მეორე შანსი (VI)
-წავიდეთ?-სახლში შემოსვლა აღარც კი ვაცადე. -ხელი მოაწერე?-სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდა.-არ მჯერააა -დაიჯერე საყვარელო.-ირონიულად გავუღიმე.-ახლა იწყება შენი ჯოჯოხეთური 13 წელი.-დავისისინე და გარეთ გავედი. მანქანა სახლის წინ გააჩერა,მას არც კი დავლოდებივარ.კარზე ზარი დავრეკე, ნატამ გამიღო,რომელმაც ჩემკენ გამოიწია ჩასახუტებლად,მაგრამ საშუალება არ მივეცი,გვერდი ავუარე და ოთახში ავირბინე.ჩემოდანი ჩამოვიღე და სწრაფად დავიწყე ტანსაცმლის ჩაყრა. -საყვარელოოოოოო-გავკიოდი ოთახიდან. -რა მოხდა?-კარები შემოაღო რამოდენიმე წუთის დაგიანებით სანდრომ,მას უკან ნატა მოჰყვა. -ჩანთის წამოღება არ შემიძლია.გთხოვ დაბლა ჩაიტანე.-ისევ ცინიკური გამომეტყველება მივიღე.სანდრომ ღრმად ჩაისუნთქა და ჩანთანს ხელი წაავლო. -ძვირფასო ძალიან მომენატრე.-ისევ სცადა ნატამ... მაგრამ არც ამჯერად მივეცი საშუალება. -ნატა ძალიან გთხოვ თავი დამანებე.-სანდორ ჩემს პასუხზე კარებთან შეჩერდა და ნატას მიუბრუნდა. -ნატა თვი დაანებე,ხომ გითხარი ხასიათი შეეცვალა რაც ცოლად გამომყვა აღარავინ უნდა ჩემს გარდა.-ამ სიტყვებზე ბრაზი მომერია,მან კი თვალი ჩამიკრა და კიბეებზე ჩვიდა.მეც უკან გავყევი. ნატას არც კი დავემშვიდობე მანქანაში ჩავჯექი და სანდროს ველოდეოდი.სახლამდე ხმა არ ამოგვიღია არცერთს.ერთი ოცნება კი ნამდვილად ამიხდა.. ამიერიდან ზღაპრულ სახლში ვიცხოვრებდი.. სახლში არა უფრო სასახლეში,რომელსაც უზარმაზარი აივნები ჰქონდა. ნინო უხერხულად მოგვესალმა და მოგვილოცა დაოჯახება,შემდეგ ჩემოდნებს ხელი წაავლო და სახლში შეიტანა.როგორც სანდროს და ნინოს ლაპარაკიდან გავიგე ელენე ბატონ აკაკის და მის მეუღლეს ჰყავდათ წაყვანილი ერთი კვირით მილანში დასასვენებლად. -შენი ოთახი აქეთ არის.. ჩემი კი მის მოპირდაპირედ.-მითხრა სანდრომ,როდესაც საძინებელთნ ავედით. მორჩილი ცოლი ნამდვილად არ ვიქნებოდი.რამოდენიმე წუთი დაველოდე და სანდროსთან შევედი ჩემი ბარგით. -ვინ არის?-სააბაზანოდან წელს ზემოთ შიშველი სანდრო გამოვიდა.ცოტა არ იყოს დავიბენი.ცოტა არა ძალიან დავიბენი მაგრამ ვცადე ყურადღება მომეკრიბა.-აქ რა გინდა? არ მცალია უნდა ვიბანავო.-თქვა და ჩემ წინ დადგა. -საყვარელო ქმარო.გადავწყვიტე ამ ოთახში ვიცხოვრო.-გავუღიმე და ჩემოდანი საწოლზე დავაგდე. -ადელინა გეყოს თამაში.. ეს ჩემი საძინებელია.. აქ ვერ დარჩები.-მომეწონა წინააღმდეგობის გაწევა რომ სცადა,მით უფრო გავჯიუტდებოდი. -სანი რა გჭირს?.. ჯერ მხოლოდ ორი საათია რაც თამაში დავიწყეთ.. წინ 13 წელი გველის.-ხელით გვერდზე გავწიე და სააბაზანოში შევედი.კარის ჩაკეტვა მოვასწარი. -არ მეცინება,გამოდი უნდა ვიბანაო.-სანი დამისერიოზულდა. -მხოლოდ ჩემს შემდეგ.-გავძახე აბაზანიდან. სააბაზანოდან გამოსულს სანი სახლში არ დამხვედრია,ამიტომ დრო ვიხელთე და მისი გარდერობი გავაღე.-ღმერთო.-შევძახე მისი პერანგის დასუნვის შემდეგ... სასიამოვნო სურნელი ჰქონდა,ისევე როგორც სანის.მისი ტანსაცმელი სხვა ოთახში გადავიტანე და ჩემი ბარგი ამოვალაგე. მისაღებში ჩავედი თუ არა სანი მოვიდა.დამინახა და გამიღიმა. -საყვარელო,როგორ მოეწყვე?-მკითხა და შუბლზე მაკოცა. -შენ ძალიან შეიჭერი როლში ხო?-ვკითხე და დივანზე დავჯექი.სანდრომ პასუხი არ გამცა და სამზარეულოშ გავიდა. ვახშამმა შედარებით მშვიდ გარემოში ჩაიარა,ყოველგვარი კინკლაობის გარეშე.ვახშმის შემდეგ სანდრო საძინებელში წავიდა,მე კი ფილმს ჩავუჯექი და იქვე ჩმძინებია. დილით სანდროს გაღიზიანებულმა ხმამ გამაღვიძა. -გოგო შენ სულ გააფრინე?-მივხვდი ჩემი მიმართულებით იყო ნათქვამი და თავი ძლივს წამოვწიე. გამიკვირდა საწოლში რომ ვიწექი,რადგან დივანზე დამეძინა. -ცოლად მომიყვანე და უკვე გოგო ვარ ხო?-გამეცინა.-მანამდე კი „საყვარელო“ ვიყავი.-ისევ გამეცინა ის კი აიჭრა,მაგრამ ეცადა თავი გაეკონტროლებინა. -ადელინა სულ არ მეცინება,შეხვედრაზე ვაგვიანებ ტანსაცმელი სად წაიღე.-მხრები ავიჩეჩე და ისევ საბანი დავიხურე. სანდრო ლუღლუღით გავარდა ოთახიიდან და კარი მაგრად მიიჯახუნა,რამაც უფრო გამახალისა. ნინოს დახმარებით მიაგნო თავის ტანსაცმელს და წავიდა.მხოლოდ ამის შემდეგ ავდექი.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ამიტომ ჩემი ბავშვობის მეგობარს,მარიამს დავურეკე. -ცოცხალი ხარ გოგო?-დავასწარი კითხვა როგორც კი მიპასუხა. -რა უნამუსო ხარ.-გაიცინა მან. -დღეს შევხვდეთ, მოწყენილობისაგან ვკვდები.-ვუთხარი საწყალი ხმით. -გოგო რამ მოგაწყინა,ახლა უნდა ჩქეფდეს შენი სიცოცხლე ძლივს ვიღაცამ გადაწყვიტა ცოლად მოეყვანე.-დამცინა მარიამმა. შეხვედრაზე შევთანხმდით და გავუთიშე.მაშნვე მოვემზადე. გასვლისას ნინომ მკითხა. -ბატონი სანდრო მალე მოვა,რა გადავცე რომ გიკითხავთ?-აშკარად ტერორში ყავდა ეს საცოდავი. -საჭირო არაა ნინო,მე თვითონ ვეტყვი,როცა მკითხავს.-ინტრიგა დავუტოვე და წავედი. ჩემს ძველ სახლთან ახლოს კაფე იყო და იქ უნდა შევხვედროდი მარის.შევედი და ჩვენი ადგილი დავიკავე.ყველა ალმაცერად მიყურებდა და ცალყბად მესალმებოდა,მაგრამ მათ ყურადღებას არ ვაქცევდი არასდროს სულ ასეთები იყვნენ.მარი შემოვიდა თუ არა შემოანათა. დიდი ხანი გავიდა რაც არ გვისაუბრია,რადგან მარის უნივერსიტეტში გამოცდები ჰქონდა,მერე ჩემი ამბები.. მოკლედ ძალიან გაგვიგრძელდა უერთმანეთობა.მარიამს ყველაფერი მოვუყევი ჩემზე და სანდროზე,ის კი აღტაცებული მისმენდა.. ვერ იჯერებდა რეალურ ამბავს თუ ვუყვებოდი, ბოლოს კი მკითხა. -შემდეგი სერია როდის იქნება? -გოგო ნუ ღადაობ,აი რო იცოდე,როგორ ვერ ვიტან.. -კი.. აბა რა.. ვერ იტანს თურმე გოგო.-დამცინავად მითხრა მან.სწორედ ამ დროს ჩვენს მაგიდასთან მოვიდა გიორგი ( ბავშვობის სიყვარული) -ქმარს ვერ იტან ?-მანაც დამცინავად მკითხა. -შენ ვინ გეკითხება,სხვის საუბარს როდიდან ისმენ?-გამომესარჩლა მარიამი. -თუ ეს ადელინას ეხება მაშინ მეც მეხება.-დაამატა გიორგიმ. -გიორგი თავს ნუ დაიღლი ჩემზე და ჩემს ქმარზე ფიქრით.შენი ტვინი მაინც ვერ გაწვდება მაგდენს.-სრულიად მშვიდი ხმით ვუთხარი და ნაზად გავუღიმე. -შენი ტვინი ხო გაწვდა მის ჯიბეს?-ეს უკვე მეტის მეტი იყო,მაგრამ ნერვები არ ავიშალე -რა თქმა უნდა გიო,მის ჯიბესაც და საწოლსაც.. შენ ნუ იჯავრებ.-გაგვეცინა მე და მარი. -არ მჯერა.-თქვა გიომ. -შენი პრობლემაა.-უთხარი თუ არა, მე და მარი წამოვედით. მარის მალე დავემშვიდობე,რადგან ლექციებზე აგვიანებდა.ისევ მარტო დავრჩი.. მინდოდა ნატა მენახა,მაგრამ მასზე ისევ გაბრაზებული ვიყავი და თავი შევიკავე.პარკში მივსეირნობდი,როცა გვერდით გიორგი ამომიდგა,ძალიან გამაღიზიანებელი იყო ეს უკვე,მაგრამ არაფერი ვუთხარი,ისიც უსიტყვოდ მომყვებოდა გვერდით.გზის პირზე რომ გამოვედი ხელკავი გამომდო რაზეც თავი ვეღარ შევიკავე. -შენ სულ გამოშტერდი?-მისი ხელი მაშინვე მოვიშორე.-რა ადამიანი ხარ.. იცი არ მიყვარხარ,ქმარი მყავს და ბედნიერი ვარ მასთნ... თავი შორს დაიჭირე ჩემგან.-ვუყვიროდი მთელ ხმაზე ქუჩაში,გამვლელები ყველანი ჩვენ გვიყურებდნენ. - მორჩი წიკვინს.-მანაც აუწია ხმის ტონს.-ვიცი შენი ეგრედწოდებული ქმრის შესახებ,მაგრამ არ მჯერა.. -ეგ შენი პრობლემაა გიო.-უკვე მშვიდი ხმით ვუთხარი. ჩვენს წინ „რეინჯროვერის“ მარკის მანქანა გაჩერდა.მანქანიდან სანდრო გადმოვიდა.ჩვენთან მოვიდა. ჯერ მე ამათვალიერ ჩამათვალიერა,შემდეგ გიორგი.თავი ცუდათ ვიგრძენი რადგან სანდროს ცუდი გამომეტყველება ჰქონდა,ცოტაც და გიორგის სცემდა. -მანქანაში ჩაჯექი.-მითხრა ხრინწიანი ხმით. -მე... -მანქანაში!-არ მაცადა რამის თქმა სანდრომ. მის „ბრძანებას“ დავემორჩილე და ჩავჯექი.არ ვიცი რა ილაპარაკეს გიორგიმ და სანდრომ,მაგრამ მათი საუბარი სულ რამოდენიმე წუთი გაგრძელდა. გაღიზიანებული სანდრო მანქანაში ჩაჯდა და მანქანა ძალიან სწრაფად დაძრა.. კი არ მივდიოდით მივფრინავდით.არც მიცდია საუბრის დაწყება,რა თქმა უნდა არც მას ჰქონდა ამის ურვილი... რაღაც მხრივ გამიხარდა რომ იეჭვიანა, იქნებ სულაც არ უეჭვიანებია და თავი მოაჩვენა ასე გიორგის. მანქანა სახლის წინ გააჩერა თუ არა მაშინვე გადავიდა და სახლში გიჯივით შევარდა,მივხვდი რომ თავი არავისთვის არ მოუჩვენებია და იეჭვიანა.გადავწყვიტე ცოტა გამეგრძელებინა ეს თამაში,თუკი რაიმეს მკითხავდა.კიბეებზე ავდიოდი,როცა მისაღებიდან სანდროს ხმა გავიგონე. -ადელინა აქ მოდი! -შენი მონა არ ვარ რაიმე რომ მიბრძანო!-კიბეებიდან გამოვძახე და გზა განვაგრძე. საძინებელში შევედი და გამოცვლა დავიწყე როცა გამძვინვარებულმა სანდრომ კარები შემოაღო.თითქოს ერთ წამს დაიბნა მაგრამ თავი ხელში აიყვანა,მაშინვე დაუმშვიდდა სახე და ღიმილი დაუბრუნდა მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა ასე. -ის ტიპი ვინ იყო და რატომ დასეირნობდი მასთნ ერთად? -ჩემი მეზობელია,თან გაგიჟებით ვუყვარვარ და არ სჯერროდა ჩენი სიყვარულის,ამიტომ ვსაუბრობდით.-თითქოს არაფერი ისე დავიწყე მოყოლა.თუმცა არც მომიტყუებია ჩემდა უნებურად სიმართლე ვუთხარი. -ადელინა,არ დავინახო მეორედ... -საყვარელო სანამ კამათს დაიწყებ შეგახსენებ რომ ათ წუთში მოგბეზრსდება ჩხუბი,მე კი მხოლოდ მაშინ შევალ აზარტში,ასე რომ შემეშვი.-სიტყვა გავაწყვეტინე და ჩემი ირონიული ღიმილითაც დავაჯილდოვე. რამოდენიმე დღე არ ვსაუბრობდით და არც ერთმანეთს ვუყურებდით.ერთ დილით კი სანდრო საკმაოდ თბილი და მზრუნველი ხმით მაღვიძებდა.არ ვიცოდი რა დაემართა მაგრამ ჩურჩულებდა. -სასწრაფოდ მოემზადე და ქვემოთ ჩამოდი. -რა მოხდა?-მეც ჩურჩულით ვუპასუხე. ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ,მათ კი არა იციან რომ ცოლი შეთანხმებით მოვიყვანე.იციან რომ გაგიჟებით გვიყვარს ერთმანეთი.შეძლებ ასე თამაშს?-იკითხა ისევ იგივე ინტონაციით. -ამხელა ბიჭს დედიკოსი და მამიკოსი ეშინია?-ხელიდან არ გაუშვი დაცინვის შესაძლებლობა. -მორჩი! დროზე ადექი!-დაიღრინა მან. -კარგი! სასწრაფოდ ავდექი საწოლიდან და თავი მოვიწესრიგე.სანდრო საძინებელში მიცდიდა და ტანსაცმელს მირჩევდა.ამ პროცესმა საკმაოდ გაგვახალისა ორივენი და სტუმრებიც გააწბილა.როგორც იქნა მზად ვიყავი და მისაღებში ჩავედით.ბატონმა აკაკიმ შეგვამჩნია თუ არა სავარძლიდან წამოდგა გადამეხვია და მომღიმარი სახით დაგვლოცა. „ქალბატონი დედამთილი“ ცხვირაბზუებული გვიყურებდა და გამეღიმა. -მე ადელინა ვარ.-ხელი გავუწოდე თავაზიანობის ნიშნად. -ვიცი.- მიპასუხა ცივად და გვერდით გაიხედა.გამეღიმა და სანდროს გავხედე,რომელმაც დედამისზე თვალმოუშორებლად მითხრა. -ყურადღებას ნუ მიაქცევ. მშობლების გაცნობამ ასე თუ ისე კარგად ჩაიარა.ბატონი აკაკი ბედნიერი ჩანდა,ჩვენც იდეალური წყვილის როლს ვანსახიერებდით.ერთადერთი ვინც უხასიათოდ ჩანდე ეს ჩემი დედამთილი იყო.მაშინვე მივხვდი,რომ ჩვენი ურთიერთობა მთელი ცამეტი წლის განმავლობაში მხიარულად ჩაივლიდა. სამზარეულოდან მისაღებში ვბრუნდებოდი,როდესაც მათი საუბარი მომესმა. -ეს ვინ მოგითრევია,ჯერ რას გავს,მერედა ნორმალური გოგოები დაილია? მაინცდამაინც შენი ძიძის ნათესავი უნდა დაგესვა სახლში?-წიკები ჰქონდა დედამთილს. -დედა თავი დააანებე, რაც მთავარია ჩვენ ერთად გვინდა ყოფნა.-სანდროს აუღელვებელი ხმა ჰქონდა.-მართალია ცოტა დახვეწა სჭირდება,მაგრამ მაგასაც მოვახერხებ.-დაამატა წამის სიჩუმის შემდეგ. -შვილო..-ახლა ბატონმა აკაკიმ დაიწყო.-ქალი ისეთი უნდა შეიყვარო,როგორიც არის.თუ ვინმეს გამოზრდა გინდა ძაღლი იყიდე.-ამ სიტყვებმა მხნეობა შემმატა და მისაღებში დედამთილის გასაღიზიანებლად მხიარულ განწყობაზე შევედი. სანდროს მშობლები დიდიხნით აღარ დარჩნენ.წავიდნენ თუ არა მაშინვე საძინებელში წავედი.სანდროზე ნაწყენი ვიყავი და მისი დანახვა არ მინდოდა.გაღიზიანებულმა კარები ძლიერად დავხურე და საწოლზე დავწექი. -რა დღეში ხარ?-მალევე ოთახის კარი შემოაღო სანდრომ. -უპს.. მაპატიეთ ჩემი უტაქტობა,ცოტა დახვეწა მჭრდება.. ალბათ გამოასწორებთ არა?-გაღიზიანებული საწოლზე წამოვჯექი და ბალიში ვესროლე. -ისე გაბრაზდი რომ...-სანდრო ნელი,გამიზნული ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ.-ეჭვი გამიჩნდა... ხომ არ შეგიყვარდი?-მომღიმრია სახე ჩემს სახეს გაუსწორა. -არც იოცნებო.-გადავიხარე მისკენ. თვალის დახამხამებაში სანდრო ჩემს ტუჩებს დაეწაფა და წელზე ხელები შემომხვია.ვცდილობდი შევწინააღმდეგებოდი,მაგრამ თითოეული წამი ძალას მაცლიდა და დანებების სურვილს მიჩენდა.სანდრომ ზუსტად იცოდა რასაც აკეთებდა,მე?... მე არა.... პ.ს მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა,რომ კითხულობთ ისტორიას.. გამოხატეთ დადებითი და უარყოფითი შეხედულებები რათა ავტორმა შეძლოს გამოსწორება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.