შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმე. თავი (5)


10-12-2017, 19:38
ავტორი DopamineBanana
ნანახია 1 138

ჩემს წინ მას ვლანდავ, ფართო ნაბიჯებით მოაბიჯებს. რაღაც მემართება, ჩემი სხეული ამას გრძნობს. მალე მოსაღამოვდება, ვამჩნევ როგორ ეპარება ცას სიბნელე. ჩემი სახლის უკანა ეზოში ვარ, ფეხით ნაწვიმარ ბალახს ვეთამაშები. ვგრძნობ რომ იგი, ცოტაც და ჩემს წინ იქნება. ჩემს სახეს არცერთი ემოცია არ ეკარება. ვხედავ რომ არც თავისას. სერიოზული გამომეტყველება აქვს, ხელები ჯიბეში უწყვია, ნიშნავს რომ ნერვიულობს. ერთმანეთს უსიტყვოდ ვეხუტებით, მისი ქცევები მზრუნველია, ვიცი რომ ისინი არასოდეს შეიცვლებიან. ხელებს ვხვევ და თვალებს ვხუჭავ. ამას უკვე შევეჩვიე. ხელს მალევე მიშვებს და სახეზე მნიშვნელოვნად მაკკვირდება, ცდილობს ერთი შეხედვით გამოიცნოს რა ხდება. მკრთალად ვუღიმი. -როგორ ხარ?- მშვიდი ტონალობით ვეკითხები.
-ნორმალურად..- ფიქრდება. -შენ როგორ ხარ? მისმინე, რამე თუ მოხდა არ დამიმალო, გესმის?- ამ ყველაფერს უზადო სერიოზულობით ამბობს, ვიცი რომ ჰგონია ვინმემ ცუდად მომექცა, ან რამე დამიშავა, მაგრამ სათქმელი არაფერია, სრულებით არაფერი.
თავს უარყოფის ნიშნად ვაქნევ. -სათქმელი არაფერია ილია, დამშვიდდი. არავის არაფერი არ დაუშავებია, არც ხელი დაუკარებიათ ჩემთვის. ყველაფერი კარგად არის.- ხელს მხარზე ვკიდებ. თავის ხელებს კრავს და ტუჩებთან მიაქვს, ერთხანს ტრიალებს, ისე იქცევა თითქოს მისი აზრების კითხვა შემიძლია და ცდილობს ისინი ჩემგან შორს დაიჭიროს. მგონი რაღაცას მიმალავს. ერთ ადგილზე მოუსვენრად დაიარება, მინდა რომ რამე მითხრას.
-ღმერთო.- ამ სიტყვას ძალიან ჩუმად ამბობს, თითქმის გაგება შეუძლებელი იყო, მაგრამ გავიგონე. მისი ქცევები ამტკიცებენ, რომ რაღაც ჩაიფიქრა, რაღაც ისეთი რასაც არც კი გამიმხელს. სანამ იგი საეჭვოდ იქცევა, ლაპარაკის წამოწყებას ვასწრებ.
-ილია, მითხარი რა ჩაიფიქრე.- ჩემი ხმა კატეგორიულია, მისი სახის გამომეტყველება კი მიმტკიცებს, რომ იცის, იცის რომ რაღაცას მივხვდი.
-არაფერია ლიკა, მართლა, ნუ ინერვიულებ.- ცდილობს გაიღიმოს მაგრამ არანაირად არ გამოსდის. რა ხდება?! ჩემში ბრაზს ვგრძნობ, გონებას ბოლომდე ვძაბავ და მგონი ყველაფერს ვხვდები, ჩემს შესახებ რაღაც გეგმები აქვს.
-გურამთან მისვლას აპირებ არა?!- ჩემი ხმა სასოწარკვეთილია. თუ იგი ამას გააკეთებს, ვიცი რომ ყველაზე ცუდი რამ მოხდება. ის არ გაითვალისწინებს იმას, რომ ილია ჩემი ბავშვობის მეგობარია. პირიქით, ბიძაჩემს იგი რატომღაც არასოდეს მოსწონდა. მის სახეს დანებების მსგავსი რაღაც მოსავს.
-არა ლიკა. მე სხვა რამეს ვგეგმავ.- ნერწყვს მძიმედ ყლაპავს, ვგრძნობ რომ რაღაც იმაზე უარესს იტყვის, რაც გავიფიქრე.
-ლიკა, შენც და მეც კარგად ვიცით, რომ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ამიტომ..- ხელებს აჯვარედინებს, -ვფიქრობ გამოსავალი ვიპოვე.- ღრმად ვსუნთქავ და მინდება რომ ის რასაც ახლა იტყვის არ გავიგო, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ დავთანხმდები, ვიცი რომ ამის გამო ყველა და ყველაფერი დაინგრევა ჩემს ირგვლივ, ვიცი რომ ამით მასაც დავაზიანებ, მაგრამ თითქოს ეს, ახლა არ მაღელვებს. იქნებ იმიტომ რომ ამას მან მთავაზობს?
-შეგვიძლია აქვე და ახლავე გავიქცეთ აქედან, გპირდები სადმე სხვაგან წაგიყვან, იქ სადაც არაფერს დაგაძალებენ, იქ სადაც თავისუფალი იქნები. გთხოვ ლიკა უარი არ თქვა, თორემ მომიწევს რამე უარესი გავაკეთო.- არ ვიცი მთხოვს, თუ ყველაფერს კატეგორიულად ამბობს.
ხელის გულები მიოფლიანდებიან, მის სახეს შევცქერი და ვხვდები რომ ძალიან მინდა გავიქცე, მასთან ერთად გავიქცე, მაგრამ ვიცი რომ ვინანებ. მისი თვალები იმავე მხრით არ მიმზერენ, როგორიც ჩემები მას. რატომღაც ამას ყურადღებას ვერ ვაქცევ, მეტიც, ახლა ფიქრი საერთოდ არ შემიძლია. პირი მიშრება და თვალები მის თვალებს აშტერდებიან. ძალა მეკარგება, მხოლოდ მომავალზე მეფიქრება, იმ წუთებზე სადაც მასთან ერთად ბედნიერი ვიქნები, სადაც საკუთარ მიზნებს ავისრულებ. გონება იწვის, გული ორმაგად სწრაფად მუშაობს. „გადაწყვიტე ლიკა, წახვიდე მასთან ერთად და იყო ბედნიერი ცალმხრივი გრძნობებით, რომელსაც სახელსაც კი ვერ არქმევ თუ, დარჩე და არც კი იცოდე რა მოგელის წინ?!“ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ, არც კი შემიძლია.
სიცივე მიტანს, ვკანკალებ. -მე..- ვამბობ და ვჩერდები, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდე, ჩემი მოქმედება უეცრად მაწყვეტინებს ფიქრს და ვხვდები რომ უკვე გადავწყვიტე, ეს მასთან ერთად წასვლაა, მნიშვნელობა არ ქონდა ამ ყოველივეს ცალმხრივობას, თუნდაც იმ გრძნობას რომელიც არც კი ვიცი რა არის. მხოლოდ იმედი მქონდა, რომ ოდესმე ყველაფერი შეიცვლებოდა, მთავარი იყო ახლა ამ სიტუაციისგან თავი დამეღწია, ოდესმე ან ჩემი გრძნობები გაქრებოდა, ან ჩემი იმედებით ის შეცვლიდა თავის დამოკიდებულებას, ან არ ვიცი. თითქმის ჩემს ბაგეებს დასტურის სიტყვები გადმოსცდათ, რომ უეცრად ზარის ხმა გავიგე. ეს ილიას ტელეფონი იყო. ჩემი ტვინი რეალიზაციას ახდენს.
-ნინა გისმენ.- ამბობს და ზურგს მაქცევს, ხელს თავზე იკიდებს, თვალს მარიდებს და ტრიალდება. ასე მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა რაღაცას მიმალავს, მაგრამ ეს იმ შემთხვევისგან განსხვავდება, როცა ის ჩემთვის გეგმების დროებით დამალვას აპირებდა. მისი ემოციები სიამოვნებას ასახავენ, თვალებს ხუჭავს და ვხვდები რომ საგრძნობლად მშვიდდება, ნუთუ იმ ადამიანის სიტყვები, რომელსაც ტელეფონზე ესაუბრება, მისთვის ასეთი სასიამოვნო და მნიშვნელოვანია? სხვა დროს ამ სიტუაციაში ტელეფონზე არავის უპასუხებდა, დარწმუნებული ვარ. რაღაცას ვფიქრობ და არ მინდა რომ ჩემი ეჭვები აქვე და ასე მალე გამართლდეს. ნუთუ ურთიერთობაშია და აქამდე ამას მიმალავდა?
-ნინა, მერე დაგირეკავ კარგი?- ღიმილის შეკავებას ცდილობს. -მეც.- ამბობს და ყურმილს კიდებს. გული, ხელები, ფეხები, ტუჩები, ტვინი. ისინი შიშისგან, სიცივისგან, გაურკვევლობისგან, ტკივილისგან ცახცახებენ. მიზეზი: ჩემი ყოველი ქსოვილი აცნობიერებს, რომ ილია ურთიერთობაშია. ის ადამიანი მე არ ვარ; სწორედ ამიტომ მეშინია,მცივა, გაურკვევლობაში ვარ და ყველაფერი მტკივა. კანი მეწვის. „ო, არა ლიკა. არ იტირო“ ჩემი ხმა ჩემს გონებაშიც კი წყდება, ვერც კი ვცდილობ ჩემი სასოწარკვეთილება დავმალო, ეს უკვე მეტისმეტი იყო. ბაგეებს ერთმანეთს ვაცილებ და ვიმედოვნებ რომ ყველაფერი წინასწარ არასწორად გავიგე. ჩემი იმედები ძალიან მცირეა. მიზეზი:
-მე.. მაპატიე, ვიცი ახლა ამისთვის შესაბამისი დრო არ არის, მაგრამ აშკარად გაურკვევლობაში ხარ. ბოდიში რომ ეს ადრე არ გითხარი, მე.. ურთიერთობაში ვარ. იმედი მაქვს ნინას მალე გაგაცნობ, მინდოდა ადრე მეთქვა, მაგრამ შესაბამისი დრო ვერ გამოვნახე, ამ კვირეების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა შენს ირგვლივ. არ მინდოდა ჩემი პირადი ცხოვრების ცვლილებებით შენთვის თავი მომებეზრებინა, ისედაც დატვირთული დღეები გქონდა. - „მისი პირადი ცხოვრების ცვლილებებით ჩემთვის თავი მოებეზრებინა?“ ნუთუ აქამდე ვერ მიხვდა რომ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ნუთუ აქამდე ვერ მიხვდა რომ მისი ცხოვრების დეტალები ჩემთვის მნიშვნელოვანია?! ბრაზს ვგრძნობ, ყოველი არსებული საგნის მიმართ ამ ქვეყანაზე. ყველაზე და ყველაფერზე ვბრაზდები, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი ბრალია, არანაირი საბაბი არ მაქვს ვბრაზდებოდე.
-არაუშავს.- ხმა მიწყდება და მგონი მალე ვიტირებ, „არა, არა და არა!“ ჩემს ორგანიზმს კატეგორიულად ვუკრძალავ შეწყვიტოს. თავს უმოწყალოდ აქნევს, მის ქცევებზე დაკვირვება არ შემიძლია. -ლიკა გადაწყვიტე, თუ წამოხვალ, ყველაფერს შევძლებთ. შევძლებთ ახალი ცხოვრება დავიწყოთ, შენს მიზნებსა და ოცნებებს აიხდენ, ჩვენ, მე და ნინაც შევეცდებით გვერდიდან არ მოგცილდეთ, ყველანაირად დაგიცავ, გპირდები. მომეცი უფლება.- ყელზე დაბერილ ძარღვებს ვამჩნევ. „კი, შესაძლოა შევძლოთ კიდეც, ან ვერა.. ვინ იცის, მაგრამ, არა შენთან ერთად ილია. ამჯერად არა - იმიტომ რომ ეს არ იქნება მე და შენ.-„ ჩემი გონებაში მკაფიოდ ისმის სიტყვები და მეც მათ ვენდობი. თუ მას გავყვები, ჩემი ყოველი ქსოვილი ტკივილის ქვეშ იქნება, თუ მას გავყვები დავიშლები. თუ დავთანხმდები, ცხოვრებას დავუნგრევ, მას და მის მომავალს. თუ გავყვები ვერ გადავიტან ჩემს უიმედობას, რომ ოდესღაც მისი დამოკიდებულება შეიცვლება. პირიქით ეს იმედი ამ მომენტიდან მკვდარია, საფლავს ჩემი გულის მარცხენა მხარეს, ყველაზე მიყრუებულ ადგილას იკეთებს. ჩემი იმედების პულსი ქრება, ყურებში წუილს ვგრძნობ, იმ ხმას, რომელიც პულსის დაკარგვისას ისმის ხოლმე. მომავალს მის გარეშე, აქ დარჩენა და ყველაფრის გაგრძელება სჯობს, თუ უკვე ვიცი, რომ მომავალში არაფერი მოხდება, თუ უკვე ჩემი იმედები მოკვდნენ, მაშინ მასზე გაყოლას არანაირი აზრი აღარ გააჩნია ჩემთვის. საერთოდ, არც კი აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები. - არანაირი.
გადავწყვიტე. - ჩემი გული ირონიულად იღიმის, წუთების წინ, ეს ზარი რომ არ გამეგო, ალბათ დავთანხმდებოდი, იმაზე მეტად დავანგრევდი მომავალსა და ჩემს პიროვნებას, ვიდრე აქ დარჩენით. ჩემი ბრალია, რომ მისი დანახვა სხვასთან არ მსურს, ამას ყოველთვის ავარიდებ თავს. მეღიმება, ნუთუ წუთებს შეუძლიათ მკაფიო გადაწყვეტილებები ასე უბრალოდ გააუფერულონ, გააქრონ, ან ასე მარტივად შეცვალონ?!
თურმე ასეც ხდება, დღეს მე ამის მომსწრე ვარ, ჩემი მთლიანი სამყაროთი.
-ვიცი, რომ ჩემთვის საუკეთესო გინდა, ვიცი რომ ამ ყოველივესთვის არ გემეტები, ცდილობ ყველაფერი გამოასწორო და დამიცვა, ამას ამარიდო, მაგრამ დამიჯერე.. - აზრი არ აქვს. არასოდეს მივცემ საკუთარ თავს უფლებას, რომ ჩემი თავისუფლების გამო ვინმე დავაზიანო. ეს კარგად იცი ილია..- ვამბობ და გულში ჩემს თავს დავცინი, იმიტომ რომ წამების წინ მის წინადადებას თითქმის დავთანხმდი, როგორ შემეძლო სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება?! ნუთუ ასეთი გავხდი.
-რა საფრთხეზე ლაპარაკობ?! აზრი არ აქვს? კი მაგრამ ლიკა..- წინასწარ ვხვდები რომ საუბრის სერიოზულად წამოწყებას აპირებს და ვაჩერებ.
-როგორც დაგპირდი, მოვა დრო და ყველაფერს გამოვასწორებ. უბრალოდ მინდა ამას შეეგუო, ცოტა ხნით მაინც.- ხმა ისევ მიწყდება.
-ხვდები მაინც რას ამბობ?!- ბრაზდება.
-კი ილია, ვხვდები. შეეგუე, გთხოვ რომ ყველაფერი გააგრძელო, მიაღწიო იმას რაც გინდა, მე კი სიტყვას გაძლევ რომ აუცილებლად ვიპოვი დროს ჩემი სურვილების ასასრულებლად, ყველაფერს გამოვასწორებ.- ამას უკვე მერამდენედ ვიმეორებ, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს მთავარ სურვილს უკვე გამოვემშვიდობე. ის არასოდეს ასრულდება. დანარჩენები კი, ოდესმე ახდებიან.
-ერთ რამეს გთხოვ რომ, კავშირზე ხშირად გამოხვიდე. სხვა ყველაფერი კარგად იქნება,- ნაძალადევად ვუღიმი.
-ლიკა.. არ მეტყვი რატომ არ აქვს ჩემს შემოთავაზებას აზრი?!- სიტყვებს აიგნორებს. მე კი ენა მებმის, არ ვიცი რა უნდა ვუთხრა. სანაცვლოდ მხოლოდ ერთ რამეს ვამბობ.
-აუცილებლად მოვა დრო, როცა ყველაფერს აგიხსნი. ცხოვრება გააგრძელე ილია.- ხელებს უღონოდ ვხრი, არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მხოლოდ ამ სიტყვებს ვამბობ, დიდი გაჭირვებით. ცდილობს რამე თქვას, პირზე ხელს ვადებ და ვეხვევი. ვცდილობ ვიგრძნო.
-ლიკა.. ნეტავ შემეძლოს ყველაფრის გაკეთება, ყველაფრის შეცვლა..- მის ხმას ყურთან ახლოს ვიგებ და ტირილი მინდება. „შენ არ შეგიძლია და არც არასოდეს შეგეძლო. - ეს შენი ბრალი არ არის.“ ამბობს გონება და მას ვცილდები.
-შენ ყველაფერი გააკეთე ილია. უკვე გადავწყვიტე, ჩემს პირობას არ დავივიწყებ. არც ჩემს ყოველ სიტყვას. ცხოვრება გააგრძელე და ხშირად შემეხმიანე. ბედნიერი იყავი იმასთან, ვინც გიყვარს, იცოდე რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. უამრავ წარმატებას გისურვებ, იმიტომ რომ საუკეთესოს იმსახურებ..- ვჩერდები, მის სახეს ბოლოჯერ ვავლებ თვალს. - ნახვამდის ილია.- ჩემი ღიმილი სევდისგან იწვის. ხელს მის მხარს ვაცილებ და ვუყურებ. სათქმელი აღარაფერი დამრჩა და როგორც ჩანს არც მას. ვტრიალდები, ცრემლი ჩემს სახეზე კვალს ტოვებს და წინ მივიწევ, სანამ სახლში შევალ, უკან ვიხედები, მისი ეზოსკენ ნელი ნაბიჯებით მიდის, ასეთი ნაღვლიანი არასოდეს მინახავს.

არასოდეს.









ჩემს ტანისამოსს „ახალ“ კარადაში ვალაგებ, ცოტა ხნის წინ საკუთარი სახლიდან დავბრუნდი, - ისევ ავალიანების სახლში. უზარმაზარი აივნიდან ვამჩნევ რომ უკვე ღამეა. არ მსურს ჩემი დღევანდელი ემოციების შესახებ საუბარი, ყოველი ორგანო გრძნობს დაღლილობას, ფიზიკურს, სულიერს.. ერთი სიტყვით განადგურებული ვარ. იმდენად რომ არ მაინტერესებს რამდენ დროს ვუთმობ ოთახში ჯდომას და უმნიშვნელო საგნებზე უაზრო დაკვირვებების წარმოებას. ცხელი აბაზანის მიღების შემდეგ თითქოს შვებას ვგრძნობ. ჩემს ირგვლივ ყველაფერი მოჩვენებითია. მათი აღქმა არ მინდა. საწოლში ვწვები, თვალებს ვხუჭავ და.. სიბნელე, იქ არაფერია, ჩემი წარმოსახვის უნარიც კი გაითიშა, ალბათ ისეთივე განადგურებულია როგორც მე ახლა. საწოლში ვწრიალებ, ვცდილობ დავიძინო, მაგრამ არ გამომდის. ეს ალბათ ყველაზე რთული მისია გახდება დარჩენილი დროის მანძილზე. ამ სახლში თავს ცუდად არ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა რომ უნდა ვგრძნობდე, ასე არ არის.
უზარმაზარი ფანჯრიდან და კარებიდან ვამჩნევ, რომ ამ ხნის განმავლობაში აივანზე გასვლა არცერთხელ არ მიცდია. აივანი იმდენად დიდია, რომ იქ სამი კარიდან შეგიძლია მოხვედრა, ჩემი, დერეფნის და იმ ბიჭის, სანდროს ოთახიდან. იგი სამ შესასვლელს აერთიანებს. ცა მთლიანად შავია, ვამჩნევ, რომ მასზე რამოდენიმე ვარსკვლავს თავი მოუყრია. მათი დანახვა და სუფთა ჰაერის შეგრძნება მინდება. საწოლიდან ვდგები და აივნის კარს ვუახლოვდები, ვაღებ და პიჟამას, ხალათის თანხლებით, გარე სივრცეს ვუერთდები. აივანზე სკამებს, მაგიდას და პუფებს ვამჩნევ, იგი ოვალური და ძალიან დიდი ფართისაა. ვგრძნობ ეს ადგილი მალე ჩემი საყვარელი გახდება. წინ მივიწევ, იდილია იმაზე მშვიდია, ვიდრე წარმომედგინა, იმაზე მეტად დამამშვიდა ამან, ვიდრე ცხელმა აბაზანამ. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ვცდილობ მოვეშვა. ხელებს აივნის მოაჯირს ვადებ. ჩემს სიმშვიდეს, გვერდით, აივნის კუთხეში სკამზე მჯდომი პიროვნება არღვევს. შიშისგან, ხმადაბლა წამოვიყვირებ და გულზე ხელს ვიდებ, თითქმის საგულედან ვარდება. ყველაზე ნაკლებად წარმოვიდგენდი, რომ მას ახლა აქ ვნახავდი. მეგონა სახლში არ იყო, ან ეძინა. ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებდი. რაც აქ ვარ, იმ დღის საუბრის შემდეგ ვცდილობ ამ ბიჭისგან თავი შორს დავიჭირო.
-მაპატიე, შეგაშინე.- მის სახეს ახლა ნათლად ვხედავ, ისევ უცნაურად ეღიმება. ოდესმე ალბათ გავიგებ ეს ღიმილი რას ნიშნავს მისთვის. მისი ხმა ბოხია. არ ვიცი ვის, მაგრამ ვიღაცას ძალიან მაგონებს.
-მე.. არ ვიცოდი აქ თუ იქნებოდი, ვერ შეგამჩნიე..- ახსნას ვიწყებ, მაგრამ მისი ხმა მაწყვეტინებს.
-ახლა აპირებ, რომ ბოდიში მომიხადო შეწუხებისთვის და შენს საძინებელში დაბრუნდე.- მისი ბაგეები უცნაური ღიმილის თანხლებით მოძრაობენ. ხელებს აჯვარედინებს, ისევე, როგორც ფეხებს და თვალს არ მაცილებს. ყოველთვის ისე ლაპარაკობს, თითქოს წინასწარ იცის რასაც ვაპირებ, რასაც ვფიქრობ. ნუთუ ეს შესაძლებელია?! ვაღიარებ, რომ ზუსტად ამის გაკეთება მინდოდა, საძინებელში დაბრუნება. საოცარი უნარი აქვს, წინასწარ რაღაცეები დააზუსტოს და ისიც მხოლოდ ერთი შეხედვით.
-მართალი ხარ, ამას ვაპირებდი და რადგან ყველაფერს მიხვდი, სათქმელი აღარაფერი მაქვს. ძილინებისა.- მგონი უხეშად გამომივიდა, მაგრამ სინამდვილეში არც მიცდია ასე ყოფილიყო.

გეზს საძინებლისკენ ვიღებ და ნაბიჯებს თავჩახრილი ვდგამ.
-შენი ქცევები მეუბნებიან, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.- თითქმის მივუახლოვდი საძინებელს, როცა ჩემგან მარჯვნივ ხმა მოისმა. ამას ვეღარ ავიტანდი, არ მინდოდა გამოეცნო ის რაც დღეს გადამხდა. არ მჯერა რომ ყველაფერი ასე მარტივად მეტყობა. ან დღეს ზედმეტად გადავიღალე, ან ეს ბიჭი მაგიური ძალებითაა დაჯილდოვებული.
-რას გულისხმობ?- ვცდილობ თავი მოვიკატუნო და ისე მოვიქცე რომ არაფერი დამეტყოს. მისი ბაგეები ისევ უცნაურად იღიმიან, სკამზე ტრიალდება და მისი სხეული ჩემს მიმართულებას უსწორდება. მის თვალებს მანათებს, წარბები შეკრული აქვს და ტუჩებს კუმავს. ისე მიყურებს თითქოს რაიმეს კითხულობს, უფროსწორად, მკითხულობს. და მივხვდი რომ ასეც იყო. ცდილობს რაღაც ახალი შემატყოს, ის რაც ახლა ყველაზე მეტად არ მინდა. ვცდილობ მზერა მის თვალებს მოვაცილო, მაგრამ საპირისპიროს ვაკეთებ, ყურებას ვაგრძელებ. მგონი საჭირო ინფორმაცია უკვე მოიპოვა. მიზეზი: იღიმის, მხრებში სწორდება და ამბობს: „გასაგებია.“ ნერვიულობა ჩემში ორმაგად იმატებს, ერთი დღისთვის ამდენი ადრე შეუძლებლად მიმაჩნდა. ჰო- რაღაცეები იცვლებიან.
-რა არის გასაგები?!- ცოტა უხეშად გამომდის. მხრებს გაურკვევლობის მიზნად ვიჩეჩავ და კიდევ არ მჯერა რომ რაიმეს ნამდვილად მიხვდა.
-რაღაც დაკარგე, ეს სახეზე აშკარად გეტყობა. მგონი ეს რაღაც ყველაზე მთავარია შენთვის. წინა დღისგან განსხვავებით, შენს თვალებში რამოდენიმე იმედი ერთად იკითხებოდა. ახლა ისინი გაქრნენ..- ხელს ნიკაპზე იკიდებს და ისრესს.. მნიშვნელოვანს უკვე ჩასწვდა.
-საინტერესოა რატომ?- ამატებს და მაჩერდება. სიტყვებს ვერ ვპოულობ და მართლაც გაოცებული ვდგავარ, უკვე მცივა. არ მჯეროდა რომ მართალი იყო, რომ მიხვდა.
-არ ვიცი ასე რატომ იქცევი, ვერ ვიგებ რის მიღწევას ცდილობ ამით, მაგრამ ფაქტია რომ შენთვის ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, მათ შენ ინფორმაციებს აცლი.
-მინდა გითხრა, რომ ის რაც მოხდა შენ არ გეხება, ამიტომ სანერვიულოც არაფერია.- ვამბობ და მიკვირს რომ სიტყვებს ასე თავისუფლად ვისვრი, მავიწყდება.. ნეტავ დავფიქრდი თუ არა წინასწარ იმაზე, თუ რა უნდა მეთქვა?
ჩემს სიტყვებზე ეღიმება. ვაკვირდები წამის განმავლობაში და ვხვდები ამ ბიჭს ასე ძალიან ვის ვამსგავსებ. გაღიმება ყველაზე არაადეკვატურია ამ მომენტში, იმ სტრესის შემდეგ რაც გადავიტანე, მაგრამ ამას გულში მაინც ვახერხებ. ეს ბიჭი ზურა ყიფშიძის ახალგაზრდობას მაგონებს. მას ყველაფრით ჰგავს, თმა, თვალები, ტუჩები და ცხვირი. მეტიც, მისი აღნაგობაც კი ისეთივეა. კიდევ ერთი ფაქტი ჩემს გაოცებას იწვევს. მიყურებს და რაღაცაზე ფიქრობს, როგორც ყოველთვის. ამდენი ფიქრისგან ალბათ უკვე იცის, როგორ წაიკითხოს ადამიანები.
-სანამ ეს დღე დადგებოდა, იმედი გქონდა რომ მომავალში რაღაც შეიცვლებოდა. შენი თხოვნისგან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი სურვილების ასრულების იმედი ახლაც გაქვს. უბრალოდ მთავარი დაკარგე..- ბოლო სიტყვებს ეჭვით ამბობს. -იქნებ ეს რაღაც, პერსონაა?- მისი თავისგან კმაყოფილი ეღიმება და ოდნავ გაოგნებულია მისი შესაძლებლობებით, ჩემსავით. ჩემი ემოციები აუცილებლად გამყიდდნენ, უკვე დარწმუნებულიც კია რომ მართალი თქვა. ეს რაღაც, ზუსტად რომ პერსონაა.
ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და მისკენ ვბრუნდები. ვუყურებ და არ ვიცი რა უნდა ვუთხრა.
-ასეც ვიცოდი.- მისი ღიმილი ისევ კმაყოფას გამოხატავს. ჩუმად ვარ. -გითანაგრძნობ.- ამბობს და თავს ხრის. სამწუხაროდ ვერ ვიგებ რას გულისხმობს.
-ვერ გავიგე..- ხელებს მხრებზე ვიხვევ და წარბებს ვკრავ. -იმას რომ შეყვარებული ხარ.- ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს და ცდილობს ამით თანაგრძნობა გამოხატოს, ზუსტად იმაზე, რაზეც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არც კი გამოუცდია. ვცდილობ ბრაზი შევიკავო, ჩემს ღიმილში ოდნავი ირონია შეიმჩნევა.
-გამოგიცდია მაინც რას ნიშნავს გიყვარდეს?- ამას ვამბობ და პასუხს არ ველოდები. მიკვირს, რომ ამ თემის შესახებ, ამ მცირე დროში მოვახერხე დალაპარაკება ამგვარი სტილის ადამიანთან. თუმცა მერე მახსენდება რომ თვითონ წამოიწყო.
მის სახეზე უცნაურ, თითქოს მობეზრებულ ღიმილს ვამჩნევ, ის ჩემზე იღიმის. სამწუხაროდ მიზეზს ვერ ვიგებ. რამოდენიმე წამის განმავლობაში ჩუმადაა, პირიქით არც კი მიყურებს. ვატყობ რაღაცაზე ფიქრობს, მეგონა სანამ რამეს იტყოდა ფიქრიც კი არ სჭირდებოდა. მაგრამ იქნებ არც აპირებს რამის თქმას? - ვაანალიზებ და ინტერესი მიბყრობს, - როგორ მოახერხა იმის დაზუსტება, რომ ჩემს უბადრუკ პირად ცხოვრებაში შესაძლოა ვინმე ყოფილიყო?! ამის გამოცნობა ხომ ერთი შეხედვითაც რთულია.. ეს ბიჭი ჩემში ეჭვს ბადებს. გადავწყვიტე სიჩუმე ისევ მე დამერღვია.
-როგორ მიხვდი..?- ხელებს კითხვის დასმისას ირგვლივ ვშლი, ვცდილობ ჩემი ინტერესების დოზა ყველანაირი ხერხით გამოვხატო. ერთხანს ამომხედავს, მერე ჰორიზონტს უყურებს და ბოლოს უცნაურად ეღიმება.
-ეს ყველაზე ადვილია.- რატომღაც ჩერდება. -თვალები. მარტივად წასაკითხი თვალები გაქვს.- არ ვიცი ეს სიტყვები როგორი რეაქციით უნდა მივიღო, უნდა მჯეროდეს?
-როდესაც წინაზე, შენი ოცნებებისა და სურვილების შესახებ ვახსენე, შენი თვალები აენთო. მათში გულუბრყვილო, მეამიტი იმედები იგრძნობოდნენ, წარმოიდგინე და, არ მეგონა ამას ასე აშკარად რომ აღმოვაჩენდი. დღეს შენს თვალებში ისინი აღარ იკითხება, არც ახლა, როცა ამ თემაზე გელაპარაკები. შენს იმედებსა და ოცნებებს უმთავრესი გამოაკლდათ, - და რადგან ისინი ასე იოლად გაქრნენ, ესეიგი შენ გაცილებით მნიშვნელოვანი დაკარგე. ჩვეულებრივ ადამიანები უსულო სურვილებზე ასე არ რეაგირებენ, ეს კი სხვა შემთხვევაა. შენი მნიშვნელოვანი წერტილი საყვარელი ადამიანია და როგორც კი ამის შესახებ პირველი სიტყვა ვთქვი შენ დადუმდი, შენმა ემოციებმა გაგყიდეს და უპირველესად თვალებმა.
-დუმილი კი უმეტეს შემთხვევაში, და ახლაც, თანხმობის ნიშანია.- მის სიტყვებს ვუსმენ და არ მჯერა. გულში საკუთარი ყურების მიმართ უნდობლობას ვაცხადებ და ვაცნობიერებ რამდენად გაოგნებული სახე მაქვს ამ წამს. ის მართალი იყო. მისი ყოველი სიტყვა მართალია.
-ჰმმ..- ჩაფიქრებულმა ამოიზმუვლა და მიმახვედრა რომ კიდევ რაღაც გაახსენდა. ლოცვას ვიწყებ რომ ამ თემის ირგვლივ რამეს არ დაამატებს.
-მკითხე, გამომიცდია თუა არა, რას ნიშნავს გიყვარდესო.- ეცინება და ვერ ხვდები ამას ყოველთვის რატომ აკეთებს. იქნებ იმისთვის რომ საკმარისზე მეტად დამაბნიოს მისი თვისებებით?! ნუთუ თითოეული სიტყვა ახსოვს, რასაც ვამბობ და რასაც სხვები ამბობენ?!
ყველანაირად ვცდილობ ახლა მე ვიპოვო რამე, რათქმაუნდა მის შესახებ, ამიტომ სანამ ისევ ჩუმადაა დროს ხელთ ვიგდებ. -ჰო, კითხვა დაგისვი, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.- მინდა რომ ჩემი ღიმილი დამცინავი გამოვიდეს, მაგრამ არ ვიცი რამდენად ვაღწევ საწადელს. მახსენდება რომ ამ კითხვაზე მის პასუხს არც კი ველოდებოდი, რათქმაუნდა წამების წინ, ახლა კი ეს მარტივად იცვლება.
-რას ნიშნავს გამომიცდია?- მის ღიმილს გაკვირვება ახლავს, აშკარად ისევ ცდილობს დამაბნიოს. ხმას არ ვიღებ.
-არ მესმის შენეული სიყვარულის მნიშვნელობა, პირიქით, ისიც კი მეთაკილება რომ ამ ბანალურ თემაზე ახლა შენთან ვსაუბრობ, უბრალოდ რადგან კითხვა დასვი გიპასუხებ, რათმაუნდა შენეული გაგებით.- ჩერდება.
- კი, რათქმაუნდა გამომიცდია.- სკამზე სწორდება და ხელს ნიკაპქვეშ იქცევს. ცოტა დაუჯერებლად მიმაჩნდა რომ ამ ადამიანს ჯერ სიყვარული გამოეცადა, მაგრამ ამ სიტყვებს იმდენად დამაჯარებლად ამბობს, რომ შეუძლებელია ეჭვი შეგეპაროს. მოულოდნელად უფრო მეტად ვეფლობი ინსტერესსში და მორიგ შეკითხვას ვუსვამ, ოღონდ ამჯერად სკამებთან უფრო ახლოს ვიწევი და ერთერთზე ჩამოვჯდები.
-მერე? როგორია შენეული სიყვარული?- სერიოზული ხმით ვეკითხები. მაინტერესებს, იმიტომ რომ აქამდე არავის მოუყოლია ჩემთვის, როგორ უყვარს ადამიანს ადამიანი. ყრუდ ეცინება, ჯერ ჩუმად არის და ვცდილობ არ დავაძალო, რომ თემა უეცრად არ შეცვალოს.
-არ მჯერა რომ ამას გიყვები, მაგრამ სანამ გეტყოდე, მინდა იცოდე რომ ცოტა მთვრალი ვარ, ამის გამო კი ხვალ შესაძლოა რამოდენიმე სიტყვა ვინანო.- ეცინება, მე კი ისევ ჩუმად ვარ. ირგვლივ აუტანელი პაუზაა, რატომღაც დროს ძალიან წელავს, ან უბრალოდ ფიქრობს.
-არ მესმის ხალხის, რომელსაც სიყვარულის სხვანაირი აღქმა გააჩნია. არ მესმის ისეთი ხალხის, რომელიც სიყვარულის შესანარჩუნებლად არაფერს აკეთებს, არც ისეთი ხალხის არ მესმის, რომლებსაც ირგვლივ მყოფი ადამიანების შემჩნევა არ შეუძლიათ, რათქმაუნდა იმ ადამიანების რომლებსაც ისინი უყვართ, - ვფიქრობ რომ ისინი ყველაზე ცოტა დროს უთმობენ დეტალებს, იმ ნაწილაკებს სადაც ყველაზე მეტი ინფორმაცია და გრძნობა იმალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ადვილია ისეთი ადამიანის აღმოჩენა, რომელიც სხვანაირად გესაუბრება, სხვანაირად ფიქრობს..- შიშის და სიცივის ჟრუანტელი კანს ეკიდება. თითქოს ისინი მწვავენ.
-როცა გულით გიყვარს, გრძნობ, ყოველ წამში. მაშინაც კი, როცა შენს გვერდით არ არის, მაგრამ იცი რომ მის გამო შეგიძლია თბილი იყო, ისეთი რომ შენს სითბოს არამხოლოდ გრძნობდნენ, არამედ ხედავდნენ. თუ ნამდვილად გიყვარს, იმედი არ კვდება, როცა გრძნობა სრული არსებით ნამდვილია, არ აქვს მნიშვნელობა მის შენს გვერდით ყოფნას, არც ნებისმიერი სახის ცალმხრივობას, შენ ყველანაირ ფორმაში მზად ხარ მის გვერდით იყო, მიუხედავად იმისა რომ ის შენ არ გირჩევს ან მეტიც გირჩევს და მერე გშორდება. მზად ხარ აიტანო ტკივილი, მასთან ყოფნის ფასად. და..- რაც მთავარია, როცა ნამდვილად გიყვარს მარადისობაა. - ისევ ჩერდება.
-თვალები, ისინი ყოველთვის უნდა ბრწყინავდნენ.. და თუ ანთებას შეწყვეტენ, ესეიგი ან საკმარისად არ უყვართ, ან გრძნობა ნამდვილი არ არის.-
-ბოლო ორი წესი, სიყვარულის გარდაუვალი მინიშნებაა.- ამბობს და ვხვდები რომ საუბარს ასრულებს. ჩემი სხეული მთლიანად გაყინულია, მეტყველების უნარს ვკარგავ. ვერ ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი მან თქვა, არ შემიძლია იმასთან შეგუება რომ სიმართლეს ამბობს. საიდან იცის ამდენი, ნუთუ ამდენად შეუძლია იცოდეს რას ნიშნავს გიყვარდეს.
ეს აქამდე წარმოუდგენლად მიმაჩნდა, მეგონა ვერავინ შეძლებდა ამას, პირიქით, არც კი მიფიქრია ამაზე, არასოდეს შემპარვია ეჭვი. შიში მიტანს და მინდება რომ ეს ყველაფერი არ მომესმინა, მინდება რომ გავმქრალიყავი და ის სირცხვილის გრძნობა ჩემში ჩამეკლა, რომელსაც ამ ყველაფრის გათვითცნობიერების შემდეგ ვგრძნობდი.
საკუთარი თავის მრცხვენოდა. იმიტომ რომ, ამ ბიჭმა, ცოტა ხნის წინ ჩემს გრძნობებში დიდი ეჭვი შემატანინა, იმის შესახებ დამაფიქრა, საერთოდ მქონდა თუ არა განცდილი ოდესმე, რას ნიშნავს გიყვარდეს. დარწმუნებული ვიყავი საკუთარ გრძნობებში.. ნუთუ ასე მალე შეეძლო ჩემში ეჭვი დაებადა?! როგორ მოახერხა რომ მისი სიტყვებით, ასე მალე, საკუთარ სიყვარულსა და პრინციპებში ეჭვი შემატანინა?! მეშინია, იმიტომ რომ ვიცი, ახლა ჩემი გრძნობები არეულია, მეშინია რომ მათში ეჭვის შეტანას აუცილებლად გავაგრძელებ.
პირს ვაღებ. სასოწარკვეთილი ვარ, იმდენად რომ ვერაფერს ვამბობ. მის სახეს ვუყურებ, მაგრამ ახლა არაფრის შემჩნევა არ შემიძლია. ვნატრობ რომ ეს წამები ჩემი მეხსიერებიდან სამუდამოდ წაიშალონ.
მაგრამ ეს შეუძლებელია. სანამ ჩემი მდგომარეობა არ იცვლება, იგი ფეხზე დგება. ვამჩნევ რომ ჩემი მდგომარეობა შეისწავლა და მიხვდა, რომ უკვე მეტისმეტად რეალურ ფაქტებს შეეხო, ამას ამჯერად მის სახეზე ნათლად ვამჩნევ.
-აქ გაცივდები, დასვენება გჭირდება, ძილინებისა.- ბაგეებს ტლანქად ამოძრავებს, მზერას ერთხელ მოავლებს გარემოს და თავისი ოთახისკენ ტრიალდება. მისი სერიოზულობა და სიცივე ნაბიჯებშიც კი გამოიხატება. მზერას ერთ ადგილას ვუსწორებ, უკნიდან კარის ხმა მესმის. ის უკვე თავის საძინებელშია.
ფეხზე ვდგები, საკუთარი საძინებლის კარს ვაღებ და ოთახში შევდივარ.
ვინ არის ეს ბიჭი? „ის ყველაზე ცივი პერსონაა, ვინც კი აქამდე შემხვედრია.“ საკუთარ კითხვას ვპასუხობ.
როგორ ახერხებს რომ საკუთარ გრძნობებში, მისი სიტყვით ეჭვი შემაქვს. როგორ შეუძლია?!
რატომ არიან მისი ქცევები უზადოდ დამაბნეველნი?
ჩემი გონება კითხვებით ირევა, ვერცერთ კითხვას პასუხს ვერ ვცემ და მრცხვენია.
უკვე დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ეს ღამე თეთრად დამათენდება.

***

-გთხოვთ, დააფიქსიროთ აზრი, პერსონაჟებზე და მოთხრობაზე. უკვე მეხუთე თავია, სამწუხაროდ წინა თავზე აზრთა ნაკლებობა იგრძნობა, რაზეც იმედგაცრუებული ვარ. წაიკითხეთ და შეაფასეთ. მადლობა რომ კითხულობთ.-
-ავტორი.-



№1  offline წევრი მოცინარი

ძალიან საინტერესო თემაა ისტორიისთვის <3
შენ ძალიან ძალიან, უძალიანესად კარგად წერ. არ იფიქრო მკითხველების არააქტიუტობაზე. უბრალოდ გააგრძელე წერა. <3

 


№2  offline წევრი DopamineBanana

დიდი მადლობა <3

 


№3 სტუმარი სტუმარი lia

Dიდი ხანია ასეტი სჰინაარსიანი ისტორია არ წამიკიტხია.

შაუკეტესო ხარ,საუკეტესოტა სორის.

Aმ მოტხრობაზე არ გაცერდე.იმედი მაქვს ახალ ისტორიის წერას დაიწკე


Dიდი სიკვარულიტ Lია❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent