შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ(თავი მერვე)


2-12-2017, 22:47
ავტორი blue witch
ნანახია 1 656

ხანდახან გვეჩვენება თითქოს უფსკრულის პირას ვდაგავართ. გადაწყვეტილება ჩვენზეა. თუ მივბრუნდებით და ზურგს შევაქცევთ, მაშინ უკვე გავლილი გზის მეორედ გავლა მოგვიწევს. ერთფეროვნება და ხალხით სავსე მარტოობა.
მაგრამ თუ ჩავხტებით, მაშინ შესაძლოა ფსკერზე რაიმე სასწაულს წავაწყდეთ, რადგან არავინ იცის თუ რა დაგვხვდება შიგნით - მრუმე წყვდიდადი თუ მოსარკული წყალი.
ამიტომაა ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილების მიღება რთული. სასიამოვნო, თავისუფალი ფრენა ზოგჯერ მარცხით მთავრდება.
მაქვს კი ფრთები? როგორ გავიგო, როცა არავინაა, რომ ამაში გამარკვიოს. რათა ვიცოდე რომ ამოფრენას შევძლებ.
***************************************************************************************************************************************
ფინჯანში ყავას გამეტებით ვურევ.
ტუჩს ვიკვნეტ, შიში მთელს ორგანიზმში მივლის, უცნაური შეგრძნებაა, თითქოს მოქმედ ნაღმზე ვზივარ, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წუთს აფეთქდეს, მე კი არ ვიცი როგორ გავაუვნებელყო.
პრინციპში, ნაზიკო ნაღმისაგან არ განსხვავდება, ქალი კი არა ნამდვილი ბომბია! არავინ იცის რა მოუვა მის მრავალუჯრედიან და ათასგანზომილებიან ტვინს თავში აზრად.
-ქეთი, გალღვა კოვზი, მგონი საკმარისია.-მეჩურჩულება დემნა. მართალია, გაცხელებული მეტალის სიმხურვალეს უკვე თითებზე ვგრძობ.
ეს გადალაპარაკება შეუმჩნეველი არ რჩება ნაზიბროლას „ვიდეო-თვალს“. იგი მრავალისმეტყველ მზერას გავაგებებს და ყავას თითგამობზეკილი წრუპავს.
წარბს ვპრეხ და ვცდილობა სითხე მოვსვა, თუმცა ვერაფერს ვგრძნობ, გეგონება ტალახს ვაგემოვნებდე.
საკვირველია, ჩვეულებრივ გემრიელი გამომდის ხოლმე.(მითუმეტეს ამით ხშირად ვტრაბახობ კიდეც)
ვაპირებ საცოდავი ღიმილი ავიკრა სახეზე და ეს ჩურჩული სხვანაირად „გავასაღო“.
******************************************************************************************************************************
მთელი ნახევარი საათის განმავლობაში, ნაზიბროლა ათას სისულელეს გვიყვება (ან უფრო სწორად თუ ვიტყვით გვიმტკიცებს), ჩემი და ელენეს ბანქოს ათამაშებს და უაზრო მითითებებს გვაძლევს. სანამ მკითხავი ნაზიკო ტირადას გვიკითხავს, გაფშეკილი წელი ისევ მახსენებს თავს, დახეთქებული კეფა მეწვის და უკვე კბილს კბილზე ვაჭერ, რათა მეტად „სასურველი“ სტუმრები, სრულიად „შემთხვევით“ წიხლით არ ვისროლო აივნიდან.
ჯერ-ჯერობით წავსლას არცერთი არ აპირებს. დემური მშვენივრად ერთობა ნაზიბროლას საოცარ მაგიურ შესაძლებლობებზე, მე თავით ფეხამდე გასაცოდავებული, გულში ვლოცულობ წაეთრივნენ და მშვიდად დავიძინო!
-უჰჰუმმ...-სპეციალურად ვახველებ და მეტი ეფექტისათვის ვამთქნარებ კიდეც, იქნებ რამეს მივახვედრო.
შენც არ მომიკვდე! ყურსაც არ იბერტყავენ, ისე აგრძელებენ ხითხითს.
-ახლა სხვა ამოირჩიე!-ღიმილით უწვდის ნაქოს დასტს ნაზიკო.
თვალებს დრამატულად ვატრიალებ.
-მაშინ ეს ქეთის იყოს, თორემ თავად არ გვერთობა საუბარში.-ღიმილით აძრობს დემური ერთ ერთ კარტს მარაოსავით გაშლილი დასტიდან.
„შენ თავი რამეს ხომ არ მიარტყი?!“ სახეს ვახეთქებ დემნას.
სამწუხაროა, მზერითი კონტაქტით ადამიანის განადგურება რომ არ არაა შესაძლებელი.
დემური უეჭველად მიწაში იწვებოდა!
შუბლში ტყვია ექნებოდა დახლილი!
იდიოტი თხა! ტუტუცი!
-ამჯერად რა მელის?-ვითომ ძალიან ბედნიერი ვეკითხები ნაზის, არადა მინდა თავის პარტნიორთან ერთად ჩავფლა!
-სიყვარული ქეთი!-მეკრიჭება ნაზუნზულაა.
-კი აბა! აუცილებლად.-ირონიულად ვაცხადებ და ტკბილეულს ვუყურებ.
-ბევრი შვილი გეყოლება,-აგრძელებს მონოლოგს.
ამან მგონი ჩემი ქაჯური მრისხანების სესახებ არ იცის?! ვატყობ ისტერიკულ-მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი მივითარდება!
-გასაგებია, ძალიან კარგი მომავალი მიწინასწარმეტყველეთ.-ვეღრიჭები უსაფუძვლოდ.
ბედნიერი საღამო უსაშველოდ გრძელდება.
************************************************************************************************************************
მეორედ მოდუღებულ ყავას ვასხამ და თვითმკვლელობის იოლ გზებზე ვფიქრობ. ამ მომენტში სუიციდი ფრიად მიმზიდველია, მეტი ჯოჯეხეთი რაღაა?!
-გმადლობ.-მიღიმის დემნა-დემური.
ნაზი კეკლუცად ეტიკტიკება.
მემგონი საერთოდ ზედმეტი ვარ.
და მემგონი ნაზიზე ვეჭვიანობ.
სასაცილოა და რატომღაც მაინც ტირილი მინდება.
უეცრად, კვლავ საბედისწეროდ ყირავდება ფინჯანი და ამჯერად დემურის მიმართულებით ყანყალებს, დემნა სასწრაფოდ აშველებს ხელს თუმცა გამწარებული ისეთი ძალით ვუქნევ მტევანს, რომ მთელი ყავა ზედ მაისურზე ეცლება.
დემნა დამდუღრული ბულდოგივით ხავის და ელვის უსწრაფესად იხდის.
მგონი სტრიპტიზის მოწყობა ჩემს მოთხოვნებში არ შედიოდა.
-ჯანდაბა...-თავისთვის იგინება დემნა.
აჰაა ბილწისტყვაობა ისევ მასთანაა, მეგონა მუდმივად ბავშვობაში არ ჩარჩებოდა.
ნაზი ღფრთოვანებული ინიავებს.
-დამაცადე!-ვყვირი და ბალიშ ვესვრი.-მაისურ მოგიძებნი, მანამდე ეს აიფარე!
-რატომ?-უკვირს მას.
-მაინცდამაინც ხშირად არ ვუმზერ შიშველ ბიჭებს ჩემს სახლში!-მკვახედ ვახლი.
-ნახევრად შიშველს!
ელენეს ძმისთვის ახეული მაისურის ძებნაში ლამის მთელ კომოდს ვაყრევნებ უჯრებს. ცხოვრებაში პირველად მაწუხებს, რომ ასეთი ფეთხუმი ვარ და ყველაფერი აცა-ბაცა მიყრია. საბოლოოდ, სადღაც ფსკერზე ვპოულობ ჩაჭყუნულს. არაუშავს, არჩევანის საშუალება არ გვაქვს.
ოთახში შევლისას ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კვამლი ამდის. შინაგანდ ნათურასავით ვვარვარებ.
ნაზიკო გულისწავლამდეა.
იმას წესით ბალიში უნდა ეჭიროს ხო?!
-აიღე!-ხელში ვაწვდი.
-ბოდიში, სხვა არაფერი მაქვს, ელენეს ძმისაა, ბედი შენი, რომ გამოვართვი.-ვამატებგაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად.
-მაინც მადლობა.-როგორ ჩქარაც გაიხადა ისე ჩქარა იცვამს კიდეც.
აი მესმის გენაცვალე!
**********************************************************************************************************************************
როგორც იქნა!
მოცელილივით ვეშვები ფართო დივანზე!
როცა უსაყვარლესი კომპანიონები ბოლო-ბოლო წასასვლელად აიბარგნენ, კარში იმედი ხანი იდგნენ, რომ დამეფიცება, მზად ვიყავი წიხლით გამეტენა სადარბაზოში.
წასვლისა ნაზიბროლამ ჩაილაპარაკა:“აბა შენ იცი, დემნას ხელიდან ნუ გაუშვებო“ და მერე მეგრულად დაამატა რაღაც.
საპასუხოდ მხოლოდ წარბები ავზიდე.
ახლა კი მარტო ვარ!
იმდენად კარგი შეგრძნებაა, წელი რომ არ მტკიოდეს და ფეხებზე უზარმაზარ გრდემლს არ ვგრძნობდი სახლს ცეკვა-ცეკვით დავურბენდი.
ტკივილი საზარლად მივლის.
დაუფიქრებლად ვხტები ფეხზე.
კარზე ისევ ზარია.
თუ მობრუნდნენ გილიოტინაზე მივაჭრი თავებს!
ელენეა.
და გამწარებული ლოლა.
-რა მოხდა?-გაოცებული ვუმზერ გამგელებულ ბიძაშვილს.
-ამის ანტიკვარი ძამიკო გამოგვეცხადა!
***********************************************************************************************************************
სიტუაციაში უკეთ, რომ გავერკვიოთ, გაცნობეთ: ლოლიტა და ნიკოლოზი შეყვარებულები იყვნენ.
მათ შორის შავმა კატამ მაშინ ჩაირბინა, როცა ლოლიტას იმ ვითომ მექალთანე იდიოტის ქარაგმები მოსწყინდა.
მას შემდეგ სამი თვე გავიდა და ნიკამ სწორედ ბოლო წასვლაე დატოვა მაისური, რომელიც მე კიარა ლოლამ აახია და მე შემრჩა.
მრავალი ცრემლის, ქვითინისა და მოთქმა-გოდების შემდგომ პერიოდს, ცხოვრებაზე გამწარებული ბიძაშვილი, ორ ცეცხლსშუა დამწვარი თევზი და მომაჭანკლო პოზიციაზე მყოფი მე მოჰყვა.
ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.
უეცად ვიაზრებ,რომ მათი შეხვედრა, მხოლოდ „შეხვედრა“ არ ყოფილა და იგი სახლში გამოყოლასაც მოიაზრებდა.
აივნის შეღებული კარი ნაცნობ ჯღავილს ვერ აკავებს.
თანაც ნაცნობ და ყველა სიკეთესთან ერთად ნასვამ ჯღავილს.
ატომური, რეაქტიული რაკეტა უნდა დავაკავო.
-ლოლიტაა, არც გაიფიქრო, არც გაბ...
მაგრამ უკვე გვიანია.
ლოლა უკვე ჭაკი ცხენივით დაოთხილი მირბის კიბეზე.
საოცარია, ბრაზი ფენომენალურ შესაძლებლობებს გვძენს, სწორე მათ შორისაა ქუსლიანებით მრავალი სათულის ფიასკოს გარეშე ჩარბენა.
მე და თევზი შეთანხმებულებივით ვეჯახებით აივნის მოაჯირს.
ლოლას შინდისფერი კაბა უფრიალებს, პრანკა-პრუნკით წამში ფარავს ნიკამდე არსებულ მანძილს.
-მოკლავს!-დაზაფრული კივის ელენე.
-აჰაამ.-კანტუზიანი ორაგულივით ვუქნევ თავს.
ოჰოო!
სიუჟეტი ასოთხმოცი გრადუსით ტრიალდება!
„მთვრალი“(თვითმარქვია!) ნიკა მაჯებში აფრინდება ჩვენ მხეცს, ჩვენს ნადირს, ჩვენს ბომბაჩკას და ისე უბოდიშოდ, უცერემონიოდ ტენის მანქანაში, როგორც თბილისური, ბანალური ისტორიების ნახევარში ხდება.
და ისევ ოჰოოო!
საბურავების წუილით წყდება მანქანა ადგილს.
-რაა, ეს კრეტინი! ვაიმეე!-ადგილზე ხტუნავს ელენე.
-თუ არ გადამიხტები და ტვინს არ დაასხამ დიდად დამავალებ!-ვღრიალებ.
-რატომაა იდიოტი?!-ღნავის თევზი.
-იქნებ მორჩე ჯღნავილს?! გეთანხმები, ნიკა იმბეცილია, თუმცა რაღაც ნორმალური მოიფიქრა.
-ნორმალური? შენ ვერ უნდა იყო მყარად!
-ლოლიტას ისტერიკები თუ მოგწონდა? ან ჩამჟავებული ხასიათი?! დიახაცც, ნორმალურია, მაგასაც დავაყენებთ სწორ გზაზე. ის მაინც გვეცოდინება, რომ ნაბიჯი წინ გადადგა და არა უკან! რომ დოყლაპიასავით საოცრების ლოდინი შეწყვიტა და თავად ჩაიდინა გასაოცარი რამ! დამშვიდდი და უბრალოდ დაიცადე, თუ ხვალამდე არ დაბრუნდნენ მაშინ ვინერვიულოთ!-დავასრულე ტირადა და გოგო ლამის თრევით შევიყვანე ოთახში.
საათის ციბერბლატს გავხედე.
უნებურად ათვლა დავიწყეთ.
*****************************************************************************************************************************
ცის კამარა მგლისფერად შეფერადდა.
მერე ნუშისყვავილისფარად.
ბოლოს ცარგვალი გამუქდა.
დაგვათენდა.
ძლივს გაზრდილი ფრჩხილები კინაღამ დავიკვნიტე.
ელენემ ძირში დაიჭამა.
სიახლე არ ყოფილა.
13 საათი გაივიდა.
13!
-ახლა ვინერვიულოთ!-ვცადე პოზიტიურად გამომსვლოდა.
-ნეტავ რა მოხდა?!
-ალბათ ქალაქიდან გაიყვანა.
-ალბათ.-გამომაჯავრა.-იმედისმომცემია ეგ?!
-ბიჭებბის ფსიქოლოგია უნდა შევისწავლო.-დავასკვენე.-ან ვიმკითხაო.
-საოცარი გეგმაა.
-ორი ვარიანტია. შემიძლია ნაზის მივაკითხო და შემიძლია... თომა! თომას ვკითხოთ, მაინც დამეგობრებას ცდილობდა!
-გაგიჟდი?!
-თუ გინდა გიჟური საქციელის არსს ჩასწვდე, გიჟივით უნდა იაზროვნო!-მხიარულდ განვუმარტე, ფუმფულა ფლოსტებში გავუყარე ტერფები და ფუმფულა ხალათი შემოვიცვი.
-ეე, შერლოკ ჰოლმსს! შეეშვი ფანტაზიორობას.
-ზარზე არ გვპასუხობენ, სხვა რა ვქნა?
სანამ თევზივით პირდაფჩენილი მიყურებდა, მე კართან მივირბინე.
-ადიოს! გნახავ ცუნცულ.
************************************************************************************************************************
თომა სიხარულით დამთანხმდა საუბარზე და ჩემთანაც წამოვიდა. ყველაფერი დეტალურად ავუხსენი.
-აჰაა.-მრავალმნიშვნელოვნად სესძახა.
ძლვის შევიკავე თავი არ მეკითხა რა აჰა მეთქი.
-გასაგებია. მოკლედ: ნიკას დიდი ხანი უყვარდა ლოლა, თუმცა საკუთარ თავს არ გამოუტყდა და დაშოების შემდგომ თავმოყვარეობა, ან სიამაყე უჭერდა ყელში. საბოლოოდ მაინც გადააბიჯა ყველაფერს და ლოლა მოგვტაცა, ანუ გადაწყვიტა ეეძულებინა მისთვის, რომ მოესმინა. ძალიან მატივია, სადმე ისეტ ადგილას წაიყვანდა, სადაც ვერავინ მიაგნებდათ.
-რა შტერობაა.-დავიფრუტუნე.-ბანალურობის პიკი.
-მაგრამ რომანტიულია.-ჩაეღიმა თომას.
-სად წაიყვანდა? თევზო დაფიქრდი!
-ძალიან შლარტუნაა ჩემი ძმაა, ცხრაასერთი ადგილი არსებობს რავიცი!
-მაინც, მიდიი მიხვდი!
-მიდი ელენე, ქეტი მართალია! გეცოდინება!
-იქნებ გურიასი?-საცოდავად აწურა მხრები.
-მამიდათქვენის სოფელში?-გამიკვირდა.
-თუმც ახლა იქ დედაჩემია!
-მაშინ გამორიცხულია!-გადაჭრით შესძახა თომამ.-მოიცააათ-დაიყვირა უეცრად.
-გამისკდა გული!-დავიღღინე.
-დემნას ეცოდინება!
-საიდან?-თვალები გადმოვკარკლეთ.
-დიმიტრი გაგიგონიათ?
-ვინ დიმიტრი?
-ვიცი, ახლახანს ცოლი მოიყვანა არა?-გაიხსენა ელენემ.
-კი ეგაა. სწორედ მაგის ქორწილში გაიცნეს ნიკამ და დემნამ ერთმანეთი. თბილის ხომ პატარაა!-გაუბრწყინდა თომას სახე.
-ნუთუ ასე კარგად იცნობენ დემნა და ნიკა ურთიერთს?!-იჭვნარევად ვიკითხე.
-დემნა და ნიკა არა, მაგრამ დემნა და დიმიტი ნამდვილად!
-შესანშნავია!
**************************************************************************************************************************
-დემნამ დიმიტრის დაურეკა, მდგომარეობა აუხსნა და..
-ვიცით სადარიან?
-არა!-უკმაყოფილოდ შესძახა თომამ.-დემნას არ უთხრა! გაქცეულებს არ გავთქვამო.
-ფუუ.-ჩავილაპარაკე.
***********************************************************************************************************************
ტელეფონია აწკრიალდა. მისაღები დავტოვე და ბალიშქვეშ შეგდებული მობილური ვიპოვე.
-გისმენთ.-დავამთქნარე.
-დემნა ვარ.
-რა ჯანდაბა გინდა?!
-მივხვდი სადაც არიან.-მხიარულად მითხრა.
-სად?-გამოვცოცხლდი.
-ნიკა იქ წავიდოდა სადაც არ მოძებნიდნენ, ასე, რომ დიდი შანსია დიმიტრის სოფელში წაბრძანებულიყო.
--გზა იცი>
-რათქმაუნდა.
მაშინ წაგვიყვანე!-დავუცაცხანე.
-მხოლოდ მე და შენ უნდა წავიდეთ!
-კი აბა! თვალი მიფრიალებს!
-თომამ გზა არ იცის.-იდეას ჩანასახშივე მისპობს.
-ჯანდაბა!-მკვახდ ვბურტყუნებ და ვთიშავ.
***********************************************************************************************************
ზუსტად ვიცი ეს გადაწყვეტილება ბევრ რამეს თავდაყირა დამიყენებს.
ვიცი, რომ ამ მოგზაურობას შედეგი ექნება. და ისიც ვიცი, რომ უგუნურებაა ვიღაცას ამხელა მანძილზე ბრმად გავყვე.
სისულელე
სიშტერე!
**********************************************************************************************************************
-დემნა! მე ვარ!
უფსკრულისაკენ თავით მივფრინავ.
*********************************************************************************************************************
ელენე ინფორმირებულია.
მაინც ყოველიშემთხვევისათვის.
აი დემნა კი მანიაკივით მართავს მანქანას.
ნიძლავს დავდებ გული კოჭებში ჩამივარდა.
-ცოტა ნელა!-ვკანკალებ.
ღმერთს შევთხოვ გადავრჩე!
*********************************************************************************************************************

-რა მოხდა?-მიკვირს.
ავტომობილი დიდი მონდომებით ცალაყუნდა სადღაც.
-არაფერი.
ირგვლივ ტყეა და ვგრძნობ, რომ დემნა ყოყმანობს.
არა, არა და არა! რაღაც ხდება.
**************************************************************************************************
-გზა ამებნა!-მწუხარედ მამცნობს ის.
ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ, სახელოებს ვიკაპიწებ და თვალების ამოსაჩიჩქნად გამზადებული, ტურასავით აღღიალებული ვახტები ზედ.
ტყეში ვარ.
გზადაკარგული.
პ.ს აი მე კვლავ დავბრუნდი. ცოტა კრიზისული პერიოდი მქონდა, ძალიან ბევრი სამეცადინო და პრობლემები თვალზე.
მცირედი გადაკვეთაა ისტორიებს შორის, აფროდიტას მკითხველებს გაახარებს.
თანაც გამომადგა.
ისიამოვნეთ.
შემდეგი ამხელა შუალედით არიქნება.
მიყვარხართ. დააკომენტარეთ ტომე ვფიქრობ რომ არავის მოსწონდა ვიცი, რომ სასწაული არაა, ამიტომ სეცდომები მაინც გამისწორეთ.



№1  offline წევრი blue witch

Nene Mariamidze
"ხანდახან გვეჩვენება თითქოს უფსკრულის პირას ვდაგავართ. გადაწყვეტილება ჩვენზეა. თუ მივბრუნდებით და ზურგს შევაქცევთ, მაშინ უკვე გავლილი გზის მეორედ გავლა მოგვიწევს. ერთფეროვნება და ხალხით სავსე მარტოობა.
მაგრამ თუ ჩავხტებით, მაშინ შესაძლოა ფსკერზე რაიმე სასწაულს წავაწყდეთ, რადგან არავინ იცის თუ რა დაგვხვდება შიგნით - მრუმე წყვდიდადი თუ მოსარკული წყალი.
ამიტომაა ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილების მიღება რთული. სასიამოვნო, თავისუფალი ფრენა ზოგჯერ მარცხით მთავრდება.
მაქვს კი ფრთები? როგორ გავიგო, როცა არავინაა, რომ ამაში გამარკვიოს. რათა ვიცოდე რომ ამოფრენას შევძლებ." - ეს ნაწილი მომეწონა განსაკუთრებით. კარგად წერ, შეცდომები იყო, მაგრამ არ ჩავციკლულვარ და მხოლოდ ესენი დამამახსოვრდა:
ერთ ერთი, სწორია: ერთ-ერთი;
დემური უეჭველად მიწაში იწვებოდა, სტილისტური შეცდომაა და სწორია:დემური უეჭველში მიწაში იწვებოდა;
აბზაცის გამოსაყოფად დაშორებაც კმარა ან ამდენი ფიფქიც არ არის საჭირო;
ზმნისწინებს მიაქციე ყურადღება. წერტილებს და ძახილის ნიშნებსაც, როგორც მძიმეების მოყვარულმა, მათი ნაკლებობა განვიცადე;
ზოგადად როდესაც წერას მორჩები ორჯერ მაინც გადაიკითხე, რომ ბეჭდური შეცდომები გაასწორო. ჯამში კარგი იყო, საინტერესო არის, განსაკუთრებით შედარებები მომწონს და წარმატებებს გისურვებ, გელოდები. ♡♡

მადლობა❤️ თითქმის ყველა შეცდომა მექანიკური იყო. Dადებამდე არც გადამიხედია Dა ძAლიან მიხარია თუ მოგეწონა. Vეცდები უფრო ნელა Vწერო

 


№2  offline წევრი მოცინარი

****, ჩემო ოქრო'ვ: ბეეევრი შეცდომები იყო გრამატიკული და გაითვალისწინე <3
ნაზიკოოოოო ;* ჩემო კარგოო ;* აქაც კარტს ათამაშებ? მოგხედავ მე >:) :დდ

სად გადაკარგულობაში წავიდნენ ჰაა? :დდ ლოლიტა და ნიკიფორა + დემური და ქეთინო. კაეა :დდ ახლა იწყებაა :დ

ახალი თავი მალე მოაძუგძუგე :* :% :* :*
ლუბლიუ წებია <3

პ.ს. ნაზიკო არ დამიკარგო! ;)

 


№3  offline წევრი blue witch

მოცინარი
****, ჩემო ოქრო'ვ: ბეეევრი შეცდომები იყო გრამატიკული და გაითვალისწინე <3
ნაზიკოოოოო ;* ჩემო კარგოო ;* აქაც კარტს ათამაშებ? მოგხედავ მე >:) :დდ

სად გადაკარგულობაში წავიდნენ ჰაა? :დდ ლოლიტა და ნიკიფორა + დემური და ქეთინო. კაეა :დდ ახლა იწყებაა :დ

ახალი თავი მალე მოაძუგძუგე :* :% :* :*
ლუბლიუ წებია <3

პ.ს. ნაზიკო არ დამიკარგო! ;)
Vიცი ვიც შEცდომების ამბავი, შIფტI ჭEდავს , ღMერთI რჯული მე Aრაფერ შUაშI ვარ ???? Mეც მიყვარხარ ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთი

როგორ მჟავე ხასიათზეც არ უნდა ვიყო, უბრალოდ შენი ნიკის დანახვასაც კი ხასიათზე მოვყავარ. ასე ლაღად, სასიამოვნოდ და იუმორით სავსე როგორ გამოგდის? მკითხველი გყავს რა თქმა უნდა და ყოველთვის გელით. ბეჭდვით შეცდომებზე როგორ უნდა გაგკიცხო, დარწმუნებული ვარ არაფერში არ ცდები. კარგი ხარ, ძან კარგი

 


№5  offline წევრი blue witch

სტუმარი ქეთი
როგორ მჟავე ხასიათზეც არ უნდა ვიყო, უბრალოდ შენი ნიკის დანახვასაც კი ხასიათზე მოვყავარ. ასე ლაღად, სასიამოვნოდ და იუმორით სავსე როგორ გამოგდის? მკითხველი გყავს რა თქმა უნდა და ყოველთვის გელით. ბეჭდვით შეცდომებზე როგორ უნდა გაგკიცხო, დარწმუნებული ვარ არაფერში არ ცდები. კარგი ხარ, ძან კარგი

უუუღრმესი მადლობა ❤️ მიყვარხარტ AსეთI პოზიტიურები ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent