ყველას წინააღმდეგ (თავი 2)
-მეგონა გაღიზიანებდი_რვეული უცებ დაკეცა და შეინახა, თავი საშინლად ვიგრძენი მაგრამ ვერც გაამტყუნებდი -მაპატიე,შენი ბრალი არ იყო,უბრალოდ... -უბრალოდ სხვებზე ნერვებმოშლილმა პირველივე შემხვედრზე გადმოანთხიე ყველაფერი_ გამეცინა რომ უთმელად გამიგო -ჰო მართალი ხარ. -მაშინ არაუშავს _და საშინლად მომხიბვლელად გამიღიმა._არ მეტყვი ასე რამ გაგაბრაზა? -უბრალოდ საშინლად მაღიზიანებენ უტაქტო ადამიანები.._არ დამამთავრებინა ისე ჩამერთო: -ლიკა იცი აქ მყოფი ყველა ბიჭი ერთნაირია,თავი ყველას მაგარი ჰგონია მაგრამ სინამდვილეში ყოველთვის ვიღაც ერთს ეთაყვანებიან,ბრბოა რომელთათვისაც ერთი თითის გატკაცუნება საკმარისია რომ დაიმორჩილო, არამგონია ასეთი ადამიანები ნერვების მოსაშლელად ღირდეს. მართლაც გაოცებული ვუყურებდი: -იცი რომ განსხვავებული და ლამაზი ლექსიკა გაქვს?_გაეღიმა და ჩანთიდან ამოღებული რვეული ხელში შეათამაშა_ალბათ ჩემი გატაცების ბრალია. არ ვიცი რატომ, მაგრამ საშინლად აღელვებული წამოვხტი ფეხზე და წინ გაწეული ხელით შევეკითხე: -არ მითხრა რომ წერ. -აბა მოგატყუო?_გაეცინა და აწეულ ხელზე ხელ მოკიდებულმა გვერდით მიმისვა: -მოიცა ასე აღელვებით რატო, შეენც?_სიცილით დავუქნიე თავი და გამიხარდა რომ ასეთი ადამიანი აღმოვაჩინე. მთელი შესვენება საუბარში გავატარეთ, სასაუბრო თემა რა თქმა უნდა წიგნები იყო, როცა ჩვენს საყვარელ წიგნებზე მივედით,დაუფიქრებლად დავასახელე ''ქარიშხლიანი უღელტეხილი'' რამაც მისი გაკვირვება გამოიწვია, თუმცა ჩემი ახსნის შედეგად ნამდვილად დამეთანხმა ნამდვილად შეუდარებელი ნაწარმოებიაო. მისი საყვარელი ნაწარმოები ''დორიან გრეის პორტრეტი'' აღმოჩნდა რაზეც ნამდვილად დავეთანხმე, ვცდილობდი დამეყოლიებინა რომ მისი ერთი ჩანახატი ან ნოველა წამეკითხა მაგრამ უარს მეუბნებოდა, იმდენად ბევრი წიგნი ჩამოთვალა რომ გამიკვირდა, მართალია მეც ხშირად ვიჯექი ბიბლიოთეკაში და ვკითხულობდი, მაგრამ არამგონია მასაც ასე გაეკეთებინოს, ამიტომ ცნობისმოყვარეობა გამოვიჩინე და შევეკითხე თუ საიდან ამდენი წიგნები, ჩვენი ქალაქის ბიბლიოთეკაში არასოდეს მენახა. ჩემს კითხვაზე თავიდან ჩაეცინა თუმცა შემდეგ დაძაბული ხმით რაც მთელი ჩვენი საუბრის მანძილზე არ გამიგონია ჩაილაპარაკა: -არამგონია მამაჩემის შვილს წიგნის შოვნა გამიჭირდეს_თბილად გამიღიმა და როცა მორიგი კითხვის დასმა მოვინდომე დამასწრო_ოგონდ ახლა არა რა, და ჩვენც ისევ გადავეშვით ორივესთვის საყვარელ წიგნთა სამყაროში.ალბათ არც მოგვბეზრდებოდა ანუკი და ნინი რომარ წამოგვდგომოდა თავს: -ქალბატონო მთელი გაკვეთილებია გეძებ შენ კი აქ ყოფილხარ_მხოლოდ შემდეგ გახედა ლუკას და მიესალმა. -მთელი გაკვეთილებიი? მოიცა ახლა რა დროა? ანუკის სიცილი აუტყდა და შემანჯღრია-უკვე სახლში წასვლის ქალბატონო. ლუკაც გაკვირვებული მიყურებდა, დარჩენილი გაკვეთილები საუბარში ისე გავატარეთ ვერცერთს შეგვიმჩნევია. პასუხის გასაცემად პირი გავაღე როცა დათოს ყვირილი შემოგვესმა, ლუკას ეძახდა რომ სახში წასულიყვნენ,ლუკამ ოდნავ მოწყენილი სახით გამომხედა და დაგვემშვიდობა,შემდეგ კი ჩანთა გადაკიდებული წავიდა დათოს მანქანისკენ. მათი ეზოდან გასვლა და გოგონების დატაკება ერთი იყო, სიცილით კვდებოდნენ და თმას მიჩეჩავდნენ -აბა სწრაფად მოყევი ქალბატონო რა ხდება. მათი განწყობა გადამედო და მთელი გზა მხიარულად მივუყვებოდით ქუჩას... საღამოს სახლში მისულმა როგორც იქნა ლოგინამდეც მივაღწიე, დღიური მოვიმარჯე და როცა მთელი დღის ამბებს ვწერდი მივხვდი რომ ყურებამდე ვიყავი გაღიმებული, ჩემ თავზე სიცილი ამიტყდა და ბალიშზე დამფხობილი სიცილით ვიგუდებოდი, თუმცა ვერ ვხვდებოდი რატომ ვიყავი ასე გამხიარულებული... დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს,თუმცა თვალები გავახილე, ბალიში ჩავიხუტე და ძილის გაგრძელებას ვაპირებდი როცა საათს შევხედე და კისრიტეხით წამოვვარდი: -ვაიმე, დედაა, რატო არ გამაღვიძე უკვე 11 საათია_ცალი ფეხსაცმლით ხელში ჩავუქროლე, მან კი გაოცებულმა გამომხედა -კი მაგრამ სად გეჩქარება? -როგორ თუ სად იქნებ ბოლო გაკვეთილებს მივუსწრო. -ლიკა? ხომ კარგად ხარ დღეს შაბათია._ფეხსაცმლიანი ხელი გამიშეშდა და მოწყვეტით ჩავენარცხე დივანზე, ბოლოს კი სიცილი ამიტყდა -ასე რამ დამაბნია? ნელა წამოვდექი და მთქნარებით ავედი კიბეებზე_დეე,დავიძინებ რა. პასუხი არც კი მომისმენია ისე გაუხდელად დავწექი და თითქმის მაშინვე განახლდა ჩემი სიზმარი ზუსტად ჩემი საყვარელი ადგილიდან... შაბათ დღეს სახლში ვატარებდი დედასთან, საღამოს მამასთვის ერთად ვაკეთებდით ვახშამს, ეს ყოველთვის ასე იყო, დედასთან, როგორც უახლოეს მეგობრებთან ისე ვსაუბრობდი და მისგან დამალული არაფერი მქონდა, რა თქმა უნდა ლუკაზეც მოვუყევი, საუბრის ბოლოს დედამ გამომხედა და უცნაური თვალებით შემათვალიერა, თუმცა ვერ გავიგე რატომ, ბოლოს მამაც მოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი იყო ვახშამმა მაინც მხიარულად ჩაიარა, ვგიჟდებოდი როცა ყველანი ერთად ვიკრიბებოდით, ეს დღიურშიც შეინიშნებოდა, რადგან ყველგან შეიმჩნეოდა ჩემი მხიარული განწყობა. კვირას მთელი დღე გაკვეთილების მომზადებას დავუთმე, თუმცა რა თქმა უნდა გოგოებსაც ველაპარაკე. საღამოს ცოტა არ იყოს მოვიწყინე, არ ვიცი რატომ მაგრამ ეს ცუდი განწყობა ვერაფრით მოვიცილე. ორშაბათს როგორც ყოველთვის დედას ხმამ გამაღვიძა, წამოვიზლაზნე და იმის გაფიქრებაზე რომ ისევ ის კაბა უნდა ჩამეცვა თითქოს გული შემეკუმშა, მაგრამ მეორე წამს აღარ შევიმჩნიე, დიდი რამე, სხვებს უფრო მოკლეებიც ეცვათ. სააბაზანოში ვიყავი როცა დედამ დამიძახა, რომ ოთახში მელოდებოდა, გამიკვირდა და თითქმის მაშინვე გამოვედი, ხელში ცელოფანი ეკავა, რომელშიც ვერ ვხედავდი რა იდო, გამომიწოდა და მითხრა მალე გახსენი მაინტერესებს თუ მოგეწონებაო. გავხსენი თუარა კივილი დავიწყე, მართლაც ლამაზი და მოდური ჯინსის შარვალი იდო, ზუსტად ისეთი როგორიც მომწონდა, ისე გამიხარდა დედას მოვეხვიე და ხტუნვა დავიწყე. როგორც იქნებოდა იმ საზიზღარ კაბას მოვისროლიდი. სახლიდან უაზროდ გახარებული გავედი, გოგოებმაც მომიწონეს ახალი შარვალი და სკოლისკენ წავედით, უკვე ორი დღე იყო არაფერი დამეწერა და ეს საოცრად მაწუხებდა, ამიტომ შესვენებაზე ჩემს საყვარელ ადგილას დავჯექით, ზურგით „სკამეიკის“ სახელურს მივეყრდენი და ფეხები შემოვიკეცე, გოგოებმა ჭორაობა განაახლეს მე კი წერა დავიწყე, მინდოდა ახალი სიყვარულის ისტორია დამეწერა თუმცა შუამდეც არ ვიყავი მისული როცა ვიღაცის ჩრდილი დამეცა. თავი ავწიე და ჩემდა უნებურად გამეღიმა: -ლუკა როგორ ხარ? -უკვე ძალიან კარგად, მაგრამ მარტო რატომ ზიხარ? -აა,მარტო?_დაბნეულმა მიმოვიხედე, რადგან გოგოები გვერდით აღარ იჯდნენ, კაფეტერიის შესასვლელთან იდგნენ და სიცილით კვდებოდნენ თან ჩვენ გვიყურებდნენ. როცა გავხედე ნინიმ გამიცინა, ანუკიმ კი ლუკაზე მანიშნა და მოწონების ნიშნად ცერა თითი ამიწია. თავი გადავაქნიე და ლუკას ვანიშნე ჩამომჯდარიყო, მივხვდი რომ წინ კიდევ ერთი სასიამოვნო და სახალისო საუბარი გველოდა, თუმცა ჩემი სურვილისდა მიუხედავად ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი რომ ზარის დარეკვა არ გამომრჩენოდა... სკოლიდან წამოსული გოგოებს დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი, რატომღაც უეცრად საშინლად მომინდა დედასთან საუბარი, მინდოდა მისთვის დღეს მომხდარი ამბები მომეყოლა,ცოტათი გაუკვირდა ადრე რომ დამინახა თუმცა გაეხარდა და სადილის გაკეთებაში დახმარება მთხოვა. ერთად ვამზადებდით და მხიარული ვუყვებოდი ახალ ამბებს, გულიანად ვიცინოდით და მისგან რჩევებსაც ვიღებდი, გაცისკროვნებული სახით მიყურებდა და ვგრძნობდი, რომ მთელი გულით უხაროდა ბედნიერს რომ მხედავდა. დილით სანამ სკოლაში წავიდოდი რატომღაც დიდი ხნის განმავლობაში პირველად მომინდა ცოტათი თავი მომეწესრიგებინა და თავი ქალად მეგრძნო. სკოლაში მარტო მივედი, დღეს გოგონები არ იქნებოდნენ, დილით დამირეკეს ანუკის სიცხე ჰქონდა და ნინი უვლიდა, მე კი მაიძულეს წამოვსულიყავი. დავინახე შესასვლელთან ბიჭები შეკრებილიყვნენ, საშინლად არ მინდოდა გვერდით ჩავლა, მაგრამ სხვანაირად სკოლაში ვერ შევიდოდი, თანაც არც დაგვიანება იქნებოდა კარგი, ლუკა ალბათ უკვე მელოდა. ღრმად ჩავისუნთქე და კარისკენ წავედი, გავიგონე რომელიღაცამ როგორ მომაძახა გამარჯობა ლამაზოო თუმცა ნაბიჯი არ შევანელე და ამ დროს დათოს ხმაც გავიგონე: -აცალე ახლა შენთვის არ ცალია პარლამენტარის შვილზე ჩალიჩობს_მერე კი ჩემსკენ გამოიხედა და როცა შემხედა რომ ვუყურებდი მომმართა_რა იყო შეაბი უკვე ლუკა თუ ჯერ ვერ მოახერხე?_მისი ხუმრობით აღფრთოვანებულმა ბიჭებმა სიცილი ატეხეს და ხელები მიარტყეს ერთმანეთს. საშინელ თავბრუსხვევას ვგრძნობდი არ მახსოვს როგორ მოვახერხე, რომ ისევ გავაგრძელე გზა და სკოლაში შევვარდი. უკნიდან მესმოდა როგორ საზიზღრად იცინოდნენ ისევ ჩემზე. ერთ-ერთ კლასში შევედი სადაც ვიცოდი რომ გაკვეთილები არ ტარდებოდა, ცრემლებს უკვე ვეღარ ვაჩერებდი და არ მინდოდა ამის გამო კიდევ მიმეცა ვინმესთვის დასაცინად საბაბი. კლასში შევედი და კარები უნდა მომეხურა როცა ლუკას ხელი ვიგრძენი: -ლიკა რა გჭირს კარგად ხარ?_მართლაც შეშფოთებული სახით მიყურებდა, მაგრამ ახლა ვერაფერს ავუხსნიდი-ძალიან გთხოვ უბრალოდ მარტო დამტოვე_ამოვისლუკუნე და კარი მივხურე. კუთხეში ჩავიკეცე და მუხლებზე ხელებ მოხვეული პატარა ბავშვივით ავტირდი. როგორ მაკლდნენ გოგოები, მათი მოხვევა, დამშვიდება, რჩევების მოსმენა საოცრად მაკლდა და ამის გახსენებაზე ცრემლები უარესად წამომცვივდა. არ ვიცი იქ რამდენი ხანი ვიჯექი, მაგრამ უკვე მეოთხედ მესმოდა ზარის ხმა, ანუ ყველანი კაფეტერიაში წავიდოდნენ და შემეძლო მშვიდად წავსულიყავი, ცოტა ხანი შევიცადე და მხოლოდ შემდეგ გამოვაღე კარი, ადგილზევე გავშეშდი რადგან ზუსტად კარის მოპირდაპირე მხარეს კედელთან პირდაპირ იატაკზე იჯდა ლუკა და მელოდებოდა. -საშინლად გამოიყურები_მისი ჭკუით დამამშვიდა და გამიღიმა. მეც კართან დავჯექი და პიდაპირ ვკითხე -მამაშენზე რატომ არ მითხარი? თურმე საერთოდ არ გიცნობ_ჩემს შეკიტხვაზე თავი ჩახარა დაცოტა ხნით პასუხი არ გაუცია მაგრამ მერე უცებ ალაპარაკდა, ყურადღებით ვუსმენდი მეშინოდა რამე არ გამომრჩენოდა. -მასთან კარგი ურთიერთობა არასოდეს მქონია, არასდროს აინტერესებდა მე რა მინდოდა, ყველაფერს მისთვის და მისი კარიერისთვის აკეთებდა, არასოდეს უკითხავს არც ჩემთვის და არც დედასთვის რა გვინდოდა, რაზე ვოცნებობდით. დედა მართლაც დიდხანს უთმენდა, თითქმის ყოველ საღამოს მესმოდა მათი ოთახიდან ჩხუბის ხმა, მე კი თავზე ბალიშს ვიფარებდი და დაძინებას ვცდილობდი. ორი წლის წინ დედამ ვეღარ აიტანა და უთხრა რომ შორდებოდა, ამაზე თლად გადაირია_ჩაეცინა და ისე განაგრძო_კარიერის დანგრევის ეშინოდა, ცდილობდა სახლში ძალით დაეტოვებინა მაგრამ მის ტანჯვას ვერ ვუყურებდი და მე თითონ დავეხმარე გაქცევაში, მასზე ვგიჯდები, ამ ცხოვრებაში მის მეტი არავინ მყავს და ამიტომაც მიყვარს ყველაზე მეტად. დათოც მამაჩემმა გამომიძებნა, დათოს მამა მამაჩემის კომპანიონია და აწყობს რომ ჩვენც ახლოს ვიყოთ, მაგრამ მისდა სამწუხაროდ თითქმის არაფერში ვეთანხმები. ჯობია გვეყოს ჩემს ცხოვრებაზე საუბარი და ეზოში გავიდეთ,ცოტა გასეირნება არ გაწყენდა_წამოდგა და მომხიბვლელი ღიმილით გამომიწოდა ხელი. რამდენიმე დღე ისე გავიდა ის ინციდენტი არც გამხსენებია, ერთმანეთთან ყოფნა მოგვწონდა და ორივეს ეს მიგვაჩნდა ყველაზე მნიშვნელოვნად, ზოგჯერ ძალიან მაოცებდა ჩემსავეთ ფიქრობდა და სანამ ვიტყოდი თითონ დამასწრებდა თქმას. ხესთან „სკამეიკას“ უკვე ჩვენს ადგილს ვეძახდი, რადგან ხშირად ვჯდებოდით იქ. მიკვირდა, რომ ბიჭები ხმას აღარ იღებდნენ, მაგრამ დათო რისი დათო იყო ვინმეს ბედნიერებისთვის ხელი რომ არ შეეშალა. ერთ დღესაც, როცა მე და ლუკა ჩვენს ადგილას ვიჯექით გავიგონე როგორ დაუძახა, მივდივარ და წამო გაგიყვანო, ლუკაც დამემშვიდობა და ტკბილი ღამე მისურვა, ბოლოს კი ჩაიცინა და ჩურჩულით თქვა:-იმედია მალე გავა რომ დილით ისევ გნახოო. დათოსკენ წავიდა მე კი მის სიტყვებზე გაღიმებულმა გვერძე გავიხედე რომ არ შეემჩნია. საკმაოდ შორს იდგა დათო მანქანასთან თუმცა მაინც გავიგონე როგორ უთხრა ლუკას სპეცილურად ხმამაღლა: -რა გჭირს ტო მამაშენის შვილს, ცოტა აზრზე მოდი და შენი შესაფერისი გოგო იპოვე რა_და ამ სიტყვებით ბეჭზე წამოარტყა ხელი. სახეზე სისხლი მომაწვა და ვიგრძენი როგორ გავწითლდი, თუმცა სანამ რამეს მოვიმოქმედებდი დარტყმის ხმა გავიგონე, ლუკა წაქცეულ დათოს თავზე ადგა და ხმამაღლა ეუბნებოდა: -მეორედ არ გაბედო შეურაცყოფის მიყენება, უკვე ყელში ამოხვედი. მერე ჩემსკენ წამოვიდა, ხელი მომკიდა და სკოლიდან გამოყვინა, გასვლისას კი სიცილით შემომხედა: -რამდენი კვირაა უკვე ამის სურვილი მქონდა. უკან მიბრუნებულმა დავინახე როგორ შემოეხვია მანქანასთან ჩაკეცილ დათოს მისი ''გულშემატკივრები''. ჩემი სახლისკენ მიმავალი ასე გრძელი გზა ლაპარაკში საოცრად მალე გავიდა,თვითონვე მიხვდა იმ დღეს რატომ ვტიროდი და გაბრაზებულმა ხელი მომუშტა: -არა რა მეორე დარტყმასაც იმსახურებდა. თუმცა მეორე წამს ისევ ხალისიანად გააგრძელა საუბარი. ბოლოს ჩემს სახლთანაც მივედით. ბევრჯერ მქონდა წარმოდგენილი როგორ მივიდოდით მე და ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადამიანი ჩემთან სახლში და მას დედას გავაცნობდი, თუმცა ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო, ლუკასთან ასეთი ურთიერთობა არ მქონდა, თანაც მეშინოდა, რომ როცა ჩემს მოკრძალებულ და ღარიბულ სახლს დაინახავდა, ჩემთან მეგობრობას აღარ მოისურვებდა და უკან მოუხედავად გაიქცეოდა. შემაშინებელი ფიქრები თავის გაქნევით მოვიშორე და დაძაბული ხმით შევეკითხე: -გინდა შემოხვიდე? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.