შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება დემონი თავი 11 (პირველი ნაწილის დასასრული)


4-12-2017, 15:17
ავტორი katiusha
ნანახია 4 134

ელენე ბექას აკვიატებულ იდეად ექცა და მთელი კვირა უკან დასდევდა აჩრდილივით. მისი თვალთვალი საკუთარ თავზე აიღო და სულაც არ შეუწუხებია თავი რამე აეხსნა ირაკლისთვის რომელიც ისე იყო რუსაზე გადართული რომ თითქმის დაავიწყდა გამოძიება.
ბედად ელენეს იმ დღეებში რბოლაში მონაწილეობა არ მიუღია და უფრო მეტიც იმ შემთხვევის შემდეგ სახლიდან გარეთ თითქმის აღარ გადიოდა.სამსახურში მიდიდოდა დილით რუსასთან ერთად და ეგ იყო და ეგ. ერთხელ გავიდნენ საღამოს კაფეში ყავის დასალევად და სწორედ მაშინ მოკრა თვალი ბექას მანქანას. იმ საღამოსვე აცნობა სერგის ამის შესახებ და არც ომარის თავდასხმა გამორჩენია.ბიჭმაც მაშინვე მიუჩინა თავის ორი ძმაკაცი სათვალთვალოდ და ახლა ბექას გარდა სერგის ბიჭებიც იცავდნენ დედოფალის უსაფრთხოებას....
საღამოობით სახლში იჯდა და რუსასთან ერთად ფილმების ყურებაში და ჭორაობაში ირთობდნენ თავს. უფრო სწორად რუსას მისთვის თითქმის არ ეცალა. ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული და ირაკლისთან ფლირტით დაკავებული.ის კი იჯდა და უხალისოდ რთავდა ტელევიზორს ერთი არხიდან მეორეზე...
-მომაქცევ მეც ყურადღებას?-ნაწყენმა ჰკითხა ელენემ და პულტი მაგიდაზე მიაგდო-აქაც არაფერია საინტერესო.
-რაა ..რა მითხარი...ჰოო.-გამოერკვა რუსა
-შენ მართლა არ გესმოდა ბოლო ათი წუთი რას გიყვებოდი?
-არააა. საყვარლად დამანჭა ტუჩები რუსამ და ელენეს მოეხვია
-მოგწონს?-პირდაპირ ჰკითხა დაქალმა.დადებითი პასუხი რომ მიიღო მასაც ჩაეღიმა და უთხრა: -მაინც გაები.
-თანაც ბოლომდე გავები,მთლიანად. არა დანახვისთანავე კი მომეწონდა მაშინ იმ დღეს, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ მასაც სიმპატიები გაუჩნდებოდა.
-ვითომ რატომ?რაა ცუდი გოგო ხარ?სად ნახავს შენზე კარგს?
-ოჰ კარგი ერთი. ჩემზე კარგებიც არსებობენ..
-და შენზე უარესებიც. მაგრამ მან შენ ამოგარჩია და ესაა მთავარი, როცა ადამიანი მოგწონს შენთვის ისაა ლამაზიც, სიმპატიურიც და ანგელოზიც.რაო ისე რას გწერს?
-შეხვედრა უნდა. კაფეში დამპატიჟა,გავისეირნოთო.
-მერე...ინტერესიანი მზერა მიაპყრო ელენემ
-მერე ის რომ უარი ვუთხარი.მარტო ხომ არ დაგტოვებ
-შენ ნორმალური ხარ?-გაბრაზდა გოგო.-აბა ახლა ადექი მოწესრიგდი და წადი შესახვდრად.
-გვიანია უკვე. რვა საათია სანამ მე მოვემზადები...ფეხს ითრევდა რუსა. ელენე გაბრაზდა. ტელეფონი გამოსტაცა და მის მაგივრად მისწერა. რუსა უკან დასდევდა რომ წაერთმია მაგრამ არ გამოუვიდა. ასე ძიძგილაობაში უკვე ირაკლის თანხმობაც მოუვიდა ერთ საათში შენს სადარბაზოსთან ვიქნებო.
-კარგი რა ელეე
-აღარაა უკვე წუწუნის დროს. ჩქარა სააბაზანოში. თითქმის ძალით შეუშვა გოგო სააბაზანოში და თვითონ კი კარადა გამოაღო რომ ტანსაცმელი შეერჩია...
ნახევ საათში რუსა უკვე კაბას ირგებდა და მისდაგასაოცრად თითქმის მზად იყო. წარმოუდგენელი სისწრაფით მოახერხა გამზადება. ნუ ელენე რომ არ დახმარებოდა ამას მარტო ვერ შეძლებდა.ბორდოსფერი წელში გამოყვანილი კაბა მოირგო, მაღალქუსლიანებზე შედგა და მაკიაჟის გაკეთებლად წინ დაუჯდა ელენეს
-გახსოვს ეს კაბები რომ ვიყიდეთ რა თქვი?
-კიი,- თავი დაუქნია და ორივეს გაეცინა
-მაშინაც ირაკლის შეხვდი შემთხვევით. ალბათ გული გიგრძნობდა რომ ამბობდი შეყვარებულები არ გვყავს და არასად დავდივართ და სად უნდა ჩავიცვათო, აი ეს დღეც დადგა.ელენე ისე აღფრთოვანებული ლაპარაკობდა თითქოს ეს მის თავს ხდებოდა და გულწრფელად უხაროდა რომ მისი მეგობარი პაემანზე მიდიოდა.
მსუბუქი მაკიაჟი გაუკეთა,წითური თმა ზემოთ აუწია, ცხელის კუდივით გამოუნასკვა რომ მისი ლამაზი თვალები და სახე უფრო მეტად გამოკვეთილიყო
-მაინც უხერხულად ვგრძნობ თავს, არ მინდა შენი მარტო დატოვება. ფეხს ითრევდა რუსა არადა ქვემოთ უკვე ელოდებოდა ირაკლი. რომელიც ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ გოგო შეხვედრაზე დასთანხმდა და ახლა მისი სადარბაზოს წინ იდგა. ნერვიულობდა და უკვე მერამდენედ ისწორებდა პიჯაკს.
-არაფერი მომივა რუსა.პატარა ხომ არ ვარ.გპირდები კარს უცხოებს არ გავუღებ. ღიმილით უთხრა.-კარგად ჩავკეტავ და დავიძინებ.წადი მსუბუქად უბიძგა ხელი
-ვნერვიულობ.
-დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება. მალე გადაგივლის ეგ ნერვიულობა რომ დაინახავ. ელენემ კარი გამოაღო რომ გასულიყო რუსა.
-რაც არ უნდა მოხდეს ზედმეტის უფლება არ მისცე. და კიდევ ფეხები კარგად მიატყუპე. გაეხუმრა მეგობარს, რომელიც უკვე ლიფტში შესულიყო. იქიდან ჩანთა მოუღერა
-გარყვნილო.-მოაძახა მანაც ხუმრობით და ლიფტი ქვემოთ დაეშვა. ელენემ სახლის კარი მიხურა და აივანზე გავიდა, რომ მათი შეხვედრისთვის თვალი ედევნებინა.გრილი ნიავი ქროდა და ოდნავ შეაკანკალა თუმცა წყვილისთვის თვალი მაინც არ მოუშორებია...

ირაკლიმ სადარბაზოდან გასული რუსა რომ დაინახა კიდევ უფრო ანერვიულდა.პირს მომდგარი ნერწყვი უკან გადააგორა, ღრმად ჩაისუნთქა, თავს შეუძახა დამშვიდდიო და მანქნაიდან გადავიდა რომ გოგოს შეგებებოდა.ნერვიულობის ფონზე მისთვის ნაყიდი თაიგული მანქანაში დარჩა.
ვაშაკიძე თანაბარი, მსუბუქი ნაბიჯებით უახლოვდებოდა მას და ნერვიულობა მასაც ემატებოდა.მოუხლოვდა და მის წინ გაჩერდა,პირველად იყო ასეთ სიტუაციაში და არ იცოდა რა მოემოქმედბინა ან რა ეთქვა.ელენე ზემოდან უყურებდა და ეცინებოდა ორივეს დაბნეულობაზე
-ესენი მგონი მართლა შეყვარებულები არიან და ვერ ხვდებიან.მობრუნდა და უკან შევიდა სახლში.იცოდა რუსას რომ შეემჩნია კიდევ უფრო დაიბნეოდა და შეიძლებოდა წასვლა გადაეფიქრებინა
-ძალიან ლამაზი ხარ. ისევ ირაკლი მოეგო გონს. ფრთხილად შეაპარა კომპლიმენტი გოგოს და ლოყაზე ნაზად აკოცა. ისევ ელოდა რომ რუსას აფეთქდებოდა, მაგრამ მისდაგასაოცრად გოგო უფრო მეტად დაიბნა, თავი დახარა და გაწილთლდა, ნერვიულად დაუწყო ჩანთას წვალება.
-ეი ეიი. შენ რაა შეგრცხვა?-გაეღიმა ბიჭს. ნიკაპში მოჰკიდა ხელი და თავი მაღლა ააწევინა.
-პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში.ძლივს მოახერხა ამის თქმა გოგომ
-შენ გინდა მითხრა რომ პაემანზე პირველად ხარ?
-არა პაემაზე არა. ასეთ სიტუაციაში...
-როგორში?
-აი ასეთში, რომ არ ვიცი რა ვქნა და როგორ მოვიქცე...
-მოიქეცი ისე როგორც აქამდე. შეგიძლია დღესაც გამიშრო სისხლი და გამაბრაზო.დღეს ამის უფლებას გაძლევ და გპირდები ხმას არ ამოვიღებ.გაეცინა ბიჭს და მანქანის კარი გამოაღო. რუსას დაჯდომაში მიეხმარა, კარი მიუკეტა. მერე მანქანას მოუარა და თვითონ საჭესთან დაიკავა ადგილი. დაბნეულმა გოგომ სალონს მოავლი თვალი და უკანა სავარძელზე ყვავილების თაიგულს მოკრა თვალი და ჩუმად ჩაეღიმა როგორც ჩანს ისიც ნერვიულობსო გაიფიქრა გულში.
-მართლა სულ დამავიწყდა. ეს შენ.მიაწოდა ყვავილები, რუსამ გამოართვა და მადლობა გადაუხადა. მერე მისი სურნელი შეისუნთქა და დიდი მადლობაო ისევ მორიდებით უთხრა.
-სად წავიდეთ?შეარჩიე რამე ?ჰკითხა ირაკლიმ და მანქანა დაქოქა.
-არ ვიცი შენ გადაწყვიტე.
-მაშინ ერთი მყუდრო რესტორანი ვიცი, უგემრიელეს რაღაცეებს ამზადებენ და იქ წავიდეთ
-ისეთ ადგილზე წავიდეთ სადაც შენი ნაშები არ დაგვადგებიან თავზე.წამოაყრანტალა უცებ და ენაზე იკბინა
-აი ეს უკვე ის რუსაა რომელიც გავიცანი.-გადაიხარხარა ბიჭმა,-ამაღამ ძალიან გაგაოცებ იცოდე.თვალი ეშმაკურად ჩაუკრა და უფრო მოუმატა სიჩქარეს.კიდევ უფრო დაიბნა და გაწილთდა რუსა."ამაღამ" რაღაცნაირად მოხვდა ყურში და ინტიქტურად შეატყუპა მუხლები ერთმანეთს ისე რომ სუსტი ტკივილიც კი იგრძნო.ელენეს ნათქვამი გაახსენდა და რომ მიხვდა რა რეაქციაც გამოამჟღავნა ირაკლის ნათქვამზე, მასაც ჩაეღიმა და ფანჯარაში გაიხედა რომ მისი ეს რეაქცია ირაკლის არ სეემჩნია....

გელოვანმა ვერაფრით მოახერხა დაძინება, სახლშიც ვერ გაჩერდა,იმდენად შეეჩვია ელენეზე ფიქრს და ამ ბოლო დროს მისთვალთვალს რომ დღესაც გადაწყვიტა წასულიყო. გული უგრძნობდა რომ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი მოხდებოდა,თან ეშინოდა მისთვის რამე არ დაეშავებინათ და ისევ თავს არ დასხმოდნენ, ამიტომ უფრო აიღო საკუთარ თავზე მისი თვალთვალი თორემ სინამდვილეში მისი საქმესთან დაკავშირებას აღარ გეგმავდა...უკვე დარწმუნდა რომ ისიც ერთ-ერთი მათგანი იყო და იმ ღამით შემთხვევოთ არ მომხდარა მისი მანქანა იმ ავარიის ადგილზე და არც სახელოსნოსი იყო შემთხვევითი მასთან შეხვედრა...
ერთ სათზე მეტ ხანს იდგა მის სადარბაზოსთან და მისი სახლის ფანჯრებს აკვირდებოდა.ზვერავდა გარემოსაც, მაგრამ არაფერი საეჭვო არ იყო.მალე ფანჯრებში სინათლეც ჩაქრა დაიფიქრა დაიძინაო,რამდენიმე წუთიც და წასვლა დააპირა როცა სადარბაზოდან უცნაურად ჩაცმული შავგვრემანი გოგო გამოვიდა.აქეთ-იქით მიმოიხედა და ქუჩას გაუყვა,ჯერ მისთვის ყურადღება არ მიუქცევია იმდენად რამდენადაც უნდა მიექცია.გოგომ რომ ჩაუარა და კარგა მანძილით გასცდა, მაშინ აღიდგინა მისი ჩაცმულობა და სახე და მიხვდა ასე უცნაურად რატომ შემოხედა როცა მის მანქანას გაუსწორდა.ახლა მიხვდა რას ნიშნავდა მისი ირონიული ღიმილი.მანქანიდან გადავიდა და უკან აედაევნა იფიქრა რომ თავის მანქანისკენ წავიდოდა ავტოსაადგომისკენ მაგრამ ასე არ მოხდა.გოგომ ტაქსი გააჩერა ჩაჯდა და წავიდა. უკან მობრუნდა, წრაფად მიუჯდა საჭეს და ტაქსს აედევნა.რამდნეიმე წუთში დაეწია, გააჩერა, პოლიციის ნიშანი აჩვენა და სწრაფად გამოაღო უკანა კარები.იქ არავინ დახვდა და იმედგაცრუებულმა სეიგინა
-ძალიან ჭკვიანი ყოფილხარ ელენე,ძალიან ჭკვიანი.
ელენე კი ამ დროს სერგის ბიჭების მანქანაში იჯდა და და მათან შესახვედრად მიდიოდა.გულში ეცინებოდა დრომ ასე ადვილად გაასულელა ბიჭი,.
-მე თქვენზე ჭკვიანი ვარ ბატონო ბექა...
პირველად ეჭვი იმის შესახებ რომ გელოვანი უთვალთვალებდა იმ საღამოს გაუჩნდა როცა ომარი დაესხა თავს. მართალი გაადაარჩინა და იხსნა მისგან მაგრამ ეს რომ ასე არ ჩაივლიდა კარგად იცოდა. მერეც რამდენჯერმე შეამჩნია რომ ვიღაც დაჰყვებოდა უკან და სერგის მოახსენა ეს. მანაც ბიჭები მიუჩინა მის მოთვალთვალეს და აღმოაჩინა რომ ის არც მეტი არც ნაკლები გელოვანი იყო. ამის მერე კიდევ უფრო ფრთხილად მოქმედებდნენ.. იქამდე სანამ ეს საღამო არ დადგა. სერგიმ როცა აუწყა რომ აუცილებლად უნდა შეხვედროდა მას და თავის დაძვრენის გეგმაც ერთად მოიფიქრეს.
კარგად იცოდა ელენემ რომ ამით რისკავდა და პოლიციის ინტერესის ქვეს მოექცა მაგრამ მაინც უნდა ეცადა. შეიძლებოდა ეს ბოლო ყოფილიყო, ბოლო რბოლა და უნდა გამოსულიყო...
**************
მიშოს სახელოსნოშინახევრად ჩაბნელებულ ოთახში, მაგიდასთან ოთხნი ისხდნენ. დაძაბულობა იყო. თხივე დუმდა და საფიქრალს მისცემოდა
-პირველად არ ვიცი რა ვთქვა.-დაიწყო სერგიმ...ასე ადამიანში არ შევმცდარვარ.არ მესმის ერთად იმდენი რამე გადავიტანეთ და ომარმა ეს როგორ გააკეთა.
-მთავარია კარგად ვარ სერგი, შენ არ იდარდო ამაზე.იმ გამომძიებელმა გადამარჩინა.
-კი მაგრამ მისი ყურადღების ქვეშ მოექეცი. ახლა თავს არ დაგანებებს აკი გითვალთვალებს კიდეც.საერთოდაც მიკვირს რომ ამ ამბავზე პოლიციაში არ დაგიბარა და საქმე არ აღძრა
-ჩვენ სხვა რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან და იმიტომ გაჩუმდა მაშინ
-ხო მაგრამ ასე ვეღარ გავაგრძელებთ,პილიცია კვალში ჩაგვიდა, აქაც იყვნენ დაკითხვაზე. დარწმუნებული ვარ აქაც დაგვიწყებენ თვალთვალს.ჩაერთო მიშო
-მე უკვე მითვალთვალებენ. დამატა თინანომ.-დღეს ძლივს დავაღწიე მათ თავი.ის ვიღაც გელოვანი ჭკვიანი ტიპია, მას ჩააბარეს ეს საქმე და არ მოისვენებს სანამ არ დაგვიჭერს
-ვის?-სახეზე ფერი ეცვალა სერგის,თუმცა ისე იყო იქაურობა ნახევრად ჩაბნელებული რომ ვერ შეამჩნიეს
-გელოვანი,-გაუმეორა თინანომ
ისევ ყველა გაჩუმდა.
-მოკლედ ასე.ცოტა ხანს უნდა გავქრეთ.უნდა დავიშალოთ.ბიჭებსაც გააფრთხილებთ. არანაირი რბოლა, არანაირი შეჯობრი.არანაირი საქმე და ომართან შეხვედრა. რაღაც პერიოდის მერე დრო გვიჩვენებს ყველაფერს. თუ მაინცდაინც შეჯიბრი მოგინდებათ რუსთავში გამოხვალთ რალზე და ეგაა..იქ ეს შესაძლებელია, კანონიერია და არავინ კრძალავს.მართალია ისეთი ექსტრემი და ადრენალინი არ ექნება როგორც ღამე მაგრამ ჯერ ეს გეყოფათ
-შენ რას აპირებ სერგი?
-აქედან მივდვარ.ომარის საქმე უნდა მოვაგვარო. უნდა შეგეშვას და თავი დაგანებოს
-თუ არ წავიდა და არ დამანება თავი?უკვე აკვიატებად ვექეცი.
-მე მივხედავ ამ საქმეს, ჩემი ხომ გჯერა?
-კი,- თავი დაუქნია ელენემ
-აბა წავედით ვიშლებით.მეც მივდივარ. ყველასთან კავშირზე ვიქნები.მიშო ელე სახლში მიიყვანე და დარწმუნდი რომ ნამდვილად კარგად იქნება მანამდე არ წამოხვიდე იქიდან.
-არის ბოოს. გაეცინა ბიჭს.ოთხივე ერთმანეთს მოეხვია და დაემშვიდობნენ, მერე მიშო ელენეს წინ გაუძღვა და იქაურობა დატოვეს.სერგიმ თვალი გააყოლა და მანქანაში რომ ჩასხდნენ მეორე გასასვლელისკენ გაემართა ისიც.თინანო ჯერ ერთ ადგილზე იდგა გაშეშებული, მერე გონს მოეგო და უკან აედევნა
-სერგი..დაეწია კართან.-მე რა ვქნა? -ბიჭი შეჩერდა მაგრამ არ მობრუნებულა
-ვერ მიგიხვდი.
-ჩვენ როგორ ვიქნებით.სახე და ხმა დაუსევდიანდა გოგოს
-როგორც ვთქვი ყველაფერი ისე იქნება. მე მივდივარ, შენ შენ საქმეს მიხედავ, საფრთხეში ვერ ჩაგაგდებთ.შენს ცხოვრებას მიხედე თინა, მე არ გამოგადგები, ცუდი რეპუტაცია მაქვს, თითქმის დამნაშავე ვარ და კრიმინალურ სამყაროსთან მაქვს კავშირი...საშიშია ჩემს გვერდით ყოფნა.
-ეგ ყველაფერი ვიცი და მაინც ამდენი წელი შენს გვერდით ვარ....ატირებას არაფერი უკლდა გოგოს.ხმა აუკანკალდა. ეს იგრძნო ბიჭმა და მისკენ მოტრიალდა
-მე ვერ გეტყვი რომ დამელოდო და არც გთხოვ.არ მაქვს ამის უფლება,გრძნობების დამალვა მასაც უჭირდა.არც ის იყო გულგრილი გოგოს მიმართ.-საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ.
-ეს საქმე რომ მოვაგვაროთ.?-იმედს არ კარგავდა თინა
-დროს მივანდოთ ყველაფერი.ის თავის ადგილზე დააყენებს ყველაფერს.ბიჭმა ძლიერად მიიხუტა გულზე. მისი თმების სურნელი შეისუნთქა. შუბლზე აკოცა. მობრუნდა და ნელი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ.
-მიყვარხარ სერგი.მიაძახა გოგომ მაგრამ ვერც ამან შეაჩერა.ოდნავ შეყოვნდა.ტუჩები ღიმილმა გაუპო.თვალები დახუჭა ბედნიერმა ღრმად ჩაუსუნთქა და გზა გააგრძელა
-დამელოდე.ეს მიაძახა მხოლოდ და კარიც დაიკეტა.
-მამ აუცილებლად დაბრუნდება ჩემო პატარა, მუცელზე ხელები მოისვა თინანომ და ცრემლები მოიწმინდა...
ამ კარის დაკეტვასთან ერთად წარსულის კარიც დაიკეტა და არც ერთმა არ იცოდა რა ელოდათ ხვალ.. ზეგ..მომავალში... უბრალოდ ცხოვრება განაგრძეს და რაღაც ახალის მოლოდინში ისედაც უჩინარებად შერაცხული უჩინარები სულ გაუჩინარდნენ ქალაქის ქუჩებიდან...



№1  offline წევრი cicino

Kargia da male gaagrdzele ra. Velodebi meore nawils.

 


№2  offline წევრი blondeangel631

მაგარია მალე დადე და სერი და თანანო არ დააშორო <3

 


№3 სტუმარი სტუმარი gega

auu male dade shemdegi ra

 


№4  offline წევრი M-morieli

როდის გააგრძელებ :( დიდი ინერესით ველოდები შენდეგ თავს ♡♡

 


№5 სტუმარი მარი. ელ❤

როდის დადეებ? ძალიან მიყვარს❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent