შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმე. თავი (3)


3-12-2017, 20:19
ავტორი DopamineBanana
ნანახია 1 315

ის ჩემს წინ ზის. თვალს არ ვაცილებ და მის ყოველ მოძრაობას ვაკვირდები. ვცდილობ მათგან მაინც გავიგო რამე, მაგრამ ამაოდ. ის ხმას არ იღებს. არ ვიცი რას უნდა ვფიქრობდე. ჩემი სახლის უკანა ეზოში, ხის სკამზე ვზივართ. სიჩუმეს რომელსაც არამარტო ჩვენი სხეულები დაუკავებია, ფოთლების შრიალის ხმა არღვევს. სიო სასიამოვნოდ დაჰქროდა იმ საღამოს. ვიგრძენი როგორ დაფარფატებდა იგი ჩემს ხელებზე. ტანში ჟრუანტელი ვიგრძენი. შემცივდა, თუმცა ეს ყველაზე უმნიშვნელო რამ იყო ჩემთვის. ეს ის საღამო იყო, სადაც ვიგრძენი რომ რაღაც შეიცვალა. პირველად შემცივდა, ეს კი ილიას არ შეუმჩნევია. თავი კედელზე მიედო, ფეხები სკამზე მოეკეცა და თავის ჰორიზონტს უყურებდა. მინდოდა ორი სიტყვა მაინც ეთქვა. დარწმუნებული ვარ იტყოდა კიდეც, მაგრამ არა ათ წუთიანი დუმილის შემდეგ. მისი სიტყვები მე იმ წამს მჭირდებოდა, როცა ვუხსენე რომ ჩემი ცხოვრება და გეგმები მთლიანად შეიცვლებოდა. ხელებს მხრებზე ვიხვევ და ჩემს მზერას ჰორიზონტს ვუთმობ. მინდა რომ მას გავხედო, მაგრამ უკვე მეტისმეტია, ამას მთლიანი სხეულით ვგრძნობ. ერთი წუთი გადის. მის ცისფერ თვალებს ჩემსკენ ატრიალებს, თვალის კუთხიდან ვლანდავ რომ მიყურებს. თავს მისკენ ვაბრუნებ და მოთმინების ფიალა მევსება. სადაცაა ჩემი გრძნობები ნაწილებად დაიმსხვრევიან. საკუთარ თავს ყველაფრის ფასად ვწყევლი, რომ აქამდე არ გავუმხილე, რომ აქამდე არ ვუთხარი ჩემი გრძნობების შესახებ. ჩემი სურვილი იქნებოდა დღე ყოფილიყო, მზეზე მისი ოქროსფრად მოელვარე, დაბალი, ქერა თმა დამენახა. მაგრამ ის არ ჩანს, მთვარის შუქზე მხოლოდ მისი ნაკვთების დანახვა შემიძლია. სამყაროს მომენტებში სამუდამო გამოკეტვა რომ შეიძლებოდეს, რომ არსებობდეს ამ ქვეყნად დროის მარყუჟში მოქცევა, ზუსტად ამ მომენტს ავირჩევდი. მიუხედავად იმისა, რომ მის ქერა თმას ვერ ვხედავ, რომ მისი ცისფერი თვალების დანახვა არ შემიძლია. მერე რა. მთავარია ვიცი, რომ მისი თვალები მზეზე ბრწყინავენ და მისი თმა კიდევ მზის სხივებს ირეკლავს. მისი გამომეტყველება არ იცვლება, ვამჩნევ რომ თავზარდაცემულია, ზუსტად ისევე, როცა პირველად გავიგე რომ ჩემს გათხოვებას აპირებდნენ. იქნებ მისი კადრიც ისევე გაიჭედა? ვიმედოვნებ, რომ ასეა. -ლიკა..- კითხვანარევი ტონით ამბობს, -მეღადავები არა?- ტუჩის კუთხეში სასოწარკვეთილი ღიმილის ეფექტს ვამჩნევ. ჩუმად ვარ. მერე კი თავს უარყოფის ნიშნად ვაქნევ. ვცდილობ ცრემლად გადაქცეული გრძნობები თვალთა საცრემლეში შევაკავო. მგონი, აზრი არ აქვს. მიზეზი: თავს საპირისპირო მხარეს ვატრიალებ, რაღათქმაუნდა იმიტომ, რომ ისინი დავმალო. ამას ამჩნევს და სკამზე გამართული ჯდება.
-შემომხედე.- მკაცრი ტონით ამბობს და ხელს ჩემი სახისკენ იწვდის. -არა ილია, არაფერს აღარ აქვს აზრი.- ჩემი ხმა გაბზარულია. ხელს თავის მუხლზე აბრუნებს. გულში ვიოცნებე, რომ ჩემი სახე მის ხელში მოექცია. -წავალ, და გურამს დაველაპარაკები.- ამ სიტყვებს მთელი სიბრაზით ამბობს და ხის სკამს მუშტს უშენს. მთელ სხეულში შიშს ვგრძნობ. თუ ილია გურამთან ამ თემაზე სალაპარაკოდ წავა, დარწმუნებული ვარ ძალიან ცუდი რამ მოხდება. იმაზე ცუდი, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს. -ყველაფერი გადაწყდა, ავალიანებმა დღეს გვეწვიეს. იცი უკვე ყველაფერი დაგეგმეს. ქორწილი.. საცხოვრებელი სახლი.. მხოლოდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს, რომ ყველაფერი ყალბია. -
ხმას არ იღებს. ვგრძნობ როგორ ბრაზდება, როგორ უხშირდება სუნთქვა. -არ მჯერა.- სიცილნარევი ტონი. ამ სიტყვებში ვიგრძენი რომ მართლა ეტკინა. -არ დავუშვებ ლიკა, გამორიცხულია.- თავს აქნევს და ხელებს კისერზე ისმევს. ნეტავ შემეძლოს იმის თქმა, რომ შეუძლია წავიდეს, დაელაპარაკოს მათ. ნეტავ შემეძლოს იმის თქმა მისთვის, რომ მისი დახმარება მჭირდება, რომ მასთან ერთად გავიქცეოდი, აქვე და ახლავე. მაგრამ არა. ვიცი, რომ სადაც არ უნდა გავიქცე მიპოვიან, როგორც არ უნდა ვისაუბრო, აზრი არაფერს ექნება. ამით არაფერი შეიცვლება, სრულებით არაფერი.
-დაუშვებ ილია, შენც კარგად იცი, როცა ბიძაჩემი სიტყვას ამბობს, არასოდეს არღვევს. კარგად იცი, რომ არაფერს არ აქვს აზრი. ერთადერთი გამოსავალი ახლა ყველაფრის გაგრძელებაა, ისე როგორც მათ სურთ.- ვამბობ და ხელის გულით ცრემლს ვიწმენდ. ამ სიტყვებზე ნერვულად ეცინება. -მოიცა, გინდა აქ ვიჯდე და არაფერი გავაკეთო?! ამას მთხოვ?- ტონს უმაღლებს, გაბრაზებულია. -მხოლოდ ერთი გამოსავალი მრჩება ილია.- თავს ვხრი. არაფერს ამბობს, ვხვდები რომ ჩემს სიტყვებს ელოდება. -იმ ბიჭს ცოლად უნდა გავყვე.- სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს და ჩემი პირიდან ვაგზავნი. მალე გული გაიხლიჩება, სუნთქვა მეკვრის და მინდა რომ ხმამაღლა ვიყვირო, ისე რომ მხოლოდ ხეებმა არ დაარღვიონ ეს თავზეხელაღებული სიჩუმე! ვიგრძენი რომ ჩემი ერეთადერთი გამოსავლი, „ილია“ - გამოსავალი არ ყოფილა. ეს ის ადამიანი იყო, ვინც ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
- რაო?!- სიბრაზისგან ეცინება. -რა თქვი?- უკვე ფეხზე დგას. -ლიკა შეწყვიტე ეს უაზრო ფიქრები, სანამ წყობიდან გამოვსულვარ და სანამ ამ ყველაფერს ვინმე არ შეეწირა. გონზე მოდი, გესმის?! იცი მაინც რას ამბობ?!- ღრიალებს. ასეთი გაბრაზებული დიდი ხანია არ მინახავს. არაფრის თქმა არ შემიძლია. -ლიკა, უბრალოდ სახელი მითხარი, უბრალოდ სახელი და ყველაფერს გეფიცები დღესვე მოვაგვარებ ყველაფერს.- ვხვდები თემა სადამდე მიჰყავს, ამ ყველაფრის ჩხუბით მოგვარება შეუძლებელია, ამით ყველას ვატკენ, ოჯახს, იმ ბიჭსაც რომელსაც არც კი ვიცნობ და რათქმაუნდა ილიას.
-არა ილია, უკვე გადავწყვიტე. იცი იმ ბიჭსაც არ სურს ეს ქორწინება, ის არაფერს შუაშია. დღევანდელ „ნიშნობაზეც“ კი არ მოსულა. ყველაფერი მაღალი საზოგადოების მოწყობილია. იმედი მაქვს მასთან მოვილაპარაკებ, აუცილებლად ვიპოვი გზას რომ ახლა თუ ვერა, გარკვეული დროის შემდეგ ეს ქორწინება გავაუქმო, ჩემს ცხოვრებასა და გეგმებს მივხედო. ამის პირობას გაძლევ.- ცრემლები ისევ აგრძელებენ სვლას და ლოყებზე იყინებიან. ფეხზე ვდგები. -არ შემიძლია ლიკა, ამის უფლებას ვერ მოგცემ.- თავს ბრაზით აქნევს. ყოველთვის ასეთი იყო. -ნუთუ ამ ყველაფრის ადრე თქმა არ შეგეძლო?!- წარბებს კრავს და ხმამაღალი ტონით მეუბნება. დანაშაულის გრძნობას განვიცდი. თავს დამნაშავედ ვაქნევ. -ლიკა, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, ასეთი ადამიანები ერთმანეთს მსგავს რამეებს არ უმალავენ გესმის?!- ეს უკვე ჩემი სისუსტის წერტილი იყო, ყოველთვის როცა ამას ამბობდა უსიამოვნებას ვმალავდი ხოლმე, მაგრამ ეს განსხვავდებოდა. თითქოს ჩემი ყოველი უჯრედი მოკვდა, გაცოცხლდა, მერე გარდაიცვალა და დაიმარხა, აორთქლდა.
ყველა ფერი ჩაქვრა ირგვლივ.
-მაპატიე ილია.- ვტირი და მას სახეში ვუყურებ. -გპირდები მოვა დრო, ყველაფერს გამოვასწორებ.- ფრჩხილებს ხელის გულებზე მაგრად ვაჭერ. მტკივა. -ლიკა, არ შემიძლია.- ამოიოხრებს. -ასე უკეთესია.- ვამბობ და ნაძალადევად ვიღიმი. სხეულში აფეთქებებია. ჩემსკენ იწევა და მიხუტებს. ვგრძნობ როგორ ამოდის ყვავილთა ნაკადი კანზე. ცრემლები წამით ჩერდება. და თითქოს დროც.
-გპირდები.- ვამბობ ჩურჩულით. -ვწუხვარ, რომ ვერაფერს ვაკეთებ. მრცხვენია რომ არაფერს გავაკეთებ. მძულს რომ აზრი არ აქვს გესმის?!- ჩურჩულით ამბობს. მის სხეულს ვშორდები. ბოლოჯერ ვუყურებ მის თვალებს, ვხვდები რომ ძალიან მომენატრება. -მესმის. გთხოვ, ცხოვრება გააგრძელე, აუცილებლად შევცვლი ყველაფერს. გპირდები.- ისევ ცრემლები. -კარგი.- ამბობს და ვგრძნობ როგორ უჭირს ამის თქმა.
-ნახვამდის ილია.- ვამბობ, ბოლოჯერ ვუყურებ და ვტრიალდები. მარტო ვტოვებ. ჩემი ყოველი ქსოვილი გრძნობს ტკივილს. გაქრობა მინდება, ყოველი ბანალური, სენტიმენტალური აზრის გამო. გზას ვაგრძელებ, ვიცი უკან რაღაც მრჩება.
***
თვალებს უზარმაზარ ოთახში ვახელ, ჩემი საბოლოო შეხვედრა ილიასთან დაწვრილებით შევისწავლე ჩემს გონებაში. ოთახი ჩემს ძველ საძინებელს არაფრით ჰგავს. ოთახის და არამარტო, სახლის ინტერიერი სრულიად განსხვავდება ჩემი საკუთარი სახლისგან. მართალია ორივე მდიდრულია, მაგრამ აქ უფრო მეტი ფართია. ჩემს მზერას ლამაზი ხედი იტაცებს, რომელიც აივნიდან იშლება. რბილი ბალიში რატომღაც თავს მტკენს. ფეხზე ვდგები. რამოდენიმე წამის განმავლობაში, ოთახში უმისამართოდ დავეხეტები. ჩემს პირდაპირ უზარმაზარ სარკეს ვხედავ, ჩემი თვალთა უპეების სიშავე შორიდანაც ადვილი შესამჩნევია. გულის რევის შეგრძნება მიჩნდება. თავი უცნაურ ბუშტში ამოვყავი, უცხო სახლში გამოვიკეტე, ადამიანები, რომლებიც სულ ახლახან გავიცანი, ყველანაირად ცდილობენ მასიამოვნონ. მათი თბილი ქცევები მართლაც მსიამოვნებს, მაგრამ ჩემი ჭრილობების მოშუშება არ შეუძლიათ. უკვე ორი დღეა ავალიანების სახლში ვარ, „ჩემს“ ოთახში გამოვიკეტე. ჩემი „საქმრო“ კი თვალით ჯერაც არ მინახავს. ახლა ვამჩნევ რომ მასზე ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც კი არ მიფიქრია. არც კი ვიცი, შევძლებ თუ არა მასთან მოლაპარაკებას, იქნებ სულაც არ აპირებს ამ სახლში მოსვლას. იქნებ უკვე ვძულვარ, ან უბრალოდ ყველაფერს მე მაბრალებს? თავში მილიონი კითხვა, ფიქრი და აზრი ირევა. თავბრუსხვევას ვგრძნობ. მინდა რომ ცოტა ხნით სახლი დავტოვო, სადმე წავიდე, მერე შიში მიტანს, რომ ცდუნებას ავყვები და სადმე უმისამართოდ გავიქცევი. „ გალიაში გამომწყვდეული ჩიტი თავისუფლებას ნატრობს.“ ჩემს აზრებზე ირონიულად მეღიმება. თითქმის მოსაღამოვდა. მზე ჩადის და მის ირგვლივ ნარინჯისფერ საბანს ტოვებს. მინდა რომ დავიძინო, მაგრამ არ შემიძლია. ტანსაცმლის გახდას აბაზანაში შესვლამდე ვიწყებ და ვწყვიტავ რომ შხაპი მჭირდება. არც კი მახსოვს, რამდენ ხანს ვიდექი ცხელი წყლის ქვეშ. ყოველი ფიქრი უკუვაგდე, თითქოს სამყაროსგან გავითიშე. სამყაროში ისევ რაღაცის ხმა მაბრუნებს, კარზე კაკუნია. -ლიკა, მანდ ხარ?- კარის მეორე მხარეს ქალბატონი ანას ანერვიულებული ხმა მესმის.
ონკანს ვკეტავ, წყლის ხმა ჩერდება და ისევ კაკუნი. -გისმენთ.- ვამბობ და ჩემივე ექოს ხმა მესმის. -ო, ღმერთს მადლობა ლიკა. მე მეგონა.. მეგონა, კარგი ეგ არაფერი.- ვგრძნობ როგორ იბნევა საუბრისას და უხერხულობა იტანს. ეს ქალი ზედმეტად თბილია. სველ თმაზე ზეწარს სწრაფად ვიხვევ, აბაზანის ხალათს ვიცმევ და კარს ვაღებ. აბაზანაში დაგროვილი ორთქლი ოთახში იჭრება. თავს უხერხულად ვგრძნობ, მაგრამ ვფიქრობ კარი უნდა გამეღო. -ლიკა..- იღიმის. -კარგია რომ შხაპი მიიღე, ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გადაიტანე, ყველაფერი უბრალოდ..- ხმაში თანაგრძნობის უზარმაზარ დოზას ვამჩნევ. ხელებს ნერვიულად ისრესს და არ იცის რა თქვას. -ანა, თქვენ ძალიან კეთილი და თბილი ხართ ჩემს მიმართ, ამ მდგომარეობაში ეს ჩემთვის მართლაც ბევრს ნიშნავს.- ჩემს სიტყვებს გულწრფელად ვამბობ და ხელით მის ხელს ვეხები. თანადგომა ახლა ნამდვილად მჭირდება. მარცხნივ იწევა და გზას ანთავისუფლებს, კარიდან გავდივარ. მის მხრებს მხვევს და თავს იმაზე უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე ხუთი წუთის წინ. მჭირდებოდა. -ეს არაფერია, იცოდე თუ რამე დაგჭირდება ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.- მისი სითბო ჩემზე გადმოდის და ამდენი ხნის შემდეგ სასიამოვნოდ მეღიმება. წამის შემდეგ ამატებს, - გთხოვ შენობით მომმართო, თავს ასაკოვან ადამიანად ვგრძნობ.- იცინის, -თანაც შენ უკვე ჩემი ოჯახისწევრი ხარ.- ხელს ნიკაპზე მკიდებს. სანაცვლოდ მხოლოდ ვუღიმი და ვამბობ -კარგი.-
-იმის სათქმელად ამოვედი რომ, მოემზადო, მოწესრიგდი და ქვემოთ ჩამოდი, სანდრო მალე მოვა.- უხერხულად იღიმის, მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ ვახდენ რეალიზაციას, რომ ადამიანი რომელსაც არ ვიცნობ, მალე ჩემი „ქმარი“ გახდება. „იქნებ მოვახერხოთ და ყველაფერი შევცვალოთ სანამ ეს მოხდება?“ ჩემი იმედები გულისწამღები ხმაურით იზრდება. - მოვწესრიგდები და.. ჩამოვალ.- ვიბნევი. -კარგი, დაგელოდებით.- დადებითად იღიმის და ოთახს ტოვებს.
ვცდილობ მოვწესრიგდე, მაგრამ აზრები ამის საშუალებას არ მაძლევენ. არც კი ვიცი რას ვაკეთებ. საბოლოოდ ჯინსის შარვალს ვიცმევ, ნაცრისფერ მაისურს და ახლად გაშრობილ თმას ვივარცხნი. ჩემი თმა წაბლისფერი და ტალღოვანია, გარეთ უკვე დაბნელდა, ამის გამო ჩემი თვალები უფრო მუქი მწვანე გახდა. თავს სარკეში ვითვალიერებ, ღრმად ვსუნთქავ. ვტრიალდები, კარს ვაღებ და საკუთარ თავს ვარწმუნებ რომ ეს შემიძლია.
კიბეებს ჩავივლი, ბოლო საფეხურიც და კანკალი მიტანს. არც კი ვიცი ასე რატომ ხდება. ვიხსენებ რომ ლიკა მქვია და ჩემი მომავალი უბრალოდ ინგრევა. იქნებ გასასვლელი კარისკენ გავიქცე და ამ ყველაფერს თავი დავაღწიო? ჰო, ეს შეუძლებელია. ილიას ვიხსენებ და თან ჩეუმჩნეველი თრთოლვით შევდივარ მისაღებში. აქაც ყველაფერი მდიდრულია. დივანზე ორ ნაცნობ სხეულებს ვხედავ, მათ მკრთალად ვუღიმი. თვალის კუთხეში, დივანზე ახალგაზრდა ბიჭს ვლანდავ, რომელსაც არ მინდა რომ მზერა გავუსწორო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. თავს მისკენ ვატრიალებ, არაფრის გააზრება არ შემიძლია და არც კი ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს.
მისი თმა გრძელი და მუქი შავია, მუქი ფერის კანი აქვს, შავგრემანია. ვცდილობ ამ ერთი წამის განმავლობაში ვთქვა თუ როგორია, მაგრამ არ შემიძლია. ამ წამშივე მივხვდი რომ ყველაზე რთულად ამოსაცნობი პიროვნება იქნებოდა. ახლაღა ვამჩნევ თვალებს, რომლებიც მე მომჩერებიან. ადრე უკვე ვახსენე, რომ ქალბატონ ანას ყველაზე ლამაზი თვალები ჰქონდა, რომელიც ოდესმე მენახა ცხოვრებაში. იგივეს ვიტყვი, ამ ბიჭს ზუსტად დედამისისნაირი თვალები აქვს. მათი თვალები არაფრით განსხვავდება, ზუსტად ისეთივე შავია. ისეთივე ნაკვთები აქვს როგორც ანას. არ მინდა რომ ვამბობდე, მაგრამ ისინი ლამაზია. განსხვავებას ვამჩნევ, დედისგან განსხვავებით მის თვალებს მკაცრი გამომეტყველება ახლავს, სულაც არ ჩანან ისეთი თბილი დამოკიდებულების როგორიც ანას. პირიქით - ავისმომასწავლებლად იცქირებიან. სწორი ცხვირი აქვს, ტუჩები კი როგორც ბატონ ივანეს, სქელი. ჩუმად ზის და მიყურებს, ალბათ ისიც ჩემს შესწავლას ცდილობს. მდუმარებას ბატონი ივანეს ხმა არღვევს -ლიკა, გაიცანი ეს სანდროა, ჩვენი შვილი.- ხელს მისკენ იშვრეს და იღიმის. ცდილობს „ჩვენი“ უხერხულობა გაანეიტრალოს. ვფიქრობ რომ ეს ბიჭი რომელიც ახლა მიმზერს, სულაც არ გრძნობს თავს უხერხულად, პირიქით სიამოვნებს რომ ამ მდგომარეობაში ვიმყოფები და ხმას არ იღებს. კარგი, შესაძლოა ცოტათი ვაჭარბებ. ვხვდები რომ მისი აღნაგობა და პიროვნება არაფრით ჰგავს ილიას. გულში რაღაც მწყდება. სიცივე მიპყრობს.
თავისი სახე ხელში მოიქცია და ამჯერად თვალები უფრო მეტად დააწვრილა, მგონი აპირებს ჩემი გაცნობა 5 წუთში მოახერხოს. შესაძლებელია? ნუთუ ასეთი ადვილი წასაკითხი ვარ.
სიბრაზე მიტანს.
მის სახეს ვუყურებ, თავს ანასკენ ვატრიალებ და ძლივსძლივობით ვიღიმი. დივანზე ვჯდები, ჩემს პირდაპირ მოთავსებულ სავარძელზე მშვიდად მჯდომ ბიჭს კიდევ ერთხელ შევხედავ და შიში მიტანს. სიჩუმეა. საშინელი, აუტანელი მდუმარება.
-გამარჯობა.- ტუჩებს ტლანქად ამოძრავებს ჩემს მოპირდაპირე სავარძელზე მჯდომი ახალგაზრდა. ვხედავ მის ამოუცნობ, უმიზეზო, შეუმჩნეველ და ცუდისმანიშნებელ ღიმილს. საკუთარი თავის მიკვრის, როგორ მოვახერხე ამის შემჩნევა.
ახლახანს ბოხი, ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავებული ხმა მოვისმინე. ეს ბიჭი ან მაშინებს, ან მაბნევს.
უკვე.

***
მადლობა იმისთვის, რომ მკითხველის გარკვეულმა ნაწილმა თავისი აზრი დააფიქსირა. ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო. რაც შეეხება თავებს, დროის შეზღუდვის გამო ახალი თავების დაწერას ძირითადად შაბათ-კვირას ვახერხებ ხოლმე, ამიტომ, კვირაში დაახლოებით ორი, ან სამი თავის დადება შემიძლია. ამისთვის ბოდიშს გიხდით. ხოლო რაც შეეხება მკითხველს, ძალიან გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა, რათქმაუნდა მოთხრობის გაგრძელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟები ახლახან გამოჩნდნენ, მაინტერესებს, როგორი იყო თქვენი პირველი წარმოდგენა მათზე.



№1 სტუმარი mathilda

ვფიქრობ რომ საუკეთესოო ხარ! მართლა ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავებს! ძალიან მაინტერესებსსს რა მოხდება შემდეგ თავში! მოუთმენლად გელოდები! <3

ძალიან საყვარლობა ჩანს:)

 


№2  offline წევრი DopamineBanana

დიდი მადლობა. <3 თავის ფოტოს რაც შეეხება, სამწუხაროდ ის სურათი არ აიტვირთა რომელიც შევარჩიე. არ ვიცი როგორ გავაკეთო რედაქტირება, იქნებ დამეხმაროთ :/

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

საოცრებაა!!! <3 გააგრძელე აუცილებლად <3

 


№4  offline წევრი PARVENU

Kargad wer dzalian. Ubralod dialogebia areuli abzacebshi, albat atvirtvisas airia.
Warmatebebi.
--------------------
Parvenu

 


№5  offline წევრი DopamineBanana

მეგობრებო მეოთხე თავი დაიდო.

 


№6 სტუმარი სტუმარი lia

შაუკეტესო ისტორიაა.მომონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent