შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევებისგან შემდგარი ცხოვრება. ნაწილი მესამე

3-12-2017, 12:27
ავტორი nataska
ნანახია 3 155

გიო სახში ძალიან ჩუმად შემოვიდა, ოთახამდე ისე მივიდა რომ შუქი არ აუნთია, სიწყნარე რომ იყო და ოთახსაც მხოლოდ ლამპიონების შუქი ანათებდა ეგონა ლიზასაც ძინავსო და ჩუმად ჩეწვა ლოგინში
-ვერ დამიძვრები მასე იოლად, აანთო ლიზამ საწოლებს შორის დადებული დიდი ტორშერი, რომელსაც მის სიმაღლესთან შედარებით ძალიან მბჟუტავი შუქი ქონდა
-რა გინდა ლიზ?
-მიხარია, ასე დიდი ხანია არაფერი გამხარებია, ძაან საყვარელია, რაც მთავარია კარგი მოსაუბრეა, შეგეფერება, მიხარია როგორც იქნა ერთად ხართ, როგორ მოახერხე? თუმცა არ მაინტერესებს, მთავარია შენთანაა
-კარგია რო მოგეწონა, გულწრფელად გაუხარდა გიოს
-იცი რა მთხოვა, რომ მიხვალ დაელაპარაკეო, შეწუხებული მომეჩვენა და კითხე რა მოუვიდაო, მოხდა რამე? ლიზას გაუკვირდა, რა დაკვირვებული ყოფილაო, გიოს მოტყვილებას არც აპირებდა თუმცა არც ის უნდოდა ეთქვა რაც მოხდა
-პრემიერაზე ბევრი უსიამოვნო პიროვნება იყო, სცადა თავის იოლად დაძვრენა
-ელემ ამიტომ დამირეკა?
-დავითა იყო, ფრთხილად თქვა ლიზამ
-მერე?
-ბევრი სისულელე მითხრა, სიყვარულზე, ცოლობაზე, ოჯახზე... მე მგონი საბოლოოდ მოვიშორე თვიდან
-ხვალვე ვნახავ მაგ მათხოვარს, როგორ გაბედა, რა არაკაცობაა, ლიზას გიოსთვის აღარ უთხოვია თავი დაანებეო, ვერც თვითონ მიხვდა ასე რატომ არ მოიქცა
-მედიკოს ცოლობა ვთხოვე, გაეცინა გიოს
-აააააა.... იკივლა ლიზამ
-ნუ კივიხარ ჩვენებს გაეღვიძებათ, პირზე ხელი ააფარა გიომ, ლიზა კი საწოლიდან წამოხტა და გიოს მოეხვია, ფეხები გააწევინა და გვერდით ჩამოუჯდა
-რაო მერე? ანუ ორი ქორწილი ერთად გვექნება? რა მაგარია
-ერთი კვირა მივეცი მოსაფიქრებლად, ჯერ არ ვიცი რას მიპასუხებს, ამოიხვნეშა გიომ
-მშიშარა, მშიშარაა, გაახელა ლიზამ
-გნახავ შენ როგორი იქნები შეყვარებული, ჩემი ჯერიც დადგება და მერე მე დაგცინებ
-გიოო მედიკოს რაღაცა ვთხოვე და არ გამიბრაზდე რა
-რა გააკეთე?
-შენს გარეშე მინდა მისი ნახვა და ვთხოვე გიოს გარეშე შევხვდეთთქო, გიოს გაეცინა
-რა გაცინებს?
-ეგ ხომ ბუნებრივია? ამაში რა არი გასაბრაზებელი? მე რომ გამაცნობ შენს რჩეულს მერე შენს გარეშე ვნახავ, მერე კიდე შენს გარეშე ვნახავ, მერე კიდე ვნახავ, მერე კიდე... აღარ ჩერდებოდა გიო, ლიზა სიცილით კვდებოდა
-ხო დააა მერე ჩემი ნახვა აღარ მოუნდება იმ საცოდავს ალბათ.... მიყვარხარ
-მეც ნაპერწკალ, ახლა დავიძინოთ თორე ხვალ რა ადგებაა
-ძილინებისა ხუნხულა.
მეორე დღეს ლიზა სამსახურში ჩვეულებრივად წაიყვანა გიომ, დღეც მხიარულად მიდიდოდა, რომ მოსაღამოვდა მაღაზიაში მედიკო შემოვიდა და ლიზა რომ ვერ დაინახა სად არისო იკითხა, მეორე სართულზე აბრძანდით და ხელ მარჯვნივ პირველივე კარებია ლიზასიო მიასწავლეს და მანაც მორიდებით დააკაკუნა ლიზას კარებზე რომელიც ისედაც ღია იყო მაგრამ ლიზა ძალაინ გართული იყო რაღაცის კითხვით
-მედიკო, წამოხტა სკამიდან და მედიკო ოთახში შეიყვანა
-არ მეგონა ასე მალე თუ მოხვიდოდი, თან სატელეფონო ზარის გარეშე
-ხელს თუ გიშლი წავალ
-არა რა სისულელეა, ყავას ხო დალევ?
-სიამოვნებით, გაუღიმა მედიკომ
-მოდი რა უხერხულობის გარეშე ვილაპარაკოდ, თხოვა მედიკომ
-მასეც ვაპირებდი, მე და გიომ გუშინაც ვილაპარაკეთ, ისეთი გახარებული ვარ
-გითხრა ცოლობა რო მთხოვა
-მითხრა, მაგრამ ეს აქამდე რატო არ გააკეთა მე ის მიკვირს
-ლიზ გულახდილად გითხრა მეშინია, არ ვიცი რა გავაკეთო...
-მესმის, არ გეგონოს რომ გიო ძალიან ჭორიკანაა მაგრამ რაღაც რაღაცეები ვიცი თქვენი ურთიერთობის შესახებ, ისიც მითხრა მაშინ მივატოვე როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდიო, მე არ მიკითხავს რატომ ჭირდებოდითქო, მისთვის ამის გახსენება ძალიან მტკივნეული იყო, თავს ახლაც დამნაშავედ თვლის, მაგრამ დამიჯერე ძალიან უყვარხარ, იმაზე მეტად ვიდრე მაშინ, ისე მე არ ვიცი სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი
-სამხედრო აკადემიაში ვსწავლობდით ერთად
-შენ რა ჯარის ქალი ხარ? გაეცინა ლიზას და მედიკომაც ვერ შეიკავა სიცილი
-ვინ ვარ?
-მე და გიო ერთხელ მაღაზიაში ვიყავით და ფორმიანი ქალი შემოვიდა ჩვენ ჩვენი მეგობრის შვილი გვახდა და იმ ქალის დანახვაზე გიოს უთხრა, გიო ძია ნახე ჯარის ქალი შემოვიდაო მეც მომეწონა ეს ფორმულირება და მას მერე სამხედრო ქალებს, ჯარის ქალებს ვეძახი, აუხსნა ლიზამ მედიკოს ჯარის ქალის ისტორია და ორივემ გემრიელად იცინა
-არა ჯარის ქალი არ ვარ, აკადემიაში ფსიქოლოგიის კურსიც იყო, მე მამა მყავს სამხედრო, ის აკადემიის რექტორი იყო მაშინ, ჩემი სტუდენტობა იმ პერიოდს დაემთხვა როცა მთელ ქალაქს ნავთის სუნი ასდიოდა იმ ავად სახსენებელი მწვანე თუ წითელი კერასინკების გამო, უშუქობა, უგაზობა, უწყლობა და რავიცი ყველაფერი უბედურება რომ გვჭირდა
-მაგრამ მაინც უფრო ბედნიერები ვიყავით ვიდრე ახლა, გააწყვეტინა ლიზამ
-ხოო, დაეთანხმა მედიკო
-ხო და ეს ლამაზმანი მამამ სხვა უნივერსიტეტისთვის ვერ გაგიმეტა და პირდაპირ იმ ბიჭებით გატენილ ხროვაში ჩაგაგდო არა?
-მე ხო რექტორის შვილი ვიყავი ვინ რას გამიბედავდა?
-ამ ჩემმა ბედოვლათმა ძმამ კიდე გაბედა ხო?
-თან ძალიან მოხერხებულად
-მაგაში ეჭვი არ მეპარება
-ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, ჩემი ახსნა არ გჭირდება გიო საოცრებაა, მე ყოველთვის მეშინოდა რომ საოცრების ღირსი არ ვიყავი და თუ ის ცოტა ხნით მათხოვა ბედისწერამ დაბრუნებასაც მალევე მომთხოვდა და მართლა მასე მოხდა, როცა მივხვდი რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მინდოდა მაშინ წავიდა, ამბობენ ნდობის დაკარგვას ყველაფერი ჯობიაო, მგრამ ჩემდა გასაკვირად მე მისი ნდობა არ დამიკარგავს, მესმოდა მისი, პატარები ვიყავით, ოჯახის შექმნა არ შეგვეძლო, ჩვენ კი არა მთელ ქვეყანას უჭირდა, გიოს შეეშინდა, ალბათ იმ დიდი გრძნობის შეეშინდა რომელსაც არც ერთი არ ველოდით და უცებ აღმოვჩნდით მის წინ სრულიად შეუიარაღებლები, მე გიოს არაფერს ვაბრალებ, მეც შემეშინდა და იმიტომ, გიოს შეჩერება შემეძლო მაშინ როცა მივხვდი რომ ჩემგან წასვლას აპირებდა, უფრო მეტს დავაშავებდი, მე ახლაც მჯერა რომ გაშვებით მე ის შევინარჩუნე, ის ხომ ისევ ჩემია? სულ ჩემი იყო ალბათ ისევე როგორც მე მისი, თუმცა პატიება ძაან გამიჭრდა, არ მეგონა თუ ამხელა თავმოყვარეობა მქონდა, ლიზა გაფაციცებით უსმენდა მედიკოს და თან უკვირდა მისგან ასეთი გულახდილობა, გულახდილობასაც ვერ დავარქმევთ, ალბათ ეს უფრო გამბედაობა იყო, მას ხომ არ შეეძლო არავისთან ასე გულახდილად ელაპარაკა თავის გრძნობებზე, თუმცა მედიკოს ეს ისე ბუნებრივად გამოსდიოდა ლიზა ლამის ატირდა
-პატიება როგორ შეძელი? მე არ შემიძლია მოღალატეებითვის მეორე შანსის მიცემა, ეტყობა ზედმეტად ამაყი, ან ეგოისტი ვარ, თუმცა ფაქტობრივად ეს ერთი და იგივეა გაშალა ხელები ლიზამ და მედიკომ ღიმილით უთხრა
-ლიზ, იცი ჩემთვის, ცხოვრება უფრო მეტია ვიდრე სენტიმენტალური ცნებათა კრებული და სიყვარულის მარადიული სასწაული- პატიება... მე როგორ შევძელი ეს? სულ იოლად, უბრალოდ მივხვდი რომ გულში მისთვის სითბო შემომრჩენია, ამდენი წელი გავიდა და ფიქრებიდან ვერ წავშალე...
-აუუ, რა გაუმართლა ჩემ ხუნხულას, იცოდე გიოს ცოლობაზე თუ არ დათანხმდები თავს მოვიკლავ
-შენ რას მეტყვი სულ მე რომ მალაპარაკებ?
-მე ისეთი საცოდავი ვარ მოსაყოლიც არაფერი მაქ, დაიჭყანა ლიზარაზუ
-არა მგონია მთლად მასე იყოს საქმე , მაგრამ ძალას არ დაგატან, არც მაქვს უფლება
-ახალ წელს ხომ ჩვენთან იქნები? იკითხა მოულოდნელად ლიზამ
-ლიზ ახალი წელი ის დღესასწაულია რომლებსაც ოჯახებთან ერთად ხვდებიან, მეც ჩემს ოჯახთნ ერთად ვიქნები, დაიმორცხვა მედიკომ
-თორმეტ საათზე ხო მაგრამ ჩვენ მერე კოცონზე შევიკრიბებით, ხომ მოხვალ?
-ეგ გიოზეა დამოკიდებული, თუმცა მეეჭვება მარტო გამომიშვან ახალი წლის ღამეს
-ვინც გინდა წამოიყვანე და გიო შენ თავს მე ტყუილად არ გამაცნობდა არც ცოლობას გთხოვდა და კოცონზეც აუცილებლად დაგპატიჟებს ჩვენიანები ხომ უნდა გაიცნო?
-ოთიკოს ვიცნობ და მისი და ერთხელ მყავს ნანახი, არა მგონია ვახსოვდე, მხოლოდ რამდენიმე წუთით შევხვდით ერთმანეთს
-ელეს არაფერი ავიწყდება მითუმეტეს ბიჭების შეყვარებულები, ჩაიცინა ლიზამ, მოსაღამოვებული იყო, ლიზა წასვლას აპირებდა და მედიკოს ცატა გასეირნება შესთავაზა, უკვე გამოსვლას აპირებდნენ როცა ოთხში სოფი შემოვიდა
-უი არ ვიცოდი სტუმარი თუ გყავდა, გამარჯობაო, მიესალმა მედიკოს, მედიკომაც ღიმილით დაუკრა თავი
-ჩემთან წამოდითქო უნდა მეთქვა
-გაიცანი ეს გიოს მედიკოა, ეს კი ჩემი საუკეთესო მეგობარია სოფი, სოფიმ ვერ გაიგო და გაოცებული სახე ქონდა
-ვიცი მოულოდნელია ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო, მაგრამ მედიკო დიდი ხნის ამბავია, მეტნაკლებად აუხსნა ლიზამ, სოფის უფრო დაბნეული გამომეტყველება ქონდა
-ამოვალ შენთან და მოგიყვები, ელესაც წამოვათრევ, ახლა მე და მედიკო ცოტას გავისეირნებთ, კაი?
-კაი, მაინც გაურკვევლობაში დარჩა სოფი
-სასიამოვნო იყო, გაუღიმა მედიკომ სოფის
-ჩემთვისაც ალბათ, ძლივს ამოღერღა სოფიმ.
გარეთ რომ გამოვიდნენ უკვე ბნელოდა, ქარი კი დეკემბრის სიცივეს ათარეშებდა ყაჩაღივით და დედამიწაზე არსებულ უკანასკნელ სითბოსაც შეუბრალებლად იპარავდნე, ლიზამ თბილი კაშნი გაისწორა, მაგრამ სიცივემ მაინც მოახერხა მის სხეულში შეპარვა, ლიზას გააჟრჟოლა და უსიამოვნოდ დაიჭყანა
-ვერ ვიტან ზამთარს, უფრო მისთვის თქვა ლიზამ
-არც მე მიყვარს, წაიწუწუნა მედიკომ
-ათასი რაღაცა უნდა ჩაიცვა და დადიხარ მერე შრეკის ფიონასავით, ლიზას გულიანად გაეცინა
-ეგ როგორ?
-შრეკი არ გაქ ნანახი?
-კი მაგრამ ეგ ადგილი ეტყობა გამომჩა
-აი ის მომენტია, ფიონა და შრეკი ფიონას მშობლებთან რო არიან, და რაღაც მიღებისთვის ამზადებენ, კორსეტს აცმევენ, მერე რაღაც საშინელ კაბას და ისე დგას გეგონება ჯვარზე გააკრესო, ხელებს ვერ ხრის და ვერ სუნთქავს, ხო და ზამთარში ზუსტად ეგრე უნდა ჩაიცვა ხოლმე, ზურგი რო მოგეფხანოს ხელს ვერ გადაიწევ იქამდე, ლიზარაზუ კვდებოდა სიცილით და არც მედიკო აკლებდა
-რა არ ვარ მართალი?
-იცი კოკო შანელი რას ამბობდა? შეუძლებელია ჩაიცვა თბილად და მოხდენილადო
-მაგიტომაც იყო მოდის გენიოსი, თუმცა კაცებში არ უმართლებდა საცოდავს
-მასე ხდება ხოლმე თუ რაღაც სფეროს გენიოსი ქალი ხარ და თან წარმატებული გენიოსი ქალი, პირადი ცხოვრება გაქ არაგენიოსური
-ლიზ შენი მშობლები რას იტყვიან ჩემზე? მოულოდნელი კითხვა დასვა მედიკომ, რომელმაც ლიზა ძალიან დააფიქრა
-არ ვიცი მედიკო, მე რომ გითხრა და მერე სხვანაირად მოხდეს ყველაფერი? მაგრამ შენ ამ პასუხმა არ შეგაშინოს, ძალიან მაგარი მშობლები გვყავს, მაგრამ მათთვის ფორმალობებია მთავარი, ვერ იტანენ უყურადღებობას, იმას რომ აზრს არ ეკითხები, არ არი აუცილებელი გაითვალისწინო ის აზრი, უბრალოდ უნდა მოისმინო, მერე ცხვირს თუ წაიმტვრევ რამეზე ისი გეტყვიან ჩვენ ხომ გეუბნებოდითო, ერთი სიტყვით ტიპიური მშობლები არიან, მამა არასდროს გამოხატავს მის ემოციებს და საერთოდ მგონია რომ ერთადერთი რამ რაც მას ანაღვლებს ეს საინფორმაციო გამოშვებები, ჟურნალ-გაზეთები და ქვეყანაში არსებული სიტუაციაა, მაგრამ ხანდახან ისეთ რჩევებს გაძლევს რომ გგონია ტელეპატია და ზუსტად იცის რა გაწუხებსო, ისიც მგონია რომ აზრების კითხვა შეუძლია, დედა? დედას ზუსტად ვიცი რო უკვე ჩემსავით უყვარხარ უბრალოდ არ იცის რო შენ შენ ხარ და მედიკო გქვია, უბრალოდ გიოს ცოლი უყვარს ჩემსავით და იმაშიც ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რო შენი გაცნობის და ჩვენს ოჯახში შემოსვლის მერე უზომოდ ბედნიერი იქნება, იმიტომ რომ ზუსტად ისეთი ხარ როგორც ჩვენ გვინდოდა, მე კი ხო მხედავ, ერთი მოლაყბე მომაბეზრებელი არსება ვარ, ცოტა წუნკლი, ძალიან ცნობისმოყვარე და რა ვიცი რითი შეგაშინო კიდე? მედიკო არხეინად უსმენდა ლიზას მოკლე მონახაზს ოჯახის წევრებზე და ბოლოს შვებით ამოისუნთქა
-ესე იგი ზუსტად ჩემი ოჯახისნაირი სიტუაციაა, დაკარი ხელი.... გაუწოდა ხელი მედიკომ, ლიზამაც მხიარულად ჩაარტყა ხელი და სიცილით გააგრძელეს გზა, მეტროშიც სიცილით ჩავიდნენ, მედიკო მისი ოჯახის ამბებს უყვებოდა ლიზას, თან ეკითხებოდა სავარაუდოდ მალე მომიწევს შენი მშობლების გაცნობა და რითი მოვიგო მათი გულიო? ლიზამც პატარ პატარა ხრიკები ასწავლა, რა უნდა მოეტანა საჩუქრად, როგორ უნდა ჩაეცვა, თუმცა ჩაცმაზე რაც გინდა ის ქენი ჩემები მაგას ძალიანაც დიდ ყურადღებას არ აქცევენო, საუბარი კი როგორც გატყობ არ გეშლებაო, ლიზა რუსთაველზე ჩამოვიდა, თბილად გადაეხვია მედიკოს, მედიკომაც ძალიან მაგარი მული იქნებიო, მე მარჯანიშვილზე ჩამოვალო და უკვე დახურული ვაგონის კარების მინიდან დიდი სიყვარულით დაუქნია ლიზარაზუს ხელი, მეტროდან გამოსულ ლიზარაზუს სიცივე ისევ არ ესიამოვნა და სწარფი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ, სახში ქარიშხალივით შევარადა
-დე მე სოფისთან მივდივარ
-მოდი ჯერ აქ, გამოსძახა ოთახიდან გიომ
-რაა? კითხა კარებში მდგარმა კომპიუტერს მიმჯდარ ძმას
-რა მოხდა დღეს?
-ვილაპარაკეთ, სუპერია, უკეთესი წარმოუდგენელია, გიოს გაეღიმა
-ვინ არის სუპერულად წარმოუდგენელი თუ როგორ თქვი? დაინტერესდა ქალბატონი მაია
-დედიკოოო არსებობს რაღაცეები რაც მარტო მე და გიომ უნდა ვიცოდეთ, გაბრაზდა ლიზა, მაიას აშკარად ეწყინა შვილის პასუხი და სხვა თემაზე გადარეთო
-დარჩები სოფისთან?
-არ ვიცი ელეც მიმყავს, თუ ეს ვაჟბატონი გამოგვივლის და წამოგვიყვანს არ დავრჩები და თუ არა....
-მე უნდა გავიდე, არ მცალია, როდის მოვალ არ ვიცი, ოთარას თხოვეთ და გამოგივლით
-ოთოს გარაშე სად მიდიხარ? დაინტერესდა ლიზა რადგან დედა უკვე აივანზე ეგულებოდა კითხვას უცებ დაამატა, თუმცა ძალაინ ხმადაბლა
-მედიკო უნდა ნახო?
-არა, მოკლედ უპასუხა გიომ
-და აბა?
- „და აბა“ სხვა საქმექმე მაქვს, თქვა მკაცრად გიომ სანამ ლიზა ახალ შეკითხვას დასვამდა
-ნუ მაშინებ, დასერიოზულდა უცებ მხიარული ლიზა
-მარტო....
-გარუჩასთან ერთად მივდივარ, არ დაამთავრებინა ისევ გიომ
-ანუ ორმაგად უნდა ვინერვიულო, მადლობა ძამიკო
-სანერვიულო არაფერია ლიზ, შენ თავს გეფიცები... ლიზას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ოთახში მაია შემოვიდა
-გამოდით ჭამეთ, მზრუნველად გამოუვიდა ნათქვამი ქალბატონ მაიას,
-მე არ მინდა ელე დარეკავს სადაცაა და უნდა წავიდე
-ცოტა ხანში გარუჩა ამოვა და ერთად გაგვიწყვე კაი? თხოვა გიომ დედას და ლიზას მობილურიც აწკრიალდა
-წავედი, მხოლოდ ეს თქვა, გიოს კისერში აკოცა, არ მანერვიულოო ისიც თხოვა და კარები გაიხურა
კიბეებზე გარუჩა ამორბოდა
-ჩვენთან მიდიხარ? მოწყნილმა კითხა ლიზამ
-შენ სად გაგიწევია ამ ღამით? დაინტერესდა გარუჩა და ლიზას კითხვაზე პასუხიც არ გაუცია
-სოფისთან მივდივართ მე და ელე
-გიო უკვე გელოდება, დედამ ვახშამი მოგიმზადათ, სად მიდიხართ?
-არ ვიცი გიომ მთხოვა ამოდიო, სადმე წასვლას თუ ვაპირებდით არ ვიცოდი
-ხო მიხედავ?
-შენი აზრით გიორგა ჯაფარიძეს ჩემი მიხედვა ჭირდება? გაეცინა გარუჩას
-დღეს მთელი დღეა კარგ ხასიათზე ვარ და არ მინდა რაღაც მეწყინოს
-ლიზარაზუ ცრუმორწმუნე როდის მერე გახდი? მე შენ ჭკვიანი გოგო მეგონე, გაეცინა გარუჩას, ლიზასაც ჩაეღიმა
-მაინც ყურადღება მიაქციე, შენი იმედი მაქვს, რაღაც ორაზროვნა უთხრა ლიზამ, მერე ორი წამით მოეხვია, ლოყაზე აკოცა გარუჩას და კიბეები სწრაფად ჩაირბინა, გარეთ ელე ვერსად დაინახა, მერე მანქანის მოთამაშე ფარები შენიშნა, კაკაურას მანქანაც იცნო და სწრაფად ჩახტა მანქანაში,
-სად მიდიხართ ამ შუაღამით?
-ქალური საიდუმლოებები კაკაურ, დღეს სავსე მთვარეა და უნდეა ვიჯადოქროთ...... გაიხუმრა ლიზამ და კაკაურას გაეცინა
-აბა თქვენ იცით კარგი ბიჭები მოაჯადოვეთ
-შენ იცინე და ერთი აქ ზიხარ უკვე, არ შეეპუა ლიზა
-მეც გამწირეთ ხო?
-აბა შენ გგონია ასე სიყვარულით დასნეულებული თავისთავად დადიხარ??? შენ ფოტოს ისეთი რაღაცეები გაუკეთეთ რომ ნახო შენი თავი შეგეცოდება, ხო ელემ ვირის ტვინი რო გაჭამა ისიც არ იცი შენ
-რა მაჭამა??? ხარხარებდა კაკაურა
-ვირის ტვინი, ერთხმად აღიარებული, შავ მაგიაში ხშირად გამოყენებადი კაცის გამოსათაყვანებელი უებარი საშუალებაა, აუხსნა ლიზამ
-ლიზ რა კაი ხასიათზე ხარ? გაუკვირდა ელეს
-მთელი დღეა ასე ვარ და ძაან მეშინია ბოლოს რამე არ მეწყინოს
-მოხდა რამე?
-შენი ბედოვლათი ძმა სადაა? კითხვითვე უპასუხა უპასუხა ლიზამ
-სახში დავტოვე, რო გამოვდიოდი შენმა დაურეკა, ამოდი მჭირდებიო
-თვითონ გითხრა?
-არა ოთოს ტელეფონი გაუფუჭდა, მარტო იმ შემთხვევაში ისმის თუ სპიკერზეა ჩართული და გინდა არ გინდა ყველას ესმის საუბარი, გიომ ისიც უთხრა რო ჩვენი მანქანით წასულიყვნენ, მერე მე და შენ თუ დაგვჭირდებოდა უნდა დაგვერეკა და გამოგვეძახა ოთარა, მე უთხარი დავრჩებით სოფისთანთქო
-კაი გიქნია, სადღაც მიდიან სამივენი ერთად
-სამივენი?
-გარუჩა ჩვენთან ადიოდა, მე რო ჩამოვდიოდი, იმედია მე რასაც ვფიქრობ ის არ იქნება, გაიქნია თავი ლიზამ’
-შენ რას ფიქრობ?
-მაგას სოფისთან რო მივალთ მაშინ გეტყვი
-ბოდიში რომ ვარსებობ და ყურები მაქ, მოიბოდიშა სიტუაციის განსამუხტად კაკაურამ, ელეს და ლიზას გაეცინათ და მანქანა სოფის სადარბაზოსთან გაჩერდა
-მართლა დარჩებით? თუ გინდა მე წაგიყვანთ, ისინი თუ ერთად მიდიან სადმე ნუ შეაწუხებთ, კითხა ელეს კაკაურამ, როცა ლიზა გადავიდა მანქანიდან
-ვნახოთ, დაგირეკავ თუ რამე მარა არა მგონია წამოვიდეთ დიდი ხანია არ შევკრებილვართ და თან ძალიან გვიანია...
-დიდ ხანს ვიდგე??? იყვირა სადარბაზოდან თავგამოყოფილმა ლიზამ, ელე კაკაურას გადაეხვია და მანქანიდან გადმოვიდა, სოფი უკვე მზად იყო, ტკბილეული, ხილი, მოსახერხებელი პუფები, თბილი ოთახი.... და დაიწყო საქმის გარჩევები, ჯერ ლიზამ მოყვა სიახლეები, მერე ელემ, ჯერი სოფიზე მიდგა, ცოტა დაიმორცხვა და ყოყმანობდა, ეთქვა თუ არა
-იტყვი თუ საწამებელი სელსაწყოები მოვიტანო? დაემუქრა ლიზა
-მერიდება, დაიჭყანა სოფი
-თქვი!!! მკაცრად უთხრა ელემ
-მე მგონი შენ ძმას მოვწონვარ, ეჭვის თვალით შეხედა სოფიმ ელეს
-ოთარას??? გაუკვირდა ლიზას
-მე მეგონარამე ახალს იტყოდი გადაიკისკისა ელემ
-ეგ რამდენი ხანია ვიცი, შენ რა ვერ ხვდებოდი?
-აქამდე დიდი ყურადღებით არ გამოირჩეოდა და რას უნდა მივმხვდარიყავი?
-მოიცათ ჩენ ოთარაზე ვლაპარაკობთ? ისევ გაკვირვებული იყო ლიზა
-შენც ვერ მიხვდი ვერაფერს?
-იცი რას გეტყვი შენ ძმას მოწონების გამომჟღავნების ძალიან უცნაური მეთოდები აქვს, როგორ გამომეპარა? მისთვის ლაპარაკობდა ლიზა
-ახლა საიდან დაასკვენი? კითხა მერე სოფის
-ეს ბოლო დროა ხშირად მოდის მაღაზიაში, ერთი ორჯერ დამირეკა, სოც. ქსელშიც აქტიურად მწერს, აქტიურად რა აქამდე საერთოდ ერთი სიყვა არ მოუწერია, ახლა აინტერესებს დღემ როგორ ჩაიარა, ხო არ ვარ დაღლილი, გუშინ გასეირნება შემომთავაზა, ახალ წელს კოცონზე დამპატიჟა
-ოოო, ეს სერიოზულია... და შენ?
-მე დაბნეული ვარ, ვერ გავიგე რა ხდება
-ბედი კარზე გიკაკუნებს, ერთხმად უთხრეს ელემ და ლიზამ თან დასცინოდნენ, ლიზამ საათს დახედა სამი ხდებოდა, ძაან გვიანაა, არ დავიძინოთ?
-მოიცა რა ჯერ ელეს ქორწილზე არ გვილაპარაკია
-აუ ეგ დილამდე არ დაამთავრებს ტვინის ბურღვას, დაიჭყანა ლიზა
-მადლობა ლიზ, მეჯვარეც შენნაირი უნდა და მართლა ქორწილზე გამახსენდა, მკერავთან ხართ წამოსასვლელები ორივენი, ზომები უნდა აგიღოთ კაბისთვის
-რო ვიყიდოთ რამე არა? დაეღრიჯა სოფი
-ჩემს ქორწილში მეჯვარეები, ნაყიდი რამით ვერ წამოხვალთ, გასაგებია? მკაცრად თქვა ელემ, ლიზარაზუმ სოფის მხერზე დაადო ხელი
-ვიზიარებ შენს მწუხარებას, ეს დაგვხოცავს, ჯერ ქორწილამდე და ქორწილის დღეს ძალიან ბევრი დამამშვიდებელი დავლიოთ ან ამას დავალევიოთ, თორე ან ჩვენ გაგვაფრენიებს თავისი კაპრიზებით, ან თვითონ გაუსკდება გული
-ჰოო, მაგაში მართალი ხარ, მოწყენილი დაეთანხმა სოფი, თან ამ დროს ორივენი, საყვედურებით სავსე თვალებით უყურებდნენ ელეს....
-თქვენ დამცინეთ, დამცინეთ და მერე შეგეხარბებათ, ყველაზე მაგარი ქორწილი რო მექნება, დიდი და ლამაზი, ამ დროს ლიზას ტელეფონი აწკრიალდა, ის გველნაბენივით შეხტა, ამ დროს კი ელეს ტელეფონმაც ამოიღო ხმა
-სახში მოვედი ნაპერწკალ, ვიცოდი რო ვერ დაიძინებდი ნორმალურად, საქმეები მოვაგვარე, თუ გინდა გამოგივლი, მხიარულად ელაპარაკებოდა გიო
-არა დღეს ვრჩებით, კარგი ბიჭი ხარ რო დარეკე, ეტყობა ელეს ოთარა ურეკავდა ზუსტად იგივე ტექსტით და ელეც ზუსტად იმავეს პასუხობდა რასაც ლიზა, სოფი ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს, მერე ორივემ ერთდროულად დასვა ერთი და იგივე კითხვა
-და გარუჩა? სოფის გაეცინა
-გარუჩაც სახშია, უთხრა გიომ ლიზას და თან ძილინებისაო მიაყოლა, ეტყობა ოთომაც იგივე უპასუხა ელეს და ერთდროულად გათიშეს ტელეფონები, ორივეს დამშვიდებული სახეები ქონდათ
-კიბორგებთან მეგონა თავი, ორივე დაპროგრამებულებივით ერთას და იმავეს ლაპარაკობდით
-სახში არიან ყველანი, ამოვისუნთქე თქვა ლიზამ
-მეც, ახლა მართლა შეიძლება დაძინება
-რა დაძინება ქორწილზე ვლაპარაკობდით, გამოცოცხლდა სოფი... გოგოებმა კიდევ დიდი ხანი ილაპარაკეს, უკვე დამშვიდებულებმა....
ახალი წელი ახლოვდებოდა, სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი ამ ყველასთვის საყვეარელ დღესასწაულამდე, მიზეზი რომც არ გქონდეს მაინც ისეთი განცდა გაქ რომ რაღაც ახალი იწყება, არც ეს წელი ყოფილა ცუდი მაგრამ ის უკეთესი იქნება, ის ხომ ახალია... გგონია, რომ ის ახალი წელი რომელიც სულ რამდენიმე დღეში დადგება, ყველაფერს შეცვლის და თან აუცილებლად უკეთესობისკენ, ამბობენ ახალი წელი მხოლოდ ბავშვებს უხარიათო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ თოვლის ბაბუას საჩუქრებს ელოდებიანო, გამოვტყდეთ... დიდები მართალია თოვლის ბაბუას არა მაგრამ მაინც რაღაცას ველოდებით, ალბათ ბავშვობიდან შემორჩენილ მაგიას... კარგია ახალი წელი... ლიზარაზუ ისე იყო ბაკავებული ამ საახალწლო სამზადისებით, რომ გიოსთან დალაპარაკება ვერც კი მოახერხა, ვერც ის კითხა იმ ღამით სად იყვნენ სამივენი ასე ერთად,ვერც ის გაიგო მედიკო მოყავდა თუ არა კოცონზე, ან რა უპასუხა მედიკომ, მშობლებს როდის გააცნობდა, ეს იმიტომ რომ მოდიოდა თუ არა სახში, ლოგინამდე თუ ვერ მიზღწევდა დაღლილობისგან კრესლოზე ეძინებოდა, მაღაზიაშიც ბევრი ხალხი ირეოდა და წვეულებების შეკვეთებიც არ ჩერდებოდა, გიო სახში გვიან ბრუნდებოდა, ლიზა მაგ დროს მეცხრე სიზმარს ხედავდა ხოლმე, რამდენიმეჯერ გადაწყვიტა მედიკოს დაურეკავო, მაგრამ მერე ავიწყდებოდა ხოლმე, ერთი ორჯერ სოფი დაინახა ოთარას მანქანიდან გადმოსული, ცოტა აგდებულად კითხა, რას დაერიე ამ ჩემ საძმოსო, სოფისაც გაეცინა და როგორც იქნა დადგა ნანატრი დღე დეკემბრის ბოლო დღე და ლიზარაზუ სახში ძალიან გვიან დაბრუნდა
-მადლობა დედიკო, მეგონა მომეხმარებოდი შენ კიდე უკვე გამზადებულ სუფრაზე მოხვედი, გაბრაზდა ქალბატონი მაია
-იცი რამდენი ხალხი იყო მაღაზიაში? მერე კიდე ჩვენზე იტყვიან არა მკითხველი ერიაო
-რას ამბობ მამა, ქართველ კაცს კითხვა ისე უყვარს წიგნები საპირფარეშოშიც უწყვია, ჩაერთო ლაპარაკში ბატონი ლევანი და ძალიან სერიოზულად თქვა ეს სარკაზმით სავსე სიტყვები, ლიზარაზუს გაეცინა
-მაგიტო ვართ კარგ დღეში ქართველები, მწიგნობრობას მხოლოდ საპირფარეშოში რომ ვეტანებით, არ შეარჩინა მამას სიტყვა ლიზამ
-მკაცრად ნუ განსჯი შვილო ერს, რაზეს ხელი მიუწვდებათ იმითი კმაყოფილდებიან
-მორჩით მასხარაობას და მომეხმარეთ ორივე, იკივლა სამზარეულოდან ქალბატონმა მაიამ, ლიზამ და მამამ თავი სამზარეულოს კარებში ერთდროულად შერგეს
-რატომ ყვირი ძვირფასო?
-ღმერთო როდის უნდა დასერიოზულდე, დამებნა მეც თავბრუ ორივეს რას გეძახოდით? შენ თვისუფალი ხარ, მხოლოდ ის გევალება ფეხებში არ შემებლანდო, ხელით ანიშნა ბატონ ლევანს გასულიყო,
-მე დაგტოვებთ, გრაციოზულად გაეცალა იქაურობას ლევანი და ლიზამ სამზარეულოს კარები შიგნიდან გამოიხურა
-სად არი შენი ბედოვლათი ძმა? მკაცრად იკითხა დედამ
-დე ვიცი რომ მთელი დღეა აქ ტრიალებ, უკვე უზომოდ დაღლილი ხარ მაგრამ ცუდ ხასიათზე ნუ ხარ რა, ახალ წელს როგორც შეხვდები ისე გაატარებ მთელ წელსო და გვინდა ახლა ჩვენ მთელი წელი ასეთი მაიას ატანა???
-მხოლოდ თქვენ თავზე ფიქრობთ....
-რატომ მე საჩუქარი გიყიდე....
-კარგი იქნებოდა შვილიშილები გეჩუქებინათ რომელიმეს
-ხო და მაშინ გიოზე რატომ ბრაზდები? მუშაობს ბიჭი მაგ საკითხთან დაკავშირებით
-დაჯექი მანდ, მიუთითა დედამ სამზარეულოს მოხვეულ კუთხის დივანზე
-მოყევი რაც იცი სწრაფად!
-ერთი პირობით ქალბატონო მაია, ამ საღამოს აღარ იჩხუბებ, ნუ მე მაინც არ მეჩხუბები, კარგი? გაეცინა ლიზას
-კარგი, მომიყევი...
-მეპირობა მივიღე შენ კი თავის ისტორიებს გიო მოგიყვება, ეხლა სანამ მოხმარების ხასიათზე ვარ რა გავაკეთო ის მითხარი
-ოხ შე ეშმაკის ფეხო... პიცაა გამოსაცხობი, ცეზარია გასაკეთებელი, კიდე ფელამუშია მოსადუღებელი, ჯერ ესენი გააკეთე და მერე გეტყვი კიდე რა ქნა, ხო ნიგოზია დასაჭრელი გოზინაყისთვის
-აბა შენ რაღა აკეთე? გაიკვირვა ლიზამ, მაგრამ მაიამ ისეთი თვალებით შეხედა ლიზამ ხელები ასწია, აღარ ვიტყვი სიტყვასაცო,
-ისე ცეზერი თავის კლეოპატრასთან ერთად, მაინც ვერ მოითმინა და სულელური კითხვა დაუსვა დედას
-ნუ მაიმუნობ.... ლიზამ დედას აკოცა ხელები დაიბანა და საქმეს შეუდგა, ცოტა ხანში სახში გიო შემოვარდა თავ პირის მტვრევით
-რა კაი სურნელები ტრიალებს.... მა როგორ ხარ? ჩამოართვა ხელი მამას
-და ქალები? მამა ხელით სამზარეულოზე ანიშნა, გიომაც თავი შეყო და დედას და ლიზას გაუცინა
-მაჭამეთ რა რამე
-სადაც იყავი იქ არ გაჭამეს? სიმკაცრე უნდოდა შეენარჩუნებინა ქალბატონ მაიას
-კაი რა დე, ნუ ბუზღუნებ და საერთოდ რაღაცა უნდა გითხრათ, მა შეგიძლია მოხვიდე? გასძახა მამას გიომ
-ხმამაღლა ილაპარაკე გავიგებ....
-ცოლი მომყავს, ლიზა კივილით წამოხტა და გიოს გადაეხვია, მაია პირიქით, სკამი ძლივს მოძებნა დასაჯდომად, ბატონი ლევანი კი სამზარეულოში შემოვიდა
-სერიოზულად? კითხა შვილს
-ხო, მა სერიოზულად, მამა შვილს გადაეხვია, მერე ყველა გაფითრებულ მაიას დააცქერდა
-დე რა იყო არ გიხარია? ცოტა გაკვირვებული ჩანდა გიო
-მიხარია დედიკო მარა უცებ დავფიქრდი რამდენი რამეა საჭირო რძლისთვის... ან ვინ არის, რა ოჯახის შვილია, ასე უცებ ამის გამოცხადება როგორ შეიძლებოდა? აქამდე არ უნდა მოგემზადებინეთ? ქორწილი, ღმერთო მარტო ქორწილს რამდენი უნდა, ვეღარ ჩერდებოდა მაია
-დეე... ჩაუცუცქდა წინ გიო
-დამშვიდდი დე, ძალიან მოგეწონება, კარგია, ძალიან კარგი, ლიზას კითხე თუ გინდა
-მართლა კარგია დე
-შენც იცნობ? ეხმა მამათქვენიც თუ მეტყვის რომ იცნობს ინფარქტს მივიღებ
-მამა მედიკოს არა მარა მამაისს იცნობს თან საკმაოდ კარგად
-მედიკოს??? შალვა თაბაგარის შვილზე ამბობ??? გაოცებული და თვალებ გაფართოებული იდგა ბატონი ლევანი
-მედიკო თაბაგარია? იკითხა ლიზამ
-ხო, მედიკო თაბაგარია და შალვას შვილია, მშვიდად თქვა გიომ
-თავადის ქალს თხოულობ? გაეცინა ლიზას
-გაგანთავისუფლებენ შე საცოდაო სამსახურიდან, მამამისი გენ. შტაბის უფროსია, აღშფოთდა ბატონი შალვა,
-არ გამანთავისუფლებენ, ბატონმა შალვამ მშვენივრად მიმიღო დღეს, აწი თუ დამაწინაურებენ თორე.... ეშმაკურად ჩაუკრა მამას თვალი გიომ
-გამარკვიეთ ვინმემ რა ხდება ჩემს ოჯახში
-მომილოცავს მაია მაგარი რძალიც გეყოლება და მე მაგარი მოყვრები, მაგრამ საიდან? ან აქამდე რატო არ თქვი? შალვასთან თუ მიდიოდი მეც წამოვიდოდი
-უცებ მოხდა მა, თორე ხო იცი თქვენს გარეშე არსად წავიდოდი
-გაუკვირდა?
-შენ რო მოგადგეს ახლა ვირაც სახში, თქვენი შვილი მომყავს ცოლად და თუ შეიძლება ამ ღამით გამოუშვით ჩემთან ერთად კოცონზეო არ გაგიკვირდება? ბატონი ლევანი სიცილით კვდებოდა
-დე მართლა ზალიან საყვარელი, ზრდილობიანი, განათლებული და კარგია, დასაწუნი არაფერი აქვს, გიოს კი უკვე წლებია უყვარ
-აკადემიიდან? კითხა ლევანმა შვილს, თანხმობის ნიშნად გიომ თავი დაუქნია
-ვინ არის ეს მედიკო თაბაგარი, ამიხსნის ვინმე?
-დე მედიკო შალვა თაბაგარის შვილია, გახსოვს, აკადემიის რექტორი იყო ის როცა მე ვსწავლობდი, მედიკოციქ სწავლობდა
-ვაიმე შეკივლა მაიამ
-ჯარის ქალია დედიკო? ლიზამ გულიანად გადაიხარხარა
-არა დე ჯარის ქალი არარი, ფსიქოლოგია, სამხედრო ფსიქოლოგი, მერე მაია გონს მოვიდა, ზემოდ გამართული საუბარი გააანალიზა, მამაისი თუ რექტორი იყო, ახლა გენ. შტაბის უფროსია, ესე იგი კარგი ოჯახია, მერე ლიზას სიტყვებიც გაახსენდა წლებია უყვარსო
-როდის მოიყვან დე ჩვენთან? მოეფერა ლოყაზე მის წინ დაჩოქილ გიოს, თუ გინდა დღესვე, უნდა წავიდე და კოცონზე წამოვიყვანო, არა მასე არ მინდა, არ მინდა ხუთი წუთით დამანახო და მერე გაქრეთ
-მაშინ როცა მეტყვი მაშნ მოგიყვან კაი? მაია შვილს ჩაეხუტა
- მიხარია დე, შენი ბედნიერება სიგიჟემდე მიხარია, ასეთი გახარებული დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ, ლამისაა დავიჯერო საახალწლო სასწაულები, ცრემლები წამოუვიდა ქალბატონ მაიას
-არ იტირო რა დე, ადექი ახლა და გააგრძელე ფუსფუსი, ჩემი ლამაზი დედიკო, მალე დედამთილო გახდები, მაიას გაეცინა
-შენ ცალკე დაგელაპარაკები, ტყუილების გუდავ, როგორ არ მითხარი არაფერი? დაემუქნა ლიზარაზუს დედიკო
-ჩემთან რა გინდა, რაღაცის დამალვა ტყუილს სულაც არ ნიშნავს, თან მეც სულ რაღაც ერთი კვირის წინ გავიცანი მედიკო... გაიმართლა თავი ლიზამ, გიოს საჭმელი აჭამეს, ნელ-ნელა სუფრაც გააწყვეს, მერე ძველმა წელმა ბოლო წამები მიითვალა და დიდი ხმაურით დაუთმო ასპარეზი ახალს, ჯაფარიძეების ოჯახის უფროსმა ტრადიციულად პირველი სადღეგრძელო თქვა, ერთმანეთს ახალი წელი მიულოცეს და გიო გავარდა, მედიკოს მოვიყვანო, ლიზა ოთახში შევარდა, უნდა გამოვიცვალო კოცონისთვისო, დედას თხოვა ტკბილეულობა გაემზადებინა, ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა, ლიზა სულ სიცილით იღებდა მოლოცვებს, ჩამოურეკა თითქმის მთელ სანათესაოს და ბოლოს კარზე ზარიც დაირეკა
-მეკვლე მოვიდა მეკვლე!!! წამოხტა ფეხზე ბატონი ლევანი და კარები გააღო, მეკვლემ ოთახში კანფეტები შენოყარა და ახალი წელი მიულოცა ოჯახს
-შემოდი რას დამდგარხარ კარებში? შემო ერთი წიქა დავლიოთ, ძალიათ შემოათრია მეკვლე ბატონმა ლევანმა, ღვინოც დაუსხა და გაუწოდა, მოკლე და ლაკონური სადღეგრძელოს შემდეგ მეკვლემ ბატონ ლევანს მიმართა
-ლიზარაზუ უნდა წავიყვანო კოცონზე, ბატონი ლევანი ჯერ შეყოყმანდა, წარბიც გამომცდელად აუწია
-გარუჩ შვილო ეხლა თუ მეტყვი რომ ცოლადაც უნდა მოიყვანო, მაიასი არ იყოს მეც დავიჯერებ საახალწლო სასწაულებს, გარუცას ძალიან გაკვირვებული სახე ქონდა, სამზარეულოდან მაიამ უყვირა ნუ სულელობ, ბავშვს შეშლილი ეგონები, რეებს ეუბნებიო, ოთახიდან თბილად ჩაცმული ლიზა გამოვიდა
-რა მოაწევინეთ ლევანი ბიძიას?
-დიდი ამბავია, ნუ მიაქცევ ყურადღებას, გაეცინა მამას ხუმრობაზე ლიზასაც, დედას გამზადებული ტკბილეულობა აიღო, გარუჩას ხელი მოკიდა და სახლიდან გამოვიდნენ....
გარეთ ფიფქები ცელქობდნენ, სიცივე არ იყო, ახალი წელი ათბობდა გულებს და იმიტო, კოცონი უკვე დანთებული დახვდათ, მოუსვენარი ავთუშას ნახელავი, ვერასდროს ითმენდა, ყვე;აზე ადრე მიდიოდა კოცონის დასანთებად და პირველ სადღეგრძელოსაც მარტო სვამდა ხოლმე, თავის თავს ულოცავდა ამ ღირსშესანიშნავ დღეს, გარუჩას და ლიზარაზუს დანახვა ძალიან გაეხარდა
-სად არიან დანარჩენები? იკითხა უკვე საკმაოდ შეზარხოშებულმა
-გიო საცოლეს მოიყვანს და მოვა
-ვის მოიყვანს???
-საცოლეს, გაიმეორა ლიზამ
-როდის მოასწრო? გაუკვირდა გარუჩას
-ბნელ ოთხმოცდაათიანებში
-მედიკოს შეურიგდა? გაეღიმა გარუჩას
-შენც იცი? რა ყველამ ყველაფერი იცით? გამოდის მე დამჩაგრეთ მარტო
-ოთარა? ელე? გოგოები?
-ჩვენ აქ ვართ, გილოცავთ, ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს, სიცილით შემოუერთდდა კოცონს ელე, კაკაურასთან ერთად, რომელიც ბიჭებს ხელს ართმევდა შამპანური ბოთლებზე ეკითხებოდა სად წავიღოო
-კეთილი იყოს ჩემი ფეხი უკვე მეორედ თქვენს კოცონზე, მარა ამ ყინვაში გარეთ რო არ გამოვსულიყავით სადმე თბილ ადგილას ვერ შევიკრიბებოდით?
-წესია ასეთი რა ვქნათ? გვიყვარს ასე ჯდომა კოცონთან, ახალი წლისთვის გეგმების გაზიარება, თან ამ ახალ წელს დიდი სიახლეებით ვხვდებით, ორი ქორწილი იქნება თურმე
-ორი? გაუკვირდა ელე
-გიოც? გაახსენდა მერე და სიხარულისგან შეხტა, მედიკოს მოსაყვანადაა წასული?
-მე ეჭვიანობას ვიწყებ უკვე, მე მგონი თქვენს სიყვარულში კონკურენტი გამომიჩნდა
-ხო იყავი ჩვენი სიყვარულის ობიექტი ამდენი წლების მანძილზე? ხო და ახლა დაუთმე ეს სტატუსი ცოტა ხნით სხვას
-ჩემი ძმა გავარკვიეთ სადაა და შენი სად დაეთრევა? ღიმილით კითხა ლიზარაზუმ ელეს
-ჩემი აზრით მესამე ქორწილის საკითხებს აგვარებს, ჩვენს საუკეთესო დაქალთან, სოფის მოსაყვანადაა წასული
-ლიზარაზუუ, ისე მამაშენის სიტყვებზე ხომ არ დავფიქრდეთ? დღეს კოცონზე მე და შენთ ვარ მარტოები და სადაც სამი იქაც მეოთხე ააა??? გამხიარულდა გარუჩა
-რატომ მარტოები? მეც მოვედი, ისროლა მაშხალა კოტემ
-ეს ვინ დაპატიჟა? გაბრაზდასავით ლიზა
-მე და გთხოვ ნორმალურად მოიქცე, თხოვა ელემ
-თუ ბევრს არ ილაპარაკებს ნორმალურად მოვექცევი
-ლიზა მე თქვენს კოცონზე მრავალსიტყვაობით არ გამოვირჩევი, ასე რომ შეგიძლიათ მშვიდათ იყოთ
-არ თუ ვერ? ვერ შეიკავა თავი გარუჩამ, ლიზას უკან დაუდგა და ხელი გადახვია, კოტეს არ ესიამოვნა, აღარაფერი უთქვამს, მერე კოცონს ეკა და მაკა შემოუერთდნენ, მათთვის დიდად არავის მიუქცევია ყურადღება, სოფის და ოთარას ერთად გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოყვა, გარუჩამ ეგრევე მიახალა გაუგებარი კითხვა
-მესამე ხო???
-რა მესამე? ვერ გაიგეს დაბნეულებმა
-რაში გაინტერესებს, უბრალოდ დამეთანხმე რომ მესამე
-კაი იყოს მესამე
-ურაააააააააა, ერთხმად იყვირა მეგობრების მხიარულმა კამპანიამ, მერე სოფიმ ლიზარაზუს ჩუმად კითხა მესამე რას ნიშნავდაო? ლიზამაც ელე ხო თხოვდება, გიოს ცოლი მოყავს და შენ და ოთარა რო ერთად მოხვედით გადავწყვიტეთ, რომ მესამე წყვილი ხართ, გარუჩამაც ეს გკითხათ და თქვენც დაეთანხმეთო, ოთარა კი მიხვდა რაშიც იყო საქმე და გვერდით მიმჯდარ სოფის მოუბოდიშა, ჩვენი მეგობრები მოვლენებს აჩქარებენო, სოფის გაეცინა, მერე ოთომ დაამატა, ისე ამ საკითხზე რო იფიქრო ძალიან ხო არ გაგიძნელდებაო? ისე კითხა რომ მისთვის არ შეუხედია, სოფიმაც ძლიან ცივაო მოიმიზეზა, ოთოს მხარზე თავი დაადო და ხელზე ხელები შემოხვია, ლიზარაზუმ სათითაოდ დაურიგა წინასწარ გამზადებული ჭიქები მეგობრებს, შუშხუნა ღვინოც დაუსხა
-თქვენ რანაირი მეგობრები ხართ? უჩემოდ დაიწყეთ არა ქეიფი, მეგობრები კი არა ნაძირალები ხართ.... შემოვარდა წრეში გიო და თან ე.წ. „ბობმაჩკებს“ აფეთქებდა
-არანორმალური ხარ შენ, აკივლდნენ გოგოები
-როდის უნდა გაიზარდო? და მერე ყველა ერთდროულად გაჩუმდა, იმიტომ რომ გიოს უკან მშვენიერი მედიკო დაინახეს
-გასაგებია დღეს ჩემი დღე არ იქნება, გაიცანით, ეს ჩემი მედიკოა, გთხოვთ პირველივე შეხვედრაზე არ გამიგიჟოთ, ხალისით გამოაცხადა გიომ და მერე მედიკოს სათითაოდ ჩამოუთვალა იქ მყოფი ადამიანები, თავისი სტატუსებით, მედიკო ყველას თბილად უღომოდა და ბოლოს გიო მათ ჩამოთვლას რომ მორჩა მედიკომ ყველას ერთხმად გამოუცხადა
-როგორც იქნა მეღირსა თქვენი გაცნობა, იმდენი რამე მსმენია თქვენზე...
-ალბათ კარგი არაფერი, გადაულაპარაკა გარუჩამ ოთარას, მედიკო კი ლაზას ამოუდგა გვერდით, დადგა ის მომენტიც როცა ყველა უკვე ადგილზე იყო და პირველი სადღეგრძელოც დალიეს, ახალი წელი მიულოცეს ერთმანეთს, ძველი წლის ცუდი და კარგი მომენტები გაიხსენეს, სურვილები ჩაიფიქრეს, იხალისეს, იცეკვეს იმიტომ რომ ძალიან ციოდა და მხოლოდ ალკოჰოლი არ ყაფნიდათ გასათბობად, თოვდა, უჩვეულოდ ლამაზი იყო, რაც არ უნდა ვთქვათ უხდება ახალ წელს თოვა, მაგიურობას მატებს სითეთრე ამ დღესასწაულს...
- კოცონზე არსებობს ტრადიცია, დაიწყო ელემ და კოცონის სტაჟიანი წევრები მიხვდნენ რაშიც იყო საქმე
-რა ტრადიაციაზეა საუბარი? წყნარად იკითხა მედიკომ
-ახლავე აგიხსნით ყველაფერს, აიღე ეს საწერკალამი და ფურცელი, მიაწოდა ელემ მედიკოს
-მიუხედავათ იმისა რომ დიდები ვართ და თოვლის ბაბუასი აღარ გვჯერა, ჩვენ მას მაინც ვწერთ წერილებს, მერე ამ წერილებს კოცონში ვწვავთ და მთელი წელი ველოდებით თუ რა მოხდება... აი მაგალითად მე თხუთმეტი წლის მერე ერთი და იგივე თხოვნით მივმართავ ძვირფას თოვლის ბაბუას და წელს როგორც იქნა დაგვიანებით, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ხომ გაგიგია, ამისრულდა სურვილი, იმედია, წელს რასაც ჩავიფიქრებ იმის ასრულებასაც ამდენი წელი არ დასჭირდება, თორე ცუდად წამივა საქმე, გაიგე?
-გავიგე, დაუკრა თავი უკვე შეზარხოშებულ ელეს მედიკომ, საწერკალამი და ფურცელი გამოართვა
სიცივემ თავისი გაიტანა და ჩვენი მხიარული მეგობრები კოცონთან დიდი ხნით ვერ გაჩერდნენ, მაგრამ ხალისიანად დროის გატარება და მედიკოს შეყვარება თუ არა მოწონება და მისი სამეგობროში მიღება კი მოახერხეს, გარუჩამ ერთი კი შესთავაზათ, საგურამოში წავიდეთ ჩემთანო, მაგრამ ვერ მოაბეს თავი, მედიკო ცოტა ხნით იყო წამოსული და მთელი ღამით ვერ დაიკარგებოდა, სოფი დილით სახში უნდა წასულიყო თავისიანებთან ქუთაისში, ელეს და მთელ მის ოჯახს ხვალ კაკაურიძეებთან ელოდებოდნენ, ქორწილიც მოახლოვებული იყო, სულ რაღაც ორ კვირაში... მედიკომ ოფიციალური მიპატიჟება მიიღო ქორწილში და ელემ თან დააყოლ, რომ ძალიან ეწყინებოდა თუ არ მოვიდოდა, მედიკოს მაგივრად გიო დაპირდა მოვაო... მერე ლიზარაზუ აწუწუნდა
-რა მოგვივიდა? ადრე კოცონიდან ყველასთან მივდიოდით სათითაოდ, ყველას ოჯახს ვულოცავდით ახალ წელს და ახლა ასე მალე ვიშლებით?
-მაშინ როცა ასე ვიქცეოდით პატარები ვიყავით და ვერ ვხვდებოდით ამით რამდენად ვაწუხებდით ჩვენს ოჯახებს, დაამშვიდა ოთომ
-საკვირველია მარა ამ შემთხვევაში მე ლიზას ვეთანხმები, მერე რა რომ გავიზარდეთ? წერილების წერისთვის ჯერ კიდევ პატარები ვართ და თითოეულის ოჯახში ერთი ჭიკის დასალევად დიდები? არ ესიამოვნა ოთოს პასუხი გარუჩას
-ვიჩხუბოთ ახალი წლის ღამეს? გაეცინა ავთუშას
-ჩვენ რესტორანში გველოდებიან, კიდევ ერთხელ გილოცავთ და არ იჩხუბოთ წამოხტნე დები ეკა და მაკა
-მედიკო მართლა ცოტა ხნით გამოუშვეს და ჩვენც უნდა დაგტოვოთ, ბარტყი უნდა დავაბრუნო დროულად ბუდეში, თორე მერე სამუდამოდ აღარ გამომატანენ, ღიმილით მოუბოდიშა მეგობრებს, ლიზარაზუს გადაეხვია, მალე მოვალო, გოგოები მედიკოს თბილად დაემშვიდობნენ და ამ დღეებში ისევ გამოგვიარეო თხოვეს, ელე კაკაურა და მისტერ კოტე უკვე წასულები იყვნენ, კაკაურას სამსახურის კორპორატიულ საღამოზე
-ჩვენც წავალთ ბავშვებო, სოფი ხვალ ადრეა წასასვლელი, შენ კიდე ნუ ბრაზდები, ხო არ მივრბივართ არსად, ხვალ ამოვალთ შენთან და შენებურათ, თუ ჩვენებურად, როგორც გინდა ისე დაარქვი, ისე წაუქეიფოთ კაი? გადაეხვია ოთო ლიზას და გაბრაზებული ბავშვისავით აპრეხილ ცხვირზე წაეთამაშა, სოფიც მოეხვია გაბუტულ ლიზას
-ნუ იქცევი ბავშვივით, ჩამოვალ და მერე ვილაპარაკოთ კაი?
-შენები მომიკითხე, დათუჩას ჩემი საჩუქარი აუცილებლად მიეცი და უთხარი ლიზას ძალიან უყვარხარ და გიცდის როდის გაიზდები, ცოლად უნდა გამოგყვესთქო, სოფის გაეცინა, მერე გარუჩასაც დაემშვიდობა და დარჩნენ მარტო ლიზარაზუ და გარუჩა... გარეთ კი ისევ თოვდა....
-დავრჩით ისევ მე და შენ, შეაჩერდა ლიზა გარუჩას
-ახალ წელს გილოცავ ლიზ...
-მადლობა, მაგრამ ჩემი საჩუქარი სად არი? გარუჩა დაიბნა საჩქარზე რატომღაც არ უფიქრია, უაზროდ დააჩერდა თავის ფეხებს და მიზეზის ძებნა დაიწყო თუ რატომ იყო უსაჩუქროდ და ამ ფიქრებიდან ლიზას სიცილმა გამოიყვანა
-რა გაცინებს?
-მართლა გგონია რომ საჩუქარს გთხოვ?
-ისე არ იქნებოდა ცუდი ამაზე დავფიქრებულიყავი
-ეჰ გარუჩ... ხელკავი გამოსდო ლიზამ და სადარბაზოსკენ წავიდნენ ნელი სვლით
-ცხოვრებაში იმდენი რამაა რაზეც არასდროს ვფიქრდებით და იმდენი პრობლემები გვაქვს რომ უბრალო რაღაცეებისთვის დრო აღარ გვრჩება, რაღაც ორაზროვნად გამოუვიდა ნათქვამი ლიზას
-ფილოსოფოსობას ახალი წლის ღამესაც არ ეშვები?
-მეძალება ეს ბრძნული აზრები და რა ვქნა?
-მედიკო მოგეწონა? გადავიდა სახვა თემაზე გარუჩა
-ძალიან, რატო მეკითხები?
-გეტყობა რო ძაან შინაურულად უყურებ, გამიკვირდა შენგან? მეგონა ეჭვიანობას დაიწყებდი, გიოს სიყვარულში რომ ლებოდნენ
-სხვასთან შეიძლება დამეწყო, მარა სანამ მედიკოს გავიცნობდი, მე და გიომ რაღაც რაღაცეებზე ვილაპარაკეთ და ეჭვიანობის არავითარი საბაბი, არ მაქვს, მე გიოს გულში ჩემი ადგილი მაქვს, იქედან ვერც ერთი სულიერი ვერ ამომშლის, მითუმეტეს მედიკო არ არის ადამიანი რომელსაც გიოს გული მთლიანად სირდება, ამიტომ არც მე მემუქრება იქედან ამოშლით, მას დანარჩენი და გიოს გულის დიდი ნაწილი უკავია, მე კი...
-შენი გულის დიდი ნაწილი კი არა და მთელი გული გიოს ეკუთვნის არა? გააწყვეტინა საუბარი გარუჩამ,
-საით მიდის საუბარი? იქნებ არ გვინდა? გამომცდელი და გამჭოლი მზერით შეხედა ლიზამ
-მართალი ხარ არ გვინდა... დაეთანხმა გარუჩა, ლიზამ დათოვლილი თმები ხელის ერთი შეხებით დაუფერთხა...
-ახალ წელს გილოცავ გარუჩ...
-მადლობა ლიზარზუ და ჩემი საჩუქარი? ლიზას გაეცინა და მხრები აიჩეჩა
-ანუ დათუჩას ერგო საჩუქარი და მე?
-ეე დათუჩა ჩემი მომავალი მეუღლეა და ეგ თვისთავად
-ვინ არი დათუჩა?
-სოფის ძმაა, ექვსი წლისაა, წელს ზაფხულში ვიყავი სოფისთან სოფელში, ერთი კვირით და მაშინ გავიცანი, მთელი ერთი კვირა ფიონას მეძახდა
-რას გეძახდა?
-ფიონას, შენ რა ფიონა ვინ არი არ იცი? აი, აი, აი, უფრო მეტი დრო უნდა გაატარო ბავშვებთან, მულტიკია ეგეთი შრეკი, ხო და ამ შრეკის შეყვარებულია ეს ფიონა, ნუ დრაკონისგან დაიხსნის და ერთი ამბები აქვთ, ეს ფიონა მოჯადოებული პრინცესაა, შრეკი შეუყვარდება, ცოლად გაყვება, დათუჩასაც მოსწონს ეს ფიონა და მეც მოვეწონე, ფიონასაც მაგიტო მეძახდა, ეს შრეკი კიდე ოგრია
-რა არი?
-ოგრი ანუ კაციჭამია, ფიონაც ეგეთი გახდება, როგორ არ გაქ შრეკი ნაყურები, კაი რა გარუჩ, გაბრაზდა ლიზა
-ბოდიში ბატონო თუ შენსავით ბავშვობაში ვერ ჩავრჩი, ნებისმიერ პატარაზე მეტი ენთუზიაზმით ლაპარაკობ მულთფილმზე, ისე სწორი შედარება კი გაუკეთებია, ჭკვიანი ბავშვი ყოფიულა
-ამიხსენი რას გულისხმობ
-ხომ თქვი ფიონა კაციჭამიად გადაიქცაო? ხო და სწორი შეფასება მოუცია, ლიზა არ გაბრაზებულა გარუჩას ამ ხუმრობაზე
-არა ბიჭო, თავიდან ლამაზი იყო ფიონა და დათუჩამაც მითხრა პირველი სერიის ფიონა ხარო, ორივე იცინოდა და ლიზა უკვე კარებს აღებდა
-ბედნიერების მომტანი წელი გქონოდეს პრინცესა ფიონა, თბილად დაემშვიდობა გარუჩა ლიზას, კიბეებს სწრაფად აუყვა, უცებ რაღაც გაახსენდა და ლიზას კიბის თავიდან დაუძახა
-ლიზარაზუ? ლიზამ კარებიდან თავი გამოყო
-ჰოუ
-რა აჩუქე დათუჩას?
-შრეკს მაგარი ძმაკაცი ყავს ვირი, დათუჩა წუწუნებდა, შრეკის სათამაშოც მყავს ფიონასიცო და კიდევ ბევრი ჩამოთვალა და ვირი არ მყავსო, წელს ქარვასლაში სრულიად შემთხვევით წავაწყდი იმ ვირის სათამაშოს და ცდუნებას ვერ გავუძელი ვუყიდე ჩემს რაინდს
-შენ არასოდს გაიზრდები ხო?
-თუ ადამიანობას მხოლოდ ასე შევინარჩუნებ მაშინ სამუდამოდ ბავშვი ვიქნები
-ყურადღებიანი, თბილი და დიდი ბავშვი, ძილინებისა ლიზ... არასოდეს გაიზარდო, თუ ეს შენი სულის სილამაზის შენარჩუნების ერთადერთი გზაა...
-წადი თორე ავტირდები!
-მივდივარ...
ლიზას და გარუჩას ურთიერთობას რაღაც მაგიური ყოველთვის ახდა, სხვებისთვის თითქოს გაუგებარი და დაუნახავი, ლიზარაზუსთვის კი ძნელად ასახსნელი, ენა რომელზეც ის და გარუჩა ლაპარაკობდა სხვებისთვის უაზრო და მათთვის სავსებით გასაგები იყო
-მოხვედი დედიკო? სიბნელეში კარებზე აკრული ლიზა შიშისგან შეხტა
-დედაააა, გამისკდა გული, რატო არ გძინავს?
-კარების ხმა გავიგე და გამოგხედე, გიო სადაა? აანთო შუქი ქალბატონმა მაიამ
-მედიკო წაიყვანა, ცოტა შეაგვიანდება სავარაუდოთ
-აბა შენ ვის ელაპარაკებოდი?
-გარუჩას
-საყვარელი, როგორ მოხდა სახში როა? ისე დედიკო თემურია მე მგონი ამ ბოლოს ცუდათ
-რა დაემართა თემური ბიძიას?
-ლარისა დეიდასთან ყოფილა გამოკვლევებზე მისული
-რაო მერე ლარისამ?
-ეგ აღარ მიკითხია დედიკო, აღარც მინახია მას მერ
-რა გასაკვირია გული აწუხებდეს პატარა ხომ აღარ არი? იქნებ ისე იყო პროფილაქტიკისთვის გამოკვლევებზე
-კაი რაზე ვლაპარაკობთ, დავწვები მე, შენ დაუცდი გიოს?
-ჰო, თუ არ დამეძინა დაღლილი ვარ...
გიო იგვიანებდა, ლიზა ადგილს ვერ პოულობდა, ოთახში აქეთ იქეთ დადიოდა, მერე ლამაზად შეფუთულ საჩუქარს დაწვდა, კარები ჩუმად გააღო, ორი სართულის კიბეები სწრაფად აირბინა, ცოტა იყოყმანა დაერეკა თუ არა ზარი, ბოლოს კი მაინც დარეკა, კარები ნახევრად მძინარე ხანში შესულმა მამაკაცმა გაუღო
-ახალ წელს გილოცავთ თემური ძია, მორიდებით გაუღიმა ლიზამ და შოკოლადები მიაჩეჩა ხელში
-მადლობა ცუგრუმელა რამ შეგაწუხა ასე გვიან? შემოდი რატო დგახარ გარეთ?
-გარუჩას რომ დაუძახოთ შეგიძლიათ?
-ლიზარზუ? მოხდა რამე? გამოვიდა ოთახიდან გარუჩა
-მე დაგტოვებთ, გაიპარა თემური
-შემო რას დგახარ, გიოს ხო არ მოუვიდა რამე? რატო არ გძინავს? ლიზამ შეფუთული საჩუქარი უხმოდ გაუწოდა გარუჩას
-ეს რა არი?
-ვიცი რო ძველი თურქული სიმღერები მოგწონს, ჩემი მეგობრები იყვნენ სტამბოლში და ვთხოვე რაღაც წამოეღოთ ამ სტილის თან მხოლოდ ფირფიტა, შენ ხო მათ გარდა არაფერს უსმენ, ხო და აი, ნილ ბურაკის ძველი ფირფიტა, ამის გამყიდველს ასე უთქვამს ეს თუ არ მოეწონება ესე იგი თურქული პოპ მუსიკა საერთოდ არ მოსწონსო, თან ასეთ რაღაცას ვერსად იყიდითო, მართალია არ ვიცი ვინ არის, მარა იმედია ძალიან მოგეწონება, სანამ გარუჩას გაოცება გადაუვლიდა ლიზა კიბეებზე დაეშვა გაოცებული გარუჩა კი ისევ ღია კარებში იდგა.

ასე კარებში გაშეშებული გარუჩა კიდევ დიდ ხანს იდგა, მერე მიხვდა რომ შესცივდა, კარები მიკეტა და საჩუქარი გახსნა, ბატონი თემური მისაღებ ოთახში უცდიდა
-რა ხდება გარუჩ?
-არ ვიცი საჩუქარი მაჩუქეს
-შენ რა აჩუქე სანაცვლოდ? გარუჩა დაფიქრდა, არც უფიქრია რომ ლიზარაზუსთვის რაიმე უნდა ეჩუქებინა
-მე... მე... სიტყვები შემოეცალა გარუჩას
-კარგი გოგოა ლიზა
-კი კარგი გოგოა, დაეთანხმა მამას
-მერე?
-კარგი რა თემო, მაჭანკალი დედაბერივით ნუ მენამიოკები, თუ რამის თქმა გინდა პირდაპირ მითხარი
-შენ მამაშენი დებილი გგონია? თუ თავს იდებილებ?
-ორივეთქო რომ გითხრა დაკმაყოფილდები? გაბრაზდა გარუჩა
-ზრდილობა იქონიე შე ლაწირაკო
-აბა რას ნიშნავდა გადაკვრით ლიზას შექება?
-გარუჩ, შენ ჩემი შვილი ხარ, ისეთი კი არა, ჩემი გაზრდილი შვილი და ამიტომ ჩემი მოტყუება ცოტა ძნელია... გოგოს თავ გზას ნუ აუბნევ, არ იკადრო რაც ძმაკაცობაში, მაგასც რომ თავი დავანებოთ უბანში არ მოსულა, მე მეგონა რომ გაიზადრე, თურმე ბავშვობიდან რაღაც რაღაცეები შემოგრჩენია...
-მა აღარ გააგრძელო, გავიგე რისი თქმაც გინდა
-ვერ გაიგე შვილო, შენ შენი თავის ვერ გაგიგია და მე რას გამიგებ? მე იმას კი არ გეუბნები სიყვარულისთვის არ იბრძოლოთქო, იცი ამ გრძნობისთვის შემაკავებელი ჯებირი არ არსებობს, არც ძმაკაცობა და არც უბნელობა, მე იმას გეუბნები თუ ეს გრძნობა არ გჭირდება და მის მოვლას ვერ შეძლებ იმ შემთხვევაში არ იკადროთქო
-რატომ იცი ყოველთვის ყველაფერი ჩემ შესახებ ჩემზე უკეთ? საიდან ხვდები რა მინდა, მანამ სანამ მე მივხვდები ამას?
-მე მამა ვარ და ამით დავასრულოთ
-რახან დავიწყეთ ვილაპარაკოთ
-ჯერ არ ხარ მზად, როცა იქნები ვილაპარაკოთ, მე არსად გავრბივარ, თან დღეს ახალი წელია, ყველა კარგ ხასიათზე უნდა იყოს, ეს საუბარი კი შენ ცუდ ხასიათს გიწინასწარმეტყველებს, გადაუსვა სიყვარულით თავზე ხელი შვილს ბატონმა თემომ
-მა ის ჩემთვის ზედმეტად კარგია... დაიწყო ცოტაოდენი სიჩუმის მერე გარუჩამ
-მე არაფრის შეთავაზება არ შემიძლია მისთვის, მას არ შეეფერება ქმარი რომელსაც ასეთი ხელები აქვს, დაანახა თავისი ხელები გარუჩამ მამას
-მას არ ჭირდება კაცი რომელსაც მუდამ ხის, რკინის და საღებავების სუნი ექნება, ივლის ყოველთვის ცუდი მანქანით, მიწებებული იქნება საგურამოს, რომ ლუკმა პური თავისი შრომით მოიყვანოს, გარუჩას კიდევ ბევრი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ მიხვდა რომ ისედაც ბევრი თქვა
-მე მეგონა რომ კაცად გაგზარდე და თურმე ვერაფერიც ვერ მისწავლებია შენთვის, სინანულით თქვა ბატონმა თემომ
-მა მე მეშინია, ის ხომ...
-ის პირველ რიგში ქალია, თან ძლიერი ქალი, მისნაირი ქალი იმიტომ კი არ დაგიწუნებს რომ როგორც შენ ამბობ მისთვის არაფრის შეთავაზება არ შეგიძლია, მას არც არაფერი ჭირდება შენს გარდა, ის შიშს არ გაპატიებს...
-მართალი იყავი, არ უნდა დაგვეწყო ეს საუბარი
-გოგოს შეეშვი, თუ არ იცი რა გინდა მისგან!
-შეშვებული არ ვარ? ამოიკვნესა გარუჩამ
-არ ხარ და ასეთი გაუგებრობისთვის არ გაიმეტებ თუ კაცი ხარ, ცოდოა, მერე უფრო გაუჭირდება, მკაცრად უთხრა ბატონმა თემომ შვილს, მერე ისევ გამომცდელი მზერა ესროლა და დასაძინებლად წავიდა, დატოვა შვილი სინდისთან და ნილ ბურაკის ფირფიტასთან ერთად მარტო. ბევრი იფიქრა გარუჩამ მამას სიტყვებზე, ლიზასთვის რაღაცის თქმაც მოუნდა, სახში ვერ მიაკითხავდა გვიანი იყო, ასე უპასუხოდაც ვერ დატოვებდა საჩუქრს, მადლობის თქმაც ვერ მოასწრო გაკვირვებისგან, ტელეფონს ხელში ატრიალებდა, სიტყვების მოძებნაც უჭირდა, არც ძალიან მშრალი და ტრაფარეტული ტექსტის მიწერა ივარგებდა და არც ძალიან ემოციურის, ბოლოს მხოლოდ ერთი სიტყვით მადლობით შემოიფარგლა და ლიზას გაეცინა, როცა ეს წაიკითხა, თითქოს მაგიური ღამე უნდა ყოფილიყო მაგრამ ყოფით პრობლემებს ვერსად გავექცევით
-გიო რა იგულისხმე როცა შენ მეგობრებს უთხარი ძალიან მალე დავოჯახდებიო? კითხა მედიკომ გიოს როცა მანქანა მის სახლთან გააჩერა
-დაახლოებით ერთი თვე, რა იყო აღარ ხარ თანახმა?
-ძაან ხო არ ვჩქარობთ? აიწურა მედიკო
-და საერთოდ მგონია რომ არასწორად და დაუფიქრებლად მოვიქეცით
-არ გამაგონო ეგ სიტყვები, ტვინი ისედაც მეჭყლიტება ისეთ და იმდენ რაღაცეებზე ვფიქრობ, შენ მაინც დამინდე, თან უშენოდ ვეღარ ვძლებ, ვიხრჩობი გესმის? მოხვია ხელები მედიკოს
-ეგ გასაგებია მაგრამ, ცოტა სერიოზულად რომ ვილაპარაკოდ შეიძლება?
-შეიძლება, უთხრა გიომ ისე რომ მკლავები არ გაუშვია
-გიო, ოჯახისთვის ყველაფერ დანარჩენს რო თავი დავანებოთ, სახლი გვჭირდება, წყნარად დაიწყო მედიკომ
-ვიცი და რამდენიმე ვარიანტი მაქვს უკვე, მედიკოს გაუკვირდა
-არა იმას კი არ ვამბობ რომ შენებთან არ მინდა ცხოვრება, ადგილი რომ იყოს კიდე ხო, მგრამ ლიზას რა ვუყოთ? მართლა ხო არ გამოვასახლებთ ოთახიდან? როგორც შენ ახელებ ხოლმე, ჩემებთანაც არ შეიძლება ცხოვრება, შეწუხებული სახით უხსნიდა მედიკო გიოს, გიო კი იცინოდა
-რა გაცინებს? ვითომ კომიკურს ვამბობ რამეს?
-მომისმინე, ვიცი ეს ყველაფერი, მესმის და მოფიქრებულიც მაქვს რაღაცა
-მაინც რა?
-საბედნიეროდ ორივე ვმუშაობთ, საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურში, თან სტაბილურში, ხო და ვიკითხე თუ შეგვეძლო იპოთეკური კრედიტის გამოტანა, აღმოჩნდა რომ შეგვიძლია, თავიდან ქირით გადასვლაზე ვიფიქრე მაგრამ, მერე ლიზას დაველეპარაკე და იმან მირჩია, რაღა ქირაში იხადოთ ფული და სესხი გააკეთეთ ის ქირაში სახდელი ფული ბანკში შეიტანეთ და ბინაც დაგრჩებათო, შვიდ წლიან სესხზეა ლაპარაკი მაგრამ ეგ არაფერი... მედიკო გაოგნებული უსმენდა გიოს
-რა მოხდა არ მოგწონს ჩემი გეგმები? ცოლო სხვა გზა არ გაქ უნდა დამემორჩილო, გაუცინა გიომ მედიკოს
-როგორ შეგცვალა წლებმა, ორივე შეგვცვალა, რა კარგი ქენი მაშინ რომ წახვედი, მაშინ ხომ ამ ყველაფერზე არ ვფიქრობდით? ადრე რო დავოჯახებულიყავით ახლა დაშორებულები ვიქნებოდით, სანამ ასე დინჯად მსჯელობას შევძლებდით ამ ყველაფერზე მანამ ხო ერთმანეთს ნერვებს მოუშლიდით და ყველა ლამაზ გრძნობას გავანადგურებდით? ალბათ შვილები გვეყოლებოდა, რომლებსაც დავტანჯავდით, თუმცა არა. მე და შენ კარგი მშობლები ვიქნებოდით
-ვიქნებით მედუჩი, აუცილებლად ვიქნებით... მოვრჩეთ მოსაწყენ ყოველდღიურობაზე ლაპარაკს და მოკურცხლე სახში თორე გენერალი მამაშენი სამხედრო ტრიბუნალს გადამცემს, გაუღიმა გიომ, თბილად, ნაზად და სიყვარულით დაუკოცნა ხელები და დიდხანს იდგა კიდე მედიკოს სადარბაზოსთან მისი წასვლის მერე.
დამღლელი ქორწილის მერე ახალგაზრდებს დაშლა არ უნდოდათ, ბიჭები მთვრალები იყვნენ, გოგოები დაღლილები, მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელებმა ფეხებიდან ხელში გადაინაცვლეს, არცერთ მათგანს არაფრის თავი აღარ ქონდათ, მაგრამ ბიჭების დაჟინებული თხოვნით გარუჩასთან წავიდნენ საგურამოში, გოგონები იქ არასდროს ყოფილან, ბიჭები კი შინაურებივით გრძნობდნენ თავს, სახლს ეტყობოდა გარუჩასი რომ იყო საკუთარი ხელით მოხატული, გალამაზებული და ორიგინალურად მოწყობილი, სასწრაფოდ დაანთეს ბუხარი, მოძებნეს თბილი პლედები და ბუხრის წინ მოკალათდნენ რკალისებურად, გოგოებმა დიდი ჭიქებით ყავა გაამზადეს, ცოტათი მაინც რომ მოფხიზლებულიყვნენ, არც ერთი არ წუწუნებდა, რატომ წამოვედით სახლებში წავსულიყავით, ან რა აიტეხეს აქ ამოსვლაო, ასეა არ წუწუნებ როცა იმ ადამიანებთან ხარ რომლებთანაც ყოფნა გსიამოვნებს, ბიჭები რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ, მედიკომ მხოლოდ ის იკითხა ასე ხშირად ხდებაო?
-უცნაურია მეც მყავს მეგობრები, კარგი მეგობრები, მაგრამ თქვენ მეგობრებზე მეტი ხართ ერთმანეთისთვის, თითქოს გენეტიკური კავშირი გქონდეთ, თუ ერთს ტკივა ყველას გტკივათ, თუ ერთს უხარია ყველას გიხარიათ, მგონია რომ უკანასკნელ ლუკმასაც კი ერთმანეთს უყოფთ, ამას როგორ ახერხებთ?
-ჩვენ უბრალოდ სხვანაირად არ ვიცით მეგობრობა, ამიტომ ვართ ასე ცოტანი, გაუკვირდა ლიზას მედიკოს კითხვაც და შეფასებაც
-შენ რა სხვანაირი მეგობრები გყავს? კითხა უცებ ნინიმ
-ცუდები არ არიან, მგრამ თქვენსავითაც არ არიან, დაიბნა მედიკო
-მეც ვერ გავითავისე თავიდან, უკვე ათი წელია ავთუშას ცოლი ვარ, უკვე მეც ამათი ოჯახის წევრად ვითვლები, შენც მიეჩვევი, დაამშვიდა ნინიკომ
-მისაჩვევი არაფერია, ძაან მიხარია, როცა შემიძლია თითოეულ თქვენგანს ისე ვენდო როგორც გიოს ვენდობი, ეს ხომ სიმდიდრეა? თქვენ ერთმანეთს აძლიერებთ, მეც გამაძლიერებთ, საკითხავი ის არის მიმიღებთ თუ არა თქვენს ოჯახში
-მედიკო, ჩვენ ოჯახში უკვე მიგიღეთ, იმიტომ რომ შენ გიოს ცოლი ხარ
-საცოლე, შეუსწორა მედიკომ ლიზარაზუს
-ეს დროებითი ფორმალობაა, შენ უკვე ჩვენიანი ხარ, პრინციპში პირველი რძალი ხარ ამდენი წლის მერე, ნინიკო აღარ ითვლება რძლებში, მაგრამ შენ წარმოიდგინე არც შენ, გაეცინათ გოგოებს ლიზარაზუს გაკვირვებულ სახეზე
-რატო არ ვითვლები რძლებში, გაუკვირდა მედიკოს
-შენზე ყველამ დიდი ხანია იცოდა, რომ ადრე თუ გვიან გიოს ცოლი გახდებოდი, ერთი მე გავიგე ძალიან გვიან და ისიც ისე რომ არც კი გიცნობდი ისე მიყვარდი და მინდოდა რომ გიო შენთან ბედნიერი ყოფილიყო, მას რომ არ შემოერიგებინე, მე მოვიდოდი შენთან, დაგიჩოქებდი და ისე გთხოვდი გიოს მაგივრად პატიებას
-ჩვენც წამოვყვებოდით, მხარი აუბა ნინიმ
-რა სანახაობა გადამეშლებოდა თვალწინ, გახალისდა მედიკოც, საოცრად იოლი იყო ამ ახლად გაცნობილ ხალხთან ურთიერთობა, ისინი იყვნენ ძალიან კონტაქტურები და იმიტო, სითბოს გრძნობდა მათგან, სითბოს და პატივისცემას, ნდობას... სულ ტყუილად ნერვიულობდა ახალ ურთიერთობებზე, მერე ბიჭებს შეუერთდნენ, დაღლილი სახეებით, ბუხრის წინ ყველამ თავისი ადგილი იპოვნა, ცოტა ხნით სიჩუმემ დაისადგურა და ხმელი შეშის წვით გამოწვეული ტკაცუნი ისმოდა მარტო
-კარგია ქორწილი მარა ამხელა სისულელეა, რა უაზრო ქეიფი ვიცით ქართველებმა? მიახარჯო უნდა ერთ დღეს ამდენი ფული, ასვა და აჭამო უამრავ შენთვის უცნობ ხალხს, გამუდმებით ეძებო ამდენ ხალხში ნაცნობები რომლების ნახვაც გსიამოვნებს... წაიწუწუნა ამხელა აურზაურიღ დაღლილმა გარუჩამ
-ფული თუ გაქ და არ გენანება სვან და ჭამონ რა... ხელი აუკრა ავთუშამ
- მასე კი ძმაო, მარა ეს მატრაკვეცა ქართველები ვალს რომ იღებენ და იმითი რომ იხდიან მოვალეობის მოხდის მიზნით უზარმაზარ ქორწილს ეგ მაღიზიანებს, ადამიანს ჩემი აზრით ქორწილში იმიტომ უნდა პატიჟებდნენ რო სიხარული გაუნაწილონ, ჩვენთან რისთვის პატიჟებენ? მდიდარია და ბევრს დაწერს ქორწილშიო, მაგრად მოფიქრებული ბიზნესია, ვიღაცის მაგრად მოფიქრებული ბიზნესი და ჩვენ გოიმები ვგოიმდებით, აბა დაფიქრდი რამდენ სისულელეში უაზროდ ვიხდით ფულს და რისთვის? მეორე დღეს რო არაფერი დაგვრჩეს? ყველა გოგო ხომ ოცნებობს თეთრ კაბაზე? ლამაზ ცერემონიალზე, ისეთზე რომ მისი დაქალები შურით გასკდნენ, და აღარ იკითხავთ რა ღირს საშუალოდ ის თეთრი კაბა? საშუალო კაბით დაქალებს გულზე ვერ გახეთქავ, ათასი წვრილმანი რომელთა სიაც ყველა ქორწილის მერე იზრდება და სერთოდ რა საჭიროა დაქორწინება? აღშფოთებას ვერ მალავდა გარუჩა დანარჩენები კი იცინოდნენ
-რას ვამბობ ასეთ სასაცილოს? გაუკვირდა გარუჩას
-დაქორწინება მარტო იმისთვის მაინცაა საჭირო რომ გაიგო რატომ არ უნდა დაქორწინდე, ცინიკურად თქვა ავთუშამ და ნინიკომ მაგრად დაკრა მუშტი დეჭებში
-ერთი ამ წამებულს დამიხედეთ, როგორ გეტყობა რომ მიხვდი რატომ არ უნდა დაქორწინებულიყავი.... გაახელა ოთომ
-მე ბედნიერი გამონაკლისი ვარ, თვალი ჩაუკრა ავთუშამ
- ისე გეთანხმები გარუჩ, სისულელეა ამხელა ქორწილი, იცი რა არი ყველაზე ცუდი? ქორწილში ყველას ავიწყდება რომ სიყვარულის ზეიმზე იმყოფებიან და ყველა სადღეგრძელოში მხოლოდ ახლად დაქორწინებულების ჯანმრთელობაზე, ეკონომიკური მდგომარეობის სიმყარეზე და მათ გამრავლებაზე საუბრობენ, ისეთი პათოსით თითქოს ქვეყნის დემოგრაფიული სიტუაცია ძალიან ადარდებდეთ, თქვა გულდაწყვეტით სოფიმ
-ეს იმიტომ რომ ქორწილი ჩვენს დროში სიყვარულის დღესასწაული აღარ არი, გულისტკივილით თქვა ლიზამ
-ეს ორი ადამიანის გადაწყვეტილებაა ერთად ებრძოლონ პრობლემებს, ან უბრალოთ მათ მარტოობა სწყინდებათ, ცხოვრებისეული დუეტი ხომ გაცილებით საინტერესოა ვიდრე სოლო?
-ხო მაგრამ ელე დღეს ისეთი ბედნიერი იყო, მზესავით ანათებდა, არ შეიძლება ეს მხოლოდ შეთანხმებით მიეღწია აქ სხვა რაღაცეებია გარეული, იმას რასაც გრძნობებს ეძახიან, ზოგ შემთხვევაში დიდ სიყვარულსაც, უცნაური სიმშვიდით თქვა მედიკომ და გიოს მიეხუტა
- მედიკო ბედნიერების სხავადასხვა სახეობა არსებობს ჩემი აზრით და ელემ კაკაურაში, მხოლოდ ერთი სახეობა კი არა რამდენიმე სახის ბედნიერება იპოვა, ამიტომაც ასხივებდა დღეს ის მზესავით, მკაცრი ტონით თქვა ოთომ და თან თავისი თავის გაუკვირდა, მხიარული საუბარი თითქოს სერიოზულით უნდა შეცვლილიყო და ამ ცვლილებას წინ ხანგრძლივი სიჩუმე წაემძღვარა, ალბათ ყოველთვის ასე ხდება, როცა საქმე ისეთ სერიოზულ თემას ეხება როგორიც სიყვარული და ოჯახია
-მართლა სისულელეა ამხელა ქორწილი, დამღელი და არაფრისომცემი, მე სულ სხავანაირი ქორწილი მინდა
-ლიზარაზუ გული არ გამიხეთქო რა გთხოვ, შენ ისეთი პრეტენზიული ხარ ვიცი რაღაც საოცრებას იტყვი, შეემუდარა გიო
-ლიზა პრეტენზიული სულაც არ არი, განსხვავებულია, მას არ მიაჩნია სასიხარულოდ ყურადღების ისეთი ჟესტები, რომლებიც სხვა გოგოებზე წარუშლელ შთაბეჭდილებებს ტოვებს, მას არ სიამოვნებს უაზრო საუბრები, არაფრის მომცემი ურთიერთობები, ზღვარს გადასული სითამამე, თავისუფლება, უზრდელობა, უნდა ყველა ისეთი იყოს როგორიც თვითონ არის, ასე კი არ ხდება, ყველანი იდეალურები ვერ ვიქნებით, ოთო უცებ გაჩუმდა და მიხვდა რომ ყველა უცნაურად უყურებდა, ცოტა იუხერხულა ასეთი ყურადღება, მაგრამ მართლა თვლიდა რომ ლიზა განსხვავებული მოვლენა იყო და მას მეორე ნახევრის პოვნა ძალიან გაუჭირდებოდა, მას ლიზარაზუს საურთიერთობო წრეში ასეთი არავინ ეგულებოდა, ამ საკითხში ლიზას სამსახურიც ვერ დაეხმარებოდა და ვერც საზოგადოებრივი ტრანსპოტრი რომლითაც ლიზას შესაფერისი მამაკაცები არ სარგებლობენ ლიზა კი სარგებლობს....
-რატომ მიყურებთ? თქვენ რა ასე არ თვლით? გაუკვირდა მეგობრების რეაქცია ოთოს
-მე ვთვლი რომ ლიზარაზუ შემთხვევით მოხვდა ჩვენს სამყაროში, თიქოს ცალ-ცალკე არსებობს ლიზა და დანარჩენი ყველაფერი, მხრები აიჩეჩა ავთუშამ
-მე კიდე მთელი ცხოვრებაა თვლიდი რომ ლიზარაზუ წინა ცხოვრებაში სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო, ჰერცოგინია ან მარკიზა, გამოთქვა ლიზარაზუზე თავისი აზრი გიომაც
-არ მოორჩებით ჩემს შეფასებას? თავს ცატათი უხერხულად ვგრძნობ, თითქოს ძალიან იდეალური ვარ და თქვენ კიდე პრივილეგირებულები იმით, რომ ჩემი მეგობრები ხართ
-მოიცა გარუჩას არ უთქვამს შნზე არაფერი, შენიშნა სოფიმ და ლიზას ცალყბად გაუცინა~
-ჯობია არც თქვას, ნინიკს ამ რაპლიკაზე ყველას გაეცინა, გარუჩასაცჩაეღიმა და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ წყნარად დაიწყო
-მე არ ვთვლი რომ ლიზარაზუ ძალიან განსხვავდება ჩვენგან
-მადლობა ღმერთს, ამოისუნთქა ლიზამ
-შეიძლება გავაგრძელო? მკაცრი ტონით იკითხა გარუჩამ და ამით ლიზას მიახვედრა რომ არ ესიამოვნა საუბარი რომ გააწყვეტინა, ლიზამ თანხმობის ნიშნად მხრები აიჩეჩა და თავი დაუქნია
-არც იმას რომ ის რაღაც არაამქვეყნიური მოვლენაა, რეინკარნაციისაც და წინა ცხოვრებისაც დიდად არ მჯერა, ამიტომ მის მარკიზობას ან ჰერცოგინიობას წინა ცხოვრებაში ვერ დავიჩემებ, ჩემი აზრით ის ყველაზე დიდი რეალისტი და იდელისტია ჩვენს შორის, მან ზუსტად იცის რა უნდა და თუ მას ზუსტად ისეთი სახით ვერ იღებს, მაშინ ამ რაღაცისადმი ინტერესი ეკარგება და მისთვის ამას აღარავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს არის და ეს
-მაგალითად? დაუსვა მოულოდნელი კითხვა ლიზარაზუმ გარუჩას
-მაგალითად ავიღოთ ელემენტარული რამ, თქვი რომ გინდა კაბა, თეთრი „გაროშკებით“ ქართულად როგორ არი არ ვიცი, ერთი სიტყვით დაიარე მაღაზიები და იპოვნე წარმოუდგენლად ლამაზი კაბა რომელსაც ეს „გაროშკები“ თეთრი კი არა ოდნა ვრემისფერი აქვს და რას იზამამ დროს? კაბას არ იყიდი, მიუხედავად იმისა რომ თეთრსა და ოდნავ კრემისფერს შორის არსებითი განსხვავება მცირეოდენია
-ხო მაგრამ კრემისფერი თეთრი არ არის მე კი თეთრი მინდოდა, სრულიად სერიოზულად თქვა ლიზარაზუმ
-მეც მაგას ვამბობ, შენ საქმის გაადვილება არ იცი, იცი მხოლოდ ის რაც გინდა ან აკვიატებული გაქვს და ვერც კი ხვდები რომ ეს შენი პრინციპულობა ცხოვრებაში ხელს გიშლის
-თავი დაანებეთ არც ჩვენ ვართ ფრთიანი ანგელოზები, მე ის უფრო მაინტერესებს როგორი ქორწილი უნდა, სიტუაციის განმუხტვა სცადა მედიკომ
-თქვენ ყველანი ჩემგან საოცარი ზღაპრის სიუჟეტს ელოდებით, მე კი სულაც არ მინდა ზღაპარი, არც გრანდიოზული ცერემონიები, არც დიდი და გაფუჩქული საპატარძლო თეთრი კაბა, რომელშიც თავს უხერხულად და არაკომფორტულად ვიგრძნობ, როგორც პატარძლების 99%, არც ქორწილი მინდა, ქორწილში უამრავ სტუმარს და ლამაზად გაფორმებულ სარიტუალო დარბაზს ვგულისხმობ, ასევე ათას სისულელეს, ტოტრტის, ფეიერვერკევის, დაქირავებული მანქანის, სურათების გადაღების და ასეთ პრიმიტიულ რაღაცეებს, ყველა ქორწილი ერთი უნიჭო რეჟისორის გადაღებულ უნიჭო ფილმს გავს სადაც მხოლოდ მსახიობები იცვლებიან, სრულებით მეყოფით თქვენ და მშობლები, ჯვრისწერისთის და ხელის მოწერისთვის, ჯვრისწერა მინდა მქონდეს საღამო ხანს, მაშინ როცა არც ღამის წყვდიადია არც დღის სინათლე, ირგვლივ რომ მოვარდისფრო და მონაცრისფროა ყველაფერი, პატარა და ძველ ეკლესიაში, რომელიც სადმე მთაში ან მდინარის პირას იქნება, შორს ქალაქისგან და ქაოსისგან, იქ სადაც შემეძლება დროის შეგრძნება დავკარგო, ეს ყველაფერი ლამაზ სზმარს გავდეს, ისეთ სიზმარს რომლის დასრულებაც არ მომინდება
-მასე მეც მინდა, წამოიძახა სოფიმ
-პლაგიატობას შეეშვი, მკაცრად უთხრა ლიზამ და მაშინვე დაუმატა
-ყველას თავისი ფანტაზია უნდა ქონდეს, თავისი ისტორია და თავისი ოცნება
-მე თუ შენი ოცნებები მომწონს?
-შეეცადე არ მოგეწონოს
-მე მაგ სცენარს ჩემს ოცნებებში ჩირაღდნებს დაუმატებ, ღამით ლამაზი იქნება
-შენი იყოს, მე კიდევ სხვა რამეს მოვიფიქრებ, დიდსულოვნად დათმო საკუთარი ფანტაზიები ლიზამ
-ისე ოცნებებთან ფრთხილად უნდა იყო, შეიძლება ისინი აგისრულდეს!
-მე ჩემი ოცნებების არ მეშინია გარუჩ! ნიშნის მოგებით უპასუხალიზამ
-ჰე დავიძინეთ აბა ყველამ, ხვალ მეორე დღეა,მერე ისინი აეროპორტში უნდა გავაცილოთ, სახლებშიც უნდა გავიაროთ, აბა ასე მათხოვრებივით ხომ ვერ მივალთ ხვალ რესტორანში? წამოდგა ოთო და გარუჩას დაუწყო ყურება
-ხოოოო, მიხვდა გარუჩა რატომაც უყურებდა ოთო ასე დაჟინებით
-ლიზარაზუ, მედიკო და სოფი, ერთ ოთახში, ავთუშა და ნინიკო ჩემს ოთახში, მე გიო და ოთო კი მესამეში, გაანაწილა გარუჩამ სტუმრები
-გოგოებო წამომყევით თეთრეულს მოგცემთ და მიხედეთ ყველამ თქვენ თქვენ თავებს რააა...... დილით ლიზას უჩვეულო სიჩუმისგან გამოეღვიძა, ფანჯრებს იფეთ არსებული სიცივე, თბილი საბნის ქვეშაც არ ესიამოვნა და ჟრუანტელმა დაუარა, ადგომა შეეზარა, ცივი სახლი დახვდებოდა, ძველებული სეტკის ლოგინიდან ჭრიალ-ჭრიალით წამოდგა, დიდი ძველებული კარადა გამოაღო, იმედი ქონდა რაიმე თბილ ჩასაცმელს იპოვნიდა, იმედები გაუცრუვდა, მერე ლოგინზე მიფარებული პლედი შემოიფარა, კარადის კარებები ისეთივე ჭრიალით დახურა როგორითაც გააღო, ოთახის კარებმაც გვარიანად დაიჭრიალა და გაეცინა, გარუჩას საკუთარი საფირმო სიგნალიზაცია აქვს ყველაფერზე დაყენებულიო, მეორე სართულის აივნის მოაჯირს მიეყრდნო, წინ საოცარი პანორამა გადაეშალა, მთების ფერდობებზე სოკოებივით მოჩანდნენ სახლები, რომელთა საკვამურებიდან კვამლი ამოდიოდა, მამლები კი ყიოდნენ და მაინც შესაშური სიმშვიდე იყო, ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი და პირველ სართულზე ჩავიდა, ბუხარი ისევ ენთო, დივანზე კი გარუჩას ეძინა, გუშინ სახლის დათვალიერება ვერ მოახერხა, ინტერესი კი დიდი ქონდა, გარუჩას გვერდი ფეხის წვერებზე აუარა, ერთ-ერთი კარი შეაღო, რომელიც იცოდა სამზარეულოში გაიყვანდა, ჩვეულებრივი სააგარაკო სამზარეულო იყო ღია და მოუწესრიგებელი თაროებით, სამზარეულოს ორი გასასვლელი კარი ქონდა, ერთ-ერთი მადგანი ცივ და უფანჯრო საკუჭნაოში გადიოდა, იქაც ღია თაროები იყო, 20 ლიტრიანი ღვინის ბოცებით, 200 ლიტრიანი ხის კასრები, რომლებშიც სავარაუდოდ ღვინო უნდა ყოფილიყო და თითოეულ მათგანს ალბათ დამზადების წელი ეწერა, თაროებზე კიდევ სხვა სახში დამზადებული სასმელებიც იყო, კომპოტები, კიტრის მწნილები, მურაბები და სოფლის მეურნეობის ათასი სხვა წვრილმანი, საკუჭნაოს ბოლოს კი ელექტრო წიქსვილი იდგა, გვერდით ისევ ოც ლიტრიან ბოცებში სიმინდი ეყარა, საკუჭნაოს ამ კუთხეში სასიამოვნო, ჭადის ფქვილის სუნი იდგა, სიცივის გამო ლიზა იქ დიდი ხნით ვერ გაჩერდა, ისევ სამზარეულოში დაბრუნდა და თამამად შეაღო მეორე კარი,აქ სავარაუდოდ სასადილო უნდა ყოფილიყო წესით, რაზეც ოთახის შუაში მდგარი დიდი ფეხებმოჩუქურთმებული ძველი მაგიდა და სამაგიდო სერვისების მომცრო კარადა მოწმობდა, თუმცა მაგიდაზეც და კარადაზეც გარუჩას ხელსაწყოები ეწყო და ლიზა მიხვდა რომ ეს სასადილო კარგა ხანია გარუჩას სახელოსნოდ იყო ქცეული, კედლები მხოლოდ გაჯით იყო შეთეთრებული და იატაკის მაგივრად ცემენტი ესხა, ერთ-ერთ მთლიან თეთრ კედელზე კი მოდიდო ზომის ასოებით და სავარაუდოთ ნახშირით ეწერა: „მინდა რომ გელოდო მოსვლამდე ნათების... მინდა რომ გაზაფხულს ამოჰყვე იეაბად... და თვალებში რომ მექცე დღედ იასამნების, მინდა რომ ლოდინით ვისწავლო წვალება, დათვლილი დღეებიც მინდა რომ გავლიო, გადავწვა წამები თივების ზვინებად, უძილო ღამეებს ვეძახდე უწყინარს... და დილა მდინარეს ერწყმოდეს დინებად, უძილოდ მინდა რომ გავლიო დროება, შენამდე შეხვედრა მიცავდეს შიშისგან, მინდა რომ არ დადგეს დღე, როდესაც ვიტყვი რომ მოვკვდი ფიქრისგან.... დიდი ხნით მიდიხარ?! დავრჩები რა გინდა?! გავუძლებ დღეების უაზრო ფორიაქს და წრეზე დავიწყებ უაზრო ბოდიალს!!!! ” ლიზამ ეს აღსარება წაიკითხა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მერე სათვალავი აერია, მიხვდა რომ ხშირად მოუნდებოდა ამის წაკითხვა და ტელეფონით სურათი გადაუღო, ზურგს უკან კი გარუჩას მკაცრი ხმა ბრძანებასვით მოესმა
-წაშალე!
-როდის დაწერე?
-წაშალე და გადი სახელოსნოდან, შენთვის არ უსწავლებიათ რომ სხვის ოთახში დაუკითხავად არ უნდა შეხვიდე?
-რა დავაშავე ასეთი?
-ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა
-მე მის საჯარო განხილვას არ ვაპირებ
-აბა ფოტო რად გინდა?
-მინდა რომ ამ სიტყვებმა ყოველთვის სითბო შემოიტანოს ჩემში
-არ მესმის!
-მე კი ის არმესმის ჭკუა ასეთი სილამაზის შესაქმნელად როგორ გყოფნის და ელემენტარული რაღაცის გასაგებად კი არა
-მაინც გადი სახელოსნოდან! ისევ სიმკაცრე შეეპარა გარუჩას ხმაში
-ანუ შეიძლება ფოტო დავიტოვო? ამ კითხვაზე გარუჩამ დუმილით უპასუხა, კარებში მდგარი ლიზა კი გარუჩას მოუტრიალდა
-ლიაკოს დაუწერე? მართლა ასე ძაან გიყვარდა?
-არ მიყვარდა!
-ტყუილია! ასე სხვა შემთხვევაში ვერ მოახერხებდი
-მე მას იმ დროისთვის ვაღმერთებდი, ახალგაზრდული აღტაცებით ვაღმერთებდი
-ახლა?
-ახლა... წარსულის უსარგებლო მოგონებაა
-და ეს წერილი?
-სიტყვების კრებულია, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ გაბრაზებულმა დავწერე, სიტყვები რომლებსაც ახლა აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ააქვთ
-ანუ შემიძლია დავიტოვო, მაიც ჩაეკითხა ლიზა
-თუ მოგწონს რა თქმა უნდა
-ერთი თხოვნა შეიძლება? გაუბედავად დაიწყო ლიზამ, გარუჩამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია
-არ წაშალო რა, ძალიან გთხოვ
-თუ აქამდე არ წავშალე,მერეც არ წავშლი
-კარგი ბიჭი ხარ, გაუღიმა ლიზამ და ბუხრიან ოთახში გავიდა, ხელები ცეცხლს მიაფიცხა, გარუჩამ კი ცოტა ხანში ცხელი მოცვის ჩაი შემოუტანა ტყემლის მურაბასთნ ერთად
-არ მითხრა რო მურაბაც შენი გაკეთებულია, გარუჩამ გულიანად გაიცინა
-ზაფხულობით დამხმარე ქალი ამყავს და ამ ყველაფერს ის უვლის, ლიზასაც გაეცინა და მურაბის სიგემრიელე სახეზე სიამოვნებით დაეტყო, მერე გარუჩა გვერდით ჩამოუჯდა ლიზას
-ასე ადრე რატო ადექი?
-ვერ დავიძინე
-ჩემი სახლი არ მოგეწონა?
-რომ მომეწონა მაგიტო ვერ დავიძინე, ყველაფრის ნახვა მინდოდა, ისე აქამდე რატო არ ვარ აქ ნამყოფი?
-ბიჭები არიან ჩემი ხშირი სტუმრები, გაიმართლა თავი გარუჩამ
-ეტყობათ, ყველაფერი იციან სად რა არის
-მართლა ისეთი მოკრძალებული ჯვრისწერა გინდა როგორც გუშინ თქვი? გულწრფელად და გაკვირვებით იკითხა გარუჩამ
-ეს ასეთი დაუჯერებელია? რატომ მიყურებთ ისე თითქოს ფუფუნებაზე, ფულის ხარჯვაზე, გლამურზე, პომპეზურობაზე გადართული გოგო ვიყო? როცა ასეთი ნამდვილად არ ვარ, ერთი სიმშვიდის მოყვარული გოგო ვარ, არაფრით გამორჩეული, გუშინ რაც მოვისმინე ჩემზე თან გამეხარდა თან მეწყინა, ისეთი ტონი იგრძნობოდა თქვენს საუბარში თითქოს თავს გაბეზრებთ ჩემი არსებობით, თითქოს მე მიმაჩნია რომ თქვენზე რაღაცით მეტი ვარ და ჩემი ყვალა საქციელით გახსენებთ ამას, თქვენ კიდე რახან უკვე მეგობრები ხართ ჩემს ამ დამცინავ შეხსენებენს დიდსულოვნად ითმენთ, არა და ჩემზე საწყალი ალბათ სოფიც არ არის, მე ადამიანს პასუხსაც ვერ ვცემ ნორმალურად, იცი რამდენს გავულანძღივარ სულ უმიზეზოდ და მე ისიც კი ვერ მომიფიქრებია რა უნდა მეთქვა მათთვის, მორცხვად დამიხრია თავი,თითქოს მე ვყოფილიყავი დამნაშავე და წამოვსულვარ
-მერე ჩვენც მაგას არ ვამბობდით? გაუკვირდა გარუჩას
-არა თქვენ სხვა რაღაცას ამბობდით, თითქოს მე რობოტი ვიყო და ჩაპროგრამებული წესებით ვცხოვრობდე, მექანიკურად ვმოქმედებდე, ემოციების გარეშე
-მართლა სე გაწყენინეთ?
-უფრო გამიკვირდა ვიდრე მეწყინა
-იქნებ ყველამ თავიდან უნდა გაგიცნოთ?
-მეეჭვება, იმიტომ რომ მე სხვანაირი არასდროს ვყოფილვარ
-იცი ყოველთვის როგორი იყავი? ჩაეცინა გარუჩას, ლიზარაზუმ კი ინტერესით სავსე თვალები შაფეთა, თითქოს უსიტყვოდ ეუბნებოდა ვეღარ ვითმენ თქვი დროზეო
-შენთვის მთელი სამყარო რომ გეჩუქებინა, შენ საჩუქრის ლამაზად შეფუთვას მოითხოვდი
-არ არი მართალი, ეწყინა ლიზარაზუს
-გულწრფელად დაფიქრდი და მიხვდები, რომ ზუსტად მასეა
-მე ხომ მხოლოდ ის მინდა, ისე ვიცხოვრო, როგორც ამას ჩემი მე მთხოვს, რატომ არის ეს ასე ძნელი?
-იმიტომ რომ ყველანი ირგვლივმყოფების უაზრო მოსაზრებების ზეგავლების ქვეშ ვხვდებით, შეიძლება ჩვენი და ირგვლივმყოფების მოსაზრებები სულაც არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, თუმცა დომინანტად მაინც მათი აზრი ითვლება, უმრავლესობის ხარჯზე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, თუ ბევრი ფიქრობს შენგან განსხვავებით, მაგრამ ერთნირად, ითვლება რომ ისინი მართლები არიან, შენ კი უბრალოდ თავის გამოჩენა გინდა განსხვავებული აზრის გამოთქმით, ამ დროს გეუბნებიან კუმ გამოყო ფეხიო, იმის დასამტკიცებლად რომ მართლები არიან შესანიშნავ არგუმენტს გეუბნებიან, ასი კაცი რო გეტყვის შავზე თეთრიაო უნდა დაიჯერო რომ თეთრიაო! იმაზე კი არავინ დაფიქრებულა ვინ და რატომ თქვა ეს ფრაზები პირველად, იქნებ იმ ვიღაცამ მართლა დაინახა კუმ ფეხი როგორ გამოყო და ეს ხმამაღლა თქვა, ვიღაცამ კი წაუფილოსოფა და ამ უბრალო წინადადებას მაღალფარდოვანი ქვენა აზრი მოარგო, მეორეს რაც შეეხება, რაიმე თუ შავია, მამაზეციერმაც რომ მითხრას თეთრიაო, ის მაიც შავად დარჩება, მაგრამ რას იზამ ხალხია, ხალხი კი ყოველთვის ბრბოა ( იმედია არ მიწყენთ) მოესმათ ოთოს ხმა ზურგ უკან და მისი ცინიზმით თუ სარკაზმით სავსე მონოლოგზე გაეცინათ
-მშია, დააყოლა მის ნათქვამს ოთომ, ბუხრიან ოთახში ნელ-ნელა იყრიდნენ თავს, სითბო ყველას თავისთან იკრებდა, ცუდი ამინდი არ იყო, თუმცა იანვარში გინდა კარგი ამინდი იყოს გინდა ცუდი, მაინც ცივა, ყველა ფუსფუსებდა, ეჩქარებოდათ სახლებში, რესტორანში წასასვლელად უნდა მომზადებულიყვნენ, თუ არა და დაწყვიტავდათ ელე, ყველას ყავის ან ჩაის ჭიქა ეჭირა ხელში, თან ხელებსაც ითბობდნენ და თან ფხიზლდებოდნენ, ყავას და ჩაის ვინც რა მოძებნა იმას ატანდა, მთავარია დილის (გოგოებს) და ბახუსის (ბიჭებს) შიმშილი რაღაცით მოეკლათ, ლიზარაზუ ერთ კუთხეში იყო მიყუჟული, უცნაური ფორმის სკამე იჯდა რომელსაც წვრილი და გრძელი საზურგე ქონდა, გიომ გარუჩას თვალი ჩაუკრა და ლიზარაზუსკენ გაახედა
-ბლიცზე ზის, გაეცინა გარუჩას, ბიჭები სრული სერიოზულობით დაადგნენ ლიზას თავზე
-ბლიცზე ზიხარ, უთხრა გიომ დას, გოგოები გაკვირვებულები იყვნენ და ისინიც მიუახლოვდნენ ლიზას
-რა არის ბლიცი? შიშით იკითხა ლიზამ
-ჩვენ გეუბნებით სიტყვეს შენ კი სწრაფად ამბობ ასოციაციას, რაც ამ სიტყვისას გახსენდება
-არ არის აუცილებელი არისტოტელეს ფილოსოფია ჩააყოლო, გააფრთხილა ლიზა ავთუშამ
-დაიწყეთ, ამოიხვნეშა ლიზამ
-სარკე, თქვა მედიკომ გაბედულად
-ვისაც ვუყურებ ყოველ დღე და არასდროს ველაპარაკები
-მზე, (სოფი)
-რასაც პირველად ხატავენ ბავშვები
-ცხოვრება, (ნინი)
-რასაც ყველა ჩემს უიღბლობას ვაბრალებ
-სახლი, (ავთუშა)
-ადგილი სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, როცა არ ვარ მინდა დავბრუნდე
-დედამიწა, (ოთო)
-ბურთი რომლითაც ყველა ვთამაშობთ და ბურთი რომელიც ჩვენით თამაშობს
-ოჯახი, (გიო)
-შენ - ჩემს ცხოვრებაში მთავარი არსება, დედა - ვისი სიბერის და აღარყოფნის სიკვდილივისთ მეშინია, მამა - ის ვინც ჩემზე დიდი იქნება ყოველთვის
-გზა (გარუჩა)
-ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხ ქვეშ მაქვს და მაინც ვეძებ
-სიყვარული (მედიკო)
-მეორე წრეზე მივდივართ? ეს წესებით არ არის გათვალიწინებული, თქვა ლიზამ და წამოდგა
-მორჩა ჩემი დაკითხვა? კმაყოფილები ხართ პასუხებით?
-არისტოტელესეული არ იყო მაგრამ ლიზარაზუსეული ფილოსოფია იგრძნობოდა
-არ წავიდეთ?
-საჭეებთან ისევ გოგოები ვსხდებით!!!
რესტირანში ისევ ტრადიციული ქართული ქეიფი გაიმართა, აეროპორტშიც გააცილეს ბედნიერი წყვილი და ორდღიანი მოლხენის მერე სახლებში დაბრუნდნენ, დაღლილები თუმცა კმაყოფილები, კაკაურა და ელე კი ორი კვირით გაისტუმრეს, მაგრამ თავად მეორე დღიდანვე დაუბრუნდნენ ყოველდღიურობას, ცხოვრების ჩვეულ ნაცრისფერ რითმს, სამსახურუ - მოვალეობები, სახლი - მოვალეობები, ზამთარი და სიცივით გამოწვეული უმოძრაობა ამ აუტანელ ერთფეროვნებას უფრო აუტანელს ხდიდა. ჯაფარიძეებმა მედიკოს ოჯახი ოფიციალურად გაიცნეს, ჯერ მათთან იყვენ დაპატიჟებულები და შემდეგ ჯაფარიძეებმა მოიპატიჟეს, მაია მეცხრე ცაზე იყო სიხარულით, კი არ დადიოდა დაფრინავდა, მედიკოც ძალიან მოეწონა გულიც დაუმშვიდდა, ლიზასაც ელააპარაკა ამ საკითხზე, მისმა სიტყვებმა ეს კმაყოფილება გაუათმაგეს, მერე დაიწყო მომზადება, ყველა საღამოს აგიჟებდა გიოს, ახალ-ახალი საყიდლების სიით ხვდებოდა და თან თავს იმით იმართლებდა, რომ გიო ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რამდენი ჭირდებოდა ახალ ოჯახს, გიო რო ყვირილს იწყებდა მაია ემუქრებოდა მედიკოს დავურეკავ და იმას ვნახავ როგორ უყვირებო, დაანებე დედა თავი მედიკოს ყვიროდა ისევ გიო,მართალია მაია მედიკოს არ ურეკავდა, მხოლოდ შვილს აჯავრებდა, მერე ლიზარაზუმ დაამშვიდა გიო, მაია რომც აწამო მედიკოს მაინც არ დაურეკავსო, ხანდახან მე მეხვეწება დაურეკე და გაიგე როგორ არის ხო არაფერი ჭირდებაო და გიომაც ამოისუნთქა, თუ მაია ისევ მოუშლიდა ნერვებს და დაემუქრებოდა მედიკოს ვეტყვი ყველაფერსო, გიოს ეცინებოდა, მოეხვეოდა გაბრაზებულ დედას,თავზე კოცნიდა და ამით უფრო აჯავრებდა, შენ დამრეკავი და ჩამშვები მაინც არ ხარო.... ორივე ოჯახი ერთდროულად შეთანხმდა რომ ქორწილი არ გადაეხადა, ის ტანხა რომელიც ქორწილისთვის უნდა დაეხარჯათ მედიკოს და გიოს მისცეს ბინის საყიდლად, ეს უფრო ახალგაზრდების მოფიქრებული იყო და მშობლებმაც მოუწონეს შვილებს ასეტი პრაქტიკული გათვლა, ჯვრისწერისთვის კი გვიანი გაზაფხული აირჩიეს, მიუხედავათ იმისა რომ გაზაფხული თან გვიანი ჯერ კიდევ შორს იყო გიო და მედიკო ბინის აქტიურ ძებნას შეუდგნენ, მიუხედავათ იმისა რომ მაია ყოველდღიურად ეპატიჟებოდა მედიკოს მათთან სახში მედიკოს ძალიან ერიდებოდა სტუმრობა, მხოლოდ ერთხელ იყო მისული, ისიც იმიტომ რომ ლიზამ უტხრა დღესაც თუ არ მოხვალ მაია მე მომკლავსო, ლიზარაზუსთან კი ხშირად მიდიოდა სამსახურში, სოფისთანაც მოახერხა დამეგობრება, მისი სამსახურიც ახლოს იყო, შესვენებაზე გაურბენდა გოგოებს, ჩაის ერთად დალევდნენ, წაიჭორავებდნენ და მოუთმენლად ელოდნენ ელეს და კაკაურას დაბრუნებას, მათი ახალი სახლის ნახვაც აინტერესებდათ და ელეს ლაქლაქა საუბარიც ძალიან მოენატრათ, ჩამოვიდოდა ახლა ახალი შთაბეჭდილებებით აღფრთოვანებულ დაფრთოვანებული და უამრავ სისულელეს იტყოდა, საქუქრებსაც ჩამოიტანდა, ლიზა ამ ფიქრებში ისე იყო გართული მისი მოჩვენებითი დეპრესია სულ დაავიწყდა, თავის კაბინეტში იჯდა, ის დრო იყო მედიკო უნდა მოსულიყო და ლიზა ხელში ტელეფონს ათამაშებდა, სოფი ოთოს ხვდებოდა, მედიკო მი რატომღაც იგვიანებდა, ქვევითა სართულზე კი ჩოჩქოლი ატყდა
-ვერ შეგიშვებთ ქალბატონო... არ შეიძლება... რას აკეთებთ.... დამეხმარეთ თუ შეიძლება... ლიზა ოტახიდან გამოვიდა და კიბის თავიდან გადაიხედა, დაინახა მოლარე გოგონა როგორ ებრძოდა გამწარებულ ქეთის, რომელიც მეორე სართულზე ცდილობდა ასვლას
-ლან, გამოუშვი, სთხოლა ლიზამხმადაბლა თანამშრომელს, მერე დამსწრე საზოგადოებას მიუბრუნდა
-ბოდიშს გიხდით შექმნილი გაუგებრობისთვის, ქეთი შენ კი გთხოვ ამოდი ჩემს ოთახში, ქეთიმ კიბეები სირბილით აიარა, დანარჩენები თავიანთ საქმეებს დაუბრუნდნენ
-თუ ჩემი ნახვა გინდოდა შეგეძლო დაგერეკა და ასეთი ცირკი არ მოგეწყო, მე აქ ვმუშაობ და თან ხომ არ ვიმალები? მკაცრად უთხრა ლიზამ
-შენ ძმასთნ უკვე რამდენი ხანია ვცდილობ დარეკვას, ტელეფონზე არ მპასუხობს, მასთან სამსახურში არ მიშვებენ, რაღაც ამბები გავიგე მართალია? გამწარებულმა იკითხა ქეთომ
-დაჯექი, მიუთითა ლიზარაზუმ სკამზე
-დალევ ჩაის ან ყავას ან სხვა რამეს?
-წყალი თუ შეიძლება, თქვა ცოტათი დამშვიდებულმა ქეთომ და ლიზამ ჭიქა გაუწოდა
-სად არის გიო?
-სამსახურში
-რაც გავიგე მართალია?
-გააჩნია რა გაიგე
-ის რომ ცოლი მოყავს
-კი მართალია
-მერე? წამოწითლდა ქეთი
-რას ნიშნავს მერე? ვერ გაიგო ლიზამ
-მერე მე? ისვე დასვა გაუგებარი კითხვა ქეთიმ
-ორი წუთის წინ არ თქვი ტელეფონზე არ მპასუხობსო? ისიც დაგიდასტურე რომ ცოლი მოყავს და დასკვნა შენით უნდა გამოიტანო, ეს არც ისე ძნელია
-არაკაცია შენი ძმა, და არ შევარჩენ ჩემ გამწარებას, არ გავახარებ, იმ გოგოს ვნახავ და ყველაფერს ვეტყვი, მოვუყვები რა არაკაცზე აპირებს გათხოვებას
-რატომ არის გიო არაკაცი? რადგან ცოლი მოყავს?
-მე ხომ ის მიყვარს?
-ქეთუშ, მასე გიო კიდე ბევრ გოგოს უყვარას, მაგრამ ეს მის არაკაცობას არ ამტკიცებს, თუ რაიმე სხვა არგუმენტი არ გაქვს, გთხოვ გიოსაც და მის საცოლესაც თავი დაანებო
-იმის მერე რაც ჩვენს შორის იყოეს როგორ გამიკეთა? არ შევარჩენ, ცხოვრებას გავუმწარებ
-და რა იყო თქვენს შორის? ფიზიკური ურთიერთობა? სიყვარული? ვნება?
-მე შენი მიკვირს რომ ვერ მიგებ, გადავიდა სხვა თემაზე ქეთი
-შენც ხომ გოგო ხარ?
-ქეთი მომისმინე,მე არ ვიცი გიოს შენთან რა ურთიერთობა ქონდა, მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, შენ არავითარი უფლება არ გაქვს არაკაცი ეძახო და ცხოვრების გამწარებით დაემუქრო, მე ხომ გიოს ვიცნობ, შეიძლება ბევრი რამე ეშლება მაგრამ ქალებთან ურთიერთობა არა, მე მგონი ძალიან ლამაზად და დროულად დაგშორდა და შენ უბრალოდ ამის აღიარება არ გინდა, ხანდახან ბედს უნდა შეეგუო ადამიანი, სულ ერთი წუთით დავუშვათ, რომ გიომ თავბრუ დაგახვია, ოცნების კოშკები მოტყუებით აგიგო, გამოგიყენა და მერე დაგტოვა, ქეთი ამ ყველლაფერზე ლიზას თავს უქნევდა და ლიზას ეს სახალისოდ ეჩვენებოდა
-ამით მერე რა? ყველა ბიჭი ასე იქცევა, თუმცა არ ვამბობ რომ ეს კარგია, კიდევ ერთხელ გიმეორებ რომ არ ვამბობ რომ ეს კარგია... ,მერე რა თუ საქსი გქონდათ? ეს არავის ავალდებულებს დაქორწინებას, მართლა ვერ ვხვდები ან გიოსთან ან ჩემთან რა გინდა?
-ამას იმიტომ მეუბნები რომ მე არ მოგწონვარ, იმიტომ რომ გიოს და ხარ და შენ გამოუტენე ათასი სისულელით თავი, თორე გიო ჩემთან შესანიშნავად გრძნობდა თავს, აბა ერთი შენზე იყოს ლაპარაკი, მაშინ თუ იქნება ეს ყველაფერი უმნიშვნელო?
-ღმერთმა დამიფაროს ასეთი რამე გავაკეთო, ნამდვილად არ მომწონხარ, ამას არ ვმალავ და არც ადრე ვმალავდი, აქ ჩემი შენდამი დამოკიდებულება არაფერ შუაშია, თუ დამიჟერებ გიოს გეფიცები, მასთან შენზე ცუდად არასდროს მილაპარაკია, მაგრამ ერთი პატარა დეტალი უნდა გაითვალისწინო ახლაც და მომავალშიც დაგჭირდება, გაიგე უკვე შექმნილი და მრავალწლიანი ოჯახები ინგრევა და მე ამას არ უნდა გიხსნიდე შენც კარგად იცი და აქ შენი და გიოს ურთიერთობა რა მოსატანია? შეეგუე რომ გიოსთან არ გამოგივიდა, იცი ქეთ მე და შენ დიდი გოგოები ვართ და საკუთარ საქციელზე პასუხისგებაც უნდა შეგვეძლოს, მე ეს შემიძლია, შენ კი როგორც ჩანს არა, ქეთი გაბრაზებული უსმენდა მშვიდათ მოსაუბრე ლიზას
-კიდე იცი რა მინდა გაიგო? არავინ არავის წინაშე არაფრით ვალდებული არ არი, შენთვის გიოსთან ურთიერთობა არავის დაუძალებია, გაიძულა გიომ რაიმე შენი ნება-სურვილის საწინააღმდეგოთ გაგეკეთებინა? ქეთიმ უარის ნიშნად თავი გაიქნია
-აბა რატომ უნდა გაუმწარო ცხოვრება?
-ჩემი შვილი ხშირად კითხულობს, წამოუვიდა ცრემლები ქეთის
-ეგ ბოდიში მაგრამ შენი პრობლემაა, მე მეცოდება შენი შვილი, იმიტომ რომ გიოს მიეჩვია და ახლა ენატრება, მაგრამ ისეთ ასაკშია მალე გადაუვლის, ჩემი პირადი თხოვნა იქნება, რომ თუ გიოსნაირი ბიჭები კიდევ იქნებიან შენს ცხოვრებაში, ისინი სანდროს არ გააცნო, ცოდოა, ბავშვის ფსიქიკა ბევრს ვერ გაუძლებს
-საიდან იცი რომ სანდრო ქვია? და რამდენი წლისაა?
-მე და გიო კარგი მეგობრები ვართ
-იქნებ ორსულად ვარ? გამოიყენა ბოლო ხრიკი ქეთიმ
-არაუშავს, თუ ბავშვის გაჩენას გადაწყვეტ, ასევე დეენემის ტესტი თუ დაადგენს რომ ბავშვი გიოსია, ის ბავშვს გვარს მისცემს და იზრუნებს საკუთარ შვილზე და არა მარტო მასზე, მაგრამ ცოლად მაინც არ მოგიყვანს და არც მე მიმაჩნია ორსულობა ქორწინების აუცილებელ პირობათ, ისიც ძაან მეჭვება რომ ორსულად იყო, ისევ აუღელვებლად საუბრობდა ლიზარაზუ და ქეთი ამან სულ გამოიყვანა მოთმინებიდან
-გადაეცი რომ მნახოს თორე თავს მოვიკლავ და არ ვხუმრობ, ეს ერთხელ უკვე ვცადე
-როგორც ჩანს კარგათ არ გიცდია რახან აქ დგახარდა მელაპარაკები
-გადაეცი! იყვირა ქეთიმ და სკამიდან წამოხტა
-პირადად მე ვფიქრობ რომ შენი ნახვის აუცილებლობა არ არსებობს,მაგრამ მე გადავცემ, გპირდები, ქეთი გასასვლელისკენ შებრუნდა და თან თავისთვის ბურტყუნებდა
-ცივი, ფრიგიდული, მარტოხელა ქალიშვილი, რომელიც არავის მოსწონს... ეს მასწავლის როგორ უნდა დავიბრუნო თუ შევეშვა კააცს? ჯერ კიდე არ მიცნობენ ეს დაძმანი
-მადლობა ქეთი... მიაძახა ლიზარაზუმ როცა ყური მოკრა მის ბუზღუნს...
-მე მთელი გულით მინდოდა სწორად გაგეგო ყველაფერი, შენ კი როგორი ქარაფშუტა გოგოც იყავი ისეთად დარჩი, თუმცა რა მიკვირს? ქეთიმ ერთი ალმაცერად გამოხედა ლიზას და გზა ისევ ბუზღუნით გააგრძელა, ლიზა ვერასოდეს ხვდებოდა რატომ ქონდათ ქეთისნაირ გოგოებს დიდი ამბიციები და უზომოდ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, თითქოს მთელი სამყარო მათთან ვალში იყო და ყველას მათზე უნდა ეზრუნა, ქუჩაში როგორ დადიან ეს გოგოები? ცხვირაწეულები, მიწას არც კი უყურებენ, რა მათი საქმეა მიწის ყურება, დედამიწა ხომ იმის ღირსიც კი არ არის მათი ტერფები ეხებოდეს.... ამდენ ამპარტავან და თავისთავზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს როგორ იტევს ეს საცოდავი დედამიწა? კარგია რო მედიკო არ შეესწრო ამ სცენას, თუმცა რომც შესწრებოდა რა? ლიზა თავის სავარძელში ჩაჯდა, ფანჯრისკენ შეტრიალდა და ახლად დასხმულ ცხელ ჩაის ჭიქას მოუჭირა ხელები, სასიამოვნო სურნელმა შეუღიტინა როცა ჭიქა ტუჩებთან მიიტანა, ეს იმ ბავშვს როგორ გაზრდის? დაებადა უცებ სრულებით ბუნებრივი კითხვა ქეთისთან და მის შვილთან დაკავშირებით, რა უნდა მისცეს მისნაირმა დედამ შვილს? ისე რა ჩემი საქმეა, იქნებ შესანიშნავი დედაა, მაგრამ.... ბიოლოგიურად რომ ვთქვათ, ბავშვს ინტელექტის 90% დედისგან გადაეცემა გენეტიკურად, მერე თაობების დეგრადაციას კომპიუტერს და ტექნოლოგიურ განვითარებას დააბრალებენ, ტექნიკური მიღწევები რა შუაშია? მშობლები ვერ ასწავლიან შვილებს რა როგორ უნდა გამოიყენონ და მერე თვითონ წუწუნებენ
-ქეთი იყო მოსული? დავინახე როგორ გადიოდა მაღაზიიდან, გაკვირვებული ხმით იკითხა სოფიმ და ლიზას ფიქრები გააწყვეტინა
-კი იყო მობრძანებული, შემობრუნდა ლიზა
-რა მინდაო? ჩამოჯდა სოფი და ნიკაპი ხელის გულზე ჩამოიდო ინტერესით
-გაუგია გიოს რო ცოლი მოყავს, საქმეების გასარჩევად მოვიდა, არ გავახარებ, გავამწარებ, თავს მოვიკლავ და ორსულად ვარო
-რა ვარო? სერიოზულად?
-მე რა ვიცი, ვკითხავ გიოს საღამოს
-მერე?
-ვაი მე შენც ნუ დაიწყებ, ქეთიც სულ მაგას მეკითხებოდა მერე, მერეო... ნუ იყოს ორსულად, რა ვუყო მე? მე ხომ არ გამიკეთებია ის ბავშვი? ნე რა პასუხი უნდა გამეცა ან შენ რას მეკითხები?
-მაინც რას ფიქრობ?
-ჯერ ორსულადაა თუ არა ისიც დასადგენია, თუ ასეა ვისგანაა, თუ ბავშვი გიოსია მაშინ მოუწევს ჩემს ბედოვლათს ალიმენტების ხდა
-ცოდოა ბავში, ის რა შუაშია? იმას მამა უნდა ალიმენტები კი არა
-საულ ნუ გამაგიჟებ სოფი, ჩემი მოსაზრებები ამასთნ დაკავშირებით ძალიან კარგად იცი
-უგულო ხარ!
-მადლობა დღეს მეორედ მეუბნებიან ამას, არ გინდა თემა შევცვალოდ? სად დაძვრები შენ ოთარასთან ერთდ? ისიც კაი ცუღლუტი, ჩამოვიდეს შენი მული, მოგიწყობთ დაკითხვას ერთიანი ძალებით, სოფიმ დაიმორცხვა და ოთახიდან გავიდა
-არ გეწყინოს ახლა პატარა ბავშვივით, და საერთოდ ჩემი ოჯახის შესახებ შეიძლება ყველაფერზე ვილაპატაკოთ და საქმე შენზე რო მიდგება მირბიხარ, რა კითხვის დასმაც არ შეიძლება?
-არა! თავი გამოყო კარს იქედან სოფიმ
-ო, ო, ო, ჩემთვის ეგ პრობლემა არ არის, მაგრამ ელეს როგორ დაუძვრები მაგასაც ვნახავ, შეხვედრების, კოცნების და ასეთების რაოდენობის დათვლას რომ დაგიწყებს მერე ვინ გიშველის?
-ნუ მაშინებ, გამოსძახა მეორე ოთახიდან სოფიმ
-არ გაშინებ, გაფრთხილებ, ვითომ ელეს არ იცნობდე, რას მალაპარაკებ ამდენს?
-არ ეცლება ჩემთვის, კაკაურა დააოკებს მის მოჭარბებულ ენერგიას, ორივეს სიცილი აუტყდათ, მაღაზიას რომ კეტავდნენ, ოთო გარეთ ელოდებოდათ
-თექვსმეტი წლის ბიჭივით ხარ ატეხილი, შუადღეს არ ნახე? გაახელა ლიზამ ოთო
-შენი ძმისგან ვიღებ მაგალითს
-კარგი ხელს არ შეგიშლით, არ ჩაჯდა ლიზა მანქანაში
-ჩაეგდე მანქანაში! გაუჯავრდა ოთო
-ელემ დარეკა სამ დღეში მანდ ვიქნებიო, თქვენ გთხოვათ მიხვიდეთ კაკაურას მშობლებთან, მათი ახალი სახლის გასაღები გამოართვათ, დამლაგებელი დაიქირაოთ და სახლი მათი ჩამოსვლისთვის მოამზადოთ
-ჩვენ რატო? მისი დედამთილი ვერ იზამს მაგას?
-ზუსტად გითხრა მაგასთან დაკავშირებით რა თქვა? გაეცინა ოთოს
-რაო?
-არ მინდა იმ ბებერმა კუდიანმა კუნჭჲლ-კუნჭულ გადაქექოს ყველაფერიო
-გასაღები ხომ ისედაც მას ააქვს და რა შეუშლიდა ხელს?
-ბინას ორი გასაღები აქვს, ერთი მე მაქ მეორე იმ ქალს, კარები კი ორივეთია ჩაკეტილი
-შენი და არის შეშლილი, როგორ შეიძლება ეგეთი რამე? არ შერცხვა რა სისულელე გაუკეთებია? რას იფიქრებს ის ქალი?
-ეგ ქალური სისულელეები რო ჩამოვა მასთანვე გაარკვიეთ, მე ნუ მეჭედავთ ტვინს, და აი შეც სახში ხარ, გიოს უტხარი გამომიაროს კაი?
-ტელეფონს, კომპიუტერს, ფაქსს ან ინფორმაციის გამავრცელებელ რაიმე მოწყობილობას ვგავარ? გაბრაზებულმა თქვა ლიზამ და ოთოს გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა
-დღეს ყველა რაღცას მაბარებთ გიოსთან, ტელეფონი რისთვის გაქ? დაურეკე! უყვირა ლიზამ და მანქანიდან გადავიდა, ოთომ ფანჯარა ჩამოწია
-რა დღეში გაქ ახალგაზრდა გოგოს ნერვები? ოღონდ არ დამხვრიტო და მე თვითონ დაურეკავ, ან საერთოდ გამოვალ დღეს თქვენთან
-კარგი იქნება, უთხრა ნაღვლიანად ლიზამ
-რა მოხდა? გაუკვირდა ოთოს
-რო მოხვალ გეტყვი, წაიყვანე ეხლა შენი პრინცესა ციხესიმაგრეში....
ოთოს მანქანა ეზოდან გამოვიდა და ლიზამ თვალი გაყოლა, გარუჩას მოკრა თვალი სახელოსნოს ფანჯრიდან უყურებდა, ხელი დაუქნია, ყავის ჭიქაზე მიანიშნა შემო დავლიოთო, ლიზამ უარყოფის ნიშნად თვი გაუქნია, გარუჩამ ნიკაპს ქვემოთ იბჭკინა გთხოვო ლიზაც სახელოსნოსკე წავიდა, კარები გარუჩამ გაუღო
-როგორ ხარ კრასავიცა?
-დაღლილი და ტვინაფეთქებული, დაიჭყანა კარებში ლიზა
-შემო რატო დგახარ?
-ვერ შემოვალ გარუჩ ძალიან მშია და მეძინება, ამო ჩვენთან გიო რო მოვა მერე, ოთომაც გამოვალო, ყავა კიდე ჩვენთან დავლიოთ, უფრო სწორად ივახშმებთ კარგი?
-კაი, გაუღიმა გარუჩამ
-მამა როგორ არი? მიუბრუნდა უკვე შემობრუნებული ლიზა გარუჩს
-არა უშავს რატო მეკითხები?
-ისე, უბრალოდ, დიდი ხანია არ მინახია, ერთი სიტყვით საღამოს გელოდები და მამა მომიკითხე, ხო სულ მინდოდა მეკითხა, ფირფიტა მოგეწონა? გარუჩამ მორცხვად ჩახარა თავი,
-მომეწონა ლიზ, ძალიან მომეწონა და მერიდება, იმის რომ....
-რომ არ მდომოდა არ გავაკეთებდი, გააწყვეტინა ლიზამ
-იცი ყველაზე მეტად რა მაბედნიერებს? როცა ადამიანებს სიხარულს ვჩუქნი, როცა მაქვს ამის საშუალება...
-გასაგებია, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
-დიდი არაფრის, ლიზა ნელი ნაბიჯით, უჩვეულო კმაყოფილებით და ენერგიით აუყვა კიბეებს, საჭმელი ჭამა და თვალებშიც გამოიხედა, მერე ტახტზე წამოწვა, თავი დედას ჩაუდო კალთაში და მშვიდად ჩაეძინა, უნდოდა გიოს დალოდებოდა, დედას თხოვა გიოსთან ერთდ ბიჭებიც მოვლენ და გამაღვიძეთო... ოთომ გზაში კითხა სოფის ლიზას რა დაემართაო? სოფიმაც ქეთი იყო მოსულიო, ოთო ძაან გაბრაზდა ეგ ჩათლაშკა გოგო როგორ აიკიდაო, სოფი რომ მიიყვანა და სახში დატოვა, გოის დაურეკა, დროზე სახში მოეთრიეო, გიოს გაუკვირდა რა გჭირსო კი კითხა მაგრამ ოთოს არაფერი აუხსნია ტელეფონზე, ეზოში ელოდებოდა გარუჩასთან სახელოსნოში და როცა გიოს მანქანა ეზოში შემოვიდა, ორივე სახელოსნოდან გამოვიდა
-რა მოგივიდა? გაკვირვებულმა კითხა გიომ
-რა და შენი ჩათლაშკა იყო მისული დღეს გოგოებთან მაღაზიაშიიიი, მადლობა თქვი მედიკოც რო არ იყო თორე დედა გეტირებოდა
-წამო სახში ვილაპარაკოთ
-კიდე დავითას ძმაკაცებს უნდა ჩვენი ნახვა დაამატა გარუჩამ
-მაგათ რაღა უნდათ? აიღრინა გიომ
-მაკვირვებ რა, “სვაბოდაზე” რო ვართ ეგ არი გასაკვირი, ის კი არა მაგის “შესტიორკებს” რო უნდათ ჩვენი ნახვა, გაეცინა გარუჩას
-რო ვცემეთ მაგის გამო? და ეგენიც უნდა ვცემოთ? თუ რა უნდათ?
-მკურნალობის ფულს ხო არ გვთხოვენ? გაეცინა ოთოს
-დავითასგან რა გასაკვირია? აიჩეჩა მხრები გარუჩამ
-უბანში იყვნენ მოსულები? იკითხა გიომ
-ხო
-ვაა როგორ გაბლატავებულან, წამოხვალთ თუ არა ჩემთან? გავიყინე, სახლში რომ ავიდნენ ქალბატონმა მაიამ მაგიდა გაუწყოთ, ყველანი მოშიებული იქნებითო, ლიზა მძინაერე სახით შევიდა სამზარეულოში, გიო ფეხზე წამოდგა, გადაეხვია, აკოცა და ყურში ჩასჩურჩულა დღეისთვის მაპატიოე, ლიზამ თვალი ჩაუკრა და გაუღიმა, გიოც მიხვდა რომ გაბრაზებული არ იყო, სამზარეულოდან ქალბატონი მაია კი გავიდა მაგრამ, პრობლემებზე არ ულაპარაკიათ, მითუმეტეს ბიჭებს კრინტი არ დასცდენიათ დავითაზე, თორე ლიზა გადაერეოდათ, მერე ოთახში შეიკეტნენ და მოუშორებელი ჭირის ქეთის საკითხი გაარჩიეს
-რა ორსულად? შეხედვით თუ ვინმე ორსულდება არ ვიცი და მე მაგასთან არ ვწოლილვარო ხარხარებდა გიო, ერთი სიტყვით ქეთის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ლიზამ თხოვა მედიკო მაინც გააფრთხილე, ჩემთან თუ მოვიდა იმასთანაც არ მივიდეს და გული არ გაუხეთქოსო, ბიჭები დასცინოდნენ სულ შენ როგორ უნდა ეხვეოდე შარში და შარს სულ გოგოების სახელები როგორ უნდა ერქვასო, მერე ოთოზე მიდგა ჯერი, ეს ისეთი შეყვარებულია ყურებიც კი უწითლდება როცა სოფიზე ფიქრობსო, ისუბრეს იცინეს, ოთომ ელეს ბინის გასაღები დაუტოვა ლიზას და დაიშალნენ.
როცა ქარია, ცაზე სრულდება ღრუბლების არია, ახლაც ასეა და ლიზარაზუ ცაზე ღრუბლების სიმფონიას ადევნებს თვალს, ზის და როგორც თვითონ უყვარს ხოლმე თქმა როცა ასეა ჩაფიქრებული, ფეხშიშველ ოცნებებს ასვენებს, აჩერებს ოცნებებს სათუთს და ნაფერებს, გული წყდება რომ სამყარო ისეთი არ არ არის როგორიც მან გამოიგონა ოცნებებში და ცხოვრებაც რომ უჭირს მისი ბრალია, ტელევიზორია ჩართული და ლიზას ყური მოსჭრა სიტყვებმა „დარწმუნებული ვარ და გული მტკივა იმაზე, რომ ვინც ომში არ არი ნამყოფი ყველას გონია, ომი მხოლოდ ავტომატით უაზრო სირბილია, ომი კი ომია, ვერავინ ვერ გაიგებს და არც მე ვეცდები არავისთვის იმის ახსნას თუ რა არის ომი, ომი ნერვების გამოცდაა...“ ტელევიზორში ამას სათნო სახის შუა ხნის მამაკაცი ამბობდა, ბატონი ლევანიც იბრძოდა აფხაზეთის ომში და ლიზას არასოდეს უფიქრია თუ რა იყო მამასთვის ომი, ცოტა შერცხვა და მიხვდა რომ ამ ფაქტისთვის სათანადო ყურადღება არასდროს დაუთმია, მოუნდა მამასთან ამაზე საუბარი, მაგრამ გადაიფიქრა, წარსულის აჩრდილებს არ ავადევნებო, ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოს ქვეყნიერება დაუღალავად ემზადება თვითმკვლელობისთვის და უაღრესი გულმოდგინებით ანგრევდა თავისავე ოცნებებს, ადამიანებზე გაბრაზდა, სამყაროში ყველა ვიღაცას ემტერება, ლომი ანტილოპებს ხოცავს, ობობები ბუზებს, მელიები ქათმებს, მაგრამ რომელი მიწიერი არსება ომობს განუწყვეტლივ და თან თავის მსგავსსა და ნათესავს? ადამიანები! რომლებმაც მოიგონეს სიყტვები: სიყვარული, სიკეთე, ქველმოქმედება. რომელ ცხოველს ააქვს თვითმკვლელობის სურვილი და მოჰყავს კიდეც მისი სურვილი სისრულეში? ადამიანს! რომელმაც მოიგონა მარადისობა,ღმერთი და აღდგომა, ამისგან კი დასკვნა ერთია წინააღმდეგობებისგან ვართ მოქსოვილნი, რადგან ყველა უბედურებას მაშინ მიეცა საბაბი როცა აზროვნების უნარი შევიძინეთ! ავხორცობისა და ღორმუცელობის ნეტარება რომ გვეკმარა, არაფერიც არ მოხდებოდა, ვიღაცა ჩვენზე ცდებს ატარებს, მაგრამ საბოლოო შედეგი ჯერ არ ჩანს, ხმას არ ვიღებთ რადგან, თურმე საცდელ ცხოველებსაც გვაქვს ყოვლად უფუნქციო გრძნობა „სიამაყე“ იცით კიდევ რა ეძლევა ადამიანს და მხოლოდ ადამიანს? სიცილი და ტირილი, აგრეთვე თავდავიწყება, თავდავიწყება არყით, ღვინით, ფილოსოფიით, ქალებით, იმედით და სასოწარკვეთილებით, არის კიდევ ერთი რამ რაც ადამიანისთვის და მხოლოდ ადამიანისთვის არის ცნობილი - ის რომ მოკვდება! ეს ცნობა შხამივითაა, შხამსაწინააღმდეგოდ კი ფანტაზია ეძლევა, დანარჩენი ცოცხალი არსებებიც რეალურები არიან,მაგრამ არ იციან რომ სიციცხლე ნათხოვარი აქვთ და ადრე თუ გვიან დაბრუნება მოუწევთ, ადამიანმა კი იცის და მაინც ამბობს, შეინავარდე, სულო იფრინე, გულს ნუ გაიტეხ, ადამიანებმა ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ რა რომ ვიცით? ჯობდა არ გვცოდნოდა, ამ ცოდნით უკვდავები გავხდით თუ გვიადვილდება სიკვდილი??? გიოს ელოდებოდა, ელეს დასახვედრად უნდა წასულიყვნენ აეროპორტში, გიომ დაურეკა ვერ მოგისწრებთ მე და მედიკოო, პირდაპირ აეროპორტში მოვალთო, ოთარასაც არ სცალია და გარუჩა წამოგიყვანსო, ლიზამ მისი ოთახიდან გადახედა გარუჩას სახელოსნოს, იქ იყო, მუშაობდა, თბილად ჩაიცვა დედას დაუბარა დღეს გვიან ვიქნებით სახში და დაიძინეო, დედამ გასვლის წინ აკოცა და გიოს მიხედეო თხოვა, ლიზამაც გაიხუმრა ჩემი მიხედვა აღარ ჭირდება ყავს უკვე მიმხედავია. სახელოსნოს კარები კაკუნის მერე შეაღო, ღიმილიანი გარუჩა შეეფეთა
-ჯერ ადრეა, გაუკვირდა ლიზას ნაადრევი ვიზიტი
-ისედაც მოდიოდი თუ ჩემს გამო უნდა მოწყდე საქმეებს? შეწუხებული ხმით იკითხა ლიზამ
-ისედაც მოვდიოდი
-ჯერ ადრე კია მაგრამ რამოდენიმე დღის წინ ხომ დამპატიჟე ყავაზე? ხო და ეხლა ვღებულობ შენს შემოთავაზებას
-დაჯე, რატო ხარ მოწყენილი? გამომცდელად გახედა გარუჩამ
-არ ვიცი, მხრები აიჩეჩა ლიზამ
-ყველას უკვე საკუთარი საქმეები გაუჩნდა, თითქოს ერთიანები არაღ ვართ, ყველა ცალ-ცალკე აღმოვჩნდით, ელე კაკაურასთან, ოთო სოფისთან, გიო მედიკოსთან, მე.... აქ ლიზა გაჩუმდა, თავი ისე გაიქნია თითქოს უაზრო ფიქრებისგან უნდოდა გონების გათავისუფლებაო
-არ გინდა ხო რო გავიზარდოთ? რაც უფრო დიდები ვხდებით, მით უფრო ბევრი პირადი საქმე გვიჩნდება, მეტი მოვალეობები და პასუხისმგებლობები გვემატება
-ხო, გაუღიმა ლიზამ და გვერდით დაუდგა გარუჩას რომელიც ყავის ჭიქაში უკვე ცხელ წყალს ასხამდა
-მომე მე გავაკეთებ, შეანათა თვალები ლიზამ და გარუჩამ ჩაიდანი მაგიდაზე დადგა, მერე ორი ნაბიჯით უკან დაიხია და მისი ადგილი ლიზას უსიტყვოდ დაუთმო, ლიზამ ამოიხვნეშა
-გიოზე დარდობ?
-გიოზეც....
-ჩვენ დავითა გავლახეთ, ბავშვურად, მოულოდნელად და არაკონტექსტურად თქვა გარუჩამ,
-მაშინ არა მე და ელე სოფისთან რო დავრჩით?
-არ გაგიკვირდა?
-მივხვდი, მაგრამ მეგონა უბრალოდ დაელაპარაკებოდით
-იქ დავითამ რაღაც თქვა რისი გარკვევაც მინდა და შეიძლება?
-ეს რაღაც მე და შენ გვეხება?
-დავითამ მითხრა რომ შენ ჩემი არასოდეს გახდებოდი და გიო მეც ისე მომექცეოდა როგორც მას მოექცა, რას გულისხმობდა? რატომ გაუჩნდა ის აზრი რომ....
-არ ვიცი! ეს თუ ძალიან გაინტერესებს თვითონ მას კითხე, გააწყვეტინა ლიზამ
-მე შენ გეკითხები
-მე კი პასუხის გაცემას ვერ მოვახერხებ
-დავითას რაც უთხარი ტყუილი იყო?
-ქალები არასოდეს ტყუიან გარუჩ, ისინი იგონებენ სიმართლეს, რომელიც იმ წუთში სჭირდებათ, ორივეს გულიანა გაეცინათ და გარუჩა მის საქმიანობას მიუბრუნდა, ლიზა სავარძელში მოკალათდა და ინტერესით დაიწყო გარუჩას თვალთვალი, ის მშვიდად და აუღელვებლად აკეთებდა რაღაცას, ლიზას კი სახელოსნოს სუნი მოსწონდა, გარუჩა კმაყოფილი იყო ლიზას იქ ყოფნით
-ლიზარაზუუ, მე ეს პატარა ფიგურები უნდა გავლაკო, აქ მძაფრი სუნი დადგება და შეწუხდები, მორიდებით და შეპარვით თხოვა რომ ლიზას დაეტოვებინა
-შენ რას შვები ხოლმე?
-მე მიჩვეული ვარ, თუ ძალიან გამიჭირდა ნიღაბს ვიკეთებ
-ორი ნიღაბი არ გაქ? გაუღიმა ლიზამ და სავარძლიდან წამოდგა, გარუჩამ უსიტყვოდ გაუწოდა უცნაური ფორმის ნიღაბი, როცა მიხვდა რომ ლიზამ თავი და ბოლო ვერ გაუგო, მისი ხელით გაუკეთა და გაეცინა, ლიზამ პატარა სარკეში ჩაიხედა, მერე გარუჩას შეხედა მასაც გაეკეთებინა უცნაური ნიღაბი და ლიზას სიცილი აუტყდა
-ქიმიური ლაბორატორიის მუშებს ვგაგართ
-გიხდება რა გაწუწუნებს?
-ვისთვის და რას აკეთებ გარუჩ?
-ჩემი ნათესავები ესპანეთში ცხოვრობენ და იმათ მეგობრებს ვუკეთებ ეზოს მოსართავათ გნომებს
-იქ ვერავის გააკეთებინეს?
-ჩემსავით იაფად ვერა....
-იაფს რას ეძახი?
-ჩემმა მატერიალურმა მდგომარეობამ დაგაინტერესა??? შეათამაშა წარბები გარუჩამ
-ათ ცალ გნომში სამიათას ევროს მიხდიან
-და მაგას ეძახიან იაფს? ერთ გნომში სამას ევროს იხდიან? მეც მასწავლე ეგეთი ხელობა, გაუკვირდა ლიზას
-შეიძლება მე გავლაკოოო? მიუცუცქდა გვერდით გარუჩას და ხვეწნით და მუდარით სავსე თვალები შანათა
-თუ გააფუჭებ სამას ევროს მომცემ? ლიზამ საპასუხოდ მწარედ უჩქმიტა მკლავზე გარუჩას, მან ლაქში დასველებული ფუნჯი მისცა, წინ დაიყენა ლიზა, თავი მხარზე ჩამოადო ორივე ხელებზე მოჰკიდა ხელები, მჭიდროდ ჩიხუტა და თავისი ხელით მოახატინა პატარა კაცუნას ფიგურა, ლიზა პერიოდულად იცინოდა, როცა დაამთავრეს ლიზამ ნიღაბი საწრაფოდ მოიძრო, გარუცას შემოეხვია
-რა მაგარი ვარ, ნახე რა ლამაზია, ეს ოთხას ევროს გაყიდე, ჩემი გაკეთებულია მაინც... ან ნახევარი მე მომეცი ამის სამასიდან... შეიძლება კიდე დაგეხმარო ხოლმე?
-ასე ძაან რა მოგწონს? შენ ეს ეთი გააკეთე და ისე ეს ძალიან დამღლელია იცი?
-ვიცი, უფრო სწორად ვხვდები, ეს შრომა შენ ხელებსაც ეტყობა, ფრთხილად შეეხო ლიზა გარუჩას ხელებას
-ახლა რომ გაკოცო ძალიან გაბარზდები? კითხა გარუჩამ ისე რომ ლიზას თვალებში უყურებდა, მან ცივად გაშვა ხელი რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, სავარძელზე დადებული მოსაცმელი აიღო, ჩაიცვა და სახელოსნოს კარები გამოაღო
-ეს უკითხავად რომ გაგეკეთებინა არ გავბრაზდებოდი, პირიქით... უთხრა ღია კარებში მდგარმა ლიზამ გარუცას და კარები მეორე მხრიდან მიიხურა
-ჯანდაბა... ხმამაღლა იყვირა გარუჩამ, მერე სახში ავიდა წყალი გადაივლო, გამოიცვალა, მაინც უნდა გამოევლო ლიზასთვის, კარებზე მორიდებით დარეკა ზარი, მაიმ გაუღო, ლიზაც მალე გამოჩნდა და უხმოდ გაქყვა უკან გარუჩას, ჯერ სადარბაზოდან არ იყვნენ გასულები როცა მხარზე ხელი დაადო ლიზამ და გააჩერა
-ხომ შემიძლია ცხოვრებაში ერთხელ ის გავაკეთო რაც მინდა და არ ვიფიქრო შედეგზე? უფრო თავის გასამხნევებლად გამოუვიდა ლიზას ნათქვამი და გარუჩა მიხვდა რასაც გულისხმობდა, ერთი საფეხურით ზემოთ აიწია რომ ლიზასთან უფრო ახლოს ყოფილიყო, ცოტა ხანი დაჟინებით უყურებდა თვალებში, მერე წამის მეათასედში ხელები შემოხვი და ძალიან ფრთხილად, გაუბედავად, მაგრამ დიდი სურვილით შეეხო ლიზას ტუჩებს, ლიზას ხელები გარუჩას კისერზე აცურდა, მერე მის ლოყებს შეეხო, მის ტუჩენს შეელია, დახუჭული თვალები დაუკოცნა, მთელი ძალიათ შემოეხვია თავი კისერში ჩაურგო და გამალებით სუნთქავდა გარუჩას იმ სასიამოვნო სურნელს რომელიც ლიზას ძალიან მოსწონდა
-რას მიკეთებ ლიზარაზუ? კვნესასავით თქვა გარუჩამ, ისე რომ ლიზა არ მოუცილებია
-ჩათვალე რომ ჩვენ მეგობრები ვართ, პლიუსებით, გაუადვიალ ლიზამ სიტუაცია
-არ გამოვა ეგ ლიზ, უბრალოდ არ გამოვა,
-მაშინ ჩათვალე რომ არაფერი ყოფილა
-უკვე მერამდენეჯერ? მე ეს ყველაფერი მიგროვდება, მაწვალებს, მახსენდება, ხელახლა მინდება, მსიამოვნებს, რომ გიყურებ ეს სურვილები მიასმაგდება, მიათასმაგდება, კუდიანი ხარ ლიზარაზუ, თან ბოროტი, შემშლი ერთი დღე იქნება
-აეროპორტში გვაგვიანდება, გაუშვა ხელები ლიზამ, გარუჩამაც თავს მობილიზება გაუკეთა და სადარბაზოდან გვერდი გვერდ მდგომები გამოვიდნენ, მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ, გიომ დარეკა, ლიზამ მოვდივართო, უცნაურია მაგრამ აეროპორტის მოსაცდელში ხელჩაკიდებულები შევიდნენ, წინ გარუჩა მიდიოდა უკან კი ლიზა მიყვებოდა მორჩილად, უკვე იქმ მყოფებს შეუერთდნენ, სოფის კი გაუკვირდა ასეთი შემოსვლა, მერე ვკითხავო გაიფიქრა, ლიზარაზუ მედიკოს გადაეხვია და დაუფიქრებლად ისევ გარუჩას დაუდგა გვერდით, ელე და კაკაურაც გამოჩნდა და მხურვალე მისალმებების შემდეგ ძლივს დარიგდნენ მანქანებში
-სოფი დაკითხვას მოგიწყობს, მე ოთო დამკითხავს, ორივე ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, ჩურჩულით უთხრა გარუჩამ ლიზას
-რატო ჩურჩულებ? მანქანაში ჩვენს მეტი არავინაა
-ამ ბოლო დროს როგორ იოლად უყურებ ყველაფერს? ვერ გაიგე რა გითხარი?
-მე უნდა გასწავლო ოთოს რა უთხრა? სოფის მივხედავ
-ოხ ლიზ, მართალია დამდგარ წყალში უფრო მეტი ბაცილებიაო, კიდევ ბევრი ბნელი მხარეები გაქ? რომლებიც არ ვიცი?
-გზას უყურე, გაუცინა ლიზამ...
ელესთან ყველაფერი მზად იყო, არავის უფიქრია რომ ფრენის მერე დაღლილები იქნებოდნენ და დასვენების საშუალება მიეცათ მათთვის, რატომღაც არც ელელ და არც კაკაურას მშობლები არ იყვნენ, მხოლოდ მეგობრები, კაკაურას რამოდენიმე ძმაკაცი მეუღლეებთან ერთად და რა თქმა უნდა ნერვებისმომშლელი მისტერ კოტე, კულტურულად იქეიფეს ზედმეტობების გარეშე, კაკაურას კარგი სამეგობრო ჰყოლია, იოლად გაუგეს ერთმანეთს ყველამ და უცხოობით გამოწვეული დაძაბულობა არ იგრძნობოდა, მაგრამ კაკაურას მეგობრები მალე წავიდნენ სახლებში ყველას ბავშვები ელოდებოდნენ, ელემ ავთუშა და ნინიკო იკითხა, ჯერ კიდევ აეროპორტში, აუხსნეს რო ბაკურიანში იყვენენ წასულები, გოგოებს კი ერთი სული ქონდათ ყველაფერი მოეყოლებინათ, ენახათ დაეთვალიერებინათ, მაგრამ სიტუაცია არ უწყობდათ ხელს, რო შეცოტავდნენ მისაღებში გადაინაცვლეს ყავის მისართმევად, საუბარი სიყვარულზე ჩამოვარდა, ელე აღფრთოვანებული იყო, რა მაგარია როცა შეყვარებული ხარო იძახოდა
-უსიყვარულოდ ადამიანი იგივეა, რაც მიცვალებული შვებულებაში, გამოაცხადა ფეხზე ამდგარმა ელემ და მის ამ რეპლიკას საყოველთაო სიცილი მოყვა, მერე დაღლილები და ნასიამოვნები სახლებში დარიგდნენ, გოგოებმა, ხვალ არა და ზეგე გამოვალთო....
გოგოები დაპირებისამებრ ესტუმრენ ელეს სამივენი დარაზმულები, ელე წუწუნებდა ნინიკო და ავთუშა კიდე არ ჩამოსულანო... ნინიკო ვიღას ახსოვდა? სვავებივით შემოეხვივნენ ერთსა და იმავეს უმეორებდნენ საჩუქრები საჩუქრებიო, ელემაც გადმოალაგა საჩუქრები და გოგოები კმაყოფილებისგან დადუმდნენ, მოგზაურობის სურათები დაათვალიერეს, ელეს აღფრთოვანება და მოსაზრებები მოისმინეს მოგზაურობაზე და ოჯახურ ცხოვრებაზე, ნუ მეორე საკითხთან დაკავშირებით უფრო მწირი ინფორმაცია გასცა ქალბატონდა და გოგოები ახელებდნენ აბა ჩვენი ამბების დეტალები რო გაინტერესებს მოყევი ეხლა ყველაფერიო.... მაგრამ ელეს ლოყები რო შეუწითლდა მიხვდნენ რომ ზედმეტი მოუვიდათ და გაჩუმდნენ, მერე თბილისში მომხდარი ამბები მოყვნენ სათითაოდ, ენები გადაიტყავეს, ლიზამ გიოსგან იცოდა რო მედიკოს ქეტის ამბავი მოუყვა და ამ საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრეს
-რა მოუშორებელი ჭირია? გაბრაზდა ელე
- როგორ მოიგონა ორსულობა, რა სიმდაბლეა?
-ისე ეგეთი გოგოები როგორ უნდა მოიშორო თავიდან? ან საერთოდ მოძალადე ქალებს რა უნდა უყონ კაცებმა? საცოდავები რამდენს ფიქრობენ ლამაზად როგორ დაშორდნენ მომავალში გართულებების გარეშე, შეეცოდა უცებ სოფის კაცები
-იცი რა უნდა ქნა? აცხოვრო ქალი თუნდაც რამდენიმე დღე იმ ცხოვრებით, რომლის უზრუნველყოფაც მისთვის მუდმივად არ შეგიძლია და აუცილებლად დაკარგავ, რადგან შეეცდება ასეთივე ცხოვრება მოიპოვოს, ოღონდ უკვე სხვა ადამიანთან, რომელიც სამუდამოდ ასეთ ცხოვრებას შესთავაზებს! ამ შემთხვევაში ორმაგად მოგებული ხარ
-ასეთი იგულოებიც არ ვართ, დაიცვა ქალთა მოდგმა ელემ
- ყველა ქალი თიხისა და ოქროსგან არის შექმნილი, სიცრუისა და ძრწოლისაგან, გაიძვერობისა და სიმართლისააგან, ყველანი ასეთები ვართ, უბრალოდ ზოგიოერთები ბევრს ვუკრძალავთ საკუთარ თავს, მკაცრად თქვა მედიკომ
-ახალი თემა სოფი და ოთარაააა, გადაიკისკისა ლიზამ
-წელს ქვემოთ დარტყმებს არავართ, თორე მეც შემიძლია უწესო თამაშში აგყვე გააფრთხილა ლიზა სოფიმ
-ოოო, აქ სიტუაცია დაძაბულააა, გაასავსავა ხელები ელემ და მედიკოს გადახედა
-შენ არ იცი არაფერი? კითხა ინტერესით, იმიტომ რომ არც ლიზა აგრძელებდა სათქმელს და არც სოფი აპირებდა ჯერ წელს ქვემოთ დარტყის საპასუხო დარტყმას, მედიკომ უარის ნიშნად თავი გააქნია და მხრები აიჩეჩა
-რომელი დაიწყებთ? მიუბრუნდა გოგოებს ელე, ლიზამ ვერ მოითმინა
-ფაქტობრივად მე და შენ ერთ მდგომარეობაში ვართ, მე და შენ რძლები გვიზის გვერდიგვერდ...
-შე ჩუმჩუმელაა, აბა მოყევის როგორ დროს ატარებ ჩემ ძამიკოსთა ერთად?
-ჰმ, მაგას დროის გატარება არ ქვია, მომიშალეს ნერვები დილით, შუადღეს, საღამოს სულ ერთად არიან, უკვე ეჭვიანობას ვიწყებ, იცინოდა ლოზა
-და ვინ მოვიდა აეროპორტში გარუჩასთნ ხელჩაკიდებული? მწარედ უკბინა სოფიმაც ლიზას
-რაოოო??? იყვირა ელემ
-თქვენ სულ გამოთაყვანდით ამ ორ კვირაში? ნორმალური ხარ? გარუჩასთან?
-ბევრი ხალხი იყო და შემეშინდა არ დამეკარგა, ბავშვური მეამიტობით თქვა ლიზამ
-საქართველოს აეროპორტი როდის მერე გახდა ლაქსის აეროპორტი რო ვინმე დაგეკარგა? მე დიდი ხანია მაქ ეგ ეჭვი, მაგრამ საბაბი არ მომეცა რო რაიმე მეკითხა
-მე მგონი სოფიზე და ოთოზე ვლაპარაკობდით, ჯერ ეგ საკითხი გავიაროთ და მერე მივადგეთ ჩემსა და გარუჩას ურთიერთობას
-მერე იტყვი რო გვიანაა და წასასვლელები ხართ, თან ამათ საკითხს რა განხილვა უნდა? ვერ ხედავ ისედაც ფოთიალა იყო და ახლა მთლად ბრინჯივითაა დაბნეული, გასარკვევი არც არაფერია, დიაგნოზი დასმულია, ახლა მაინტერესებს რა ხდება გარუჩასთან?
-რაღაც გაურკვეველი, აღარ დამალა ლიზამ
-უცნაური და სასიამოვნო, თუმცა ძალიან უნმიშვნელო, ლიზას გულახდილობით დაბნეული გოგოები ვეღარაფერს ამბობდნენ
-მართლა? იკითხა დაუჯერებლად ელემ
-თქვენ ხომ ამდენი ხანია იცნობთ ერთმანეთს ახლა რა მოხდა?
-არა, არაფერი არ მოხდა, უბრალოდ რამდენიმეჯერ მაფიქრებინა შემთხვევითობამ გარუჩაზე, რამდენათაც გასაკვირი არ უნდა იყოს მომეწონა ეგ ფიქრები, თან... ლიზა გაჩერდა, პაუზა დამღლელად გაიწელა
-თან??? ვეღარ მოითმინა სოფიმ, მედიკო კი მიხვდა რაღაცას მაგრამ ლიზას უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ უნდოდა, ელემაც იგივე გაიფიქრა მაგრამ არ დაიჯერასავით და როცა მედიკოს მორიდებული ღიმილი დაინახა ეჭვები დაუდასტურდა
-თან ძალიან მაგარი კოცნა იცის არა? გაახელა ელემ, ლიზამ კი ვეღარ მოთოკა თავი და ამოიხვნეშა, გარუჩას სურნელი და ტუჩების სირბილე რომ გაახსენდა... გოგოებს სიცილი აუტყდათ
-მაგიტო არ მინდოდა არაფრის მოყოლა, დაიწყებთ ახლა სიცილს, ხუმრობას, ქილიკს და სინადვილეში არც არაფერი მომხდარა სერიოზული...
-დაააა ლიზ, შენ ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას
-გიო რას ფიქრობს ამ ყველაფერზე?
-რა გიო შეიშალეთ? სერიოზული არაფერი ხდება, უბრალოდ ერთი ორჯერ ავყევით გრძნობებს პირველად ეს ალკოჰოლის ბრალი იყო, მეორედ ქალური სურვილის დაუოკებლობა
-გიოსთან დაკავშირებით შეიძლება გკითხო რაღაც? თბილად მიუბრუნდა მედიკო ლიზას
-ყველაფერი შეგიძლია მკითხო ოღონდ გარუჩას თავი დავანებოთ, გოგოებო მქონდეს თქვენი იმედი?
-ნუ სხვა რა დაგვრჩენია? უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკეს გოგოებმა, მზერა და ინტერესი კიმედიკოსთან გადავიდა
-ლიზ სულ მაინტერესებდა გიოზე ასე ძაან რატომ იყავი მიჯაჭვული, ახლა ვხვდები რომ ეს მიჯაჭვულობა კი არა ზღვარს გადასული მზრუნველობაა, იმდენად გყავს განებივრებული ყურადღებით და სითბოთი, არა იმას კი არ ვამბობ რომ ცუდია, მაგრამ მიზეზი?
-იცი რასაც ახლა ვიტყვი შეიძლება ყველაზე დიდი სისულელეა რაც აქამდე მითქვამს, მაგრამ მე ბავშვობიდან გიოს დაკარგვის შიში მაქ, მგონია რომ დიდი ხანი არ მეყოლება და ყველაფრის მოსწრება მინდა, მინდა რომ იგრძნოს როგორ უზომოდ მიყვარს, სულ მეშინია უმისობის, ეს იგივე იქნება ვიღაცამ ჟანგბადის მოწოდება შემიწყვიტოს, არც მე არ ვიცი და ალბათ ვერც აგიხსნი ეს რა არი, იქნებ მე ასეთი სიყვარული ვიცი?
-ღმერთო რას ამბობ? მაგიდაზე სამჯერ დააკაკუნა და მარცხენა მხარს უკან სამჯერ გადაიფურთხა მედიკომ ღმერთმა დაგვიაროსო თან მიაყოლა ამ მოქმედბებს, გოგოებს გაეცინათ
-არ მოუსმინო მედ, ლიზამ ყველაფერი გადაჭარბებული იცის, მოკლედ აუხსნა ელემ
-მხოლოდ გარუჩას არ უმართლებს... ისევ წაიკბინა სოფიმ
-როგორ არ უმართლებს ის ლიზა გადაჭარბებული კრიტიკის ქარცეცხლში იწვის ყოველთვის
-ხო და ხომ გაგიგია სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაოო…
-რა დავაშავე ღმერთო ასეთი? აი ამის თავიდან არიდება მინდოდ ყველზე მეტად
-მეტს აღარ ვიზამთ, გაეცინათ გოგოებს
-ვალენტინობა რომ მოდის ყველას გვახსოვს? ახვანცალდა სოფი სკამზე
-წავიდეთ სადმე? მე მგონი შაბათია, დავისვენოთ ყველამ ერთად რას იტყვით?
-გარუჩასთან საგურამოში? თვალი ჩაუკრა მედიკომ გოგოებს და ისევ სიცილი აუტყდათ
-შენ არა? მხიარულად გახედა მედიკოს ლიზამ
-რა... ბუხარი აქვს, სიმშვიდეა, სიწყნარეა, ბევრი წიგნებიც აქვს, ყველაფერი ისეა როგორც შენ გიყვარს, გაშალა ხელები ელემ,
-ნუ თუ გადავწყვიტანთ რომ მივდივართ წამოვალ, უკლაყოფილოდ გაიგნია თავი ლიზამ
-ისე სიმშვიდე, ბუხარი, წიგნები, სიწყნარე... უწინ ამაში მხოლოდ უსაქმურობას ხედავდნენ, ახლა ესაა ოცნება დაკარგულ სამოთხეზე, ისეთ რითმზეა გადართული ქვეყანა, ღამითაც რო გძინავს მადლობელი უნდა იყო
-აბა შენ ეგ თქვი, თან ხალხიც როგორი დაღლილი და გათიშული დადის ქუჩაში? ყველას წარბები აქ შეყრილი, არავინ იღიმის, საშინელებაა
-იქნებ არ ვისაუბროთ ამაზე?
-რას ნიშნავს არ ვისაუბრით? თუმცა იოლია გაექცე ტკივილს როცა ის შენი ტკივილი არ არი, გაბრაზდა ლიზა
-ვიჩხუბებთ ახლა ისეთ საკითხს შევეხეთ და ძაან გთხოვთ არ გვინდა, ისე მენატრებოდა თქვენთა ჭორაობა, დღეს მაინც შევეშვათ ცუდ ამბებს???
მერე კიდე ბევრი ისაუბრეს სანამ კაკაურა არ მოვიდა სახში და ისინიც მალე წამოვიდნენ, მიუხედავათ იმისა რომ კაკაურამ შესთავაზათ მე თუ გიშლით ხელს დავიკარგები კიდე ერთი ორი საათითო, მაგრამ უკვე საკმარისი იყო გოგოებისთვის ერთად ყოფნა, ვალენტინობაზე და შაბათ კვირაზე კიდე ვილაპატაკებთო და დაიშალნენ, ქეთი აღარ გამოჩენილა, არც დავითას ძმაკაცები მოსულან და ბიჭების ნახვით თავი არ შეუწუხებიათ, ლიზა საქმეებში იყო გართული, ისევე როგორც ყველა, ერთი ორჯერ ბანკის ბიჭმა შემოურბინა ლიზას, სასიამოვნოთ ისაუბრეს, ლიზას საყვარელი პოეტის პოეზიის საღამოც გაიმართა მაღაზიაში, მედიკომ და გიომ სახლი ნახეს რომელიც მოეწონათ, სარემონტო კი იყო მაგრამ ეგ არაფერი, სამაგიეროდ უფრო იაფი ვიდრე ვარაუდობდნენ, თებერვლის მეორე კვირა რომ დაიწყო ყველა უფრო დაკავებული გახდა, გიო ხომ სულ დაიკარგა სახლიდან, ბიჭებთან ერთად ახლად შეძენილ სახლს არემონტებდა, სამსახურის მერე ჩასხდებოდნენ, ეგ ოთარა, ავთუშა და გარუჩა მანქანაში და იკარგებოდნენ გვიანობამდე, გარუჩას ახელებდნენ ჩვენი პრარაბიაო... შაბათ-კვირას საგურამოში წასვლა გადაწყვეტილი არ იყო, ლიზამაც იფიქრა რომ ყველაფერი ჩაიშალა, ძალიანაც არ უთავებია ყველაფრის ორგანიზება როგორც ხდებოდა ხოლმე, ნუ დასამალიც არარფერია გარუჩასთან ერთად ერთ ჭერ ქვეშ დარჩენა უკვე სარისკოდაც ეჩვენებოდა და საკმაო უხერხულობასაც უქმნიდა, ერთი იყო მისი ნახვა სახში, ქუჩაში, სახელოსნოს ფანჯარაში და მეორე ორი დღის ერთად გატარება, მიუხედავათ იმისა რომ მარტოები არ იქნებოდნენ, მოსაღამოვდა ყოველგვარი სიურპრიზების გარეშე და ლიზა უკვე სახში წასასვლელად ემზადებოდა მედიკომ დაურეკა და გაუგებრდა დაიწყო, ჯერ ბოდიშებს უხდიდა მერე დახმარებას თხოვდა და ლიზამ ვერაფერი გაარკვია, ერთი სიყტვით გიო მოვა დაელოდე და აგიხსნის ყველაფერსო, გიოც მალე შემოვიდა უფრო სწორად შემოფრინდა მაღაზიაში ამ სატელეფონო საუბრის მერე, გოგოებს მიესალმა და წამო ზევით ვილაპარაკოთო ლიზას თხოვა, მერე სოფიც მოიკითხა
-ოთოსთან ერთადაა, მთელი დღეა, დღეს ხომ სიყვარულის თუ ვალენტინობის დღეა, გააფეტიშა დღის მნიშვნელობა ლიზამ
-მედიკოს რა ჭირს რაღაც არეულად მელაპარაკა ვერაფერ გავიგე
-ხო გადავწყვიტეთ დღეს ჯვარი დავიწეროთ, ღამით ჯვარზე და დედა და მამა უნდა გაოვიტყუოთ სახლიდან, ის მისისანებს წამოიყვანს ჩვენ ჩვენი ბანდა უნდა შევკრიბოთ და ეგ არი მეტი არც არავინ არის საჭირო, რესტორნის საკითხი მოვაგვარე და მშობლებთან მჭირდება შენი დახმარება, ლიზა სავარძელში ძალაგამოცლილი ჩაესვენა, ისეთი სახე ქონდა როგორიც პატარა ბავშვებ ააქვთ როცა საყვარელ სათამაშოს ართმევ
-რა იყო არ გაგიხარდა? გაუკვირდა გიოს
-მიხარია ძაან, ძლივს მოახერხა ამ სიტყვების წარმოთქმა ლიზამ, მერე ცოტა აზრზე მოვიდა, გიო წინ ჩაუცუცქდა
-ძაან გეწყინა შენი ოცნება რომ მოვიპარეთ? ვიცი რომ ისედაც ბევრს მაძლევ ვიდრე ვიმსახურებ, მაგრამ მაჩუქე რა კიდევ ერთი, შენ თავს გეფიცები მეტს აღარ გთხოვ არაფერს, უბრალოდ ასე მოხდა...
-არაუშავს, ამოიხვნეშა ლიზამ,
-გადავიტან როგორმე, მასე თუა უნდა ვიჩქაროთ სანამ მამას დაეძინება,თორე მერე ბატონი ლევანის ფეხზე აყენება გაგვიჭირდება, გაუღიმა მაინც ნაღვლიანად ლიზამ და მოეხვია
-გილოცავ...
-მე სამყაროში საუკეთესო და მყავს, იყვირა გიომ როცა ქვევით ჩამოვიდნენ და გამყიდველ გოგოებს გაეცინათ... სახში სანამ მივიდიდნენ მაიას დაურეკეს მამა არ დააძინოო, რესტორანში უნდა წავიდეთ მედიკოს მშობლებთნ ერთდო, მაიამ გავემზადებითო და მართლაც რომ მივიდნენ ისინი უკვე მზად იყვნენ, მერე თავი მოიწესრიგეს, გზაში ოთარას და სოფის დაურეკეს, იმათმა კაკაურას და ელეს, ავთუშა, ნინი და გარუჩ უკვე გაფრთხილებულები იყვნენ და ზედმეტი ეჭვი რომ არ შეპარვოდათ უფროსებს პირდაპირ ჯვარზე ავიდოდნენ, როცა ართად მოიყრიდნენ თავს, მედიკომაც თვისიანები იგივე მიზეზით გამოიტყუა სახლიდან, რა თქმა უნდა ძმას და მეგობრებს კი უთხრა ყველაფერი, ეს სიახლე მხოლოდ მშობლებისთვის იქნებოდა, ყველანი ეკლესიასთან იყვნენ შკრებილები, ნეფე-პატარძლის და მათი მშობლების მოლოდინში, მაია კი წუწუნებდა სად მივდივართ ჯვარზე რა გვინდა ამ ღამით, იქ არავინ იქნებაო და როცა იქ ყოფნის ნამდვილი მიზეზი გაიგო კინაღამ მოკლა ლიზა, ჩემთან რა გინდა მეც ორიოდე საათის წინ გავიგე რასაც აპირებდნენო, ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო, ცერემონია, მეგობრები, სიხარული, გაკვირვება, ცრემლები, უბრალოება და რაც მთავარია, ეს ნამდვილად იყო სიყვარულის დღესასწაული, გულწრფელი და არა პომპეზური, რესტორანში გადაინაცვლეს, მშობლები ვიშვიშებდნენ ეს რა გაგვიკეთეს, მოგვჭრეს სანათესაოში თავიო... ახალგაზრდები ერთობოდნენ, მშობლები ისევ წუწუნებდნენ როგორ არაფერზე არ ფიქრობენო, დაშლის დრო რომ მოვიდა მაშინ გაახსენდათ ახლად დაქორწინებულები სად წავლენო? მათ სახში არ შიძლებოდა ქაოსი იყო, მშჴბლებთან უხერხული იყო, სასტუმროც ტეხავდა.... გარუჩამ გიოს საგურამოს სახლის გასაღები მისცა, რამდენ ხანსაც გინდა იცხოვრეთო, ნუ სამსახურში მინიმუმ ორი კვირა მაინც არ ივლითო... პირველადი რაღაცეები ეხლა წაიღეთ ხვალ შემეხმიანე რაც დაგჭირდება ამოგიტან ყველაფერსო.
სახში რომ მივიდნენ, გარუჩამ ლიზას თხოვა დარჩი ცოტა ხნით ვილაპარაკოთო, დაღლილი მაია და ლევანი სახლში ავიდნენ, ლიზა და გარუჩა საქანელებზე ჩამოსხდნენ
-როგორ ხარ? კითხა გარუჩამ ლიზას
-უცნაურად, თითქოს ”კატოკმა” გადამიარა და მიწასთან გამასწორა, თან მიხარია თან მოწყენილი ვარ, ვეღარ გავიგე რომელი უფრო დიდი დოზით მაქვს სიხარული თუ...
-ახალი სცენარის წერა უნდა დაიწყო, არ გაგიძნელდება? ლიზამ ჯერ უცნაურად შეხედა, მერე მიხვდა რო ჯვრისწერაზე ეუბნებოდა
-მოვიფიქრებ რამეს, თქვა ძალიან გულგრილად და ნაღვლიანად
-იცი მივეჩვიე უკვე რომ მე ოცნებები არ მიხდება, გახსოვს რომ მითხარი ფრთხილად იყავი შენს ოცნებებთანო, ისინი მაინც არ სრულდება და რა საჭიროა სიფრთხილე?
-შენ რას აკთებ შენი ოცნებების რეალობად ქცევისთვის? სიმკაცრე შეეპარა გარუჩას ხმაში
-ბევრს ალბათ არაფერს
-გული არ გაიტეხო უიღბლობის ნავში მე და შენ ერთად ვსხედვართ, გვერდიგვერდ
-ისიც კაია თუ სადმე ერთად ვართ მე და შენ გვერდიგვერდ, მიუხედავათ იმისა რომ ეს უიღბლობის ნავია
-ოო, მწარე ნამიოკობანას თამაშს ვიწყებთ?
-მისით წამომცდა თვისთვად, დაიჭყანა ლიზა
-სასიამოვნოა რომ შენთან ყოველთვის იოლად შეიძლება საუბარი, ზედმეტი კითხვების მიკიბვ-მოკიბვის, დაძაბულობის, სიტყვების მოზომვის და საერთოდ ყველაფრის მიუხედავათ
-შეიძლება წავიდე? ისევ ნაღვლიანი ხმით იკითხა ლიზამ
-კარგად იქნები?
-მე ხომ რკინის ვარ გარუჩ? ცინიკურად გამოუვიდა ნათქვამი ლიზას
-შენ არ წამოხვალ? მოუბრუნდა და ხელი გაუწოდა საქანელაზე მარტო დარჩენილ გარუჩას, ისიც წამოდგა ხელი გადახვია ლიზას შუბლზე აკოცა და გულზე მიიხუტა
-ჩემი რკინის ლედი....
დღეები ისევ ერთმანეთს დაემსგავსა, ერთფეროვანს და მოსაწყენს, თითქოს ისევ დეპრესიისკენ წავიდა საქმე, ლიზას გაზაფხულმა მოუსწრო საშველად, მაგრამ ის დრო დადგა როცა ქალაქს ნაცრისფერი წვიმები ეჩვევა და ახლაც ზუსტად ასეთი წვიმა ეფერება თბილისის ქუჩებს, დროის და გაზაფხულის ნაცრისფერ სისველეში ქალაქს ყველა სიგიჟე შეეფერება, თავბრუდამხვევი ნაწვიმარი სურნელიც, რომელიც სიცოცხლეს ბადებს თითქოს თავიდან, ამ დროს კი ხვდები რომ ბედნიერების საოცრებაა, რომ დასაწყისი იგრძნო წამიდან, ამ სინაცრისფერეში საკუთარი თვალები იპოვნო და შეძლო ის რაც ჯოჯოხეთზე უფრო რთულია.... მიხვდე რო მარადისობა წამის სიხარულია... ლიზამ პირველი ჭექა-ქუხილის ხმა გაიგო და როგორც ბავშვობაში სურვილი ჩაიფიქრა, თავის თვზეც გაეცინა, მაგრამ ჩვევა რჯულზე უმტკიცესი რომ გამოდგა ამასაც მიხვდა, ტელეფონი აწკრიალდა, გიოს სურათიც აციმციმდა ეკრანზე, ლიზამ მხიარული ხმით გააგონა ძმას მაგრამ, ორ წუთში ეს მხიარულება უკვალოდ გაგუქრა, მოვდივარო იყვირა და ოთახიდან გამოვარდა, სოფის დაუბარა საავადმყოფოში მივდივარო, სოფი უკან გამოეკიდა რა ხდებაო, სასწრაფოდ ჩასხდნენ ტაქსში
-თემური ბიძია წაუყვანიათ სასწრაფოთი, გიომ ცუდათაა ძაანო
-გარუჩას მამა? რა ჭირს?
-არ ვიცი, რაღაც გულთან დაკავშირებული....
საავადმყოფოში მისვლა უკვე უშედეგო იყო, გარუჩა უკვე სამძიმრებს იღებდა, პარატა დაბნეული ბავშვივით იდგა და ისეთი ცარიელი თვალები ქონდა აშკარად ეტყობოდა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, ლიზასაც წამიერად გაუღიმა, ის ყოველთვის იბნეოდა ასეთ სიტუაციებში არ იცოდა რა და როგორ უნდა ეთქვა, ან არ უნდა უთხრა ადამიანს რომელმაც ყველაზე ახლობელი დაკარგა?
-რა გამოდის? აღარავინ აღარ დამრჩა? ჩამოუგორდა ცრემლები გარუჩას რომლებიც ლიზას მხარზე დაეცა და თითქოს ის ადგილები ამოუწვა
-ჩვენ ხომ აქ ვართ? მამას ვერ შეგიცვლით მაგრამ... აქ სიტყვებიც გამოელია ლიზას, ყველაზე ძნელი კაცის ცრემლების დანახვა ყოფილა, ყველაფერი ბიჭებმა მოაგვარეს, დასაფლავებამდე არ უძინიათ არც ბიჭებს არც გოგონებს, გარუჩას გვერდიდან არ მოშორებიან, მაგრამ მისთვის ეს ყველაფერი სულ ერთი იყო, თითქოს საშინელებათა ფილმს უყურებდა და კინოთეატრის დარბაზიდან არ უშვებდნენ.... აკეთებდა ყველაფერს მექანიკურად, იმას რასაც ეუბნებოდნენ, დასაფლავების დღესაც თემურის იმდენად არ მისტიროდნენ, უფრო გარუჩა ეცოდებოდათ... მართლა მარტო დარჩა, კი ყველა ყურადღებას არ აკლებდა ბიჭებიც ხშირად იყვენენ მასთან, მაგრამ რამდენ ხანს? ყველას ხომ თავ-თავისი საქმეები ქონდათ, ის კი სახლიდან არ გამოდიოდა, ორმოციც გადაიხადეს, გარუჩა ტყის კაცს გავდა, სამელისგან დასიებული სახით და მოზრდილი წვერით, რომელიც ორმოცისთვისაც არ გაიპარსა, როგორც იციან ხოლმე, ყველას გული უკვდებოდა და ვერც ვერავინ ხვდებოდა ვის როგორ შეეძლო დახმარებოდა, სურვილი კი ყველას დიდი ქონდა, მაია ყოველდღე კითხულობდა, თავისთნ ეპატიჟებოდა, არ მოგერიდოს შვილო თუ რამე დაგჭირდება პირველ რიგში მე მომაკითხეო, ლიზა ერთი ორჯერ იყო ასული გიოსთან ერთად, მაგრამ გარუჩამ კარები არ გაუღოთ, გიომ ალბათ ისეა გათიშული არაფერი ესმისო... მედიკო და გიო ღამით დარჩნენ გიოსთან დილით კიდე ყველამ სამზარეულოში მოიყარა თავი, ლიზა ყავას ამზადებდა, მაი სადილს, მედიკო მორცხვად იჯდა სკამზე, ბატონი ლევანი დიდი გულმოდგინებით ეცნობოდა ახალ ჟურნალ-გაზეთებს, გიო სამზარეულოს ღია ფანჯარასთან ეწეოდა, ლიზამ შეუმჩნევლად დაუდგა მისი საყვარელი ჭიქით ყავა თან მხარზე თბილად და მონატრებულად მიეხუტა ორი წამით და აკოცა, მედიკოს სიამოვნებისგან ჩაეღიმა, უყვარდა ლიზარაზუს და გიოს ურთიერთდამოკიდებულება, ერთმანეთის პატივისცემა და ზღვარს გადასული სიყვარული
-შემოუსხედით სუფრას, წიწილებივით გამოდენა შვილებიმაიამ, უხმაუროდ საუზმობდნენ და მაიამ გარუჩას ამბავი იკითხა
-კვირაზე მეტია არ გვინახია, კარებს არ გვიღებს, არც მე არც ოთარას, არც ავთუშას, ხელი გაშვა ჩანგალს გიომ და ჭამის მადა დაეკარგა
-საწყალი, ხომ არ მოუვიდა რამე?
-არა მაღაზიაში ვიკითხეთ, როგორც ყოველთვის სასმელი და სიგარეტი წაიღოო
-იქნებ მე ავიდე? საწყლად თქვა ქალბატონმა მაიამ
-დე იცი უკვე მომბეზრდა ცოტა თვითონაც უნდა შემოუძახოს თავს, რამდენ ხანს ვეფეროთ? თან ვიცი რო გვერდით უნდა დაუდგეთ მაგრამ რითი დავეხმარო არ ვიცი
-ცოდოა დედიკო, ცოლი მაინც ყავდეს, შვილები, მაიას ამ სიტყვებზე მედიკომ ლიზარაზუს გახედა, თვალები დახრილი ქონდა და ტუჩები მოკუმული, აშკარად ეტყობოდა ცრემლებს იკავებდა...
-კიდე შეუარეთ, არ მოეშვათ, გარეთ გამოიყვანეთ, სახელოსნოში მუშაობა დააძალეთ... ვერ მშვიდდებოდა ქალბატონი მაია, მერე სამივენი გაემზადნენ, გიომ გოგოები სამსახურებში დაარიგა და თვითონაც სამსახურს მიაშურა, ლიზამ მთელი დღე ვერ მოისვენა და სამსახურიდან ადრე წამოვიდა, სახლში არც შეუვლიან პირდაპირ გარუჩასთან ავიდა, არც დაკაკუნება და არც ზარის დარეკვა არ დასჭირვებია, კარი ოდნავ ღია იყო და ლიზამაც მოურიდებლად შეაღო, ჩამოფარებული ფარდები, დიდი ხნის გაუნიავებელი სახლი, სიგარეტის და სასმელის აუტანელი სუნით იყო გაჟღენთილი იქაურობა, დარუჩა გათიშული ეგდო დივანზე, ირგვლივ მიმოფენილი იყო არყის და პივის ბოთლები, ლიზამ პირველ რიგში ფანჯრები გამოაღო, გარუჩას არაფერი გაუგია, მერე სახლის ლაგებას მოყვა, სასმელის ბოთლები მოაგროვა, სამზარეულოში ხო ჯოჯოხეთი დახვდა, ამას სულ ბოლოს მივხედავო გაიფიქრა, გამოხვეტა, გამოწმინდა, გარუჩას ისევ გულმოდგინედ ეძინა, მერე სამზარეულოს კატასტროფას შეეჭიდა, მაცივარი გამოაღო, როგორც ფიქრობდა იქ ვერაფერი იპოვა სასმელის გარდა, მაღაზიაში ჩაირბინა, წვნიანს გაუკეთებო იფიქრა, რო დაბრუნდა გარუჩა ისევ გაუნძრევლად იწვა, სარეცხი მანქანიდან სარეცხი გამოიღო და გაფინა, საჭმლის მომზადებასაც მორჩა, მერე დაეჭვდა კარგად ხო არი, ამდენ ხმაურზე როგორ არ გაეღვვიზაო, გარუჩას მიუახლოვდა, დაიხარა, ხელი ცხვირთან მიუტანა, რომ დარწმუნებულიყო სუნთქავდა თუ არა, გარუჩა ხელის შეხებაზე შეირხა, თვალები ზარმაცად გაახილა, თავს ზემოთ ლიზარაზუს სახე დაინახა, მისი თმა მხრებზე ეცემოდა,ნაცნობი სურათიაო გაიფიქრა, ყოველთვის უსასრულოდ უცხო და ახლობელია, ყოველთვის იგივე და მარად ახალი, პირველად შენიშნა ლიზარაზუს სახეზე სულ პატარა, ცელქად, სულ ოდნავ შესამჩნევი ჭორფლები, ზედა ტუჩზე პომადის ჩრდილები შერჩენოდა, მიჩერებოდა სახეს მთელ ქვეყნიერებას რომ ეფარებოდა, აკვირდებოდა და იცოდა, რომ მხოლოდ შეყვარებულის ფანტაზიას შეეძლო, რომ ამ სახეზე ამდენი იდუმალება შეემჩნია, იცოდა - არსებობა უფრო მშვენიერი, უფრო ჭკვიანური და სუფთა სახეებიც, მაგრამ ისიც იცოდა რომ ქვეყნად არ იყო მეორე სახე, რომელსაც უფრო დიდი ძალაუფლება ექნებოდა მასზე, და განა თვითონ არ მიანიჭა მას ამდენი ძალაუფლება? ჯერ წამოჯდა, ირგვლივ მიმოიხედა, თვალები გაუფართოვდა, წამოდგა,
-აქ რა გინდა? ნამთვრალევი ხმით კითხა გარუჩამ
-რას გავხარ? გაუბრაზდა ლიზა
-წადი ლიზარაზუ, დროს ნუ დაკარგავ ჩემზე, არ ღირს!
-თავს ძალა დაატანა, პატივი ეცი, შენ თავსაც, მამაშენის ხსოვნასაც, როდის უნდა დაიბრუნო ადამიანის ფორმა? სარკეში ბოლოს როდის ჩაიხედე? ბოლოს როდის იბანავე და გამოიცვალე ტანსაცმელი? რას უკეთებ შენ თავს?
-ლიზ შენც ნუ დამიწყებ გეხვეწები, ყელამდე ვარ ამდენი შენიშვნებით, შენ ნუღარ დამიმატებ
-წადი დაიბანე, მოწესრიგდი, გელოდები და მერე ერთად ჭამოდ საჭმელი
-არ მინდა საჭმელი, არც არავის დანახვა არ მინდა! არც არაფრის კეთება არ მინდა!
-სიკვდილი გინდა? კიღხა ლიზამ მკაცრად, ხელში მაგიდაზე დადებული დანა აიღო და ნელი ნაბიჯით დაიძრა გარუჩასკენ
-მითხარი გინდა? მითხარი და მოგკლავ, ეს სულ იოლია, გარუჩა გაკვირვებული უყურებდა ლიზას
-ჭირვეული ბავშვივით ნუ იქცევი, მე შენ შეცოდებას არ ვაპირებ, არავის დანახვა არ უნდა თურმე, ჩვენ გვინდა ასეთს გიყუროთ? შეეთრიე ახლა აბანოში და სარკეში სანამ ადამიანს არ დაინახავ არ გამოეთრიო იქედან, მერე დავჯდებით და მშვიდად ვილაპარაკებთ, რაზეც გინდა, გარუჩა მიხვდა სხვა გზა არ ქონდა, სხვანაირად ლიზას ვერ მოიშორებდა, ნახევარ საათზე მეტი იყო აბანოში, მერე მართლა მოწესრიგებული და მეტნაკლებად გაადამიანებული გამოვიდა, ლიზამ სკამზე მიუთითა დაჯექიო, ცხელი წვნიანი დაუდო ცხვირწინ და გარუჩას ოხშივარიც კი ესიამოვნა, ლიზამ მშვიდათ ჭამა აცალა
-ვიღაცას არ უნდოდა...
-ხო არ გავაფუჭებდი? თან დანით მადგახარ თავზე,
-კარგია, ნელ ნელა ვიბრუნებთ გარუჩას, რატო გვანერვიულებ?
-რატო ნერვიულობთ?
-შენი აზრით ის რაც დღეს ვნახე ნერვიულობის საბაბს არ მაძლევს?
-გავერთე ცოტა დეპრესიით, ძალიან გულგრილად თქვა გარუჩამ და ლიზამ ძალიან მწარედ გაარტყა სახეში, გარუჩა ფეხზე წამოხტა
-ქალივით ნუ წუწუნებ!!! უყვირა ლიზამ
-გადი ახლავე ჩემი სხლიდან
-რომ ისევ ბარდაგს დაამსგავსო აქაურობა? ისევ დალიო და თავი მოიწამლო? ისევ ტყის კაცს რომ დაემსგავსო? ეს გინდა?
-მინდა რომ ყველამ თავი დამანებოთ და უბრალოდ არაფერი არ ვაკეთო, იცი არაფრის კეთება რა კარგი საქმიანობაა?
-უსაქმურობა შენთვის არ არი კარგი საქმიანობა
-რატომ? გაუკვირდა გარუჩას
-შენ ხომ ყველაფერში პირველობა გიყვარს? ხო და უსაქმურებში ძალიან დიდი კონკურენციაა, გარუჩს მის და უნებურად გაეცინა ლიზას ნათქვამზე, სამზარეულოდან მისაღებში დაგაინაცვლა დივანზე ჩამოჯდა და ახლა მიხვდა რომ დალაგებულიიყო ყველაფერი
-მადლობა ლიზ, არ ვარ ღირსი მაგრამ მადლობა რომ ზრუნავ ჩემზე
-რას უშვები შენ ცხოვრებას? ბიჭებიც ძალიან ნერვიულობენ, მოვდივართ და კარებს არ გვიღებ ეგ რა საქცილეია? შენ ამბავს მაღზიის გამყიდველს ველითხებით და გვიხარია როცა გვეუბნება სასმელი და სიგარეტი წაიღოო, თუმცა აქ სასიხარულო არაფერია, იცი რა გვიხარია ჯერ კიდევ ცოცხალი რომ ხარ... არ გრცხვენია?
-მრცხვენია, მრცხვენია ლიზ, მაგრამ დავიღალე, ახლა ყველას გონია რომ ჩემზე კარგად მიცნობენ, ჩემზე კარგად იციან რა მჭირდება, რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა ვიცხოვრო, ერთადერთი ადამიანი რომელიც საკუთარ თავზე კარგად მიცნობდა და იმის თქმის უფლება ქონდა ჩემთვის რა იყო კარგი, რა და როგორ უნდა მეკეთებინა, როგორ უნდა მეცხოვრა, ორი თვეა დავასაფლავე და ახლა საერთოდ აღარავინ მყავს, აღარავინ ვისაც ვუყვარვარ, შენ კიდე გიკვისრ ადამიანი იერი რატო დაკარგეო...
-გარუჩ მე არ გეტყვი რომ შენზე კარგად გიცნობ, არც ცხოვრების სწავლას დაგიწყებ, უბრალოდ მინდა არ დაივიწყო, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გვიყვარხარ და გვჭირდები, გთხოვ ასე აღარ მოიქცე ცოტა თავს ძალა დაატანე და ცხოვრება ისეთი მიიღე როგორსაც გთავაზობენ, ვიცი იდეალური არ არის მაგრამ ვის გვაქვს იდეალური
-ხანდახან ვფიქრობ რო დაწყევლილი ვარ, დედა იყო და პატარაობაშვე მიმატოვა, ლიზას თვალები აგუფართოვდა, ყოველთვის ფიქრობდა რომ გარუჩს დედეა გარდაცვლილი ყავდა
-გაგიკვირდა არა? ხო მიმატოვა ლიზ, სულ პატარა სხვა კაცს გაყვა ცოლად, მე ეტყობა ხელს ვუშლიდი, მამამ მთელი ახალგაზრდობა მე შემომწირა, ცოლი არ მოუყვანია, არ ვიცი რატომ... ცხოვრება ტკბილი და სასიამოვნო ჩემთვის არასდროს ყოფილა, გახსოვს რომ გიტხარი ჩვენ უიღბლობის ნავში გვერდიგვერდ ვზივართთქო, მოგატყვუე, მე უფრო უიღბლოების ნავში გადამსვეს და შენთანაც დამაშორეს, მე მთელი ცხოვრება ვუყურებდიროგორ იღებდნენ სხვები იმას რაც მეც მიონდოდა, იმედგაცრუებებს მამა მიხალისებდა, ის იყო ერთადერთი ადამიანი რომელსაც ნამდვილად ვუყვარდი და არასოდეს უღალატია ჩემთვის, ახლა კი ისიც აღარ მყავს, შენ კი მეუბნები ისეთი მიიღეო როგორსაც გთავაზობენო, მე არ ვიცი ისეთი ცხოვრებით როგორ ვიცხოვრო რომელშიც თემური არ არი, მე არ მინდა იმ სახში ცხოვრება სადაც ყველაფერი მას მახსენებს, ყველა კუთხიდან მისი თვალები მიყურებენ და ყველაფერს მისი სუნი აქვს, მისი ტანსაცმელი მაცვია.... თითქოს კაცი ვარ, ძლიერი, სინამდვილეში კი აღმოჩნდა რო ერთი შეშინებული და ცხოვრებაზე გაბოროტებული პატარა ბიჭი ვარ, რომელიც მოულოდნელად დარჩა მარტო, მამის გარეშე, მის გარეშე ცხოვრებისთვის არ ვარ მზად.... ისეთი სიტუაცია შეიქმნა როცა სიტყვები ძალიან ზედმეტი იქნებოდა და ლიზასაც არაფერი უთქვამს, უბრალოდ გარუჩა ჩაიხუტა და დივნის სახელურს მიეყრდნო, პატარა ბავშვივით ეფერებოდა და ამშვიდებდა გრძნობებისგან აბობოქრებულს...
-იცი რამდენი ხანია ნორმალურად ამ მძინებია? სასმელით თუ გავითიშები თორე ისე არ მეძინება, კიდე მადლობა არ მითქვამს თქვენთვის, ვიცი გგონიათ რომ არაფერი მახსოვს, რომ იმ დღეებში ისე დავდიოდი თითქოს დედამიწა დავკარგე, მართლა დავკარგე მაგრამ თითოეულის გვერდში დგომა მახსოვს, მახსოვს როგორ ათენებდით ჩემთან ერთად ღამეებს, როგორ აგვარებდით იმ საქმეებს, რომლებიც წესით მე უნდა მომეგვარებინა, მაია დეიდას კი მართლა დიდი ბოდიში და უდიდესი მადლობა უნდა უთხრა, შვილივით მივლიდა, საჭმელი ამოქონდა ჩემთან, ვიცოდი კარებთან რომ მხვდებოდა დატოვებული მისი მოტანილი იყო...
-არ გინდა დაიძინო? მშვიდად უთხრა ლიზამ
-ჩემთან დარჩები?
-დაძნე მშვიდათ დავრჩები, შენთნ დავრჩები, მაგრამ მარტო დღეს, გაუსვა ხაზი ლიზარაზუმ ბოლო სიტყვებს
-გიმყოფინებ, ერთი ღამითაც მეყოფი.... გარუჩას ლიზასთან ჩახუტებულს ჩაეძინა, ლიზამ ფრთხილად ამოიღო ჯიბიდან ტელეფონი, დედას დაურეკა, ზემოთ ვარ გარუჩასთან და ვერ ჩამოვალ ღამით, დღეა აქ დავრჩებიო, მაიას ცოტა კი გაუკვირდა შვილის ასეთი საქციელი , რატო ჩურჩულებო ისიც კითხა, გარუჩას ძინავს და გეხვეწები ნაადრევი დასკვნებისგან თავი შეიკავე ხვალ დილით ჩამოვალ და ყველაფერს აგიხსნიო, თხოვა დედას ლიზამ, კარგი დედიკოო, დაეთანხმა ქალბატონი მაია და მოთმინებით დაელოდა დილას.
დილით ლიზას რომ გაეღვიძა გარუჩა აღარ დახვდა, არც უძებნია, წერილი დაუტოვა, ვერ დაგელოდები დედა მელოდებაო, იმედია აღარ მანერვიულებო... სახში ჩუმად და ფეხაკრებით, შეიპარა თუმცა არ გამოუვიდა მშობლები ფეხზე დახვდა
-რა ხდებოდა ზევით? კითხა მამამ
-სახლი დაულაგე, საჭმელი გაუკეთე, ვილაპარაკეთ, მერე დაეძინა
-ორი სართულის ჩამოვლა ძნელი იყო?
-მთხოვა არ წახვიდეო, მეც არ მინდოდა მისი მარტო დატოვება
-მესმის რომ ცუდათაა, მგრამ რომ ეთხოვა მტკვარში გადახტო გადახტებოდი?
-თუ ისე მთხოვდა როგორც დარჩენა მთხოვა გადავხტებოდი
-მეგობრობასაც და თანადგომასაც აქვს დედიკო საზღვარი, მეტ ნაკლებათ რბილი ფორმით მიანიძნა მაიამ შვილს რომ არასწორად მოიქცა გუშინ
-მართლა, მე მეგონა მეგობრობა ოცდაოთ საათიანი იყო კვირაში შვიდი დღე, დასვენების დღეების გარეშე, როგორც თქვენ მასწავლიდით, გაბრაზდა ლიზა
-სამსახურში არ მინდა დავიგვიანო, თუ გამოვხატეთ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები შეიძლება წავიდე?
-წადი დე, ოღონდ ცოტა ჩვენი დიდების შენიშვნებიც გაითვალისწინე ხოლმე
-როდის იყო არ ვითვალისწინებდი? უბრალოდ გუშინ სხვანაირად არ გამოდიოდა, არ გამიბრაზდეთ რა... გადაეხვია ორივეს
-გიოს გეფიცებით მეტს აღარ ვიზამ
გამოიცვალა, მოემზადა და სახლიდან გამოვიდა, მაღაზიაში შეიარა, გარუჩას ამბავი იკითხა, გამყიდველმა უთხრა არ შემოსულა მაგრამ დავინახე მანქანით მიდიოდაო, ტელეფონი გამორთული ქონდა, ლიზას კი გარუჩას სახლის ღია კარები ედარდებოდა, დედას თხოვა შეემოწმებინა, კი არავინ არაფერს იკადრებს მაგრამ მაინცო, ერთი სული ქონდა როდის მივიდოდა სახში, აიკლო გარუჩას ტელეფონი, ბოლოს დედამ დაურეკა, ჩვენთან გამოიარა, შენზე დარდობდაო, საგურამოში მივდივარ, ერთი ორი კვირა დავრჩები მოვსულიერდებიო, მთვრალი არ იყო, ყველაფრისთვის მადლობა გადამიხადა, შენთვის კი განსაკუთრებით, დიდი, მადლობა ლიზასთვისო ჩემზე არ ინერვიულოდ კარგად ვიქნებიო, ლიზამ შვებით ამოისუნთქა, მადლობა ღმერთსო... ბიჭებმა ააკითხეს საგურამოშ გარუჩას, მართლა კარგად იყო, არც ნასვამი, მოწესრიგებულიც, უბრალოდ ისვენებდა, უსაქმურობდა და ვერც გაამტყუნეს, ეგ კი არა ისე გაუხარდათ მისი სიფხიზლე, მომავალ გეგმებზე არ უსაუბრიათ, არც გარუჩამ იცოდა ჯერ არაფერი, უბრალოდ დინებას მიყვებოდა, ბიჭები იმ ღამით დარჩნენ, დილით წამოვიდნენ, თუ რამე გჭირდება არ მოგერიდოს დარეკე ამოგიტანთ, თუ ქალაქში ჩამოსვლა გეზარება ან არ გინდაო... კიდევ რამდენიმე კვირამ შეუმჩნევლად ჩაიარა, სიმშვუდეში... საღამოს ლიზა დაღლილი დაბრუნდა სახში, დედამ რო დაიმარტოხელა გარუჩაზე კითხა ახალი ამბები ხომ არ იციო?
-რა მოხდა, რა უნდა ვიცოდე? გარდა იმისა რომ ახლა კარგად არის, ცოტა დასვენება კი გაეწელა, მაგრამ მაგასაც მოევლება, ერთი ორი მაგარი წამოთაქება და მორჩა
-ბინას რო ყიდის იცი? რუსიკომ თქვა
-რუსიკო უბნის ყველაზე დიდი ჭორიკანაა, რას უსმენ მაგას? მასე რო იყოს ჩვენც გვეცოდინებოდა, ნუ ბიჭებს მაინც ეტყოდა...
საღამოს გიომ და მედიკომ შემოირბინეს ჯაფარიძეებთან, მანდილოსნები სამზარეულოში შეიკეტნენ, გიო მამას მიუჯდა გვერდით
-გარუჩა იყო ჩვენთან მოსული, გიოს ბინის და აგარაკის გასაღებები დაუტოვა, ბინას ვყიდი და საგურამოს სახლს თქვენ გიტოვებთო
-მე სად მივდივარო? გაოცებული ეკითხებოდა მედიკოს მაია, მედიკომ თვალი ლიზასკენ გააპარა რომელიც თითებს ნერვიულად ათამაშებდა
-ესპანეთსი ნათესავები მყას, ჩემი ნამუშევრებიც აქვთ იქ და სამსახური შემომთავაზესო
-იქნებ ჯობია რომ წავიდეს, მაგრამ მენანება, ის ხომ ჩვენ ხელში გაზრდილი ბავშვია? ლიზამ გიოსთან გადაინაცვლა
-რატო არ მითხარი გარუჩას ამბავი?
-ჩვენ ორი დღის წინ გავიგეთ, ბევრი ველაპარაკეთ ბიჭებმა, ვიჩხუბეთ, ვიკამათეთ, ვიყაყანეთ ბევრი სისულელეც ვთქვით მაგრამ არაფერმა არ გაჭრა, აქ რაღა მინდაო, აღარავიმ მყავსო, ვეღარ ვძლებო, აქ გავლოთდები და ეგ იქნებაო
-რა იქ ექნება ია ვარდით მოფენილი ცხოვრება?
-სხვა რაღაცეებზე გადაერთვება, აღარ იფიქრებს სიკვდილზე, სასმელზე, წარსულის აჩრდილები არ შეაწუხებს, სიბრალულით მაინც არ დაუწყებენ ყურებას, გარემოს გამოცვლა უკეთესი იქნება მისთვის, ყველა ვხვდებით მაგას მარა, მაინც არ გვინდა რომ წავიდეს... ის ხომ გარუჩაა... უკმაყოფილოდ გაიქნია თავი გიომ
-ბინას მასე იოლად ვერ გაყიდის და მერე შეიძლება გადაიფიქროს
-გაყიდა უკვე, ის ტიპი ამ კვირაში ჩამოვა და გადაიფირმებს, ლიზას ხმა აღარ ამოღია, წასვლისას მედიკოს მხოლოდ ის ითხრა, ამ დღეებში ელესთან ან სოფისთან შვიკრიბებით და გელოდებითო, შეკრება ელესთნ გადაწყდა და გასარჩევი თემა რა თქმა უნდა გარუჩას მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, გოგოებმა კი ბევრი ილაპარაკეს და მარტო მერე დააფიქსირეს რომ ლიზას ხმა არ ამოუღია, იჯდა მისთვის ძალიან შეუმჩნეველი თითქოს გამჭირვალე
-ლიზ რას ფიქრობ? ან რას აპირებ? კითხა ელემ ძალიან ფრთხილად
-რასთან დაკავშირებით?
-გარუჩას გამგზავრებასთან დაკავშირებით
-ჩემთვის არარვის არაფერი უკითხავს, მე რატომ უნდა ვფიქრობდე ან რატომ უნდა ვაპირებდე რამეს? დიდი ბიჭია მიხედავს თავს
-და სიმართლე რო ვთქვათ? წარბი აუწია სოფიმ
-ერთხელ მიინც იყავი გულახდილი, რას გრძნობ? ლიზასაც ძალიან მოუნდა გულახდილობა
-მე ვცდილობ ტრაგედია არ შევქმა ამ სიახლისგან, ცხოვრებაში მხოლოდ ორი ტრაგედია არსებობს, როდესაც ადამიანი ვერ იღებს იმას რაც უნდა და როდესაც ადამიანი იღებს რაც უნდა
-შენ რა გინდა მიიღო თუ არ მიიღო?
-იცი ტრაგედია ტრაგედიად რჩება მაგრამ მეორე ვარიანტის დროს ეს ტრაგედია კმაყოფილებას მაინც განიჭებს
-გიყვარს არა გარუჩა?
-ხანდახან არ ვიცი რა მემართება, ვგრძნობ რომ მის გარეშე წამს წამი არ ემატება, მასზე ფიქრები გულს რომ აწყდება, თან კანში ატანს და სისხლსაც კი აწვება, დიდი ხანია არ მინახია და თავი მოიყარეს ემოციებმა, მინდა გაგინაწილო ჩემი სული და სივრცე, რადგან ბევრი აქვთ თურმე მოსაყოლი უთქმელ სიტყვებს... სიტყვებს, რომლებსაც სურვილების სუნთქვა ახლავს... მინდა გაუმხილო რასაც ვფიქრობ, რომ შეიგრძნოს ჩემი სითბო... გაუმხილო ის, რაც სამყაროს მიგიჟმაჟებს და სურვილებს მირიჟრაჟებს.... არ მინდა ვიყო სიტყვა ცარიელი დოგმებით....მინდა გამოვიგონო ზღაპარი, ჩემთვის მისაღები ფორმებით, მისთვის აღარ ვიყო გამოცანებით სავსე სკივრი, წაკითხულ წიგნად მინდა ვიქცე... და ვინ იცის, იქნებ სკივრში გამოკეტვას, მირჩევნია ერთადერთხელ, პირველად და უკანასკნელად მისი თვალით წაკითხული წიგნი ვიყო... მინდა ერთად ვნახოთ დროს ფერი როგორ მიეცემა, ქარი თავისას არ მოიშლის, მისი შიშით ზეცაზე ბატკნებივით დაფრთხებიან ღრუბლები და მზეც აიწევა ფეხის წვერებზე, კიდევ ერთი დღე როგორ გათენდება ქალაქში, სადაც ყველა განცდა განიცდის უსახელობას, სადაც ფსევდონიმები შეურჩიეს გრძნობებს და ქალაქის ყველა მცხოვრები საკუთარ თამაშს თამაშობს, ქალაქში სადაც არავინ იგონებს მითებს, აქ ლეგენდები იქმნებიან თავისით, ქალაქში სადაც რეალობაზე უფრო მეტი მისტიკაა და საბოლოოდ ქაოსი ნთქავს ყველაფერს, მინდა მიხვდეს რომ ქალაქი მასთან ერთად უფრო დაემსგავსა სახლს, რომელშიც მე დიასახლისი ვარ, გამოსაფხიზლებლად ვუკეთებდე ყავას: ღამესავით შავს, ცოდვასავით ტკბილს, სიყვარულივით მწველს და წყევლასავით მაგარს... მინდა იცოდეს რომ ჩემში ის იმდენად ბევრია რომ აღარავინ მჭირდება, იმბენად დიდია რომ მცირეა სამყარო, მინდა მჯეროდეს თუ ამის თქმას მისთვის ოდესმე გავბედავ, ჩემ სიტყვებს მასსავით ვერავინ გაიგებს....
გოგოები ყბადაღებულები უყურებდნენ ლიზას, ის ასეთი იყო, ან არაფერს იტყოდა ან თუ იტყოდა მისი სულის ყველაზე ლამაზ ნაწილს გაგიმხელდა.... ამ დღესაც ასე უცნაურ ნოტაზე დაიშალნენ, გოგოებს გიომ გამოუარა, ლიზარაზუს უხასიათობა არ გამოპარვია, მაგრამ ყველას თანდასწრებით არაფერი კითხა, მეორე დღეს სამსახურში შეუარა
-ლიზ ახლა თვალებში გიყურებ და ვხვდები რომ ძლიერი ადამიანებსაც აქვთ სისუსტეები, აქვთ ეს დრო, ახლა შენი სისუსტის დროა და მე არ ვიცი ეს რისი ბრალია, ვხვდები თითქოს, მაგრამ...
-ვიცი რომ ხვდები და მრცხვენია, იმის რომ ხვდები, ეს იმას ნიშნავს რო თავის კონტროლი არ შემიძლია, ემოციების მოთოკვა ვერ ვისწავლე თურმე და რომელ სიძლიერეზე მელაპარაკები?
-მოვიდა ლიზარაზუ? შენც იგრძენი?
-გახსოვს ერთხელ მითხარი, სხვისი შეყვარება როგორ არ შემიძლია, უბრალოდ ვიცი მედიკოსთნ უფრო ბედნიერი ვიქნები ვიდრე სხავასთანო, ჩემი და მედიკოს შვილები უფრო მეყვარება ვიდრე ჩემი და სხვა ქალისო,
-მახსოვს, შენც კარგად დაგიმახსოვრებია
-ხო და ახლა ზუსტად ამას ვგრძნობ და ეს გრძნობა საშინლად მაშინებს
-წაგიყვანო მასთან? ღიმილით კითხა გიომ
-მისთვის სულ ერთია, იგივეს არ გრძნობს, წასვლა რა საჭიროა? გიოს ორაზროვნად გაეცინა
-მეც ამდენი წელი მეგონა რომ...
-შენ იცოდი რომ მედიკოს სიცოცხლეზე მეტად უყვარდი, მე კიდე ეს გარანტია არ მაქვს
-ცხოვრებაში გარანტია არავის და არაფერზე არააქვს!
-არ მინდა, მე რატომ უნდა გადავდგა პირველი ნაბიჯი?
-მე მგონი ჯიურობ და იმას წასვლის საშუალებას აძლევ
-თუ წასვლა უნდა ბედისწერა ყოფილა და არა ბედი...
-არ მეგონა ამის თქმა თუ მომიწევდა, მაგრამ არ მისცე უფლება სულელურ სიამაყეს დაგაკარგვინოს, ის რაც ასე ძალიან გინდა.... მე ყოველთვისბ შენს გვერდით ვიქნები, მხოლოდ გაიფიქრე რომ გჭირდები და მე მოვალ, შენთან გავჩნდები.
სახში მისულ გიოს მედიკო შეეგება ძალიან შეწუხებული სახით, ეტყობოდა რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ უბედავდა, გიოს მედიკოს ეს მდგომარეობა ცოტა სახალისოდაც მოეჩვენა და ცოტაც კიდევ აწვალა, სანამ კითხავდა რა მოხდაო
-გიოო, ლიზას არ დაელაპარაკები? ფრთხილად კითხა მედიკომ ძალიან შეწუხებული სახით
-შენ მე გამაგიჟება რა, გადაიქნია თავი გიომ
-რატო?რამდენი წელია მიცნობ და კიდე ვერ მოახერხე ჩემი ბოლომდე შესწავლ, როდის იყო მე ლიზარაზუს რომელიმე ნაბიჯი მეპარებოდა, როდის ყოფილა, რომ ვერ მიმხვდარვარ რას გრძნობს და რას განიცდის? როდის ყოფილა, რომ უყურადღებოთ დამიტოვებია? გაბრაზდა გიო
-ველაპარაკე
-ანუ არ უბრაზდები?
-მედიკო ხანდახან მგონია რომ გათხოვებამ ცოტა ტვინი დაგაკარგვინა, მედიკოს გაეცინა და გიოს მკლავზე უბწკინა
-რაო, მერე? მაინც ჯიუტობს?
-ბოლო წამს მაინც წავა, მთავარია გვიანი არ იყოს
-მეც, ელემაც, სოფიმაც ტვინი ვუბურღეთ, ის კი ისე მშვიდათ იყო...
-ძლიერია და იმიტომ, ძლიერი, ამაყი და ჯიუტი, რომც წავიდეს დარჩიო არ თხოვს, დაემშვიდობება და ბარგის ჩალაგებაშიც მიეხმარება, უფრო გაამწარებს ვიდრე დარჩენის თხოვნით, ხო ხვდები, უთქმელი საყვედური უფრო მწარეა ვიდრე
-მე სკანდალს მოგიწყობდი ლიზას ადგილას
-რატო არ მომიწყვე როცა წავედი?
ქვეყნიდან ხომა არ მიდიოდი სამუდამოდ? და თან ჩვენ სხვა სიტუაცია გვქონდა
-ჩვენ მეტს ვეღარაფერს ვიზამთ, უბრალოდ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.
”ხვალ მიდის”- აზრი რომელიც ერთადერთია მის გონეგაში და ეს ერთადერთი აზრი ისე აშინებს როგორც არაფერი დედამიწის ზურგზე, მთელი ცხოვრებაა ცდილობს ყველაფერი აკონტროლოს, ახლა კი ყველაფერი ქვიშასავით ეცლება ხელიდან, ოთახში მოუსვენრად დადის წინ და უკან, მახეში გაბმულივით, წავიდეს საგურამოში? თავის თავს გადააბიჯოს? რა მოუხერხოს სიამაყეს? თუ რას ეძახიან ამ გრძნობას? საკუთარი თავი რომ ძალიან გიყვარს და ზედმეტების უფლებას რომ არ აძლევ? ეგოიზმი? ხო და ახლა ყველა ეს გრძნობა გაასმაგებული აქვს ლიზას, სიამაყეც, ეგოიზმიც, სიყვარულიც, თავმოყვარეობაც, შიშიც... შიში... რა მოხდებოდა ეს გრძნობა რომ არ არსებობდეს? რისი ეშინია? ყველაფრის, გარუჩასი, იმ გრძნობის რასაც მის მიმართ გრძნობს, ეშინია ტკივილის, ამის მართლა ძაან ეშინია, ეშინია რომ გარუჩა არასწორად გაუგებს, ეშინია რომ არ ეყვარება... (თუმცა იცის რომ ეს ასე არ არის), ოთახში პერიოდულად სოფი შემოდის, კიდევ აქ ხარო? მხოლოდ ამას ეკითხება და პასუხს არც ელოდება ისე გადის... ტელეფონს იკლებენ ელე და მედიკო, ლიზამ ის სულ გამორთო, ბოლოს ისეთი სიმშვიდე იგრძნო თვითონაც გაუკვირდა, სავარძელში ჩაჯდა დაწყნარებული, უკვე ვეღარაფერს გრძნობდა და მისი ეს მდგომარეობა ძალიან მოეწონა, მეგობრების ჯარი ვერ ჩაცხრა, ელემ და მედიკომ სატელეფონო შეტევა სოფისთან გადაიტანეს
-სად არის და რას აკეთებს? იყვირა ტელეფონში ელემ ისე რომ სოფის ბატონოს თქმაც არ აცალა
-ოთახშია შეკეტილი, დილით ნერვიულად დადიოდა აქეთ იქეთ, ახლა მეფური სიმშვიდით ზის სავარძელში
-ბოლოს მომიღებს მე ეს გოგო, ამდენი ჩემს ურთიერთობებზე არ მინერვიულია, ესრა ჯიუტი თხაა?
-ორი ჯიუტი თხა შეხვდა ერთმანეთს საცალფეხო ხიდზე, გაეცინა სოფის
-ისინი წყალში მაინც ჩაცვივდნენ ერთად და ესენი? ერთი სიტყვით მე მედიკოს გავუვლი, გამოვათრევ სამსახურიდან და მოვალთ, არსად არ გაუშვა, გარდა იმ შემთხვევისა თუ იტყვის რომ გარუჩასთან მიდის
-ჩავკეტო?
-თუ საჭირო გახდა, ჩაკეტე!!!
ლიზას ჩაკეტვა საჭირო არ გახდა, სამაშველო რაზმი ელვის სისწრაფით გაჩნდა ლიზასთან ოთახში, ელე ყვირილით შეუვარდა
-რას დასკუპებულხარ აქ კრუხივით? ვერ ხვდები რა ხდება? ჩვენ შორის მეგონა შენ უფრო ჭკვიანი და გამბედავი იყავი და შენ კიდე??? არ გრცხვენია? მე უნდა გასწავლიდე რა უნდა გააკეთო? არც იმის არ გრცხვენია ამ ორსულ ქალს რო მანერვიულებ და მატარებ წინ და უკან?
-უკაცრავად, ორსულ ქალებს... ჩაერთო საუბარში მედიკო, გოგოებს ერთი წუთი დასჭირდათ სიახლის გადასახარშავად, ლიზა სიხარულით წამოხტა და მედიკოს გადაეხვია, გილოცავთო, ელემაც მიულოცა მაგრამ თემის შეცვლა არ უნდოდა, ლიზას მანქანის გასაღები ესროლა
-ეხლავე წადი საგურამოში და გააკეთე ის რაც დიდი ხნის წინ უნდა გაგეკეთებინა, წადი თორე ოთარას გეფიცები მოგკლავ და დიდი სიამოვნებით წავალ ციხეში, გოგოები იცინოდნენ, ლიზასაც გაეცინა, ელე ასეთი გაბრაზებული და მომკივანი პირველად ნახა, როცა დამშვიდდა მოიბოდიშა მე მგონი ჰორმონების ბრალიაო
-რატო მიკეთებთ ამას? რატო მოხვედით? მკაცრად იკითხა ლიზამ, გოგოები სკამებზე ჩამოსხდნენ ლიზა ისევ ჯიუტობდა, გოგოები ისევ არწმუნებდნენ რომ უნდა წასულიყო, ბოლოს მობეზრდათ და გაბრაზებულებმა თავი დაანებეს, პირველმა ისევ ელემ დაიხია უკან, არ მეგონა იმის მერე რაც ჩემთან თქვი ასე იოლად თუ დათმობდი მაგ ყველაფერსო, ბოლოჯერ და ყველაზე მწარე ადგილას დააჭირა წიხლი და სანამ ისევ მარტო დატოვებდნენ მედიკომ ერთი ძალაინ კარგი რამ უთხრა, საბოლოოდ ჩვენ არა მტრების სიტყვები, არამედ მეგობრების სიჩუმე გაგვახსენდებაო, ამიტომაც ვართ აქ და დასკვნები შან თვითონ გამოიტანეო, ელემ მანქანის გასაღებიც დაუტოვა, გქონდეს ყოველი შემთხვევისთვისო, ლიზამ კიდევ ბევრი იყოყმანა, ბოლოს გასაღებს ხელი დაავლო და საგურამოში წავიდა, ეზოში მშვიდათ შევიდა, ეტყობა გარუჩა სახში არ იყო თორე მანქანის ხმას გაიგებდა და გამოეგებებოდა, ლიზამ სახლის კარი ფრთხილად შეაღო, გარუჩა გაუნძრევლად იჯდა ბიხრის წინ
-რატო მოხვედი ლიზარაზუ? ისედაც მიჭირს და ახლა შენც ნუ ეცდები ჩემს გადარწმუნებას, ბიჭებმა უკვე ცადეს, ყველაფერი კი ჩხუბით და დიდი გულისტკივილით დამთავრდა
-მე იმიტომ არ მოვსულვარ რომ წასვლა გადაგაფიქრებინო, უბრალოდ ბოლო საღამოა შენი... თუ ჩვენი აქ და ერთად ყოფნის... მინდა რომ გაგაცილო, მოგეხმარო ჩალაგება, მილაგება, წაბარგებაში, გაუღიმა ლიზამ და სახლის ზღურბლს გადააბიჯა, სახლის რომელიც ძალიან მოსწონდა სახლის რომელშიც დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა და თავს დიასახლისად იგრძნობდა, ეს გრძნობა კი კმაყოფილებას მოჰგვრიდა, იმიტომ რომ გარუჩას სახლი გარუჩას გავდა, მშვიდი იყო, თავისებური, გარუჩასავით მყუდრო და შეძლებისდაგვარად კომფორტული, თითქმის ზაფხულის პირი იყო გარუჩას კი ბუხარი ენთო, ლიზარაზუმ ჩუმად მოავლო იქაურობას თვალი, სახლს არაფერი ეტყობოდა იმისა, რომ ტოვებდნენ, გაუკვირდა
-ასე ტოვებ ყველაფერს? ღმერთმა უწყის როდის ჩამოხვალ, ავეჯი გაფუჭდება, დაიმტვერება და საერთოდ ვინ მოუვლის აქაურობას?
-გასაღები გიოს მივეცი, ვთხოვე აქაურობისთვის მიეხედა, ასე რომ შენც მოგიწევს ზრუნვა ჩემს სახლზე, მინდა რო გიოს და მედიკოს შვილები აქ ზაფხულს ატარებდნენ, შენებიც, თუ ისინი გეყოლება... გამეხარდება თუ ჩემზე მოუყვები, თუმცა არ ვიცი რას მოუყვები
-და შენი შვილები სად გაიზრდებიან გარუჩ?
-მხოლოდ ჩემს ოცნებებში
-მშია, გააქვს რამე საჭმელი?
-სამზარეულოში ნახე, დიდი არაფერია, მე ხომ სტუმრებს არ ველოდი?
ჩუმად ისხდნენ ბუხრის წინ, უკვე ჩამობნელდა, ლიზა ლავაშის პურს და ყველს ჭამდა (რაც იპოვა იმას), თან ადესის ტკბილს აყოლებდა
-წამო გარეთ კიბეებზე ჩამოვსხდეთ, იქ უკეთესია, ვარსკვლავები ჩანს, მოკიდა ხელი გარუჩამ ლიზას და წამოაყენა
-ვარსკვლავებს არ შუძლიათ კაშკაში წყვდიადის გარეშე, სევდიანად თქვა ლიზამ როცა კიბეებზე ჩამისხდნენ და ნამ თავს ზემოთ უთვალავი მოციმციმე წერტილი დაინახა
-აბა შენს გადასარწმუნებლად არ მოვსულვარო? რატომ იწყებ ჩემი ფიქრების არევას?
-მე ეს უბრალოდ ვთქვი, თუ გინდა მთელი საღამო სიჩუმეში გავატაროთ?
-შანთან სიჩუმე? გაუკვირდა გარუჩას
-ეს ისე თქვი როგორც - მე პასუხს ვაგებ ჩემს ნათქვამზე მაგრამ არავითარ პასუხს არ ვაგებ თუ როგორ გაიგებენ მას სხვები! არა? ლიზა ამ კითხვაზე მრავლისმთმელად დუმდა და იღიმებოდა, ისხდნენ, არ საუბრობდნენ, უბრალოდ დიდი ხნის განშორების წინ ერთად იყვნენ, ლიზარაზუ უყურებდა კიბეებზე წამოწოლილ გარუჩას, რომელსაც თვალები ქონდა დახუჭული და სიჩუმით ტკბებოდა
-მეგონა ყოველთვის იქნებოდი! ისევე როგორც ჰაერი... საჭირო... შეუმჩნეველი... მაგრამ მუდმივი... შენ კიდე...
მამაკაცებს ყოველთვის აშინებთ ისეთი ქალები რომლებმაც მომენტის კარგად შერჩევა იციან და ზუსტად მაგ დროს მიდიან ვა ბანკზე და ლიზა ახლა ზუსტად ვა ბანკის მოხსნა ცდილობდა
-ვიცოდი რომ ვერ მოითმენდი, ვიცოდი რომ წასვლასაც არ დამაცდიდი ადამიანურად, ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდი... წამოჯდა გარუჩა და ხელები თავზე მოიჭირა
-ასე აპირებ უკან მოუხედავად წასვლას და ჩემს დატოვებას? უფრო მტკივნეულ საკით შეეხო ლიზა
-იქნებ უთქმელი სიტრყვები ნათქვამს ჯობია ლიზარაზუ? იქნებ მე ასე მირჩევნია? დაგიტოვო ჩემში უთქმელ აღსარებად! რადგან უთქმელი აღსარებები, ხომ შუამავლების გარეშე უფრო სწრაფად მიდიან ღმერთთან? ლიზას ძალიან ეტკინა გარუჩას სიტყვები, ფეხზე წამოდგა და უსიტყვოდ წავიდა ჭიშკრისკენ
-არ წახვიდე, ახლა არ წახვიდე, უყვირა გარუჩამ
-თუ დავიწყეთ დავამთავროთ, ვატკინოთ საბოლოოდ ერთმანეთ გულები, ხომ გინდა ჩემი გალანძღვა? ხომ გინდა რომ ისეთი დეპრესიით გამიშვა ესპანეთში რომ იქ შეიძლლება თავიც მოვიკლა, მიდი დაიწყე, ცხოვრებიდან ერთადერთი შენი წიხლი არ მომხცედრია...
-საერთოდ არ მინდა შენი გაშვება... არ მინდა იტანჯებოდე, გეყოფა რაც გირტყა ცხოვრებამ, აქ მოსვლით შემეშალა, ისევე როგორც ყველაფერი შნთან დაკავშირებით, წყნარად უპასუხა ლიზამ
-ხვალ მივფრინავ ლიზ, რაც არ უნდა გითხრა, მითხრა, გავაკეთოთ, რა მნიშვნელობა ექნება ამას? მე შენ ყოველთვის გეუბნებოდი ცხოვრების გამარტივება არ იცითქო, ახლაც ართულებ ყველაფერს, ჩემთვისაც ართულებ
-შენ კი არაფერ მიმარტივებ! ლიზარაზუს თვალები ცრემლებით აევსო
-რას ცდილობ ლიზარაზუ?
-ვცდილობ რომ როგორმე ცრემლები შევიკავო და შენს თვალ წინ არ ავბღავლდე
-მოდი ჩემთან, თხოვა გარუჩამ და მის ჩასახუტებლად ხელები გაშალა, ლიზამ უარყოფის ნიშნად თავი გაუქნია, გარუჩა თვითონ მივიდა და ლიზას მოეხვია
-ვიცი რომ წასვლით გულს გტკენ, ყველას გტკენთ გულს, მაგრამ დარჩენით მე მეტკინება ყველაზე მეტად
-ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, ცრემლიანი ხმით უთხრა ლიზამ
-წამო ჩამოვსხდეთ ისევ... ცრემლების და ზედმეტი ემოციების გარეშე კარგი? ჩაუკრა თვალი გარუჩამ და კიბის საფეხურებს დაუბრუნდნენ
-ლიზ შენ ყველა ის ნატვრა ხარ რაც არ ამხდარა ჩემთვის, უკვე გავიზადრე შენ კი ჩემი ბავშვობა ხარ ვიცი, იცი შემიყვარდი უწინ, შემიყვარდი ერთხელ და მთელი ბავშვობაა გეძებ... იცი შემეშალე ბევრჯერ და ახლაც რომ მეშლება ვხვდები... გარუჩა გაჩუმდა და ლიზა მიხვდა ის რისთვისაც მოვიდა არ გამოუვიდა, რომ გარუჩა მიანც წავიდოდას
-წლები გავლენ გარუჩ... მაინც გეყვარები ისევ, მე ხომ მთელი ცხოვრებაა მეძებ? კიდევ შეგეშლები ბევრჯერ, მერე თავიდან მომაგნო იქნებ? მერე ვეღარ გამოვყვები გრძნობებს, იქნებ მეც შემეშალო ერთხელ?!
-შენი შეცდომა კი ოჯახი იქნება, ოჯახი ჩემს გარეშე! ლიზას ნაღვლიანად დაემანჭა სახე, უფრო ტკივილისგან ვიდრე სინანულისგან
-მე არ მინდა გაგიხსენო შვიელბთან და შვილიშვილებთან, ვიამაყო რომ მე მიყვარდა ცხოვრებაში ძალიან ძალიან, არ მინდა ამ გრძნობაზე მოუყვე ჩემებს, ფიქრებში შენ მიტრიალებდე, მათ კი ეგონოთ რო საუბარი მათ მამაზე არ ბაბუაზეა...
-მე მგონი საკმარისი ვთქვით უკვე!!!
-საკმარისზე მეტიც!!!
-მე ხომ გაგაფრთხილე უთქმელი სიტყვები ნათქვამს ჯობიათქო?
-შენ წარმოიდგინე ასე არ არის
-დარჩები დღეს?
-რისთვის? ახლა შენ მარტოობა გჭირდება, წამოდგა ლიზა, შუბლზე აკოცა გარუჩას
-ბედნიერი იყავი ესპანეთში... გარუჩას ის აღარ გაუჩერებიას
თურმე არ შეიძლება გიყვარდეს და თან სასწაულების არ გჯეროდეს... ყველას აინტერესებდა რა მოხდებოდა, წავიდოდა თუ დარჩებოდა გარუჩა, ლიზას არავის დანახვა არ უნდოდა, ისიც არავის შეუწუხებია, დარკვით სახში მიკითხვით და ზედმეტი ინტერესეით, მხოლოდ გიოს დაურეკა სახში ვარ არაფრზე ინერვიულოო, მერე გიო მაიას ელაპარაკა, როგორ არისო? ისეთი დაღლილი ძილსაც ვერ ახერხებსო, გულისტკვივილით უტხრა მაიამ შვილს, გარუჩა აეროპორტში არავის გაუცილებია, საღამოს მიფრინავდა, ლიზარაზუ კი საქანელაზე იჯდა ეზოში და წამებს ითვლიდა, ტელეფონი რო აწკრიალდა შიშისგან შეხტა
-ბატონო, მკაცრი ხმით უპასუხა ლიზამ
-ბავშვობის მოგონებასავით ხარ საქანელაზე და წუნკალი სახით როგორც პატარაობაში იცოდი ხოლმე, ლიზარაზუ საქანელიდან წამოხტა, მიმოიხედა, ვერ დაინახა
-სად ხარ?
-ახლოს, მე სულ შენს გვერდით ვარ ლიზარაზუ, სულშენს გვერდით, ლიზა ისევ დატრიალდა, ის ისევ არ ჩანდა
-დაბნეულიც ძალიან ლამაზი ხარ
-გეხვეწები მითხარი სად ხარ? გარუჩას სახელოსნოს ფანჯარაში შუქი აინთო, ლიზამ გარუჩა დაინახა
-ვიცოდი რომ აქ იქნებოდი, ელაპარაკებოდა ისევ ტელეფონით გარუჩა
-ისიც ვიცოდი რომ არ იტირებდი, როგორც სხვა გოგოები ტირიან ხოლმე, ვიცი რომ ძლიერი ხარ, ამიტომაც ხარ ჩემი, თავს არ აძლევ უფლებას რომ რაიმე მოგერიოს, ვიცი რომ ჩემზეც არ ფიქრობ, გაბრაზებული ხარ და იმიტომ, გაბრაზებული ხარ მაგრამ მაინც ჩემი... ლიზა იდგა და ფანჯარაში მომცინარ გარუჩას უღიმოდა საპასუხოდ
-დამელაპარაკები სიყვარულზე ლიზარაზუ???
-მე და შენ... აი ყველაფერი რაც ვიცი სიყვარულზე......

№1  offline წევრი fragile

თვალებს ვერ დავუჯერე შენი "ნიკი'რომ დავინახე...ამ ისტორიით გაგიცანი და მას შემდეგ შენი ერთგული მკითხველი და გულშემატკივარი ვარ,ასევე შენი ნიჭით გაოცებული და ძალიან მინდა მალე ახალი ისტორიით დაბრუნდე...აბა ძველები წერტილ-მძიმით მაქვს უკვე დაზეპირებული<3333

№2  offline წევრი aneta

მენატრება ხოლმე ეს ისტორია და გამიხარდა რომ დადე. ველი ახალ ნამუშევრებსაც

№3 სტუმარი სტუმარი თაია

შენმა ისტორიებმაა ცხოვრებაში დიდი დახმარება გამიწია.მადლობა,რომ წერ და იმედია გააგრძელებ ასე:)

№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

სამივე ისტორია ერთად წავიკითხე. მგონი ასაკით პატარა ხარ და მითუმეტეს ეს ისტორია პირველი ყოფილა და უფრო პატარა, როცა დაწერე. ძალიან ჭკვიანი და შეგნებული ხარ. ბევრ რამეს ისწავლის ადამიანი შენი ისტორიებიდან. სიტყვები არ მყოფნის ნამდვილად, არაჩვეულებრივი გოგო ხარ. მინდა ასეთი შეგნებული და ჩამოყალიბებული მომავალი თაობა მე. იმედი მაქვს, ახალს დაიწყებ და უფრო გაგვაბედნიერებ

№5 სტუმარი marika

Momewona,dzalian saintereso iyo,yochag

№6 სტუმარი Ana-maria

ჩემდა სამწუხაროდ ახლა წავიკითხე ეს ისტორია და სრული შოკი იყო!გული დამწყდა ასე რომ დამაგვიანდა. ძალიან ბევრი ემოცია გამოიწვია ამ ისტორიამ,.სიყვარული მეგობრობა ოჯახი. ძალიან კარგად წერთ და იმედს ვიტოვებ სხვა ისტორიებსაც ვიპოვი. კარგად დაწერილი, გამართული, საოცარი ისტორია.ბრავო მწერალს!

№7  offline წევრი Firefly

მიყვააარს ჩემი ერთერთი ფავორიტი ისტორიაა
--------------------
M.T

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent