შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (მეცხრე თავი)


4-12-2017, 18:08
ავტორი murachashvili
ნანახია 4 022

მიუხედავად იმისა, რომ ხალხისგან დაცლილ ქუჩაში ახლა ნინოს გარდა აღარავინ მიაბიჯებდა. რატომღაც მაინც არ ეშინოდა. ისევ უცნობ ვაჟზე ფიქრობდა და სულ უფრო და უფრო ბრაზდებოდა.
- უხეში, უზრდელი, გაუთლელი ხეპრე, ქალთან ქცევის წესები არ იცის! შეიძლება გოგოს ასე მოექცე?
ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა და გაეღიმა. ხშირი წაბლისფერი გრძელი თმა ასწეწვოდა, შუბლზე წაკრული ზონარი დაუდევრად მოგრეხოდა. ისედაც თეთრი სახე ამდენი მღელვარებისგან კიდევ უფრო გადაფითრებოდა, თვალებთან უპეები ჩაშავებოდა. მოკლე მკლავიანი მაისურიდან გამხდარი მკლავები მოუჩანდა.
- მდა, ცოტა რთულია ნინიკო შენში ქალის დანახვა! - ირონიულად დასცინა საკუთარ თავს, თუმცა მყისვე გამოფხიზლდა - ჯანდაბას, ასე დედას ვერ დავენახვები!
შუბლზე წაკრული ზონარი მყისვე მოიძრო, დაუდევრად ჩაიტენა ალბათ სამი ზომით დიდ ჯინსის კომბინიზონის უკანა ჯიბეში, აჩეჩილი თმის დავარცხნა თითებით სცადა, თუმცა უშედეგოდ. აბურდულ თმას სხვა რომ ვერაფერი მოუხერხა, ერთი ღრმად ამოიოხრა და მაისურის კაპიუშონი წამოიფარა თავზე. ხელები ბიჭივით ჯიბეებში ჩაიწყო და ისევ საავადმყოფოსკენ გააგრძელა გზა.
მართალია მიღების საათები აღარ იყო, მაგრამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაში შესვლა არ გასჭირვებია. ბავშვობიდანვე ვერ იტანდა მედიკამენტების სურნელს. წამლებში არეულმა ქლორის სუნმა ცხვირის ნესტოები დასწვა. მიმღებში ირაკლისთან ერთად მჯდომ მამას ხელი დაუქნია, ტუჩებით უსიტყვოდ ანიშნა, დედასთან ავალო და გეზი პირდაპირ მესამე სართულზე არსებული რეანიმაციისკენ აიღო.
თეთრად შეღებილი ოთახის შუაგულში ათასგვარ მილებში გახლართული იწვა ნატო. კარში დატანილი მრგვალი მინიდან უმზერდა დედის გაფითრებულ სახეს. ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ფიზიკურად მამას გავდა, თუმცა ახლა თვალწინ წუთების წინ ვიტრინაში დანახული საკუთარი გამოსახულება წარმოუდგა. გული გაუთბა დედასთან ამხელა მსგავსების აღმოჩენისგან.
- მომენატრე დე... შენთან ჩახუტება მომენატრა! - თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები ღაპა-ღუპით გადმოსცვივდა.
- ასე ნუ განიცდი, ნატო ბევრად უკეთესადაა! - ატირებული შვილი გულში ძლიერად ჩაიკრა მიმღებიდან ამოსულმა ზურამ.
- მაშინ, რატომ არ გადაჰყავთ პალატაში, ან ამ საზიზღარ მილებს რატომ არ აცილებენ?
- როდის აქეთ გახდა ჩვენი პატარა ქალბატონი ასეთი მტირალა?! - დედამისის კოლეგა თეთრი ხალათის ფრიალით, ღიმილით მოუახლოვდა მამის მკერდს ამოფარებულ გოგონას.
საშუალო სიმაღლის, ბუთხუზა ლია, მისი ხალისიანი ხასიათითა და მომღიმარი სახის წყალობით, ყოველთვის ახერხებდა მამრობითი სქესის წარმომადგენელთა ყურადღების მიქცევას. თუმცა მიუხედავად თაყვანისმცემელთა უხვი ოდენობისა, სასურველი მეორე ნახევრის შერჩევა მაინც ვერ მოახერხა. უნდა აღვნიშნო, რომ ამას დიდად არც განიცდიდა.
- გათხოვება ერთად - ერთი შვილის გამო შეიძლება მდომოდა, ამის დეფიციტს კი შენი პატარაც მივსებს! - ამაყად უმტკიცებდა ხოლმე ლია ნატოს და არც ტყუოდა.
ყველასგან გამორჩეულად, ეგოისტურადაც კი უყვარდა ნინო. იმდენი ქნა, ნატო დაითანხმა და ბავშვი მონათლა. ლიას მსუბუქად რომ ვთქვა ზედმეტად მხიარული ხასიათის გამო, ზურას მეუღლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი ეპარებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ შვილისთვის უკეთეს ნათლიას ნამდვილად ვერ შეარჩევდა. ქალიშვილის ცრემლების დანახვაზე თავადაც ცრემლები მოადგა თვალებზე, თუმცა მღელვარება არ შეიმჩნია, ცრემლების შეკავება შეძლო და ნათლულს გაღიმებული უკნიდან მოეხვია.
- ხომ კარგად იქნება?! - მუდამ პოზიტიური ნათლიის დანახვა გულით გაუხარდა ნინოსაც.
- სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. უბრალოდ არ გვინდა ფილტვებზე ძალა დაადგეს, მისი მოუსვენრობის ამბავი ხომ იცით?! ნაწილობრივ უკეთესიცაა ასე მიძინებულ მდგომარეობაში ყოფნა. თუმცა, შენი დედიკო ჭკვიანად თუ იქნება ხვალ გამოვაღვიძებთ და იქნებ აპარატსაც მოვაშოროთ.
- მართლა? - ეჭვით ახედა.
- უფრო მეტიც. რემდენიმე დღე დავაკვირდებით და კვირის ბოლოს იქნებ სახლშიც გაგატანოთ! - დამაჯერებლად გამოუცხადა ქალმა.
- არ მატყუებთ?! - წუთის წინანდელი ცრემლები გულწრფელმა ღიმილმა შეუცვალა გოგონას.
- რა თქმა უნდა. ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ სახლში გასვლა გამოჯანმრთელებას არ ნიშნავს. საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს სასუნთქ გზებზე, წინ საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა ელის.
- ოღონდ გამოვიდეს და ყურადღებას ნამდვილად არ მოვაკლებთ! - შვილზე ნაკლებად არც ზურას უხაროდა.
- მაგარია, ანუ ჯერჯერობით არ იმუშავებს და სახლში იქნება?! - გონება ცდილობდა ექიმის ნათქვამში მისთვის სასარგებლოს ფაქტი დაეფიქსირებინა.
- ასე გამოდის. - ქალიშვილისგან განსხვავებით აღნიშნული ფაქტში სასიკეთოს ვერაფერს ხედავდა ლია.
ქალის დაღვრემილი სახის დანახვისთანავე ღიმილი შეეყინა ზურას, ერთი კი ანიშნა რა ხდებაო, მაგრამ შვილის თანდასწრებით ზედმეტი კითხვების დასმას მოერიდა.
- რამეს მიმალავთ? -ექიმისა და მამის თვალებით საუბარი არ გამორჩენია ნინოს.
- რას უნდა გიმალავდეთ?! უბრალოდ ვღელავ. დედაშენის ამბავი ხომ იცი? არამგონია შინ ჯდომა მოინდომოს. - მოხერხებულად იცრუა ლიამ.
- თქვენ არ ამბობდით, მსგავსი სპეციალისტები იშვიათიაო? - რამდენიმე დღის წინ ნათქვამი საკუთარი სიტყვები შეახსენა გოგონამ - ყოჩაღია, სხვებს ეხმარებოდა და საკუთარ ვერ დაემხარება?! ყველაფერი გამოუვა. - დედის ყოვლისშემძლეობის ბრმად სჯეროდა ნინოს.
- დედაშენი ნამდვილად ყოჩაღია, მაგრამ შენ როდემდე უნდა იარო ასე?! - ქალიშვილის ყურადღების გადასატანად თემის შეცვლა სცადა ლიამ, რაც მოახერხა კიდეც - გვერდით რომ დამჯდომოდი, ერთი ხულიგანი ბიჭი მეგონებოდი!
მუდამ კოპწიად ჩაცმულსა და მომხიბვლელ ლიას აშკარად თვალში არ მოსდიოდა ნათლულის ყოვლად გაურკვეველი სტილის ჩაცმულობა.
- ნუ გეშინიათ, ვინც საჭიროა ჩემს ქალურ ხიბლს ნამდვილად შენიშნავს! - ბღვერით გახედა ლიას მსგავსად საყვედურის სათქმელად შემართულ მამას ნინომ.
- მომესმა? რა თქვი რას შენიშნავსო, ქალურ ხიბლს? - შვილის სიტყვებმა აშკარად გაამხიარულა მამაკაცი - უსმენ, ლია?! შენ და ქალური?
- ზურა!. -ორმაგად გაკაპასდა გოგონა.
- არ გრცხვენია? - ბღვერით გახედა წინ მდგომ მამაკაცს ლიამ - არ გეწყინოს, - ისედაც აჩეჩილი თმები უფრო მეტად აუჩეჩა ნათლულს - შენ ქალი კი არა, ჩემი სიცოცხლე ხარ, თუმცა, ოდნავ მაინც თუ გაიპრანჭები, სულ-სულ ოდნავ მაინც, ნამდვილად არ იქნება ცუდი! -ბოლომდე ვერ მოითმინა და მოფერება მაინც კრიტიკით დაასრულა.
- მაგავსი სიტყვების მოსმენას, შენგან ნამდვილად არ ველოდი! - გაღიზიანებულმა ნინომ ისევ მამას შეუღრინა.
- ნუ ფხუკიანობ, უბრალოდ ვერთობით?! - სიცილს ვერ იკავებდა ზურა.
- ჩემი სიამაყე, ჩემი სილამაზე, ჩემი ცხოვრება ხარ! - ისე მიეფერა ლია, თითქოს წინ სამი წლის გოგონა ედგა.
- ასე მარტივად ვერ მომთაფლავ, ენის მოჩლეფა არ გიშველის! - მართალია ისევ წუწუნებდა, მაგრამ ნათლიის მოქმედებამ მაინც გააცინა.
- რაღაც ზედმეტად თეთრი მეჩვენები! - უცებ დასერიოზულდა ქალი.
ხელი ნიკაპში ჩაავლო და სახე სინათლისკენ მიაბრუნებინა, თვალებდაწვრილებული ყურადღებით დააცქერდა ფერმკრთალ სახეზე ნათლულს - საჭმელი ჭამე?!
- დედას გეფიცებით... - მოტყუება არ გამოუვიდა, განზრახ დაბარებულივით, სწორედ მაშინ გამოსცა მუცელმა უხერხული ხმები.
- წამოდი ჩემთან, - ძალით წაიყვანა კაბინეტში - დაჯექი აქ! - ხელით ანიშნა კაბინეტში მდგომ სკამზე ქალმა.
წამლებისთვის განკუთვნილი კარადიდან ელექტო ჩაიდანი და ჩაის მოწყობილობა გამოალაგა. ენას არ აჩერებდა ლია, თან ჩაის ადუღებდა, ასხამდა და თან ლექციას უკითხავდა ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით.
- კარგი, გპირდები, ნორმალურად გამოვიკვებები. - ვინ იცის მერამდენედ იმეორებდა ნინო - უბრალოდ ამ ბოლო დროინდელმა მოვლენებდა, თან დღევანდელმა ინციდენტმაც...
- ინციდენტმა? - ინსტიქტურად ჩამოჯდა ქალი - რა ინციდენტმა?! - ხმაში პანიკა გაერია.
ენაზე იკბინა ნინომ, თუმცა აზრი აღარ ჰქონდა. კარგად იცნობდა ნათლიამისს, დამალვას მაინც ვერ მოახერხებდა. სხვა თუ არაფერი თავადაც ჭირდებოდა, ვიღაცისთვის ემოციების გაზიარება. სულ დაწვრილებით უამბო იმ დღევანდელი ამბები.
- ღმერთო შენ მიშველე. კიდევ ეს გვინდოდა?! - ნაამბობით შეშინებული მთელი ძალით მკერდში ისე იხუტებდა ნათლულს, თითქოს ასე ცდილობდა მის ხიფათისგან დაცვას - ის ბიჭი ვინ იყო?
- არ ვიცი.
- მადლობა მაინც გადაუხადე?
- რა მადლობა, - ვაჟის სახის გახსენებაზე ისევ ბრაზი მოეძალა ნინოს - ერთი გაუზრდელი, უხეში ვინმე იყო...
- გაუზრდელი?! - ეჭვით შეხედა აწურულს - ეგ ჩვენი გაუზრდელი ბიჭი სიმპატიურიც იყო? - თვალები დაუწვრილდა ლიას.
- რა სიმპატიური?! - ნათლიის ხმაში გაპარული მეტიჩარა ტონმა ორმაგად გააღიზიანა ნინო.
- რა გაგიკვირდა, ქალი არ ხარ?! ასე ნუ ფხუკიანობ! - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ლიამ.
- შენთან სერიოზული ლაპარაკი არ შეიძლება! - ფამილარობა სრულიად დაავიწყდა ქალიშვილს.
- თუ არ ვარგოდა, მაშინ რატომ ბრაზდები?! - სახეზე აწითლებული ნათლულის დანახვაზე მხიარულად აკისკისდა ლია.
- დედას გეფიცები, ნორმალური არ ხარ! - ქალის კმაყოფილი სახის შემხედვარე სიცილი ვეღარც ნინომ შეიკავა და ნათლიას მოეხვია.
- ამ არანორმალურ ქალს ყველაზე მეტად შენ რომ უყვარხარ ხომ იცი?! - ემოციების დამალვა ბოლომდე მაინც ვერ მოახერხა, ხმაში ბზარი მაინც გაერია ლიას.

ვერ მოისვენა ზურამ და მეუღლის მკურნალი ექიმი მოინახულა. იცოდა ნატოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კარგი რომ არ ითქმოდა, მაგრამ ექიმთან საუბარმა მაინც იმოქმედა. ზურას ბედნიერს ნამდვილად ვერ უწოდებდი. უჩვეულოდ მოწყენილი და ჩაფიქრებული ისევ რეანიმაციის კარებთან იდგა და ჯერ კიდევ უგონოდ მყოფ მეუღლეს ტკივილით უმზერდა. შემდეგ გულმა არ მოუთმინა, კარებს ფრთხილად მიაწვა და უგონოდ მყოფი მეუღლის ლოგინთან ჩაიმუხმა.
ნათლიის კაბინეტიდან გამოსული ნინო კარის მინიდან ხედავდა დედის სარეცელთან მდგომ მამას. ამ რამდენიმე წუთში საოცრად შეცვლილიყო ზურა. მუდამ მხრებში გამართული, მაღალი მამაკაცი, ახლა თითქოს დაპატარავებულიყო. მუხლებზე მდგომს ტორებში მოექცია მეუღლის ნემსებისგან დაჩხვლეტილი, მილებში ახლართული თითები.
- რომ მხედავდე, ამ ცრემლებს არ მაპატიებდი. ვიცი, შენ სუსტი ზურა არ გეყვარებოდა, მაგრამ რა ვქნა, თუ არც ისეთი ძლიერი ვარ, შენ რომ გინდა ვიყო?! - ჩუმად ბუტბუტებდა მამაკაცი.
მხრები უცახცახებდა. სათითაოდ უკოცნიდა თითებს. თვალებს არ უჯერებდა ნინო. მუდამ ძლიერი, მუდამ ამაყი ზურა ახლა პატარა ბიჭივით ტიროდა.
- მამა?! - ხმა აკანკალებულმა ვეღარ მოითმინა და თავადაც შიგნით შევიდა.
არაფერი უთქვამს ზურას, თითქოს მისი ვერც გაიგო. სიტყვაც არ დასცდენია, ისევ ძლიერად იკრავდა მეუღლის ხელს გულში.
- მამა! - უკვე ცრემლები შერეოდა ხმაში გოგონას.
მთელი სხეულით გრძნობდა ნინო როგორ სტკიოდა ახლა მშობელს. მართალია ზუსტი მიზეზი არ იცოდა, თუმცა ამის ცოდნა არც სჭირდებოდა. ახლა აქ მისი ადგილი არ იყო, როგორმე მარტო უნდა დარჩენილიყო. უსიტყვოდ მობრუნდა. ერთი კი გახედა ნათლიის კაბინეტს, მაგრამ მასთან შესვლა აზრადაც არ მოსვლია. ჩქარი ნაბიჯით დაუყვა კიბეებს. ნელ-ნელა სისწრაფეს უმატა, საბოლოოდ სირბილზეც გადავიდა. ერთი სული ჰქონდა დროულად დაეტოვებინა საავადმყოფო, დროულად გასცლოდა ამ გარემოს.
უკვე ქუჩაში გარბოდა, თუმცა თვალებიდან მაინც არ ამოსდიოდა განადგურებული მამის გამოსახულება და სტკიოდა. როგორც იქნა დაიღალა, სირბილისგან ვეღარ სუნთქავდა. სისუსტემ იჩინა თავი, მეტი აღარ შეეძლო. მუხლებზე დაეშვა და ტკივილის ჩასახშობად ისე იღრიალა, რომ საკუთარი ხმა თავადაც ეუცხოვა. კივილი ესიამოვნა, მოეშვა, თითქოს გულში არსებული ტკივილიც დაამდა. საკუთარ საქციელზე თავადვე გაეცინა. შორიდან რომ დაგენახათ იქნებ გიჟადაც ჩაგეთვალათ. ხალხისგან დაცლილ ქუჩაში შუა გზაზე იჯდა გაწეწილ თმიანი თხუთმეტწლამდე მოზარდი, რომელიც ხან იცინოდა და ხან ტიროდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი მე კი მთელი გულით ამატირა.ოო რთული ყოფილა ისევ რეალობასთან შეჯახება.განცდა იმისა თუ რას განიცდიდნენ მაშინ.მე არ მახსოვს, პატარა ვიყავი, მაგრამ ისე გადმოეცი და ისე აღწერ ყველაფერს,ასე მგონია მეც მონაწილე ვარ იმ უბედურების.

ძალიან კარგად წერ ანა.სულ მიხარია და მომწონს შენი ისტორიების წაკითხვა,თუნდაც მძიმე წასაკითხი იყოს.
--------------------
ლანა

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ემოციების უდიდესი ნაკადია ჩემთვის... არ ვიცი რა გიტხრა....
ძალიან მაგარი რომ ხარ ეგ ხომ ნათელია. ხოდა აი ჩემი პატივისცემა შენ !!!

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

უმაგრესი რომ ხარ ეს ბევრჯერ მითქვამს შენთვის , მაგრამ ცოტა გაადიდე რა ხო იცი როგორ არ მყოფნის ეს მოცუცქნული თავები . ვგიჟდები შენზე.

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
აი მე კი მთელი გულით ამატირა.ოო რთული ყოფილა ისევ რეალობასთან შეჯახება.განცდა იმისა თუ რას განიცდიდნენ მაშინ.მე არ მახსოვს, პატარა ვიყავი, მაგრამ ისე გადმოეცი და ისე აღწერ ყველაფერს,ასე მგონია მეც მონაწილე ვარ იმ უბედურების.

ძალიან კარგად წერ ანა.სულ მიხარია და მომწონს შენი ისტორიების წაკითხვა,თუნდაც მძიმე წასაკითხი იყოს.

დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის kissing_heart ერთია როცა ფანტაზიებში არ ხარ შეზღუდული და მეორე როცა რეალობას ზედმეტად არ უნდა მოწყდე. იმედია ოქროს სუალედის დაცვას მოვახერხებ wink

nawkas12345
ემოციების უდიდესი ნაკადია ჩემთვის... არ ვიცი რა გიტხრა....
ძალიან მაგარი რომ ხარ ეგ ხომ ნათელია. ხოდა აი ჩემი პატივისცემა შენ !!!

უზომოდ გამახარე, დიდი მადლობა kissing_heart

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

murachashvili
La-Na
აი მე კი მთელი გულით ამატირა.ოო რთული ყოფილა ისევ რეალობასთან შეჯახება.განცდა იმისა თუ რას განიცდიდნენ მაშინ.მე არ მახსოვს, პატარა ვიყავი, მაგრამ ისე გადმოეცი და ისე აღწერ ყველაფერს,ასე მგონია მეც მონაწილე ვარ იმ უბედურების.

ძალიან კარგად წერ ანა.სულ მიხარია და მომწონს შენი ისტორიების წაკითხვა,თუნდაც მძიმე წასაკითხი იყოს.

დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის kissing_heart ერთია როცა ფანტაზიებში არ ხარ შეზღუდული და მეორე როცა რეალობას ზედმეტად არ უნდა მოწყდე. იმედია ოქროს სუალედის დაცვას მოვახერხებ wink

nawkas12345
ემოციების უდიდესი ნაკადია ჩემთვის... არ ვიცი რა გიტხრა....
ძალიან მაგარი რომ ხარ ეგ ხომ ნათელია. ხოდა აი ჩემი პატივისცემა შენ !!!

უზომოდ გამახარე, დიდი მადლობა kissing_heart

ნამდვილად კარგად გამოგდის მად შუალედის დაცვა kissing_heart
--------------------
ლანა

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lalita
უმაგრესი რომ ხარ ეს ბევრჯერ მითქვამს შენთვის , მაგრამ ცოტა გაადიდე რა ხო იცი როგორ არ მყოფნის ეს მოცუცქნული თავები . ვგიჟდები შენზე.

kissing_heart ძალიან მიხარია რომ კითხულობ. რაც შეეხება თავების ზომას, ვერ შეგედავები, ნამდვილად მართალი ხარ. ვეცდები გამოვსწორდე, თუმცა დიდად გაზრდას მაინც ვერ დაგპირდები wink

La-Na
murachashvili
La-Na
აი მე კი მთელი გულით ამატირა.ოო რთული ყოფილა ისევ რეალობასთან შეჯახება.განცდა იმისა თუ რას განიცდიდნენ მაშინ.მე არ მახსოვს, პატარა ვიყავი, მაგრამ ისე გადმოეცი და ისე აღწერ ყველაფერს,ასე მგონია მეც მონაწილე ვარ იმ უბედურების.

ძალიან კარგად წერ ანა.სულ მიხარია და მომწონს შენი ისტორიების წაკითხვა,თუნდაც მძიმე წასაკითხი იყოს.

დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის kissing_heart ერთია როცა ფანტაზიებში არ ხარ შეზღუდული და მეორე როცა რეალობას ზედმეტად არ უნდა მოწყდე. იმედია ოქროს სუალედის დაცვას მოვახერხებ wink

nawkas12345
ემოციების უდიდესი ნაკადია ჩემთვის... არ ვიცი რა გიტხრა....
ძალიან მაგარი რომ ხარ ეგ ხომ ნათელია. ხოდა აი ჩემი პატივისცემა შენ !!!

უზომოდ გამახარე, დიდი მადლობა kissing_heart

ნამდვილად კარგად გამოგდის მად შუალედის დაცვა kissing_heart

არც კი იცი, შენი სიტყვები რამხელა სტიმულია ჩემთვის kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent