ნებას გაძლევ ...სრულად...
"შენ როგორი სიყვარული გაქვს"-ო ხშირად გიკითხავს... მომიყევიო, გითხოვია... როდის შეგიყვარდა ან როდის გაიგეო... მოგიყვები... მე, შენ მოგიყვები... ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი ყოველთვის, ცოტა მტკიცე ხასიათით. ახლაც არ მიყვარს ისტერიკები, მაგრამ ჩემსას დავიცავ. ყველა ასე არ იქცევა? მითუმეტეს ჩვეულებრივი გოგო, ცოტა უცხოური სახელით. ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა... ვიგვიანებ, ისევ ვიგვიანებ. სწრაფად ვარღვევ ხალხის ტალღას და ვცდილობ მეტრომანი მონიტორს მოვარგო. ისევ ჯანდაბა... როდის უნდა ვისწავლო ანგარიშის შევსება.უნდა მოვტრიალდე და თანხა ჩავირიცხო, მაგრამ ჩემს უკან ხმა მაჩერებს -გაგატარებ, მიდი -არა, მადლობა. ჩავრიცხავ და მე თვითონ-ნახევრად ვტრიალდები და ოდნავ ვუღიმი, თუმცა უკვე მწვანედ ანთებული სენსორი მატყობს გასვლას, უცნობი კი ხელით მიბიძგებს გავიარო. მეც სხვა გზა აღარ მაქვს. თან ვიგვიანებ. -მადლობა-კიდევ ერთხელ ვეუბნევი, როცა უკვე ჩემთან ერთადაა -არაუშავს. მეც მქონია შემთხვევა... -თვალს მიკრავს და მიღიმის -თმებს ცალი ხელით ვისწორევ და უკვე წინ ვიხედები -გათხოვილი ხარ?!-ცოტა გაკვირვებას და ინტერესს ვგრძნობ -რა?! -დაბნეული ვუბრუნებ კითხვას, პასუხად კი ჩემს არათითზე მორგებულ ყვითელ რგოლებს უყურებს. ოდნავ სევდიანად მეღიმება და ბეჭედს ვუყურებ. -არა-ვამბობ ოდნავ ხმადაბლა.-ჩემი მშობლებისაა, მე...-ხმა მებზარება, მინდა ვუთხრა, რომ მათ სახსოვრად მაქვს, მათი ბოლო საჩუქარი... მამას ბეჭდის დიამეტრი დავაპატარავე და დედას ბეჭედს, ტყუპივით მივაბი. თითქოს ხვდება რისი თქმაც მინდა, მიყურებს და ოდნავ მიღიმის. მერე კი ისიც ოდნავ ხმადაბლა ამბობს -მეწყინებოდა, კი რომ გეთქვა-გამეცინა...მართლა გამეცინა. რაც იფიქრა იმ წამს, ზუსტად ეგ მითხრა. მერე მერე ერთად ვიყავით... სულ... ხანდახან ჩუმად მიყურებდა, მე კი მისი იდუმალი მზერის გამოცნობა მიჭირდა. თითქოს რაღაც მომენტებში ჩემს გამოცდას ცდილობდა. თავიდან მომწონდა, ვცდილობდი "ჩამებარებინა". კარგი გოგო ვყოფილიყავი. კაფეში გამაცნო თავის მეგობრები. გამახარა. მართლა მიხაროდა, ერთ ადგილას პატარა ბავშვივით ვცქმუტავდი. -გიორგი, ლაშა, სანდრო, კახაბერი-ჩამომირაკრაკა და თვალიც ჩამიკრა. ყველას ფართოდ გავუღიმე და სასიამოვნოთი შემოვიფარგლე. -ძალიან ლამაზი ხარ!-პირდაპირ მახარა გიორგიმ და ოდნავ გამიღიმა -მადლობა-ღიმილით ვუპასუხე და ლუკას გვერდულად, წამით გავხედე. ჩვეულებრივი სახე ქონდა, არაჩვეულებრივი ხმით. მესიამოვნა და უფრო ახლოს, რომ იტყვიან კნუტივით მივეტუზე. ხელი გადამხვია და საფეთქელთან მაკოცა. ხო, ვიცოდი რომ ლამაზი ვიყავი, არც ჭკუა ჩამომრჩებოდა, მაგრამ როცა ამას სხვა გეუბნევა, ეს ორმაგად სასიამოვნოა. მოგვიანებით სახლში მისულს კი ტელეფონზე შეტყობინება დამხვდა "შენ მარტო ჩემთვის იქნები ლამაზი" არ მესიამოვნა, მაგრამ იმ ლუდს დავაბრალე, რომელიც ბიჭებმა შეუკვეთეს კაფეში. ძალიან ტკბილი და ყურადღებიანი იყო, ოღონდ როცა მარტო ვიყავით. სხვასთან ერთად კი უბრალოდ მაკვირდებოდა. ახლა რომ ვუფიქრდები, ვერც ახლა ვხვდები პასუხს. ვერ ვუგებ, ვერც ახლა და ვერც მაშინ, მაგრამ იმ დროს თავს ვარიდებდი ასეთ ფიქრებს. "კარგია, რომ მე გიპოვე"-ო მეუბნებოდა. ყველაფერი კი ერთ უბრალო, მეგობრებთან ერთად შეკრებილ საღამოს დაიწყო ან იქნებ დამთავრდა?!... სანდროს თავისი შეყვარებული ყავდა თან, ლელა.ლაშას კი დაიკო, მარიამი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, რადგან ყველას ვიცნობდი და თან კარგად, მეც უფრო მხიარული, თავისუფალი ვიყავი, ოღონდ არ ვსვამდი -აუ გრეტა, რა წესია, ჩვენ ყველა ვსვავთ და შენ ვითომ რატომ?-ჩემს პირდაპირ მჯდარმა ლელამ ხელში წითელი ღვინის ბოკალი შეათამაშა -ლელუკა, ცუდად ვხდები-თქო, ვერ ვსვავ და ხომ ხედავ ხასიათს ისე გისწორებთ. რა პრობლემაა საყვარელო?-ღიმილით ვკითხე და მარიამს გადავხედე -ბევრს ვერც მე ვსვავ. ლელა ყველა შენისთანა ამტანი ვერ იქნება. შენ დალიე და ჩვენ დავთვრებით-გამხიარულებულმა შესთავაზა მარიამმაც. ვხუმრობდით, ვსაუბრობდით, ვიცინოდით და როგორც ყოველთვის ახლაც ჩემმა თმებმა არსებობა შემახსენა. ჯერ ურჩობა დაიწყეს და შემდეგ უკვე ნერვებზე თამაში. -აუ თმის სამაგრი არავის გაქვთ?-შეწუხებულმა მიმოვიხედე -სვაროვსკის თვლებით გინდა თუ?-ღიმილით მკითხა გიორგიმ -ოხ გიო... გოგოებო თვალის ან ტუჩის ფანქარი გეგდებათ ჩანთაში რა -მე მაქვს-ხელი აწია ლელამ და შემდეგ შემომხედა ხვეულ თმებზე.-გოგო ხარ და შენ რატომ არ გაქვს?-გაკვირვებულმა დაასკვნა და ფანქარი მომაწოდა. -უმაგისოდაც მშვენივრად გამოიყურება-აღნიშნა გიორგიმ და ლუკას გაუღიმა. ერთი ხელით თმები ავიწიე, მეორე ხელით კი ფანქრით დავიმაგრე. -აი ასე! ლუკა წამო ვიცეკვოთ?!-გვერდით მივუბრუნდი -როცა რაღაცას გთხოვს, თან ასე ბავშვურად, თვალებში ჭინკები უთამაშებს-ისევ ღიმილით აღნიშნა გიორგიმ-რეზერვში მიგულე -მე ლუკასთან ცეკვა მინდა. გიო შენ ნახე ის გოგო გიყურებს ზედმეტად დაჭინებით-თვალი ჩავუკარი და სიგარეტით ხელში მოთამაშე, წითელკაბიან გოგონაზე ვანიშნე.მერე კი ლუკას მივუბრუნდი- გთხოვ -გიოს ეცეკცე რა-თვალი ჩამიკრა და გიოს ანიშნა ადექიო,ისიც რა თქმა უნდა მაშინვე წამოდგა ფეხზე და ხელი გამომიწოდა. -თუ ლუკაჩო მიბრძანებს რა პრობლემაა-ხუმრობით აღნიშნა და გამიყოლა. არცერთი წამით სხვა გამოხედვა, შეხება, მოძრაობა არ მიგრძვნია ჩემს მიმართ. ვცეკვავდით უბრალოდ და სადად. მუსიკის დამთავრების შემდეგ კი სიმღერის სურვილმა ამიტანა და მიკროფონთან გადავინაცვლე. გერმანული სიმღერა ich will immer wieder dieses fieber spurn ვიმღერე. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი გიორგის მზერა არ მომცილებია, ისევე როგორც ლუკასი, მხოლოდ განსხვავება იყო ღიმილი, გიორგის სახეზე. ლუკა ისევ დაკვირვებას აწარმოებდა. არვიცი, აღარ მახსოვს როგორ,მაგრამ მე ისევ მიკროფონი მეკავა და ვცდილობდი გიორგის კითხვებზე მეპასუხა... -მოდით ახლა, ეს გოგო გავიცნოთ. ხომ გინდათ? ასე ლამაზად რომ გვიმღერა, თავისებურად გადაკეთებული და ყველას სიმპათია დაიმსახურა. ვინ ხარ შენ გოგონი გაგვეცანი-ხუმრობით გამიღიმა. ხალხს გადავხედე და მართლაც დავიჭირე მათი ცნობისმოყვარე მზერა. გულწრფელად გამეღიმა და გამიხარდა. -გრეტა პაქსაშვილი-თამამად გამოვაცხადე და დავაყოლე-არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი გოგონა-რევერანსი გავაკეთე და ფართოდ გავიღიმე -ახლა გვითხარი რა აზრის ხარ სიგარეტზე-ეს კითხვა რატომ დამისვა არვიცი მაგრამ როცა ჩემი გაკვირვებული მზერა დაიჭირა, განმიმარტა-ნუ დავუშვათ ბიჭი ხარ. შენი აზრი მართლა მაინტერესებს-ახლა კი დასერიოზულებულმა მკითხა -ნუ, ახლა მე გოგო ვარ და ვფიქრობ, რომ არ მომწონს. თუ დავუშვათ ვარ ბიჭი...-ცოტა დავფიქრდი და გავაგრძელე-ნუ არც მაშინ მომეწონებოდა მაგრამ თუ გავიცნობ გოგოს, რომელიც ეწევა და ეს გოგო სხვა რამით დამაინტერესებს, ნუ კარგი გაგებით, მაშინ თვალებსაც დავხუჭავდი. -ანუ შენს ცოლს უფლებას მიცემდი სიგარეტი მოეწია... -ჩემი ცოლი, ისევ დავუშვათ რომ ბიჭი ვარ, სიგარეტს ვერ მოწევს-მაშინვე ვიგრძენი გიორგის ფართო ღიმილი და მეც მსგავსად გავუღიმე. შემდეგ კი ჩემი ადგილისკენ გავემართე. - პირდაპირ, რომ გეთქვა, ეს გოგო არ მომეწონა, სიგარეტს რა ფორმით ეწევაო, არ შეიძლებოდა? -ლაშამ მხარზე ხელი დაარტყა და გაუღიმა. -არა... მარტო მაგან არ უშველა. -შენ რა იცნობ და იმიტომ მათქმევინე? შენ რა იცოდი მე რას ვიტყოდი?-ეჭვით ვკითხე. მხოლოდ გამიღიმა და სკამზე ზურგით მიეყუდა. -მოგეწონა სიმღერა? -ლუკას მისამართით ვთქვი და ალბათ გამცემდა პასუხს, უცნაური ხმაურით რომ არ შემოცვენილიყვნენ კაფე-რესტორანში დაუპატიჟებელი სტუმრები. სულ სამნი იყვნენ.ნიღბებით. ერთ-ერთს კი ხელში პატარა შავი ჩანთა ეკავა. ერთ მაგიდასთან მივიდა და რომელიღაც ქალბატონს რაღაც უთხრა, მან კი ხელზე დამაგრებული სამაჯური შეიხსნა, მეორე კი დიდი ხმით ღრიალებდა რომ უბრალოდ ადგილზე დავრჩენილიყავით. ჩანთიანი მამაკაცი დანარჩენებთან მივიდა და ისევ რაღაც გადაუჩურჩულა. ადვილი შესამჩნევი იყო გასვლას და წასვლას აპირებდა, მაგრამ უცბად ჩვენკენ გამოემართა, თვალს არ მაშორებდა, მე კი უკვე ტანში მცრიდა. ალბათ გაურკვევლობის ბრალი იყო რომ შიში არ მიგრძვნია. მხოლოდ დაბნეული ვიყავი მომხდარით. ლუკასკენ ამღვრეული მზერა მივმართე და უცნობიც გვერდით დამიდგა. -ჩამთაში ჩააგდე რაც გიკეთია!-მაშინვე თვალებში შევხედე, მუქი ნაცრისფერი, უფრო ქარვისფერი თვალები ქონდა. უხმოდ მოვიხსენი საყურეები და რატომ არვიცი, მაგრამ არც დამნანებია ისე ვისროლე ჩანთაში. ალბათ იმიტომ, რომ ქვეცნობიერად, უფრო ძვირფასი მინდოდა დამეცვა. -ესეც!-ბეჭედზე მიმითითა. კიდევ ერთხელ გამაცია,გავშრი. მზერა ლუკაზე გადავიტანე, რომელიც ალბათ მირჩევდა დავნებებულიყავი. ბეჭედს სველი თვალებით დავხედე და ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი -ამ რგოლებისთვის თავს შეგაკლავ!-კბილებში გამოვცერი. ჯერ დიდხანს ვუყურეთ თვალებში ერთმანეთს. შემდეგ კი მოულოდნელად ნიღაბი მოიხსნა. -ხელი არ ახლო-ბუნდოვნად გავიგე ლუკას ხმა... რასაც უცნობის სიცილი მოყვა. -არვიცი ვისი ხარ... მაგრამ ჩემი იქნები!-დახშული ხმით ჩაილაპარაკა და უკან, ერთი ნაბიჯით დაიხია -წადი შედი...-თვალები რომ დავიწმინდე, დავინახე ლუკას კედელზე ყავდა მიმწყვდეული. დანარჩენ ბიჭებთან კი უცნობები იდგნენ იარაღებით. -რაც სხვისია, შენი ვერასოდეს გახდება! გასაგებია?! დაივიწყებ! -სხვისია? შენ მზად ხარ ასეთი გოგოს გვერდით ყოფნისთვის? დავინახე და უკვე შეუძლებელია! დაიცავი თუ ძალა გაქვს, მაგრამ ისე არა რომ ჩაკეტო. მერე შენ დაიკარგები ამ ცხოვრებიდან, ამას უკვე მე გპირდები. მე პატიოსნად ვთამაშობ!-ირონიულად გაუღიმა და უკვე პოლიციის სირენის ხმაც და მათი ყვირილიც ბუნდოვნად გავიგე. აღარ მახსოვს შემდეგ რა მოხდა... მაგრამ მთავარი მოხერხდა. ლუკა შეიცვალა. მეც გამოვფხიზლდი. უფრო ძნელი, მაგრამ გაცილებით ცივი ყოფილა სხვა მხრიდან სიტუაციის დანახვა... შემდეგ მივხვდი, რომ ლუკა ეჭვიანი იყო! ის თავის მეგობრებზეც ეჭვიანობდა მაკვირდებოდა და მსჯიდა ისე, როგორც სამუზეუმო ექსპონატს. -გესიამოვნა იმ იდიოტის სიტყვები არა? ყველას თვალწინ დამამცირეთ ხვდები? ერთმანეთს თვალებით ეფლირტავებოდით. არ ხარ შენ ჩემი ღირსი. მართლა არ ხარ, მაგრამ იცი რა, არ გასიამოვნებთ და არ დაგშორდები. ჩემი იქნები...-ყვიროდა და ყველაფერს აქეთ-იქით ისვრიდა. არაფერი მითქვამს, ისევ სიჩუმე ვარჩიე. ვფიქრობდი უფრო გავამწვავებდი სიტუაციას და ალბათ ასეც იქნებოდა. ერთ-ერთ ჩხუბს კი გიორგიმ შემოუსწრო. გაიგონა როგორ მიმეორებდა და მამკობდა ათასი "ლამაზი" სიტყვებით. გიორგისთან ღალატს ბრალად მდებდა. მან გაათრია ნასვამი ლუკა და მირჩია საკეტი შემეცვალა. მართლაც შევცვალე, მაგრამ მისი მოღრიალე ხმა ყოველ ღამე ჩამესმოდა, ყოველ ღამე ძილს მიფრთხობდა და მდარაჯობდა. უკვე მელანდებოდა კიდეც. მისი კავშირების შესახებაც ვიცოდი, მე კი უბრალო გოგონა ვერაფერს გავხდებოდი. ფსიქოლოგთანაც კი გადავწყვიტე მისვლა მაგრამ იქაც კი მეშინოდა. მეგონა რომ ყველაფერი გიორგის მესიჯით დამთავრდა. "გრეტა მაპატიე, მშობლებს ვუამბე და საზღვარგარეთ წაიყვანეს. იმედია აღარ შეგაწუხებს. მაპატიე რომ ადრე არაფერი გითხარი" არაფერი მიპასუხია. მეგონა დამთავრდა... გაქრა... გამოიდარა... ერთადერთი რაზეც მადლობელი ვიყავი, ის იყო, რომ თავის ძალას არ ავლენდა. არვიცი რატომ... მაშინებდა?! ალბათ ფიქრობდა რომ ასე ყოველდღე მისი შიშით უფრო დავიტანჯებოდი. მეზიზღებოდა ლუკა, რადგან ასეთი აღმოჩნდა. მეზიზღებოდა ჩემი თავი, რადგან ასეთი ბრმა აღმოვჩნდი. მეზიზღებოდა ის უცნობი, რადგან ვთვლიდი, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო. ფსიქოლოგთან სიარული დავიწყე და ცოტა დავმშვიდდი. აღარ მეშინოდა ისე პანიკურად ყველა გამვლელის. თუმცა ღამე მაინც გვიან ვიძინებდი. ეს უკვე ჩვევადაც მქონდა. თითქმის ორ წელზე მეტი. ახლა უკვე კმაყოფილი ვიყავი ჩემი ცხოვრებით, სამსახური მქონდა და ჩემ თავსაც მე განვაგებდი. კარგად ვიყავი მანამ, სანამ ერთ ღამეს, კარზე კაკუნმა არ გამომაფხიზლა. დაზაფრული ავდექი, ხალათი მოვიცვი და კარამდე კანკალით მივედი. არავის ველოდებოდი, არავის ერთის გარდა. გარეთ გახედვისას ვერავინ დავინახე. უფრო შემეშინდა და აკანკალებული ხმით ძლივს წარმოვთქვი -ვინ არის? -გამიღე... ლუკა არ ვარ!-ვერ მივხვდი სხვა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. ალბათ გიორგი... სახელურს ხელი მოვკიდე და ნელ-ნელა გავაღე. ნახევრად არც მქონდა გაღებული, ოთახში რომ დაუპატიჟებლად შემოვიდა და კედელზე ამაკრა. მოულოდნელობით დაბნეულმა მზერა გვიან აღმიდგა. თუმცა უარესად შემეშინდა -არაფერი დამიშავო. გთხოვ...-ჩამწყდარი ხმით ვუთხარი და სახეზე ხელები ავიფარე. -ჩუ... -ხელები ნელა ჩამომაღებინა და თვალებში თავის ნაცრისფერებით შომხედა.-გრეტა... ჩემი გრეტა... -მეზიზღები... -ვინ გთხოვა შემიზიზღეო?-თბილი ხმით მომმართა -მე. ჩემით შეგიზიზღე-ცრემლიანმა ვეცადე გარკვევით მეთქვა -ახლა კი მე გაძლევ ნებას შეგიყვარდე!- სწრაფად მაგრამ მკაფიოდ მითხრა, ოდნავ დაიხარა და ტუჩებზე ოდნავ, სულ ოდნავ შემეხო... ... არ მახსოვს როდის შემიყვარდა... არც ის მახსოვს როდის გავიგე... მაგრამ ერთი ვიცი, მე ის არც არასოდეს მძულდა. არც კი მეშინოდა... არც მაშინ, როცა საყურე "ვაჩუქე" და არც მითუმეტეს მაშინ, როცა ჩემი ტყუპი ბეჭედი გავუყავი! ყველა "ბაჭიას" თავის პატრონი ყავს. ყველა ლამაზს თავისი სიმპათიური. და თუ შენ, არ ძალგიძს მისი სილამაზის სიყვარულით დაცვა, მაშინ სხვასაც ნუ დააყოვნებ! დღეს კი გეტყვი იმას, რაც არაერთხელ მითქვამს. მე შენ მიყვარხარ დედი... ჩვენ შენ გვიყვარხარ! _______ არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ მომენატრეთ :)))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.