შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარზე


4-12-2017, 22:22
ავტორი Saba...
ნანახია 1 150

პროლოგი
* * *
არსებობს ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, როდესაც არ იცი რომელია უკეთესი
* * *
მაღალი შენობების მიღმა მზე ნელნელა იწურება, წუთიერი ცხოვრებისგან დაღლილი, უკიდეგანო დასალიერში სამოგზაუროდ მიედინება და მასთან ერთად იკარგება სინათლე, სიკეთე, იმედი და სათავეში ექცევა სიბნელე, წყვდიადი და უიმედობა, მთვარის მეთეურობით, ვარსკვლავთა უსასრულო დამქაშებით და როგორც სხეულში არ წყდება ერითროციტების მოძრაობა, ისე ამ „ჯანმრთელ“ ქალაქში ვერ შეხვდებით ერთ ადგილზე გახევებულ მანქანას, შავ კვამლში გახვეულები რომ მოძრაობას არ წყვეტენ და ყოველთვის სადღაც მიისწრაფიან: აუხდენელი ოცნებებისკენ, აუსრულებელი სურვილებისკენ და მიუღწეველი მიზნებისაკენ.
მე, სიცოცხლისა და სიკვდილის გზასაყარზე მდგომარე, ქალაქის ყველაზე მაღალი შენობიდან დავყურებ ჭიანჭველებივით მოსიარულე ხალხს და მათთან ერთად ძველი მეგობარივით მიღიმის სიკვდილი და მიხმობს თავისთან, ადამიანებისაგან და ადამიანური გრძნობებისგან შორს, მეორე მხარეს კი სიცოცხლე - სულგამოცლილი და დაღლილი, ტკივილით სავსე ტირის და მის ყოველ ცრემლში უიმედება და სიკვდილის მონატრება(უსიცოცხლობა) იკითხება და მეც მასთან ერთად განვიცდი.
ყველაფერი მარტივია, როცა მთელი ცხოვრება წინ გაქვს. ჩვენც მთელი ცხოვრება გველოდა წინ... ცხოვრება ერთი ამოსუნთქვაა და შეიძლება ჩასუნთვაც ვერ მოასწრო რომ უკვე შენი არსებობა დროის ნაწილში მოწყვეტილ იქნას აწმყოს და შენც დროსთან ერთად წარსულში ჩაიკარგო და სიცოცხლისა და სიკვდილის ჭიდილს ამჯერად მდინარის მეორე ნაპირიდან მაყურებლის როლში ადევნო თვალი.


* * *
ქალაქიდან ოდნავ მოშორებით, ერთ პატარა კაფეში ვზივარ თითქმის ყველა მხრივ ფანჯრებში ჩასმული, გარდა დახლისა, სადაც შეკვეთებს იღებენ, რომელიც შესასვლელიდან მარჯვენა მხარესაა, სწორედ იმ მხარეს სადაც ქალაქია, ასე რომ რაც არ უნდა მოინდომოთ ქალაქს მხოლოდ კაფიდან გასული თუ დაინახავთ... მონატრებისა და მარტოობის დროს ყოველთვის აქ მოვდივარ, თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობ, ხმაურისგან და ხალხისგან შორს და ფიქრის საშუალებაც მეძლევა. ვუკვეთავ ყავას. ვჯდები შესასვლელის მოპირდაპირედ, მაგიდასთან, ყურსასმებში მუსიკით და ფიქრების შავბნელ ტყეში მარტოსულად დავბორიალობ.

* * *
არ მახსოვს როდის გნახე პირველად, არ მახსოვს რა შემიყვარდა შენში, ის კი არა შენი სახეც თითქმის დამავიწყდა, დამავიწყდა სად გვქონდა პირველი პაემანი, სად ვაკოცეთ პირველად ერთმანეთს და სად შეგვიყვარდა ერთმანეთი. წარსულის დინებამ წაიღო გრძნობათა ზღვა და მოგონებები... ჩვენ კი მდინარის სხვადასხვა ნაპირას მივსეირნობთ, ისე შორს და თან ისე ახლოს ერთმანეთთან, რომ ვერც კი ვეხებით, ვერც კი ვხედავთ ერთმანეთს, არადა როგორ მაკლიხარ, შენი ერთი შეხება, შენი ერთი სიტყვა, შენი უბრალო ჩახუტებაც... ჩვენ ერთმანეთს სიყვარული შევფიცეთ, სიცოცხლის ბოლომდე ერთად ყოფნა და ერთად სიკვდილი შევფიცეთ და მერე?! მერე შენ წახვედი... დამტოვე... და ყველა ფერმა შეწყვიტა არსებობა.

* * *
მოგონებები მაწვება, ისე უაზროდ და უკუღმართად რომ წარსულს ჩემსკენ ექაჩება და ისიც ნელ-ნელა, დროის ბორბალის საპირისპიროდ მიღვიძებს მივიწყებულ მოგონებებს.

პირველი კოცნა.
ზღვის ტალღებად ქცეულ ფიქრებს ზანტად ვაყოლებ თვალს და მოგონებებიც ისევე ზანტად და უკუღმართად ეხლებიან ნაპირს, როგორ უკუღმართადაც წარიმართა ჩვენი ცხოვრება.
ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხო, ჩემში ყველაფერი ამოტრიალდა, გულისცემა აჩქარდა, მუცელში პეპლებმა იწყეს ფრენა, ყველა ფიქრი და ფერიც სადღაც გაქრა და ერთ ადგილზე გაქვავებული მოულოდნელად ჩემი ხელები მის წელს შეეხო, შემდეგ კისრამდე ავიდა და მალულად თმებში შეიპარა. ისე მაგრად მინდა ჩავიხუტო და არასოდეს, არასოდეს გავუშვა; მინდა ეს წამი საუკუნოდ და სამუდამოდ გაგრძელდეს, რომ მოულოდნელად ჩვენი ტუჩები წყდებიან ერთმანეთს და თვალების გახელამდე ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება; შემდეგ თვალები ხვდებიან ერთმანეთს და მათში იკითხება გულის აჩქარებული ძგერა, სიყვარულისგან გახურებული სხეულების დაუოკებელი სურვილი და გრძნობების ვულკანის ამოფრქვევა და ეხლა ერთმანეთს ვეკუთნით და დიდი ხნის მონატრებულებივით, დაუფარავად ვკოცნით ერთმანეთს.




პირველი პაემანი.
დაისის ფონზე, ზღვის პირას მივსეირნობთ, ღვინით გაბრუებულები სანაპიროს მივუყვებით. ვიცინივართ და ვლაპარაკობთ უაზროდ, გიჟებივით, ბედნიერები ვართ და ერთმანეთი გვიხარია. შემდეგ მოულოდნელად ჩვენი ხელები ერთმანეთს ეხება, ეს ისე უცებ ხდება რომ გვრცხვენია კიდევაც ერთმანეთის და ვწითლდებით, თუმცა არც ერთი არ ვიმჩნევთ. მოულოდნელად ტანზე იხდის და ზღვისკენ გარბის, თითქოს არ უნდა ვიგრძნო რომ ვუყვარვარ, გაწითლებასაც არ იმჩნევს ამ შეხებისას და არც იმას ხედავს თუ როგორ მიყვარს; ამის დასამალად გასაქცევი მხოლოდ ზღვაშია, შემდეგ მეც უკან მივდევ და მალევე წყლისგან დაღლილები და გაყინულები ზღვიდან ამოვდივართ, იქვე ცეცხლს ვანთებ და სითბოში ვიყუჩებით. ეს სიჩუმე კი იმდენად ძლიერია, რომ ზღვის ტალღებიც დუმდებიან, მთვარეც ღრუბლებში იმალება და ვრჩებით მხოლოდ ჩვენ და სწორედ ეს მარტობაა პირველი კოცნისკენ რომ გვიბიძგებს. სიყვარულს მოწყურებული ჩვენი ტუჩებიც პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
შეხვედრა, პირველი პაემანი.
არასოდეს დავლოდებივარ გოგოს ყვავილებით ხელში და მისი დაგვიანების გამო ნერვიულობისგან ოფლში არ გავწურულვარ, იმის შიშით რომ მოსვლა გადაიფიქრა და ამ ყვავილების ბედი გაურკვეველი დარჩებოდა და კვლავ ძველ მეგობრებს ვახსენდები: მარტოსულობასა და იმედგაცრუებას, მხარზე ხელს რომ მკიდებენ...
- ჰეი, როგორ ხარ? მაპატიე ცოტა დამაგვიანდა - მოულოდნელად დამადგა თავს, გადამკოცნა და მისი სილამაზით გაოგნებულმა ბედნიერებისგან აღფრთოვანებულს სახე ამერია. უბრალო ტანსაცმელშიც კი უმშვენიერესი, ბუნებრიობით ანგელოზს ჰგავდა, თვალს ვერ ვწყვეტდი და თვალებში ჩახედვისაც მეშინოდა, ვაითუ მისი სული შეურაცვყო და ენაჩაყლაპულს, საუბარიც კი დამავიწყდა.
- ლამაზი ხარ... - ძლივს ამოვღერღე ორი სიტყვა.
- მადლობა...- ლოყები გაუწითლდა, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა მისდამი სიყვარულში,- მაპატიე დაგვიანებისთვის.
- არა, რას ამბობ?! შენთვის თუნდაც კიდე ათას წელს დავიცდიდი,- ვუპასუხე თან სახეზე მოულოდნელი სიხარულით და სიმხურვალით ანთებულმა შიშმაც ამიტანა, მისი სილამაზის შემეშინდა, მისი დაკარგვის, მის გარეშე სიცოცხლისა და სიკვდილის შემეშინდა. ყვავილების თაიგული გავუწოდე, მადლობის ნიშნად კი ლოყაზე მაკოცა.
დღე საღამოსკენ მიიწევდა თუმცა მზე ჯერ კიდევ არ გადასულიყო, ჩვენ ამასობაში სანაპიროს მშვენიერ რესტორანში, სანთლებით, ბოთლი ღვინით და სადილით გაწყობილ მაგიდასთან ვისხედით; ღვინით გაბრუებულები საუბარში ისე გავერთეთ რომ დრო სულ მთლად გამოგვრჩა თვალთახედვიდან. საღამოს მოახლოებასთან ერთად ხმაურმაც იმატა და მშვენიერი დაისის ფონზე სანაპიროზე გასეირნება და ხმაურისთვის თავის არიდება გადავწყვიტეთ.

* * *

შეხვედრა.
გრძნობების სიტყვებად ქცევა ყოველთვის მიჭირდა, ამიტომ ყოველთვის ნახატებად ვაქცევდი. მშობლების სიყვარულიც ნახატებში უფრო მეტად მაქვს ჩაქსოვილი, ვიდრე თავად მათში. გრძნობების საყოველთაოდ გამოხატვა შიშისა და იმედგაცრუების მოლოდინს მიჩენდა, შედეგად ჩემ გრძნობებს ჩემ ნახატებში უფრო ნათლად ამოიკითხავთ, ვიდრე თავად ჩემში. გრძნობები ახალი დადუღებული ღვინოსავითაა, რაც სუფთაა ტილოს გადავცემ, ნალექს კი სასმლით ვეძალები...
შუაღამეს რა ხანია გადაცდა. ორი ჭიქა ღვინით შეზარხოშებული ჩემი მცდელობა ქალაქის ნაცნობ ქუჩებში უცხოელი ტურისტივით ჩავიკარგო კრახით დასრულდა. დავიარები ნაცნობ და ხალხისგან მივიწყებულ ქუჩებში, რომლებიც ერთ დროს ცნობილი იყო თავისი ხალხმრავლობით და დღეს ნახევრად ჩაბნელებული და მივიწყებული, აქ მხოლოდ შეყვარებული ადამიანებს თუ იხილავთ. ამ სიარულსა და წარსულის გახსენებაში გზად ერთ უცნაური გოგონას შევხვდი, რომელიც პარკში ჩამომჯდარი ცაში ვარსკვალევის კიაფობით იმდენადაა გატაცებული, რომ რეალურ სამყაროს სრულებით მოსწყდომია და თავის სამყაროში ჩაკარგული, ცას თვალმოუშორებლად შეჰყურებს, ისე რომ ერთი მომენტი ეჭვიც კი შემეპარა მის რეალიზმში, როცა თავი გადმოწია და მუხლებზე დადებულ რვეულში რაღაც ჩაიწერა, კვლავ რელობის მინიმალური აღქმით ისევ თავის სამყაროში ჩაიძირა. მეც შორიახლოს ჩამოვჯექი, ვაკვირდებოდი მის ყოველ მოძრაობას, სიბნელის გამო შეუძლებელი იყო რამის გარჩევა, მხოლოდ სინათლეზე არეკლილ სხეულის კონტურები ჩანდა გარკვევით, მოგვიანებით მეც დავიწყე ცის თვალიერება, ვფიქრობდი ამით მისი ფიქრების დანახვას შევძლებდი, თუმცა ამაოდ. მისგან განსხვავებით რეალობისგან მოწყვეტა ძალიან გამიჭირდა და მალიმალ გადავხედავდი ხოლმე. წამიერად მისი გაცნობის სურვილმა შემიპრო, რომელიც არადა არ სრულდებოდა, უკვე არც მიფიქრია დიდ ხანს, რომ მის გასაცნობად მივედი... ამ დროს ყოველთვის ვიბნეოდი, თუმცა საკმაოდ ადვილად გავუგეთ ერთმანეთს, მასთან თავი თავისუფალად და მშვიდად ვიგრძენი, ერთმანეთსაც ადვილად გავუგეთ და უფრო მეტად დავახლოვდით. ვუყურებდი თვალებში და ვიგრძენი ჩემი საკუთარი ბედნიერება მასში.
* * *
ბედნიერები
ბედნიერები ვიყავით, ცხოვრება გვიხაროდა. ხუთი, ერთად ყოფნის, ბედნიერი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ყოველი დღე სავსე იყო სიყვარულით, ბედნიერებით, სიხარულით, სიცოცხლითა და ერთმანეთით.
პირველი ნახევარი წელიწადი ორივეს მუშაობის მიუხედავად დროს ყოველთვის გამოვნახავდით ერთმანეთის სანახავად, ვსიყვარულობდით, ვსაუბრობდით, მომავალს ვგეგმავდით, ბედნიერები ვიყავით და სიცოცხლეც ხანგრძლივი და უსასრულო გვეგონა. შემდეგ ქალაქგარეთ ბინის ვიყიდეთ. მცირე დანაზოგი გვქონდა და ბინაც შესაბამისად პატარა ავიღეთ. ჩვენთვის ეს სავსებით საკმარისი იყო. ორივე მივხვდით რომ ამ ნაბიჯმა ერთმანეთს უფრო მეტად დაგვაახლოვა. წლები გადიოდა, სიყვარული კი დღითი დღე ღვივდებოდა.
* * *
მოგონებებში ჩაძირული, წარსულში გადასროლილი , აწმყო დროიდან ამოვარდნილი, მომავლის გარეშე დაჩენილი, იდენტობა წართმეული, ცხოვრების აზრს მოგლეჯილი, უსიცოცხლოდ დარჩენილი...

* * *
ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა, უკვე მუდმივი თავის ტკივილებით მეტის ატანა აღარ შეეძლო, ამას ერთობოდა ხელების და ფეხების ყოველდღიური გაბრუება, ოდნავ მოგვიანებით კი სიარულისას პერიოდული ბალანსის დაკარგვაც, ამ ყველაფრის ფონზე ექიმთან მისვლა გადავწყვიტეთ, რამდენიმე ანალიზისა და რენტგენის გადაღების შემდეგ ორ -სამ დღეში, ანალიზების პასუხებით ხელში, კვლავ ექიმის ოთახში აღმოვჩნდით.
* * *
სიცოცხლე იქ სადაც სიკვდილი მუდამ თანმდევი იქნება. ცხოვრება სავსე სიკვდილით, ტკივილით, სიყვარულისგან დაცლილი გულით, წარსულს მიბარებული გრძნობებით და დაკარგული მომავლით.
* * *
დიაგნოზი: ტვინის მესამე სტატიის შეუქცევადი ავთვისებიანი სიმსივნე
მკურნალობა: არ ექვემდებარება, შესაძლოა ტკივილის შემცირება
სიცოცხლე: სამიდან ექვს (3-6) თვემდე
შედეგი: გარდაუვალი სიკვდილი.
* * *
ძველ მოგონებებს ახალი მოგონებებით ვერ ჩაანაცვლებ, როგორც წასულ ადამიანებს დიადი გრძნობებით ვერ შეცვლი ახლით.

* * *
საშინელი დიაგნოზი დაუსვეს. დღეები გადიოდა მე კი ყოველდღე მეტად მიჭირდა მის გარეშე წარმოდგენილი მომავალი, აწმყოს შემყურე, უფრო მეტად ვნატრულობდი წარსულს და ღმერთს შევღაღადებდი რომ ხვალინდელი დღე არასოდეს დამდგარიყო. არ მინდოდა მის გარეშე გატარებული არც ერთი წამი, მძულდა სიკვდილი და უფრო მეტად მძულდა სიცოცხლე. დრო კი ნელ-ნელა იწურებოდა, იპარებოდა და ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ ამოიწურებოდა. რომ შემძლებოდა სიცოცხლეს ვაჩუქებდი ოღონდაც სიკვდილის კლანჭებიდან მეხსნა და ყველაფერზე წავიდოდი, თუმცა განა შემეძლო რამე გარდა მისი ტკივილის შემსუქბუქებისა?!
* * *
ტკივილთან ერთად იზრდებოდა იმედგაცრუება, სიბრაზე, სხვაზე დამოკიდებული ხდებოდა, გრძნობდა ამას და ალბათ ეს იყო მიზიზი მისი მოქმედებისა, ვერასოდეს იტანდა უმწეობას და სხვა დამოკიდებულებას. ყოველთვის თავისუფალი, ავადმყოფობის გალიაში დიდ ხანს ვერ გაჩერდებოდა, თავისუფალ ფრენას იყო მიჩვეული, ჩიტს გავდა, სწორედ ამიტომ სიკვდილსა და მონობას შორის, მან თავისუფლება აირჩია...
ეპილოგი (წერილი წარსულს)
გამარჯობა, ძვირფასო
ისევ იქ ვზივარ, იმ კაფეში ისევ შემთხვევითი სტუმრის სტატუსით... გახსოვს წლების წინ, ფრენას რომ ვაპირებდი და რომ გადამაფიქრებინე?! ვიცი შენ იყავი, სხვა შეუძლებელია... იქ ვიდექი, უკვე ტერფებით ზღვარზე, მზე რომ ჩადიოდა, შენ კი ჩემს გვერდით, თეთრები გეცვა, ანგელოზი იყავი და თავს შარავანდედი გიმშვენებდა, ულამაზსი იყავი, რისი უნდა შემშნებოდა?! მშვიდად ვიყავი და შენს ლოცვას ცოცხლად ვისმენდი, რომელიც დღემდე ზარივით ჩამესმის ყურში. ეს იყო ძალა შენგან ბოძებული, რომელმაც სიცოცხლის გზა დამანახა. უკვე მაშინ ვიცოდი, რომ შენ მე ყველაფერს მაპატიებდი, სიცოცხლესაც კი.
ჩამოვედი. იმაზე დიდ ხანს ჩამოვდიოდი ვიდრე ასვლას მოვანდომე. შენობიდან გამოვედი, ზევით ავიხედე, საკმაოდ მაღალი შენობა იყო, ქვევით კი ხალხი ბუზებივით ირეოდა, შემდეგ ქუჩის იმ სავარაუდო ადგილისკენ გავიხედე, სადაც შეიძლებოდა რამდენიმე წუთის წინ ჩემი სხეული უსულოდ გდებულიყო, სასწრაფოს და პოლიციის ხმა უფრო მეტად აეხმაურებდინა ქუჩა, მკვადარი სხულის გარშემო კი ხალხის მცირე ნაკადს მოყარა თავი, საქმიან ვიზიტზე მიმავალნნი ერთს გადმოიხედავდნენ, მობილურზე საუბარსაც ხელი არ შეწყვეტდნენ და კვლავ გზას განაგრძობდნენ, ზოგიც შორიდან გამოიხედავდა და ვინ იცის რამდენს შეშურდებოდა ან რამდენს შევეცოდებოდი, რამდენი მიიტანდა ჩემ ტკივილს გულთან?! არ ვიცი, უკვე არაფერი ვიცი.
ამ ფიქრებმა თავში ელავასავით გამიელვა, თვალი მოვაშორე ქუჩას; მხოლოდ შენზე ფიქრმა შემიყოლია სხვა დანარჩენს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მის მერე მრავალმა წელა განვლო, მთელ ქალაქში გეძებდი, თითქმის ყველაფერი შემოვიარე, ვეძებდი ადგილს სადაც მშვიდად ვიქნებოდი, სადაც შენც ჩემს გვერდით იქნებოდი, თუმცა უშედეგოდ. ერთ მშვენიერ დღეს კი უკვე იმედგაცრუებული და შეშინებულიც კი, ქალაქიდან გასვლა გადავწყვიტე, რომ კაფეში შემთხვევითი სტუმარივით აღვმოჩნდი, ძილს მოწყურებული მაგიდასთან ჩამოვჯექი, ერთ ყავა შევუკვეეთე, უკვე ყავის მოტანამდე ვიგრძენი ჩემში დაბუდებული სიმშვიდე. ვიცოდი რომ სადღაც აქვე იყავი, ჩემს გვერდით და მარტოს უკვე არასოდეს დამტოვებდი.
მრავალმა წელმა განვლო მის მერე და მეც მთელი ეს წლები შენი მონატრებით სავსე ამ კაფეში სიარული არ შემიწყვეტია... ოჯახი შევქმენი, ალბათ ბედნიერი ხარ ჩემი ბედნიერით, ლამაზი მეუღლე და ორი მშვენიერი ბავშვი მყავს...აუცილებლად შეგიყვარებდნენ. სხვათაშორის ჩემი მეუღლეც აქვე გავიცანი, ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობდა, როცა დრო ქონდა ყოველთვის აქ შემოდიოდა, ბევჯერ დამინახია, ხანდახან უაზროდაც მივშტერებივარ, თვითონაც მამჩნევდა, და თვალმოუშორებლადაც მიყურებდა, ორი ადამიანი თვალითვალ გაყრილი ერთმანეთის სულებში ჩახედვას ლამობდა, ორი შეშლილი და გადარეული. მერე ფინჯან ყავა დავლიეთ ერთად, ვისაუბრეთ, ვიცინეთ, ვიტირეთ, ვიგძრენით, გავაუზირეთ, და ბოლოს დავქორწილდით. ამას წინათ კი უკვე მეხუთე გამოფენაც გავხსენი, სახლის სხვენში ჩემი სახელოსნო გავაკეთე და იქ ვმუშაობ, უბრალო მხატვარი ვარ, არც ძაან ცნობილი, თუმცა არც მთლად უცნობი. ნახატები საშუალო ფასად იყიდება, ჩემ ემოციებს საშალო ფასად ვყიდი, თავად კი საზოგადოებისთვის უვარგისი, ტკივილის ზღვიდან უემოციოდ გამორიყული გადარჩენილი ვარ. ჩემმა მეუღლემ ამასობაში საკუთარი სასტუმრო გახსნა, საკმაოდ პრესტიჟულიც და თავად საკმაოდ პატისაცემი პიროვნებაა. ჩვენ ჩევნ ოცნებებს ნელ-ნელა შევასხით ფრთები, თუმცა რის სანაცვლოდ?!
არ ვიცი ეს როგორ ხდება მაგრამ მასაც ისევე არ გაუმართლა ცხოვრებაში როგორც მე. მას მეუღლე მოუკლეს. უდროო დროს უდროო ადგილას აღმოჩნდა, მაღაზიის დაყაჩაღებისას ესროლეს და მოკლეს. გმირად მოკვდა, თავისი სიცოცხლე გასწირა სხვის გადასარჩენად. იურისტად მუშაობდა და მოგების ნახევარს ერთი მოხუცებულთა სახლში რიცხავდა... რა უსამართლოა ეს ცხოვრება... ცხოვრებამ ჩვენ ჩვენი ტრაგედიებით დაგვაახლოვა, შეგვაყვარა და აი დღეს უკვე ჩვენ ოჯახი გვაქვს და ბედნიერებიც ვართ თუმცა არც ერთს დაგვიწყებია წარსული ცხოვრება, არც წარსულ სიყვარულს ვივიწყებთ და არც განვლილ ტკივილს, თუმცა აწმყოთი, ერთმანეთით და მშვენიერი შვილებით ბედნიერები ვართ და გვიყვარს ერთმანეთი... ცათა სასუფეველი თქვენ სულს და ილოცეთ ჩვენთვის. მუდამ ჩვენ გულში ხართ, მუდამ გვემახსოვრები და გვეყვარები...
სიყვარულით მუდამ შენი...

დასასრული




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent