შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმპათიური სტუმარი (სრულად)


1-12-2017, 00:39
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 12 478

სიმპათიური სტუმარი
*** 1 თავი
უკვე აგვისტოა... ღმერთო, როგორ არ მინდა სკოლის დაწყება.
სესილი–ეს არის ჩემი სახელი. 17 წლის ვარ. დიახ, მომავალი აბიტურიენტი. „აბიტურიენტობა არეტიანებსო“ – მართალია. ჯერ არ ვარ აბიტურიენტი, მაგრამ უკვე ღამეეს ვათენებ ეროვნულებზე ფიქრით.
არც ზაფხულია ისეთი მშვენიერი, როგორიც აქამდე იყო. წესიერად ვერ ვისვენებ, ვერც ვერთობი. ორ დღეში მეგობრები ჩამოდიან მეზობლად. როგორ მინდა გავერთო და თუნდაც ერთმა დღემ მაინც ჩაიაროს ეროვნულებზე ფიქრის გარეშე.
***
მეგობრები ჩამომივიდნენ!.. ახლა მომწერეს ჩამოვედითო. ვემზადები გასასვლელად. ჯინსის შორტი და ტოპი ჩავიცვი, ქონვერსები ამოვიცვი და გასასვლელისკენ გავემართე.
– დე ჩამოვიდნენ და გავდივარ მე – გავძახე სამზარეულოში მყოფს.
– კარგი დე, ჭკვიანად – დამარიგა როგორც სჩვევია ხოლმე.
თქვენთვის ჯერ არ მითქვამს რომ სოფელში ვცხოვრობ, სვანეთში. ალბათ, თვალწინ კოშკები დაგიდგათ, მაგრამ არა. აქ არ არის კოშკები, ერთიც კი.
სახლში შევედი და ბაბუა მოვიკითხე.
– ახალჩამოსულები სად არიან? – ვკითხე ღიმილით.
– ოთახში არიან, გენაცვალე – მიპასუხა და გამიღიმა.
ვგიჟდები მაგ კაცზე. მისი დადებითი ხასიათი ყოველთვის გადამდებია. რამდენი რამ გადაიტანა, ცოლი და ერთადერთი გოგო ერთდროულად დაკარგა, სწორედ იმ გოგოს შვილია მარიც. ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა დილაადრიან რომ ტირილის ხმა მომესმა, გავედი და ეს ამბავი გავიგე. მაშინვე მარის განადგურებული სახე დამიდგა თვალწინ. დიდი ტრაგედია იყო. დღესაც ვნანობ რომ მძიმე წუთებში მარის გვერდით ყოფნა ვერ მოვახერხე. ამ ამბავის მერე ორი წელი არ ჩამოსულა სვანეთში. ალბათ, უჭირდა აქ ყოფნა, მაგრამ შემდეგ ჩამოვიდა. შევამჩნიე რომ ჩვენს ბავშვობის მეგობრობაში ბზარი იყო გაჩენილი. მაგრამ ნელ–ნელა ეს ბზარი ისევ ამოვავსეთ.
ოთახში შევედი და მაშინვე მარიას მივვარდი. სურნელიც კი მომნატრებოდა. შემდეგ ანა და რეზი მოვიკითხე. ოთახი ლუკა– რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობს და ორი უცნობი ბიჭი იყო, რომელთაგანაც ერთ–ერთმა ჩემი ყურადღება მიიპყრო.
ძალიან სიმპატიური იყო. კარგი აღნაგობა, არც ძალიან დაკუნთული და არც სუსტი, ზუსტად ისეთი როგორიც მე მომწონდა. ნაცრისფერი თვალები, ლამაზი ფორმის თავი ოდნავ წამოზრდილი თმებით და მსხვილი ტუჩებით, რომლებიც დარწმუნებული ვარ ძალიან გემრიელი იქნება.
მალევე გამოვერკვიე და მარის კითხვით სავსე მზერა ვესროლე.
– სესი, გაიცანი ლევანი და გაბრო, რეზის ძმაკაცები.
„სასიამოვნო“–თი შემოვიფარგლე და მეგობრებს მივუბრუნდი. წამით მომეჩვენა, რომ გაბრო მათვალიერებდა, ჩავთვალე რომ მომეჩვენა და უდარდელად გავაგრძელე მეგობრებთან საუბარი.
კარტი ვითამაშეთ, ვისაუბრეთ, ვიცინეთ, ვიმხიარულეთ. ღმერთო, როგორ მომნატრებია ეს ყველაფერი.
ათისთვის დავიშალეთ.
– ხვალ შეგეხმიანები და გადავწყვიტოთ ტბაზე წასვლის ამბავი.
– ოქეეი – სიცილით შემომაგება მარიამ. გამოვემშვიდობე ყველას და სახლისკენ გადავუხვიე.
“ გაბრო... გაბრო ... რა სიმპატიურია... არა, სესილი გამოფხიზლდი, ასე არ გამოვა. “
თავი გადავაქნიე ფიქრების გასაფანტად და სახლში შევაბიჯე.
– მოვედი დე
– ჩემი ჭკვიანი, გაერთე?
– აუ კიი. ისე ორი ბიჭი შემოგვემატა, რეზისთან არიან– მივხვდი არ ესიამოვნა დედას. არ მოსწონს უცნობ ბიჭებთან ჩემი ყოფნა.– კაი რა, დე, ახლა ამის გამო ხომ ვერ შევწყვეტ მარისთან სიარულს .
– კაი, ოღონდ ჭკვიანად იყავი ხოლმე მათთან, არავის არაფერი აფიქრებინო.
– კაი, ოთახში შევალ და ჩამოვწვები ცოტახანს.
„დორიან გრეის პორტრეტი“ ავიღე და ჩამოვწექი. თვალს ვაყოლებდი მაგრამ ვერაფერს ვიგებდი. სულ მასზე მეფიქრებოდა. ბოლოს გადავწყვიტე მარიასთვის მიმეწერა და ჩემთან დარჩენაზე დამეყოლინიებია. ტელეს გადავწვდი და მარიას მივწერე.
– ‘ მარიაა, ამო რა, ჩემთან დარჩი . ფლიზზ...’
– ‘ გოგო შუაღამეა უკვე რა ამოვიდე’
– ‘ აუუ... ფლიზზ... ‘
– ‘ ხო კაი ამოვალ ხუთ წუთში ‘
– ‘ მიკახააარრ ‘
– ‘ ვიცი და მეც ‘
– ‘ მიდი ჩქარა ამოირბინე ‘
– ‘ ხო, კაი გოგო მოვდივარ ვაა... ‘
ორი წუთში მარიამაც შემოაბიჯა ოთახში.
– მოდი, წუწუნა, მომიწექი გვერდზე.
– აუ ნუ მეძახი ამ წუწუნაას– დამიბღვირა და ტუჩები სასაცილოდ გამობურცა.
– ხო კაი მოდი ჩემთააან.
გვერდით მომიწვა. როგორ მომნატრებია ჩემი წუწუნა.
– სეს...
– გისმენ
– მომენატრე
– მეც
დიდად გულჩვივები არცერთი არ ვიყავით, მაგრამ ამ მომენტში მონატრებამ მაინც თავისი ქნა. ორივეს ცრემლი გადმოგვივარდა, ერთმანეთს ჩავეხუტეთ დასამშვიდებლად. ამ მომენტში მთელი ჩვენი საერთო მოგონებები ერთბაშად ამომიტივტივდა. წელიწადში მხოლოდ ერთი თვე ვიყავით ერთად მაგრამ მაინც სულიერი მეგობრები ვიყავით. დამშვიდებულებს მალევე ჩაგვეძინა.
*** 2 თავი
დილით რომ ავდექი მარი აღარ იყო ოთახში, როგორც ყოველთვის. სულ ასე ჩვევია.
– ‘ ოჰ, არ მოვიშალეთ ეს ჩვეულება’
– ‘ ვა გაღვიძება ვიკადრეთ, ქალბატონო?! ისე ტკბილად გეძინა არ გაგაღვიძე ‘
– ‘ გოგო ტბაზე გავიდეთ? ‘
– ‘ კი, მივწერ სხვებსაც და გამოგივლით’
– ‘ ოქეიი... გელოდებით ‘
მოვემზადე სასაუზმოდ გავედი.
– დე დღეს ტბაზე გავდივართ.
– კაი, დე, ჭკვიანად.
მოსამზადებლად ოთახში დავბრუნდი.
– რა ჩავიცვა? – ამოვილუღლუღე და ცისფერ საცურაო კოსტიუმებს დავავლე ხელი. – აჰა, ეს ვარგა.
მოვემზადე, საჭირო ნივთები ავიღე და უკვე მზად ვიყავი, მაგრამ არ ჩანდნენ.
– ‘ სად ხართ გოგო? დავბერდი ქალი ‘
– ‘ შენ რა დაგაბერებს გოგო! კაი, მოვდივართ უკვე. ‘
– ‘ შუსტრიდ , შუსტრიდ ‘
– ‘ შენც გამოიხედე ერთი გარეთ, იქნებ რა ხდება’
მივხვდი რომ მოსულები იყვნენ და მაშინვე გავედი.
მივესალმე ყველას ერთად, მათ შორის ჩემ გაბროსაც და გზარ გავუდექით.
„ ჩემ გაბროსაც? სესილი რას სულელობ. ვერა ხარ რაა... „
– აუ სეს, დღეს მინდორზე გვინდა გასვლა და ხო წამხვალ?– უკნიდან მომაძახა ანიმ და საცოდავი თვალები შემომანათა.
– აუ არ ვიცი ზუსტად მოვახერხებ თუ არა.
– აუუ...
– კაი, გავახერხებ რამეს და წამოვალ– ჰაეროვანი კოცნა გავუგზვნე და წინ გავიჭერი გაბროსთან ახლოს რომ არ ვყოფილიყავი.
ცოტა გავცურეთ, გავირუჯეთ და წამოსვლამდე ერთხელაც გადავწყვიტე შესვლა. ავდექი და ტბისკენ გავწიე. გაბრომ თვალი გამომაყოლა და ირონიულად ჩაიცინა, გავღიზიანდი,მაგრამ არ შევიმჩნიე. ტბაში შევედი, უცბად სველ ქვაზე ფეხი დამიცდა და გავიფიქრე ახლა გავიშხლართები–მეთქი და ვიღაცის ძლიერი მკლავები ვიგრძენი წელზე. რა ხდება? არა აშკარად არ ვგდივარ მიწაზე. რა მოხდა?
მალევე გამოვფხიზლდი და ის „ირონიულად ჩამცინავი“ დამნათოდა ზემოდან.გავიმართე და ხელები გავაწევინე. შინაგანად ვიწოდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი და ოსტატურად ვმსახიობობდი.
–მადლობა– მინდოდა თავაზიანად გავცლოდი მაგრამ ვინ დამაცადა.
– სიარული თუ არ იცი დაეტიე ხოლმე სახლში– ისე უხეშად მომაყარა გაშეშებული ვიყავი. მაგრამ სწრაფადვე გამოვფხიზლდი.
– უკაცრავად, შემდეგში თქვენ მოგაკითხავთ სიარულის მოწმობის ასაღებად– უხეშადვე ვუპასუხე და გავეცალე.
„ იდიოტი... დამპალი... ყეყეჩი... “
ტბიდან გამოვედი და ქვებზე წამოვწექი. ცოტა ხანში უკან წამოვედით. გაბრო ისე იქცეოდა, თითქოს და არაფერი მომხდარიყო. აბა რა მეგონა? პირველივე შეხვედრაზე მეტყოდა რომ მოვწონდი და ა.. შ.. ? ვერ ეღირსები სესილი. ის თბილისელი „კაი ბიჭია“, მე კი... მე კი სოფლის ერთი ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც არც ბრენდულად ჩაცმა იცის და არც გარეგნულად გამოირჩევა.
მგონი ჩემს გარეგნობაზე არაფერი მითქვამს. მაღალი, არც ისე გამხდარი. გრძელი ყავისფერი თმით,ყავისფერი ფართო თვალებით, საშუალო ზომის ტუჩებითა და ოდნავ დიდი ცხვირით. არ გიკვირთ ხომ ყურადღებას რომ არ მაქცევს. არც მე.
– ჰეი, სესი!– უცბად გამოვერკვიე და მარიას გადავხედე რომელიც ხელს მიფრიალებდა სახესთან– აქა ხარ?
– კი, უბრალოდ ჩავფიქრდი.
– ააა..– საეჭვო თვალით გამომხედა რეზიმ.
– რეზიი, ნუ ხარ დამპალი– ვკარი და ჩავიცინე.
– მე მაპატიეთ– ხელებ აწეული დამიდგა რეზი.
– მიპატიებია – დავეჯღანე და ჩავიცინეთ. ყოველთვის მომწონდა ეს ბიჭი. მხიარული და საყვარელია.
უკვე ჩემი სახლის ღომესთან ვიყავით, როცა მარი მომიბრუნდა.
–აუ, სეს,მომწერე რა ამ საღამოს რას გადაწყვიტავ. ოქეი?
– ოქეი– გავიცინე და დავემშვიდობე
– მოვედი დე
– კაია,ვნერვიულობდი.

უფფ.. ამის უსაფოძლო ნერვიულობამ ტვინი შეჭამა რაა...
– აბაზანაში შევალ გადავივლებ.
შხაპის ქვეშ ყოველთვის ვმშვიდდები, ახლაც ასე მოხდა,მაგრამ უცაბედად გაბრო გამახსენდა. მაშინვე მომექუფრა ხასიათი. ასეთ რეაქციებს არ ველოდი. თან ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი, რომ შევეპასუხე. აბა, რა ეგონა, მის ნათქვამზე თვალები ამიცრემლიანდებოდა და სახლში გამოვიქცეოდი? იოცნებოს!
გადავწყვიტე მინდორზე გასვლაზე უარი მეთქვა, თავის ტკივილს მოვიმიზეზებდი. აბაზანიდან გამოვედი და მარის მივწერე.
– ‘ აუ მარ, ვერ წამოვალ რა მინდორზე, თავი მისკდება ‘
– ‘ გოგო ვის ატყუებ შენ . რა ხდებაა არ მეტყვი? ტბაზეც არ გამოიყურებოდი კარგად ‘
არა რა ეს გოგო ყოველთვის ხვდება თუ რამე არაა კარგად, ამიტომაც მიყვარს ასე.
– ‘ მარია, მართლა თავი მტკივა ‘
– ‘ გოგო! გინდა ამოვიდე და ვილაპარაკოთ? ‘
– ‘ აუ, არა იყოს. დასვენება მინდა. მერე მოგიყვები. პაკა. მოპილურს ვთიშავ. მიკახაარ. ‘
გავთიშე ტელე და იქვე მივაგდე. საწოლზე გავიშხლართე, დაღლილობისგან მალევე ჩამეძინა.
***
რომ გავიღვიძე უკვე ღამის 10 საათი იყო. ტელე ჩავრთე. შეტყობინება დამხვდა.
– ‘ იცოდე ვერ მომიცილებ. ხვალ შეგეხმიანები ‘
არ ვარ დარწმუნებული რომ უნდა მოვუყვე მარის, ჯერჯერობით მაინც. კომპიუტერი ჩავრთე და ფილმის არჩევა დავიწყე. დრამა მინდოდა. „ ბედის ვარსკვლავის ბრალია“ ვარჩიე და ყულაბას შევუდექი. ფილმის ბოლოს ცრემლიც ჩამომიგორდა. არ ვარ მგრძნობიარე მაგრამ მაინც ვტირი ხოლმე ფილმის ყურების დროს. კომპი გამოვრთე და მისაღებში გავედი. არავინ დამხვდა სახლში. კარში მამაჩემმა შემოაბიჯა.
– მა დე სადაა?
– ეზოშია რაღაცეებს ალაგებს – გამიღიმა და უკან გაბრუნდა.
დედაჩემის ხმა მომსმა, მგონი მე მეძახდა. აივანზე გავედი და გავშეშდი.
ეზოში რეზი და მისი ძმაკაცე იდგნენ. ვერ შემამჩნია. ლევანს ელაპარაკებოდა ცალკე, რეზი კი დედაჩემთან იგდა. გამოვფხიზლდი და დედას მივუბრუნდი.
– გისმენ, დე.
“ აჰა შემომხედა. ჰმ... “ შინაგანად ჩამეცინა ისევ რომ მიტრიალდა.
– დე, კარადაში რომ შავი პარკი რომ დევს, გამომიტანე.
– ახლავე.
გამოვუტანე, დედას მივაწოდე, რეზის მივესალმე და სწრაფად შევბრუნდი.
“ სესილი, რა გჭირს? ასე არავისთვის შეგიხედია, ახლა რა ხდება? რატომ არ შემიძლია მასთან უბრალოდ ყოფნა? ნუთუ შემიყვარდა? ვაიმე, არა შეუძლებელია ასეთი დამპალი შემყვარებოდა, გარეგნულად ვერაფერს დავუწუნებ, მაგრამ ხასიათი– ვერაა. “ ჩემს აზრებზე გამეცინა და ჩემს ოთახში შევბრუნდი.
საღამოს მსუბუქად ვივახშმე რომ დამძინებოდა და დასაძინებლად მოვემზადე. გადავწყვიტე, რომ ხვალ ჩვეულებრივად მემოქმედა რომ მარისთან საუბარს თავი ამერიდებინა. მალევე ჩამეძინა.
*** 3 თავი
დილით რომ ავდექი უკვე 12 საათი იყო. ტელეს დავხედე და შეტყობინება დამხვდა. რათქმაუნდა მარიასგან.
– ‘ გაიღვიძე მზეთუნახავო ‘
– ‘ დილა მშვიდობისა ‘
– ‘ რა გეგმები გვაქ დღეს? ‘
– ‘ თქვენი ამბავი რომ ვიცი უკვე გექნებათ რამე იდეა ‘
– ‘ ჩამო ჩემთან და გაგაცნობთ ჩვენ გეგმებს. ყველა აქ ვართ ‘
– ‘ ოქეი’ მოვემზადები და ჩამოვალ ‘
– ‘ გელოდებით ‘
ყველაფერი მოვაგვარე, გავემზადე და დედასთან ჩავედი ეზოში.
– დილამშვიდობისა– მივედი და ლოყაზე ვაკოცე
– გაიღვიძე მზეთუნახავო? დილამშვიდობისა
– დღეს ყველა მზეთუნახავს რატომ მეძახით?
– მარიამ გითხრა კიდე ხო?
– ხო– მივუგე და ჩავიცინე – დე მე მარისთან ჩავდივარ, არ ინერვიულო. შეიძლება იქიდან სადმე გავიდეთ სათამაშოდ.
– კაი დე, ოღონს შემატყობინე სად გადაწყვეტთ წასვლას.
– კაი დე დაგირეკავ მერე
სახლიდან გამოვედი და გზას გავუდექი. თუმცა, რაღა გავუდექი, ორი ნაბიჯი გადავდგი და უკვე მარიას სახლთან ვიყავი.
– დილამშვიდობისა ბაბუ. როგორ ხართ?
– კარგად, შვილო. მარი ოთახშია– კითხვა არ დამაცადა ისე მიპასუხა. გავუღიმე და მარიას ოთახისკენ წავედი. ალბათ, გიკვირთ მარი და მარია რომ წერია. მე პატარეობიდანვე მარიას ვეძახი. მასაც მოსწონს და ვართ ასე შეხმატკბილებულად.
– პრივეტებიი– წამოვიძახე როგორც კი ოთახში შევედი.
– ვა, მოვიდა მზეთუნახავი– წამოიძახა ლევანმა და ჩაიცინა.
– ვაა, შეთქმულებაა თუ რა ყველა ამას მეძახით დღეს – ვუპასუხე და საწოლზე ჩამოვჯექი მარისთან.
– კაი აწი ურჩხულს დაგიძახებთ (რეზი)
– ბიჭო, რა გითხარი შენ,ნუ ხარ დამპალი– ვუპასუხე და დავეჯღანე.
იმ იდიოტმა ენა მოიჭრა თუ რა ხდება?
– კაი აბა რა გეგმები გვაქ?
აჰა ამოიღო ხმა. აბა, მე ვინ გამახარებდა.
– მოკლედ – დაიწყო მარიამ– ოთხ საათზე წავალთ სოფლის ცენტრისკენ,სტადიონზე. დავბრუნდებით ცხრა საათამდე და მერე ჩვენს ადგილას გავჩერდებით– ეს თქვა და მე შემომხედა.
ჩვენი ადგილი– ეს არის მდელო რომელიც შემაღლებულია და ორ მთას შორისაა. მარცხნივ გაიხედები მთაა, მარჯვნივ გაიხედები ისევ მთაა, წინ კი სოფლის ერთი ნაწილი ჩანს. აქ ხშირად დავდივართ ახალგაზრდობა, კოცონს ვანთებთ, ვისვენებთ და თან ვერთობით. და ხო, კიდე სიმინდებს ვწვავთ.
– შესანიშნავია – ვთქვი და მარიას ხმაურით ვაკოცე ლოყაზე.
– კარგი, როდისთვის გავდივართ? (ანი)
– სამზე გავიდეთ ხო? (ლუკა)
– კი, ბატონო (მარია)
– ე მოიცა, ჩვენ ადგილას რომ ვჩერდებით სიმინდი არ გვინდა? (ლუკა)
– აუ ხოო ეს არ გამახსენდა (მარია)
– მოვიპაროთ– წამოვიძახე და გავიკრიჭე.
– რაა? (რეზი)
– ხო მოვიპაროთ.
– არა რა რა მოვიპაროთ (გაბრო)
– აუ ესენი რა მშიშრები ყოფილან ეე...
– მე? – ორივემ ერთად წამოიძახა და ორივემ საჩვენებელი თითი მიიდო გულზე.ყველას სიცილი აგვიტყდა.
– თუ მშიშრები არა ხართ, შევევჯიბროთ.
– როგორ შვეჯიბროთ (რეზი)
– ორ ჯგუფად გავიყოთ. ერთ ჯგუფში მე, მარია და ანა, მეორეში რეზი, გაბრო და ლუკაც რო არ დაიკარგოთ. ლევანი ადგილზე იქნება რომ დაგვაფიქსიროს. ვინც უფრო მალე მოიპარავს გამარჯვებულიც ის იქნება. დამარცხებულ გუნდს კი ერთი სურვილი ექნებათ შესასრულებელი. აბა?
– არაა პრობლემა – გაიჯგიმა რეზი.
– აუ მე მეზარება (ანი)
– ე მოიცა ესენი ლევანს მოისყიდიან და უსამართლოდ წავაგებთ. (მარია)
– კაი მაშინ ანი და ლევანი დავტოვოთ ადგილზე, თან ანი ისედაც ეზარება.
– ხო კაი იდეაა – წამოიძახა ანიმ. მის რეაქციაზე ყველას გაგვეცინა. მე და მარიამ ხელები მივარტყით ერთმანეთს ერთიანობის ნიშნად.
– მეზარება მარა რა გაეწყობა (ლუკა)
– კაი თუ გინდა დარჩი, არაა პრობლემა გავიკვლევთ გზას ჩვენით (რეზი)
– და რო დაიკარგოთ ? (მარია)
– კაი რა დავიკარგოთ, ღადაობ? (გაბრო)
– ნება თქვენია (მარია)
– ოქეიი, მაშინ დავიშალოთ. სამზე ყველა აქ ვართ.
– კაი სეს. წავედიით (ანი)
დავიშალენით. სახლში მოვედი და მარიას მივწერე რომ ამოსულიყო. რაღაც გეგმა უნდა მოგვეფიქრებინა.
– ‘ მარ ამოდი ჩემთან ‘
– ‘ ხო გოგო, რამე გეგმა შევადგინოთ’
– ‘ ოხ შენ რა მაიმუნი ხარ’
– ‘ ეხლა არ მითხრა რომ შენც ამისთვის არ მეძახდი ‘
– ‘ ჩემს ფიქრებს როგორ კითხულებ ეეე... ‘
– ‘ დროის ამბავია მაგი’ – მარიას მონაწერზე გამეცინა– ‘ მოვდივარ’
ცოტა ხანში მარიაც გამოჩნდა. „ბევრი“ ვითათბირეთ. ბოლოს გეგმაც მოვამზადეთ. მარია სახლში გაბრუნდა მოსამზადებლად. დრო მალე გავიდა და უკვე სამი იყო, ყველა მარიასთან ვიყავით.
– აბა დავიძარით (ლუკა)
გზაში მაგრა გავერთეთ. მომეჩვენა რომ გაბრო მაკვირდებოდა, მაგრამ ვიფიქრე მართლა მეჩვენებათქო და ჩვეულებრივად გავაგრძელე სვლა.მალე სტადიონზე ვიყავით.
– ბურთი არა გვაქ ჯერჯერობით და რა ვითამაშოთ?
– მგელობანა! (მარია)
– კაი რა, ბავშვები ხო არ ვართ. (ლევანი)
– ხო, ეს ხანშიშესულია და არ მოსწონს ესეთები.
ეს რომ ვთქვი მაშინვე ჩემსკენ გამოიმართა წარბშეკრული ლევანი. ადგილს მოვწყდი, ლევანიც გამომეკიდა სიცილით. ბოლოს დამიჭირა , ორივემ ძირს მოვადინეთ ტყაპანი. ორივეს ისტერიკული სიცილი აგვიტყდა. ბოლოს სხვებს რომ გავხედე ყველა ჩვენ დაგვცინოდა, გარდა გაბროსი, რომელიც არ ვიცი რატომ მაგრამ არასასიამოვნოდ გვიყურებდა. ყურაღება არ მივაქციე და მათკენ გავეშურე.
მალე ერთად დავიწყეთ თამაში. გაბრომ უარი განგვიცხადა თამაშზე და გავიდა სტადიონიდან. ცოტა ხნის შემდეგ შეუმჩნევლად გავედი გარეთ, გაბრო ქუჩის ბოლოში იჯდა და სივრცეს ჩაფიქრებული გაჰყურებდა, თან ეწეოდა. არ მენახა ადამიანი, რომლსაც ასე უხდებოდა სიგარეტიც კი. სასაუბროდ მივუახლოვდი.
– რა გინდა? – შემომხედა და ცივი ტონით მკითხა.
– არაფერი, უბრალოდ სუფთა ჰაერზე გამოვედი.– ვუპასუხე და სივრცეს გავხედე.
– მერე სხვა ადგილი ვერ ნახე ?– წამით, მის თვალებში მისი ცივი ტონის საპირისპირო დავინახე, მაგრამ მისი სიტყვების შემდეგ ასეთი ვერაფერი შევნიშნე,ამოტომ ვიფიქრე რომ მომეჩვენა.
– უკაცრავად შეწუხებისთვის – ცივი ტონითვე ვუპასუხე და შემოვბრუნდი.
– სესილი– მისი მხრიდან ჩემი სახელი პირველად გავიგე, ვაღიარებ რომ მესიამოვნა მაგრამ მაინც ცივი გამომეტყველებით შემოვბრუნდი – მაპატიე ცივად რომ გელაპარაკები.
– არაფერია, უკვე მივეჩვიე ქალაქელებისგან აგდებულად საუბარს. – ცივად ვუთხარი და თავაწეული გავეცალე.
სტადიონში შევბრუნდი. მაშინვე სითბო ჩამეღვარა სხეულში, როცა დავინახე როგორ დარბოდნენ და იცინოდნენ. უკვე ჩემს მეორე ოჯახად ვთვლიდი მათ.მათი ყურებისას მეღიმებოდა. უცბად გვერდზე ვიღაცამ უხეშად გამკრა და მათკენ გაიმართა. ჰმ... ისაა „მისტერ მაპატიე“. ცოტა ხანში მეც მათკენ წავედი.
– ე ბურთი მოიტანეეს (მარია)
იმ მხარისკენ გავემართეთ საითაც მარია იშვერდა ხელს. სტადიონში გუნდი შემოვიდა.თითქმის ყველას ვიცნობდი. მათკენ გავემართე და გადავკოცნე ნაცნობები. დანარჩენებიც გამაცნეს.
– აუ ძაან გამიხარდა შენი ნახვა
– მეც მიშიკო– ვუთხარი და გავუღიმე.
– ისინი შენთან არიან? – მითხრა და ჩემებზე მიმითითა.
– კი ჩემთან არიან. გინდა ერთად ვითამაშოთ ფრენბურთი?
– იციან თამაში?
– მოიცა ვკითხავ.
ჩემებს მივუბრუნდი და თანხმობაც მივიგე. მე , მარია, ლუკა, ლევანი, გაბრო და რეზი ვიყავით ერთად.ანის ისევ ეზარებოდა.
– თანახმა არიან
– კაი დავიწყოთ (მიშა)
თავიდან გავხურდით, მაგრამ კარგადაც ვითამაშეთ. მე პადაჩაზე ვიდექი. რეზი და გაბრო შიგადაშიგ ჩარტყმებსაც აკეთებდნენ.
– დამაყენე რა ჩარტყმაზე
– შენ? – მკითხა და ირონიულად ჩამიცინა „მისტერ მაპატიემ“
გავბრაზდი და ლუკასკენ გავემართე რომელიც აწევაზე იდგა, მოველაპარაკე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
ერთი ორი ბურთის მერე ლუკამ გაბრო გააფრთხილა ახლა შენსკენ რომ ვისვრი არ აიღოო. გაბროს გაუკვირდა მაგრამ დათანხმდა. პადაჩაც ისროლეს მოწინააღმდეგეებმა, ბურთი ჩემსკენ მოდიოდა, ლუკას გადავუწოდე ბურთი, ლუკამ ჩემსკენ მაღალი გადმომიგდო, ავხტი და „ზონა“ ჩავარტყი ისე ძლიერად რო მოწინააღმდეგებმა აღება ვერ გაბედეს.ყველა გაშტერებული მომაჩერდა მე კი გამარჯვებულის სახით გადავხედე „მისტერ მაპატიეს“.
– ვა სესოო (რეზი)
– ხო რეზიკუნა – ვუთხარი და ყველას გაგვეცინა.
ამის შემდეგ ჩარტყმაზეც დამაყენეს, მაგრამ ნურას უკაცრავად გაბრომ არა რეზიმ დამაყენა. კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ კიდეც. გაბრომ ხმა არ ამოიღო. ზოგჯერ ჩარტყმებსაც აკეთებდა. ერთი ძალიან მაგარი ჩაარტყა, არაფერი ვუთხარი, უბრალოდ გავუღიმე,მან კი არაფრის მთქმელი მზერა შემომაგება.ამის შემდეგ მასთან შეხება არ მქონია.
გამარჯვების შემდეგ სახლისკენ გამოვემართეთ.
მალევე მივუახლოვდი „ჩვენს ადგილს“.
–აბა გავიყოთ ჯგუფები (მარია)
ორივე ჯგუფმა თითო–თითო ყანა ჩავიბარეთ.
– ანი იცოდე არ მოგისყიდონ ამათმა. – ვუთხარი და თან საჩვენებელ თითს ვუქნევდი.
– ნუ გეშინია ჩვენ მხოლოდ ღირსეულ გამარჯვებას ვკადრულობთ – მითხრა რეზიმ და გაბროს ჩაუკლა თვალი.
– ხო მართლა მინიმუმ 7 სიმინდი უნდა წამოიღოთ. (ლევანი)
– არის უფროსო! – ყველამ ერთად წამოვიძახეთ და სიცილი დავიწყეთ.
უკვე ბნელოდა. ტელეს ფანრები ჩავრთეთ და ყანებისკენ გავემართეთ. მცირე გზის განვლის შემდეგ ჩვენი გზები იყრებოდა საპირისპიროდ.
– აბა სასიამოვნოდ ჩაფლავებას გისურვებთ – გვითხრა და ირონიული ღიმილიც შემოგვაგება გაბრომ.
– ბალიშსაც მოგიტან, ჩამოწექი და ბარემ ისე იოცნებე, არ დამეღალო– ირონიული ღიმილით მივუბრუნდი გაბროს. მაშინვე გავეცალეთ სანამ პასუხს დაგვიბრუნებდნენ.
მცირე მანძლის გავლის შემდეგ ჩვენი გეგმის განხორციელებას შევუდექით.
– იღბალს გისურვებ! (მარია)
– მეც ასევე
– წავედით.
ფანრები ჩავაქრეთ და მოწინააღმდეგეების ყანისკენ დავიწყეთ სვლა. რომ მივედით სირბილისგან დაღლილებს დამშვიდება მოგვიწია ჯერ.
– აბა გეგმის განხორციელების დროა. (მარია)
– წარმატება მისურვე.
– წარმატებას გისურვებ! (მარია)
ორივეს გაგვეცინა. უცბად სახე დავასერიოზულე და ყანისკენ გავემართე. მათ ანთებულ ფანრებს ვხედავდი, საპირისპირო მხრიდან მივდიოდი. უცბად ყვირილი დავიწყე ამ ყანის პატრონის ხმით. ბიძაჩემი იყო პატრონი ამიტომ არ გამჭირვებია.
– აატ, თქვე ყაჩაღებოო... როგორ ბედავვთთ... გაეთრიეთ ლაწირაკებოო...
მე ჩემსას ვაგრძელებდი, მათი ხმა კარგად მესმოდა.
– დავახვიეთ დროზე (რეზი)
– 7 სიმინდი არ გვაქ (გაბრო)
– მაგისთვის მცხელა ახლა? ჩქარა გასასვლელისკენ. (რეზი)

მესმოდა მათი ნაბიჯების ხმა, მე კი ჩემსას ვაგრძელებდი. ბოლოს რომ დავრწმუდი მათ წასვლაში მარიას დავუბრუნდი რომელიც ხის ძირში იდგა და ისტერიკულად იცინოდა. მას რომ შევხედე მეც ისტერიკული სიცილი ამიტყდა. რამოდენიმე წუთი ასე ვიცინოდით და ხმას ვერ ვიღებდით. ბოლოს მუცელზე მიდებული ხელებით მივუბრუნდი ერთმანეთს. ერთმანეთის მდგომარეობას რომ შევხედეთ ისევ სიცილი აგვიტყდა. რამოდენიმე წუთში საბოლოოდ დავმშვიდდით.

– კაი გოგო მოვკრიფოთ ახლა სიმინდი და დავბრუნდეთ (მარია)
– ოქეეი, ჩემო ჭკუის კოლოფო.– ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე და ყანისკენ გავემართე.– ვაიმე!
– რა მოხდა?
– გოგო გზად სხვა ყანაში რომ გაევლოთ? ახლა მისულები იქნებიან.
– ვაიმე, სწრაფად ავაგროვოთ და გავიქცეთ.
მალევე ავაგროვეთ 7 სიმინდი და დანიშნული ადგილისკენ გავემართეთ. ჩვენდა საბედნიეროთ ამ დებილებს ვერ მოუტვინიათ სხვა ყანაში შესვლა და პირდაპირ აქეთ გამოქცეულან 5 სიმინდით. თურმე ანისთვის,ლუკასთვის და ლევანისთვის უთქვამთ დავუთმეთ, თავიდანვე ასე გვინდოდაო. ეს ყველაფერი ანისგან გავიგეთ, მაგრამ სინამდვილეში მომხდარზე არაფერი გვითქვამს.
– ისე ჩემი წინადადება ისევ ძალაშია – მივუბრუნდი გაბროს ირონიული ღიმილით.
არაფერი უთქვამს მხოლოდ გაბრაზებული მზერა შემომაგება.
გვერდზე გავედი და დედას ტელეზე გამოველაპარაკე. რომ დავასრულე ვიგრძენი რომ უკან ვიღაც იყო. სწრაფად შემოვბრუნდი და „მისტერ ბალიში მინდა“ შემრჩა ხელში. უცბად, გავაანალიზე რომ ახლოს იდგა. ტუჩები უცბად ყურთან მომიაახლოვა.
– თუ ეს ჩვენი საერთო ბალიში იქნებოდა, უარს არ ვიტყოდი.– ყურთან ჩაიჩურჩულა. თბილი ჰაერი კანზე მეფრქვეოდა, მესიამოვნა. უცბად, მომშორდა თვალებში ჩამხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
თვალები, მისი ღრმა და ნაცრისფერი თვალები... თვალი ვერ მოვწყვიტე მის თვალებს. მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე შრამი წარბთან, რომელიც საოცრად უხდებოდა. მისი სახის ნაკვთებს ვაკვირდებოდი, როცა მომშორდა და ირონიულად ჩაიცინა.
„ ე მოიცა, რა თქვაა??? თავხედი... იდიოტი... თავი ვინ გონია? ან მე ვინ ვგონივარ? მისი მორიგი ნაშა? ოხ გაბრო, ამისთვის გაზღვევინებ „
მეგობრებს დავუბრუნდი და ვცდილობდი არაფერი შემემჩნია, მაგრამ არ გამომდიოდა. როცა გადავერთვებოდი, მაშინვე მახსენდებოდა და ფიქრს ვიწყებდი. გაბრო გამომხედავდა ხოლმე და ისევ ირონიულად ჩაიცინებდა.
ნელ–ნელა აღმოჩნდა რომ მხოლოდ მე და მარია ვიყავით კოცონთან.
– სესი, აქ ხარ? (მარია)
– ა? კი რა მოხდა? სად არიან?
– შეშაზე გავიდნენ.
– აა.
– სესი, ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ხარ ჩაფიქრებული, არ მეტყვი რა ხდება?
– მარია, არ ვიცი, მეც არ ვიცი რა ხდება. გთხოვ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი. თავის დროზე მოგიყვები ყველაფერს.
– კაი სესი. მაგრამ იცოდე რომ რაც არ უნდა მოხდეს შენს გვერდით ვიქნები.
– მიკახარ!– ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. მანაც ხმაურით მაკოცა ლოყაზე. სხვებიც დაბრუნდნენ.
– ჰა იჭორიკნეთ გოგოებმა? – გამოგვძახა რეზიმ და თვალი ჩაგვიკრა.
– ვა, შენ აქა ხარ? მეგონა ვიღაცის ხმას გაიგებდი და გაიქცეოდი.
ეს რომ ვთქვი რეზიმ და გაბრომ ერთმანეთს გაკვირვებულებმა გახედეს, მე და მარია კი ჩუმად ვიცინოდით.
– რაა? (გაბრო)
– კაი დაკეტე პირი თუ ძმა ხარ, ბუზი არ შეგიფრინდეს (მარია)
ეს თქვა მარიამ და მაშინვე ისტერიკული სიცილი აგვიტყდა.ერთი– ორი წუთი ასე ვიცინოდით, გაბრო და რეზი კი კიდევ ისე გაკვირვებულები გვიყურებდნენ.
– აუუ, რა გამოცანებით ლაპარაკობთ, ეეე... ახსენით ახლა ვინმემ რა ხდება (ლუკა)
– რა ხდება ძმაო და... ამ შენმა ძმაკაცებმა ვიღაცის მიბაძვის ხმა გაიგეს და თავქუდმოგლეჯილი გამოიქცნენ, მერე კი მოვიდნენ თქვენთან და გითხრეს დავუთმეთო გამარჯვება – ეს ვუთხარი და მე და მარიამ ისევ სიცილი დავიწყეთ.
– მოიცა , ის თქვენ იყავით? (რეზი)
– დილა მშვიდობისა!
– ე ეს რა წესია! ჩვენ გამოვდივართ გამარჯვებულები (გაბრო)
– ოჰ მომინდომა ბიჭმა! წესებზე არაფერი თქმულა ამიტომ ჩუ! (მარია)

ლევანიმ და ანიმ მხოლოდ ახლა გაანალიზეს ყველაფერი და სიცილი აუტყდათ.
– კაი ბიჭო, შენც? – თვალები დაუბრილა ლევანს გაბრომ.
– შანსი არაა, რო არ გავიცინო მოვკვდები – ეს თქვა და ისევ ისტერიკული სიცილი დაიწყო.
მალევე დავიშალეთ. რეზი და გაბრო არავის გველაპარაკებოდნენ, მხოლოდ ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.
– ვიღაცეები გაიბუტნენ! (მარია)
– ე, კაი რა ბიჭებო, ხან წააგებთ, ხან წააგებთ.
ეს ვთქვი და ჩემდა გასაკვირად გაბრო გამომეკიდა. მეც ადგილს მოვწყდი. ისევ ჩემდა გასაკვირად, სიცილით გამომეკიდა. უკან მოვიხედე და მარია უკვე ხელში ეჭირა რეზის. მთელი ძალით გავიქეცი მაგრამ მაგრამ მაინც დამეწია და მაგრად დამიჭირა, ისე რომ ვეღარ ვინძრეოდი. ირგვლის მიმოვიხედე დახმარების სათხოვნელად მაგრამ აღარავინ იყო.
„ვაიმე, სესილი საით გაიქეცი. რა დებილი ხარ“
გაბროს გავხედე რომელიც თვალებში ჩამშტერებოდა. მათში სითბო ამოვიკითხე, მაგრამ ეს შეუძლებლად ჩავთვალე.
– სესილი– ყურთან ჩამჩურჩულა. მგონი ჩემი სახელი ასე ნაზად ჯერ არავის უთქვამს.
ტუჩები ისევ ჩემს ყურთან ჰქონდა, მისი სუნთქვის და გულისცემის ხმა მესმოდა. გამოფხიზლდი სესილი! ეს ყველაფერი არ უნდა ხდებოდეს. ხელი მივარტყი და მოვიცილე, მივხვდი რომ არ მოელოდა. სიტყვის უთქმელად შევბრუნდი და წასვლა დავაპირე, მაგრამ ხელში მწვდა და შემომაბრუნა. არაფერი მითქვამს, თვალებში ამაყად ჩავხედე, მათში სინანული დავინახე, მაგრამ ხელი გავაშვებინე და მოვცილდი. მეგობრებს დავეწიე და არაფერი შევიმჩნიე, ისე მოვიქეცი თითქოსა გამოვექეცი. თუმცა, მართლაც გამოვექეცი. ცოტა ხანში გაბროც შემოგვიერთდა.ვცდილობდი არ შემეხედა და არც ჩემი აფორიაქება გამემხილა.მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი. ბოლოს ყველას გამოვევმშვიდობე უკვე ღამის 12 საათი იყო. ბოლოს მე და მარი დავრჩით.

– სესო ხომ გახსოვს ჩვენი საუბარი
– კი მარია, მახსოვს და მიყვარხარ. – ერთმანეთს ჩავეხუტეთ
– მეც მიყვარხარ– დავემშვიდობეთ და ჩვენ–ჩვენ სახლებში დავბრუდით.
მშობლებს ტკბილი ძილი ვუსურვე და დასაძინებლად წავედი. საწოლში ჩავწექი. მეგონა მომხდარზე ფიქრით არ დამეძინებოდა, მაგრამ გრძნობებისგან გართულს მალევე ჩამეძინა.
***
დილით რომ გავიღვიძე, წინა ღამის ამბები ამომიტივტივდა. ცხრა საათი იყო, ერთი საათი ვკოტრიალობდი და მომხდარზე ვფიქრობდი.
„ ეს რატომ გააკეთა? მეარშიყება? ვერ ვხვდები რა უნდა. მხოლოდ ის ვიცი რომ ახლოს არ უნდა მოვუშვა. ალბათ, ახლა რეზის და ლევანს უყვება შელამაზებულად და დამცინის. იცი რა სესილი, ფეხებზე დაიკიდე. თუ ასეთი იდიოტია, ეს მისი პრობლემაა. „
ავდექი და მომზადების შემდეგ მშობლებთან გავედი.
– დილა მშვიდობისა – ვუთხარი და ორივე გადავკოცნე.
– დაიღალე ხო გუშინ (მამა)
– აუ კი, ბევრი ვირბინე. ისე არ მითქვამს ხო სიმინდი რომ მოვიპარეთ? – ეს რომ ვუთხარი ორივეს გაეცინა.
– რომელ უბედურ ყანაში იყავით? (დედა)
– ორი ჯგუფი შევეჯიბრეთ ერთმანეთს. ერთი ბიძიას და მეორე ბაბუს ყანაში.
– ოჰ დაესიეთ ნათესავებს? (მამა)
– ხო– მის ნათქვამზე სიცილი ამიტყდა.– ისე მე და მარიამ მოვიგეთ. გაბრო და რეზი შევაშინეთ და გავაქციეთ ცარიელები.– გუშინდელი ამბები უფრო ნათლად რომ გამახსენდა ისტერიკული სიცილი ამიტყდა.
– კაი, გოგო არ დაიხრჩო – სიცილითვე მიპასუხა დედამ.
– კაი გავალ ვისაუზმებ.
სამზარეულოში გავედი და ორი ცივი ყავა გავაკეთე. მარიას მივწერე რომ ამოსილუყო და ერთად გვესაუზმა. ათ წუთში ადგილზე იყო. მაგიდაზე ცივ ყავასთან ერთად “პრიანიკები” დავაწყვე და მაგიდას მივუჯექი.
– გოგო გუშინ გაბრო რომ გამოგეკიდა რა მოხდა?
– არაფერი ბოლოს დამიჭირა მაგრამ მაინც გამოვექეცი და დაგეწიეთ.– ვუთხარი უდარდელი ხმით. მარიამ ეშმაკური თვალებით გამომხედა. ვიცოდი რასაც ნიშნავდა ეს გამოხედვა, ამიტომ სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი. – და დღეს რას ვაპირებთ?– მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს მაგრამ მაინც არაფერი შეიმჩნია და ჩვეულებრივად გააგრძელა. ამიტომაც მიყვარს ეს გოგო ასე ძალიან. ყოველთვის ხვდება როდის როგორ უნდა მოიქცეს, და თავის მობეზრება არ იცის.
– აუ მგონი არაფერს. იმ იდიოტ რეზის არაფერი მოუწერია – ნაწყენი ხმით თქვა და გამიღიმა. ალბათ, იფიქრეთ რომ მარიას და რეზის ერთმანეთი მოსწონთ, მაგრამ ასე არაა. დიდი ხანია მეგობრობენ და მართლა და–ძმასავით არიან. – აუ გოგო ანი მწერს სად ხარო და ამოვიდეს?
– კი მისწერე ამოვიდეს. მე მანამდე ცივ ყავას გავუკეთებ.
ანი მალევე ამოვიდა. ოპაა, აი აქ გაიჭორება ახლა მთელი ქვეყანა.
– აუ გოგო გაიგეთ კალანდაძე რო შეყვარებულს დაშორდა? (ანი)
– უფ, ახალი ამბავი! კაი ხანია ვიცოდი მე ეგრე რო მოხდებოდა.
– არადა უხდებოდნენ ერთმანეთს (მარია)
– გარეგნულად კი მარა, ხო იცი როგორი ძერსკი და მომაბეზრებელია კალანდაძე. არ მიკვირს რომ ვერ გაუძლო იმ ბიჭმა.
– აუ ხო, ის შემთხვევა გახსოვთ? რო ჩამოეკიდა. ეგონა დაიჭერდა და ორივემ მიწაზე მაოდინეს ტყაპანი. (ანი)
– რაა ?
– ხო გოგო, უი შენ არ იყავი. ეგრე იყო. ყველა მათ დასცინოდა.(მარია)
– ბოლოს მაგრა წაიკივლა სიბრაზისგან (ანი)– ამის წარმოდგენაზე ყველას სიცილი აგვიტყდა.
– აუ ახალი ამბავი უნდა გითხრათ. (ანი)– ინტერესის თვალები მივანათეთ მე და მარიამ.– მე და ლევანს ერთმანეთი მოგვწონს– ისე სხაპასხუპით თქვა რომ ძლივს გავიგონეთ. მოსმენილის გასაანალიზებლად ორი წუთი ხან ანის ვუყურებდით მე და მარია, ხან ერთმანეთს. – ჰა თქვით ეხლა რამე!
– როდის მოასწარით გოგო? ან როგორ გამოგვაპარეთ?
– რა გოგო? ეს რას ნიშნავს. ანუ ორმხრივია ეს მოწონება? (მარია)
– კი ორმხრივია– ბედნიერმა ჩაილაპარაკა ანიმ.– თავიდანვე მოგვწონდა ერთმანეთი მაგრამ გუშინ საღამოს შეშაზე რომ ვიყავით, მარტო ავღმოჩნდით და მითხრა რომ მოვწონვარ. მეც არ დავაყოვნე და მეც მომწონხარ–თქო ვუთხარი.– უცბად გავაწყვეტინე.
– ერთი წუთი ანი, ეხლა სიმართლე მითხარი, მართლა მოგწონს თუ ცადე?
– რა ვცადე გოგო მართლა მომწონს– განაწყენებულმა დამიბრუნა პასუხი– არ გაგიხარდათ. არ უნდა მეთქვა საერთოდ რა.
– რა არ გაგვიხარდა გოგო! გაუფრინე? (მარია)
მივვარდით და ლოყები დავუკოცნეთ.
– აუ რა მაგარია! კაი ბიჭია ლევანი.
– აუ კიი... –ბედნიერმა წამოიძახა ანიმ. მის რეაქციაზე მე და მარიას გაგვეცინა– რა გაცინებთ, მოგეწონებათ თქვენც ვინმე და ნახავთ მერე ჩემგანაც დაცინვებს. – გვითხრა და დაგვეჯღანა.
– ხო, შენ მაგას ელოდე და მანამდე გაგიფრინდება შენი ლევანიც– ვუთხარი და დავეჯღანე.
– არსადაც არ გამიფრინდება– თქვა და ენა გამომიყო.
– აუ გოგოებო რაღაც იდეა მაქვს მაგრამ არ ვიცი როგორ მოხდება. (მარია)
– აბა ჩამოარაკრაკე (ანი)
მარიამ გაგვაცნო გეგმა. უნდოდა მის ბიძიას და რეზის მანქანით წავეყვანეთ ზღვეზე. მაგრა გაგვიხარდა . ახლა ბიჭების დაყოლიება იყო მთავარი.
– აუ გოგო მე მშობლებიც უნდა დავიყოლიო ჯერ.
– კაი ახლა ჩვენ წავალთ. ორ საათში ჩამოგვიარე და ბიჭებს მივადგეთ.– თვალი ჩამიკრა მარიამ და თავიანთი სახლებისკენ გაემართნენ.
მე მშობლებთან მივედი.
– აბა რა შვრებით?
– აბა რა გინდა? (მამა)– ყოველთვის ხვდება რომ რაღაც მაწუხებს და მინდა.
– არაფერი, უბრალოდ მოგიკითხეთ.
– სესო, ყოველთვის როცა ასე იწყებ რაღაც გინდა და რა გინდა მითხარი?
– აუ, ბავშვები მიდიან ზღვაზე და მეც წავალ რა?
– ვინები? (დედა)
– მარიას ბიძას და რეზის მიყავთ მანქანით მარია, ანი, გაბრო, ლუკა და რეზი. გავყვები რაა?
– რამდენი ხნით მიდიან?
– დილით ადრე გავდივართ და ღამე გამოვუდგებით. – დედ–მამამ ერთმანეთს გადახედეს. მერე მამა მე მომიბრუნდა.
– მპირდები რომ ჭკვიანად იქნები?
– კიი
– მაშინ წადი (დედა)
– აუ რა კარგები ხაართ! – ორივე გადავკოცნე – კაი მე მარიასთან ჩავდივარ ვახარო უნდა ამბავი.
– კაი წადი, წადი.
ოთახში რასაც ჰქვია შევფრინდი და გამოვიცვალე. ათ წუთში მარიასთან ვიყავი.
– გამომიშვეეეს– ყვირილით შევვარდი ოთახში. ყველა აქ იყო მარიას ბიძის– გიორგის თანხლებით. მარიას ინტერესის თვალები მივანათე.
– დათანხმდნენნ– წამოიყვირა და ხელები აწია.
– ურაა... ურაა... – გიორგისთან მივირბინე და ლოყაზე ვაკოცე. ახალგაზრდა იყო ამიტომ ძმასავით გვყავდა ყველას.
– ე, მოიცა ჩვენ არ გვინდა ლოყაზე კოცნა? (ლუკა)
– მოიცა რაა, ვიღაცამ არ იეჭვიანოს.– ლევანს და ანის გავხედე, რომელიც მთლიანად წითელი იყო. რა ადვილად წითლდება ეს გოგო!
– ე მოიცა, რაა? (გიორგი)
– უი არ გითქვამთ?
– არა არ გვითქვამს. (ლევანი) გიორგი რაღაცას გეტყვი ოღონდ არავის უნდა უთხრა. მე და ანის ერთად ვართ, და ძაან გთხოვ არ გვინდა აფიშირება.
– ვაა, აქ რა ამბები ყოფილა – სიხარულით წამოიძახა გიორგიმ და ანი ჩაიხუტა– თუ ძმა ხარ არ იეჭვიანო– ლევანს გახედა გიორგიმ.
მის ნათქვამზე ყველას გაგვეცინა. მალევე შევთანხმდით რომ მეორე დილით გავიდოდით. ლევანს და ანას ერთად უნდოდათ ყოფნა მანქანაში, გიორგიმ კი უეჭველი ჩემთან უნდა იყონო ესენი, ლუკამაც მათთან მოინდომა (ლუკა ანის ბიძაშვილია),ამიტომ გადაწყდა რომ მე და მარია გაბროსთან ერთან წავიდოდით რეზის მანქანით.
– აბა, წავიდა სამზადისი! (რეზი)
– კი, ბატონო! აბა დავიშალეთ ყველანი, მაცადეთ მეც მომზადება კაცო! (მარია)
ყველამ სახლებისკენ გავწიეთ.
– დე მოვედი, ხვალ დილით გავდივართ, უნდა მოვემზადო და ადრე დავწვე.
– კაი დე რამეს გამოგიცხობ საგზლად.
– ოქეიი..– ლოყაზე ვაკოცე და ოთახში შევედი. ლოგინზე დავენარცხე და უმაგრეს ხვალინდელ დღეზე დავიწყე ფიქრი.
*** 4 თავი
შვიდ საათზე გავდიოდით. ანაკლიისკენ წასვლა გადავწყვიტეთ ამიტომ არ ვჩქარობდით. ექვსე გავიღვიძე. ნახევარ საათში გავებზადე და შვიდს თხუთმეტი აკლდა მარისთან რომ ჩავედი. ანის და ლუკას გარდა ყველა აქ იყო.
– დილა მშვიდობისა
– რა დილა მშვიდობისა, შუა ღამე მშვიდობისა უფროა – მითხრა ნამძინარევი ხმით მარიამ.
– აბა, ვინ ხართ თანახმა ეს გოგო გამოვაფხიზლო? – თქვა რეზიმ და ცივი წყლით სავსე ჭიქა აიღო.
– არ გაბედო – წივილი მორთო მარიამ რეზი რომ გაეკიდა ჭიქით.
– კაი გაჩერდით, შვიდი შესრულდა, მოვეწყოთ და გავუაროთ ანას და ლუკას. (გიორგი)
– რა სერიოზული მყავხარ მოკლედ რა– ლოყაზე აკოცა მარიამ გიორგის. ვგიჟდებოდი ამ ორზე. ორი სხვადახვა თაობა იყო, მაგრამ მაინც საუკეთესო მეგობრები.
– გადანაწილება რომ შევცვალოთ არა? ამათ რა აიტანს მთელი ორი საათი?– თქვა და ჩემზე და მარიაზე მიუთითა გაბრომ.
– აუ, ძაან არ შემიწუხდე რაა (მარია)
გაბრომ მხოლოდ გაგვიღიმა. საოცარი ღიმილი ჰქონდა. რომ იღიმოდა ლოყა ეჩხვლიტებოდა. წარმოვიდგინე როგორ ვკოცნიდი ჩაჩხვლეტილ ადგილს და სიამოვნებისგან გამბურძგლა. „ რაზე ფიქრობ სესილი! 24 საათის წინ ამ ბიჭს იდიოტს და ყეყეჩს უწოდებდი და ახლა რა შეიცვალა? არც არაფერი! „
ლუკას და ანის გავუარეთ და გზას გავუდექით. მანქანებში განლაგება ისე იყო როგორც წინა საღამოს შევთანხმდით. საჭესთან რეზი იჯდა, მის გვერდით გაბრო, უკან კი მე და მარია. მე და მარიამ თავიდან წამოვუძინეთ, მაგრამ ხმამაღლა აწეულმა „ Душа бандита „– მ ორივე გაგვაღვიძა.
– აუ რა არის ეს, რა დამპლები ხართ, ძილი მაინც გვაცადეთ.
– გაიღვიძეთ მძინარე მზეთუნახავებო! (გაბრო)
დღეს ამ ბიჭს რატო ვერ ვცნობ?!
– რეზი შენ ძმაკაცს უთხარი მოკეტოს და ტვინს ნუ ბურღავს.
გაბრომ მხოლოდ ჩაიცინა.
– აუ ვიმღეროოოთ. (მარია)
– რომელი მომღერალი მე მნახე გაფიცებ.
– კაი რა გამხიარულდი სეს. (რეზი)
– უფრო აუწიეთ მუსიკაას.
რეზისაც ამის მეტი რა უნდოდა, ბოლო ხმაზე აუწია სიმღერას. მე და მარიაც ავყევით ტექსტს, რეზიც შემოგვიერთდა. გაბრო მხოლოდ იცინოდა ჩვენს „ყროყინზე“.

Мои дороги везде.
Я парень сам по себе.
Не стар и не молодой,
и следую за судьбой.
Наверно такая карма.
Прости меня, милая мама -
Прости, прости! ...

ყველა მანქანიდან ჩვენ გვიყურებდნენ. ფეხებზე გვეკიდა ყველა, ჩვენ ჩვენსას ვუბერავდით. არ გავჩერებულად სანამ სიმღერა არ დასრულა. დასრულებისთანავე ყველას ისტერიკული სიცილი აგვიტყდა. ბოლოს ისევ გაბრო დამშვიდდა.
– კაი ბიჭო გზას უყურე. (გაბრო)
– ე, ბიჭო როდიდან გეშინია სიჩქარის? (რეზი)
გაბროს მხოლოდ გაეცინა. უკნიდანაც რა ლამაზად ჩანდა მისი სიცილი! „ გიჟი ხარ სესილი. გიჟი! „
რეზის ტელეფონი განათდა, ლევანი რეკავდა. გაბრომ სპიკერზე დააყენა.
– გაუფრინეთ ? – ლევანის სიცილნარევი ხმა და ანის კისკისი მოგვესმა.
– ჩვენ კარგად ვართ აქ, და თქვენ რას შვრებით? ჟღურტულებთ გვრიტები?
– მესმის (ანი)
– ოჰ, კაი ერთი, არ ვიცოდი.
ყველას სიცილი აგვიტყდა.
– არა აშკარად არ იყო კაი იდეა თქვენი ერთად წამოსვლა, ოთხი გიჯი შეხვდა ერთმანეთს. (ლუკა)
– შენი იდეა იყო ლუკიტოო... (მარია)
– ჯერ ერთიდა სამი გიჟი ვართ, ერთი უჟმურიც აქაა. – ვთქვი და გაბროსკენ გადავატრიალე თვალები.
– ჩავალთ ჩვენ ამ მანქანიდან – მითხრა სიცილნარევი ხმით და სჩვენებელი თითი ამიფრიალა.
არა აშკარად სხვა გაბროა ეს!
– არ დაიმხოთ ქუჩები და ჭკვიანად (გიორგი)
ეს თხვა გიორგიმ და მაშინვე გააქროლა რეზიმ და წინ გადაუსწრო.
– რა ვთქვი ბიჭო მე! შეანელე სვლა თორე მოგაბრუნებთ უკან! (გიორგი)
– კაი ჰო! აჰა. – თქვა და სვლა შეანელა. გიორგის მანქანამ ისევ გადაგვისწრო.
მალე ჩავედით ანაკლიაში. ჯერ ზღვაზე გასასვლელად ადრე იყო, ამიტომ კაფეში შევედით. შოკოლადის ნამცხვარი და ცივი ყავა შევუკვეთეთ და დავსხედით.
ერთი საათი კაფეში ვიყურყუტეთ, მერე კი ზღვაზე გასვლა დავაპირეთ. გოგოებმა ტანსაცმელი საპირფარეშოსი შევიტანეთ და გამოვიცვალეთ. შავი კუპალნიკები ჩავიცვი და თხელი, ყავისფერი მოსასხამი გადავიცვი.
– ო, რა გოგოები მოდიაან – წამოიძახა რეზიმ და მხარზე ხელი გადამიდო.
ზღვისკენ გავწიეთ. გავირუჯეთ, ვიცურავეთ, წყალბურთიც ვითამაშეთ. ისე ვიცინოდით და ვმხიარულობდით რომ მთელი სანაპირო ჩვენ შემოგვყურებდა.
– აუ რეზ. მანქანის გასაღები მომე, რა. ტელე დამეცალა და დავტენი, თან დავიღალე და ცოტას დავისვენებ.
– დაიჭი!
გასაღები დავიჭირე და მანქანისკენ წავედი. ტელე შევაერთე და და თვალები დავხუჭე. მანქანის კარები დაკეტილი მქონდა. მინაზე კაკუნის ხმამ გამომაფხიზლა, გავიხედე და გაბრო დამნათოდა ზემოდან.ბუზღუნით გავსწორდი და კარები გავუღე.
– ყოველთვის შენ როგორ უნდა მაღვიძებდე – ვუთხარი და ისევ დასაძინებლად მოვემზადე.
– კაი რა გასწორდი, ვილაპარაკოთ.
– აუ, რა ვილაპარაკოთ, დამაძინე რა.
– მიდი, მიდი, აღიმართე.
გავსწორდი და უკმაყოფილოდ შევხედე. მივხვდი რომ ცოტა ხანიც ისევ ვერ მოვშორდებოდი მის თვალებს ამიტომ სწრაფად მოვაშორე მზერა და ზღვას გავხედე. დავინახე როგორ დარბოდნენ ანი და ლევანი, გამეღიმა.
– საყვარელი წყვილია– საუბარი წამოიწყო გაბრომ.
– კი , ძალიან– გაღიმებულმა ვუპასუხე, ისე რომ მათთვის თვალი არ მომიშორებია.
– გინდა გავისეირნოთ?
– მანქანით?
– ხო
– რეზი არ გვიწყენს?
– არა დავურეკავ და ვეტყვი.
ტელე აიღო და რეზის დაურეკა.
– ბიჭო მე და სესილი მანქანით გავისეირნებთ. – მისი მხრიდან ჩემი სახელი კიდევ ერთხელ მესიამოვნა.
– ...
– ხო „ჩვენი ადგილი“ მინდა ვანახო.
– ...
– კაი წავედით ჩვენ.
ტელე გათიშა და უკანა სავარძელზე მიაგდო.
– „ჩვენი ადგილი“ ?– ინტერესით სავსე თვალები მივაპყრე გაბროს.
– ხო, ეს ადგილი მხოლოდ მე, რეზიმ და ლევანმა ვიცით. ნუ, შეიძლება კიდევ იციან მაგრამ ჩვენ ასეთს არავის არ ვიცნობთ. არავისთვის არ გვიჩვენებია ეს ადგილი. შენ პირველი ხარ.
– საინტერესოა.
– წავიდეთ?
– წავიდეთ.
როგორც კი ვთქვი მანქანა ადგილს მოსწყვიტა და სწრაფად გააქროლა თითქმის ცარიელ ტრასაზე.
– იმედია სიჩქარის არ გეშინია?
– არა პირიქით, მსიამოვნებს ადრენალინი.
– კარგიი...
ამის გაგონებაზე უფრო უმატა სიჩქარეს. მსიამოვნებდა, არ ვიცი რატომ მაგრამ ადრენალინი ასე არასოდეს მომწონებია. თავს ბედნიერად ვგრძნობდი, ამ ერთმა წვრლინმანმაც კი გამაბედნიერა, „ ბედნიერება წვრილმანებშიაო“ ნათქვამია.
სანამ მე ფიქრებში ვიყავი, იმ ადგილს უფრო მეტად მივუაახოვდით. მანქანა ნელნელა შეანელა.გარეთ რომ გავიხედე, მხოლოდ ხეები და მცენარეები იყო. არცერთი შენობა.თითქოსდა აქ ადამიანი არასდროს ყოფილაო. უფრო ზევით გადავინაცვლეთ. მანქანა რომ გააჩერა წინ გავიხედე. ულამაზესი ხედი იყო. ანაკლიის ხედი და უსასრული ზღვა. თვალები გამიფართოვდა.
– გადავიდეთ– მითხრა გაბრომ. მე მხოლოდ თავი დავუქნიე. მანქანიდან გადავედი. არ ვიცი რატომ მაგრამ ამ ბიჭს ბოლომდე ვენდობოდი. სხვა რომ ყოფილიყო არა მგონია ასე შორს გავყოლოდი.
– ულამაზესია!– წინ წავედი. კლდე იყო. ბოლომდე გავედი. ხელები გავშალე, თვალები დავხუჭე და სუფთა ჰაერით კვება დავიწყე.ქარი თმას და კაბას მიფრიალებდა. გაბროს მზერას ვგრძნობდი და ზურგი მეწოდა მაგრამ არ ვიმჩნებდი. უბრალოდ გაღიმებული ვიდექი. გაბროს მოახლოება ვიგრძენი. ხელები ჩამოვუშვი, თვალები გავახილე და სივრცეს გავხედე. გაბრო გვერდზე დამიდგა.
– მოგეწონა აქაურობა?
– ძალიან! – მივუგე აღტაცებულმა.
– მიხარია.– უბრალოდ გავუღიმე.
– გაბრო
– გისმენ
– რატომ მაჩვენე ეს ადგილი? შენ თქვი რომ აქამდე არცერთს არავისთვის გიჩვენებიათ ეს ადგილი. რატომ მე?
– უბრალოდ ასე მომინდა
– ეს ვიცი, მე მაინტერესებს რატომ მოგინდა. – უბრალოდ გაიღიმა. და ლოყა ჩაეჩხვლიტა.
უცბად შემოტრიალდა და მეც მისკენ შემომატრიალა. თვალებში ჩამხედა. მისი თვალები... ოჰ... ლამისაა ჩავიძირო მის თვალებში. ღრმა, სევდიანი და ამავდროულად მხიარული. ზოგჯერ მუქდება, ზოგჯერ კი ისევ ნაცრისფერია.
– ბიჭები ერთმანეთს დავპირდით რომ აქ მხოლოდ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს მოვიყვანდ... – წინადადება არ იყო დასრულებული რომ ჩემმა ტელეფონი მანქანაში აწკრიალდა. მივხვდი რომ დედა იქნებოდა ამიტომ საჩქაროდ მანქანისკენ გავიქეცი და ყურმილი ავირე.
– ‘ ხო დე. ‘
– ‘ სად ხართ დე?’
– ‘სანაპიროზე. – გაბროს ეშმაკური მზერა დავიჭირე და ვანიშნე რომ ჩუმად ყოფილიყო– მე მანქანაში ვარ, ტელე დამეცალა და დასატენად ჩავრთე. ‘
– ‘ მარტო ხარ?’
– ‘ ხო, ნუ გეშინია მანქანის კარები დაკეტილია ‘
– ‘კაი დე, ჭკვიანად’
– ‘კაი დე წავედი მარია მეძახის’
– ‘კარგად დე’
ტელე გავთიშე და გაბროსკენ შევბრუნდი. უკვე მოახლოებულიყო.
– არ მომწონს მშობლებს რომ ატყუებ.
– რა მეთქვა, ოთხი დღის გაცნობილ ბიჭთან ანაკლიის ხედს გავყურებ– თქო?
– ჩემი მაინმუნი გოგო!
– შენი? – წარბები მაღლა ავწიე.
– წავედით– შუბლზე მაკოცა და მანქანისკენ წავიდა. მისი ტუჩების სიმხურვალეს რამოდენიმე წამი ისე ვგრძნობდი. მალევე გამოვფხიზლდი და მანქანაში ჩავჯექი.როგორც მოვედით, იგივე სიჩქარით მივდიოდით. საოცარი იყო. მართლა, ბედნიერი ვიყავი. თან მომხდარზე ვფიქრობდი.
– გაბრო
– გისმენ
– მადლობა
– რისთვის?
– ეს ადგილი რომ მაჩვენე. მართლა ძაან ლამაზი იყო.–გაბროს ჩაეცინა.
– არაფრის– მხრები აიჩეჩა და ისევ გზას გახედა.
მალევე მივაღწიეთ ჩვენებთან. ყველანი ერთად ნაყინის საჭმელად წავედით. ბევრი ვიცინეთ. ვინ ვის უსმევნა ნაყინს ცხვირზე, ვინ–ვის. რეზიმ ერთი კარგად მომითხუპნა სახე. ყველა მე დამცინოდა, მხოლოდ გაბრომ გამომიწონდა ცხვირსახოცი ღიმილით. არ მე დავრჩი რეზის ვალში. ორი წუთის მერე როცა ყველას დავიწყებული ჰქონდა ეს შემთხვევა მივეპარე და მთელი ნაყინი სახეზე მივათხლიშე. ყველას ისტერიკული სიცილი წასკდა, გარდა რეზისა რომელიც დაბღვერილი შემომყურებდა. ამაზე ცალკე მოვრთეთ სიცილი. ყველა ჩვენ გვიყურებდა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, უფრო და უფრო ვგიჟობდით.
– ე, მარია რაღაც დაგვავიწყდა!
– რაა? (მარია)
– ჩვენი სურვილი!
– ეეე. რა კაი რაღაც მოვიფიქრეე– ერთმანეთს ეშმაკურად გადავხედეთ და ბიჭემისკენ გავემართეთ.
– ბიჭებოო! (მარია)
– რას ყვირიხარ გოგო! (გიორგი)
– ო მოიცა რა! ე. გაბრო, რეზი , ნუ მოკლედ ყველამ შემომხედეთ ეხლა რაღაც უნდა გაცნობოთ. (მარია)
– აბა! ბრძანეთ დიდო ბრძენო!– სასაცილოდ აიქნია ხელი ლუკამ. მარია დაეჯღანა და გააგრძელა.
– მოკლედ, ვიღაცეებს ერთი სურვილის ასრულება დაავიწყდათ. (მარია)
– აუუუ... (რეზი)
– რა აუ! მოკლედ, ახლა გახვალთ თქვენ ორი და თითო– თითოზე თითო გამვლელ გოგოს აუხსნით სიყვარულს.
– რა ? გოგო გაგიჯდი? (რეზი)
– არა! საღ ჭკუაზე ვარ.
– რაღაც არ გეტყობა(გაბრო)
– ნუ ლაყბობთ! მიდი დროზე აასრულეთ სურვილი.(მარია)
– ჰე, ხომ დაგვითმეთ, ახლა სურვილიც აგვისრულეთ.
– წავედით ძმაო, თორე არ მოგვეშვებიან.(გაბრო)
– პირველი რეზი იქნება! (მარია)
– კარგი (რეზი)– ეს თქვა და ერთი ქერა გოგოსკენ წავიდა. ყველანი დავიშალეთ და სხვადასხვა მხრიდა შემოვუარეთ რომ გაგვეგო ლაპარაკი. მივიდა და საუბარი დაუწყო. ნუ მოკლედ რომ ვთქვათ სიყვარული აუხსნა. მხოლოდ დაჩოქება აკლდა. გოგო გაშტერებული უყურებდა. ყველანი ვფხუკუნებდით ჩუმად. ბოლოს გოგომ „უკაცრავადო“ და მოგვშორდა.
– რაო თეთრი რაში გაკლიაო? – რეზიმ წარბშეკრულმა გადმომხედა.
– გაბროს ჯერია!(მარია)
– წავედი– ერთი შავგვრემანი გოგოსკენ წავიდა. არა, ვაღიარებ გემოვნება ჰქონია. მივიდა დაუჩოქა და სიყვარული აუხსნა. ის გოგოც ვიღაც გიჯი ყოფილა. ააყენა, მიესალმა და უთხრა გამიხარდება შენთან ურთიერთობა, გაბროც არ დაიბნა და ტელეფონის ნომერი გამოართვა, დაგირეკავო. შემდეგ კი ჩვენსკენ გაჯგიმული წამოვიდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც არ მესიმოვნა მათი ქცევა, შეიძლება ითქვას რომ გული დამწყდა. მაგრამ არ ვიცი რატომ.
– ე ბიჭო შენ რაები გცოდნია ეე. არა, კი ვიცოდი რომ ბაბნიკი იყავი მარა ასე ადვილად თუ გამოგივიდოდა არ მეგონა. (ლუკა)
ბაბნიკი?.. რა ბაბნიკი?.. არადა საერთოდ არ გავს მასეთს...
– კაი გავუდგეთ ახლა გზას. (გიორგი)
იგივე თანმიმდევრობით ჩავსხედით მანქანებში და სახლისკენ გზას გავუდექით. ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ დავიძინე. მომხდარზე ვფიქრობდი. გაბროს ასეთ გარდასახვაზე, მის სიტყვებზე.
„ მოიცა... რა თქვაა?.. დედა სანამ დარეკავდა რა თქვა?..“
– საყვარელი ადამიანი... – ჩუმად ამოვილუღლუღე და გაბროს გავხედე სარკეში. მიღიმოდა, მე კი გაშტერებული ვუყურებდი და გონს ვერ მოვდიოდი. გაბრომ მზერა მომაშორა და ფანჯარაში გაღიმებულმა გაიხედა. მეც შევეცადე დამეძინა და დამეძინა კიდეც. სახლში მისულს გამაღვიძეს. ყველა ისე დაღლილი იყო, მხოლოდ დავემშვიდობეთ და დავიშალეთ. სახლში რომ მივედი მშობლებს ვუთხარი რომ ხვალ ველაპარაკებოდი.მიხვდნენ რომ დაღლილი ვიყავი და დასაძინებლად გამიშვეს. მალევე ჩამეძინა ისე

*** 5 თავი

დილით, ვიღაცის რხევამ გამაღვიძა. ვიღაცა მარყევდა. თავი გადავწიე და ცალი თვალი ძლივსძლივობით გავახილე. ვინ იქნებოდა თუ არა მარია.
– ვაიმე, მარია, დამაძინე...– ჩავიდუდუნე და ისევ გადავაბრუნე თავი.
– გოგო, რა გაძინებს? სამი საათია.
– ვაიმე, ექვსამდე მე არ ვარსებობ.– ამოვილუღლუღე და დასაძინებლად მოვემზადე, როცა ფხუკუნი მომესმა. თვალი ვჭყიტე და რას ვხედავ. მთელი რაზმი კარებთან იდგა და ფხუკუნებდა, მათ შორის გაბრო.დენდარტყმულივით წამოვვარდი, მაგრამ მალე გავაანალიზე რომ ბრიტელებიანი მაისურის ამარა ვიყავი და ისევ ჩავწექი. მარიას საყვედურით სავსე თვალებით გავხედე, მან კი მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
– აბრძანდი, მზეთუნახავო!( რეზი)
– ოოო... თქვენ ხო არავის არაფერს არ დააცდით რაა..– ჯგუფს გავხედე, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა– ჰა, მოახერხეთ და მოტვინეთ ეხლა, რომ უნდა გახვიდეთ.
– გელოდებით (მარია)
ყველანი გავიდნენ. ცოტა ხანი ისევ საწოლზე ვიჯექი. მინდოდა სანამ გაბროს ვნახავდი გუშინდელზე მეფიქრა.
„ საყვარელი ადამიანი... ეს რას ნიშნავს? რა მიმახვედრა ვერ ვხვდები, რომ ვუყვარვარ? არაა, არამგონია“
უცბად ლუკას ნათქვამი გამახსენდა.
„ ბაბნიკიი... რათქმაუნდა მეშაყირება. უნდა რამენაირად ჩამითრიოს და მერე გული მატკინოს როგორც სხვებს.“
მართალია, ეს ჩემი ნებით დავასკვენი, მაგრამ მაინც შინაგანად გული ჩამწყდა.
არა, არ მივცემდი უფლებას თავი შემაყვაროს, შემდეგ კი გული მატკინოს. არ მივცემ უფლებას!
მალევე მოვემზადე და მისაღებში გავედი. დედას უკვე მოესწრო ლევანის და გაბროს გაცნობა, და კარგადაც ეჭიკჭიკებოდა. მივხვდი რომ მოეწონა ეს ბიჭები. სანამ მივუალოვდებოდი შეუმჩნევლად ჩავიცინე და ანის გვერდზე მივუჯექი.
– აბა, რა არის თქვენი ასეთი გრანდიოზული სტუმრობის მიზეზი?
– დე, ეს რა საუბარია. გესტუმრნენ, რა მოხდა მერე!
– კაი, რა დე. შენ თუ არა მე მაინც კარგად ვიცნობ ამათ. ასე უბრალოდ არ მოვიდოდნენ დილაადრიან.
– რა დილაადრიან გოგო, სამი საათია. (მარია)
– ამწუთას სამი საათი ჩემთვის დილაა.– ყველას ჩაეცინა– ჰე ეხლა ამოღეღავთ ვინმე?
– მოკლედ... (ლევანი)
– აჰა დე ხო გითხარი– ვთქვი და დედას გავხედე მომღიმარი სახით.
– გოგო მაცადე თქმა , ვაპირებთ რომ ლაშქრობა მოვაწყოთ. კარვებს რეზის მამა ჩამოგვიტანს დღეს. სხვა ყველაფერი გვაქ. ყველა თანახმა ვართ და შენ რას იტყვი?
– რავი აბა... – ვთქვი და დედას გავხედე კითხვანარევი თვალებით.
– მგლების საშიშროება რომაა? (დედა)
– ნუ ნერვიულობთ. იარაღები გვაქ თუ რამე.– ოხ გაბრო ეს რამ გათქმევინა, ახლა საერთოდ გადაიფიქრებს დედაჩემი ჩემს გაშვებას. საშინლად ეზიზღება და ეშინია დედას იარაღების.
– კაი დე წადი.– გაშტერებული მივაჩერდი დედა.
არა ეს ჩემი დედა არაა... რა უქენით ჩემ დედას?! მიშვებს? ამათთან და იარაღთან ერთად. არ არსებობოს!
– სერიოზულად?– ვკითხე გაფართოებული თვალებით და ეჭვშეპარული ხმით.
– კი დე წადი.
– აუუ, რა კაი მყავხაარ– მივედი და ლოყები დავუკოცნე. ამ ზაფხულს ვერ ვცნობდი დედას. ერთი მხრივ მიხაროდა ასეთი გარდასახვა, თან ეჭვს მიჩენდა. „ მოიცა დაველაპარაკები დღეს მე მაგას“
მეგობრები მალე წავიდნენ. ხვალინდელი დღისათვის მზადება დავიწყე. პირველ რიგში, დედაჩემი მივიმწყვდიე ჩემს ოთახში.
– დე რაღაცა უნდა ამიხსნა.
– რა ხდება, დე?
– ასე ადვილად როგორ გამიშვი? მე არ ვარ წასვლის წინააღმდეგი, მაგრამ ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ. ყველაფერზე ადვილად მთანხმდები, აქამდე ასე არ იყო.
– დე, უბრალოდ მივხვდი.– მითხრა და სევდიანი თვალებით შემომხედე. – ლელას (ჩემ დას) არ ჰონდა კარგი და ლაღი ბავშვობა ჩემი სიჯიუტის გამო, არ მინდა შენთანაც ასე მოვიქცე. ყველაფერს მოკლებულიხართ, ყველაფერი გაკლიათ რაც სხვა გოგოებს აქვთ, გართობა, მხიარული მეგობრები, ნივთები... მინდა რომ გამოვასწორო. დღეიდან არ ვიქნები ისეთი როგორიც აქამდე ვიყავი. თან შენებს ვენდობი. მართლა, ძაან მომეწონნენ ლევანი და გაბრო. თავაზიანები, კარგად აღზრდილები. გაბრო სიძედაც კი მომეწონა, – მის ნათქვამზე გამეცინა– მაგრამ, ახლა რ იფიქრო რომ ნებას გრთავ ეგრევე ცოლად გაჰყვე!
– დე ... მიყვარხარ!– მაგრად ჩავიხუტე. აქამდე ასეთი კავშირი არ გვქონია. ცრემლებიც ჩამოგვიგორდა.
– კაი დე არ გვინდა ტირილი. მიდი, ბნელდება უკვე. გავამზადოთ შენი ბარგი. – ცრემლები მოვიმშრალე და თავი დავუქნიე. შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. მხოლოდ, ახლა გაანალიზე რომ ლელასთვის რამოდენიმე დღე არ დამერეკა, ვერც დავურეკავდი. ალბათ, სულ კონფერენციები ჰქონდა, ამ დროს კი ყოველთვის გამორთული აქვს ტელე.
მაინც ვცადე დარეკვა. გავიდა.
– ხო სესი. როგორ მომენატრეთ! როგორ ხართ?
– ბედნიერი ვარ, ლელა, ბედნიერი!
– რა მოხდა?– წიკვინი დაწყო ტელეფონში.
– დედა შეიცვალა. დალაპარაკება მინდოდა. ამ ბოლო დროს ყველაფერზე მთანხმდებოდა. იცი წინა დღეს მეგობრებთან ერთად მინდოდა ზღვაზე წასვლა. დამთანხმდა, წამოგიდგენია? დღეს ორ დღიან ლაშქრობაზე დანახმდა მარიას. გამიკვირდა და ვკითხე. მითხრა რომ შეიცვალა. ლელასთან შეცდომები დავუშვი არ მინდა შენთანაც ასე მომივიდესო.
– სესი, ვერ წარმოიდგენ როგორი გახარებული ვარ. მიხარია! მიხარია რომ შენთან გამოასწორა ეს ყველაფერი. ერთი სული მაქ გნახოთ მაგრამ ხო იცი ვერ ვახერხებ.
– ვიცი, ვიცი. და ამაზე ნუ ნერვიულობ. არ გვწყინს რომ ვერ გვნახულობ. ეს შენი ცხოვრებაა. უნდა მიხედო საქმეებს. კაი ახლა წავედი ხვალინდელი დღისთვის უნდა მოვემზადო.
– კაი პაკა, გადამიკოცნე დედ–მამა ჩემს მაგივრად.
– პაკა.– ყურმილი საოცრად ბედნიერმა დავკიდე. „ხვალინდელი დღე... ო რა მხიარულებ მელოდე ხვაალ...“


გადავწყვიტეთ ადრე არ გავსულიყავით. თორმეტზე გავუდეგით გზას. ოთხ საათში დანიშნულების ადგილამდეც მივაღწიეთ. ეს იყო მდელო, საიდანაც მთელი ჩვენი სოფელი მოჩანდა. არ იფიქროთ, რომ სოფელი მხოლოდ ჩემი და ჩემი სამეზობლოს სახლებისგან შედგებოდა, არა. აქ დაახლოებით 100– მდე ოჯახი იყო. თითქმის მთელი სოფელი ჩანდა. შესანიშნავი იყო.
ხოლო, რაც შეეხება მე და გაბროს. ვცდილობდი მასთან მარტო დარჩენისგან თავი ამერიდებინა. ზოგჯერ, თვალს არ მაშორებდა, ეს კი მე მაკომპლექსებდა. საბედნიეროდ, არცერთს არაფერი შეუმჩნევია. მხოლოდ ერთხელ შევნიშნე რეზი, როგორ უყურებდა გაბროს ეშმაკური გამოხედვით.
ოდნავი დასვენების შემდეგ ვითამაშეთ, ხან ფრენბურთი ვთაბაშობდით,ხან ფეხბურთი. რაც მთავარია ანი ავამოძრავეთ. მიკვირდა, ფიზიკურად აქტიური არ იყო, მაგრამ მაინც ძალიან გამხდარი იყო. ამასობაში დაგვაღამდა. კარვები გავშალეთ. კოცონი დავანთეთ, თან წამოღებული სასუსნავები ამოვალაგეთ. ვიხსენებდით სხვადასხვა ამბებს, მუცლის ტკივილამდე ვიცინეთ და დასაძინებლად მოვემზადეთ. გოგოები ერთად ვიყავით კარავში, ბიჭები კი ორად გაიყვნენ. ყველას მკვდარივით ჩაგვეძინა.
გამეღვიძა. გოგოებს გადავხედე, ორივეს გაღიმებული სახით ეძინათ. არ მინდოდა მათი გაღვიძება, იქნებ და ტკბილ სიზმრებს ხედავდნენ. საათს დავხედე, ღამის 4 საათი იყო. სუფთა ჰაერი მომინდა და გარეთ გავედი. კოცონთან ახლოს ჩამოვჯექი.
„ ნეტა ძინავს? თუმცა ოთხი საათია, როგორ არ ეძინება. „
კითხვებზე პასუხი მჭირდებოდა, რომ ჩემს თავშიც გავრკვეულიყავი.
– რატო არ გძინავს? – ზურგს უკან მისი ხმა მომესმა, სხეულში სითბო ჩამეღვარა. გავხედე. ირონიული მზერითა და ღიმილით დამნათოდა თავზე.
– გამეღვიძა.– ჩუჩულით ვუპასუხე და თითქმის ნაკვერჩხლებს მივაშტერდი.
უხმოდ ჩამოჯდა ოდნავ დაშორებით.მაღიძიანებდა მისი ირონიული შემოხედვა, მაგრამ მაინც არაფერს ვიმჩნევდი და მეც ირონიულად შევხედავდი ხოლმე.
– და შენ რატომ გღვიძავს?
– შენ შეგეკითხო როდის დავიძინო?– თქვა ცივი ტონით და ირონიულად ჩატეხა ტუჩის კუთხე. ანაკლიაში მომხდარის შემდეგ, ასეთ ქცევას არ ველოდი.ვბრაზდებოდი, ლამის იყო წამოვხტარიყავი, თან გულიც დამწყდა მის საუბრის ტონზე, მაგრამ მაინც მოჩვენებითა უდარდელობით ვაგრძელებდი საუბარს.
– არა, უბრალოდ ვიფიქრე ზრდილობის გულისთვის ვკითხავ–მეთქი, მაგრამ შენ ხომ არაფერი გაგეგება თავაზიანი ქცევების. – ვთქვი და კარვისაკენ გავემართე, როცა მისი ხმა წამომეწია.
– ფუჭი იმედები გაიქარწ.... – გაფართოებული თვალებით ვიდექი ერთ ადგილზე და შებრუნებაც არ შემეძლო, მხოლოდ თავი შევაბრუნე მისკენ, ისე რომ ჩემი აწყლიანებული თვალები ვერ დაენახა.შევამჩნიე როგორ ჩაიცინა ირონიულად, ზურგი მაქცია და მისი კარვისკენ წავიდა. დაბნეული და გულნატკენი ვუყურებდი მის კარავს, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ მატკინა გული მისმა სიტყვებმა . იქნებ მართლა მქონდა იმედი, რომ ჩემს მიმართ რაღაცას იგრძნობდა?! კარავში ჩუმად შევიპარე და ჩემს ადგილს დავუბრუდი, ვიცოდი რომ თუ მარია გაიღვიძებდა არ მომეშვებოდა სანამ არ ამახსნევინებდა ყველაფერს. იმ საღამოს კიდევ ერთხელ დავდე პირობა, რომ საკუთარ თავს არ მივცემდი მისი შეყვარების უფლებას.

დილით რომ გავიღვიძე კარავში არავინ დამხვდა. რომ გავედი ყველა ბალახზე გაშლილ სუფრასთან ისხდა. მე შევუერთდი.
– დილა მშვიდობისა– ისეთი სახე მივიღე თითქოს და გუშინ საღამოს არაფერი მომხდარიყო და მივესალმე.
– დილა მშვიდობისა– რამდენიმე ხმა შემომეგება.
– სეს, უნდა წავიდეთ, რეზის მამამისმა დაურეკა, სასწრაფოდ იხმო, საქმე მაქვსო და დახმარება მინდაო. ბარემ ჩვენც დავბრუნდეთ. (მარია)
მივხვდი რომ რეზი ამის გამო თავს უხერხულად გრძნობდა და მას მივუბრუნდი.
– არაა პრობლემა. ისე მეც მქონდა რაღაც საქმე და აქეთ წამოსვლისას გადავდე, ახლა იმასაც მოვაგვარებ– ვიცრუე რეზის გასამხნევებლად და გავუღიმე.
მალე გამოვუდექით. გაბროს ერთხელაც არ შემოუხედავს, არც მე ვაქცევდი ყურადღებას.დაღმართზე სიარული უფრო ადვილი იყო ამიტომ ორ საათში სახლებს მივუახლოვდით.
– აუ მაგრა მეძინება, დავიშალოთ ახლა და საღამოს შევიკრიბოთ „ჩვენს ადგილზე“.
ყველას მოგვეწონა ლუკას იდეა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლებში დავბრუნდით.

– მოვედი დე– დედასთვის არ მითქვამს რომ წამოსვლას ვაპირებდით. ძაან გაუკვირდა ჩემი ნახვა.
– დე რამე მოხდა? ასე ადრე რატო წამოხვედით?
– არაფერი დე, რეზის ჰქონდა წამოსასვლელი და ჩვენც წამოვედით. მაინც კარგად გავერთეთ– დედას ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ოთახში შევედი. ცოტა დაიკოს წავეჭორავე, გაბროზე ფიქრის თავი არ მქონდა და საკუთარ თავს ძილინებისა ვუსურვე.

*** 6 თავი
რომ გამეღვიძა უკვე 21 საათი იყო.
– ‘ მარია რას ვაპირებთ? ‘– მივწერე და ტანსაცმელი გამოვიცვალე, ამასობაში პასუხიც მოვიდა.
– ‘ გოგო თითქმის ყველას ეზარება, თან გვიანი და უბრალოდ ჩემთან შევიკრიბოთ.’
– ‘ კაი ჩამოვალ მალე’
მოვემზადე და სამზარეულოში გავედი.
– გაიღვიძე დე?
– ხო, მალე მარიასთან უნდა ჩავიდე. მაჭამე რა რამე?
მაგიდაზე ნამცხვარით სავსე ლანგარი დამიდო.
– ვა ეს საიდან?
– ნანა დეიდამ გამოგიგზავნა.
– ვგიჟდები მაგ ქალზე!
– უყვარხარ დე და შენი იმედი აქვს ხო იცი?
– კი ვიცი... დრო რომ მოვა შეძლებისდაგვარად დავეხმარები.
ნანა დეიდას ქმარი 6 წლის წინ მოუკვდა ავტოავარიაში. მარქანა მდინარეში გადაიჩეხა, გვამი ვერავინ იპოვა. საფლავიც კი არა აქვთ, რომ მივიდნენ და ილოცონ. ორი შვილი დარჩა, ორი ბიჭი. ერთი ქალაქშია სწავლობს და თან მუშაობს. მეორე კი აქ სწავლობს სკოლაში. ამჟამად, ისიც თბილისშია წასული ძმასთან. ცოტა უჭირთ. საოცარი ქალია ნანა! ამდენი ტკივილის შემდეგ ისევ იბრძვის შვილებისთვის და ისევ ასეთი ტკბილი ქალია. ვცდილობთ ჩვენც დავეხმაროთ როგორც შეგვიძლია.
– კაი დე წავედი მე.
– კაი, დე ჭკვიანად.
ორ წუთში მარიასთან ვიყავი. ყველა აქ იყვნენ, გარდა ანისა. ყველას მივესალმე და მარიას მივუჯექი გვერდით.
– ანი სადაა?
– სახლშია, მუხლი აქვს გადატყავებული და უარი თქვა წამოსვლაზე. (ლუკა)
– რა? რა მოუვიდა?– უცბად ისე წამოვფრინდი ვერც კი შევამჩნიე.
– ველოსიბედიდან ჩამოვარდა (მარია)
– როდის მოასწრო?
– რომ მოვედით მერე. ანიმ გავისეირნებო. ლევანიმ იპოვა ძირს რომ ეგდო, გონებაც დაკარგული ჰქონდა. მადლობა ღმერთს, მოტეხილობა არ აქვს (მარია)
– არ გინდა ჩავიდეთ და ვნახოთ?
– კი ჩავიდეთ
ბიჭები გიორგისთან დავტოვეთ, მე და მარიამ ანის მივაკითხეთ. რასაც ჰქვია, შევუვარდით ოთახში. ანი საწოლზე მწოლიარე დაგვხვდა. გაფართოებული თვალებით გვიყურებდა. რამოდენიმე წამი ასე იყო, მერე კი გაანალიზა და წამოფრინდა.
– ვაიმე გიჟებო! ასე გვიან რა გინდათ აქ?! – თქვა და მიგვიხუტა.
– დაზიანების მიუხედავად რაღაც კარგ ხასიათზე მეჩვენები.
– გოგო, ლევანიმ მოიყვანა ხელში აყვანილი! – ანიმ თვალები დაუბრიალა მარიას.
– ოქეიი გასაგებია– ყველას გაგვეცინა.
ერთი საათი ასე ვჭორაობდით. შიგადაშიგ ლევანიზეც ვეხუმრებოდით და ვაწითლებდით. მე და მარია ბოლომდე ვიცინოდით, ანიც აგვყვებოდა ხოლმე. ვიცოდით რომ არ გაგვიბრაზდებოდა ჩვენი ანი. მე და მარია ერთად წამოვედით.

– მაგარი ბედნიერია ანი! (მარია)
– აუუ კიი... ძაან საყვარლებია არიან ეს და ლევანი.
– ისე მაინც როგორ გამოგვაპარეს?!
– აბა გოგო! თან როგორ მსახიობობდნენ, ჩვენც რო ვერ შევამჩნიეთ.
– ნუ შევამჩნიეთ თუ არ შევამჩნიეთ, ერთად არიან და ძაან მაგარი წყვილია!
– კაი წავედი მე, გვიანია. ალბათ, ბიჭებიც დაიშლებოდნენ.
– პაკა, მოგწერ დილით.
– ოქეი– ლოყაზე ვაკოცე და სახლისკენ გადავუხვიე.
მთელი ჩვენი შეხვედრის განმავლობაში გაბროს ხმა არ ამოუღია. არც ჩემზე მოპყრობილ მის თვალებს ვხედავდი და ვამჩნევდი.
„ როგორი ადამიანია ვერ ვხვდები. თითქოსდა მასში ორი ადამიანი ცხოვრობდესო. ერთი ის, რომელიც ანაკლიაში თბილად მექცეოდა, მეორე კი ის რომელმაც ლაშქრობაზე ზურგი მაქცია“
სახლში შევაბიჯე და მშობლებს ვაცნობე რომ მოვედი. ოთახში შევედი. არ მეძინებოდა, ამიტომ ფილმის არჩევა დავიწყე. ამჯერად, დრამების ხასიათზე არ ვიყავი და საშინელებათა ჟანრი ავირჩიე. „ზარი VS წყევლა“ ჩავრთე და წამოვწექი. დიდად არ მეშინოდა ასეთი ფილმების ყურების დროს. უცბად, ტელეფონის ხმა გაისმა. ვაღიარებ, შემეშინდა. შემეშინდა? გული კინაღამ საგულიდან ამომივარდა!
ფილმი დავასტოპე და ტელეს დავხედე. მესიჯი იყო მარიასგან.
- ‘გძინავს სეს?’
- ‘არა ფილმს ვუყურებ.’
- ‘რა ჯანრი?’
- ‘საშინელებათა ჟანრს’
- ‘ აუ მეც მინდა’
- ‘ამო ჩემთან და დარჩი’
- ‘კაი ამოვალ მალე’
ათ წუთში მარია ჩემს ოთახში იყო.
– მოდი მომისკუპდი.
მარიასთან ერთად გავაგრძელე ყურება. ერთი– ორჯერ ისე შევაშინე, ძლივს შემოვირიგე. ვიცოდი, რომ მაინც არ მიწყენდა. ნახევარი ფილმის გასვლის შემდეგ ჩაეძინა, როგორც ყოველთვის. მეც აღარ მსურდა ყურება, თან რაღაც მომაბეზრებელი იყო უკვე ფილმიც. კომპი გამოვრთე და მარიას მივუწექი. ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა გაბროს შესახებ მაგრამ ვყოყმანობდი. არ გეგონოთ ეს იმიტომ რომ არ ვენდობოდი ან რამე მასეთი, არა. უბრალოდ ვიცოდი რომ შემდეგ ისიც ინერვიულებდა. თან მინდოდა ამაზე მარტო მე მენერვიულა. არ მინდოდა ჩემი პრობლემები მისთვისაც მომეხვია თავს. მალევე ჩამეძინა.

ასე გავიდა ორი კვირა. ხან ტბაზე გავდიოდით, ხან „ჩვენს ადგილას“ ვიკრიბებოდით. ერთხელ ანაკლიის აკვაპარკშიც მოვასწარით წასვლა. წინ ისევ ორი კვირა იყო.
მთელი ამ დროის განმავლობაში გაბრო არაფერს აკეთებდა. ვიყავით ჩვეულებრივად, მაგრამ მაინც იმაზე ნაკლები კონტაქტი გვქონდა როგორიც ჩემ და ლევანს შორის იყო. ჩვენთან ერთად დადიოდა, საუბრობდა, თამაშობდა, მაგრამ ჩემთან დიალოგი არ ჰქონია.მაგრამ, ზოგჯერ მაინც ვგრძნობდი მის მწველ მზერას. ვერ ვხვდებოდი ასე რატომ იქცეოდა. ყოველ ღამე ანაკლიის ამბავს ვიხსენებდი, შემდეგ კი ლაშქრობის დიალოგს.თვალები ცრემლებით მევსებოდა. ჩემს თავზე ვბრაზობდი რომ მის ქცევას ამხელა მნიშვნელობას ვანიჭებდი. თავს უფლებას არ ვაძლევდი ცრემლი გადმომეგდო მის გამო. ვცდილობდი სრულიად დამევიწყებინა მაგრამ მეორე მე მეუბნებოდა რომ ამას ვერ შევძლებდი. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ეს გრძნობა გულში უნდა დამენარხა.
აგვისტოს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. საშინლად ცხელოდა. როგორც ყოველთვის ადგომისთანავე მარიას მივწერე. ხო მართლა, ანი და ლევანი– უსაყვარლესი წყვილი. უფრო დაახლოვდნენ. როდესაც ერთმანეთის ხედავდნენ თვალები ენთებოდათ სითბოთი და სიყვარულით. თეთრი შურით გვშურდა მათი. მე, მარიამ და ანიმ საერთო ჩათი შევქმენით.
– აბა რას შვრებით გოგოებო? რა გეგმები გვაქვს დღეს?
– აუ გოგო რა ვიცი, რამე ახალი მინდა და ვერაფერი მომიფიქრებია. (ანი)
– მარიას ძინავს კიდე?
– აქა ვაარ (მარია)
– ოქეი გოგოებო. მოდი იცი რა ვქნათ, საღამოს ისე სტადიონზე წავიდეთ ოღონდ რეზის მანქანით, არ მაქ ფეხის ჩასვლის თავი. ცოტა ვითამაშოთ. წასვლამდე ჯოკერი შევუბეროთ „ნიზლავზე“. ვინც წააგებს გზაზე პირველ შემხვედრს აუხსნის სიყვარულს. აბა რას ფიქრობთ?
– აუ კაიიაა(მარია)
– გოგო რო წავაგო მერე ლევანი? (ანი)
– კაი რა, გაგიგებს ლევანი
– არ ითამაშო თუ გინდა, ნუ მაინც გაგიგებს ლევანი მარა... (მარია)
– ხო მე არ ვითამაშებ ასე ჯობია. (ანი)
– კაი აბა დღეს ორისთვის ვიკრიბებით (მარია)
– ოქეიი...
მშობლები ვნახე, წავეჭორავე, მოვემზადე და მარიასთან ჩავედი. ყველა აქ იყო, გარდა გაბროსი. ცოტა ხანში ისიც მობრძანდა. ჯოკერის თამაში დავიწყეთ წყვილებად. მე და რეზი, გაბროსა და მარიას წინაშე.
– ვაიმე, რეზი ნუ იხიშტები!
– დამაცა გოგო, მოვიგებთ!
რის მოგება, დიდი სხვაობით წავაგეთ.
დავადექით გზას სტადიონისაკენ. ამჯერად მანქანით. პირობა დავდეთ რომ მარია და გაბრო გვეტყოდნენ ჩვენი სიყვარულის ახსნის ობიექტებს.
პირველი რეზი იყო. გაბროს უნდა მიეთითებინა. და ვისზე მიუთითა? ერთ მსუქან გოგოზე, ნუ გოგოზე რა ქალზე. ჯერ მე მკითხეს გათხოვილი თუ იყო, დიდად მეც არ ვიცნობდი მაგრამ ვიცოდი რომ საქმრო არ ჰყავდა. მიუახლოვდა რეზი, ხმას ვერ იღებდა ის გოგო კი უყურებდა ამ გამოშტერებულს.
„აჰა რეზი, ხო იხიშტებოდი აბა ჰე შენ იცი“ ვფიქრობდი და თან ჩუმად ვუმზერდი სიცილის თანხლებით. აუხსნა! არის! მოიცა ასე სწრაფად?! ეეე... მე ცოტა წვალება მინდოდა.
– აბა სესილი! აჰა ბიჭი, ახლა შენ იცი (მარია)
მაღალ, გამხდარ და ყავისფერთვალება ბიჭზე მიმითითა. ცუდი შესახედაობის არ ამოურჩევია, უხ მარია, იცოდა რომ ვინმე მახინჯთან გამიადვილდებოდა და ყველაზე საყვარელი აირჩია. მარა როგორ გამიხარდა! ნიკუშა! ჩემი ნიკუშა! პატარაობიდანვე ვიცნობ. ერთი წლით დიდია ჩემზე. ვაიმე, სიყვარული უნდა ავუხსნა? არა აქამდეც მითქვამს მიყვარხარ–თქო, მარა და–ძმურად ვგულისხმობდი, ახლა კი ბგერები არ ამომდიოდა ყელიდან. ვიდექი მის წინ გაშეშებული.
– სესი,კარგად ხარ? (ნიკუშა)
– ა... კი ... კი კარგად ვარ.
– ისე რამდენი ხანია არ მინახიხარ. რას შვრები როგორ ხარ?
– რავი ძველებურად– ძლივს გასაგუნად ვჩურჩულებდი. უკვირდა, მე ასეთი ხმაურიანი ასე რატომ ვლაპარაკობდი.
– სესი, აშკარად რაღაც მოხდა. არაფერს მეტყვი?
– აუ ნიკუშ...– ვერ ვამბობდი ამ სიტყვას. რაღაც უნდა მექნა. უცბად, თვალი მოვკარი კუთხეში დაყრილ ქვიშას,– წამომყევი ერთი წუთი– უსიტყვოდ გამომყვა. ჯოხი ავიღე და ქვიშაზე დავიწყე წერა. „სიცოცხლეს მირჩევნიხარ, მიყვარხარ!“ რომ შევხედე დაბნეული თვალებით მიყურებდა. შტერი, აქამდეც ხომ მითქვამს, ახლა რა გაუკვირდა ნეტა.ისევ წერა დავიწყე. „ჯოკერი წავაგე და“
– ვაიმე, და ამიტომ ნერვიულობდი ტო...– ისტერიკული სიცილი აუტყდა. მეც ვერ შევიკავე თავი მისი შემყურე. ყველა ჩვენ გვიყურებდა, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსას ვუბერავდით. ჩემები გაკვირვებულები გვიყურებდნენ.
– მოდი სულელო ჩამეხუტე– მითხრა და მომეხვია. ვგიჟდებოდი მაგ ბიჭზე. თითქმის ერთად გავიზარდეთ. დედასაც უყვარდა და ენდობოდა.ერთი პერიოდი დადიოდა ჭორი რომ შეყვარებულები ვიყავით, მაგრამ მერე ყველამ შეიგნო რომ უბრალოდ და– ძმასავით ვიყავით. ჩემებისკენ გავაპარე თვალი. ყველა იცინოდა. სინამდვილეში გაბროს რეაქცია მაინტერესებდა. წარბშეკრული იდგა და ეჭვიანი თვალებით გვიყურებდა.“ არის ეჭვიანობს. იეჭვიანოს, ცოტა მანაც იწვალოს მე რომ მაწვალებს მისი ორნაირი ხასიათით“
– წამო ჩემებს გაგაცნობ. – ყველა გავაცანი, გაბრომ მხოლოდ ხელი ჩამოართვა. მთელი საღამო ჩვენთან იყო ნიკუშა. ვგრძნობდი როგორ გვიყურებდა გაბრო როცა ნიკუშა მეხუტებოდა.
ღამის თორმეტი იყო რომ დავიშალეთ. ისევ მანქანით ვბრუნდებოდით. ოც წუთში სახლში ვიყავით. ბოლოს ისე მოხდა რომ მხოლოდ მე და გაბრო შემოვრჩით. არ მინდოდა ჩემი დაძაბულობა შეემჩნია ამიტომ საუბარი წამოვიწყე.
– ლამაზი დღე იყო!
– ხო, ძაან კარგად გაერთე შეყვარებულთან– ეს ისეთი გაღიზიანებული ტონით თქვა, თავიდან ვიფიქრე ხომ არ მომეჩვენათქო, მაგრამ მერე მის სახეს შევხედე. წარბებშეკრული გაქყურებდა სივრცეს. ლოყაზე ძარღვი გამობერილი ჰქონდა. სხვა დროს ალბათ, მომეწონებოდა ეს მაგრამ ახლა ამის თავი მქონდა?!
– უკაცრავად?– გაკვირვებული შევბრუნდი მისკენ და მის თვალებს მივაშტერდი.
– რა ასე არაა?– ვხვდებოდი რომ გაბრაზებული იყო– ხალხის წინაშე ისე ეხუტებოდი თითქოს შენი შეყვარებული იყოს, თუმცა ასეა და...
– ის ჩემი შეყვარებული არ არის! – ჩემმა ხმამ მე თვითონაც შემაშინა.
– არ არის? რას იტყუები ტოო? შესამჩნევი იყო ძაან.– თან გაღიზიანებული და თან ირონიული ხმით მიპასუხა.
– არ არის– მეთქი, ვერ გაიგე?! შენ რა მერე? ვისაც მინდა იმას ჩავეხუტები და სადაც მინდა. და საერთოდ რატომ გიხსნი რამეს?!– ეს ბოლო უფრო ჩემს თავს შევუყვირე.
– მაინცდამაინც პირდაპირ უნდა გითხრა?! ვერ ხვდები რას ვგრძნობ?!
– რაა?.. რა უნდა მივხვდე?! არ როგორ უნდა მივხვდე, წარბშეკრული და ირონიული გამოხედვითა და ღიმილით?! – მივაძახე და სახლისკენ გამოვიქეცი. მინდოდა უკან მიმეხედა და მისი სახე დამენახა მაგრამ არ შემეძლო. ცრემლები თავისით იკვლევდა გზას ჩემს სახეზე, ჩუმად ვქვითინებდი, რომ მშობლებს არ გაეგოთ. ოთახში შევაღწიე და კარებთან ჩავიკეცე. თავს ვერ ვიმშვიდებდი, ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ. მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა გაბროსთვის, მინდოდა კითხვებზე პასუხი მომეთხოვა. მახსენდებოდა მისი თვალები, ტუჩები და ნაიარევი წარბთან. მგონი, მხოლოდ ამ საღამოს შევამჩნიე ნაიარევი მის სახეზე. როგორ უხდებოდა!.. თავს ვიკავებდი რომ რამე არ დამელეწა. ძლივს დავმშვიდდი. დავშვიდდი?.. ჰმ... არა ეს დამშვიდება არ იყო. უბრალოდ, მოვახერხე რომ საწოლზე გადავწოლილიყავი. ცოტა ხანში შევმჩნიე როგორ შემოიხედა დედამ ოთახში და როცა დარწმუნდა რომ მეძინა ისევ გავიდა. ცრემლები შემშრობოდა. ვფიქრობდი... ვფიქრობდი რა იქნებოდა ხვალ. ისევ არაფრად ჩამაგდებდა გაბრო? მე მხოლოდ ერთ კითხვაზე მქონდა პასუხი. მიყვარდა?.. კი , მიყვარდა... მიყვარდა... ორი კვირის წინ შემიყვარდა მაგრამ არ ვაღიარე... „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“– განა ასე არაა? კი ასეა... და აი ვაღიარე... ვაღიარე რომ მიყვარდა!
*** 7 თავი
ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. თვალები რომ გავახილე ისევ არ იყო გათენებული. საათს დავხედე, ღამის ორი საათი იყო. ტელეს დავხედე, მესიჯი იყო უცნობი ნომრიდან. პირველი გაბრო ამომიტივტივდა გონებაში.
– ‘ შენი სახლის გვერდზე, ბუჩქნართან გელოდები’
რამოდენიმე წამი გაშტერებული ვუყურებდი ტელეფონს.
„ ასე გვიან რა უნდა? ისევ უნდა მეჩხუბოს? „
წამითაც არ გამკრია გონებაში კითხვა– შეიძლება მისი ნდობა? ვენდობოდი, რატომღაც ჩემს თავზე მეტად ვენდობოდი. მაგრამ, მაინც ვყოყმანობდი. მეშნოდა... მეშინოდა ისევ გული არ მტკენოდა. მაგრამ, თან გული იქით მიმიძღვოდა. ფიქრებიდან რომ გამოვერკვიე უკვე ჩაცმული მქონდა შორტი და მაისური. ჟაკეტი შემოვიხვიე და სახლიდან ჩუმად გავედი. აღმართს ავუყევი ბუჩქნარისაკენ. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო სწრაფად მიცემდე გული. შორიდანვე ვიცანი ზურგით მდგომი გაბრო. მივუახლოვდი. როგორც კი დამინახა ჩემსკენ გამოემართა, უნებლიედ ორი ნაბიჯით უკან დავიწიე. თვალებში შემომხედა. მისი თვალები... ოჰ... ამჯერად მის წყლიან თვალებს გაემუქებინა თვალის გუგა.
– სესილი...ჩემი გეშინია?..– მის ხმაში სინანული, სითბო, დარდი– ყველაფერი იგრძნობოდა.
– მე... არა, უბრალოდ...– არ ვიცოდი რა მეთქვა. არ მინდოდა ჩემი გრძნობები გამემხილა.უფრო მომიახლოვდა. შუბლი თავზე მომადო და თვალები მილულა. გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა. მეგონა ჩვენს გარდა დედამიწაზე არავინ იყო. ბანალურია არა? არა, ჩემთვის ეს ბედნიერება იყო... უსაზღვრო ბედნიერება. მაგრამ მეშინოდა... ბედნიერების გამოხატვის მეშინოდა.– რას აკეთებ?... გაბრო... გთხოვ, გამიშვი...– ვცდილობდი გავთავისუფლებულიყავი მაგრამ ერთი ხელი წელზე შემომხვია და უფრო ახლოს მიმიკრო.
– გთხოვ, ჩემი ნუ გეშინია. და... მაპატიე... მაპატიე რომ გულს გტკენდი.
– გაპატიებ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ხვალ ისევ ისე მომექცევი– ვჩურჩულებდი და ვცდილობდი თვალებში არსებული სითხისთვის გზა გადამეკეტა.
– არა... ვერ მოგექცევი. არ შემიძლია... არ შემიძლია შენგან შორს ყოფნა როცა ასე ახლოს ხარ– თვალებში შემომხედა. მე რას ვგრძნობდი? არ ვიცი. რამოდენიმე გრძნობამ ისე გამიარა ვერ მივხვდი რომელი იყო რეალური და რომელი ჩემი წარმოსახვის შედეგი.
– გაბ...– არ დამამთავრებინა, ჩვენს შორის მანძილი უკვალოდ გაქრა. ისე ნაზად მკოცნიდა... მისი ტუჩები თბილი და ტკბილი იყო. მინდოდა ეს წამი საუკუნედ გაწელილიყო. არ ავყევი, არ კი არა ვერ ავყევი. გაბრუებული ვიდექი და ჩემს სხეულში მისგან წამოსულ სითბოს ვატარებდი.მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე როცა ჩემმა ტუჩებმა სიგრილე იგრძნეს.
– უბრალოდ მაპატიე– ყურთან ჩამჩურჩულა, იქვე სველი კოცნა დამიტოვა და გაქრა.
დილით რომ გავიღვიძე უკვე თორმეტი იყო. პირველი წამიდანვე წინა საღამო გამახსენდა. „ რა იქნება ახლა?“ აი ჩემი პირველი კითხვა, რომელზედაც პასუხი ისევ არ ვიცოდი. კიდევ რამდენი კითხვა იყო ასეთი, რომელზედაც პასუხი ისე და ისევ არ ვიცოდი. ჩემი პირველი კოცნა... სხვა გარემოში და სხვა მდგომარეობაში ველოდი ამას. „ მაინც რატომ გააკეთა ეს?“
გადავწყვიტე რომ უნდა დავლაპარაკებოდი, პასუხები უნდა გამეგო ჩემს კითხვებზე.
ტელეს დავხედე. ოდნავ გამიკვირდა აქამდე მარიას რომ არ ჰქონდა მოწერილი.
გამოვიცვალე და გადავწყვიტე პირდაპირ ჩავსულიყავი მასთან.მშობლები მოვიკითხე, გავაფრთხილე რომ მივდიოდი და მარიას ჩავაკითხე.
– გამარჯობა, ბაბუ.
– გაგიმარჯოს, გენაცვალე.
– მარია სახლშია ხო?
– კი ოთახშია ანისთან ერთად მოწყენილი.
– მოწყენილი?
– ხო, ბიჭები წასულან ამ დილით. მონახულება ძლივს მოასწრეს.
რა დამემართა? არ ვიცი. ერთბაშად იმდენი რამ ვიგრძენი... არ ვიცი... უკვე აღარაფერი არ ვიცოდი. ვიდექი გაშეშებული და მოსმენილის გაანალიზებას ვცდილობდი.
„ წავიდა... ასე წავიდა... კი მაგრამ... ასე...“
ვერც კი გავაცნობიერე, უკვე ჩემს სახლთან ვიყავი, ოთახში ჩუმად შევიპარე და ჩავიკეცე.
„ არა... არა ასე არ წავიდოდა. არ წავიდოდა... ასე რატომ დამტოვა? როგორ?“
ვტიროდი, გულამომჯდარი ვტიროდი. ვცდილობდი ხმა არ ამომეღო რომ დედას არ გაეგონა. რა ვიგრძენი? იმედგაცრუაბა, ტკივილი, ტანჯვა, სიყვარული... ხო სიყვარული... უიღბლო სიყვარული.
დაახლოებით ნახევარი საათი ვტიროდი, მერე კი კედლის ერთ წერტილს ვიყავი მიშტერებული. ვფიქრობდი, განა უბრალო გატაცებისას ასე უხარიათ, ასე განიცდიან, ასე სტკივათ? არა. ეს გატაცება არაა. დავრწმუნდი... დავრწმუნდი რომ უსაზღვოდ მიყვარს! მიყვარს და მეყვარება!
*** 8 თავი
ივნისის ერთი ჩვეულებრივი დღე. ტანსაცმელს ჩემოდანში ვალაგებ და თან ვითვლი რამე ხომ არ მრჩება. თბილისში მივდივარ.
- ესეც ასე, ბარგის ჩალაგებაც დასრულებულია.- ვამბობ და ვფიქრობ თბილისზე, იქაურ ცხოვრებაზე. წარმოუდგენლად მიმაჩნია, სოფლის ასეთი ცხოვრების შემდეგ როგორ უნდა მიეჩვიო იმ ცხოვრებას. მაგრამ ეს შესაძლებელია. მიჭირს... მიჭირს აქაურობის ისევ დატოვება, ჩემი მშობლების, ნათესავების, ჩემთვის სასიამოვნო ადგილების მიტოვება.- ზაფხული... - ისევ ის მახსენდება. ისევ მახსენებს თავს ზაფხულის მოგონებები, სიხარული, ბედნიერება, შემდეგ კი ისევ დარდი, მწუხარება, სევდა. უკვე 8 წელი გავიდა მას შემდეგ რაც გაბრო მოულოდნელად გაუჩინარდა. გაუჩინარდა და ჩემს გულში უზარმაზარი ცარიელი ადგილი დატოვა. არც მარიასაგან, არც რეზისგან არაფერი მსმენია მასზე. ალბათ, იციან რამე მასზე, მაგრამ არ ვეკითხები. არ მინდა გული უფრო მეტად მეტკინოს. გამიხარდება ბედნიერი რომ იყოს, მაგრამ მაინც მეტკინება.
მან მე შემცვალა, სრულიად შემცვალა. ჩემში ცვლილებას ყველა ამჩნევს, მშობლები რაღაცას ეჭვობნენ,მაგრამ შემდეგ ჩემს მძიმე რუტინას დააბრალეს. უფრო ჩაკეტილი გავხდი. უფრო მიჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა. მხოლოდ ჩემი მიზნისკენ სწრაფვა არ შეფერხებულა. საკუთარ თავს არ მივეცი უფლება რომ ეს გამეკეთებინა. ჩემი წარმატებული მომავალი ჩემთვის პირველ ადგილზე იყო და არის. წინ და წინ მივდიოდი, ყველას ვაკვირვებდი ჩემი შესაძლებლობებით, ვწვალობდი, ვიტანჯებოდი კიდეც, შედეგად, მე მივაღწიე ჩემს მიზანს. საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგი გავხდი. ჩემი თავით ვამაყობდი, ამაყობნენ. მხოლოდ ერთი რამ მიშლიდა სრული ბედნიერებისთვის- გაბრო... მონატრება... სევდა... ვცდილობდი, ყველანაირად ვცდილობდი გონებიდან ამომეგდო მასთან დაკავშირებული მოგონებები, დამევიწყებინა ის, მაგრამ ვერ შევძელი. რვა წელი... მთელი რვა წელი გავიდა მას შემდეგ და მე ისევ ისე მიყვარს, უფრო ძლიერადაც კი.ნეტა სად არის? როგორ არის? რას აკეთებს? ვუყვარვარ?
ისევ კითხები პასუხების გარეშე.

*** 9 თავი
ორი კვირაა გასული რაც დავბრუნდი თბილისში. ჩვეულებრივი დღეა ივლისისა. ღამე ისევ საავადმყოფოში გავატარე. რთული გრაფიკი მაქვს. ღამით საავადმყოფოში ვრჩები, ჩემთვის განკუთვნილ კაბინეტში ვიძინებ. ჩემი ხუთოთახიანი ბინის აქტიური სტუმარი არ ვარ. საავადმყოფოდან მხოლოდ შაბათ საღამოს გავდივარ. ყველა საჭირო ნივთს ჩემი სახლის დამლაგებელი ნათელა მიგზავნის.
შაბათის საღამოა. საავადმყოფოდან გამოვდივარ და ჩემს მოტოციკლეტს ქუჩაში მივაქროლებ. მოტოციკლეტი, ეს ჩემი სიმდიდრეა. პატარეობიდანვე მინდოდა მყოლოდა, და როგორც კი გამოჩნდა შანსი არ გავუშვი ხელიდან. გრილი საღამოა. ქალაქი დაცარიელდა, ყველა სადღაც არის წასული დასასვენებლად. ჩემს კაფეში შევდივარ. „ჩემი კაფე“- ეს არის ადგილი სადაც ყველაფერი მყუდრო და სასიამოვნოა. როცა რამე მაწუხებს ყოველთვის აქ მოვდივარ, ეს კი ხშირად ხდება. უფრო სწორად ყოველ შაბათს. არცერთი შაბათი არ გავა წუხილის გარეშე, არც სხვა საღამოები. ყოველ ღამე როცა მარტო ვარ ვტირი, უკვე შემშრალი ცრემლებით ვტირი. ვიხსენებ, მას ვიხსენებ. თუმცა, მას გახსენება არ სჭირდება. ის ყოველთვის მახსოვს, ყოველთვის ჩემს გულშია. მხოლოდ ჩემი სამუშაო მიქარწ....ბს დარდს და სევდას. გაბრო... ჩემს გულში ისე სწრაფად და მოულოდნელად შემოიჭრა რომ ვერც კი გავიაზრე.
ორადგილიან მაგიდასთან ჩამოვჯექი და ცივი ყავა შევუკვეთე. მალევე მოვიდა. აქაურობა საოცრად მყუდრო იყო, ყველაფერი გემოვნებიანი და სასიამოვნო.
მაგიდაზე ტელეფონი განათდა. მარია რეკავდა. უკვე ერთი თვე იყო არ მენახა.
- ალო, მარიაა... როგორ მომენატრეე!
- რა არი გოგო ეს, დაგვივიწყე ყველა!
- კაი რა დაგივიწყეთ გოგო, შეუძლებელია თქვენი დავიწყება!
- არ უნდა შევხვდეთ ერთი?! აი, ძაან გთხოვ, დღეს ვიკრიბებით და მოდი რა ჩვენთან.
- არ ვიცი მარია, საშინლად დაღლილი ვარ. ახლა გამოვედი საავადმყოფოდან.
- შეგიწირავს შენ ეს საავადმყოფო!- მხოლოდ გავიცინე- მოდი რა, ყველას გვენატრები.
- ვინები იქნებით?- არ ვიცი ეს ისე უბრალოდ ვიკითხე თუ მაინტერესებდა გაბროც იქ იქნებოდა თუ არა.
- შენ ვისაც იცნობ ისინი რა და კიდე ერთი-ორი. ძაან გთხოოვ...- გაიწელა მარია ტელეფონში.
- კაი, კაი მოვალ. რომელისთვის?
- აუ რა კარგი ხაარ!.. თერთმეტისთვის გამოგივლით მე და რეზი და მზად დაგვხვდი.
- კაი შეხვედრამდე. გკოცნი- ტელეფონი გავთიშე, ანგარიში გადავიხადე და სახლისკენ გავაქროლე მოტო.
უკვე ათის ნახევარი იყო, უნდა მეჩქარა. სახლში მალევე მივედი. ჩემს ოთახში შევედი და გარდერობი გადავატრიალე. ბოლოს შავი, სადა კაბა ავირჩიე, მუხლებამდე სიგრძის და ზურგზე ამოჭრილი, ასევე შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად. მაკიაჟი გავიკეთე, თმები ავიწიე, მშობლებს დაველაპარაკე, ამასობაში თერთმეტიც მოვიდა, ფანჯარაში გავიხედე. რეზის მანქანა უკვე აქ იყო. ბინა ჩავკეტე და კიბეები ჩავირბინე, მანქანასთან მივედი. მარიას და რეზის მივესალმე და რესტორნისკენ გავწიეთ.
- რა ლამაზი ხარ, სესიი! (მარია)
- ამას მე მეუბნები?! შენს თავს შეხედე, მზეთუნახავო!
- აუ თქვენ თუ დღეს არ გაკონტროლეთ ვიღაცა მოგიტაცებთ ტოო (რეზი)
- რა სიმპატიჩნი ხარ რეზიი!
- მოვედით! (მარია)
- მოვედით... - ჩუმად ამოვილუღლუღე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ისიც არ ვიცოდი გამხარებოდა თუ არა აქ გაბროს ნახვა. რა რეაქცია ექნებოდა მას ჩემ დანახვაზე?
რესტორანში შევაბიჯეთ. მარიას გავყევი უკან, რომელიც იმ სუფრისკენ მიიწევდა სადაც ანი, ლევანი, ლუკა და კიდევ ორი ბიჭი იჯდა. გაბრო არ ჩანდა.
- პრივეტებიი... (მარია)
რეზი ძმაკაცებს გადაეხვია, მე ანი გადავკოცნე და ლევანს მივესალმე. ეს ორი ისევ ერთად არიან. უმაგრესი წყვილი!
- გაიცანით სესილი, ჩვენი ჭკუის კოლოფი!- ჩემი თავი გააცნო რეზიმ. - სესი ეს ნიკაა, ეს კი სანდრო- თავი დავუკარი და გავუღიმე. შევამჩნიე რომ ერთ-ერთმა, როგორც მახსოვს სანდრომ,“ხარბად“ შემომხედა,მაგრამ არ შევიმჩნიე, ანისა და მარიას შუა ჩავჯექი და ანისთან გავაბი საუბარი. მის და ლევანის ამბებს მიყვებოდა. ლევანის ხსენებაზე თვალები ისე ენთებოდა, რომ მეც ვბედნიერდებოდი.
„ ნეტა გაბრო თუ მოვა?“ ვფიქრობდი და თან შემოსასვლელისკენ ჩუმად ვიხედებოდი.გავიდა ერთი საათი, უკვე საათ ნახევარი, მაგრამ არ გამოჩნდა. ყველა ერთობოდა, ჩემს გარდა. ყველა ცეკვავდა, სვამდა. თუმცა, მეც ხომ ვსვამდი. ვსვამდი და მოზღვავებულ ცრემლებს ვმალავდი. როგორ მინდოდა მარტო ვყოფილიყავი რომ მეტირა, მეტირა და გული მომეოხა. ბართან ვიჯექი. მალევე დავუბრუნდი მაგიდას, მას შემდეგ რაც უცხო ბიჭის არასასიამოვნო მზერა დავიჭირე.
- აუ მხოლოდ გაბრო გვაკლია რაა (ლევანი)
- რატო არ მოვიდა ტოო? (ნიკა)
- აზრზე არა ვარ- მხოლოდ მე შევამჩნიე ლევანის ამ სიტყვებში ეჭვიანი თვალები. არა, მხოლოდ მე არა. რეზიმ თავის გადაქნევით ანიშნა აივანზე გამოდიო. რეზი გავიდა, რამოდენიმე წამში კი ლევანიც გაჰყვა. ვუყურებდი როგორ საუბრობდნენ.მივხვდი რომ ეს საუბარი გაბროს ეხებოდა. მივუახლოვდი და მივაყურადე.
- ასე რამ შეცვალა ტოო? (რეზი)
- არ ვიცი ძმაო... არ ვიცი... (ლევანი)
- ადრე რა მხიარული და ბაბნიკი იყო, ახლა კი ჩვენც იშვიათად გვხვდება. რა ხდება ნეტა? რამე პრობლემა ხომ არა აქვს საქმეში? რამე ხო არ იცი?
- არა, ვფიქრობ პრობლემა გოგოს ეხება. იქნებ პირადულში აქვს რამე პრობლემა (ლევანი)
- რაც არ უნდა იყოს ცუდ გზაზეა. მეშინია მალე წამლებზე არ დაჯდეს ტოო. (რეზი)
მაშინვე მივხვდი რა იგულისხმებოდა წამლებში, თუმცა ამას ვინ ვერ მიხვდებოდა. „გაბრო... გაბრო ნარკოტიკებზე?! არა შეუძლებელია. ამას არ დავუშვებ. ნეტა რა მოხდა? რამ შეცვალა? მე ხომ არ მეხება ეს საქმე? იქნებ... არა! ასე რომ ყოფილიყო ამდენი ხნის განმავლობაში მომძებნიდა. მომძებნიდა არა, საერთოდ არ დამტოვებდა. დღემდე ვერ ვხვდები რატომ მოიქცა ასე? რატომ მომექცა ასე? ალბათ, მისთვის უბრალო გატაცება იყო, ამას მიხვდა და წამოვიდა. მაგრამ მე ხომ მიყვარდა, მიყვარდა და მიყვარს. ამიტომ ვერ დავუშვებ რომ საკუთარ თავს ასე მოექცეს. გაბრო... ჩემი გაბრო...“
ფიქრით გართული უკვე რესტორნის გარეთ ვიდექი. ვინანე რომ მოტოციკლით არ წამოვედი.ტაქსი გავაჩერე და მარიას მივწერე რომ თავი ამტკივდა და წამოვედი. სახლში შესული, მესიჯი მოვიდა.
- ‘მომწერე სახლში რომ მიხვალ’ (მარია)
- ‘სახლში ვარ’
- ‘კაი ხვალ შეგეხმიანები’
ტელეფონი გავთიშე და აბაზანაში შევედი. ხვალ მთელი დღე თავისუფალი ვიყავი. დირექტორმა ამ კვირის შედეგიანი მუშაობის სანაცვლოდ ერთი დღით გამიშვა, ცოტა დაისვენე და დაბრუნდიო. მაგარი უფროსი მყავს. არც ლექციები მქონდა უნივერსიტეტში. აქამდე არ მითქვამს რომ სამედიცინოს სტუდენტებს ვასწავლი. ეს საქმიანობა მაბედნიერებს. შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი და კომპიუტერს მივუჯექი ცივი ყავის თანხლებით. ფილმი ჩავრთე, მაგრამ არ ვუყურებდი. ლევანისა და რეზის საუბარს ვუსმენდი გონებაში. „გაბრო ლამისაა წამლებზე დაჯდესო. არა ამას არ გააკეთებს. ნეტა ესე რატომ იქცევა? „
მინდოდა გამეგო რა სჭირდა, რატომ მომექცა ასე მე? საკუთარ თავს ამას რატომ უკეთებს?
მქონდა ერთი საშუალება, რომლითაც გავიგებდი ყველაფერს გაბროს შესახებ. მის ტელეფონის ნომერს, საცხოვრებელ ადგილს და ცხოვრებისეულ მოვლენებს. მაგრამ, აქამდე თავს ვიკავებდი. არ მინდოდა გული მტკენოდა, მეშინოდა. მაგრამ, ახლა უფრო მეტად მტკივა მისი მდგომარეობა ამიტომ გადავწყვიტე გამომეყენებინა ეს საშუალება. ჩემი ბავშვობის მეგობარი- მას ყველაფრის გაგება შეეძლო მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე. ნომერი ავკრიფე და დავურეკე.
- გისმენთ- როგორც ყოველთვის საქმიანი ხმით მიპასუხა.
- უკვე ვეღარ მცნობ?
- სესილიი... როგორ უნდა გიცნო, გადაიკარგე შენ სულ შენს სამსახურში!
- მართალი ხარ და ბოდიში. ყველა დავივიწყე. თავს ვერ გავიმართლებ. რას შვრები? რავა ხარ?
- რავი ჩვეულებრივად, შენგან მივიწყებული.
- კაი არ გადამაყოლო რა ადრინდელივით- ყოველთვის როცა რამე წყინდა ჩემგან, იბუტებოდა და დღეები მჭირდებოდა შემოსარიგებლად. კაი იყო ბავშვობა!
- ხო კაი, ხომ იცი როგორ მიყვარხარ!
- კი, კი ვიცი და მეც მიყვარხარ!
- შენ რას შვრები?
- აუ ბექა, უნდა დამეხმარო.
- მოხდა რამე?- მის ხმაში აფორიაქება შევნიშნე.
- არა, ისეთი არაფერი. უბრალოდ ერთ ტიპზე მინდა ინფორმაცია რომ მომაწოდო.
- არაა პრობლემა. მითხარი სახელი და გვარი და ერთ საათში მოგაწვდი ინფორმაციას.
- გაბრო ავალიანი.
- კაი ერთ საათში იქნება. რამე ისეთი ხომ არ ხდება სესი? ხო იცი შეგიძლია მენდო.
- არა ბექა, მადლობა ყურადღებისთვის. სინამდვილეში ჩემს მეგობარს სჭირდება და ვეხმარები- ვიცრუე თავის გამოსაძვრენად
- კაი წავედი ახლა მე და მერე სადმე შევხვდეთ.
- კაი მაგრამ ხო იცი ჩემი განრიგი.
- კი ვიცი და როცა გეცლება მაშინ შემეხმიანე, მე ყოველთვის მცალია შენთვის.
- ვაიმე მიყვარხარ ბექუშ!
- მეც სესუნა, და წავედი ახლა ნუ მაცდენ- მოჩვენებითი სიბრაზით დამემშვიდობა. ტელეფონი გავთიშე და საწოლზე მივაგდე.ყველაფერი მაინტერესებდა მასზე. თან მეშინოდა, მეშინოდა რამე ისეთი არ გამეგო რაც გულს მატკენდა. ერთი საათი საშინლად გაიწელა მაგრამ მაინც მოვიდა ნანატრი დრო. ტელეფონი განათდა, მივვარდი და ბექასგან დამხვდა მესიჯი.
- დავალება შესრულებულია
- ძაან დიდი მადლობა- მივწერე და ფაილი გავხსენი.
„ გაბრო ავალიანი. 29 წლის. ოჯახი არ ჰყავს- ამ მომენტში რასაც ჰქვია ამოვისუნთქე, მაგრამ სხვა კუთხით რომ შევხედე თვალები გამიშტერდა- მშობლები მოუკლეს როცა ცხრამეტი წლის იყო, და - სალომე ავალიანი ავტოავარიაში მოჰყვა და დაიღუპა. არის ეჭვი რო ეს მკვლელობა იყო. გაბრო ავალიანი არის მამის მეირ დატოვებული კომპანიის მფლობელი. საეჭვო წარსული არ აქვს. „
კიდევ ეწერა მისი ზუსტი მისამართი,ტელეფონის ნომერი და სხვა დეტალები მაგრამ ეს აღარ მაინტერესებდა. მთელი ოჯახი ამოუხოცეს. ამდენი ტკივილი გადაიტანა.
ვფიქრობდი და ვხვდებოდი რომ უფორ მეტად მიყვარს, იმაზე უფრო მეტად ვიდრე ოდესმე.

*** 10 თავი
ერთი კვირა გავიდა ჩვენი შეკრების შემდეგ. უფრო სწორად რომ ვთქვათ ერთი კვირა გავიდა გაბროს მისამართის გაგების შემდეგ. მთელ დღეებსა და ღამეებს საავადმყოფოში ვატარებდი. ეს არის ადგილი, სადაც ყველა ჩემი საფიქრალი მავიწყდება და მთლიანად სხვა ადამიანების დახმარებაზე ვარ კონცენტრირებული. მხოლოდ ღამით, დასაძინებლად მომზადებულს მახსენებდა თავს ჩემი ფიქრები. ვფიქრობდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მე მიყვარდა გაბორ, მაგრამ არ ვიცოდი და არ ვიცი ის რას გრძნობს ჩემს მიმართ, ან საერთოდ გრძნობს რამეს. არ ვიცოდი და არ ვიცი შევძლებ თუ არა მის დახმარებას,მაგრამ გადავწყვიტე რომ მაინც მივიდე მასთან. არ ვიცი რა რექცია ექნება, რას იფიქრებს. არაფერი მაინტერესებს, მხოლოდ მისი ნახვა მინდა. მინდა ვიცოდე რომ კარგადაა. მაგრამ, უკვე ვიცი რომ ეს ასე არაა. მხოლოდ, მისი ნახვა მინდა, მხოლოდ ნახვა...
მოტოციკლეტი ორსართულიან, უზარმაზარ თეთრი სახლის წინ გავაჩერე. ნუთუ აქ მარტო ცხოვრობს? ამხელა სახლში.
ზარი დავრეკე და დაველოდე, კარი როგორც მივხვდი მსახურმა გამიღო. საშუალო ასაკის ქალი იყო.
- რა გნებავთ შვილო?- ძალიან ტკბილი და თბილი ხმა ჰქონდა.
- გაბროს ნახვა მინდა, როგორც ვიცი აქ ცხოვრობს. - ქალმა ინტერესიანი მზერა მომაპყრო- მე მისი შორეული მეგობარი ვარ.
- აჰ... შემოდით, ბოდიშით კარში რომ დაგაყუდეთ. ოთახშია გაბრო ახლავე დავუძახებ.
- არ არის საჭირო, მე ავაკითხავ.
- კარგი. კიბეებზე რომ ახვალ მარცნივ პირველი კარები.- თავი დავუკარი და კიბეებზე სვლა დავიწყე.
გული ამოვარდნაზე მქონდა. მისი ოთახის კარებთან შევჩერდი, მაგრამ მაინც შესვლა გადავწყვიტე. კარებზე დავაკაკუნე, მაგრამ პასუხი არ დამიბრუნდა. ისევ დავაკაკუნე... ისევ უპასუხოდ. კარები ღია აღმოჩნდა. ნელა შევაღე და ნელა მოვავლე თვალი ოთახს. არავინ იყო. ბალიშები მიწაზე ეყარა, სამუშაო მაგიდა არეული იყო. სააბაზანოს კარი ოდნავ ღია იყო, რაღაც ხმა ისმოდა. იქ იყო, მის ზურგს ვხედავდი, გული საგულეში ვეღარ ეტეოდა. კარი ნელა შევაღე, ვერ შეამჩნია. რაღაცას მთელი გულით ცდილობდა, მისი სიტყვების მიხედვით კი ვერ ახერხებდა. მის ხელებს ვერ ვხედავდი. მაგრამ, როცა მივუახლოვდი დავინახე... დავინახე ის რისიც მთელი კვირა მეშინოდა. ხელზე ზოლტი ჰქონდა მოჭერილი, მეორე ხელში კი ნემსი ეჭირა. დამინახა... გადართოებული თვალებით მიყურებდა. გული მეტკინა... მეტკინა მისი ჩასისხლიანებული თვალების დანახვისას. უცბად მივუახლოვდი, ნემსი გამოვართვი, უნიტაზში ჩავაგდე და ჩავრეცხე. მეშინოდა... მეშინოდა რომ ამაზე დამოკიდებული იქნებოდა, მიყვირებდა, დამარტყამდა. კარგად ვიცოდი ნარკოდამოკიდებულების ქცევები. მეშინოდა... მაგრამ ვიცოდი რომ ეს მისთვის უკეთესი იყო, ამიტომ გავბედე. - სესილი...- ჩაიჩურჩულა და ჩემსკენ გამოემართა. ადგილზე ვიყავი მიწებებული, არაფერი შემეძლო. მომიახლოვდა და ჩამეხუტა. ვგრძნობდი მისი გულის გამოტოვებულ ფეთქვას, მის ღრმა და ნერვიულ სუნთქვას. მეც შემოვხვიე ხელები და სახე მის ყელში ჩავრგე. მონატრებული სურნელი... გრილი და ამავდროულად ტკბილი სურნელი. ნელ-ნელა ჩავიკეცეთ. მის გვერდით ჩამოვჯექი, მიმიხუტა და თმებზე მოფერება დაიწყო.
- აქ არ უნდა მოსულიყავი- მითხრა და თავზე მაკოცა.
- მეც არ ვიცი ღირდა თუ არა აქ მოსვლა- ჩავიჩურჩულე და თვალები დავხუჭე- როდის დაიწყე?
- ეს პირველი იყო.- გახარებულმა და ამავდროულად ეჭვშეპარულმა შევხედე თვალებში- მართლა. დიდი ხანია მაქვს. თავს ვიკავებდი, მაგრამ დღეს რთული დღე მქონდა და ვეღარ მოვითმინე.ღმერთმა შენი თავი გამომიგზავნა- ისევ თავზე მაკოცა.
- გაბრო... 8 წლის წინ...
- ჩშშ... არ გვინდა ამაზე ლაპარაკი
-მე მინდა!
- სესილი... გთხოვ მხოლოდ ჩამეხუტე. ოდესღაც მიხვდები ასე რატომ მოვიქეცი. ახლაც არ შეიძლება შენი ჩემთან ყოფნა, მაგრამ არ შემიძლია ვერ გაგიშვებ, როცა ასე ახლოს ხარ. - ხელი მომკიდა და მის კალთაში მომათავსა. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. მისი თვალები ისევ ისეთი ღრმა იყო როგორც მაშინ, უფრო მეტადაც. უფრო მუქიც კი მომეჩვენა. ლოყაზე მომეფერა, ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამატარა და ჩემსკენ გამოიწია. ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ძალიან ნაზად შეეხო. რამოდენიმე წამი ვერაფერს ვაკეთებდი, მაგრამ მალე გამოვფხიზლდი. მისი ბაგეების მოძრაობას ჩემიც შევუხამე. თმებში თითები შემიცურა და მომეფერა. ღრმას ვსუნთქავდით. რამოდენი წეთის შემდეგ უბრალოდ ერთმანეთს ჩავეხუტეთ. უბრალოდ?.. არა ეს ჩემთვის საუკეთესო წამები იყო. მთელი ღამე არცერთს მოგვეკარა ძილი. მთელი ღამე ვიჯექით და ერთმანეთს ნაზად ვეფერებოდით.

*** 11 თავი
ორი დღე გავიდა ჩემი და გაბროს შეხვედრის შემდეგ. გუშინ ისევ შევხვდი. როცა ჩემთანაა მეჩვენება რომ სინდისის გრძნობა აწუხებს. მუდამ ჩაფიქრებულია. პრობლემები აქვს, ეს ვიცი მაგრამ რა პრობლემები-ეს არა. მინდა დავეხმარო. რამოდენიმეჯერ ვკითხე რა აწუხებდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
დღეს ლევანის დაბადების დღეა. ყველა დაგვპატიჟა რესტორანში. ძველი სამეგობრო და მისი რამოდენიმე ძმაკაცი ვიქნებით. ისევ ის ნიკა და სანდრო. ზუსტად, ვიცი, რომ გაბროც იქნება. დღეს არ შემხმიანებია. მეჩვენება რომ თავს მარიდებს. ასე აღარ შემიძლია. დღეს უნდა გავიგო ამის მიზეზი.
მე და მარია შევხვდით საყიდლებზე გასავლელად. ანის ლევანი მოჰყვებოდა ამიტომ ვარჩიეთ წყვილი მარტო დაგვეტოვა და ცალკე წავსულიყავით.
- აი აზრზე არა ვარ რა ვიყიდო. რაღაცა ხო უნდა მქონდეს არა ჩაფიქრებული, მე კი არაფერი ვიცი- შეწუხებული სახით გადმომძახა მარიამ ჩარჩოს მეორე მხრიდან.
- კაი არაუშავს, დრო გვაქ. მთელი „ისთ ფოინთის“ შემოვლა რომ მოგვიწიოს მაინც ვიყიდით რამე კარგს.- ორივეს ჩაგვეცინა. ჩვენს გვერდით მდგომ გოგონასაც ჩაეღიმა ჩემს ნათქვამზე. გადავწყვიტე გამეცნო.
- გამარჯობა
- გამარჯობა- დარცხვენილი ხმით მითხრა გოგონამ. პატარა იყო, ალბათ, 19 წლის.
- კაბას ყიდულობ?
- კი
- არ გინდა ერთმანეთს დავეხმაროთ?
- კარგი
მარიაც გავაცანი და დავიწყეთ მაღაზიების ერთად შემოვლა. თავიდან მორცხვობდა მაგრამ მერე შეგვეჩვია და ისე იქცეოდა თითქოსდა დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით. ძალიან მომწონდა ეს გოგო!
- მარტო რატომ ხარ?
- დაქალის დაბადების დღეზე ვარ დღეს მიპატიჟებული. დაქალი მისი მშობლების გამო ვერ გამომყვა ამიტომ მარტო წამოვედი. - აქ თავი დახარა და ისევ დაიმორცხვა- იმ დაბადების დღეზე ერთი ბიჭი იქნება, რომელიც ძალიან მომწონს- თქვა და ისევ თავი დახარა.
- ოპაა... კაი ამბები ყოფილაა...- თქვა მარიამ და ტაში შემოჰკრა- შენ ჩემთან შეგახვედრა ბედმა! წამოდი ისე უნდა გაგალამაზოთ რომ იმ ბიჭმა მთელი დღე თვალი ვერ მოგწყვიტოს. შეგიძლია ის ბიჭი დამიხასიათო?
გოგონამ ბიჭის ხასიათი და გარეგნობა დაგვიხასიათა. ისე ამ გოგოს სალომე ერქვა. როცა მისი სახელი გავიგე გაბრო და მისი გარდაცვლილი და გამხსენდა, და ხასიათი მომექუფრა. მაგრამ ესენი ისეთი საყვარლები იყვნენ, მეც ვერ მოვიწყინე.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ავარჩიეთ საუკეთესო კაბები.
მე წითელი, აბრეშუმის კაბა, წელზე ამოღებულით, შავი მაღალქუსლიანებიც მივაყოლე. მარიამ შავი ბოლომდე ჩაშვებული კაბა, გვერდზე ჭრილით. ძალიან ლამაზი იყო, მაღაზიაში პეპელასავით დაფარფატებდა, ყველა გამვლელი მას უყურებდა და იღიმოდა. სალომეს მისი თვალების ფერი, ლურჯი კაბა ავურჩიეთ. მუხლამდე სიგრძის, მხრებზე ლამაზად ჰქონდა გადაფენილი და მისი გამოკვეთილი ლავიწები ძალიან ლამაზი იყო. დეკოლტის გამო შეგვეწინააღმდეგა, მაგრამ ხვდებოდით რომ ძალიან მოსწონდა და არ მოვეშვით. უბრალოდ რცხვენოდა, რა მოხდა, თავიდან მეც ასე ვიყავი.
ყველაფერი მოვაგვარეთ მაღაზიაში და სახლებისკენ გავეშურეთ. სალომეს თბილად დავემშვიდობეთ და ტელეფონის ნომერი გამოვართვით. საღამოც მალე მოვიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში გაბროს არ შევხმიანებივარ. ვიცოდი რომ რესტორანში იქნებოდა და ცოტა ვნერვიულობდი კიდეც. კაბა მოვირგე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და თმა ზურგზე ტალღებად გავიშალე. ისევ ისეთი გრძელი ყავისფერი თმა მქონდა. მარიას დავურეკე, მე და რეზი ვერ ვახერხებთ, ადრე მოგვიწია გამოსვლა და გაბრო მოგაკითხავს მანქანითო. მალე გაბროს შეტყობინებაც მივიღე, ფანჯრიდან გადავიხედე, მანქანას იყო მიყუდებული და სიგარეტს ეწეოდა. კარები გამოვიკეტე და კიბეები სწრაფად ჩავიარე. სადარბაზოდან რომ გავედი გაბროს კვამლში გარეული და გაოცებული თვალები შევნიშნე, ალბათ ჩემი ნაკვთების გამო. წარსულში პუტკუნა ვიყავი, მაგრამ შემდეგ უფრო დავქალდი და ნაკვთებიც უფრო დამიმშვენდა. ეს ალბათ უფრო ვარჯიშის შედეგი იყო.
უხმოდ გამიღო კარები და უბრალოდ გამიღიმა. მაგრამ ეს ჩემთვის ღვთაებრივი გაღიმება იყო. ლოყა ისევ ჩაეჩხვლიტა, ისევ ისე საყვარლად როგორც მაშინ. გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი. გზა უხმოდ გავიარეთ. მის სახის ნაკვთებს ვაკვირდებოდი. ისევ ის ნაიარები, წარბთან. ნაიარევთან მოფერება მინდოდა. ჩემთვის არ შეუხედია. მხოლოდ ტუჩის კუთხე ჩატეხა, მივხვდი ეს ჩემი დაჟინებული მზერის გამო იყო ამიტომ საჩქაროდ მოვაშორე მზერა და ფანჯრიდან გავიხედე. მალევე მივაღწიეთ რესტორანს. კარებს ვაღებდი როცა ხელით შემაჩერა. გადავიდა, მანქანას შემოუარა და კარები გამიღო. ნელა გადმოვედი. რესტორანს ავხედე და აივანზე მდგომების მზერაც შევამჩნიე. გაბრო სწრაფად შემომხვია ხელი წელზე და რესტორნისკენ მიბიძგა.
- რას აკეთებ?!
- ჩუმად და ცოტა უფრო სწრაფად. - ვიცოდი შეწინააღმდეგება უშედეგო იქნებოდა ამიტომ მის ნებას დავყევი და რესტორანში შევაბიჯეთ. ყველამ ჩვენ შემოგვხედა. გაბროს ხელი გავაშვებინე და მარიას და ანის გვერდით ჩამოვჯექი. ყველას მივესალმე, ლევანს მივესალმე და საჩუქარიც გადავეცი. ანი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. რამოდენიმე წუთის მერე მარიამის პწკენა ვიგრძენი ხელზე.
- აუუ, გოგო მტკივა!
- ბოდიში, არ მინდოდა ასე მაგრად. იქეთა სუფრაზე გაიხედე. - მეც ჩუმად გავაპარე მზერა და სალომე შევამჩნიე რომელიც მაგიდასთან თავჩახრილი იჯდა. შემდეგ კი მის პირდაპირ მჯდარი ბიჭი შევამჩნიე, რომელიც როგორც მივხვდი ის ბიჭი იყო. სალომეს ზედაც არ უყურებდა, ვიღაც გოგოსთვის გადაეხვია ხელი და ყელზე კოცნიდა. ისე, ის გოგო ბოზს კი გავდა ჩაცმულობით და ქცევებით. მარიას ვანიშნე გამომყოლოდა. აივანისკენ ავიღეთ გეზი. შევნიშნე როგორ გაგვაყოლა გაბრომ მზერა. აივანზე გავედი და ტელეფონი მოვიმარჯვე.
- რას აკეთებ?
- სალომეს ვურეკავ.- მარიას ხმა აღარ ამოუღია. სალომეს ნომერი ავკრიფე და დავურეკე.- სალომე რესტორნის აივანზე გამოდი. უბრალოდ დამთანხმდა და მალევე გამოვიდა. გაშტერებული შემოგვხედა.
- სალომე რა ლამაზი ხაარ (მარია)
- მადლობა- დარცხვენით მიუბრუნდა სალომე
- არ გაქცევს ხომ ყურადღებას?
- არა- თქვა და თავი ჩახარა- ჩემი კაბაც დიდად არ მოსწონებია.
- სალომე მისმინე, ასეთი ბიჭები ძალიან ბევრი მინახავს, და ძალიან კარგად ვიცი როგორები არიან. უბრალოდ გოგოსთან გართობა უნდათ და ვსიო. დამიჯერე, მას შენ ვერ შეცვლი. გთხოვ დაივიწყე ეს ბიჭი.
- ვიცი სესილი, ვიცი. შეიძლება ოდესმე გამოიხედოს ჩემკენაც მაგრამ გვიანი იქნება. გადავწყვიტე რომ ფეხებზე დავიკიდო. აღარ მაინტერესებს ეს ბიჭი. უკვე მივხვდი როგორიცაა, და ჩემს გემოვნებაში არ ჯდება- გაიცინა და თვალი ჩაგვიკრა გოგოებს.
- მაგარი გოგო ხარ შენ!- თქვა მარიამ და მიეხუტა. მეც შევუერთდი და ვიდექით ცოტა ხანი ასე მიხუტებულები.
მალევე დავუბრუნდით მაგიდას. ვუყურებდი როგორ ერთობოდა სალომე დაქალებთან ერთად და მიხაროდა, მთელი გულით მიხაროდა.
ოპააა... რეზის მზერაც დაფიქსირებულია! არის! მოეწონაა... მარიას ვანიშნე რეზისკენ. ჯერ მას შეხედა მერე მის მზერას გააყოლა თვალი და გაფართოებული თვალებით გადმომხედა. მე კი უბრალოდ თავი დავუქნიე.
- ე წამო გავაცნოთ ვითომ შემთხვევით
- არა! თუ მოსწონს იმოქმედოს თვითონ- ვუპასუხე და ჩავიცინე. მარიამ უბრალოდ თავი დამიქნია. ცეკვებიც დაიწყოო. ბუ ეხლა, სანდროს ვინ დაასწრებდა, როგორც კი „Papito“ ჩაირთო საცეკვაოდ გამიწვია. გაბროს მზერა შევშნიშნე. ამან უფრო წამაქეზა და თამამი მოძრაობები დავიწყე. მალევე რეზი და სალომე დავინახე ერთმანეთს ეცეკვებოდნენ. მხოლოდ გავიღიმე და მარიასკენ გავაპარე მზერა. მანაც ეშმაკურად გამიღიმა.ვამჩნევდი სანდროს მზერას და ვიცოდი რას ფიქრობდა მაგრამ ფეხებზე მეკიდა. ზედმეტს ვერ გამიბედავდა. მაგრამ... გაბედა. ხელი წელიდან ნელ-ნელა უფრო ქვევით ჩაქონდა. თავიდან მოვითმინე, იმედი მქონდა რომ შეწყვეტდა მაგრამ როცა შევამჩნიე რომ ამას არ აპირებდა, შეჩერება გადავწყვიტე.
- ბოდიში უნდა გავიდე- ვუთხარი და ხელის გაშვებინებას შევეცადე, მაგრამ უფრო მაგრად მომკიდა.
- ცეკვა დავასრულოთ- მითხრა და მისკენ მიბიძგა.
- არ მინდა, გამიშვი!- უეცრად ჩვენს გვერდით გაბრო გაჩნდა. სანდროს მტკიცე და მკაცრი მზერა შეახვედრა. სანდრომაც ნელ-ნელა გამიშვა.
- წამოდი- მკლავზე მტაცა ხელი გაბრომ და გასასვლელისკენ მიბიძგა.
- გამიშვი რას აკეთებ- ვეცადე მკაცრად მეთქვა.
- მანქანაში ჩადექი
- ვინ ხარ შენ რომ მიბრძანებ
- ჩაჯექი-მეთქი!- მის ნებას დავემორჩილე და მანქანაში ჩავჯექი. მძღოლის ადგილი დაიკავა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
- სად მივდივართ?- გაკვირვებული თვალებით შევხედე და პასუხს დაველოდე.
- ხმა არ ამოიღო!
- როგორ იქცევი?!- უკვე მეც ვყვიროდი
- მე როგორ ვიქცევი? შენ საქციელებს აკვირდები საერთოდ?!
- და შენი რა საქმეა მე ვაკვირდები თუ არა?! გააჩერე მანქანა!
- არა!
- გააჩერე- მეთქი!- რაც შემეძლო ხმამაღლა დავუყვირე.
- გაჩერდი!- ხელი საჭეს მიარტყა და ბოხი ხმით დამიყვირა.
- გაბრო...- ხმაჩახლეჩილი ხმით ამოვთქვი.
- სესილი უბრალოდ გაჩუმდი!- ამჯერად უფრო წყნარი ხმით მიპასუხა და სიჩქარეს უმატა. რამოდენიმე წუთში მთაწმინდაზე ვიყავით.ხმას არცერთი ვიღებდით. უბრალოდ წინ ხედს გავყურებდით.
- სესილი... მაპატიე რომ ხმას ავუწიე...
- არაფერია...- პაუზის შემდეგ დაიწყო.
- როცა ცხრამეტის ვიყავი მშობლები მომიკლეს. ჩემი ოჯახის მტრებმა, უფრო სწორად მამაჩემის მტრებმა...
- გაბრო...- მინდოდა შემეჩერებინა მაგრამ შემაწყვეტინა.
- არა სესილი, უნდა იცოდე... - პაუზის შემდეგ გააგრძელა- მშობლების დაღუპვის შემდეგ მხოლოდ მე და ჩემი და- სალომე დავრჩით. ვიცოდი რომ მტრები არ შეჩერდებოდნენ. ერთი წლის შემდეგ სოფელში ბაბუაჩემთან სასწრაფო ჩასვლა მომიწია. მითხრეს რომ ცუდად იყო. სალომესთვის აღარ მითქვამს, ვიცოდი რომ ინერვიულებდა. ყველაფერი ტყუილი ყოფილა. ბაბუას რომ მივაკითხე ჯანმრთელი იყო. მაშინვე თბილისისკენ გამოვიქეცი. სალომე... - ხმა ჩაეხრინწა- სალომე... სააბაზანოში ვიპოვე. მაჯა ჰქონდა გადაჭრილი სარკის ნამსხვრევით. იმ ველურებს ჩემი და... სალომე... მათ გააპატიურეს, იხმარეს შემდეგ კი უმწეოდ მიაგდეს. ჩემთვის ტკივილის მისანიჭებლად იხმარეს. მან ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. სალომემ... ჩემმა პატარა სალომემ... - თავი ჩახარა და ერთიოდე ცრემლმაც გაიკვლია გზა მის სახეზე.
- გაბრო...
- დამასრულებინე. ამის შემდეგ ყველას ვინც მიყვარდა საფრთხე დაემუქრა. ყველას ჩამოვშორდი.მხოლოდ ბაბუა იყო ჩემთვის განუყრელი, მაგრამ ორი წლის წინ მანაც მიმატოვა. ვეღარ გაუძლო დარდს. ჩემი მტრები კი ისევ არ ჩერდებიან. რისთვის დაიწყო ეს ბრძოლა? მამაჩემს ერთი მეგობარი ჰყავდა. ერთად შემოჰქონდათ ჩაი და ყავა საქართველოში, მაგრამ მერე მამაჩემმა აღმოაჩინა რომ მის მეგობარს ნარკოტიკიც შემოჰქონდა ამ პროდუქტთან ერთად. უჩივლა, დაამტკიცა და ყველა ციხეში ჩასვა. იმ კაცის საძმომ კი მამაჩემს მტრობა გამოუცხადა. ეს ყველაფერი მხოლოდ მამაჩემის სიკვდილის შემდეგ გავიგე, მის მიერ დატოვებული წერილიდან. ამ მტრობამ ყველა შეიწირა, ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. სესილი... - ჩემი სახელი ძალიან ფრთხილად წარმოთქვა, თითქოს ეშინოდა არ გატყდესო. თვალებში შემომხედა, მის თვალებში უდიდესი სევდა და ტკივილი ამოვიკითხე, ასევე სიყვარული, სითბო და ვნება.- არ მინდა შენც იგივე დაგემართოს. ამიტომ მიგატოვე, ამიტომ გამოვიქეცი შენგან. მაპატიე... მაპატიე რომ ტკივილი მოგაყენე. მაპატიე...
არაფრის თქმა შემეძლო. მხოლოდ თავი დავხარე რომ თვალზე მომდგარი ცრემლი შემეკავებინა მალულად.
- გაბრო...
- ჩშშ... - ტუჩემზე თითი მომადო და ხელის ერთი მოძრაობით მუხლებზე შემისვა.
თავი მივადე და თვალები დავხუჭე. ღრმად სუნთქვდა, ჩემმა გულმა რამდენიმე ფეთქვა გამოტოვა.
- გაბრო... ცუდს ყოველთვის რაიმე საუკეთესო მოსდევს. ყველაფერი ღმერთის ნებაა. შენი ბრალი არ არის სალომეს სიკვდილი, ეს ღმერთმა გადაწყვიტა ასე, და ჩვენ მას ვერ შევეწინააღმდეგებით. თავს ნუ იდანაშაულებ. ყოველთვის იცოდე რომ ყველაფერს გააჩნია მიზანი. მთავარია, ჩვენ დავინახოთ ის.- თვალებში ვუყურებდი და ვამჩნევდი იქ არსებულ უფსკრულს, რომელშიც შესაძლოა გადაიჩეხო. მაგრამ, მე მზად ვიყავი ეს გამეკეთებინა, მისთვის.
- სესილი...- რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ შევაჩერე. ჩვენს შორის მანძილი გავაქრე და ნელა ვაკოცე. თვითონაც ამყვა. თითები თმაში შემიცურა და მომეფერა. ნელ-ნელა ყელზე გადავიდა. თავი უკან გადავწიე და მის ტუჩებს გზა გავუთავისუფლე. მაგრამ შეწყვიტა. ღრმად ამოისუნთქა.
- გადაჯექი- შევშფოთდი მაგრამ მაინც მორჩილად გადავჯექი და კითხვით სავსე მზერა მივაპყარი. მანქანა დაძრა და როგორც მე მივხვდი,ჩემი სახლისაკენ დაიწყო სვლა. ხმა არცერთმა ამოვიღეთ. სადარბაზოსთან გააჩერა. მოულოდნელად. საჭეს ხელი მიარტყა, თან ისე ძლიერად რომ მის მაგივრადაც მე მეტკინა.
- ჯანდაბა! ჯანდაბა! არ შემიძლია... არ შემიძლია შენი საფრთხეში ჩაგდება. სესილი...- თქვა და ჩემკენ მოაბტუნა თავი- ერთად ვერ ვიქნებით. მაპატიე.
თვალებში შემოხედვას ვერ ბედავდა. წინ იყურებოდა ჩაფიქრებული და სევდიანი თვალებით.ხმის ამოღება არ შემეძლო. ყელში გაჩხერილი ბურთი ამის საშუალებას არ მაძლევდა.კიდევ ერთხელ მტოვებდა, კიდევ ერთხელ მაყენებდა ტკივილს.უხმოდ გადმოვედი მანქანიდან და სადარბაზოში შევედი. ცრემლებმაც გაიკვლიეს გზა. უხმოდ ვტიროდი.მანქანა არ იძვროდა. ბინაში შევედი. როგორც კი შუქი ავანთე მანქანის საბურავების ხმა გაისმა. ფანჯრიდან გადავიხედე და მანქანაც მიეფარა თვალს. ფანჯარასთან ჩავიკეცე და ისტერიკული ტირილი მოვრთე. თავს ვერ ვაკონტროლებდი. მინდოდა მეყვირა, ხმის ჩახლეჩვამდე მეყვირა. მთელი ღამე ასე ვიყავი. მიწაზე ვიჯექი და ყველა მოგონებას ვიხსენებდი რაც გაბროსთან იყო კავშირში. ვიხსენებდი საშინელ და საუკეთესო მოგონებებს. ხან ღიმილი გამიპობდა ბაგეებს, ხან კი ქვითინი. მხოლოდ გამთენიისას ვესტუმრე საძინებელს.

*** 12 თავი

რომ გავიღვიძე უკვე ათი საათი იყო. გამთენიისას ჩამძინებია. უფროსთან დავრეკე და შესვენება ავიღე. ვფიქრობდი გაბროზე, ჩვენს პრობლემებზე. ვწყევლიდი იმ კაცს რომელმაც ეს მტრობა წამოიწყო. მაგრამ გაბროზეც გაბრაზებული ვიყავი, რა ვერ გაიგო რომ მხოლოდ მასთან ყოფნა მინდა, ყველაფრის სანაცვლოდ. მისი ნახვა მინდოდა. დავურეკე მაგრამ გამორთული ჰქონდა. სახლში მივაკითხე, მაგრამ არ დამხვდა. სახლის დამლაგებელმა მითხრა რომ გუშინდელი ღამის შემდეგ არ მისულა სახლში. უკვე მასზე ვნერვიულობდი. გზად მაღაზიებში გავლა ვამჯობინე სახლში მისვლას. რომ დავამთავრე უკვე დაბნელებული იყო. ბინაში შევედი და შუქი ავანთე. რაღაც შევნიშნე, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ვიღაც. გაბრო ამომიტივტივდა მაგრამ გამახსენდა რომ ფიგურას თმა გქონდა წამოზრდილი, ამიტომ შეუძლებელი იყო ის ყოფილიყო. შემეშინდა... ძალიან შემეშინდა. შესვლა ჩვეულებრივად გავაგრძელე. ჩანთა მოვათავსე ფეხზე გავიხადე. მთელი ამ დროის განმავლობაში ვფიქრობდი ვინ იქნდებოდა. ნაცნობი რომ ყოფილიყო არამგონია ასე დამალულიყო. თვალს იმ კუთხისკენ ვაპარებდი სადაც გაუჩინარდა. ვიცოდი რომ ისევ იქ იყო. მალულად ტელეფონი ავიღე და გაბროს დავურეკე. ტელეფონი უხმოზე დავაყენე,რომ გაბროს ხმა არ გაეგო, ზარი კი „სპიკერზე“ და იქვე თაროზე დავდე. იმედი მქონდა რომ აიღებდა და თუ რამე მოხდებოდა გაიგებდა.ნელა გავაგრძელე სვლა. მსახიობობა ბავშვობოდან გამომდიოდა. ვითომ იმ წამს შევნიშნე და დავუძახე.
- ვინ ბრძანდებით?
- მეგობარი.- ხმა ძალიან ცივი და უხეში ჰქონდა, მაგრამ მის ხმაში რაღაც იყო კიდევ შემაძრწუნებელი.ნელ-ნელა ჩემსკენ მოიწევდა. უკვე გარეგნობასაც ვამჩნევდი. მაღალი, მხრებგაშლილი, სახის ლამაზი ნაკვთები ჰქონდა ,მაგრამ მისი თვალები სუძულვილს და არასასიამოვნო გრძნობებს გამოხატავდა. ნელ-ნელა მიახლოვდებოდა.
- გაბრო რა იქნა? შენც მიგატოვა? რა საშინელებაა...- ამ ყველაფერს ირონიულად და დამცინავად წარმოთქვამდა. მუხლები მეკვეთებოდა. შემეშინდა რომ გაბროს მეტოქე იქნებოდა. იმედი მქონდა რომ გაბრო ტელეფონს აიღებდა და გაიგებდა ყველაფერს. საკმარისად რომ მომიახლოვს და თვალებში შემომხედა, სალომეს ამბავი გამახსენდა. გაუპატიურება... სიკვდილი... შეურაცყოფა... მეც შემეშინდა იგივეს გადატანის. ტელეფონისგან მოშორებით ვიყავი, ამიტომ მისკენ გავიქეცი. ახლოს ვიყავი როცა დამიჭირა და იატაკზე დამაგდო. ხელი საშინლად მეტკინა. მოტეხილი თუ არა გაბზარული მაინც უეჭველი მექნებოდა. ნელა მიახლოვდებოდა. საშინლად მეშინოდა. უკვე ვხვდებოდი რასაც აპირებდა. გაბროს იმედი მქონდა. ჩაიმუხლა და ქამრის გახსა დაიწყო. მინდოდა მეთხოვა რომ შეჩერებულიყო, მინდოდა მეყვირა. მაგრამ არ შემეძლო. ხმა არ ამომდიოდა. წარმოვიდგინე დანგრეული ცხოვრება, ტკივილი... აუტანელი ტკივილი...
უკვე ყელზე მკოცნიდა. ვეწინააღმდეგებოდი მაგრამ ვერაფერს გავხდი. არაფერი შემეძლო. ტელეფონს რომ შევხედე ჩამქრალი იყო. საბოლოოდ ამომუწურა იმედი. ვიფიქრე რომ არ აიღო, ან გათიშული ჰქონდა. ზედა შემომახია. სხეულს მიკოცნიდა მისი საზიზღარი ბაგეებით. ცოტა აკლდა საწადელის ასრულებამდე. უკვე გონებას ვკარგავდი როცა ვიღაცამ კარები შემოანგრია და ყვირილი დაიწყო. გაბრო... აწყლიანებული თვალების გამო ბუნდოვნად ვხედავდი. კაცი მომაშორა და იატაკზე მიაგდო. მისკენ გადაიხარა და იარაღი შუბლზე მიადო. მის თვალებში მხოლოდ საშინელი ზიზღი დავინახე. კაცი კი არაფრისმთქმელი სახით შეხყურებდა და არაფერს ამბობდა.ვიცოდი რომ თავისუფლად შეეძლო ესროლა. მან ხომ და გაუუპატიურა. მეშინოდა... მეშინოდა რომ ამას გააკეთებდა. ის მკვლელი გახდებოდა. იქნებ იყო კიდეც. იქნებ უკვე მოკლული ჰყავს ადამიანი. მაგრამ... ჩემს თვალწინ ამას ვერ გადავიტანდი.
- გაბრო...- თითქმის ჩურჩულით ამოვილუღლუღე.მაშინვე ჩემსკენ გამოიხედა და მომიახლოვდა. თითქოსდა მხოლოდ ახლა შემამჩნიაო. კარებში მისი ბიჭები შემოვიდნენ და გაიყვანეს მიწაზე დაგდებული კაცი. მხოლოდ მე და გაბრო დავრჩით. გაბრო თვალებში მიყურებდა მისი აწყლიანებული თვალებით. თვალებით რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა, მხოლოდ ჩემი იყო... ჩემი... ჩემი გაბრო.
უბრალოდ ჩავეხუტე, უსიტყვოდ გადავცემდით ერთმანეთს სათქმელს, ტკივილს... მის მკლავებში დავკარგე გონება.


*** 13 თავი

თვალები გავახილე და ჩემი ოთახი ვიცანი. ყველაფერი გამახსენდა, ყოველი წამი. მეტკინა... მინდოდა იმ ველურის სიბინძურე მომეშორებინა. შხაპის ქვეშ დავდექი. ვითვლიდი რამდენჯერ გავიქაფე სხეული, მერე თვლა შევწყვიტე. საბოლოოდ გამოვედი მაგრამ ჩემს გულზე არსებული ყინული მაინც ვერ დადნა. სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავი შევათვალიერე. ჩალურჯებული და უღიმღამო თვალები... იმ მხიარულ სესილის აღარ გავდა ეს გამოსახულება. აღარ არსებობდა მის თვალებში ფერადი სხივი. უკვე თენდებოდა. სარკეში ჩემს უკან მდგომი გაბრო დავინახე. წყლიანი და სევდიანი თვალებით. უკნიდან მომიახლოვდა და ჩამეხუტა.სახე ჩემს ხელში ჩარგო. მივტრიალდი და მთელი ძალით ჩავეხუტე.
- აღარ დამტოვო, იდიოტო.- ჩაეღიმა. სევდიანად ჩაეღიმა...
- აღარასოდეს!
მხოლოდ ეს მჭირდებოდა. მხოლოდ გაბრო.
- გაღმერთებ სესილი!
- მიყვარხარ გაბრო!
სანამ საბოლოოდ გათენდებოდა, ერთმანეთს ვეფერებოდით. უსიტყვოდ გადავცემდით ერთმანეთს ჩვენს გრძობებს.
ის კაცი... არამგონია ციხისთვის მიებარებინა, მაშინ გამოძიებაც ჩატარდებოდა და ყველა გაიგებდა ამ ამბავს. გაბრო კი ამ ყველაფერს ასე არ დატოვებდა. შეიძლება მოკლა, არ მაინტერესებდა, არაფერი მაინტერესებდა. გაბრო ჩემთან იყო, ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ის მიყვარდა, ისეთი როგორიც იყო. მკვლელი... არანორმალური... ამ ყველაფერს არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა, მე ის მიყვარდა ისეთი როგორიც იყო.

*** 14 თავი

გაბრო არ მიშვებდა საავადმყოფოში მაგრამ გავუძალიანდი და მაინც წამოვედი. მხოლოდ აქ შემიძლია მომხდარზე არ ვიფიქრო. მთელი გონებით ჩემს საქმეს შევუდექი. გადავიკითხე რამდენიმე ანკეტა, ოპერაციაც მქონდა დანიშნული. საქმეს გადავხედე და მოვემზადე ოპერაციის ჩასატარებლად. სამი საათი გაგრძელდა. ბოლოს დაქანცული გამოვედი. როგორც კი კაბინეტში შევედი ტელეფონის ხმა შემომესმა. გაბრო რეკავდა.
- საავადმყოფოს წინ მიდგას მანქანა და გამოდი.
- კარგი ახლავე.
ხალათი გავიხადე და საავადმყოფოდან გავედი. მანქანა დავინახე და მასში მჯდომი გაბროც. ჩავჯექი და გაბროს გავხედე.
- რამე მოხდა?
- არაფერი, უბრალოდ სადღაც უნდა წაგიყვანო.
- გაბრო საქმეები მაქ საავადყოფოში.
- საავადმყოფოს პონტში ყველაფერი მოგვარებულია.
- კარგი- ვიცოდი რომ ტყუილა გავკაპასდებოდი და დავემორჩილე. ალბათ, უფროსს დაელაპარაკა, არ გაუჭირდებოდა.
- მაინც სად მივდივართ?
- მოითმინე სესილია- მითხრა და გაიღიმა. ლოყა ისევ ჩაეჩხვლიტა. საშინლად მომინდა მეკოცნა ჩაჩხვლეტილზე, და ვაკოცე კიდეც. გადავიხარე და ვაკოცე. შეკრთა მაგრამ გამოერკვა და გამიღიმა.სახე მის სახესთან ახლოს მქონდა.
- სესილია როდიდან მეძახი?
- დღეიდან!- მითხრა და თვალებში საოცარი სითბოთი შემომხედა.
- კარგი- ისევ ადგილს დავუბრუნდი- მეც დღეიდან დაგიძახებ გაბრუნიას!- ვიცოდი რომ არ მოეწონებოდა. როგორც ხდება ხოლმე, ბიჭებს არ მოსწონთ მსგავსი მოსაფერებელი სახელები.
- არა
- მაშინ მეც არა- ვუთხარი და ჯიქურ მივაშტერდი. მხოლოდ ჩაიცინა და თავი გადააქნია.
- კარგი სესილი, მოვედით- მესიამოვნა ჩემი რომ გავიტანე და ღიმილით გავიხედე მინიდან. ვერტალიოტი!
- ვერტალიოტით ვიფრენთ?
- დიახ!
- აუ რა მაგ...- აღარ დამაცადა და ტუჩებზე დამეწაფა. მიკოცნიდა ბაგეებს და მეჩურჩულებოდა.
- მაგიჟებ სესილი... - ამოიჩურჩულა ისე რომ ტუჩები არ მოუშორებია ჩემი ტუჩებიდან.- გაგრძელება იქნება... ახლა კი გადავიდეთ.- წამოვწითლდი. შეამჩნია და ჩაიცინა. ასეა, ოდნავი რამ და ეგრევე ვწითლდები. კარები გამოღო, გადმოვედი და ერთად მივუახლოვდით ვერტალიოტს. პილოტს რაღაც გადასცა და კარები გამიღო. მაშინვე ჩავჯექი, გვერდით მომიჯდა და შემათვალიერა. რაღაც აინტერესებდა მივხვდი.
- რა იყო?
- იმედია ფრენის არ გეშინია.
- არა ვგიჟდები- აღფრთოვანებულმა შევძახე. პილოტმა ღიმილით გადმომხედა. ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი.
- გიჟი ხარ!
- არც შენ ხარ ნაკლები- ნიშნისმოგებით გადავხედე გაბროს. მხოლოდ გამიღიმა და „ყურსასმენები“ გამომიწონდა. დავიმაგრე და აფრენის მოლოდინით გავირინდე. ავფრინდით! გაბროს მზერა ვიგრძენი. მისკენ გავიხედე და გავუღიმე. ისევ ფანჯარას მივუბრუნდი, მაგრამ მის მზერას ისევ ვგრძობდი. თვალს არ მაშორებდა. მალე ერთი კორპუსის სახურავზე დავჯექით. გაბროს გავხედე. ისევ მე მიყურებდა.
- რამდენ სართულიანია?
- 20
- რაა?
- სიმაღლის გეშინია?- მითხრა ისეთი ხმით რომ როგორც მივხვდი ჩემი გამოწვევა სურდა.
- არა!
- მაშინ წავედით.
კარები გააღო და ჩამოსვლაში დამეხმარა. როგორც კი გადავედი დიდ „პუფს“ მოვკარი თვალი.გაბროს აღფრთოვანებული მზერა ვსტყორცნე. მზერა მოვაშორე და თბილის გადავხედე. ულამაზესი იყო. ანძა და ეშმაკის ბორბალი ახლოს ჩანდა. ვერტალიოტი მალევე აფრინდა.კიდეზე გავედი და ღიმილით გადავხედე საყვარელ ქალაქს. მართალია აქ არ გავზრდილვარ მაგრამ მაინც რაღაც გასაკუთრებულად მიყვარდა ეს ქალაქი. ვერცერთი სხვა მსოფლიოს ქალაქი შეცვლიდა ჩემში მის ადგილს.გაბრო მომიახლოვდა და ზურგიდან ჩამეხუტა. თვალები დავხუჭე და ღიმილით შევტრიალდი მისკენ. ხელები მოვხვიე და სახე მის ყელში ჩავრგე. კოცნა დავუტოვე. შეკრთა. თვალებში ჩავხედე. ჩემს საყვარელ თვალებში... გამიღიმა და ჩვენს შორის მანძილი გააქრო. მთელი გრძნობით მკოცნიდა. ცდილობდა ნაზად მომპყრობოდა და გამოსდიოდა კიდეც. მაგრამ ბოლოს ძალიან მაგრად მიმიკრა და მთელი ვნებით დამიკოცნა ბაგეები. ვუსმენდი მის გახშირებულს სუნთქვასა და გულისცემას. შეწყვიტა და შუბლი მომადო. მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა და სიამოვნებას მანიჭებდა. მისი ხელები ჩემს ზურგზე დასრილებდნენ და თითებით მეფერებოდნენ. თვალებში შემომხედა და გამიღიმა. ვგიჟდებოდი მის არაამქვეყნიულ ღიმილზე! როგორ უჩნდებოდა ჩხვეტა ლოყაზე და როგორ უციმციმებდა თვალები. მხოლოდ დღეს შევნიშნე რომ შეცვლილიყო. გარეგნულად არა. ისევ ისეთი იყო. მხოლოდ სიმარლეში გაზრდილიყო, ასევე უფრო დაკუნთული იყო. მაგრამ შინაგანად იყო შეცვლილი. უფრო დაკაცებულიყო. სერიოზულობა მაშინაც არ აკლდა მაგრამ ახლა სხვანაირად სერიოზულობდა. თვალებში ვუყურებდი და ვცდილობდი მათში რაიმე ამომეკითხა. მაგრამ ვერაფერს მივაკვლიე, გარდა იმისა რომ მათში სითბო და ვნება იყო თვალსაჩინო. და... სევდაც ...
- დავჯდეთ. - პუფი ძალიან დიდი იყო ამიტომ თავისუფლად მოვთავსდით.
- ბოდიში
- რაა? რისთვის?...- მართლა ვერ ვხვდებოდი რისთვის მიხდიდა ბოდიშს.
- ალბათ, უფრო გაგიხარდებოდა მაგიდა მათზე მოთავსებული ღვინითა და სანთლებით, მაგრამ მე და რომანტიკა ვერავართ ერთად კარგად.
- აუფ. მე და რომანტიკა ხო რას ამბობ, შეყვარებულები ვართ ერთმანეთზე.
- არა! ვერ დავუშვებ რომ ჩემს გარდა ვინმე გიყვარდეს! - მოჩვენებითი სიბრაზით წარმოთქვა.მის ნათქვამზე ჩამეცინა. თავი ისევ მკერდზე დავადე და მისი გულის ფეთქვის მოსმენა დავიწყე. აჩქარებული ჰქონდა... ისე როგორც მე...
- გაბრო- ვუთხარი და თვალებში ჩავხედე- მართლა მომწონს ეს ყველაფერი. მადლობა... - თვალები დავხუჭე და ტუჩები ოდნავ შევახე. საკმარისი გამოდგა რომ ამოქმედებულიყო. უფრო მაგრად ჩამეხუტა და ბაგეები დამიკოცნა. ამ წამს მსოფლიში ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი. შენობის სახურავზე ვიჯექი ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანთან ერთად და ტუჩებს ვუგემოვნებდი. მეტი რაღაა საჭირო ბედნიერებისთვის? არც არაფერი!..
- მიყვარხარ სესილი დადეშქელიანო!
- მიყვარხარ გაბრო ავალიანო!
მთელი საღამო ხან ერთმანეთს ვუცქერდით, ხან ჩახუტებულები ვეფერებოდით ერთმანეთს, ვკოცნიდით და მოკლედ რომ ვთქვათ ნეტარებაში ვიყავით.მინდოდა ეს საღამო საუკუნედ გაგრძელებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ამ საღამომაც ჩაიარა. დილით გაბროს სახლში გამომეღვიძა, მის ოთახში...

*** 15 თავი

იქ ჩამძინებია. გაბრომ კი გაუღვიძებლად წამომიყვანა.
- სულ ხელშიაყვანილი მოგყავდი?
- რავი მანქანით არ გამჭირვებია, თან იმდენად მძიმეც არა ხარ.
- ცუდი ბიჭი ხარ!
- მაშინ შენც ცუდი გოგო გამოდიხარ, რადგან მე შემიყვარე. - მითხრა და თვალებში შემომანათა მისი თბილი მზერა.
- და რა იცი რომ მიყვარხარ?! - სერიოზული სახე მივიღე და ცოტა გაკვირვებულიც. ნუ მე ხო ცნობილი ვარ სამეგობროში როგორც მსახიობი. ბევრჯერ მომიტყუებია ადამიანები რომ ცუდად გავმხდარვარ და ამით არასასიამოვნო სიტუაციიდან გამოვმძვარვარ. სახე გაუშეშდა და თვალებში თბილი სხივი გაუქრა.
- მოემზადე და მე გაგიყვან საავადმყოფოში.- ცივი ტონით მითხრა, არ ვიცი რა დამემართა. გავოგნდდი! არ მეგონა ეს თუ ასე იმოქმედებდა მასზე. და საერთოდ, სერიოზულად თუ მიიღებდა ამას. მაგრამ, მაინც ვეცადე სიტუაციის განმუხტვას და ჩავიცინე.
- არა! - სიცილი შევწყვიტე და მტკიცე ხმით ვუპასუხე. ნელა შემოტრიალდა, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და ჯიქურ მომაშტერდა.
- არა არ წამოვალ ასე!
- ასე როგორ?- ისევ ისეთი ცივი ტონი ჰქონდა.
- აი ასე!- ამოიოხრა და ორი ნაბიჯით მომიახლოვდა.ჩვენს შორის 1 მეტრიც არ იყო დაშორება.
- რა გინდა?- ისევ ისეთი ტონი. ახლა გავგიჟდები!
- ჯერ რაღაც უნდა გითხრა.
- გისმენ- ეს თითქმის ბრძანება იყო რომ საუბარი უნდა დამეწყო.
- კარგი, გეტყვი- თვალები ავარიდე, დაბლა დავიხედე და ისევ თვალებში შევხედე ამაყად- დებილი ხარ!
- მე კი არა შენ ხარ დებილი!
- რაა?- ვერ მივხვდი რა იგულისხმა. უფრო მომიახლოვდა, ჩვენს შორის მცირე მანძილი იყო. მზერა არ მოუშორებია ჩემი თვალებისთვის, მხოლოდ მაშინ როცა ირონიულად ჩაიცინა, თავი გადააქნია და ისევ ირონიული მზერა მტყორცნა. უცებ დასერიოზულდა, ოდნავ მიჯიკა და კედელს მიმაჯახა. ერთი ხელი თმებში შემიცურა, მეორე კი წელზე მომხვა და ველური კოცნა დაიწყო. მეც ავყევი და კისერზე შემოვხვიე ხელები. ხელი ნელა ჩააცურა და მაგრად მომიჭირა. თავით კედელზე ვიყავი მიყუდებული, წელსქვემოთ კი მთლიანად მასზე ვიყავი მიკრული.კოცნა მოულოდნელად შეწყვიტა და ტუჩები ყურისკენ გააცურა, მისი კოცნის კვალი სასიამოვნოდ მეწვოდა.
- ამას ვერასოდეს დავიჯერებდი!- ჩამჩურჩულა და ბიბილო კბილებს შორის მოიქცია. დაუფიქრებლად ამოვიკვნესე. მაგრამ ამით ცოტა შემრცხვა. ვერ ვხედავდი მაგრამ მივხვდი რომ იღიმოდა.
- მაშინ უნდა მოვემზადო.- ჩემი სიწითლის დასაფარავად ამოვიჩურჩულე. ყურთან სველი კოცნა დამიტოვა და კარებისკენ წავიდა.
- მანქანაში დაგელოდები- უკანმოუხედავად მითხრა და კარიდან გავიდა. მის ხმიდან მივხვდი რომ იღიმებოდა. სააბაზანოში შევედი და ჩემი ბრწყინავი თვალების დანახვისას ყურებამდე გამეღიმა. ბედნიერი ვიყავი, უზომოდ ბედნიერი! სწრაფად მოვემზადე და მანქანამდეც მივაღწიე. სწრაფად ჩავჯექი. გზაში არცერთს არ ამოგვიღია ხმა. ვამჩნევდი როგორ გადმომხედავდა გვერდულად, მაგრამ მხოლოდ ძლივსშესამჩნევად ვიღიმოდი. მინდოდა შემეხედა, მაგრამ თავს ვიჭერდი. საავადმყოფოსთან გააჩერა და ჩემსკენ გამოიხედა.
- საღამოს გამოგივლი და სახლში გაგიყვან. იქედან კი რესტორანში.
- რესტორანში?
- ხო. რეზიმ დამირეკა საღამოს ვიკრიბებით ძველი სამეგობრო და გელოდებიო. მარიმ არ დაგირეკა?
- არა არ დაურეკია მარიას. ალბათ, დღეს დამირეკავს.
- კაი მიდი მაშინ და გამოგივლი საღამოს- შუბლზე მაკოცა და გამიღიმა. მეც გავიღიმე და გადმოვედი.
დღემ დამღლელად ჩაიარა. ორი ოპერაცია მქონდა. ორივე რთული. შუადღისას მარიამაც დამირეკა და მაცნობა შეკრებაზე. ისეთი რეაქცია მივიღე თითქოსდა აქამდე არ ვიცოდი. მინდა რომ ამ საღამოს მარია ჩემთან წამოვიყვანო და გაბროსთან ურთიერთობაზე ვუთხრა. ვიცი რომ გაბრაზდება, აქამდე რას ელოდებოდი, რატომ არ მითხარიო. ვაიმე რა მელოდება წინ! მაგრამ ვიცი რომ გაუხარდება. შეიძლება ჩემზე მეტადაც.
საავადმყოფოდან გამოვედი თუ არა მუხლებთან შავმა “BMWm6 coupe” გააჩერა. მინები ჩაბურული ჰქონდა, ამიტომ მძღოლს ვერ ვხედავდი. მხოლოდ, მაშინ გამოვფხიზლდი როცა მანქანიდან გაბრო გადმოვიდა.
- აბა, როგორ მოგწონს შენი ახალი მანქანა?
- რაა? ეგ ჩემია?
- არა, ეს არა. აი ის- მითხრა და თავი მარცხნივ გაიქნია. უკან ზუსტად იგივე ოღონდ წითელი მანქანა იდგა, გვერდზე შავი ზოლით. გაოგნებული ვუყურებდი, გაბრო კი მის შავ მანქანას აყუდებულიყო და სიგარეტის კვამლის მიღმა სასიამოვნოდ იღიმოდა. მისკენ ჯერკიდევ გაოგნებულმა გავიხედე.
- გაბრო...- ძლივს ამოვილუღლუღე და ჩემი „წითურისკენ“ გავწიე. ოჰ, აი სახელიც ჩემი მანქანისა. „წითური“- მომწონს!
მანქანასთან მისული ვიყავი როცა ხურგზე მისი ხელები შემეხო. გამოვფხიზლდი და ირგვლივ ჩამვლელი ხალხი შევნიშნე, რომლებიც მოგვშტერებოდნენ. უმეტესობა მანქანებისა და ჩვენ დანახვაზე ხვდებოდნენ რაც ხდებოდა და გვიღიმოდნენ. გაბროსკენ შევტრიალდი და ყურებამდე გავეკრიჭე.
- მადლობა- ვუთხარი და კისერზე მოვეხვიე, ნუ უფრო ჩამოვეკიდე. ყელზე მაკოცა და დამატრიალა.
- სესილი, ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, შენს გამო მთელ სამყაროს შევეწინააღმდეგები, ბუნების კანონებსაც უყოყმანოდ დავარღვევ. შეუძლებელს შევძლებ შენთვის.მიყვარხარ! ჩემი საოცნებო ქალი ხარ!- ეს იყო სიტყვები რომლის მოსმენაც მთელი ცხოვრები მინდოდა. მინდოდა ჩემ საყვარელ კაცს ჩემთვის ეთქვა რომ უზომოდ ვუყვარდი და ჩემს გამო ყველაფერს შეძლებდა, შეუძლებელსაც კი!
- ბავშვობაში ბედნიერ წყვილებს რომ ვხედავდი ჩემს საოცნებო კაცსაც წარმოვიდგენდი ხოლმე. იცი... შენ საოცნებო კაცზე უფრო მეტი ხარ, ღმერთმა ის ბედნიერი ოცნება ამიხდინა რომლის ოცნებას ვერც კი ვიფიქრებდი. მიყვარხარ გაბრო ავალიანო! არაამქვეყნიური სიყვარულით მიყვარხარ! არც კი ვიცოდი თუ ასეთი სიყვარული შემეძლო. - თვალებში ვუყურებდი და მათში ბედნიერებას ვხედავდი, სიხარულს, სითბოს, სიყვარულს... ისე მჭიდროდ მეხვეოდა რომ უკვე სუნთქვა მიჭირდა, უფრო სწორად, ჰაერით სუნთქვა მიჭირდა. ამ წამს მე მისით ვსუნთქავდი, მისით ვცოცხლობდი და მისით ვბედნიერდებოდი.
- მაბედნიერებ ქალბატონო სესილი!- თვალებში შემომხედა და ჩემი საყვარელი ღიმილით მითხრა.
- არ გამიფრინდეთ პატონო გაბრო, ფრთები ამისთვის კი არ უბოძებია ღმერთს თქვენთვის! - ორივეს გაგვეცინა.
- დიახაც გავფრინდები! - შუბლი ჩემსას მიადო- ოღონდ მხოლოდ შენთან ერთად ქალბატონო სესილი. - მისი თითები სახეზე მეფერებონა მეორე ხელით კი მასზე ვყავდი აკრული. ვამჩნევდი ხალხის მზერას, მაგრამ არ მაინტერესებდა. ცხოვრებაში პირველად არ მაინტერესებდა რას იტყოდა ჩემზე ხალხი. ყოველთვის ვნერვიულობდი ამაზე, ახლა კი რას ვაკეთებ, მათ წინაშე ბიჭზე ვარ აკრული და ლამისაა ვაკოცო. იქნებდა ვინმე ნათესავმა მნახოს ან ჩემმა მოშურნემ და ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენოს ეს ყოველივე, ხომ იცით პატარაა ქვეყანა. მაგრამ არა, მე არ ვნანობდი ამ ყველაფერს, არ მაინტერესებდა სხვა არაფერი გარდა გაბროსი. და აი... ამ ხალხის წინაშე ჩემი ფიქრებიც სისრულეში მოვიყვანე და გაბროს ბაგეებს დავეწაფე. არ ელოდა, ვიცი რომ არ ელოდა ხალხის წინაშე ჩემს ასეთ მოქმედებას, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ მხოლოდ ამის გამო იკავებდა ისიც თავს. ჩემმა მოქმედებამ ანიშნა რომ არ მაინტერესბედა ეს ყოველივე და ისიც დაეწაფა ჩემს ბაგეებს. ერთი-ორჯერ დავუკოცნეთ ერთმანეთს ტუჩები და სამყაროს დავუბრუნდით.
- გვერჩქარება!
- იმედია პრობლემა არ იქნება თუ ჩემი მანქანით გამოგყვები უკან- ვთქვი და დაველოდე მის პასუხს. მომღიმარი თვალებით შემყურებდა, ვიფიქრე რომ არ დამთანხმდებოდა, ამოტომ სიბრალულით სავსე თვალებით შევხედე და ყელზე ხელით თხოვნის გამომხატველი მოძრაობა გავაკეთე, რაზეც გულიანად ჩაეცინა.
- კარგი.
- იეეს. ჰერი ჰერიი ჩემი სახლისკენ! - წამოვიყვირე და ხელები ავწიე.
მაშინვე მანქანაქში ჩავჯექი და სალონი მოვათვალიერე.
- საუკეთესოა!- წამოვიძახე და გაბროს გამოხედვაც მივიღე. გაბრწყინებული თვალებით შემომხედა და თავისი „შავტუხასკენ“ წავიდა მისთვის დამახასიათებელი დინჯი ნაბიჯებით. მის სიარულზეც კი ვგიჟდებოდი!
სახლისაკენ დავიძარით. გაბრო ნელა დადიოდა. და ვიცი რომ ამას ჩემს გასაღიზიანებლად აკეთებდა. იცოდა რომ ნელა სიარული მაბრაზებდა. ხელსაყრელი შემთვევა და ჰოპ!.. გადავასწარიი! სიჩქარეს ვუმატე. გაბრომაც მოუმატა სიჩქარეს და მალე დამეწია. ტელეფონმა რეკვა დაიწყო. ის იყო.
- შეანელე! - მისი ხმა მომთხოვნი და თითქმის ბრძანებლურიც იყო.
- კაი რა!
- ჩქარა!- ეს უფრო მკაცრი იყო. ლამის ყვიროდა. შემეშინდა უფრო არ გაბრაზებულიყო და დავმორჩილდი.
- ოოოო... აჰა !- ავბუზღუნდი და ტელეფონი გავთიშე. ისევ შეანელა. ფანჯრიდან ხელი გადმოწია და ცერა თითი აწია იმის ნიშნად რომ ყმაყოფილი იყო. გაბრაზებული ვიყავი მაგრამ მაინც გამეცინა. ზუსტად ვიცოდი რომ ახლა ლოყა ეჩხვლიტებოდა.სახლამდეც მივაღწიეთ.
- პირველი მე შევდივარ სააბაზანოში.- თვალი ჩავუკარი და სააბაზანოში შევვარდი. მაგრამ კარის დაკეტვა ვერ მოვასწარი. სააბაზანოში შემომივარდა და კედელზე ამაკრო.
- ერთად მივიღოთ შხაპი, უფრო ადრეც ვიქნებით მზად. - ვითომ უდარდელად მითხრა და ჩემს რეაქციას დააკვირდა.
- რაღაც მეეჭვება უფრო ადრე მოვრჩეთ ბანაობას- ვუთხარი და ეშმაკურად გავუღიმე- ახლა კი გადი, დავაგვიანე... - დასრულებული არ მქონდა, რომ ჩემს ბაგეები დააგემოვნა. მეც ავყევი და კისერზე მოვხვიე ხელები. ოდნავ ამწია, ფეხები წელზე შემოვხვიე. ხელი თმაში შემიცურა და მოფერება დაიწყო. აი ეს არის ჩემი სუსტი წერტილი! ვგიჟდები როცა მისი თითები ჩემს თმებს ეხება. ველურად მკოცნიდა, ნელ-ნელა ყურისკენ გადაიწია. მისი სველი კოცნის კვალი მეწვოდა. ყურთან შეჩერდა.
- გაგრძელება იქნება!- სველი კოცნა დამიტოვა და კარებში გაუჩინარდა. ცოტა ხანი ასე ვიდექი გაღიმებული, მოპირდაპირე კედელზე სარკეში ვათვალიერებდი საკუთარ გამოსახულებას და ვხედავდი ჩემს თვალებში მოცეკვავე ჭინკებს, მომხიარულეებს. გამვფხიზლდი და შხაპი მივიღე. ოთახში პირსახოცშემოხვეული გავედი. არ მეგონა თუ გაბრო აქ იქნებოდა. მეგონა სხვა ოთახში დამელოდებოდა მაგრამ არა, დივანზე იჯდა. ჩემს დანახვაზე ადგა, თავიდან ფეხებამდე შემთვალიერა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
- სააბაზანო თავისუფალია- უდარდელად ვუთხარი და კარადის კარი გავაღე. უსიტყვოდ წავიდა სააბაზანოსკენ. თვალი გავაყოლე და თან მეცინებოდა მის რეაქციაზე. სანამ გამოვიდოდა წითელი ზურგზე ამოღებული კაბაც მოვირგე და მისაღებში გავედი. მალე ისიც გამოვიდა, მაგრამ არა ჩაცმული. პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. „საზიზღარი! სპეციალურად აკეთებს ამას“. წეღან მე მეცინებოდა მის რეაქციაზე მაგრამ ამ წუთას მეც იგივე სიტუაციაში ვიყავი. მისი სხეულის დანახვაზე ნერწვი ძლივსძიობით გადავყლაპე და თვალი მოვაშორე. უფრო მიახლოვდებოდა. ბოლოს ძალა მოვიკრიბე რომ მის წინაშე მუხლები არ მომკვეთოდა. მომიახლოვდა და გამიღიმა. შებრუნდა და ოთახის კარში შევიდა.“ საზიზღარი“ მართალა მეგონა რომ მაკოცებდა ან რაიმე მსგავსი. სწორედ ამიტომ მოიქცა ასე.მალე რესტორნის გზას გავუდექით, ოღონდ მხოლოდ მისი „შავტუხათი“. გაბრო შავ შარვალსა და თეთრ საროჩკაში საოცრად სიმპატიური იყო. ნელა გავხედავდი და გავიღიმებდი ხოლმე. მხოლოდ ოდნავშესამჩნევად ეღიმებოდა. რესტორნამდეც მივაღწიეთ. გაბროს ისე დაამუხრუჭა მგონი მთელმა რესტორანმა გაიგო ჩვენი მოსვლა. გაბრომ კარები გამიღო, გადავედი თუ არა წელზე ხელი შემომხვია და ყურთან მომიაახლოვა.
- არაჩვეულებრივად გამოიყურები- ყურთან მაკოცა და რესტორნისკენ მიბიძგა. ვხედავდი მრავალ წყვილ თვალებს, რომლებიც ჩვენ მოგვშტერებოდნენ. ამყველაფერს მხოლოდ მეცინებოდა.გაბრო მიხვდა ჩემი ჩაცინების მიზეზს და თვალი ჩამიკრა. რესტორანშიც შევაბიჯეთ.

*** 16 თავი

ისევ ჩვენ გვიყურებდა ყველა.
- მისვია რამე?- გაბროს გავხედე ეჭვნარევი და მხიარული თვალებით.
- კი... სილამაზე.- მითხრა და გამიღიმა. ჩვენებისკენ გავწიეთ. ანიმ და მარიამ რასაც ქვია დამახრჩვეს.
- სესიიი... - სამივე ერთმანეთს ვეხუტებოდით. ამხელა გოგოები პატარა ბავშვებივით ვიცინოდით ყველაფერზე. სუფრასთან გაბრო ჩემს პირდაპირ იჯდა და ხშირად ხვდებოდა ერთმანეთს ჩვენი მზერა. „უბრალოდ“ ლოყა ეჩხვლიტებოდა.
- აუ სეს უფრო ხშირად შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს? (ანი)
- აუ ბოდიში რომ ვერ გხვდებოდით რა, ხო იცით ჩემი განრიგი. ავანაზღაურებ- გავიკრიჭე და ლოყა დავუკოცნე ორივეს.ბიჭებს გავხედე, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ.
„ რაღაც კარგი სახეები არ აქვთ. “ რეზიმ შემნიშნა და საუბარი შეწყვიტა. გაბრომ მე გადმომხედა, ეშმაკური მზერა ჰქონდა. ნელ-ნელა ადგა. მივხვდი რასაც აპირებდა და თავი გავაქნიე. დამინახა მაგრამ მაინც ჩემკენ წამოვიდა. ჩემს წინ დადგა. ნელა ავდექი. ხელი წელზე მომხვია. უკვე ჩვენები ყველა ჩვენ გვიყურებდნენ. ერთი მხრიდან მთლიანად მასზე ვიყავი აკრული. გაკვირვებულები გვიყურებდნენ და ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. მრცხვენოდა... ცუდი არაფერი არ გაგვიკეთებია და ზუსტად ვიცოდი რომ გაეხარდებოდა ოთხივეს მაგრამ მაინც უხერხულად ვგრძნობდი თავს.ისიც ვიცოდი რომ მარია და ანი გაბრაზდებოდნენ რომ არ ვუთხარი.
- გვინდა რაღაც გითხრათ. მე და სესილი...- თქვა და მე შემომხედა, თითქოსდა ნებართვის აღება უნდოდაო, მაგრამ ახლა რა აზრი ჰქონდა უარის თქმას. თავი დავუქნიე. გამიღიმა და ისევ ბავშვებს მიუბრუნდა.- ერთად ვართ.
- რაა?- რამოდენიმე ხმამ წამოიძახა, მგონი რეზი და ანი იყვნენ. მარია და ლევანი კი უბრალოდ გაშტერებულები გვიყურებდნენ. რამოდენიმე წამი გავიდა ასე. შემდეგ მარია ადგა და წინ დოინჯშემოყრილი და გაბრაზებული სახით დამიდგა.
- ამას მიმალავდი ქალბატონო?!
- ბოდიში რა- ჩუმად ვუთხარი და მუდარით შევხედე.
- რა ბოდიში გოგო!- კივილი მორთეს და ერთდროულად მომვარდნენ ანი და მარია. მეხუტებოდნენ და თან კიოდნენ. ესენი სულ კივიან, ცოტა და ეგრევე კივილს მორთავენ ხოლმე.
გაბრო ბიჭებისკენ წავიდა და თითოეულს მოეხვია. შემდეგ ჩემკენ წამოვიდნენ და ჩამეხუტნენ. აი ბიოლოგიური ძმები იყვნენ ესენი ჩემი. რეზისთან ისე ვიყავი როგორც ჩემ დასთან. ლევანი უფრო თავშეკავებული ტიპი იყო, მაგრამ აი დასავით ვყავდი. მართალია, ბოლო დროს ჩამოვშორდი ამ სასტავს, მაგრამ მაშინ გაბროს გამო არ შემეძლო მათთან ყოფნა. ყოველთვის როცა მათთან ვიყავი საერთო მოგონებები მახსენებდა თავს, რომელიც ასევე გაბროსაც ეხებოდა და ეს ყველაფერი გულს მტკენდა.
- უხ, შენ ვინ ყოფილხარ!- თქვა და გაბროს გაჰკრა მუჯლუგუნი რეზიმ.
- აბა შენსავით შინაბერა ხომ არ იქნება ტო - ლევანის წამოძახილზე ყველას გაგვეცინა.
- და მე რომ არა ვარ შინაბერა?- რეზის თქმის შინაარსი ყველა მაშინვე გავიფიქრეთ და კითხვით სავსე მზერა მივაპყარით- არის რა ერთი გოგო
- ვაა- ყველამ ერთდროულად წამოვიძახეთ და რეზის დაკითხვა მოვუწყვეთ. მოსწონს თურმე მაგრამ იმ გოგოს გრძნობები არ იცის.
- მე მღალატობ რეზიი...- მარიამ გაბრაზებული სახე მიიღო და ტუჩები გამობურცა.
- შენ მუდამ ჩემს გულში ხარ ფერია!- მაგარი საყვარლები იყვნენ ეს „და-ძმა“ . საღამო მხიარულად გავატარეთ და მოსაზრებაც გამოვთქვით რომ ოქტომბერში სადმე ერთად წავიდოდით რამოდენიმე დღე. სიგარეტის კვამლისა და სასმელების სუნისგან უკვე თავბრუ მეხვეოდა და რესტორნის აივანზე გავედი. აქედან თბილისი ძალიან ლამაზად ჩანდა. გაბროს სუნამოს სუნი მეცა, ნელა შემოვტრიალდი, წინ ოდნავ ნასვამი გაბრო მედგა. ასეთ მდგომარეობაში თვალებში ჭინკები უთამაშებდა.
- რატომ არ მითხარი თქმას თუ აპირებდი?- მოჩვენებითი სიბრაზით ვუთხარი და ისევ შევტრიალდი. გვერდზე დამიდგა და მოაჯირს დაეყრდნო.
- მეც არ ვიყავი დარწმუნებული რომ გავაკეთებდი.- მშვიდად მითხრა და თბილისს გახედა.
- მერე გეკითხა და ერთად გადაგვეწყვიტა.
- გეწყინა?- არ იმჩნევდა მაგრამ მის ხმაში წყენაც იგრძნობოდა.
- არა... უბრალოდ მოულოდნელი იყო. - ცოტა ხანს ისევ სიჩუმე იყო, ორივე ჰორიზონტს გავყურებდით და ხმას არ ვიღებდით. ისევ მე გავარღვიე სიჩუმე- ახლა რა იქნება გაბრო?
- რას გულისხმობ?- შემოტრიალდა და თვალებში მომაშტერდა.
- აწი რას ვაპირებთ?.. უბრალოდ ჩვენი საერთო მომავალი მაინტერესებს.
- და რა გინდა რომ მოხდეს?
- არ ვიცი... - მივხვდი რომ ჩემი პასუხი არასწორად გაიგო და სწრაფად დავამატე- რაც არ უნდა იყოს, მთავარია შენ იყო ჩემთან.- მისკენ შევბრუნდი, წელზე ხელები მოვხვიე და სახე მის ყელში ჩავრგე.
ხელები შემომხვია და თავზე მაკოცა.
- არასდროს მიმატოვო გაბრო... რაც არ უნდა მოხდეს.მპირდები?
- გპირდები - მისი მჯეროდა მაგრამ მის ხმაში იყო რაღაც კიდევ... რაღაც სევდიანი... რაღაც აჩერებდა და ართმევდა მისი სიტყვებში რწმენას.მეშინოდა... ვერ წარმოვიდგენდი ჩემს ცხოვრებას გაბროს გარეშე. მის გარეშე ვერ გავძლებდი,ადამიანები ხომ უჰაეროდ ვერ ძლებენ.
*** 17 თავი
ერთი თვე გავიდა. მე და გაბრო ისევ ისე ვართ. ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს. უამრავი კითხვა მაქვს ჩევნს მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვეკითხები. მასთან ხმას არ ვიღებ, მასთან ყველაფერი მავიწყდება. მხოლოდ მასთან ყოფნა მინდა. ვიცი რომ გაბრო არ მიმატოვებს და ამის იმედი მაქვს.

აი გათენდა კიდეც. ჩემდაგასაკვირად მაშინვე გამეღვიძა. მოვემზადე და კომპიუტერს მივუჯექი. ჯერ რვის ნახევარი იყო, ლექცია კი ათზე მქონდა. საავამყოფოში იქედან წავიდოდი. გადავწყვიტე რომ უნივერსიტეტში ჩემი მოტოციკლეტით გავსულიყავი. მთელი ეს დრო გაბროს ნაჩუქარი მანქანით დავდიოდი, არც მანამდე მივსულვარ საავადმყოფოში ან ანივერსიტეტში მოტოთი. ან ტაქსი ან საზოგადროებრივი ტრანსპორტი. სიმართლე რომ გითხრათ არც კი ვფიქრობდი მანქანის ყიდვას. საერთოდ არ მაწუხებდა ასე სიანული. დღის ბოლოს მოტოთი ვსეირნობდი, ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება.
საათ ნახევარი ხან კომპიუტერს ვუყურებდი და ხან ტელევიზორს. გაბროს ამ დილით არ დაურეკია, რაც მიკვირდა. ყოველ დილით მირეკავდა. უკვე ცხრა საათი იყო, ამ დროისთვის ყოველთვის მეღვიძა, ეს მანაც იცოდა და მირეკავდა. აჰა, აჟღერდა ტელეფონი. გაბადრულმა ტელეფონს ვწვდი და ნაცნობი ნომრის დანახვისას გული ამიფრთხიალდა.
- გისმენ
- რას შვრები?
- რავი არაფერს. შენ?
- არ გინდა დღეს გავისეირნოთ?
- მმმ... კი რატომაც არა. ოღონდ დღეს ოპერაციები მაქვს და არ ვიცი როდიდან მეცლება.
- კაი დამირეკე და მოგაკითხავ.
- არა. არ მომაკითხო.
- რა?რატო?-
- იცი? დღეს გადავწყვიტე მოტოთი წავიდე სამსახურში.
- რაა?- ჩაეცინა. დამპალი!
- ოოო... მადლობა გამხნევებისთვის.
- კაი რა გამხნევება.
- აუუ, მეც არ ვიცი ღირს თუ არა.
- კაი რატო არა. მაინცდამაინც ასაკოვანივით უნდა გეცვას სამსახურის გამო?!
- მოიცა რა? ანუ მე სამსახურში ასაკოვანივით მაცვია?!
- არა ეს არ მიგულისხმია - ჩაეცინა - სიმართლე რომ გითხრა ეს მხოლოდ გასამხნევებლად გითხარი- ისევ ჩაეცინა. ჩაჩხვლეტილი ლოყა დამიდგა თვალწინ და ისევ გამეღიმა. ვაიმეე!.. მინახია ჩაჩხვლეტილი ლოყა ხშირად, მაგრამ მისი მაგიჟებს!
- კაი საღამომდე. უნდა მოვემზადო.
- არ გადაყირავდე მოტოზე!
- მოგკლავ იცოდე!
- ხო კაი ბოდიში- სიცილით დააყოლა.
- გაბრო, საღამოს რაღაცაზე მინდა დალაპარაკება.
- მეც
- რაზე?
- შენ რაზე?
- ჯერ შენ
- შენ მითხარი პირველი
- მე გკითხე პირველი
- შენ წამოიწყე და დააყოლე ბარემაც
- ოოო... ხო კაი საღამოს გავიგებთ ორივეს.
- კაი, საღამომდე- სიცილით დამემშვიდობა. ბავშვურობა რომ არ გავურიოთ არა რა! გავიცინე და ტელეფონზე ლელას ნომერი ავკრიფე.

- კაი ასე უნდა ყველას დავიწყება?!- წამოვიყვირე როგორც კი ყურმილი აიღო.

- აუ მაპატიე რა ფისუნაა..

- ხო კაი ოღონდ ნუ მეძახი რა ამ ფისუნაას

- აუ რა არ მოგწონს?!

- ხო კაიი. რას შვრები როდის ჩამოდიხარ?- ჩემი და უკვე ოთხი თვეა რაც გერმიანიაშია წასული სამსახურის საქმესთან დაკავშირებით. ბიზნესვუმენია გოგო.

- ერთ კვირაში ფისუნა. დამხვდები აეროპორტში?

- დაგხვდები აბა რას ვიზამ. რა ხდება იქითკენ?- ეშმაკური ხმით ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავისუსე.

- ოხ ფისუნიაა

- კაი რა მითხარი და ჩამოარაკრაკე დროზე!- გავიცინე და წარბები ავათამაშე. ძაან დაინახავდა რა სესილი!

- ოოო... არაფერი. ისევ ისე ვართ. ხან მეჩხუბება, ხან მეხუტება და გაშეშებული მტოვებს. უფ... არ ვიცი რა... არაფერი არ ვიცი უკვე...- იოანე ლელას ბიზნეს პარტნიორია. ვიცი რომ უყვარს ჩემი და, მაგრამ არ უტყდება. შეიძლება იტქვას რომ მისი გაგიჟება უნდა. ალბათ, გგონიათ რომ იოანეს ვიცნობ და მან მითხრა ეს ყველაფერი. არა, ეს მე გავარკვიე. პირველად ლელას სამსახურში ვნახე, ეგრევე შევნიშნე რომ მოსწონდა ლელა. როგორ შეიძლება მაღალი, ჩამოსხმული, ლამაზი ნაკვთების გოგო არ მოგეწონოს! მე ეს მხოლოდ ნახვისგან არსებულ სიმპათიას მივაწერე. მაგრამ როცა გავიგე რომ ერთად უნდა წასულიყვნენ, გავარკვიე და გავიგე რომ ეს ყველაფერი იმ ვაჟბატონს ჩაუწყვია. რათქმა უნდა, ლელას არფერს ვეუბნები ამის შესახებ.

- გამიგიჟა რა ამ ბიჭმა გოგო!

- აუ სესიი... რამე მირჩიე რა?!

- გიყვარს?- ჩემმა ასეთმა პირდაპირმა კითხვამ ცოტა დააბნია მგონი ლელა. შეყოვნდდა და მხოლოდ შემდეგ მიპასუხა

- არ ვიცი- ჩუმად ამოიჩურჩულა მაგრამ მაინც კარგად გავიგე მისი ჩაფიქრებული ხმა.

- მოგწონს?

- არ ვიცი

- მაშინ რა იცი!- აღშფოთებულა წამოვიძახე და პასუხს დაველოდე.

- აუ არ ვიცი სესი, მართლა არაფერი ვიცი. ვაღიარებ რომ მასთან რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ. მისი საყვედურიც კი მსიამოვნებს, გესმის? მასთან მარტო რომ ვარ ვკანკალებ, მაგრამ არ შიშისგან. არა. რაღაც სხვაა. სულ სხვა. მინდა რომ შევეწინააღმდეგო როცა მეხუტება, მაგრამ ძალა არ მაქვს. მუხლები მიკანკალებს და მის შეხებაზე ვკრთთი. არ ვიცი... არ მინდა ასე დაუფიქრებლად ვთქვა რომ მიყვარს.

- ვაიმე ლელა! წამით გათიშე შენი ჭკუამახვილი გონება და გულს მოუსმინე, გაიგე?! არ გონება და არც სხვა რამე გეტყვის რამე სწორს, გარდა გულისა. გულს მოუსმინე და გაიგებ... გაიგებ გიყვარს თუ არა.

- მაგრამ მეშინია, მისი გასართობი არ ვიყო. ხომ იცი როგორი სახელიც აქვს თბილისში. გოგოების ცვენაა მასზე, და ყველამ კარგად იცის როგორი ბაბნიკია.

- გოგო სხვისას რა უნდა გაიგო, როცა შენი ვერ გაგიგია!

- ხო მგონი მართალი ხარ.

- კი,კი მართალი ვარ. ლელა... ბაბნიკებიც იცვლებიან.

- რა მტკიცედ ამბობ, თითქოს ეს გამოცდილი გქონდეს.- თქვა და ჩაიცინა. მან არაფერი არ იცის გაბროზე. ვიცი ცუდად ვიქცევი, ის ყველაფერს მეუბნება მე კი ვდუმვარ. უბრალოდ ჩავიცინე. მახსოვს როგორი ბაბნიკი იყო გაბრო წარსულში, ის გოგოც მახსოვს პლაჟზე, ნომრები რომ გაცვალეს. როგორ ვეჭვიანობდი. ახლა რომ მახსენდება მეცინება.

- კაი ლელა უნდა გავიდე. ლექცია მაქვს სტუდენტებთან ათზე და უნდა მოვემზადო.

- კაი სეს აბა შენ იცი.

- უი ისე ლელა დღეს პირველად მივდივარ სამსახურებში მოტოციკლით.

- აუ ფრთხილად რა ძაან გთხოვ.

- კაი კაი. რომ ჩამოხვალ არ გინდა სვანეთში ჩავიდეთ, მალე მოთოვს კიდეც იქ.

- აუ კი რამდენი ხანია არ ვყოფილვარ, მრცხვენია უკვე.

- ხოდა გადაწყვეტილია. კაი წავედი და გკოცნი.

- მეც გკოცნი

ტელე საწოლზე მივაგდე და გარდერობის ოთახში შევედი. რადგან მოტოთი მივდივარ კაბას ვერ ჩავიცმევდი.
შავი „კონბინიზონი“, შავი ტყავის ქურთუკი და ასევე შავი მარალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩავიცვი. ქუსლებით უკვე ნატარები მქონდა მოტო, ამიტომ პრობლემა არ იყო. მოტოზე შევჯექი და უნივერსიტეტისკენ გავეშურე. მოტოციკლს მახსიმალურზე მივაქროლებდი რა იყო დასაშვები და ხალხის მზერაზე გულში მეცინებოდა. ნუ ხო ვაღიაროთ სასიამოვნოა ასეთ მოტოზე ქალის დანახვა. თავსახური მეკეთა მაგრამ ჩემი გრძელი და ჩამოშლილი თმები მაინც შრიალებდა. უნივერსიტეტის ეზომდეც მივაღწიე და ეგრევე შევნიშნე სტუდენტების პირდაღებული სახეები. მგონი არავინ იცოდა რომ მოტო მყავდა. თავსახური მოვიხადე და თმა გავისწორე, ნელა გადმოვედი, ჩანთა ავირე და კარებისკენ წავედი. გაკვირვებულ სახეებს არ ვიმჩნევდი და წინ ამაყად მივაბიჯებდი. პატარაობაში ასეთ მომენტში დავიწვებოდი მაგრამ ახლა არა. დროთა განმავლობაში გავიაზრე რომ ხალხის აზრი მეორეხარისხოვანი იყო.
უნივერსიტეტში შევაბიჯე და იმ აუდიტორიისკენ გავეშურე სადაც ჩემი ლექცია ტარდებოდა. ჯერ ხუთი წუთით ადრე იყო მაგრამ მაინც იქ მერჩივნა. მაგიდასთან დავჯექი და აუდიტორიას გადავხედე. არავინ იყო, გარდა ერთი გოგონისა რომელიც წიგნებს ჩაჰკირკიტებდა და ჩემი შემოსვლა ვერ შეემჩნია. აქამდეც შემიმჩნევია ეს გოგო. მაშინაც ასე კუთხეში იჯდა და ხმას არ იღებდა. დროთა განმავლობაში ვიფიქრე რომ სწავლით დაინტერესებული არ იყო. წერით დავალებებსაც იშვიათად ვავალებდი სტუდენტებს, ამიტომ ამაში თითქმის დარწმუნებული ვიყავი. ლექციაზე ხმაამოურებლად იჯდა ყოველთვის. ამიტომ ცოტა გამიკვიდა ასე გულმოდგინედ რომ კითხულობდა რაღაცას.ჩავახეველე რომ ყურადღება მიმექცია. გამომხედა და თვალები გაუშტერედა. სტუდენტებთან ძალიან მკაცრი ვიყავი ლექციებზე, მაგრამ ლექციების გარეთ მათი თანატოლი ვიყავი. სტუდენტების უმეტესობას ძალიან ვუყვარდი. მაგრამ ამ გოგოს უფრო შეშინებული თვალები ჰქონდა.
- რას აკეთებ?
- მე... მე... უბრალოდ თქვენს მიერ მოცემულ თემაზე... დამატებით ინფორმაციას ვკითხულობდი.
- მე დამატებითი ინფორმაცია არ მითხოვია- ვუთხარი და ინტერესიანი თვალები მივაპყარი მას.
- ვიცი... უბრალოდ დამაინტერესა.- ამის თქმა ცოტა გაუჭირდა.
- დღეს წინა რიგში დაჯდები.- გაშტერებული შემომხედა- გადმოდი.- ცოტა უფრო თბილი ხმით ვუთხარი და ჩემს წინ სკამზე მივუთითე.ნელა წინ გადმოვიდა.
- შენი სახელი?
- ანასტასია... ანასტასია არაბული.
- კარგი.
ლექციაც დაიწყო. მთელი ლექციის განმავლობაში შიგადაშიგ კითხვებს ვუსმევდი, რომლებზეს ძალიან ადვილად მპასუხობდა და გაკვირვებულს მტოვებდა. გაუვლელი პროგრამაც კი იცოდა, სრულყოფილად არ მაგრამ მაინც.
ლექცია დასრულდა. კარებში გადიოდა როცა დავუძახე და ახლოს მოსვლა ვთხოვე.
- აქამდე რატომ იყავი ჩუმად ლექციებზე?
- მმმ... იცით...- მივხვდი რომ ეუხერხულებოდა.
- არ მითხრა რომ გრცხვენოდა.- ხმისამოუღებლად დამიქნია თავი და დახარა. ძალიან ლამაზი იყო. გამხდარი, ცისფერი თვალებით, სწორი თმით, წითელი ტუჩებით და ძალიან მუქი შავი თმით. იდეალური იყო!
- არასდროს შეგრცხვეს შენი ნიჭის გამოვლენის, არასოდეს!- თავი დამიქნია უხმოდ. - კარგი შეგიძლია წახვიდე, და შემდეგზე ისევ აქ იჯდები.
- კარგით.
უნივერსიტეტიდან გამოვედი და საავადმყოფოსკენ გავწიე. ისევ წყვილი მოშტერებული თვალები. აჰჰ... მომაბეზრებელი იყო უკვე!
ოპერაციები წარმატებულად ჩავატარე. უკვე ღამის თერთმეტი საათი იყო, როცა გაბროს დავურეკე და ვუთხარი რომ თავისუფალი ვარ. მოტოციკლთთან ვიდექი როცა გვერდით ტაქსი გაჩერდა და იქიდან გაბრო გადმოვიდა.
- შენ და ტაქსი?- გაკვირვებული ღიმილით მივუდექი გვერდზე.
- ლამის მე დავაჭირე გაზს მის მაგივრად- გაღიზიანებული იყო. ავკისკისდი და სანამ არ გავჩერდი გაღიმებული თვალებით მიყურებდა. ცოტა ხანში გავჩერდი და უხერხულად შევიშმუშნე. ამაზე გაეცინა, მომიახლოვდა და ჩამეხუტა. ასე ვიდექით სანამ არ გამოვფხიზლდით.
- მოიცა შენც ჩემი მოტოციკლით აპირებ წამოსვლას?
- კი ოღონდ სიკვდილისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ, ამიტომ მე ვჯდები წინ.- მითხრა და მოტოციკლეტისკენ წამიყვანა.
- ცუდი ბიჭი ხარ!- კისკისი დავიწყე. მანაც გაიცინა და თავზე მაკოცა.მოტოციკლეტზე მოვთავსდით და გზას გავუდექით.
- სად მივდივართ?
- ჩვენ ადგილისკენ.
- სახურავზე?
- კი
- ისე ვერტალიოტით?
- კი- კმაყოფილს ჩამეღიმა. ზურგიდან დავინახე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე.
- ვაიმე გაბრო, მოუმატე სიჩქარეს!
- არა.
- კაი რაა...
- ხო კაი ამ ერთხელ.
სიჩქარეს მოუმატა. მსიამოვნებდა ადრენალინი. ქუჩები უფრო ცარიელი იყო. ქარი თმას მიწეწავდა და სახეზე მელამუნებოდა. აღარაფერი მახსოვდა. მალე მივედით ვერტალიოტამდე. ისევ იგივე გზა გადავიარეთ და „ჩვენს სახურავზეც“ ავედით. ისევ ერთი დიდი პუფი იდო. აქამდეც ხომ იყო ასეთი მომენტი, მაგრამ მაინც ისე მიხაროდა. 28 წლის ქალი სახურავზე დავრბოდი და ვხტუნაობდი. მგონი გავგიჟდი!
- მოდი აბა გამომეკიდე- გამომწვევი თვალებით მივაშტერდი.
- მართლა გინდა რომ გამოგეკიდო?- ეშმაკური მზერითა და ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ დინჯი ნაბიჯებით. ვერაფერი ვთქვი, ვერ ვერაფერი მოვიმოქმედე. აი ხო გეუბნებოდით არა, გავგიჟდი მე! წეღან ასე ვეტლიკინებოდი და ახლა მიყუჩებული და დაძაბული ვუყურებდი თვალებში. ოჰ, თვალები! ჩემი ნაცრისფერი თვალები! უკვე ჩემს წინ იდგა და გაღიმებული თვალებით მიყურებდა. უნდოდა ჩემს რეაქციაზე გაცინებოდა, თავს იკავებდა მაგრამ მისი თვალები მაინც მოცინარი იყო.
- აღარ მინდა!- უცბად ვუპასუხე და პუფისკენ მივტრიალდი, მაგრამ დამიჭირა და ხელები მომხვია.
- გვიანია ქალბატონო!- ხელში ამიტაცა და ზურგზე მომიგდო.
- აუ გაბროო... დამსვიი...- ვწიოდი და ხელებს ზურგზე ვარტყამდი მაგრამ ამაოდ. პუფზე დამაგდო და ზემოდან მომექცა. თვალებში ვუყურებდი და ვერაფერს ვაკეთებდი. ხელი თმაში შემიცურა და უფაქიზესად შეახო ტუჩემი ჩემს ბაგეებს. მისი თბილი სუთქვა სახეზე მელამუნებოდა. მუცელში პეპლების მაგივრად მთელი ფაუნა მოგზაურობდა. სამყაროს გამოვეთიშე... იმ სამყაროში გადავეშვი, სადაც მხოლოდ მე და გაბრო ვიყავით და არავინ სხვა, არანაირი პრობლემები, არანაირი ყალბი გრძნობები. ნელნელა უმატა კოცნას. რიგრიგობით მიკოცნიდა ზედა, შემდეგ კი ქვედა ტუჩემს. ხელები კისერზე შემოვხვიე, უფრო მეტად ამიკრო, ფეხები წელზე შემოვხვიე და მეც უფრო ვუმატე კოცნას. კოცნა შეწყვიტა და თვალებში ეშმაკურად შემომხედა. გავუცინე და ისევ მისი ტუჩებისკენ დავიძარი, მაგრამ ისევ უკან დაიხია. თვალებში დაბნეულმა შევხედე.
- რა გინდა სესილი?- მგონი ცოტა ისიც იყო დაბნეული. მაგრამ ტუჩის კუთხე მაინც ჰქონდა ჩატეხილი.
- მხოლოდ შენთან ყოფნა- ამოვიჩუჩულე და ისევ გავაგრძელეთ ერთმანეთის მიალერსება.

18 თავი

ისევ ვერაფერი ვუთხარი წინა საღამოს. დალაპარაკება მინდოდა მაგრამ ისევ ვერაფერი ვთქვი, ისევ ისეთი სიმყუდროვე იყო რომ მენანებოდა უაზრო ბგერების მიმოსაფანტად. არა მორჩა, დღეს უნდა დაველაპარაკო.
- გაბრო დღეს შევხვდეთ კარგი? სალაპარაკო მაქვს.
- კარგი, მეც მინდა შენთან ლაპარაკი, წინა საღამოს ვერ გითხარი.- ვიცოდი რომ ჩემსავით იყო და ჩამეღიმა.
- კარგი საღამოს შევხვდეთ კაფეში, კარგი?
- კარგი გამოგივლი მანქანით.
- მიყვარხარ!
- მეც!
და საუბარი შევწყვიტეთ.
ისევ ლექციები, ისევ ჩემი გაოცებული სახე და თავჩახრილი არაბული. ამ გოგოს დიდი მომავალი აქვს!
ისევ საავადყოფო. რამოდენიმე ადვილი ოპერაცია და გაბროს ზარი. ჯერ კიდევ კომპანიაში იყო. მითხრა რომ ერთი საათით დააგვიანდებოდა. გადავწყვიტე სურპრიზად მივსულიყავი მასთან. ტაქსიში ჩავჯექი და კომპანიისკენ წავედით. მალევე მივედი და მისი კაბინეტისკენ წავედი.
- გაბრო ოთახშია?
- დიახ, მის მოადგილესთან ერთადაა. შეგიძლიათ შეხვიდეთ.
- მადლობა- გავუღიმე და მისი კაბინეტის კარებისკენ წავედი. კარები შევაღე და...
გაბროს ხელები ვიღაც გოგოს მკლავებზე ჰქონდა მოჭერილი და კოცნიდა. მის სახეს ვერ ვხედავდი რადგან ზურგიდან იდგა. გაინტერესებთ რა ვიგრძენი? თითქოს ფეხქვეშ მიწა აღარ არსებობდაო და ლამისაა ჩავქვესკნელდებოდი. გულში საშინელი ჩხვლეტა ვიგრძენი, ჩემს ლოყებზე უკითხავად დასეირნობდნენ ცრემლები. მაღალ მოკლე კაბაში ჩაცმულ გოგოს ჰქოცნიდა, ჩემი გაბრო... კოცნა იმაზე სწრაფად შეწყდა ვიდრე მე მეგონდა მოხდებოდა. მეგონა დამინახეს მაგრამ არა, ეს უბრალოდ მათი გადაწყვეტილება ყოფილა. როგორც კი შეწყვიტეს გოგომ დამინახა და უბრალოდ ცალყბად ჩაიღიმა. ამაზე გაბრო შემოტრიალდა და თვალებგაშტერებულმა შემომხედა.
- სესილი...- ისევ ისე მდიოდა ცრემლი, ისევ ისე მჩხვლეტდა რაღაც გულს. მინდოდა შორს გავქცეულიყავი, აქედან შორს, მაგრამ ფეხები აღარ მემორჩილებოდნენ. მუხლები მეკვეთებოდა და თავს ძლივს ვიკავებდი რომ ძირს არ დავვარდნილიყავი. მაგრამ ძალა მალევე დამიბრუნდა, კარები გამოვიხურე და გასასვლელისკენ გავიქეცი. ტაქსი გავაჩერე და შიგ ჩავჯექი. მესმოდა... მესმოდა ჩემთვის ასე ძვირფასი ხმა, რომელიც მე მეძახდა მაგრამ არ შემეძლო გაჩერება, უბრალოდ არ შემეძლო. ტაქსის მძღოლს წყნეთში არსებული ჩემი სახლის მისამართი მივეცი. ეს სახლი მაშინ ვიყიდე როცა უკვე საკუთარი დანაზოგი გამაჩნდა. დატვირთულ დღეებში აქ მივდიოდი და ვისვენებდი. ამ სახლზე არავინ არაფერი იცოდა. მთელი გზა ვტიროდი, უხმოდ ვტიროდი. მხოლოდ ცრემლები მდიოდა, რომელთა მოწმენდასაც კი ვერ ვახერხებდი. გზას ვუთმობდი ჩემი ყელისკენ. მალე ჩავედით. ტაქსს გადავუხადე და სახლში შევედი. საბედნიეროდ აქაც მქონდა რაღაც ნივთები. საწოლზე დავემხე და ქვითინი დავიწყე, მაგრამ მალევე დავწყნარდი. ყავა გავიკეთე და მისაღებში სავარძელზე დავჯექი რომელიც მინის კედელთან იდგა. უკვე საკმაოდ ბნელოდა, გარეთ კი საშინელი ქარი იყო და წვიმდა. თითქოს ამინდიც იზიარებდა ჩემს ხასიათს და ფიქრებს. ვფიქრობდი თითოეულ დეტალზე და ჩემს თვალებს არ ვუჯერებდი. არ მჯეროდა რომ ეს რეალობა იყო და არა კოშმარი, არ მჯეროდა და არ მინდოდა რომ რეალობა ყოფილიყო.
ვინ იყო ის გოგო? ნუთუ მთელი ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ჰყავდა სხვა? არა, არ მჯერა რომ ჩემთან მხოლოდ ერთობოდა. არ მჯერა, ვერ დავიჯერებ! უნდა დავლოდებოდი როცა მომსდევდა? უნდა მომეთხოვა და მომესმინა მისი ახსნა-განმარტებისთვის. შეიძლება ყველაფერი ისე არ არის როგორც მგონია. უბრალოდ, არ შემეძლო იქ ყოფნა.
მაგრამ... მაგრამ, მაინც, თითქოსდა ისე არ მტკენია ეს ყველაფერი როგორც მოველოდი. რატომ?.. ნუთუ... ნუთუ ჩემი გაბროს მიმართ სიყვარული შენელდა, ნუთუ შესუსტდა?! გაბროს გაუჩინარების წლებში უფრო მეტად ვიტანჯებოდი როცა წარმოვიდგენდი რომ მას სხვა ეხებოდა, სხვა უკოცნიდა ნაიარევს მის სახეზე. და ახლა... ახლა რატომ არ მტკივა ასე? არა... არ მინდა რომ გაბრო გადამიყვარდეს. ამბობენ რომ გულს ვერ უბრძანებ შეყვარების დროს. ნუთუ გადაყვარების დროსაც ასეა?! იქნებ ჩემი და გაბროს სიყვარული არ არის ისეთი ძლიერი როგორიც ჩვენ გვეგონა რომ იყო?

უკვე ღამის ოთხი საათი იყო როცა გამოვფხიზლდი. ტელეფონს დავხედე. ვიცოდი რომ დანარეკები იქნებოდა. გაბროს 12 დანარეკი დამხვდა. „ ალბათ, მეძებს”
უეცრად ტელეფონი განათდა, რეკავდა მაგრამ უცნობი ნომერი იყო.
- ჯანდაბას...- ფეხზე დავდექი ფანჯარასთან და ტელეფონს ვუპასუხე.
გაბრო არ იყო! უეცრად ოთახში ტელეფონის იატაკზე დავარდნის ხმა გაისმა, ცარიელი ხელი ისევ ყურთან მქონდა იგივე მდგომარეობაში თვალები კი ერთ წერტილზე მქონდა გაშტერებული. სამყარო გაქრა, ყველა გაქრა, სამყარო თავზე დამექცა... „ გაბრო... ჩემი გაბრო...“

19 თავი

მანქანით თბილისისკენ მივდიოდი.
„ გაბრო... გთხოვ არ დამტავო... გაბრო...“
ვქვითინებდი და ცრემლიანი თვალებით ძლივს ვხედავდი გზას. თბილისში შევედი და საავადმყოფოსკენ გავაქანე მანქანა. ათ წუთში იქ ვიყავი. სწარფად შევვარდი საავადმყოფოში. მისაღებში მჯდომ გოგონას მივმართე.
- გაბრო ავალიანი...- ისევ ვქვითინებდი ამიტომ ვეღარაფერი ვთქვი. გოგომ დერეფანზე მანიშნა. მაშინვე იქეთ წავედი. სწორედ იმ წამს გამოვიდა ექიმიც.
- თქვენ ნათესავი ხართ?
ხმა არ მქონდა ამიტომ მხოლოდ თავი დავუქნიე.
- საოპერაციოდ გადაგვყავს.მძიმე მდგომარეობა.- თვალები გამიშტერდა. წამიც და ისევ ავქვითინდი.
- დამშვიდდით ახლა თქვენი გვერდში დგომა სჭირდება.
- რა... რა დაემართა?- ძლივს ამოვილუღლუღე და ექიმს გავხედე.
- როგორც ვიცი ავარია იყო. ბოდიშით უნდა მოვემზადო.- მითხრა და გამშორდა.
„ავარია?! ჩემი ბრალია!.. ჩემი ბრალია... მე... მე რომ არ წავსულიყავი... არა... არა... გაბრო არ მიმატოვებს. არა!“
კედელთან ჩავიკეცე და მწარედ ავტირდი. ყველაზე მზარე გრძნობა, ყველაზე მტკინვეული იცით რა არის? შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი რომ სიკვდილს ებრძვის და შენ ვერაფერს აკეთებ, საკუთარი გულისცემას რომ გაღიზიანებს, გინდა სუნთქვა შეწყვიტო და მხოლოდ მაშინ განაგრძო თუ ისიც გააგრძელებს. ყველაზე მტკინვეულია როცა შენს გამო საყვარელი ადამიანი იტანჯება...
უკვე ორი საათი გავიდა, მაგრამ საოპერაციოდან ისევ არაფერი გამიგია.
ვფიქრობდი თუ რა იქნებოდა მისი ვერ გადარჩენის შემთხვევაში. რა მოხდებოდა?... მეც მასთან ერთად მოვკვდებოდი! მის გარეშე წარმოუდგენელი მეჩვენება ჩემი სიცოცხლე.
მეზიზღება საკუთარი თავი! მეზიზღება რომ საათების წინ ჩემს სიყვარულში ეჭვი შემეპარა. მიყვარს! უზომოდ მიყვარს! ათჯერ უფრო მეტად მიყვარს ვიდნე 9 წლის წინ მიყვარდა.
ასეა ეს ყველაფერი მოწყობილი. ადამიანს ვერ ვაფასებთ, მანამ სანამ მისი დაკარგვის შიში არ შეგიპყრობს. მეშინია... მეშინია მისი დაკარგვის მეშინია, ყველაზე მეტად.
ის... ის მოვიდა. დერეფნის ბოლოში დგას და ტკივილიანი თვალებით მიყურებს. ნუთუ მასაც ისე უყვარს გაბრო როგორც მე?! ისე სტკივა როგორც მე?! არა არ შემიძლია აქ მასთან ერთად ყოფნა.
გარეთ გავვარდი და კუთხეში კიბეებზე ჩამოვჯექი. თავი ხელებში ჩავრგე და ავტირდი. რამოდენიმე წუთში მხარზე ხელი ვიგრძენი. ავხედე და გვერდზე გავხტი. ის მიყურებდა, ტკივილიანი თვალებით.
„ნეტა ეს ტკივილიანი თვალები რას გამოხატავს?“
მოულოდნელად აქვითინდა და ჩამოჯდა. გაშტერებული ვუყურებდი არ ვიცოდი რა მექნა.
- ბოდიში რა... მაპატიე. ვიცი ძნელია მაგრამ მაპატიე ძაან გთხოვ. ჩემი ბრალია... ყველაფერი ჩემი ბრალია... მე რომ გავჩერებულიყავი... ეს არ მოხდებოდა- ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა და თან ცრემლებს იწმენდდა- გაბრო მომწონდა, შეიძლება მიყვარდა კიდეც... მინდოდა მე ვყვარებოდი. მერე გავიგე რომ შენ მასთან იყავი. გეფიცები მეწინააღმდეგებოდა იმ მომენტში. მეუბნებოდა რომ უყვარდი, სიგიჟემდე უყვარდი და მე არასდროს შემიყვარებდა. შემდეგ... შემდეგ ნაბიჯების ხმა გავიგე და ვიფიქრე შენ იქნებოდი. თქვენი დაშორება მინდოდა, სწრაფად ვაკოცე და სწორედ ამდროს შემოხვედი. ვიცი ეგოისტი გგონივარ... უფრო სწორად-ეგოისტი ვარ... მაგრამ გეფიცები იმ წუთში არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. გაბრო მეწინააღმდეგებოდა... მაგრამა არ გავჩერდი. ხომ ვერ დამაგდებდა ან დამარტყამდა არა?! გაბრო აქამდე არ დაეშვებოდა. გული გატკინე... მასაც ვატკინე... ძალიან ვატკინე. თავი მძულს. ჩემი ბრალია... - ვუსმენდი და უხმოდ ვტიროდი. უკვე მეც მძულდა თავი რომ ღალატში დავადანაშაულე.- ვიცი რომ ვერ მაპატიებ... ან როგორ უნდა მაპატიო. ჩემს გამო შეიძლება საყვარელი ადამიანი დაკარგო. ამას მეც ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს. არა... მე აქ არ უნდა ვიყო... მაგრამ, როგორ უნდა წავიდე ასე როდესაც ყველაფერი რაც ხდება ჩემი ბრალია?!
არ ვიცოდი რა მეთქვა. თავიდან მეგონა თამაშობდა,მაგრამ მერე დავრწმუნდი რომ ასე არ იყო. გულწრფელი იყო... ყველაფერს გულიდან ამბობდა... მინდოდა მივსულიყავი და დამემშვიდებინა მაგრამ არ შემეძლო. ეს ხომ მართლაც მისი ბრალი იყო. მაგრამ არც მე ვიყავი უდანაშაულო. გაბროში ეჭვი შემეპარა, უფრო ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. მეც ვატკინე გაბროს, მეც ძალიან ვატკინე.
ნელა მივუახლოვდი და ოდნავ მოშორებით ჩამოვჯექი.
- ჩემი ბრალიცაა. არ უნდა შემეპარა მასში ეჭვი. მეც ვატკინე. გაბრო ძლიერია, გადაიტანს... აუცილებლად გადაიტანს...
- იღბლიანი ხარ რომ ასეთ ადამიანს უყვარხარ. გაბრო საუკეთესოა.
- გიყვავრს?
- რაა? - მოულოდნელი იყო ეს კითხვა მისთვის.
- გიყვარს?
- არ ვიცი.
- როგორ თუ არ იცი!- ასეთმა პასუხმა გამაცოფა. მეგონა უყვარდა და ამით დაბრმავებულმა გააკეთა ეს ყველაფერი. ახლა კი მეუბნება რომ არ იცის უყვარს თუ არა.
- მგონი არა.
- მაშინ ეს ყველაფერი რატომ გააკეთე? რატომ მიპასუხე!
- არ ვიცი- ჩაიჩურჩულა და აქვითინდა.
არ შემეძლო რამის თქმა. უხმოდ შევედი საავადმყოფოში. შიეძლება ცუდად მოვიქეცი ბოლოს რომ უფრო ვატკინე, მაგრამ არ შემეძლო არც თავის მოთოკვა და არც დამშვიდება. ოპერაცია ისევ გრძელდებოდა. არავინ გამოსულა შემდეგი ერთი საათის განმავლობაში, მეც ვიჯექი სკამზე და ერთ წერტილს მივშტერებოდი. ველოდებოდი... ველოდებოდი იმ ამბავს რომელიც მთელ ჩემ ცხოვრებას გადაწყვეტდა.
ის გოგო აღარ გამოჩენილა. იმ გოგოსაც ვადანაშაულებდი, მაგრამ ჩემს თავს მაინც ვერ გავურბოდი. მე რომ იქ ძლიერი ვყოფილიყავი და არ გავქცეულიყავი ასე არ მოხდებოდა.
ოპერაცია 3 საათ ნახევარი გაგრძელდა.
- რა ხდება?- ექიმი როგორც კი გამოვიდა მივვარდი.
- ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ის ისევ კომაშია. არ ვიცი როდის გამოვა ამ მდგომარეობიდან, ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
უხმოდ დავუქნიე თავი და კედელს ავეყუდე მუხელბი რომ არ მომკვეთოდა.
„ რომ ვერ გამოვიდეს? რომ ვერ შეძლოს? არა! არ მიმატოვებს. ასე ვერ გამწირავს. „
- სესი!- შემოსასვლელიდან მარია და ანი მორბოდნენ.
მათკენ გავიქეცი და ორივეს ერთად ჩავეხუტე.
- გაბრო... ჩემი ბრალია... ყველაფერი...- ვქვითინებდი და ძლივს გასაგონად ვჩუჩულებდი.
- კარგი დამშვლიდდი. გაბრო ძლიერია. გადარჩება. აუცილებლად. (ანი)
- მხოლოდ ახლა გვითხრეს ბიჭებმა. დამთავრდა ოპერაცია? (მარია )- ორივეს ეტყობოდა რომ ნამტირალევი იყვნენ.
- კი. კომაშია. არ იციან როდის გამოვა. ან საერთოდ თუ გამოვა...- ეს ბოლო დიდი ტკივილით ამოვთქვი.
- გამოვა. აუცილებლად გამოვა სესი. (მარია)
- მე გავალ ბიჭებს შევატყობინებ. - ანი გარეთ გავიდა.
- სად არიან ბიჭები?
- იცი სესი... მოდი ჯერ დაჯექი- სკამებზე ჩამოვჯექით და მარიას მივაშტერდი.
- იცი... ეს უბედური შემთხვევა არ ყოფილა. სამუხრუჭე მილი იყო გადაჭრილი.
- რაა?- შევკივლე და ფეხზე წამოვვარდი. ეს მკვლელობა იყო, ვიღაცას მისი მოკვლა უნდოდა. ცრემლებმა დაუკითხავად დამინამეს ისედან დანამული ლოყები.
- დამშვიდდი და დაჯექი. ბიჭები მიხედავენ ამ საქმეს.
- მარია ჩემი ბრალია. მე რომ არ გამოვქცეულიყავი არ ჩაჯდებოდა იმ წყეულ მანქანაში...- თავი მარიას მხარზე მქონდა დადებული და ვქვითინებდი.
- სესი რა მოხდა?- ჩუმად და შეპარვით მკითხა. არ უნდოდა ამით ეტკინა.
- ახლა არ მარია... ახლა არა...
- კარგი დამშვიდდი.

*** 20 თავი

- გაბრო... ორი კვირა... ორი კვირაა რაც ვიტანჯები. გთხოვ... გთხოვ. გაიღვიძე და ისევ შემომანათე ნაცრისფერი თვალები. გთხოვ! ვიტანჯები. შენს გარეშე ვიტანჯები. ვეღარ ვსუნთქავ. მაპატიე და გაახილე თვალები. მაპატიე რომ შენში ეჭვი შემეპარა. ჩემი ბრალია... მე რომ... ვიცი რომ ჩემი გესმის და მთელი კვირები მისმენდი. არ მიმატოვო რა... ვერ გადავიტან, გეფიცები ვერ გადავიტან...- ხელში მქონდა მოქცეული მისი უსიცოცხლო ხელი და ჩემი ცრემლები ნამავდა მის ლამაზ თითებს. ვერ ვუყურებ... ვერ ვუყურებ ასეთ უსიცოცხლო გაბროს. პალატიდან გამოვედი და კაფეტერიაში ჩავედი. ყავით ხელში ამოსულს, პალატასთან რეზი და ლევანი დამხვდენენ. ამ ორ კვირაში ბევრჯერ მოსულან, ჩემზე ნაკლებად არც ისინი ნერვიულობდნენ. ინტერესიანი თვალებით შემომხედეს, მე მხოლოდ თავი გავაქნიე და მათი უიმედო სახეებს მივაცქერდი. სამივე ხმისამოუღებლად ვიჯექით. ბოლოს რეზიმ გაარღვია სიჩუმე.
- სესი...- გვერდით ჩამომიჯდა და მიმიხუტა.
- არ წავა ხო?! რეზი, ხომ არ წავა?! არ დამტოვებს. ის ძლიერია... მენატრება რეზი... მენატრება და მტკივა...- აკრული ვყავდი, მე კი ვქვითინებდი და სიტყვებს ძლივს ვამბობდი.
- დაგვიბრუნდება სესი, აუცილებლად დაბრუნდება.
ლევანი შორიდან გვიცქერდა ტკივილიანი თვალებით. დაახლოებით, ერთი საათი ისინიც აქ იყვნენ, შემდეგ კი ისევ მარტო დავრჩი. სრულიად მარტო და მხოლოდ გაბროს მოსვლას ველოდებოდი. ექიმმა მითხრა რომ დღეს სავარაუდოდ ვერ გაიღვიძებდა, ამიტომ გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი და გამომეცვალა. უკვე ბინდდებოდა როცა საავადმყოფოდან გამოვედი. ზამთრის სუსხმა ოდნავ გამომაფხლიზლა და უფრო მაგრძნობინა რომ ჩემს გვერდით გაბრო არ იყო. უფრო მეტად მეტკინა გული. ტკივილმა მთელი გული თავის მარწუხებში მოაქცია. ტაქსი გავაჩერე და სახლის მისამართი მივეცი.

ამწამს, ჩემთვის სახლი ჯოჯოხეთი იყო. მახსენდებოდა როგორ ვტიროდი აქ გაბროს მონატრებით, როგორ ვიხსენებდი მწარე მაგრამ მაინც ტკბილ მოგონებებს. შემდეგ როგორ ვიღიმოდი როცა გაბრო დამირეკავდა ან მომწერდა. შემდეგ კი გაბროსთან გატარებულ დროზე ვფიქრობდი. ახლა კი... ყველა მოგონება, აწ მყოფი ტკბილი მოგონებებიც სევდის მომტანია. იქნებ მომავალში არ იყოს ასე და ამ ყველაფრის გახსენებაზე გამეღიმოს მაშინ როცა ჩემს ოჯახს ეზოში მოთამაშეებს გავხედავ, მათ მოცინარ სახეებს და ჩაჩხვლეტილ ლოყებს.

საჭირო ნივთები ავიღე და სახლიდან გამოვედი. უკვე ორი საათი იყო გასული. სადარბაზოდან გამოსულს შევამჩნიე რომ ტელეფონი დამრჩენოდა.
ტელეფონის ასაღებად ავბრუნდი. სამი გამოტოვებული ზარი, მაგრამ უცნობისგან.
„ვითომ სხვაგან მოხვდნენ?! მაგრამ სამჯერ?! კარგი, ვნახოთ“
ამოვიოხრე და ნომერზე გადავრეკე. სამი ზუმერის შემდეგ „უცნობმა“ აიღო.
- ალო, თქვენგან სამი ზარი შემოვიდა. რომელი ხართ?
- მე ვერ ვდგები და იკადრებთ ჩემს ნახვას?!
- გაბრო... - ძლივს ამოვიჩურჩულე. სუნთქვაც კი მესმოდა და ვცნობდი.როგორ მომნატრებოდა ეს ხმა. ხავერდოვანი, ბოხი და ძალიან, ძალიან მამაკაცური. ვგრძნობდი რომ ეღიმებოდა.
- მენატრები!- მისი ხმა ძალიან სევდიანი და გულწრფელი იყო.ტელეფონი გავთიშე. ვიღას ახსოვდა აღებული ნივთები, ყველაფერი იქვე მივყარე, სახლში საჩქაროდ ჩავკეტე და ტაქსით საავადმყოფოსკენ გავეშურე. გზაში ვცქმუტავდი და ეს არც ტაქსის მძღოლს გამორჩენია.
- რამე შეგემთხვა შვილო? ვერ ჩერდები.- ძალიან დაღლილი ხმა ჰქონდა. უკვე გაჭაღარავებული თმა, სანდომიანი მზერა და თბილი ღიმილი.
- ჩემთვის საყვარელი ადამინი ახლახან გამოვიდა კომიდან.- გახარებულმა ლამის შევკივლე.
- გილოცავ შვილო. მეც მქონია ასეთი შემთხვევა და ვიცი როგორი განცდაა.
- თქვენ საიდან?
- ჩემი ცოლი...- მის ხმაში უდიდესი ტკივილი იგრძნობოდა. ეტყობოდა რომ ძალიან უყვარდა ის.- კომაში ჩავარდა ავტოავარიის შემდეგ.
- მიხარია რომ გამოჯანმრთელდა.
- არა... ის არ გამოჯანმრთელებულა.- მკვდარია. ვინანე რომ რამე ვკითხე.
- ბოდიშით რომ გაგახსენეთ.
- არაუშავს შვილო. სწორედ მაგ დროიდან დავიწყე ტაქსისტობა, ცოტა გულიც გადავაყოლე და ცოტა ფულსაც ვშოულობ.
- შვილი გყავთ?
- კი ერთი გოგო. ნინი.
- რამხელაა?
- ცამეტი წლისაა- მეგონა უფრო დიდი შვილი ეყოლებოდა. ანუ მარტო არჩენს ოჯახს ტაქსისტობით. შემეცოდა.
- მოვედით. აბა შენ იცი შვილო, დააფასე ძვირფასი ადამინები.
- შეიძლება ერთი თხოვნა შემისრულოთ.
- გისმენ შვილო- ჩემსკენ შემოტრილდა და გამიღიმა. ჩანთიდან ხუთასლარიანი ამოვიღე და გავუწოდე. ცოტა შეშფოთდა.
- გთხოვთ აიღეთ.
- არა შვილო ვერ ავიღებ.
- გთხოვთ. იცოდეთ თავს ცუდად ვიგრძნობ.
- კარგი... შენ არ იცი როგორ გაახარებ ჩემს შვილს.
- მადლობა- გავუღიმე და გადმოვედი. საკუთარი საქციელით ნასიამოვნები ვიყავი.
საავადმყოფოში შევვარდი და გაბროს პალატისკენ გავიქეცი. კარებთან ექიმი შემხვდა.
- გილოცავთ. ძალიან გაგიმართლათ.
- შეიძლება შევიდე?
- დიახ შებრძანდით.- გავუღიმე და პალატის კარები შევაღე.
გაბრო საწოლზე იყო ჩამომჯდარი და ბალიშს ეყუდებუდა უკან. აი, მეგონა რომ მხოლოდ ახლა დავბრუნდი სამყაროში, თითქოს აქამდე მოსიარულე გვამი ვიყავი ახლა კი სული ისევ მე დამიბრუნდა, თითქოსდა სუნთქვა მხოლოდ ახლა დავიწყე. კარებთან ვიდექი და სიხარულისგან ვერც ვინძრეოდი, ცრემლები კი უკვე გზას იკვლევდნენ ჩემს სახეზე. გაბრო კი ოდნავ დაბნეული მიყურებდა.
- ისევ გაბრაზებული ხარ ჩემზე?- ცოტა სევდიანი და ჩახლეჩილი ხმით მკითხა. ვერაფერი ვთქვი, მხოლოდ სწრაფად მივედი მასთან და მთელი ძალით ჩავეხუტე. ერთი ხელის მოძრაობით მუხლებზე შემისვა.
- არ გტკივა?- ისე ვკითხე რომ სახე არ ამომიღია მისი ყელიდან.
- არა.
ეს დიალოგი იყო მხოლოდ საჭირო. სიტყვები... სიტყვები ხომ ფარსია. მათგან ვერაფერს ვერ გაიგებ. ვერაფერს ვერ გაიგებ გულწრფელს რომ არა შინაგანი ხმა და თვალები. ჩვენ ასე ვლაპარაკობდით, უხმოდ, ხმაურის გარეშე. ჩვენთვის ახლა სიტყვები მხოლოდ ფუჭი ხმაურის გამომწვევი იყო.
გაბრო ძლიერად მიკრავდა გულში, მე კი უფრო მეტად ვგრძნობდი თუ როგორ მაკლდა მთელი ეს დღეები.
- მეც მომენატრე- მის მოცინარ თვალებს ჩავხედე, მის ნაცრისფერ და ღრმა თვალებს, პირველივე შეხვედრიდან რომ უფსკრულში გადასაგდებად მიმეტებს. მახსენდება ყველა ის მოგონება რომელიც გაბროსთან მაკავშირებს და მეღიმება.
გაბრო ჩემს ბაგეებს უახლოვდება.მენატრება... ძალიან მენატრება მისი ტუჩების გემო. ისე ნაზად მკოცნის მგონია ნაყინი ვარ და ლამისაა დავდნები.
ნელ-ნელა უფრო ხშირ კოცნაზე გადავდივართ. ბოლოს უკვე ველურად ვკოცნით ერთმანეთს, მაგრამ ეს მხოლოდ რამოდენიმე წამს გრძელდება. შემდეგ შუბლზე მკოცნის და ისევ მის ყელში ვრგავ სახეს.
- მაპატიე რა
- რა უნდა გაპატიო?
- მე რომ არ გავქცეულიყავი, შენ იმ მანქანაში არ ჩაჯდებოდი და ეს ყველაფერიც არ მოხდებოდა.
- შენ რომ არ გაქცეულიყავი, სავარაუდოდ ერთად ჩავჯდებოდით იმ მანქანაში, შენს დაკარგვას კი ვერ გადავიტანდი.
- და გგონია მე გადავიტანდი შენს დაკარგვას?!- თვალებში ვუყურებ, რომლებიც საოცარ სიყვარულს და სითბოს გადმომცემენ. ცალი ხელით სახეზე მეფერება, მეორე კი ჩემს წელზე აქვს შემოხვეული.
- შენ ჩემზე ძლიერი ხარ სესილი.
- არა... არ ვარ!
- ხარ- ნიკაპზე მომადო თითები და თავი ამაწევინა.
- მიყვარხარ! სიგიჟემდე გაბრო... სიგიჟემდე მიყვარხარ!
- გაღმერთებ სესილი!

21 თავი

მანქანაში ვიჯექი და ვნერვიულობდი. დღეს ხომ პირველად გაიგებდნენ ჩემი მშობლები ჩემი და გაბროს შესახებ.
- ნუ ნერვიულობ- გადმომხედა გაბრომ და გამიღიმა. რათქმაუნდა! ყოველთვის ხვდება როდის და რატომ ვნერვიულობ.ჩვენს წინ მიმავალ მანქანას გავხედე რომელშიც ანი, მარია, რეზი და ლევანი იჯდნენ. სვანეთისკენ მივდიოდით, ჩვენი სოფლისკენ.
- რომ გამიბრაზდნენ?
- ბედნიერი ხარ ჩემთან?- მითხრა და დამაკვირდა. მივხვდი რომ ამ მომენტში შეცდომას ვინანებდი.
- კი- დაუფიქრებლად ვუპასუხე და გავუღიმე
- მაშინ არ გაგიბრაზდებიან- და ისევ გზას გახედა.
ლელას უკვე ყველაფერი ვუამბე და პირობა მომცა რომ არაფერს ეტყოდა მათ.როგორ უნდა დამეწყო ამის თქმა?! არ ვიცი... იმედია იმ მომენტში ამომიტივტივდება რამე სიტყვები რომ ეს ავხსნა. ვიცი რომ მამას უფრო გაუჭირდება ამის გაგება. მაგრამ გაბროს კარგად გაცნობის შემდეგ ვიცი რომ წინააღმდეგი არ იქნება.
დედას 9 წლის წინ ნათქვამი სიტყვები გამახსენდა და გამეღიმა. „აჰა დედა მომყავს შენი სასიძოდ ნაქები ბიჭი“ ჩამეცინა და ამაზე გაბრომ გადმომხედა მაგრამ არაფერი უკითხავს. როდესმე ვეტყვი ამის შესახებ.

უკვე ღამდებოდა როცა ჩავაღწიეთ.

- როდის ვუთხრათ? - მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მივუბრუნდი გაბროს.
- შენ როცა იქნები მზად.- მითხრა და შუბლზე მაკოცა.
- და შენ მზად ხარ?
- კი
- მშურს შენი სიმშვიდის!
- კაი ნუ ნერვიულობ, ხომ იცი რომ ყველაფერი კარგად იქნება.- ჩაიცინა და სხვებისკენ მიბრუნდა. მეც გვერდით ამოვუდექი.

- აბა როდის აპირებთ გვრიტებო? (მარია)

- ალბათ, ხვალ- ვუპასუხე და გაბროს გავუღიმე, რომელიც ანთებული თვალებით დამცქეროდა ზემოდან.

- კაი ახლა დავიშალოთ კარგი?! ყველანი დავიღალეთ. ( რეზი)

ყველა დავთანმხდით და დავემშვიდობეთ.
- ხვალამდე
- ხვალამდე- ჩემს ტუჩებს დაეწაფა, ეს დაახლოებით ხუთი წამი გაგრძელდა, შემდეგ კი უხმოდ გავუღიმეთ ერთმანეთს და ჩვენი სახლებისკენ გავეშურეთ.
ჩემებმა არ იცოდნენ რომ ჩამოვდიოდი. ვიცი რომ დედა გაბრაზდება, ცუდი გზებია და აქ როგორ გაბედეო ჩამოსვლა. მიზეზს რომ ვეტყვი ალბათ დაცხრება. მაგრამ ვაი რომ ეს მხოლოდ ხვალ იქნება. დღეს უნდა მოვითმინო.
ნელა მივუახლოვდი კარებს.დავაკაკუნე და კარები გამოვაღე.
- სტუმრებს მიიღებთ?- მამა ტელევიზორს უყურებდა, დედა კი ხაჭაპურებს აცხობდა. უხ, რა კარგ დროს მოვსულვარ!
დედა კივილით გამოემართა ჩემსკენ და მანამ მეხვეოდა სანამ მამას ყურება არ მობეზრდა და ჩემს ჩასახუტებლად გაწია განზე.
ცოტა ხანში უკვე ხაჭაპურით ვილუკმებოდი და თან ახალ ამბებს ვუყვებოდი. ნუ რათქმაუნდა გაბროს გამოტოვებით. გული რომ ვიჯერეთ საუბრით, გამოვაცხადე რომ დაღლილი ვიყავი და მალე მორფეოსის სამყაროშიც გადავეშვი.
***

მეორე დღეც გათენდა. დღეს როგროც ვიცი უნდა ვუთხრათ მე და გაბრომ.
დილით მარიასთან შევიკრიბეთ როგორც ყოველთვის. ვიხსენებდით ჩვენს წარსულის მოგონებებს.
მალე მე და გაბრო ჩემი სახლისკენ წავედით.
- მზად ხარ?- ზემოდან გადმომხედა შესვლამდე და წინ დამიდგა.
- კი- ღრმად ამოვისუნთქე და კარებისკენ შევტრიალდი. თავზე მაკოცა და ხელი ჩამჭიდა. კარებში რომ შევედი ხელი გავაშვებინე. არ მინდოდა ასე უცბად გვეთქვა. მეორე ოთახიდან დედაც გამოვიდა.
- ვა სიმპატიური სტუმარიც მოსულაა...- გაბრომ ხელი ჩამოართვა დედას და არისტოკრატიულად აკოცა. მინდოდა გადამეხარხარა მაგრამ რაც ძალი და ღონე მქონდა ვიკავებდი. დედას როგორც ყოველთვის მოეწონა ეს ჟესტი.
- დაჯექით.- დედა მეორე ოთახისკენ მიგვიძღვა
- დე მამა სადაა?
- ეზოშია
- შეგიძლია დაუძახო?
- კი ახლავე. რამე მოხდა?
- რაღაც უნდა გითხრათ.
- რა ხდება სესო?
- დაუძახე დე კაი?!
- კარგი ახლავე.

დედას გასვლის შემდეგ გაბრომ უხმოდ გადმომხედა და საფეთქელზე მაკოცა.
- მა დაჯექით რა უნდა გითხრათ რაღაც.- მამას მივუბრუნდი გაბროს მოკითხვის შემდეგ.
- გისმენ- მიპასუხა დაჯდომისთანავე.
- მა მე...- არ შემეძლო. აი ახლა,ამ წუთას მივხვდი რომ ვერ ვეუბნებოდი. არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან მიჭირდა.
- ბატონო ზურა, მინდა გითხრათ რომ შესანიშნავი შვილი გყავთ, არაჩვეულებრივი და მე ის არაამქვეყნიურად მიყვარს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს გპირდებით რომ მთელი ცხოვრება მეყვარება, მის სახეზე ვერასდროს შეძლებთ ცრემლის ნახვას. საბედნიეროდ, ეს გრძნობა ორმხრივია. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი,მთელი სულით და გულით და გვინდა რომ თქვენც იცოდეთ ეს.
გაბროს გამოსვლა ჩემთვის ცოტა გამაოგნებელიც იყო. დედას და მამას გადავხედე რომელთაც სახეზე გაოგნება აესახათ, ხელზე გაბროს შეხება ვიგრძენი, ჩემი ხელი მისაში მოიქცია და მომიჭირა გასამხნევებლად. ორიოდე წამის შემდეგ დედა ადგა და ჩემსკენ თვალცრემლიანი წამოვიდა. ამ ერთ წამში ათასი რამ წარმოვიდგინე, ძალიან კარგიც და ძალიან ცუდიც. ნელ-ნელა მეც ავდექი ფეხზე და მის წინ დავდექი. ორ წამში მოწყვეტით მეცა და მთელი ძალით ჩამეხუტა. რამოდენიმე წამი გაოგნებულად გაშეშებული ვიყავი, შემდეგ კი მეც შემოვხვიე ხელები.
რამოდენიმე წამი ასე ვიყავით. შემდეგ კი ხელები შემიშვა. მამას გავხედე მორიდებით რომელიც წარბშეკრული მიყურებდა და არ ინძრეოდა.
- ბატონო ზურა, გთხოვთ...- გაბრომ ეცადა უხერზული მომენტი გაექრო მაგრამ მამამ ხელის აწევით გააჩერა.
ჩემკენ ნელა მომიახლოვდა. წამით შემეშინდა რომ რამეს მოიმოქმედებდა ჩემ და გაბროს დასაშორებლად მაგრამ რამოდენიმე წამში ხელები წელზე შემომხვია და ძლიერად მიმიხუტა. უდიდესი შვება ვიგრძენი. ძლიერად შემოვხვიე ხელები და სახე ყელში ჩავრგე. თავზე მაკოცა და თმაზე ხელი გადამისვა. გაბროს გავხედე რომელიც გაღიმებული მიყურებდა. თვალი ჩავუკარი და გავუღიმე. ნელა მოვშორდი მამას და ავხედე.
მაგრამ უცბად გაბროსკენ მიტრიალდა და ხელი გადახვია.
- ნინა, დატრიალდი სიძე უნდა ვადღეგრძელო!- გაბროს რამოდენიმეჯერ დაჰკრა ზურგზე და ნინას გადახედა. მე და დედა გახარებულები გავვარდით სამზარეულოში. მაგიდა გავაწყვეთ და მისაღებში გავედით.გაბრო და მამა ისე ლაპარაკობდნენ ერთმანეთში თითქოსდა დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს. მამას კმაყოფილი სახე აქვს, შესაბამისად გაბროს მოეწონა. ვის არ უნდა მოწონებოდა ჩემი გაბრო!
სუფრასთად დავჯექით და სხვებიც მოვიპატიჟეთ. რეზიმ, ლევანმა და გაბრომ ისეთი „კამპანია“ გაუწიეს მამას, რომ გოგოები ცოტა გაკვირვებულები ვიყავით. ესენი არასდროს გვენახა ასეთ სუფრაზე, სადაც სადღეგრძელოები წესის მიხედვით ილევა. თან ყველაფერი რომ იცოდნენ.
ცოტა ხანში გოგოები გვერდითა ოთახში გავედით.
-ამათ თუ სადღეგრძელოები იცოდნენ, მართლა არ მეგონა? (ანი)
- რა გიკვირს. მამაჩემს მუნჯიც რომ მიუჯინო სუფრასთან იმასაც აალაპარაკებს.
- აუ მამაშენი მაგრა მევასება! (ანი)
- აუ სეს, გახსოვს მამაშენს რომ მიაბარეს ჩვენი თავები და ჩვენ რომ გამოვეპარეთ? (მარია)
- აუ იმას რა დამავიწყებს გოგო! მთელი ერთი თვე დედაჩემი შენს გარდა არსად მიშვებდა.
- იმაზეც მადლობა თქვი რომ ჩემთან მაინც გიშვებდა. - ყველას გაგვეცინა, ამ დროს კი ოთახში ბიჭები შემოვიდნენ. ყველა ნასვამი იყო, მაგრამ ყველაზე ნაკლებად გაბრო.
- რაზე ჭორაობთ გოგოები?
- მოიცალეთ ჩვენთვის?- ანიმ ტუჩები სასაცილოდ გამობურცა.
- და გგონია დამავიწყდი?- ჭინკებათამაშებული თვალებით მიაშტერდა ლევანი ანის. ანის ლოყები აუწითლდა და თვალი მოარიდა ლევანს. უკვე ყველა ხმამაღლა ვიცინოდით.
- მამაშენი დავათვრეთ- რეზი მე მომიბრუნდა და თვალი ჩამიკრა.
- ვახ, ვერ აჯობა სიძეს?!- გაბროს გავხედე რომელიც უკვე ჩემკენ მოდიოდა. დივნის კუთხეში ჩაჯდა და მკლავებში მომიქცია. ზურგით ვიყავი მასზე აკრული და ცოტა მაკანკალებდა მის შეხებაზე.
- ერთხელაც შენც დაგათრობ!- ყურთან ვნებიანი ხმით ჩაიჩურჩულა სხვებისგან მალულად. ცოტა გავწითლდი, მაგრამ შევეცადე სხვებთან არ შემემჩნია. მთელი სხეულით მესიამოვნა მისი ტუჩები ჩემს ბაბილოზე. ცოტა შევკრთი, რაც გაბროს არ გამორჩენია.

22 თავი

დილით საოცრად სასიამოვნოდ გამეღვიძა. გუშინდელი დღის გახსენებაზე გამეღიმა. ძალიან მიანტერესებდა მშობლების ემოციები.სწრაფად მოვემზადე და მისაღებში გავედი. დედ-მამა დივანზე იჯდნენ და რაღაცაზე ლაპარაკობნენ. მე რომ დამინახეს გაჩუმდნენ და ღიმილიანი სახეებით მიყურებდნენ. ორივე გადავკოცნე და მეც დივანზე მოვთავსდი.
- მოკლედ ეხლა რა მაინტერესებს, დე მოგეწონა შენი სასიძოდ ნაქები გაბრო რეალურ სიძედ?- ვუთხარი და კისკისი დავიწყე.
- შენ რა გახსოვს დედი ? მე მეგონა არ გახსოვდა.
- მახსოვს, თან ძაან კარგად.
- რაზე ლაპარაკობთ?-მამა შეუერთდა ჩვენს საუბარს.
- 8 წლის წინ როცა დედამ პირველად გაიცნო გაბრო, თქვა რომ სასიძოდ მოეწონა. ხუმრობდა მაგრამ როგორც ხედავთ ახდა.
- შენ მაშინაც მოგწონდა გაბრო ხო?- ეშმაკური და ამავე დროს სევდიანი თვალები შემომანათა.
- კი დე... მე მიყვარდა ის.- ვთქვი და თვალებზე მომდგარი ცრემლის დასამალად თავი დავხარე. ვიცოდი რომ რაღაც კითხვები გააჩნდათ, მაგრამ არ მკითხეს, საბედნიეროდ, რადგან ახლა ამის ახსნა ყველაზე მეტად გამიჭირდებოდა. ოთახში რამოდენიმე წუთიანი სუჩუმე იყო. ბოლოს ისევ მე დავარღვე იგი.
- კარგი დე მე მოვემზადები და მარიასთან ჩავალ.
- მოიცა დე, ჯერ ისაუზმე.
- არა დე იყოს, სულ გადავეჩვიე საუზმობას სამსახურის გადამკიდე.
- ხოდა შეგაჩვევ- თქვა და წამოდგა მაგრამ მამამ შეაჩერა.
- ნანა დაჯექი, მასთან ეჩქარება და ნუ შეაყოვნებ. - თქვა და თვალი ჩამიკრა.
ოთახში შევედი და გამოვიცვალე. ორ წუთში მზად ვიყავი და უკვე მარიასთანაც ვიყავი. მისი ოთახის კარები შევგლიჯე და მძინარე მარიას თავზე დავახტი.
- მიწისძვრა! მიწისძვრა!- ბოლო ხმაზე ვყვიროდი და თან ხელებს ვაფართხალებდი.
- ვაიმეე! სესილიი!- დამერხა! როცა მარია ჩემს სრულ სახელს ამბობს ყოველთვის ცუდ დღეში ვვარდები. ოთახიდან გავრბივარ სიცილით და პიჟამოებში გამოწყობილი მარიაც მომყვება კისკისით. ფართო ეზოში ვიყავით უკვე გაშხლართულები.
- მიგასიკვდილებ!- კისერზე ხელები მომაჭდო და შემარხია.
- ჩემს გოგოს ნუ მიჩაგრავთ!- ამ დროს ეზოში ბიჭები და ანი შემოვიდნენ. გაბრო ჩვენკენ გამოემართა და ჩემზე მოქცეული მარია მომაშორა.
- შენს გოგოს უთხარი, რომ დილით მძინარე ადამიანს გული არ უნდა გაუხეთქოს!- სიცილით ჩავჭიდე ხელი გაბროს, ძვლები ისე მტკიოდა რომ ძლივს წამოვიზლაზნე. გაბროს ლოყაზე ვაკოცე და მის მოცინარ თვალებს ჩავაშტერდი.
- ჩემი გოგო კარგ ხასიათზეა!
- დიახაც!
- ანუ არ გამიბრაზდება.
- რატომ უნდა გავბრაზ...- დასრულება არ მაცადა, ტუჩებში მეძგერა და დანარჩენების წინაშე ზედ ამიკრა. გაკვირვებისგან ვერც შევეწინააღმდეგე და ვერც ავყევი.
- სესიილიიი!- ეზოს ბოლოდან ყვირილი მომესმა, სწრაფად გავიხედე და ჩვენსკენ მომავალი ილია შევამჩნიე, ჩემი ბიძაშვილი.
მოულოდნელად გაბროს საყელოზე ჩაავლო ხელი და მისკენ მოქაჩა. გაკვირვებისგან ისევ ადგილზე ვიყავი მიჭედილი, მარიამ და ანიმ ერთი შემოჰკივლეს, რეზი და ლევანი კი ილიასთვის ხელის გაშვებინებას ცდილობდნენ მაგრამ გაბრომ გააჩერა.
- ვინ ჯანდაბა ხარ?!- ისე დაიღრიალა ილიამ რომ მეც წამოვხტი და საბოლოოდ გამოვფხიზლდი. ილია პატარაობიდანვე ყველგან მიცავდა, ჩემი დაცვა იყო, ასეც შეიძლება ითქვას.- რას უბედავ ბიჭო სესილის!
- და შენ რა?! - გაბრომ ილიას უკამ მდგომს შემომხედა, თვალები ამღვრეული ჰქონდა და რატომღაც იმედგაცრუებული- შენ რა გინდა სესილისთან? საერთოდ ვინ ხან ჩვენს საქმეში რომ ერევი!- შეჰყვირა და ხელი გააშვებინა ილიას
- მე განახებ შე - ხელის გამოქნევა სურდა ილიას მაგრამ გაბრომ შეაკავა და უკვე თვითონ არტყამდა როცა მივედი და ხელით გავაჩერე.
- გაბრო! ის ჩემი ბიძაშვილია!- შევყვირე და გაბროს ჩავხედე თვალებში. მის თვალებში ნელ-ნელა ჩაცხრა სიბრაზე და სიხარულის ნაპერწკლები ანათებდნენ უკვე. ნუთუ ეგონა რომ ილიასთან სხვანაირი კავშირი მქონდა?! სულელი!
- სესილი რა ხდება გამაგებინე!- ილიამ დაიყვირა და მეც მისკენ შევბრუნდი.
- ილია, დამშვიდდი! ეს ჩემი შეყვარებულია გაბრო. - გაბრომ ხელი მომხვია და მიმიკრა. ილია გაკვირვებული მიყურებდა.
- მამიდამ ან ბიძიამ იციან?- თვალებში ჩამხედა და მივხვდი რომ ჩემგან უარყოფით პასუხს მოელოდა.
- კი- თვალები გავუსწორე.
- და გგონია გადიჯერებ?- ჩაიცინა და ტელეფონი ამოიღო.
- მიდი დარეკე.- ეს უკვე გაბრო იყო. ილიამ ერთი მზერა სტყორცნა გაბროს და ტელეფონს მიუბრუნდა. რამოდენიმე წამში ყურმილში ნანას ხმა გაისმა.
- ალო მამიდა, სესილის რომ შეყვარებული ჰყავს თურმე იცით?- ირონიული ხმით წარმოთქვა, რაზეც უკვე მზად ვიყავი რამე ჩამერტყა მისთვის.
- ილია, შვილო, ჯერ მიმესალმე, რა წესია ეს.
- მამიდაა...
- ხო კაი, ვიცი კი. ვიცნობთ ჩვენ გაბროს. - ილია გაშტერებული შემყურებდა ხან მე ხანაც გაბროს. ტელეფონი გათიშა და ჩვენ მოგვიბრუნდა.გაბრო მშვიდად შეჰყურებდა, დანარჩენები კი ვებღვირებოდით.
- აუ ბოდიში რაა- წაიბუზღუნდა და ცოდვილი თვალებით შემომხედა.
- დებილები ხართ ორივე!- ვთქვი და მათ შუა დავდექი.
- მე რაღას მერჩი?- გაბრომ გაკვირვებულმა.
- რას გერჩი?! შენ უტვინოს, გეგონა რომ ილიასთან სხვანაირი ურთიერთობა მქონდა! გული მატკინე გაბრო, მართლა მატკინე!- მათ გავეცალე და ეზოდან გამოვედი. გაბროს გატეხილი ხმა მესმოდა, მე მეძახდა და თან მთხოვდა რომ გავჩერებულიყავი. მაგრამ ვერ ვჩერდებოდი, მივრბოდი და თან ცრემლებს ვიწმენდდი. თავდაპირველად ვერ გავიაზრე კარგად, მაგრამ მერე მისმა ფიქრებმა გული მატკინა. ჩემს სიყვარულში ისევ არ იყო დარწმუნებული, ისევ ეპარებოდა ჩემში ეჭვი. გულს მიღრღნიდა, მტკიოდა. ბოლოს უკვე გაშლილ მდელოზე მივრბოდი, სოფლისგან მოშორებით, როცა გაბრომ ხელი მტაცა და შემომაბრუნა.
***

ნანა და ზურა ისევ დივანზე იყვნენ მოკალათებული.
- შენც ფიქრობ რომ სესილი მთელი ამ წლების განმავლობა მის გამო იტანჯებოდა?- ცოლს მიუბრუნდა ზურა.
- კი ზურა, კი. ჩემი საწყალი გოგო! მე სულელმა, ვერაფერს ვხვდებოდი და ყველაფერს მის გრაფიკს ვაბრალებდი.
- თავს ნუ იდანაშაულებ. სესილი ბავშვობიდანვე ჩაკეტილი იყო, ამას ვერანაირად ვერ გავიგებდით.
ნანამ მხოლოდ თავი დაუქნია და შემდეგ ჩახარა.
- ნეტა ახლა რა მოხდა? როგორ შეხვდნენ ერთმანეთს?- თავი აწია და ქმარს გაუსწორა მზერა.
- ეს მეც მაინტერესებს, მაგრამ ჯობია ჩუმად ვიყოთ. მთავარია რომ ახლა ერთად და ბედნიერად არიან. მე მხოლოდ ერთი რამის მეშინია.
- გეშინია?!
- კი, მეშინია. ამდენი წლის განმავლობაში მის გამო იტანჯებოდა სესილი, ის კი ერთხელაც არ შეხმიანებია, შეიძლება შეეხმიანა, მაგრამ ამას სესილისთვის სიხარული არ მიუნიჭებია. მეშინია რომ ისევ ატკენს გულს. კარგი ბიჭია, მაგრამ მაინც მეშინია.
ცოლი ცოტა გაოგნებული იყო, ამაზე მხოლოდ ახლა დაფიქრდა. ფიქრებმა შემოუტიეს. ვერ აიტანდა მისი გოგო რომ იგივე მდგომარეობაში ჩავარდნილიყო.
- მართალი ხარ- ჩუმად ამოილუღლუღა, თავი დააქნია და ისევ ჩაფიქრებული დააშტერდა იატაკს.

23 თავი

- სესილი ნუ სულელობ!
- მე ვსულელობ?!- ხელი გავაშვებინე და წინ დავუდექი- მითხარი გაბრო, უბრალოდ მითხარი რატომ შეგეპარა ჩემში ეჭვი?!
- სხვა რა უნდა მეფიქრა?!
- არ ვიცი რა, მაგრამ ეს არა ყოველ შემთხვევაში.- ვუთხარი და გავუღიმე. მივხვდი რომ ზედმეტი მომდიოდა. მეტკინა რომ ეჭვი შეეპარა, მაგრამ ის ხომ შეეწინააღმდეგა ილიას, ეს კი იმაზე მიანიშნებს რომ მაინც სჯეროდა ჩემი.
- მოდი ჩემთან!- ხელები წელზე მომხვია და მაგრად ჩამიკრა, თითქოსდა ვიღაცა აგლეჯდა ჩემს თავს. თავზე მაკოცა და თმებზე მომეფერა, როცა წვიმა დაიწყო. მარტის დასაწყისი იყო და საშინლად წვიმდა.
- სახლში წავიდეთ- ხელი ჩამჭიდა და სახლისკენ წამოვედით. ორ წუთში უკვე თავიდან ბოლომდე სველები ვიყავით. ორივე თხელი ჯემპრებით.
„ჯანდაბა ქუდი მაინც არ დამრჩენოდა მარიასთან.“
- აუ ეხლა გაცივდები- შეწუხებული ხმით მითხრა და მიმიხუტა.
- კაი არ გავცივდევი. აქ რომ ვცხოვრობდი წვიმაში ვსეირნობდი ხოლმე, ამიტომ მიჩვეულია ჩემი სხეული მაგას. - ვუთხარი და გავუღიმე.
- რატომ წვიმაში?
- არ ვიცი. უბრალოდ წვიმაში უკეთ ვფიქრობდი ყველაფერზე, მომწონდა ამ დროს რომ გარეთ არავინ იყო და მარტოდ-მარტო დავსეირნობდი.
- გიჟი ხარ!- გაიცინა და უფრო მიმიხუტა.
- ხო გიჟი ვარ.
- და მეც მაგიჟებ- ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, და ვერც ერთმა ვერ დამალა სურვილები. ერთმანეთის ტუჩებს დავეწაფეთ. აი ასე, ვკოცნიდით ერთმანეთს წვიმაში, ყველა ჩვენი მოგონება ცოცხლდებოდა და ყველაფერი სხვა „მოერეხარისხოვანი“ ქრებოდა. მანამდე ვკოცნიდით სანამ ჟანგბადი გამოგველია. შუბლები გვქონდა შეერთებული, და ირგვლივ მხოლოდ წვიმის წვეთებისა და ჩვენი ღრმა სუნთქვის ხმა ისმოდა.
- დავბრუნდეთ.
მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. უბრალოდ ყველაფერი ზედმეტი იქნებოდა.მარიასთან მისულებს ყველა ბუხართან შემომჯდარი დაგვხვდა. მარიას ბიძა გიორგი და ბაბუაც აქ იყვნენ. ჩვენც მივუერთდით.
- უკვე გავიგეთ თქვენი ამბავი,ამიტომ შეგიძლიათ ერთად დაჯდეთ- გამოაცხადა გიორგიმ როცა დაგვინახა რომ ცალცალკე ვჯდებოდით.
ცოტა გავწითლდი სახეზე, მეუხერხულებოდა მათთან მაგრამ გაბრო უხმოდ გამოემართა ჩემსკენ, გვერდით დამიჯდა და მიმიხუტა. ყველა ჩვენ გვიყურებდა, გავიღიმე და მხარზე ჩამოვადე თავი.
- რამე მოვყვეთ რა (რეზი)
- საშინელებათა ისტორიები! (ანი)
- ორ წუთში რომ წიკვინს დაიწყებ შიშისგან?!(ლევანი)
- არ დავიწყებ- ლევანს დაჭყანა და მოგვიბრუნდა- მე დავიწყებ. ოღონდ პირველ პირში მოვყვები რა?- ყველა დავეთანხმეთ- ჩემთვის ვიყავი და ტელევიზორს ვუყურებდი. ჩემს საყვარელ ფილმს. საერთოდ, ფილმებზე ვგიჟდები და ყველამ იცის ამის შესახებ. უეცრად რაღაც ხმა გავიგე. გავედი და საფოსტო ყუთში დისკი დავინახე წერილით. „ ეს სპეციალურად შენთვის“. ვიფიქრე რომ მეგობრებმა გამომიგზავნეს საჩუქრად. ჩემს ორ ძმაკაცს დავურეკე, მაგრამ მათ მითხრეს რომ არაფერი გამოუგზავნიათ. ვუთხარი რომ ჩემთან მოსულიყვნენ და ერთად გვეყურებინა. მალევე მოვიდნენ, ყველაფერი მოვამზადე და ეკრანთან დავჯექით მისაღებში. უეცრად ფოტოზე ოთახში მოცეკვავე კლოუნი გამოჩდდა, რომელიც საზიზღრად იცინოდა და დახტოდა. ჩემმა ძმაკაცებმა სიცილი დაიწყეს, მხოლოდ მე ვიჯექი ენაჩაგდებული და გაშტერებული. - ე რა გჭირს? რა მოხდა?- მკითხეს ჩემმა მეგობრებმა.- ვიდეოში... ჩემი ოთახია გამოსახული...
- აუ აღარ გვინდა საშინელებები!- მარიამ ამოიკივლა, რაზეც ყველა გაგვეცინა. ყველას გაგვიკვირდა ანის ესეთი თხრობა, რატომღაც ყველა ვფიქრობდით რომ ეშინოდა ესეთების, მან კი აქეთ შეგვაშინა. დიდად არ მეშინია მეც მაგრამ მაინც ჩაბღაუჯებული ვიყავი გაბროს ზედაზე. ეს მხოლოდ მაშინ შევამჩნიე როცა დამთავრდა და უცბად ვუშვი ხელი, გაბრომ ზემოდან გადმომხედა და ჩაიცინა. მეც გამეღიმა.
- კარგი ცოტა გადაიღო და მეც წავალ.- ვთქვი და წამოდგომა ვცადე, როცა ისეთი დამაცემინა რომ ინერციით ისევ დავჯექი
- აუუ აი ნახე გაცივდი ეხლა- ამოიბუზღუნა გაბრომ,
- კაი არაფერია, უბრალოდ დამაცემინა. სველი ვარ და წავალ სახლში.ერთი ჭიქა მალინიანი ჩაი და ვსიო- ჩავიცინე და ისევ წამოვდექი.
- მოიცა გაგაცილებ- წამოდგა გაბროც.
- კაი რა გაცილება მინდა გაბრო.
- არა გაგაცილებ.
- გაბრო... არ მინდა მართლა. - ლოყაზე ვაკოცე. სხვები გაღიმებულები მიყურებდნენ, თვალი ჩავუკარი მათ და სახლიდან გამოვედი. ისევ წვიმდა მაგრამ ისე აღარ. სახლში შევედი, მაშინვე გამოვიცვალე და ლოგინში ჩავწექი ერთი ჭიქა ცხელი ჩაის და კომპიტერის თანხლებით.


24 თავი
ერთი კვირა გავატარეთ სოფელში. ამ დროის განმავლობაში ვერთობოდით ისე როგორც პატარაობისას. მე და გაბრო ისევ ისე ვართ, ხოლო ახალი ამბავი ის არის რომ ლევანი და ანი მალე დაქორწინდებიან. ნუ მალე რა უკვე ქორწილიაა!
- გოგოო... გვაგვიანდება!- კივის მარია და თან ფატას არგებს ანის. ულამაზესია ჩვენი ანი, კაბაზე მეტად აციმციმებული თვალები უხდება.
- მორჩა!- ძლივსგასაგონად ამოიჩურჩულა ანიმ.
- ვაიმეე... - ლამის ტირილი დავიწყეთ სამივეემ- უმშვენიერესი ხარ!

- მოდიააან... -ისევ აკივლდა მარია.

- კაი გოგო რა გაკალვებს მერე. მოდიან და მოვიდნენ, ჩვენ დაგიცავთ ანი- სიცილით გადავხედე მათ.

კარები გაიღო და მასში ლევანი გაბრო და რეზი შემოვიდნენ რიგრიგობით.
„უჰჰ მაონც როგორ უხდება ამ ბიჭს სმოკინგი!“ ძლივს მოვსწყიტე თვალი გაბროს და ლევანის გავხედე, რომელიც უკვე ანისთან იდგა და თვალებით ჩასცინოდა ზემოდან.
- არ უნდა იკითხოთ, იქნებ არ გატანთ?!- წარბისწევიტ შევხედე ლევანს.
- შენც რომ არ გამატანონ?!- უკნიდან ამეკრო გაბრო და ყელზე მაკოცა.
- გაბროო- ჩუმად შევუძახე და მხარი ვკარი.
- ულამაზესი ხარ!
- ძაან გიხდება სმოკინგი!- არც ჩემი მოსაზრებები დავმალე.
- დღეს ვერსად გამექცევით საქალბატონევ!- ვნებიანად ჩამჩურჩულა და დანარჩენებისკენ წავიდა, რომლებსაც უკვე შამპანური ჰქონდათ ჩამოსხმული. რამოდენიმე წამით მათ ვუყურებდი გაღიმებული სახით, მერე კი მეც მივუახლოვდი.
- მოკლედ რა სიმპატიური სიძეები მყავს რაა! (მარია)
- ჰე ეხლა წავედით! (რეზი)
კარებში ჯერ სიძე-პატარძალიგავატარეთ, შემდეგ კი დანარჩენები. წელზე ხელი მომხვია გაბრომ და მანქანამდე ასე მივედით. შემდეგ კი დროებით დავემშიდობე, რადგან ლევანის მეჯვარე იყო, ანის მეჯვარე კი მარია.
- წამო სეს... ჩვენ ჩვენთვის გავერთოთ. აბა ამათმა უარი გვითხრეს და...- სიცილით გადავნაწილდით მე და რეზი მანქანაში და რესტორნისკენ დავიძარით. პირდაპირ იქ მოაწერდნენ ხელს.
მალე მივედით. გადმოვედით და ფოტოგრაფის შენიშვნების მიხედვით დავლაგდით.
გაბრო რათქმაუნდა ლევანს ამოდგა გვერდით. მე და რეზი კი უკან ამოვუდექით. ხალხი ოვაციებით დაგვხვდა დარბაზში და ცნობილი მელოდიაც გაჟღერდა.
- ჩვენს ქორწილში ეს სიმღერა არ გამაგონოთ!- წინიდან გადმოგვჩურჩულა გაბრომ. ლევანი და ანიც ცდილობდნენ სიცილის შეკავებას, მაგრამ მაინც ეტყობოდათ და ხალხი ინტერესით გვათვალიერებდა რა მოხდაო.
- მოკეტე გაბრო!- კბილებს შორის გამოვცერი და ანის თვალი ჩავუკარი, რომელიც ისე ნერვიულობდა რომ მარიას ხელს ჩაფრენოდა.
ხელიც მოაწერეს. მალე ყველანი მაგიდებს შემოვიჯექით. წავიდა სადრეგრძელოები და სმა. უფროსების გაფანტვის შემდეგ ახალგაზრდების დროც დადგა. „Reamonn – Tonight“ ჩაირთო და დავინახე როგორ წამოვიდა ჩემსკენ გაბრო.
- შეიძლება თქვენთან ცეკვა?
- რატქმაუნდა!- ხელი ჩავჭიდე და სცენისკენ წავედით. წელზე ხელი შემომხვია და ახლოს მიმიკრა. მეორე ხელით კი ცემი ხელი ჩაბოჭა. ხელი კისერზე მოვხვიე და თავი მხარზე ჩამოვადე.
- ჩვენს ქორწილში მინდა რომ წითელი კაბა გეცვას, ყველაზე მეტად გიხდება წითელი- ახლაც წითელი გრძელი კაბა მეცვა, რომელიც გვერდზე იყო ჩაჭრილი, ხოლო ზედატანი კი მხრებზე მქონდა გადაფენილი და გამოკვეთდა ჩემს ლავიწებს.
- გაგიფრენია- სიცილით ვუპასუხე და სახე გავუსწორე. ჯერ თვალებში შემომხედა, შემდეგ კი ლავიწებისკენ დაიძრა და ტუჩებით მეამბორა მასზე. სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში. მინდოდა მას არასდროს არ მოვშორებოდი ამ მანძილიდან. თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო, უფრო მეტად მიმიკრო და სახე გამისწორა.
- ახლა ეს რომ არ გავაკეთო შემდეგ ვინანებ.- თქვა და სახე მომიახლოვა.
- გაბრო, სირცხვ...- არ მქონდა დასრულებული რომ ტუჩებზე ნაზი შეხება ვიგრძენი. აი ახლა კი საერთოდ არ მაინტერესებდა ის ხალხი. რომელიც გარს გვერტყა და უეჭველი ჩვენ გვიყურებდა. მინდოდა ეს წამი საუკუნედ ქცეულიყო. ავყევი,რამაც ოდნავ ჟრუანტელი მიჰგვარა.რამოდენიმე წამის შემდეგ ტუჩებზე ისევ გრილი ჰაერი ვიგრძენი. გავუღიმე და თავი ისევ მხარზე ჩამოვადე. მალე სიმღერაც დასრულდა. ჩვენ-ჩვენი ადგილები დავიკავეთ. ამის შემდეგ აღარ მიცეკვია. ერთ საათში ნეფე-დედოფლის გაცილების დროც დადგა. პირდაპირ აეროპორტში მიდიოდნენ, იტალიაში გაფრინდებოდნენ, ანის საოცნებო ქვეყანაში.ცრემლებით გამოვემშვიდობეთ, ახლა მხოლოდ მე, გაბრო,მარია და რეზი დავრჩით.
- კაი დავიშალოთ თორემ თენდება უკვე - თქვა მარიამ და თან რეზის დაეყრდნო რომ ფეხები არ მოეტეხა ამ ქუსლებზე.
- კაი წავიდეთ. სესილის გაბრო გააცილებს, შენ მოდი მე წაგიყვან. (რეზი)
- დროებით- ხელი დავუქნიე და გაბროს მანქანაში ჩავჯექი. მალე ადგილსაც მოვსწყდით.
- აუცილებლად სახლში გინდა მისვლა?
- აუ არა. სადმე სხვაგან, ოღონდ სიწყნარეში.
- ჩვენს ადგილას- თავი დააქნია და მოსახვევში მკვეთრად მოუხვია.
- ჰო ... ჩვენს ადგილას.

25 თავი
- ვაიმეე... სესილი ნუ კანაკალებ!
- ვაიმე მარია, გაიგე რომ ვნერვიულობ ვაა... ჩემი ქორწილია!
- მერე ქორწილია გასვენება კი არა (ანი)
- ოხ ანი
- კაი რა რა განერვიულებს, დღეს ბედნიერი უნდა იყო ჩემო ცხოვრებაა!..
- არ ვიცი მარია... რაღაც მაფორიაქებს.
- კაი რა ნუ აზვიადებ (ანი)
- ჰო კაი მოვრჩი.- სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებდი და ყურებამდე ვიღიმოდი. ულამაზესი იყო კაბა! ყველაფერი ანიმ და მარიამ გააკეთეს, მე მხოლოდ კაბის არჩევა მევალებოდა. მოსახერხებელი და ამავდროულად ულამაზესი კაბა ავირჩიე, რადგან მინდოდა ჩვენი ქორწილიც ჩვენნაირი გიჟური ყოფილიყო.ბოლო ორი დღეა გაბრო თვალით არ მინახავს. მხოლოდ ერთხელ ვილაპარაკეთ ტელეფონით. ერთი სული მქონდა როდის შევხვდები. მგონი საკურთხეველთან გონება წამივიდოდა ნერვიულობისგან.
- მოვიდნენ!
- ვაიმე...- ამოვიგმინე და მათ გავხედე საცოდავი სახით- გული წამივა ეხლა.
- აუ მიდი ეხლა გულწასული გამატნევინე შენი თავი!
- გიჟი ხარ!- ეს გოგო ყოველთვის როგორ ახერხებს ჩემს გამხიარულებას.
- ჩავიდეთ.
არანაირი სახლში მოპატიჟება და ასე შემდეგ. პირდაპირ ქვევით შევხვდით.
- ვაიმე გული- უკვე პირველ სართულზე ჩავდიოდით. ანის და მარიას მხოლოდ გაეცინათ.
წამებიც და დავინახე. უსიმპატიურესი გაბრო შავ სმოკინგსა და წითელი ვარდებით. გვერდზე რეზი ედგა, ასევე უსიმპატიურესი.
- მზად ხარ პრინცესა?- მკითხა მოახლოვების და თაიგულის გადმოცემის შემდეგ.
- რათქმაუნდა.
მანქანებში ჩავსხედით და დავიძარით რესტორნისკენ, იქ მოვაწრდით ხელს.
- გინდა?- თავით მანიშნა ზედა ფანჟრისკენ რომელიც ღია იყო.თავი დავუქნიე და მაშინვე წამოვდექით. ირგვლივ უამრავი მანქანა, ხალხი რომელიც ჩვენ მოგვშტერებოდა, მე და გაბრო .
ხელები გავშალე და სახე მივაგებე ქარს. უკნიდან გაბრო მომეხვია და ყელზე მაკოცა.
- ვიყვიროთ- მისკენ შევბრუნდი,ხელები გავშალე და ყვირილი დავიწყე.- მიყვარხააარ გაბროოო, არაამქვეყნიურად მიყვარხაარ!- გაბრო მიცინოდა და მის საოცრად ბრწყინავ კბილებს მიციმციმებდა, ჩემს ნეტარულ თვალებთან ერთად.
- მიყვარხარ სესილიიი, არანორმალურად მიყვარხაარ!- ჩამეხუტა და ტუჩებს დაეწაფა. ირგვლივ გამვლელები ზოგი ტაშს გვიკრავდა, ზოგი ამ ყველაფერს იღებდა, ზოგიც კი უბრალოდ იღიმოდა. გამვლელი მანქანები მუდმივად ასიგნალებდნენ და ამით გვილოცავდნენ ბედნიერებას.
- ვგიჟდენი შენზე სესილი!- ჩემი ტუჩების მოუშორებლად მითხრა და ისევ მაკოცა.
მალე რესტორანსაც მივაღწიეთ. უკვე ქორწინების სააგენტოს მიერ გამოგზავნილი ქალის წინ ვიდექით.
დადგა ტრადიციული კითხვების დროც.
- ბატონო გაბრო, თანახმა ხართ ცოლად მოიყვანოთ ქალბატონი სესილი და გაატაროთ მასთან მთელი ცხოვრება?
- თანახმა ვარ- განაცხადა და მე გამომხედა ღიმილიანი სახით.
- ქალბატონო სესილი, თანახმა ხართ ცოლად გაჰყვეთ ბატონ გაბროს და გაატაროთ მასთან მთელი ცხოვრება? -გაბროს გავხედე ღიმილიანი სახით შემდეგ კი ისევ ქალს მივუბრუნდი.
- თანახმა ვარ
ამის შემდეგ იყო მქუხარე ტაში და ჩვენი საქორწინო კოცნა.
შემდეგ ყველა სუფრებს შემოუჯდა. დავდიოდი და ნათესავებს ვესალმებოდი, როცა გაბრო მომიახლოვდა და წელზე შემომხვია ხელი.
- უკაცრავად ჩემს პრინცესას მოგტაცებთ.- სტუმარს გამოვემშვიდობე და გაბროს გავყევი. ნელი მუსიკა ჩაირთო და სცენის შუაშიც დავდექით.
- იცი რომ დღეს ვეღარსად გაიქცევი?!
- ვიცი- ამოვიოხრესავით.
- კარგია, რადგანაც ყველა ჩვენი შეწყვეტილი ნეტარების გაგრძელებას მოვითხოვ.- ეშმაკურად შემომციცინა თვალები. ცოტა გავწითლდი მაგრამ არ შევიმჩნიე.
- ქორწილშივე ამაზე ფიქრობ?!
- ფიქრი რა არის, მე შუა ქორწილშიც მომეწონება- წარბები ამითამაშა.
- გარყვნილი ხარ!- სიცილით ვუთხარი და თავი მხარზე ჩამოვადე. აღარაფერი გვითქვამს, ნელა ვაყოლებდით სხეულს სასიამოვნო მუსიკას და ერთმანეთის სურნელით ვტკბებოდით.
- სამუდამოდ ჩემი ხარ სესილი! - ჩემს ტუჩებს დაეწაფა სიმღერის დასასრულს, ირგვივ ტაშის ხმა გაისმა, მაგრამ მე ამის თავი მქონდა?! ‘
- სამუდამოდ შენი ვარ გაბრო!- ღიმილით ვუთხარი და ჩვენი ადგილებისკენ დავიძარით. მერე წავიდა სწრაფი სიმღერები და გიჟობები.
- ახალი ამბავი მაქვს- რეზიმ სამეგობრო შეგვკვრიბა ერთად.
- ამოღერღე ჩქარა თორე მორჩება ეს სიმღერა და დავრჩები მერე ესე! (მარია)
- ოხ, არ გამოტოვო ერთი სიმღერა (რეზი)
- იტყვი ეხლაა?! (ლევანი)
- მოკლედ რომ გითხარით ერთი გოგო მომწონსთქო რა, ნუ მომწონს რა მიყვარს უკვე, აი ის გოგო მოვა ახლა აქ. მინდოდა მოულოდნელი ყოფილიყო და არაფერი გითხარით რა...
- სერიოზულად?! აუ რეზ ჩვენ ვიცნობთ? (ანი)
- არა... არამგონია
- ბიჭო მარტო მოგყავს ასე გვიან?!
- ძმა მოაცილებს.
- ვახ უკვე გავეცანით ძმაას?! ვა ბიჭო სერიოზულად ყოფილა საქმე. (გაბრო)
- აბა, რას ვლაპარაკობ ამდენი ხანი. აი მოვიდა.
ყველამ შემოსასვლელისკენ გავიხედეთ. ენა ჩამივარდა, ხელი გამიშრა, გული ამიფართხალდა. და გგონიათ ეს ყველაფერი რაიმე ცუდის გამო?! ვაიმე რა ცუდიი, ჩემი სალომეეე. მარიას გავხედე რომელიც იგივე გამომეტყველებით მე მომშტერებოდა. თავი დავუქნიე და წინ წავიწიეთ, სადაც უკვე რეზის ჰქონდა ხელი მოხვეული სალომესთვის.
- გამარჯობა სალომე ! მხიარულად შესძახა მარიამ.
- გამარჯობა. - სიმორცხვით გვითხრა და თვალები დახარა.
- მოიცა, თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს?! (რეზი)
- კი ვიცნობთ და დიდი ისტორიაა რა. იცი როგორ გაგვიხარდა, რას მორცხვობ გოგო. საუკეთესო რძალი ხარ!- მოვეხვიეთ და დანარჩენებსაც გავაცანით. ამრიგად მიემატა ჩვენს სამეგობროს ერთი წევრიც.უკვე საღამოს პირველი საათი იყო როცა გაბრომ ხელი ჩამჭიდა და ყურში ჩამჩურჩულა.
- აივანზე გავიდეთ.- რესტორნის აივანზე ავედით, რომლიდანაც თბილისის უმშვენიერესი ხედი იშლებოდა. რამოდენიმე წუთში ხალხიც გარეთ გამოვიდა, პირველ სართულზე, ჩვენ კი აივნიდან გადავყურებდით გაბროს კითხვით სავსე მზერა ვესროლე, მან კი თავით ცისკენ მანიშნა. წამიც და ცაზე უმშვენიერესი ფეიერვერკი აისროლეს.
„სესილი მიყვარხარ „ ცაზე დაიწერა და მის გარშემო წითელი გულები გამოიხატა. უეცრად რესტორნის უკანა მხრიდან აუამრავი ფრანი აუშვეს გულის ფორმის. გაბროს გავხედე რომელიც ღიმილიანი სახით ხან მე მიყურებდა და ხან ცას. მინდოდა ეს წამები არ დასრულებულიყო. გაბრო უკნიდან მომიახლოვდა და ჩამეხუტა.მის სუნთქვას კისერზე ვგრძნობდი და ჟრუანტელი მივლიდა.
- გინდა საკუთარი ქორწილიდან გავიპაროთ?
- სერიოზულად?! - მისკენ შევბრუნდი და ხელები კისერზე შემოვაწყვე.
- რამოდენიმე წამი გვაქ.
- წავედით- შევძახე და მაშინვე რესტორანში შევბრუნდით, სირბილით გავედით რესტორნის უკანა კარებიდან. ამ კაბით ძაან რთული იყო, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვიყავი რომ ალპებსაც გადავლახავდი ჰანიბალის მაგივრად. მანქანასთან მისულს მასზე ამაკრა და ტუჩები ვნებიანად დამიკოცნა. ბოლოს სველი კოცნა დამიტოვა ყურთან ახლოს და კარები გამოღო. ძლივს გამოვფხიზლდდი და მანქანაში სწრაფად ჩავჯექი.თვითონაც ჩაჯდა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
- მოიცა, სად მივდივართ?
- აეროპორტში!

26 თავი

დუბაი! რატომღაც პატარაობიდანვე ჩემი საყვარელი ქალაქია. ყოველთვის მინდოდა რომ აქ ჩამოვსულიყავი.
აქ ჩამოსვლაზე მეტად იცი რა გამიხარდა? ის რომ გაბროს ჩვენი ერთ-ერთერთი საუბრისას უმნიშვნელოდ წამოსროლილი ჩემი სიტყვები გაახსენდა და სიურპრიზი გამიკეთა.
გათენებისას ჩამოვედით. ანუ მეორე დღეა ჩვენი ქორწინებისა.
- ბოდიში რომ პირველი ღამე გამოვტოვეთ, მაგრამ გპირდები ავანაზღაურებ.- ფანჯრიდან ულამაზეს ხედს გავყურებდი როცა გაბრო მომიახლოვდა და წელზე ხელები შემომხვია. მისკენ შევბრუნდი და სახე მის სახესთან ახლოს მივიტანე. ჩემი ტუჩები მის ბაგეებს გავუხახუნე, ჩემი ქმედებით ცოტა გაკვირვებული იყო ამიტომ მხოლოდ დაძაბული იდგა. მისი გაწვალება მინდოდა მთელი აქ ყოფნის განმავლობაში. ხელები მაისურის ქვეშ შევუცურე და სახე კისერში ჩავურგე, იქვე სველი კოცნა დავუტოვე და სააბაზანოში შერბენა მინდოდა, როცა ხელი ჩამავლო და კედელს მიმანარცხა.
- გეგონა გამეთამაშებოდი და გაიქცეოი?!
- მე...- ტუჩებზე მეცა და ვნებიანად დამიკოცნა, მოკლე ტოპი მეცვა და მის ხელებიდან წამოსული სიმხუვალე მთელ ტანს ედებოდა. ტუჩები არ მეყოფოდა?!
კისერზე შოვხვიე ხელები და კოცნაში ავყევი მისგან განსვავებით გამოუცდელმა. ისეთი ვნების მკოცნიდა, დადნობაზე რა საუბარია, ლამის სული დავლიე მის მკლავებში.ნელ-ნელა საწოლისკენ წავედით. ზედა ამხადა,საწოლზე ნელა დამაწვინა და ზევიდან მომექცა. ყელს მიკოცნიდა. უკვე აღარ არსებობდა ის გაბრო, რომელმაც კედელს მიმანარცხა და ტუჩებს გიჟივით დაეწაფა. უფაქიზესად მიკოცნიდა ყელს და ნელ-ნელა მკერდამდე ჩადიოდა. სველ კვალს ტოვებდა, რასაც საბოლოოდ გამოვყავდი მდგომარეობიდან. მუცლამდე რომ ჩააღწია, უდიდეს სურვილმა შემომიტია. ამის შემდეგ იყო უდიდესი ნეტარება, გაერთიანებული სხეულები, დაცვარული და ერთმანეთს მიკრული სხეულები, საოცრად სასიამოვნო სიტყვები და შეუმჩნევლად მოპარული მშვიდი ძილი.

რომ გავიღვიძე ფეხები ერთმანეთზე გვქონდა გადახლართული, თავი კი მის გულმკერდზე მედო. ნიკაპით დავეყრდენი და გაბროს ავხედე, რომელსაც უკვე გამოღვიძოდა და თითებით თმებზე მეფერებოდა.
- საღამო მშვიდობისა- მითხრა და არამქვეყნიური ღიმილით გამიღიმა.
ფანჯარას გავხედე, მართლაც დაღამებულიყო.
- გავისერნოთ რა- თვალებში ავხედე და ამით ვემუდარე.
- კარგი, მიდი შხაპი მიიღე- თავზე მაკოცა და მისგან გამანთავისუფლა.
სააბაზანოდან რომ გამოვედი გაბრო ისევ საწოლში კოტრიალობდა. კარადასთან მივედი და მისგან ზურგით დავდექი.
- რატომ არ მითხრარი?- ღიმილიანი სახით მკითხრა და ჩემკენ წამოვიდა.
- რა უნდა მეთქვა?- მისკენ შევბრუნდი და ვითომ გაკვირვებულმა ავხედე.
- ვიცი რომ იცი რაზეც ვამბობ.
- გეგონა ვინმესთან ვიქნებოდი, მაშინ როცა მთელ ღამეებს შენზე ფიქრში ვატარებდი?! გეგონა ტკივილის დასავიწყებლად სხვასტან მივიდოდი?!- სევდიანად ვუთხარი და თვალებში ავხედე თვალცრემლიანმა.
შუბლი შუბლზე მომადო და თვალები მილულა.
- ყოველ დღე, ყოველ წამს უფრო და უფრო მიყვარდები, სესილი!
- მე თავიდანვე უსაზღვროდ მიყვარდი!- ვითომ ნაწყენმა ტუჩები გამოვბრუცე სასაცილოდ და ზურგით დავდექი ისევ. კისერში სიცილით მაკოცა და სააბაზანოში შევიდა.
მალე სასტუმროს გამოსასვლელში ვიდექით, მალე კი ღამის დუბაის სანახავად გავემართეთ.

27 თავი

ზღვის სანაპიროს გავუყევით და საერთო მოგოგნებების გახსენება დავიწყეთ.

- მაპატიე რა, ისე აგდებულად რომ გელაპარაკებოდი.
- კაი არაუშავს. და შენ ის გახსოვს ნიკუშაზე რომ იეჭვიანე.- გაღიმებულმა გავხედე.
- კი მახსოვს- ღიმილით გამოთქვა და გვერდზე მიმიხუტა- და შენ თუ გახსოვს ის ანაკლიაში, ერთ გოგოს რომ ტელეფონი გამოვართვი შენ როგორ იყურებოდი. ძაან იეჭვიანე.
- არ მიეჭვიანია- დაუფიქრავად წამოვიძახე.
- როგორ არა , იეჭვიანე
- ხოო, კაი ვიეჭვიანე. - ამის გახსენებაზე სიცილი ამიტყდა რაშიც გაბროს ავიყოლიე.
- გაბრო
- გისმენ
- 8 წლის წინ გაუფრთხილებლად რატომ წამოხვედი.
- სესილი, მოულოდნელად გადავწყვიტეთ, უფრო სწორად ასე მოგვიწია. გარდა ამისა ვიცოდი რომ გამიჭირდებოდა გამომშვიდობება.
- მეტკინა. დილით გაღვიძებისთანავე მარიასთან ჩავედი, რომ შენ მენახე და ყველაფერში გავრკვეულიყავი. მაგრამ წახვედი... წახვედი და გაურკვევლობაში დამტოვე. არც ის ვიცოდი რას ფიქრობდი ჩემზე და როდის გავიგებდი ამას, მხოლოდ ის ვიცოდი რომ მიყვარდი. ვფიქრობდი რომ გადამიყვარდებოდი, მაგრამ ერთ წელიწადში საბოლოოდ დავრწმუნდდი რომ სამუდამოდ მეყვარებოდი. არ ვიცი აქ ჩამოსვლისთანავე რატომ არ მოგძებნე. ალბათ, მეშინოდა. მხოლოდ ლევანის და რეზის ლაპარაკმა მომცა ბიძგი. შენზე და ნარკოტიკებზე ლაპარაკობდნენ. გაბრო, გთხოვ სიმართლე მითხარი, ვიცი რომ ის არ იყო პირველი, ხომ ასეა?
- სესილი ის პირვე...
- არა, სიმართლე მითხარი- მტკიცედ ვუთხარი და მის წინ დავდექი.
- კარგი- ოდნავ ხმა აამაღლა- არ იყო პირველი. მერვე იყო თუ არ ვცდები. მაგრამ, სესილი, გეფიცები იმ დროიდან როცა შენი განადგურებული თვალები დავინახე ყველანაირად ვეცადე რომ თავი დამენებებინა. და გამომივიდა. სესილი გთხოვ მაპატიე რომ მიგატოვე და გატკინე და ისიც მაპატიე რომ დიდი დროის შემდეგ ისეთ განადგურებულ მდგომარეობაში მნახე. მაპატიე გთხოვ.
- რაც მთავარია ახლა ჩემთან ხარ, გაბრო. გთხოვ ასე აღარასდროს მიმატოვო, აღარ მატკინო.
- გპირდები სესილი! გპირდები!
ჩახუტებულები ვიდექით სანაპიროზე. მხოლოდ გათენებისას დავბრუნდდით სასტუმროში.
ორი კვირა გავატარეთ დუბაიში. მესამე კვირის სამშაბათი იყო.
გაბრო მაღაზიებში გავიდა. გარეთა მოვიცვი და გარეთ გავედი. სასიამოვნო სიო ქროდა. აფთიაქი ძლივს ვიპოვე, შევედი და ტესტი მოვითხოვე. სასტუმროში დაბრუნებისას გული ხელში მეჭირა. დღეს დილით თავბრუ დამეხვა და ცოტა ხანში გული ამერია. ძლივს ავირიდე გაბროსგან თავი რომ არ შეემჩია. არ მინდოდა იმედი ჰქონოდა და შემდეგ გამეცრუებინა. სააბაზანოში შევედი და ტესტი გავიკეთე. ორი ხაზი. ღმერთო ჩემო, შვილი!
- ჩემი და გაბროს შვილი!- ამოვიჩურჩულე და კარს დავეყრდენი. არაქვეყნიურად გამეღიმა, ისე როგორც დედები იღიმებიან შვილის წარმოდგენისას. ცხრა თვეში ხელში ჩემი და გაბროს ბავშვს დავიჭერდი. კედელთან ჩავიკეცე და მაშინვე ტირილი წამსკდა. სიხარულის ცრემლები მომდიოდა. არადროს მეგონა თუ ასე იმოქმედებდა ჩემზე დედობა. ვერასდროს წარმოვიდგენდი საკუთარ თავს დედად. ახლა კი ერთი სული მქონდა თუ როდის გავხდებოდი დედა, როდის დამიძახებდაა ამ სახელს ჩემი შვილი, გოგო ან ბიჭი, როგორ ირბენდა ეზოში და როგორ ვინერვიულებდი მასზე როცა თანატოლებთან ერთად წავიდოდა. რამოდენიმე წუთი ასე ვიჯექი, შემდეგ კი გაბრო გამახსენდა და სწრაფად მოვემზადე. მინდოდა მისთვის მხოლოდ თბილისში მეთქვა ეს ამბავი. ამიტომაც არაფერი შევიმჩიე მისი მოსვლის შემდეგ. გულისრევა ისევ მაწუხებდა მაგრამ უკვე წინასწარ ვხვდებოდი და იმ დროისათვის გაბროსთან ყოფნას ვერიდებოდი. ასე გავიდა ერთი კვირა. ეს ერთი კვირა ვცდილობდი სასტუმროდან ხშირად არ გავსულიყავი, გაბროს უკვირდა ეს მაგრამ კარგ მიზეზებსაც ვიგონებდი. ჩემი ფანტაზიის უნარი ისევ ისე მარად ცოცხლობდა! აეროპორტში ვიყავით და ჩვენ რეისს ველოდებოდით. მალე თვითმფრინავშიც ჩავჯექით და თბილისისაკენ გავფრინდდით.
12 საათი გავიდა ფრენაში. საშინლად მაწუხებდა ეს პროცესი მაგრამ ვიტანდი. ძლივს ჩავფრინდდით.
- ჩემთან წავიდეთ. - გამიღიმა და ბარგი ხელში აიტაცა.
- კარგი.
20 წუთში გაბროს სახლის ეზოში შევაბიჯეთ. ხელი გადამხვია და კარისაკენ მიბიძგა. კარის ზღურბლზე ვიდექი, როცა ვიღაცამ, არა, ვიღაცეებმა კივილი მორთეს. წამებში ორი გიჟი გოგო მეცა და კინაღამ იატაკზე გავიშხლართე.
- მარიაა... ანიი- მეც ვწიოდი და გაბროს გავყურებდი მათი ჩახუტების პარალელურად. რეზის და გაბროს შეეგება და მერე ჩვენ გამოგვხედა. ტუჩების მოძრაობით მადლობა გადავუხადე. რათქმაუნდა ეს ყველაფერი მან მოაწყო, მე არავისთვის მითქვამს ჩვენი წამოსვლის შესახებ.
- ჩემს დას რამოდენიმე წამით ვერ დამითმობთ?!- გვერდითა ოთახიდან ლელა გამოვიდა ეშმაკური გამოხედვით. ისეთი ინერციით ჩავეხუტე, მგონი რამოდენიმე მეტრით დაიხია უკან.
- ლელას როდის შეატყობინე?- გაბროსთან მივედიბ და უკნიდან ჩავეხუტე.
- მაშინ როცა შენ სააბაზანოში იკეტებოდი.
- სააბაზანოში?- მარიამ დაბნეულად გადმოგვხედა. მხოლოდ მან გაიგო გაბროს სიტყვები.
- ხო, ეს ჭუკი რაღაცამ აწყინა და გული ერეოდა.- ახლა თვითონ მომეხვია უკნიდან და კოცნა დამიტოვა შუბლზე, მერე კი ბიჭებთან გავიდა.
- მოგწამლა?!- ეჭვის თვალით შემათვალიერა მარიამ, მერე კი კინაღამ კივილი მორთო.
- სესიიი- თან ჩურჩულებდა მაგრამ თან წიოდა.
- ჩუუ, არ იცის ჯერ. მალე ვეტყვი.
- აუ რა მაგარიააა
- კაი მორჩი, შეამჩნევენ.
- კაი, კაი ვსიო.

მალე სუფრასაც შემოვუსხედით.
- კარგად გაატარეთ დრო?
- აუუ, ლელა იცი რა სამოთხე იყოო. სიზმარში მეგონა თავი.
- თვალები გიბრწყინავს სესო. მიხარია რომ ბედნიერი ხარ!
- შენ რას შვრები შენს ამერიკელთან?!
- აუ არ ვიცი რაა. ხან როგორ ურთიერთობს ხან როგორ. ავირიე.
- აუ ზუსტად ჩემს მდგომარეობაში ხარ. მოგვარდება ყველაფერი, აი ნახავ.
- კაი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი.
- კაი. ოღონდ ვერსად გამექცევი იცოდე.
- ჰოო კაი.
ცოტა ხანი ისევ სუფრასთან ვიჯექით და სხვადასხვა ამბებს ვყვებოდით, გოგოები ვჭორაობდით და ა... შ...
შევამჩნიე რომ რეზის ტელეფონზე საუბრის შემდეგ ხასიათი შეეცვალა. ჩემი ეჭვი გამყარდა როცა ბიჭებს უხმო გვერდზე. რაღაც მოხდა. საპირფარეშო მოვიმიზეზე და მათ გავყევი ჩუმად. მაგრამ საუბრის დასაწყისს ვერ მივუსწარი.
გაბრო კედელთან იყო ჩამჯდარი და თავი ხელებში ჩაერგო.
- ჯანდაბა! ჯანდაბა!- ისე უცბად წამოხტა და კედელს დაუშინა მუშტები.
- დამშვიდდი აწი!- ლევანიმ შესძახა მაგრამ მაინც არ წყნარდებოდა.
- როგორ დავმშვიდდე იქ შეიძლება ჩვენ ვყოფილიყავით. სესილი... - ეს ბოლო ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა და ისევ ჩაცურდა კედელთან. ვეღარ გავძელი და მასთან მივედი.
- გაბრო რა ხდება?- ბიჭებს გავხედე მაგრამ ისინი გაბროს უყურებდნენ, მისგან ეძებდნენ პასუხს ეთქვათ თუ არა. ჩემს დანახვაზე გაბრო უცბად წამოხტა და მომიახლოვდა.
- არაფერი სესილი, მიდი გოგოებთან დაბრუნდდი- შუბლზე კოცნით აპირებდა გასტუმრებას, მაგრამ თავი გვერდზე გადავხარე.
- გაბრო, რა ხდება?- ამჯერად უფრო კატეგორიული ვიყავი.
ერთი ამოიხვნეშა და თვალებში შემომხედა.
- სესილი, ის კერძო თვითმფრინავი რითაც ჩვენ ვაპირებდით წამოსვლას... - შეჩედა და თავი დახარა.
- გააგრძელე
- ჩამოაგდეს.- თავდაპირველად ვერ ვაანალიზებდი ნათქვამს.
- რაა?- ჩახლეჩილი ხმით ამოვილაპარაკე.
- სესილი- მაგრად ჩამიხუტა და თავზე დამიტოვა კოცნები.
„ იქ... იქ რომ ჩვენ ვმჯარიყავით. მე, გაბრო, ჩვენი პატარა... ღმერთო... ღმერთო ჩემო... მადლობა... პატარა... ჩემი პატარა“ ფიქრებთან ერთად ვტიროდი და გაბროს პერანგს ვებღაუჭებოდი.
- ღმერთო ჩემო...- გაბროს გავშორდი და ხელები მის მკლავებზე დავტოვე- გაბრო იქ რომ ჩვენ ვყოფილიყავით. ჩვენ. მე, შენ და პატარა...- ეს ბოლო უფრო წამომცდა და როგორც კი გავაანალიზე გავჩუმდი. გაბროს არ გამოპარვია და გაფართოებული თვალებით მომშტერებოდა.
- რა თქვი?- ძლივს გასაგონად მკითხა.
- გაბრო... მე...- ვერაფერს ვამბობდი ამიტომ მუცელზე ხელი დავიდე და ამით ვანიშნე. ჯერ მომშტერებოდა, მაგრამ სიხარულის თვალებით, შემდეგ კი ძალიან სწრაფად ამიტაცა ჰაერში და დამატრიალა.
ნელა დამსვა და სახე დამიკოცნა.
- სესილი, ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე. ჩვენი პატარა. ჩვენი გოგონა
- რა იცი რო გოგოა?
- ვიცი- ამაყად მითხრა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
- მე რო ბიჭი მინდა- ვითომდა გაბუტული ხმით ვუთხარი და ტუჩები გამოვბუსხე.
გაიცინა და მაგრად ჩამიკრა. რამოდენიმე წუთი ასე ვიდექით და ერთმანეთის სურნელით ვტკბებოდით.
მაშინ როცა ხელი გამიშვა ლევანიმ და რეზიმ შეჰყვირეს და ერთდროულად მიმეხუტნენ. მე უბრალოდ მეცინებოდა და მადლობასაც ვეღარ ვეუბნებოდი მოლოცისთვის.
- ჩემს გარეშე უთხარი გოგოო ?! - მარია შემოვარდა ოთახში და მოლოცვის მაგივრად მე დამეტაკა.
- ე მოიცა, მარია შენი ხმა ბავშვს ავნებს. შეეშვი ჩემს რძალს- რეზი დამიდგა წინ და მარიას საჩვენებელი თითი დაუქნია.
- მომშორდები თუ აქედან მკვდარი გაგათრიო?!
- ბოდიში- ხელები მაღლა აღმართა და გვერდზე გადგა. მე და გაბრო ამას ჩახუტებულები ვუყურებდით და ვიცინოდით.
- სეეს მოდი ჩაგეხუტოო (ანი)- მომვარდნენ და მარია და ანიც ერთად ჩამეხუტნენ. შემდეგ გაბროზე გადავიდნენ. შენდეგ კი ყველა დაწყვილებული მივდიოდით რესტორნისკენ: მე და გაბრო, ანი და ლევანი, მარია და რეზი. ყველა მსგავსად გადავნაწილდით მანქანებში გოგოების საათიანი მომზადების და ბიჭების წუწუნის შემდეგ.
საუკეთესო მაგიდა დავიკავეთ და მთელი რესტორანი ავიკალით. ხან რას ვმღეროდით და ხან რას ვყროყინებდით. ამ უკანასკნელში ოთხი ჭიქის შემდეგ უკვე დასპეცდნენ გოგოები. ჩემს გამოკლებით რათქმაუნდა. ერთი ჭიქა მინდოდა დამელია და ისიც დამიშალა ჩემმა ქმარმა.
- 9 თვე ესე უნდა მატანჯო?!- წარბი ავუწიე ნასვამ გაბროს.
- დიახაც.
- და მე თუ არ ვსვამ შენ რატომ სვამ?
- მე არ მყავს მუცელში ბავშვი.- მითხრა და ენა გამომიყო. დანარჩენები ყველა საცეკვაოდ იყვნენ გასულნი.
- დღეს ერთად არ ვწვებით.- გადაჭრით ვთქი და ლიმონათის ჭიქას დავწვდი.
- რატომ?! - დაინტერესებული მზერით შემომხედა.
- ხომ არ გინდა რომ შენმა შვილმა ალკოჰოლის სუნი ისუნთქოს?!- წარბები ავწიე და გამომწვევად გავხედე.
- ხოო კაიი- ამოიბურტყუნა და მოცეკვავეებს გახედა. ისეთი საყვარელი იყ ვეღარ მოვითმინე, სახე გამოვაწევინა ხელით და მის ტუჩებს დავეწაფე. თვითონაც დიდი სიამოვნებით ამყვა, რაზეც გამეცინა მაგრამ მაინც არ მოვშორებივარ მის ტუჩებს.
- აუ სახლამდე რომ მოითმინოთ არაა?!- ლევანი მოუახლოვდა სუფრას და ჩვენს პირდაპირ ჩამოჯდა.
გაბროს წარბშეკრული გადახედა, მე და ლევანს კი უბრალოდ გაგვეცინა.ამის შემდეგ იყო მუცლის ტკივილამდე სიცილი მარიას, რეზის და ანის ყროყინებზე და ვითომდა სასაცილო ანეგდოტებზე.
რამოდენიმე საათში ყველა დავიშალეთ. ღამის სამი იყო როცა დავბრუნდდით. ჩემი მტკიცე გადაწყვეტილების მიუხედავად უკვე სუნამოს სუნში გახვეულ გაბროს მივუწექი, მანაც მის სხეულზე მიმიკრა და ასე გადავეშვით მორფეოზის სამყაროში. არა. ეს მხოლოდ გაბრო გადაეშვა. მე კი როგორც კი თვალები დავხუჭე თვითმფრინავის შემთხევა გამახსენდა და მაშინვე ვჭყიტე თვალები. გაბროს გავხედე ფრთხილად, უკვე ეძინა ამიტომ გადავწყვიტე ხვალ მეკითხა ყველაფერი დაწვრილებით.

***

დილით რომ გავიღვიძე გაბრო ოთახში არ დამხვდა. აივანზე გავედი. ცალი ხელით მოაჯირს დაყრდნობოდა, მეორეთი კი სიგარეტს ეწეოდა.
წელზე ხელები შემოვხვიე და მხარზე მივაკარი ტუჩები. ვიგრძელი როგორ ჩაეღიმა, ისე როგორც მე მიყვარდა.
- კარგად ხარ?- სიგარეტი ჩააქრო და ჩემსკენ შემობრუნდა.
- კი- ვუთხარი და ისევ მას მივეკარი და სახე მის ყელში ჩავრგე.
- გაბრო
- გისმენ
- ჩემთვის ყველაფერს გააკეთებ?
- რათმაუნდა- თავზე მაკოცა, სახე ამაწევინა და თვალებში შემომხედა. - ამას რატო მეკითხები?
- სიგარეტსაც დაანებებ თავს?
- რაა?
- ხო, არ მინდა რომ სიგარეტს ეწეოდე- და ისევ მას მივეკარი ადრინდებულად. ჩაეღიმა და შემდეგ მიპასუხა.
- კი.
- მართლა? - სახე გავუსწორე და მხიარული ხმით ვკითხე.
- მართლა- შუბლზე მაკოცა და ისევ მიმიკრა.- ამიტომაც მიყვარხარ ასე გიჟურად.
- რატომ?
- იმიტომ რომ განსხვავებული ხარ. სხვა მეტყოდა რომ სიგარეტი მიხდება, ან გაიფიქრებდა მაინც. შენ კი მითხარი რომ თავი დამენებებინა. - საფეთქელზე მომაკრო ტუჩები და სველი კოცნა დამიტოვა.
- მიყვარხარ გაბრო! იმ წამიდან მიყვარხარ როცა პირველად შეგხვდი... და შენ ამათვალიერე- სწრაფად ვუთხარი და მის რეაქციას დავაკვირდი. ჩაიცინა. ამ დროს მისი თვალები... მისი ნაცრისფერი თვალები ბრწყინავდა. ტელეფონმა რეკვა დაიწყო. გაბროს სახე შეეცვალა და სწრაფად ამოიღო ტელეფონი. მივხვდი რომ თვითმფრინავთან იყო დაკავშირებული ეს ზარი.
- გისმენ... მოვდივარ.- თქვა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ კი ჩემკენ შემობრუნდა.
- უნდა წავიდე.- კისრის ძარღვები დაჭიმული ჰქონდა.
- იპოვეს?- პირდაპირ ვკითხე და თვალებში შევხედე.
- კი- ძარღვები უფრო დაეჭიმა. ვხვდებოდი როგორ საშინელ მდგომარეობაში იყო ახლა ის. მალე იმ ადამიანთან მივიდოდა რომელმაც მისი და გააპატიურა, რომელმაც და გაუნადგურა და თავისმოკვლამდე მიიყვანა.
- კარგი წადი.- ახლა საუბარი უფრო დატანჯებდა ამიტომ თავი შევიკავე.
უხმოდ შევიდა ოთახში. მეც მას მივყევი და სააბაზანოსკენ წავედი, გაბრო კი პირდაპირ კარებისკენ წავიდა. კარებთან გაჩერდა და თავი ოდნავ მოაბრუნდა. სწრაფად მოუხვია და ჩემსკენ წამოვიდა. წელზე ხელი შემიცურა, მის სხეულზე მიმიკრა და მაკოცა. საოცარია, იმის მიუხედავად რომ ეს უკვე მრავალჯერ ყოფილა, ყოველ ჯერზე ვიბნეოდი, მბურძგლავდა და სიამოვნებისგან ვკრუტუნებდი. რამოდენიმე წამში შუბლი შუბლზე მომადო და ერთი ხელი სახეზე ჩამომიცურა.
- ბოდიში, მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებ. უბრალოდ...- ვიცი რითაც გააგრძელებდა ამიტომ მაშინვე შევაჩერე.
- მესმის. შენ არ ხარ დამნაშავე. - თვალებში შევხედე და ლოყაზე ვაკოცე- წადი, ვიცი რომ ახლა აქ ყოფნა გიჭირს. მე კარგად ვარ. შენ კი იბრძოლე რომ დამნაშავე დაისაჯოს.
- მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ - შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა. მაინც ვნერვიულობდი რომ მასთან შეხვედრა უწევდა. მაგრამ ლოდინის გარდა არაფერი შემეძლო. დროის გაყვანას სხვადასხვა რამით ვცდილობდი. ღამეც დადგა და კარების დაკეტვის ხმა გავიგე.
დივნიდან წამოვხტი და მისაღებში გავედი. კარგად შეთვალიერებაც არ მიცდია, პირდაპირ მისკენ გავექანე და როგორც კი ამოიბრუნდა მაშინვე ჩავეხუტე. ხელები წელზე მომხვია და სახე ჩემს ყელში ჩარგო.
- ვნერვიულობდი- ამოვიჩურჩულე და ყელში ვაკოცე. ჩემს შეხებაზე დაბურძგლა, რაზეც გამეღიმა.
- ყველაფერი კარგადაა- მისი ყელიდან ავიღე თავი და მას შევხედე- სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან- ჩურჩულით თქვა, მაგრამ მაინც გავიგე მისი უკმაყოფილო ხმა. რათქმაუნდა, უფრო დააკმაყოფილებდა იმ კაცის შუბლზე დაბჯენილი ტყვია.
- გაბრო, დამიჯერე ასე უფრო დაიტანჯება. ახლა შეიძლება ზე ფიქრობს, რადგან სიკვდილი ურჩევნია იქ სამუდამოდ ყოფნას. რათმაუნდა ამის უფლებას არ მისცემენ. ეს უფრო დიდი ტანჯვაა მისთვის. გაბრო, გთხოვ დაბრუნდი.- შუბლი შუბლზე მივადე და გავირინდე.
- აქ ვარ- რამოდენიმე წამში მითხრა და ტუჩებზე ნაზად, ძალიან ნაზად მაკოცა. ისევ... ისევ გამბურძგლა და ამ პატარა მოძრაობაზეც ამოვიხვნეშე. არა! ეს არ იყო პატარა მოძრაობა. როგორ შეიძლება ორი ერთმანეთის მოტრფიალე ადამიანის ოდნავი შეხებაც კი პატარა მოძრაობა იყო. ხომ შეიძლებოდა ჩვენს შორის ათასობით კილომეტრი ყოფილიყო, ან საერთოდ განუსაზღვრელი სიშორე.

ავტორი
ამიტომ, ჩემო უსაყვარლესო მკითხველო, ნურასოდეს ჩათვლით უბრალო შეხებად საყვარელ ადამიანის კანის შეგრძნებას. მასთან ერთად დგომასაც კი ნუ ჩათვლით უმნიშვლენო ფაქტად. დააფასეთ ყოველი ის წამი, რომელიც მასთან ერთად გაატარეთ. ოდესმე შეიძლება ერთმანეთს გამოემშვიდობოთ. თუმცა, ეს ხომ გარდაუვალია. მაშინ... იმ წამებში ინანებთ თქვენს დაუფიქრებლობას. ნუ მოიქცევით ისე, რომ შემდეგ სანანებელი გაგიხდეთ. ყველაზე საშინელი გრძნობაა, როცა წარსულის დაბრუნება და შენი ქცევების გადაკეთება გინდა. მთელი გულით გინდა, მაგრამ ეს უკვე შესაძლებელია. დამიჯერეთ. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. თან ისე, რომ არამგონია ჩემზე კარგად იცოდეს ვინმემ დედამიწაზე.

გაგრძელება... სესილი

იმ საღამოს გაბროს დამშვიდებული სახის დანახვისთანავე მშვიდად ჩამეძინა. დილით მზის სხივებმა გამომაღვიძეს. ოთახში არავინ იყო. გვერდითა კანადაზე კი წერილი შევნიშნე, რომლის გვერდითაც ჩემი საყვარელი ორქიდეა იდო.
„ ნეტა როდის ვუთხარი რომ ორქიდეები მიყვარს“
წერილი გავხსენი და მასზე ასახულ ლამაზად მოყვანილ ასოებს ჩავხედე.
„ ეს ჩემს ბედნიერებებს, ჩემი ცხოვრების აზრებს და ჩემი მომავლის ნათელ წერტილებს.

p.s. მალე დავბრუნდები. „

- როდიდან გახდა ეს ბიჭი რომანტიკოსი?! - სამზარეულოში სიცილით გავედი. შესვლისთანავე დავინახე მაგიდაზე დაწყობილი ბოსტნეულის სალათი, ჭარხლის წვენი და გვერდზე პატარა წერილი.
„ ჯანსაღად კვება!“
ისევ სიცილი დავიწყე და მაგიდას მივუჯექი.
მალე საუზეც დავამთავრე და მისაღებში დივანზე მოვკალათდი. რამე საინტერესოს ჩართვა მინდოდა. პულტისკენ დავიხარე, როცა კიდევ ერთი წერილი დავინახე მის გვერდით დადებული. სწრაფად ავიღე და გავშალე. მხოლოდ ციფრი ეწერა.
„ 45“
- ორმოცდახუთი. რას ნიშნავს ეს? პულტის გვერდით იდო.- პულტს დავტაცე და 45-ე არხზე გადავრტე. ორ წამში ტელევიზორზე გამოჩდნა ორსული ქალი და მის გვერდით მჯდობი ახალგაზრდა რომელიც ხსნიდა თუ რა იყო დასაშვები ორსულების დროს და რა არა. გიჟივით ვხარხარებდი და ხან წერილს დავხედავდი ხან ტელევიზორს.
ოდნავ დაწყნარებისთანავე კარების ხმა გაისმა და ოთახში შემოვიდა. ჯერ მე გადამხედა, შემდეგ კი ტელევიზორს შეხედა. ღიმილით დამიჯდა გვერდზე და ხელი გადამხვია.
- საინტერესოა?!- წარბაწევით გადმომხედა.
- კი ძაან- სარკასტრულად ვუთხარი და სხვა არხზე გადავრთე.
- რამე გაიგე?
- კი- მოკლედ გავეცი პასუხი და ისევ არხის არჩევა გავაგრძელე.
- ა... და სექსი შეიძლებაო?- ენტერესის თვალებით გამომხედა და სახეზე დამაკვირდა.
- გარყვნილი ხარ- მხარი გავკარი რომ ჩემი სიწითლე დამეფარა. ვერ ვიტან ჩემს ამ თვისებას!
გაეცინა და ტელევიზორს გახედა.
- ფილმს ვუყუროთ.
- კარგი, შენ აირჩიე. მე ნაყინებს და ცივ ყავას გამოვიტან.
- კაი გელოდები.
ყველაფერი გავიტანე და დივანზე მოვკალათდი. გაბროს უკვე ჩაერთო ფილმი, რაღაც დრამა.
ორივე ჩუმად ვუყურებდით. გაბროს ხელი ჰქონდა მოხვეული და ხანდახან თითებით ეთამაშებოდა ჩემს თმას.
ნახევარ საათში ფილმში ეროტიკის დრო დადგა.
- ორგაზმის ყურებას შეგრძნება მირჩევნია- ყურთან ვნებიანად მიჩურჩულა და ხელით თმა გადამიწია.
- სხვა მოძებნე- მინდოდა ცოტა მეწვალებინა.
- კარგი- ცოტა გაბრაზებული ხმით თქვა და სახლის კარები გაიხურა.
უხმოდ ვიჯექი და ვერ ვხვდებოდი თუ რა ქნა.
„ მართლა წავიდა. სხვასთან წავიდა?! “
თვალები ამიცრემლიანდა. ტელევიზორი გავთიშე და საძინებელში შევედი ჩამოსაწოლად. ჯერ მხოლოდ 5 საათი იყო. ჩამოვწექი და მალე ჩემს თვალებს ცრემლიც მოსწყდა. უნებურად წარმოვიდგინე როგორ ეხებოდა გაბრო სხვას, და როგორ ეხებოდნენ მას. მინდოდა ჩემი ფიქრებიდან ამომეშალა ეს, მაგრამ არ შემეძლო. საკუთარ თავს ვარწმუნებდი რომ გაბრო სხვასთან არ წავიდოდა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული ამაშიც არ ვიყავი. ჩუმ ტირილში ჩამეძინა.

რომ გავიღვითე უკვე ათი საათი იყო შესრულებული. ავდექი და მისაღებში გავედი. სიჩუმე იყო, რაც იმას მოწმობდა რომ გაბრო ისევ არ იყო მოსული.ამან უფრო მეტად დამწყვიტა გული. შუქი ავანთე და მოულოდნელად თვალები გამიფართოვდა.

ოთახი ვარდებით იყო სავსე. რომ დამეთვალა ალბათ სამასსაც მიაღწევდა. თვალცრემლიანი და გაბედნიერებული ვუყურებდი და თვალებით გაბროს ვეძებდი.

- აქ ვარ- ჩემს ზურგს უკან მოისმა ხმა და მეც მაშივნე შევბრუნდი. ღიმილით მიყურებდა, მაგრამ როგორც კი დამინახა მაშინვე მოიშორა.
- შენ რა იტირე?- სწრაფად მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. თვალები ჩაწითლებული მქონდა.
- მეგონა მართლა წახვედი- ხელები შემოვხვიე და მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე. ამ წამებში ყველაზე ბედნიერი ვიყავი.
- რა სულელი ხარ! - თმებზე მეფერებოდა და თან თავზე მკოცნიდა.- ჩემი სულელი!


***

- შენთან ვარ!- გაბროს ხმა მესმის და მას ექიმის ხმაც მოჰყვება.
- გაიჭინთე
რაც შემიძლია ხმის კონტროლს ვცდილობ რომ ბოლო ხმაზე არ ვიკივლო, მაგრამ ეს მეტნაკლებად გამომდის. ღმერთო ჩემო, რა ტკივილია! მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ რამოდენიმე საათში ჩემს შვილს ვნახავ და ამით ვიმხნევებ თავს. ბოლომდე ვიჭინთები. ასე გაგრძელდა რამოდენიმე საათი. ბოლოს ხმაჩახლეჩილი და სასტიკად დაქანცული დავეცი ლოგინზე.
- ყველაფერი დასრულდა. ჩვენი პატარა კარგადაა. მიყვარხარ! გამაბედნიერე სესილი!
გაბროს ხმა მესმოდა და მინდოდა მეც ამომეღო ხმა და მეთქვა რომ ყველაზე მეტად მიყვარდა,ჩვენი პატარის შემდეგ. მაგრამ არ შემეძლო, თვალები მეხუჭებოდა. მალე გულიც წამივიდა.

რომ გამოვიღვიძე ოთახში მდგარ სავარძელში გაბრო იჯდა ბავშვით ხელში. ჩემი გოგონა. ჩემი და გაბროსი. ვერ შემამჩნია, მთლიანად ბავშვზე იყო გადართული.

- ჩემო გოგონა, ჩემო ლამაზო. როგორ მიყვარხარ ნეტა იცოდე. დედიკოს და მამიკოს ყველაზე მეტად უყვარხარ. იცი რა ლამაზი დედა გყავს?! საუკეთესოა!- არ მინდოდა შემეწყვეტინებინა ამიტომ თვალები ისევ დავხუჭე. ვგრძნობდი მის მზერას. რამოდენიმე წუთში თვალები ნელა გავახილე, ვითომ ახალმა გაღვიძებულმა.
გაბრომ როგორც კი დამინახა ბავშვი მომიახლოვა და მკერდზე დამიწვინა.

- გამარჯობათ, გილოცავთ პატარა სასწაულს.- ღიმილით მოგვიახლოვდა და საწოლის გვერდით დადგა.
- მადლობა- მეც გავუღიმე.
- ახლა სახელი უნდა მითხრათ რომ დოკუმენტები შევავსოთ.
გაბროს გავხედე მაგრამ ისიც მე მიყურებდა. მივხვდი რომ მე უნდა გადამეწყვიტა.
- სალომე... სალომე ავალიანი!
მედდა ოთახიდან გავიდა.
- სესილი...- გაბრომ შუბლი მომადო- დღითი დღე უფრო და უფრო მაოცებ. მიყვარხართ!



№1 სტუმარი სტუმარი Trocodeo

???????????????? მაგარია,დონეე

 


№2 სტუმარი Daldonidaldoni

Zalian kargi da sasiamovno istoriaa

 


№3  offline მოდერი ენემი

საოცრება იყო, სიტყვებით ვერ ავღწერ
ემოცია ყველანაირი იყო, სხვამ არ ვიცი მაგრამ მე შევიგრძენი.
გაბრო საუკეთესოა, უხეშობაც, რომანტიკოსობაც აი ვაბშე ყველაფერი ძალიან უხდება.
ველი ახალ ისტორიას, წარმატებები <3

 


№4  offline წევრი CRAZY GIRL 2

ენემი
საოცრება იყო, სიტყვებით ვერ ავღწერ
ემოცია ყველანაირი იყო, სხვამ არ ვიცი მაგრამ მე შევიგრძენი.
გაბრო საუკეთესოა, უხეშობაც, რომანტიკოსობაც აი ვაბშე ყველაფერი ძალიან უხდება.
ველი ახალ ისტორიას, წარმატებები <3


მადლობა heart_eyes ახალი ისტორიაც მალე იქნება relieved

Daldonidaldoni
Zalian kargi da sasiamovno istoriaa

მადლობა relaxed

სტუმარი Trocodeo
???????????????? მაგარია,დონეე

მადლობა blush

 


№5 სტუმარი ეველინა

ძალიან მომეწონა

 


№6  offline წევრი Laliashvili009

Dzaliaan dzaaliaaan momewonaaa !!! ❤

 


№7  offline წევრი CRAZY GIRL 2

Laliashvili009
Dzaliaan dzaaliaaan momewonaaa !!! ❤

მადლობა relaxed

Hela
ძალიან მაგარია

heart_eyes

ეველინა
ძალიან მომეწონა

heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent