შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი (თავი 2)


11-12-2017, 16:22
ავტორი თაკოგელ11
ნანახია 1 656

LosAngeles-ი, ქალაქი რომელიც უფრო მშობლიურად მეჩვენება ვიდრე, საქართველო, ვიდრე თბილისი. მეორე თვეა უკვე აქვარ და, ასე მგონია სახლში ვარ. აქ არავინ მიცნობს, არავინ იცის ვინ ვარ, რა გადამხდა. ტკივილი ნელ-ნელა შურისძიების წყურვილში გადამეზარდა, ერთადერთი მიზანი დამრჩა ამ ცხოვრებაში, შურისძიება.

როცა ჩამოვედი დასარჩენი არსად არ მქონდა, ქუჩაში სკამზე მიძინებული მიპოვა მოხუცმა კაცმა რომელიც იქვე ცხოვრობდა, ძალიან დამეხმარა ბიძია ჯონი, ცოტახანი მასთან ვცხოვრობდი, შემდეგ მუშაობა დავიწყე და ნელ-ნელა გადავედი, პატარა ბინა ვიქირავე და ვმუშაობდი თავდაუზოგავად. თანხის ნაწილის მოგროვების შემდეგ ყალბი საბუთები გავაკეთე, მოქალაქის საბუთები, სახელი და გვარი შევიცვალე და ვაგრძელებ ცხოვრებას, შეძლებისდა გვარად. მიმტანადად ვმუშაობ ერთ-ერთ რესტორანში, ხელფასი საკმარისზე მეტი მაქ, დილის საათებში აქ ვმუშაობ, დილის 10ზე ვიწყებ მუშაობას და 4ზე ვამთავრებ, შემდეგ სახლში მივდივარ ცოტას ვიძინებ და 8 სააათზე კლუბში მივდივარ, იქაც მიმტანი.

-ლაილა, მეხუთე მაგიდას მოემსახურე გთხოვ.
-კარგი, ეხლავე.

ბლოკნოტს და საწერ კალამს ვიმარჯვებ და მაგიდისკენ მივიწევ, მაგიდა 4 კაცზეა გაშლილი, როგორც ჩანს საქმიანი ვახშამია.

-გამარჯობათ, რას შეუკვეთავთ?

ვეკითხები უკვე გაცვეთილი ფრაზით, და თავს ძვლივს ვიკავებ რომ არ გამეცინოს. ერთ-ერთმა ამომხედა, ახალგაზრდა ბიჭი იყო, ასე 25-26 წლის, შემომხედა და ირონიული ტონით მითხრა.

-შენს თავს.

ნერვებს არ აყვე, დამშვიდდი ლაილა, არ აყვე და არ გადაარტყა თავში არაფერი. შეძლებისდა გვარად თავი ხელში ავიყვანე და, გავიღიმე.

-შეუკვეთავთ რამეს?

ვიკითხე კიდევ ერთდელ და დამშვიდებულმა მოვავლე თვალი მაგიდასთან მსხდომებს.

-ნახევრად შემწვარი სტეიკი, ცეზარი და, წითელი ღვინო.

შეკვეთის მიღების შემდებ სამზარეულოში გავედი და შეკვეთა ჩავაბარე მზარეულებს, მანამდე სხვა მაგიდების მომსახურეობა გავაგრძელე.

-ლაილა, მოდი მეხუთე მაგიდის შეკვეთა მზად არის.

შეკვეთას ვიღებ და მაგიდას ვუახლოვდები, ყველაფრის მაგიდაზე განლაგების შემდეგ კიდევ ვკითხულობ.

-რამეს ხომ არ დაამატებთ?
-არა, თუ რამეა დაგიძახებთ.

საათს დავხედე უკვე ოთხი სრულდება, გასახდელში შევდივარ და ფორმას ვიხდი.

-მე მივდივარ, 4 საათია უკვე.
-კარგი წადი, ხვალამდე.

სახლში ფეხით მივდივარ, ყოველ დღე აქ მარშუტები ყოველთვის გადატვირთულია, ტაქსის ფუფუნება კი ნაკლებად მაქ, მივდივარ და ხალხს ვათვალიერებ, უკვე ჩვევად მექცა სხვებზე დაკვირვება, მაგრამ ჩემი წარსული ისევ თავს მახსენებს, გიგა, ღმერთო როგორ მენატრება, ოღონდ ცოცხალი იყოს და დაუფიქრებლად დავთმობდი ჩემს სიცოცხლეს, ვის რაში ჭირდებოდა მისი ან ჩემი მოკვლა. მაშინდელი საუბარი მახსენდება, ჩემს სააბაზანოსთან. ისინი ამბობდნენ რომ ის ტყვიები, ჩემთვის იყო გამიზნული, ვის ან რატომ უნდოდა ჩემი მოკვლა? იქნებ, იქნებ ეს ჩემი მშობლების სიკვდილს ეხება, აღარ ვიცი ფიქრები ერთმანეთში მერევა, ისინი გიგას იცნობდნენ, ისე საუბრობდნენ თითქოს გიგას საკმაოდ კარგად იცნობდნენ, მალე ჭკუიდან გადავალ ამდენი ფიქრი ჭკუიდან შემშლის. 8საათზე კლუბში უნდავ ვიყო, ცხოვრებაში ბავშვთა სახლის კედლებს არ გავცდენილვარ, ახლა კი 2 ადგილას ერთად ვმუშაობ, აღარ გიგა მყავს, და სამშობლოსგან საკმაოდ შორს ვარ. საათს დავხედე, 6 სრულდებოდა, სააბაზანოში შევედი და ვიბანავე, შემდეგ ვჭამე და ოთახში შევედი ჩასაცმელად, შავი ზედა, შავი შარვალი.. შავი, შავი, შავი... ყველგან, ყველგან სიშავეა, უ-გიგა-ობა, მაგიჟებს. სახლიდან, 8ის ნახევარზე გავდივარ, კლუბი 2 კვარტალის დაშორებით მდებარეობს, ყურსასმენებს ვიკეთებ და, ფეხით მივუყვები ტროტუარს, ჩქარი სიარულით 15 წუთში უკვე კლუბში ვარ. შევდივარ, და პირდაპირ გასახდელისკენ მივდივარ, წინსაპფარს ვიკეთებ, და დაწნილ თმაზე „კეპკა“ ქუდს ვიფარებ, მზად ვარ. ხალხი ნელ ნელა იწყებს მოსვლას, მოდიან ახალგაზრდებიც, ბებრებიც, მდიდრებიც და ღარიბებიც, მაგიდებს შორის დავრბივარ და შეკვეთებს ვასრულებ, 11 საათი სრულდება უკვე, რა დრო გასულა, შემოსასვლელიდან ხმაური ისმის, კარებისკენ ვიხედები, და სიცილით შემოდის 3 ახალგაზრდა მამაკაცი, ერთ-ერთი მეცნობა, მაგრამ კლუბის განათებაზე ვერ ვარჩევ.

-ლაილა, მეათე მაგიდასთან მიდი, უნდათ რო შენ მოემსახურო.
-რა? კი მაგრამ რატო? ვინ არიან ?
-რამდენ კითხვებს სვავ, წადი და მოემსახურე თქო.

ბლოკნოტს ვიღებ, ისევ, და მაგიდისკენ მივდივარ. მსხდომებს თვალს ვავლებ და ვკითხულობ, როგორ ყოველთვის.

-რას ინებებთ?
-შენს თავს.

ღმერთო ჩემო. ისევ ის.




ბოდიში ცოტა დავაგვიანე, გადარბენები მაქ. ესეც მეორე იმედია მოგეწონებათ. რამე შეცდომა თუ მექნება გთხოვთ დამიკომენტაროთ.



№1  offline წევრი p♥♥h ^^

თავში არა თავზე
ძალიან მცირე მოცულობის თავი იყო და უემოციოო.
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№2  offline წევრი თაკოგელ11

p♥♥h ^^
თავში არა თავზე
ძალიან მცირე მოცულობის თავი იყო და უემოციოო.


პატარა თავისთვის ბოდიში ტელეფონით ვწერ თან ვერ მოვახერხე დღეს. გამოვასწორებ აუცილებლად პირველი ისტორიაა და ვეცდები რო გამოვასწორო ყველაფერი. მადლობა

 


№3  offline წევრი kaisha13

კარგი ისტორია ჩანს შედარებით განსხვავებული,არც ძალიან პატარა თავებია მაგრამ გაფიდება არ აწყენდა,რაც შეეხება წერის სტილს მომეწონა,არაა დამღლელი წასაკითხი

 


№4 სტუმარი Tako

Male dade xolme ra

 


№5  offline წევრი mia15

კარგი ისტორია.მომწონს და ველოდები შემდეგ თავს....

 


№6  offline წევრი თაკოგელ11

mia15
კარგი ისტორია.მომწონს და ველოდები შემდეგ თავს....



დავდე უკვე მესამე თავი. მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent