შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველას წინააღმდეგ (თავი 4)


5-12-2017, 18:38
ავტორი naattii
ნანახია 1 993

დილით ლუკასთან შესახვედრად დავიწყე მომზადება, თითქმის მთელი ღამე ვფიქრობდი როგორ უნდა მეთქვა ყველაფერი, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ მომზადებული სიტყვიდან
არცერთს ვეტყოდი. დედას კითხვებს თავი ავარიდე და სახლიდან გამოვედი, მასთანაც უნდა მელაპარაკა და ყველაფერი მომეყოლა, მაგრამ პირველ რიგში ლუკას უნდა სცოდნოდა... ცოტათი ადრე
მივედი, საოცრად ვნერვიულობდი და ადგილს ვერ ვპოულობდი.
-საერთოდ,პაემანზე ყველა გოგო იგვიანებს, მაგრამ შენ რა თქმა უნდა ყველასგან გამორჩეული ხარ, ერთადერთი და განუმეორებელი_ჩამესმა
უკნიდან ლუკას მხიარული ხმა და დაძაბულობაც თითქოსდა გაქრა, გაღიმებული მივბრუნდი და მოვეხვიე, თუმცა ახლა ამის დრო არ იყო. ხელი მოვკიდე და მინდორზე დავჯექით. დიდი სიტყვის
სათქმელად მოვემზადე:
-ძალიან გთხოვ, არ შემაწყვეტინო, ვეცდები ყველაფერი დეტალებში მოგიყვე და თუ რაიმე გამომრჩა როცა მოვრჩები მაშინ მკითხე_თავი დამიქნია და მივხვდი რომ
მთელი ყურადღებით მისმენდა_
-მოკლედ,როცა მანქანაში თითქმის ''ჩამტენეს'' მალევე მივხვდი რაც ხდებოდა, მითუმეტეს როცა შენ ისეთ მდგომარეობაში დაგინახე, მამაშენი შიგნით იჯდა,
სანამ ადგილამდე მივიდოდით ყურადღებით მათვალიერებდა და აშკარად ეტყობოდა გაოცება. ბოლოს მანქანა გაჩერდა, არ ვიცი სად ვიყავით მაგრამ გადმოსულები მეორე მანქანაში ჩავჯექით,
ეტყობა ის მანქანა უფრო უსაფრთხო იყო რადგან არ უნდოდა ტელევიზიით მისი მუქარა მოესმინათ, პირდაპირ სახელით მომმართა, ჩემზე აბსოლიტურად ყველაფერი იცოდა, თავიდან ტკბილად
მომართა, მითხრა რომ იცოდა როგორ უჭირდა მამას მარტო ჩვენი ოჯახის რჩენა, რომ უკეთეს სამსახურს იმსახურებდა, დედაც შეძლებდა საკმაოდ კარგი სამსახურის პოვნას. რა თქმა უნდა მივხვდი ამას რის ნაცვლადაც მპირდებოდა, მაგრამ მაინც ვკითხე რადგან მაინტერესებდა როგორ მეტყოდა. უბრალოდ მითხრა, უნდა მოვსულიყავი და მეთქვა რომ შენთან მეგობრობა არ მინდოდა, რომ
საშინლად არ მომწონდა, არ ვიცი მისთვის სულერთი იყო რითი აგიხსნიდი მაგრამ მეგობრები აღარ უნდა ვყოფილიყავით. როცა ჩემგან თავაზიანი უარი მიიღო და ვთხოვე უბრალოდ სახლში
დავებრუნებინე, ამ საუბარს დავივიწყებდი და არც არასდროს გავიხსენებდი წარბები მოექუფრა, საშინლად გაბრაზდა და მთელი ხმით დამიღრიალა რომ ამ პასუხის შემდეგ ასე ლმობიერი აღარ
იქნებოდა, მისი სახით დიდი მტერი შევიძინე და რომ მამაჩემმა უნდა ილოცოს რომ ამ სამსახურიდანაც არ გამოაგდონ. ვიცი რომ ეგოისტი არ უნდა ვიყო მაგრამ სხვანაირად არ შემიძლო, ამიტომ
ისევ მოჩვენებითი სიმშვიდით პირდაპირ სახეში შევხედე და ვთხოვე სახლში დავებრუნებინე და გაეკეთებინა ის რაც უნდოდა. ახლა როცა ეს ყველაფერი იცი დედასაც მოვუყვები, მინდა სანამ
რამე მოხდება ჩემი პოზიცია იცოდეს._თავი დავხარე და კალთაში ჩადებულ საკუთარ ხელებს დავაჩერდი.
-მიყვარხარ_ხავერდოვანი ხმით ჩაიჩურჩულა და ხელებზე თავისი ხელები მომკიდა,
ალბათ გული გამიჩერდა, გონებაში ისევ და ისევ ბრუნავდა მისი ნათქვამი ერთადერთი სიტყვა, სიტყვა რომელსაც თურმე საოცრად დიდხანს ველოდი, ბევრჯერ დამიწერია თუ რას გრძნობდა პერსონაჟი ჩემს მოთხრობებში რომელთაც იგივეს ეუბნებოდნენ, მაგრამ საერთოდ არ გავდა ჩემს მიერ აღწერილს. მითუმეტეს როცა ეს ადამიანი უფრო და უფრო გიახლოვდება და მთელი არსებითა
და გრძნობით გკოცნის... ვერასდროს შეძლებს ადამიანი ახსნას და გადმოცემას ეს გრძნობები თუ თვითონ არ გამოცადა, არ გამოცადა რას ნიშნავს გიყვარდეს. ალბათ ჩემს პასუხს საპასუხო კოცნით მიხვდა, რადგან მომეხვია და გულში ჩამიკრა. დღევანდელი ცხოვრებით ვცხოვრობდით და უბრალოდ ვაგრძელებდით ერთმანეთით ტკბობას, რადგან არცერთმა ვიცოდით როდემდე გვექნებოდა ამის
საშუალება. სახლში უაზროდ გაბრუებული და გაღიმებული შევედი, დედას დანახვაზე გამახსენდა რომ მასთან უნდა მელაპარაკა მაგრამ, ამ დროს მხოლოდ ოთახში ასვლა ბალიშის ჩახუტება მინდოდა. შუა კიბეზე ჩავიფრუტუნე გავჩერდი და უკან ჩამოვბრუნდი, ღრმად ამოვისუნთქე და დედას მივუბრუნდი:
-დედა,უნდა ვილაპარაკოთ.
ყველაფერი მოვუყევი,არაფერი გამომიტოვებია,შევამჩნიე რომ თვალზე ცრემლი მოადგა მაგრამ სულ სხვა რაღაც მითხრა:
-შვილო შენით ძალიან ვამაყობ,ზუსტად ისეთი გაიზარდე როგორიც მე
და მამაშენს გვინდოდა, არავის შეუშინდე და იბრძოლე იმისთვის რაც ბედნიერებას განიჭებს. არავის მისცე უფლება წაგართვას._შუბლზე მაკოცა და გამიღიმა. საშინლად გამეხარდა რომ
ჩემი მხარე დაიჭირა მოვეხვიე და ლოყები დავუკოცნე. დაწოლის წინ კი ხვალინდელ მძიმე დღეზე დავბრუნდი,სკოლაში უნდა დავბრუნებულიყავი...
სკოლას უდარდელად მივადექი,გოგოებს გუშინ ველაპარაკე და გაფრთხილებულები იყვნენ. თვალით ლუკას ძებნა დავიწყე მაგრამ ვერ ვიპოვე, საშინლად მომინდა მენახა და დავლაპარაკებოდი,
დათო და სალომე კაფეტერიასთან ისხდნენ და ერთმანეთით იყვნენ გართულები თუმცა არანაირი სურვილი მქონდა მივსულიყავი და ლუკა მომეკითხა. ბოლოს როგორც იქნა დავინახე, მაშინვე ჩემსკენ
წამოვიდა თანაც სერიოზული სახით:
-გუშინ მეც კარგი გაკვეთილი მივიღე, თითქმის იგივე დამუქრებებით ოღონდ ჩემზე და დედაზე, სხვათაშორის შენზეც._სკოლის შუა ეზოში ვიდექით და ყველამ
დაინახა როგორ მიარტყა მუჭი იქვე მდგომ ხეს.დათომაც გამოგვხედა და ნასიამოვნებმა ჩაიღიმა. შეშინებულმა გავხედე:
-ლუკა რა ვქნათ?
-არ ვიცი ლიკა არ ვიცი,პარლამენტარია, თანაც ბინძური , მაგხელა ძალაუფლება ჩვენ არ გვაქ. კარგი რამეს მოვიფიქრებ_ბოლოს ჩაიბუზღუნა და არც კი შემომხედა ისე შევიდა
სკოლაში, მე კი გარეთ გაოგნებული დამტოვა. ირგვლივ მყოფი სკოლელების მზერა მანამდე არ მომცილებია სანამ მეც სკოლაში არ შევედი. პირველივე შესვენებაზე მოვკარი თვალი თუმცა
მზერა ამარიდა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა. ვერ გავიგე რა ხდებოდა, ჯერ კიდევ გუშინ სიყვარულს მეფიცებოდა ახლა კი ლაპარაკიც არ უნდოდა? ბოლოს დიდ შესვენებაზე რადაც
უნდა დამჯდომოდა უნდა მეპოვა და ყველაფერი გამერკვია თუმცა სკოლის ეზოში გასულს ეს სურვილი დამეკარგა. მაშინვე თვალში სალომე და დათო მომხვდა, გვერდით კი სალომეს დაქალთან ერთად
სწორედ რომ ლუკა იჯდა და მხიარულად ესაუბრებოდა. ეტყობოდა კარგადაც ატარებდნენ დროს რადგან სალომეც და მისი დაქალიც მხიარულად კისკისებდნენ და მოწიწებით შესცქეროდნენ
''თავიანთ ბიჭებს''. საკმაოდ ახლოს ვიდექი ამიტომაც დათომ დამინახა და ლუკასაც გამოახედა მან კი ხელი ჩაიქნია და ვითომც არაფერი ისევ მათ მიუბრუნდათ. ვიგრძენი როგორ გავწითლდი სახეზე, ანიმაც და ნინიმაც სასწრაფოდ გამიყვანეს იქედან სანამ რამეს მოვიმოქმედებდი.
ასე არასდროს გამჭირვებია სკოლაში გაჩერება. ალბათ ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც ზარის
დარეკვისთანავე გავარდა გარეთ. სახლში შევედი და ამოვისუნთქე. თითქმის მერბინა და სულს ძლივს ვითქვამდი მაგრამ სულაც არ მაღელვებდა. დივანზე ჩამოვჯექი და ლოდინი დავიწყე როცა
უკანა ოთახიდან ფანჯრის გაღების ხმა მომესმა. გაღიმებული წამოვხტი ფეხზე და ოთახში შევირბინე...სწორედ იმ დროს ცდილობდა ფანჯრიდან შემოპარულიყო, ჩემს დანახვაზე გაეღიმა და
დამიძახა:
-აღარ დამეხმარები თუ აქ უნდა გავიჭეჭყო?_სიცილით მივედი და შემოვუშვი.



№1 სტუმარი მარიამ.იი

დგეს დადერა heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი თთ

კაიაა მომწოონს დადე დღეა გთხოოვ

 


№3 სტუმარი Tako

დადებ დღეს კიდე?

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ვიცოდი რომ თანაშობდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent