Dandelions (სრულად)
აღარ მახსოვს, როგორ გამოვიჯახუნე კარები და როგორ დავეშვი კიბეებზე. საერთოდ ვარ ვიტან მშობლებთან ჩხუბს... ან კი ვინ იტანს, მაგრამ ეს ყველაზე გამაღიზიანებლად მოქმედებს ჩემს ისედაც აწეწილ-დაწეწილ ცხოვრებაში. - გამაგებინე ერთი, რა გაქვს ასეთი საერთო მაგ გოგოებთან, რომ ერთი წამით ვეღარ ჩერდები სახლში? - სადილის დროს დესერტად მომართვა მამაჩემმა. - მაგ გოგოებს სახელებიც აქვთ და სტატუსებიც... ჩემი დაქალები არიან. მე გეუბნები ბესოსთან ნუ ძმაკაცობ თქო? - ვკითხე მოღლილი ხმით, იმიტომ რომ უკვე ზუსტად ვიცოდი რა პასუხსაც მივიღებდი. - შენი და ჩემი ასაკი ერთია? - იქნებ შემახსენო რამდენი წლის ვარ? - ჩანგალი დავდე და თვალებში გაღიზიანებულმა შევხედე. - მერე ოცი წელი შენ ბევრი გგონია? - არც ცოტაა იმისთვის, რომ როგორმე თვითონ გავარჩიო ვისთან უნდა ვიმეგობრო და ვისთან არა. - ჩვენ იმას კი არ გეუბნებით, ნუ მეგობრობო, - საუბარში ჩემი ძვირფასი ბებია ჩაერთო, რომელიც ყოველთვის თავისი ერთადერთი შვილის მომხრეა და ორივე ერთად სულ მართლები არიან, - უბრალოდ მათთან უფრო მეტ დროს ატარებ ვიდრე სახლში! - აა, ეჭვიანობთ? - ვცადე უაზრო შეკითხვითა და ღიმილით სიტუაცია გამენეიტრალებინა და ამ თემისათვის თავი ამერიდებინა მაგრამ სულ ტყუილად. - ხუმრობის ხასიათზე ხარ? - წარბები აწია მამაჩემმა. - ვაიმე! - ამხელა ხმაზე რატომ შევკივლე, დღესაც არ ვიცი... ალბათ აფექტის ბრალია. - აბა თქვენსავით სულ ჩხუბის ხასიათზე ვერ ვიქნები! ახალგაზრდა ვარ თუ ოთხმოცი წლის ბებერი? ამ შუა ზაფხულში მარტო მე ვარ მგონი თბილისში! ყველა ზღვაზეა ყველა ისვენებს და მიუხედავად იმისა, რომ ფული არ გაკლია, დაქალებთან ერთად არსად არ მიშვებთ! უკვე ძალიან დამღალეთ გესმით? - მარი დედა დაწყნარდი... - ვიყავი წყნარად, მაგრამ არ მოეწონათ დედა-შვილს! - ფეხზე წამოვდექი და სალფეტკი უდიერად დავაგდე მაგიდაზე. - აბა ახლავე დაბრუნდი! - კარებთან დამაწია კახამ სიტყვა, თუმცა ჩემთვის ამას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ქონია. სადარბაზოდან გამოსულს კი, მომღიმარი გეგას დანახვამ სრული ისტერიკისათვის მომამზადა. - ზუსტად ვიცოდი რომ ეხლა გამოხვიდოდი სახლიდან, მშვენიერო! - ვაიმე ნუ მეძახი თქო რა, ამ მშვენიეროს... და საერთოდ რა გითხარი დაგავიწყდა? - კი! - გააგრძელა იგივე ხასიათით და იმ მომენტში ისე მომეშალა ამაზე ნერვები, რომ ხმა არ ამოვიღე, რადგან ზუსტად ვიცოდი სკანდალს მოვაწყობდი. მაგრამ გეგამ ცეცხლს შეუკეთა. - ჩაჯექი რა მანქანაში სადმე წავიდეთ, ვჭამოთ. - . . . - ხმას არ ვიღებ და მივდივარ. - წამო რა და ცოტას "მოიხოდები" კიდეც! - ახლა ისეთი "მოხოდილი" ვარ, დამიჯერე გაბელია, ვარსკვლავები ჩამოცვივდება თუ დავიყვირე! შეიგნე ბოლოსდაბოლოს რომ არ მინდა შენი ნახვა! მინიმუმ ერთი წელი მაინც! - ბებიაჩემის მზერამ ფანჯრიდან საფეთქლები ამიწვა. ან ეს უბრალოდ დამთხვევა იყო და თავი მართლა ამტკივდა... არა ეს არ იყო თავი, ეს იყო ნერვების ტკივილი მთლიან სხეულში... ვგრძნობდი, რომ ყველა ნერვული დაბოლოება მტკიოდა. თვალები დავხუჭე, თავი უკან გადავწიე, თითქოს შვება ვიგრძენი... თვითკონტროლმა კი თვითკმაყოფილება მომგვარა. გამეღიმა და თვალები რომ გავახილე მივხვდი რას ფიქრობდა იმ წუთას გაბელია და გამეცინა... - რა გჭირს ტო? - გავგიჟდი. - ეგ ადრე და ახლა რა გჭირს თქო? - და შენ თუ ღამით ტყეში მოხვდები... - დავიწყე ჩურჩულით. - ეხლა არ დაიწყო! - თავი უკან გაწია და თვალები სასაცილოდ დააჭყიტა. - იქ არ დაყარო შუშის ბოთლები... - მარიამ გეყოფა, ხომ იცი ვერ ვიტან მაგ მულტფილმს! - და შენ თუ ღამით ტყეში შეშინდი... - ძალიან აუტანელი რამე ხარ! - უკან შებრუნდა და მანქანისკენ წავიდა. - სწრაფად მოკრიფე ვაშლი და შინდი! - უკვე მაღალ ხმაზე ვიძახდი კარგად რომ გაეგო. - შემეშვი! - მანქანაში ჩაჯდა და კარი მოიჯახუნა. გზა უკვე დაწყნარებული ნერვებით გავაგრძელე, თან ჩემთვის ვღიღინებდი, როცა რამდენიმე სანტიმეტრში მანქანამ ფეხებთან საბურავების კივილით დამიტორმუზა. - შეიშალე? - ბიჭმა თავი გადმოყო მანქანიდან და ისეთი გაბრაზებული მიყურებდა, ისედაც შეშინებულს ენა სულ ჩამივარდა. - თავ.ის მოკ.ვლა თუ გინდა მაინცდამაინც მე უნდა ჩამივარდე ბორბლებში? - ხმას კიდე ვერ ვიღებ და გაოცებული ვუყურებ. - ყრუ ხარ? - მკითხა უცებ სრული სერიოზულობით. ვერ გეტყვით რა წერამ ამიტანა წამიერად, ან საერთოდ იმ დღეს რა ხასიათზე ვიყავი, მაგრამ ოხუნჯობა მომინდა, თვალები რამდენჯერმე ზედიზედ დავაფახულე, თავი ოდნავ გვერდზე გადავწიე და თითით ყურზე ვანიშნე არ მესმის თქო. - მეღადავები თუ მართლა ტო? - მანქანიდან გადმოვიდა ჩვენი ''ცოტაც და მკვლელი'' და ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა ცოტა შემეცოდა. თუმცა მერე მივხვდი ისეთი საყვარელი იყო ჩემი შესაცოდი არაფერი ჭირდა. - ვაფშე არ გესმის? - ისე დაიყვირა კინაღამ ყურის ბარაბნები მართლა გამისკდა. თავი ინსტიქტურად გავაქნიე. - აბა ეს როგორ გაიგე? - შუბლი შეკრა და დაეჭვებით ამათვალიერა. წამიც და "დავიწვებოდი" მაგრამ ტვინი ამუშავდა! თითი ტუჩებთან მივიტანე და ორჯერ დადებით ვანიშნე მოძრაობით მივხვდი თქო. - ვაახ ტო... ტეხავს მაგრად... წამო გინდა წაგიყვან სადაც მიდიოდი? - მაქსიმალურად ცდილობდა ტუჩების მოძრაობა გამოეკვეთა რომ მივმხვდარიყავი და გამეღიმა. თავი გავაქნიე უარის ნიშნად, შემდეგ ხელი მკერდზე მივიდე, ოდნავი დახრით მადლობა გადავუხადე და სანამ პირი ყურებამდე გამეხსნებოდა სწრაფად შევბრუნდი. - არადა რა ლამაზი ხარ... - მომესმა უკნიდან, მაგრამ როგორ შევიფერებდი! ხო არ ვეტყოდი უკანაც მაქვს თვალები თქო... რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და უკან მივიხედე. ზუსტად ისევ ისე იდგა როგორც დავტოვე. "მომაჯადოვებელი" ღიმილით კიდევ ერთხელ დავასაჩუქრე და ქუჩის კუთხეს მივეფარე. ძალიან კმაყოფილი ვიყავი, არა ძალიან კი არა სასტიკად! მარტო მივდიოდი და ვიცინოდი. ირგვლივ გაოცებული სახეები "რა აცინებს ამ უბედურს" და წინ შემცბარი ნინელი. - რა გაცინებს? - ჯერ გადამკოცნე! - ვაიმე აჰაა! - გადამკოცნა და იგივე სახით დადგა. ზუსტად ორი წუთი დამჭირდა, სანამ მეორე ნინოს სახლთან მივიდოდით, ამ ამბის მოსაყოლად და იმხელა ხმაზე ვიცინოდით დედამისმა გვიცნო და ფანჯრიდან გადმოგვხედა. - რა ხდება? - გადმოგვძახა ძალიან შესამჩნევი რუსული აქცენტით და ყოველი შემთხვევისთვის, სწორად რომ არ ვთქვაო, ხელიც გააქნია. - დღეს სიცილის დღეა ლეილა! სი-ცი-ლის! - ხელით ანიშნა ნინომ და პირი ყურებამდე თითებით გაწია. - რა? - ვერ გაიგო ქალმა. - ნინო გძე? - ჩემი დამტვრეული რუსული. უცებ ლეილა უკან გაიწია და ნინომ "გადმოანათა". - მოვდივარ ვაიმე! ნუ ამიკელით! - ავიკელით გოგო! - თქვა ნინომ და ბარდიულზე ჩამოჯდა. - დღეს რას იცმევ მიშოს დაბადებისდღეზე? - აზრზე არ ვარ... რომელ კლუბში იხდის ისიც არ ვიცი ეგ იდიოტი... - მე იმ მწვანე კაბას ვიცმევ ნინომ რომ მაჩუქა. მარა აუ... როგორ არ მაქვს იქ გეგას ნერვები რა! - რა ვქნა ჩემ ძმას ვუთხრა არ დაპატიჟო შენი ძმაკაცი მარიამს მოეშლება ნერვები თქო? - მთელი ცხოვრებაა ჯვარს მაცვავს... ასეთი შეუგნებელი ადამიანების არ მესმის! როგორ ვერ უნდა მიხვდე ადამიანი, რომ სადაც ამდენი ხანი არ შეუყვარდი, მერე ვაფშე აღარ უნდა გქონდეს ამის იმედი? - გაბელიაზე ამბობ? - ჩემდა გასაოცრად იმ წუთას მოსული ნინო უცებ გაერკვა ვითარებაში. - აბა ვისზე ვიტყვი ასეთი სახით... სიგარეტი გაქვს თუ ვიყიდოთ? - მაქვს. ჩვენ ადგილას ჩავიდეთ და თან ვიჭორაოთ რემონტი მაქვს სახლში და ნერვები აღარ მივარგა. კლუბი... ძალიან მიყვარს და რა ვქნა. ბოლო ხმაზე მუსიკა, სასმელი, ცეკვა... ალბათ იტყვით რა მაგალითს აძლევ მომავალ თაობასო, მაგრამ, ჩემი აზრით, ისინი თვითონ გადაწყვეტენ რა არის კარგი და რა ცუდი როცა გაიზრდებიან. - გეგას ვერ ვხედავ რაღაც... ჯერ არ მოსულა? - ჩავყვირე ნინოს და მოხიტო მოვსვი. - რა იყო მოგენატრა? არ მოვა დღეს დეიდამისი ყავს საავადმყოფოში წაყვანილი. - ღმერთმა დალოცოს ეგ ქალი და ხვალვე გამოაჯანმრთელოს! - ისე გამიხარდა სასმელი პიტნებიანად გადავყლაპე. - ეს ძაან სლაბია წამო რა ბართან! ერთი "აბსენტი" და ცრემლების მოწმენდისთანავე მივხვდი რომ ტვინი გამითბა და შევმსუბუქდი. კიდევ ერთიც და მორჩა! გავმზადდი! ნინოს სიცილით ხელი გადავხვიე, ვცეკვავთ ყველა თქო თვალებდახუჭულმა ხმამაღლა დავიყვირე და რომ გავახილე... ხომ გინახავთ ადამიანებს სიცილის დროს რამე შოკურს რომ ეტყვიან რა სისწრაფით ეხურებათ ტუჩები? ხოდა შეგიძლიათ ასეთი წარმომიდგინოთ ჩემი "ცოტაც და მკვლელის" ისეთი სახის დანახვაზე, რომელიც მეუბნება - ახლა რომ ისევ იქ ვიყოთ მანქანას აღარ დავატორმუზებდიო - მაგრამ სასმელმა თავისი გაიტანა და იმის მაგივრად, რომ იქიდან გავქცეულიყავი გულიანად გავიცინე. სული რომ მოვითქვი და გავხედე იქ აღარ იდგა... და სიმართლე გითხრათ მეწყინა... ნერვებიც მომეშალა... ალბათ ძალიან იდიოტურად მოვიქეცი. თვალებით დავუწყე ძებნა, მაგრამ თითქოს აორთქლდაო ვერსად ვიპოვე. - აუ ნიი წავიდა... - ცოტაც და ავტირდებოდი. სასმელი ყოველთვის მგრძნობიარეს მხდის. - ის იყო ხო? - ან ძაან მიხვედრილია ნინო ან კუდიანი. - ხო... რამ გამაცინა რა სულელი ვარ! ხომ ვეღარ გამეპარებოდა ასე! - მადლობა თქვი რომ არ მოგკლა, ისეთი სახე ჰქონდა შენი ხმის გაგონებაზე. - მიყურებდა მანამდეც? - ხო ისე გაოცებული გიყურებდა მეც დავაკვირდი და... - გაგიჟდი? მერე რატომ არ მითხარი? - შენ დათვერი ხო? - მითხრა უკმაყოფილო სახით, ხელი ამიქნია და ჩვენებისკენ წავიდა. - რა უნდა მეთქვა ვიღაც გიყურებს გაოცებული თქო? მე რა ვიცოდი თუ ეგ იყო? კიდევ ერთი შოკი მიშოს გვერდით მჯდარი რომ დავინახე მაგიდასთან ტეკილას რომ უჭახუნებდა და გულმოდგინედ ლოცავდა. ჩემი იქ მისვლა არც მისთვის აღმოჩნდა ჩვეულებრივი ამბავი და ჭიქა ხელში გაუშეშდა. - არ წახვიდე რა ჯერ ძმა, სად გეჩქარება ტო? - აშკარად უკმაყოფილო იყო მიშკა და ჩვენ რომ დაგვინახა გაეხარდა - აი თან ჩემ დას და მარიამს გაგაცნობ მისი დაქალია და დავსხდეთ ვილაპარაკოთ თუ დალევა არ გინდა. გოგოებო ეს ზაზაა, ჟღენტი, ჩემი უნივერსიტეტის ძმაკაცი. -სასიამოვნოა ნინო. - თქვა და ხელი გაუწოდა, მერე მე გამომხედა და ძალით გამიღიმა. - მართლა წასასვლელი ვარ ბრატ თორე ხო იცი როგორ მენატრებოდი ტო... მოსკოვი კაია მარა აქაურობას მაინც არ მირჩევნია ბ… შვილი ვიყო. თან კარგი წესიერი გოგო მინდა ვინმე ქართველი - ამ სიტყვებზე რატომღაც მე გამომხედა და რაღაცნაირად ტანში ჟრუანტელმა დამიარა - ცოლი მჭირდება უეჭველი. - უეჭველი რაა… ჯერ ოცდაექვსისები ვართ რა დროს ჩვენი ოჯახია - გაიჯგიმა მიშკა და კიდევ ერთხელ სთხოვა დარჩენა ზაზას, მაგრამ ისევ უარი და მოულოდნელად, ვითომ შემთხვევით, გადასხმული ალუბლის წვენი ჩემს ახალ მწვანე კაბაზე. ჩემი განწირული კივილი და ირონიული "მაპატიე ძალით არ მინდოდა" ღიმილით. - ახლა რა ვქნა მე? - ვიკითხე გაცოფებულმა და ზაზას ავხედე. - იცი მანქანით ვარ და გაგიყვან თუ გინდა სახლში გამოიცვალე და… - ვაიმეე - ისეთი სახე მივიღე თითქოს ძალიან გამიხარდა და ისევ უეცრად დავსერიოზულდი. - რა კეთილშობილი ხართ, აღვფრთოვანდი! - მარიამ გეყოფა ძალით ხო არ უქნია - ჩაერია მიშკა. -სახლში მიგიყვანს გამოიცვალე და მოდი ნუ ქმნი ტრაგედიას. ზაზას ავხედე, იღიმოდა, ვიცოდი რომ ძალით გააკეთა, სამაგიეროს მიხდიდა რომ გავამასხარავე და ირონიულად მიყურებდა. ტაქსით წავალ თქო ჩავიბურტყუნე, ჩანთას ხელი დავავლე და მოცეკვავეების ჯგუფს შევერიე. კიბეებზე ჩასვლისას უკან მოვიხედე და არავინ მომყვებოდა, ამან უარესად მომიშალა ნერვები. შარდენი ავიარე და ტაქსისკენ მივდიოდი როცა უკნიდან ნაბიჯების ხმა გავიგე. ვიცოდი რომ ის იყო და სიჩქარეს მოვუმატე თუ არა მკლავში მწვდა და ისე რესკად შემოვბრუნდი თავი ძლივს შევიმაგრე. - შენ იდიოტი ხარ? გამიშვი! - ხმამაღლა მივაჯახე გაბრაზებულმა მაგრამ ისე ვყავდი ჩაბღუჯული ხელი ვერ გავითავისუფლე. - ნუ ყვირიხარ გოგო და წამომყევი კაკრაზ აგერ მიყენია მანქანა. - ისეთი ტონით მითხრა რაღაცნაირად ვერ შევეწინააღმდეგე და უნებურდ გავყევი. - დაგავიწყდა რომ მუნჯი ხარ? ხმა! - გამაჩერა როგორც კი რაღაცის თქმა დავაპირე და მერსედესის კარი გამოაღო. არ ვიცი ფხიზელი როგორ მოვიქცეოდი მაგრამ ახლა გავჩუმდი და მორჩილი ბვშვივით ჩავჯექი მანქანაში. რაღაცნაირად ვიცოდი რომ არაფერს დამიშავებდა… თან ძალიან მომწონდა და… მარიამ გამოფხიზლდი შენ ასეთი არ ხარ თქო ვუმეორებდი ჩემ თავს მაგრამ ვინ გისმენს… ამ ლაპარაკში ვიყავით გართულები რომ ზაზამ მანქანას შემოუარა და საჭესთან დაჯდა. - ეგ კაბა ისედაც ძალიან მოკლე იყო. - თქვა და ძრავა ჩართო. - . . . - ხმას არ ვიღებ. - რა იყო შენ მარტო მაშინ მუნჯდები როცა ჩემთან რჩები ერთი ერთზე? - შენს სილამაზეს ვერ ვუძლებ! - ოჰო! აღადავდა ქალბატონი! მაინტერესებს მერეც თუ იღადავებ ამ შუაღამისას მთაწმინდაზე მარტოს რომ დაგტოვებ. - თქვა და თავისუფლებაზე მთაწმინდისკენ აუხვია. - ვერ გაბედავ… - ვთქვი და ფანჯარაში ვაპირებდი გახედვას რომ ისე გადაიხარხარა შეშინებულმა შევხედე. - ავადმყოფი ხარ? მოაბრუნე მანქანა სახლში მეჩქარება და მერე კლუბში უნდა დავბრუნდე! - არ გამოვა ეგ საქმე საყვარელო, სხვა გეგმები მაქვს შენთან დაკავშირებით, გაგიკვირდება და კლუბში ჩვენ მაგიდასთან რომ მოხვედი მაშინ მოვიფიქრე. - რა გეგმები? - უკვე მართლა შემეშინდა და ავფორიაქდი. - სად გაქრა წეღანდელი თავდაჯერებული და გესლიანი მარიამი? მარიამ! მარიამ აქ ხარ? - დაიწყო მსახიობურად ძახილი და თან აქეთ-იქით იყურებოდა. - წასულა… - თქვა ბოლოს დანანებით და თავი გააქნია. - ღმერთო რამდენი გველი დამიჭერია ამ ადგილას! - გაიღიმა უცებ და მანქანა გააჩერა. - რა დაგიჭერია? - აღმომხდა შიშისგან გველის ხსენებაზე და ირგვლივ დავიწყე ყურება. რაც ბავშვობაში წინ გადამირბინა, მას მერე ტელევიზორშიც რომ ვხედავ სუნთქვა სერიოზულად მიძნელდება. - შენიანებს ნახავ არ გიხარია? - გამიცინა მაქსიმალური სარკაზმით და მანქანიდან გადავიდა. - ზაზა ეს ხუმრობა აღარაა გესმის? - ავყვირდი როგორც კი ჩემ მხარეს კარი გახსნა და წელზე ხელები მომხვია გადმოსაყვანად. - ზაზა გველზე ძალიან არაფერი მაშინებს ხო არ გააფრინე გამიშვი შე ავადმყოფო! - ძირს რომ დამსვა ისეთი სილა გავარტყი მისი სახე უნდა გენახათ, მაგრამ როგორც კი მივხვდი რა გამოუსწორებელი შეცდომა ჩავიდინე - მაპატიე! ეს არ უნდა მექნა… მართლა თავისით გამომივიდა - ნელნელა უკან იწევდა და მეც ამავე სიჩქარით მივყვებოდი. - იცი გველზე… ვერ გეტყვი რა მემართება, სერიოზულად - თან მთვარით განათებულ ბალახებს მოვავლე თვალი და ერთიანად კანკალმა ამიტანა, - რომ დავინახო შეიძლება მოვკვდე გესმის? კბენაც არ დაჭირდება, ზაზა ნუ მიდიხარ! - ხელით მომიცილა და მანქანაში ჩაჯდა. ისეთმა ისტერიკამ ამიტანა მუხლებში ჩავჯექი და ტირილი დავიწყე. ყველაფერს ერთად ვგრძნობდი, უსუსურობას, მისგან გამოწვეულ სიბრაზეს, შიშს, დამცირებას… თავს გუგუნი გაჰქონდა და მხოლოდ ერთი ფრაზა ტრიალებდა სრულიად უშედეგოდ - ახლა რა ვქნა? - დარწმუნებული რომ არ ვიყო ამასაც მსახიობობ ხელში აგიყვანდი, - ზაზა ჩემს წინ ჩამჯდარიყო და ხელში რაღაც ქაღალდები ეჭირა, - ისეთი საყვარელი ხარ გულზე მიგიკრავდი, მანქანაში ჩაგსვავდი და რამდენი წვეთი ცრემლიც ჩამოგივარდა იმდენ ვარდს გაჩუქებდი, - ისეთი გულწრფელი იყო გავოცდი ამხელა სითბოს აქამდე როგორ მალავდა. თუმცა ხმაც და სახეც მალევე შეეცვალა. - მაგრამ შენ ისეთი დამსახურებული არტისტი ხარ ჩემ თვალში ვარსკვლავი უნდა გაგიხსნა. იცი საქართველოში რატომ ვარ? - ცრემლები ხელით მომწმინდა და თვალებში შემომხედა. - ერთადერთი ოჯახის წევრი ვინც გამაჩნდა ბაბუაჩემი იყო, სიბერეში იფიქრა, რომ თუ ქართველ გოგოს მოვიყვანდი ცოლად, მშვიდად წავიდოდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ მე გავჯიუტდი, ცოლი არ მინდოდა, ამიტომ ანდერძი დაწერა, მთელი მისი სახლები სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით, აგარაკები, რესტორნები, სამშენებლო კომპანიები და საკრედიტო ანგარიშები მხოლოდ მას მერე გადმოვიდოდა ჩემს საკუთრებაში მარიამ, როცა ქართველ გოგონას მოვიყვანდი ცოლად, თუმცა ბერიკაცმა ისიც გათვალა რა შემეძლო გამეკეთებინა და ანდერძს ერთი პუნქტიც დაამატა, თუ ერთ წლამდე ქორწინება გაუქმდა, ყველაფრის მართვის და ფლობის უფლებას დავკარგავ. - ვცდილობდი რაც შეიძლება მშვიდად მომესმინა თუმცა ყველა გაფაჩუნებაზე აქეთ-იქით ვიყურებოდი და ბოლოს წამოვდექი. - გთხოვ მანქანაში ვილაპარაკოთ ზაზა 20 წლის სიცოცხლე მაინც მომაკლდა გემუდარები აქ ყოფნა აღარ შემიძლია! - ვთქვი და ისევ ცრემლები წამსკდა. - მხოდ მას შემდეგ რაც ამ საბუთებს ხელს მოაწერ! - რაზე მაწერინებ ხელს? - ჩემს ცოლობაზე, და კიდევ იმაზე, რომ ამის შესახებ არავინ გაიგებს, ყველას ეგონება რომ გვიყვარს ერთმანეთი და ერთი წლის მანძილზე არ გამშორდები. ხმა არ ამოიღო! - სასწრაფოდ გამაჩუმა, რომ მიხვდა რაღაცის თქმას ვაპირებდი. - ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალე! მე უკვე შერჩეული მყავდა ერთი ძველი ნაცნობი გოგო, რუსეთში ყველა შესაძლო საბუთები მოვამზადებინე, ვიცი აქ ასე არ ხდება მაგრამ იქ ისევ ის დროა. საბუთებში ყველაფერია, ჩემიც და მეჯვარეების ხელმოწერაც, ნოტარიულადაც დამოწმებულია მოკლედ მხოლოდ პატარძლის ერთი ხელმოწერა და მე ცოლი მეყოლება. ამაში კი - მეორე ფურცელი ამოიღო მან, - კონტრაქტის პირობებია როგორც უკვე გითხარი. ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა დღეს უბრალოდ რომ ბოდიში მოგეხადა და წავსულიყავი, მაგრამ არა! ისეთი მეამიტი, ლამაზი და საყვარელი იყავი ყრუ-მუნჯის როლში რომ… ვიფიქრე ცოლად შენ მომეყვანე, ერთი წლის შემდეგ კი გაგეყრებოდი, ერთ-ორ მილიონს მოგცემდი ხელში და ეგ იქნებოდა… კარგ მეგობრებად დავრჩებოდით. მაგრამ მომატყუე! ყველაფერი გესმოდა და მაგიტომ იღიმოდი, ხომ ასეა? - უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან და ლოყებზე ხელი მომიჭირა, - დარწმუნებული ვარ უკვე მოუყევი დაქალებს როგორ გამასულელე და მასხრად ამიგდე! ახლა აღარ გეცინება? მიპასუხე რატო აღარ იცინი? საბუთებს ხელს მოაწერ თუ არა?! - სატანა ხარ! ეშმაკი! მანქანაში ჩემი ტელეფონი რეკავს! - მანქანისკენ წავედი მაგრამ ზაზამ ისევ ჩამკიდა ხელი მკლავში და თითქმის დაიღრიალა. - ჩემს მოთმინებას ნუ ცდი! ან მოაწერ ან აქ დაგტოვებ! - ზაზა გთხოვ, დაფიქრდი... - მორჩა მივდივარ! - თქვა თუ არა შებრუნდა. - ზაზა მოიცადე, დაფიქრდი რას აკეთებ მე მხოლოდ გეხუმრე! - ხელს მოაწერ თუ არა?! - კარის სახელურს წაეტანა და პასუხს დაელოდა. - მოვაწერ… - ვთქვი ჩურჩულით და ცრემლებმა უკვე თავისით მონახა გზა. - კარგი გოგონა! - გაიღიმა ირონიულად, კალამი ამოიღო ჯიბიდან და გამომიწოდა. - აქ როგორ მოვაწერ ჩავიდეთ ქალაქში და… - უკანასკნელ ხავსს ჩავეჭიდე და პასუხად ზაზას გულიანი სიცილიც დავიმსახურე. - კაპოტზე! მერე რაც მოხდა ყველაფერი ინსტიქტურად გავაკეთე, თავი სიზმარში მეგონა, მერე მივხვდი, რომ იმ ღამეს საერთოდ ვერ გავიაზრე რას ვაწერდი ხელს, უბრალოდ ფსიქოლოგიურად გადაღლილს მხოლოდ იქიდან წამოსვლა და სახლში დაძინება მინდოდა. ვერ ვხვდებოდი ერთი პატარა ხელმოწერა, მარიამ გაბრიჩიძე, ისიც რუსულად რამდენად შეცვლიდა ჩემს ხვალინდელ დღეს, მაგრამ მოვაწერე, თანაც ორჯერ… - მომწონს რომ მიჯერებ… ხმას ისევ არ იღებ? კარგი მე ვილაპარაკებ. ხვალ დილით მივალთ შენ მშობლებთან და ვეტყვით, რომ ვქორწინდებით. ქორწილი ერთ კვირაში იქნება. დალშე გვიყვარს ერთმანეთი და რაღაცეები უკვე იქ იქნება... იცოდე თუ რამე შეგატყვეს და ყველაფერი გაიგეს, კონტრაქტი დაირღვევა, რის შემდეგაც ან ხუთ მილიონს გადამიხდი, ან 10 წლით ციხეში ამოყოფ თავს! გამომართვი ტელეფონი მამაშენი გირეკავს. - ხო მამა… - არ ვიცი როგორ მეყო გამბედაობა. - მარიამ სად ხარ! - მის ხმაში ვიგრძენი რამხელაზე იკავებდა თავს და რაღაცნაირად ძალიან შემეცოდა. - გავთხოვდი… - პასუხის მოლოდინში გავიტრუნე, დაახლოებით ნახევარი წუთი ხმა არ ამოუღია. - გაბელიაზე? - ვხვდებოდი რად უღირდა ამის კითხვა ჩემთვის და მგონი უკვე მეასედ ავტირდი იმ დღეს. - არა, არ იცნობ. ზაზა ქვია, ჟღენტი… ხვალ დილით მოვალთ და… - მე ეხლავე გელოდებით. - თქვა და ტელეფონი გათიშა. - მიმასწავლე მისამართი… გოგოსთვის ამაზე ძნელი არაფერი ყოფილა… ზარი ძლივს დავრეკე. თვალები კარგად მოვიწმინდე, ზაზას ნაჩუქარი კალიცო შევისწორე და მისი პიჯაკი, რომელიც გადასხმული წვენის დასაფარად ჩავიცვი ერთ ღილზე შევკარი. კარი გაფითრებულმა დედაჩემმა გააღო და ეგრევე ზაზას შეხედა. სახეზე შეეტყო პირველი შვება იმისა, რომ სიმპატიურად და ჯანმრთელად გამოიყურებოდა, მერე მე გამომხედა და უკან დახევით გვითხრა შემოდითო. მამა სავარძელში იჯდა, ბებია ნერვიულად მოძრაობდა ოთახში. ზაზა ღიმილით წავიდა კახასკენ და ხელი გაუწოდა. - მაპატიეთ ბატონო კახა ასე რომ განერვიულეთ, უბრალოდ აღარ შემეძლო მარიამთან თუნდაც ერთი ღამით დაშორება! გულწრფელად გიხდით ბოდიშს ამის გამო. ყველა მოაჯადოვა… ბებიაჩემი უნდა გენახათ როგორ ტრიალებდა და ღამის 5 საათზე სუფრას აწყობდა. დილამდე სვავდნენ. რას ვაკეთებდი მე? მეძინა, დიახ, მეძინა მშვიდი და უშფოთველი ძილით სანამ დიანამ არ გამაღვიძა. - დედა ადექი წყალი გადაივლე ზაზამ მთხოვა გააღვიძე უნდა წავიდეთო დედა გესმის? მარიამ… - მე გამოვაფხიზლებ ქალბატონო დიანა ტანსაცმელი რომ ჩაულაგოთ თქვენ თუ შეიძლება რამდენიმე ხელი და დანარჩენს მე ვიყიდი… - ახლავე შვილო, ახლავე… არ მომესმა… ნამდვილად ზაზას ხმა იყო… თან მთვრალი… ჩემს ოთახში… სიზმარი არ იყო… მე გათხოვილი ვიყავი ბიჭზე რომელიც არ მიყვარდა და რის გამო? - მე ხომ უბრალოდ ვიხუმრე - წავიბურტყუნე ნახევრადმძინარემ და ზაზა მაშინვე ჩაწვდა ჩემ სიტყვებს. - ეგ ხუმრობა ცხოვრებად დაგიჯდა ძვირფასო, - ჩამჩურჩულა ყურში და ყელში მაკოცა. გველნაკბენივით გადმოვბრუნდი, არა იმიტომ რომ არ მესიამოვნა… რაც არ უნდა ვთქვა, ვაღიარებ, ძალიან მიზიდავდა, უბრალოდ არ ვიყავი მიჩვეული და ასეთი სიტყვების მერე ხომ მითუმეტეს, მაგრამ გარდერობთან ზურგით მდგარი დედაჩემი რომ დავინახე აღარაფერი მითქვამს. თვალებით ვუთხარი გადი უნდა ავდგე თქო, რაზეც ირონიულად გაიღიმე და ისე მოეწყო, მანიშნა გიყურებო. მეც გადასაფარებელი გადავწიე და ნახევრად შიშველი, ერთი ფართხუნა მაიკის ამარა გადმოვედი საწოლიდან. ხალათს დავწვდი და ზაზას შევხედე. ისეთი თვალებით მათვალიერებდა, დიანა რომ არა არ ვიცი რას იზავდა... ტანში გამცრა… სააბაზანოში დუშის ქვეშ ვიდექი და საკუთარ გამოსახულებას ვეებერთელა სარკეში ვათვალიერებდი. ქმარი... ქმარი... ქმარი... გამეცინა. ერთი დღის გაცნობილი ქმარი. რას ვეტყოდი გოგოებს? არა გოგოებისთვის სიმართლე უნდა მეთქვა. მიშკა? გადაირევა... გეგა... ოო! ამ ობიექტის რეაქცია ჩემმა ტვინმა ვერც კი წარმოიდგინა. მთავარია ჩემებმა იციან... რა ცოტა გკმარა მარიამ, ამითაც კმაყოფილი ხარ... ახალი ბინა ბევრად დიდი აღმოჩნდა ვიდრე ვიფიქრებდი. კორპუსის ბოლო ორი სართული ერთმანეთთან მრგვალი კიბით დაკავშირებული... გემოვნებიანად მოწყობილი და რაც მთავარია ნათელი... ისევ ტელეფონი... - მარიამ, ახლა არ მითხრა რაც გაიგე ყველაფერი მართალიაო! - დაბნეული ლაპარაკობდა ნინელი. - ხოო... - ზაზას გადავხედე, - მიდიხარ შენ სადმე? - კი, საქმეებზე, რა იყო რო? - ნი მოდით რა ჩემთან... - ისეთი ხმით ვუთხარი არც შეყოყმანებულა ისე დამეთანხმა. - მისამართი მომწერე... ორი ყავა, ერთი ჩაი, სიგარეტი და ჩვენ სამნი. ყველაზე მეტად ეს მიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა რაზე ვლაპარაკობთ, რას განვიხილავთ, გვიჭირს თუ გვილხინს... მხოლოდ ჩვენ სამნი. - ყველა გაოცებულია მარიამ, გაოცებულიც ეგ სიტყვა არაა... გეგა ხომ საერთოდ, როგორც კი უთხრეს სადღაც დაიკარგა... მისმენ საეთოდ? - კი ნინელ მარა რა ვქნა მითხარი, რა? - არ უნდა მოგეწერა ხელი! - და გველებს შევეჭამე? - არ დაგტოვებდა! - როცა არ იცი ნუ ლაპარაკობ! - გეყოფათ! - ჩაერია ნინო. - ახლა ამის დროა? რას აპირებ? - ერთი წელი გავუძლებ როგორმე... უნივერსიტეტში ვივლი სექტემბრიდან, ამ ერთ თვეს კი როგორმე გავიყვან... იქნებ დავითანხმო და ზღვაზეც წამოვიდე თვენთან ერთად... - აუფ! გადაეშვა ოცნებებში! შენ ზაზა ჟღენტზე არაფერი გსმენია? ჯერ მამა მოუკლეს, ამის გამო ძმა "პერედოზით" დაეღუპა, დედამისმაც ვეღარ გაუძლო და ინფაქტის გამო რამდენიმე თვე იწვა კლინიკაში... შემდეგ კი ისიც გარდაიცვალა. და ამ ყველაფრის გადამტან ადამიანს გინდა გული მოულბო და ზღვაზე გამოგიშვას? - და ამ ყველაფრის გადამტანი ბიჭი მთაწმინდაზე არ დამტოვებდა გველებთან ხო?! - ისევ დაიწყეს... - მაპატიეთ საუბარი რომ ჩაგიშალეთ, - ოთახში შემოვიდა ზაზა, კარს გვერდულად მიეყრდნო და ისე შემომხედა, მივხვდი ჩვენი ბოლო სიტყვები გაიგონა. - მისაღებში რატომ არ ჭორაობთ? - სიძე როგორ ხარ? - გვერდი აუარა ნინომ მის სიტყვით გამოსვლას და თავისი დიდი მწვანე თვალებით შესცინა. - ჯადოსნურად, თქვენ? - გაეცინა ზაზასაც და ჩემსკენ წამოვიდა. - ჩვენც დაახლოებით, ზღვაზე მივდივართ და ვემზადებით ნელნელა... - მისი ჭკუით შეაპარა და რეაქციას დაელოდა. - და გინდათ მარიამიც თქვენთან ერთად წამოვიდეს. - დაასრულა მისი აზრი ზაზამ, გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია. ვიგრძენი როგორ ავწითლდი და დამცხა. არ ვიცი რა მემართებოდა მის გვერდით, უცებ წამოვდექი და ფანჯარა ფართოდ გამოვაღე. - კარგი იქნებოდა. - შაშველა ნინელიმაც და გამომხედა. - ხო, ნამდვილად კარგი იქნებოდა, მაგრამ მარიამი ხომ ყრუ-მუნჯია? მას არც ლაპარაკი შეუძლია და სმენაც არ უვარგა. მე კი მისი ქმარი ვარ და პასუხისმგებლობები მაკისრია მასზე. ამიტომ ძალიან ვწუხვარ, ასე ვერ გავრისკავ. თითები ლამის დავიმტვრიე ისე მინდოდა მისთვის რამე ჩამერტყა. ერთი ციხიდან მეორეში გადამიყვანეს. თუმცა ტყუილს არ ვიტყვი, ეს ჯობდა... აქ ერთი ზედამხედველი მყავდა. რა დავაშავე იმისათვის, რომ ციხეში ჯდომა მიწევდა? მე არაფერი, მხოლოდ ის, რომ მდედრობითი სქესის ვარ და "ქალს ყოველთვის უნდა ჰყავდეს პატრონი". გათხოვებამდე მშობლები, ამის მერე კი ქმარი. გოგოების წასვლის შემდეგ წამოვწექი და ლეპტოპი ჩავრთე. შეტყობინებების რაოდენობით მივხვდი რა შინაარსს შეიცავდა თითოეული მათგანი და ფეისბუქი გავთიშე. ვაკანსიებში შევედი, როგორც ყოველთვის - კონსულტანტი-მოლარე, "გაყიდვების მენეჯერი" - თვითონ სიტყვები გიზიდავს, თორემ ისე უბრალოდ ქუჩაში დგები და ფლაერებს არიგებ, ოფიციანტი, მზარეული, დამლაგებელი, დისტრიბუტორი, მძღოლი... - დამლაგებელზე შედი აბა! - ისე შევხტი ლეპტოპი გადამივარდა. - ან მზარეულზე. ისე დაგილაგებია ყველაფერი და ისეთი გემრიელი ვახშამი მოგიმზადებია, რომ ანახებ ჩვენ სახლს მაშინვე აგიყვანენ! - არ შეგიძლია ცოტა ხმაურით რომ იარო? გული გამისკდა! - ჩვენი სახლი რაღაცნაირად მომხვდა ყურში... ვერ მივხვდი მესიამოვნა თუ მეუხერხულა. - მშია, მარიამ! - მერე გეყიდა საჭმელი, აქამდე რას ჭამდი? - აქამდე ცოლი არ მყავდა! - ხელებით საწოლს დაეყრდნო და ძალიან ახლოდან შემომხედა მისი... წარმოგიდგენიათ? მაშინღა შევამჩნიე, რომ ძალიან ლამაზი, დიდი, მწვანე, არა უფრო ჭაობისფერი თვალები ჰონდა. მის მზერას ვერ გავუძელი და საწოლის მეორე მხრიდან გადმოვედი. სამზარეულოში ჩავედი. ყოჩაღ ზაზა, პროდუქტების ყიდვა შეგძლებია! ერთადერთი რაც ყველაზე კარგად გამომდიოდა ეს პიცა იყო. არ ვტრაბახობ! ნახევარ საათში სახლში მშვენიერი სუნი დადგა. ცოტაც და... - დაასრულე? - მომესმა კიბეებიდან, მაგრამ უკან არ გამიხედავს. დაჭრას მოვრჩი და წინსაფრის გახსნით მისკენ შევბრუნდი როცა ხელები ერთმანეთში ამეხლართა. ზაზას პირსახოცი წელსქვემოთ შემოეხვია და სრულიად შიშველი იყო. თვალი ავარიდე და პიცისკენ შევბრუნდი. რა გემართება მარიამ! ის უბრალოდ წელსძემოთაა შიშველი, უბრალოდ... - რა უხელთური ხარ, რა გჭირს! ერთი საათი აცხობდი და ნახევარი ძირს დაყარე... ასე დაგაბნიე? - ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან და როცა პულსაციამ ორასს მიაღწია ძირს დაიხარა და პიცის ნაჭრების აღება დაიწყო. წინსაფარი უდიერად დავაგდე, ერთი თეფში, დანა-ჩანგალი და ხელსახოცი გამოვიღე, მაგიდაზე დავაწყე და კიბისკენ წავედი. - შენ არ გშია? - არა. - მოიცადე, მოიცადე. - წამომეწია და ისე მომტრიალა, როგორც წინაზე, თავი ახლაც ვერ შევიმაგრე და მკერდზე თითქმის შევასკდი. - დღეიდან ორივე ერთად შევჭამთ. - არ მშია-თქო. - ამოვილუღლუღე და უკან გაწევა ვცადე. - მე კი დარწმუნებული ვარ რომ გშია! მთელი დღეა არ გიჭამია. წამოდი! - ზაზა არ მინდა-თქო! - წა-მო-დი-თქო! - მაშინ ჩაიცვი! - ვიცი ამით მის უპირატესობას ხაზი გავუსვი, მაგრამ ვფიქრობ უკვე გაიცანით ჩემი ხასიათი. გაეცინა. რა თქმა უნდა, გაეცინებოდა. თანაც უდიდესი კმაყოფილებით. - კარგი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მეშინია პიცის ლუკმა არ გადაგცდეს და არ დაიხრჩო. - ხო? ასე ზრუნავ ჩემზე? - მეც გამეცინა და თვალებში შევხედე. - არა, უბრალოდ არ მინდა ყველაფრის მართვის უფლება შემიჩერდეს, თანაც ახალი საბუთების და გოგოს ძებნა მომიწევს... - ვიცოდი ჩემ რეაქციას ამოწმებდა, მაგრამ თავი მაინც ვერ შევიკავე. მესმოდა კიბეებზე როგორ ადიოდა და ჩემ გაჩენის დღეს ვწყევლიდი... არა იმ დღეს ვწყევლიდი როცა ეს იდიოტი გავიცანი, იმიტომ რომ... იმიტომ რომ თავს დამცირებულად ვგრძნობდი, უსუსურ გოგოდ, რომელსაც არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ჭამის დროს ხმა არ ამომიღია და მიუხედავად იმისა რომ წესით ზაზა ძალიან კარგ ხასიათზე უნდა ყოფილიყო არც ის გამოიყურებოდა ლაპარაკის გუნებაზე. ალაგების შემდეგ მოვწესრიგდი, ორივე პიჟამა ჩავიცვი და უხმოდ დავწექი. ძალიან მეძინებოდა, ორი დღისთვის ეს ამბები ძალიან ბევრი იყო და დარწმუნებული ვარ ჩვილივით მშვიდად ჩამეძინა. - აღარ აპირებ გაღვიძებას? ადგომა მინდა. - თვალების გახელისთანავე მისი ირონიული ღიმილი და... ო, ღმერთო... ასე ჯერ არასდროს შემრცხვენია, ფეხი სწრაფად ჩამოვწიე მისი მუცლიდან, მკერდიდან თავი ავიღე და ალმოდებული გადასაფარებელში ჩავიმალე. - არა რა გინდა ცოლივით გეძინა, უბრალოდ ვეღარ ავდექი - გააგრძილა უკვე სიცილით და ადგომა დაიწყო. - მშვენივრად ადგებოდი! უბრალოდ ხო უნდა გამოგეცხადებინა! - დღეს ჩემ მეგობართან მივდივართ, ასე რომ აქედანვე იცოდე. - ჩემი წამოსვლა რა აუცილებელია? - თემა რომ შეიცვალა ცოტა დავმშვიდდი და თავი ბალიშში ჩავრგე. - შენც იცნობ დაწყნარდი, უცხოდ არ იგრძნობ თავს! - ვის? - ელვანაკრავივით გადმოვბრუნდი... ვიცოდი რომ გეგას იტყოდა, რატომ ვიცოდი არ ვიცი, მაგრამ ვიცოდი და უსიამოვნების შეგრძნებამ ხასიათი მომიწამლა. - ისე წამოხტი სახელის თქმა აღარ მჭირდება. - ყველაფერი მოხიკა და სააბაზანოსკენ წავიდა რომ წამოვხტი. - შანსი არაა გესმის? მე იქ არ წამოვალ! - წა-მო-ხვალ! - მოგწონს ასეთ მდგომარეობაში რომ მაგდებ არა?! მოგწონს რომ მამცირებ?! - დასამცირებელი რა გაქვს მარიამ? - კართან გაჩერდა და გაღიზიანებულმა შემომხედა. - ის რომ ყველა ჩემზე ჭორაობს! ერთ დღეში გაცნობილს გაყვა! რის გამო გაყვა აბა თუ არა ფული! ერთ დღეში როგორ შეუყვარდებოდა და კიდევ ასეთი უამრავი! - შენ ხომ იცი რომ ასე არაა? - მე რა ვიცი ეგაა მარტო მთავარი? შენი აზრით ჩემი რეპუტაცია ჩემთვის არაფერს ნიშნავს? - და შენი აზრით ჩემი ცოლის სახელი ჩემთვის არ ნიშნავს არაფერს? - გეტყობა როგორ ნიშნავს! - ხალათი შემოვიცვი და პირველ სართულზე ჩავედი. ჩაი მოვადუღე, კრუასანები მაგიდაზე დავდე, მაგიდასთან დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე... დეპრესია... დეპრესია მეწყება... რამე უნდა გავაკეთო, რამე რაც გულს გადამაყოლინებს... - მადლობა ჩაისთვის. - ხმა არ ამომიღია, ისე წავიდა სახლიდან ერთი სიტყვა აღარ გვითქვამს ერთმანეთისთვის. მერე სახლი დავალაგე, საჭმელი გავაკეთე, დედაჩემს ველაპარაკე "ვითომ ბედნიერი ვარს" ხმით და ისე მოსაღამოვდა ვერც გავიგე. მერე კი... მერე ზაზამ დარეკა... - ერთ საათში სახლში ვიქნები და გაემზადე. - ზაზა არ მოვდივარ თქო და ვერაფრით ვერ მაიძულებ იქ წამოსვლას! - მარიამ კონტრაქტს თუ გადახედავ კარგს იზავ, ჩემს მაგიდაზე უნდა იდოს ასლი! - და ტელეფონი გათიშა... ისევ ეს ოხერი უსუსურობის შეგრძნება... თვალი ბარში მდგარ ვისკს მოვკარი. ესეც ასე... ვნახოთ გათიშულ მთვრალ ცოლს სად წაიყვან! პირველი ჭიქა - კარგად წავიდა... მეორე ჭიქა - ახლა უკეთესად... მესამე - "წყალია თუ ვოტკა?" მეოთხე, მეხუთე... ახლა თუ უნდა მოვიდეს... გიჟივით გამეცინა მისი სახის დანახვაზე და კიდევ ერთი ჭიქა ჩამოვასხი. ზუსტად ნახევარი წუთი მიყურა. - ადექი! - როგორც მიბრძანებთ! - გავიცინე და ჭიქას ხელი წამოვავლე. - მაგრამ მანამდე არ შემიძლია ჩვენი ერთად ყოფნის და ბედნიერების სადღეგრძელო რომ არ შევსვა! - როგორც ჩანს დავაინტერესე, გასაღები გვერდით მიაგდო და პიჯაკი შეიხსნა. - გისმენ! - არა არა! ჩემთან ერთად უნდა დალიო! - ჭიქა დავდგი და მისკენ წავედი, ხელი რომ მოვკიდე წამოსაყვანად გაეცინა. - ყველაფერს აკეთებ რომ საჭესთან ვეღარ დავჯდე? - მხოლოდ ერთი ჭიქა! - დივანზე დავსვი, ჭიქა მოვუტანე და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე რანაირად მიყურებდა, ინსტიქტურად ტანზე დავიხედე, ნუ... ამაზე მოკლე შორტიც მცმია... - ეს შორტი გარეთაც გეცვა ხოლმე? - კი... მერე? - მოკლეს ჩაცმას თვით მამაჩემიც არ მიკრძალავდა, ამიტომ უკვე შეტევისთვის მოვემზადე. - არაფერი, მომწონს. სადღეგრძელოს თქმას აპირებდი... - ხო, ნუ... ჯერ შემოსწრებულის დალიე! - ისე ბავშვურად გამომივიდა საკუთარ ტონზე მეც გამეცინა. - ჯერ კაბა ნახე. - რა კაბა? - საქორწინო, დაგავიწყდა ხუთ დღეში რომ ქორწილი გვაქვს? სახე შემეცვალა, რეალობაში დამაბრუნა, სიგარეტს მოვუკიდე... ხმა არ ამოუღია, მუსიკას ავუწიე და თვალები დავხუჭე. ვერაფრით წარმოვიდგინე საკუთარი თავი თეთრ კაბაში, პატარძლის როლში, ბედნიერი ღიმილითა და მოსიყვარულე თვალებით... რამდენჯერ მიფიქრია ამ დღეზე, მაგრამ ასეთად ვერასდროს დამხატავდა ჩემი ფანტაზია. რომ გავიღვიძე ზაზა გვერდით არ მეწვა. დილის შვიდი საათი იყო, ყოჩაღ მარიამ! ამ დროს არ გაგიღვიძია საუკუნეა. წინა დღე გავიხსენე, ნეტა როდის დავწექი, მე გავიხადე თუ მან გამხადა... ტელეფონს გადავწვდი და მისი ნომერი ავკრიფე. - ხო. - საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ მიპასუხა. - სად ხარ? - მეგობართან. - წუხელ სახლში არ ყოფილხარ? - არა, რა გინდა? - ასეთი გაღიზიანებული რატომ იყო ვერ მივხვდი. თან კიბეებზე ჩავირბინე და ცარიელი ვისკის ბოთლი რომ დავინახე მივხვდი მარტომ დალია. - მთვრალი რატომ დაჯექი საჭესთან? - დამირეკეს! - მერე ასეთმა ვინ... - ლანამ! - რამდენიმე წამი ხმა ვერ ამოვიღე. - მაპატიე მე... მაპატიე რომ გაგაღვიძე... - ცრემლები წამომივიდა და ჩავიმუხლე. მთელი ტანით ავკანკალდი, იმიტომ კი არა რომ ზაზა იწვა ახლა სხვასთან, იმიტომ რომ ეს ასე ურცხვად მომახალა. კიდევ იმიტომ რომ მასთან ძილი არჩია ჩემს მიხუტებას და კიდევ იმიტომ რომ ემოციები ელვასავით იკლაკნებოდა ჩემს სხეულში და მეხის დაცემას ნატრობდა. ვინ ვიყავი მე? ცოლი? როგორ გეკადრებათ! შეყვარებული? არა რა საკვირველია! მეგობარი? რომელიმე მათგანი რომ ვყოფილიყავი არ ვიცი მაშინ რას ვიგრძნობდი მაგრამ ახლა მე ქალი ვიყავი... ქმრიანი ქალი რომელსაც სულში თითქოს ბეტონი ჩაასხეს, დაამცირეს, მის თავმოყვარეობაზე ხელები შეიწმინდეს და... არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვიყავი ასე კარის ხმა რომ გავიგე. წამოვდექი და სარკესთან მივედი, საკმაოდ სწრაფად შემოვიდა და ერთ ადგილას გაჩერდა. - შენ გოგო ნორმალური ხარ? - გულზე მიიდო ხელი და გახშირებული სუნთქვის შეკავება სცადა. მგონი კარგად გახსოვთ როგორი ვარ აფექტის მდგომარეობაში, ამიტომ აღარ გაგიკვირდებათ რომ საყვავილეს წავავლე ხელი და ზაზას მიმართულებით გავაქანე. ღმერთს ახლაც მადლობას ვწირავ, რომ მოასწრო და დაიხარა. - ახლა გაიგე რომ არ ვარ? აქამდე არ უნდა გაგეგო ვინ მოგყავდა ცოლად? - ისედაც ვიცოდი! - წამოვიდა სიცილით, - ერთი პატარა ისტერიჩკა! - ამან ისე იმოქმედა დროზე მოასწრო და ხელიდან გამაგდებინა თორემ ჩარჩოში ჩამჯდარი უამრავი ბაბუაწვერების სურათიც ლარნაკის გზას გაუყვებოდა. - ეს არა! - ისეთი სახით მითხრა გამოვფხიზლდი. - რატომ, ლანამ გაჩუქა? - ცრემლები მომდიოდა და დარწმუნებული ვარ იმ მომენტში მართლაც შევესაბამებოდი ზაზას შერქმეულ სახელს. - რა სულელი ხარ! - სცადა ჩამხუტებოდა მაგრამ ხელის კვრით მოვიშორე. - შენ კიდე ნაგავი! გამოუსადეგარი არსება! საზიზღარი ცხოველი! - სიტყვებს უაზროდ ვისროდი და კიბეზე ავდიოდი. - გინდა ზღვაზე წავიდეთ? - ცოტა დამაკლდა რომ არ გავჩერდი. - ამით გინდა გამოისყიდო შენი უტიფრობა? არსად წამომსველი არ ვარ შენთან ერთად! შენნაირ მოღალატეს... უხ, როგორ არ მაქვს არაფერი რომ გესროლო! - ეს არ წავა? - პიჯაკის უკან ხელი წაიღო და ცივი, მოელვარე იარაღის დანახვამ სუნთქვა შემიკრა. არაფერი მითქვამს, უბრალოდ შევბრუნდი და ოთახის კარი ჩუმად მოვხურე. რამდენიმე აბი დამამშვიდებელი დავლიე. "იყავი ძლიერი! და შენ ყველაფერს გაუძლებ!" ვუმეორებდი საკუთარ თავს და აბაზანას შეუცნობლად ვავსებდი. "ყველაფერს უძლებენ ადამიანები, შვილის სიკვდილსაც კი... შენ ამისთვის ვერ გაგიძლია?" მელაპარაკებოდა ჩემი ქვეცნობიერი და ალბათ მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ ვართ საკუთარი თავის ყველაზე დიდი ფსიქოლოგები. ჩვენ შეგვიძლია დეპრესიიდან გამოვიყვანოთ, ან პირიქით, სასოწარკვეთილებაში ჩავაგდოთ ჩვენი გონება. შევიძლია ვაკონტროლოთ რა ვიფიქროთ და რა არა. და მე შევწყვიტე ფიქრი და რატომღაც ჩავეშვი ბაბუაწვერებით სავსე სამყაროში... იქ ყველაფერი იყო, სინათლე და სითბო, რომელსაც უზარმაზარი, მხოლოდ საუკეთესო სიზმარში ნანახი ვეებერთელა მზე გამოსცემდა. შორს რომ გავიხედე ძლივს გავარჩიე ბაბუაწვერების ბუსუსებში ჩაძირული ლამაზი პატარა სახლი მოჩანდა, ჩემი სახელი გავიგონე და მისკენ წავედი, ხმა უფრო ახლოდან მესმოდა, იმაზე ახლოდან ვიდრე სახლი იყო... თვალები რომ გავახილე შეშინებული ზაზა დავინახე, რომელიც მანჭყრევდა და ჩემ სახელს ზუსტად ისე იძახდა, როგორც იქ... სველი, პირსახოცშემოხვეული საწოლზე ვიწექი და ვახველებდი. - რომ დამხვრჩვალიყავი რას აპირებდი? - მკითხა გაუაზრებლად და გამეცინა. - მკვდარი რაღას ვიზავდი? - თა.ვი.ს მოკ.ვ.ლა გინდოდა? - მკითხა დაეჭვებით. - შენ და ის ქალი ამად არ მიღირხართ! უბრალოდ ჩამეძინა! - ანუ აბაზანაში რომ შეხვალ გიყარაულო? - ხო! თუ ახალი საბუთების კეთება და გოგოს მოძებნა გეზარება! - მჭიდროდ შემოვიკარი პირსახოცი და გარდერობს მივაშურე. - დღეს კლუბში მივდივარ გოგოებთან ერთად. - მეუბნები მაგას თუ მეკითხები? - გეუბნები. ეხლა დედაჩემთან გადავდივარ მომენატრნენ ძალიან. - შორტი და მაიკა გადმოვიღე საცვლებთან ერთად და აბაზანისკენ წავედი. - მარიამ ოთხ დღეში ქორწილი გვაქვს! ხვალ დეიდაჩემი და მამიდაჩემი მოვლენ. კლუბში რომ წავიდეთ ვეღარ ავდგებით. - წავიდეთ არა მარტო მინდა წასვლა და ცოტახნით დავიწყება იმისა, რომ არსებობ! და ნუ ღელავ, არ დამავიწყდება ბედნიერების თამაში! მე ხომ მსახიობი ვარ! - თანაც დამსახურებული! - მომაძახა კარებთან და მეც ისე ძლიერ მოვაჯახუნე... როგორც ცოლ-ქმარმა იციან ჩხუბისას. ჩემი სახლი... ღმერთო რა უცებ მოვშორდი მას, ვერც გავიაზრე ისე სწრაფად დავტოვე ყველაფერი და უკანაც არ მომიხედავს. ალბათ იმიტომ, რომ არ მჯეროდა... კარი დედამ გააღო და არც ვაცადე ისე ძლიერ ჩავეხუტე, როგორც არასდროს, ვიცი იგრძნო, არ მინდოდა, მაგრამ მაინც იგრძნო და კიდევ უფრო მოვუჭირე ხელები. კალთაში ვეწექი და თმაზე მეფერებოდა, ვსაუბრობდით ისე, როგორც ჩემს გარდატეხის ასაკში. ვუსმენდი და მხოლოდ მისი ხმა მაწყნარებდა. მერე საჭმლის გაკეთებაში დავეხმარე, თან რაღაცეებს ვსწავლობდი, ზაზაზე ლაპარაკს გავურბოდი და ვხვდებოდი ისიც არ მაძალებდა. თითქოს იცოდა და მტკივნეულ ადგილას აღარ მეხებოდა. მერე გოგოები მოვიდნენ, მერე ბებია, მამა, ბევრი რომ არ გავაგრძელო ძალიან გვიან წამოვედით ჩემი სახლიდან... სახლიდან რომელიც უკან მექაჩებოდა, რეალობისგან მყოფდა და ტკბილ ბავშვობაში მაბრუნებდა. თუმცა სანამ არ მოვცილდი ვერ გავიგე მისი და ჩემი პატარაობის სიმშვიდე და უშფოთველობა. სადარბაზოდან მხიარულად გამოვედით როცა ზურგს უკან გეგას ხმა მომესმა. - ყველა ქალი უფრო მშვენდება, გათხოვების შემდეგ და შენ რა დაგემართა? - ქორწილი ჯერ არ მქონია... - მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. - კარგი რა მარიამ! - უფრო ახლოს მოვიდა, ნინოს ხელი მოვუჭირე და ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი. - შეიძლება მშობლები გაასულელო, ყველა მოატყუო, მაგრამ მე ვერა! რატომ გაყევი? - მე რატომ არ მკითხე ეგ ყველაფერი ვითომ გულით რომ გვლოცავდი წუხელ? - მგონი აღარ მჭირდება იმის ახსნა ვინ მომაკითხა და როგორმა სითბომ დამიარა სხეულში. თუმცა ჩემი გამხნევება და სიხარული, როგორც ყოველთვის, ნაადრევი აღმოჩნდა. - მაპატიე ზაზუნა - გაუღიმა გამომწვევად, - ლანაჩკათი იყავი გართული და ისე წახვედით... - უნებურად გოგოებს შევხედე და თვალი რომ ამარიდეს აი აქ გამიქრა ყველანაირი დადებითი გრძნობა, მართალია ვიცოდი, მაგრამ გულში იმედი მქონდა ეს მხოლოდ ჩემს გასაღიზიანებლად თქვა. და ასეც რომ ყოფილიყო, ეს მარტო მე კი არა თურმე ყველამ იცოდა. ყველა ამაზე ლაპარაკობდა. უდიდესი სირცხვილი და დამცირება უკვე მერამდენედ, თუმცა ყველაზე გულსატკენი იცით რა არის? შენი თავი რომ გეცოდება... რომ იცი ამას არ იმსახურებ და ამაყი ცრემლები სულში ვეღარ ეტევიან. ზაზა გეგასკენ წავიდა, გოგოები ზაზასკენ, მე კი უბრალოდ შემოვბრუნდი და თვალის სისველეს გასაქანი მივეცი, სულს ოდნავი შვება ვაგრძნობინე და დავუყევი ქუჩას, რომელშიც ყველაფერი იყო ჩემებური... სახლამდე ფეხით ვიარე და მხოლოდ ერთს ვიმეორებდი ხან გულში, ხან კი როცა აღარ მშველიდა ხმამაღლა - "იყავი ძლიერი და შენ ყველაფერს გაუძლებ" "ესეც გაივლის" ამომიტივტივდა თავში ჩემი ჩვიდმეტი წლის ასაკში დაწერილი რომანი და გამეღიმა. "გაივლის მარიამ, ყველაფერი გაივლის..." შვება ვიგრძენი, მხოლოდ მაშინღა გავაანალიზე ვიბრაციის ხმა ჩემ ტელეფონზე, ზაზა იყო, მანამდე კი გოგოების დანარეკები. აპარატი გავთიშე და ტაქსი გავაჩერე. ხუთ წუთში უკვე შარდენზე მივსეირნობდი. არ დავასახელებ რომელ კლუბში შევედი, თუმცა იქ არა სადაც მანამდე დავდიოდით, ორი მიზეზის გამო, ნაცნობების ნერვები არ მქონდა და თან ვიცოდი მიპოვიდნენ. მე კი არავინ არ მინდოდა, ბართან დავჯექი და დედაჩემის "ყოველიშემთხვევისთვის" მოცემული ხუთასი ლარიდან ასიანი ამოვაძრე. - "შტროხი" მინდა! - რა? - გაკვირვებით ამათვალიერა ბარმენმა. - "შტრო-ხი!" - დავუმარცვლე ყვირილით. - არ გვაქვს! - მოკლედ მომიჭრა მან "მერე შენი თავი ვის ექნებას" სახით. - მაშინ "აბსენტი"! - არც ეგ! - "არაფერი გამოგივას" სახე. - მაშინ "კოკაინი" ან არ ვიცი რამე ძლიერი ნუ მაიძულებ ბარ-მენეჯერს დავუძახო! პირველი "აბსენტი" იყო. ამ შხამმა მიმახვედრა მხოლოდ რამდენიმე ჭიქა "ტეკილას" თუ აიტანო და მეორე იგივე აღარ შევუკვეთე. - დაილოცოს ომეგა! - ლიმონი დავაყოლე და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე აქამდე რამდენის ყურადღება მიმიპყრია. ბართან მდგარი რამოდენიმე ბიჭი და მათ შორის ერთი-ორი მამაკაცი ღიმილით მიყურებდა და... აი მაშინ ისევ ვიგრძენი რომ ქალი ვიყავი. სასურველი ქალი და არა ის, ქმარი რომ უწევს გვერდით და კოცნაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რომ არც კი შეხებია... გამეღიმა, ამაყად წამოვდექი ჟაკეტი სკამზე დავტოვე და მოცეკვავეებს შევერიე. თვალები დავხუჭე და მუსიკას ნელნელა ავყევი. ბაბუაწვერები გამახსენდა... ის ადგილი დამიდგა თვალწინ და დარწმუნებული ვარ პირი ყურებამდე გამეხსნა სიამოვნებისგან. რა მარტივია სიმთვრალე, იქ ხარ სადაც გინდა და ყველანაირი კომპლექსების გარეშე აკეთებ რაც თავში აზრად მოგივა. ძალიან ნაზად თვალდახუჭული ვცეკვავდი ბუსუსებით სავსე სამყაროში როცა წელზე ვიღაცის ძლიერი ხელები ვიგრძენი, როგორ არ მინდოდა თვალის გახელა, მკერდზე მიმიკრა, მივხვდი ის იყო და ნახევრად გამოსული ჩემი ფანტაზიებიდან უკან შევბრუნდი. თავი დავადე და მასთან ერთად ვიცეკვე ტრიალ, განათებულ ბაბუაწვერებით სავსე მინდორში სადაც მხოლოდ ლამაზ ზღაპარში ნანახი, ვეებერთელა მზე ანათებს და ათბობს ნაზ, ბუსუსებიან ჰაერს... ვიცი არასწორი იყო... უბრალოდ პირველად ცხოვრებაში გრძნობებს მივყევი. მიყვარდა თუ არა? ალბათ პირველი დანახვიდან, ვერ აგიხსნით რატომ ან რისთვის, ხანდახან ხდება ისე, რომ ყველაფერს უნებურად აკეთებ, თითქოს ეს შენ არ ხარ და ამას არასდროს იზავდი. ან ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ ცოლი ფორმალურად აღარ მრქმოდა, რომ მეტი პასუხისმგებლობა გვეგრძნო ორივეს. ან ყველაფერი ჩემი გამოგონილი სამყაროს ბრალი იყო, ფაქტია რომ შეცდომა დავუშვი და ზღაპრის შექმნა რეალობაში მოვინდომე... თუმცა არ ვინანე, მხოლოდ ერთი ლამაზი მიზეზით... მეც ბევრი დავლიე და მანაც, გზაში ვისკი იყიდა და ნელნელა სვავდა, მე კი უბრალოდ მანქანაში ვიჯექი და ყველაფერზე ერთიანად ვფიქრობდი. ზაზაზე, მშობლებზე, დაქალებზე, გეგაზე... ყველაფერზე და ყველაზე რაც ჩემს ირგვლივ ტრიალებდა. თავბრუ დამეხვა და მინა დავუშვი. - გყვარებია ვინმე? - სიჩუმე დაარღვია ზაზამ ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს და ვისკი დაიყუდა. - არა, შენ? თუმცა რას გეკითხები. - გამეცინა უნებურად. - რატომ? - იმიტომ, რომ შენ არ შეგიძლია გიყვარდეს თუნდაც ოდნავ. - შენ მე არ მიცნობ. - იმიტომ რომ შენ არ მაძლევ ამის საშუალებას! - მოვედით. - აი ახლაც... - კარი გავაღე და მანქანიდან გადავედი. - შენ გგონია მე ვერ ვხედავ რომ მოვედით? - მთვრალი ხარ. - ლიფტი გამოიძახა და როგორც კი გაიღო ხელით მანიშნა შედიო. - და ალბათ ყოველდღე დავთვრები. ან შენ ვის ეუბნები თვალებს ძლივს ახელ. - სარკეში ჩავიხედე და თმა შევისწორე. - ასე ძაან გევასება სიმთვრალე? - სანახევროდ დარჩენილი ვისკი თითქმის ჩაეცალა და არ მინდოდა ასეთ მთვრალთან მელაპარაკა. - კარი გაიღო. - გავუღიმე და ლიფტიდან გავედი. - არა მართლა მაინტერესებს, ასე უფრო კარგად გრძნობ თავს? - განაახლა საუბარი როცა საძინებელში შევედით. - ასე მავიწყდება, რომ არავისთვის არაფერს ვნიშნავ. - მარიამ კარგი რა... - ცოლად რატომ მომიყვანე? ოღონდ არ მითხრა "აბაროტი" ასე აგიღეო! ასე არ ხდება და შენც კარგად იცი! რატომ ხარ ჩუმად? გამაგებინე რა დავაშავე ისეთი ასე რომ გძულვარ? სულ მამცირებ... მოგწონს გულს რომ მტკენ? არც ისე დიდი ვარ რომ ამდენი ფხიზელმა ავიტანო! მითხარი რატომ იქცევი ასე, მიპასუხე ბოლოსდაბოლოს! - იმიტომ რომ მისი ასლი ხარ! - დაიყვირა მოულოდნელად და შევხტი. ჩემსკენ წამოვიდა. - გგონია არ ვიცოდი ვინ იყავი? - გააგრძელა იგივე სახით და ისე ახლოს მოვიდა გარდერობს ავეკარი. - მე ნურაფერს დამაბრალებ! შენ შემიქმენი ისეთი სიტუაცია, რომ ყველა შენი ნაბიჯი ჩემს სასარგებლოდ გამომეყენებინა. - ვისი ასლი? - ქალის რომელმაც მაშინ დამტოვა როცა მჭირდებოდა, გაინტერესებს მყვარებია თუ არა? კი, მყვარებია, მთელი გულით მყვარებია! და ახლაც მიყვარს! ოღონდ ის ადამიანი კი არა! მასში ჩემსმიერ შექმნილი პიროვნება! თავს ვიტყუებდი რომ ასეთი არ იყო... ილუზიებით ვცხოვრობდი... და იცი რატომ მიმატოვა? გაინტერესებს? - ბოთლი დაცალა, ძირს დადო, ცალი ხელი გარდერობს მიაყრდნო და შუაში მომაქცია. - გაინტერესებს-თქო? - კი... - თავი დავხარე, თუმცა ნიკაპში მომკიდა ხელი და ამაწევინა. - თვალებში მიყურე რომ გელაპარაკები! კარგი გოგო ხარ. იმიტომ მიმატოვა რომ ფული უფრო უყვარდა ჩემში! და როცა ხუმრობით მოვატყუე გავკოტრდი არაფერი დამრჩა ერთი ასი დოლარი ხომ არ გექნება-თქო თავი ამარიდა და დავეჭვდი! მერე დედაჩემი გარდაიცვალა, მასზე ამასაც არ უმოქმედია დიდად! იმიტომ რომ გული არ ჰქონდა გესმის? და წავიდა! - ზაზა გეყოფა მტკივა! - ვცადე ხელი გამომეგლიჯა მაგრამ ამან პირიქით იმოქმედა და ორივე მკლავში ხელები მაგრად მომიჭირა. - ის შენზე ხუთი წლით დიდია! იმდენად გავხარ, რომ... მგონია მას ვუყურებ... - და ამიტომ მიმწარებ ცხოვრებას? ჩემზე იყრი მის ჯავრს? - მაგიჟებ გესმის? შენ ის ხარ ვინც მე მასში შევქმენი. - უკან გაიწია და საწოლისკენ ზურგით შემაბრუნა. - მასთან უამრავჯერ ვწოლილვარ, მაგრამ როცა შენ გეხები... - სახე ისე ახლოს მოიტანა სუნთქვა შემეკრა და მან მაკოცა... პირველად მაკოცა, ისეთი გრძნობით რომ ეჭვიც არ შემპარვია მისთვის ის არ ვიყავი. მე მისი გამოგონილი ზღაპარი გავაცოცხლე იმ ტკივილთან ერთად, რომელის დავიწყებასაც წლობით ცდილობდა. და მეც იგივეთი ვუპასუხე. ამან ისე იმოქმედა, რომ აღარ მახსოვს როგორ გამხადა, მის ტუჩებს და ხელებს მთელ სხეულზე ვგრძნობდი. თუმცა მახსოვს როგორ დამაგდო საწოლზე და რა სახით მიყურებდა, თითქოს გაორება ჭირდა, მე კი ზუსტად აქ დავუშვი შეცდომა... მივეცი უფლება მისი გავეხადე... იმ დროს, როცა მასში სხვა ქალი ცხოვრობდა... დილით ისევ არ დამხვდა ჩემს გვერდით და რაღაც ძალიან მეტკინა. დღეს მისი ნათესავები და ძმაკაცები მოდიოდნენ და ყველაფერი ამას დავაბრალე, საათს დავხედე, თორმეტი ხდებოდა. სასწრაფოდ გამოვცვალე თეთრეული და აბაზანაში შევედი. სამზარეულოში რომ ჩავედი ყველაფერი სავსე დამხვდა, იცოდა ვაჟბატონმა რისი გამკეთებელიც ვიყავი და უამრავი მზა საჭმელი დამახვედრა. დიანას და ნინოებს დავურეკე "დასახმარებლად" და საღამოსთვის უკვე სუფრა მზად იყო. მას კი ერთხელაც არ დაურეკავს. ღმერთო როგორ მტკიოდა და როგორ ვთამაშობდი, როგორ ვიკავებდი ცრემლებს და როგორ ვიღიმოდი... პირველი, რა თქმა უნდა, მისი ძმაკაცები მოვიდნენ. კიდევ კარგი არ შეიმჩნიეს რომ საერთოდ არ ვიცნობდი არცერთს და მეც გულთბილად მოვიკითხე. მერე კი ზაზამ თამარი და ელზა, ანუ მისი მამიდა და დეიდა მოიყვანა და გამაცნო. არ დამავიწყდება თამარის სახე რომ დამინახა. მაშინვე მივხვდი ყველაფერი იცოდა ზაზას სიყვარულის შესახებ, რადგან ისეთი სიძულვილი ვიგრძენი... მოკლედ ის ქალი ჩემი წყევლა გახდა, მხოლოდ მაშინ დავაკვირდი და გავაანალიზე ვინ როგორ მიყურებდა. მე იქ მისაღები არავისთვის ვიყავი, გარდა ელზასი, რომელმაც ან არაფერი იცოდა, ან უბრალოდ ძალიან შეგნებული ქალი იყო და საკმაოდ გულთბილად მიმიღო. წარმოიდგინეთ შველი მგლების გარემოცვაში, წარმოიდგინეთ? მაშინ აღარ აგიხსნით როგორი ვახშამი გამოგვივიდა. ათასგვარ სიძულვილით სავსე კითხვას ისე ვცემდი პასუხებს თითქოს ჩემს მიმართ არცერთი არ იყო დასმული. თითქოს არაფერი ვიცოდი... თითქმის მივედი ფინიშამდე, თითქმის იმიტომ, რომ თამარის დასმულ კითხვაზე - იმედია გიყვარს და ფულის გამო არ გაყევი, ხომ ასეა? - მე ფინიშთან დავეცი... დედაჩემს გადავხედე, თვალები ამემღვრა... კიდევ კარგი მამას არ ეცალა და იმ დღეს იქ არ იყო. " იყავი ძლიერი! და გაუძლებ!" გავიფიქრე უკვე მერამდენედ, მეყო ძალა ავმდგარიყავი და გამბედაობა იმისა რომ ხმა ამომეღო. - მე ის არ ვარ! გასაგებია ყველასთვის? - ცრემლებმა თავისით მონახეს გზა და უფრო მეტი სტიმული მომცეს ყველაფრის სათქმელად. - მე მარიამი ვარ! მარიამ გაბრიჩიძე, ოცი წლის და ზაზას ცოლი ვარ. ამიტომ ყველამ კეთილი ინებეთ და პატივისცემით მომეპყარით, მოგწონვართ თუ არა არ აქვს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა. და კი არ გთხოვთ, მოვითხოვ! წინააღმდეგ შემთხვევაში გთხოვთ ჩემ სახლში ნუღარ მოხვალთ... - შევბრუნდი და სააბაზანომდე ისე მივედი ვცდილობდი წელში გამართული ვყოფილიყავი, თუმცა როგორც კი შევედი ჩავიკეცე, მუცელში რაღაც ძალიან მტკიოდა და მთელ სხეულს ედებოდა მაგრამ არ ვტიროდი, ალბათ ეს ჩემი გამოსვლის ბრალი იყო, არ ვტიროდი იქამდე სანამ დედაჩემის ხელი არ ვიგრძენი მუცელზე. - კარგი გოგო ხარ, ჩემი საამაყო გოგო ხარ. ახლა რომ არ დამდგარიყავი შენ სიმაღლეზე, ესენი კი არა, ცხოვრება გადაგთელავდა დედა! - გულში მიკრავდა და ჩემთან ერთად ტიროდა. - ახლა უკვე ვხვდები რომ მზად ხარ, იყო ქალი და იყო დედა. ყოველთვის გიმეორებდი, იყავი ძლიერი და ყველაფერს შეძლებ-თქო. თუ აგეტირება, თავს ნუ შეიკავებ, თუ ყვირილი მოგინდება მიეცი სხეულს საშუალება გათავისუფლდეს ტკივილისგან. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ თავთან იქნები მარტო. შემომხედე, შემომხედე და გაიმეორე - მე ყველაფერს გავუძლებ! - მე ყველაფერს გავუძლებ... - გავიმეორე მისი ნათქვამი და თავი დავხარე. - ასე არა, უფრო მტკიცედ, მე კი ნუ მეუბნები, შენს თავს უთხარი. - მე ყველაფერს გავუძლებ! - ვთვი და ცრემლები მოვიწმინდე. - დარჩი რა დღეს ჩემთან... - არ გამოვა მარიამ, მამაშენი მისახედია ხომ იცი ბავშვივით კუდში დევნა უნდა. ბებიაშენს წამლების დალევა ჭირდება. თან შენ და ზაზასაც ბევრი გაქვთ სალაპარაკო, - ფეხზე წამოდგა და მეც მას მივბაძე. - ის თუ ვერ გაგიგებს, შენ უნდა გაუგო, შენ ქალი ხარ და ღმერთმა გონება იმისთვის მოგცა, რომ ყველაფერი გააანალიზო. და კიდევ, არასდროს აუწიო ტონს მასთან ლაპარაკისას, რაც არ უნდა იყოს. - სააბაზანოდან გავიდა და მოსაწესრიგებლად მარტო დამტოვა. სახეზე წყალი შევისხი, ერთხელ კიდევ შევათვალიერე ჩემი ანარეკლი სარკეში და მისაღებში გავედი. არავინ იყო... საერთოდ არავინ... მაგიდა ავალაგე, ჭურჭლის დარეცხვის ნერვები არ მქონდა, ერთად ჩავაწყე ნიჟარაში და საძინებელში ავედი. კარი რომ შევაღე ზაზა დავინახე ჩემოდანში ტანსაცმელებს ალაგებდა. მართალია ძალიან, არა უზომოდ მაინტერესებდა რატომ მაგრამ ხმა არ გამიცია. ფანჯრები შევხსენი და სააბაზანოში ვაპირებდი შესვლას, როცა იკადრა და ხმა ამოიღო. - დაკეტე ეგ ფანჯრები და ტანსაცმელი ჩაალაგე, მივდივართ. - ფანჯრები დავკეტე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე. - არ გაინტერესებს სად? - ... - ხმას არ ვიღებ. - დამუნჯდი? სუფრაზე კარგად ლაპარაკობდი. რატომ არ იღებ ხმას? მარიამ გეყოფა, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი! - შენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს ზაზა და გთხოვ თავი დამანებე. რასაც მეუბნები ვაკეთებ, ნუ მაიძულებ შენთან საუბარს. - ისე წყნარად და უემოციოდ ვუთხარი მე თვითონ გამიკვირდა, ბრავო მარიამ კარგი მოსწავლე ხარ... - ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ! - არა, ჩვენ ცოლ-ქმარი გვქვია, მე არ მჭირდება შენნაირი ქმარი, რომელიც ნათესავებთანაც კი არ დამიცავს იმ საკითხში, სადაც დანაშაული არ მიმიძღვის. - გუშინ რაც მოხდა... - გუშინ არაფერი მომხდარა, საერთოდ არაფერი. ჩვენ ცოლ-ქმარი გვქვია. - ჩანთა შევკარი და ქვემოთ წავიღე. როგორ ვწუხდი რომ ამ ადამიანის რამე მერქვა, მისი გავხდი და ეს ასე მარტივად გადავწყვიტე. მანქანის საბარგული გავხსენი, ჩანთა ჩავდე და წინ დავჯექი. დაახლოებით თხუთმეტ წუთში ჩამოვიდა და კარი გამიღო. - გადავიფიქრე, აღარ მივდივართ! - კარგი. - მანქანიდან გადმოვედი თუმცა რას ვიფიქრებდი ეს ყველაფერი ზაზას ასე თუ შეშლიდა. - კარგი? რა კარგი? ჩემი გაგიჟება გინდა? მასავით ლაპარაკობ მასავით ცივი თვალები გაგიხდა! - გამიხადე... - ვთქვი ხმადაბლა და საბარგულისკენ წავედი. - ჩაჯექი მანქანაში.- მეც მოვბრუნდი და ჩავჯექი... ნახევარი გზა ერთმანეთისათვის არაფერი გვითქვამს. ცოტა ხანი მეძინა კიდეც. მერე მივხვდი რომ დაიღალა. - თუ გინდა საჭესთან მე დავჯდები. - უხმოდ გადააყენა მანქანა და გადავიდა. - არ ვიცოდი თუ პრავა გქონდა... - მითხრა ცოტა ხნის შემდეგ და პირველად გადმომხედა. - ერთი წელია რაც ავიღე... "მერსედესის" ეს მოდელი ჩემი საყვარელი მანქანაა. თუმცა უფრო ახალი "გელენდვაგენი" ამაზე ბევრად "ვიდიანია". - რომელი სუნამო მოგწონს ყველაზე ძალიან? - "ხლოე" შენ? - "ჰერმესი". - მას რომელი მოსწონდა? - ვკითხე შეპარვით და უკანა ხედვის სარკეში გავიხედე. - "შანელი" როგორც ყველას... - სასიამოვნო სუნამოა და იმიტომ... - მაპატიე რომ არ დაგიცავი. - სუნთქვა ამიჩქარდა. - არაუშავს... - ხო, თავი კარგად გაართვი. - გაიცინა და მინა აწია. მე კი მუსიკებს ავუწიე და სიმღერას ხმამაღლა ავყევი. მთელი გზა ვმღეროდით. დაახლოებით სამ საათზე ბათუმის ერთერთ სასტუმროში ბარგის ამოლაგება დავიწყეთ, მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი ნახევარი დავტოვე და საწოლზე გაუხდელად მივეგდე. ეს იყო საუკეთესო პერიოდი, რომელიც ერთად გავატარეთ, ერთ კვირაში გოგოებიც ჩამოვიდოდნენ და მისი ძმაკაცებიც. დილით რვა საათზე მაღვიძებდა და ერთად დავრბოდით, მერე ზღვაში ვბანაობდით, მე მალე ამოვდიოდი რომ ზაგარი მიმეღო, სახლში კი წყალს ვივლებდით და მკვდრებივით გვეძინებოდა საღამომდე. - გწამს ღმერთის? - მკითხა ერთ საღამოს როცა ბულვარში როლიკებით ვსეირნობდით. ნუ მკითხავთ როგორ დავითანხმე, ბოლო დროს სულ ყველაფერს მისრულებდა. - რა თქმა უნდა. შენ არა? - არ ვიცი. არა. - ამიტომ გეცინება ყოველთვის როცა ღმერთს ვახსენებ? - ხო, იმიტომ რომ შენ უნახავად გწამს, მე კი ეს ნერვებს მიშლის. - კრუგი დამარტყა და წინ სახით ჩემსკენ დადგა. - რწმენაც ზუსტად მაგას ნიშნავს, თუ ნახავ, ესეიგი გეცოდინება კი არ იწამებ. - იქნებ ეს ყველაფერი ხალხმა მოიგონა ადამიანებს რომ ჰქონდეთ რაღაცის შიში. გეთანხმები ყველაზე საშიში ურწმუნო ადამიანია მაგრამ... - კაი მაშინ ადამიანები ვინ შექმნა? - საერთოდ არ მიყვარს ურწმუნო ადამიანები და ერთიანად ვბრაზდები. - მაიმუნებისგან წარმოიშვნენ და განვითარდნენ. - გაიმეორა მეცნიერული ფრაზა ზაზამ და სკამზე ჩამოჯდა. - კარგი და ეხლა რატომ აღარ ჩნდებიან მათგან ადამიანები? - მეც გვერდით მივუჯექი და როლიკების გახდა დავიწყე. - უბრალოდ ის ჯიში გადაშენდა მაიმუნების, რომლისგანაც ადამიანი განვითარდა. - აჰა, და მაიმუნები ვინ შექმნა? არ მითხრა ახლა თავისით რაღაც არაბუნებრივი შემთხვევების შედეგადო, უამრავი ექსპერიმენტი ჩატარებულა და მეცნიერებაც ძალიან წინ არის წასული, მაგრამ ჯერ უსიცოცხლო ელემენტებით ცოცხალი ორგანიზმი არავის შეუქმნია. - როლიკები ჩანთაში ჩავაწყეთ და სასტუმროსკენ წავედით. - მაშინ რატომ არ ჩნდება, ან ღმერთი, ან ეშმაკი? რატომ გვირთულებენ ცხოვრებას? - ვინ იცის, თუმცა... იცი ღმერთმა ხომ ადამიანები ხატად თვისა შექმნა, ანუ თავის მსგავსად, ეს ნიშნავს რომ მასაც ისეთივე გრძნობები ფიქრები და განცდები აქვს რაც ჩვენ. ჩვენ ხომ ვდებთ გარიგებებს, რატომ არ შეიძლება მასაც ეს გაეკეთებინა ეშმაკთან? წარმოიდგინე რომ დანიძლავდნენ... თუ ადამიანი საბოლოო ჯამში ირწმუნებს ღმერთს, ის გაიმარჯვებს, თუ არადა ეშმაკი... მე თვითონაც ვერ გამეგო საიდან დამებადა ეს აზრი თავში. - ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა... - თქვა ზაზამ, თუმცა აშკარად ჩაფიქრდა. - ჰიპოთეზა არასდროსაა საფუძველს მოკლებული... ყოველი ჩვენი სიტყვა ასრულებადია, - ვთქვი რაღაცნაირი წინასწარმეტყველური ხმით, - ფრთხილად იყავი მათთან, ის და დრო ერთადერთია, რასაც უკან ვერ დააბრუნებ... * * * ზაზა სიცილით გადმოვიდა მანქანიდან, გიორგი რაღაცას უყვებოდა და თან საფულეს იღებდა ჯიბიდან, რომ სიგარეტი ეყიდა. ქუჩას თვალი მოავლო და პარკისკენ გაიხედა სადაც მას უამრავი დრო ჰქონდა გატარებული და უეცრად ძალიან ნაცნობ, დიდ მწვანე თვალებს გადაეყარა. წამით მოეჩვენა რომ თავისი ბავშვობა დაინახა. მისი დაძაბული მზერა გიორგის არ გამოპარვია და როგორც ყოველთვის უამრავი კითხვა დააყარა, მაგრამ ზაზამ იფიქრა ძმაკაცი ამას სისულელეში ჩაუთვლიდა და თავი აარიდა. - მომეჩვენა რომ ნაცნობი დავინახე, გაქვს შენ სიგარეტი? - არა თქო წეღან არ გითხარი? რა მოგივიდა ერთი? - წამო შევიდეთ. დიდ ხანს იბოდიალა მარკეტში, უცნაური შეგრძნება ჰქონდა ჟღენტს, თითქოს რაღაც ძალა გარეთ ექაჩებოდა, ის კი ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა, ხან რა აიღო ხელში და ხან რა. ბოლოს უკმაყოფილო გიორგის მზერას წააწყდა, ნატურალურ წენს წამოავლო ხელი და სალაროსთან მივიდა. - რა გჭირს ბოლოსდაბოლოს? - ვეღარ აიტანა გიორგიმ ეს გაურკვევლობა და წინ გადაუდგა როგორც კი გარეთ გამოვიდნენ. - არაფერი დამცხა! - ასეთი ვინ მოგეჩვენა? - არ წყნარდებოდა ის და ზაზას უკან მისდევდა. - გეყოფა რა! - ისევ იხედებოდა პარკისკენ, თუმცა უკვე იცოდა რა უაზრო იყო მისი ეს თვალების ცეცება. მანქანასთან მივიდა და ასიოდე ნაბიჯის იქით მდგარი "გელენდვაგენი" რომ შეათვალიერა ისევ იმ ნაცნობ მზერას წააწყდა, ოღონდ ახლა ეს თვალები პარკიდან კი არა G-კლასის საქარე მინის მიღმა მოუსვენრად ხტოდნენ პატარა, ჩალისფერთმიანი ბავშვის სახეში. მანქანასთან მიტანილი ხელი გაუშეშდა. - აღარ ჯდები? - გასძახა გიორგიმ, მაგრამ ზაზას უკვე აღარაფერი ესმოდა. ნელა დაიძრა მანქანისაკენ და მძღოლის ადგილს გადახედა, ცარიელი იყო, ბავშვი აშკარად მამას, ან დედას ელოდებოდა. რაც უფრო ახლოს მიდიოდა, მით უფრო უძნელდებოდა ნაბიჯების გადადგმა. კარს გაუსწორდა თუ არა, ფანჯარას მიუახლოვდა. დაახლოებით სამი წლის გოგონამ სიდენიიდან შეშინებულმა ამოხედა, თუმცა მალე ეს გრძნობა გაოცებაში გადაუვიდა, ზაზაც მიხვდა, რომ ის, მათმა უჩვეულო მსგავსებამ გააკვირვა. ხელი კარისკენ წაიღო და მინა დაუშვა. - გამარჯობა! - უთხრა ათწამიანი პაუზის შემდეგ პატარამ და ზაზას თვალებში შესცინა. მის ღიმილში მან დაინახა ის, რასაც ვეღარ გაუძლო, და გიორგი რომ არა, ალბათ ასფალტზე დაეცემოდა. გონს რომ მოვიდა თავის მანქანაში იჯდა. გიჟივით გადმოხტა, მაგრამ "გელენდვაგენი" იქ აღარ დახვდა. - სად წავიდა? - ისე ეცა გიორგის საშინლად დაიბნა. - ვინ? - ის მანქანა იქ რომ იდგა. - მე რა ვიცი ! ან რა არის რა გულს მიხეთქავ შეშლილივით იქცევი! - საჭესთან ვინ დაჯდა არ დაგინახავს? - არა! და თუ არ ამიხსნი რა ხდება... - მარიამის მანქანა იყო... მე რომ ვაჩუქე ის მანქანა... * * * უკვე მეორე კვირა გადიოდა გოგოები რომ ჩამოვიდნენ, სულ მეჩხუბებოდნენ, იმიტომ რომ სულ მეძინებოდა და თითქმის არსად დავყვებოდი. მერე ზაზას ძმაკაცები და მოკლედ... ერთ დღესაც ისე მოხდა, რომ ყველა ერთად შევიკრიბეთ რესტორანში. ყველას იმიტომ ვამბობ რომ... - ზაზა ძალიან მეძინება, მოდი წავიდეთ... - კარგი რა! მართლა რა გჭირს შენ ავად ხომ არ ხარ? ერთი საათია რაც მოვედით... - არ მეგონა შენი ქვეყანა ასეთი ლამაზი თუ იყო! - მომესმა ჩემს უკან რუსულად ნათქვამი ფრაზა და ზაზას რომ შევხედე უკვე მივხვდი ვინ უნდა ყოფილიყო ამ სიტყვების ავტორი. თუმცა ნანახი უფრო თავზარდამცემი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი... ის ჩემი ასლი იყო... ასეთ მსგავსებას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, არ ვიცი როგორ აგიხსნათ, გასაოცარი შოკია, უყურებდე სხვას და ზუსტად შენნაირს... - აქ რა გინდა ნადია? - პირველი გონს ზაზა მოეგო, დანარჩენები უბრალოდ ხმას ვერ იღებდნენ, ხან მე მიყურებდნენ და ხან მას. - ამას კითხვა უნდა? შენს სანახავად ჩამოვედი, რა თქმა უნდა... - ღმერთო რა ცივი იყო... არა მე ასეთი არ ვიყავი... მე ასეთი ვერასდროს გავხდებოდი... ისეთი გამომწვევი, ირონიული... - წამოდი! - ზაზამ მკლავში მოკიდა ხელი და შემოსასვლელისკენ წაიყვანა. ვუყურებდი როგორ მიაქანებდა და მომხდარის გაანალიზებას ვცდილობდი. - ეს რა იყო? - გონს მოვიდა ნინელი. - მართლაც რომ რა იყო! ამ ქალის სულიერად მოხსენიება არ შეიძლება! - ისეთი სახე ჰქონდა გიორგის გარეთ რომ ვყოფილიყავით აუცილებლად გადააფურთხებდა. - წავიდეთ რა... - ჩავილაპარაკე მოღლილი ხმით. - მოვიდეს ბარემ ზაზა და წავიდეთ მარიამ... - მიპასუხა ლექსომ თუმცა თავი ისე ცუდად ვიგრძენი მაინც წამოვდექი და ვერანდაზე გავედი. სუნთქვა ძალიან მიჭირდა და გულის რევას ვგრძნობდი. მოაჯირს დავეყრდენი და ძირს მდგარი ზაზა და ის ქალი დავინახე. ნადიას მისი სახე ხელებში ქონდა მოქცეული და რაღაცას გამალებით ესაუბრებოდა, დარწმუნებული ვიყავი წასვლის მიზეზს უხსნიდა. "არ დაუჯერო გთხოვ... არ აყვე... მე შენი მჯერა... ვიცი რომ..." ნადიამ ტუჩებში აკოცა... და ისიც აყვა... ღმერთო როგორ მეტკინა... ისევ მატკინა... ისევ გამწირა... ისევ არაფრად ჩამაგდო და ყველაფერი დაანგრია... მე ხომ არ ვიყავი ამის ღირსი, მე ხომ არ ვიმსახურებდი ასეთ მოქცევას... გულის რევის შეგრძნებამ გონება თითქოს დამიბინდა, შევბრუნდი და აბაზანისკენ წავედი. წყალი შევისხი, ამან შვება მაგრძნობინა. - მარ რა დაგემართა? - კარებში ნინო შემოვიდა და ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა გამეღიმა. - არაფერი... ნერვიულობამ ამიტანა... - არ მინდოდა იქ მეთქვა, ვიცოდი ტირილს ვეღარ შევიკავებდი და ამას ყველა მიხვდებოდა. - წავიდეთ რა სახლში აღარ მინდა აქ ყოფნა... სახლში სასტუმროში ისე მივედით ხმა არ ამოგვიღია. ამის არც ძალა მქონდა და არც სურვილი... ისიც დუმდა... და ეს სიჩუმე ჭკუიდან მშლიდა. მეორე დილით გვერდით არ დამხვდა. საშინლად მეზარებოდა ვარჯიში მაგრამ მის ჯინაზე მაინც ავდექი. სპორტული შორტი და მაიკა ჩავიცვი, ბოტასები, ნაოშნიკები და მორჩა უკვე მზად ვიყავი. სხვა დღეებთან შედარებით ცოტა ვირბინე, ცოტა ვიცურავე და ზაგარზეც დიდხანს ვერ გავჩერდი. რომ დავბრუნდი მისაღებში იჯდა. - სად იყავი? - ვერ ხედავ? ვირბინე ვიცურავე და მოვედი. - მერე უჩემოდ? - ხო რა იყო? კონტრაქტში რამე პუნქტის წაკითხვა გამომრჩა? - მარიამ... მოკლედ, ერთი თვით უნდა წავიდე მოსკოვში. შენ ანგარიში გაგიხსენი და ასიათასი ჩაგირიცხე ყოველიშემთხვევისთვის... და კიდევ ეს - გამომიწოდა "მერსედესის" მარკის ბრელოკიანი გასაღები. - ჩემსაზე ცოტა ახალია. ახლა კი თბილიში უნდა დავბრუნდე. ბილეთიც ასაღები მაქვს... - ბილეთი თუ ბილეთები? - იქვე მივაგდე გასაღები და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე უკვე ჩალაგებული ჩემოდანი. - მაგით რისი თქმა გინდა? - კარგად იცი რისიც! - მარიამ მე და მას შორის ყველაფერი მორჩა! მხოლოდ ერთი თვე უნდა მომცე... უნდა გავერკვე ყველაფერში გესმის? და თუ შენ ისევ ჩვენ სახლში დამხვდები... - კარგად იყავი... - საწოლში ჩავემხე და ცრემლებს გასაქანი არ მივეცი, მაშინ რას წარმოვიდგენდი თუ ეს ჩვენი ბოლო საუბარი იქნებოდა... ჩემი ბოლო სიტყვები მის მიმართ... თუმცა სხვას ვერავის და ვერაფერს დავაბრალებთ, ყველაფერი ჩვენი და ბედისწერის ბრალია... .......................................................... - ნინო ახლა რა ვქნა მითხარი? სახლში არ მოსულა ვურეკავ - არ მპასუხობს... ნუთუ ასე მალე წავიდოდა? - გეყოფა ასე ნუ ნერვიულობ! ხომ ხედავ იმხელა დარტმა მიიღე, წნევამ აგიწია და ცხვირიდან სისხლი წამოგივიდა! - მე ხომ მეორე დღესვე გავიგე ეს ამბავი... ნინო ძალიან ვნერვიულობ... იქნებ უბრალოდ გაბრაზებულია ასე რომ გავუშვი და იმიტომ არ მპასუხობს? - რომ მიწერო? - ჩაერია ნინელი. - ეგ აქამდე რატომ ვერ ვიფიქრე... მივწერ რომ ორსულად ვარ და სასწრაფოდ მოვიდეს სახლში... რამდენიმე დღე გავიდა, ის კი არ შემხმიანებია... მაშინ გამახსენდა რომ ეს სახლი, ორი წელია რაც გააკეთა, მანამდე კი მშობლების სახლში ჩამოდიოდა... მისამართი, მისამართი... მისამართიც ვიპოვე. მანქანაზე ჯდომას მოვერიდე და ტაქსით წავედი. მისი "მერსედესი" რომ დავინახე ამოვისუნთქე და გამეღიმა. არ წასულა... ახლა ყველაფერი წესრიგში ჩადგება. ზარი დავრეკე და ხასიათი მომეწამლა კარი თამარმა რომ გააღო. - მარიამ? შემოდი! - რატომღაც კარგად მიმიღო, მაგრამ ვიცოდი ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო და მეც მოჩვენებით, ვითომ ძალიან მაინტერესებდა, მისით დავინტერესდი. - როგორ ხართ? - კარგად, შენ? თუმცა რას გეკითხები, დაღლილი იქნები, ჩამოჯექი. ასეთ მდგომარეობაში ხომ ყველაფერი რთულადაა... - დივანზე ჩამოჯდა ფეხი ფეხზე გადაიდო. - რა მდგომარეობაზე საუბრობთ? - თვალში უზარმაზარი, ბაბუაწვერებით სავსე სურათი მეცა და მისკენ წავედი. ახლოს რომ მივედი ოდნავ, მაგრამ მაინც გავარჩიე შორს მდგარი ლამაზი სახლი და სუნთქვა შემეკრა... - შენს ორსულობაზე... - ისე გავოცდი რომ იცოდა სურათი სულ დამავიწყდა და შემოვბრუნდი. - თვენ რა იცით? - საიდან უნდა ვიცოდე ზაზამ თქვა... მოკლედ არ ვიცი შენ რა გითხრა, მაგრამ მას კარგად ვიცნობ, ძველი სიყვარული ვერ დაივიწყა - მისი და ნადიას კოცნა გამახსენდა და თვალები ამიწყლიანდა. - უკვე გითხრა რომ უნდა მოიშორო? - ვერ გავიგე? - მოკლედ აქ ორიათასი დოლარია, - თქვა და ფული გამომიწოდა. - არამგონია ამაზე მეტი დაჯდეს ეგ ოპერაცია. - ეგ ფული ზაზამ დატოვა? - როგორ ვნატრობდი ეთქვა კიიო, ასე ეჭვი მაინც შემეპარებოდა რომ ტყუოდა, მაშინ როცა ასეთი თანხა დამიდო ანგარიშზე ორიათას დოლარს რაღატო დამიტოვებდა... - არა, ამას მე გაძლევ პირადად. ის მზად არაა გესმის? და არც ერთ თვეში ჩამოვა! ფული გამოვართვი და სწრაფად გამოვედი, ეს სახლი სულს მიხუთავდა, ქალი კი გულს მირევდა. როგორ მეზიზღებოდნენ, როგორ მძულდა ორივე იმ მომენტში ვერც წარმოიდგენთ, იმიტომ რომ რამე კონკრეტული კი არა, სული მტკიოდა, გულში სიცარიელეს ვგრძნობდი და უმისამართოდ მივდიოდი, ხელები ამტკივდა და ვიგრძენი რომ მათში ნერვები მბწკენდნენ... შემდეგ მუცელი ამტკივდა, პარკში ხემდე მივაღწიე, ჩავიმუხლე და თვალებში დამიბნელდა... ბაბუაწვერები დავინახე, მათ შორის ჩამუხლული ვიჯექი და ვათვალიერებდი რა ეკლდა... რამდენიმე წამში გავაანალიზე რომ ყველაფერი შავთეთრი იყო, ჩემს სამყაროს მზე ეკლდა... სითბო ეკლდა და საშინლად ციოდა, შემდეგ ნისლი გაჩნდა, ისიც კი ვერ მოვასწარი დამენახა სახლი ისევ იქ იდგა თუ არა, ფეხზეც კი ვერ ავდექი და უსუსურობის და ტკივილის შეგრძნებამ ამატირა... დედაჩემის სიტყვები გამახსენდა, ახლა ხომ მარტო ვიყავი, ხოდა ბოლო ხმაზე დავიყვირე. - რატომ მტკივა ასე რატომ?! ვინმე ამიხსნის რატომ მტკივა?! რატომ არსებობს?! - თავი მიწას დავადე და ავქვითინდი... - არ მინდა რომ ვგრძნობდე... საერთოდ არაფერს არ მინდა რომ ვგრძნობდე გესმით?! არ მინდა რომ ვგრძნობდე... არ მინდა... - ჩავილაპარაკე უკანასკნელად და წყვდიადში ჩავიძინე... - დაწყნარდით, ბავშვიც კარგადაა და დედაც, უბრალოდ როგორც ჩანს რაღაც დიდი სტრესი მიიღო. - დედა... დედა... რას ვიფიქრებდი ოცი წლის ასაკში ჩემზე დედას თუ იტყოდნენ. თვალები გავახილო თუ კიდევ ცოტა ხანს დაველოდო იქნებ გავიდნენ? არა ესენი დღეს არ გავლენ! - დავბრუნდი - ვთვი უბრალოდ და გავიღიმე. - მარიამ ღმერთო როგორ შემაშინე დედა! თავს როგორ გრძნობ? - არ ვიცი... ჩვეულებრივ რავი... - რაღაც უჩვეულოდ ვიყავი, არც არაფერი მადარდებდა, არც ვნერვიულობდი... ტკივილიც სადღაც გამქრალიყო. - ექიმო ბევრი დამაწყნარებელი გამიკეთეთ? - არა, ბავშვის გამო არაფერი... - უსუსურად გაასავსავა ხელები ბიჭმა და მშობლებს გადახედა. - მარიამ რატომ არ თქვი ორსულად თუ იყავი? - ჩაერია მამაჩემი, - ან ზაზა სადაა? - ზაზა წავიდა. - ისე უემოციოდ ვთქვი მეც გამიკვირდა. - რას ნიშნავს წავიდა სად წავიდა? - თავის ყოფილ შეყვარებულთან რუსეთში. - და ამას ასე ჩვეულებრივ ამბობ? - აღშფოთდა დიანა. - აბა რა ვქნა ვიტირო? ვერ გაიგეთ? ჩემთვის და ჩემი პატარასთვის ნერვიულობა არ შეიძლებააა! ხო დე? - მუცელზე დავიხედე და მერე უკმაყოფილო მამაჩემს შევხედე. - მას ბავშვი არ უნდოდა, ასიათასი დოლარი მომიგდო, მანქანა მიყიდა და "პრაშაი“! - ვეღარ გცნობ... ახლა რა უნდა ქნა? - არ ვიცი... თბილისში ცხოვრება არ მინდა, ბათუმში ვიყიდი რამე მყუდრო ბინას, ასეთივე წყნარ კაფეს გავაკეთებ და ასე ვიცხოვრებთ ჩვენ ორნი იქამდე, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს! ექიმო დაიფიცეთ რომ არაფერი გაგიკეთებიათ! ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც ვგეგმავდი, სამუდამოდ დავივიწყე ჟღენტები, რომელთა მიმართაც ჩემდა გასაოცრად აღარაფერს ვგრძნობდი და ბათუმში ვერა მარა წყნეთში ვიყიდე პატარა სახლი ლამაზი ბაღით და... ნუ კაფეც დამეზარა და რაც დამრჩა იმით რესტორნის წილი ვიყიდე ყოველთვიური კარგი შემოსავლისთვის. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ დასრულდა ჩემთვის ტკივილის ხანა და გადავედი უგრძნობ დროში, სადაც ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს მუცელში მყოფი პატარა არსება იყო რომელიც ძალიან მაინტერესებდა... - ჩამოვიდა ვერ გაიგე? - მერე მე რა ვქნა? ნინო მართლა მკიდ.. და რა გავაკეთო? ან რო მივიდე და ვნახო რა ვუთხრა? - დაელაპარაკე მაინც! - რაზე? კაი რა! რაში მჭირდება მითხარი? სახლი მაქვს, ფული - ყოველთვიური, ბავშვსაც გავაჩენ... არ გახსოვს როგორ მამწარებდა და მამცირებდა? - ხო მაგრამ გიყვარდა! - არ ვიცი მიყვარდა თუ არა, მაგრამ ახლა მის მიმართ არაფერს არ ვგრძნობ! - შენ მის მიმართ კი არა, არავის მიმართ აღარ გრძნობ არაფერს... - თქვა დანანებით ნინელიმ. - სამაგიეროდ ნახე რა გულახდილი ვარ! - ღმერთო ყავა როგორ მომინდა... - არც კი მალავ ხო? - ვაიმე ყავა მინდა და რო არ შეიძლება რა ვქნა? - წყალი დალიე! - გაბრაზებული კი არ ვარ მინდა! მინდა გესმის? ყავა მინდა ყავა! მარა ახლა უკვე გაბრაზებულიც ვარ და დავლევ ბარემ ამ წყალს! - გრაფინს ხელი წამოვავლე და ისეთი სახე მივიღე ვითომ ძაან გავბრაზდი, რას ვიზავთ ეს გრძნობაც აღარ მქონია თურმე... გარდერობი მოვქექე და ის კაბა გადმოვიღე ეკლესიაში რომ ვიცმევდი ხოლმე წლების წინ. კარი ჩავკეტე და მანქანაში ჩავჯექი. ზაზაზე ფიქრი ამეკვიატა... თბილისამდე მასზე ვფიქრობდი, ისიც კი ვიფიქრე მენახა მაგრამ... არა ჯერ მამაოსთვის უნდა მეკითხა რა მჭირდა... შეიძლება აქაც შევცდი, მაგრამ ახლაც ვფიქრობ რომ მაშინ ნახვას აზრი არ ჰქონდა... - დიდი ხანია არ მოსულხარ... გავიგე გათხოვდი მაგრამ ჯვარი არ დაგიწერია, ახლა ქმარს გაცილებულხარ... მარიამ რა ხდება? - დიდი დრო დამჭირდა ყველაფერი მომეყოლა მისთვის, დაფიქრებული მისმენდა, შიგადაშიგ კითხვებს მისვამდა. - ძალიან შეცვლილხარ, მითხრა ბოლოს. - ხო, იმ ქალმა თითქოს გრძნობები წამართვა, აი ახლაც ხედავთ? ურცხვად გიყურებთ თვალებში, მაშინ როცა ვფიქრობდი, რომ მე, ცოდვილს არ მქონდა უფლება თუნდაც შემომეხედა... - მარიამ ეს უბრალოდ ემოციური გადაღლის ბრალია... - თქვა და თვალი ამარიდა. - იცი რა ძნელი სანახავია მამაო რომ ცრუობს? - რა გინდა რომ გითხრა? - სიმართლე დავით! მე ადამიანი ვარ და მაქვს ამის უფლება! საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ, ისიც კი ვიფიქრე რომ მომეშორებინა... - მარიამ! ეს რა მესმის შენი პირიდან! მაგაზე აღარც კი გაიფიქრო გესმის? უფალი მშიერს არავის ტოვებს! არასდროს იფიქრო რა ჩააცვა და რა აჭამო... მითუმეტეს რომ გაქვს ახლა მაგის სახსრები! - მითხარი რა დამემართა... ვიცი ანომალიას გავს მაგრამ... - ემოციურად გადაიღალე! მორჩა და დასრულდა! უფალი იყოს შენი მფარველი, ის თავად გაგცემს ყველა კითხვაზე პასუხს. - ეს თქვა და წამოდგა. მეც დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი, ოღონდ ჩემი სახლისკენ, ისე რომ ვერც გავიაზრე, მშობლებს შევუარე, აფერისტულად მოვესიყვარულე, დავამშვიდე და წყნეთში დავბრუნდი. .................................... ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც უნდა იყოს, აქ სულ სხვა კანონზომიერება მოქმედებს, თუმცა მაინც კანონზომიერებაა და ვერაფერს იზავ... ვიბადებით ყველა ერთნაირად - ტირილით და ამ დროს მიჩნდება შეგრძნება, რომ ახალშობილს არ უნდა ამ ქვეყნად ცხოვრება, თითქოს ისეთ სამყაროს ჰგლეჯენ ხელიდან, რომელიც არ ეთმობა... ასე დაიბადა ჩემი პატარაც, ტიროდა, არ ეთმობოდა მისი მყუდრო ბინა, მაგრამ არ იცოდა რომ მე უკეთესი სახლი მოვუმზადე ჩემს მკლავებში, რომლითაც ყველაფერს გავცემდი მის გამო და რომლითაც დავიცავდი მთელი ცხოვრება... - შენი ტუჩები აქვს, დიდი და გაბუშტული. - მითხრა ნინომ და ჩემს მკერდზე მიძინებულ გოგონას ხელი ჩამოუსვა. - და ზაზას თვალები... - თავზე ვაკოცე პატარას და ცრემლი ჩამომიგორდა. - შენ რა... ტირი? - ქვეშიდან ამომხედა გაოცებულმა ნინელიმ. - გაჩუმდი ახლა თორემ აქვე ავბღავლდები და ბავშვს გავაღვიძებ... - ცრემლები ვეღარ შევიკავე და სალფეტკი ავიღე. - კარგი ვსო... რას არქმევ? - არ ვიცი... შრეკის კატის თვალები არ აქვს? - არ გაგიჟდე ახლა და კატა არ დაარქვა! - არა, მას ჯია მოწონს... ჯია გაბრიჩიძე ჩაწერეთ. - მივუბრუნდი მოთმინებადაკარგულ ექთანს და მოგონებებში ჩავიძირე... ................................... იმ ღამეს ზაზა დამესიზმრა... იმ ქალთან ერთად... აჩქარებული სუნთქვით გამეღვიძა და მის თვალებს რომ წავაწყდი იმხელა ხმაზე შევკივლე ჯიამ ტირილი დაიწყო. - მაპატიე, მაპატიე დე არ მინდოდა შენი ასე შეშინება. - ვაწყნარებდი პატარას და გულზე ვიკრავდი. - სულ ასე აკეთებ გაღვიძებისას მე თუ დამინახე... ასე მახინჯი ვარ? - სლუკუნებდა და ცრემლებს იწმენდდა. - შენ ყველაზე ლამაზი ხარ დე, სარკეში ვერ ხედავ? შენი დედიკო ხომ ლამაზია? - ხომ... - მითხრა და გამიღიმა. - ხოოომდა შენ მასზე უსასრულოდ ლამაზი ხარ! - თმა გადავუწიე და შუბლზე ვაკოცე, მან კი ცხვირი ჩემს ყელში ჩარგო და ხელები მაგრად მომიჭირა. - რო ასე დავიძინოთ შეიძლება? - რო ასე დავიძინოთ ყველაზე მაგარი იქნება! - დავაჯავრე სიცილით და ბალიში გავუსწორე. - ჩემი ჯადოსნურობა ხარ... - რო ზღაპარი მინდა? სულ რაღაცას ითხოვდა, ხანდახან ვიცი არ უნდოდა მაგრამ ყურადღების მიქცევა სურდა პატარა ქალბატონს და ჩემებსაც მეტი რა უნდოდათ. გოგოები გიჟდებოდნენ, ბებია-ბაბუას ჭკუა ეკეტებოდათ, მე კი ვაღმერთებდი... მამამისივით... რომელიც ისევ ცხოვრობდა ჩემში და რომელმაც საუკეთესო რამ მაჩუქა რაც გააჩნდა... მიუხედავად იმისა რომ არ უნდოდა... მეორე დღეს შაბათი იყო, ჯიას დღესასწაული, მაგდონალსის ნაყინი მინდაო ატყდა და მეც როგორც მონამ ჩავაბრძანე მანქანაში და თბილისში ჩამოვედი, ჯერ პარკში გავატარე, შემდეგ კი ნინომ დამირეკა ბანკში შედი ერთწამს რაღაცას გიკარნახებო და ხომ იცით რა ამბავია იქ, ჯია მანქანაში დავტოვე, მისი განვადება შევიტანე და გამოსვლისას კარებში გავშეშდი... ჯიამ მინა დაუშვა და მამაკაცს გაუღიმა, ვერ გავიგე მაგრამ სავარაუდოდ მიესალმა... ის იყო... ვიცოდი რომ ის, იყო, ჩემსკენ ზურგით იდგა მაგრამ მას ათასში გამოვარჩევ. ზაზამ უკან გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი და აუცილებლად დაეცემოდა გიორგი რომ არა... ხელზე დაიყრდნო და მანქანისკენ წაიყვანა. გიჟივით გავვარდი და საჭესთან დავჯექი. მანქანა პლეხანოვზე კი არ მიდიოდა მიქროდა, გამიმართლა რომ ექვსი არ იყო ჯერ და მოძრაობა არ ჭირდა. "მუხრუჭების ხმა... - შენ ნორმალური ხარ? მაინცდამაინც მე უნდა ჩამივარდე ბორბლებში? კლუბი... დაჯექი გოგო მანქანაში... ღმერთო რამდენი გველი დამიჭერია ამ ადგილას... მოაწერ ხელს თუ არა?... გავთხოვდი... მშია მარიამ!... აქამდე ცოლი არ მყავდა... დამლაგებელზე შედი... გეგა... მე ვერ მომატყუებ... ჯერ ქორწილი არ გვქონია... მისი ასლი ხარ გესმის? მაგიჟებ... შენ რომ გეხები... იმედია გიყვარს და ფულისგამო არ გაყევი... უნახავად გწამს... მე კი ეს მაგიჟებს... ფრთხილად იყავი საკუთარ სიტყვებთან... ის და დრო ერთადერთია რასაც ვერ შეაჩერებ... ყოველი ჩვენი სიტყვა ასრულებადია... არ მინდა რომ ვგრძნობდე... - დედა! გესმის? მისი თვალები ზუსტად... - ეს აღარ გაიმეორო გასაგებია? - ისე დავატორმუზე მანქანა ახლადდასველებულ ასფალტზე მოსრიალდა და ბოლოს რაც დავინახე ის იყო, რომ ჯიას მხარე შენობას ეჯახებოდა. - გადავრჩებით! - დავიყვირე ისე, რომ მჯეროდა თუ არ ვიტყოდი ასე არ მოხდებოდა და ბავშვისკენ გავიწიე, მაგრამ ძლიერმა შეჯახებამ წამიერად გამთიშა... ............................................... ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩამესმოდა სიტყვები, რომლებიც მაშინ აშკარად ვერ აღვიქვი, თორემ ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი. "ბავშვს რა ვუყოთ? სისხლი გვითავდება... ყველგან გავაგზავნეთ მოთხოვნა... მამამისის მოსვლა ახლა მისწრებაა..." შემდეგ ჯიას სისხლიანი შუბლი დამიდგა თვალწინ. - ჯია... ჯია შუბლი მანახე... - ბოდავს! სიცხის დამწევი და დამამშვიდებელი გაუკეთეთ... და ისევ წყვდიადი.... რამდენიმე ღამე გავატარე ამ ტანჯვაში, მთელი ცხოვრება თავიდან ბოლომდე გავიარე გონებაში... ტკივილი მეტი იყო... მაგრამ ახლა არ შემეძლო მოდუნება, უნდა ავმდგარიყავი, იმიტომ რომ ახლა მარტო აღარ ვიყავი... და თვალები გავახილე, მხოლოდ ჯიასთვის... - მიხარია რომ გონს მოხვედით მარიამ. - მითხრა ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ექიმმა და წვეთოვანი გამისწორა. - ბავშვი როგორაა? - დაწყნარდი, ჩვენთანაა, წევს მაგრამ... - რა მაგრამ? - ისე შეყოყმანდა მთელ ტანში გამაცია. - უამრავი სისხლი გადავუსხით მარიამ, მაგრამ მეოთხე ჯგუფი... ეს ძალიან იშვიათია, ვცდილობთ "იდეალური დონორი" ვიპოვოთ ასე რომ... კატერინას მამა... თუ ის ცოცხალია... - ის აქ არ მოვა გესმით?! - წამოდგომა ვცადე მაგრამ ნეკნში ისეთი ტკივილი ვიგრძენი ისევ მივწექი და ცრემლები მოვიწმინდე. - მან ბავშვზე უარი თქვა... ის არ მოვა... უნდა გამწეროთ გესმით? ახლავე! ჯიას გამო... მის გამო ყველაფერს ვიზავ... მასთანაც კი მივალ უნდა გამწეროთ რომ ყველაფერი კარგად დავალაგო და... - დღეს ვერ გაგწერთ! ხომ ხედავთ რომ ჯერ კიდევ ცუდად ხართ, ხვალ ვნახოთ... თვალები დავხუჭე და ის იყო ფიქრებში უნდა წავსულიყავი რომ ვიღაცის ხელი ვიგრძენი... ნინოსი იყო, მერე მეორე ხელი - ნინელისი. - ის კარგად იქნება, ყველაფერს ვიზავთ გესმის მარ? - რომ იცოდეთ როგორ მჭირდებით... ფეხები ისევ ისე ამიკანკალდა, როგორც უწინ... რას წარმოვიდგენდი ამ სახლში თუ კიდე მოვიდოდი... ზართან ხელი მივიტანე. "არა, სახლში რომ არ იყოს და იმ წყეულმა თამარმა გამიღოს? სხვა დროს მოვალ... არა ჯიასთვის ყველაფერს წამები წყვეტს... ღმერთო რა ვქნა? რაც იქნება იქნება!" გავიფიქრე და ღილაკს თითი დავაჭირე თუ არა სუნთქვა შემეკრა. ვაღიარებ, წარმოდგენას ნანახმა გადააჭარბა. ცხოვრებაში მეორედ შევხვდი მაგრამ ახლა უფრო გული დამწყდა, იმიტომ რომ ის ახლა ზაზას სახლში იყო... - შეიძლება შემოვიდე? - ნადიამ გულგრილად ამათვალიერა და უკან გაიწია, რითიც მანიშნა შემოდიო და კარის მიხურვის შემდეგ წინ გამიძღვა. არაფერი შეეცვალათ, ყველაფერი ისევ ისე იყო, ბაბუაწვერები გამახსენდა და სურათისკენ გავიხედე და აქ... თითქოს დრო გაჩერდა... ისევ ის ზმანი... პიჯაკი... გამახსენდა როგორ ვაუთავებდი მის ტანსაცმელს... ქანდაკებებივით ვიდექით ერთ ადგილას და თითქოს თვალის დახამხამებისაც კი გვეშინოდა. - დაჯექი, - ნადიამ ვეღარ გაუძლო სიჩუმეს და მეც ცოტა აზრზე მომიყვანა. - ზაზა მოკლედ მე... შენთან სალაპარაკო მაქვს... - ვილაპარაკებდით, თანაც უამრავს სახლში რომ დამხვედროდი! - შენ აქ მოსვლა როგორ გაბედე? - ის იყო ზაზასთვის პასუხის გაცემას ვაპირებდი რომ თამარმა გამოანათა. - თქვენთან არ მოვსულვარ! - ვეცადე მაქსიმალური ზრდილობით მეთქვა რომ იქიდან მოშორებულიყო. - თამარ გეყოფა, ჩვენ გავარკვევთ! - იგივე სცადა ზაზამაც თუმცა თამარს რა გააჩერებდა. - ხომ გითხარი ზაზას ცხოვრებიდან გაუჩინარებულიყავი! რაღას მოეთრიე! - ეტყობოდა შოკში იყო და ამან ისეთი კმაყოფილება მომგვარა გამეღიმა. - ეგ როდის უთხარი? თამარ მარიამი როდის ნახე თქო?! - წამოწითლდა ზაზა. - მე... მე... - მე მოგეხმარებით კარგი? - ჩავერიე ამ ამბით გახალისებულმა. - შეგიძლია დაწყნარდე, მაშინ მითხრა როცა შენ უკვე გადაწყვეტილი გქონდა ყველაფერი! არ გითხრა დეიდულიმ როგორი რჩევა დარიგებებით გამისტუმრა აქედან? შეგიძლია იამაყო! ფულიც არ დაიშურა შენი შვილის მკვლელობისთვის! თუმცა შენ რას გეუბნები... დარწმუნებული ვარ შემატყე კიდეც ორსულობა და მაგიტომ გაიქეცი! - მთელი წლის ნაგროვებ ბოღმას ეხლა ვანთხევდი და ისტერიკაში ჩავარდნილ თამარს თვალს არ ვაცილებდი. - ნუ უსმენ! ეგ ქალი გიჟია! - ყვიროდა თამარი და ზაზას მუხლებში უვარდებოდა. - დეიდა გეყოფა ბოლოსდაბოლოს რა ბავშვზე ლაპარაკობთ?! - მე კი არა შენ ხარ ყველაზე დიდი მსახიობი! - დავიჩურჩულე ისე რომ მხოლოდ მას გაეგო და თვალები ამემღვრა. - ვერაფერი გავიგე! - რა ვერ გაიგე? ერთი კვირა გირეკავდი არ მპასუხობდი, მოგწერე რომ ორსულად ვიყავი - არ მიპასუხე! თამარი დაარიგე! იცოოდი რომ მოვიდოდი.... - საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ მომეცა, იმიტომ რომ ზაზა მკლავებში ჩამაფრინდა და ნჯღრევა დამიწყო. - მე არანაირი ნარეკი და მესიჯი არ მინახავს! როგორ გაბედე! შენ მაინც როგორ გაბედე მისი მოკვლა! შენ ხომ გწამდა ღმერთის! - მერე ვინ გითხრა რომ მოვიშორე?! - ხელი ძლიერად ვკარი და მოვიცილე, რითიც ვანიშნე ის პატარა ღლაპი აღარ ვარ თქო. - ანუ ის... - რით დაამტკიცებ რომ მისი შვილია? - აქამდე ჩუმად მყოფი ნადია საუბარში ჩაერია და ამაზე ისე ისტერიკულად გამეცინა ზაზამ შეშინებულმა გადმომხედა. - ამას უყურეთ ქართული როგორ უსწავლია! ყოჩაღ გოგონა! სიყვარულის გამო რას არ იზავს კაცი. - სიცილისგან წამოსული ცრემლები მოვიწმინდე და დავსერიოზულდი. - შენ გგონია თქვენგან რამე მინდა? - აბა აქ რისთვის მოხვედი! - თავი ვერ შეიმაგრა თამარმა . - მე უკვე ვთქვი, რომ დალაპარაკება ზაზასთან მინდოდა და არა მთელ ოჯახთან! - ისევ ის მანქანა გყავს მე რომ გაჩუქე? - აქამდე ფიქრებში წასულმა ზაზამ კითხვით სავსე მზერა მომაპყრო და მომიახლოვდა. - ხო... და ის... მას ჯია ქვია... ისეთი ლამაზია ზაზა... ისეთი წმინდა... დამეხმარე გთხოვ! არ დაუშვა რომ... - ეს სიტყვა ვერ ვთქვი და ცრემლებმა თავისით ამოხეთქა. შენი სისხლი ჭირდებათ რომ გადაარჩინონ ზაზა გთხოვ თუ გინდა დაგიჩოქებ, ოღონდ შვილს ნუ მომიკლავ... არ მისცე უფლება წავიდეს და ყველაფერს მოგცემ რაც გინდა... ბევრი ფული არ მაქვს მაგრამ... - მარიამ გეყოფა! შენი არაფერი მინდა. წამოვალ და თუ საჭირო გახდება გულს გადავუნერგავ! ............................................................. - ანალიზები უკვე ავიღე, - გარეთ ვიდექი და ვეწეოდი როცა ზაზა გვერდით მომიდგა. - ძალიან ლამაზია. - ხო... - დედას გავს... მარტომ როგორ გაზარდე? - იცი, რომ ჯიას ისევე ეშინია სიმაღლის, როგორც შენ? - არა... - იცი, რომ როდესაც ბრაზდება თვალებს უფრო ხშირად ახამხამებს, როგორც შენ... - მარიამ... - ზუსტად ისეთი რეაქცია აქვს სტომატოლოგიური კლინიკის დანახვაზე, როგორც შენ... წიკებიც კი შენნაირი აქვს... და მეკითხები როგორ გავზარდე? როგორ უნდა გამეზარდა! როცა ყოველდღე მისი ყურებით შენ გიყურებდი! კაცს, რომელმაც ზუსტად მაშინ დამტოვა როცა მჭირდებოდა! თითქმის ოთხი წელი გავიდა და ახლა მეკითხები რამეს? - მე არ ვიცოდი! გეძებდი! მაგრამ შეგიძლია გიხაროდეს! ერთგული ახლობლები გყავს! ბოლომდე მწამდა რომ გიპოვიდი, იმიტომ, რომ შემიყვარდი გესმის? რომ დაგკარგე მერე მივხვდი რომ შემყვარებიხარ! შენ, მარიამ გაბრიჩიძე და არავინ სხვა... - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ღმერთო, როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი... - აზრი აღარ აქვს, შენ ნადია გყავს, მე კი საქმრო! - დღესაც არ ვიცი რატომ ვიცრუე, ალბათ უბრალოდ მის რეაქციას ვამოწმებდი. - რა თქვი? - ხო, და საქართველოდან მივდივარ! - სიგარეტი ჩავაქრე, ჯიბეებში ხელი ჩავიწყე და მანქანისკენ წავედი. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა მას მერე, მაგრამ აბანოდან გამოსული კარზე ბრახუნმა შემახტუნა. კარი გავაღე თუ არა ზაზა შემოვარდა და ოთახს თვალი მოავლო. - აქამდე რატომ არ აღებდი? - ეჭვიანობ? - ხომ არ გავიწყდება რომ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ?! - ასეთი მთვრალი ამის შესახსენებლად მოხვედი? ნადია არ გიშლის? - ის ხვალ წავა... - .... - ხმა არ ამოვიღე, პირსახოცი უფრო მჭიდროდ შემოვიკარი და ჩამოვჯექი. - კარგი სახლია, მაგრამ თბილისში მოგიწევს გადმოსვლა, ჩვენს სახლში! - ზაზა შემეშვი რა! - ნუ გავიწყდება ხელი რეებზე გაქვს მოწერილი! - მერე ერთი წელი არ გავიდა? - ამას მნიშვნელობა არ აქვს! მე ჯერ არ გშორდები! უფრო მეტიც, სისხლი ჯერ არ გადამისხავს, ამიტომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული! - ზაზა რა გინდა? - ხელები უღონოდ ჩამოვუშვი და დივანზე თვალდახუჭული მივწექი. - შენ და ჯია! ....................................... - ყოველთვის ასე აკეთებდი, სულ ასეთი იყავი... გინდა ყველაფერს ძალით მიაღწიო? - მარიამ კმარა! ახლა თუ გაგიშვი, ვეღარასდროს იქნები ჩემი გესმის? - ძალიან ახლოს მოვიდა, მის სუნთქვას ვგრძნობდი, თვალებში ვუყურებდი ამდენი წლის მერე და მივხვდი რომ არაფერი შეცვლილა, ტკივილს სიყვარულისთვის ბზარიც ვერ გაეჩინა, სიყვარულისთვის, რომელიც არ იყო თბილი სიტყვები, ჩახუტება, კოცნა, მონატრება... ის რაღაცნაირი ჩვენებური იყო. ერთად ვერაფერზე ვთანხმდებოდით, მაგრამ უერთმანეთოდაც არ შეგვეძლო... ასეთი არ იქნებოდა... - ადრე როგორი იყავი? - ადრე? - აშკარად დააბნია ჩემმა კითხვამ. - ხო ადრე, როცა ასეთი არ იყავი... როგორი იყავი? - არ ვიცი... - უკან შებრუნდა და სახლის თვალიერება დაიწყო. - ახლა ვფიქრობ და... იცი, მგონი ჯიასთვის უკეთესი იქნება თუ ჯერ მე შემეჩვევა და მერე ახალ სახლს. ამიტომ მე გადმოვალ თქვენთან, იქანმდე სანამ ბავშვი ადაპტაციას გაივლის. შემდეგ კი თბილისში დავბრუნდებით. - გამაგებინე რაში გჭირდები ბოლოსდაბოლოს? - შენ მართლა ვერაფერს ხვდები? - შემობრუნდა გაოცებული და გვერდულად გაიცინა. - ვერა! აქამდე იმ წყეული კონტრაქტის გამო გჭირდებოდი, ახლა რაღა გინდა ხომ მიიღე ყველაფერი? - უბრალოდ მინდოდა მას ეთქვა ყველაფერი, მიუხედავად იმისა რომ პასუხი ვიცოდი. ნელნელა ჩემსკენ წამოვიდა და წინ რომ დამიდგა, ჯერ კიდევ სველ მკლავზე თითი ნაზად ჩამომისვა. - ჯერ ყველაფერი არ მიმიღია, ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა ერთი ქალიშვილი, რომელიც უკვე მყავს, და ერთიც ბიჭი, რომელიც მალე გაჩნდება. - ნადიასგან? - ათ წამიანი პაუზის შემდეგ, ალბათ ხვდებით როგორ გამიჭირდა ამ კითხვის დასმა. - არა პატარა, შენგან! - ჟრუანტელმა დამიარა, ისე ახლოს მოვიდა და ნელნელა ტუჩი ტუჩზე შემახო. თვალები თავისით დამეხუჭა, ამან ეტყობა სტიმული მისცა და ხელი წელზე შემომხვია. ისე ამიკრა სხეულზე სუნთქვა გამიჭირდა. - იქნები ჩემი? - ჩამჩურჩულა ყურში და კოცნით ყელს ჩაუყვა. ხმა ვერ ამოვიღე, ამან უფრო გააგიჟა. - იქნები თუ არა? - თან საძინებლისკენ შემაბრუნა და ნელნელა კოცნით უკან-უკან წამიყვანა. - მითხარი რომ იქნები, მითხარი რომ ჩემი ხარ! სიამოვნებისგან ხმას ვერ ვიღებდი, უბრალოდ მივყვებოდი და არაფერზე ვფიქრობდი, ხელი მკერდზე ჩამოვუსვი და მივხვდი, როგორ მომნატრებია ეს სხეული. ჩემი პირსახოცი ფეხებთან დაეცა, მას ზაზას პიჯაკი და მაიკა მიყვა. - ზაზა გაჩერდი... - რატომ? ხომ მოგწონს? - მუცელს დაუყვა და ქამარი შეიხსნა. - გაჩერდი თქო! - საწოლზე წამოვჯექი და გადასაფარებელი მივიფარე. - რატომ თქო?! - ხელები ლოყებზე მომიჭირა და თვალებში ისე დამიწყო ყურება, მივხვდი იქ ეძებდა პასუხს. - აღარ გიყვარვარ? ხომ გიყვარდი? მიპასუხე. სხვა გყავს? - ზაზა მეტკინა... - იცოდე თუ სხვა გყავს! იცოდე... შენ ჩემი ცოლი ხარ და უფლება არ გაქვს! - და შენ გაქვს უფლება რომ ნადიას აცხოვრებ შენ სახლში? - ეს ერთიდაიგივე არაა! - უხეშად დამაწვინა და ხელები თავსზემოთ დამიკავა. - შენ ვერავინ გეყოლება, იმიტომ რომ... იმიტომ რომ... ჩემი ხარ! ჩემი ცოლი ხარ... ჩემი პატარა მარიამი ხარ... - ლოყაზე მაკოცა და ყელისკენ გადაინაცვლა. - არ გინდა... - მინდა! ჯია სიხარულით ცას ეწია როცა გაიგო, რომ მასაც ყავს მამა, მნიშვნელობა არ ჰქონდა ეს ვინ იქნებოდა... მთავარია რომ მამა ყავდა. - რო ბაღში დამაგვიანდება? - ეჭვით შეხედა ზაზას და ჩანთა მოიკიდა. - კარგი რა, ბაღში ყოველდღე დადიხარ, არ მოგბეზრდა? - ზაზა მთელი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ჯიას ბაღისადმი სერიოზული დამოკიდებულება გასჩენოდა! - კარგი რა დედიკო! - მითხრა ზაზამ და ჯია ხელში აიყვანა. - დიდი ხანია სამართალზე სწავლობ? - ზაზა არ მინდა იმ სახლში მიიყვანო! - ჩემები უნდა იცნობდნენ მარიამ, თან ნადია წავიდა. - ვერ ვიტან მაგ სახლს... - დე, რო შენც წამოხვიდე? - აღარ მიდიხართ? - იმ სახლის გახსენებამ ნერვები მომიშალა. - უკვე გვაგდებს დედიკო, - შებრუნდა ზაზა და კარისკენ წავიდა. - წეღან არ იძახდა არ წახვიდეთო? - ხომ. მაგრამ ნევრები მოვუშალეთ! - განაცხადა ამაყად პატარა ქალბატონმა და შეპარვით გადმომხედა. - ბაღში ჭკვიანად მოიქეცი იცოდე. - გავყევი გასაცილებლად. - შენმა მასწავლებელმა თუ კიდევ მითხრა რამე გაგჩეჩავ ჯია. - ამას ბავშვის გულიანი სიცილი მოყვა, ვიცოდი სიტყვა "გაგჩეჩავ-ზე" როგორ ეცინებოდა და წინასწარ გამეცინა. - კოცნა? - წამოიყვირა უცებ და ჩემსკენ გამოიწია. გემრიელად ჩავკოცნე და ის იყო უნდა შევბრუნებულიყავი ახლა ზაზამ წამოიყვირა. - დედიკო კოცნა? - შენ ნუ გამითამამდი. - ვუჩურჩულე ყურში და ლოყაზე ვაკოცე. - ტესტი გაიკეთე? - არა, არ ვარ თქო ხო გითხარი ზაზა ნუ შემჭამ ეხლა! - მინდა გნახო როგორი ხარ გაბერილი. - ჯია მანქანაში ჩასვა და კარი მიკეტა. - ვიყავი მასეთი და გენახე! - სახლისკენ შევბრუნდი და კარი გავაღე. - ისევ უნდა დაიწყო? სახლის დალაგებას ვაპირებდი როცა კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა, ვიფიქრე ზაზას დარჩა რამე თქო და კარი ეგრევე გავაღე. - გეგა? - აღმომხდა გაოცებისგან. - სად არის? - ვინ? - ეტყობოდა მთვრალი იყო. - შენი ქმარი, ვიინ. - ჯია წაიყვანა თავისთან და მერე ბაღში უნდა მიიყვანოს რა მოხდა? - ვერ დაეტია იმ თავის რუსთან ერთად? - ახლაღა შემოვიდა სახლში და კარი მიხურა. - შენ რას გამოხტი ეხლა საქმე დაგელია? - ძალიან გავღიზიანდი რაღაცნაირად. - ოჰო! რა იყო, კარგად აეწყეთ როგორც იქნა? - დივანზე დაჯდა და ფეხები მაგიდაზე შემოალაგა. - ფეხები ჩამოიღე! გაბელია რა გინდა? - ეხლა გეტყობა გათხოვება, - მაქსიმალური ცინიზმით ამაყოლა თვალი და ფეხები ჩამოიღო. - აქამდე ისევ ისეთი იყავი. ხედავ სექსი რას შვება? - აქ რისთვის მოხვედი ნერვები რომ მომიშალო? გითხარი ზაზა არაა თქო! - მერე ვინ გითხრა რომ ზაზასთან მოვედი? გახსოვს შენ უბანში პატარები რომ ვიყავით და ბიჭები ბურთს არ გაძლევდნენ რამდენჯერ მიჩხუბია? - მაგით რამის თქმა გინდა თუ გულს მიჩუყებ? - არ შეცვლილხარ, - ჩაიქნია ხელი და წამოდგა. - შევცდი, მე მომიტევეთ. ზაზუნას თუ გინდა უთხარი რომ ვიყავი. - მითხრა ორაზროვნად და გავიდა. ზაზას დავურეკე. - სად ხარ? - მოვდივარ რა იყო? - არა პროსტა... რა ადგილას ხარ? - მარიამ რა იყო, მოხდა რამე? - ვაიმე არა თქო... - რატო დავუმალე არ ვიცი... თუმცა ეს ნაბიჯი საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენი ურთიერთობისთვის. მეორე დღეს გვიან მოვიდა, ჯიას უკვე ეძინა, მეც ახალი გამოსული ვიყავი აბაზანიდან და დაწოლას ვაპირებდი. - სად იყავი აქამდე? - კარი გადავკეტე და საძინებლისკენ წავედი. - მარტო ხარ? - ვერ გავიგე? - მარტო ხარ თქო? რა ვერ გაიგე? - მე და ჯია... რანაირ კითხვებს სვავ... - ეს სამი წელი გეგა იყო შენთან? - ასეთი მთვრალი კაი ხანი არ მენახა. - ზაზა დაწექი რა ფეხზე ძლივს დგახარ. - ვერ გაიგე რას გეკითხები? - ჩამოჯდა საწოლზე და ქვემოდან ამომხედა. - ხო ხანდახან იყო, გვერდში მედგა, ყველაფერში მეხმარებოდა მაგრამ... - რამდენჯერ? - რა რამდენჯერ? - მარიამ თავს ნუ ისულელებ! - ფეხზე წამოდგა და სარკიან კამოდსა და მის შორის მომაქცია. - ვაიმე ზაზა რა გინდა შარზე ხარ? - ვცადე თავი გამეთავისუფლებინა მაგრამ ზაზამ განძრევის საშუალება არ მომცა. - რამდენჯერ იწვა შენთან თქო მიპასუხე! - არცერთხელ! - ასეთი უტუხი რატომ ხარ! სიმართლე უნდა ვიცოდე! მიპასუხე მარიამ რამდენჯერ?! - უკვე გიპასუხე! - ამ სახეს ხედავ? - სწრაფად შემატრიალა ზურგისკენ და სარკეში საკუთარ ანარეკლზე მიმითითა. - დედაჩემის სულს ვფიცავ ჯია ვეღარასდროს გიხილავს თუ მოვინდომებ! - ძალიან დამღალე... - რატომ დამიმალე აქ რომ იყო გუშინ? - ზაზა მე... - რომ დამირეკე ამოწმებდი გზაში შემხვდებოდა თუ არა? ჰა? - მორჩი ბოლოსდაბოლოს! - მოვრჩები! - გაიცინა გვერდულად და გაუხდელად დაწვა..... ................... სულ შეიცვალა, ყველა დეტალზე ეჭვიანობდა, სადმე გასვლა რომ მინდოდა მის გარეშე არსად მიშვებდა. რამდენჯერმე წაიყვანა ჯია ჩვენს სახლში და შემდეგ საერთოდ გადავედით. არ მელაპარაკებოდა თუ რამე მნიშვნელოვანი არ იყო. - ზაზა ასე როდამდე უნდა იყო? - დრო ვიხელთე როცა ჯიას უკვე ეძინა, ის კი ტელევიზორს უყურებდა და ვისკს სვავდა. ხმა არ გამცა და ნერვები მომეშალა. - მთელი ცხოვრება ასე უნდა იყო? ზაზა თუ არ გიყვარვარ შეგიძლია დამშორდე! - ხო, არა? - გადმომხედა და გვერდულად ჩაიცინა. - ასე ხელიც აღარ შეგეშლება და ეგრევე გეგასთან გაიქცევი! - ვაიმე ზაზა რამდენჯერ აგიხსენი... - გაჩუმდი! არ მაინტერესებს... იცი რატომ არ მინდა იმ სახლში ცხოვრება? როგორც კი წარმოვიდგენ რომ შენ და ის იმ საწოლში იწექით და . . . - საკმარისია! - ისე გავარტყი სახეში ხელი ამეწვა. - საკმარისია ჩემი შეურაცხყოფა გესმის? შენ მე ვინ გგონივარ! თოჯინასავით რომ მატრიალებ! - სწრაფად შევბრუნდი და საძინებელში ავედი. იმ ღამეს დივანზე ეძინა. გარკვეული მიზეზების გამო დილით ორსულობის ტესტი ვიყიდე და სახლში მობრუნებულს ზაზა კარებში დამხვდა. - სად იყავი? - აფთიაქში. - აფთიაქში რა გინდოდა? - ორსულობის ტესტი. - აბაზანაში შევედი და კარი გადავკეტე. - რატო იკეთებ, რამე საეჭვო შეამჩნიე? - მომესმა რამდენიმე წამში მისი ხმა. - ზაზა დამაცდი? - მალე გამოდი... მარიამ ვერა? - მაცადე! - ახლა უკვე სპეციალურად მიკეთებ ხო? - შეგიძლია გიხაროდეს! - ვუთხარი კარის გაღებისთანავე. - პასუხი დადებითია. - მიხაროდეს? - შენ არ ამბობდი შვილი მინდაო? - შენნაირი მოღალატისგან არა! - ეს უკვე მეტისმეტია ზაზა! - დაწყნარდი... შენი ნერვიულობა არ შეიძლება არ იცი? - დაშოშმინდა ეგრევე და ტელეფონი მოიმარჯვა კლინიკაში დასარეკად. ..... - დე, რო მალე გამოჩნდეს შეიძლება? - არ შეიძლება ჯია, ხომ ხედავ, მუცელიც ძლივს დამაჩნდა. წარმოიდგინე ჯერ რა პატარაა დე... - ფეხი ფეხზე გადავიდე და მივწექი. - ჩვენ გავზარდოთ... - ისე საყვარლად ჩაიბუტბუტა მივიხუტე და შუბლზე ვაკოცე. - ანანასი მოვიტანე, თუ გინდა ჭამე! - მომესმა ზაზას ხმა და სამზარეულოსკენ წავედი. - გაიგე ჯიას რომ ვუთხარი ანანასი მინდა თქო და მაგიტომ წახვედი? - დანა ამოვიღე და ანანასისკენ წავედი. - ჯერ ერთი სიგარეტის საყიდლად წავედი და ეს უბრალოდ დავინახე. მეორეც მომეცი ეს დანა ფრთხილად უნდა იყო შენ! - ღმერთო, რა მატყუარა ხარ! - აბა შენ გგონია შენი კაპრიზების გამო ვივლი აქეთ-იქით? - გუშინაც ხო მომიტანე კარამელის შეიკი? - გითხარი მაგდონალსთან მოვხვდი ახლოს თქო! - თორე ისე ბანკში წახვედი... - ხო თქო! - გაბრაზებული ჭრიდა ანანასს და დუდღუნებდა. - და პლეხანოვამდე ბანკი ვერ ნახე... - ჭამე თუ გინდა! - თეფში მომიგდო და ჯიასთან გავიდა. - ჭამის დროა ბიჭუნავ! - მუცელზე მოვისვი ხელი და ანანასს დავწვდი. - რა იცი რომ ბიჭია? - შემობრუნდა დაეჭვებით. - არ ვიცი, ასე მგონია... - დამხმარე ხო არ ავიყვანოთ? - რისთვის? - ისე ჩავკბიჩე ეტყობა მოუნდა და წინ დამიჯდა. - სახლს დაალაგებს და საჭმელს გააკეთებს... ჯიას მოუვლის რა ვიცი... - ჯერ არ მინდა, შენც მშვენივრად მოამზადე დილას ტოსტები. - გავუცინე და მაცივრისკენ წავედი. - ხვალ ჩემი ფირმის კორპორატიული საღამოა და მინდა წამოხვიდე. - კაი რა... მე რა მინდა იქ დავიღლები... - სალათის ფურცლები გამოვიღე და ნიჟარაში ჩავყარე გასარეცხად. - რას აკეთებ? - სალათს. - მომეცი აქ ეგ დანა თქო ეე! რა დავჭრა? - ჯერ ეგენი, მერე კიტრი, პამიდორი... - მოდი ექიმთან წავიდეთ. - ექიმთან არ ვიყავით გუშინ წინ? რა გვინდა ექიმთან? - ძალიან ბევრს ჭამ და სულ რაღაცას ითხოვ, ავიყვანოთ თქო დამხმარე... - ქალივით ნუ წუწუნებ. - გავუცინე და წვენი გამოვიღე. - ვგიჟდები კაცს რომ სამზარეულოში ვხედავ, წინსაფარი გინდა? - ნუ სარგებლობ რომ ბავშვი გყავს მუცელში! - მეც მინდა ბავშვი მუცელში! - შემოფრატუნდა ჯია და სკამზე აძვრა. - მაგ პატარა მუცელში ვინ უნდა ჩაგეტიოს მა? - ზაზამ დაჭრას თავი ანება და ჯიასკენ წავიდა. - ლიმონი მოასხი? - ჯერ არ დამიჭრია მარიამ. - ვაიმე... როგორ მინდა სალათი! მეორე დღეს ზაზამ მაინც დამითანხმა, ჯია დედაჩემთან დავტოვეთ და კორპორატიულზე წავედით. განსაკუთრებული არაფერი ჩამიცვამს, უბრალოდ ძალიან მოკლე კაბა იყო და საშინლად მომწონდა ზაზას დაბნეული მზერა. სახეზე სიცილი, ხელკავი, თავი მაღლა და ირგვლივ დაჟინებული მზერები. - ზაზა არ მომწონს აქ ყოფნა საშინელი აურა აქვს ამ ხალხს! - გთხოვ გაუძელი რა ცოტა, ხომ ხედავ ისიც კი უკვირთ რომ საერთოდ ერთად მოვედით. როგორ ხარ ზურა? - ხელი ჩამოართვა, როგორც შემდეგ გავიგე, მის ძველ პარტნიორს და ჩემი თავი გააცნო. - ეს მარიამია, ჩემი მეუღლე. - სასიამოვნოა, - გავუღიმე მამაკაცს და მის გვერდით მყოფ ქალს შევხედე. - ჩემთვისაც, აქამდე რატომ მალავდი ზაზა ამ სილამაზეს? ეს კი ნიაა, ჩემი მეგობარი. - სასიამოვნოა! - ახალი ამბები გეიგე? თუმცა შენ ვინ დაგასწრებს! - გაიცინა ზურამ და წვენი მოსვა. - რა ვქნა გამკაცრდა საგზაო ინსპექცია! ვისკი ვეღარ მომიწრუპავს... - რა ამბები? - გეგაზე, შენ ძმაკაცზე გეუბნები. - არა თქო და აღარ იტყვი? - შევამჩნიე როგორ დაეძაბა ძარღვები და უსიამოვნების მოლოდინში გავიტრუნე. - ნოდარმა აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა... არაფერი იცი? - არა... - ერთი ამბები იყო დღეს ჩვენთან... შეიძლება მაგიტომაც არ გითხრა, ახლა ფაქტიურად შენი ფირმის კონკურენტია... აქ იყო სადღაც... - მიმოიხედა ზურამ და ახლა უკვე მე დავიძაბე. - წამომყევი! იგივე ცერემონიალი კიდევ რამდენიმე ადამიანთან გამეორდა სანამ ზაზას შერჩეულ ობიექტამდე მივიდოდით. - მოგესალმებით ბატონო ნოდარ! - ოჰ, ჟღენტს ვახლავარ! ორი წელი ვწვალობდი "დივიჯენსისთვის" ეს ბიჭი წამერთმია, - სიცილით გადაულაპარაკა გვერდით მდგომ მამაკაცს და განაგრძო. - არ გეწყინოს ზაზა, გეგას დანიშვნა ჩემი იდეა არ იყო! - მე გადმომხედა და თავი უცნაურად ვიგრძენი. - აბა ვისი იყო? - კუზნეცოვის. - ისევ მე მიყურებდა. - ნადია... - ჩაილაპარაკა თავისთვის და უკვე საფეთქლები ამეწვა. - ხო, ნადია! მე ნიკოს დანიშვნა მინდოდა მაგრამ... კიდევ რამდენ ხანს უნდა დარჩეთ თბილისშიი ქალბატონო? - მომიბრუნდა ისევ მე. - მე? - ნოდარ დამავიწყდა გამეცნო, ეს მარიამია, ჩემი მეუღლე. - ჩაერია ზაზა. - მაშაყირებთ? - დაეჭვებით ამათვალიერა და ცნობისმოყვარე მზერა ზაზას მიაპყრო. - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. - გავუღიმე და ნოდარს შუბლი გაეხსნა. - ასე რა! ახლა ნამდვილად აღარ მეპარება ეჭვი, რომ ის არ ხარ! ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა! - ასეა ბატონო ნოდარ, მარიამის გაცნობა ყველას სიამოვნებს! - მომესმა ზურგს უკან გეგას ხმა და ზაზას მკლავზე ხელი მოვუჭირე. - მინდა რომ ახლავე წავიდეთ! - კარგი რა მარიამ! - გვერდით ამომიდგა გაბელია და გამომწვევად გამიღიმა, - წეღან არ მოხვედით? - იცი, ორსულად ვარ და არ შეიძლება ჩემთვის უარყოფითი აურის მქონე ხალხთან კონტაქტი და გადაღლა! - მართლა? - ამას არ ელოდა. - ისევ იმ გინეკოლოგთან დადიხარ მე რომ დამყავდი თუ? - ის გააგდეს გეგა! - გაუღიმა ზაზამაც და ნოდარს მიუბრუნდა. - გამეხარდა შენი ნახვა. დაგირეკავ მერე და გნახავ უკეთ სალაპარაკოდ კარგი? - რა თქმა უნდა, ზაზა. ჩემი საახლის კარი შენთვის სულ ღიაა ხო იცი. - ნახვამდის. - თავი დავუკარი და შემოვბრუნდი. - იცოდე ზაზა ეს უკანასკნელი იყო სადაც წამოგყევი! - ხედავ სად წამოგაძახა? - მომიტრიალდა როგორც კი მანქანაში ჩავჯექით. - არ ყოფილიყავი მაშინ ნადიასთან და არ წამომაძახებდა არაფერს! და საერთოდ ვერ გავიგე ეს კუზნეცოვი ვინაა? ან ნადია რა შუაშია გეგას დანიშვნასთან? * * * - ზაზა ახლა არ მითხრა რომ მაგ გოგოს მიყვები! - ნადია იქ ჩემი შვილია გესმის? და სიკვდილს ებრძვის! - ტანსაცმელს იცმევდა და ნერვიულად ხან რას იღებდა ხელში ხან რას. - ეგ გიყვარს არა? - თითქმის დაიყვირა ქალმა და ზაზას მაიკა ხელიდან გამოგლიჯა. - მორჩი ისტერიკას! მშვენივრად იცოდი რომ ის მიყვარდა სანამ ისევ აქ ჩამოხვიდოდი! - სხვა მაიკა გადაიცვა და პიჯაკისკენ წავიდა. - იმიტომ რომ ჩემზე პატარაა და შენ ჭკუაზე ათამაშებ არა? - იმიტომ, რომ შენგან განსხვავებით ღმერთის წამს! - ამას ვინ მეუბნება! მონათლულიც მხოლოდ იმიტომ ხარ, რომ პატარა იყავი და არ იცოდი რას გიკეთებდნენ! - კართან დააწია სიტყვა და სავარძელში ჩაჯდა. ტელეფონზე ნომერი აკრიფა, რამდენიმე ზარის შემდეგ მდივანმა უპასუხა. - ნადია კუზნეცოვი ვარ, ბიძაჩემთან დამაკავშირე! ............................................... - არ მეგონა ასე ძალიან თუ გავდი! - სიგარეტს მოუკიდა გეგამ და როგორც ყოველთვის ცალი თვალი მოჭუტა. - მოგინდი? - გამომწვევად გაუღიმა ქალმა. - რატომაც არა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ზაზას ძველი "ნაშა" ხარ, მეორეც მარიამის ოდნავ ასაკიანი ასლი ხარ. - ჯერ რაღაცეები უნდა შევათანხმოთ. - ღვინო მოსვა ნადიამ. - ოხ, რა საშიში ქალი ხარ! მაგრამ მომწონს! რას მთავაზობ? - ძალაუფლებას! რომელსაც თუ ისე არ გამოიყენებ რომ ის მახინჯი ზაზას ჩამოაშორო... - მახინჯი? შენი ასლია თქო. - გაიცინა გეგამ და წინ გადაიხარა უკეთ მოსასმენად. - დამასრულებინე! საქმეს სერიოზულად თუ არ მიუდგები წავალ! - კარგი რა უნდა გავაკეთოთ... - პირველ რიგში მარიამს უნდა მიაკითხო... ისეთი დრო შეარჩიე რომ... - ვიცი ეგენი! ძალაუფლებაზე რას ამბობდი? - მაგას მერე გაიგებ, ჯერ იქ მიდი... .......... - ზაზა გძინავს? ზაზაა! - რა მოხდა? - წამოფრინდა უცებ და შუქი აანთო. - კაი დაწყნარდი მასეთიც არაფერი მომხდარა... დამესიზმრა რომ... - მარიამ კარგი რა! სიზმრის გამო გამაღვიძე? - სიზმრის კი არა რომ საზამთროს ხე მქონდა სახლში და ძალიან მომინდა! - მერე ვერ ჭამე იქ? - შარვალს წამოავლო ხელი და საშინლად მესიამოვნა. - ვერა, რო ვჭრიდი ყველა ცარიელი იყო შიგნიდან! - კიდევ რამდენი თვე დარჩა? - შვიდი. - ო ღმერთო! შენ გამაძლებინე! - რა უცნაური ხარ... - მე? რატო? - დასახმარებლად ეძახი მას, ვისიც არ გწამს. ნერვებს უშლი ყველას, ვინც გიყვარს. - ჯიას არ ვუშლი... - ისეთი ბავშვური იყო მომინდა ძალიან ჩავხუტებოდი. - ჩამეხუტები? - რა? - კარებთან შედგა და გაკვირვებულმა გადმომხედა. - მინდა რომ ჩამეხუტო! - ესეც ბავშვის მორიგი კაპრიზია? - ღიმილით წამოვიდა და ლოგინზე ფრთხილად დაწვა. - არა, ჩემი! - მკლავებში მომიქცია და მეც ჩავიმალე. - გაყინული ცხვირი გაქვს, გცივა? - ნწ... ასე იყავი რა... - სულელო ბავშვო... მერე საზამთრო? - აღარ მინდა. - მოგკლავ შენ, ტყუილად ჩავიცვი? - ხელი გამიშვა და მაიკა გადაიძრო. - ანდაც მინდა მინდა... - მარიაამ! დალაგდი აბა ეხლა. - მინდა თქო რა ვერ გაიგე! - აჰა, მე მაპატიეთ ქალბატონო რომ ვერაფრით ვეღარ გავიგე! ამდენი ხანია მეუბნებით თურმე და არ დავიდა ჩემ ტვინამდე. კიდე ხო არ დაგესიზმრა რამე? მერე არ გაგახსენდეს რო მოვალ! - მგონი ქათამიც მინდა... - ქათამი? - ხო შემწვარი... ვაიმე... ძაან მინდა ზაზა მალე წადი რა! - ქათამი, რა თქმა უნდა. როგორ ვერ ვიფიქრე. საზამთროსთან სხვა რა უნდა მოგინდეს! - მალე მამიკო. - ამ სიტყვაზე შეცბა. ჯია არასდროს ეძახდა მამას, ყოველთვის სახელით მიმართავდა და ზაზასაც ასე უფრო მოწონდა, ახლა კი მამიკოს დაძახებაზე ბარტყივით შეკრთა. - ექიმთან ხო არ წავიდეთ? - ზაზა ნუ შემჭამე ეხლა კვირაში სამჯერ დაგყავარ! გაგიჟდა ის ქალი. - კაი მივდივარ... საზამთრო და ქათამი... გამყიდველი გაგიჟდება! მეორე დღეს გადავწყვიტე ახალი ტანსაცმელი მეყიდა. ზაზას კარტა გამოვართვი და მაღაზიებში გავიარე. ამდენი ტანსაცმელი დიდი ხანია ერთად არ მიყიდია, ანუ ყველაფერი რაც მომეწონა. დაბრუნებისას მანქანა დავაყენე, პარკები გადმოვიღე და სადარბაზოს მივაშურე, იმხელა მანქანები ეყენა ძლივს გავიარე. აშკარად ვიღაც გადმოდიოდა. ლიფტი გავაღე და გეგა რომ დავინახე გავშეშდი. ვეღარც წინ წავედი და ვეღარც უკან. - როგორ ხარ? - არც გამოსულა ისე მკითხა. - კარგად, მადლობა. არ გამოდიხარ? - რას ამბობ, ბავშვობის სიყვარულს, ორსულ გოგანას და უკვე ახალ მეზობელს მარტოს როგორ გავუშვებ! -აქ გადმოხვედი? - ისეთი სახით მეუბნები გაგახარებდი და გეტყოდი არა-თქო, მაგრამ რას ვიზავთ. აქედან "ჰეფიბილდამდე" უფრო ახლოს ვარ. შემოდი ბოლოსდაბოლოს მერემდენედ გავაღო! - ფეხით ავალ! - მეთხუთმეტეზე? კარგი რა მარ! - სწრაფად გამოვიდა ლიფტიდან და მომაბრუნა. - იცოდე ნერვები არ მომიშალო! - ლიფტში შევედი, ისიც შემომყვა და მეთხუთმეტეს მიაჭირა. - ძალიან ლამაზი ხარ, მართლა... ჩემი ცოლი რომ იყო... - ზაზა შემეშვი! - ზაზა არა, გეგა! გესმის? გეგაა! მე გეგა ვარ! გეგა გაბელია! ერთადერთი ადამიანი რომელიც ყოველთვის შენს განწყობაზე ზრუნავდა! ხელის გულზე გატარებდა! რა გდომებია და არ მომიტანია, ან არ წამიყვანიხარ! - საკმარისია! - სუნთქვა ამიჩქარდა და ვიგრძენი ჰაერი არ მყოფნიდა. გეგა კი რაღაც ღილაკს დააწვა და ლიფტი გაჩერდა. - ერთი შემთხვევა მაინც მითხარი რა გინდოდა და არ შეგისრულე?! ის კი დარწმუნებული ვარ დღეც არ გადის იმის მოსატანად რაც ორსულობისას გინდება. ჯიაზეც მე დავრბოდი აქეთ-იქით! ის კი სად იყო?! მოსკოვში ნადიას მკლავებში ნებივრობდა და წითელ ღვინოსს ჯაკუზში მიირთმევდა! - გაჩუმდი! - ოფლმა დამასხა და მუცელში ჩხვლეტა ვიგრძენი. - ეს სიმართლეა მარ! ჩვენ აქ დავრბოდით, მის შვილზე ვზრუნავდით და არაფერს ვაკლებდით ის კი - ნადია, ლენა, ანკა რომელი ერთი ჩამოვთვალო! - საკმარისია! გეგა ცუდად ვარ ლიფტი ჩართე! - ტკივილმა მომიმატა და ღილაკებისკენ წავედი მაგრამ გეგამ ხელები ჩამავლო. - ახლა ხარ ცუდად? აქამდე არ იცოდი ვისი ცოლი იყავი? არასდროს გიკითხავს იარაღი რათ უნდა? - გეგა მტკივა! - მინდოდა მეთქვა მუცელი მტკივა თქო. - რა თქმა უნდა გტკივა! და კარგიცაა! იმიტომ რომ მეც მტკივა! შენი მხრიდან ფეხებზე დაკიდება მტკივა! წარსულის გადახაზვა მტკივა! - მუცელი მტკივა... - კიდევ იცი რა მტკივა? - ჩემი სახე ხელებში მოიქცია. - შენი თვალები, შენი სევდიანი თვალები! ის არაკაცი არ ღირს ამად გესმის? შენ მე გჭირდები... მოდი წავიდეთ სადმე ერთად რომ ვერავინ... მარიამ.... მარიამ რა გჭირს?! მარიამ გამოფხიზლდი... მარიამ ბავშვის გულისთვის! - ამ სიტყვებმა... ვერც წარმოიდგენთ რამხელა ძალა მომცა, თვალები გავახილე. გეგას ხელში ვყავდი აყვანილი და ლიფტის გაჩერებას ელოდებოდა. - დამსვი! - მაპატიე... ვერ მოვზომე... არ მეგონა თუ... - დამსვი! - კარგი, ოღონდ დაწყნარდი. თავს როგორ გრძნობ? - მკითხა როგორც კი ფეხზე დავდექი და ლიფტში პარკების გამოსატანად აპირებდა შესვლას როცა პირველ სართულზე გამოიძახეს და ვეღარ მიასწრო. - მაინცდამაინც ახლა მოუნდათ ამათი... სანამ გასაღებს ამოვიღებდი ლიფტი დაბრუნდა, თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია ასე მალე როგორ ამოვიდა. თანაც ამაზე სულ არ ვფიქრობდი, დაწოლა მინდოდა. - შენ აქ რას აკეთებ? - ზაზას ხმა რომ გავიგე ერთიანად დავიბენი. - დაწყნარდი, დღეიდან მეც აქ ვცხოვრობ, ასე რომ, ხშირად მოგიწევს ჩემი ნახვა და ნუ დანერვოზდები! - ეს პარკები ვისია? - მე მომიტრიალდა უცებ. - ჩემი... - გამარკვევ აქ რა მოხდა? - ისე გაწითლდა სახეზე მივხვდი აფეთქებას ცოტა აკლდა, მაგრამ არაფრის თავი არ მქონდა თან მუცელი ისევ მაწუხებდა. - აგიხსნი სახლში რომ შევალთ... - შენ მე იდიოტი გგონივარ? ლიფტი გაჭედილი იყო ამდენი ხანი, პარკები შიგნით გქონდა და... აუ შენი დედა... - გეგასკენ წავიდა და სახეში ისე დაარტყა გეგამ თავი ვერ შეიმაგრა და კედელს მიენარცხა. გონს სწრაფად მოვიდა, ზაზას მოქნეული ხელი აიცილა და მუცელში ჩაარტყა. მეტის გაძლება არ შემეძლო და ტკივილის მიუხედავად მათი გაშველება ვცადე როცა უფრო მოუმატა. უკან გამოვედი და ხელი მუცელზე მივიდე. - ზაზა... ზაზა მტკივა... ზაზა არ გესმის? ცუდად ვარ... ზაზა... ისევ ბაბუაწვერები... სახლიდან ზაზას და ჯიას ხმა მომესმა. ჩემი სახლიდან, ნამდვილად ის იყო, ახლაღა გავაანალიზე, რომ წყნეთის სახლი იყო და მისკენ გავიქეცი მაგრამ მუცელი ამტკივდა, ისე ამტკივდა რომ ცრემლები წამომივიდა და დავიჩოქე, თავი რომ ავწიე სისხლი დავინახე, მიწა წითლად იყო შეღებილი და ჩემი ბაბუაწვერები, ღმერთო ყველაფერი გაწითლებულიყო... ქუხილის ხმა გავიგე... სახლისკენ გავიხედე, ჯია ტიროდა. ფეხზე წამოდგომა მინდოდა მაგრამ ტკივილი საშუალებას არ მაძლევდა... - ზაზა! ზაზა დამეხმარე... - აქ ვარ პატარა, აქ ვარ ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე... - როგორ მტკივა... - ფეხებზე დავიხედე და შოკისგან შევყვირე. - დაწყნარდი, ეს უბრალო სისხლდენაა გესმის მარ? მალე მივალთ ცოტა მოითმინე გთხოვ... - მომშორდა... მომშორდა გესმის? - ამას ნუ ამბობ! - არ უნდოდა... ჩვენ ბიჭს დაბადება არ უნდოდა... აქ არ უნდოდა ამ დაწყევლილ დედამიწაზე! - მარიამ გთხოვ უკვე მოვედით დაწყნარდი შენთვის არ შეიძლება! - არ დამტოვო... საკაცე... დერეფანი... პალატა... საოპერაციო... საოპერაციო გესმით? და ნარკოზი... - ჩემი ბიჭი... დედა ჩემი ბიჭი... დედა რამე მითხარი... დამაშვიდე, მითხარი რომ გავგიჟდი და მეჩვენება... ამაზეც თანახმა ვარ ოღონდ მითხარი რომ ისევ ჩემს სხეულშია... ვერ დამტოვებდა გესმის? უფლება არ ჰქონდა ამ ჯოჯოხეთში მივეტოვებინე... ზაზას იმედი ის იყო... მის გამო ისე შეიცვალა... ისე დარბოდა... სადაა ახლა? დედა ზაზა სადაა თქო?! - უნდა გამაგრდე! ვიცი ძნელია ჩემო სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო, მაგრამ... - ვერ გავიგე დედა ზაზა სადაა რატომ არ არის აქ? - დაჭრილია... - რა თქვი? არასდროს იფიქროთ, რა იქნებოდა რომ, ან რა იქნება ეს რომ გავაკეთო, არასდროს იკითხოთ რა დააშავეთ, როგორ გაუძლოთ, უბრალოდ თქვით, რომ ყველაფერი უფლის ნებაა, და გწამდეთ, რომ "ყველა განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა". ადამიანის ყველაზე ძლიერი ფუნქცია მისი ფიქრია, როგორც წარმართავ შენს გონებას, ისე გაგრძელდება შენი ცხოვრებაც. ფეხზე წამოვდექი, თავბრუსხვევის შეგრძნება დამეუფლა და ჩამოვჯექი. უნდა მენახა... თავს არ ვუტყდებოდი, თორემ მის გარეშე არაფერი არ მინდოდა. ექთანი შემოვიდა და რომ დამინახა დაპანიკდა. - გაგიჟდით? მე მეგონა გეძინათ, როგორ შეიძლება თქვენი ადგომა... - ზაზას ნახვა მინდა, უნდა დამეხმაროთ გოგონა, ჩემი ქმარი უნდა ვნახო... - სასტიკად აკრძალულია ასეთი რაღაცეები! - ჯანდაბას წესები! - თითქმის დავიყვირე გონებაარეულმა და ექთანს ხელებში ვეცი. - დღეს შვილი დავკარგე გესმით? ბავშვი, რომელსაც სხეულით ვატარებდი! მუცლით კი არა, მთელი სხეულით! უნდა დამეხმარო, მხოლოდ შევხედავ და წამოვალ გეფიცები ის მაინც უნდა ვნახო... ის მაინც უნდა ვნახო რომ სუნთქავს! - კარგით... ღმერთო გამაგდებენ სამსახურიდან! გაფითრებული იწვა, ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული... არ ვიცი როდის და როგორ ესროლა გეგამ რომ ვერ გავიგე... ან ის სად იყო ახლა... მაგრამ მისი მკერდის დანახვისას, სუნთქვისას რომ რიტმულად უმოძრავებდა ცოტა დავწყნარდი. ხელზე შევეხე, გვერდით ჩამოვუჯექი და მისი ხელი ხელისგულებში მოვიქციე. გამახსენდა როგორ მართავდა მანქანას, თითქოს არაფერი ჭირდა და ამ დროს სისხლისგან იცლებოდა, მე მამშვიდებდა და ჩემზე მეტად სტკიოდა... რა ვიცოდი მის შესახებ? ის რომ მარტო იყო ამხელა სამყაროში, ხალხით გავსებულ ოთახებშიც კი მარტო იყო და სითბოს ახლოს არ უშვებდა. - როგორ ხარ? - კარგად, შენ? - ცრემლები წამომივიდა ხმა რომ ამოიღო და თვალებში შევხედე. - შენსავით... ან უფრო ცუდად... იმიტომ რომ ვერ გავუძელით მარიამ... ცხოვრების გამოცდას ვერ გავუძელით... - მაგრამ ეს პირველი არ იყო... - და არც უკანასკნელი... - გავუძლებთ... - რა საყვარელი ხარ როცა მამშვიდებ. - გამიღიმა სევდიანად და ხელი მომიჭირა. - ჩემთან იქნები? - მთელი ცხოვრება! - ჩემი გჯერა? - მთელი ცხოვრება მჯეროდა! - ხოდა წამოვდგებით... - მაპატიე... შენ ისეთი... როგორ გითხრა... - დეპარტამენტის ხელმძრვანელმა გაიღვიძა მარიამ და გამაგდებს აქ თუ გნახა! - მივდივარ... - წამოვდექი და ზაზას შევხედე. - მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდა, მაგრამ არ ვუთხარი და უბრალოდ გავუღიმე, ძალიან სულელები ვართ ადამიანები... რამდენიმე დღეში გამწერეს და ზაზაც მომყვა, დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მაინც ადგა. სიარული უჭირდა, ამიტომ ვცდილობდი საწოლიდან ადგომის უფლება არ მიმეცა. - მარ, რომ მოვმკვდარიყავი სად წავიდოდი? - თეორიულად ჯოჯოხეთში, პრაქტიკულად არ ვიცი. - ფრთხილად მივუწექი გვერდით და საბანი გავასწორე. - მე პრაქტიკულად მაინტერესებს. - ეგ არავინ იცის ზაზა. - შენ ხომ გწამს? - მე ღმერთის მწამს და არა იმის, რასაც ხალხი ამბობს. - და ხალხს რომ არ ეთქვა? შენი მშობლები რომ ათეისტები ყოფილიყვნენ? - გსმენია რამე ღმერთის არსებობის დამამტკიცებელ ხუთ საბუთზე, რომელიც კანტმა უარყო? და მერე მეექვსე მოიგონა? - გამიგია... რატომ უარყო თუ მეექვსეს მოფიქრებას აპირებდა? - ეს მხოლოდ მან იცის, თუმცა ჩემი აზრით, ეს მეოთხე და მეხუთე დამამტკიცებელი საბუთების ბრალია, მეოთხე ემყარება შინაგან სამყაროს, გაინტერესებს თუ გეძინება? - არა, ხო იცი როგორ მიყვარს ამ თემაზე შენი მოსმენა. - გულზე მიმიკრა და თმაში ხელებით თამაში დამიწყო. - მოკლედ, უკეთ რომ აგიხსნა, ეს საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგია, გულის სიღრმეში, სადღაც შენი გონების შორეულ წერტილში მისი ფესვებია, შენ გრძნობ რომ არსებობს რაღაც სხვა, ისეთი ძალა, რომელიც შენშია, მაგრამ შენი არ არის. ამ საბუთის მიხედვით, ღმერთი ჩვენშია, გვწამს იმიტომ, რომ ვგრძნობთ. - მე ვერ ვგრძნობ... - სწორედ რომ შენ გრძნობ ზაზა და ეგ არ გასვენებს, შიგნიდან არ გასვენებს გესმის? მე მჯერა მისი მაგრამ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მის ფესვებს გაზრდის საშუალებას არ ვაძლევ, არ ვცხოვრობ ისე, არ ვაწვდი შესაბამის ენერგიას და სინათლეს, რომ ჩემი გონების შორეულ ნაწილში კი არა, მთელ სხეულში ვიგრძნო. - და მე? - შენ გინდა რომ გაზარდო... გრძნობ და გწამს, მაგრამ რეალისტი ხარ და არ იჯერებ სანამ თვალით არ ნახავ... - მეხუთეზე რას მეტყვი? - ეს ბევრად მარტივია, ადამიანებს ოდითგანვე აქვთ რაღაცის არსებობის რწმენა, საუკუნეების მანძილზე არსებობდა და დღეს ბევრად მასშტაბურია... ეს ბოლო ორი ერთმანეთს გავს და მიუხედავად იმისა, რომ იმანუელმა ყველა საბუთი უარყო, სწორად ამ ორის საფუძველზე შექმნა მეექვსე. - ჯიას ესაუბრები ამ თემებზე? - როცა რამით ინტერესდება და ამ ყველაფრის ლოგიკურ ახსნას მთხოვს კი, თუმცა მე არ ვეუბნები რომ ეს უეჭველად ასეა, მან თუ თვითონ არ იგრძნო ისე აზრი არ აქვს, მე უბრალოდ საფუძველს ვუყრი. - მეექვსეზე რას ამბობდი? - კანტმა თქვა, რომ რადგან მორალი არსებობს, ესეიგი ღმერთიც არსებობს. - ანუ ღმერთი მორალია? - ხო, როცა მორალი არ არსებობს შენში, ის ფესვები ხმება და საბოლოოდ ქრება. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ჰიპოთეზებია... მთავარია იგრძნო, რომ არსებობს... ტკბილი ძილი. - ჩავჩურჩულე როგორც კი მივხვდი რომ ჩაეძინა და მის მკერდზე კომფორტულად მოვკალათდი. გეგა გაქცეული იყო, ნადია არსად ჩანდა... და როგორ დაწყნარდა ყველაფერი მათ გარეშე. ხშირად ვფიქრობდი, რატომ ვართ ადამიანები ასეთ დონეზე ეგოისტები და სიმართლე გითხრათ გამიხარდა რომ ვერ მივხვდი. მივუყვებოდი ჩემს ქუჩას და ჯიას ვუყვებოდი როგორი ბავშვობა მქონდა აქ გატარებული. - დე, რო მეც მინდა შენსავით ქუჩაში? - იქნები, ცოტა კიდევ მოიცადე და სახლში შემოსვლა აღარ მოგინდება დამიჯერე. - მომინდება შენ თუ იქნები... - იცი მე რამდენი ხანია სახლში არ ვყოფილვარ? მაგრამ ეს გათხოვების ბრალი არაა ჯია. მარტო რომ ვცხოვრობდე, მაშინაც ასე ვიქნებოდი. ვიცი დედაჩემს და მამაჩემს ვენატრები, გული სტკივათ, მაგრამ... ეს წვრილმანი პრობლემები იმდენია, ვამბობთ რომ დრო აღარ გვრჩება... სინამდვილეში კი უბრალოდ თავს ვიტყუებთ... - მე არ ვიტყუებ... - ვიცი, შენ ჩემი ჭკვიანი გოგონა ხარ რო სულ მოფერება და ჩახუტება გჭირდება! - ხელში ავიყვანე და გულზე მივიკარი. - დამპირდები რომ როცა დიდი გაიზრდები ხშირად მინახულებ? - დე, მგონი რამე გჭირს... - ახლა აღარ დე... უკვე აღარ... - მე გპირდები რომ... - არა არა, ახლა არ დამპირდე. ჯერ ძალიან პატარა ხარ ამისთვის. გახსოვდეს, პირობა და მისი ასრულება შენ სინდისზე მეტყველებს! - სინდისი ანუ? - შენი მორალი პატარა... - ეგ რას ნიშნავს? - თვითონ მიხვდები როცა გაიზრდები. ბებიას და ბაბუას საჩუქრები სად გაქვს? - ჩანთაში... - მაშინ ზარი დარეკე... ყველაფერი კარგად იყო იქამდე, სანამ წარსულმა ისევ არ შეგვახსენა თავი. უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს კარი ღია დამხვდა. მისაღებში შევედი და საძინებლიდან ზაზას ხმა მომესმა. - უკვე დამღალე გესმის? რა გინდა რით ვერ დაკმაყოფილდი! - ზაზა შენი შვილია თქო არ გესმის? ზუსტად ვიცი რომ შენია! - ნადიას ხმა იყო... ღმერთო როგორ ამტკივდა ერთიანად ყველაფერი და ავკანკალდი. - ჯერ ერთი რომ არ მჯერა! ამდენი წლები ვიყავით ერთად და ახლა დაორსულდი? და მეორეც, მე ოჯახი მყავს! - მაშინაც გყავდა ოჯახი კარგი რა! - მეტის მოთმენა არ შემეძლო. კიბეებზე ავედი და ოდნავშეხსნილი კარი ბოლომდე შევაღე. - დედიკო მოვიდა... - გაიღიმა ნადიამ და ზაზას საწოლზე ჩამოუჯდა. - მარიამ რამდენი თვის ხარ მუცელი რომ არ გეტყობა? - შენ? - ისე გამაღიზიანა მინდოდა თმაში ვწდომოდი. - მე ორის. - ხელი მოისვა მუცელზე. - მაქედან ადექი! - რა? - ჩემი და ჩემი ქმრის საწოლიდან ადექი თქო რა ვერ გაიგე! - უკაცრავად, - აშკარად არ ელოდა ასეთ რეაქციას და ნელა წამოდგა. - არ ვიცი ჩემს ბიჭს რა დავარქვა... - გეგა რომ დაარქვა? - გეგა? რა შუაშია? - ან გეგას მამის სახელი. - ვერ ვხვდები რაზე მიმითითებ... - აშკარად დაიძაბა და მეც უკან აღარ დავიხიე. - ანუ... გაეხარდება თქო მამამის მის შვიილიშვილს ბაბუის სახელი რომ ერქმევა. - ვერ ვხვდები ეგ აზრი საიდან გაგიჩნდა? - კარგი რა ნადია! - სამართლის ფაკულტეტმა თავისი ქნა და ადვოკატივით ავჭიკჭიკდი. - თბილისი პატარა ქალაქია. აქ არაფერი დაიმალება. - ჭორების გჯერა? - შენი აზრით ჭორებს საფუძველი არ აქვთ? - შენი მოსმენა აღარ მინდა! ზაზა ეს შენი შვილია და პასუხისმგებლობას თუ არ აიღებ... - მომისმინე! - ნერვები არ მეყო და მასთან ძალიან ახლოს მივედი. - ახლავე გაეთრიე ჩემი სახლიდან და აღარასდროს მოეთრე! ეგ ბავშვი თუ ზაზასია, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი, აუცილებლად გამოგიგზავნით ფულს ყოველთვიურად. მაგრამ შენი სახე აღარ დამანახო გასაგებია? - ხელი მოვკიდე და კარისკენ წავიყვანე. - შენ რა შეიშალე? გამიშვი! ორსულად ვარ შე ქაჯო ფრთხილად! - დივანზე დაგდებულ მის ჩანთას ხელი წამოვავლე და ნადიას კარებში მივაგდე. - ფრთხილად და კარგად რომ ვიქცეოდი არავინ დამიფასა ნადიუშკა! - კარი მივუკეტე და... რომ მივხვდი მართლა რა ქაჯივით მოვიქეცი ნერვები მომეშალა. - მარიამ! - გაჰკიოდა ზაზა და თან ადგომის ხმა მესმოდა. - არ ადგე ამოვდივარ! - ასეთი არასდროს მინახიხარ... - თქვენგან ვსწავლობ ყველაფერს. მასთან როდის იწექი? - აუ შენთავს ვფიცავარ არც კი მახსოვს მარ ტყუის ბ.... ვიყო! - არ მჭირდება შენი ფიცი, შენგან განსხვავებით მე შენი მჯერა. - რა თქვი? მართლა ამბობ? - ასეთი დაუჯერებელია რომ ცოლი ქმარს ენდობოდეს? - გინდა სინდისის ქენჯნა ვიგრძნო არა? - კი მინდა! და ვიცი რომ გრძნობ კიდეც! - მარიამ... მოდი აქ. - ახლოს მივედი და მის გვერდით ჩამოვჯექი. - ცოლად გამომყვები? - ო, ნუ მაიმუნობ მითხარი... - არა, მე მართლა გეუბნები. გამომყვები? - არ მესმის... - გახსოვს რომ გითხარი კაბა ნახე თქო? - საქორწინო? - ხო, მაშინ ისეთი სახე გქონდა... მინდა რომ ახლა გვქონდეს ქორწილი. - ... - ხმას ვერ ვიღებ და თვალებში ვუყურებ. - გამომყვები ცოლად? - არ ვიცი... ზაზა მე... - რა არ იცი მეღადავები? - ხო მაგრამ ჩვენ ხომ უკვე... - ორ კვირაში ქორწილი გვაქვს და მოემზადე მოკლედ! აქ მარიამის ჩანაწერები წყდება, ალბათ იმიტომ, რომ აქამდე იმას წერდა, რაც სტკიოდა და გრძნობებს წერით გადმოსცემდა. ორ კვირაში ულამაზესი ქორწილი ჰქონდა ნიცაში, მის საყვარელ ქალაქში. აქამდე თუ ვერაფრით წარმოედგინა თავისი თავი პატარძლის როლში, როგორც თვითონ ამბობს ბედნიერი ღიმილითა და ქათქათა კაბით, ახლა რეალობაში იყო ასეთი. ყველაზე ლამაზი ის იყო, რომ ჯიას ზუსტად მარიამისნაირი კაბა ეცვა და სტუმრებს შორის საყვარლად დაბრძანდებოდა. ზრდილობიანად კითხულობდა და ოჯახში მოკითხვებს აბარებდა. ამის შემხედვარე ზაზა გულიანად იცინოდა და ცოლს ჯიასკენ ახედებდა. ერთი თვე დარჩნენ საქორწინო მოგზაურობაში და იქიდან ჩამოსულები პირდაპირ წყნეთში წავიდნენ. მარიამს უნდოდა რომ იქ ეცხოვრათ და ჭიშკარი რომ შეაღეს გაშეშდა, რამდენიმე წამი ათვალიერებდა მიდამოს, შემდეგ გაიღიმა და შეაბიჯა ბაბუაწვერებით სავსე სამყაროში, სადაც მხოლოდ ლამაზ სიზმარში ნანახი ვეებერთელა მზე ანათებდა და ათბობდა პატარა, ბუსუსებში ჩაკარგულ სახლს და ჰაერს... ავტორი : მარი მაყიშვილი ................................ მომენატრეთ ჩემო მკითხველებო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.