შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაშავდა მთვარე 7 თავი


7-12-2017, 22:35
ავტორი zia-maria
ნანახია 1 648

სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება ჩვენი წინაპრების კარ-მიდამო.სრულად განადგურებული იქნება იქაურობა და გადავწყვიტე მუშა ხელი გავაგზავნო,რომ ცოტა ისე გავაკეთოთ იცხოვრებოდეს შიგნით.შემდეგ კი ერთად გადავწყვიტოთ რას გავაკეთებთ.ჩვენ ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ,რადგან იქ ჩვენი წინაპრების საფლავებია და ვალდებული ვართ ვუპატრონოთ მათ.ცერცვაძეების წინაპრების დატოვებულმა ეზო-კარმა,დიდი ხანია უკვე ხალხის ყურადღება მიიპყრო.მუშა ხელმა ძალიან გაალამაზა წლების მიერ მიტოვებული მწვანე წალკოტი და ის ნამდვილი საოცრებაა.ეზოს გალამაზების შემდეგ,მას მწვანე სამოთხე უწოდა იქ მომუშავეებმა.ამოისუნთქა ეზომ,ამოისუნთქა ხეხილმა აქამდე ხომ აქ ყველაფერი პატრონისგან მიტოვებული ჩუმად ოხრავდა და კვნესოდა.
-მიკვირს ეს კერა რატომ გაცივდა,ნახე აქ ქვევრებია ჩაყრილი.ერთმა მამაკაცმა ტელეფონი ამოიღო და სევდიანი ხმით უთხრა მოსაუბრეს.
-უცხო იქნები მუდამ ამ ეზოსთვის, თუ არ დაბრუნდები და არ იზრუნებ ამ კედლების გადასარჩენად, მის სასიცოცხლოდ. როდესაც დაუძლურდები, მაშინ მოინატრებ აქ ყოფნას, ამ სურნელოვან მიდამოს და ამ საოცრად მრავალფეროვან ბაღს. დამიჯერე,დავით ისევ შენი სოფლის წყარო იქნება შენი სულის წამალი, შენი გადამრჩენი.საშინელია რეალობა,მაგრამ გავერანებულია აქაურობა,სახლსაც კარგი ძლიერი ხელი უნდა.ბოქლომი ადევს ამ საოცარ წალკოტს, ეზო-კარმიდამო ჭინჭრითა და ანწლით გადაბურდულა,ირგვლივ კი საშიში სიჩუმეა და ამ სიჩუმეში დავით ეს ადგილი შენ და შენს ძმას გეძახით. თქვენ კი ამქვეყნიურ საზრუნავში ჩაფლულს არ გესმის დედაფუძის ძახილი. ვედრება და ლოცვა.გადაარჩიე, სანამ დროა დავით და შემოეშველე აქაურობას,შემოეშველე.დაბრუნდი,სადა ხართ ან ერთი და ან მეორე, ისეთს რას უნდა აკეთებდეთ, თქვენი წინაპრების ბუდე დაგავიწყოთ და აქ ყოფნას,მანდ ყოფნა სჯობდეს.დაბრუნდით, დავით დროა უკვე,დაბრუნდით.
-დავბრუნდები,აუცილებლად დავბრუნდები და თან მალე.სევდიანად უპასუხა დავითმა.შემდეგ დემეტრეს დაურეკა და წასვლაზე შეთანხმდნენ.დემეტრე და ნინო მანქანაში ბარგს ალაგებდნენ,რომ თეკლა დაბრუნდა სამსახურიდან და გაოცებულმა შეეკითხა.
-საით გაგიწევიათ,სადმე მთაში მიდიხართ დასასვენებლად?
-თეკლა რამოდენიმე დღე არ ვიქნებით ჩემო გოგო და გიორგისთან წადი,იქ იყავი.
-სად მიდიხართ.
-ჩვენ გადავწტყვიტეთ სოფელში წავიდეთ და მიხვედოთ იქაურობას.
-სოფელში მიდიხართ?სევდიანად გაეღიმა და ცრემლიც კი მოაწვა თვალებზე.-გიორგიმ იცის?
-გიორგის დავითი დაელაპარაკება,მუშა ხელი გაუშვა დავითმა რამოდენიმე დღის წინ და დაასუფთავებდნენ იქაურობას.დაგირეკავთ და დაგელაპარაკებით.აბა დროებით ჩემო გოგო.დემეტრემ და ნინომ დაემშვიდობა თეკლას და გაუდგნენ გზას სოფლისაკენ,სადაც მათი ფესვები იყო.-რა საოცარი ჩვენს ძველ ოდას ვნახავთ,სადაც ჩვენი პაპა დაიბადა და გაიზარდა.
-საინტერესოა დემეტრე სოფელი როგორ მიგვიღებს?
-წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვი,მივიდეთ და ჩვენი თვალით შევხედავთ.
უსაშველო დიდ ტკივილსაც ერევა ადამიანი,ადამიანს ყველაფერი შეუძლია.ყველაზე უკან ტოვებს ტკივილს და მომავლისთვის ბრძოლობს.15 წელი გავიდა,მაგრამ ახლაც იმავე გზას მიუყვება ნელი ნაბიჯით და სახეს ცრემლი უნამავს.15 წელია ამ გზაზე დავდივარ,როგორ მალე გაფრინდა ეს წლები.წუთისოფელი მოთმინებაა,ღმერთს უყვარს ზოგჯერ სულის გამოცდა.მოულოდნელი იყო სოფლისათვის უცხო სტუმრების გამოჩენა ორი მსუბუქი მანქანით და იმ ეზოს დაჟანგული ჭიშკარი გააღო,რომელიც წლებია არავის შეუღია.თითქმის ერთი კვირაა ეზოში დაფუსფუსებენ და ყველას თავთავიანთი საქმე აქვთ.ქალებმა სახლის სახლეები გაინაწილეს,ძველი დანგრეული ნივთები გარეთ გამოყარეს და მათ ადგილზე ახლები დადგეს.რამოდენიმე დღეა დიდი ინტერესით აკვირდება დავითს შავებიანი მანდილოსანი,ბოლოს რომ დარწმუნდა არ სცდებოდა დავითის არსებობაში გული აუფრიალდა,რადგან იცნო,ამდენი წლის შემდეგ მან ის იცნო.ოდნავ ჭაღარა შერეულმა დავითმა მკრთალი ღიმილით გაუღიმა უცნობ ქალბატონს და მისალმების ნიშნად თავი დაუკრა.ქალმა გაბედა და მასთან ახლოს მივიდა და გამოელაპარაკა.
-უკაცრავად,ეს ეზო ახლა იყიდეთ?
-არა ქალბატონო,აქ ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ,ჩვენ მათი შვილიშვილები ვართ.
-რა ჰქვიოდა თქვენს წინაპარს.
-დემეტრე ცერცვაძე,პაპა იყო ჩვენი.
-თქვენ დავითი ხართ.არამგონია ვცდებოდე,კი დავითი ცერცვაძე ხართ.
-დიახ,მე დავითი ვარ.გაუკვირდა დავითს შაოსანისაგან მისი სახელის ხსენება და გაოცებულმა შეეკითხა.
-თქვენ მე მიცნობთ?
-გიცნობთ,მე თქვენ გიცნობთ დავით.
-საიდან,როგორ,შეგიძლიათ მითხრათ?
-დღეს არა,დღეს არ შემიძლია.ხვალ,ზეგ,მასზეგ მოვალ და სათქმელი უნდა გითხრათ,რადგან დრო არ ითმენს,აუცილებლად უნდა გითხრათ.
-სერიოზულია რამე?უკვე საუბარში დემეტრეც ჩაერთო და მათ გაკვირვებული ნინო და ნონა მიუახლოვდათ.გაიცნო სანდო ქალბატონები და მათმა ეზოში მიიპატიჯა უცნობი.
-შემობრძანდით ეზოში,სამწუხაროდ სახლის დასუფთავება ჯერ არ დაგვისრულებია და ამიტომ აქ დავსხდეთ.შავებიანმა ქალმა გულში გაიფიქრა, ,,ან ახლა ვეტყვი სათქმელს,ან არასოდესო'' და ეზოში შევიდა ნონასთან და ნინოსთან ერთად.
-მობრძანდით,აქ დავსხდეთ.წყალი ხომ არ მოგართვათ.ნონას შეხედა მადლიერი თვალებით და ჩუმად თქვა.
-კი დამჭირდება.ნონამ წყალი მოუტანა და წლების წინ გაკეთებულ ხის მაგიდაზე დადო,რომელიც დავითმა შეაკეთა ცოტა ხნის წინ.
-ვიცი გიკვირთ ჩემი აქ მოსვლაც,ჩემი სითამამეც,მაგრამ მომისმინეთ და არ შემაწყვეტინოთ.დავით შენ გეხება ეს ჩემი სათქმელი.იმასაც გეტყვით,რომ ჩემთვის სულერთია უკვე რას იფიქრებთ და რას იტყვით.30 წლის წინ თბილიში ვცხოვრობდი და ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ვმუშაობდი.მაშინ 19 წლის ქორფა,გამოუცდელი გოგო ვიყავი.მკაცრი ოჯახიდან,ოჯახი სადაც ქართული მენტალიტეტი ყველაზე და ყველაფერზე წინ იდგა.
-კომპანიაში რათ მუშაობდი.შეეკითხა დავითმა.
-კადრებში ვმუშაობდი.ძალიან კარგი უფროსი გვყავდა და კარგი თანამშრომლები,თითქმის ერთი ოჯახის წევრებივით ვიყავით ყველა.ერთიანობა იყო და ყველა ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან.ალბად იმიტომ,რომ უფროსი გვყავდა მეგობრული,ის საოცარი ადამიანი იყო,მაგრამ ერთ დღეს უფროსი შეიცვალა და ახალგაზრდა სიმპატიური მამაკაცი მოგვევლინა უფროსად,რომელიც ძველმა უფროსმა შვილად გაგვაცნო.ალბად 28-29 წლის იქნებოდა.ამის აღსანიშნავად,რამოდენიმე დღეში ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში წვეულება გაიმართა.არ ვიცი როგორ,არ ვიცი რამ მიბიძგა ამ საქციელისკენ,მაგრამ დილით მე ჩემი ახალი უფროსის გვერდით გამეღვიძა.ეს ისეთი მოულოდნელი იყო და ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა,ისე წამოვედი სასტუმროდან არ გამიგია.მის მერე ვერიდებოდი მასთან შეხვედრას,სადაც ის იყო,მე იქ არ ვჩნდებოდი რადგან მე მისი ძალიან მრცხვენოდა.ზუსტად ორ თვეში ახალი სანერვიულო გამიჩნდა,გავიგე რომ მე ფეხმძიმედ ვიყავი და არ ვიცოდი რა მექნა,ვერც ის გავბედე ჩემს სხეულში არსებული პაწაწინას სიცოცხლეს შევხებოდი.არა,ამას არაფლის და არავის გამო არ ვიზამდი,შვილი ხომ ეს უფლის საჩუქარია.ვერ გავბედე,ვერავის ვერ ვუთხარი,მაგრამ როდემდე დავმალავდი და დედას გავუმხილე.მართალია ძალიან გაბრაზდა,მაგრამ მითხრა,ნუგეშინია რაღაცას მოვიფიქრებო.გადავწყვიტე სადმე შორს წავსულიყავი,ან მამას სიმართლე უნდა გაეგო და რა მოყვებოდა ამ ყველაფერს თავიდან ვიცოდი,მე ის შვილის გაჩენის უფლებას არ მომცემდა.არ ვიცი როგორ,ვისით,მაგრამ მალე ნიშნობა დაინიშნა და მეც თბილისიდან აქ გამომათხოვეს.ყველამ იცოდა,რომ ბავშვი 7 თვიანი დაიბადა,ჩემი გიორგი.გიორგის ხსენებაზე დავითმა თავი მაღლა ასწია და მის წინ შავებიან ქალს შეხედა.ნონას და დანარჩენებს კი სახეზე ფერებმა გადაუარა.
-თქვენმა მეუღლემ ვერ გაიგო,რომ ბავშვი მისი არ იყო?
-იცოდა,რადგან მე არ მინდოდა ტყუილზე აგებული ოჯახში მეცხოვრა.მე მას სიმართლე თავში ვუთხარი,მან გამიღიმა და მითხრა.
-მეც მაქვს ჩემი საიდუმლო,მე შვილი არასდროს არ მეყოლება,უნაყოფო ვარ და რადგან უშეცდომო არავინი არ არის,მე მას მივიღებ,როგორც ჩემი შვილი და ეს მხოლოდ მე და შენ გვეცოდინება,ეს ჩვენი საიდუმლო იქნება.15 წლამდე ბედნიერი ოჯახი მქონდა,მაგრამ ცხოვრება ხომ სასტიკი და აუტანელია.მხოლოდ იმისთვის ვცხოვრობთ,რომ მწუხარება და ტკივილი ვნახოთ.ვნახოთ დარდი,სევდა ეს ხომ ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია.ამ ცხოვრებაში არც სიცოცხლეა მარადიული და არც ბედნიერება.ყველაფერს გავცემ,არაფერი არ მინდა,მე მხოლოდ ჩემი შვილი მინდა.უკვე 15 წელია გიორგი აღარ მყავს,ჩემი შვილი და ჩვენი ერთი მეზობლის გოგონა ისიც მისი ასაკის,ერთ ზამთრის ღამეს მხეცების ლუკმა გახდნენ.
-ვწუხვარ,ძალიან ვწუხვალ ქალბატონო,მაგრამ ჩვენ რატომ გვიყვებით ამ ტკივილით სავსე ისტორიას.
-დავით ცერცვაძე დაგინახე თუ არა მაშინვე გიცანი.რაცარუნდა გაგიკვირდეს და რაცარუნდა დაუჯერებელი უნდა იყოს შენთვის,იმ ღამით თქვენ იყავით ჩემი პირველი მამაკაცი.იმ ღამით,რაც მოხდა ზუსტად 9 თვის თავზე ჩემი გიორგი დაიბადა.თვალებგაფართოვებული უსმენდა ოთხივე შავებში ჩაცმულ ქალს და დავითს სიხარულიც და ტკივილიც ერთმანეთში ერეოდა.
-მე არ მოვსულვარ აქ იმისათვის,რომ რამე გთხოვოთ,არა,არც აქამდე მომითხოვია.აქამდე ჩუმად ვიყავი,მაგრამ ჩავთვალე რომ უნდა მეთქვა,ეს უნდა გცოდნოდა.მაპატიე დავით რომ ვერ დავიცავი შვილი.ვიცი დაუჯერებელია,შესაძლებელი რომ იყოს დნმ-ის ანალიზით დარწმუნდებოდით,მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია.ცრემლად იღვრებოდა ნატო და დავითს მისჩერებოდა.დავითმა ადგა ხელები შემოიწყო თავზე და ეზოში გაიარ-გამოიარა.ნატომ წყალი მოსვა,ადგა უხმოდ და ჩურჩულით თქვა.
-მაპატიე,არ მინდოდა შენც ჩემსავით გტკენოდა.დარწმუნებული ვარ,გიორგიც ასეთი სიმპატიური იქნებოდა შენს ასაკში.უთხრა ცრემლმორეული ხმით.
-მაშინ რატომ არ მოხვედი ჩემამდე,რატომ არ მითხარი სიმართლე და რატომ იტვირთე მარტომ ამოდენა ტვირთი,არ გაგიჭირდა?
-მე რომ მოვსულიყავი და სიმართლე მეთქვა,განა მომისმენდი?რამდენი ქალი ყოფილა თქვენს ცხოვრებაში,ყველა რომ ამ წინადადებით მოსულიყო, დაუჯერებდით?
-სიმართლე გითხრა არა,არ დავუჯერებდი.მაგრამ უნდა ვაღიარო,მეც კარგად მახსოვს ის ღამე და იმ ღამით ჩემს ხელებში მოცახცახე პატარა და უსუსური გოგონა.მეგონა ის გოგონა სამუდამოდ ჩემთან დარჩებოდა.გაქრა,წავიდა.ორი წელი ვეძებე და მის კვალს ვერსად ვერ მივაგენი.სახლშიდაც ვიყავი მისული თქვენთან,მაგრამ არავინ გამომეხმაურა.ორი წლის შემდეგ შევხვდი ნონას და მალე დავქორწინდით.მადლობა,რომ ეს საიდუმლო გამიმხილეთ,ამ ამბის ცოდნა მართლა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
ნატოს წასვლის შემდეგ გაშტერებული იჯდა დავითი და თვალი ერთი წერტილისათვის გაეშტერებინა,ფიქრობდა დღევანდელ მოულოდნელ სტუმარზე და მათ საუბარზე.შემდეგ თავი მოაბრუნა და იქვე ჩუმად მჯდარ მისიანებს შეხედა,თვალებით თხოვდა თითოეულ მათგანს გამოსავალის პოვნაში დახმარებოდნენ.ნონამ ღიმილით შეხედა დავითს და უთხრა.
-არ დამიჯერებ,მაგრამ მე ვხვდებოდი თავიდანვე და როცა გიორგი წამოიზარდა სრულიად დავწრმუნდი,რადგან ჩემს წინ დავით შენი ახალგაზრდობა დგას.ნუთუ არასოდეს არ გაგჩენია ეჭვი მას რომ ხედავდი?
-არასოდეს,ნონა არასოდეს ვიფიქრებდი ამას,რომ მე სხვა ქალთან შვილი მეყოლებოდა.დამეფიცება,რომ მე შენთვის არასოდეს მიღალატია და ეს როგორ უნდა მეფიქრა.
-გეთანხმები ნონა.მე სულ ცოტაც და ჩემით მინდოდა გიორგსთვის დნმ-ის ანალიზის გაკეთება,რადგან ამ ბოლო დროს მეც ეჭვები მჭამდა.თქვა დემეტრემ.
-ვერ ვიჯერებ,არ მჯერავს.ამბობდა დავითი და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა.
-დავით ეს ხომ მანამდე მოხდა,სანამ ჩვენ გავიცნობდით ერთმანეთს.სიმართლე გითხრა მიხარია,მიხარია რომ ასეთი კარგი შვილი გვყავს.ნუ ნერვიულობ,დარწმუნებული ვარ გიორგი მოგისმენს და გაგიგებს.მთავარია,რომ გიცნობს,გიყვართ ერთმანეთი და ერთმანეთს აფასებთ.თქვენ მამა-შვილი კი არა,უფრო საუკეთესო მეგობრები ხართ,უფრო ძმაკაცები.ის უკვე 30 წლის კაცია და არც ისეთი ადამიანია,რომ არ მოგისმინოს და არ გაიგოს სიმართლე.დაწყნარდი,ყველაფერი კარგად იქნება.ახლა,დაბნევა კი არა დავით უნდა დავფიქრდეთ ჯერ ამ ხალხს როგორ ვუთხრათ სიმართლე და მერე გიორგის.
-ვიცი,რომ ყველაფერი მოგვარდება,მაგრამ დრო მჭირდება ეს ყველაფერი კარგად გავაანალიზო და მომენტი შევარჩიო ნატალის სიმართლე როგორ ვუთხრა.ყველაზე დიდი საშინელებაა,ადამიანს,დედას შვილი მკვდარი ჰგონია,ის კი ცოცხალია და დიდი,წარმატებული ბიზნესმენია.ჩემს ადგილზე ასეთ ამბავს ხელგაშლილი სიხარულით უნდა შევხვდე,მაგრამ ჩემს მეორე მხარეს დგას დედა,რომელიც სევდით და დარდით არის სავსე.მისი თვალები მხიარულ ფერებს მოლკებულია და მხოლოდ ტკივილი ბუდობს მასში.
-გასაკვირიც არაფერია დავით შვილ-მკვდარი დედაა,რა თქმა უნდა მისი სახე ტკივილითაა სავსე.გული ჩამწყდა,რომ შევხედე მის ცრემლებს,მაგრამ რომ გაიგებს მისი შვილი ცოცხალია მეშინია რამე არ დაემართოს,ფრთხილად უნდა ვიყოთ.რამოდენიმე დღე ებრძოდა მის თავს დავით და გამოსავალს ეძებდა როგორ ეთქვა ნატალისთვის და მამუკასთვის სიმართლე,ასევე თეკლას მშობლებისთვის.ერთ დილით გაცხარებული ესაუბრებოდა დემეტრეს და ისიც ხან ეთანხმებოდა,ხან თავად ამბობდა და ბოლოს ერთ დასკვნამდე მივიდნენ.იმ დღეს სიმართლე უნდა ეთქვათ,ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.იმ დღეს მამუკას შეხვდა და მორიდებით შემოიპატიჯა ეზოში.ახალმა მეზობლებმა გაიცვნეს ახლოდან ერთმანეთი და საუბრობდნენ,მამუკამ სევდიანად უთხრა,რომ გიორგი შენი შვილია,ნატალიმ ყველაფერი მიამბო.ამიტომ ვაფასებ ამ ადამიანს,რომ არაფერს არ მიმალავს და ყველაფერს მეუბნება.შემდეგ ამოიოხრა და დავითს უთხრა.
-როცა შენი დასახული მიზნისათვის მიგიღწევია,დიდი ხნით გაგრძელებულა შენი ბედნიერება?
-რატომ მეკითხები.გაუკვირდა დავითს.
-ვიცი,როცა მიზანს მიაღწევ ამაყი ხარ,რომ სასურველ შედეგს მიაღწიე,მაგრამ ზოგჯერ ეს ბედნიერებაც დროებითია.ჩვენ რაც გვაბედნიერებს,ეს შესაძლებელია ზოგისთვის არ იყოს სასურველი.გარდა ამისა,ასაკის მატებასთან ერთად ვიცვლებით.ყველასი მშურდა,ბედნიერი სახეების მშურდა ეს 15 წელი.ბავშვობაში წითელა მოვიხადე და ძალიან ცუდად ვყოფილვარ,შემდეგ როცა გავიზარდე დედამ მითხრა,რომ მე უნაყოფო ვიყავი.მამა არ მახსოვს,დედა კი ნატალის მოყვანამდე გარდაიცვალა.დავქორწინდით და ეს საიდუმლო მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით,რადგან ჩვენი საკუთარი შვილი არ გვყოლია, მე გიორგი საკუთარი შვილივით შემიყვარდა და მისი ყოფნით ძალიან ბედნიერი ვიყავი.სრულიად შეცვალა ყველაფერი ჩემს ირგვლივ პატარა გიოს არსებობამ.ენა რომ აიდგა და ლაპარაკი დაიწყო,რასაც კი მთხოვდა უარს ვერ ვეუბნებოდი,მისი სიხარული კი მეც მახარებდა.არ მქონია უზარმაზარი სახლი ლამაზი ბაღებით,მაგრამ როგორც ბავშვს ყველაფერი ჰქონდა რასაც კი ინატრებდა,მეც ბედნიერი ვიყავი მას რომ ბედნიერს ვხედავდი.ამაოდ მიხაროდა თურმე ყველაფერი.მისი დაკარგვის შემდეგ სიცოცხლეც კი შემზარდა.გიორგის არ ყოფნამ ძირი გამოაცალა ჩვენს ბედნიერებას,ვერ შევინარჩუნეთ ჩვენი ბედნიერება,ტკივილი გულს მიკლავს დათა. ჩემი ნატალიც ხელიდან მეცლება და სულ მარტო ვრჩები,სულ მარტო.აღარასოდეს არ მექნება დალხენილი ცხოვრება,მხოლოდ ტირილის და მოთქმის დრო მოიმეტა უფალმა ჩემთვის.ვცდილობ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე და სხვებსაც ვეხმარები.
-რა ჭირს ნატალის................
-გიორგის გარდაცვალების შემდეგ,რამოდენიმე წელიწადში დიაბეტი დაემართა და ორი წლის წინ მკერდის სიმსივნე შეუმოწმა ექიმმა.უარი თქვა ქიმიურებზე,უარი თქვა მკურნალობაზე და შინაგან სიმშვიდეს ინარჩუნებს,ყველას უყვარს და ყველა გვერდში უდგას,მაგრამ ეს უფრო თრგუნავს.ვიცი,რომ დიდი დრო აღარააქვს დარჩენილი,ისიც მიმატოვებს მალე და წავა გიორგისთან და თეკლასთან.წლები შევალიე ბედნიერების ძიებას,უდიდესი ძალა დავხარჯე ამისთვის.მოვიპოვე კიდეც და ცხოვრების გზაზე ნატალი შემხვდა,მან გიორგი მაჩუქა,მაგრამ ჩემმა დიდმა ბედნიერებამ უკუსვლა გამოიწვია.მე ხელთ მხოლოდ,ჩემი ცხოვრების ჯვარი შემომრჩა.ბედნიერება რომ გაიგო,დავით ბრძენი უნდა იყო ადამიანი.თქვა და მის ნათქვამს გული ამოაყოლა.დავითი იდგა და შეჰყურებდა გაუბედურებულ მამას რომელსაც გულზე დიდი სიმძიმე შემოსწოლოდა,უყურებდა მის წინ მდგარ ადამიანს,რომელსაც მკლავები ჩამოეყარა უძლურებისგან და ტკივილს,დარდს დაეგრძელებინა მისი სახეც.იცოდა დავითმა რაც აწუხებდა მას,თავის თავს ებრძოდა,ბოლოს გაბედა და უთხრა.
-მამუკა ძალიან მიჭირს ამის თქმა,რაც ახლა უნდა გითხრა მაგრამ გავბედავ და გეტყვი.ნატალიმ რომ სიმართლე მითხრა,ვერ გაიაზრა ის თუ რამხელა ბედნიერება მაჩუქა.ყველა ცრემლი,რომელიც ამ 15 წლის მანძილზე დაიღვარა ის თქვენი სულის ნაწილია,მაგრამ თითოეული მათგანი ბედნიერებას მოგიტანთ და ამიერიდან ტკივილის ცრემლი აღარ დაიღვრება.
-რას გულისხმობ.გაოცებული უსმენდა მამუკა დავითს.
-მადლობა უფალო ამ ნანატრი ოცნებისთვის,მადლობა დღევანდელი დღისთვის და ხვალინდელი იმედისთვის.მამუკა მადლობა,რომ გიორგის პატარა ასაკშივე ჩაუნერგე კაცობა და ასწავლე ადამიანის მიმართ პატივისცემა.მოიყვანე ნატალი,მოიყვანე თეკლას მშობლები და სიმართლეს გაიგებთ.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ეს ორი თავი იყო რაღაც სასწაული.გავბრაზდი ალექსანდრეზე, მართალია რთული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ თეკლემ სწორად უთხრა ყველაფერი.სასწაული კი დავითის და გიორგის ამბავი იყო ნამდვილად.ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ შემობრუნდა ყველაფერი.შემეცოდა ნატალი.სასიკვდილოდ ყველა მენანება, მითუმეტეს ასეთი კარგი ადამიანები, მაგრამ მიხარია რომ ბედნიერი მაინც იქნება შვილის გამო.მკერდის კიბო კიდევ განკურნებადია როგორც ვიცი.იმედია არაფერი მოუვა სიმართლეს რომ გაიგებს.ვაიმე როგორ მაინტერესებს რა მოხდება.მალე დადეთ რა მზია დეიდა ახალი თავი
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent