შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუნარჩუნებელი.


7-12-2017, 00:16
ავტორი მარიამი019
ნანახია 873

„ორი ადამიანი ვერასოდეს ვერ შეიჭრება ერთმანეთის სულში, ერთმანეთის იდუმალ ფიქრებში, რომ მათ შეუძლიათ ერთმანეთის გვერდით იარონ, ზოგჯერ მჭიდროდ ჩახვეულებმაც, მაგრამ ვერასოდეს შეერწყმიან ერთმანეთს. ასე, რომ თითეული ჩვენგანის სულიერი არსება, სამუდამოდ მარტო რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე.’’

-შეგიძლია ნივთები მოაგროვო და სხვა სამსახურის ძებნა დაიწყო.
ყოველ 3-4 თვეში სამსახურს,მსგავსი წინადადების თანხლებით ვტოვებ.ალბათ,ყველაფერი ხასიათის ბრალია და არა გამოცდილების, ან პროფესიონალიზმის. როგორც ყოველთვის,ახლაც ელზას დავურეკე და სახლში ამოსვლა ვთხოვე.

-როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? - შემოსვლისთანავე მეკითხება იმას,რასაც საკუთარ თავს ყოველ ხუთ თუ არა,ათ წუთში ერთხელ მაინც ვუსვამ.
-მანამ,სანამ ვინმე ღვთისნიერი არ გამოჩნდება და ჩემს ხასიათებს არ გაუძლებს.
-ვაიმე ღმერთოოო....
-ნუ გაქვს ეგეთი რეაქცია,ვიზამ რამეს...როდესმე.
-იმედია. - გაიცინა და ღვინის ბოთლი გახსნა…
‘ადამიანები მაშინ გვტოვებენ,როცა მათ უბრუნდებიან,ვის გამოც შენთან იყვნენ’ - ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში,ნახევრად მთვრალები ვსხედვართ,ვკითხულობთ ჩემს ჩანაწერებს(ისეთებს,რომლებიც ორივეს ცხოვრებას აღწერს) და მზად ვართ ვიტიროთ.
ელზა ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი,როცა მერვე კლასში ვიყავი,სრულიად შემთხვევით,სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში,ლიმონათის ყიდვის დროს.მახსოვს,მსხლის ახალი ლიმონათები იყო შემოსული და მხოლოდ ერთი ცალი იდო მაცივარში.ავიღე მე და სანამ გამყიდველთან მივიდოდი,ელზამ გამომტაცა ხელიდან,მადლობა გადამიხადა და ‘მაგიდაზე’ დადო. აქედან დაიწყო ჩვენი ისტორია და დღემდე გრძელდება.
-იცი ვინ გამახსენდა? -მეკითხება და დარწმუნებული ვარ,რომ თავის პირველ სიყვარულს გულისხმობს.
-ვინ?
-ჩემი პირველი პრინცი,სიხარული,ბედნიერება…- ეს ის ურთულესი მომენტია,როცა ვერ ვხვდები ირონიაა თუ სიმართლე.
-ეგ ცოცხალია საერთოდ?
-რავიცი,ერთი მაგის…
-და აი,გამოავლინა მან თავისი ნამდვილი სახე.ასეთ ელზას ვიცნობ მე.
-აუ,დავიძინოთ რა. ვკვდები. -თქვა თუ არა,მაშინვე ლოგინზე დაეგდო და თვალები დახუჭა. ცოტახანი აივანზე ვიდექი და გავყურებდი იმ მშვენიერ ხედს,სადაც ადამიანები არ იყვნენ.ჩაბნელებული კორპუსები, უკაცრიელი ქუჩები,მთვარე და მე. თუმცა,გვინდა თუ არა, ამ დროს მაინც ადამიანებზე ვფიქრობთ. ვიხსენებთ ყველა დეტალს,წვრილმანს,მოგონებას რაც მათთან გვაკავშირებს და გვიკვირს. გვიკვირს,თუ როგორ შეიძლება ამდენი რამის მერე,ადგნენ და კარი მოიხურონ. თითქოს არაფერი მომხდარა,თითქოს არ შემოჭრილან ჩვენს ცხოვრებაში,არაფერი აურევიათ,არაფერი დაუშავებიათ, უბრალოდ გაიარეს და კვალი არაფერისთვის დაუმჩნევიათ.ღამე რომ არა,ალბათ უფრო ბედნიერები ვიქნებოდით ან თავს მაინც მოვიტყუებდით,ვითომ ყველაფერი კარგადაა.
დილით ელზა ისე წავიდა,ვერც ვიგრძენი.სამზარეულოს მაგიდაზე ყავა დაუტოვებია,გაზეთთან ერთად. საუზმის და მოწესრიგების შემდეგ,სამსახურის ძიების ნაცვლად,სასეირნოდ წავედი.
თბილისის ქუჩები ძირითადად ნაგავით და დაბოღმილსახიანი მოსახლეობითაა სავსე.ყველა სადღაც გარბის,ყველას სადღაც ეჩქარება.ძნელად თუ იპოვი ვინმეს,ვინ მშვიდად,ღიმილიანი გამომეტყველებით დადიოდეს. ამიტომ სეირნობა ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებში მიყვარს,იქ არავის ძალუძს შენი დღის გაფუჭება,ნეგატივის გადმოცემა და ა.შ.
პარკში მჯდომარე(ან მდგომარე) წყვილები ძირითადად ‘ხვევნა,კოცნა,მტლაშა-მტლუშით’ არიან დაკავებულები,ამიტომ იქ სეირნობაც მთლად სასიამოვნო არ გახლავთ.და საერთოდ,თუ ძალიან არ გიჭირთ,ჯობია შინ დარჩეთ.
მეტროთი მგზავრობა არ მიყვარს(ხალხმრავლობის გამო),თუმცა დღეს მომიწია ჩასვლა და გამიმართლა კიდეც,მეტრო თითქმის ცარიელი დამხვდა. ჩანთიდან ამოვიღე ‘ჩემი’ ჰემინგუეი,ყურსასმენები და დავუბრუნდი ჩემს სამყაროს. ორი გაჩერების შემდეგ წინ ბიჭი დამიჯდა,ერთი შეხედვით ჩვეულებრივი,სიმპათიური ახალგაზრდა გახლდათ.მისთვის იქამდე არ შემიხედავს,სანამ მეტროს ‘მძღოლმა’ არ გადაწყვიტა,რომ მეტროში კონმფორტულად ჯდომა არ შეიძლება და ‘ოდნავ შეგვაქანავა’ (ისე ოდნავ,რომ მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიქროლა). ბიჭს წიგნი დაუვარდა და სანამ აიღებდა,მე შემომხედა. გაიღიმა,ჩანთა გაისწორა და ისევ განაგრძო კითხვა.

„ერთმანეთი უყვართ, უკუღმართ ლაპარაკს დაიწყებენ, წაიკიდებიან და უცებ აღარ არიან ერთი არსება.“
მე და ის ერთად გამოვედით მეტროდან.ორივეს ყურსასმენები,ჯინსები და წიგნები გვქონდა.
-უფრო საინტერესო ადგილას ვერ გავიცნობდით ერთმანეთს. - გავხედე და გავუღიმე.ერთი სული მქონდა ექსკალატორის კიბეებს მალე მიეღწიათ დანიშნულების ადგილამდე.
-ალექსი. - თქვა თუ არა,კინაღამ ჩავეხუტე. აშკარად, მანაც შეამჩნია ჩემი გაბრწყინებული თვალები. -მოხდა რამე?
-კი,მოხდა…
ავედით თუ არა,სახლამდე ფეხით ასვლა გადავწყვიტე.მიუხედავად იმისა,რომ ჩვენი გზები იკვეთებოდა,მაინც ერთად მივდიოდით.
-ანუ ასეთი რეაქცია იმიტომ გქონდა,რომ შენს ჩანაწერებში მთავარი გმირი ალექსია?
-ზუსტად.
-შეიძლება წავიკითხო?
-რა თქმა უნდა,გამოგიგზავნი.
ამის მერე, ისეთი არაფერი მომხდარა,რაც შეიძლება დასაწერად ღირდეს.ბოლოს ორივე ერთმანეთზე ბედნიერები,დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
სახლში მისვლისთანავე დავიძინე,არც სოციალური ქსელები შემიმოწმებია,არც მობილური.
დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს…
-დილამშვიდობისა.
-დილამშვიდობისა - სადმე ახლოს რომ ყოფილიყო,უეჭველი მოვკლავდი.
-მგონი გაგაღვიძე,მაგრამ მთელი ღამე ველოდებოდი როდის გამოაგზავნიდი…
-ბოდიში,ჩამეძინა და…
-არაუშავს,პირიქით...ისე,თუ გცალია გამოგივლი.
-ალბათ საღამოსკენ უკეთესი იქნება.
-კარგი მაშ,საღამომდე.

„სწრაფად მოვწყდი ჩემს თავს და ვიგრძენი, რომ მკვდარი ვიყავი. სისულელეა, როცა ფიქრობენ მოკვდა და გათავდაო.“

საღამოს ალექსთან შესახვედრად წავედი,უფროსწორად ის ამოვიდა და ერთად გადავწყვიტეთ მანქანით გასეირნება.თბილისის ქუჩები რვა საათისკენ საკმაოდ დაბნელებული და ლამაზი იყო.ავედით სადღაც, მაღალ ადგილას,სადაც არც ხალხი იყო და ხედიც მშვენივრად ჩანდა.ვიჯექით მანქანაზე და ვიყურებოდით არხეინად.არცერთი არაფერს ვამბობდით…
-მანქანაში წიგნს მოვკარი თვალი.
-დიახ,როგორც მახსოვს მაგას კითხულობდი მეტროში ხო? - თქვა და წიგნის ასაღებად წავიდა.
-“ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.” - დაზეპირებული იყო,ამოწერილი თუ იმ წამს წაკითხული არ ვიცი,მაგრამ აშკარად რაღაც ნამიოკი იყო.
-მაგრამ, “ნუ იმსჯელებთ კაცზე მეგობრების მიხედვით, გახსოვდეთ, მეგობრები იუდასაც არაჩვეულებრივი ყავდა.” - არ დავაყოვნე მეც პასუხი. გამიღიმა და დაჟინებით მიყურებდა. -გვიანია,არ წავიდეთ?
-იქნებ...ნუ კარგი,წავიდეთ.
გზაში აღმოვაჩინე,რომ წიგნების გარდა ჩვენი გემოვნება მუსიკაშიც ემთხვეოდა.წამით გავიფიქრე,რომ იდეალური პარტნიორი იქნებოდა,თუმცა სისულელეა…
მანქანიდან გადმოვედი,დავემშვიდობე და უცებ ავირბინე სახლის კიბეები. წესით ძალიან კარგ ხასიათზე უნდა ვყოფილიყავი,მაგრამ საშინლად მოვიწყინე,რა მინდოდა არც მაშინ ვიცოდი,არც - ახლა.ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა იყო,წარმოდგენა მქონდა ჩემს მიზნებზე,თუმცა არ ვახორციელებდი.რაღაც მინდოდა,არაამქვეყნიური,გასაგიჟებელი ცვლილება,რომელიც მინიმუმ გამაბედნიერებდა. ელზას დავურეკე და მასთან ასვლა გადავწყვიტე.
ვგიჟდები მის სახლზე,მუქი ‘შპალერებით’ და ფერადი განათებით.რა დროსაც არ უნდა მიხვიდე,სურნელოვანი სანთლები ყოველთვის იწვის. როგორი აღელვებულიც არ უნდა იყო,დაგამშვიდებს. „თავი საკუთარ სახლში იგრძენიო“ ამაზეა ნათქვამი,გინდა თუ არა,ეგრე იქნები. შესვლისთანავე დივანზე,ელზას გვერდით მოვკალათდი და ამბების მოყოლა დავიწყე.
-მოიცა,ერთი კვირაც არაა რაც იცნობ და უკვე სიყვარულზე ლაპარაკობ?
-სიყვარული რა შუაშია,მომწონსთქო უბრალოდ.კაი ბიჭია,ყურადღებიანი,გემოვნებიანი.აუ,რავიცი ...შევეშვათ მაგას… ყავა მომიდუღე, რა…
-მარიამ,გამაგიჟებ.-ისე მეუბნება,თითქოს უარესი რაღაცები არ უქნია…
-შენ არ იყავი,ერთი დღის გაცნობილ ბიჭს,შეყვარებული რო დაარქვი?
-მაშინ პატარა ვიყავი…-კი,სამითვის წინ პატარა იყო,რა თქმა უნდა…
-მე ბოდიში,როდინდელი ამბავი გავიხსენე...სამ საათზე მართლა ყავას მიდუღებ?
-მინდაო არ თქვი?
-ღმერთმანი,მკლავ? დაიძინე,დაღლილი ხარ აშკარად. - როგორც ყოველთვის,მას დავაბრალე.

ალექსი რეკავს და სადღაც მივდივართ.თბილისს გავცდით,მანქანა რაღაცის შესვლელში გააჩერა,კარები გამიღო,თვალებზე ნაჭერი ამაფარა და მივდივართ. ცალი ხელი მხარზე უდევს,მეორე - ხელზე. საოცარი სუნია გარშემო,აი ისეთი,წვიმის შემდეგ რომ იცის ხოლმე.
-ცოტაც და მოვედით.
-ნუ,კარგი…
ხელი უფრო მაგრად ჩავჭიდე. რაღაც სიმღერა ისმის,ნელ-ნელა უფრო მკვეთრად. ‘Drink up, baby, look at the stars
I'll kiss you again, between the bars…’ თვალები გავახილე და ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.
-მარიამ...მარიამ,მარიიიიი-მესმის ელზას ხმა. -გაიღვიძე,პირველი საათია,გაცივდა საუზმე.
-გაეთრიე,იდიოტოოო! - დავუყვირე და ბალიში ვესროლე.
-აჰაჰ,რა დაგესიზმრა?
-გამანებე თავი.
საბოლოოდ მაინც ამაყენა,ვისაუზმეთ და თან სიზმარიც მოვუყევი...რა თქმა უნდა დამცინა,თან ძალიან. სანამ არ წავედი, ‘მარიამი შეყვარებულიაო’-გაიძახდა. ისე,ვინ იცის,იქნებ მართლა შეყვარებულია?! საინტერესო იქნებოდა,თუმცა არა.მგონი,არაა.
ხალხი ამბობს,რომ გაზიარებული ბედნიერება,ორმაგი ბედნიერებაა,თუმცა მე ასე არ ვფიქრობ(განსაკუთრებით ახლა).
როგორ იქნა,შევხვდი ალექსს და ვისაუბრეთ. ვიღაც გოგოზე მომიყვა,ცოლად მიყვანას ვაპირებ და შენ უნდა მომატაცებინოო.მეც, რა თქმა უნდა დავთანხმდი...მერე ბევრი ვიცინეთ.ყოველი სიტყვის შემდეგ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი,რომ ასეთ მეგობარს ვეღარასდროს გავიჩენდი,ამიტომ მის შენარჩუნებას დიდი ხანი ვცდილობდი.
ცოტახანში ალექსს თითქმის ყველა იცნობდა,და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე,რომ დავშორდით. დავშორდით ოღონდ აყალმაყალის,ჩხუბისა და ლანძღვა-გინების გარეშე...საქმე უფრო უარესად იყო.
„ბევრ რამეში ემთხვეოდა ჩვენი გემოვნება ერთამენეთს, მაგრამ მაინც სხვადასხვა ვიყავით“.
როცა ცდილობ,რომ რაღაც არ დაკარგო,ებღაუჭები და მზად ხარ საკუთარი თავიც დათმო.ბოლომდე ეცემი,ყველაფერს უძლებ ოღონდ არ წავიდეს,არ მიგატოვოს...ეძებ სალაპარაკოდ მიზეზებს,იგონებ ისტორიებს,იწყებ საკუთარი სამყაროს შექმნას,სადაც მხოლოდ ორი ადამიანის ადგილია და სწორედ აქ ცდები...აქ გვავიწყდება,რომ ყველაფერი წარმავალია,მითუმეტეს ადამიანი. არასდროს არავინ უნდა მოუშვა გულთან,არავის უნდა დაანახო რომ რაღაცას გრძნობ,თორემ ადგებიან და შენს გრძნობებთან ერთად წყალში მოგისვრიან. არასდროს ენდოთ ბოლომდე,განსაკუთრებით მეგობრებს,რადგან სადღაც,ბოლოში იმედს აუცილებლად გაგიცრუებენ. ილაპარაკეთ ყველაფერზე,გრძნობების გარდა!
ალექსიც დავკარგე,
რა თქმა უნდა.

ისე,მართლა ვფიქრობდი,რომ მისნაირ მეგობარს შევინარჩუნებდი? განსაკუთრებით მაშინ,როცა ასე მგავდა...


სხვათაშორის, ამ ბოლო დროს ხალხს, იმედებივით ვკარგავ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent