შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭის პატარა გოგო (13 თავი)


26-11-2017, 03:40
ავტორი niakonia6
ნანახია 6 209

13 თავი

კლუბში როცა შემოვიდოდი გული რაღაცას ცუდს მიგრძნობდა, მაგრამ ვინ იფიქრებდა იმას რომ საპირფარეშოში ვიღაც გიჟი გოგო დამესხმეოდა თავს და ჩხუბს დამიწყებდა
- დემეტრეს შეყვარებული ვარ
თქვა მან და ხელი მკრა, მეც ვცდილობდი თავის შეკავებას.
არ მესმის რა ხდებოდა.. ვინ იყო ეს გოგო და რა უნდოდა ჩემგან?
- მისმინე შე ბო*ო, კიდევ ერთხელ დაგინახავ ჩემ შეყვარებულთან და არ გაცოცხლებ გასაგებია?
თქვა მან და ეშმაკურად ჩაიცინა, შემდეგ კი კარი სწრაფად მიიჯახუნა და გავიდა.
მე კი დავრჩი შეშინებული და ვცდილობდი ცრემლების შეკავებას.
ღმერთო, რატომაა დემეტრეს გვერდით ყოფნა და ბედნიერება ესეთი რთული?

ფეხზე წამოვდექი და ყველანაირად ვეცადე სარკეში ჩემს სახეს არაფერი, რომ არ შემჩნეოდა.
თმა და კაბა გავისწორე, მაგრამ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. თითქოსდა თავი გამისკდებაო.
სწრაფად გამოვედი საპირფარეშოდან და დემეტრეს და ბიჭების მაგიდასთან მივედი
- პატარა, უკვე შენს მოსაძებნად მოვდიოდი. რამე მოხდა?
თქვა დემეტრემ და ფეხზე წამოდგა
- გთხოვ დემეტრე, აქედან წავიდეთ
ვუთხარი მოწყენილი ხმით და ვცდილობდი მის თვალებში არ ჩამეხედა.
დემეტრემ ჩემი სახე რომ დაინახა შეამჩნია, რომ რაღაცა რიგზე არ იყო, მაგრამ მაინც უსიტყვოდ დამეთანხმა და გადაწყვიტა არაფერი ეკითხა ჩემთვის. რაღაც ეჭვი მეპარება ეს საქმე ესე დატოვოს..

დემეტრემ სახლამდე მიმიყვანა და მანქანაში არცერთი ხმას არ ვიღებდით.
დღევანდელმა ღამემ წამით დამავიწყა დემეტრეს საქციელი და მისი ჩხუბის შესახებ ჩემს ძმასთან.
რა სულელი ვარ!
დემეტრეს დავემშვიდობე და მისი მანქანიდან გადმოვედი, მაგრამ უცებ თვითინაც გადმოვიდა მანქანიდან და ხელით შემაჩერა
- არ მეტყვი რა მოგივიდა, რა მოხდა იმ 10 წუთში ისეთი რომ მთელი ჩვენი ღამე ჩაგვიშალა?
თქვა დემეტრემ ნაწყენი ხმით
- არაფერი დემეტრე, უბრალოდ რეალობაში დავბრუნდი
ვუთხარი მე და მისი ხელებიდან განთავისუფლება ვცადე.
დემეტრემ ამჯერად გამიშვა და ჩემი შეჩერება არ სცადა, არ ვიცი ამ გრძნობას რა ერქვა. ესეთი იმედგაცრუებული ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ.
მინდოდა დავეჭირე და როგორც იცის ხოლმე ჩამეხუტოს ან მაკოცოს.. მაგრამ არა!
მან გამიშვა, ალბათ მიხვდა რომ ჩემზე დროის ხარჯვა აღარ ღირს, მისთვის ხომ არაფერს წარმოვადგენ..
სახლში მივედი და ვერც კი შევამჩნიე ისე დავიწყე ტირილი.
სასწრაფოდ ჩემ ოთახში ავედი და ჩემი ღამის პერანგის ჩაცმა დავიწყე, იმედია ამ კაბის ჩაცმა აღარასდროს მომიწევს!
ჩემ თბილ საწოლში დავწექი და წამითაც არ მინდა იმ საშინელ გოგოზე გაფიქრება, მან ჩემ დემეტერზე თქვა რომ მისი შეყვარებული ვარო..
რატო არ ვუთხარი მის შესახებ არ ვიცი, უბრალოდ თუ ის გოგო ცრუოდა და დემეტრესთვის არაფერს წარმოადგენდა, დემეტრე ალბათ გაგიჟდებოდა და ნამდვილად მოკლავდა საწყალს!


***

დილით უგემრიელესი ნამცხვრის სუნმა გამაღვიძა, რომელსაც დარწმუნებული ვარ ბებიაჩემი აკეთებს!
სასწრაფოდ ღიმილით წამოვხტი საწოლიდან და მოწესრიგება დავიწყე, მერე რა რომ 10 საათია?
- მშიაა
დავიყვირე ჩემი ოთახიდან და ვხედავდი როგორ მოდიოდა სანდრო სამზარეულოსკენ მთქნარებით. არა, ბებიას ნამცხვარი მართლაც საოცარია! თვით სანდროც კი წამოდგა საწოლიდან
- აბა ეხლა, ჯერ ისაუზმეთ. მერე ცოტა დრო გავიდეს და აი მერე შეჭამთ ნამცხვარს!
თქვა მკაცრად და ჩვენც გაბრაზებული სახეები მივიღეთ
- სერიოზულად? 23 წლის ვარ უკვე 10-ის კი არა
თქვა სანდრომ გაბრაზებულად და ნამცხვრისკენ წავიდა, მაგრამ ბებია გაეკიდა და მისი შეჩერება შეძლო.
მე კი ამ ყველაფერს ვუყურებდი და სიცილით ვკვდებოდი.

როცა საჭმლით გავსკდი გადავწყვიტე საახალწლო საჩუქრებისთვის წავსულიყავი.
ანას დავურეკე და მაღაზიებში სიარული დავიწყეთ, თითქმის ყველა ახლობელს ვუყიდეთ რაღაცრაღაცეები
- ნიაკო, მე წავალ ცხელ შოკოლადებს ვიყიდი. გრძელი რიგია და ნახე შენ რამე თუ გინდა კიდე
თქვა ანამ და ღიმილით კაფეში გაიქცა.
მეც დავიწყე იმ ადამიანზე ფიქრი რომელიც ყოველ წამს ჩემს აზრებში დაფრინავს.
ნეტა საჩუქრის ყიდვა ღირს თუ არა? იქნებ არც მნახოს ახალ წელს, ან შეიძლება 5 დღეში აღარც ვემახსოვრო.
ნია, მან ხომ კაბა გაჩუქა, ახლა შენი ჯერია!
ვუთხარი ჩემ თავს გამამხნევებლად და საჩუქრის საყიდლად წავედი.
უკვე რამდენიმე დღეა ამ საჩუქარზე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ძალიან მოეწონება!
სასწრაფოდ სპორტულ მაღაზიაში შევედი და გამყიდველთან მივედი
- გამარჯობა, იცით რა მინდა, აი ბოქსის დროს რო ხელთათმანები უკეთიათ ხოლმე ბიჭებს ეგეთი
ვუთხარი ღიმილით და იმ ბიჭსაც პატარაზე გაეცინა.
ბიჭი იყო დაახლოებით 20-25 წლის, ხუჭუჭა თქმა ჰქონდა და ძალიან საყვარელი იყო.
- წამობრძანდით
თქვა მან და მეც უკან გავყევი
- რა ზომა გინდათ? და რა ფერი?
მკითხა ბიჭმა და ჩემკენ შემოტრიალდა
- დიდი ზომა მინდა, და ყვითელი!
ვუთხარი და ჩემთვის პატარაზე გავიღიმე.
გამახსენდა როგორ გამოვიცანი დემეტრეს საყვარელი ფერი პირველივე ცდაზე.

დღეს ძალიან არ ციოდა და მე და ანამ გადავწყვიტეთ სადმე გაგვესეირნა.
ჩვენი საჩუქრები სახლში დავმალეთ და გარეთ გამოვედით.
ბებიამ იმდენი რაღაც ჩაგვაცვა ანტაქტიდაზე, რომ გაგვიშვან დაგვცხება.
მე და ანა ჩვენ სკვერში მივედით და ისეთი ადგილი ვიპოვეთ სადაც კაციშვილი არ იყო, დღეს ისეთი რაღაც უნდა გაგვესინჯა, რომელის გასინნვას ყოველთვის ვაპირებდით, მაგრამ ვერ ვახერხებდით.
ჩვენ ბნელი ადგილი ვიპოვეთ, მაგრამ ჩვენ წინ ერთი პატარა კორპუსი იყო
- ანა, აქ რომ ვინმემ დაგვინახოს?
ვუთხარი მე ჩურჩულით და ზევით ავიხედე
- კარგი რა, ვინ უნდა დაგვინახოს
თქვა ანამ და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, რომელიც სანდროს მოვპარეთ მანქანიდან
- აუუ მეშინია, არც ვიცი როგორ უნდა
ვთქვი მე და შეშინებული სახით ვუყურებდი სიგარეტს
- ოო კარგი რა, ჩვენ კლასში ყველა ეწევა. ჩვენ კიდე გასინჯულიც კი არ გვაქვს
თქვა ანამ სიცილით
- ესეიგი არ არის საჭირო!
ვციდლობდი ანა გადამეთანხმებინა ამ საშინელი აზრისგან, მაგრამ გულის სიღრმეში მეც მაინტერესებდა.
- ვსო ერთი, ორი, სამი
ვთქვით ორივემ და ერთდროულად გავსინჯეთ, თუ არ გავიგუდებოდი არ მეგონა
- ეს რ-რა იყო
ვთქვით ორივემ ერთდროულად და საშინელი ხველება ავტეხეთ.
ლამის დავიხრჩეთ ორივე
- ეს რა იყო? ლამის მოვკდვი
დაიყვირა ანამ და ძირს დააგდო.
ეს ალბათ პირველი და უკანასკნელი მცდელობა იყო ჩვენი..
სასწრაფოდ წყალი დავლიეთ და უკვე წასვლას ვაპირებდით როცა სიცილის ხმა მოგვესმა
თავიდან ვერ მივხვდი საიდან მოდიოდა ეს ხმა, მაგრამ როცა ანამ მიმანიშნა შეშინებული სახით ზევით აიხედეო ეგრევე შიშისგან კანკალი დავიწყე..
ზევით ავიხედე და.. დემეტრე?
დემეტრე და ლუკა იდგნენ აივანზე და სიცილით გვიყურებდნენ მეორე სართულიდან.
ანას სასწრაფოდ გავხედე და ეგრევე მოვწყდით ადგილიდან.
ეს ერთერთი ყველაზე უხერხული და საშინელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში!

20 წამიანი სირბილის შემდეგ უკვე დავიღალე და გავჩერდით.
არა, ნამდვილად ვარჯიში უნდა დამეწყო, იქნებ მკვლელი გამომეკიდა? რამდენიმე წამში უკვე ძირს ვეგდები მკვლელისთვის!
- აი ამდენი სახლიდან, მაინდამაინც ლუკას სახლის წინ რატომ აღმოვჩნდით? და მაინდამაინც დღეს რატომ იყო დემეტრესთან ერთად?
ვთქვი გაბრაზებულად და სიარული დავიწყეთ. თან უკან ვიყურებით
- არ ვიცი, ყველა გზა დემეტრესთან მიდის
თქვა ანამ სიცილით და პასუხად ჩემი გაბრაზებული სახე მიიღო
- შეამჩნიე დემეტრე მაისურის გარეშე, რომ იყო?
თქვა ანამ და წარბების თამაში დაიყწო, ჩემი გაბრაზებული სახე კი ეგრევე დაბნეულ და მორცხვ სახედ იქცა
- რ-რა არა!
შევეცადე თავი ისე დამეჭირა თითქოსდა საერთოდ არ შემიმჩნევია მისი პრესი..
ვის ვატყუებ..
დემეტრე ნეტა რას იფიქრებს ჩვენზე, ალბათ დებილი ბავშვები ვეგონებით, ნუ სიმართლე კი არის

სახლში როცა მივედი სანდრო ტელევიზორთან დამხვდა და ფეხბურთს უყურებდა. მე როცა დამინახა ტელევიზორი გამორთო და ჩემსკენ წამოვიდა. ალბათ რამე სერიოზული იყო, ფეხბურთს უბრალოდ არ გააჩერებდა
- ნიაკო, ესე გვიან რო გადიხარ ხოლმე გარეთ ჰო იცი როგორ არ მიყვარს
თქვა მან მკაცრი ხმით
- კარგი რა, ანასთან ერთად ვიყავი
ვუთხარი მე და ვცდილობდი თავის მართლებას
- ნიაკო ნუთუ არ გესმის, რომ ახლა სულ სხვა სიტუაციაა. ძალიან ბევრი მტერი მყავს და ბევრმა იცის უკვე, რომ უმცროსი და მყავს და შეეცდებიან რამე დაგიშაონ
თქვა სანდრომ და თავისი სიტყვების გაფიქრებაზეც კი გაბრაზდა
- მოისმინე, განსაკუთხრებით კი იმ ნაძირალა დემეტრეს უნდა ერიდო! მას რაც სურს ყოველთვის თავისას აღწევს ხოლმე, მისგან თავი შორს დაიჭირე და თუ რამე საეჭვოს შეამჩნევ ეგრევე მე ან ლაშას დაგვირეკე
მითხრა სანდრომ და შუბლზე მაკოცა, მე კიდე ეგრევე ყალბი ღიმილით გავუღიმე და ჩემ ოთახში გავიქეცი.
თავი საშინელი ადამიანი მგონია, სანდრომ სიმართლე რომ გაიგოს ვერასდროს მაპატიებს.
ამის გაფიქრებაზე თვალზე ცრემლი მომადგა.
დემეტრე! ერთმა ადამიანმა როგორ შეძლო ამდენი უსიამოვნების მოტანა..
მე კი ისევ გული მიჩზარდება მის დანახვაზე და მასზე ფიქრებზეც კი!
არ მეგონა შეყვარებული, რომ ხარ ადამიანზე ესეთი საშიში გრძნობა თუ იყო..



№1 სტუმარი სტუმარი anii

rodis dadeb shemdeg tavs ? imedia malee????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნიკუშა

ძაან კაი იყო და გთხოვ მალე დადე შემდეგი თავი რა ❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან კარგია მაგრამ პატარაა თან გვიანდებ ხოლმე და იქნებ ცოტა გაზარდო ისტორია? წინასწარ მადლობა

 


№4 სტუმარი სტუმარი salli

გთხოვ მალე დადე რა შემდეგი თავიი

 


№5  offline წევრი niakonia6

სტუმარი anii
rodis dadeb shemdeg tavs ? imedia malee????

დღეს თუ დავამთავრე დავდებ <3

სტუმარი ნიკუშა
ძაან კაი იყო და გთხოვ მალე დადე შემდეგი თავი რა ❤️❤️

მადლობა <3 ვეცდები

სტუმარი ლიკა
ძალიან კარგია მაგრამ პატარაა თან გვიანდებ ხოლმე და იქნებ ცოტა გაზარდო ისტორია? წინასწარ მადლობა

მადლობა დიდი <3 ვეცდები აღარ გალოდინოთ

სტუმარი salli
გთხოვ მალე დადე რა შემდეგი თავიი

დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად <3

 


№6 სტუმარი სტუმარი Tikoo

დღსს დადეერაა ძალიააან გთხოვვვ

 


№7 სტუმარი სტუმარი Waka

Au mal male dade xolme da didi tavebi ra

 


№8  offline წევრი isterichka123

tukide dagvianeb axali tavis dadebas nigklav magaria gagrdxele

 


№9 სტუმარი სტუმარი Lia

Kargi istoriaa. Patara tavebia ,gaadide.❤❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი წვიმისფერი

ცოტა გაზარდე თავები რა ფლიიზ... ჯერ დწყებულიარმაქხოლმე უკვეროვამთავრებ :( მაგრამ კარგია მაინც... მიყვარხარ ძაან <3 და წარმატებები

 


№11 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძაან კაი იყო და მალე დადე შემდეგი თავი

 


№12  offline წევრი არანორმალური

აუდადერააააა ფლიიიიზ 5 წუთშიერთხელ ვამოწმებ ხოლმე ☻

 


№13 სტუმარი gadareuli

აუ დადე რაა ამდენი ხანიი რატო გვალოდინებბ heart_eyes

მალე დადე ხავებიოლმე თან დიდი თ

 


№14 სტუმარი გეგა

აუუ მალე დადე რაა ❤️

გთხოვ დადე მალე

 


№15 სტუმარი სტუმარი bells

Auu sul agvianeb raa

 


№16  offline წევრი არანორმალური

მეთულოდინი მომკლავს შენიმოთხრობისბრალია

 


№17 სტუმარი გუდ

მალე დადე რა

 


№18 სტუმარი სტუმარი Waka

Au rodis dadeb ? Velodebiii dzalian sainteresoaa mal male dade xolme tavebi da gazarde ra tavebi tore dzalian pataraaaa tavebiaaa :((((

 


№19  offline წევრი naniko mindia

Magari xar sheni magari istorit .moutmenlat velodebi gagzelebas ♥♥♥♥♥warmatebebi male dade ra ♥♥♥♥
--------------------
lomidze

 


№20 სტუმარი სტუმარი ნათია

მალეედადეერა

 


№21 სტუმარი სტუმარი natka

dzaan agvianeb ra dadebas ???????????? tushegidzlia ufroxshirad romdado ????

 


№22 სტუმარი Ana

Dzaan magari istoriaa da gaagrdzele male dade raa

 


№23  offline წევრი niakonia6

ბოდიშით ბავშვებო უბრალოდ სასწავლი დამიგროვდა ბევრი და ვეღარ დავდე <3 დღეს ღამით დაიდება შემდეგი თავი <3

 


№24 სტუმარი Ana

Suu moutmenlad veliii ❤️

 


№25 სტუმარი ანიელ

ნია რომელ საათზე?❤

 


№26 სტუმარი სტუმარი მარიამი

სად ხარ ეს ღამეც დამთავრდა

 


№27 სტუმარი სტუმარი bells

Au nia tuarshegidzlia shesruleba nudagvpirdebimainc

 


№28 სტუმარი სტუმარი gega

გთხოვ მალე დადე რააა <3

 


№29 სტუმარი სტუმარი ლიკა

აუ თუარდადებდი რატოღა შეგვპირდი ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent