შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე შანსი (IV)


7-12-2017, 01:23
ავტორი The Dreamer
ნანახია 3 770

სანდრო

კაბინეტში ვიდექი,ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული.ლამის ჭკუიდან გადავედი იმხელა პრობლემა შემიქმნა ამ პატარა ეშმაკუნამ,ის კი იდგა მშვიდი გამომეტყველებით და ტუჩს იკვნეტდა.კულმინაციაც საკმაოდ მომხიბვლელი იყო... ჩემი ასისტენტი და პარტნიორი ჩახუტებული ერთმანეთს უყურებდნენ.
რა თქმა უნდა გავბრაზდი,არასასიამოვნო აღმოჩნდა მათი ასეთ მდგომარეობაში დანახვა,ამიტომ ადელინა ოთახიდან გავაგდე.
-თქვენი ხმა მთელ საავადმყოფოში ისმოდა.-ლევანი თითქოს ცდილობდა ჩემი გამომეტყველების ამოხსნას,მაგრამ არაფერი გამოუვიდა.-გოგოს რას ერჩი?
-ლევან რა გინდა?
-მე რა მინდა ბიჭო,უბრალოდ გოგოს სახეს შეხედე?ლამის იტირა.-აღარ მინდოდა ლევანიდან ამ გოგოზე არცერთი სიტყვის მოსმენა.
-ჰოდა წადი დაამშვიდე.ეგ კარგად გამოგდის.-ჩემდა უნებურად ეს სიტყები წამომცდა.
-კარგი.. ყავაზე დავპატიჟებ იქნებ ხასიათზე მოვიდეს.-სახეზე მაცდური ღიმილი აღებეჭდა,ეს კი არ მესიამოვნა.
უამრავი პაციენტი მყავდა მთელი დღის მანძილზე,მაგრამ ყურადღების მოკრებას ვერ ვახერხებდი.გამუდმებით ლევანის „პაემანზე“ვფიქრობდი.მინდოდა როგორმე ჩამეშალა მათი შეხვედრა.
ადელინას გამოჩენის პირველივე დღიდან აფორიაქებული დავდიოდი.ბავშვური გამოხედვა ჰქონდა,მაგრამ საშინლად მწარე ენა.თვალებით თითქოს მიზიდავდა,მაგრამ ენით მკლავდა.ვცდილობდი მისგან თავი შორს დამეჭირა ამიტომ საპასუხოდ გული დავწყვიტე.ახლა კი უნდა ვიჯდე და ვიფიქრო წაყვება თუ არა ლევანს.
ერთი შეხედვით უწყინარმა გოგონამ ჩემი ცხოვრების წესი სრულებით გაანადგურა,ნორმალურად ვეღრც ვჭამ,ვეღრც ვიძინებ და რაც მთავარია სამსახურზე კონცენტრაციასაც ვეღრ ვახერხებ.
დღის ბოლოს გავიგე,რომ ადელინა სამსახურიდან ატირებული გაქცეულა,მათაან დარეკვას არ ვაპირებდი.გადავწყვიტე მისამართი გამეგო და,თავისუფალ დროს წავსულიყავი სასაუბროდ.
თავს ვერაფერს ვუხერხებდი,სულ მასზე ვფიქრობდი.ასეთი გრძნობა არასოდეს,არავის მიმართ არ გამჩენია,საკუთარი ცოლის მიმართაც კი რომელიც თავდავიწყებით მიყვარდა.
ღამით ვერ დავიძინე,ან თუ ჩამეძინებოდა მაშინვე ადელინა მესიზმრებოდა.გადავწყვიტე არ დამეძინებია და წიგნი წამეკითხა,მაგრამ რას ვკითხულობდი ვერ ვიაზრებდი.
სრულიად გამოუძინებელი წავედი სამსახურში,კაბინეტში შევედი მაგრამ ადელინა არ დამხვდა.როგორც მოგვიანებით გავიგე საერთოდ არ მოსულა სამსახურში.
ანამ მისამართი მოიძია და შემომიტანა.
სამსახურის შემდეგ მოცემულ მისამართზე წავედი.
ადელინას დეიდას კარგად ვიცნობდი.ის ჩემი ძიძა, შემდეგ კი რეპეტიტორი იყო.რაც და გარდაეცვალა ჩემთან იშვიათად მოდიოდა.ნატამ სახლში შემიპატიჟა და ადელინას დაუძახა.

ადელინა

დეიდას ხმამ გამაღვიძა.სასწრაფოდ ჩავიცვი და კიბეებზე ჩავირბინე.მისაღებიდან ნაცნობი ხმა შემომესმა,არ მინდოდა იქ შევსულიყავი,არ მინდოდა მისი დანახვა,მაგრამ ნატამ დამინახა და კიდევ ერთხე დამიძახა
-შემოდი.. მანდ რას დგახარ?-დეიდა ბედნიერი ჩანდა.-ნახე ვინ მოვიდა..-ნაძალადევად გავიღიმე და მათთან შევედი.
სიტყვა არ მითქვამს ისე დავჯექი დივანზე და მათ საუბარს ვუსმენდი.ნატა ცდილობდა სანდროსთვის ყველაფერი გამოეკითხა მისი ახლანდელი ცხოვრების შესახებ,სანდრო კითხვებს ირიდებდა,დროდადრო კი თვალს ჩემკენ აპარებდა.დეიდამ შეამჩნია სანდროს მზერა და მარტო დაგვტოვა.
-დღეს არ მოსულხარ..-დაიწყო საუბარი სანდრომ
-და რა? ვერავის ვერაფერი უბრძანე და ახლა აქ მოხვედი?-სიტყვა გავაწყვეტინე მას.
-საკმარისია ასეთი საუბარი,აქ ამისთვის არ მოვსულვარ.-სანდრომ თვალი ნატას მოჰკრა რომელიც ცდილობდა რაიმე არ გამორჩენოდა.-სადმე გავიდეთ და იქ ვისაუბროთ.-შემომთავაზა მან.
-დღეს არ მცალია..-ვუთხარი და თმას დავუწყე თამაში.-დღეს ლევანს უნდა შევხვდე.
სანდროს სახისკენ გავაპარე თვალი,რომელსაც ნესტოები სიბრაზისგან დაებერა, სახეზე კი ათასმა ფერმა გადაჰკრა.შემდეგ სავარძლიდან წამოდგა და დაჯინებით მიყურებდა,თითქოს ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა.ბოლოს ნატასკენ მიბრუნდა.
-ნატა,თუ ნებას დამრთავ მინდა ადელინა წავიყვანო.-მისმა სიტყვებმა ორივენი(მე და დეიდა) გაგვაკვირვა.
-კი მაგრამ სად? ან რატომ?-იკითხა დეიდამ
-გამორიცხულია !-დავისისინე მე
-ადელინა ერთი წუთით მოიცადე.-ჩემთვის არც კი შემოუხედავს ის მითხრა,მეც გავჩუმდი.-ნატა ადელინასთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს,პირობას გაძლევ არ ვაწყენინებ.-ნატამ მზერა ჩემზე გადმოიტანა,მხოლოდ ამის შემდეგ გამომხედა სანდრომაც.
-შენი მჯერა სანდრო,მგრამ როდის მოხვალთ?-დეიდაჩემი მაშინვე მოლბა მის წინაშე.
-ხვალ საღამომდე.-თვალები დავჭყიტე ნუთუ ამ მანიაკთან ერთად მომიწევდა 24 საათის გატარება.დეიდამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია სანდროს.
-ვინც უნდა გთხოვოს ყველას ასე მარტივად გაატან ჩემ თავს?-ნატას ლამის ვუკივლე.
-სანდრო ყველა არ არის.მე მჯერა მისი რადგან ამბობს მნიშვნელოვანიაო წაყვები.-დეიდამ განაჩენი გამოიტანა.
სხვა რა დამრჩენოდა? ჩავიცვი და ჩემი ნებით ჩავჯექი მანქანაში.არ ვლაპარაკობდით,ან და რა იყო სალაპარაკო? მანქანას ძალიან სწრაფად მართავდა,მეშინოდა მაგრამ არ მინდოდა მეთქვა მისთვის თუნდაც ერთი სიტყვა,მით უმეტეს რამე მეთხოვა.მივქროდით ჩემთვის გაურკვევლი მიმართულებით.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მანქანა გააჩერა ტყის პირას და გადავიდა.მე არ ვჩქარობდი ჩასვლას,ამიტომ კარები თვითონ გამიღო, ხელი ჩამკიდა და ტყეში მივაბიჯებდით.ბოლოს დავიღალე და ხელი გავაშვებინე.მან შემომხედა და გამიღიმა.
-ნუ გეშინია მე შენს გვერდით ვარ.-მისი სიტყვები მესიამოვნა,მინდოდა საპასუხოდაც მეთქვა რამე კარგი,მაგრამ არ ვეტყოდი.
-სწორედ შენი მეშინია.-სახიდან ღიმილი გაუქრა.
-იმ დღის გამო?-თანხმობის ნიშნად დავუქნიე თავი.-ნუ გეშინია... აღარასოდეს გაწყენინებ.-თავი სიზმარში მეგონა,ნუთუ ამ სიტყვებს მართლა მეუბნებოდა?ხელზე ვიჩქმიტე,რათა მის რეალურობაში დავრწმუნებულიყავი.
-რას აკეთებ?-გაუკვირდა სანდროს
-იქნებ სიზმარში ვარ და არც შენ ხარ რეალური...-სანდრომ ისევ თვალისმომჭრელად გამიღიმა.
-ჯერ ისევ ბავშვი ხარ.-თქვა შემდეგ
ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა,ისე ახლოს რომ ალბათ გულის ცემასაც კი გაიგონებდა.დაჟინებით აკვირდებოდა ჩემს სახეს,შემდეგ მზერა ტუჩებზე გადაიტანა.ადგილზე გავიყინე,გული ამოხტომას ლამობდა.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.ის იყო უნდა ეკოცნა,რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა.მეც გავაყოლე თვალი და პატარა სახლი დავინახე,რომელსაც ცალი კედელი შემინული ჰქონდა.სანდრომ ხელი ჩამკიდა და სახლიდაკენ წამიყვანა.
შიგნით ყველაფერი ხის იყო.ბუხარი დასანთებად იყო გამზადებული.სახლი პატარა და მყუდრო იყო,ამავდროულად თანამედროვე და მდიდრული.
-ყავას დალევ?-მაცდურად მკითხა სანდრომ.
- ვნახოთ როგორ ყავას ამზაებს შეფი-დამცინავად ვუთხარი და სამზარეულოსაკენ გავყევი.
-ეს რა სახლია?-ვკითხე,მოფუსფუსე სანდროს.
-უბრალო სახლია,განმარტოვებისათვის საუკეთესო.
-ხშრად მოდიხარ აქ ვინმესთან განმარტოვებისათვის?-ვთქვი,თუ არა მაშინვე მივხვდი სხვა გაგებით იყო ნათქვამი.სანდროს გაეღიმა ცერა თითი ტუჩზე გაისვა და შემომხედა.
-დღეს განსაკუთრებული შემთხვევაა.-სანდერო ჩემს რეაქციას აკვირდებოდა.
მისაღებში გავედით ყავის ფინჯნებთან ერთად.სანდრომ ბუხარი დაანთო,მე ახლომდებარე ტახტზე მოვკალათდი და შალის პლედიც შემოვიხვიე.სანდრო შორიახლოს დამიჯდა.ჯერ დაჯჟინებით მიყურებდა,შემდეგ მზერა შეარბილა.რადგან მე არაფრის თქმას არ ვაპირებდი,მან დაიწყო.
-აქ ჩვენზე სასაუბროდ მოგიყვანე,სანამ არ შევთანხმდებით აქედან ვერ წავალთ.-რატომღც მუქარასავეთ ჟღერდა.მე პასუხს არ ვცემდი,ამიტომ განაგრძო.-ცხოვრების წესი შემაცვლევინე იცი?
-არ ვიცი.. შეგიძლია განმიმარტო?-ვკითხე და ყავა მოვსვი.
-არც მე არ ვიცი რას ვგულისხმობ.ჩემი გონება და გული ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. გულწრფელად გითხრა ძალიან მომწონს შენთან,განსხვავებული ადამიანი ხარ.ყოველთვის იმას ფიქრობ რასაც ამბობ,ზოგჯერ ზედმეტიც კი მოგდის..
-აქ ჩემს გასალანძღად მოვედით?-არ მესიამოვნა ტონი.
-რა თქმა უნდა არა.აქ ჩემს შენდამი დამოკიდებულების ასახსნელად მოვედით.-თქვა ბოლოს
-ნუთი გიყვარვარ?-გამეცინა,სანდრო კი მოიღრუბლა.
-არ მიყვარხარ,უბრალოდ მინდა დროს შენთან ვატარებდე,უკეთ გაგიცნო,დავვახლოვდეთ,ამის შემდეგ კი დრო გვიჩვენებს შეგვიყვარდება ერთმანეთი თუ არა.-არც ისე იმედის მომცემად ჟღერდა.
-შენი ცოლი...?-როგორც ყოველთვის უდროო დროს ვიცი მსგავსი კითხვების დასმა.მობეზრებული სახით შემომხედა,შემდეგ მზერა ამარიდა.
-რა ჩემი ცოლი ადელინა?ახლა ჩემს ცოლზე ვსაუბრობთ თუ ჩენზე?-ნეტა სცოდნოდა ასეთ სიმპათიურ ბიჭს,რომ არ უხდებოდა მსგავსი სიბრაზე.ნუ ზოგჯერ...
-ჰო მაგრამ რას მთავაზობ?-პაუზის შემდეგ განვაგრძე.-შენ ჩემთვის არაფრის მოცემა არ შეგიძლია,არც იმდდენად დამაიმედებელია შენი სიტყვები.რაღაც დროის შემდეგ რა მოხდება?-რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ საშუალება არ მივეცი.-მე გეტყვი რა იქნება...
მოულოდნელად სანდრო ჩემკენ გადმოიხარა და მაკოცა...
პირველი კოცნა... დრო თითქოს გაიწელა,გრძნობები ერთი მეორეს მიყოლებით თავს მესხმოდა,ვფიქრობდი მხოლოდ მისთვის მიღირდა სიცოცხლე.ყოველი წუთი,ყოველი წამი მინდოდა მასთან გამეტარებია.სამყაროს დავთმობდი მისთვის,მაგრამ სამყაროს გამო მისი დათმობა არ შემეძო.
ტახტზე ვისხედით,მე სანდროს მკერზე ვიყავი მიხუტებული,ორივეს პლედი გვეფარა და ბუხარს ვუყურებდით.ახლა ამ წამს ყოველი სიტყვა ზედმეტი იქნებოდა.თუმცა ჩემს თავში,უამრავი კითხვა ჩნდებოდა.
-რას ფიქრობ?-სიჩუმე დაარღვია სანდრომ
-რომ გითხრა,გამიბრაზდები.
-და მაინც?
-მომენტის გაფუჭება არ მინდა,მაგრამ ჩემთვის აუცილებელია ვიცოდე შენს ცოლზე.-სანდრო წამოიწია,მე მისი მკერდიდან თავი ავიღე და თვალებში ვუყურებდი.


პ.ს მეგობრებო იმედია მოგეწონებათ.. დააფიქსირეთ თქვენი აზრი,ავტორისათვის მნიშვნელოვანია



№1  offline წევრი mia15

ძალიან საინტერესო ისტორია.მომწონს და ველი შემდეგ თავს.

 


№2 სტუმარი სტუმარი Lia

Saintereso istoriaa
Tavebi gaadide zalian pataraa❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent