გეი ბიჭის დღიურები თავი (4)
მტკივნეული იყო ჩემთვის ის ფაქტი, რომ ჩემს საუკეთესო მეგობარს რომელსაც ისე ვენდობოდი, როგორც არავის და არასდორს , ვატყუებდი და მას ჩემი შეყვარებული მოსწონდა. არვიცოდი როგორ მეთქვა ეს ყველაფერი საიდან დამეწყო ან საერთოდ რაუნდა მეთქვა, თუმცა იმის დანახვა თუ როგორ ეპრანჭებოდა მეგი საბას მკლავდა და გულს მტკენდა. კლუბში როგორც სხვა დღეებში პოპულარული ბიჭი ვიყავი გოგოებში, არც დღეს დამაკლეს კომპლიმენტები და საცეკვაო პატიჟები, მაგრამ წინებთან განსხვავებით დღეს ყველას თავიდან ისე ვიშორებდი თვალსაც არ ვახამხამებდი, ჩემს მეგობრებს ეს რათქმაუნდა არ გამორჩენიათ მაგრამ ვამბობდი, რომ მათთან ერთად მინდოდა დღევანდელი ღამის გატარება, არმინდოდა რომელიმე გოგოს გვერდით ვმდგარიყავი ცალკე. ყველა ვსვავდით, მაგრამ საბამ დოზაზე მეტი დალია ფეხზე ძლივს იდგა უკვე. - დღეს ყველანი აქედან ჩემთან მივდივართ და წვეულებას იქ ვაგრძელებთ-საბამ ხმამაღლა განუცხადა მეგობრებს ეს ფაქტი. რა თქმა უნდა, ყველა დაუფიქრებლად დათანხმდა და მეტიც ახლავე წასვლის იდეებმაც გაიჟღერეს, საბოლოო მსჯელობის შედეგად ყველამ ქურთუკები ავიღეთ და ამ დაწესებულებას მოვშორდით. გზაში ტაქსი გავაჩერეთ მაღაზიასთან, სასმელი , სიგარეტი და მზა საჭმელი ვიყიდეთ. მისი სახლის კარი მე გავაღე და შევედით. სიმღერები ბოლო ხმაზე ავუწიეთ და დალევა დავიწყეთ.ვიცინოდი, მაგრამ შინაგანად დაძაბული და გაბრაზებული ვიყავი, მისი ასეთი საქციელის გამო. მისი ანუ უკვე ჩვენი ოთახისკენ გავემართე, წამოსაწოლად და სიგარეტის მოსაწევად. ხუთი წუთის შემდეგ კარიც გაიხსნა და საბა ბარბაცით შემოვიდა ოთახში, საწოლზე ჩემს გვერდით მოწყვეტით დაეცა, გულის გამალებით ცემას შევეჩვიე მისი შეხებისგან, რომ იყო გამოწვეული. მარტოები ვიყავით ოთახში ამით ვისარგებლე და მას ვაკოცე. - კომსტანტინე! მიყვარხარ.- საბამ სიტყვები ისეთი ტონით ამოუშვა ყელიდან, ეჭვის შეტანა რომც გდომოდათ არაფერი გამოგივიდოდათ. - მეც . - არც მე დავაყოვნე პასუხი და ჩავეხუტე. თვალები ამიცრემლიანდა, ხელები გამიოფლიანდა, სუნთქვაც კი გამიჭირდა იმაზე რომ აღარფერი ვთქვათ ნერწვის ჩაყლაპვას, რომ ვერ ვახერხებდი. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, მისმა ნათქვამმა დამამშვიდა. ჩვენ ერთმანეთის სიყვარულში გართულები ვიწექით სავსე სახლის ცარიელი ოთახის საწოლზე და ერთმანეთს სიყვარულით სავსე თვალებით ვუყურებდით მანამდე სანამ კარის გახსნის ხმას გავიგებდით. - მარტო ხომ არ დაგტოვოთ.- მეგიმ სიცილით გვითხრა. - შემოდი და კარი დახურე. -საბამ მიაძახა ბედნიერი სახით. გავფითრდი ბიჭს ჩემს მკერდზე თავი ქონდა მობჯენილი მე მის თავზე მედო ხელი და ჩემი მეგობარი ამას უყყრებდა, მეშინოდა საბას სიმთვრალის გამო რამე არ წამოსცდენოდა. - გარეთ გამოდით ყველა თქვენ გკითხულობთ. - კარგი ახლავე. ცოტა შვება ვიგრძენი მეგის ზედმეტი კითხვებისგან თავის არიდება რომ არ მომიწია. მისაღებში სამივე ერთად გამოვედით და ცეკვა დავიწყეთ. ჩემთვის დაუვიწყარი იყო ეს ღამე. თენდებოდა ყველამ სახლში წასვლა, რომ გადაწყვიტეს მეგი მე უნდა წამეყვანა ამიტომ საბამ დარჩენა ორივეს გვთხოვა. ხალხი გავაცილეთ და დივანზე ჩამოვსხედით. დიალოგის დაწყება მინდოდა რომ ეს საშინელი სიტუაცია განმემუხტა. - კარგი დღე იყო. -გეთანხმები. საბა გამიხარდა შენი გაცნობა. კონსტანტინე თუ ასეთი მეგობარი გყავდა რატომ აქამდე არ გაგვაცანი. გამეღიმა პასუხის გაცემაც აღარ მიცდია, მეგიმ დივანზე დაწოლა გადაწყვიტა ხოლო მე საბასთან უნდა დავწოლილიყავი სახლში საწოლების ნაკლებობის გამო, ეს მე მიხაროდა თუმცა მეგის არ ხვდებოდა გულზე კარგად , სახეზე ადვილად შევამჩნიე გაბრაზება ამ იდეის თქმის შემდეგ. დაღლილები ოთახში შევედით საბამ კარი ჩაკეტა და სარკესთან მივიდა, საათი მოიხსნა და დადო. უკვე რამდენიმე კვირაა ერთად ვცხოვრობთ თუმცა სექსი ჯერაც არ გვქონია,მინდოდა ეს დღეს მომხდარიყო მაგრამ მეგის შემოჭრამ ჩვენს სახლში გავლენა იქონია ამ ფაქტზე. უკან დავუდეაი და ხელები მოვხვიე,შემოტრიალდა და მაისური გამხადა, მეც ანალოგიურად მოვიქეცი შემდეგ შარვლებიც გავიხადეთ და იატაკზე მივყარეთ, დავწექით და მალევე ჩაგვეძინა. სადღაც შუა დღის ორი საათისკენ ბრახუნის ხმა გავიგე და შეშინებულმა გავიღვიძე, მეგონა სახლი დაინგრა, სასწრაფოდ გავედი ოთახიდან და მეგი დავინახე. -მე აღარ ვსვავ.-მითხრა დივნიდან ჩამოვარდნილმა მეგიმ და შუბლი გაიზილა. ახლოს მივედი ჩავეხუტე და ორივემ სიცილი დავიწყეთ, განწირულ ხმაზე ვიცინოდით, იმხელა ხმაზე, რომ საბაც კი გავაღვიძეთ, ისიც შემოგვიერთდა და ოთახის შუაში იატაკზე მჯდარი სამი ადამიანი იცინოდნენ ხმამაღლა. ამასობაში მოსაღამოვდა წყალი გადავივლე და მოვემზადე. ჩემმა გადარეულმა მეგიმაც დრო არ დაკარგა და მანაც ინებივრა ჩვენი აბაზანით. სახლში გავაცილეთ მეგი და ჩვენ ისევ დავრჩით მარტო. -მოდი დღეს არსად წავიდეთ და მთელი ღამე ფილმებს ვუყუროთ.-ჩემი იდეა შევთავაზე მას. -კარგი ასე მოვიქცეთ. ბანკომატთან გავირბინე დედაჩემის გამოგზავნილი ფული გავანაღდე, გზათ ლუდი და ჩიფსები ვიყიდე, სახლში შესვლამდე მეზობლებსაც კი მივულოცე ახალი წელი. საბას ფილმი უკვე არჩეული ქონდა, სასიყვარულო დრამები არგვიყვარდა ამიტომაც კარგი დეტექტივი ქონდა არჩეული. ლუდის ბოთლები მოვიმარაგეთ, ორივე მოვკალათდით ,პლედი გადავიფარეთ და ფილმი ჩავრთეთ. ფილმის შუა ნაწილში ფეხზე მისი ხელის შეხება მეამა. მასთან ახლოს მივიწიე, პატარა ბავშვებივით ვიყავით ერთმანეთის, რომ ერიდებათ და ჩუმად სხედან . ბოლოს როგორც იქნა მან გაბედა და მაისურის ქვეშ ხელი წელზე დამადო. ტაო მაყრიდა მისი შეხებისგან, დაუფიქრებლად მაკოცა და ჩემს ზევიდან ჩემდაუნებურად აღმოჩნდა. ორი წუთის შემდეგ წამოდგა ხელზე ხელი მომკიდა და ოთახისკენ წამიყვანა. შეშინებული საწოლის ერთ მხარეს ვიდექი და მეორე მხარეს მდგარ სბას ისე ვუყურებდი, თითქოს გული უნდა ამოეგლიჯათ ჩემთვის. ვიცოდი რომ ის მიყვარდა და არ ვინანებდი არაფერს რაც არ უნდა გამეკეთებინა, ამიტომაც ტანსაცმელი თამამად გავიხადე, აბაზანაში შევედი წყალი სახეზე შევისხი და გამოსვლისას მას გვერდით მივუწექი. არვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა ან ზოგადად როგორი შეგრძნება იქნებოდა, არაფერი ვიცოდი ამიტომაც ინიციატივის აღება მას ვთხოვე. იმ დროს გრძნობები მეტად გამიმძაფრდა, უფრო მეტად ვგრძნობდი მის სიყვარულს, ჯერ რომ ცხოვრებაში არ მიგრძვნია არავისთან ისეთი გრძნობები მიჩნდებოდა ამასთანავე გული სრაფად მიცემდა. ამ დროს ვერ გეტყვით ის რას გრძნობდა, მაგრამ სახეზე შეხედვთ ვხვდებოდი რომ მისი სიყვარულიც ისეთივე იყო ჩემს მიმართ როგორც ჩემი. პირველად მქონდა ბიჭთან სექსი, ის რაც მასთან განვიცადე შესაძლოა ხალხი მთლიანი ცხოვრების განმავლობაშიც ვერ განიცდიდეს. მის სიყვარულში დარწმუნება ისევე არ მჭირდებოდა როგორც იმაში, რომ მე კონსტანტინე მერქვა. -მითხარი რამე. -ვუთხარი მე. -შენ იმაზე კარგი ხარ ვიდრე მე ან ნებისმიერი ადამიანი ჩვენი დაწყევლილი დედამიწიდან. არვიცი სანამ გაგიცნობდი თავს ისე ვგრძნობდი, როგორც მარტოხელა ადამიანი, თუმცა ახლა ვიცი რომ მყავს ისეთი ადამიანი ვისზეც დაყრდნობას შევძლებ, ვინც ჩემს გვერდით იქნება და ვიქნები ისეთი როგორიც ვარ. არ მინდა ვიფიქრო, რომ შეიძლება დაგკარგო ან შეიძლება ხვალ დამივიწყო, მინდა ასე ვიწვეთ მთელი ცხოვრება, ჩემთვის ესეც საკმარისია. -ამის თქმისას საბას თვალები, რომ დაგენახათ იმდენად ღრმა და სევდიანი იო ხმამახლა ღრიალი მოგინდებოდათ. -არ იფიქრო, რადგან ეგ არ მოხდება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.