შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გეი ბიჭის დღიურები თავი (3)


5-12-2017, 14:53
ავტორი konstantine13
ნანახია 3 391

გული გამალებით მიცემდა , იმ წამს ჩემს გულში და თავში ყველაფერი თავდაყირა დადგა, ერთი მხრივ შიში მიპყრობდა. მეშინოდა, რომ ვინმე გაიგებდა ამ ამბავს და თავს დამცირებულად და უხერხულად ვიგრძნობდი საზოგადოებაში. არმინდოდა, რომელიმე გამვლელს ჩემთვის ზურგს უკან დაეცინა, ჩვენი ქვეყნის მენტალობს და ზოგადად ჩვენს ქვეყნაში მცხოვრები ხალხის მსოფ მხედველობის არც თუ ისე განვითარების გამო. მეორე მხრივ ვფიქრობდი, სამყაროს შევერკინებოდი ჩემი გრძნობების და პირადი უფლებების დასაცავად და სულ დავიკიდებდი სხვის დამოკიდებულებას ჩემდამი. მისი ერთი გამოხედვაც კი მაბრუებდა, დაკვირვების შედეგად მივხვდი, რომ ისიც ამავეს გრძნობდა ჩემს მიმართ, მაგრამ ორივე ვისხედით ჩუმად და ლუდს ვსვამდით ერთმანეთის თვალებით ჭამის მიუხედავად.
მისი ლაპარაკი, ღიმილი და სუნთქვაც კი მამშვიდებდა, თავს ისე ვგრძნობდი თითქოს სამყაროში ყველა ქრებოდა მე და საბას გარდა. ასე გრძელდებოდა, რამოდენიმე დღე, სახლისგან მოშორებით ბიჭთან ვატარებდი დიდ დროს და სულაც არ ვფიქრობდი რა მოხდებოდა ხვალ, ზეგ, ერთი კვირის ან თუნდაც ერთი თვის შემდეგ. იმ მომენტში თავს ბედნიერედ ვგრძნობდი, რადგან ვიპოვე ის ადამიანი ვის გვერდითაც თავს იმაზე უკეთ ვგრძნობდი ვიდრე, რომელიმე ადამიანთან ჩემი ცხოვრებიდან. ფიქრის დროც კი არ მინდოდა მქონოდა, მხოლოდ მის გვერდით ყოფნაც კი იმდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნდა სამყაროსთან შიშველი ხელებით შებრძოლებაზეც კი არ ვიტყოდი უარს, ამ გრძნობის შესანარჩუნებლად.
რასაკვირველია, ჩემმა ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ ძმაკაცთან ვიყავი ეს დღეები, მისი მშობლების საზღვარგარეთ წასვლის გამო. მეგობრებმა იცოდნენ, გოგოსთან ვრჩებოდი, ხოლო სკოლაში იცოდნენ, ოჯახში არსებული პრობლემის გამო მიწევდა გაკვეთლების გაცდენა. ხალხისგან შორს და მათ დასანახად ბედნიერების პიკს მიღწეულები ვერ ვაცნობიერებდით ვერაფერს, მხოლოდ ერთი რამის გარდა , რომ ჩვენ მოგვწონდა ერთად ყოფნა. თუმცა ჩვენდაუნებურად, ჩვენს დაუკითხავად ეს მოწონება საჭიროებაში გადაიზარდა, ჩვენ გვჭირდებოდა ერთად ყოფნა.
მარკეტში ჩასვლისასაც კი მივყვებოდით ერთმანეთს უკან, რამოდენიმე წუთის უერთმანეთოდ ყოფნის თავიდან ასარიდებლად.
თუმცა მოვიდა დრო სახლში მისვლის, რა თქმა უნდა, დეიდის გაუთავებელი რეკვების ნერვიულობის გამო. არვიცოდი სიმართლე, რომ გითხრათ მეშინოდა მისგან შორს ყოფნის დროს რას გავაკეთებდი? რას ვიგრძნობდი?
სახლში მისვლისას ვერაფერს ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი ეს დროებითი იყო და მალე ისევ ვნახავდი საბას. დეიდის მონატრებამაც შემომიტია 3 საათი გაუჩერებლად ვლაპარაკობდით და განვიხილავდით გასული დღეებში ჩვენს ნამოქმედარს, თუმცა მე მოვიტყუე, სიმართლე იმაზე უკეთ დავმალე ვიდრე ჩემი სიგარეტზე დამოკიდებულების ფაქტი წინა წელს.
საღამო ხანს მე და საბამ ცოტა ტელეფონზე ვილაპარაკეთ მოვუყევი რაც მოხდა, ანალოგიურად მანაც მომიყვა რას აკეთებდა მთელი დღის განმავლობაში. დაწოლა, რომ გადავწყვიტე ტელეფონზე მივწერე რომ სულ მოუთმენლად დაველოდებოდი გათენებას და მის ისევ ნახვას. თუმცა საწოლში ბევრი ტრიალის შემდეგ მივხვდი რომ ძილის მცდელობის გაგრძელება აღარ მინდოდა, შინაგანად მეწვოდა ყველაფერი, მონატრების მეტს ვერაფერს ვგრძნობდი აუტანელი გახდა ეს ჩემთვის.
-ტაქსის გამოძახება მინდა თუ შეიძლება.
მომზადებაში ბევრიდრო არ დამიკარგავს .
ღამის 4 საათი იწყებოდა ტაქსი ჩემი სახლის წინ, რომ ჩამოდგა. თუმცა არ მინდოდა დეიდას ენერვიულა და წერილიდავწერე.
-არ ინერვიულო დილით ადრე გავედი სახლიდან.- დიდად არმახარებდა, რომ ვიტყუებოდი მაგრამ ამაზე ნაკლებად მეფიქრებოდა.
ტაქსიში ჩავჯექი,გზაში 24 საათიან მაღაზიაში გავჩერდი, ლუდი, სიგარეტი და საჭმელი ვიყიდე. მის კარზე 10 წუთი კაკუნის, ჩემი გულის გამალებით ცემის და ნერვების მოშლის შემდეგ, როგორც იქნა საბას ფეხის ხმა მომესმა კარის უკნიდან.
- ხომ არ გაგაღვიძე?
სიმართლე რომ გითხრათ საკმაოდ უაზრო კითხვა დავსვი და ბევრიც ვიცინეთ, რადგან ვუყურებდი როგორ იდგა პირსახოც შემოხვეული სველი თმით ჩემს წინ, ალბათ ნერვიულობის გამო ვიკითხე ეს . ძლიერად მოვხვიე ხელები და ვაკოცე.
- ვერ დავიძინე და ბოლოს წყლის გადავლებით დროის გაყვანა ვცადე. - საბამ მოწყენილი ხმით მითხრა.
ლუდი გავხსენი და დალევა დავიწყეთ. მაგრამ მოვიწყინე , რაღაცის გაკეთების სურვილი გამიჩნდა, ისეთი რაც დამამახსოვრდებოდა, ან ისეთი რამ რაც აქამდე არ გაგვიკეთებია . ვფიქრობდი და მოულედნელად, ფიქრებიდან საბას ხმამ გამომარკივია.
- მოდი სახურავზე ავიდეთ და ვარსკვლავებს ვუყუროთ.
ამის თქმის გარდა მისგან ყველაფერს მიველოდებოდი. ჩავიცვით და სამაშველო კიბით სახურავზე ავედით. ვუყურებდით ვარსკვლავებს , ერთი ორმა თვითმფრინავმაც გადაგვიფრინა, მას ჩემს მხარზე ედო თავი და ალბათ შეწუხებული იყო ასეთი დარტყმებით ჩემი გულისგან. ვკოცნიდი, თმაზე ვეფერებოდი და ვნატრულობდი, რომ არასოდეს გათენებულიყო, მაგრამ მზის პირველი სხივების კანზე შეხებამაც გავლენა იქონია ჩვენზე.
31 დეკემბრის დილა გათენდა. მზის სხივები ღრუბლებს მიღმა, იცდიდნენ და ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდნენ სასტუმროს ფანჯრებში შემოსაღწევად, რომ თავს დაგვსხმოდნენ და ჩვენს კანზე ნაზად ეფარფატათ, თუმცა მე ის უფრო მაკვირვებდა თეთრი ფიფქები, რომ ეცემოდნენ დედამიწას ისე ძლიერად, თითქოს არასოდეს გაქრებოდნენ და ნიადაგს სამუდამოდ დაამჩნევდნენ თავის კვალს. საწოლზე მწოლიარე მე და საბა ამ სანახაობით ვტკბებოდით მისი სახლის ფანჯრიდან.
რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრების გარეშე ახალი წლის დადგომა არ მინდოდა, ამიტომაც საბას ვთხოვე. დაერეკა თავისი მეგობრებისთვის მე ჩემს მეგობრებს დავურეკავდი და სადმე ერთად შევხვედროდით ამ მშვენიერ დღეს. საბას დიდად არ უყვარდა ხალხმრავლობა ჩემთან ერთად შეხვედრაც კი საკმარისი იყო მისთვის, ეს სახეზეც შეეტყო. ამის მიუხედავად მან თავის მეგობრებს ეს იდეა გააცნო მე ჩემს მეგობრებს და საღამოს 11 საათზე იმ ადგილის მისამართი მეგობრებს გავუზიარეთ სადაც მოუთმენლად დაველოდებოდით ახლი წლის პიველი დღის დადგომას. საერთო მსჯელობიდან გამომდინარე მე და საბა მეგობრები ვიყავით, მათთვის რადგან არ მინდოდა ეს გაეგოთ ჩემს მეგობრებს. იმის მიუხედავად , რომ ჩემი მეგობრები ჩემთვის ძვირფასები არიან დასულ გვერდში მიდგანან. მაინც მგონია, რომ ჩემი და საბას არჩევანს ვერ გაიგებდნენ, შესაძლოა გაეგოთ კიდეც მაგრამ ამ ეტაპისთვის ყველაფერი ისე მინდოდა დარჩენილიყო როგორც იყო.
გვინდოდა რაღაც განსხვავებულად დაგვეწყო ახალი წელი, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი აზრები ერთმანეთს ხშირ შემთხვევაში ემთხვეოდა, გადავწყვიტეთ ორივეს ჩაგვეცვა სმოკინგები პირველად ცხოვრებაში და განსხვავებულობასაც ასე გამოგვეხატა, მაღაზიაშიც ერთად წავედით და სხვადასხვა ფერის სმოკინგები მოვიზომეთ ბოლოს ორივემ არჩევანი შავ ფერზე გავაკეთეთ. მაღაზიებიდან ჩემთან წამოსვლა ვთხოვე საბას მინდოდა დეიდაჩემს გაეცნო ის, თუმცა როგორც მეგობარი და არა ჩემი შეყვარებული.
სახლში მისვლისას დეიდაჩემს საბა ძალიან მოეწონა ჩემზე ბევრი კითხვები დაუსვეს ერთმანეთს, ილაპარაკეს, შემდეგგ ერთადაც ვიცინეთ დეიდამ რღათქმაუნდა გამზადება დაიწყო, არასოდეს ვხვდებოდით სახლში ახალ წელს ამიტომაც ჩვენი სახლი 31 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მიტოვებული სახლის სტატუს წელსაც შეინარჩუნებდა. ჩვენც დავიწყეთ მომზადება წასასვლელად, სოფო (დეიდა) ცოტა მალე გავიდა სახლიდან ამიტომაც, სანამ ჩავიცვამდით ცოტა, შიშვლებმა ვიარეთ, ვიცეკვეთ დავლიეთ და ბოლოს ჩავიცვით. ტაქსიც მოვიდა სახლთან და წასვლისას ღრმად ჩავისუნთქე, იმედი მქონდა ჩემს მეგობრებს საბა მოეწონებოდათ და დღევანდელი საღამოც მშვიდად ჩაივლიდა. როგორც ყოველთვის გავლისას მეგობრებისთვის საჩუქრების საყიდლად მძღოლს მანქანის გაჩერება ვთხოვე,შევარჩიეთ საჩუქრები საბასთვისაც ვიყიდე რაღაც მისგან მალულად და დაგვიანებით მივედით დანიშნულების ადგილას 12 ის ნახევარი იქნებოდა დაახლოებით.
საბას თავისი სასიამოვნო ლაპარაკით, მანერებით, განათლებით და სიმპათიურობით ჩემი მეგობრებისთვის თავის მოწონებას ახერხებდა, ანალოგიურად მე მის მეგობრებზე შთაბეჭდილებებს ვახდენდი, ასე მოვაგროვეთ 12 ადამიანი მე და საბამ. დათვლა დაიწყო 10 წამში ის მშვენიერი წუთები დადგებოდა მთელი წლის განმავლობაში, რომ ველოდით. როგორც ხდება ხოლმე ფეიერვერკების ხმა მთელს ქალაქში ისმოდა, ქუჩებში დენთის და გოგირდის სუნი სასიამოვნოდ მხვდებოდა ცხვირზე. საჩუქრების გადაცემის დრო,რომ მოვიდა მე დავურიგე ჩემს მეგობრებს საჩუქრები, ასევე საბას გადავეცი თავისი კუთვნილი საჩუქარი, თუმცა მასაც არ დაუხევია უკან და მანაც მომცა საჩუქარი. გახსნისას იმდენი ვიცინეთ, ცრემლების შეკავებასაც ვეღარ ვახერხებდით, დამთხვევების არ მჯეროდა თუმცა ორივემ მალულად, ერთმანეთს ერთი და იგივე მაღაზიაში, ერთი და იგივე ზედა ვუყუდეთ. ჩემი მეგობარი მეგის თვალები დღემდე კარგად მახსოვს მე და საბას რო გვაშტერდებოდნენ, იმედი მქონდა რომ ვერაფერს ხვდებოდა. მაგრამ ამაზე უარესს არაფერს მოველოდებოდი მისგან.
-კონსტანტინე! შენი მეგობარი საბა მომეწონა და შეყვარებული ხომ არ ყავს?
-არვიცი მას შეეკითხე.- ამის თქმისას თვალები ამიწყლიანდა.



№1  offline წევრი Mariam Shengelia_3

ძალიან მიხარია რომ ყოველი თავი უფროდაუფრო დახვეწილი გაქვს! განვითარება იგრძნობა ნაწერში.
რაც შეეხება ისტორიას მეგის ნუ გადამამტერებინებ იცოდე :დდდ
მომწონს ძალიან♡ ველი შემდეგ თავებს♡

 


№2  offline წევრი konstantine13

Mariam Shengelia_3
ძალიან მიხარია რომ ყოველი თავი უფროდაუფრო დახვეწილი გაქვს! განვითარება იგრძნობა ნაწერში.
რაც შეეხება ისტორიას მეგის ნუ გადამამტერებინებ იცოდე :დდდ
მომწონს ძალიან♡ ველი შემდეგ თავებს♡

დიდი მადლობა ასეთ კარგი შეფასეისთვის. ვეცდები უფრო დავხვეწო და თავებიც გავზარდო. <3 <3

 


№3  offline წევრი kaisha13

monewona zaliaan,dasasruli ki raiyo ees?misi acremlebuli tvalebi ici rogor gulze momxvdaa?

 


№4  offline წევრი konstantine13

kaisha13
monewona zaliaan,dasasruli ki raiyo ees?misi acremlebuli tvalebi ici rogor gulze momxvdaa?

ცოტა ინტერესი მინდა დავტოვო დასრულების დროს :დ დიდი მადლობა, რომ მოეწონა. <3

 


№5  offline მოდერი pekhshvela

ისევ და ისევ მომწონს ძალიან. უფრო მეტად დახვეწილია და ასე გააგრძელე. ველი შემდეგს heart_eyes

 


№6  offline წევრი konstantine13

Nene Mariamidze
პირველად ვკითხულობ მოთხრობას (არამრტო) გეებზე, თან უფრო საკვირველი ისაა რომ ქართველის მიერ დაწერილს.(პს.რამდენი წლის ხარ??) ჯერ-ჯერობით ასეთი სტილის მოთხრობებს არავინ არ წერს ქართველებიდან, ძირითადად მათი ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულების გამო, რაც სამწუხაროა, მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ძაან ფანატურად განწყობილი ჰომოსექსუალების მიმართ (ჰომოფობი არ გეგონო:დდ) ლესბოსელებზე წამიკითხავს, ოღონდ ინგლისურ ენაზე და გამონაკლისების გარდა ძაან "რაღაცნაირი" არაა. ამ დღიურს რაც შეეხება, არ ვარ დარწმუნებული, რომ რეალურადბ მომხდარ ამბავს მიყვება, თუმცა მგონია რომ ვიღაცის ფარულ ტკივილს ასახავს ვინც ან გრძნობას წერით იკლავს, ოდნავ მაინც. ბოლომდე მინდა, რომ პატიოსანი ვიყო და იმასაც გეტყვი, რომ კონტატინე შენ მგონიხარ, ალბათ შენც კონსტატინე რომ გქვია. ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული. კარგი ბიჭი ხარ, კარგად წერ და წარმატებებს გისურვებ. კონსტატინე - სახელი მეც ძალიან მომწონს. გულწრფელი წარმატებები♡♡

დიდი მადლობა შეფასებისთვის, ამ ისტორიის ხიბლიც ეგაა, რომ ბევრ კითხვას და ბევრ აზრს აჩენს , მადლობა ისევ და ისევ .

pekhshvela
ისევ და ისევ მომწონს ძალიან. უფრო მეტად დახვეწილია და ასე გააგრძელე. ველი შემდეგს heart_eyes

მადლობა დიდი ასეთი შეფასებისთვის , მალე დავდებ შემდეგ თავს. ❤️

 


№7  offline წევრი Gotham

#არა ჰომოფობიას!!!
როგორ მიხარია ამ თემის დემონსტრაცია ვინღაცამ მაინც რომ გაბედა. მახსოვსს ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პატარა ისტორია,უფრო ჩანახატი,სადაც საუბარია გოგოზე რომელსაც თავისივე სქესის წარმომადგენელი მოეწონება,ამას უმეტესობისგან ისეთი მძაფრი და არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა და ზოგადად ამ თემის განხილვას ხალხი გაურბის ან ზიზღით უყურებს.ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მდგომარეობაა როგორც ნატურალიზმი.მადლობა რომ სწორედ ამ საკითხს შეეხე და ისტორიის დაწერა გადაწყვიტე.
პირველი თავი იმდენად პატარა და შეცდომებით სავსე იყო სხვა ისტორია რომ ყოფილიყო შევწყვეტდი კითხვას,მომდევნო ორ თავში მეტ-ნაკლებად დაიხვეწე.
"-კონსტანტინე! შენი მეგობარი საბა მომეწონა და სეყვარებული ხომ არ ყავს?
-არ ვიცი მას შეეკითხე-ამის თქმისას თვალები ამიწყლიანდა." გულში რაღაც ჩამწყდა.ყველაზე ცუდი მომენტია)) უფრო მეტ ემოციას ველი,იმედი მაქვს ასე სისტემატიურად გააგრძელებ დადებას,გელოდები მე შენ <3

 


№8  offline წევრი leandra jerrard

გულწრფელად გეტყვი, ჯერ არ დამიწყია კითხვა, დრო ვერ გამოვნახე.. მაგრამ დამაინტერესა ძალიან, აქტუალური თემაა... ჰომოფობების მიმართ ნეგატიურად ვარ განწყობილი, თუმცა სიმართლე გითხრა არ მესმის ჰომოსექსუალების, მაინტერესებს მათი თვალით დანახული სამყარო როგორია, რას გრძნობენ, რას განიცდიან და ა.შ... და კიდევ, რადგან ანონიმურად წერ, თავს მივცემ უფლებას გკითხო, საკუთარ თავზე წერ?

 


№9  offline წევრი konstantine13

Gotham
#არა ჰომოფობიას!!!
როგორ მიხარია ამ თემის დემონსტრაცია ვინღაცამ მაინც რომ გაბედა. მახსოვსს ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პატარა ისტორია,უფრო ჩანახატი,სადაც საუბარია გოგოზე რომელსაც თავისივე სქესის წარმომადგენელი მოეწონება,ამას უმეტესობისგან ისეთი მძაფრი და არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა და ზოგადად ამ თემის განხილვას ხალხი გაურბის ან ზიზღით უყურებს.ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მდგომარეობაა როგორც ნატურალიზმი.მადლობა რომ სწორედ ამ საკითხს შეეხე და ისტორიის დაწერა გადაწყვიტე.
პირველი თავი იმდენად პატარა და შეცდომებით სავსე იყო სხვა ისტორია რომ ყოფილიყო შევწყვეტდი კითხვას,მომდევნო ორ თავში მეტ-ნაკლებად დაიხვეწე.
"-კონსტანტინე! შენი მეგობარი საბა მომეწონა და სეყვარებული ხომ არ ყავს?
-არ ვიცი მას შეეკითხე-ამის თქმისას თვალები ამიწყლიანდა." გულში რაღაც ჩამწყდა.ყველაზე ცუდი მომენტია)) უფრო მეტ ემოციას ველი,იმედი მაქვს ასე სისტემატიურად გააგრძელებ დადებას,გელოდები მე შენ <3

დიდი მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის #არა ჰომოფობიას!! რათქმაუნდა. არც ვაპირებ შეწყვეტას და როგორც შევძლებ ესევ დავდებ ახალთავებს. მადლობა <3 <#

leandra jerrard
გულწრფელად გეტყვი, ჯერ არ დამიწყია კითხვა, დრო ვერ გამოვნახე.. მაგრამ დამაინტერესა ძალიან, აქტუალური თემაა... ჰომოფობების მიმართ ნეგატიურად ვარ განწყობილი, თუმცა სიმართლე გითხრა არ მესმის ჰომოსექსუალების, მაინტერესებს მათი თვალით დანახული სამყარო როგორია, რას გრძნობენ, რას განიცდიან და ა.შ... და კიდევ, რადგან ანონიმურად წერ, თავს მივცემ უფლებას გკითხო, საკუთარ თავზე წერ?

არმინდა ცუდად გამიგო, მაგრამ დიდი ბოდიშის მოხდით მირჩევია მკითხველმა თავად წამოიდგინოს და შეიქმნას შთაბეჭილება ამ ისტორიის შესაებ ნამდვილია თუ არა. მადლობა დიდი რომ დაგაინტერესა ამ ისტორიამ <3 <3

 


№10 სტუმარი ნოუ დრამალამა

რამდენი წლის ხარ?

 


№11  offline წევრი konstantine13

ელპინი
აუ, აი, ბოლოს ჩავძაღლდი, ბათ...
კარგი გაგებით, რა თქმა უნდა.
დედა, რა იყო ეს?!
აშკარად გეტყობა დახვეწილობა, მაგრამ მაინც გააბანალურე, რა.
ძაან მარტივად და ძაან თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ ეგ არაფერი.
მთავარი წინაა.
მე ვხვდები თანდათან შენზე ყველაფერს, მგონი და არც ვცდები, თან.
წარმატებები.

დიდი მადლობა და ბანალურობას აუცილებლად აღმოვფხვრი ❤️მადლობა დიდი ❤️

ნოუ დრამალამა
რამდენი წლის ხარ?

ჩემი ასაკი გარკვევით ეწერაისტორიაში, მაგრამ 18 ის ვარ.

 


№12 სტუმარი სტუმარი თაკო

როდის დადებ?

 


№13  offline წევრი konstantine13

სტუმარი თაკო
როდის დადებ?

საღამოს ❤️

 


№14 სტუმარი gio

მოგიტყან დედის . ყველა პიდარასტი მოსაკლავია სათითაოდ.

 


№15 სტუმარი ერეკლ

მოგიტყან დედის ხახა

 


№16  offline წევრი konstantine13

MoonLady
ჰეჰეე, რა სასიამოვნოა მსგავსად კითხვა :3 მე ლესბებზე მაქვს ისტორია ^-^ იგრძნობა რომ დაიხვეწება. ერთბაშად წავიკითხე სამი თავი და ჩამითრია. ალბათ იმიტომაც, რომ მსგავსზე მეც მიწერია და მაინტერესებს რას და როგორ განავითარებ. შენი წერის სტილის ჩათვლით :3

მადლობა დიდი იმედი მაქვს მოგეწონება <3

ერეკლ
მოგიტყან დედის ხახა

gio
მოგიტყან დედის . ყველა პიდარასტი მოსაკლავია სათითაოდ.

მერე გამოვა ვინმე და ჩვენს მენტალობას, რას ერჩიო ფაქტიც სახეზეა.)) ) :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent