შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქროსფერთმიანი გოგო (1)


11-12-2017, 04:13
ავტორი October
ნანახია 1 391

ყოველთვის ფიქრობდა , რომ ზუსტად იმ თვეს დაიბადა, რომელიც თავის შინაგან სამყაროს შეეფერებოდა. ძალიან უყვარდა ოქტომბერი. მისი ხასიათივით მოღუშული, სევდიანი და რაღაცნაირი თვე იყო. ამ დროს ყველაზე ლამაზად ცა ეჩვენებოდა. ის ტალახიანი და გაუფერულებული გზებიც ელამაზებოდა, რომლებიც მილიონჯერ ჰქოდა მარტოს დატკეპნილი. თვლიდა ,რომ ამ დროს არც ძალიან ცივა და არც ცხელა. განსაკუთრებით მომხიბლავი იყო მზე. როცა მზის სუსტი,მკრთალი სხივები ელამუნებოდა სხეულზე, თავისი თითოეული უჯრედი ბოლომდე შეიგრძნობდა მათ და სასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრიდა.
ყველაფერთან ერთად ოქროსფერი იყო... ქერა არა, ოქროსფერი. როცა სინათლეზე იდგა , თმა ოქროსფრად ბრჭყვიალებდა და ეს ათბობდა. რაღაც სიხარულის პატარა წვეთი ეღვრებოდა გულში და თითქოს ისიც შემოდგომის მზესავით ანათებდა: სუსტად, მკრთალად , მაგრამ მაინც. ალბათ ამიტომ ეძახდა თავს ოქტომბრის მზეს.
მერი საშუალო სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, 42 კილოიანი გოგონა იყო . ლურჯ-მწვანე თვალები ,დიდი წამწამები, პატარა ცხვირი ,ნორმალური ზომის ტუჩები, ბრეკეტები და ძალიან გრძელი თმა ჰქონდა. ფაქიზი და ნაზი ,ვიტყოდი სათნოც კი იყო, თუმცა მისი ხასიათი არავინ იცოდა.
მერის ზამთარი არ უყვარდა, ეჯავრებოდა . სულ სახლში იჯდა ბეღურასავით მობუზული და ფანჯრიდან უყურებდა ნაცრისფერ, ფერმკთალ თოვლის ნამცეცებს , წიგნს კითხულობდა ან ქსოვდა. რამდენჯერმე დასცინეს უნივერსიტეტში, 19 წლის ხარ, 87-ის ხომ არა , შინაბერასავით მარტო ცხოვრობ და თან რომ ქსოვო. გული არ სტკენია, იცოდა , რომ სხვანიარი იყო.
დეკემრის ერთ, სუსხიან დღეს,ძალიან ადრე გაეღვიძა. აივანზე გავიდა, სიგარეტს წაუკიდა და გაშეშდა... თოვლს დაეფარა ირგვლივ ყველაფერი,თან ძლიერად ბარდნიდა. თავს ძლივს გამოუტყდა , რომ მშვენიერი სანახაობის მომსწრე გახდა, თუმცა როცა გაახსენდა წასასვლელი იყო, არაჩვეულებრივიაო უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა.
კოხტა, კოპწია გოგო იყო. სადა ტანისამოსი ჰქონდა. მოდას არ მისდევდა ,მაგრამ ყოველთვის ლამაზად ეცვა. მიჩვეული იყო ყურადღებას : ქუჩაში წამოძახებებს, ყავაზე დაპატიჟებებსა და ბიჭების დაჟინებულ მზერას. ეს ყველაფერი აღიზიანებდა. უკვირდა , რა ნახეს ჩემში ასეთი , ყველა რატომ მაშტერდება ან უცხო ადამიანთან ასეთი ლაპარაკი რა უტაქტობააო. სულ თავჩაქინდრული დადიოდა, არავის სცემდა პასუხს და ცდილობდა შეუჩნეველი ყოფილიყო.
ავტობუსის გაჩერებამდე მივიდა, თოვლზე პატარა ნაფეხურებს ტოვებდა.ისე მსუბუქად ეხებოდა თოვლს, გეგონებოდა პეპელასავით დაფარფატებსო. უცებ ფეხი აუსრიალდა, ლამპიონის ბოძს თავი ჩამოარტყა , დაეცა და გონება დაკარგა. სანამ წაიქცეოდა , გაიფიქრა, ვერასდროს შევიყვარებ ზამთარსო.
გონს რომ მოვიდა, მიხვდა - საავადმყოფოში იწვა.
-„ აბა როგორ ხარ?“- მერის უცხო,მომნუსხველი და თითქოს მომაჯადოვებელი ხმა ჩაესმა.



№1 სტუმარი Tako

Patara tavia dzaa da moculoba gazarde da male dade

 


№2  offline წევრი მოცინარი

უი ძალიან კარგია პირველის კვალობაზე <3 გააგრძელე აუცილებლად :*

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგი იყო აუცილებლად გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent