შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (მეშვიდე თავი)


25-11-2017, 16:25
ავტორი murachashvili
ნანახია 3 678

რა თქმა უნდა ყველა წვრილმანს ვერ აღვწერ. თუმცა ორიოდე სიტყვით მაინც უნდა გითხრათ, მიუხედავად თბილისში რუსეთის ჯარის დგომისა, ცენტრალურ ქუჩებში სწრაფი სიჩქარით, გაბმული სიგნალებითა და შავი სამგლოვიარო დროშებით შემკობილი ავტომობილები კოლონებად მაინც მოძრაობდნენ. გულდამძიმებული ოთხეული გვიან საღამოს ერთად ბრუნდებოდნენ სახლში.
- გუშინ დამრიგებელს დაურეკავს. იქნებ სკოლაში შემოიარონ, ლამარა გიჟს გავსო! - უკვე საბურთალოს ბაზართან მისულებს უთრა ლაშამ.
- ლამარას ლექციების მოსმენაღა გვაკლდა! - ირონიულად გაეცინა ტატოს.
- ადრე თუ გვიან, ხომ მაინც უნდა გავიდეთ? არამგონია, ამ სიტუაციაში მორალის კითხვა დაიწყოს. - საუბარში ჩაერია ნინოც.
- კარგი, მივიდეთ. ვნახოთ ერთი რას გვეტყვის! - უხალისოდ დაეთანხმა დათუნაც.
- მაშინ მეორე გაკვეთილისთვის, ახალ კორპუსთან შევხვდეთ და ერთად შევიდეთ. - უკვე სახლისკენ მიმავალმა ძმებმა გამოსძახეს.
ერთი კი გააყოლეს თვალი გოთუას დაღმართზე ერთმანეთის მხარდამხარ მიმავალ ბიჭებს და გეზი გაგარინის მოედნისკენ აიღეს.
- სახლში მიდიხარ? - მასზე ბევრად მაღალ დათუნას ახედა ნინომ.
- ჰო, რავი, შენ არა? - ინტერესით ჩაეკითხა მეგობარი.
- ჯერ დედასთან გავივლი, ზურაც იქაა, იქნებ სახლში წამოსვლაზეც დავითანხმო.
- ფრთხილად იარე. კომენდანტის საათი არ დაგავიწყდეს!
- დააფიქსირე მაღლაკელიძე რა დღეში იყო? - მეგობრის მზრუნველობით გულაჩუყებულმა სწრაფად შეცვალა თემა.
- რომ კითხო კაცობაზე დებს თავს, საქართველო უყვარს. - ირონიულად გაეცინა ბიჭს.
- არადა, ამდენ ლიდერთა შორის ყველაზე მეტად ეგ მომწონდა. - დანანებით აღნიშნა ნინომ.
- რატომღაც არ მიკვირს. - სიცილი აუტყდა ვაჟს.
- ვერ მიგიხვდი?! - გვერდულად გახედა თვალებ დაწვრილებულ ვაჟს.
- ვერა ხომ? მე რატომღა მიმალავ?
- გიმალავ? - გულწრფელად ვერ მიხვდა დათუნას სიტყვების მნიშვნელობას.
- მიტინგზე მდგომი მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა ოთხმოცდაათი პროცენტი გიორგი მაღლაკელიძის ხათრით იყო მოსული.
- შეუძლებელია. - ეჭვით ახედა ვაჟს - მეხუმრები? კარგი რა... - დაიჯღანა ნინო.
- რა, ცუდი ტიპია? მაღალი, სიმპატიური, იქნებ ოდესმე დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტადაც მოგვევლინოს. - თითქოს განგებ აგრძელებდა ვაჟი გიორგის ქებას.
- გაგიჟდი?! მითხარი რომ ხუმრობ.
- რატომ? მიზანდასახული, პრინციპული, ფიზიკურად ნორმალური, კარგი მოსაუბრე. სხვა რა თვისებები სჭირდება პოლიტიკოსს?
- ეტყობა არ დაკვირვებიხარ, ცივი და სასტიკი თვალები აქვს.
- რომ გკითხონ არ მომწონსო, არადა თვალებზეც დაკვირვებიხარ! - ვაჟის ხმაში გაპარული ირონია არ შეიმჩნია გოგონამ.
- დამიჯერე, ასეთი უმადური და სასტიკი ადამიანი საქართველოს პრეზიდენტად არ შეიძლება. - ისე გაწიწმატდა ნინო, თითქოს მართლა ირჩევდნენ აღნიშნულ თანამდებობაზე მაღლაკელიძეს.
- ეს ახლა ამბობ ასე, საკმარისია ერთი გაგიღიმოს და... - გოგონას რეაქცია ართობდა დათუნას.
- შეუძლებელია, ამდენი ხალხი გიორგის გამო დაიღუპა?!... - ნუცუბიძის ქუჩის კუთხეში მდგომი ქალიშვილი ისე გაკაპასდა ფეხით მოსიარულეთა ყურადღებაც მიიპყრო.
- წავედი. - მგალობლიშვილის ქუჩისკენ გადაუხვია ვაჟმა - რაც შეეხება შენ ნათქვამს. მთლად გიორგის გამო თუ არა, მსგავსების გამო ნამდვილად.
- თავისუფლების მოედანზე რიგითი პიროვნებების ინტერესების დასაცავად არ გავსულვარ, ნამდვილად მჯერა, რომ საქარველოს თავისუფლება... - მიმავალ მეგობარს მიაძახა გოგონამ.
- იდეალისტი ხარ, ნინო. - შორიდანვე გაეკრიჭა ბიჭი.
- შენ?! - ინტერესით მიაჩერდა, ამ რამდენიმე დღეში უჩვეულოდ გაზრდილი, დაკაცებული მოეჩვენა დათუნა - თუ ამ ყველაფრის არ გჯეროდა, მაშინ ჩვენთან რა გინდოდა, რატომ წამოხვედი?
- ფიქრობ რას მეკითხები? - ქალიშვილის კითხვამ გააოცა და გააბრაზა კიდეც, სულ რაღაც ორიოდე ნაბიჯში ისევ წინ დაუდგა - იქნებ არც გეთანხმებოდეთ, იქნებ არც თქვენი შეხედულებები ემთხვეოდეს ჩემსას, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, ჩემი ადგილი ყოველთვის იქ იქნება, სადაც თქვენ ხართ.
- გამოდის, იმ ღამით მხოლოდ ჩვენ გვიცხადებდი სოლიდარობას? - ტკივილი ვერ დაფარა გოგონამ, თვალები ცრემლებით აევსო. რატომღაც ზედმეტად ეტკინა დათუნას სიტყვები.
- მამტყუნებ? რა ვქნა ნინო, მინდოდა, დედას გეფიცები მთელი გულით მინდოდა, ვიდექი და ვუსმენდი, მეც მინდოდა იმ სიმართლის დანახვა ათასობით ადამიანი აღტაცებული რომ უკრავდა ტაშს. მეც მინდოდა მათ გულებში სამშობლოს სიყვარულით ანთებული ცეცხლის დანახვა, მაგრამ ამბიციების გარდა ვერაფერი დავინახე.
- უსამართლო ხარ, დათუნა!
- ასე გგონია?
გოგონამ რაღაც უპასუხა, თუმცა მისი ხმა გვერდით ჩავლილმა ავტომობილმა გადაფარა.
- დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს! - იძახდნენ შავი ზონრებით დამშვენებული ავტომობილიდან.
გვერდით სწრაფი სიჩქარით ჩავლილ კოლონას თვალი გააყოლეს. ოცწლამდე, მათ მსგავსად შუბლზე შავზონარ წაკრული ვაჟები მანქანის კარების ჩარჩოებზე შემომჯდარიყვნენ და ენერგიულად იქნევდნენ დროშებს.
- გინდა დამარწმუნო, რომ მათი ტკივილიც ხელოვნურია?
- არ ვიცი, დედას გეფიცები დავიბენი. ეს დღეები სხვა არაფერზე ვფიქრობ. მინდა ყველაფერს ახსნა მოვუძებნო, გესმის?
- შეუძლებელია! - თვალები ცრემლებით აევსო ნინოს.
- ისეთი სახით მიყურებ, თითქოს რაღაც ალოგიკურს გეუბნები. არადა შეიძლება გამართლება მოუძებნო ამხელა მსხვერპლს? ამიხსენი, რატომ იბრძვის ახლა დედაშენი სიცოცხლისთვის, რატომ დაემსგავსა ამ რამდენიმე დღეში თბილისი პოლიგონს, რატომ დგანან მთელ ქალაქში სამხედროები, რატომ გვეშინია დაღამების, რატომ მეშინია დაძინების, იცი, როგორ მიხარია დილის გათენება და იმის აღმოჩენა, რომ ისევ ცოცხალი ვარ?
- გეშინია?! - ახალი აღმოჩენისგან თვალები გაუფართოვდა ნინოს.
- დიახ, მეშინია! - მთელი ხმით იღრიალა ვაჟმა - და ამის გამო თავი მეზიზღება, გესმის ნინო? თავი მძულს. სადღაც ხომ უნდა გადიოდეს ზღვარი სიგიჟესა და რეალობას შორის? შენ თუ მშიშარად უნდა მომნათლო, კი ბატონო, მომნათლე, მაგრამ დიახ მეშინია, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და რომელიმე ჩემს გვერდით აღარ იქნებით. 9 აპრილის შემდეგ ღმერთს ყოველ დღე მადლობას ვუხდი, რომ იმ დასახიჩრებულ სხეულებს შორის თქვენ არ იყავით. დავიჯერო, ეს რთული გასაგებია? - ცრემლებისგან ხმა გაებზარა.
- არ გინდა, გთხოვ! - მეგობრისგან ასეთი მძიმე სიტყვების მოსმენას არ ელოდა ნინო.
- ნინ, გულწრფელად მითხარი. დედას გაფიცებ არ დამიმალო, ამის გამო გძულვარ? მითხარი, სუსტი ვარ? - მუდამ დინჯი დათუნა ცახცახებდა.
- გაგიჟდი? როგორ შეიძლება მძულდე? - გულწრფელად გაეცინა გოგონას - ნუ გგონია, რომ კითხვები მხოლოდ შენ გაქვს. მაგრამ მაინც იმედი მაქვს, მინდა მთელი გულით დავიჯერო, რომ მოვა დრო და ვიპოვით პასუხებს. ხომ იცი, რომ შენზე ვგიჟდები? არ გინდა გთხოვ. ასე ნუ ჩაურღმავდები.
- შენ არ გეშინია? - ინტერესით ჩაეკითხა დათუნა.
- მეშინია, მერედა როგორ მეშინია, უბრალოდ არ მინდა ვიფიქრო. პალატასთან ვზივარ და ვერ ვბედავ ხმამაღლა ვკითხო ექიმს, მოვა თუ არა დედა გონს. იცი ეს რა შეგრძნებაა? როცა მთელი გულით მინდა ვიცოდე რა მელის, მოსალოდნელი პასუხის კი ისტერიულად მეშინია, მაგრამ...
- რა მაგრამ?
- ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ცოცხალია. თავს ვიჯერებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ კარგად იქნება, გამოჯანმრთელდება.
- სადაა ლოგიკა, როგორ შეგიძლია ამ ყველაფერს ამართლებდე? - ხმას აუწია დათუნამ.
- ხმას დაუწიე! ვინ გითხრა, რომ ვამართლებ?! გგონია მსიამოვნებს ახლა სახლის ნაცვლად რესპუბლიკურში რომ მივდივარ? გგონია მომწონს დედაჩემის ნაცვლად ჟანგბადის აპარატთან საუბარი, მაგრამ...
- რა მაგრამ?
- ფაქტია, ცვლილებები გვჭირდება.
- ამ შეშლილ სახეებს ცვლილებებს უწოდებ?! არ მინდა, გესმის, არ მინდა! თუ ამ ყველაფერს ჩემი ახლობლები უნდა შეეწირონ, არ მინდა. არ მჭირდება. არც თავისუფლება მინდა და არც დამოუკიდებლობა, თუ თქვენ არ იქნებით ჩემთან. დავიჯერო ეს ასეთი ძნელი გასაგებია?
- ეგოისტი ხარ. პატარა, ჩამოუყალიბებელი ეგოისტი! - ზურგი შეაქცია გოგონამ და ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით აიღო გეზი.
- მე ვარ ეგოისტი, მე?! მართალი თქვა გიორგიმ, ერთი უმადური გოგო ხარ! - გაცოფებული ვაჟი მობრუნდა და ისევ მგალობლიშვილის ქუჩისკენ აიღო გეზი.
- ვაა, დათუნა! - მამამისის ძველი, მოწითალო ფერის 06 მარკის ავტომობილი ფეხებთან დაუმუხრუჭა მათივე უბნელმა ლევანჩომ.
- როგორ ხარ, ტო?... - წუთის წინანდელი ნინოსთან კამათი უკვე აღარ ახსოვდა.
- რავი, ტელევიზიასთან ვაპირებდი ბიჭებთან გასვლას. წამოხვალ?
- აბა, რა... - დიდად თავპატიჟი არ დაუწყია, მაშინვე სალონში შეხტა - როგორ მოხდა მამაშენმა მანქანა რომ გათხოვა?
- არ იცის! - მხიარულად გაეკრიჭა ლევანი.
- ეს რაა? - შავი ფერის თავსაფარს გაოცებულმა დახედა დათუნამ.
- დროშად სხვა ვერაფერი ვიშოვე და ბებიაჩემს ავაცალე!... - ისევ იცინოდა ბიჭი.
დათუნას დიდხანს არ უფიქრია, ნახევარი ტანით ავტომობილის სალონიდან ამჯერად თავად გადმოეკიდა და დროშად ქცეული თავშალი ააფრიალა.

ნინომ ტაშკენტის ქუჩა გადაკვეთა, თვალი იქვე მდებარე რუსული სამხედრო ნაწილისკენ გაექცა. მოზრდილი ალაყაფის კარები ღია იყო. მისი ყურადღება მწყობრში მდგომმა ნიღბიანმა და შეიარაღებულმა ასეულმა მიიპყრო. იქვე იდგა გამოსასვლელად გამზადებული დაქოქილი სამი ბეტეერიც. ადგილზე გაშეშებული, შუბლზე შავბენდენა წაკრული თვალებ გაფართოებული მისჩრეებოდა სამხედროებს.
- მარჯვნისაკენ! - რუსულად გასცეს ბრძანება.
ბეტეერები ხრიგინითა და რკინის ღრიჭინით დაიძრნენ, უკან მოჰყვებოდა მწყობრი ნაბიჯით ასეულიც.
სამხედროების დანახვაზე მყისვე იცვალეს ავტომობილებმა მიმართულებმა. თვალის დახამხამება ვერ მოასწრო ქალიშვილმა ისე დაიცალა უცებ ხალხისგან ქუჩა. აქეთ-იქით დაბნეული იყურებოდა, იმასაც ვერ ხვდებოდა სად გაქცეულიყო.
- დროშები გადამალეთ. თავი შეაფარეთ! - ინსტინქტურად ზემოთ აიხედა, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან ბოლო ხმაზე კიოდა ქალი.
ნინო კი გახევებული, გაშეშებული უმზერდა მისკენ მომავალ ჯარისკაცებს. ისედაც პანიკაში მყოფ შემხვედრ ხალხს გზადაგზა ხეკლეტებითაც უმასპინძლდებოდნენ.
- გაიქეცი! გაიქეცი! - მოპირდაპირე მხრიდან გამოსძახა ვიღაც ბიჭმა.
უცნაური შეგრძნება დაეუფლა გოგონას, კარგად ესმოდა, რათქმა უნდა ხვდებოდა რომ უნდა გაქცეულიყო, მაგრამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებდა.
- ახლა მეც დამარტყამს, ახლა დამარტყამს! - სიმწრისგან თვალები დახუჭა.
- ოხ, მე შენი! - ვიღაცის ძლიერმა ხელმა მთელი ძალით უბიძგა იქვე მდგომი კორპუსის ეზოსკენ - სწრაფად იმოძრავე, თორემ დაგვეწევიან! - წუთის წინ ქუჩის მოპირდაპრე მხარეს შემჩნეული ვაჟის ცნობა არ გასჭირვებია - ჩამორჩენა არც კი იფიქრო. სწრაფად მომყევი! - ქალიშვილისთვის არც კი შეუხედავს ისე გავარდა ბიჭი.
შეშინებული გოგონა წინააღმდეგობის გაწევას არც ფიქრობდა, მექანიკურად მიჰყვებდა წინ გავარდნილს. უკან მოხედვას ვერ ბედავდა, ესმოდა სამხედრო ჩექმის ბრაგუნი, მდევარი ფეხდაფეხ მოჰყვებოდა.
- აქეთ შემოდი! - წინ მიმავალმა ხელი ჩაავლო და უცერემონიოდ შეაგდო ჩაბნელებულ სადარბაზოში.
კიბეზე არბენის ნაცვლად ღია სარდაფის კერში შევარდნენ და კუთხეში მიიყუჟნენ.
- ღმერთო შენ გვიშველე! - თითქოს ახლაღა სრულად გაიაზრა რას გადარჩნენ, ცრემლები ვეღარ შეიკავა გოგონამ.
- გაგიჟდი, ახლა მოთქმის დროა?! ხმა არ ამოიღო, მოგვაგნებენ!.. - მიუხედავად სიბნელისა, მაინც ხედავდა ნინო სიბრაზისგან როგორ უელავდა ვაჟს მოშავო თვალები.
- მე, მე... - დამშვიდებას ვერა და ვერ ახერხებდა, სულ ცოტაც და ისტერიკაში გადაეზრდებოდა მღელვარება.
- შარში ვარ რა! - აცახცახებული გოგონა მთელი ძალით ჩაიკრა მკერდში - არაფერია, აქ ვერ მოგვაგნებენ, დამშვიდდი, გესმის?
თუმცა იმედი გაუცრუვდათ, სადარბაზოს კარი ღრიჭინით გაიხსნა და ერთ-ერთი სამხედროც გამოჩნდა.
- აქ შევიდნენ? - უკანვე მიჰყვა მეორეც.
- კრინტი არ დაძრა! - შიშით დამუნჯებულმა ნინომ ყურთად გაიგონა ვაჟის სისინით წარმოთმული ბრძანება.
ბიჭი მთელი სხეულით წინ გადასდგომოდა ტანით მასზე ბევრად პატარა ქალიშვილს. მუშტები ისე შეემართა, რომ სამხედროების თავზე წამოდგომის შემთხვევაში პირველი დარტყმა თავად მიეყენებინა.
- ერთი, ორი, სამი... - თვალებ დახუჭული ითვლიდა სამხედროების ნაბიჯებს ნინო.
- ზემოთ ვნახე, აქ არ არიან. - რუსულად წარმოთქმული სიტყვების გაგონებაზე გასცრა სხეულში.
- აზრი არ აქვს მათ ძებნას, ალბათ რომელიმე ბინაში შეგვასწრეს. - აშკარად გულდაწყვეტილმა აღნიშნა ჯარისკაცმა.
- ეგ არაფერი, გარეთ გამოვიჭიროთ ვინმე... - ირონიულად ქირქილებდა მეორე.
ერთხელ კიდევ შეავლეს თვალი სადარბაზოს და ხორხოცით გავიდნენ.
როგორც კი თავი უსაფრთხოდ დაიგულეს გოგონა საბოლოოდ მოდუნდა, ძალაგამოცლილმა წონასწორობის შეკავება ვეღარ მოახერხა, აკანკალებული მუხლებზე დაეშვა.
- შენ, გოგო!.. - ისევ ღრენით მოუბრუნდა ვაჟი, თუმცა სათქმელი სიტყვები პირზე შეაშრა - კარგად ხარ?! - სიბრაზე შიშმა შეცვალა - ხმა გამეცი! - ძლიერად შეანჯღრია, მაგრამ უშედეგოდ - ეს ღა მაკლდა. ოხ. მე ამის... - გათიშული გოგონა ხელში აიტაცა და მყისვე კიბეებზე ავარდა. პირველივე კარს ძლიერად დაუშინა წიხლები - გამიღეთ, გესმით?! მიშველეთ! - სასოწარკვეთილი ითხოვდა დამხარებას უცნობი ვაჟი.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ai dzaliaan magaria. Ubralod arc vici ra gitxra . uzomod momwons es dzveli tumca erovnuli adrenalini da. Moutbenlad gelodebi!!!!!

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
Ai dzaliaan magaria. Ubralod arc vici ra gitxra . uzomod momwons es dzveli tumca erovnuli adrenalini da. Moutbenlad gelodebi!!!!!

ძალიან დიი მადლობა.მიხარია რომ მოგწონს. რეალურად ისტოია ხომ ახლა იწყება. ნელ-ნელა ჩვენი გმირებიც ამოქმედდებიან. ვნახოთ თუ მოახერხებენ თქვენთვის თავის შეყვარებას.

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ანა,ანა ახლა წავიკითხე ყველა თავი.რა გითხრა? უბრალოდ შენ მითხარი რა ვთქვა? მეტკინა, ღმერთო როგორ მეტკინა ყველა სიტყვა, ყველა მოქმედება.მეტკინა ყველა ვინც იმ დროს იქ,იმ მოედანზე იყო.მახსოვს ისტორიაში ნასწავლი როგორ მიხრავდა გულს.ასევე სხვადასხვა წაკითხული წიგნი.ცრემლებს ვერასდროს ვერ ვიკავებდი და ვერც ახლა მოვახერხე.საოცრად წერ ეს უკვე ბევრჯერ გითხარი და ეს ისტორიაც ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.❤❤❤❤
--------------------
ლანა

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ანა,ანა ახლა წავიკითხე ყველა თავი.რა გითხრა? უბრალოდ შენ მითხარი რა ვთქვა? მეტკინა, ღმერთო როგორ მეტკინა ყველა სიტყვა, ყველა მოქმედება.მეტკინა ყველა ვინც იმ დროს იქ,იმ მოედანზე იყო.მახსოვს ისტორიაში ნასწავლი როგორ მიხრავდა გულს.ასევე სხვადასხვა წაკითხული წიგნი.ცრემლებს ვერასდროს ვერ ვიკავებდი და ვერც ახლა მოვახერხე.საოცრად წერ ეს უკვე ბევრჯერ გითხარი და ეს ისტორიაც ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.❤❤❤❤

ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ყველაზე მეტად მიხარია შენი კომენტარი kissing_heart ამას წინებზე ვფიქრობდი, რომ ამ ბოლო დროს ყველაფერს სხვა ფერებში შეხედეს, თითქოს გადაფასდა, ისე გამოვიდა, რომ არც ამხელა მსხვერპლს ჰქონდა აზრი. ამიტომაც ვარჩიე, რომ პოლიტიკისგან შორს უბრალო ხალხის ცხოვრება მეჩვენებინა.

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

murachashvili
La-Na
ანა,ანა ახლა წავიკითხე ყველა თავი.რა გითხრა? უბრალოდ შენ მითხარი რა ვთქვა? მეტკინა, ღმერთო როგორ მეტკინა ყველა სიტყვა, ყველა მოქმედება.მეტკინა ყველა ვინც იმ დროს იქ,იმ მოედანზე იყო.მახსოვს ისტორიაში ნასწავლი როგორ მიხრავდა გულს.ასევე სხვადასხვა წაკითხული წიგნი.ცრემლებს ვერასდროს ვერ ვიკავებდი და ვერც ახლა მოვახერხე.საოცრად წერ ეს უკვე ბევრჯერ გითხარი და ეს ისტორიაც ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.❤❤❤❤

ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ყველაზე მეტად მიხარია შენი კომენტარი kissing_heart ამას წინებზე ვფიქრობდი, რომ ამ ბოლო დროს ყველაფერს სხვა ფერებში შეხედეს, თითქოს გადაფასდა, ისე გამოვიდა, რომ არც ამხელა მსხვერპლს ჰქონდა აზრი. ამიტომაც ვარჩიე, რომ პოლიტიკისგან შორს უბრალო ხალხის ცხოვრება მეჩვენებინა.

მგონი მართლა არ ჰქონდა და დათოს სიტყვებს დავეთანხმები მე პირადად.ბევრი რამ სწორად აღნიშნა მან.მალე დადე რა ახალი თავი
--------------------
ლანა

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
murachashvili
La-Na
ანა,ანა ახლა წავიკითხე ყველა თავი.რა გითხრა? უბრალოდ შენ მითხარი რა ვთქვა? მეტკინა, ღმერთო როგორ მეტკინა ყველა სიტყვა, ყველა მოქმედება.მეტკინა ყველა ვინც იმ დროს იქ,იმ მოედანზე იყო.მახსოვს ისტორიაში ნასწავლი როგორ მიხრავდა გულს.ასევე სხვადასხვა წაკითხული წიგნი.ცრემლებს ვერასდროს ვერ ვიკავებდი და ვერც ახლა მოვახერხე.საოცრად წერ ეს უკვე ბევრჯერ გითხარი და ეს ისტორიაც ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.❤❤❤❤

ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ყველაზე მეტად მიხარია შენი კომენტარი kissing_heart ამას წინებზე ვფიქრობდი, რომ ამ ბოლო დროს ყველაფერს სხვა ფერებში შეხედეს, თითქოს გადაფასდა, ისე გამოვიდა, რომ არც ამხელა მსხვერპლს ჰქონდა აზრი. ამიტომაც ვარჩიე, რომ პოლიტიკისგან შორს უბრალო ხალხის ცხოვრება მეჩვენებინა.

მგონი მართლა არ ჰქონდა და დათოს სიტყვებს დავეთანხმები მე პირადად.ბევრი რამ სწორად აღნიშნა მან.მალე დადე რა ახალი თავი
უზომოდ მიხარია შენი გამოჩენა. ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent