-ბაბუას ყავდა ჩაბარებული და ყველა თავისთვის უბერავდა. ყველა აქ იყო:"შესანიშნავი" შვიდეული, ნათია და მე. თვალი მოვავლე ლაზერული სხივებით განათებულ დარბაზს და ხმამაღალ მუსიკაზე სახე დამემანჭა. თავი კომფორტულად ჩამოვადე ნათიას და თვალები დავხუჭე. სრულიად გამოვეთიშე გარე სამყაროს და უნისონში გადავეშვი. უსასრულობის ჰორიზონტს ვუცქერდი და ვცდილობდი ხვალინდელი დღის შიში, ცოტხნით მაინც დამევიწყებინა. ყურადღებას არ ვაქცევდი, საკმაოდ შეზარხოშებულ ბიჭებს, ყურისწამღებ ხმაურს და დაჟინებულ მზერას. არაფერი მაინტერესებდა დედამიწის ზურგზე და ერთადერთი რასაც ვნატრობდი, ის იყო, რომ ჩემი პირადი მანტრა ხელშეუხებელი ყოფილიყო. "ჯანდაბა! არავინ არაფერს გაცლის რა! როცა გჭირდება მაშინ კი ყველას ვიღაც ყავს მკვდარი... და მათი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს მოსახლეობის ნახევარს, სწორედ მაშინ აკითხავს მიქელ-გაბრიელი!"-მოზუზუნე ტელეფონი ჯიბიდან ამოვიტანე და ეკრანზე, როგორც კი ონოს სახელი ამოვიკითხე, ეგრევე გავფითრდი. -ძმა მირეკავს და მალე დავბრუნდები!-გადავულაპარაკე ნათიას და ვითომ და მოცეკვავე ბრბოში ძლივს გავიკვლიე გზა. როგორც კი გარეთ გასული ბარს ოდნავ მოვშორდი მობილურს ვუპასუხე: -გისმენ, ონო! -როგორ ხარ?-გავიგე მისი დაღლილი ხმა და გულში რაღაც ჩამწყდა. -კარგად, შენ? სად ხარ? რატო გაქ ეგეთი ხმა?-მივაყარე ეგრევე. -მაცა გოგო ამოსუნთქვა... კარგად ვარ, სახში ვარ, და ბიჭებთან ვიყავი...-ინტონაციის ცვალებადობით მივხვდი რომ იღიმოდა,-შენ ის მითხარი, როდის ჩამოდიხარ! ნატა და დათო დღეს ჩამოვიდნენ! -მართლა?!-ნერვიულობა რომ არ შემჩნეოდა გავიცინე,-ძალიან კარგი! მეც ხვალ ჩამოვდივარ! -აბა ერთ კვირაშიო? -მეც ეგრე მეგონა მაგრამ... რაღაცეები შეიცვალა და ასე მომიწია! -ხო მშვიდობაა მანდ?-როგორც ჩანს მაინც შემამჩნია ნერვიულობა. -კი,კი! უბრალოდ ძაან დავიღალე და...-ხელებ გაყინულს რა მომეფიქრებინა არ ვიცოდი,-მოკლედ ხვალ გნახავთ ყველას. -ძალიან კარგი!.. და შუაღამემდე არ გაათიო იცოდე... მაგიტომაა ორ საათამდე რომ გძინავს მეორე დღეს!-ხმა გაუმკაცრდა. -კარგი! დილით ისედაც ადრე ვარ ასადგომი!-"ნეტა იცოდეს ეხა სად ვარ! აქაურობას გადაწვავდა!" -კარგი, ჭკვიანად იცოდე!-სტანდარტული გაფრთხილება არ დავიწყებია. ტელეფონი გაყინული თითებით ჩამებღაუჭა და სივრცეს გავყურებდი. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა, მაგრამ დაფიქრებას ვერ ვასწრებდი ისე მიფრინდებოდნენ. გამაყრუებელ გულის ბაგაბუგში, ბარიდან გამომავალი მუსიკა საერთოდ არ მესმოდა. ვხვდებოდი, რომ ხვალინდელი დღე ყველაზე რთული იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში და ვცდილობდი გონება ამისთვის წინასწარ შემეჩვია. -ჰეი, ლამაზო, რატო ხარ მარტო?-მომესმა უკნიდან სიმთვრალე შესამჩნევი ლუღლუღი. "რა გარითმა მთვრალმე ნახეთ რა!"-გავიფიქრე და გონებაში ტაში დავუკარი. -არ გესმის, რას გელაპარაკები?!-უკვე ცხვირი ამწვა ალკოჰოლის სუნმა. ამჯერადაც პასუხი არ გამიცია ისე მოვტრიალდი სახეში ჩავაშტერდი, საკმაოზე ახლოს მდგარ უცნობს. -არ გინდა გავისეირნოთ?-ამოიჩურჩულა და იფრო მომიახლოვდა. "დედაშენს უთხარი ცხვირი მომხოცეთქვა და დეიდზინე!"-გამახსენდა ფრაზა "შერეკილებიდან" და ჩემს წინ მდგომთან ასოციაციამ ღიმილი მომგვარა. -ჩვენ კარგად გავუგებთ ერთმანეთს!-მანაც გამიღიმა ჩემი საქციელით გათამამებულმა და მკლავზე ხელები შემომაჭდო. -ხელებს შენით გაწევ თუ მტკივნეულად დაგეხმარო?-ვუთხარი უემოციოდ, რადგან ვიცოდი ვერაფერს დამიშავებდა. -ვერ გავიგე?-ეტყობა მთვრალთან ერთად გონება შეზღუდულიცაა საცოდავი. -აი, რა გითხარი!-ვთქვი უკვე გაღიზიანებულმა და ხელები გამოვგლიჯე. ყურადღება არ მიმიქცევია მისი გაფართოებული თვალებისთვის და წასასვლელად მოვტრიალდი. -ვერსადაც ვერ წახვალ, ლამაზო!-ვიგრძენი ისევ მისი ხელები და მოთმინება დაკარგულმა მთელი მონდომებით გავარტი სილა. ინერცია დაკარგულმა, ინსტიქტურად გამიშვა და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. -როდესაც ვიღაცას ირჩევ, დააკვირდი ვინ არის, რადგან როდესაც არაფრის ტ,,კი არ გაქ, შეილება ეგ ფუღურო მხრებზე არ შეგრჩეს!-დავუღრინე გაოგნებულს და ბარში შევედი. მაგიდასთან დაბრუნებულს არ შემიმჩნევია ბიჭების მოუსვენარი თვალები, ამდენი ხნის ნაგროვები ემოცია უკვე მთელ შიგნეულს მიღრღნიდა და შეილება, ვინმე ჩემი ხელით მომეხრჩო. -ელენე, სად იყავი? ალექსანდრე შენთან არ იყო?!-მომესმა დემეტრეს საკმაოზე მეტად აღელვებული ხმა და გაოცებულმა შევხედე. -ტელეფონზე ვლაპარაკობდი... მე რომ გავედი აქ იყო...-ვუპასუხე დაბნეულმა და ანერვიულებულ ბიჭებს თვალი მოვავლე.-რამე ხდება? -ა..არაფერი, ისეთი!-ნაძალადევად გაიღიმა ერთერთმა ტყუპმა და მზერა მომარიდა. გაოგნებულმა ნათიას შევხედე, მაგრამ მანაც თვალი მომარიდა. თუმცა არ გამომპარვია ნერვიულად, როგორ იკვნეტდა ტუჩს. -მე ცოტა ხნით გავალ...-წინადადება არ ქონდა დემეტრეს დამთავრებული ალექსანდრე რომ გამოჩნდა. მოცეკვავე ჯგუფს შორის მოიკვლევდა გზას, როგორც ჩანს საპირფარეშოში იყო. თუმცა, არც ისე გულუპრყვილო ვიყავი დემეტრეს გაბრაზებული მზერა რომ ვერ შემემჩნია და ბიჭების აფორიაქება ალექსანდრეს საპირფარეშოში გასვლით ამეხსნა. -ელენე სად იყავი?-როგორც კი სკამზე ჩამოჯდა, მაშინვე მაჯახა. -ტელეფონზე ვლაპარაკობდი!-ვთქვი მობეზრებული მზერით. "რამდენჯერ გავიმეორო ერთიდაიგივე?! თითქოს ის მთვრალი დეგენერატი არ მეყოფოდეს!" -მარლა? მე კი დავინახე ვიღაცას ესაუბრებოდი!-მკითხა ეჭვნარევი ტონით და დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში. -მერე მოსულიყავი და თავად გაგერკვია!-არც მე ჩამოვრჩი. ვიგრძენი, როგორ დაიძაბნენ ჩვენ გვერდით მჯდომნი და დარწმუნებული ვარ ვითომ "ქმარი" თუ არ შეწყვეტდა, მთელ ჯავრს მასზე ვიყრიდი. -ელენე...-თვალებ ანთებულმა დაიწყო, როდესაც ვიღაც გოგო მოგვიახლოვდა და უტიფარი გამომეტყველებით დაჯდა ალექსანდრეს გვერდით მდგარ, თავისუფალ სკამზე. -გამარჯობათ!-გაგვიღიმა და მზერა ჩემზე შეაჩერა,-როგორ ხართ? -შენ აქ რა გინდა?!-დავინახე, როგორ დაიძაბა ალექსანდრე. -რა იყო?-ააფახულა ახალმოსულმა წამწამები,-უბრალოდ მისი გაცნობა მინდოდა!-ჩემზე ანიშნა და შემფასებლურად ამათვალიერა. -გვანცა, ჯობია შენ ადგილს დაუბრუნდე!-ჩაისისინა ნათიამ და მიბიძგა ავმდგარიყავი. მე კი მისი ჟესტისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. გუმანით ვხვდებოდი რაც აქ უნდა მომხდარიყო და მოთმინებით ველოდი მოვლენების განვითარებას. გუნებამოშხამულს საკბილო გამომიჩნდა და თან დრო იყო, ყველა თავის ადგილზე მომესვა. -ელენე!-ვუთხარი და ბიჭების დაჟინებული მზერისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. -ააა...მე გვანცა!-ეტყობა არ ელოდა მეგობრულ ტონს და ენადაბმულმა მე გადმომხედა. -აბა, გვანცა, რა გვაქვსო სათქმელი?-ფეხი ფეხზე გადავიდე და ინტერესით მივაშტერდი. -მე? აჰ, მე უბრალოდ რაღაცის გარკვევა მინდოდა... -დროა აქედან წავიდეთ!-ფეხზე წამოდგა ალექსანდრე, რომელსაც დანარჩენებიც მიყვნენ. -თქვენ წადით!-მზერა არ მომიშორებია ვულგარულად შეღებილი ობიექტისთვის, ისე ვუპასუხე,-მე საუბარი ჯერ არ დამიმთავრებია! -ელენე!-მბრძანებლური გაუხდა ტონი მაგრამ მისთვის ნამდვილად არ მცხელოდა. -"ძვირფასო ქმარო" ან დაჯექით, ან წადით!-უკვე მოთმინება მეწურებოდა,-შენ კი დაიწყე, რაღას უცდი, მეორედ მოსვლას?! -რა? ქმარი?-უფრო დაიბნა გვანცა და აქთიქით აცეცებდა თვალებს. -აჰ, რა იყო არ უთქვამს ალექსანდრეს?-ყასიდად გავიკვირვე,-ეტყობა დაავიწყდა... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს?!-ხელი ავიქნიე და მაგიდაზე გრძელი ფრჩხილები ავაკაკუნე,-შენ თქვი რაც გინდოდა. ბიჭები და ნათია უხერხულად ატუზულიყვნენ მაგიდასთან, ვერ გაერკვიათ რა გაეკეთებინათ. ეტყობა ნათლად ხედავდნენ ჩემ თვალებში დაბუდებულ მრისხანებას. ალექსანდრე კი მუშტებმომუშტული, ხან მე მომაშტერდებოდა, ხან ჩემ წინ მჯდომს, რომლის სახე, რატომღაც ბავშვობაში ჩემ მიერ მომხრჩვალ ინდაურისას მაგონებდა. -ხო, რა მნიშვნელობა აქვს,-ყელი ჩაიწმინდა და თვალები გამისწორა, რომელშიც ნათლად ჩანდა ჯიბრი,-მოკლედ! მე და ალექსანდრეს დიდი ხანია ურთიერთობა გვაქვს,-ხელის აწევით გავაჩერე პირდაღებული ალექსანდრე-გაწყვეტასაც არ ვაპირებთ, ეხლაც გასული რომ იყო ერთად ვიყავით! ვხვდებოდი რაღაც მსგავსი რომ უნდა ეთქვა, მაგრამ ასე უტიფრად ამის აღიარებამ მთელი არსება მრისხანებით ამავსო. მაგრამ გვანცა მთელი არსებით შემეცოდა. შემეცოდა, რადგან მას არაფერი ღირებული არ გააჩნდა, რისთვისაც ღირდა ცხოვრება. ალექსანდრეს კი სახლში მოვუვლიდი. -საკუთარი თავი არ გეცოდება?-ვუთხარი გულწრფელად და ყველა იქ მყოფის გაოგნებული გამოხედვა დავიმსახურე. -ვითომ რატო უნდა მეცოდებოდეს?!-ამპარტავნულად გამიღიმა და ისედაც მოკლე კაბა ზემოთ აქაჩა,-გშურს?-აქ უკვე ვეღარ მოვითმინე და გულიანად გამეცინა. "ღმერთო ჩემო, რა დონის დებილი უნდა იყო ადამიანი ეს რომ თქვა?! კიდევ სანამდე უნდა დაეცეს ადამიანი?!" -შენ რა ამას მართლა ამბობ?!-ისევ გავიცინე და სკამის საზურგეს მივეყრდენი,-მშურდეს შენი? ადამიანის, რომელსაც ღირსება არ გააჩნია? ადამიანის, რომელიც ყოველ გამვლელს ფეხებს უშლის? რატომ გაქ სიხარულო შენ თავზე ამხელა წარმოდგენა? არ ვიცი და ნობელის ლაურეანტი ხარ თუ მთვარეზე გაქ სახლი? ვერ ხვდები თავს რომ იმცირებ?-უკვე ვეღარ ვსაზღვრავდი და ხმას თანდათან ვუწევდი,-ნუ გგონია რამით რომ დამამცირებ. ეს რომ შეგეძლოს სხვა ადამიანზე ერთი საფეხურით მაღლა უნდა იდგე. შენ კი ადამიანების შეფასების ათბალიან შკალაში მინუსებში გადადიხარ... რაც შეეხება ალექსანდრეს... ალექსანდრე, როგორც ჩანს თავის მოწოდების უმაღლეს საფეხურზეა და ცდილობს ამით აინაზღაუროს, ჩაშლილი წინასაქორწილო საღამო!-ხახადაფჩენილ გვანცას ცალყბად გავუღიმე და პანტერის გრაციით წამოვდექი ფეხზე, დარწმუნებულმა იმაში, რომ ჩემი ნათქვამიდან ნახევარი ვერ გაიგო.-ეხლა კი მომიტევეთ, უნდა დაგტოვოთ! *** სახლში შესული ეგრევე კიბისკენ გავემართე. ზედმეტად დავიღალე იმისთვის, რომ ვინმესთვის რამე ამეხსნა. უძილობამ თავი იჩინა და ნაბიჯს ძლივს ვადგამდი. ბიჭებიც დემეტრეს მანქანით უკან გამოგვყვნენ, ხვდებოდნენ რომ ყველაცერი ისე არ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. მთელი გზის განმავლობაში ალექსანდრე საჭეს ჩაფრენოდა და ჩუმად აპარებდა ჩემკენ თავს. მე კი ზედმეტი დამცირება ვჭამე, იმისთვის რომ მეცადა, თავი დამნაშავედ არ ეგრძნო. -ელენე, მოიცადე!-დამეწია ალექსანდრეს დახშული ხმა კიბის ბოლო საფეხურზე. -მეძინება! ხვალ გავაგრძელოთ ტირადა! -ელენე!-დაიყვირა და ადგილზე გავშეშდი.-გეყოს! მე საბაბი არ მომიცია, რამე გეფიქრა! ამ სიტყვებზე, ვიგრძენი, როგორ დამიარა მრისხანებამ მთელ სხეულში და დაღლილობა ჯანდაბაში მოისროლა. ნელა მოვტრიალდი და ანთებულ თვალებში ჩავაშტერდი. არ მაინტერესებდა, რომ ბიჭებიც აქ იყვნენ და გაოგნებულები გვიყურებდნენ. ერთადერთი რაც მაინტერესებდა, ეს ამ თავდაჯერებული იდიოტის შუაზე გაგლეჯა იყო. -შენ რა, გგონია რომ მე შენდამი რამე გრძნობა მაკავშირებს?!-ამოვისისინე და მის პირდაპირ დავდექი,-გგონია, რომ ეს ეჭვიანობამ გამაკეთებინა?! იქნებ კარგად დაფიქრდე როცა ამას ამბობ! ერთადერთი რასაც შენს მიმართ ვგრძნობ, უსაზღვრო პატივისცემაა და ესეც იცი რატომ!.. და გთხოვ, ამ პატივისცემასაც ნუ დამაკარგვინებ, რადგან მეორეჯერ ამის მოთმენას არ ვაპირებ! არავის არ მივცემ იმის უფლებას, ვიღაცის თვალში იდიოტად გამომიყვანოს, მითუმეტეს ისეთის, როგორიც გვანცაა, რომელიც სკოლაში "ა,ბ,გ,დ"-ს იქით არ წასულა! არავის აქ ამის უფლება ჩემთან და არც შენ სარგებლობ ამ შემთხვევაში რამე პრივილეგიებით! თუ შენი მამაკაცური ჰორმონების დაშოშმინება არ შეგიძლია, ეხლავე თქვი და დავამთავროთ ეს ფარსი, რადგან მე შენთან"ყოფნის" პერიოდში ამას არ ავიტან!-დავასრულე ტირადა და ალექსანდრეს თვალებში გამკრთალი სხივისთვის, ყურადღება არ მიმიქცევია.-ბავშვებო, ვიცი დაიბენით და ცოტა არ იყოს, აღშფოთებულები ხართ, მაგრამ ეხლა ისეთი დაღლილი ვარ, ვგრძნობ ფეხზემდგომს ჩამომეძინება!.. დღეს ცოტა არ იყოს... რთული დღე მქონდა... ტყუილები...ბარი...ონოს ზარი...მთვრალი იდიოტი, გვანცა მისი გულწრფელი აღიარებით და... ჩემი ვითომდა ეჭვიანობა! დამეთანხმებით დამღლელია! ვიმედოვნებ, რომ ჩემი "ძვირფასი ქმარი" ყველაფერში გაგარკვევთ...-თბილად გავუღიმე გაფართოებულ შვიდ წყვილ თვალს და კიბეზე ამავალმა ზურგს უკან მივაძახე,-კარგი ადამიანები ხართ... არასდროს დამავიწყდებით და დაიმახსოვრეთ ამას თითქმის არავის ვეუბნები! ოთახში შესული გაუხდელად მივწექი საწოლზე და მორფეოსის საუფლოში გადავეშვი... ბარგს ხვალ მივხედავდი. .... დილით, თვალების გახელისთანავე დავიწყე ბარგის ჩალაგება. როგორ ვერ ვიტანდი ამ პროცესს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. არ შემეძლო ამ სახლში, წუთით მაინც გაჩერება. არ შემეძლო და არც მინდოდა. მიუხედავად ალექსანდრეს საქციელისა, უსაზღვრო პატივისცემას ვერაფერი მოვუხერხე. რა თქმა უნდა მისიც მესმოდა, ვერ ვთხოვდი ჩემ გამო თავი გაეწირა დს ცხოვრების წესი შეეცვალა, მაგრამ მე ასე ცხოვრება არ შემეძლო. არ ვიყავი სულელის როლს შეჩვეული და არც მიხდებოდა... ამიტომ ორივესთვის ჯობდა წავსულიყავი. მართალია ძველებურად არაფერი იქნებოდა, მაგრამ შევეცდებოდი ამაზე არ მეფიქრა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩვენ ისტორიას happy end-ი არ ეწერა, რადგან ცთავიდანვე ცუდად დავიწყეთ. ტყუილებზე ავაგეთ "ურთიერთობა" და ადრე თუ გვიან, სიყალბეს შეუჩვეველი ჩემი სული სიმართლეს აღიარებდა და შეიძლება ეს, გაცილებით მტკივნეული ყოფილიყო, ვიდრე ახლა. თუმცა ოთახიდან გასულს არ ვიცოდი, როგორ შემეხედა თვალებში ალექსანდრეს მშობლებისთვის და მეგობრებისთვის. საშინლად მრცხვენოდა მათი და უბრალოდ ვნატრობდი, რომ გავმქრალიყავი. ბიჭებსა და ნათიასთვის გამხელილი სიმართლე კი მდგომარეობას უფრო მირთულებდა. "რა ვუთხრა მათ?! ისე გავილეშე უცნობთან გავატარე ღამე და პლუს დავქორწინდითქო?! ელენე, რატო გჭირს ყველაცერი ასეთი შენ?! რა შევცოდე ასეთი?!"-სასოწარკვეთილმა გავიფიქრე და ვარდისცერი კოფთა, დაუკეცავად ჩავტენე ჩემოდანში. ყველაფერს რომ მოვრჩი, კარადაზე სიგრძეზე გაკრულ სარკეს მივუახლოვდი და კრიტიკული თვალით შევხედე ანარეკლს. თითქოს არაფერი შეცვლილიყო. ისევ ისეთი ვიყავი, როგორც რამდენიმე დღის უკან. ერთადერთი რასაც ვერ ვცნობდი, ჩემი აუხსნელი სე დით სავსე ჭაობისფერი თვალები იყო. აღარ მქონდა ისეთივე უდარდელი გამომეტყველება, როგორც უწინ და მივხვდი, ეს ყოველთვის ასე იქნებოდა, როდესაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მომიწევდა. რძისფერ, ყვავილებიან, მოკლე სარაფანზე ნაქსოვი, იმავე ფერის გრძელი მოსაცმელი მოვიხურე, თეთრი კეტები ჩავიცვი და თმები კეფაზე დავიგრაგნე. მიუხედავად თბილი ამინდისა, სხეულში ცივი ჟრუანტელი მივლიდა და თავის მტკიოდა. ერთი ღრმად ამოვიოხრე, დასამშვიდებლად რამდენჯერმე ამოვისუნთქე და კარებისკენ გავემართე. როგორც კი გავაღე და გარეთ გასვლა დავაპირე, თავით შევასკდი რაღაცას. რეტდასხმულმა რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან და შემაფერხებელ ობიექტს ავხედე. ალექსანდრე კარის ძგიდეს მიყრდნობოდა ფეხებგადაჯვარედინებული და ინტერესით დამყურებდა მოჭუტული თვალებიდან. -შეიძლება?-მკითხა და ინტერესით ამათვალიერა. -შემოდი!-განზე გავდექი და გზა დავუთმე, თუმცა გამალებით ვფიქრობდი ალექსანდრეს სუნამოზე, ასე ძალიან რომ მეცნობოდა. -იცი, სანამ წავიდოდეთ შენთან დალაპარაკო...-უცებ ვაჩერდა და დაბნეულმა ავხედე,-ეს რა არის?! -ჩემოდანი!-აუღელვებლად ვუპასუხე და კარი ზურგით მივხურე. -მაგას მეც მივხვდი!-გაბრაზებულმა გამისწორა მზერა,-რათ გინდა?! -თუ არ იცი, გეტყვი, რომ მას ბარგის, ერთი პუნქტიდან, მეორეში გადასატანად იყენებენ! -ელენე! ნუ მეთამაშები!- დამიღრინა და მომიახლოვდა,-სად მიდიხარ?! ან ვინ მოგცა ამის უფლება?! რატო არ მკითხე?! -ვინ მომცა ამის უფლება?!-მისმა სიტყვებმა გამაცოფა და შუბლშეკრულმა ავხედე,-ვინ და საკუთარმა თავმა და შენ მკითხე, გვანცასთან სექსუალური ორგიებით, რომ კავდებოდი?! საინტერესოა, რა რექცია გექნებოდა მეც მსგავსი რამ რომ გამეკეთებინა?! -გოგო, ჭკუიდან ნუვგადაგყავარ!-მიღრიალა და მკლავებში ჩამაფრინდა,-ხვდები მაინც რას ამბობ?! -რატო გგონია რომ ყველაფერში მართალი ხარ?!-ვეცადე ხმა გამეკონტროლებინა, მაგრამ უცხოსთან ასე ახლოს დგომამ და ცეცხლწაკიდებულმა, კვამლისფერმა თვალებმა, ეს შეუძლებელი გახადეს.-შენი თავი წარმოიდგინე ჩემს ადგილას! -გოგო, შენ პატარა ხარ, პატარა!-დამიყვირა და თითები უფრო მომიჭირა. -მეტკინა!-ამოვიკნავლე გაფითრებულმა და ცრემლიანი თვალები რომ არ შეემჩნია, თავი დავხარე. -მაპატიე... ვერ მოვზომე...-ამოთქვა შეშფოთებულმა და ხელი გამიშვა. "რატომღაც, ყოველთვის ჩემთან ვერ ზომავს ვერაფერს!"- გავიფიქრე და დაბუჟებული ხელი დავიზილე. -არაუშავს... არაფერია!-ამოვიბურტყუნე და ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადავყლაპე. -ჯანდაბა!-ამოიღმუვლა და კუპრივით შავ, მოზრდილ თმებზე ხელი ნერვიულად გადაისვა,-ერთხელ მაინც რომ არ ვიჩხუბოთ, არ შეიძლება?! -შენ დაიწყე!-ჯიქურ გავუსწორე თვალი და კედელს ავეყუდე,-მე უბრალოდ წასვლა მინდა აქედან! -ელენე, თავიდან ნუ დაიწყებ!-შევამჩნიე, როგორ დაებერა კისრის ძარღვი და სუნთქვა შემეკრა,-შენ თვითონაც ხვდები, ღომ ეხა ვერსადაც ვერ წახვალ! ჩემი მშობლები უკვე გიცნობენ და არ ვაპირებ რამის შეცვლას... თუ ფიქრობ, რომ მე განქორწინებას ჩუმად შევძლებ, ძალიან ცდები! ვინც დაგვაქორწინა ის მოსამართლე კი ქვეყნიდანაა გასული და სანამ ყველაფერს არ გავარკვევთ აქ დარჩები!-ისეთი ტონით მითხრა, შეწინააღმდეგება ვერ გავბედე,-ეხლა კი მოემზადე... სიდედრ-სიმამრი გვყავს მოსანახულებელი. მე კი ვეცდები ჩემი მამაკაცური ჰორმონები გავაკონტროლო.-ირონიულად ჩაიცინა და მარტო დამტოვა. *** მანქანაში ვიჯექი, თავი საქარე მინისთვის მქონდა მიყრდნობილი და მორბენალ ხეებს ვუცქერდი. გაყინულ ხელისგულებზე, ცივი ოფლი მასხამდა და უშედეგოდ ვცდილობდი აჩქარებული გულისცემა დამეწყნარებინა. ყურებს გუგუნი გაუდიოდა და უკან მჯდომი ტყუპების უკბილო ხუმრობებიც კი ვერ მამხიარულებდა. შემცივნულს ფეხები, სავარძელზე მქონდა აკეცილი და მთელი ძალით ვეკვროდი გულ-მკერდით. ტკივილის გადასატანად მთელი ძალით მივაჭირე თავი მინას და თვალები დავხუჭე. ვგრძნობდი, ალექსანდრე დროდადრო, როგორ აპარებდა შეშფოთებულ თვალებს და საჭეს ხელებს უჭერდა. -კარგი რა, რძალო! ასე ნუ ნერვიულობ!-ერთერთ ტყუპს წინ გამოეყო თავი და მოფუზულს, შეწუხებული დამჩერებოდა,-თორე ნაოჭები გაგიჩნდება! -მართალია!-მხარი აუბა მეორემ და სავარძლებს შორის ძლივს გაეკვეხა,-ჩვენ აქ არ ვართ?! რომც გაგიბრაზდნენ, დარწმუნებული ვარ, მალე გადაუვლით და შევირიგდებიან!..-ისე მელაპარაკებოდა, როგორც ორი წლის ბავშვს. -რომც გამიბრაზდნენ?!-სარკასტულად გავიმეორე,-ტყუპი, თქვენ არ იცნობთ ჩემებს. -მერე რა?!-გაკვირვებულმა შემომხედა პირველმა.-შენ უკვე ჩვენი და ხარ და სულ შენთან ვიქნებით! -აბა რა ტო!-აყვა მეორეც და თბილად გამიღიმა. მე კი, ანერვიულებულს იმის თავიც არ მქონდა, საპასუხო ღიმილი დამებრუნებინა. ჩუმად მჯდომ ალექსანდრეს ერთი გავხედე და ნაცნობი სიმღერის გაგონებისთანავე, რადიოს ავუწიე. ლადო დონგოვანის "სამშობლოს" ჰანგებში ჩავიძირე და წამით დამავიწყდა გარშემო ყველაფერი. უსიტყვოდ გავხედე უკან მომავალ მეორე მანქანას და თავი დაცულად ვიგრძენი. მართალია პატარა ერეკლეს გამო, სახლში დარჩენილი ნათია ძალიან მაკლდა, მაგრამ ბიჭების გარემოცვაში სიმშვიდე მეუფლებოდა. ვიცოდი, რომ თითოეული მათგანი გვერდში დამიდგებოდა და ამისთვის ღმერთს მადლობას ვწირავდი. -მარჯვნივ შეუხვიე,-მივეცი მითითება "ქმარს" და ამდენი ხნის უძრაობისგან გაშეშებული კიდურები დაბლა ჩამოვწიე,-მოვედით!-ვაცნობე ნერვიულობა შეპარულ ტყუპებს და შიშით ავხედე, მაღალი გალავნით შემოღობილ, ორსართულიან სახლს. -ნუ ნერვიულობ!-გადმომხედა ალექსანდრემ და გაყინულ ხელებზე ჩამეჭიდა,-მე შენთან ვარ! აცახცახებულმა გამოვაღე მანქანის კარები და როგორც კი მიწაზე ფეხი დავდგი თავბრუ დამეხვა, რომ არ წავქცეულიყავი მანქანას მივეყუდე და ერთი ღრმად ჩავისუნთქე. ალექსანდრე გვერდით ამომიდგა, წელზე ხელი მომხვია და წინ მიბიძგა. მასზე დაყრდნობილი ძლივს ვახგამდი ნაბიჯებს და ვულში ვლოცულობდი. ბიჭები უკან მოგვყვებოდნენ უსიტყვოდ. როგორც კი ჭიშკრის კარი გავაღე დავინახე, როგორ გაიღო სახლის კარი და ზღურბლზე ონო გამოჩნდა. როგორც კი დამინახა ერთი გამიღიმა და დამიძახა: -პატარა ქალბატონიც მოსულა!-ჩემკენ გამოემართა და ძალუმად ჩამიკრა გულში. ვიგრძენი, როგორ დაიჭიმა ალექსანდრეს ხელი ჩემ წელზე, მაგრამ მაინც არ გაუშვია. როგორც იქნა ონომაც შეამჩნია ბიჭები და ეჭვის თვალით გადახედა ალექსანდრეს. -დედა და მამა სახლში არიან?-ვიკითხე ხმისკანკალით და ისინიც გამოჩნდნენ. მამაჩემს როგორც ყოველთვის მკაცრი გამოხედვა ქონდა, ხოლო დედაჩემი თბილად მიმზერდა. სნერვიულებულმა მარცხენა ხელით ალექსანდრეს მაისურის ბოლოს ჩავფრინდი და ძალაგამოცლილი მას მივეყრდენი. -ელენე, რა ხდება?!-მამაჩემის ხმამ მიმახვედრა, რომ რაღაც იგრძნო-ესენი ვინ არიან?! -მე მისი ქმარი ვარ!-გავიგე და მშობლების გამომეტყველება, რომ არ შემემჩნია, მთელი ძალით დავხუჭე თვალები. ... ირგვლივ სამარისებული სიჩუმე გამეფებულიყო. ისეთი, როგორიც სიკვდილის წინ რომ ისადგურებს: შემზარავი და ყოვლისმომცველი. სახსრების გათეთრებამდე ჩავჭიდებოდი ალექსანდრეს მაისურს და ვცდილობდი, გულის გამაყრუებელ ბაგაბუგში არაფერი გამომპარვოდა. მუხლებ აცახცახებული, რომ არა ალექსანდრეს მკლავი, გულშემოყრილი ადგილზე ჩავიკეცებოდი. ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულისცემას და დროის ხაზში მისი მეშვეობით ვიკვლევდი გზას. ვხვდებოდი, რაოდენ კონტრასტს ქმნიდა მისი შინაგანი მდგომარეობა, მისივე გამომეტყველებასთან და ამაოდ ვცდილობდი, მეც მიმებაძა. მესმოდა აჩქარებული, ღრმა სუნთქვა და საშინელების მოლოდინში მთელი ძალით ვაჭერდი წამწამებს ერთმანეთს. "რატო, რატო, რატო, რატოოო! ვის გაუგია ამ ამბის ასე მიხლა?! ვერ შეამზადა?! ყველა უბედურებას და სისულელეს ალექსანდრე რატო იფიქრებს?! ნუთუ არ შეეძლო ცოტახანს მოეცადა და შემდეგ ეთქვა ეს "სასიხარულო" ამბავი?!"-სასოწარკვეთილი ვფიქრობდი და ზემოთხსენებული, სასიხარულო ამბის მთქმელს, მთელი ძალით ვეკვროდი. -სახლში შევიდეთ!-მომესმა გაბზარული ხმა და წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ეს ხმა მამაჩემს ეკუთვნოდა. ფრთხილად გავახილე თვალები და მზერის დასაწმენდად რამდენჯერმე დავახამხამე. შევამჩნიე, როგორ გაუჩინარდა კარში ვიღაცის სილუეტი და დამფრთხალმა ავხედე ალექსანდრეს. -ყველაფერი კარგად იქნება!-გადმომხედა და თბილად გამიღიმა. -ჰე, შევიდეთ ეხა, თორე ისე უჟუჟუნებთ თვალებს, ასე მგონია ერთმანეთი შეგიყვარდათ!-გვიჯიკა კოკამ და წინ გაგვიძღვა. -აქ გადავრჩეთ და მერე ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს!-დაუღრინა ალექსანდრემ და ჩემზე ჩაბღაუჭებული უკან მიყვა ძმაკაცს. მისაღებ ოთახში შესულმა ნათლად ვიგრძენი სახლის სურნელი, რომელიც ასე ნაცნობი და შორეული იყო ჩემთვის. იმის ნათლად გააზრებამ, რომ ჩემი საქციელი არ მაძლევდა თავისუფლად სუნთქვის საშუალებას, გული მტკივნეულად შემიკუმშა. თავდახრილი ჩამოვჯექი სავარძელზე, ბიჭებმა კი ჩვენს გვერდით დაიკავეს ადგილები. მამაჩემი ფანჯარასთან გაშეშებულიყო და სივრცეს გაჰყურებდა. უცებ შემობრუნდა, მაგიდას მიუჯდა და ნერვიულად დასწვდა იქვე მიგდებულ სიგარეტის კოლოფს. შეკვრიდან ამოძვრენილ ღერს, თითებშორის სრისავდა და დაჟინებით მომჩერებოდა, მე კი არ ვიცოდი ხელები სად წამეღო. -ელენე!..-ონოს მომთხოვნმა ხმამ მაიძულა მისთვის შემეხედა,-იქნებ აგვიხსნა რა ხდება?! -ონო...-ამოვილუღლუღე და ყელი ჩავიწმინდე,-ვიცი, რომ ჩემგან ამას არ მოელოდით...-"არც მე მოველოდი!"-მაგრამ ყველაფერი ისე მალე მოხდა რომ... -შენ ხვდები რა გააკეთე?!-დაჟინებით ჩამაშტერდა და ხელები მომუშტა,-რაზე ფიქრობდი ამას რომ აკეთებდი?! რამ გაიძულა?! -ელენეს ყველაზე ნაკლებად თქვენი გულის ტკენა უნდოდა!-გავიგე ალექსანდრეს მკაცრი ხმა და უფრო დავიძაბე,-ვიცი ძნელია ამასთან შეგუება, მაგრამ ის უკვე ჩემი ცოლია და ამას ვერაფერი შეცვლის! -ის ჯერ კიდევ პატარაა!-წამოიძახა გაბრაზებულმა ონომ და ფეხზე წამოხტა. ყელზე მყესები დაჭიმვოდა და თვალებით ბურღავდა ალექსანდრეს. -ონო!-გამაფრთხილებლად გაისმა დედაჩემის ხმა და მხარზე ხელი დაადო დასამშვიდსბლად. -არც ისე პატარა და არა სულელი!-აუღელვებლად გაუსწორა მზერა ალექსანდრემ. -როდის მოხდა?!-გავიგე მამაჩემის ჩახლეჩილი ხმა და მის თვალებში ჩაბუდებულმა სევდამ, გული კიდევ ერთხელ მომიკლა. -სამი დღის წინ მოვაწერეთ ხელი!-მე ხმის ამოღება ვერ შევძელი და თავი ისევ დავხარე. -ამის შესახებ რატო არაფერი ვიცოდით?! როდის დაიწყო?!-ისევ ონომ განაგრძო. -ამის რკვევას რაღა აზრი აქ?!-ხელი ჩაიქნია მამაჩემმა და სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩაასრისა,-განა რამე შეიცვლება?! როგორც ჩანს ელენემ ეს გააზრებულად გააკეთა, თორე აქ არ იქნებოდა... -მისი ხმა სულაც არ გავდა წამის წინანდელს და გამახსენდა, სწორედ ასეთი ტონით ელაპარაკებოდა მლიქვნელ თანამშრომლებს,-ეხლა კი, ელენე, მარტო დამტოვე... შენ ქმართან. *** 37 წუთი იყო, რაც ბოლთას ვცემდი აივანზე და ნერვიულად ვიკვნეტდი ტუჩებს. ზუსტად 37 წუთი იყო, რაც ოთახში იყვნენ ჩაკეტილები მამაჩემი და ჩემი "ქმარი" და "მშვიდობიან" მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ალექსანდრეს ძმაკაცებს და ონოს საერთო ენა ეპოვათ და ვერანდაზე ჩამომჯდარნი, გუმანით ვგრძნობდი ჩვენზე რომ საუბრობდნენ. ონო დროდადრო გამომხედავდა შუბლშეკრული და მანძილის მიუხეხავად ვხედავდი, თვალებში დაბუდებულ წყენას. -ელენე...-გავიგე დედაჩემის საყვედურნარევი ხმა,-რატომ არაფერი თქვი?! ანდა როდის მოასწარი მისი გაცნობა?! -დედა!..-სიტყვის გაგრძელება ვერ შევძელი და მთელი ძალით მოვეხვიე. -ეჰ, ელენე, ელენე!-ამოიოხრა და ნაზად გადამისვა თავზე ხელი. -მართლა არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ...-ხმა ჩამიწყდა და თავი მის მხარში ჩავმალე. -მაგრამ ასე გამოვიდა... წარმომიდგენია ის ბიჭი როგორ შეგიყვარდა, ეს ნაბიჯი რომ გადადგი. მაგრამ გახსოვდეს, რომ მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები!-ჩაიჩურჩულა და მანაც ჩამიკრა გულში. მთელი სამი დღის განმავლობაში პირველად შევძელი თავისუფლად მესუნთქა და ვიგრძენი, როგორ შემსუბუქდა ჩემ მხრებზე დაწოლილი ლოდი. ღრმად ვისუნთქავდი ჟანგბადად ქცეულ დედის სურნელს და ვცდილობდი დამემალა ლოყებზე ჩამოგორებული მლაშე სითხე. -ამდენ ხანს რაზე ლაპარაკობენ?!-ამოვისლუკუნე და აცრემლებულმა შევხედე. -ყველაფერი კარგად იქნება!-გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. -როგორ შეძელი ამ ყველაფრის ჩემთვის მაინც დამალვა?-შეუმჩნევლად მოსულ ონოს დამფრთხალმა ავხედე და დედას რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი. -არ ვიცი!-გულწრფელად ამოვილუღლუღე და აწითლებულმა თავი დავხარე. მიუხედავად ახლო ურთიერთობისა, ძმის მიმართ ყოველთვის რიდით ვიყავი განწყობილი. ყოველთვის ვგრძნობდი მისი დობით შექმნილ პატივისცემას ჩემს ირგვლივ და ყოველთვის ვიცოდი რომ ჩემს გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი. მახსოვს როგორ დაალეწეს მან და მისმა ძმაკაცებმა უცხოელ ტურისტებს თავ-ყბა, ჩემთან ფლირტის გაბმის მცდელობისთვის. იმის მერე, სადაც არ უნდა წავსულიყავი ყველა ბიჭი, რატომღაც ძმად მეცნობოდა. -ბოლო დროს ყურადღებას ვერ გაქცევდი და ბევრი რამ გამომეპარა!-ამოთქვა ნაღვლიანად და ლოყაზე ჩამომისვა ხელი. -შენ ყოველთვის ფიქრობდი რომ ვერავინ გაბედავდა მას მიახლოებოდა, ასე რომ უყურადღებობას ნუ დააბრალებ!-როგორც პატარა ბავშვს ისე აუჩეჩა დედამ თმები და კიბეზე დაეშვა. -როდის გაიზარდე ასე ელენე!-ხმაგაბზარულმა მითხრა და მხრებზე მომეხვია,-შენ ხომ ჯერ კიდევ 17ის ხარ! -ონო, გთხოვ!-ამოვთქვი ჩურჩულით,-ეს შენთვის არასდროს მითქვამს, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ შენ რომ მყავხარ!.. ისევ მიბრაზდები?!-მზერა გავუსწორე ჩემ მსგავს თვალებს. -ელენე, თუ ოდესმე მაინც შევამჩნიე რამე ისე თუ ვერ არის, გეფიცები ჩემი ხელით მოვკლავ!-ჩემ კითხვას თავი აარიდა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. *** ჩუმად ვიჯექი მანქანაში და არ ვიცოდი, როგორ წამომეწყო ლაპარაკი, რა მეკითხა ალექსანდრესთვის. თავად კი შუბლშემრული გაჰყურებდა გზას ხმას არ იღებდა. ტყუპები ნერვიულად ცმუკავდნენ უკანა სავარძელზე, მაგრამ მათაც ვერ ეთქვათ ვერაფერი. ონოსთან საუბრის დამთავრებისთანავე, რამდენიმე წუთში გაიღო სახლის კარები და ნათლად დავინახე ალექსანდრეს გადაფითრებული სახე. ამაოდ ველოდი, რომ მას მამაჩემიც გამოყვებოდა, მაგრამ იმედი იმედად დარჩა და აქამდე ძლივს აგებული სიმშვიდე, ხუხულასავით ჩამომენგრა თავზე. რომ არა ალექსანდრეს ძლივს შესამჩნევი ღიმილი, ადგილზე ჩავიკეცებოდი და ჩემს მოსულიერებასაც ვერავინ შეძლებდა. სახლიდან ისე წამოვედით არც მამა და არც ბებია-ბაბუა მინახავს. მხოლოდ დედამ და ონომ გამოგვაცილეს. არც დემეტრეს და არც რომელიმეს უმითხავს რამე, მე კი საცას გული გამისკდებოდა. -ამოიღე ხმა, ტო!-ბოლოსდაბოლოს ერთერთი ტყუპის მიერ დაირღვს სიჩუმე,-შენით გვეტყვი თუ ჩვენ ვიწინასწარმეტყველოთ?! -რავიცი ერთი!-აყვა გაბრაზებული მეორეც,-რომელი ლელა კაკულია ჩვენ გვნახე?! თქვი ეხა! -ბიჭებო, სიტყვით სიკვდილი განგიცდიათ ოდესმე?!-ალექსანდრეს ხმა სრულიად შეცვლილიყო, თითქოს უფრო დაბოხებოდა. -ეგ რა არის? -გაუბერე ტო?! -იქიდან ცოცხალმა რომ გამოვაღწიე, მადლობა თქვით!-ნერვიულად გაიცინა და მერე მე გადმომხედა,-მაგარი ჯიგარი მამა გყავს!.. იმას თუ არ ჩავთვლით რომ მოკვლით დამემუქრა ოდესმე მაინც თუ გაწყენინებდი!.. და იცი რა? რატომღაც მართლა დავიჯერე მისი სიტყვები! ისეთი თვალებით გადავხედე, კიდევ ერთხელ გაფითრდა და აფხუკუნებული ტყუპებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. -ე.ი. დაოჯახების აღსანიშნი სუფრის ნაცვლად, საკუთარ სატირალზე მომიწევს მისვლა!-ჩაიბურტყუნა და მთელი ძალით დააწვა გაზს. არ მადარდებდა დადგენილზე, გაცილებით მეტად გადაჭარბებული სიჩქარე. არ ვუსმენდი ტყუპების:-"ხომ გეუბნებოდი, ტო!"-ს. ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ალექსანდრეს ბოლო სიტყვები იყო. სიტყვები, რომლებმაც საშუალება მომცა, ცხოვრებაში პირველად გამეაზრებინა მშობლის სიყვარული შვილის მიმართ. *** -ბიცოლა, დაბრუნდით?-გავიგე მანქანიდა. გადმოსვლისთანავე და გაოცებულმა ავხედე პატარა ერეკლეს. -რა ბიცოლა შე პატარა ჭინკა?-გაიცინა დემეტრემ და შვილი ხელში აიტაცა. -დედიკომ მითხრა, ელენე შენი ბიცოლააო!-ამოთქვა გაწითლებულმა და ჩუმად გამოაპარა ჩემკენ მოუსვენარი თვალები. -ბიცოლა არა ის!-წამოიძახა და ცხვირზე წკიპურტი წაკრა,-შენზე ერთი-ორი წლით თუ იქნება უფროსი. ისიც შენსავით სათამაშოებით თამაშობს! -მართლა?-თვალებგაბრწყინებულმა ერეკლემ გადმომხედა შუბლშეკრულს,-მეც ხომ მეთამაშები? -ოოოოო! შენთვის ვერ მოიცლის, ერეკლე!-ყასიდად დანაღვლიანდა დემეტრე და ბავშვი ძირს ჩამოსვა,-ბიძაშენს უნდა ეთამაშოს. -მე რომ არ მინახავს, როცა თამაშობენ?-გულუბრყვილოდ იკითხა ერეკლემ და ვინატრე ვინმეს რამე ჩაეცხო მამამისის უტვინო თავში. -ისინი ღამღამობით თამაშობენ და იმიტო!-ხმამაღლა "უჩურჩულა" ბავშვს და იმ წუთს მოახლოებულ ძმას ახარხარებულმა თვალი ჩაუკრა. -უზდელი ხარ, დემეტრე!-ამოვიბურტყუნე გაბრაზებულმა და სიწითლე რომ დამეფარა, ერეკლესკენ დავჯხარე და ოქროს კულულებზე წავეთამაშე. -როგორი?-ძლივს ამოთქვა ორად მომეცილმა და ძმის მუშტი რომ აეცილებინა, კარებში გამოსულ ცოლს აეხუტა ზურგიდან. -არ გინდა, ჩემთან ერთად სკოლაში რომ იარო? -მაგა საცოდავს სკოლაც ვერ უშველის!-ამოისისინა ალექსანდრემ და საბას მანქანის გასაღები გადაუგდო. -თორე მე ვიყავი, ბაგა-ბაღის ბავშვჯ რომ მოვიყვანე!-წამოიძახა და სახლში შევარდა, გაცეცხლებულ ალექსანდრეს რომ გაქცეოდა. -ხომ ყველაფერი კარგადაა?!-მომიახლოვდა ნათია და თბილად გამიღიმა. -კი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უახლოეს მომავალში, კუკიაზე მოგიწევს "ფართის" ყიდვა... შვიდი ადამიანისთვის!-არ მაცადა პასუხის გაცემა კოკამ და ისიც სახლში შევარდა. -რაო?-გაფართოებული თვალებით გადმომხედა ნათიამ,-გაგიჟდა ეგ უბედური? -ნათია, რამდენიმე დღეა რაც ამათ ვიცნობ და დავრწმუნდი რომ არცერთი არაა სრულ ჭკუაზე და არ მითხრა მე ვერაფერს ვამჩნევო.-დაქანცულმა გავუღიმე და ყვირილისგან მოზანზარე სახლში შევედი. ... მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობდი ეს არ შემემჩნია, უნდა ვაღიარო რომ ალექსანდრე საოცრად სიმპატიური იყო. სპორტულ და კლასიკურ სტილს არაჩვეულებრივად იხდენდა, თუმცა ამ უკანასკნელში პირველად ვხედავდი და გაოცება სახეზე ნათლად მეტყობოდა. თეთრი პერანგი განიერ გულ-მკერდზე გადაჭიმულიყო და ნათლად გაგრძნობინებდა პატრონის სიძლიერეს. შავი კლასიკური შარვალი და ფეხსაცმელი ეცვა, ხოლო ხელში ახლართული ხალსტუხი ეჭირა. დატალღური, კუპრივით შავი თმები, უწესრიგოდ დაყროდა შუბლზე და მოუსვენარ, კვამლისფერ თვალებს არ მაშორებდა. "არა, უნდა ვაღიარო რომ სიმთვრალეშიც კი არაჩვეულებრივი გემოვნება მაქ!"-გავიფიქრე და ცხვირწინ ხელი ავუფრიალე. -ალექსანდრე, შენ კიდევ არ ხარ მზად?-მისი რეაქცია, კულტურულად არ შევიმჩნიე და დავუბღვირე,-ისედაც გვაგვიანდება! -უნდა ვაღიარო რომ სიმთვრალეშიც არაჩვეულებრივი გემოვნება მაქ!-ცალყბად გაიცინა და კარის ძგიდეს მიეყუდა,-გველოდონ მერე და მადლობა მითხარი ეს რაღაც რომ ჩავიცვი!-დამანჭულმა დაიხედა ტანსაცმელზე. -ეგ რაღაც სმოკინგია!-ორი წლის ბავშვივით მოვუჩლიქე ენა და ხალსტუხი გამოვართვი,-ეს რაღად გინდა ვერ ვხვდები! წვეულებაა თუ სამიანი შეხვედრა... ზედმეტი მეტიჩრობა გიყვარს!-ჩავიბურტყუნე და ოთახში ვისროლე ხალსტუხი. -რა კაი ბავშვი ხარ გოგო შენ!-მანაც მოიჩლიქა ენა და ლოყები გამიწელა გაღიმებულმა. -მამაჩემს ვეტყვი ალექსანდრეს ნახელავია აწითლებული ლოყებითქო!-ძლივს ამოვიბლუკუნე ლოყებგაწელილმა და ფერდში მუშტი ვუთავაზე. -მე კი ვეტყვი ზედმეტი "კოცნების" გამო აუწითლდათქო!-ამოთქვა ახარხარებულმა და ნატკენი ადგილი დაიზილა. -ვიღაცის თავიდან ჩალის შრიალი მესმის!-ამოვთქვი გაღიზიანებულმა და ლოყებზე ხელი ავიფარე. -რაო?-შეწყვიტა სიცილი და თვალებში ჩამაშტერდა,-შენ რაღაც ძაან გაიტლიკე ამ ბოლო დროს! -ისე ამბობ თითქოგ ბავშვობიდან მიცნობდე!-სარკასტულად გავიღიმე და პერანგის რამდენიმე ღილი გავუხსენი. -აბა გვაგვიანდებაო? ჯობია საღამომდე მოვიცალოთ, მერე მე თვითონ გავიხდი!-მიჩურჩულა და წარბები აათამაშა. -ალექსანდრე, გეფიცები შემომაკვდები! შენღა მაკლდი ეხა, რა!-წამოვიყვირე აწითლებულმა და ხელი ვუშვი. -ჰო, კაი, კაი!-გაიცინა და მომიახლოვდა,-ვიხუმრე! -ორივე ძმა ჭკუასუსტები ხართ!-ამოვისისინე და პერანგის ორივე სახელო, იდაყვამდე ავუკაპიწე. -ბავშვობაში რომ გამეცანი, ერთს მაგრა მიგტყეპავდი და მერე ისწავლიდი, როგორ უნდა ელაპარაკო უფროსებს!-დამიბრიალა თვალები და თავი მომიშვირა,-ამ თმებსაც უქენი რამე! -ამას მაკრატელი თუ უშველის, თირე მე უძლური ვარ ამ დაბრკოლების წინაშე!-ამოვთქვი სიცილით და შევეცადე ხელებით, რამე ფორმა მიმეცა. -რა წვრილი თითები გაქ, სავარცხელის კბილებს გავს!-ჩაიცინა და ჩემი ხელი თვალებთან ახლოს მიიტანა. -შენ გაქ ნიჩაბივით ხელები და ჩემი გგონია პატარა!-ძლივს ამოვთქვი და შევეცადე, როგორმე დავსხლტომოდი. -ენა კი გაქ გრძელი!-მითხრა შუბლშეკრულმა და ერთი კიდევ შემავლო თვალი,-ამ კაბაზე, მერე ვისაუბრებთ!-ხელკავი გამომდო და კიბეზე ერთად დავეშვით. -რას უწუნებ ჩემ კაბას!-ვუთხარი გარეთ გასვლისთანავე და მკლავზე მოვქაჩე,-ცოტა ნელა! ქუსლიანებთან ერთად კი არ დავბადებულვარ! -მაგას მართლა მეკითხები?!-შუბლშეკრულმა გადმომხედა და მანქანის კარი გამიღო,-რა შენი ჩასაცმელი ეს კაბა იყო, გოგო! -აწი შენ შეგითანხმებ ხოლმე რას ჩავიცმევ!-ირონიულად გავუღიმე და კარი ცხვირწინ მივუჯახუნე. -ამდენი არავისთვის მომითმენია და ბოროტად ნუ გამოიყენებ ჩემს მოთმინებას, თორე...-ჩაჯდომისთანავე მომახალა ძარღვებ დაბერილმა. -თორე მიმტყეპავ!-არ ვაცადე დასრულება და გავუღიმე,-გასაგებია!.. ეხლა კი დაძარი მანქანა, სანამ აქეთ მოგვაკითხეს. ერთი გადმომხედა, კარგახანს ასე მიყურა და მანქანაც დაქოქა. თუმცა არ გამომპარვია, გვერდულად, როგორ ჩაიღიმა და თავი გადააქნია. აქამდე დახშულმა ნერვიულობამ თავი იჩინა და გულისცემა ამიჩქარდა. მშობლებთან შეხვედრის მეშინოდა. მამაჩემს ამჯერადაც რომ არ გაეცა ხმა, ალბათ ტირილით ავიკლებდი იქაურობას. ამას ემატებოდა ჩემი მეგობრების რეაქცია, ახალი ამბავი რომ გაიგეს და სად წავსულიყავი არ ვიცოდი. თუმცა მონატრების სიძლიერე, ნერვიულობას უკანა პლანზე ისროდა. სანამ დარბაზში შევიდოდით ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ალექსანდრეს გაუაზრებლად ჩავავლე ხელი, თითქოს მეშინოდა სადმე არ გაპარულიყო და ამ აურზაურში, მარტო არ დავეტოვებინე. -არსად დაგეკარგები!-გაიცინა და წელზე ხელი მომხვია. -კიდევ, რამდენი ადამიანი უნდა მოვატყუოთ?!-ამოვიკნავლე და შევეცადე დამეიგნორებინა უხილავი კომფორტის გრძნობა. -რამდენიც საჭირო იქნება!-სულერთიას გამომეტყველებით მიჩურჩულა და დარბაზის კარიც გაიღო. შევამჩნიე, როგორ შეწყდა წამით ზუზუნი. შემდეგ, ერთბაშად დაუარა ჩურჩულის ტალღამ და კედლებს მიეხეთქა უსიცოცხლოდ. აწითლებულმა თვალი მოვარიდე ჩვენზე მოშტერებულ ხალხს და სუფრას გადავხედე. "რა თქმა უნდა! გამიკვირდებოდა კიდეც ალაფურშეტით რომ აღენიშნათ ჩვენი "დაქორწინება". ალექსანდრე მშობლებიანად, ზედმეტად ქართველია ამისთვის.სხვა რა, თუ არა, ტრადიციული სუფრა?!. სრული ბედნიერებისთვის ნამდვილი აზიატი "ქმარიც" მყოლია!"-გავიფიქრე და თვალებით დავუწყე ჩემებს ძებნა. -აი, ჩვენი ახალდაქორწინებული წყვილიც! გთხოვთ მივესალმოთ!-გავიგე დემეტრეს როხროხა ხმა და მიკროფონ მომარჯვებულმა თვალი ჩაგვიკრა, რასაც ტაშის ხმა მოჰყვა. -ვერაა შენი ძმა!-გადავუჩურჩულე გაცინებულ ალექსანდრეს,-კონცერტზე მგონია თავი. -არის კიდეც!-გადმომხედა ეშმაკური ღიმილით და ცალკე, შროშანებით გაფორმებული მაგიდისკენ გამიძღვა,-მერწმუნე ეს დღე, არასდროს დაგავიწყდება....მგონი მარტო ამისთვის ღირდა დაქორწინება! -შენ ნასვამი ხარ ხო?!-გადავხედე გაოცებულმა, როგორც კი მაგიდას მივუსხედით,-თუ მიარტყი თავი რამეს! -აბა ბავშვებო, როგორ ხართ?!-მოგვიახლოვდა ღიმილით ნანა და ერთი აგვათვალიერა,-ელენე, საოცრება ხარ! ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი თვალისმომჭრელი ქალი იმალებოდა, იმ პატარა,მორცხვი გოგოს უკან!.. ალექსანდრე, ხალსტუხი რატო არ გიკეთია? ან თმები რა დღეში გაქ?! -ვიხრჩობოდი და შენმა თვალისმომჭრელმა რძალმა გადამარჩინა, ნანა!-გადმომხედა ღიმილით და თვალი ჩამიკრა,-და სხვათაშორის ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა, ჩემ ჩაცმულობასთან დაკავშირებით, ამიტომ მას მიმართე საყვედურით! -სულ გააგიჟებ შენ ამ ბავშვს!-თავი გადააქნია და გაგვშორდა. სუფრა, ყველანაირი ტრადიციის დაცვით ჩატარდა: სადღეგრძელოებით, დალოცვებით, დაისით და ა.შ. ფაქტიურად ახლიდან გვქონდა ქორწილი, იმის განსხვავებით რომ მე თეთრის მაგივრად, ხორცისფერი კაბა მეცვა. -ძალიან გამიხარდა ალექსანდრეს დაოჯახება!-სიტყვით ღიპიანი კაცი გამოდიოდა, როგორც მერე გავარკვიე, ერეკლეს კომპანიონი იყო,-მითუმეტეს ასეთი ანგელოზი რომ შეირთო ცოლად! გადღეგრძელებთ შვილებო! ბედნიერებას გისურვებთ და იმედია სულ მალე მატება გექნებათ ოჯახში, პატარების სახით!-გაიცინა და ყანწი ერთი მოყუდებით დაცალა. -კიდე პატარა გვინდა ჩვენ?! ორი გვყავს ჯერ გასაზრდელი!-შეუმჩნევლად მოსულმა დემეტრემ ხარხარით გადაგვხვია ორივეს ხელი.-აბა, რძალო! რაო წერომ, გზაში ვართო?! -კი!-ავხედე ღიმილით და ალექსანდრეს გაფართოებული თვალებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია,-მალე მოვა, ერთი ბავშვი მყავს უკან წასაყვანი, გარეგნულად აყლაყუდა დევს რო გავსო! -ეხა ამან ჩემზე თქვა, აყლაყუდა დევიო?!-მიუბრუნდა უკვე დაწყნარებულ ძმას და თითი მე მომიშვირა. -დემე, ეხლა მაინც დაანებე თავი!-ღიმილით მოგვიახლოვდა ნათია, პატარა ერეკლესთან ერთად,-ჯობია ეკეს მიხედო, შემოირბინა მთელი დარბაზი! -აუ, დე! გეხვეწები რა, ბიცოლასთან დავჯდები!-მუდარის თვალით ახედა პატარამ და ჩემზე ანიშნა. -მოდი აქ!-ხელი დავუქნიე და ჩემ გვერდით, ცარიელ სკამზე ვანიშნე, ტყუპებს რომ დაედგათ. -რა მაგარია!-წამოიყვირა და წამის მეასედში ჩემ გვერდით იჯდა თვალებ გაბრწყინებული,-ჯიგარი ბიცოლა ხარ! -იცი რომ კოკროჭინას გავხარ?-ვუთხარი სიცილით და დემეტრეს ხარხარისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. -ეგ რა არის?-იკითხა ინტერესით და ბანანს დასწვდა. -ზღაპრის გმირია. -ხო ვამბობ, ბავშვიათქო?!-ისევ გააგრძელა სიცილი დემეტრემ და ლოყები გამიწელა. -აუ, მეტკინა!-წამოვიძახე და თავი გამოვწიე,-"ყველა დარტყმულს მე რატომ უნდა გადავეყარო?!" -დაანებე ბიჭო ბავშვს თავი!-გამომესარჩლა ალექსანდრე,-ააძვრე ლოყები ბარემ! -ყვავმა ყვავს უთხრა, შე შავოო!-ამოვიბურტყუნე და თვალი მოვკარი, როგორ გამოემართა ჩემკენ მამაჩემი. -მე შენი ქმარი ვარ!-ნიშნისმოგებით გამომხედა და ერეკლეს ძლივს გაფცქვნილ ბანანს დასწვდა. -ბიძია!-წამოიყვირა გაბრაზებულმა პატარამ და მუდარით სავსე თვალები მომაპყრო,-ბიცოლა, ღამღამობით აღარ ეთამაშო ბანანი რომ წამართვა იმიტომ, კაი?! -ცოტა ხანში დავბრუნდები, ერეკლე!-უხერხულად გავუღიმე და აფხუკუნებულ დემეტრე და ნათიას გვერდი ავუქციე. როგორც კი მამაჩემს მივუახლოვდი, უხერხულად ავეტუზე წინ. არ ვიცოდი ლაპარაკი საიდან დამეწყო. გვერდითა მზერით ვხედავდი, როგორ მიღიმოდა ონო და დედაჩემი გასამხნევებლად, მე კი ენას ვერ ვაბრუნებდი. -მამა-შვილს ვთხოვ ერთი ცეკვა გვაჩუქონ!-გავიგე დინამიკებში დემეტრეს ხმა და პირველად მისი მადლიერი ვიყავი. უსიტყვოდ დავიწყეთ ვალსის ცეკვა. ველოდი, როდის მისაყვედურებდა, გამკიცხავდა ან...არ ვიცი, რაღაცას ველოდი. უბრალოდ ასე უსიტყვოდ არ შემეძლო გამეშვა, ისე რომ არაფერი ამეხსნა. "რას აუხსნი ელენე! რას! ეტყვი, რომ გონების დაკარგვამდე დათვერი და მაგიტომ გათხოვდი, თორე ამას სულაც არ აპირებდიო?!"-ვეჩხუბებოდი საკუთარ თავს და საუბრის დასაწყებად ჰაერში გაფანტულ სიტყვებს ვეძებდი. -მთავარია შენ იყო ბედნიერი, ელენე,-გავიგე, როგორც კი დავტრიალდი და გაოგნებულმა ავხედე მამაჩემს.-ნუ მიყურებ ასე! შენ ჯერ კიდევ არ იცი ჩემთვის რამდენს ნიშნავ და რისი გაკეთება შემიძლია, შენ გამო! -მამა...-დავიწყე ლუღლუღი, მაგრამ გაგრძელება ვერ შევძელი. -არ არის ახსნა საჭირო!-თბილად გამიღიმა და კიდევ ერთხელ დამაბზრიალა,-ეს შენი გადაწყვეტილება იყო... შენ იცი, რომ თუ მოვინდომე უკან დაგაბრუნებ, მაგრამ ამას არ ვაპირებ...ჯერჯერობითზ! შენ უკვე დიდი ხარ და შენ გადაწყვეტილებებზე, თავად მოგიწევს პასუხის გება. უნდა გაიაზრო, რომ ყოველთვის მე არ გეყოლები გვერდით, ვერ აგაცილებ ყველა დაბრკოლებას, რადგან ცხოვრება ასეთია. არ არსებობს ხანგრძლივი ბედნიერება. ბედნიერება წამიერია და მისი შეგრძნება უნდა შეგეძლოს. სრულყოფილი კი, მხოლოდ სიკვდილია!-ნელა, დინჯად მელაპარაკებოდა და ნათლად მიშლიდა იმ ცხოვრების ხედს, სადაც ადრე არ მაძლევდა შეხედვის უფლებას,-ძალიან გამიჭირდა იმის გააზრება, რომ შენ უკვე შენი ოჯახი გაქ... შენ ჩემთვის ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყავი და იმის გაცნობიერებამ, რომ ისეთი პასუხისმგებლობა დაივალე, როგორიც ოჯახია...-ერთი სევდიანად შემომხედა და ისევ განაგრძო,-ელენე, ერთი რამ დაიმახსოვრე: ოჯახი არ არის მხოლოდ ორი ადამიანის თანაცხოვრება! ოჯახი მთელი ცხოვრებაა, მთელი სიცოცხლის მანძილზე ნაშენები სახლი, რომელსაც ერთხელ მაინც თუ გაუჩნდა ბზარი, ვერასდროს ვერ ამოავსებ და გაამთელებ. ოჯახის უნდა გეამაყებოდეს, უნდა ენდობოდე, ტკივილს უნდა უზიარებდე და მას უნდა ეყრდნობოდე. ელენე, ოჯახში ეჭვს თუ შეიტან, ვერასდროს შეძლებ მის მოცილებას. ეჭვი ყველაფერს ანადგურებს, თვით სიყვარულსაც კი...-კიდევ ერთხელ გაჩერდა და თვალებში შეხედვისას, დავინახე ისეთი სხივი გაუკრთა, შიშისგან ჟრუანტელმა დამიარა,-თუ შევამჩნევ, რომ მის გამო ცუდად ხარ, რაღაც გაწუხებს, ან გაწყენინა... გეფიცები, ჩემი ხელით მოვკლავ! არავის ვაპატიებ შენს ერთ ცრემლსაც კი...ამისთვის არ გამიზრდიხარ... ეს მანაც იცის და იმედია გაითვალისწინებს, რადგან თუ ასე არ მოიქცევა, საკუთარ სიკვდილის განაჩენს მოაწერს ხელს! -შეიძლება?-გავიგე და გაოცებულმა ავხედე ხმის პატრონს. -გაგა?!-ამომხდა და გაუაზრებლად მოვეხვიე მაღალ, წაბლისბერთმიან, მოცინარ ბიჭს. -მე დაგტოვებთ!-ეიფორიიდან გამომიყვანა მამაჩემის ხმამ და დარცხვენილი მოვშორდი, უნახავ მეგობარს. -არ მეცეკვები გოგო?!-მკითხა სიცილით და ამჯერად მან მომხვია მკლავები,-როგორ მომენატრე შე მაიმუნო!-მიჩჯრჩულა და შუბლზე მაკოცა. -მეც!-ამოვიბურტყუნე და უფრო ძლიერად მოვხვიე მკლავები,-აქ ვინ მოგიყვანა? -რას ქვია ვინ მომიყვანა?! არავის რომ არ წამოვეყვანე, ფეხით ჩამოგაკითხავდი და წაგიყვანდი უკან!-გაიცინა და ჩემთან ერთად დატრიალდა,-ისე, კი იყავი ღირსი, საერთოდ არ მენახე. -კარგი რა, გაგა! გეხვეწები, ოღონდ დღეს არა!-მუდარის თვალით ავხედე,-მამაჩემიც მეყოფა. -შენ თავს ვფიცავარ, ყველაფერს მოველოდი, მაგრამ მამაშენი შენ ქმარს ცოცხალს თუ დატოვებდა არ ვიფიქრებდი!.. ყოველთვის მეგონა, რომ შენი ძმის ხელში, გათხოვების დღეს მოგიწევდა დაქვრივება!-გაიცინა და იქვე მჯდარ ონოს გახედა. -დამცინი, ხო?-გავხედე და გამეცინა. -შენ ძმობას ვფიცავარ, თუ დაგცინოდე!-გულზე მჯიღი დაირტყა და სიცილში ისიც ამყვა,-შენი ქმარი არ ვიცი, მაგრამ მოგიწევს მალე ჩემ დასაფლავებაზე მოსვლა!-გადმომიჩურჩულა და უფრო ახლოს მიმიკრო აფხუკუნებულმა. -გადაირიე? რას ამბობ? -შენი ქმარი ისეთი თვალებით მიყურებს, მიკვირს ბოლი, როგორ არ ამდის,-ისევ გაიცინა და თვალით მანიშნა შუბლშეკრული ალექსანდრესკენ. -არ გაგიცნია ჯერ?-ვკითხე და ალექსანდრეს გამომეტყველებაზე, გულიანად გამეცინა. -ეტყობა ეხა მაგას, მე რომ მიცნობს?-წარბი აწკიპა და ხელი გამიშვა,-მიდი, თორე ნაადრევად მომიწევს სიკვდილი. -წამოდი, გაგაცნო!-ხელი დავავლე და მაგიდისმენ წავიყვანე. -გადი გოგო იქით! მომკლა გინდა?-დამეჯაჯგურა და ჩემ გაბრაზებულ სახეზე ისევ სიცილი აუტყდა. -შენი გადამკიდე, ალექსანდრეს ძმაკაცები ან დემეტრე, რაღატო მიკვირს, ვერ ვხვდები!-ჩავიბურტყუნე და მთელი ძალით გავქაჩე. -ვინაა დემეტრე? -მადლობა თქვი რომ არ იცნობ!-ძალით გავიღიმე და ენა გამოუყავი. -შენ გათხოვებაც არ გიშველის!-დამიბღვირა და ცხვირზე მომიჭირა ხელი. -ალექსანდრე, გაიცანი, ეს გაგაა, ჩემი ბავშვობის მეგობარი,-წარვუდგინე, უკვე დამშვიდებულ "ქმარს" და მხიარულად გავუღიმე,-შენ ისედაც მიხვდებოდი, ვინაა ალექსანდრე! არ დავლოდებივარ, როდის ეტყოდნენ სტანდარტულ-"სასიამოვნოა!"-ს ისე გავშორდი და პატარა ერეკლესთან ერთად გავემართე ტყუპებისკენ, რომლებიც შუბლშეკრულ ხეცურიანს და ვიბლიანს, ხელ-ფეხით უხსნიდნენ რაღაცას. -რაზე ჩხუბობთ?-მივიქციე მათი ყურადღება და კბილებაკაწკაწებულ ერეკლეს ბანანი გავუწოდე. -მთელი საათია მე, დიმა და კოკა ამ ორს ვუმტკიცებთ, რომ პირველად ბიჭმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და ვერაფერი შევასმინეთ. ერთი გოგო მოეწონა გიორგის და არაფრით გამოიცეკვა, აქეთ მოვიდეს აწიო. ხეები არიან რა!-ხელი ჩაიქნია ლევანიმ და ერეკლეს ბანანი წაართვა,-შენ სულ ბანანს, როგორ უნდა ჭამდე ბიჭო!-ძლივს ამოიბლუკუნა პირგატენილმა. -ვინაა ბიჭო ხე!-წამოხტა ფეხზე ვიბლიანი და ქორივით დააცხრა ლუკმაგადამცდარ ლევანს. -ხესავით ჯიუტიო, იგულისხმა, რას ვერ მიხვდი!-"უთარგმნა" კოკამ ნათქვამი და მთელი ძალით ჩაცხო ზურგში მუშტი გაფითრებულ ტყუპს,-დახრჩობა! -აუ, გადამცდა, ტო!-ძლივს მოითქვა სული და ცრემლები მოიწმინდა,-რა გინდოდა, რას მაძლევდი ამ ბანანს?-მიუბრუნდა გაბრაზებულ ერეკლეს. -ერთხელაც იქნება, შენ და ბიძიას მაგრა გცემთ!-პატარა მუშტები შეკრა და მამამისისკენ თავაწეული წავიდა. -ამას უყურეთ რა!-ამოთქვა გაოგნებულმა და მერე მე შემომხედა.-შენ რატო არ ცეკვევ? ვერ დაკერე ქმარი? -ამხელა ხარ და ჭკუა მაინც ვერ ისწალე.-ვიგრძენი წელზე, როგორ მომავლეს ძლიერი ხელი,-წამო ელენე! ვიცეკვოთ ცოლ-ქმრულად!-გამიცინა თვალებ ამღვრეულმა და დარბაზის ცენტრისკენ წამიყვანა. -ამდენი რამ დაგალევინა!-ამოვიბურტყუნე და საკმაოდ ჩქარ მუსიკაზე ვალსის ცეკვა დავიწყეთ. -მეორედ უნდა მოგიყვანო ცოლად!-თვალი ჩამიკრა და ძლიერად მიმიკრო გულზე. -მე ფხიზელი ვარ!-ცალყბად გავუღიმე და ყურადღება არ მივაქციე, სხეულში დავლილ ცხელ ჟრუანტელს. -ფხიზელი არ გამომყვები ცოლად?-თავი გვერდზე გადახარა და თვალებმიჭუტული დამაცქერდა. -ისე ამბობ, ასე მგონია ბავშვობიდან გვიყვარს ერთმანეთი და მე სკლეროზი მჭირს! -მწარე ხარ! მაგარი მწარე!-გაიცინა და ლოყა საფეთქელზე მომადო. ნელა ვაყოლებდით მუსიკას ტანს და ორივე რაღაცაზე ვფიქრობდით. სასმელის სუნს შერეული ალექსანდრეს სურნელი, უცხო ნაზავს ქმნიდა და სასიამოვნოდ მიღიტინებდა ცხვირში. მის მხარს უკან ვუყურებდი ადამიანებს და სანამ ტვინი აღიქვამდა ნანახს, მანამდე სხვა სურათი ცვლიდა ძველს. -ელენე, დაყრუვდი?-წელზე თითები მომიჭირა ალექსანდრემ გამოსაფხიზლებლად,-გესმის რას გეუბნები? -ვერ გავიგე!-დაბნეული თვალები მივაპყარი და ჩემ სმენას მისწვდა დემეტრეს და ტყუპების ხმა, რომელიც პირდაპირ სიკვდილისკენ მიმაქანებდა. "ჩემი ხელით მოგკლავთ თქვე ქათმისტვინებო! გაგატყავებთ! აგკუწავთ! მოგხარშავთ და ისე ჩაგდებთ მიწაში! რატო არიან ასეთი რეგვენები, ღმერთო!"-დედაბერივით ვწყევლიდი გულში სამ იდიოტს და მკვლელი თვალებით ვუყურებდი, იქნებ მიმხვდარიყვნენ და შეეწყვიტათ ბღავილი. -კოცნა! კოცნა! კოცნა!-ჯიუტად იმეორებდნენ თავისას და ცდილობდნენ სიცილი დაემალათ. -ალექსანდრე, გააჩერე ეგენი, თორე შემომაკვდება რომელიმე!-ამოვისისინე და მხარზე ხელი მოვუჭირე განრისხებულმა. -არ გაჩერდებიან მაინც!-უდარდელად აიჩეჩა ხელი და მკლავზე გადამიწვინა,-ერთი კოცნის გამო ძმაკაცების ცოდვას ნუ დამადებინებ! -ალექსანდრე, არ გაბედო იცოდე!-თვალებიდან რისხვას ვაფრქვევდი და ვცდილობდი უფრო არ მომახლოვებოდა,-მითუმეტეს ჩემები არიან აქ! -შენებმა არ იციან, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს კოცნის?-ცალყბად გამიღიმა, ლამის წელში გადამტყდარს და უპასუხოდ დამეძგერა ტუჩებზე. მესმოდა, როგორ გვიკრავდნენ ტაშს და ფოტოაპარატების შუქი თვალს მჭრიდა. ქუთუთოები მთელი ძალით დავაჭირე ერთმანეთს და ფრჩხილებით ჩავაფრინდი მხარში, მანამ სანამ ცოტათი მაინც არ მომშორდა. დავინახე დანისლული თვალებით, როგორ მიმზერდა და ტუჩებზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. -წესით, შენც უნდა გეკოცნა!-ჩამჩურჩულა, სახეზე მომაფრქვია ცხელი სუნთქვა და ჩემთან ერთად წამოიმართა. -წესით ორივე ლოყა ახურებული უნდა გქონდეს, მაგრამ მე შენგან განსხვავებით, სინდისი გამაჩნია!-შევუღრინე და შევეცადე ძალით მაიც გამეღიმა. -მე სინდისი რო არ მქონდეს, დიდი ხნის წინ ვიქნებოდი, ჩემ კუთვნილ საწოლში გადასული და გვერდებს არ დავილურჯებდი იატაკზე წოლით!-ყურთან ახლოს მესმოდა, ბოხი, ინტონაციურად მდიდარი ხმა და აწითლებული სად წავსულიყავი არ ვიცოდი,-ისე, მოსაჭრელი გაქ ეგ ფრჩხილები, თორე დამეკაწრა გვერდები, თან მწარედ მახსოვს ჩემ ზურგზე დატოვებული ანაბეჭდები! -გთხოვთ გვრიტებო მოგვაქციეთ ერთ წამს ყურადღება!-სიტყვა გამაწყვეტინა დემეტრემ და ალექსანდრესთან ერთად სცენისკენ შევბრუნდი,-საქორწილო საჩუქარი გვინდა მოგიძღვნათ და ყველას ყურადღებას ვითხოვ! ვინც არ მოგვისმენს გაძევებული იქნება სუფრიდან!-გაიცინა და ბენდს ნიშანი მისცა. სცენაზე ექვსივე იდგნენ და თითოეულს მიკროფონი ეჭირა ხელში. მომღიმარი სახით გვიცქერდნენ და რატომღაც სიცილს ძლივს იკავებდნენ. მხოლოდ ვიბლიანს და ხეცურიანს ჰქონდათ შეწუხებული გამომეტყველება. როგორც კი "New kids on the block-remix"-ის ჰანგები გაისმა დარბაზში, გაოცებისგან პირი დავაღე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ. -რა დარტყმულები არიან, ტო!-სიცილით ამოთქვა ალექსანდრემ და ხელი გადამხვია. -არ მითხრა, რომ ესენი აპირებენ ამ სიმღერის ცოცხლად შესრულებას!-თვალებ გაფართოებულმა ავხედე. -აჰა!-ისე მიპასუხა მზერა არ მოუშორებია სცენისთვის. -ვიბლიანი და ჯიშკარიანიც?! -ეგ მეც მიკვირს! ყველაფერი დემეტრეს "ბრალია"! მეც სცენას შევხედე და სასიამოვნოდ გავოცდი პირველივე აკორდების მოსმენისას... და მაშინ მივხვდი, რომ ეს დღე მე მართლაც არასდროს დამავიწყდებოდა და ჩემი ცხოვრების, საუკეთესო პასაჟებში ჩაიწერებოდა, ამ ბიჭების დამსახურებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ტყუილზე იყო აგებული. მთავარია ემოცია იყო ნამდვილი. *** -ალექსანდრე, რამ დაგალევინა ამდენი!-ამოვთქვი გაღიზიანებულმა და ოთახის კარები ძლივს გავაღე,-ფრთხილად დამეყრდენი, თორე გავიჭყლიტე! ოთახში ძლივს შევიყვანე და ჩემზე დაყრდნობილი, საწოლისკენ დაიძრა. -არ შეგეძლო ეს ღამე მოგეთმინა და მერე დაგელია? ეხლა მე სად დავწვე?-ვაგრძელებდი და ვცდილობდი არ წავქცეულიყავი. -ჩემ...ქორწილში... არ დამელია?-ამოილუღლუღა და მგონი გაიცინა,-საწოლი ორივეს გვეყოფა. მე არ...არ ვაპირებ ისევ...იატაკზე წოლას!-ძლივს ამოთქვა და მთელი ძალით დაებერტყა საწოლზე. -უსინდისო ადამიანი ხარ!-წამოვიყვირე და ისევ დავსწვდი, რათა გადმომებრუნებინა და გახდა შეძლებოდა. -აუ, პერანგს... მე ვერ გავიხდი... ელენე!-როგორც კი ფეხზე გაიძრო, ისევ დაებერტყა და სააბაზანოსკენ წასული, იძულებული გავხდი უკან დავბრუნებულიყავი. -ვერ გიტან!-ამოვისისინე და ძლივს წამოვწიე, როგორც კი რამდენიმე ღილი გავუხსენი, ხელები ჰაერში გამიშეშდა,-მოიცა, შენ ასე უნდა დაწვე? -როგორ?-დახუჭული თვალები ზანტად გაახილა და მთვრალი მზერა მესროლა. -როგორ და ტიტველი!-დოინჯემოყრილი დავჩერებოდი ძილბურანში წასულს. -ელენე, გეხვეწები რა!-ცუდად დარჭობილი დანასავით ქანაობდა ერთ ადგილას,-შენ გგონია... მე ახლა... რამის თავი მაქ?! სულ შიშველი...რომ მომიწვე, მაინც... ვერაფერს ვიზამ! -ღმერთო ჩემო!-წამოვიძახე აღშფოთებულმა და შევეცადე სუნთქვა დამერეგულირებინა,-იცოდე ჩემ მხარეს გადმოსული არ გნახო! როგორც კი პერანგი გავხადე და დაძინებული დავიგულე, აბაზანაში შევედი. შხაპმა სულ დამავიწყა სტრესი, დღევანდელი ნერვიულობა და უკვე, ჩემ საწოლზე გაშხლართული წელზევით შიშველი "ქმარი". გამოსვლისთანავე, ხალათში გახვეულმა, მთელი კარადა გადავქექე, მაგრამ ცოტა გრძელი საღამური, მაინც ვერ ვიპოვე. პრინციპში, რაც არ მქონდა იმას, როგორ ვიპოვიდი. "ჯანდაბა, შენს თავს ელენე! რაც არის, არის!"-გავიფიქრე და ნაჭრის მოკლე შორტი, ტრუსს უფრო რომ გავდა ისეთი, ჩავიცვი თავისი ზედითურთ და ოთახში შესვლისთანავე გშევძვერი საბანში. -ალექსანდრე, გაიწიე რა!-ვუჯიკე შუა ადგილას გაჯგიმულს და ფეხი გავკარი,-იცოდე, აქეთ არ გაბედო გადმოსვლა!-ისევ გავკარი, თუმცა უკვე ღრმა ძილით ეძინა და მეც მას მივბაძე. ... დილით ბალიშიდან თავის აწევა და საერთოდ, განძრევა ძალიან გამიჭირდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელ სხეულზე მარწუხები მქონდა შემოჭერილი და ნორმალურად სუნთქვაც კი არ შემეძლო. თვალები ზანტად გავახილე, თავიც ძლივს-ძლივობით მოვაბრუნე და მოულოდნელად ლოყაზე მომეფრქვია ცხელი სუნთქვა. ჯერ კიდევ ბოლო სიზმარში ჩარჩენილი ძლივს მოვედი აზრზე და წინა ღამის გახსენებამ გულში აბუყბუყებული პანიკა ცოტათი ჩაახშო. "ეს ბიჭი, ერთხელაც იქნება შემიწირავს! ყოველთვის ასე უნდა მიხეთქავდეს გულს?! ნუთუ არ შეუძლია ჩემზეც იფიქროს?!"-ვფიქრობდი ჯერ კიდევ მძინარე და ვცდილობდი საწოლის კიდეზე მწოლს, როგორმე წონასწორობა დამეცვა და იატაკზე არ მომედინა ზღართანი. თუმცა ალექსანდრეს ისე ძლიერად მოეხვია მუცელზე ხელები, ეს ნაკლებად მემუქრებოდა. მარჯვენა ფეხი ჩემ ბარძაყზე გადმოედო, ხოლო წვივი ფეხებშორის გაეხლართა. მხურვალე გულ-მკერდით ზურგზე მეკვროდა, თავი ჩემ თმებში ჩაერგო და მგონი საერთოდ არ აპირებდა გაღვიძებას. "არა, ხო გავაფრთხილე, ჩემ მხარეს არ გადმოხვიდეთქო?! არადა რომ გეკითხა, არაფრის თავი არ ქონდა! გაიღვიძებ და შემომაკვდები, ალექსანდრე!"-გულში ვწყევლიდი გაბრაზებული. ვცდილობდი, სასიამოვნო შეგრძნებები ჩამეხშო და როგორმე ისე გადავბრუნებულიყავი, ხელები არ გაეშვა, თორემ პირდაპირ იატაკს ჩავეხუტებოდი. ალექსანდრეს ფეხთან ჯაჯგურისას, ვერაფერს რომ ვერ გავხდი, ხელები მის მკლავებს ჩავავლე და შევეცადე ისე მოეშვა, განძრევა, რომ შემძლებოდა, თუმცა ჩემდა საუბედუროდ, ჩემივე მცდელობამ, სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო და ჩასახუტებელი "საგნის დაკარგვის" შიშით, ალექსანდრემ უფრო მიმიხუტა თავის სხეულს. სუნთქვა შეკრულს ყრუ კვნესა აღმომხდა და სხეულში დავლილმა ცხელმა ჟრუანტელმა, არასასიამოვნო შეგრძნება დამიტოვა. თვალებგაფართოებული და აწითლებული, ზურგით ვცდილობდი მძიმე სხეული უკან გამეწია, მაგრამ ცდის ამაოებამ, ისევ გეგმა-"ა-ზე" გადამიყვანა. ამჯერად ერთი ხელით საწოლის კიდეს დავებჯინე, მეორეთი მის ხელებს და როგორც კი ნახევარი ზურგით შევეხე საწოლს, ვიგრძენი, საცაა გადავვარდებოდი. ძალა მოვიკრიბე და სუნთქვაშეკრული, ალექსანდრესკენ გადავბრუნდი. მხოლოდ წუთის მერე მივხვდი, რომ ცხვირით მის ცხვირს ვეხებოდი და ფაქტიურად ვკოცნიდი. ერთი წამოვიყვირე და დენდარტყმულივით გადავიზნიქე უკან, ხოლო ხელებით მისი გაწევა ვცადე, მაგრამ ინერცია დაკარგულმა თავი ვერ შევიკავე და უკვე გაღვიძებულ "ქმართან" ერთად იატაკს ავეკარი. სიმძიმის დაცემამ, საშუალება არ მომცა ჩამესუნთქა და ტკივილმა ყრუ გმინმა მომგვარა. -გოგო, შენ ყოველთვის ყვირილით რატომ მაღვიძებ?!-ამოიბურტყუნა ჯერ კიდევ ბურანში მყოფმა და ცხელი სუნთქვა სახეზე მომაფრქვია. -ხელებს... უმისამართოდ აფათურებ და... იმიტომ!-ძლივს ამოვთქვი სუნთქვა შეკრულმა და შევეცადე ხელის ტკივილი დამეიგნორებინა,-ხომ გაგაფრთხილე... ჩემ მხარეს არ... გადმოხვიდეთქო?! -ბარემ ხმალიც ჩაგედო შუაში!-ცალყბად გაიღიმა და იმის მაგივრად, ამდგარიყო, თვალებ დახუჭულმა ჩემ კისერში ჩარგო თავი და ფშვინვა ამოუშვა. -ალექსანდრე!-შეძლებისდაგვარად წამოვიყვირე და ცალი ხელით, მისი გადაგდება ვცადე,-აეთრიე ჩემგან თორე შემომაკვდები, დედას ვფიცავარ! -აუ, ნუ წიკვინებ, რა!-ამოიბურტყუნა გაუნძრევლად და ხელები უფრო მომხვია,-მისკდება თავი და მაცალე ძილი! -ალექსანდრე! ნუ გადამრევ ეხა!-თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი და ამჯერად ფრჩხილებით ჩავაფრინდი მხარში,-ჩემზე უნდა გამოიძინო?! ადექი დროზე სანამ კივილით ამიკლია აქაურობა! -დაგაჭრი ამ ფრჩხილებს, კატასავით რო იპორჭყნები!-ჩემ ყელზე ტუჩების მოუშორებლად ამოიჩურჩულა და უპარდონოდ დამიჭირა ხელი,-იკივლებ...ამოვლენ... გვნახავენ... გაიცინებენ... გავლენ! ეხა იკივლე, მე მეძინება! -ალექსანდრე, ადექი!-მუდარა გაისმა ჩემ ხმაში და ვეცადე ჩემსა და მას შორის მოყოლილი ხელი, როგორმე ამომეძვრინა,-გეყოფა! საერთოდ არ მეცინება, მე! -მე მეძინება!-ისევ ჩაიჩურჩულა და ვიგრძენი, როგორ მომეკრო ტუჩებით,-რა კაი სუნი გქონია... გემრიელი ხარ... -ალექსანდრე!-წამოვიძახე ისევ და ავფართხალდი,-ზედმეტები მოგდის! აეთრიე! დროზე! -ეხლა ვაფშე არ ავდგები!-ჯიბრიანად წამოიძახა და ფეხები ჩემსაში გახლართა, საერთოდ რომ ვერ შემძლებოდა მოძრაობა,-მშვენივრად ვგრძნობ ასე თავს...რბილად! -ბიჭო, ვერ ვსუნთქავ!-წამოვიძახე სასოწარკვეთილმა, როცა დავრწმუნდი რომ მართლაც ჩემზე აპირებდა გამოძინებას,-გავიჭყლიტე! -ჩემ სიახლოვეს სუნთქვა თუ გეკვრის, რა ჩემი პრობლემაა?!-კანით ვიგრძენი, რომ გაიღიმა და შეუმჩნეველი წვერით მკერდზე გამეხახუნა,-კომფორტულად გავიჭყლიტოთ! -მე ვიჭყლიტები ადამიანო, მე!-ამოვთქვი მუდარით და დაქანცული ერთიანად მოვეშვი,-ადექი, რა! -საწოლზე წოლას ათასწილად ჯობია!-ჩაიჩურჩულა და ცხვირი ლოყაზე მომაბჯინა,-შენც ხო ასე ფიქრობ?! -არა!-ამოვიოხრე და ყელში მობჯენილი ბურთი გადავყლაპე,-ზურგი მეტკინა!.. მძიმე ხარ ადამიანო და ადექი! -ელენე, მითხარი!.. არაფერი არ გახსოვს?-დამაინტრიგებელი ტონით თქვა და თითები ყელზე ჩააცურა,-...ის ღამე... არ გახსოვს? ვიგრძენი, როგორ დამიარა სხეულში კანკალმა და ხელისგულები ოფლით დამიცვარა. განრისხებას, გაოცებას, შიშს, სირცხვილს, სასოწარკვეთას, ყველაფერს ერთად მოეყარა თავი და რა მეპასუხა არ ვიცოდი. არ ვიცოდი, რა მექნა, რად უნდოდა ამის გაგება, რა მიზეზით მკითხა და არც მინდოდა ამის ცოდნა. გაუსაძლისი ხელის ტკივილიც არ მახსოვდა შოკირებულს, რომ არ წამოწეულიყო და მოდუნებულს მაჯა ხალიჩაზე არ დამვარდნოდა. -აი!-წამოვიკივლე და თითები უღონოდ გამიშეშდა ჰაერში. -აუ! ეხა რაღა გაკივლებს, ტო!-ამოთქვა გაღიზიანებულმა და შუბლშეკრული დამაჩერდა. -ხელი!-წამოვიკვნესე და ქვედა ტუჩი კბილებშორის მოვიქციე,-ხელი მტკივა! -რა გჭირს ხელზე?-გაოცებული ჩემს მკლავს დასწვდა,-აწითლებული გაქ. -ალექსანდრე, მტკივააა!-წამოვიძახე გამწარებულმა და კივილი ძლივს შევიკავე,-იქნებ, მიხვდე და ადგე?! წინადადება არ მქონდა დასრულებული, ფეხზე წამოხტა და უწონადობის შეგრძნებაზე თვალები დავჭყიტე. დავინახე, როგორ გააღო კარები და სირბილით ჩავარდა კიბეებზე. მე კი გაოცებულს, იმის თავიც არ მქონდა მეკითხა, თუ სად მივყავდი. -ნათია!-დაიგრგვინა და შიშისგან სხეულში გამცრა,-სად ხართ, ტო?! -ეძინებათ!-ძლივს ამოვთქვი გაოგნებულმა და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე,-ალექსანდრე... გაგიჟდი? -ფუ, შენი...-გინება გულში დაასრულა და მისაღებში ჩემთან ერთად ციბრუტივით მოტრიალე, ისევ კიბეებზე ავარდა. "ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! რა გატლიკინებდა ენას! ვინმემ გთხოვა, დააღე პირიო?! ალექსანდრეზე იდიოტი ხარ, ელენე!"-ნაღრძობი მაჯა გულზე მიმეხუტებინა და ალექსანდრეს მკლავებში მოქანავე, გულში ვიწყევლიდი თავს. გაოგნებისგან თვალები გამიფართოვდა, როდესაც დაუკაკუნებლად შეგლიჯა კარი და სიცილი ძლივს შევიკავე დემეტრეს ბომბაფეთქებული თავის დანახვისას. -აუ, მელანდებით, ტო?!-ამოთქვა თვალებდაჭყეტილმა და თავი მოიქექა,-აუ, კოშმარში ვარ ჩემი... ნათიააააა! -რა გაბღავლება ბიჭო!-ამოისისინა ალექსანდრემ,-დიდი ხანია კომიქსების კითხვა დაიწყე?! -შენ ხო არ გაუბერე, ტო!-წამოიძახა გაშტერებულმა და მე გადმომხედა,-თქვენი საწოლი არ გეყოფათ თუ, როგორაა თქვენი საქმე?! აგერიათ ბიძია ოთახი! მარჯვნივაა თქვენი, მარჯვნივ! -დემეტრე, გეყოფა სისულელეები!-დაუბღვირა ძმას და ოთახს თვალი მოავლო,-სადაა ნათია? ხელი აქ ნატკენი ელენეს! -რა მოუვიდა?-გავიგე ნათიას ხმა და ჯერ კიდევ შოკში მყოფმა დავინახე, როგორ გამოვიდა აბაზანიდან,-სკამზე დასვი და ვნახავ.-მისცა ალექსანდრეს მითითება და კარადიდან პირველადი დახმარების ყუთი ამოაძვრინა. -როგორ მოახერხე, ელენე გაფიცებ!-მოვიდა დემეტრე სიცილის ხასიათზე და საწოლზე ლოტოსის ფორმით დაჯდა. -საწოლიდან გადმოვარდა...-ამოთქვა შუბლშეკრულმა ალექსანდრემ და იქვე სკამზე ჩამომსვა, თვითონ კი ზემოდან დამაჩერდა. -ჰაიმეეეე!!!-წამოიძახა ახარხარებულმა დემეტრემ და ოთხად მოკეცილი საწოლზე გაწვა. -არ უსმინო,-მიჩურჩულა ნათიამ და ჩემ წინ ჩაიმუხლა. თუმცა არ გამომპარვია, მოკუმული ტუჩებით, როგორ ცდილობდა სიცილის შეკავებას. აწითლებული ყველა სალანძღავი სიტყვებით ვამკობდი ალექსანდრეს, ასეთი რეგვენი რომ იყო და დაყრუებას ვნატრობდი, დემეტრეს ყურისწამღები ხარხარი რომ არ გამეგონა. -სერიოზულია?-აჯახა, როგორც კი ნათიამ თითები შემახო აწითლებულ მაჯაზე,-მოტეხილი ხომ არაა? -არა, უბრალოდ ამოვარდნილია! -მოუქნელო!-ამოვისისინე განრისხებულმა და მოსალოდნელი ტკივილის წარმოდგენაზე, სახე დამემანჭა. -ამიტო არ უნდა იფართხალო საწოლში!-ძარღვებ დაბერილმა გამომხედა და ისევ ჩემ ხელს დააშტერდა. "ამან, ეხლა თავისი აზრით რამე ჭკვიანური თქვა?!"-საკუთარ თავს დავუსვი კითხვა და ვინატრე გავმქრალიყავი, დემეტრეს რამდენიმე ტონით ამაღლებულ სიცილის, ნათიაც რომ შეუერთდა. -მაპატიე...ელენე... მაგრამ...-შეწუხებული გამომეტყველებით ამომხედა ნათიამ და ისევ სიცილი გააგრძელა. -ვაიმე... დედააააა!-წამოიკივლა დემეტრემ და მკლავები მუცელზე შემოიჭდო,-აუ, კუჭი ჩემი... კვნესა ნარევი სიცილით დაემხო საწოლზე, თავი ბალიშში ჩარგო და ცდილობდა სუნთქვა დაერეგულირებინა. -დემეტრე, ძვლებში გადაგტეხავ!-ჩაიდუდღუნა აწითლებულმა ძმამ და იქვე დაგდებული ბალიში მთელი ძალით გაუქანა. -არა... გაფიცებთ...რას შვებოდით ასეთს... საწოლიდან რომ გადმოვარდა... და ხელი იღრძო?!-ამოთქვა აქოშინებულმა და ისევ სიცილი წასკდა. -კაი, გეყოს ეხა დემე!-თავდაჭერილად წარმოთქვა ნათიამ და ყუთიდან ბინტი ამოაძვრინა,-ხელით დაეცი იატაკს? -არა...-ჩავიბურტყუნე და თავი გვერდზე მივაბრუნე, რომ არ მენახა რასაც აკეთებდა,-ალექსანდრე დამეცა ზემოდან! -დედაააააა...-ისევ გადაბჟირდა დემეტრე და დიაფრაგმის ტკივილის გამო, მისი შესუხებული სახე რომ დავინახე მეც სიცილი ამიტყდა. -შენ რაღა გაცინებს, გოგო!-წამოიძახა ალექსანდრემ და განრისხებული დამაჩერდა. -დემეტრეს სახეზე ვიცინი!-"სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს"-ო, სწორედ ამ სახით ვიცინოდი და ვცდილობდი ცრემლები არ წამომსვლოდა. -გამაყუჩებელს გაგიკეთებ,-ჩაილაპარაკა და ნემსის დგუში წამოწია. -აუ, არა რა!-წამოვიძახე და ფეხზე წამოვხტი,-არ მინდა ნემსი მე! -შენ რა გინდა არ ვიცი... უფრო არ გაგირთულდეს,-დამიჭირა გასაქცევად გამზადებული ალექსანდრემ და სკამზე ძალით დამსვა,-ნუ გეშინია, მე აქ ვარ! -ტკივილს გაგიყუჩებს... ძალიანაც არ გეტკინება,-ნაზად გამიღიმა და ნემსის წვერიდან, წამლის რამდენიმე წვეთი გადმოღვარა. *** მაჯაგადახვეული ვიჯექი მაგიდასთან, ძლივსჩაცმული სარაფნით და ვცდილობდი ალექსანდრეს დაჟინებული მზერა დამეიგნორებინა. არ მინდოდა ვიღაცას ჩემ გამო თავი დამნაშავედ ეგრძნო და "როგორ ხარ? რამე ხო არ გტკივა?"- კითხვებით შევეწუხებინე, ეს ვიღაც თუნდაც, დეგენერატი ქმარი ყოფილიყო. თუმცა ამაზდ დარდს, ტყუპების გაუთავებელი კინკლაობა მიქარვებდა და ვცდილობდი კარტზე მომეხდინა კონცეტრირება. ჩემი ტრამვის "წარმოშობის" ამბის, დემეტრესეულმა მხატვრულმა ინტერპრეტაციამ, ორსაათიანი საღლაბუცო თემა გაუჩინა ძმაკაცებს და მანამ არ ინებეს გაჩერება, სანამ ალექსანდრე სიფათების დანაყვით არ დაემუქრა. კოკროჭინა დილით წაეყვანა ბებია-ბაბუას წყნეთში და მთელი სახლი შვიდი დეგენერატის ხელში იყო. ამჟამად კი ცალი ხელით ვცდილობდი, დემეტრესა და საბას დამარცხებას, რათა მოგებულს ერთ სურვილში გადმომენთხია მთელი დღის გაბრაზება და წყენა. -ხეცურიანი, ბოლო პულკაა და ამასაც ნუ ჩააფლავებ, ძმობას გაფიცებ!-ნახევრად მუდარით ამოთქვა გაცინებულმა დემეტრემ და საშინელების მოლოდინში კარტი გაშალა. -შენ ღლაბუცობ მთელი დღეა და არა მე!-შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა საბამ და კარტი მაგიდაზე დაყარა. -წავაგეთ, ტო!-სასოწარკვეთილმა წამოიძახა უფროსმა ცერცვაძემ და თავი მაგიდაზე დააგდო,-თან ვისთან! დიმა და აღუ ელენესთან! სირცხვილით სად გამოვყო თავი! -სახლში!-გულუპრყვილოდ წამოიძახა გიორგიმ და შეწუხებულმა გადახედა აფხუკუნებულ ბიჭებს. -დაგენ.რა, ძმა!-წამოიძახა დიმამ და ლოყაზე მთელი ძალით მაკოცა,-ჯიგარი ბავშვი ხარ! -წესიერად ბიჭო!-უყვირა ალექსანდრემ აწითლებულ ტყუპს და კარტის კოლოფი ესროლა. -წამომცდა!-დამანჭული სახით გადმომხედა და თვალებით ბოდიშს მიხდიდა. -აბა, რას იზამთ. ჩააბარებთ თავანს?-ეშმაკური ღიმილით გადავხედე წაგებულებს და თვალები ავათამაშე,-ერთ სურვილზე იყო, თუ არ ვცდები... -აუ, ჩემი...-ამოიგმინა ხეცურიანმა და ფეხზე წამოდგა,-ჰე, თქვით ეხა, რა გინდათ! წინადადება, როგორც კი დაასრულა, ყველა ერთად აყაყანდა და თითოეული რაღაცას გაიძახოდა, დემეტრე და საბა კი უსიტყვოდ ადევნებდნენ "დებატებს" თვალე. -აუ, მე მაქ მაგარი იდეა...-წამოიძახა ლევანმა და თითი ჰაერში გაფშიკა. -შენ, მაგარი აზრები გაწუხებს!-ჩაიფრუტუნა კოკამ და მობეზრებული გამომეტყველებით თავი დივანზე ჩამოდო. -დააყენე რა ერთი ადგილი...-მოჭმუხნული სახით გადახედა და თავისი სიტყვების გააზრებისას, დამფრთხალმა გადახედა, ჯერ ალექსანდრეს, მერე მე,-წამომცდა! -ძმებს უნებურად გცდებათ რაღაცეები და ასევე უნებურად მოგხვდებათ უცენზურო მუშტი სახეში!-თქვა ვიბლიანმა და გაღიმებულმა გადმომხედა. -შენ ამ ბოლო დროს ძაან ქუუულ შუტკებს აძრობ და არ გინდა მოსწავლედ ამოყვანო?-გაწელილად წარმოთქვა ლევანიმ და ვიბლიანს ლოყები აუთამაშა. -კაბა უნდა ჩაიცვათ!-სრულიად მოულოდნელად წამოვიძახე და დავინახე, როგორ გაუვარდა დემეტრეს, პირისკენ წაღებული ვაშლი. -არააა!-დაუჯერებელი გამომეტყველებით გადმომხედა და ისტერიული სიცილი აუვარდა. -აუ, ელენე...-მუდარით გადმომხედა ხეცურიანმა და უღონოდ დაებერტყა სკამზე. -აუ, რა ჭკვიანი მყავხარ, ტო!-ამოთქვა ახარხარებულმა ალექსანდრემ და თმები ამიჩეჩა,-ნათია გამოალაგე კაბები, ქმარი გყავს გასაზმანი! -სერიოზულად ამბობ?-"ასე ვხუმრობ ხოლმე მე?!"-აუ, ძმობას გაფიცებ წაიყვანე რა შენი შვილი... ეს ვინაა, ტო!-გადახედა უმცროს ძმას დემეტრემ და ატმის წვენი, ქილიანად მოიყუდა. -შენი ძმიშვილი მოითხოვს, რომ ჩაიცვა, როგორც ქალმა... გახდე "ქალი" და გახვიდე ქუჩაში!-ირონიული ღიმილით გადავხედე და ქილა ავწაპნე,-ჰე ეხა, გელოდებით! ხეცურიანს დიმა ეტყვის თავის სურვილს! -აპაპაპაპ!-ხელი აიქნია დიმამ და ხელი გადამხვია,-მე ეხა, პატარა რძლის წინააღმდეგ ხო ვერ წავალ?! რა თქმა უნდა, არა! ასე, რომ შენ სურვილს მე ვერაფრით შევცვლი. -ყიფიანი, ისე გცემ, შენი ხათრით, ლურჯ შუქნიშნებს დადგამენ!-ჩაისისინა ხევსურმა და მუშტი დაკრა მაგიდას,-შენი პატივისცემა, ელენე, თორე ამას პატრონიც კი ვერ იცნობდა. *** კაფის წინ გაშლილ, ერთ-ერთ მაგიდასთან ვიჯექით მე, "ძვირფასი ქმარი", იდიოტი მაზლის კარგი ცოლი, გაკრეჭილი ტყუპები, სამსონაძე და ვიბლიანი და მოუთმენლად ველოდი, როდის გადადგამდნენ "პირველ" ნაბიჯებს წაგებულები, ახალ ამპლუაში. უნდა ვაღიარო, რომ მოკლე კაბებში გამოწკეპილი, მკვეთრი მაკიაჟით "გაფორმებული" აყლაყუდა ბიჭები, ეფეატურ სანახაკბას წარმოადგენდნენ. სპეციალურად, მათთვის ნაყიდი ტანსაცმელი "ბრწყინავდა" შარდენზე და თითოეული გამვლელი, სათვალე ჩამოწეული ავლებდა მზერას, მომხიბვლელ "გოგონებს". ყოველივე ამის მნახველი დემეტრე, კაბის ძირს ქაჩვას თავს ანებებდა და ფიცხ ძმაკაცს ხალხის რეაქცია რომ არ შეემჩნია, ათას სისულელეზე იწყებდა საუბარს. -ვიღაცის ცოდვას დაიდებთ თქვენ დღეს!-ჩაიცინა კოკამ და შუბლშეკრულ ვიბლიანს გადახედა,-რას იბღვირები, ბიჭო. გოგოებად კი არ რჩებიან. -ნახე ტო, როგორ უყურებენ!-ამოთქვა დაძაბულმა და მუშტები შეკრა. -არ მოგვტაცებენ, ისეთი ბრმაც არაა ხალხი,-გაიცინა ლევანიმ და ყურადღების მისაქცევად დაუსტვინა,-ჩვენი გოგოები არიან და ზედმეტები არ გინდათ!-იქვე მდგომი ბიჭების გასაგონად წამოიძახა სიცილშეკავებულმა. გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე წამოხტა ფეხზე ალექსანდრე და გაქცეულ ხეცურიანს და ცერცვაძეს გაეკიდა. მხოლოდ კოკას და გიორგის მის გზაზე დადგომამ მიმახვედრა, რომ ხეცურიანი "ზედმეტის მკადრებელ" ბიჭს აედევნა განრისხებული და ძმაკაცები გასაშველებლად გაეკიდნენ. მიუხედავად სიტუაციის სიმწვავისა, მაღალ ქუსლებზე მორბენალი დემეტრეს და საბას წარმოდგენისას თავი ვერ შევიკავე და ისტერიული სიცილი ამიტყდა... გაქცეული ბიჭი, უკვე ტრამვატოლოგიურ ნაწინასწარმეტყველები, მთელი არსებით შემეცოდა. ... არ მჯერა, რომ ამდენი ხნის მერე ისევ ვაქვეყნებ აქ სიახლეს. მართალია ძველს, კარგად დავიწყებულს, ბევრი შეცდომებით აჭრელებულს და ძალიან დაუხვეწავს, მაგრამ შეგრძნებები ისევ იგივე მაქ^^ საოცარი ყოფილა დაბრუნება... ასე მგონია აქ გავიზარდე, იმდენი ხანია რაც საიტის აქტიური მომხმარებელი ვარ. ვინც ასე თუ ისე მიცნობს, ვახსოვარ, ან არ მიცნობს და გაგებაში არ არის თუ ვინ ვარ, მინდა ვუთხრა რომ ისტორია ჯერ კიდევ 2014ში ქვეყნდებოდა საიტზე, მოდერაციისას კი წაიშალა რამდენიმე თავი. მკითხველებს, რომლებმაც მომწერეს აღდგენის მოთხოვნით, მადლობა მინდა ვუთხრა, რომ მოისურვეს წაეკითხათ, ან ისევ გაეხსენებინათ ძააალიან ძველი ისტორია, რომელიც "შემომეწერინა". ^^ მადლობა კიდევ ერთხელ და იმედია არ მიწყენთ გაუმართავი, შეცდომებით დახუნძლული ისტორიის გამოქვეყნებისთვის. რედაქტირება რატომღაც აღარ მოვინდომე. ძირეულად მომიწევდა შეცვლა, სიუჟეტებისაც და გადავწყვიტე უცვლელად დამეტოვებინა. მოკლედ, ესეც ჩემი გაგრძელებული "მოკლე" სიტყვა ^^^. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.