გეი ბიჭის დღიურები თავი (5)
დროის კარგვის შეგრძნებამ მარტოხელა მოხუცივით მიმატოვა, მის გვერდით დრო იმაზე სწრაფად გადიოდა მეგონა სიბერე კარს, ისე მომადგებოდა ცხოვრებსგან უკმაყოფილო, და გაუმაძღარი დავრჩებოდი. თუმცა მის გვერდით ეს საერთოდ არ მაწუხებდა. არავინ და არაფერი მაინტერესებდა მის გარდა. ჩემი დაბადების დღეს გვიახლოვდებოდა 3 მარტი. ეს ფაქტი ერთი ან ორი წლის წინ ძალიან მახარებდა, თუმცა ამ წელს მივხვდი, რომ დაბადების დღე აღსანიშნავი ფაქტი არ იყო. სვავმ, ერთობი და ეწევი მაგრამ იმას ვერ აანალიზებ, რომ სიკვდილს სულ უფრო უახლოვდები. რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრება წინა დაბადების დღის შემდეგ საკმაოდ შეიცვალა, მაგრამ მე ჩემს მეგობრებთან ერთად ისევ წავიდოდი, რომელიმე კლუბში და უგონო მდგომარეობამდე მივიყვანდი საკუთარ თავსდალევით და მოწევით . მაგრამ ახლა საბა იქნებოდა ჩემს გვერდით. ახალი შეგრძნებებით დავიწყებდი 15 წლის ადამიანის ცხოვრებას, ისეთით ჯერ რომ არ მიგვრძვნია მთელი ცხოვრების განმავლობაში. რასაკვირველია, 2 მარტს სახლში დარჩენა გადავწყვიტე თუმცა საბას ვთხოვე ჩემთან დარჩენა ვიცოდი, რომ 12 საათზე სასმლით და ტორტით ხელში ჩემი მეგობრები კარს ჩამომიღებდნენ და მეზობლების საჩივრებსაც მოიხვეჭდნენ. არვიც რატომ? ან როგორ? მაგრამ სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ საბამ უარი განმიცხადა ჩემთან დარჩენის შეთავაზებაზე, მაშინ როცა დაბადების დღეს ის უფრო მეტად აფასებდა ვიდრე მე. გაბრაზებულად უნდა მეგრძნო თავი თუ ნაწყენად არვიცოდი, მაგრამ არ ჩავაცივდი და მიზეზების კითხვა არ დავუწყე. ნაშუადღევს ცოტა დავლიე, წყალი გადავივლე და სახლში გავედი. დეიდას ვითომ ჩემი სკოლაში სიარულის ამბები მოვახსენე (ბოლოს ორი კვირის წინ, რომ ვიყავი) და კომპიუტერს მივუჯექი. უკვე 11:57 წუთი იყო ჩემი კომპიუტერის საათი არასოდეს ცდებოდა, ფეხის ხმა რომ შემომესმა ეზოდან მაგრამ თავი ისე დავიჭირე ვითომც არაფრის აზრზე არ ვიყავი, უბრალოდ მინდოდა ჰგონებოდათ, რომ ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. 12 რომ გახდა ჩემი მეგობრები ისე შემოვარდნენ, რომ არ მცოდნოდა ალბათ ისე შემეშინდებოდა ვერ გადავიტანდი. ,,happy birthday to you’. - ამ სიმღერას დაახლოებით ათი ადამიანი იმხელა ხმაზე ყვიროდა,მეგონა ჭერი თავზე დამემხობოდა. გახარებული ვიყავი იმის მიუხედავად, რომ ზუსტად ვიცოდი რას და როგორ იზავდნენ, მაგრამ მათ თავის ნამოქმედარს ერთი ახალი ფაქტი დაუმატეს რასაც ნამდვილად არ მოველოდებოდი. -გარეთ გაიხედე კონსტანტინე.- მეგიმ სიტყვები დაამთავრა და ფეიერვერკის ხმაც დაემატა მათ ყვირილს. ფეიერვერკმა კი ნამდვილად გამაკვირვა. -ნეტა იცოდეთ როგორ გამახარეთ ბავშვებო.-სიხარულს ჩემეულად გამოვხატავ, სახეზე თუ არ შემომხედავ ვერ მიხვდები როდის მიხარია და როდის არა. კარის ჩასაკეტად, რომ გავემართე მეგიმ შემომხედა და სიტყვები უკანა მხრიდან სწრაფად დამაწია. -არ ჩაკეტო ერთი ადამიანიც აპირებს შემოსვლას.- მეგიმ ზურგი მაქცია და ლუდის ბოთლი გახსნა. გამიკვირდა, არ ვიცოდი კიდე ვინ შეიძლებოდა მოსულიყო ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად, რადგან ყოველ წლიურ სტუმრებს უკვე ოთახის შუა გულში ვხედავდი, თანაც ყველას უკლებივ. კარი უბრალოდ მივხურე და ოთახისკენ შევტრიალდი, დალოდება ან გარეთ გახედვაც კი არ მიფიქრია. დიდად არც დავინტერესებულვარ ვინ იყო გარეთ. ოთახისკენ ნელ-ნელა მივდიოდი გზაში დაყრილი ბურთების გახეთქვის მეშინოდა, მაშინ როცა უკნიდან ერთი ადამიანის ხმამ ჩემამდე თითქოს და ძლივს მოაღწია. -იმედი მაქვს არ დავიგვიანე.- საბამ გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა. -მეგონა არ მოხვიდოდი. -ვითომ გაბრაზებული ტონით ვუთხარი მას. -როგორ ფიქრობ ამ დღეს მარტო დაგტოვებდი? - ჩამეხუტა მომილოცა და საჩუქარიც გადმომცა. - დიდი მადლობა. მისი მოსვლა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, მაგრამ მთელი ყურადღება მისთვის არ დამითმია. ჩემს მეგობრებზე უფრო მეტი ყურადღება დავხარჯე რადგან ხშირად ვეღარ ვნახულობდი ამიტომაც მელაპარაკებოდნენ და მეკითხებოდნენ, სადვიყავი? რასვვაკეთებდი? ან რატომ ხშირად არ ვნახულობდი მათ? მაგრამ მე უაზრო მიზეზების და ტყუილის მეტი არაფერი შემეძლო. დიდად ის ფაქტი, რომ მეგობრებს ვატყუებდი არ მომწონდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. იმედი მქონდა ოდესმე ვეტყოდი მათ ამის შესახებ და ისინი გამიგებდნენ, მაგრამ არა დღეს ან ხვალ. -გამიკვირდა საბამ რომ მომწერა.- მეგიმ ბედნიერი სახით მახარა. -დაიცა რაქნა?- უცებ ეჭვიანობის მჭრელი მზერით შევხედე მას. -ხო რაიყო საბას იდეა იყო დღევანდელი დღე. - კარგია ძალიან. -მემგონი მოვწონვარ.- ისეთი ბედნიერი სახით მეუბნებოდა ღებინების შეგრძნება მეუფლებოდა. -არვიცი რაღაც არმგონია, რომ მოსწონდე მეტყოდა. საბაზე გაბრაზებული არ ალბათ არა უფრო ვერ ვიქნებოდი, რადგან მან არ იცოდა რომ მეგი არა მხოლოთ როგორც ჩემს მეგობარს არამედ როგორც მორიგ ბიჭს ისე უყურებდა, რომელთანაც ურთიერთობის გაბმა უნდოდა. დროც გავიდა უკვე ყველა სახლში წასვლას გეგმავდა. -კოსტა.-მეგიმ ხმამაღლა დამიძახა თითქოს გვერდით არ ვედექი. -რაიყო რა გაღრიალებს გული გამისკდა. -დღეს შენთან, რომ დავრჩე რამე პრობლემა ხომ არ იქნება? -არა რათქმაუნდა რა პრობლემა უნდა იყოს. -კარგი და საბასაც რომ ვუთხრათ დარჩეს? -უთხარი რავიცი თუ უნდა დარჩეს. -მადლობა. -ჩამეხუტა და მაკოცა. ისე გამომივიდა მეგისთან ლაპარაკი, რომ თითქოს ჩემს შეყვარებულს გოგოს დათრევაში ვეხმარებოდი და თან ჩემი საუკეთესო მეგობრის ან პირიქით საუკეთესო მეგობარს ჩემი შეყვარებულის დათრევაში ხელს ვუწყობდი. -ესეიგი ისევ ჩვენ სამი დავრჩით.-საბამ ქვეშიდან გამომხედა და გაიცინა. მეგიმ კომპიუტერში საშიშ ფილმი ჩართო და შუქები გამორთო, იცოდა რომ საშიში ფილმები ძალიან მიყვარდა. წყევლა ახალი გამოსული იყო, თან ნანახიც არ გვქონდა IMDB თუ კარგი შეფასება ჰქონდა, წესით კარგი ფილმი უნდა ყოფილიყო. მე და საბას შორის მეგი კარგად მოკალათდა. ცოტა არ იყოს და ეს ფაქტი მაბრაზებდა მაგრამ ბოლოს დავიკიდე. საკმაოდ საშიში ფილმი აღმოჩნდა თუმცა შუა მომენტში რაღაცეები გამოვტოვე. იმის ყურება მაღიზიანებდა, მეგის ხელი როგორი საყვარლად ედო საბას მუცელზე. ამიტომ რამოდენიმეჯერ აბაზანაში გამოვედი, ერთხელ სამზარეულოშიც ლუდის მოსატანად, საბას ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნდა, რადგან მან არც კი იცოდა რომ ის ასე ვთქვად და ეჩალიჩებოდა. როგორც იქნა ფილმი მორჩა და აზრების გაცვლა დავიწყეთ. -მე შემეშინდა.- მეგიმ რამოდენიმე ფაქტი გვითხრა ფილმიდან რომელ მომენტზეც შეეშინდა. -ხო კარგი ფილმი იყო. -საბამაც დაამატა თავისი აზრი. -ახლა რა გავაკეთოთ? -მოდი დავლიოთ კიდევ ბევრი დავლიოთ. სასმლელი ავიღეთ მათ ისევ მადღეგრძელეს და დავლიეთ მერე ვიცეკვეთ, ვიცინეთ, ერთმანეთს სახეზე ტორტიც კი წავუსვით. ყველაზე დასამახსოვრებელი დაბადების დღე რომელიაო? ჩემთვის ვინმეს რომ ეკითხა ალბათ ამას ვეტყოდი არა იმიტომ, რომ საბა იყო ჩემთან ან მეგი არა უბრალოდ სხვანაირად ვგრძნობდი თავს. განსხვავებულად, ცოტა არ იყოს და დიდად თითქოს უკვე იმხელა ვიყავი მარტო ჩემით უნდა დამეწყო ცხოვრება. რასაკვრიველია, მეგის იდეები არ ელეოდა ეს ყველასთვის ნაცნობი ფაქტი იყო ამიტომაც, დალევის, მოწევის და დაღლის შემდეგ აუცილებლად გვჭირდებოდა ახალი რაღაც, ამიტომაც მეგის იდეის მოფიქრება ვთხოვე, მანამდე მე და საბა ოთახში გავედით, მიზეზიც მოვიფიქრეთ საბას მაისური უნდა გამოეცვალა ხოლო მე შარვალი. დრო ვიხელთე ცოტა ვაკოცე და ისევ დავბრუნდით მასთან. -კოსტა. პიცა გამოვიძახოთ მშია. -მეგიმ დამშეული მგელის სახე მიიღო. -კარგი ტელეფონს მოვიტან და დავრეკავ. ჩემს არ ყოფნაში მათი სიცილის ხმა მესმოდა სამზარეულოში, სანამ დავრეკე და პიცის მოტანა ვთხოვე, გული შემიწუხდა, ის დამშეული მგლის სახიან გოგოსთან რომ დავტოვე. სამზარეულოდან გამოსვლისას მივტრიალდი და მაცივრიდან ლუდის 3 ბოთლი გამოვიღე რას წარმოვიდგენდი, რომ ოთახში შესვლისას ეს სანახაობა დამხვდებოდა.სიმართლე გითხრათ ცოტა ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ მეგის მცდელობა საბასთვის კოცნაზე კარგად დამამახსოვრდა. არვიცოდი რამექნა ის ეწინააღმდეგებოდა თუმცა მეგი დანებებას,როგორც ჩანს არ აპირებდა, ვერაფერს ვაკეთებდი, დავიბენი და შემეშინდა როგორ მოვიქცე ყვირილი ავტეხო? თუ იატაკზე დავეცე ვითომ ცუდად გავხდი ? ათასი იდეები მომდიოდა თავში, მაგრამ ის მომენტი ყველაზე კარგად მახსოვს ჩემი ცხოვრებიდან. მომენტი როცა ამ სიჩუმეში საბამ ძლიერი გამბედაობის და ბევრი ჩასუნთქვის შემდეგ ხმამაღლა და თამამად რომ წამოიძახა. -მეგი გაჩერდი მე კონსტანტინე მიყვარს.- თითქოს გულზე მოეშვა ისე ამოიხვნეშა საბამ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.