შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭის პატარა გოგო (14 თავი)


2-12-2017, 01:58
ავტორი niakonia6
ნანახია 5 188

14 თავი (საშინელი ახალი წელი l ნაწილი)


ჩემთვის თბილად საწოლში ვიწექი და ლამაზ სიზმრებს ვნახულობდი, როცა ვიღაც ყვირილით შემოვარდა ჩემ ოთახში.
- აააა გაიღვიძე
თვალებს ვახელ და გიჟივით წამოვხტი საწოლიდან.
ანა შემოვარდა თოვლის ბაბუის ქუდით ჩემ ოთახში და ხელში ყალბი თოვლი ეჭირა და სახეში მასხავდა
- შენ გოგო დებილი ხარ? საწამლავია ეგ, პირში უნდა შემასხა?
ვეჩხუბე ანას და ეგრევე სააბაზანოში შევარდი სახის დასაბანად
- უი, უბრალოდ ახალი წლის განწყობა მომქონდა
თქვა ანამ და ღიმილით შემომხედა მე კი გაბრაზებული სახით ვუყურებდი.

დაბლა ჩუმად ჩავედით და საჭმელების და ტკბილეულის მოპარვა და ჩუმად ჭამა დავიწყეთ, მაგრამ ბებიამ რათქმაუნდა დაგვინახა და სამზარეულოდან გამოგვყარა.
- ესეიგი ეხლა წავალთ დიდ სუპერმარკეტში და ყველაფერს ვიყიდით
მითხრა ანამ და მომზადება დავიწყეთ.
თბილად ჩავიცვით და უკვე გასასვლელად ვემზადებოდით, როცა სახლში სანდრო შემოვიდა
- სანდრო, შარშანდელივით რომ გამიკეთო იცოდე არ გაცოცხლებ
დავემუქრე სანდროს და კურტკის ჩაცმა დავიწყე.
შარშან სანდრო ახალ წელს სახლში შეხვდა და შემდეგ ეგრევე ძმაკაცებთან წავიდა, ისეთი მთვრალი დაბრუნდა სახლში რამდენიმე დღე დასჭირდა გონზე რომ მოსულიყო.
- არა ნიაკო, წელს თავს შევიკავებ
მითხრა სანდრომ სიცილით, მე კი სასაცილოდ სულ არ მქონდა საქმე შარშანდელი სიტუაცია, რომ გამახსენდა

მე და ანამ მთელი ქალაქი მოვიარეთ და ყველაფერი საჭირო ვიყიდეთ, პარკები ავავსეთ და ისე წავედით სახლში.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ უკვე 2 წელია ახალ წელს ანას ოჯახთან ერთად ვხვდები, ჩემი მშობლები და ანასი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან ამიტომ ერთი ოჯახივით ვიყავით.

- ნიაკო შენ თეფშები დაალაგე, ანა შენ კიდე ჭიქები ჩამოიღე კარადიდან და მოიტანე
ანას დედას ვეხმარებოდით სუფრის მოწყობაში.
აქაურობა ისეთი ლამაზი იყო, დიდი ნაძვის ხე, უამრავი საახალწლო აქსესუარი და რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს დიდი სათამაშო თოვლის ბაბუა, რომელიც თითქმის ადამიანის სიმაღლე იყო.
- ბებია კარგი რა, საახალწლო ფილმების ყურება გვინდა, შენ კიდე მაგ პოლიტოსებს უყურებ
მესმის ანა როგორ ეჩხუბება ბებიამის მეორე ოთახიდან და პატარაზე გამეცინა
- მოიცა გოგო, პრეზიდენტის ოჯახი ლაპარაკობს
ეს თქვა თუ არა ეგრევე ადგილზე გავშეშდი, რასაც ვაკეთებდი მივატოვე და ტელევიოზორისკენ გავიქეცი.
- რაზე ლაპარაკობენ?
ვკითხე ბებიას როცა დემეტრეს და მის ოჯახის წევრებს მოვკარი თვალი.
პრეზიდენტი პლატფორმასთან იდგა და რაღაცაზე ლაპარაკობდა, უკან კი დემეტრე და მისი ოჯახის წევრები იყვნენ.
- დღეს ქალაქში ყველაზე მაღალ შებობაზე ძალიან დიდი ფიფქი უნდა დადგან, ყველა მაგაზე ლაპარაკობს
ფიფქი? ეგ ადრეც გავიგე, მაგრამ არ მეგონა მართლა თუ აპირებდნენ.
დემეტრეზე ვიყავი მიშტერებული, როცა ანამ ტელევიზორი გადართო და "გრინჩის" ყურება დაიწყო
მეც გამეცინა და გვერდით მივუჯექი.
დემეტრეს ყურებას გრინჩს ვუყურო მირჩევნია, რამდენიმე დღეა ჩემთვის საერთოდ არ მოუწერია ან დაურეკავს.
იყოს ეხლა ეგრე, საერთოდ არ მაინტერესებს!

ახალ წლამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი.
მე და ანა თბილად ვიყავით საბნებში გახვეული და საახალწლო ფილმებს ვუყურებდით, თან ცხელ შოკოლადს ვსვამდით.
დრო ძალიან ნელა გადიოდა ამიტომ მთელი ოჯახი რაღაც თამაშს ვთამაშობდით, რომელიც ძალიან სასაცილო იყო.
ჩვენი ბებიები კი სამზარეულოში იყვნენ და ყველაფერს ამზადებდნენ.
სანდრო მალე მოვიდა და ყველა ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავით.
სანდრო ირაკლისთან მივიდა და რაღაცეებზე ლაპარაკობდნენ.
ირაკლი ანას ბიძაშვილი იყო და თითქმის სანდროს ტოლი იყო.
უცხოეთში სწავლობს, მაგრამ ეხლა რაღაც საქმის გამო ჩამოვიდა აქ და ჩვენთან ერთად ხვდებოდა ახალ წელს.
ესე მხიარულად ვიყავით ერთად და ახალი წლის მოსვლას ველოდებოდით.

უკვე ყველანი სუფრასთან ვიჯექით და რათქმაუნდა მე და ანა პირველები ვიყავით ვინც ჭამა დაიწყეს.
ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით, უფროსები გვარიგებდნენ რომ ეხლა ახალი წელი იყო და ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა შეგვევეცვალა
- ამათ აბა რაც წლების მატებასთან ერთად ჭკუა აკლდებათ
თქვეს ბებიებმა და ყველას გაეცინა ჩვენ გარდა.
სულაც არ ვიყავით ეგრე, არა?
ლუკმას ვიდებდი პირში როცა ანამ ხელით შემანჯღრია და ჩანგალი ლამის გამარტყა თვალში.
ეს გოგო არაა ნორმალური..
- ახალი წელი გოგო 15 წუთი დარჩა წამოვხტით მაგიდიდან და ფეიერვერკების მოსატანად გავედით, რომელიც ანას ჰქონდა დამალული ოთახში
- ვსო რამდენიმე წუთი დარჩა ვიწყებთ
გასროლას ვაპირებდით, მაგრამ რათქმაუნდა ცეცხლი რომ მოვუკიდეთ ძალიან შეგვეშინდა და ხელიდან გვივარდებოდა სანდრო, რომ არ დაგვხმარებოდა.
- ამ ახალ წელს თუ არ აგვაფეთქებთ კარგს იზამთ
თქვა ხუმრობით და ფეიერვერკების ხმაური წამოვიდა. ძალიან მეშინოდა აფეთქების ხმის და ყურებზე ხელი ავიფარე, მაგრამ მაინც გაშტერებული ვუყურებდი ცას.

დრომ ძალიან მაგრად ჩაიარა, ყველა სადღეგრძელოებს ამბობდა და ჭამდა.
ანამ გიტარაზეც დაუკრა და იმღერა. მოკლედ ყველანი ძალიან კარგ დროს ვატარებდით.
რამდენიმე საათი გავიდა და სანდრო წასასვლელი იყო თავის ძმაკაცებთან, სადაც ირაკლიც წაიყვანა.
ჩვენც ვაგრძელებდით მხიარულობას, მაგრამ როცა უფროსებს ძილი მოერიათ ყველანი დავიშალეთ.
ჩვენც ჩვენ ოთახში ავედით და კარები ჩავკეტეთ
- მოდი იმ ფილმის ყურება გავაგრძლოთ რა, აი კაცი როა და შემთხვევით თოვლის ბაბუს ირემს, რომ იპოვის..
დავიწყე ახსნა, მაგრამ შევამჩნიე რომ ანა საერთოდ არ მისმენდა და აქეთიქეთ იყურებოდა
- ანა, მისმინე!
ვუთხარი მკაცრად როცა ხელით მანიშნა გაჩუმდიო.
ანამ ჩანთაში ხელი ჩაყო და იქიდან ორი შამპანურის ბოთლი ამოიღო
- სერიოზულად?
ვუთხარი გაოცებულმა და ბედნიერმა მემ
- მამაჩემის კოლექციიდან ავიღე, ესეთი ორ-ორი ჰქონდა და იმედია ვერ შეამჩნევს ხო?
მკითხა ანამ ცოტათი ანერვიულებული სახით
- შანსი არაა!
ვუპასუხე მეც და ბოთლი ხელიდან გამოვართვი.

არ მჯერა რომ მთლიანი ბოთლი შამპანური დავლიე.
ერთ ჭიქასაც ძლივს ვსვამდი ხოლმე, მაგრამ ეხლა არ ვიცი რა მჭირდა. ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავით, რომ ანას პატარა ოთახში ვეღარ ვეტეოდით
- დარწმუნებული ხარ ანა? ცოტა მეშინია
ვუთხარი მე როცა ტანსაცმლის გამოცვლა დავიწყეთ და გარეთ გაპარვას ვაპირებდით.
- მეც მეშინია, მაგრამ სახლში რა ვაკეთოთ! ყველა გარეთაა და ერთობა
თქვა ანამ და ჩემი დამშვიდება სცადა. მართალია ძალიან მეშინოდა, მაგრამ სახლში დარჩენა არც მე არ მინდოდა.
მეც მინდოდა ერთხელ რამე სარისკო გამეკეთებინა ცხოვრებაში

ჩუმად გავედით სახლიდან და როცა ეზოში აღმოვჩნდით სიცილით ვკვდებოდით.
ესეთ კარგ ხასიათზე კაი ხანია არ ვყოფილვარ.
- ეხლა რა ვქნათ? სად წავიდეთ?
ვკითხე ანას და მანაც ჩაფიქრებული სახე მიიღო.
- კლუბში წავიდეთ, იმდენი ხალხი იქნება ეხლა! არამგონია რამე დაგვემართოს
ანას დავეთანხმე და ქუჩაში გავედით ტაქსი რომ გაგვეჩერებინა.
ფხიზელი რომ ვყოფილიყავი ანას 100 წელი არ დავთანხმდებოდი, მაგრამ ეხლა რაღაც გართობის ხასიათზე ვარ, ამიტომ რატომაც არა!

ტაქსის გაჩერება გაგვიჭირდა რადგან ახალი წლის ღამე იყო, მაგრამ ბოლოს როგორც იქნა გავაჩერეთ და ქალაქში ყველაზე კარგი კლუბი სადაც არის იქ წაგვიყვანეთ თქო.
რამდენიმე წუთი გავიდა როცა ტაქსიდან გადმოვედით და საკმაოდ ნაცნობ ადგილას ვიდექი, სადაც დავიფიცე რომ ცხოვრებაში ფეხს აღარასდროს აღარ მოვადგამდი
- შანსი არაა აქ ვერ შემოვალ
ვუთხარი ანას და უკან წასვლა ვცადე, მაგრამ ხელით დამიჭირა
- კარგი რა ნიაკო, დემეტრე აქ არ არის! შენ თვითონ არ ნახე თავის ოჯახთან ერთად რომ უნდა იყოს ახალ წელს, თან ეხლა არაფერი არ შეგემთხვევა იმიტომ რომ მე შენს გვერდით ვარ!
დაიწყო ანამ ჩემი გამხნევება, რომელიც ჩემდა გასაკვირად მშვენივრად გამოდიოდა
- კარგი, მაგრამ დაიმახსოვრე ეს ჩემი მესამე და უკანასკნელი შესვლაა ამ კლუბში!

კლუბში შესვლა არ გაგვიჭირდა რადგან დაცვა ძალიან კარგად მიცნობდა და იცოდა დემეტრეს "მეგობარი" რომ ვიყავი.
აქაურობა არასდროს არ იცვლება, ყოველთვის ერთი და იგივე სიტუაციაა, მაგრამ ახლა მეც ხასიათზე რომ ვარ აღარ მაღიზიანებდა აქაურობა.
ანამ ხელი ჩამავლო და ეგრევე საცეკვაოდ გავექანეთ.
ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდით, ყველა გამოპორანჭული იყო ახალი წლის წვეულებისთვის.
აი ჩვენ კიდე ჯინსის შარვლები გვეცვა და ერთნაირი თბილი მაისურები, რომელსაც "Marry Christmas" ეწერა და საახალწლო რაღაცეები ეხატა.
ჩემი თეთრი იყო ანასი კი შავი, ამიტომ მთლად ტყუპებივით არ ვიყავით.
- რამე დასალევს მოვიტან
ჩავყვირე ანას ყურში და ბარისკენ წავედი. მუსიკა ისე ხმამაღლა იყო აწეული, რომ ყურში ბოლო ხმაზე თუ არ ჩაყვირე ადამიანს ვერ გააგონებ

ცარიელ სკამზე ავხტი და ბარმენიც ეგრევე შემომიტრიალდა.
ჩემი დანახვისას გაიღიმა და ბოთლებით თამაში დაიწყო
- აბა რას დალევს ეს მშვენიერი ქალბატონი?
მის ნათქვამზე ლამის გამეცინა, მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია
- კოკა-კოლას თუ შეიძლება
ვუთხარი და გავუღიმე.
მან კი გაკვირვებული სახით შემომხედა
- ბოდიში, მაგრამ აქ მხოლოდ ალკოჰოლური სასმელები გვაქვს.
- კარგით, მადლობა
ვთქვი მოწყენილმა და სკამიდან ჩამოვხტი.

საცეკვაო მოედანზე გავედი და ანას ძებნა დავიწყე, რომელიც არსად არ ჩანდა.
გამაგიჟებს ეს გოგო..
ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ანას ნომერზე დარეკვა დავიწყე, მაგრამ ჩემი უბედური ტელეფონი აქ არ იჭერდა და გარეთ გასვლა გადავწყვიტე.

- რატო არ მუშაობს?
ჩავილაპარაკე ჩემთვის და ტელეფონს ხელის დარტყმა დავუწყე, მაგრამ მაინც არაფერი გამომდიოდა.
ტელეფონი ძლივს ავამუშავე და ანას ნომერზე დარეკვა დავიწყე, მისი ხმის გაგონებისას ეგრევე ტელეფონში ჩხუბი დავუწყე თუ სად იყო ის, მაგრამ უცებ ლაპარაკის უნარი დავკარგე.
ვიღაცამ მომიჭირა პირზე ხელი და თავისი მანქანისკენ მიმათრევდა...

ესეც მეთოთხმეტე თავი. დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და მოგწონთ, თუ რამე შენიშვნა გაქვთ დაწერეთ და ვეცდები გამოვასწორო. ან პერსონაჟში თუ არ მოგწონთ რამე.. შემდეგი თავს ხვალ დავდებ.



№1 სტუმარი სტუმარი Waka

Au rodis damtavreba iyo ra sainteereso momentze shecherdiii ;(() au male dade ra axali taviiiii ;)()

 


№2  offline წევრი niakonia6

სტუმარი Waka
Au rodis damtavreba iyo ra sainteereso momentze shecherdiii ;(() au male dade ra axali taviiiii ;)()

ვეცდები გვიან დავდო <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ტასო

ამდენი დღე არ დაგიდია,ახლა დადე და ძალიან პატარა თავი და საერთოდ არაფერი მომხდარა ბოლო მომენტის გარდა...რავიცი აბა

 


№4  offline წევრი niakonia6

სტუმარი ტასო
ამდენი დღე არ დაგიდია,ახლა დადე და ძალიან პატარა თავი და საერთოდ არაფერი მომხდარა ბოლო მომენტის გარდა...რავიცი აბა

ვიცი და დღეს გვიან დავდებ უფრო დიდ თავს <3

 


№5 სტუმარი სტუმარი gegA

auu vaime dzaan magari iyo gtxv male dade ra gexvewebi

 


№6 სტუმარი სტუმარი bells

Dzalian daagviane da isev patara tavi dade :( imedia pirobas argadaxval da xvalistvis iqneba gagrdzeleba... Sxvas racsheexeba motxroba namdvilad unakloa

 


№7 სტუმარი სტუმარი ლიკა

ნიაკო იქნებ გვითხრა დაახლოვებით რომელი საათისჯენ დადებ შემდეგ თავს?? ????

 


№8  offline წევრი niakonia6

სტუმარი gegA
auu vaime dzaan magari iyo gtxv male dade ra gexvewebi

მადლობა <3 ვეცდები

სტუმარი bells
Dzalian daagviane da isev patara tavi dade :( imedia pirobas argadaxval da xvalistvis iqneba gagrdzeleba... Sxvas racsheexeba motxroba namdvilad unakloa

მადლბადა დიდი <3 ვეცდები აღარ დავაგვიანო

სტუმარი ლიკა
ნიაკო იქნებ გვითხრა დაახლოვებით რომელი საათისჯენ დადებ შემდეგ თავს?? ????

დღეს გვიან დავდებ ალბათ. ხვალ დილისთვის აუცილებლად იქნება <3

 


№9 სტუმარი twilight

ძალიან კარგი იყო მაგრამ საკმაოდ პატარა თავი. იქნებ ცოტა გაგეზარდა

 


№10  offline წევრი არანორმალური

აზრზეარხარ როგორგამახარე აიი ძაან ძაან მაგარი გოგოხარ მაგრად მიყვარხარ რაცმთავარია გისურვებ წარმატებებს იმედია მალე დადებ შემდეგ თავს სულმოუთქმელად ველი იმედია გაზრდი თავებს ❤❤❤❤

 


№11  offline წევრი ლიკუნა30

ძალიიან კარგი იყოო ❤ ველიი შემდეგ თავს სულმოთქმელად ❤ მალე დადე რაა❤

 


№12  offline წევრი ფარვანა

აუ მომწონს ძალიან ეს ისტორია^^ ჩემი დემეტრე და ნიაკოო heart_eyes კაია ძაან მაგრამ ერთი რჩევა მაქვს თავები გაზარდე რა გთხოვ სხვა ყველაფერი კარგია ძაან )) <33
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№13 სტუმარი lela

rato ardeb shemdeg tavss((

 


№14  offline წევრი niakonia6

lela
rato ardeb shemdeg tavss((

დღეს დავდებ <3

 


№15 სტუმარი სტუმარი ლიკა

რომელი საათისთვის დადებ ??

 


№16 სტუმარი გეგა

გთხოვ მალე დადე შემდეგი თავი

 


№17 სტუმარი სტუმარი ნინი

აუუ მალე დადე რაა

 


№18 სტუმარი სტუმარი თათული

male dade ra gtxov velodebi

 


№19 სტუმარი სტუმარი ანი

ნია რატო გვაწვალეებ :დ არგეცოდებიით? :დ

 


№20 სტუმარი

აუ რატო გვატყუებ დავდებო გთხოვ დადე რა ან მართლა მაინც გვითხარი როდის მოახერხებ დადებას ძალიან ძალიან მაინტერესებს და ვერვთმენ

მოთხრობა არის ძალიან მაგარი ძალიან კარგადაა სიუჟეტები განვითარებული ასევე მოთხრობა მოულოდნელობებითაა სავსე და რაც მთავარია არ არის გაწელილი უაზრო სიუჟეტებით ძალიან მაგარიხარ მაგრმა ჯობია ხალხი არ ალოდინო და მალე დადო თორემ შეიძლება გადაავიწყდეთ და აღარც წაიკითხონ ეს ჩემი რჩევაა და კარგი იქნება თუ გაითვალისწინებ

 


№21 სტუმარი lela

auu ragatogvatyuebb ratoardebb dzaan mainteresebss❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent