შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა ხედი 1 თავი ქალიშვილი


3-12-2017, 18:20
ავტორი leandra jerrard
ნანახია 1 737

სხვა ხედი
პროლოგი
ხანდახან, ემოციების ზღვა შიგნიდან შემოგაწვება ხოლმე, თითქოს ზვირთებად ქცეული სიტყვების ნაკადი ცდილობს დაანგრიოს უხილავი საზღვრები და გადმოინთხეს ხმელეთზე. მიწა, მიწიერება რეალობასთან და ყოველივე რეალურთან ასოცირდება, მაგრამ არსებობს კი ზღვარი რეალურსა და მისტიურს შორის? ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია, ერთ დღეს შეიძლება განხორციელდეს და ასე ხორცშესხმული მოევლინოს მიწიერ სამყაროს. მე მაინც მჯერა, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი ყველაფერ სპირიტუალურსა და "რეალისტურს" შორის. ხორციც ხომ მძორად გარდაიქმნება ყოველთვის, როცა სული განეტევება?!
არც კი მახსოვს, ბოლოს როდის მივეცი თავს უფლება წერილობით გარდაექმნა აბსტრაქცია რეალობად და თამამად, გულახდილად ელაპარაკა. როცა არუნდაყოფილიყო ეს, ფაქტია, მას შემდეგ არაერთი გარდატეხა მოხდა ჩემს ცხოვრებაში და უამრავი რაღაც შეიცვალა. ბევრჯერ, გარემო პირობებთან შეუგუებლობისგან გაჩენილი პროტესტის გრძნობით ამიღია კალამი და დამფრთხალს ისევ გადამიდია, ხანდახან სიყვარულითა და ფერადი გრძნობებით განმსჭვალვულს გამჩენია წერის სურვილი...ნოსტალგია, სევდა, ბრაზი, ზიზღი, უსამართლობით გამოწვეული პროტესტის გრძნობა და ბედნიერების შეგრძნება, ნებისმიერი განცდა შეიძლება იქცეს მუზად, მაგრამ ყოველთვის მაფრთხობდა რაღაც, რაღაც ამოუცნობი და ვჩერდებოდი. ვფიქრობ ამაზე და თავში ერთი პასუხი მიტრიალებს მხოლოდ, სიღრმე... და რაოდენ ბუნდოვნადაც არ უნდა ჟღერდეს, სიღრმეებია ის, რაც ასე მაშინებს და არ მაძლევს მოსვენებას. ყოველ ჯერზე, ვნებით შეპყრობილი, როდესაც გავაანალიზებდი, წერ იმისთვის, რომ ვინმემ წაიკითხოს, წააკითხო ვინმეს სულის სიღრმიდან დაკრეფილი ემოციები სიტყვებად გარდაქმნილი და თაიგულებად შეკრული კი იგივეა, ამოგზაურო მკითხველი სულიერ სამყაროში და მოატარო ყველაზე ბნელი, იდუმალი და ინტიმური კუნჭულებიც კი...და ვფიქრობდი:" არ მინდა ვინმემ წაიკითხოს ჩემი ფიქრები..."და საკუთარ თავსვე ვპასუხობდი "არ არსებობს კარგი მწერალი, რომელიც გულახდილი არ არის და ყველა მწერალს, გულის სიღრმეში მაინც, სურს, რომ მისი ნაწერი წაიკითხონ...". მწერალად არასდროს აღმიქვამს საკუთარი თავი და საკუთარ თავთანაც კი, არც ნაწარმოები მიწოდებია ჩემი ნაჯღაბნებისთვის ოდესმე. მაგრამ, წმინდა ლექსიკურ დონეზე ხომ მწერალი არის ის ვინც წერს და ნებისმიერი ნაწარმი - ნაწარმოები და აქედან გამომდინარე კი კონკრეტულ შემთხვევაში მსგავსი წოდებები არ შეიძლება ამბიციურად ჩაითვალოს.
ყველა გზას სადღაც მიჰყავხარ, ისევე, როგორც ყველა ღირებულმა ნაწარმოებმა უნდა მიგიყვანოს სადღაც და შეგმატოს რაღაც ახალი. საით მივდივარ ახლა და საით მიმყავს მკითხველი? ვიქნები გულახდილი და პრიმიტიული და ვაღიარებ, რომ თავადაც არ ვიცი... მხატვრულობისთვის ვიტყოდი, კალამი თავად მმართავს-მეთქი, მაგრამ კვლავ გულწრფელობას ვამჯობინებ და ვიტყვი, რომ თითები ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად მოძრაობენ კლავიშებზე.
გადავდივარ მთავარ სათქმელზე და თავში მიტრიალებს, პროტესტის გრძნობის გამომწვევი საზოგადოება და ამყრალებული მენტალიტეტი, შესაძლებლობების ულიმიტობა და მზის სხივებივით თბილი გრძნობები, თავისუფლების წყურვილი და ირონიით გაჟღენთილი წუთისოფელი...
არ ვიცი, ჩამოუყალიბებებლობის ბრალია, თუ მერყევი ხასიათის, მაგრამ ჩემში ყოველთვის იბრძვის ორი სესილია, პირველი მათგანი თვალებიდან ცისარტყელებს აფრქვევს, ყველას ეხმარება, სჯერა სიკეთის, "ჰეფი ენდის", გამგები და ლოიალურია. მეორე კი ჩვეულებრივი სოციოპათია, რომელსაც უნდა, რომ ყველას მაგრად აგინოს და პანჩურები ურტყას მოქუცუნე ტრაკებში. კი, ნამდვილად უჩვეულო კონტრასტია.
წერის დროს ეტაპობრივად მიმძლავრდება შიშის შეგრძნება და ისევ მიიჩქმალება ხოლმე, არ მინდა გადაზედმეტებული ან ფსევდო თავმაბლობა გამომივიდეს, შუა საუკუნეებში დაწერილი პროგრამული ნაწარმოებების ავტორებივით, მაგრამ ხანდახან კითხვაც მიჩნდება, ვინ ხარ შენ, რომ ამდენი დიდებული მწერლის გალაქტიკაში თავს უფლებას აძლევ წერო? მაგრამ, რა ვქნა თუ სამყარო არ მაძლევს არჩევანის უფლებას?! არ ვგულისხმობ, იმხელა ნიჭით დამაჯილდოვა, საკუთარ თავში ვერ ვიტევ და უნდა მოგანთხიოთ-მეთქი, მაგრამ ჩემს ცხოვრებას კი დღითიდღე უფრო და უფრო უცნაურს და... გავბედავ და ვიტყვი, საინტერესოს ხდის. იცით, ვფიქრობ ეს არაა ერთადერთი მიზეზი, თუმცა ჩემი წილი უნარი არ მყოფნის სხვა მიზეზების სწორად, გასაგებად, მოკლედ და ამავდროულად საინტერესოდ გადმოსაცემად. ამიტომ, უფრო მნიშვნელოვანზე ვკონცენტრირდები.
I თავი
ყოველთვის, როცა ვინმე სათანადოდ ვერ აფასებდა ჩემს შესაძლებლობებს, ან უბრალოდ უნებლიედ თუ ნებით მაღიზიანებდა, ან უბრალოდ სოციოპათი სესილია ჭარბობდა ჩემში, ვფიქრობდი, დამაცადეთ, მივაღწევ ჩემს მიზნებს და ყველას დედას გიტირებთთქო. ოპტიმისტ სესილიას კი ყოველთვის სჯეროდა, რომ დაამთავრებდა სკოლას, იცხოვრებდა მეგობრებთან ერთად მარტო და დამოუკიდებლად, ისწავლიდა ჟურნალისტიკას ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, იმოგზაურებდა, გახდებოდა ცნობილი და წარმატებული ქალი, რომელიც დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდა ბავშვობის სიყვარულთან ერთად და მიაღწევდა ყველა დიდებულ მიზანს... სიმართლე გითხრათ, ეს დამოკიდებულება არც ახლა შემცვლია, თუმცა კი მდგომარეობა საგრძნობლად გართულდა, როცა ეკლებიან გზაზე შევაბიჯე და სასტიკ რეალობას შევეჯახე. ვიცი, ბანალურად ჟღერს და ამ ფაქტის ბანალურობის აღნიშვნით ამის გამართლებაც ბანალურია, მაგრამ ჩვენი ვოიაჟი ხომ აღარ იქნება სრულფასოვანი, თუ რეალობას თვალს არ გავუსწორებთ?!
პირველი საოცნებო მოგზაურობიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, თუმცა რაღაც რიგზე ვერ იყო. თეორიულად ყველაფერი ხომ ზღაპრულად იყო?! მაგრამ რა ხდებოდა ჩემში, გაუგებარი იყო. ჩერსლი, ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს, სპექტაკლი "ანასტასია", მთავარი როლი, ექსკურსიები დაუვიწყარ ადგილებში, ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში მეგობრებთან ერთად თეთრად გათენებული ღამეები და ხარჯები სრულად იკისრა ქალაქის მერიამ, რადგან დირლანიის სახელით მებრძოლი, გარდაცვლილი მსოფლიო ჩემპიონის ობოლი ქალიშვილი ვარ.
რეჟისორს, ჯიმს, ამ მოგზაურობამდე დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ აქ ის ჩემს თვალში ძალიან დაეცა. საშუალო სიმაღლის, შუა ხნის, თეთრ თმიანი, ათლეტური აღნაგობის კაცია, ორი შვილი და ზედმეტად ცნობისმოყვარე ცოლი ჰყავს. უმცროსი გოგონა, სანდრა სპექტაკლში მონაწილეობდა, ვინაიდან რეჟისორის შვილი იყო, ეპიზოდური როლი ხვდა წილად. 13 წლის გოგონასთვის საკმაოდ მაღალი და სუსტია, ვიწრო თვალის ჭრილი აქვს,ოდნავ წინ წამოწეული ყბა... მახსოვს, როგორ დაენისლა მუქი, შავი ფოლაქებივით, თვალები, როცა მამამისი ერთ-ერთი ჯგუფური გასეირნების დროს, გაუჩინარდა ახალგაზრდა ქალთან ერთად, რომელიც ჩვენ გვახლდა, მაგრამ არც რომელიმე მსახიობის მშობელი იყო და არც პედაგოგი. იმ დღეს მოკლე მკლავიანი მაისური მეცვა, ჯიმმა შენიშნა, რომ მციოდა და თავისი ქურთუკი ჩამაცვა, ყველა მოსწავლისადმი ძალიან ყურადღებიანი და მეგობრული იყო, მე განსაკუთრებით ვუყვარდი, ყოველი შემთხვევისთვის ასე ამბობდა თვითონ. სანდრამ ქურთუკის გულის ჯიბეში შემიცურა ხელი და მამამისის საფულე ამოიღო.
-სად არის ჯიმი?
-არ ვიცი, ორი საათია ვეძებ, ბურგერი მინდა, ვეღარ დაველოდები. - განმიმარტა და ყალბი ღიმილით გამეცალა. რამდენიმე წუთში უკვე ყველა ჯიმის გაუჩინარებაზე ჩურჩულებდა. დავინახე როგორ მიახლოვდებოდა თვალებ გაფართოებული სალი.
-ისეთი ამბავი გავიგე, დაიშოკები.
-რა ხდება? - ვკითხე ვითომ სხვათაშორის, მაგრამ უკვე შესანიშნავად ვხვდებოდი, რაშიც იყო საქმე.
-ჯიმის და იმ ცისფერთვალება ქალს რომანი ჰქონიათ!
-საიდან გაიგე? - სამწუხაროდ, საერთოდ არ გამიკვირდა, მხოლოდ წყარომ დამაინტერესა.
-ჯერალდმა მითხრა, ჯერალდმა ჯონსონისგან გაიგო, ჯონსონმა ედუარდისგან, ედუარდმა, რომ იცოდა, თავისთავად არ არის გასაკვირი... არავის უთხრა!
ედუარდი დასის დირექტორი იყო, მსუქანი, დაბალი, თეთრთმიანი, ცისფერი, წვრილი, ცბიერი თვალები ჰქონდა. კომიკური პერსონაჟი იყო, ერთი რომანის დაწერა, მარტო ედუარდის ტიპაჟზე შეიძლება. ქალური მიხვრა-მოხრა ჰქონდა, სიცილის დროს ტუჩებზე ხელს იფარებდა და თავს ოდნავ მარცხნივ აბრუნებდა, ჯდომის დროს, ჩასუქებული მარჯვენა ფეხი, აუცილებლად გადადებული ჰქონდა მარცხენაზე და ერთი შემთხვევა არ მახსოვს, ადეკვატურად მოქცეულიყო. ყველაზე ჭორაობდა, ყველას აგინებდა, ზურგს უკან ლაპარაკი უყვარდა. მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ხელოვანი ადამიანი, მით უმეტეს, კატების მოყვარული, ასეთი მდაბიო ყოფილიყო?! მაგრამ ის არსებობდა და ამ ფაქტს ვერსად გავექცევით. ბუნებრივია, უცოლო იყო და სამ კატასთან ერთად ცხოვრობდა. ერთხელ დასის წევრებს პასპორტების მოტანა მოსთხოვა, მეც მივიტანე და ჩემი პასპორტი მას შემდეგ აღარ მინახავს. მთავარ როლში ვიყავი და შესაბამისად ჩემს გარეშე და თავისთავად, ჩემი პასპორტის გარეშე ვერსად წავიდოდნენ, რადგან ფესტივალამდე უნდა ჩასულიყვნენ დნაიშნულების ადგილზე, დრო კი ძალიან ცოტა იყო იმისთვის, რომ მთავარი როლის შემსრულებელი შეეცვალათ. ედურდმა და მისმა ოცდაათი წლის განუყრელმა მეგობარმა, თანაშემწემ, ჯონსონმა რომელიც „კუდივით“ მუდამ თან დაჰყვებოდა მას, შეთხზეს ისტორია, თითქოს მისული ვიყავი კუთვნილი პასპორტის წამოსაღებად, საბუთებს ვაგროვებ და მჭირდება-მეთქი, მითქვამს. გამეცინა, რომ არ მცოდნოდა მათი გაიძვერობის ამბავი, ალბათ დავიჯერებდი კიდეც, ის ფაქტი, რომ ჩემი მათთან ერთად გამგზავრება მათსავე ინტერესებში შედიოდა, თავდაჯერებულობას მმატებდა. ჯიმი დაიღალა შუამავლობით და სკოლაში გამომიარა, ედუარდთან წამიყვანა.
უზარმაზარ ეზოში ორსართულიანი სახლი იდგა, სახლს მეორე სართულზე ასასვლელი კიბე გარეთ ჰქონდა, კიბის ქვეშ იყო მთავარი კარი. კარი შევაღეთ თუ არა, შარდისა და დამპალი კომბოსტოს სუნი ვიგრძენი, ხის კარ-ფანჯარა და ავეჯი იყო. ოთახის ბოლოში ტელევიზორი იდგა, მეორე ბოლოში კი დაბალი მაგიდა სავარძლებით გარშემორტყმული. მაგიდას განუყრელი მეგობრები, ჯონსონი და ედუარდი შემოსხდომოდნენ. ჯონსონს,როგორც ყოველთვის უწყინარი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, ედუარდი კი „გაბღენძილი“ მბრძანებლური გამომეტყველებით იჯდა.
-გამარჯობა! - მივესალმე მასპინძლებს.
-გაგიმარჯოს! - მომიგდო ედუარდმა.
-როგორ ხარ? - მეგობრულად გამიცინა ჯონსონმა. ის მხატვარი იყო, ყოველთვის მაინტერესებდა, რა იმალებოდა ამ მეგობრული, უწყინარი სახის მიღმა ისეთი, ამ ბოროტების ფორმულასთან, რომ შეეძლო ურთიერთობა.
-კარგად, მადლობა, თქვენ როგორ ხართ?
-რა ქენით? ნახეთ რამე? - წამოიწყო საქმიანად ჯიმმა.
-არის რამდენიმე ვარიანტი, ვნახოთ რა გამოვა - უპასუხა ჯონსონმა.
-იცი რაშია საქმე? -ედუარდი წინ წამოიწია, სამი თითი გულზე მიიბჯინა და წარბებ აწეულმა გააგრძელა - ბევრი ფული არ მინდა დავახარჯიო მაგ თქვენ მეტიჩარა მშობლებს, ჯიბეები, რომ გამოტენიათ და იყურებიან ქლიავ ნაჭამი მაჩვებივით, თორე სასტუმროების მეტი რაა? ყოველ კუთხეში ყრიაა! სულ ძვირფას-ძვირფასი მომსახურე პერსონალით და ინტერიერებით! ფასი თქვი შენ თორე!
-ხო, ხო აბა რა, ედუარდ! ვიცი შენი ამბავი, როგორ პრაქტიკულად აზროვნებ და მაგიტომაც ვთანამშრომლობ შენთან! აბა შენ იცი, შენებურად მოაგვარე ეგ საქმე. - უთხრა ჯიმმა.
-ოხ, შე აძუებულო ბერიკაცო! ხი- ხიხი -ხი - გადაიხითხითა ამაზრზენად და ჯიმიც ისე დამაჯერებლად აყვა სიცილში, გული კინაღამ ამერია. პირველად მაშინ გაუჩნდა ბზარი მის ავტორიტეტს ჩემს თვალში, როცა დავინახე როგორი ურთიერთობა ჰქონდა ამ ამაზრზენ არსებასთან, ყველაფრის უფლებას აძლევდა. ედუარდი ჩათლახსა და აყროლებულ მძორს ეძახდა, ჯიმი კი იცინოდა, მხოლოდ ერთი რამ ვერ გამეგო, რა იყო თავის ამ დონეზე დამცირების მიზანი...
-კარგი, გადავიდეთ ახლა საქმეზე, ამ ბავშვს რა ვუყოთ? - როგორც იქნა საქმეზე გადავიდნენ, თორემ ცოტაც და გული ამერეოდა. სიტუაციას საშინლად ამძაფრებდა შარდის სუნი, რომელიც იმის მაგივრად, რომ შევჩვეოდი და აღარ მეგრძნო, უფრო და უფრო მაწუხებდა.
-რა გინდა რო ვუყო? გადავატრიალეთ ყველაფერი და ვერსად ვნახეთ, გეუბნები წაღებული აქთქო!
-რას ამბობთ, მოსული ვიყავი სპეციალურად, მოგთხოვეთ ჩემი პასპორტი, რაღაც მიზეზიც მითქვამს, როგორც გავიგე, თქვენც გამატანეთ და დამავიწყდა? ან იქნებ ვთხზავ რამეს, თქვენი მოტყუების ინტერესი მაქვს?
-აბა შენ რას მეუბნები, არ გამიტნევია და გიმალავ? მიდი და შენ თვითონ დაძებნე თუ ნახავ, გადავატრიალეთ მე და ჯონსონმა ყველაფერი და ვერსად ვნახეთ! - თანადგომისთვის გადახედა თანამზრახველს და ისიც თავის ქნევით დაეთანხმა.
-როგორც ვატყობ, აზრი არა აქვს ლაპარაკს. მე ვამბობ, რომ არ წამიღია, თქვენ საპირისპიროს ამტკიცებთ, დრო კი გადის, ფესტივალი ახლოვდება და პასპორტი არ ჩანს. რა ვქნათ? - მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, ცოტაც და გული ამერეოდა, კატეგორიულად დავსვი საკითხი.
-მართალს ამბობს ეს ბავშვი,- დამეთანხმა ჯიმი. - დედამისს არ აქვს ახალი პასპორტის გაკეთების საშუალება, რა ქნას, ქვრივი ქალია? ავდგები და მე ავიღებ კრედიტს, ბანკი თუ მომცემს და თავად გადავიხდი.
დავაპირე მეთქვა არა, რას ამბობთ-მეთქი, მაგრამ მალევე მივხვდი რა მახინაციასაც აწყობდა და ენას კბილები დავაჭირე, დავიცადე, მოვლენები როგორ განვითარდებოდა. ჯიმიმ აიღო ტელეფონი და გადარეკვა-გადმორეკვა დაიწყო, კრედიტის თაობაზე, ედუარდი უფრო და უფრო იბღინძებოდა, შარდის სუნი უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. იმ დღეს ვერაფერი გადავწყვიტეთ, ჯიმიც მიხვდა, რომ არავინ ეტყოდა უარს კრედიტის გაკეთებაზე, ტელეფონი გამორთო და ლაპარაკი სხვა თემაზე წამოიწყო, არც ედუარდმა აიღო საკუთარ თავზე და მეც იმ ფაქტის აღნიშვნით დავამთავრე, რომ პასპორტის გარეშე საზღვარს ვერ გადავკვეთდი. ეს ამბავი დროში გაიწელა, მაგრამ მე არ დავთმე და საბოლოოდ მაინც ედუარდის გადასახდელი გახდა. მოგვიანებით კი, როცა უკვე დიდი ხნის ჩავლილი ჰქონდა ამ ამბავს, დასის წევრებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ შემთხვევით ნახეს ედუარდთან თეატრის დალაგების დროს ჩემი პასპორტი და როცა კითხეს, ამ უჯრაში რა უნდა სესილიას პასპორტსო, დაბნეულმა გამოგლიჯა საბუთი ხელიდან და კარგად გამომლანძღა. პასპორტთან დაკავშირებით მსგავსი ინციდენტები დასის სხვა წევრებსაც შეემთხვათ ედუარდთან, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდები, რაში იყენებდა ამ პასპორტებს...
რას არ დათმობდნენ სხვა ჩემი ასაკის გოგონები, ჩემს ადგილზე ყოფნისთვის, იმ მოგზაურობისთვის, როლისთვის, თავგადასავლებებისთვის და მე, იმ შვიდი დღის ცხოვრებიდან ამოშლას ვლამობდი. თითქმის ყოველთვის, მთავარი პერსონაჟები დეპრესიულები, უმადურები და დაუნახავები არიან და ეს იმდენად გამაღიზიანებელია, რამდენადაც მოსაწყენი. ალბათ, ჩემმა სიტყვებმა იგივე შთაბეჭდილება შეგიქმნათ ჩემზეც, მაგრამ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, ზედაპირული და ნაადრევი დასკვნები, იშვიათად შეესაბამება რეალობას.
ვეძებდი და ვერ ვხვდებოდი, საიდან მოდიოდა სიცარიელე, მაგრამ ყველა კუნჭული ამოევსო და მოსიარულე ვაკუუმად ვქცეულიყავი.
-ყოველთვის მაღიზიანებდა "დეპრესიონერა თინეიჯერები", თავს რომ იკლავენ 16 წლის ასაკში ცხოვრებისგან დაღლილები და მიზეზი რა საკვირველია, არ იციან... მაგრამ ახლა ისე ცუდად ვარ, ისე ცარიელი და დაღლილი, სიტყვებით ვერ ავღწერ, -შებინდებული იყო, მაგრამ ოთახში შუქი არ ენთო, სიბნელე მყუდრო განწყობას ქმნიდა, საწოლზე ვისხედით. - წარმოდგენა არ მაქვს რისი ბრლია, უკვე რამდენიმე თვეა ასე ვარ და ვიმედოვნებ, გარდატეხის ასაკის ბრალია და გამივლის. მაგრამ მაინც, რა საშინელება ყოფილა ეს გარდატეხის ასაკი?! ხომ იცი, მტირალა საერთოდ არ ვარ, მაგრამ ეს დღეები უმიზეზოდ ვტირი, სულ ცუდად ვგრძნობ თავს და ემოციურ კატასტროფასთან ერთად, ჯანმრთელობა გამინადგურდა.- დიდ ხანს ვითმენდი, არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ იმ დღეს თანაგრძნობით განცდების შემსუბუქების იმედით ავლაპარაკდი.
-იცი, ამბობენ ემოციური მდგომარეობა და ჯანმრთელობა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშიაო, ანუ შეიძლება ემოციური მდგომარეობიდან იყოს შენი ჯანმრთელობის გაუარესებაც გამოწვეული ან პირიქით. მაინც, რა გჭირს?
-მენსტრუაცია უკვე სამი თვეა გადამიცდა, გული მერევა ყველაფერზე, გულძმარვა მაქვს საშინელი, სუსტად და უენერგიოდ ვარ, რამდენჯერმე მართლა ამერია კიდეც გული. სუნებზე და გემოებზე საშინლად მგრძნობიარე ვარ, ნაღველის ბრალი მგონია... ერთი სიტყვით, ორსულობის ყველა სიმპტომი მაქ, სექსი რომ მქონოდა, შემეშინდებოდა, ფეხმძიმედ ხომ არ ვართქო. ხო იცი, დედაჩემმა სერიოზულად მკითხა რამდენჯერმე, რამე თუ მოხდა მითხარი არ დამიმალოო.- ვუთხარი და უდარდელად გადავიხარხარე.
-მართლაა? - თვალები გუფართოვდა ნატას და მერე თვითონაც გაიცინა.-მართლა ორსულად ხო არ ხარ?
-კარგი, მაგრამ საიდან? სადაც ამდენს გეუბნები, მსგვსი ეჭვების საფუძველი, რომ მქონოდა, მაგასაც ხომ გეტყოდი?!
ეგეც მართალია ისეო და ნდობით დამშვიდებულმა მითანაგრძნო. მომიყვა, როგორ დაშორდა ერთი ახლო მეგობრი, რომელმაც მისი ინტიმური ისტორიები იცოდა და როგორ გაღვივდა მასსა და მისი ყოფილი მეგობრის ყოფილ შეყვარებულს შორის ნაპერწკალი. მახსოვს, როგორ ვუსაყვედურე დაქალის ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობაზე და როგორ გავუგე, როცა მითხრა, რომ იმ გოგოსთან ურთიერთობა დიდიხნის გაწყვეტილი ჰქონდა, როცა მისი შეყვარებულით მოიხიბლა, ჯერ-ჯერობით ურთიერთობის იმ სტადიაზე იყვნენ, როცა შეგიძლია ნებისმიერი მიმართულებით წასვლა და მკითხა რჩევა, საით წასულიყო. როგორც ყოველთვის, ჩემი სუბიექტური აზრის თავზე მოხვევისგან თავი შევიკავე და ხანგრძლივი დიალოგის შედეგად დავეხმარე, გაერკვია რა უნდოდა და თავად მივაღებინე გადაწყვეტილება.
ტყუილად არ მეუბნებიან, კარგი ფსიქოლოგი დადგებოდა შენგანო, მაგრამ ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ნებისმიერი ფსიქოლოგიის დარგში მოღვაწე მუშაკი მოგვიანებით თავად დამჭირდა. მენსტრუალური ციკლის არევის მიზეზების დასადგენად დედასთან ერთად წავედი გენოკოლოგთან, დედაჩემის მეგობარიც გვახლდა. ეხოსკოპიის კაბინეტში შევედით და მალე მიზეზების შეტყობის იდეით მოხიბლული წამოვსკუპდი ეხოსკოპიის მაგიდაზე და ექიმს თავდაჯერებულად ვუამბე ყველა სიმპტომის შესახებ. ეჭვის თვალით შემათვალიერა, მუცელზე ბლანტი, ცივი სითხე დამასხა და მაგრად დამაწვა. რამდენიმე წამი ეკრანს თვალებ მოჭუტული ათვალიერებდა, გაიყინა, თვალები გააფართოვა და გაშეშდა. ავისმომასწავლებელმა რეაქიამ წამები საუკუნეებად აქცია და უამრავმა აზრმა გამიელვა: "უეჭველად კისტა მაქ, არა? კისტა ვის არ ქონია, მერე რა მოხდა, რამ გადარია? არა კისტა ასე არ შეაშინებდა, სიმისვნე მაქ? ალბათ... კარგი, პანიკის გარეშე, გამოსავალი ყოველთვის არსებობს, არმოვკვდები, არც უშვილო ვიქნები, თუ არადა ავიყვან ბავშვს...არაუშავს, უშვილოთაც გავძლებ, ბოლო დროს ისედაც ძალიან მაშინებდა დედობის პერსპექტივა... ან ვიმკურნალებ..."
-რა ხდება?
-მშვიდობაა?
ერთხმად იკითხეს დედაჩემმა და ლინდამ.
-რაარის? - ვეღარ მოვითმინე მეც.
-არა, ამის დამალვა არ შეიძლება...
ექიმმა გაუბედავად გადაგვათვალიერა და ლინდას დაუძახა, დედაჩემი დაძაბული გაირინდა, მე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, უფლება მაქ ვიცოდე რამჭირს! ლინდამ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა, წინ დაიხარა და ექიმის ტუჩებს ყურით მიუახლოვდა. დავიძაბე, მაგრამ გული ისე გამალებით მიცემდა, ჩვეულებრივ რიტმში მოსაუბრე ადამიანის ნათქვამსაც რთულად გავიგებდი, არათუ მოჩურჩულისას. შევეცადე თავი დამემშვიდებია, ჩვეულებრივ ძალიან გაწონასწორებული ადამიანი ვარ და ემოციების გაკონტროლება შემიძლია იქამდე, სანამ განვმარტოვდები! ჯანდაბა, რატომ ქმნიან პანიკის გამომწვევ მდგომარეობას, მე ხომ სიკვდილის სულაც არ მეშინია?! ვიგრძენი როგორ ავისმომასწავებლად ამიკანკალდა შიგნეულობა.
-რააა?! - შეყვირა ლინდამ და გაოგნებულმა შემომხედა. მის თვალებში უამრავმა ემოციამ გაიელვა, გაკვირვებამ, აღშფოთებამ, წყენამ, სევდამ, თანაგრძნობამ, ბრაზმა, თანაგრძნობამ.... მაგრამ ბრაზი?! დავიბენი, ყველაფერი წამის მეასედში მოხდა.
-გეყოფათ, გამაგებიეთ რა ხდება? - აღმომხდა აკანკალებულს.
-ნაყოფია.
კვლავ წამის მეასედში შეიცვალა ჩემი სულიერი მდგომარეობა, ჩავცხრი. გამეცინა, მერე დავვეჭვდი, არასწორად ხომ არ მომესმა-მეთქი და ვიკითხე:
-რა თქვიით?
-კარგად ჩანს, 12 კვირისაა, ვაიმე! რა კარგი ბავშვია, აბსოლუტურად ჯანმრთელია!
სიცილი ვერ შევიკავე, რა ბავშვი?! ბავშვი საიადან უნდა მყავდეს მუცელში? ისევ გამეცინა.
-გეშლებათ რაღაც, რა ბავშვი ხუმრობთ? - ვუთხარი დამშვიდებულმა სიცილით.
-რა სულელი ხარ, ვინ მოგატყუა? ჯერ თვითონ ბავშვი ხარ! ღირდა ამად? თავი მაინც ვერ დაიცავი? ისიც ვერ გაიგე როგორ დაორსულდი?! - ერთიანად მომაყარა ლინდამ, დედაჩემი გაოგნებული იჯდა ვერაფერს ამბობდა.
-არა არაა რა სისულელეა, გეშლებათ რაღაც.
-სულელი, დებილი! კიდე ჩვენ გვეშლება? - ზიზღით შემომხედა ლინდამ.
-ხალხო გეშლებათ-მეთქი! შეუძლებელია! - უკვე გავბრაზდი.
ჩემმა დაჟინებულმა ლაპარაკმა, ეჭვი გააჩინა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არანაირად არ იყო საღ აზრთან და რეალობასთან მიახლოებული, მათ იფიქრეს, ალბათ ეგონა, რომ თავს იცავდა, ან ვინმემ გააუპატიურა და სტრესშიაო, ან ვინმემ მოატყუა და დარწმუნებული იყო, რომ არ დაფეხმძიმდებოდაო ან.... მაგრამ დედა შოკში იყო, მხოლოდ ხანდახან, ამოილუღლუღებდა ხოლმე: "რაა?".
-არ ვარ ორსულად, არ ვარ ორსულად! გეშლებათ რაღაც! ქალიშვილი ვარ! სექსი არმქონია! არავის გავუუპატიურებივარ! ხალხო არ ვარ ორსულად! - რა საშინელი გრძნობა ყოფილა, როცა შენ თვითონაც ხვდები, რა დაუჯერებლად ჟღერს შენს მიერ ნათქვამი ჭეშმარიტება, გულწრფელად იმეორებ ერთსა და იმავეს და შენი არავის ჯერა. სიმწრის ცრემლები წამსკდა და აკანკალებული ერთსა და იმავეს ვიმეორებდი - გეშლებათ რაღაც!
გაკვირვებულმა დედაჩემმა რაღაც ხელმოსაჭიდი დაიჭირა და გამოფხიზლდა.
-იქნებ მართლა გეშლებათ?
-რას ლაპარაკობთ?! წლებია ამას ვაკეთებ, არაფერიც არ მეშლება, თქვენ თვითონ შეხედეთ! - თქვა დაეკრანი შემოატრიალა, რომ ორივეს დაგვენახა. საშინელი გრძნობა? საშინელი გრძნობა რას ნიშნავდა, მაშინ გავიგე. ეკრანზე სიბნელეში გამოკვეთილი ბავშვის სილუეტი დავინახე, დიდი მრგვალი თავი ქონდა. ნუთუ, ეს ჩემს სხეულშია? ერთიანად ამიტანა კანკალმა, სიმხურვალემ დამიარა მთელს სხეულში, გავოგნდი, შოკი მივიღე. ერთი იყო როგორ მოხდა და რამდენად შესაძლებელი იყო ეს, თითქოს სამყარო დამცინოდა და მეორე - რა იქნებოდა მომავალში? ჩემ წილ გრძნობებთან ერთად, დედაჩემის განცდები და დანაშაულის გრძნობა ვიგრძენი. ვგრძნობდი ღაწვებზე როგორ მიიკვლევდნენ გზას გულიდან წამოსული მდუღარე ცრემლები და ვნატრობდი სიზმარში ვყოფილიყავი. საკუთარ სხეულს ვჩქმეტდი, უფრო და უფრო ძლიერად, იმ იმედით, რომ ან ტკივილს ვერ ვიგრძნობდი, ან ტკივილისგან გამეღვიძებოდა. მაშინ ვიგრძენი, თითქოს მე ვიდექი ჰორიზონტის ერთ მხარეს და მთელი სამყარო - მეორე მხარეს და ღმერთი.... სად იყო ღმერთი? თუ არსებობდა, როგორ გამიმეტა ამხელა განსაცდელისთვის და თუ არ არსებობდა, როგორ მოხდა ასეთი საოცრება? თუ სასჯელი იყო, რა დავაშავე ასეთი, თუ არადა, მაშინ რა იყო? მაგრამ რა უსუსურად ვგრძნობდი მაშინ თავს...



№1  offline წევრი leandra jerrard

Ekka
Leandra, dzalian visiamovne am tavit
Gansakutrebit gamovyopdi shesaval nawils
Yvelaze metad rac momewona isaa,rom gulwrpeli xar mkitxveltan
Ashkaraa,rom werisas tavs ar zogav
Sesilia dzalian momwons
Rogorc chans nichieri gogonaa, speqtaklshi mtavari roli araa ioli mosapovebeli
Lindam cudi chtabechdileba damitova
Rac ar unda yopiliyo ar qonda upleba ase miemarta patara orsuli gogonastvis
Veli shemdeg tavs
Warmatebebs gisurveb!❤

დიდი მადლობა პირველ რიგში ყურადღებისთვის, დადებითი შეფასებისთვის და სითბოსთვის <3 შენი სიტყვები დიდი სტიმულია ჩემთვის <3 <3

 


№2 სტუმარი სტუმარი Chikochiko

ეე როგორ გამეხარდა ამ ისტორიის აქ ხილვა. ასე რეალობას და თანამედროვე ყოფას მორგებული ისტორია ჯერ არ წამიკითხავს. იმედია მალ-მალე დადებ

 


№3  offline წევრი leandra jerrard

სტუმარი Chikochiko
ეე როგორ გამეხარდა ამ ისტორიის აქ ხილვა. ასე რეალობას და თანამედროვე ყოფას მორგებული ისტორია ჯერ არ წამიკითხავს. იმედია მალ-მალე დადებ

მეკი თქვენმა კომენტარმა გამახარა <3 მადლობა ამისთვის ^_^ ყოველდღე დავდებ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent