მეორე შანსი (III)
-გოგონას დედა არ ჰყავს,მამა კი სამსახურშია.მეგონა იცდით რადგან აქ ბატონმა სანდრომ გამოგგზავნათ.-მხრებიი აიჩეჩა ნინომ -ბატონ სანდროს საქმის კურსში არ ჩავუყენებივარ,ამიტომ არაფერი ვიცოდი სად მოვდიოდი.-თითქოს თავს ვიმართლებდი ისე ჩანდა. მოწყენილობით არც კი ვიცოდი რა მეკეთებინა ამხელა სახლში.ნინოც არ აღმოჩნდა ენაწყლიანი მოსაუბრე,ამიტომ თავი დავანებე და ბაღში გავედი,სადაც ულამაზესი ხედი იყო.-ნუთუ როდესმე ასეთ სახლში ვიცხოვრებ?-საკუთარ თავს ვკითხე და მოვიწყინე.ცოტახანში ელენემაც გაიღვიძა,ისადილა და ბაღში ვთამაშობდით.უცებ ელენე წამოხტა და სახლში შევარდა.ვაპირებდი უკან გავყოლოდი,მაგრამ მოულოდნელად სანდრო დავინახე,რომელიც ჩემკენ მოდიოდა.გაოცებული დავრჩი,აქ რა უნდოდა თანაც ასეთ დროს? -როგორ მიდის საქმეები?-აუღელვებელი ხმით მკითხა. -შენ აქ რას აკეთებ?-თითქოს ჩემი კითხვა არ გაუგონიაო სახლში ისე შევიდა,რა თქმაუნდა უკან გავყევი. - მამიკოოო-იყვირა უცებ ელენემ და ხელებგაშლილი სანდროსკენ გაიქცა.ამ უკანასკნელმაც ბავშვი ჰაერში აიტაცა ,დაატრიალა და ჩაეხუტა. აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა ჩემს თავს.კარებთან გაჩეშებული ვიდექი და მათ ვუყურებდი,ელენე სიხარულისაგან კისკისებდა სანდროსაც ბედნიერი სახე ჰქონდა,მხოლოდ მე ვიდექი გაქვავებული და გაოგნებული.სანდროს არც შეუმჩნევია იქ თუ ვიდექი,ბავშვი ისევ აიტაცა ხელში და კიბეებისაკენ წავიდა. აზრზე ნინოს შეხებამ მომიყვანა,რომელიც შეშნებული მიყურებდა.თვალი მოვავლე მისაღებს მხოლოდ მე და ნინო ვიყავით. -ადელინა კარგად ხარ?- შეშინებული ხმა ჰქონდა. -კი... უბრალოდ ვერ მივხვდი ელენე თუ სანდროს შვილი იყო..-დაბნეულმა და დაღონებულმა ჩანთა ავიღე და გასასვლელისაკენ წავედი. ფეხით მივსეირნობდი და ვფიქრობდი,რატომ შემაწუხა ამ ფაქტმა ასე ძალიან?რატომ განვიცდი?ისე რატომ ვარ თითქოს გავნადგურდი?მე ხომ უბრალოდ ასისტენტი ვარ რომელიც სულ ახლახანს შეხვდა თავის უფროსს,რომელიც უმიზეზოდ ეჯავრება?.. ელენეს ძალიან ნაცნობი სახეც ამიტომ ჰქონდა... მამის ლამაზი ცისფერი თვალები,პატარა კოპწია ცხვირი და წითელი დიდი ტუჩები... -ადელინა მოხვედი?-სამზარეულოდან გამომძახა დეიდამ -კი დეი მოვედი,მაგრამ არაფერი მინდა ოთახშ წავალ დავისვენებ.-არც კი მოვუსმინე ნატას ოთახში ავვარდი და საწოლზე ჩამოვჯექი.თუმცა ნატამ მარტო არ დამტოვა და მალე ოთახი „შტურმით“ აიღო. ისიც გვერდით მომიჯდა,სცადა ჩუმად ყოფილიყო და დამლოდებოდა,როდის გადავწყვეტტი მასთან საუბარს,მაგრმ მისი მოთმინება დიდი არ არის. -სანდრომ გაწყენინა?-თავი მისკენ შემაბრუნებინა,მე არაფერი ვთქვი.-იცოდე ან შენ მომიყვები ყველაფერს,ან აკაკის დავურეკავ და ის მიხედავს ამ საქმეს. -ნატა მათ ოჯახს კარგად იცნობ?-თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია მან-მომიყვები მათზე?-ცნობისმოყვარეობამ წამძლია -ადელინა.არ მითხრა რომ სანდრო მოგწონს..-ნატას სახე შეეცვალა -თუ გეტყვი რომ მომწონს რა მოხდება?-კითხვა შევუბრუნე -შეუძლებელია..-გაეღიმა ნატას.-თქვენ განსხვავდებით ერთმანეთისაგან.შენ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ბავშვი ხარ,არ იცი რა გინდა,არაფერში ხარ დარწმუნებული.თნაც შენი ფექთებადი ხასიათიც არ უნდა დავივიწყოთ,მაგრამ სანდრო...-მის ხსენებაზე თვალები გაუნათდა.-სანდრო ჩამოყალიბებული,ზრდასრული მამაკაცია.ყოველთვის იცის რა უნდა,მისი ნაბიჯები ძალზე მყარია.. -ნატა.. ნატა.. უბრალოდ ვიხუმრე.-სიტყვა გავაწყვეტინე ნატას,რადგან მასზე საუბარმა გაიტაცა.-თანაც მე რა საერთო უნდა მქონდეს გაფხორილ ინდაურთან..-ცხვირი ავიბზუე და საბანი თავზე გადავიფარე. -აი ხომ ვამბობდი ბავშვი ხართქო.-ნატამ გაიცინა და კარები გაიხურა. წინა ღამისნათევმა საუკეთესოდ გამოვიძინე.იდიალურ განწყობაზე გავიღვიძე,ნატამაც უგემრიელესი საუზმე მომიმზადა რამაც უფრო გამახალისა. სამსახურში შევედი თუ არა ანა დავინახე,რომელიც უცნაურად დააბიჯებდა საავადმყოფოს დერეფანში.დამინახა თუ არა მაშინვე მოირბინა. -სად ხარ გოგო ამდენ ხანს?-ჩუმი,წვრილი ხმით იკითხა -საცობში მოვხვდი... და საერთოდ რა შენი საქმეა? -ჰოდა თუ ჩემი საქმე არ არის,მაშინ კაბინეტში მიბრძანდი სადაც გამძვინვარებული ბატონი სანდრო დაგხვდება.-ნიშნისმოგებით გამიღიმა და მხარზე ყალბი თანაგრძნობის ნიშნად ხელი დამადო.. ისეთ განწყობაზე ვიყავი,რომ სანდროს ნამდვილად არ გავაფუჭებინებდი ამ დღეს.ხალისიანად შევაბიჯე კაბინეტში,სადაც უამრავი საბუთი იატაკზე იყო მიმოფანტული.სანდრო მაგიდას ორივე ხელით ძლიერად ჩასჭიდებოდა და ლეპტოპში რაღაცას კითხულობდა. არ ვიცი საქმე რაშ იყო,მაგრამ დღს სანდრო განსაკუთრებულად სიმპათიურად გამოიყურებოდა.უცემ შემამჩნია... ლეპტოპი ისე ძლიერად დახურა,რომ ლამის დაიმსხვრა,მე შეშინებული შევხტი. -სად ხარ აქამდე?-დაიღრიალა მან -კურსებზე.-მოკლედ ვუპასუხე -რა კურსებზე?-ჩემმა პასუხმა უფრო გააღიზიანა. -კურსებზე „როგორ მივხედოთ უფროსის ქალიშვილს“.-სრულიად აუღელვებელი და მშვიდი ხმა მქონდა,სახეზე კი ღიმილი. -შენ ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გინდა?-ლოყაზე წვერს შეეთამაშა და ისევ ბრაზიანი ხმით განაგრძო.-მე შენ დოკუმენტების დალაგება გითხარი და არა მათიი არევა.საქაღალდეებში არასწორი დოკუმენტაცია იყო,რის გამოც სამინისტროშიც შეცდომით სხვა საბუთები გადაიგზავნა.-სანდრო უფრო და უფრო ბრაზდებოდა,თვალები უნათებდა. -მამაჩემი რომ არა პირველივე დღეს გაგაგდებდი.-შედარებით ხმადაბლა ჩაილაპარაკა -გამაგდეთ ბატონო სანდრო,ნუ მოერიდებით ვინმეს.-ღიმილი სახიდან გამიქრა,თუმცა მშვიდი ხმით ვუთხარი. -შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს,რატომღაც დღეს ძალზე მშვიდი ხარ.-ეს კითხვა არ იყო,მაგრამ გადავწყვიტე პასუხი გამეცა. -რა თქმა უნდა ბატონო სანდრო.თქვენს შვილთან თამაშმა ძალზე დამამშვიდა.-სანდრომ ალმაცერად შემომხედა -უკვე მეორედ გაუსვი ხაზი,რომ ჩემს შვილს უვლიდი.საქმე რაშია?-სავარძელში ჩაჯდა და ნერვების მოთოკვას ცდილობდა. -არც არაფერში სანდრო,უბრალო მადლობაც საკმარისი იქნებოდა გუშინ.-მეტი რომ არაფერი მეთქვა ტუჩზე ვიკბინე.თითქოს თავი ხელში აიყვანა სანდრომ -ჯერ ერთი, შენთვის ბატონი სანდრო ვარ.მეორე,შენ ჩემი ასისტენტი ხარ,რასაც გიბრძანებ ის უნდა შეასრულო ყოველგვარი კითხვების და ჩემგან მადლობების გარეშე...-თვალები სწრაფად დაახამხამა.-გითხარი ტუჩებს შეეშვითქო.-არ მესიამოვნა ამგვარი დამოკიდებულება.გული ძალიან მეტკინა. -ძალიან კარგი! ბატონო სანდრო,მაშინ თქვენც შეეშვით ჩემს ტუჩებზე ფიქრს.ახლა კი თუ ბრძანება არ გაქვთ,მე დაგტოვებთ.-გესლიანად წავისისინე და კარებისაკენ წავედი. კარებში ლევანს შევეჩეხე,ფეხი ამიცდა,სადაც იყო დავვარდებოდი,მაგრამმ ლევანმა მოასწრო დაჭერა.ჩემს დაბნეულ და შეშინებულ სახეზე გაეღიმა,მაგრანმ სანდროს სულაც არ ეღიმებოდა.ჩვენს დანახვაზე კიდევ უფრო გაბრაზდა.სანდროს ხმამ ორივენი გამოგვარკვია. -დიდხან იდგებით ჩახუტებული?-მაშინვე მოვშორდი ლევანს და გვერდით მივდექი.-ლევან დაჯექი.-მშვიდი ხმით უთხრა ლევანს,შემდეგ მე შემომხედა,თითქოს მზერით ცდილობდა ჩემს მოკვლას.-შენ კი წადი,თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. მაშინვე გამოვვარდი ოთახიდან,თავს საშინლად ვგრძნობდი.არ ვიცი რა მოხდა ჩემს მისვლამდე მაგრამ სანდრომ გული ძალიან მატკინა... ყველა ის სიმპათია გაქრა,რასაც მის მიმართ ვგრძნობდი.თვალებიდან ცრემლები ისეთი სიჩქარით მცვიოდა,რომ მიჭირდა რაიმეს დანახვა. სანდროს დანახვაც კი არ მინდოდა,გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი და აქ აღრასოდეს დავბრუნებულიყავი........... პ.ს იმედია მოგეწონებათ.ავტორისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს აზრს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.