შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე შანსი (II)


5-12-2017, 17:17
ავტორი The Dreamer
ნანახია 5 859

-ახლა,რა იქნება?.. გამაგდებ?-ტუჩზე ვიკბინე და ალბათ ისეთი გამომეტყველება მქონდა რომ შევეცოდე.
-ჯერ-ჯერობით არა!-მითხრა და მანიშნა გავსულიყავი...
ქათამი...-გავიფიქრე და გარეთ გამოვედი.მაშინვე ანა დამეტაკა რამოდენიმე გოგოსთნ ერთან,რომლებიც გამომწვევად მიცინოდნენ და ჩემგან რაღაცას მოელოდნენ ,თუმცა რას არ ვიცი.. მოუთმენელმა ანამ დაიწყო..
-აბა...-წარბები აათამაშა და მომშტერებოდია,როდის დამცდებოდა რამე
-აბა?-ვერ მივხვდი ჩემგან რას მოელოდნენ.-რა გინდათ?-ვიკითხე ბოლოს
-საიდან იცნობ ბატონ სანდროს?-მკითხა მარიმ
-თქვენს შორის რამე ხდება?-დაამატა კითხვა ლანამ
-ნუ შემჭამეთ..-ცოტა ხმამაღლა ვუთხარი და ანას ხელი გავაშვებინე.-რა უნდა ხდებოდეს?თანაც გამორიცხულია ასეთ იდიოტთან საქმე დავი...-სიტყვა გამაწყვეტინა სიმპათიურმა ექიმმა,რომელიც სამზარეულოში იდიოტთან ერთად შემოვიდა.
-გამომყევი!-მისი ეს ტონი მიუთითებდა ჩემი სამსახურიდან მალე წასვლის შესახებ.მეც მაშინვე უკან გავყევი და კაბინეტში შევედით.-შენი სახელი არ ვიცი..
-მე.. მე ადელინა ვარ.
-ადელინა,სათქმელს მოკლედ გეტყვი და იმედია არ მიწყენ.-მისი ჩაღიმება,ეს საოცრება იყო,გავიფიქრე, ნუთუ ყველა ექიმი ასეთი სიმპათიურია ამ კლინიკაში.-ძალიან კარგი გოგო ხარ,მაგრამ შენი ვიზუალისთვის სამსახურში არავინ გაგაჩერებს,თუკი შენს უფროს და ჩემს პარტნიორს პატივს არ სცემ სხვა თანამშრომლებთან.-საუბრისას მიხვდა რომ საკმარისზე მკაცრად ჟღერდა მისი ნათქვამი.-რომ გაწყენინებს ჩემთან გალანძღე არ დაგაბეზღებ.-ამ სიტყვებზე ორივეს გაგვეცინა
-მაპატიეთ, მე თავი ვერ მოვთოკე.ბატონმა სანდრომ ალბათ გიამბოთ რაც მოხდა და საკადრისი სიტყვებითაც შემამკო.ის ისეთი მკაცრი ადამიანი და თან...
-დიახ ის რთული პიროვნებაა.ეცადე რასაც გეტყვის გააკეთო ზედმეტი კითხვების გარეშე.-გამაწყვეტინა ისევ სიტყვა.
კარზე კაკუნის ხმა გაისმა და ანამ შემოაღო,მითხრა ბატონი სანდრო გეძებსო.
სანდროს კაბინეტისაკენ მიმავალი ვფიქრობდი,დედაზე.. რა მოხდებოდა მასაც ასე გამართლებოდა და ცოცხალი ყოფილიყო,მამაც პარალიზებული ეტლს არ იქნებოდა მიჯაჭვული.მასზე დარდი ალბათ მთელი ცხოვრემა მექნება.გული დამიმძიმდა,სუნთქვა შემეკრა და თვალები ამიცრემლიანდა.
უცებ თვალების წმენდისას ვიღცას დავეჯახე და უკან დავვარდი იატაკზე.-ისევ სანდრო-გავიფიქრე და წამოდგომა ვცადე.მაშინვე ჩემს დასახმარებლად დაიხარა ,თან საოცრად გამიღიმა,ალბათ მომეჩვენა ზუსტად ვერ ვიტყვი.
-ადელინა რა გჭირს?-ცნობის მოყვარე მზერა მომაპყრო.-დღეს თავი დაარტყი,წამომყევი გამოკვლევაზე.-ხელი წამავლო და სცადა წავეყვანე კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე.
-მაპატიეთ ბატონო სანდრო,საჭირო არაა.-მისი ხელი სასწრაფოდ მოვიცილე.-დღეს ცოტა გაღიზიანებული ვიყავი,ბოდიშს გიხდით უხეშობისათვის.
-მგონი შენ მართლა არ ხარ კარგად.-ახლა კი ნამდვილად გამიღიმა და კიდევ ერთხელ შემათვალიერა.გოგონები,რომლებიც ცოტახნის წინ სანდროს დესპოტობაზე და კანიბალიზმზე მესაუბრებოდნენ დაჭყეტილი თვალებით ახლა ჩვენ გვიყურებდნენ.-დილით კრეტინი იდიოტი თუ იდიოტი კრეტინი ვიყავი და ახლა ბატონი სანდრო ვარ? -ვერ გავარკვიე ცინიზმით მითხრა თუ არა.-წამოდი ჩემთან კაბინეტში იმუშავებ.-ხელი ისევ მაგრად ჩამავლო და კაბინეტში შემათრია.
დოკმენტები ერთმანეთში იყო არეული, „მიბრძანა“ ისინი დამეწყო და კიდევ ათასი საქმე,რომელსაც ალბათ ხვალ დილამდე ვერ მოვრჩებოდი.თანაც ექიმის რჩევაც მოაყოლა „თავი არ გადაიღალო,ეცადე დაისვენო“.ალბათ დამცინის კიდეც.. არ ვიცი მას რა უნდა ვუწოდო,მაგრამ ზუსტად ვიცი,რომ კანიბალი არ არის,არც დესპოტი.. გულის სიღრმეში კარგი უნდა იყოს...
სახლში გადავრეკე და დიდას ვუთხარი,რომ ვერ მივიდოდი... მუშაობაში დამათენდა და იქვე მდგარ დივანზე ჩამეძინა.
შუბლზე შეხება ვიგრძენი და მაშინვე საუბარი დავიწყე.
- დღეს აღარ წავალ იქ,საშინელი უფროსი მყავს...არც კი ვიცი სახლში როდის მოვედი.-ვთქვი თუ არა მაშინვე თვალები „დავჭყიტე“ გამახსენდა სახლში საერთოდ რომ არ წავსულვარ.
დივანზე ჩამომჯდარი სანდრო დავინახე,რომელსაც მომღიმარი სახით მიყურებდა.არ ვიცი ჩემი სიტყვების გამო,თუ კიდევ რამე მოხდა.მეგონა სიზმარს ვხედავდი.
-ასეთი საშინელია შენი უფროსი?-ტუჩებს ვიკვნეტდი,არ ვიცოდი რა მეთქვა.შემდეგ მზერა ჩემს ტუჩებზე გადაიტანა.-ეგრე ნუ აკეთებ.
-რას?-შეშინებულმა ვკითხე.სანდრო დივნიდან წამოდგა თითქოს ყურადღების გადატანას ცდილობდა.
-აი რასაც აკეთებ.- პიჯაკი გაიძრო და ექიმის ხალათი მოიცვა.-კარგი დაივიწყე.. ბავშვები გიყვარს?-ეს კითხვა ძალზე მოულოდნელი იყო ჩემთვის.
-დიახ ... მაგრამ...- დავიბენი,ვერ მივხვდი რა კავშირში იყო ბავშვები
-კარგია,მაშინ მაწყობს...-თავისთვის ჩილაპარაკა,მაგრამ გავიგონე.-მისამართს მოგცემ და იქ წახვალ,პატარა ბავშვია დღეს მას მიხედავ.-თქვა თუ არა ოთხიდან გავიდა
ვერ გავიგე სად უნდა წავსულიყავი და ვისი ბავშვისთვის უნდა მომევლო,ან მე როგორ უნდა მომევლო ბავშვისთვის...
რამოდენიმე წუთის შემდეგ ტელეფონზე მესიჯი მოვიდა,სადაც მისამართი ეწერა.იძულებული ვიყავი წავსულიყავი,თუმცა წასვლა არ მინდოდა.. ასე ხომ სანდროს ვერ ვნახავდი მთელი დღის მანძილზე..
თავს ვერაფერს ვუხერხებდი,რა მჭირდა? პირველად გუშინ ვნახე და მაშინვე ავითვალწუნე,მაგრამ დღეს მინდოდა სულ მის გვერდით ვყოფილიყავი.. უფრო სწორად მისი ღიმილისათვის მეცქირა.ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია? ვერ იტანდე ადამიანს,მაგრამ გიყვარდეს მისი ღიმილი? იმასაც კი ვერ ვხვდებოდი რატომ ვერ ვიტანდი სანდროს.. სრულიად უმიზეზოდ ადამიანის ამოკვიტება ზოგადად არ მჩვევოდა.-საკუთარ ფიქრებებშიც კი არ ვიყავი დარწმნებული.
ზოგადად დაბნეული ადამიანი ვარ.რომ არა დეიდაჩემი სამსახურს ალბათ არც არავინ დამაწყებინებდა...
მისამართზე ულამაზესი სახლი დამხვდა.დიდი აივნებით,როგორც ჩემი ოცნების სახლს.ულამაზესი დიდი ბაღით,სადაც უამრავი ყვავილი ხარობდა.სახლის გვერდით „ფანჩატურში“ ვიღაც იჯდა,ჩემს დანახვაზე წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა.
-თქვენ ადელინა ხართ?-ქალმა შემათვალიერა და ეშმაკურად ჩაიცინა.
-დიახ... რამე პრობლემაა?-ვიუკადრისე რატომღაც მისი რეაქცია.
-არანაირი..-ქალი შეყოყმანდა,შემდეგ მანიშნა მას გავყოლოდი.-ბატონმა სანდომ ინება ელენეს თქვენ მიხედოთ.
-ელენე ვინ არის?-ვიკითე თუ არა სახლიდან მსხვრევის ხმა გაისმა.ჩვენც ხმის მიმართულებით წავედით.
ოთახში პატარა,ქერათმიანი გოგონა დამხვდა.ლამაზი ცისფერი თვალებით,კოპწია ცხვირით და დიდი წითელი ტუჩებით.გოგონამ ყურადღება არ მოგვაქცია და კიდევ ერთი ლარნაკი დაამხვრია.
-პატარავ..-დავუძახე და მასთან მივედი,დავიხარე რათა გოგონას გავსწორებოდი.
-მე პატარა არ ვარ.-ენაჭარტალამ შემისწორა.ძალიან საყვარელი იყო,თითქოს ვიღაცას ვამსგავსებდი... ალბათ ჩემს თავს.
-პატარა ჭირვეული გოგონასავეთ იქცევი,თორემ მე კი ვიცი რომ დიდი ხარ.-თვალი ჩავუკარი,რაზეც საპასუხოდ აკისკისდა.-რა გქვია?
-ელენე მქვია.შენ რა გქვია?-ნამდვილად მე მგავდა ასეთი ცნობისმოყვარე.
-მე? შენ რა სახელი მოგწონს?-გადავწყვიტე გოგონასთან მეთანაშა.
-მე ლინდა მომწონს.-გოგონამ თვალისმომჭრელად გაიღიმა
-მაშინ მე ლინდა მქვია.-ელენეს გაუხარდა ჩემი პასუხი.-წამოდი ვითამაშოთ.
მთელი დილის მანძილზე მე და ელენე სხვადასხვა თამაშებით ვერთობოდით.შუადღისკენ შევატყვე,რომ ეძინებოდა ამიტომ დასაძინებლად წავიყვანე,შემდეგ კი სახლის დათვალიერება დავიწყე რადგან არ ვიცოდი ვის ეკუთნოდა ასეთი სილამაზე.სახლში სურათები არ იყო,მხოლოდ დეკორაციები და აქსესუარები ამშვენებდა.საოცრად მდიდრულ სახლში ამოვყავი თავი. ბევრი ძებნის შემდეგ სამზარეულოსაც მივაგენი,სადაც ის ქაბატონი დამხვდა,რომელმაც ელენემდე მიმიყვანა.
-როგორ მოგმართოთ?-ვკითხე მას
-ნინო მქვია,წეღან ვერ დავასრულეთ საუბარი.-გაიღიმა უხერხულად.
-ნინო,ბავშვის მშობლები სად არიან ?-ჩემმა კითხვამ ნინო გააკვირვა
-გოგონას დედა არ ჰყავს,მამა კი სამსახურშია.მეგონა იცდით რადგან აქ ბატონმა სანდრომ გამოგგზავნათ.-მხრებიი აიჩეჩა ნინომ
-ბატონ სანდროს საქმის კურსში არ ჩავუყენებივარ,ამიტომ არაფერი ვიცოდი სად მოვდიოდი.-თითქოს თავს ვიმართლებდი ისე ჩანდა.
მოწყენილობით არც კი ვიცოდი რა მეკეთებინა ამხელა სახლში.ნინოც არ აღმოჩნდა ენაწყლიანი მოსაუბრე,ამიტომ თავი დავანებე და ბაღში გავედი,სადაც ულამაზესი ხედი იყო.-ნუთუ როდესმე ასეთ სახლში ვიცხოვრებ?-საკუთარ თავს ვკითხე და მოვიწყინე.ცოტახანში ელენემაც გაიღვიძა,ისადილა და ბაღში ვთამაშობდით.უცებ ელენე წამოხტა და სახლში შევარდა.ვაპირებდი უკან გავყოლოდი,მაგრამ მოულოდნელად..........



№1 სტუმარი სტუმარი shalo

registracia rato gaauqmet

 


№2  offline მოდერი The Dreamer

სტუმარი shalo
registracia rato gaauqmet



სამწუხაროდ არ ვფლობ ინფორმაციას. გვერდის მფლობელს მიმართეთ, დარემუნებული ვარ დაგეხმარებათ.

 


№3 სტუმარი სტუმარი უცნობი

უკვე გაგიჟებით ვარ შეყვარებული სანდროზეეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent