მე შენამდე..! (2)
არ ვიცი ამ ყველაფერს რატომ ვიხსენებდი და ტკივილს უფრო რატომ ვიღრმავებდი. მე უბრალოდ მაშინდელ და ახლანდელ გიგას ვადარებდი. როგორ შეეძლო იმ ყველაფრის შემდეგ მას ჩემთვის ეღალატა. მე ხომ ერთადერთი ვიყავი მის ცხოვრებაში, ვინც შეძლო გიგას გულამდე მისვლა. ვინც მასში გრძნობები გააღვიძა. ვიხსენებდი ყველაფერს , ვიცლებოდი ცრემლებისგან. ცხოვრებაში რაც კი რამ სატირალი მქონდა ახლა ვტიროდი. მაინც , მაინც ვერ ვიაზრებდი როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ღალატი აუტანელია , ღალატი უპატიებელია. ხელით ჩემს პატარას ვეფერებოდი მუცელზე. შიგადაშიგ ვესაუბრებოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ მას დედიკო სიყვარულს და ზრუნვას არ მოაკლებდა. როგორ უნდა მეთქვა ეს გიგასთვის ამ ყველაფრის მერე არ ვიცოდი. საერთოდ იმსახურებდა კი? ვერც მვხვდი როგორ მომიახლოვდა ვიღაც. უფროსწორად გიგა. როგორც ჩანს გაიგო ჩემს პაწაწინას რომ ველაპარაკებოდი. ჩემს წინ ჩაიმუხლა ტკივილიანი თვალებით , რაზეც უფრო ვცოფდებოდი. თავს ვერ ვიკავებდი და ტირილს უფრო ვუმატე. იდგა და სიტყვას ვერაფერს ამბობდა. მიხვდა რომ ჩემში ყველაფერი ჩაკლა. მძულდა ზუსტად ამ ბავშვის გამო მძულდა ის. რა უნდა მეთქვა მისთვის არ ვიცოდი. სიტყვებს ვერ ვპოულობდი რომ მოღალატე ადამიანთან მესაუბრა. ზუსტად მაინც ვერ ვხვდებოდი რას ვგრძნობდი ახლა გიგას მიმართ. ვვერ გეტყვით ჩემში სიყვარული ჩაკვდათქო. ალბათ გასაკვირიც არ არის, ჩვენი სიყვარული ხომ ზუსტად 21 წელია არსებობს, უფროსწორად კი ჩემი სიყვარული მის მიმართ. ზუსტად ამიტომ მიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ მან მიღალაატა და ჩვენი სიყვარული ფეხ ქვეშ გათელა. ვერაფერს ვაცნობიერებდი ახლა რა უნდა გამეკეთებინა ვერ ვხვდებოდი. ისიც ტიროდა, ასე ჩემს წინ ჩამუხლული ტიროდა. ვერ გამეგო რა ატირებდა. -ნუ ტირი გიგა ნუ ტირი თორემ გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ!! ამ ყველაფრის მერე ცდილობ თავი შემაცოდო. -ნინა..ნინა არ ვიცი რა გითხრა, ვიცი თავს ვერ ვიმართლებ და არც ახსნას ვერ დაგიწყებ. ის რაც დაინახე რთულია აგიხსნა. თუმცა ვიცი რომ მიყვარხარ და ამაში ისე ვარ დარწმუნებული რომ როგორც მე ვარ გიგა გულედანი. მიყვარხარ ნინა ხომ იცი მიყვარხარ, ხომ გჯერა ჩემ გრძნობების მიპასუხე? -გიგა მეღადავები ალბათ ხომ? ასე ამდენი სიტყვა მაშინაც არ გითქვამს ჩემთვის როცა მართლა გიყვარდი და როცა მართლლა შეგიყვარდი. და ახლა მითუმეტეს დაგიჯერებ ამ სიტყვებს და ამ სიყვარულს? იმ ყველაფრის შემდეგ რაც ვნახე. ყოველთვის ასეთი იყავი შენ ყოველთვის საქციელებით ამტკიცებდი ყელაფერს. ყოველთვის საქციელებით გამოხატავდი ჩემს სიყვარულს და აი ახლაც შენი საქციელით გამოხატე როგორ მაგრად გკიდივარ და საერთოდ არ გოყვარვარ. ან იქნებ არც გყვარებივარ საერთოდ ვინ იცის. -გთხოვ გთხოვ მაგას ნუ იტყვი რომ არ მიყვარდი ან არ მიყვარხარ. გულს ნუ მომიკლავ ნინა, შენ ხომყოველთვის გჯეროდა ჩვენი. შენ ხომ ყოველთვის გჯეროდა ჩვენი სიყვარულის. მე ხომ ზუსტად მაგიტომ შემიყვარდი ნინა. -ნუ მაცინებ რა გიგა გთხოვ. კიდე მე გტკენ ხომ გულს კიდე მე ხომ? იმ ყველაფრის მერე რაც ცოტა ხნის წინ ვნახე კიდე შენ გტკივა გული? -მისმინე ნინა. მე შენ მიყვარხარ! ყოველთვის მიყვარდი და რამდენჯერაც არ უნდა მოვევლინო ამ ქვეყანას მხოლოდ შენ შეგიყვარებ რადგან მე სხვისთვის გული არ მაქვს! -აჰაა ახლა გასაგებია, ესეიგი გიყვარვარ და ერთი ორი გაგულავება უნდა გაპატიო ხომ? მერე რა მოხდა არა? მრავალფეროვნება მოგენტარა არა? ახალგაზრდობა გაიიხსნე ხო გიგა. ვწყევლი იმ დღეს როცა შენ გაგცანი. -ნინა მისმინე ეგ არაფერ შუაშია, ახლა მაგას ვერ აგიხსნი.. ვიცი არასდროს გამოვიირჩეოდი გრძნობებზე საუბრით, და ვაფშე მეკიდა ახალგზრდობაში ეგ გრძნობაც და სხვა ოფიციალური ურთიერთთობბებიც, მაგრამ უბრალოდ დაფიქრდი ამდენ ხანს და ასე გავჩერდებოდი შენთან რომ არ მიყვარდე? ყოველ დღე , ყოველ წუთს და წამს ჩემს სიყვარულს გიმტკიცებდი. -ზუსტად მაგიტომ მოვკვდი გიგა. რომ გიყვარვარ და მიღალატე. ასეთი არასდროს ყოფილხარ. შენში წამით არ შემპარვია ეჭვი. არც გუშინ არც გუშინწინ და არც ამ დილით როდესაც შენმა ნაზმა და ზმრუნველმა კოცნამ გამომაღვიძა. არადა მეგონა ისევ იგივე გრძნობით იყო ეს კოცნა როგორც მთელი ოცი წლის განავლობაში ყოველდღე. რამდენიმე საათის წინაც კი არ მეპარებოდა შენში ეჭვი. ვფიქრობდი როგორ გავატარებდით კიდევ ერთ ბედნიერ საღამოს ერთად . წარმოვიდგენდი შენს ბედნიერ სახეს , იმის გაგებისას რომ კიდევ გვეყოლება ჩენი სიყვარულის ნაყოფი. თუმცა ყველაფერი ყველაფერი გაანდაგურე გიგა. არ ვიცი ამის მერე როგრო ვიცხოვრო. შვილებს რა ვუთხრა საერთოდ. -ნინა ..ნინა მე.. ყველაფერს დავთმობდი ახლა ოღონდ ასეთს არ გხედავდე. იცოდე მე ყველაფერს აგიხსნი. უბრალოდ ახლა არა არ შემიძლია. ვიცი სისულელეა იმის თქმა რომ ყველაფერი ისე არაა როგორც შენ დაინახე. შენ იცი რომ გიგა ისე იქცევა როგორც საჭიროა. ყოველთვის თავისი მიზეზები აქვს მას და მე დაგიმტკიცებ ყველაფერს. ოღონდ ახლა გაჩერდი და აღარ იტირო. თავს ვერასდროს ვაპატიებ რომ ასე გტანჯავ. იმედია როდისმე შეძლებ ჩემს პატიებას. არ მინდა რომ პატარა ისე მოევლინოს ქვეყანას რომ ჩვენ ერტად არ ვიყოთ. -არ ვიცი გიგა. ვერაფერზე ვფიქრობ , ვერ ვაზროვნებ. მხოლოდ იმ კადრებს ვხედავ და აღვიქვამ. როგორ არის ის კახპა ჩამოკონწიალებული შენს კისერზე და ფეხებს როგორ გხვევს წელზე. როგორ ეხება ჩემს საკუთრებას და შენც იგივეს იმეორებ იმ დროს. სულ არ გახსოვს არაფერი. და კიდევ რომელ ერთად ყოფნაზე ლაპარაკობ ძალიან მაინტერესებს? განა გვაქვს კიდევ მიზეზი ერტად ყოფნის? -ჩვენ შვილები გვყავს ნინა! და მალე მეოთხეც გვეყოლება. -სამწუხაროდ დედა მკვდარი ყავთ შვილებს გიგა! -გთხოვ ნინა გთხოვ მაგას ნუ ამბობ. ვკვდები შენი მდგომარეობით ვკვდები. წამოდი გთხოვ სახლში წავიდეთ. არაფერი დაგემართოთ შენ და ბავშვს. -რომელ სახლში გიგა? იმ სახლში 20 წელი რომ ტყულში მაცხოვრე? ამ სიტყვებს ვეუბნები და უკვე ხმაც მერთმევა. უბრალოდ ვზივარ და ვერაფერს ვგრძნობ. ფეხქვეშ მიწა მეცლება და ლამისაა გული წამივიდეს. ძალა აღარ შემწევს არაფრის. ხელებს მკიდებს გიგა და ცდილობს წამომაყენოს . როგორც კი ფეხზე მაყენებს გული მიმდის და მის მკლავებში ვესვენები. როდესაც გონზე მოვდივარ თვალს რაღაც საშინელი თეთრი განათება მჭრის. საშინლად გაბრუებული ვარ. ვერ ვფიქრობ სად შეიძლება ვიყო. ბუნდოვნად ვხედავ გიგას სილუეტს და მალე ყველაფერი ცხადი ხდება. ხელებს მუცელზე ვიდებ და ტირილს ვიწყებ . ახლა ყველაზე საშინელ რამეზე ვფიქრობ. მგონია რომ ჩემი პაწაწინა ჩემში აღარაა. მგონია რომ ჩემი ცხოვრება ახლა დამთავრდა, ჩემს პაწაწინას გაჰყვა ისიც. გიგა მიხუტებს და ცდილობს დამაწყნაროს. მეუბნება რომ პატარა კარგადაა თუმცა მაინც ვტირი. ექიმი შემოდის და დამამშვიდებელლს მიკეთებს. იმ ღამეს საავადმყოფოში დამტოვეს. გიგას ვუთხარი რომ წასულიყო და ბავშვებისთვის მიეხედა თუმცა არაფრის დიდებით არ წავიდა. ბავშვებთან ძიძა და დედამისი დატოვა. მთელი ღამე მეძინა წამლისგან გაბრუებულს. დილით ისევ მისი კოცნა მაღვიძებს და მთელ ტანში ერთიანად მჭვალავს. -თავს როგორ გრძნობ ნინა? -კარგად ვარ, შეგიძლია სახლში წამიყვანო. ისე ვუთხარი მისკენ არც მიმიხედავს. -მაგას ექიმი გდაწყვიტავს! ისიც მკაცრად მეუბნება გეგონება მე ვიყო დამნაშავე ყველაფერში. მალე ექიმიც შემოდის და მიღიმის . მეუბენბა რომ ყველაფერი კარგადაა და ბავშვს არაფერი ემუქრება მხოლოდ რამდენიმე დღე სახლში ყოფნა და დასვენება მთხოვა. სახლში გიგამ წამიყვანა. არაფრის დიდებით არ მომცა უფლება ჩემით შევსულიყავი. ხელში ამიყვანა და ჩვენს საძინებელში საწოლზე დამაწვინა. სახლში მხოლოდ ჩვენ ვიყავით. ტყუპები თამაშზე ყოფილან , ბაბი კი ძიძას ყავდა გაყვანილი. ახლა ყველაფერზე მეტად არ მინდოდა ამ საძინებელში გიგასთან ერთად ყოფნა. ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნება, რომ ჩემს პაწაწინას რამე არ დაშავებოდა. საწოლში კარგად მოვკალათდი და გვერდულად დავწექი. ისე რომ სახე გიგასკენ არ მქონოდა. საძინებლის კარებთან იდგა და მიყურებდა, ალბათ ჩემს ჩაძინებას ელოდა. თავი მოვიმძინარე რომ ოთახიდან გასულიყო. როგორც კი ოთახიდან გავიდა, წამსვე ტირილი ამიტყდა. ყვეალაზე უბედური ქალი ვიყავი. ეს ყველაფერი უფრო მოქმედებდა ჩემზე. ამ ოთახში ხომ ისევ მისი სურნელი ტრიალებდა. თეთრეული გაჟღენთილი იყო მისი სურნელით. უფრო და უფრო ვისუნთქავდი ამ სურნელს. როგორ არ მინდოდა რომ გამქრალიყო. რა მექნა გიგა გამჯდარიიყო ჩემში. ჩემს კანსა და სისხლში. ჩემს გულსა და გონებაში. როგორ ძნელი იყო მისი სიძულვილი, მაგრამ მისი პატიება ნამდვილად არ შემეძლო. ახლა კიდევ ერთი ტკივილი უნდა გადამეტანა , როდესაც ბავშვები სახლში დაბრუნდებოდნენ. ამ ყველაფერს ვერანაირად ვერ ავუხსნიდი. თავიი უნდა მომეჩვენებინა ,ვითომც არაფერი მომხდარა. ჩაძინება ვცადე თუმცა არ გამომივიდა. კარის ხმა გავიგე და ჩემი ბაბიც შემოგორდა სიცილით ოთახში. თავისი დიდი ტაკუნებით საწოლზე ამობობღდა და მტელი ძალით ჩამეხუტა. ისევ მაწვებოდა ცრემლები თუმცა ყველანაირად თავი უნდა შემეკავებინა, თანაც ბაბის გიგაც შემოჰყვა. ყველაზე მეტად უყვარდა მას გიგა, უიმისოდ ვერც კი იძინებდა დარწმუნებული ვარ ღამით ძიძა გააგიჟა. -ჩემი ჭინკა, დედას გული ხარ შენ. -დედიკო სად იყავი დეე შენ რატომ არ დამაძინე გუშინ? -დედიკო მამიკოსთან ერთად იყო დე. მაგრამ დღეს დაგაძინებს კარგი? -კარგიი დეე. ოღონდ მამამაც დამაძინოს რა. მუდარიანი თვალებით ამომხედა ბაბიმ და როგორ შემეძლო მისთვის უარი მეთქვა. დავთანხმდი რა მექნა. გიგა იდგა და არაფერს ამბობდა. მალე ტყუპებიც დაბრუნდნენ სახლში და დაფეთებულები შემოვარდნენ ოთახში. რატომღაც ისინი ჩემზე უფრო მეტად იყვნენ მოკედლებულები ვიდრე გიგაზე. საწოლზე ჩამომისკუპდა ორივე . ერთი ხელზე მეფერებოდა მეორე კი თმაზე. ღმერთო გულს საშინლად მითბობდნენ ეს ბავშვები და ყველაფერს მავიწყებნდენ. ახლა ჩემი ცხოვრება მხოლოდ მათთვის ღირდა. მხოლოდ მათ გამო უნდა ვყოფილიყავი ძლიერი. -დე რა მოგივიდა არ გვეტყვი? გიგასავით მკაცრი სახით შემომხედა საბამ. სულ მამას გავდა საბა. არაიდენტური ტყუპები იყვნენ საბა და დანიელი. საბა ხომ ხასიათებით სულ გიგა იყო. ყოველთვის თავისი უნდა გაეტანა და მხოლოდ თავისი პრინციპებით მოქმედებდა. დანიელი მეტნაკლებად ჯიუტი ბიჭი იყო. ყველაფერი ზომიერი ქონდა ამ ბავშვს. მიკვირდა კიდეც. ორივეს ერთად გვგავდა. თავშეკავებული იყო საბასგან განსხვავებიტ. საბა კი ძალიან ფიცხი იყო. მამამისთან ყოველთვის ქონდა კამათი. იმდენად გავდნენ ერთმანეთს, რომ ვერ რიგდებოდნენ თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავდ ყოველთვის ბედნიერი ოჯახი გვქონდა. მაფიქრებდა ეს ყველაფერი. როგორ დამენგრია მათთვის ბედნიერება. ისინი ხომ მიჩვეულები იყვნენ იმას, რომ მე და გიგა სულ ერთად უნდა ვყოფილიყავით და ხუთივეს ყველა დღე ერთად უნდა გაგვეტარებინა. ამ ყველაფრისგან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ მე და გიგა ისევ ერთად ვიცხოვრებდით. შვილებს ამას მართლა ვერ გავუკეტებდი. მათი მამა , რომ სხვა ქალთან წასულიყო. არასდროს მივცემდი გიგას ამის უფლებას. შვილებისთვის გულისტკენას ჩემი ტანჯვა ვარჩიე ისევ. ბავშვები დავაწყნარე ვუთხარი, რომ კარგად ვიყავი და მათთვის სიურპრიზი მქონდა. ანთებული თვალებით მიყურებდა სამივე. -აუ კაირა დე გვითხარი ვერ ხედავ დაგველია სული. ვეღარ ითმენდა დანიელი. სამივეს ვთხოვე, რომ უფრო ახლოს მოსულიყვნენ ჩემთან. სამივე ზედ მომეკრო . _ჩემო სიყვვარულებო, დედიკოს გულის გამხარებლებო მალე და ან ძმა გეყოლებათ. ამის თქმა იყო და ჟივილ-ხივილი მორთო სამივემ. გიგა კი შორიდან გვავირდებოდა და ბედნიერად იცინოდა რაც ძალზედ მაღიზიანებდა. -აუუ დე რამაგრიაა. წამოიყვირა ბაბიმ. -დაგასწარით სახელს მე ვარქმევ. მაცრად განუცხადა საბამ და გიგას გახედა, ამნაც თავი დაურა სიცილით. -აუუ დე ოღონდაც ბიჭი იყოს რა. ამაზე უკვე მეც მეცინებოდა. მეც გულით მინდოდა რომ კიდევ ვაჟი მყოლოდაა. -მაგას მალე გავიგებ დე ბიჭია თუ გოგო. ისე სიმართლე გითხრა მეც ბიჭი მინდა. -შენ მაა? სიცილით გახედა გიგას. გიგა დაიბნა თითქოს მაგრამ თავი მალე დაიძვრინა. არ ვიცი გულწრფელად თქვა თუარა , მაგრამ ვიცოდი რომ მასაც ბიჭი უნდოდა. -მამასაც ბიჭი უნდა საბა. მამიკოს ფეხბურთელი ბიჭი იქნება ისიც. როგორ ჩამწყდა ახლა რაღაც შიგნით. მისი სიტყვები ისე მოხვდა ჩემს გულს. ორივეს მამას ფეხბურთელი ბიჭი გვინდოდა. როგორი საშინელება იყო ახლა მასთან მისვლა და ჩახუტება რომ არ შემეძლო. თითქოს ბავშვებმა ჩემი ფიქრები გაიგეს და გიგას დაუძახეს. ახლოს მოდი შენ რატომ არ ეხუტები დედასო. ისიც ცემსკენ წამოვიდა , საწოლზე დაწვა და ზურგით ზედ ამიკრო. ეს ტრიპაჩი ბავშვი ხომ ისევ არ ისვენებდა . გიგას აუტყდა ბავშვი დედიკომ რა კოცნა არ დაიმსახურაო. გული რაღაცნაირად ამიცქარდა. თითქოს ჯერ ნაკოცნი არ მქონდა მისთვის. -დაიმსახურა მამას ქალბატონო, მაგრამ მხოლოდ მაშინ აკოცებს როცა ბავშვები აქაურობას დატოვებენ. მიხვდა გიგა ჩემს რეაქციას ამ ყველაფრის მიმართ. თუმცა ახლა ამ ჭინკას ტყუპებიც აყვნენ. სხვა გზა არ დაგვიტოვეს არცერთს. გული გამალებით ცემდა. გიგას გახშირებული სუნთქვა მესმოდა ყურთან. თავი ოდნავ მიმატრიალებინა მისკენ და მოწყვეტით მაკოცა. ყველაფერს მოველოდი ამის გარდა, ისევ ისე ფორიაქობდა მთელი სხეული მისი კოცნისას როგორც ადრე. ისევ და ისევ მიჩნდებოდა სურვილი დიდხანს მეკოცნა მისი რბილი ტუჩები, რომელიც ყოველთვის მიყვარდა. ამ ტინგიცა ბავშვებმა ტაში შემოსცხეს და მეტი რომ არ გაეგრძელებინათ , ვუბრძანე ოთახიდან გასულიყვნენ რომ დამესვენა და ეს ტრიპაჩი ჭინკა გაეყვანათ. გიგა გასვლას აპირებდა რომ დარჩენა ვთხოვე. საძინებლის კარი მიხურა და საწოლის კუთხეზე ჩამოჯდა. თვალებს ვერ მისწორებდა. -ვიცი არ უნდა მეკოცნა, უბრალოდ ბავშვებს ვერ გავაჩერებდით ხომ იცი. თავდახრილმა მითხრა. -ხო არ უნდა გეკითხა. -მისმინე ნინა, ღამით ბაბი რომ დაიძინებს წავალ. ვიცი რომ გულს გტკენ სიახლოვით. -რატომ იმ კახპასთან რომ გაიქცე? -ნინა! -რა ?გიგა რა? -კარგად იცი რომ არ მინდოდეს ახლა აქ არ ვიქნებოდი, მაგრამ წავალ შენთვის ასე ჯობია. არ მინდა ინერვიულო და ბავშვს ან შენ რამე მოგივიდეთ. ვიცი რომ გტკენ. -დიახ მტკენ , მაგრამ შენ არსად არ წახვალ გიგა. მე არ მაქვს ძალა ბავშვებს ეს ავუხსნა, არ მაქვს ძალა ვუთხრა რომ მოღალატე მამა ჰყავთ, არ მაქვს ძალა მათ ცხოვრება დავუნგრიო, მათ მამა სჭირდებათ. მათ ცხოვრების არაფერი იციან ჯერ, არ მინდა ცალ-ცალკე გვნახონ. მათი ცხოვრების დანგრევას ისევ ჩემი ტანჯვა მირჩევნია. რამხელა ძალა დამჭირდა ახლა მისთვის ეს სიტყვები მეტქვა თუმცა ეს მხოლოდ შვილების გამო უნდა გამეკეთებინა. -ნინა.. ნინა არ ვიცი რა გითხრა. მადლობა რომ შანს მაძლევს. -არა გიგა ეს ბავშვებს ვაძლევ შანს ბედნიერები იყვნენ. ჩვენ შორის ყველაფერი დასრულებულია. -დაგიმტკიცებ ნინა რომ ცდები და მე ისევ მიყვარხარ. -არამგონია გამოგივიდეს. -მაგასაც ვნახავთ ნინა. იცი ვინც ვარ და რაც ვარ. ხომ გახსოვს მაშინ პირველად რომ გითხარი მაინც ჩემი გახდები დაიმახსოვრეთქო. -მახსოვს სამწუხაროდ ეგ წყეული დღე. დღე რომელსაც ჩემი ცხოვრების უდიდეს ტანჯვას შევხვდი. -ხოდა ახლაც დაიმახსოვრე ნინა ისევ ჩემი იქნები! მხოლოდ ამ სიტყვებს მეუბნება, არაფრის თქმას არ მაცდის, შუბლზე მკოცნის და ოთახიდან სასწრაფოდ გადის. ისევ ცრემლები , ისევ ტკივილი . ვერააფერზე ვფიქრობ ტკივილმა ისე მოიცვა ჩემი გული და სხეული. მერე როგორც იქნა ტირილისგან დაღლილს ჩამეძინა. #მეტიკომენტარისიახლეებს იმედია მოგეწონათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.