მეორე შანსი (VII)
თვალის დახამხამებაში სანდრო ჩემს ტუჩებს დაეწაფა და წელზე ხელები შემომხვია.ვცდილობდი შევწინააღმდეგებოდი,მაგრამ თითოეული წამი ძალას მაცლიდა და დანებების სურვილს მიჩენდა.სანდრომ ზუსტად იცოდა რასაც აკეთებდა,მე?... მე არა.... დილით გაღვიძება არ მინდოდა... რა თქმა უნდა ყველაფერმა იდიალურად ჩაიარა გასულ ღამით,მაგრამ უხერხულად ვგრძნობდი თავს.სანდრო გვერდით არ დამხვდა რამაც კიდევ უფრო დამამძიმა. -სანდრო სად არის?-სამზარეულოში შესვლისას ვკითხე ნინოს. -ბატონი სანდრო სამსახურშია.-ნინო უხერხულად იშმუშნებოდა,მივხვდი რაღაცის თქმა უნდოდა. -გისმენ ნინო,რისი თქმა გინდა? -ადელინა,ბატონი სანდროს 26_ე იუბილესთან დაკავშირებით ქალბატონი მაკა(სანდროს დედა) წვეულებას აწყობს. -მადლობა ნინო. ინტერნეტს ჩავუჯექი სანდროს საჩუქრის შესარჩევად.. სანდრო გაღიზიანებული დაბრუნდა საღამოს,სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის,მეტიც... არ მიმჩნევდა.ბევრი ვითმინე,მაგრამ ბოლოს მოთმ ჰგჯინება ამომეწურა და ვკითხე,როცა სააბაზანოდან გამოვედი. -რამე დავაშავე?-სანდროს არც კი შემოუხედავს ისე მიპასუხა. -არა!-ისე ცივი და მოკლე პასუხი იყო რომ წამიერად გავშეშდი,სწორედ ამ დროს ვიგრძენი სანდროს მწველი მზერა. სანდროს თვალებში ეშმაკები უთამაშებდა... ნება არ მივეცი ეკოცნა,რამაც კიდევ უფრო აღაგზნო ხელი წელზე შემომხვია და მისკენ მიბიძგა... დილით სანდრო ისევ არ დამხვდა... სახლში მოვიწყინე,ამიტომ მამას მოსანახულებლად გადავწყვიტე წასვლა.. -მამაა...-ჩემს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა. -ადელინა.. რა ხანია არ მოსულხარ.-მისი ჩახუტება ისე მჭირდებოდა,მაგრამ ღმერთის ნებით მამას ჩემი ჩახუტება წლებია არ შეუძია.-ნატა იყო მოსული.-ამით მიმანიშნა,რომ ახალი ამბები იცოდა,მე უხერხულად შევიშმუშნე..-გიყვარს? -თავდავიწყებით..-მოკლედ ვუპასუხე კითხავს და თავი დავხარე. -ნუ გრცხვენია შვილო.. სიყვარული სასირცხვილო გრძნობა არ არის.-გამიღიმა და სული გამითბა.-შემდეგზე ერთად მოდით.. მინდა გავიცნო.-მითხრა დამშვიდობებისას. ბედნიერი ვიყავი,რადგან მამა მშვიდად შეხვდა ჩემი გათხოვების ამბავს... ბედნიერი ვიყავი რადგან სანდრო ისე ცივად აღრ მექცეოდა და მისგან მცირედი ყურადღება ვიგრძენი,ვიგრძენი მისგან დაინტერესება რაც მაბედნიერებდა... გადავწყვიტე სანდროსთვის სამსახურში შემევლო,ამჯერად მზრუნველი ცოლის ამპულაში. სავადმყოფოში შევედი თუ არა ანა დამეტაკა,როგორც ყოველთვის. -შენ რა გაიძვერა ყოფილხარ.-მხარი გამკრა,კარგი დაქალივით.-მომიყევი აბა... -ანა საკმარისია.-ლამის ვუყვირე.-სანდრო სად არის? -სანდროს უკვე ორი დღეა ულამაზესი ქალი აკითხავს.. ახლაც მასთან ერთად კაბინეტშია. ანას სიტყვებზე დავიბენი,არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.სახეზე სიბრაზის ალმური მომედო,შემდეგ დავეჭვდი ანას სიტყვების სისწორეში და კაბინეტისკენ წავედი.ფეხები უკან მრჩებოდა,იქნებ პაციენტია.-ვუმეორებდი საკუთარ თავს. კარები ნებართვის გარეშე შევაღე... სანდრო თავს სავარძელში იჯდა,მის წინ მაგიდაზე კი ულამაზესი,დახვეწილი ქალი იჯდა და ჰალსტუხზე ეთამაშებოდა.სანდრომმ თითქოს არაფერი მომხდარაო ისე შემომხედა,ქალმა კი იუკადრისა. -რატომ არ დააკაკუნე?თავი სად გგონია?-ცხვირაბზუებული მიყურებდა ქალი. -შემოდი.-მშვიდი ხმით მითხრა სანდრომ.შემდეგ ქალს გახედა.-თავი შეიკავე უხეშობისაგან. -ჩემი საქმეა რასაც ვიზამ..-უთხრა სანდროს,შემდეგ მე გამომხედა და უხეში ტონით მითხრა.-ვსაუბრობთ.. გადი აქედან და ყავა მოგვიტანე. -მეტი ბრძანება არ გაქვთ ბატონო სანდრო?-ლამის ყვირილით ვუთხარი და უკან გამოვბრუნდი. -ადელინა..-სანდრო გამომყვა და ხელში ჩამავლო.-სად მიდიხარ? -თავი დამანებე,წადი ლამაზმანს ესაუბრე.-ჩემს ხმაზე ლევანი გამოვიდა კაბინეტიდან. სანდრომ ლამის ძალით შემათრია თავის კაბინეტში.ლამაზმანი სანდროს სავარძელში მოკალათებულა და ცინიკური გამომეტყველებით გვიყურებდა.სანდრომ მიბიძგა დივანზე დავმჯდარიყავი,მაგრამ წინააღმდეგობა გავუწიე და მისი ხელი მოვიშორე. -ადელინა ეს ნანუკა არის.. ჩეი ყოფილი ცოლი.-თავზარი დამეცა ამ სიტყვებზე,იმ ქალმა კი გაიცინა. -სანი ყოფილი ცოლი არ ვარ, მე ისევ შენი ცოლი ვარ რადგან გიყვარვარ.-ძლივს შევიკავე თავი რომ არ გამებრდღვნა რომელიმე. -ნანუკა ეს ადელინაა ჩემი მეუღლე.- სანდრო არ შეწინააღმდეგებია იმ ქალის სიტყვებს.ქალმა ლამის ისტერიკულად გაიცინა. -სანდრო მე წავედი,აღარ მინდა აქ ყოფნა.-სანდრომ ხელი ისევ ჩამავლო,თითქოს განიცდიდა ჩემს სულიერ ტკივილს. -რატომ მოხვედი,რამე მოხდა?-მკითხა მან -მნიშვნელობა აღარ აქვს.-ხელი გავაშვებინე და წამოვედი. წამოვედი, მაგრამ გატეხიილი გულით,სული გამებზარა აღარაფერი გამახარებდა აღარასაოდეს ასეთი შეგრძნება,მქონდა.. სანდროს დანახვა კი მართლა აღარ მინდოდა. ცუდ გუნებაზე ვიყავი,გონება გაფანტული მივუყვებოდი ტროტუარს და იმ საზიზღარ სანდროზე ფიქრებს, თავიდან ვერ ვიშორებდი.ვერ მივხვდი როგორ გადავედი ტროტუარიდან გზაზე.გონს მაშნ მოვედი,როცა ტორმუზების კივილი გავიგონე.ჩემს წინ უზარმაზარი ჯიპი იდგა... თითქოს ყველაფერი მეორდებოდა. მანქანიდან სოლიდურად ჩაცმული,ოცდაათწლამდე მამაკაცი გადმოვიდა.ჩემი შეშინებული სახე რომ დაინახა საყვედური აღარ უთქვამს. -კარგად ხართ?-მკითხა,როდესაც ჩემთან მოვიდა -მე.. -თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე.-მაპატიეთ.-ვუთხარი და ვცადე წავსულიყავი მაგრამ გზა გადამიღობა. -ასეთ მდგომარეობაში ვერ გაგიშვებთ...-კაცი შეყოყმანდა.-მითხარით სად მიდიხართ და წაგიყვანთ. -საჭირო არაა.. -კარგით აღარ დაგაძალებთ.-კაცმა გზა გამითავისუფლა და მე წამოვედი. სახლში მისვლა არ მინდოდა,მაგრამ გარეთაც ვეღარ დავრჩებოდი,რადგან ძალიან ციოდა.საღამოს სანდრო,რომ დაბრუნდა მე დივანზე ვიჯექი, მისაღებში.. სცადა ჩემთან გამოლაპარაკება,მაგრამ საშუალება არ მივეცი,რადგან ის სულაც არ გრძნობდა დამნაშავედ თავს. სანდროს დაბადების დღემდე ერთმანეთისთვის არაფერი გვიკითხავს,არაფერზე გვიკამათია.. არ ვინტერესდებოდი სად მიდიოდა,რას აკეთებდა და ნახულობდა თუ არა მის ყოფილს.ამ მდგომარეობამ ძალიან დამღალა... დამღალა რადგან თავს ძალიან სუსტ ადამიანად ვგრძნობდი,რომელიც ისეთ კაცზეა დამოკიდებული,რომელიც პატივს არ სცემს. -მზად ხარ?-ოთახის კარი შემოაღო სანდრომ.-ადელინა?-გაიოცა,როცა საღამოს კაბაში დამინახა -რა მოხდა?-უხალისოდ ვკითხე და ყელსაბავის გაკეთება ვცადე.სანდრო მოსახმარებლად მოვიდა. -სუნთქვა შემეკრა შენს დანახვაზე.-საოცრად გამიღიმა,მაგრამ მე ისევ სერიოზული გამომეტყველება მქონდა.-იმედია წვეულებაზე ცოტას გაიღიმებ ჩემი ხათრით.. -შენი ხათრი სულაც არ მაქვს.-მოჭრილად ვუთხარი და ოთახიდან გავედი. წვეულებაზე მისულებს უამრავი ხალხი დაგვხვდა.სანდრომ ხელკავი გამაკეთებინა და ისე შევედით.რა თქმა უნდა ზრდილობის გამო ვიღიმებოდი,როდესაც სანდრო მის სტუმრებს მაცნობდა. დედამთილმა ეშმაკურად გაგვიღიმა და საუბარი განაგრძო სტუმრებთან. ეს ქალი უკვე ნერვებს მიშლიდა.სტუმრებს შორის ნანუკაც შევნიშნე და ბრაზი მომერია,რაც სანდროს არ გამორჩენია. -რა მოხდა?-მკითხა და თავი მისკენ შემაბრუნებინა. -შენი ძუკნა აქ არის,მასთან მიდი არ მოიწყინოს.-ვცადე ხელი გაეშვა ჩემთვის მაგრამ ვერ შევძელი. -საკმარისია ადელინა.. შენ ჩემი მეუღლე ხარ და ჩემს გვერდით უნდა იყო.-სანდრომ ჩუმად გადმომიჩუქჩულა და სტუმრებს მიესალმა. -ანდრეი გამიხარდა შენი ნახვა.-მიესალმა სანდრო,მეც მისკენ გავიხედე. ანდრეი მე მიყურებდა და მიღიმოდა,სანდრო დაიძაბა.. მაგრამ კაცი ამას არ იმჩნევდა. -ისევ შევხვდით.-მომმართა სანდროსთან საუბრის შემდეგ. -ეს ჩემი მეუღლე ადელინაა... ერთმანეთს საიდან იცნობთ?-სანდრო ეჭვისთვალით მიყურებდა,მე კი ურეაქციოდ ვიდექი. -არ ვიცნობთ..-გაიღიმა ისევ ანდრეიმ.-ატირებული გზაზე გადმოვიდა.. მანქანა ლამის დავარტყი.-თვალებს ვუქაჩავდი ნუ ყვებითქო მაგრამ მან არც მე შემიმჩნი და არც ჩემი დაქაჩული თვალები.-არ ვიცოდი შენე მეუღლე თუ იყო. სანდრომ შემომხედა და გამიღიმა,ანდრეის მადლობა გადაუხადა და დავტოვეთ,მაგრამ მის მზერას ვგრძნობდი ზურგს უკან. სანდრომ გვერდით ოთახში გამიყვანა.. -ანდრეისგან თავი შორს დაიჭირე,არ დავინახო თუნდაც მიესალმო ან ზრდილობიანად გაუღიმო.. თორემ.. -თორემ რას იზამ ?-სიტყვა გავაწყვეტინე.-შენ არ შეგითანხმდები ვის რას ვეტყვი და ვის გავუღიმებ.-სიბრაზისგან გავცეცხლდი.-თავი დამანებე და წადი შენს ძუკნას მიხედე.-ჩევენს ხმაზე ლევანი შემოვიდა. -ნუ ყვირით.-სცადა დავეწყნარებინეთ.-რა გაჩხუბებთ ხალხია აქ.. -ამასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს..-ღრმად ჩაისუნთქა და ლევანს მიუბრუნდა.-აუხსენი ვინაა ანდრეი და რატომ არ უნდა დაიჭიროს საქმე მასთან,მე სტუმრებთან გავალ.-ოთახიდა გასვლისას მივაძახე -გაიქეცი ხო ძუკნამ არ მოიწყინოს. -ადელინა რა დღეში გაქვს ნერვები.-ლევანი ცდილობდა დავეწყნარებინე..-ანდრეისთან რა საქმე გაქვს? -არანაირი საქე არ მაქვს,უბრალოდ როდესაც საავადმყოფოში სანდროს ვეჩხუბე შემთხვევით გზაზე გადავედი და ცოტაც და დამეჯახებოდა.ბოდიში მე უნდა მომეხადა მაგრამ ზრდილობიანად მომიკითხა ბოდიში მომიხადა და სახლში წამოვედი..-ერთი ამოსუნთქვით მოვყევი ყველაფერი. -სანდროს არ უთხარი?-მკითხა მან -არა! მისი მოკვლა მინდა და არ ველაპარაკები. -ადელინა.. ანდრეი ძალიან საშიში პიროვნებაა,უკან არაფერზე იხევს თუკი რაიმე ჩაიფიქრა.. კანონდარღვევასაც არ ერიდება და ციხეშიც იჯდა,გარდა ამისა... -ვაიმე ლევან,რათ მინდა მისი დოსიეს რომ მაცნობ?-გავაწყვეტინე ლევანს..-ცოლად კი არ მივყვები.-ლევანს თავი ავარიდე და ოთახიდან გამოვედი. სანდროს სიახლოვეს არც კი მივსულვარ,შორიდან ვუვლიდით გვერდს ერთმანეთს... ისევე როგორც სანდროს უვლიდა გვერდს ნანუკა... მე კი ანდრეის მზერას ვეღარ ვარიდებდი თავს.. დაბადების დღის ტორტი შემოიტანეს თუ არა რესტორანში შუქი ჩაქრა.. ყველა მღეროდა ჩემს გარდა... ტორტს იქეთ სანდრო იდგა,ხოლო მისი მეორე მხრიდან მე.სანთლები ჩააქრო... შუქი წამის შემდეგ აინთო და ჩემს სულში ანთებული სანთელი,რომელსაც სანდრო ერქვა.. ჩაქრა... ჩაქრა,როგორც ტორტის სანთელი... ჩემს წინ იდგა სანდრო და ნანუკა.. იდგნენ და ერთმანეთს კოცნიდნენ... ცრემლები მაშინვე წამსკდა, სტუმრები ჯერ მათ უყურებდნენ შემდეგ კი მე... მაშინვე შევბრუნდი და ვცდილობდი ხალხის მასა გამერღვია,რათა ამ ჯოჯოხეთიდან გავქცეულიყავი... ძლივს მივიწევდი წინ,თან ცრემლებიც არ მანებებდნენ თავს. მოულოდნელად ვიგრძენი ვიღცის ხელი ჩემს ხელზე ჩაჭიდებული,რომელიც მეხმარებოდა ხალხის მასის გარღვევაში...როგორც იქნა გარეთ გავედით,ხელი გავაშვებინე და გავიქეცი .. მივრბოდი მაგრამ სად? წასასვლელი არსად მქონდა.. -მოიცადე.. -მომესმა უკნიდან ხმა,მაგრამ არ გავჩერებულვარ... ქუჩაში მივდიოდი და ცრემლები თავისას შვებოდაა... უსიტყვოდ... უხმოდ ვტიროდი.. ვგრძნობდი ვიღაც უკან მომყვებოდა,მაგრამ ზუსტად ვიცოდი,რომ ეს სანდრო არ იყო... ალბათ ის.. ვინც გამოსვლაში დამეხმარა. ქუჩაზე უნდა გადავსულიყავი,ნაბიჯი გადავდგი თუ არა ვიღაც ხელში მწვდა. -რას აკეთებ?-ისევ ტროტუარზე მიბიძგა ხელმა.ავიხედე და ანდრეი დავინახე,რომელიც შეწუხებული სახით მიყურებდა.-ჩუუ.. -წაიჩურჩულა როცა ძლიერად მიმიკრა მკერდძე,შეწინააღმდეგების ძალა აღარ დამრჩენოდა. გონებადაბინდული,გაბრუებული ვიდექი ტროტუარზე ანდრეისთან ჩახუტებული,ის კი ჩემს დასამშვიდებლად უამრავ ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდა,მაგრამ უარესად ვხდებოდი,რადგან მე სანდრო იმაზე ძლიერ მყვარებია,ვიდრე მოველოდი.გავტყდი.. სულიერად გავტყდი და აღარაფრის ხალისი მქონდა.თავი შეურაცყოფილად ვიგრძენი... და შემძულდა... სანდრო არა.. ჩემი თავი შემძულდა ასეთ რამეში რომ გავერიე. ანდრეიმ მოახერხა ცოტაა გამოვეფხიზლებინე... საღამოს კაბით და ანდრეის პიჯაკით შუა ქალაქში დავსეირნობდით ღამის სამ საათამდე. -ადელინა.. ჯობს სახლში დაგაბრუნო და სანდროს დაელაპარაკო,სიტუაციას ძალიან ნუ გაამწვავებ.-შემომთავაზა ანდრეიმ -კიდევ მე ვამწვავებ სიტუაციას?-გამეცინა.-ეს მამაკაცური სოლიდარობაა?-დავცინე ბოლოს. -მოკლედ გეტყვი... სანდრო შენნაირ ქალს არ იმსახურებს,მაგრამ მაინც უნდა დაელაპარაკო.-რატომღაც ამ სიტყვების თქმა გაუჭირდა. -ანდრეი.. უმჯობესი იქნება თუ წახვალ და მარტო დამტოვებ.მიუხედავად იმისა რომ სანდრომ ყველაფერი კარგი დაამსხვრია,ჩემგან არასწორია მის მეგობართან ერთად დავსეირნობდე. -ქუჩაში ვერ დაგტოვებ სწორედ იმიტომ რომ სანდროს მეგობარი ვარ.მაშინ მითხარი სად წაგიყვანო? -წასასვლელი არსად მაქვს...-ნატა არ იგულისხმებოდა,რადგან მასზე საშინლად გაბრაზებული ვიყავი,გარდა ამისა სანდროსთან ჩამიშვებდა. -ჩემთან წამოდი.-შემომთავაზა მან.. -არა!-მკაცრ უარზე გაეღიმა -კარგი დამშვიდდი,დაკეტილ ბინას გთავაზობ და არა იმ სახლს სადაც მე ვცხოვრობ.-შევყოყმანდი მან კი ისევ გაიღიმა.-წამო წამო.. სანამ შენ არ მოინდომებ გპირდები არც სანდროს ნახავ და ვაფშე ვერავის.. -მხოლოდ იმ პირობით თუ არც შენ შემაწუხებ.-თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია მან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.