პირველი და უკანასკნელი (2 თავი)
შეშინდა ,ვერ გაეგო თუ რა მოხდა გონს მხოლოდ მაშინ მოეგო წელზე ვიღაცის ხელები,რომ იგრძნო და ფეხზე უეცრად წამოხტა.შუქი აანთო და იატაკზე წამომჯდარი ვაჩე,რომ დაინახა გაუკვვირდა წესით ის ახლა მის სახლში უნდა ყოფილიყო თუმცა ,მათთნაა თან მხოლოდ შორტების ამარა.გოგონამ ნერწყვი გადააგორა და ვაჩეშ შეხედა,რომელიც იღიმოდა. -ბოდიში,უბრალოდ ვერ დაგინახე და ამიტომაც შეგეჯახე. უცებ მოიხადა ბოდიში და ოთახიდან გავიდა ,კიდევ კარგი ბლუყუნი არ დაიწყო თორემ უფრო შერცხვებოდა. -არაფერია.ახვლედიანმა სიტყვა დერეფანში დააწია და სამზარეულოში შებრუნდა.ანა კი უცე შეძვრა საწოლში,ახლა იმაზე ფიქრს არ დაიწყებდა თუ რა უნდოდა ვაჩესაქ მაგრამ სალომეს აუცილებლად კითხავდა.რა არგია ბარგიჯერ,რომ არ ამოულაგებიათ თორემ კიდე უფრო ადრე მოუწევდა ადგომა.დაჭვა და სიზმრების სამყაროში დაიწყო მოგზაურობა . მმაღვიძარამ სიმშვიდე დაურღვია თუმცა კარგათ ვერ გამოაფხიზლა.ცოტახანი კიდევ ინებივრა საწოლში თუმცა როდესაც დღევანდელი დღის გეგმა გაახსენდა ფეთიანივით წამოხტა ფეხზე და სალომეს ოთახისკენ სირბილით გაემართა .იცოდა,რომ გალბატონი ამდგარი არ ინებოოდა და არც შემცდარა,გაიქცა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თვზე დაახტა. -სალო,მიდი რა ჩქარა ადგექი,მალე წავიდეთ რა.ჯერ დააბალი ხმით დაიწყო,ეგონა,რომ ვერ გაჭრიდა დაქალთნ თუმცა შეცდა.როცა სალომესაც გაახსენდა დღის გეგმეიი მაშინვე ფეხზე წამოხტა.საწოლიდან ადგა და აბაზანაში გადიოდა თუმცა ანიმ შეაჩერა. -სალო. -რაარი?შეტრიალადა და ანის დააკვირდა რომელიც საწოლზე დაჯდომას თხოვდა,ჩაიცინა და მეგობარს გვერდით მიუსკუპტა. -აბა გისმენ. -ვაჩეს აქ რატომ დარჩა? -დილას ოთახიდან გახვედი სანამ ჩემთან გამოძვრებოდი?სალომემაც კითხვით შეუბრუნა პასუხს არ ცემდა. -არა ,უბრალოდ მომწყურდა ღამე და ოთახში რო ცბრუნდებოდი შევეჯახე,ნუ შევეჯახე რა შემთხვევით წავაქციე და მე ზემოდან დავეცი,შმეშინდა და მერე გამიკვირდა ,რომ დავინახე. -ვუაიმე ღმერთო,რა უნდა და მე შენ და დემეტრე მაგის მანქანით მივდივართ,ხოდა ბიჭებმა დარჩი და ბარემ აქიდან წავიდეთ ბევრი სიარული,რომ არ მოგიწიოსო.უცებ აუხსნა დაქალს სიიტუაცია,და მისი მონაყოლი წარმოიდგინა თუ რა სასაცილო შესახედავი იქნებოდა.-დარჩენილიყავი კიდევ ცოტახანი ქვევით და გაიგებდი გენაცვალე..ბოლოს დატუქსა და სააბაზანოში შეიკეტა ,ანიმ თავი გადააქნია და გადაწყვიტა ოთახები მიელაგებია სანა სალომე სააბაზონოს დაუთმობდა ბოლო საწოლიც გადაასწორა ,ტანსაცმელი აიღო და სააბაზანოში შეხტა იქამდე სანამ ვინმე კიდევ დაასწრებდა.დილის პროცედურები ჩაიტარა,შავი დახეული ჯინსი და ლურჯი მოკლე მკლავვიანი მაისური ჩაიცვა დაფეხზე შავი ბოტასები მოირგო,თმა ცხენისკუდად აიწია და მისაღებში გავიდა სადაც ყველა მომზადებული ელოდა.სალომეს ლურჯი დახეული ჯინსი ეცვა,შინდისფერი ტოპი და ამავე ფერის კეტები.ბიჭებიც ძალიან კარგათ იყვნენ გამოწყობილები,ტყუპებს არ უყვართ მსგავსი ტანისამოსით სიარული,რადგან ფიქრობენ ,რომ ძალიან ბავშურია ეს საქციელი მათი მხრიდან,მიუხედავათ იმისა,რომ ერთნაირი გემოვნებააქვთ ყვლეაფერში. -კარგი ახლა დამიანეს და ლუკას დავურეკავ,ისინიც მოვლენ და წავედით.დემნამ განაცხადა და ანის მიუსკუპდა გვერდით სალომე კიდე დემეტრეს. -ბიჭო გუშინ ,ღამე რაღაც უცნაური ხმები გავიგე თითგოს და ვიღაცა წაიქცა.დემეტრემ ეს ,რომთქვა სალომეს ფხუკუნი აუტყდა და ცდილობდა თავი შეეკავებინა,ვაჩე იღიმოდა ანიმ კიდე არ იოდა რა ექნა,რომ ეთქვა მე წავიქეციო სიცილით მოკვდებოდნენ და ამათი პირიდან ვერ ამოვიდოდა და ვაჩეზე რამე,ეომ ეთქვა ორივე ცუდ დღეშიიქნებოდა ამიტომ საერთოდ მოეკეტვა გადაწყვიტა.ცოტახანში დამიანე და ლუკაც მოვიდნენ და მანქანებში გადანაწილდნენ.სალომე ანა და დემეტრე ვაჩეს მანქანაში გადანაწილდნენ,ხოლო ლუკა დამიანე და დემნა ლუკას მანქანაში.სადარბაზოდან გადიოდნენ და მანქანაში ჯდებოდნენ,ანიმ უკანა კარებისკენ წაიღო ხელი თუმცა დემეტრემ დაასწრო და მის ადგილას დასკუპტა.მეორე მხარეს უნდა მოევლო თუმცა იქ სალომემ დაასსწრო და კარები ჩაკეტა ამიტომაც წინ მოუწია დასკუპება,სულაც არ უნდოდა გუშინდელის მერე ვაჩეს გვერდზე დამჯდარიყო,მაგრამ რა გაეწყობოდა.წინ დაჯდა ,ფანჯარა ჩამოწი,ღვედი შეიკრა და ბავშვების ლაპარაკს უსმენდა. -გოგო შენ მასე ჩუმად უნდა იჯდე მთელი გზა?სალომე წინ გადაიწია და ყურში ჩყვირა. -თუ დამაყრუებ საერთო ვერ ვილაპარაკებ.გაბრაზდა და ხელები ერთმანეთზე გადააჯვარედინა. -ვუაიმე პაწკუ ნუ იბუსხები.ეხლა ტყუპის ცალი მიეჭრა და იმან დაუწყო ჩიჩინი. -სულაც არა.ანაც არ ტოვებდა პოზიციას.ვაჩეს კი ეღიმებოდა,და გზას თვალს არ აშორებდა.-აუ ანი,დემნას გიტარა ააქვს წამოღებული და ხომ გვიმღერებ?სალომე ცდილობს სიტუაცია განმუხტოს და უცებ აყალიბებს ახალ გეგმას. -ვნახოთ თუ ხასიათზე ვიქნები ვიმღერებ. -იცი ვაჩეც კარგათ მღერის და იმედია ერთად იმღერებთ ხოო?დემეტრე უცებ ამხელს ძმაკაცის ნიჭს და მას ეშმაკური ღიმილით შესცქერის.ანის გაუხარდა ამის გაგება რადგან,არ უყვარს ხოლმე როდესაც მარრტო სოლოს მღრის რადგან თუ რაიმე შეეშალაეს ძალიან არ სიამოვნებს. -მართლა მღერი?უცებ ჰკითხა და დადენით პასუხს სულ მოუთმენლად ელოდა. -კი მართლა ვმღერი.ბიჭიც თვს უქნევს და ანის შესცქერის ,რომელსაც სახეზე გახარებული ღიმილი დასთამაშებს.ცოტა ხანი რაღაცეებზე ილაპარაკეს შემდეგ კი და-ძმამ ჩათვლიმა და მანქანაშიი სიჩუმემ დაისადგურა.სიჩუმემ არც თუ ისე დიდი ხანი გასტანა,რადგან ვაჩემ ვეღარ მოითმინა და გოგონასკენ შეტრიალდა. -ანი. -გისმენ .გოგონამაც პასუხი არ დააყოვნა და თავი ვაჩესკენ მიატრიალა -როდესმე ვინმე გყვარებია?ანის კი ამკითხვაზე გაეღიმა და სალომეს ლაპარაკი გააახსენდა. -ჯერ-ჯერობით არა მაგრამ,თუ ოდესმე შემიყვარდა ის პირველი და უკანასკმნელი იქნება. -და თუ იმ ადამიანს არ ეყვარები მაშინ როგორ იქნება პირველი და უკანასკმნელი,დავიჯერო სხვა აღარასდროს შეგიყვარდება. -იცი,მაგ კითხვას სალომეც ხშირად მისვამდა ჩემი პასუხის შემდეგ კი იძახდა ,რომ შინაბერა დარჩებიო.ანის გაეღიმა და ისევ ბიჭისკენ შეტრიალდა. -შინაბერა...გამაცინე ,რატომ უნდა დარჩეს შენნაირი ლამაზი გოგონა შინაბერა.ანი რა თქმა უნდა გაწითლდა. -მადლობა.უბრალოდ პირველი და უკანასკმნელი იცი რატომ იქნება ? თუ ვინმეს შევიყვარებ ეს იქნება ნამდვილი სიყვარული,ჩემთვის კი ნამდვილი სიყვარული ისაა,როდესაც არასდროს ან თუნდაც ვერსადროს ,ვერაფერის საშუალებლიდ ვერ გადაიყვარებ .ამიტომაც თუ ვინმე შემიყვარდა ეს იქნება პირველი-იმიტომ,რომ ჯერ არასდროს არ მყვარებია ,და უკანასკმნეი -იმირომ,რომ მას ვერასდროს გადავიყვარებ. -იცი? შენნაირი დღს თითქმის აღარავინაა,რადგან ეღთ დღეს ერთი უყვართ მეორე დღს კი მეორე,მე შენში კი ამას ნამდვილად ვაფასებ ,და იმედია კიდე სხვა რამესც ვნახავ რის შედეგადაც კიდევ ერთ პლისუს შეიმატებ ჩემ თვალში. -მადლობა.ანიმ ისევ დაიმორცხვა და ფანჯარაში გაიხედა.ცოტახანში სალომემ და დემეტრემაც გაიღვიძეს , სიმღერები ჩრთეს კიდევ ბევრი ილაპარაკეს და როგორც იქნა მიაღწიეს დანიშნულების ადგილას.მანქანა ორსართულიანი სახლის ეზოში გააჩერეს,როგორც სვანებს ჩვევიათ სახლის ეზოში დიდი კოშკი იდგა ,სახლი კი თეთრად იყო შელესილი.ეზოში სხვა და სხვა სახეობის ყვავილები ერგო,ხეებს შუა სკამები იყო და მათ შუაში კი მაგიდა თავზე პატარა ნათურით.სახლის კარებაამდე კი ქვებით გაყვანილი ბილიკი მიდიოდა რომელიც კიდევ უფრო ალამაზებდა ეზოს.მანქანებიდან გადმოსკუპტნენ ,ბიჭებს არგი მიაცეჩეს თვითონ კი გარემოს თვალიერებას შეუდგნენ.მაღალლი მწვანით მოსილი მთბი დაყურებდა სახალებს,ყველასახლის ეზოში იდგა კოშკი,ისმოდა ბავშვების ყვირილი რომელიც მწვანედ აყვავებულ მდელოზე თამაშობდნენ. -გოგოებო,შემოდით შიგნით აქაურობის დათალიერებას მერეც კი მოასწრებთ.დამიანემ გამოძახა გოგოებს და თვითონ ისევ სახლში შებრუნდა.სალომე და ანა კი ისევ ნელა მისეირნებდნენ სახლიკე რათა სიამოვნება კიდევ უფრო გაეწელათ. შიგნით შესულებს,ბიჭები მისაღებში დახვდათ და ტელევიზორს შესცქეროდნენ.თვითონს სამზარეულოში შევიდნენ და საჭმლის კეთტებას შეუდგნენ თნ ი ჭამდნენ,ამათ საჭმლისადმი დამოკიდებულება ძალიან სასაცილოა.თვისუფალ დროს ჭამენ და როცა არ ჭამენ შიათ. სუფრა გააწყვეს და მას შემოუსხდნენ,ჭამის დროს ხმა არცერთს არ ამოუღია,მალე დაამთვრეს და ისევ მარტო დატოვეს გოგონები,იმათმაც ჩქარა დაალაგეს ყველაფერი და მისაღბში გავიდნენ,აი იქ,რომ შევიდნენ სასწაული სანახაობა დაუხვდათ.სტუმრები მოსულან,იმათ კი ეს საერთოდ არ გაუგიათ.გიკვირთ ალბათ სტუმრების მოსვლაში რა არის გასაკვირიო?გასაკვირი ის არის ,რომ მისაღბში ორ ბიჭთნ ერთდ ერთი გოგონაც იყო,რომელსაც დასაჯდომათ ვაჩეს ფეხები აერჩია როცა ირგგვლივ თავზე საყრელად იყო დასაჯდომი ადგილი.ანის კი ამ დროს რაღაც ჩაწყდა მაგრამრატომ ?ის ხომსაერთოდ არაფერს არ გრძნობს მის მიმართ?ამის ფიქრში იყო გართული მეორე მე ,რომ გაოუძვრა.“მაშინ რატომ ჩაგწყდა რაღაც გულში?“ კარგი რა ,სულ რაღაც მეორე დღა რაც ვიცობ “შენ და ერთი ახვით შეყვარება არ გაგიგია?“ აუუ გეყოფა რა.სალომეს უკან მიყვა და მისაღბში შევიდა,ბიჭები გაიცნო როგორც აღმოჩნდა ნიკა და გიორგი გოგო კი თაია.სულაც არ მოეწონა ეს გოგო და მთელი საღამო ჩუმად აპარებდა მისკენ თვალებს და აკვირედბოდა თუ როგორ ეჟღურტულებოდა ვაჩეს,იმას კი ვერ იაზრებდა ამას რატომ აკეთებდა.მის ყველა მოძრაობას კი ნიკა შეისწავლიდა და მთელიმონდომებით აკვირდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.