სევდისფერი (თავი 1)
იმედია მოგეწონებათ. გამიხარდება, თუ გამოხატავთ თქვენს აზრს კომენტარებში! ---------------------- თავი 1 ღამის მორიგეობის შემდეგ ძალა გამოცლილი გავიდა მეორე კაბინეტში. თავის ნივთებს დაავლო ხელი და გასასვლელისკენ წავიდა. ისეთი დაღლილი იყო თვალებს ძლივს ახელდა. გზაში მაღაზიაში შეიარა. იცოდა, სახლში საჭმელი არ დახვდებოდა. ორი პური, სოსისი, არაჟანი და ხაჭო იყიდა, შემდეგ კი პირდაპირ სადარბაზოში შევიდა. სახლის კართან მდგომს შიგნიდან რაღაც ხმები მოესმა. თვალები აატრიალა, რადგან დაახლოებით ხვდებოდა სახლში რა ამბებიც დახვდებოდა. -ბიჭო, გეუბნები. აღარ უნდა ამას ფიქრი. დავტყდეთ აქედან, კარგ მაყუთსაც ვიშოვნით, ქალებიც გვეყოლება. მოკლედ, უარი არ თქვა რა. - მამაკაცის ხმა მოესმა და წარბშეკრული შევიდა ოთახში. -გამარჯობა ბიჭებო. - ისე გაუღიმა მათ, თითქოს ძალიან სიამოვნებდა ქმრის ძმაკაცების დანახვა. -ვა, ჩემი ლამაზი მოსულა. - გოგა ფეხზე წამოდგა და ცოლთან მივიდა. თვალებზე და სიარულზე ეტყობოდა ახლა აქ, ამ ოთახში რომ არ იყო. -ყოველდღე ასე ყოფნა შეიძლება? - ჩუმად ჩაიღრინა ლიკამ და სამზარეულოსკენ წავიდა. გოგაც აეკიდა. -რაზე ბრაზდები, მართლა ვერ ვხვდები, ტო... - მის ლაპარაკზე ლიკას ჩაეცინა და თავი გააქნია. -არაფერზე გოგ, გასაბრაზებელი რა არის. რაო დიტომ, სად წავიდეთო? წადი რა, მე თავი დამანებე ოღონდ. ძაან ყელში ამოხვედი. აღარ შემიძლია ყოველ დილით აქ მოსული დაბოლილს რომ გიყურებ. - ჩუმად, მაგრამ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ქმარს თვალებში ჩახედა. -ეგრე რატო მელაპარაკები? რამეს არასწორად ვაკეთებ? რამე გაკლია და არ გაქვს? - გოგას სიტყვებზე ლიკამ ჩაიცინა. მერე ცრემლიანი თვალებით თავი გააქნია და ისევ ქმარს შეხედა. -არა გოგა. ყველაფერი მაქვს. ზუსტად ისეთი ცხოვრება, როგორზეც ყოველთვის ვვოცნებობდი. ნარკომანი ქმარი, სავადმყოფოში გათენებული ღამეები... ადამიანს ბედნიერებისთვის განა მეტი რა უნდა ჰქონდეს ან უნდოდეს?! - ცინიკურად ჩაიცინა და სამზარეულოდან ტირილით გავიდა. პირდაპირ ოთახში შევიდა. აღარ უნდოდა ქმრის და მისი ძმაკაცების დანახვა. გულს ურევდა ეს ყველაფერი. ტანსაცმელი გაიხადა და აბაზანაში შევიდა. წყლის მეტი ახლა ვერაფერი დაამშვიდებდა. ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ იდგა და თავის ცხოვრებაზე ფიქრობდა. ერთი შეხედვით მართლაც ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ არ უნდოდა ასეთი არაფერი... ღამე ძილი ენატრებოდა. თავისი გოგა ენატრებოდა... ისევ ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან, მაგრამ მალევე მოიბანა სახე და წყალი დაკეტა. შემდეგ კი ტილო შემოხვეული სააბაზანოდან გავიდა. ლოგინზე გოგა იყო წამოწოლილი და ახლად გამოსულ ცოლს ვნებიანი თვალებით უყურებდა. -ნუ მიყურებ ეგრე. ახლა საერთოდ არაფრის არც თავი და არც სურვილი მაქვს... - თვალი ჩაუკრა ქმარს და ბრეტელიანი მაიკა გადაიცვა, საიდანაც მისი მკერდი ლამაზად მოჩანდა. -მომენატრე, ლიკუ. - ისეთი ხმით უთხრა ქმარმა, თვალები ცრემლებით აევსო. ამ ბოლო დროს, ყველაფერზე ტირილი უნდებოდა. აღარ ჰქონდა აღარაფრის ნერვები. -მეც გოგა, მეც ძალიან მომენატრე. ის დრო მომენატრა ერთად ძალიან ბედნიერები, რომ ვიყავით. - თავი დაბლა დახარა და ცრემლები ხელებით მოიწმინდა. გოგა ფეხზე წამოდგა და ცოლთან მივიდა. ვერ იტანდა თავისი ლიკუნას ცრემლებს. უყვარდა, მართლა მთელი გულით უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ყველაფერი ისე არ ხდება და არ არის, როგორც ჩვენ გვინდა. -ნუ ტირი პატარა რა. - თავი მაღლა ააწევინა და ცრემლიანი თვალები გავარვარებული ტუჩებით დაუკოცნა. - ვერ ვიტან შენს ცრემლებს. ნუ ტირი ჩემ გამო. ძალიან მიყვარხარ... - თვალებიდან ქვევით წამოვიდა. ჯერ ლოყაზე აკოცა, შემდეგ ცხვირზე, ბოლოს კი გაველურებული ეცა ლიკას ტუჩებს და კედელზე ააკრა. - მითხარი, რომ შენც გიყვარვარ. მითხარი... - ხმამაღლა დაიყვირა და ცოლი ახლა ლოგინზე მიაგდო, თვითონ კი ზევიდან დააჯდა ფეხებზე. -მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ. - ლიკამაც ამოილაპარაკა და ქმრის ფერება განაგრძო. გოგამ ცოლს თეთრი მაიკა გადააძრო და ცოტახანს გაჩერდა. აბოდებდა ამ ქალზე. მისი ყველა ნაკვთი უყვარდა. სხეულის თითოეული დეტალი. გაცხოველებული ეცა და მკერდი დაუკოცნა. ლიკა ხმას ვერ იმორჩილებდა, ბოლო ხმაზე კვნესოდა. -ვგიჟდები შენზე. - გოგამ კიდევ ერთხელ ამოილაპარაკა და ვნებამორეულმა განაგრძო ცოლის ფერება. ------ უკვე საღამო იყო ლიკას, რომ გაეღვიძა. შიშველ მუცელზე გოგას ხელი ჰქონდა შემოხვეული. უნდოდა ისე ამდგარიყო, რომ ქმარი არ გაეღვიძებინა, მაგრამ ვერ მოახერხა. -სად მიძვრები? - თვალებდახუჭულმა ამოილაპარაკა, რაზეც ლიკას გაეღიმა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. -ძალიან მშია, დღეს არაფერი მიჭამია. ადექი, გავაკეთებ რამეს და ერთად ვჭამოთ. - გოგამ თავი გააქნია უარის ნიშნად და ცოლს კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელები. -ცოტახანს კიდევ ვიყოთ ასე რა. სულ ცოტახანს. - თვალები გაახილა და ლიკას ჩახედა თვალებში. -გეხვეწები, ხვალ ერთად გავატაროთ დრო. სადმე გავიდეთ. მომენატრე გოგა. ძალიან მომენატრე... არ შემიძლია ყოველდღე გაუბედურებულს, რომ გიყურებ. - ცრემლიანი თვალებით ჩახედა თვალებში და შუბლზე მაგრად აკოცა. -რომ მიყვარხარ, გითხარი უკვე? - გოგას გაეღიმა, რამაც ლიკუნაც გააღიმა. -კი, მაგრამ თუ კიდევ მეტყვი არ მეწყინება. - თვალი ჩაუკრა ქმარს და სიცილით წამოდგა ლოგინიდან. -არ ჩაიცვა არაფერი რა. ასე იყავი. - ვნებიანი თვალებით შეხედა გოგამ ლიკას. ქალმაც მხრები აიჩეჩა და ტიტველი გავიდა სამზარეულოში. ------ -უნდა წამოხვიდე ბიჭო. გვჭირდები შენც. - დიტო გიგას იგივეს უმეორებდა, მაგრამ გიგას ლიკუნას დატივება არ უნდოდა. -არ შემიძლია რა. ცოლი მყავს. უნდა მოვუარო, მართლა არ შემიძლია ლიკას დატოვება, ხომ ხვდები? - თავი სავარძლის საზურგეს მიადო და თვალები დახუჭა. -რა იყო ბიჭო, ცოლის მონა ხარ? - დიტომ დამცინავად შეხედა ძმაკაცს, რაზეც გოგა წამოენთო. -მეორედ ეგეთი რაღაც არც კი გაიმეორო. რა შუაშია მონა? რადგან მიყვარს? - ფეხზე წამომდგარი ელაპარაკებოდა დიტოს, ბოლოს კი ფეხი კედელს მიარტყა. - ფუ ამის დედას რო შე*ეცი მე.. - სახეზე ხელი ჩამოისვა და ჩაწითლებული თვალებით შეხედა ისევ ძმაკაცს. - შენ წადი რა. თუ ყველაფერი გამოვა ხო კარგი, თუ არადა არც მაგის გამო გაიტეხო გული. შენო წარმატება გამიხარდება მე ყოველთვის, ხომ იცი? - მხარზე ხელი დაადო. დიტომაც ჩაფიქრებულმა დაუქნია თავი. მერე ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.