შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულისთვის


2-12-2017, 00:07
ავტორი buchia
ნანახია 1 086

თვალებში ვუყურებ და კიდევ ვერ ვხვდები,თუ რა შეიძლება იყოს ამ გრძნობაზე აღმატებული.არის მომენტი,როცა სიტყვები გეზედმეტება.უბრალოდ გსურს დატკბე არსებული წუთებით და ცდილობ თითოეული მომენტი შეისრუტო,რომ დიდხანს შეინარჩუნო ბედნიერება.მერე ფიქრდები,რომ ადამიანის ძალებს აღემატება ასეთი გძნობის ერთბაშად დატევა და დუნდები.ვუყურებ და მის თვალებში ჩემი თავის ანარეკლს ვუყურებ.ვხვდები,რომ საათობით შეგვიძლია ამ მდგომარეობაში ყოფნა.ხელი წავიღე მისი სახისკენ,ის არც კი შერხეულა ელოდებოდა ჩემს მოქმედებას.არც მე ვჩქარობდი, მისი რეაქციებით ვტკბებოდი და სახეზე ვეფერებოდი,გაურკვეველ ფიგურებს ვხაზავდი.ის კი იდგა თვალდახუჭული და ნებას მაძლევდა ჩემი ნებით მემოქმედა.ფეხის წვერებზე ავიწიე და ნაზად შევეხე მის ბაგეებს.თვალები გაახილა,ცალი ხელით თავისკენ მმიზიდა და კოცნაში მთელი სიყვარული ჩააქსოვა.როცა ჰაერის საჭიროება დაგვიდგა,ერთმანეთს ამღვრეული თვალებით შევხედეთ და შუბლებით ერთმანეთს მივადეთ.ხელი გადამხვია და გავყურებდით უსასრულობას.შინაგანად თითქოს ორივე ვღელავდით,ვგრძნობდით რაღაც შეიცვლებოდა,რაღაც ახალი მოხდებოდა,მაგრამ სიყვარულის ძალის გვჯეროდა.ორივემ ვიცოდით,რომ დიდ სიყვარულს განსაცდელიც თან სდევს და გამოცდაც, მაგრამ მას ვერაფერი აღუდგება.ნამდვილ წმინდა სიყვარულს თვით ღმერთიც მფარველობს.ღმერთი ხო თვითონ სიყვარულია.
-უნდა წავიდე
-სად?
-ამერიკაში
--
-რამდენიხნით
-არვიცი
-როდის?
-ხვალ
-და ამას ეხლა მეუბნები? -უბრალოდ არ მინდოდა დარჩენილი დღეები შენი სევდიანი თვალებისთვის მეყურებინა.მინდოდა თითოეული წუთით დავმტკბარიყავი -რა მშვიდად ამბობ.ამაზე მწარედ ჩამეცინა -შენი აზრით ამ ყველაფერს მშვიდად ვამბობ? -მალე დაბრუნდი გთხოვ.ვეცადე წამწამები ერთმანეთზე დამეჭირა,რომ მწარედ არ მეტირა,თორე მერე ჩემი გაჩერება გართულდებოდა.არ მინდოდა უფრო მეტად დამემძიმებინა.ვიცოდი ვუყვარდი და ჩემზე მეტადაც ღელავდა უბრალოდ ჩემთან თავს იკავდებდა.
-უნდა გადავლახოთ,ეს პერიოდი უნდა გადავლახოთ.ხომ გჯერა ჩემი? და ხელი ნიკაპ ქვეშ ამომდო,თავი ამაწევინა ნაზად შემეხო ბაგეებზე და ჩემი სურნელი ხარბად შეისუნთქა,თითქოს დამახსოვრებას ცდილობსო. -მე მჯერა ჩვენი სიყვარულის.იქნებ ეს გამოცდაცაა?
-კი ჩემო ლამაზო და ჩვენ ამ გამოცდას ერთად ჩვაბარებთ. არ მჯერა ჩვენი ბოლო დიალოგიდან 5 წელი გავიდა.მისის ხმის გაგონება სიგიჟემდე მენატრება.,,დრო ყველაფრის მკურნალია'' არც ამ ფრაზის მჯერა.მე არ განვკურნებულვარ.უფრო და უფრო ავვადდები მისი სიყვარულით.შევთანხმდით,რომ ერთმანეთს ამ დროის მანძილზე დავლაპარაკებულიყავით.არ ვიცი ეს რამდენად კარგი იდეა იყო,მაგრამ შევცვალეთ ყველანაირი საკონტაქტო ნომერი, სკაიპი, და ყველა საკომუნიკაციო საშვალება.თითქოს ჩვენც ვცდიდით ჩვენს სიყვარულს.
მთელი დგე უნდაური წინათგრძნობა მაქვს,რაღაც მაფორიაქებს და მეც არ ვიცი ეს რაღაც რაარის.უკვე ნერვები მეშლება საკუთარ თვზეც,ხასიათზეც გადამეზარდა.არადა დღეს ჩემი 25 წლის იუბილეა.კარგად ჟღერს,მაგრამ არ ვარ ბედნიერი. ჩვენი ადგილისკენ გავემართე,მაგრამ ადგილზე გავშეშდი.ის ზურგსუკან იდგა და თითქოს მელოდებოდა.მივუახლოვდი,მეგონა სიზმარს ვნახულობდი.ჩემკენ შემოტრიალდა,ტუჩის კუთხე ჩატეხა და მაკვირდებოდა.მე ადგილიდან ვერ ვიძროდი. ძალა არ მყოფნიდა.შეცვლილი მომეჩვენა.უფრო დაკაცებული. 5 წელი ცოტა დრო არ არის.ბოლოს თვითონ მოეგო გონს,დაფარა ჩვენს შროის მანძილი და გულში ისე ჩამიკრა, თითქოს ჩემს თავს ვინმე აწიწკნიდა.მეც მოვეგე გონს ხელები შემოვხვიე მის განიერ ბეჭებს,ავტირდი და მთელი გრძნობა ამოვაყოლე.ჩემკენ დაიხარა,თვალებში ჩამხედა.ცრემლიანი თვალები დამიკოცნა,და ბაგეებზე რომ შემეხო,თითქოს ძალა წამერთვა.ეს იგრძნო და ხელები წელზე შემომხვია. -რა იცოდი,რომ აქ ვიყავი? -არ ვიცოდი -აბა? -გიგრძენი.და შენ რატომ არ გაგიკვირდა ჩემი დანახვა? -მეც გგრძნობდი -ცოლად გამომყვები? -რათქმაუნდა -მიყვარხარ -მეუფრო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent