შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარულის ფობია მემართება (34)


26-08-2016, 17:07
ავტორი Natta
ნანახია 2 499

ჩემი პირობა შევასრულე და ცოტახანში მართლაც ნიტას გვერდით აღმოვჩნდი.
- შენ რა სვავ?
- კი. ( ნიტა )
პასუხის გაცემა ვერ მოვახერხე, რადგან იმ წამსვე ალექსადნრე გაჩნდა ჩემთან, კმაყოფილი დებილივით იყურებდა ასეთი გამოხედვა კი იმის ბრალი იყო, რომ ზედმეტად ბევრი ჰქონდა დალეული.
- შენ შენ ხარ ყველაზე მაგარი ადამიანი. ( ალექსადნრე )
ყველა ჩვენ გვიყურებდა და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდნენ - დარბაზში მყოფებიდან მხოლოდ ნახევარს ვიცნობდი, რადგან ჩემი გასვლის შემდეგ კიდევ ბევრი დამატებია ჩვენს ასე ვთქვათ „დღესასწაულს“.
- რომ იცოდე როგორ მიყვარხარ ტო. ( ალექსადნრე )
ძლიერად ჩამეხუტა და მეც ღიმილითვე ვუპასუხე, შემდეგ კი მისი სახის დანახვისას სიცილი ვერ „შევიკავე“.
- ჰაჰა მეც მაგარი მიყვარხარ ძმაკაც.
ლენამ ღიმილით მოირბინა ჩვენთან და გვერდით ამოგვიდგა.
- აი ეს ადამიანი, რომ არა ცვეტში მე დღესაც ვერ გავბედავდი ლენასთვის სიმართლის თქმას, ამიტომ ამ ჭიქით შენს სადღეგრძელოს შევსვავ ძმაკაც, გიყვარს სინაგლე, „ბაზარი არაა“ გართობაც მაგრამ, სიყვარულს შენც ვერ გაექცევი, როდესაც შენს სიახლოვეს ის ერთადერთი გამოჩნდება. ( ალექსადნრე )
არვიცი რატომ მაგრამ, სწორედ ამ დროს „სასწაულად“ მომინდა ნიტასთვის შემეხედა და ასეც მოვიქეცი, ჩემს დაჟინებულ მზერას ღიმილით უპასუხა და მორცხვი ბავშვივით თავი დახარა. ალექსანდრე ბავშობის ძმაკაცი იყო და რაღათმქუნდა მისი სახელი ჩემთვის მაგარი ბევრს ნიშნავდა, უბრალოდ მისგან განსხვავებით მე სიტყვებით არასდროს შემეძლო გრძნობების გამოხატვა, რადგან ყველაფერს საქციელით ვამტკიცებდი, ალექსანდრემ ეს კარგად იცოდა, მაგრად ჩავეხუტე და სადღეგრძელოს შესაბამისად ვუპასუხე, საბოლოოდ კი ის „სასტავი“ გავიცანი რომელიც ჩემთვის უცხო იყო, იქვე აღმოჩნდნენ ის ბიჭებიც, რომლებიც გიუშას დაეხმარნენ ჩემი და ნიტას გათავისუფლებაში.
- ახლა კი ვაგრძელებთ გართობას. ( ლენა )
ქალბატონმა ხმამაღლა გამოაცხადა და მუსიკაც დაიწყო. ყველა ცეკვავდა და რაღათმქაუნდა მეც მაშინვე შევუერთდი რამდენიმე წუთის წინ გაცნობილ „სასტავს“.
- შენ დადა ხარ ხო. ()
გოგონა ნადმვილად არ იყო ქართველი, მაგრამ ქართულად „საოცრად“ ლაპარაკობდა, ამიტომ გაკვირვება ვერ დავმალე.
- ჰაჰა გაკივრიდა ხო? რამდენიმე წელია უკვე ქართულ ენას ვსწავლობ, მაგრამ საქართველოში წასვლა დღემდე ვერ მოვახერხე. ()
- კი დადა ვარ.
- საინტერესო ადამიანი ხარ, ჩემი სახელია ადელინა. ( ადელინა )
- მშვენიერია.
ჩემს წინ ცეკვავდა გასაგიჟებლად სექსუალური გოგონა, მაგრამ ჩემი თვალები მაინც ნიტას ეძებდა - რა უაზრობა გჭირს დადა? შეხედე წინ რა მაგარი „ქალი“ გიდგა, რადროს ნიტაა? - საკუთარ თავს ვუმეორებდი და ცეკვას განვაგრძნობდი, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ყოფნაც მალევე მომბეზრდა და აივანზე დავაპირე გასვლა.
- სად მიდიხარ? მალე დაბრუნდები? ( ადელინა )
- კი.
გოგონას ჩვეული ღიმილით გავუღიმე და სწრაფად მოვშორდი. აივენზე გავედი და ჰოი „საცორება“ იქ ვინ დამხვდა.
- აქ რას აკეთებ? ( ნიტა )
- თავი ამტკივდა ტო, შენ?
- მეც ალბათ. ( ნიტა )
ხელში ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა და უაზროდ იღიმოდა.
- მგონი საკმარისია, აღარ დალიო.
- რატომ? ( ნიტა )
- ალბათ იმიტომ, რომ მე მომიწევს შენი სახლში წაყვანა.
- მაგაზე არ იდარდო, აქვე ავიღებ ნომერს და არსად არ მოგიწევს ჩემი წაყვანა. ( ნიტა )
მის ასეთ პასუხზე გამეღიმა და კიდევ უფრო მივუახლოვდი.
- ცოტას, არ დამალევინებ?
ამას ნადმვილად არ ელოდა, გაკირვებულმა შემომხედა, მეც ამ მომენტით ვისარგებლე და ჭიქა ნელი მოძრაობით გამოვართვი, მაშინვე გამოვცალე და კმაყოფილმა ტუჩზე ვიკბინე.
- გემოვნოება კარგი გქონია.
- ჰაჰა კი მეც ძალიან მიყვრას წითელი ღვინო. ( ნიტა )
ერთმანეთს ვუყურებდით და უაზროდ ვიღიმოდით.
- რამე მოხდა? ( ნიტა )
- რა უნდა მომხდარიყო?
- რავიცი უცნაურად იქცევი. ( ნიტა )
- უბრალოდ მომენატრესავით.
- მოგენატრესავით? ( ნიტა )
- მომენატრე.
ღიმილით შემომხედა, შემდეგ კი სწრაფად მომშორდა და მოაჯირს დაეყრდნო.
- შენ მგონი ამ ერთმა ჭიქამ დაგათრო. ( ნიტა )
- შეიძლება ჩაგეხუტო?
- რატომ? ( ნიტა )
- უცნაური კითხვაა, როგორთუ რატომ?
- შეიძლება. ( ნიტა )
ნელი მოძრაობით მივუახლოვდი და ძლიერად ჩავეხუტე, ნიტას სიმთვრალით სარგებლობა მართლა არ მიცდია, უბრალოდ სასწაულად მომინდა იმ მომენტში მისი ჩახუტება და ასეც მოვიქეცი, მაგრამ ის მოხდა რაც მაგარი არ მინდოდა, მოულოდნელად ჩვენს წინ ადელინა გაჩნდა.
- არადა მითხარი მალე დავბრუნდებიო. ( ადელინა )
ნიტამ უაზრო გამომეტყველებით ამომხედა, მის თვალებში იმედგაცრუება დავინახე, იმ მომენტში არაფრის გაკეთება არ შემეძლო, თითქოს ჩემგან პასუხს ელოდა, მაგრამ ვერაფარი მიღო და გაბრაზებულმა დაგვტოვა.
- არ მოდიხარ? ( ადელინა )
ღიმილით მომიახლოვდა და ჩემს მხრებზე რითმულად აათამაშა ნაზი თითები.
- ეგ გოგო ვინ იყო ახლა, რომ გავიდა? ( ადელინა )
- საკუთარ თავს მიხედე ლამაზო, ეგ შენი საქმე არაა.
გოგონა სწრაფად დავტოვე და მაშინვე დანარჩენებს შევუერთდი.
- ლენა, ნიტა არ დაგინახავს?
- ჩემი სიმპატიური ბიჭი, სად იყავი? გეძებდი. ( ლენა )
არვიცი ბედნიერებამ თუ სასმელმა იმოქმედა ასე ამ წყვილზე, მაგრამ ორივე „უგონოდ“ მთვარლი იყო.
- მოდი უნდა ჩამეხუტო. ( ლენა )
- რა?
- ჩაგეხუტო სულელო, ჩაგეხუტო. ( ლენა )
- ჰაჰა კიდევ მე ვარ სულელი? საოცრებაა.
ძლიერად ჩავეხუტე და კიდევ ერთხელ გავუმეორე კითხვა, იმის იმედით, რომ პასუხს მეორედ მაინც მივიღებდი.
- იქ დავინახე, მგონი ვიღაც სიმპატიურ ბიჭს ეცეკვებოდა. ( ლენა )
ხელით მანიშნა და ისევ ალექსადნრესკენ წავიდა, ამის გაგონება იყო და არვიცი რა დამემართა, დენთივით ავფეთქდი და მითითებული ადგილისკენ წვედი - ეცეკვებოდა ხო - ჩემთვის გავიფიქრე და მოცეკვავე წყვილს გიჟივით მივვარდი.
- რა მოხდა დადა? ()
საბედნიეროდ ის „ტიპი“ გიუშას ძმაკაცი აღმოჩნდა, ეს რომ არა ალბათ ცემას ვერ გადაურჩებოდა.
- დაგვტოვე.
- ნიტა. ()
ღიმილით დაგვემშვიდობა და მაშინვე შეასრულა ჩემი დავალება.
- რა მოხდა? ( ნიტა )
- რას აკეთებ?
- ვცეკვავ დადა რას უნდა ვაკეთებდე? ის გოგო რატომ დატოვე? ( ნიტა )
- მთვრალი ხარ.
- არ ვარ მთვრალი. ( ნიტა )
- ხარ ხარ, სხვაგვარად ასეთ სისულელეებს არ იტყოდი.
- სისულელეებს? რატომაა სისულელე? სექსუალურია თანაც, ზუსტად შენი სტილის ( ნიტა )
- ჰაჰა ეჭვიანობ?
- სულაც არა, ვისთანაც გინდა იმასთან იყავი და მეც დამაცადე ცეკვა. ( ნიტა )
გამიმართლა და სწორედ იმ დროს „საჭირო“ მუსიკაც დაიწყო, ხელები მის წელზე მოვათავსე და ჩემსკენ მივიზიდე.
- მაგარი საყვარელი ხარ.
- წადი და ეგ იმ გოგოს უთხარი, მე არ მინდა შენთან ცეკვა. ( ნიტა )
- აბა იმ ტიპთან გინდოდა?
- მინდოდა არა მინდა. ( ნიტა )
- ნიტა.
- კიდევ იტყვი, რომ მე ვეჭვიანობ? ( ნიტა )
- შენ გგონია, რომ მე
- რა არა? გალიიდან გამოქცეულ ლეოპარდს გავდი. ( ნიტა )
- ჰაჰა ფრთხილად იყავი მაგ ლეოპარდის საკვებად არ იქცე.
- ზოგადად მაგ ლეოპარდს ძალიან უყვარს საკვებთან თამაში. ( ნიტა )
- სულელი.
- უაზრო. ( ნიტა )
- ეს კაბა ძალიან გიხდება.
- შენ კი ეს შავი ზედა. ( ნიტა )
მისგან ასეთ პასუხს არ ველოდებოდი, ამიტომ ღიმილი ვერ დავმალე.
- წამოდი.
- რა? სად? რატომ? არა. ( ნიტა )
- ცოტახნით გავიდეთ, წამოდი.
ხელი ძლიერად ჩავკიდე და სასტუმროდან გავიყვანე.
- ის მაინც მითხარი, სად მივდივართ? ( ნიტა )
- არვიცი ტო.
- ისევ თუ სადმე „უკანონოდ“ ვაპირებთ შესვლას, არ წამოვალ. ( ნიტა )
- ჰაჰა არა უბრალოდ გავისეირნოთ.
- იმ გოგოს ასე უბრალოდ დატოვებ? ( ნიტა )
- ნიტა საკმარისია.
- რატომ? ( ნიტა )
- იმდენად სულელი ხარ, რომ ვერ ხვდები ადელინასთან რა დამოკიდებულება მაქვს?
- რა დამოკიდებულება, ეგ როგორ გავიგო? ( ნიტა )
- უბრალოდ ერთი ღამე მასთან და მორჩა.
- ოჰჰო რა თამამი განაცხადია. ( ნიტა )
- ამერიკაში როდის აპირებ დაბრუნებას?
- ისე არამგონია ჩემთან ერთად თუ წამოხვალ ის გოგო კიდევ დაგთანხმდეს „რამეზე“. ( ნიტა )
- თუ ეს დაგამშვიდებს გეტყვი, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ მომენტში მისგან „უარს“ არ მივიღებ, ახლა კი კითხვაზე მიპასუხე.
- რა უნამუსობაა, ჯერ არ ვიცი. ( ნიტა )
სწორედ იმ მომენტში ჩავუარეთ ერთ ძალიან მაგარ სახლს, რომელიც მთლიანად ვარდებით იყო გარშემორტყმული.
- ლამაზია. ( ნიტა )
- ბანალურობა? ღადაობ ტო.
- ბანალურობა რა შუაშია? უბრალოდ ძალიან ლამაზია. ( ნიტა )
- კარგი, აქ დამელოდე.
- რა? სად მიდიხარ? ( ნიტა )
ხელი სწრაფად გავუშვი და მაშინვე სახლის წინ გავჩნდი, ნელი მოძრაობით მოვწყვიტე ერთი ვარდი და სწორედ ამ დროს განრისხებული მფლობელიც გამოჩნდა - არ მეგონა გერმანიაშიც თუ „ჩითავდნენ“ ასეთი ბებოები ერთი ვარდის ანდაც ერთი ვაშლის გამო სახლის კარამდე, რომ გამოგყვებიან - მაშინვე მოვშორდი იმ ადგილს და ნიტასკენ წავედი, ერთ ადგილას გაშეშებული იდგა და ვერ ხვდებოდა რა მოხდა, ხელი ძლიერად მოვკიდე და ძალიან სწრაფად გავიქეცი.
- სწრაფად ნიტა სწრაფად.
- არანორმალური ხარ. ( ნიტა )
სიცილი ვერ შევიკავე და ცოტახანში ნიტაც ავიყოლიე, ორივე უაზროდ ვიცინოდით, საკმაო მანძილით დავშორდით მფლობელს და თავი ერთ მიტოვებულ შენობას შევაფარეთ.
- გამაგებინე, რამ გადაგრია ადამიანო? ( ნიტა )
- კარგი, მოიცადე.
ნიტას წინ სწრაფად გაჩნდა წითელი ვარდი და ქალბატონმაც მაშინვე შეწყვიტა წუწუნი.
- დადა. ( ნიტა )
- ერთი ჩახუტება, ანდაც კოცნა არ დავიმსახურე?
ღიმილით ჩამეხუტა და თავზე ბავშვივით ვაკოცე, რამდენიმე წამში კი სიჩუმე მისმა სიცილმა შეცვალა.
- სასაცილო რა ნახე?
- რა და შენთან ერთად, რომ ვარ სულ გაქცევა მიწევს, სულ ვიღაც მომდევს და სულ ხიფათში ვარ. ( ნიტა )
ერთ წამს მეც გამეცინა მის ნათქვამზე შემდეგ კი ჩემი განწყობაც შეიცვალა - შენთან ერთად სულ ხიფათში ვარ - ნიტა მართალი იყო.
- რა დაგემართა? ( ნიტა )
- ისეთი არაფერი, სასტუმროში დავბრუნდეთ.
- დავბრუნდებით, ოღონდ ჯერ მეტყვი რა მოხდა. ( ნიტა )
- ცვეტში მართალი ხარ, ჩემთან ერთად ყოველთვის საფრთხეში ხარ.
- აი თურმე რა. ( ნიტა )
- წავედით.
მოულოდენლად შემაჩერა და თავისკენ მიმიზიდა.
- სულელო, შენ ერთადერთი ხარ ვისთანაც თავს დაცულათ ვგრძნობ, შენი ცხოვრება სავსეა თავგადასავლებით და რაც უფრო „გიახლოვდები“ ვრწუმნდები, რომ მეც მაგ ცხოვრებას ვეკუთვნი. ( ნიტა )
- ჩემთან გრძნობ თავს დაცულათ?
- კი, ვიცი, რომ შენ არასდროს დამტოვებ, სულ ვნაგლობთ და ერთმანეთს ნერვებს ვუშლით, მაგრამ დარწუმებული ვარ ჩემთვის ყველაფერზე ხარ წამსვლელი და ეს ერთხელ უკვე დაამტკიცე. ( ნიტა )
- მოდი ჩემთან.
ძლიერად ჩავეხუტე, რამენიმე წუთი ასე გაუნძრევლად ვიდექით შემდეგ კი სასტუმროში დაბრუნება გადავწყვიტეთ, რადგან ცოტაც და თავზე დაგვათენდებოდა. მთელი გზა არ გავჩუმებულვართ და ცოტხნის შემდეგ სასტუმროშიც აღმოვჩნდით. ღამის ოთხი საათი იყო და სასტავიც „დაშლილიყო“, კიბესთან თეთრებში გამოწყობილი კაცი იდგა და თითქოს გველოდებოდაო, მაშინვე ჩვენსკენ წამოვიდა.
- დადა დემეტრაძე ბრძანდებით? ()
- კი.
- თქვენთვის ნომერი აღებულია, ბატონმა ალექსადნრემ მთხოვა მეცნობებინა. ()
- მხოლოდ ერთი? ( ნიტა )
- დიახ ქალბატონო. ()
ღიმილი ვერ დავმალე და ნიტას კმაყოფილმა გადავხედე.
- რას ვიზავთ.
- არა ეს გაუგებრობაა, სხვა ნომრის აღება არ შემიძლია? ( ნიტა )
ყველა ნომერი დაკავებულია. ()
- ჯანდაბა. ( ნიტა )
- კარგი რაიყო ტო, კიარ შეგჭამ.
- რა? არა, მაგრამ ( ნიტა )
- მადლობთ შეგიძლიათ წაბრძანდეთ.
ნიტას ხელი მოვკიდე და კიბეები სწრაფად ავირბინე, ნომერი საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა.
- ასე რატომ მიყურებ?
- როგორ? ( ნიტა )
- რავიცი, თითქოს რაღაცის გეშინია.
- მე? ჰაჰა რა სისულელეა. ( ნიტა )
- კარგი, წყალს გადავივლებ.
- რაც გინდა ის გააკეთე. ( ნიტა )
- რაც მინდა ის? დარწმუნებული ხარ?
- ჰაჰა რა საზიზღარი ხარ. ( ნიტა )
- წავედი სანამ ყველაფერი გაგიფუჭებია.
ღიმილით დავტოვე ნიტა და სააბაზანოში შევედი.
როდესაც დავბრუნდი ქალბატონი საწოლზე იწვა, ვიფიქრე ეძინა, ამიტომ ნელი მოძრაობით მის გვერდით დავიკავე ადგილი, მაგრამ რად გინდა.
- აქ რას აკეთებ? ( ნიტა )
- რა? მეღადავები?
- აქ ვერ დაიძინებ. ( ნიტა )
გაკვირვებული ვუყურებდი და ისიც უაზროდ „მომშტერებოდა“.
- ზედა დაკარგე? ახლავე ჩაიცვი. ( ნიტა )
- კიდევ?
- რა კიდევ? ( ნიტა )
- რას მიბრძანებთ თქვენო უდიდებულესობავ.
- რას და შენ დაბლა დაიძინებ. ( ნიტა )
- ღადაობ გოგო? რა დაბლა?
- მიდი მიდი. ( ნიტა )
იატაკზე მიმითითა და წარბები აათმაშა.
- არაფერიც.
ჩვეული ღიმილით გავუღიმე და საწოლზე კომფორტულად მოვთავსდი.
- დადა ადექი. ( ნიტა )
- გამაგებინებ, ბაშვივით რატომ იქცევი?
რაღაც ჩაიბურტყუნა და დაბლა დასაწოლად მოემზადა.
- რას აკეთებ?
- ვერ ხედავ? იწექი მანდ თუ ნამუსი არ შეგაწუხებს, მაგრამ შენ ხომ სრული უნამუსო ხარ. ( ნიტა )
- ასეთი „სიდებილიე“ არასდროს გამიგია ტო, შენს შეჭმას ხომ არ ვაპირებ? უბრალოდ ერთად დავიძინოთ, ამაში რას ხედავ ცუდს? არც კი შეგეხები, ასე უაზროდ რატომ იქცევი?
- უბრალოდ არ მინდა და მორჩა. ( ნიტა )
მივხვდი, რომ მასთან საუბარს აზრი არ ექნებოდა ამიტომ გაბრაზებულმა შევასრულე მისი დავალება და დაბლა მოვთავსდი - ეს რა იყო? მეცინებოდა, მაგრამ ამავე დროს მაგარი გაბრაზებული ვიყავი, ვაღიარებ, რომ ნიტა ძალიან სექსუალური იყო, მაგრამ საკუთარი თავის გაკონტროლებას ნადმვილად შევძლებდი, მაგრამ იქნებ ის იყო პრობლემა, რომ ის ვერ შეძლებდა? რა უაზრობებს ვამბობ, ნიტა ხომ სხვა გოგოებს არ გავდა ალბათ ამის მიზეზიც ეს იყო, ერთადერთი ჩახუტებას გავბედავდი მაგრამ მან ამის საშუალებაც არ მომცა - სულელი გოგო - ჩემთვის გაფიქრე და დაძინებას შევეცადე, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.

აბა როგორია მოგეწონათ თუ არა? heart_eyes ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც ყოველთვის წერს საკუთარ აზრს კომენტარის სახით. heart_eyes



№1  offline წევრი Ta Mo

ძაააან მაგარიაა მალე დადე შემდეგი თავი გთხოოვ <3

 


№2  offline წევრი Natta

Ta Mo
ძაააან მაგარიაა მალე დადე შემდეგი თავი გთხოოვ <3

ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის. heart_eyes

Ana Tediashvili - ვეცდები მალე დავამატო შემდეგი თავი. heart_eyes

 


№3  offline წევრი Natta

ანი ანი
მმმმმმ მალე დადე სასწაულია პირდაპირ დაადგატ გონია სასჰველი :დ

მადლობა, დღეს დავამატებ შემდეგ თავს. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent