შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილები.(მეორე თავი)


10-12-2017, 00:03
ავტორი liar girl
ნანახია 1 403

მეორე თავი.
*
„ბევრს ვფიქრობ, შენზე, ჩემზე, ჩვენზე და ჩვენს ისტორიაზე. ვფიქრობ როგორ დასასრულს დავუწერთ ჩვენს თავებს. როგორ დავამთავრებთ ურთიერთობას და როგორ გავიხსნებთ ერთმანეთს. მეეგოისტება, იმაზე ფიქრიც კი, რომ შეიძლება ჩემს არ ყოფნაში ვინმემ მოგხიბლა, ვინმეს ეპრანჭები, ვინმე ხელებზე ფეხერება, ჭორფლებზე ნაზად გკოცნის და შემდეგ თითებს აცურებს მათზე, ვინმე გკოცნის და გულში გიკრავს.. ბევრს ვფიქრობ ამაზე და გეფიცები ჭკუიდან გადავყავარ. რამდენჯერაც ჩემს ტვინში ეს აზრები გაივლის, იმდენჯერ ვგიჟდები და ვკვდები. არავის მისცე უფლება შეგეხოს ელენა. არავის მისცე უფლება შენი ჭორფლები ისე შეუყვარდეს, როგორც მე მიყვარს. არავის მისცე შენი სიყვარულის უფლება.
რა დონის ეგოისტი ვარ არა? ჰო ვარ, მაინც ვერ და არ გეშვები. გარდა იმისა, რომ პატიებას გთხოვ, იმასაც ვბედავ, რომ მივნეს შენი სიყვარული ავუკრძალო.
შენთავს გეფიცები, მინდა, რომ ყველაზე ბედნიერი იყო! მაგრამ! მაინც ჩემებურად მეეგოისტება, რა.
სანამ ჩემი წერილების ადრესატი შენ ხარ, სანამ მე შენს გამო ფურცელს და კალამს ვიღებ არავინ შეიყვარო რა..“
დილას პახმელიაზე მყოფმა გაიღვიძა. თავის ტკივილზე არც კი უფიქრია „ხალიანი“ გაახსენდა. გაახსენდა როგორ იტლიკინა მანქანაში. როგორ გაიგო, რომ ხალიანის სახელი - დათა იყო. უაზროდ შერცხვა. პირველად დათვრა ასე ძალიან, პირველად მიიქცია ბიჭმა მისი ყურადღება და ღმერთო! მან სახლში მთვრალი მოიყვანა. ეცინებოდა, თან სიკვდილამდე სცხვენოდა.
-დაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო?
ოთახში ბატონი ლადო ფირანიშვილი შემოვიდა. ელენეს მამა, რომელთანაც ყველაზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
-თავი მტკივა რა, ასე აღარასდროს დავლევ!
დაიწუწუნა და წამოდგა.
-ვაჟკაცურად დალიე, ხო და ვაჟკაცურადაც აიტანე!
გაიცინა ლადომ და ელენეს თავზე ხელი გადაუსვა, მერე ლოგინზე ჩამოჯდა. სახე დაასერიოზულა და ელენეს შეხედა.
-მა, ძალიან კი არ მინდა ამ თემას შევეხო, ისიც ვიცი რამე, რომ იყოს შენითვე მეტყოდი, მაგრამ მამა ვარ და ხომ იცი ვერ ვითმენ, აუცილებლად უნდა გკითხო.. კარგი?
ნელა დაუქნია ელენემ თავი და ლოგინს მიეყრდნო.
-გუშინ იმ ყმაწვილმა, რომ მოგიყვანა სახლში, თან ხელში აყვანილმა, ვინ არის?
-არავინ. ბიჭების მეგობარია, გუშინ ლენუკას დაბადებისდღეზე იყო. უბრალოდ ცუდად გავხდი და ისიც გარეთ იყო, ამიტომ მომიყვანა სახლში მან და არა ბიჭებმა.
გაუღიმა და სახეზე ხელი მოისვა.
„ხელში აყვანილმა“ - დააჟრიალა.
-კარგი პრინცესა, ახლა ადექი მოწესრიგდი ლელამ სუპი გაგიკეთა, გესიამოვნება.
ფეხზე წამოდგა და კარებისკენ დაიძრა. მერე ნელა შემტრიალდა და ჯერ კიდევ მწოლიარე შვილს გაუღიმა.
-ისე ნენე, კარგი ყმაწვილია..
თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა.
დიახ! ასეთი იყო ბატონი ლადო. ყველაზე მეგობრული მამა მთელს თბილისსში და მთელს საქართველოში. ადამიანი, რომელთანაც სულ შეეძლო ელენეს მისვლა და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც „ნენე“-ს დაძახების უფლება ჰქონდა.
თავისთვის ჩაეცინა და საყვარელი მამისთვის არაფერი უპასუხია. დივანზე დადებული მოსაცმელი ნახა და იმის გააზრება, რომ ეს დათასი იყო, იმის გააზრება, რომ მისი ჭაკეტი ჰქონდა და არ წაუღია კინაღამ შეშალა. ნელა მივიდა და ხელში აიღო, მაშინვე ეცა სუნამოს სუნი, თითქოს ძალიან ნაცნობი და ამავდროულად ძალიან უცხო..
გაეღიმა, შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც გაეღიმა.
ჩუმად წაიბურდღუნა „გიჟდები, ელენე გიჟდები“-ო და სააბაზანოში შევიდა. ცხელ წყალში ნებივრობდა და სუნამოს სუნს ისევ გრძნობდა, ისეთი მას, რომ ესხა. მკლავებზე ჩამოისვა ხელი და იგრძნო, რომ მისი ხელები ისევ ეხებოდნენ. თვალები დახუჭა, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გაახსენდა გულზე მიკრული როგორ აჰყავდა სახლში. ნელა მოისვა სახეზე ხელი და მწველი მზერა ისევ იგრძნო, იგრძნო როგორ ბურღავდა თვალებით ხალიანი. გონებაში ხალს მრავალჯერ გადაატარა თითი. ეგონა ჭკუიდან იშლებოდა, მაგრამ ეს იმდენად სასიამოვნო სიტუაცია იყო არ აპირებდა გაჩერებას.
დათა...
დათა..
ჭკუიდან შლიდი ელენეს დათა..
„წერილების წერას მოვუხშირე, გაჩერება არ შემიძლია და ასე მგონია ვერასდროს გავჩერდები. წერილებით სულ ცოტა ხანს იმ ცარიელ ადგილს ვივსებ შენმა მონატრებამ, რომ გამოიწვია.
ელენა, მენატრები.
სიგიჟემდე მენატრები.
არ მძინავს, არ ვჭამ, არ ვსვავ, არ ვსუნთქავ. არაფერს ვაკეთებ შენი მონატრების გარდა.
უშენობა აღარ შემიძლია, გესმის?
ელენა, მაპატიე კარგი..?
არაკაცობა მაპატიე..
ყველაფერი მაპატიე..
მაპატიე, რომ დაბრუნება შევძლო..“
არის მომენტები, როდესაც ადამიანი უბრალოდ გჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა რამდენიხანია იცნობ, რამდენი ხნის წინ ნახე ან ნახე თუ არა. გჭირდება და ყველაფერს აკეთებ მის სანახავად.
მაშინ ელენე, რომ არ ენახა არ იცის რას იზამდა, არ იცის თავს როგორ გააკონტროლებდა. უბრალოდ სჭირდებოდა, დანახვა მაინც. ნორმალურად ვერც კი აზროვნებდა, ვერ ფიქრობდა როგორ შეძლო ერთხელ ნანახმა გოგომ მისი ფიქრების მოპარვა. გონებაში „ჭორფლიანი გოგოს“-ს გარდა არავინ და არაფერი ტრიალებდა.
გადარეკა-გადმორეკა, იკითხა, „იჩალიჩა“ და გაიგო სად იყო.
უნივერსიტეტიდან გამოსულმა დათა, რომ დაინახა ერთიანად ახურდა. გვერძე მდგომ ბიჭებს გახედა და დაინახა როგორ დაიძრნენ მისკენ. სულ დაიძაბა, აღელდა, გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო, ყურებში გულის ცემის გარდა არაფერი ესმოდა. არი იყო მზად სანახავად, არადა ისეთი არაფერი გაუკეთებია..
ისეთი კი არა, არაფერი გაუკეთებია.
-აქ საიდან შე*ჩემა?
გადაეხვივნენ ბიჭები მას. ელენე კი ფეხებს ბოლომდე ითრევდა, არ უნდოდა, არა და მორჩა.
-რას მოზლოზინებ, იარე რა.
ხელი კრა ლენუკა და უფრო სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა ბიჭებისკენ.
მივიდა, მიუახლოვდა. თვალი-თვალში გაუყარა. მზერები გაცვალეს, ვეღარ უძლებდა.
ღმერთო, ნეტად ეს საერთოდ დალაგებული იყო?
ფიქრობდა და აღარ იცოდა მისთვის ამ ზემდეტად უხერხული სიტუაციიდან თავი როგორ დაეძვრინა..
მადლობა მის ბედს, მადლობა მამამის და მადლობა ყველას, რომ დაურეკა!
უკაცრავადო ერთი წაიბურდღუნა და გვერძე გავიდა. მაინც გრძნობდა როგორ ათვალიერებდნენ, როგორ ბურღავდნენ თვალებით.
-დღეს ზურას შვილის დაბადებისდღეა მა, რამე უყიდე და ამოდი კარგი?
-კარგი.
მობეზრებულა უთხრა და ბავშვებს მიუბრუნდა.
ხალიანის თვალები ისევ უყურებდნენ, ისე მკაცრად, ისე დაჟინებულად...
-უნდა წავიდე მე, მეჩქარება.
-საით ელენე?
გაკვირვებული შეუტრიალდა ლენუკა.
-დაბადებისდღეზე, ანკას დაბადებისდღე და.. წავედი, მეჩქარება. გნახავთ.
ხელი დაუქნია ბავშვებს, ტაქსი გააჩერა და სწრაფად ჩაჯდა მანქანაში. გული გამალებით უცემდა. ღმერთს მადლობას უხდიდა ახლა იქაურობას თავი, რომ დააღწია.
„ახლა ძალიან მთვრალი ვარ, ვიცი, როცა არ გიყვარს, რომ ვსვავ. ყოველთვის იმას მეუბნები, აჰჰჰ, მეუბნებოდი, რომ ჩემი ღვიძლი ამდენს ვერ გაუძლებდა, ერთხელ ისიც მთხოვე, რომ აღარ დამელია. გახსოვს? მე კიდევ, შენი თავი დავიფიცე, რომ შევეცდებოდი. რაც აქვ ვარ ხშირად ვსვავ, პირობას აღარ ვასრულებ ელენა. როგორი ცუდი ბიჭი ვარ, აზრზე ხარ?
გახსოვს ის დღე ჩემს გამო პირველად, რომ იტირე. მაშინ დაგპირდი, რომ მეორეჯერ აღარ გატირებდი, არასდროს, მაგრამ ხედავ რამდენად არ ვარ სიტყვის კაცი? ხედავ?
ჩემ გამო ყოველ ღამე ისევ ტირი?
მითხარი რა..
შენ თავს გეფიცები არ მინდა ტიროდე, არც ერთი წამით არ მინდა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მსიამოვნებს, ისევ მე, რომ ვარ შენი ცრემლების მიზეზი.
ეგოისტი ვარ კი.
ძალიან მთვრალი ვარ ელენა, მჭირდები. ძალიან მჭირდები.
დამიბრუნდი,
მაპატიე,
შემიყვარე..
ისევ თავიდან,
ისევ ისე, როგორც პირველად.“
საკმაოდ მთვრალს ვერც კი გავარჩიე რა ნომერმა მომწერა, მაგრამ ადრესატი ვიცანი. არავის გავქცეულვარ გარდა მაგისა.
„როგორ გამექეცი, ჩემო ჭორფლიანო...“
ნელა გადავისვი ჭორფლებზე ხელი, დამეფიცება ვგრძნობდი, რომ ის მეხებოდა..
„ბევრი არ დალიო, მე მანდ არ ვარ!“
ორ წუთში ისევ ახალი შეტყობინება მომივიდა.
„ჭკუით, არც ბევრი იცეკვო. მე მანდ არ ვარ!“
ისევ ახალი..
„გარეთ არ გახვიდე, არ გაცივდე.“
ისევ ახალი..
„ჟაკეტის მოცემის უფლება არავის მისცე!“
არ წყდებოდა, მანამ სანამ მის ერთ-ერთ შეტყობინებაზე პასუხი არ მივწერე.
„სახლში ვარ“.
ყველანაირი მესიჯი შეწყდა. თითქოს მეწყინა, მაგრამ მაინც ასე ჯობდა.
„ახლა ტანსაცმელს ვათვალიერებდი. ჩემს ჟაკეტს, რომელიც ძალიან გიყვარდა შენ. სულ გეცვა და თითქმის არასდროს მიბრუნებდი. არც კი ვიცი ახლა ჩემთან როგორ არის. გახსოვს? ეს ის ჟაკეტია ლენუკას დაბადების დღეზე, რომ მოგახურე. შენი სუნი კვლავ აქვს.
მენატრები, შენი სურნელიანად..
ისეთი, არავის რომ აქვს.“
*
„ჩემი ჟაკეტი ძალიან გიხდებოდა მაშინ, ოტიუმში.. კიდევ ჩაიცვი, რა.“



№1  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

გოგო!
მემიკეთებ ამას?
გავსკდი ბღავილით
რაიყო ეს?
როდის დადებ შემდეგს?
ღმერთო რაკარგი იყო!
აი ისეთი მე და შენ რომ შეგვეფერება
(ზედეპრესიულ ადამიანებს)
საოცრად მომწონს მე ორივე პერსონაჟი იცი შენ ეს!
გელოდები რა!
შემდეგი მინდა მე მალე!
ვეღარ ვითმენ
მომენატრე
შენი მოთხრობებით
და შენთან ლაქლაქიც მომენატრა
!!!
მიყვარხარ და გელოდები იცოდე :))

 


№2  offline წევრი liar girl

LuckyGirl
გოგო!
მემიკეთებ ამას?
გავსკდი ბღავილით
რაიყო ეს?
როდის დადებ შემდეგს?
ღმერთო რაკარგი იყო!
აი ისეთი მე და შენ რომ შეგვეფერება
(ზედეპრესიულ ადამიანებს)
საოცრად მომწონს მე ორივე პერსონაჟი იცი შენ ეს!
გელოდები რა!
შემდეგი მინდა მე მალე!
ვეღარ ვითმენ
მომენატრე
შენი მოთხრობებით
და შენთან ლაქლაქიც მომენატრა
!!!
მიყვარხარ და გელოდები იცოდე :))

ვგიჟდები მე შენზე, ვ გ ი ჟ დ ე ბ ი!!
მალე იქნება, აუცილებლად! <3

 


№3  offline წევრი Mmariami)

შენზე ლაპარაკს არ ვაპირებ, უკვე გასაგგებია რომ საოცრად წერ და ბლა ბლაა ბლა.
მ ა გ რ ა მ
ეს წერილიები, ემოცია, ელენ-ა, დათა, ჟაკეტი.
ღმერთო ჩემო.
ისეთი ეგოისტია და ამავდროულად ისეთი საზიზღარი და კარგია, გაგიჟება შეიძლება.
დათა?:)
და
ჭორფლიანი.
ჟრუანტელი მივლის.
არ ვიცი.
ემოციებსაც ვერ გადმოვცემ, რაღაც ვერ გამომდის.
ყველა წერილი ისეთი ემოციურია.
ისეთი სხვანაირია.
ისეთი უნამუსო და კარგია დათა.
უბრალოდ შეუძლებელია არ პატიება.
ელენე?
ელენე რა ვიცი.
ძალიან ძალიან მორცხვია, ცოტათი ნერვებს მიშლის, მაგრამ მაინც ისეთი სუფთაა, უ'გოგოესია.
ეს ორი ერთად?
სხვა სამყაროა.
საერთოდ სხვა.
მოკლედ
მე არ ვიცი შენ ამ ისტორიას რას უპირებ
მ ა გ რ ა მ
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩნენ ცალ-ცალკე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent