შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვანაირი (5)


4-12-2017, 20:17
ავტორი Anuki Lemonjava
ნანახია 1 115

სახლში როცა მივიდა, ვერც კი იაზრებდა რა მოხდა, დიდი სიჩქარით მისკენ წამოსული მანქანა, სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე დარჩენილი, უცნობი ბიჭის მიერ მისი გადარჩენა, მისი საოცრად თბილი ხელები, დაუვიწყარი თვალები და გამოხედვა, ეს ყველა დეტალი და ემოცია ტვინში რევოლუციას უქმნიდა. რეი, სახელი შესაფერისი, ისეთივე ნაზი და თბილი, როგორიც მისი პატრონია. რეინოლდი თუ რეიმონდი? თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მისთვის არსებობდა რეი, უცნობი ბიჭი, სინათლით სავსე თვალებითა და დაუვიწყარი მზერით. ის არ ჰგავდა სხვებს, არ ჰგავდა მეტიასს, რომლის გრნობებიც ალბათ ყველაზე ზერელე იყო ვიდრე რომელიმე ცოცხალი არსებისა ამქვეყნად. რეი თბილი იყო, გარეგნობა საოცარი, გული კიდევ უკიდეგანოდ თბილი ჰქონდა. ლუსი ფიქრობდა რომ გაგიჟდა. რეი უცხო იყო, ყველაზე ახლობელი უცხო, ვინც კი აქამდე სცნობებია. ყველაზე თბილი და ყველასგან გამორჩეული.
გონება არეული ჰქონდა, ჭიკართან ისეთი ჩაფიქრებული მივიდა, რომ იქვე მდგომი ბებია ვერ დაინახა.
-ლუსი სად იყავი აქამდე? ხომ თქვი მალე მოვალო? - ბებიას გაბრაზებული ხმა ამავე დროს მზრუნველიც ადამიანის ხმაც იყო.
-ვსეირნობდი და დრო მალე გავიდა. - ღიმილით უპასუხა ლუსიმ.
-შემეშინდა, - უთხრა ბებიამ. ლუსი ისევ იღიმოდა. ბებია გაკვირვებული სახით მიაჩერდა.
-რაღაც უნდა გკითხო. - უთხრა ლუსიმ, აპირებდა, რომ რეიზე რმე ეკითხა, თუმცა მაშინვე გადაიფიქრა, რადგან მიხვდა, რომ ეს სულელური საქციელი იქნებოდა.
-რა მოხდა? - ბებიას გაკვირვებული სახე ჰქონდა.
-არაფერი, არაფერი. - თქვა ლუსიმ.
-ძალიან უცნაურად იქცევი, ხვდები? მაშინებ. ხომ ნამდვილად კარგად ხარ? - ბებია ეჭვის თვალით უყურებდა.
-კი, არ იდარდო, კარგად ვარ. - სწრაფად მიაყარა ლუსიმ. თავი დახრილი ჰქონდა და ჩაფიქრებული იყო.
-ლუსი. - ბებიამ თავი აუწია და შეხედა.
-მართლა კარგად ვარ, დამშვიდდი. - გაუღიმა ლუსიმ. შემდეგ კიბეებზე აირბინა და მაშინვე სახლში შევიდა.
მთელი საღამო ისევ მამამისის მდგომარეობა აწუხებდა. თან რეიზე ფიქრს ვერ წყვეტდა, ძალიან ბევრ ბიჭს შეხვედრია, თუმცა რეისნაირად მასზე არავის უმოქმედია. აინტერესებდა ყველაფერი რეის შესახებ, თუმცა ბებიამისისთვს რომ ეკითხა, რაღაცას იეჭვებდა, ეს კი მას რათქმაუნდა არ უნდოდა.
ადრე დაწვა დასაძინებლად, თუმცა ძალიან დიდი ხანი ვერ დაიძინა, ნათელი ღამე იყო, მთვარის სხივები ოთახში შემოდიოდნენ, აინტერესებდა რეი თუ ფიქრობდა მასზე,ერთხელ მაინც თუ მოსდიოდა ფიქრი გონებაში ლუსის შესახებ. ფიქრობდა კიდევ როდის ან სად ნახავდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ისევ იმ მინდორზე წასულიყო, სადაც თავიდან შეხვდა და ისევ იმ დროს, ასე დიდი იმედი ჰქონდა რომ ნახავდა, არ იცოდა რა უნდა ეთქვა მისთვის, მაგრამ იცოდა, რომ აუცილებლად უნდა ენახა. ლუსის არ ეძინებოდა და აღარც თენდებოდა, მთელი ღამე წრიალებდა და ფიქრობდა, რამდენი უცნაური რამ დაატყდა თავს ამ ბოლო დროს, მამამისის მოულონელი ავარია და ცუდად გახდომა, სოფელში წამოსვლა და უცნობ ბიჭთან შეხვედრა, რომლის დავიწყებაც არ შეეძლო, თუმცა ამ ამბებს შორის ყველაე უცნაურად დღევანდელი ამბავი მოეჩვენა. მანქანა ისე უცბად ა თითქოს განზრახ წავიდა მისკენ, რომ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო, რომ არა რეი ალბათ მკვდარი ინებოდა, ან საშინლად დაშავებული. თითქოს განზრახ... თითქოს განზრახ.. ეს ფიქრი არ ასვენებდა, მთვარის სხივები თითქოს უფრო და უფრო ნათელნი ხდებოდნენ. ლუსი მალე მიხვდა, რომ ნელ-ნელა თენდებოდა. გარიჟრაჟზე ჩაეძინა და ისე ღრმად ეძინა, რომ თითქოს დიდი ხანია ასე ტკბილად არ სძინებია..
როცა გაიღვიძა მაშინვე მისაღებში გავიდა, თუმცა ბებია იქ არ იყო, ვაშლი აიღოდა ხარბად ჩაკბიჩა, შემდეგ კი გარეთ გავიდა. ბებია ეზოში იყო და საქმიანობდა, ლუსი როცა დაინახა გაეღიმა.
-გვიან გაიღვიძე და თვალები ჩაწითლებული გაქვს, არ გეძინა? - დაფიქრებული და დაეჭვებული სახე მიაპყრო.
-ვერ დავიძინე. - დაღლილი ხმით უთხრა ლუსიმ.
-მგონი ჯობია რამე წამალი დაგალევინო, ხმა და თვალები არ მომწონს. - ბებია მაინვე სახლში შევიდა, საუზმე გაუმზადა და წამლებიც დაალევინა. მთელი დილა თავს დასტრიალებდა და უვლიდა, შუადღისას ლუსიმ უკეთ იგრძნო თავი, მიხვდა, რომ ამდენი ნერვიულობა, დარდი და ფიქრი ყველაფერზე არ ღირდა. ეს რამდენიმე დღე მისთვის საოცრად დამღლელი გამოდგა და სჯობდა დაესვენა. იმ საღამოს კიდევ ბევრს ფიქრობდა რეიზე, უნდოდა ნახვა, თუმცა ფიქობდა, რომეს სისულელე იყო, რაც უფრო მეტჯერ ნახავდა, მით უფრო მეტს იფიქრებდა მასზე, ეს კი ნამდვილად არ იყო კარგი, დადგებოდა დრო აქედან წასვლა მოუწევდა, თავის სახლში დაბრუნება და სანამ ძალიან გვიანი არ იყო, ჯობდა დაევიწყებინა რეის არსებობა. ისინი სხვადასხვა სამყაროდან იყვნენ, მეტიასი მისთვის ბევრად შესაფერისი იყო, მაგრამ როცა ამაზე დაფიქრებოდა ხვდებოდა, რომ მეტიასი მისთვის არაფერს წარმოადგენდა მეგობრის გარდა, რეი სხვანაირი იყო, ყველაზე უცნაური და თბილი ბიჭი, ვინც კი აქამდე ენახა, ყველაზე თბილი ხელებითა და გულით, თუმცა, რაც უფრო ბევრს ფიქრობდა მასზე, ხვდებოდა, რომ ის მისთვის არ იყო შექმნილი..


ვიცი დავაგვიანე, თუმცა მართლა ძალიან შეზღუდული ვარ დროში და ბოდიშს გიხდით, ყოველდღე ვერა მაგრამ შევეცდები როგორც შემეძლება ხშირად დავდო, იმედია მოგწონთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent