შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანუკი(7)


4-12-2017, 22:52
ავტორი sati
ნანახია 2 555

ანუკის არც დაუნახავს თუ როგორ შემოვიდა ალექსი, მხოლოდ კარის ბრახუნის შემდეგ გაიხედა და დაინახა იატაკზე დაგდებული სათამაშო დათვი და პარკები.
-ანუკი აქ ხარ?
-სანდრო... უნდა წავიდე, ნინის უნდა დავუბრუნო ტელეფონი მიდის.
-კაი, მიყვარხარ.
-ხო ვიცი... მეც.
გაუთიშა, შემდეგ კი პარკები და დათვი აიღო და საწოლზე დადო.
ამ დროს ნინიც შემოვიდა.
-ტელეფონი მიყიდა და... რატო გავარდა ესე გიჟივით?
-არ ვიცი, ალბათ ტელეფონზე რო ლაპარაკობდი ხელის შეშლა არ უნდოდა, და ესენი აქ დაგიტოვა?
-არ ვიცი... წავალ ქვევით მადლობას მაინც გადავუხდი. ცუდად გამომივიდა.
-გამოიცვალე მაინც.
-სტუმრები მაინც წავიდნენ.ი-კაი. ანუკი ქვევით ჩავიდა და ალექსის ძებნა დაიწყო მაგრამ ის არსად ჩანდა.
-ანუკი, ჩაალაგე ნივთები?
-ჰა? რა?-ნინას გაუბრუნდა, რომელიც ძლივს შეამჩნია.
-ახალ სახლში ხომ გადადიხართ და მზად გაქვს ყველაფერი?
-რა ახალ სახლში?
-თქვენ ხომ ცოლ-ქმარი ხართ, აქ ვეღარ დარჩებით.
-ალექსი სად არის?
-მანქანაში დებს ჩემოდნებს.
-მე რო არ ვიცოდი არაფერი?
-ალბათ დაავიწყდა თქმა. წადი ჩაალაგე.
-ჩალაგებულია... არც ამომიღია გუშინ არაფერი. ალექსს უნდა დაველაპარაკო.
ალექსი შიგნით შემოვიდა.
-სად არის შენი ნივთები?
-ზევით...
ალექსი ზევით ავიდა და ანუკიც გაყვა.
-ალექსანდრე, მადლობა იმ ყველაფრისთვის...
-არაფრის-ოთახში შევიდა, ანუკის ნივთებს ხელი მოკიდა და ქვევით ჩაიტანა. შემდეგ ანუკიც გაიყოლა. მანქანაში ხმას არ იღებდა.
-რამე მოხდა?-ანუკიმ კითხა.
-არაფერი.
-აბა რატო მექცევი ესე? მე მეგონა ძლივს ურთიერთობა დავალაგეთ თქო? მერე კიდე ახალ სახლზე არ მითხარი?
-არ დაიღალე? ცოტახანი რო მოკეტო არ გინდა?
ამ დროს ალექსს ლიზამ დაურეკა. ტელეფონისთვის არც კი შეუხედავს, ანუკიმ კი აიღო და ლიზას სურათი ნახა.
-ლამაზია.
-დადე-უცებ გამოართვა და ადგილზე დადო.
-საყვარელიც-ანუკიმ ფანჯარაში გაიხედა-რატო არ უპასუხე?
-საჭესთან ტელეფონზე არ ვლაპარაკობ.
-ა... ხომ. რაღაც მინდოდა მეთხოვა... ხვალ ნინისთან ერთად მინდა სადმე გასვლა.
-ვერა.
-ვერა?
-ან არა.
-რატო?
-რატო საყვარელო და თაფლობის თვე გვაქვს, რომელიმე ქვეყანაში წავალთ, მანამდე ი ყველაფერი უნდა მოვგვაროთ, შენი პასპორტიუ და ასე შემდეგ. როგორც კი 18ის გახდები წავალთ.
-უნივერსიტეტი?
ალექსს არაფერი უთქვამს.
-უნივერსიტეტშიც აღარ მიშვებთ?!!
-თ არა, ანუკი ამიერიდან დედიკო და მამიკოს არ ეკითხები სად და როდის წახვალ. მე ვარ შენი ქმარი და მე ვწყვეტ ყველაფერს.
-აჰამ, მე არ მაქვს რაიმეს გადაწყვეტის უნარი?
-შენი ასაკიდან და ტვინიდან გამომდინარე არა.
-რა დავაშავე, ეგ მაინც ვიცოდე, რომ ესეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი.
-მეც ხშირად ვეკითხები ხოლმე ჩემ თავს მაგას.
-მალე მივალთ?
-კიდე უფრო სულელურ შეკითხვას ვერ დასვამდი? 5წლის ხარ და გზაში იღლები?
ანუკის აღარაფერი უპასუხია, იმდენად გაბრაზებული იყო ალექსის ესეთ დამცინავ პასუხებზე. თავს მართლა 5 წლის ბავშვად თვლიდა. ყოველი ალექსის წინადადება შეურაცყოფა იყო. ცოტაც და ალბათ მანქანის კარს გააღებდა და გადახტებოდა ოღონდ მისი ხმა აღარ გაეგო. როგორც იქნა მივიდნენ, ანუკი მანქანიდან გადმოვიდა, ალექსიც გადმოყვა. მანქანა ერთსართულიანი კერძო სახლის წინ იყო გაჩერებული. ალექსმა ბარგი გადმოიტანა და შიგნით შევიდა, მას თან დაცვა გაყვა უკან, ერთ-ერთმა ანუკის ანიშნა შიგნით შედიო, ისიც არ შეწინააღმდეგებია და ალექსს გაყვა, სანამ შესვლას მოასწრებდა ალექსმა ანუკი ხელში აიყვანა და შიგნით ისე შეიყვანა.
-ტრადიციაა-ალექსმა მხოლოდ ეს უთხრა, შემდეგ კი დასვა.
ანუკის არც არაფერი შეუმჩნევია.
-ერთ ოთახში არ ვიქნებით, სულ რო დივანზე მომიწიოს დაძინება.
-არ მოგიწევს, ბევრი ოთახია. აირჩიე. მე საქმეზე გავდივარ.
-სად?-ყველანაირად ეცადა არ შეემჩნია ის ცნობისმოყვარება რომელსაც იმ წამს განიცდიდა. იცოდა რომ პასუხი ერთი იყო, შენი საქმე არ არის, ან არც არაფერი. რეალურად კი ანუკის გული კარნახობდა რომ ის ლიზისთან მიდიოდა. ალექსმა მართლაც რომ არაფერი უპასუხა და წავიდა. ანუკის თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და ოთახში შევარდა. საწოლზე წამოწვა და ხმადაბლა დაიწყო ტირილი სანამ არ ჩაეძინა. გვიან ღამით ალექსიც დაბრუნდა, ოთახების დათვალიერება დაიწყო, ანუკის ეძებდა, ბოლოს როდესაც იპოვა შიგნით შევიდა.
-ანუკი, გძინავს?-ახლოს მივიდა და სახეზე შეხედა, მხოლოდ შემდეგ გააცნობიერა რომ ის ნამტირალები იყო. სახის გამომეტყველება შეეცვალა და წარბები შეჭმუხნა-ვითომ რა გაქ სატირალი... შეყვარებული ხო მაინც გყავს და... თუ დაშორდა-ჩუმად ჩაიბუტბუტა, შემდეგ საბანი გადააფარა და ოთახიდან გავიდა. ანუკის არაფერი არ გაუგია მისი ნათქვამიდან, რადგან მას ძალიან ღრმა ძილი ჰქონდა. დილით 12 საათი იქნებოდა როდესაც გაეღვიძა, ჯერ ადგომა არ უნდოდა, კიდე ვერ იჯერებდა რომ უკვე ქმარი ჰყავდა... ყოველ დღე ელოდებოდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იქნებოდა. ვერ მოახერხა გაქცევა... ახლა გამომწყვდეული იყო გალიაში, თან ვისთან? ამის გახსენებაზე მოეშალა ნერვები და ცუდ ხასიათზე დადგა. მისი ჩემოდნიდან ხალათი ამოიღო და ოთახიდან გავიდა. ალექსი სამზარეულოში იყო, ტელეფონზე ლაპარაკობდა და ოთახში ბოლთას სცემდა. როდესაც ანუკი დაინახა კი გათიშა.
-დილა მშვიდობის.
მან კი არაფერი უპასუხა და ყავის მოდუღება დაიწყო.
-დღეს, რაღაც ივენთი გვაქვს კომპანიაში, ყველა ცოლთან ან შეყვარებულთან ერთად მოდის. წამოხვალ?
ანუკიმ პასუხის ნიშნად თავი გააქნია. თან ცდილობდა სახე ყველანაირად დაემალა, რადგან თვალები სულ ჩაშავებული ჰქონდა.
-კაი გაერთობი, თან ახალ ხალხსაც გაიცნობ. მიდი რა.
-არ მინდა.
-კაი რა გჭირს?
-ალექსს რას ელოდებოდი? რო ცოლად გამოგყვებოდი და ამ ყველაფერს შევეგუებოდი? რომ ისე მოვიქცეოდი ვითომ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ არ ვარ აქ გამომწყვდეული? რომ ცოლის მოვალეობებს შევასრულებდი და შენი მეგობრების წინაშე გაღიმებული ვივლიდი? ერთადერთი რამ რასაც ცხოვრებაში ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა, წამართვი. და ამას არასდროს არ გაპატიებ, არც შენ და არც ჩემ მშობლებს. ბრავო, გილოცავ, მიიღე რაც გინდა. ეხა სულ შენი ვარ-ყავა გაიკეთა და ოთახში გავიდა. ალექსმა იცოდა რომ ეს ყველაფერი რთული იქნებოდა, მაგრამ იმედოვნებდა რომ ანუკი ნელ-ნელა შეეგუებოდა იმ ამბავს რომ მისი ცოლი იყო. ამიტომ გადაწყვიტა დაეცადა და აღარ შეეწუხებინა ის ზედმეტი კითხვებით. მთელი დღე ანუკის არაფერი არ გაუკეთებია. უბრალოდ იწვა და კედელს აშტერდებოდა, არც ჭამდა, არც დგებოდა. და თითქმის სულ ტიროდა. ალექსი კი სხვა ოთახში იყო და სულ ერთი და იგივე ფრაზით ამშვიდებდა თავს ,,შეეგუება’’. საღამოს კი იმ ივენთზე წავიდა. ამ დროს ანუკის ნინიმ დაურეკა, მაგრამ მას არ უპასუხია. ისევ ისე იწვა და არაფერს აკეთებდა. ალექსი სახლში ისევ გვიან დაბრუნდა, ამჯერად ანუკისთან არ შეუხედავს ისე წავიდა დასაძინებლად. მეორე დღეს კი ანუკი საერთოდ არ გასულა ოთახიდან, ამაზე კი საერთოდ გადაეკეტა ალექსს, უკვე ბრაზდებოდა და მოთმინება ეწურებოდა. მისი მოთმინება ხანგრძლივი არ იყო. მაგრამ გადაწყვიტა იმ დღესაც არაფერი არ გაეკეთებინა. საღამოს უკვე მობეზრდა ესე წოლა, ისევ ხალათი შემოიცვა და სამზარეულოში გავიდა. იქ გიორგი და ალექსი იჯდნენ, რაღაცაზე გამალებით ბჭობდნენ. ანუკის არცერთისთვის არ შეუხედავს და საჭმლის კეთება დაიწყო.
-რას აკეთებ?-ალექსმა ჰკითხა-კიდე დიდხანს აპირებ ესე გაბუტული სიარულს? ანუკი, ოდესმე ამოიღებ ხმას?
-და შენ ოდესმე მოკეტავ?-ხმამაღლა დაუყვირა ანუკიმ ალექსს, რასაც გიორგის ღიმილი მოყვა.
-წესიერად, რადგან ესეთ მდგომარეობაში ხარ არ ვაპირებ ამდენის მოთმენას.
-ალექსანდრე, თქვენთან არ აქვს ლაპარაკს აზრი.
-ჩემთან?-გიორგიმ გაიკვირვა.
-ბატონ ალექსანდრეს მივმართე.
-ეხლა თ-ებით მომმართავ?
-ესეც თქვენ უნდა გკითხოთ?
-ანუკი, სერიოზულად მიშლი უკვე ნერვებს. გეყოფა.
-და მე რო მიშლი ნერვებს? ეგ არაუშავს ხო?-შემდეგ მაგიდასთან დაჯდა და ჭამა დაიწყო.
-ორ დღეში ჰავაიზე მივდივართ.
ანუკის არაფერი უპასუხია.
-კაი მე მეჩქარება, თიკო დიდიხანია მელოდება სადღაც უნდა გავიდეთ. ზეგამდე ალბათ გნახავთ კიდე-ორივეს დაემშვიდობა და წავიდა.
-წამო გავიდეთ და ვიყიდოთ რაღაცეები მგზავრობისთვის.
-მე არაფერი არ მინდა.
-კაი ანუკი არ დაიღალე? როგორც არ უნდა მეროჟო შენთითონ ხო ხვდები რო არაფერი არ გამოსწორდება?
-როგორც არ უნდა ვიღიმო და კარგ ხასიათზე ვიყო მაინც არაფერი გამოსწორდება.
-გამოსწორდება, ყოველთვის ღრიალი და ყვირილი არ მოგვიწევს და შენ იმას გააკეთებ რაც გინდა და მეც ყველგან გაგიშვებ.
-აი როცა შენი სადმე გასაშვები არ ვიქნები მაშინ ყველაფერი გამოსწორდება. ჰავაიზე წადით შენ და მამაჩემი, უკეთ უგებთ ერთმანეთს ვიდრე მე და შენ-ადგა და ისევ ოთახში გავიდა.
-დედა შევ***ი.
ცოტახანში ალექსის ძმაკაცი მოვიდა.
-დილიდან სვამ ალექს?-ალექსს ხელში ვისკი ეკავა.
-აუ დიტო შენ მაინც ნუ შ**ეცი რა.
-ესე უნდა ელაპარაკო შენ ძმაკაცს?
-ტვინი მო**ნა დილიდან.
-ვინ?
-ვინ და ჩემმა ცოლმა.
-აბა რა გეგონა, 17წლის ბავშვი რო მოგყავდა?
-დიტო, თუ შენც ანუკივით უნდა წაიღო ტვინი, გასასვლელი იცი სადაა.
დიტომ ჭიქა გამოართვა და ვისკი გადაასხმევინა.
-ნერვოზი დაგემართება ესე. რა უნდა?
-მთელი დღეები მეროჟება, არ მელაპარაკება, ვაფშე ოთახიდან არ გამოდის და მეთქი გავახარებ თქო, ჰავაიზე მივაქანებ შუა სამუშაო თვეში და ტიპმა არ მინდა არ წამოვალ, შენ და ზურა წადითო აი რა უნდა ელაპარაკო!
დიტომ სიცილი დაიწყო.
-კარგ დღეში ხარ.
-ჰავაიზე როგორ არ უნდა უნდოდეს?
-აი ესე.
-ლიზის ჩემოდანში ჩადებ და მერე სადმე პადვალისნაირ სასტუმროში მიიყვან?
-არ წამოვა.
-ნაღდად? და რო გამოგეკიდოთ?-დიტოს არ შეეძლო ამ შესაძლებლობების გამოტოვება, ამ სიტუაციის გამო ალბათ მთელი ცხოვრება ესე გააგრძელებდა მის დაცინვას. რათქმაუნდა ცუდი გაგებით არა.
-გეყოფა.
-ვაფშე რას ამბობს?
-თავიდან ტვინი წაიღო როგორც იციან ხოლმე, ორი კვირა ხმას არ მცემდა. ბოლოს რავი რა ეტაკა, მნახეო და მერე ხმა არ ამოუღია აქედან არაფერზე.
-ჰავაიზე რო გაიგებს არამგონია გაუხარდეს.
-აუ აღარ მინდა რა არაფერი, ვაფშე წავალ ქვეყნიდან ჰავაიზე კი არა ავსტრალიაში და გიორგიმ მოიყვანოს ანუკი ცოლად.
-ხოდა დაშორდი ლიზის.
-დიტო რამდენს მალაპარაკებ, ხო იცი რო დილიდან არ მევასება ლაპარაკი. ჯერ გიორგი თავისი ბიზნესით, მერე ანუკი თავისი გაროჟილი სახით და შენ ნუღა მიმატებ.
დიტო სიცილს ვერ წყვეტდა.
-აუ გაა*ვი რა!!
-კაი, კაი. მიდი ჩაიცვი და წავედით.
-სად?
-ალექსს, ღადაობ ხო? გუშინ ორასჯერ გკითხეთ ამოგვყვებოდი თუ არა წყნეთში საბასთან და ეხა...?
-აუ სუ დამავიწყდა, ამას რა ვუყო?
-გვითხარი ამოვიყვანო. იქ საბას შეყვარებული იქნება, ნატაც.
-არაა ეს ეგეთი ტიპი, ვერც ერთს ვერ აეწყობა.
-უკვე გაიცანი ხო?
-დაქალი გავიცანი და სულ სხვანაირი ტიპია. მაგის ძმაკაციც.
-აი როგორი?
-ჩვენთან ვერ გაერთობა რა. თან პატარაა.
-მაშინ დატოვე, მარა უეჭველი უნდა ამოხვიდე.
-კაი მოვიფიქრებ რამეს.
-ხო, ეხლავე. წადი და დაელაპარაკე.
-აუ არა. მირჩევნია არ ამოვიდე, სხვა დროს მოვალ.
-მე დაველაპარაკო?
ალექსმა ამოიოხრა და ანუკის ოთახში გავიდა. ის ისევ საწოლში იცვა და ხელში ტელეფონი ეკავა.
-დროზე გაემზადე წყნეთში მივდივართ.
-არ მინდა. წადი შენ.
-მემგონი არ მიკითხავს, დროზე. თუ არადა წამოხვალ ეგრე.
-ვისთან მივდივართ?
-ჩემ ძმაკაცთან. იქ სხვა გოგოებიც იქნებიან და გაიცნობ, მოკლედ დროზე.
-ვრჩებით?
-ხო. გაერთობი, მერე იქიდან წავიდეთ აეროპორტში და...
-არ მინდა ჰავაიზე. სადმე სხვაგან წავიდეთ.
-ჰავაიზე უკეთესს რას მეტყვი?
-აქ დავრჩეთ და სადმე ქალაქგარეთ წავიდეთ.
-მეღადავები ხო? სად წავიდეთ ქუთაისში თუ ბათუმში?
-აი რატო მაინც და მაინც ქუთაისი და ბათუმი? გაუნათლებელი რო ხარ იმიტო გგონია რო ქუთაისში და ბათუმში არაფერი საინტერესო არ არი. გიყიდეს ალბათ შენც დიპლომი და კომპანიაშიც მამაშენის გამო მიგიღეს. წავიდეთ თუმდაც ბორჯომში.
-და შენ არ გიტყდება? თაფლობის თვეს სად ატარებსო რას იტყვიან?
-მაგრა , საკმარისია იმას რო ამბობენ რომ შენ გამოგყევი. ამაზე უარესს ვერაფერს იტყვიან. არ მინდა არსად წასვლა.
-კაი ვაფშე დავრჩეთ თუ გინდა. მეც მეზარებოდა იქ წასვლა.
-ხოდა ძაან კაი.
-გადასარევი.
-უკეთესი გადაწყვეტილება არ არსებობს.
-შევთანხმდით.
-შევთანხმდით.
ალექსი ოთახიდან გავიდა და კარი მოაჯახუნა. ანუკის გაეღიმა და გაუხარდა რადგან იმას მიაღწია რაც უნდოდა. გრძელსახელოებიანი შავი მაისური, შარვალი და თეთრი კეტები ჩაიცვა. შემდეგ თმები დაივარცხნა, ოდნავ მაკიაჟიც გაიკეთა, ზურგჩანთა მოიკიდა და ქვევით ჩავიდა.
-გამარჯობა. დიტო ხო?
-კი. როგორ ხარ?
-რავი ამის ხელში... შენ?
-იგივეს ვიტყოდი.
ალექსმა ანუკის ჩანთა გამოართვა და სამივე სახლიდან გავიდა. დიტო მანქანით იყო, მაგრამ ალექსმა ამდენი მანქანით რატო წავიდეთო ამიტომ დიტოს მანქანით წავიდნენ. გზაში კი რეზიმ დაურეკა.
-ან, როგორ ხარ?
-რავი.
-სად ხარ ეხა? რო მოვიდეთ შეილება თუ?
-წყნეთში ავდივარ, რამე მოხდა?
-არა, სანდროს უნდოდა შენი ნახვა, რაღაცა მოიფიქრა და.
-საღამოს დავურეკავ, თვითონ რატომ არ დარეკა?... ა მოიცა არ მიპასუხო. კაი რეზი, საღამოს დაგირეკავთ. ნინი თქვენთანაა?
-კი, ჩვენ საგურამოში ავდივართ ხვალ. ნინი ხო მიდის და...
-აუ ნინი ხვალ მიდის? სულ დამავიწყდა... აუ არ არსებობს.
-და მე ზეგ.
-კაი? ესე მალე ყველა?
-შენც ხო 1-2კვირაში მიფრინავ.
-ხო... ალბათ. აუ კაიიი, რამენაირად მოვახერხებ და ჩამოვალ ხვალ თქვენთან. კიდე ვინ მიფრინავს?
-სანდრო.
ანუკი წამით გაჩუმდა და დაფიქრდა.
-აჰამ... კაი. წავედი.შემდეგ კი გათიშა.
-ვინ იყო?-ალექსმა ისე იკითხა თითქოს მართლაც არ აინტერესებსო. უბრალოდ მოვალეობის მიზნით დიტოს წინ, თითქოს მართლა ანაღვლებდა ვის ელაპარაკებოდა ანუკი.
-არავის საინტერესოს.
-მაინც?
-გამოძიების ბიურო ხარ? მემგონი არა.
დიტომ რადიო ჩართო ბოლო ხმაზე, ამით ანიშნა ორივეს გაჩუმდითო. მთელი გზა მართლაც როგორც არ უნდა ნდომებოდათ რომ ერთმანეთთან ელაპარაკათ არ გამოსდიოდათ, თორე ისე დაჭამდნენ ერთმანეთს. როგორც იქნა მივიდნენ, ანუკიმ ზურგჩანთა აიღო და გადავიდა.
-კარს დავკეტავ.
-არა მეთითონაც დავკეტავ ალექსანდრე.
-კაი გაიწიე და მომეცი ზურგჩანთა.
-არაფერსაც არ მოგცემ, დამაკეტინე კარი. გაიწიე.
-გეყოფათ!-დიტოს უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ამათი ჩხუბი-ცოლ-ქმარს კი არა კატას და ძაღლს გავხართ. ხო იცით რო აქ ყველას ცოლ-ქმარი გონიხართ, მიიკერეთ ღიმილი და ერთი დღით მაინც მოიტყუეთ თავები რო ვითომ გიყვართ ერთმანეთი.
ამ დროს ვიღაც ბიჭები გამოვიდნენ ჭიშკრიდან.
-ვააა, ვაა რა ხალხ...-საბა ანუკის დანახვაზე გაჩუმდა. ანუკის კი გაეცინა.
-საბა? ეს შენი ძმაკაცია?-ანუკიმ სიცილი დაიწყო-რა დამთხვევაა არა?
***
ვიცი გვიან დავდეე. მაგრამ დრო არ მყოფნის დიდი თავების დასადებად. <3



№1  offline წევრი ))♡

მალე დადე რა აი ძაან კარგიიყოოო და მინდა გითხრა რომ ძალიანკარგი ხარ ძალიამ კაეგია რომ მესამე პირში წერ????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№2 სტუმარი გეგა

მალე დადე რა შემდეგი თავი ❤️კაი იყო

 


№3  offline წევრი blondeangel631

მალე დადე რა მაგარია

 


№4 სტუმარი მარიამ.იი

მალე დადეე <3

 


№5 სტუმარი გეგ

მალე დადე შემდეგი თავი რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent