შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი (თავი 3)


12-12-2017, 10:49
ავტორი თაკოგელ11
ნანახია 1 491

-კარგი, ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით, გოგონი, ვხუმრობ.
-კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რას მიირთმევთ?
-ორმაგი ვისკი, სამივეს.

თავხედი, უტაქტო, დაწყნარდი ნერვებს ნუ აყვები.

-3 ორმაგი ვისკი გამიმზადე.
-რა სახე გაქ, რა გჭირს?
-არაფერი, არაფერი... გადავიღალე უბრალოდ.
-კარგი, მზადაა შეკვეთა.

მაგიდას ვუახლოვდები და შეკვეთას ვალაგებ.

-ინებეთ, 3 ორმაგი ვისკი. დაამატებთ რამეს?
-არა, წადი.

უხეში, უტაქტო. ღმერთო მომეცი მოთმინება. დღეს ჩემი დღე ნაღდად არ არის. ნეტა საათი რომელია, მაჯაზე ვიყურები, ღამის 2 საათია, კიდევ ორი საათი დარჩა.
საპირფარეშოში შევდივარ, სახეზე ცივ წ**ლს ვისხამ და სარკეში ვუყურებ ჩემს გამოსახულებას, ვინ ვარ საერთოდ? საიდან მოვდივარ? არც კი ვიცი, არვიცი. საპირფარეშოდან გამოსული, კედელზე აყუდებული მხვდება უტაქტო, ირონიულად მათვალიერებს და ჩემსკენ მოიწევს, თითქოს და მგელი თავის ნადავლს ეპარებოდესო.

-გნებავთ რამე?

ვეკითხები გატეხილი ხმით, და ვცდილობ ჩემს მოკანკალე ხმას რამე მოვუხერხო.

-ოჰ, კარგი რა, რამდენჯერ უნდა მკითხო ერთი და იგივე და რამდენჯერ უნდა გიპასუხო, რომ შენ, შენ მინდიხარ. ლაილა, ლაილა, როგორი ლამაზი ხარ მაინც თუ იცი? და შენ მიმტანად მუშაობ, შენი გარეგნობით იცი მაინც რამდენი ფულის შოვნა შეგიძლია?

-თქვენ, სრულ ჭკუაზე ხომ ხართ? ჯერ ერთი, სულაც არაა მიმტანობა სამარცხვინო, მერე მეორე, როგორ მიბედავთ ეგეთ ლაპარაკს?

-ნუ გაგიჟდები, მისმინე, მე დეივიდ მარტინსი ვარ, სამოდელო სააგენტო „Angel“ -ის დამმაარსებელი, და გენერალური დირექტორი, შენგან ნამდვილ ვარსკვლავს შევქმნი, თუ დაგაინტერესებს, აქედან გამოღწევა და ნორმალურად ცხოვრება ეს ჩემი სავიზიტო ბარათია და დამიკავშირდი.

რაო? არა, ახლა ნამდვილად გადავირევი და.. და.. არვიცი რას ვუზავ. თუმცა რაღაც მხრივ მართალია. მაგრამ არმინდა ამაზე ფიქრი. დარბაზში გავდივარ, და დარჩენილ დროს ხალხის მომსახურეობაში ვატარებ, დრო მშვიდად გადის ასე თუ ისე, გასახსელში შევდივარ და წინსაფარს ვიხსნი, იქვე სკამდე ვაგდებ, ქუდსაც მის გზას ვუყუნებ და გასახდელიდამ გამოვდივარ, ღამის 4საათია მაგრამ აქ ხალხი ისევე მოძრაობს როგორც დილის საათებში. სახლში შესული, პირდაპირ სააბაზანოსკენ მივდივარ, ტანსაცმელს იქვე ვყრი და ცხელი შხაპის ქვეშ ვდგები, იმ კაცის სიტყვებზე ვფიქრობ, ცუდად ნამდვილად არ ჟღერს. თან ფული არ მაწყენს, ოდესმე საქართველოში დავბრუნდები, და თუ მინდა ყველაფერი გავარკვიო და შური ვიძიო, ფული ნამდვილად მჭირდება. ძლიერი უნდა დავბრუნდე, ძლიერი უნდა გავხდე, ძლიერი უნდა ვიყო, გიგას გამო. სააბაზონად გამოსულს, უკვე მყარად მაქ გადაწყვეტილება მიღებული, რომ ბატონ დეივიდს ხვალ დავუკავშირდები. პირსახოც მოხვეული გავდივარ სამზარეულოში და ყავისთვის წყალს ვდგამ, შემდეგ კი საძინებელში გავდივარ ჩასაცმელად, საღამურების მორგების შემდეგ ისევ სამზარეულოში ვბრუნდები და ყავის მაგივრად ჩაის ვსვამ, დილის 6 საათი ხდება საწოლში რომ ვწვები და დაძინებას ვცდილობ, საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები, ყველაფერს გავარკვევ მაგრამ როგორ ისიც არ ვიცი, სავარაუდოდ ისევ ჩემი ნამდვილი სახელით დავბრუნდდები. არვიცი როგორ უნდა ვიპოვო ის ადამიანი ვინც ჩემი მშობლები შემდეგ კი ჩემი მოკვლაც მოინდომა მაგრამ გიგა გადამეფარა, საიდან უნდა დავიწყო არც ის ვიცი. დილას 9საათი სრულდებოდა რო გამეღვიძა, ასეა რა დროსაც არუნდა დავიძინო, 9ზე უკვე მღვიძავს. სააბაზანოში გავდივარ და თავის მოწესრიგების შემდეგ საძინებელში ვბრუნდდები, შავ მაღალ წელიან შარვალს, შავ ტანზე მომდგარ ტოპს და მაღლებს ვიცმევ, გარეთ წვიმს ამიტომ ტყავის კურტკასაც ვიცმევ ზემოდან და სახლიდან გავდივარ, გზად ბატონი დეივიდის ნომერზე ვრეკავ.

-გისმენთ
-გამარჯობა, ბატონო დეივიდ, ლაილა ვარ.
-აჰ, გამარჯობა ლაილა. ველოდებოდი შენს ზარს. როგორ ხარ?
-მადლობთ კარგად. შემოთავაზებასთან დაკავშირებით გირეკავთ.
-მისამართს მოგწერ ჩვენი სააგენტოსი და გელოდები.
-დიახ, მომწერეთ უკვე გამოსული ვარ.

მისამართის მიღების შემდეგ, ტაქსის ვაჩერებ და სააგენტოს მისამართს ვეუბნები, ვღელავ, ვგრძნობ რომ, ამ 2 თვის განმავლობაში პირველად ვდგავ სწორ ნაბიჯს, თუ მინდა ყველაფერი გავიგო, ჯერ უნდა გავძლიერდე, არვიცი მოდელობით რამდენად გავძლიერდები მაგრამ, იმ სფეროში შევალ სადაც მუდმივად ხალხმრავლობაა და ეს გამიადვილებს. ცნობილი გავხდები და მკვლელს ჩემამდე მოვიყვან. მხოლოდ ისე გავარკვევ სიმართლეს თუ თვითონ მკვლელი მომიყვება. მთელი გზა ვფიქრობ, გიგა მენატრება, ისე მენატრება ხანდახან მგონია თავს მოვიკლავ და ამით დასრულდება ყველაფერი, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ მაქ, ჯერ ყველაფერი უნდა გავარკვიო.

-მოვედით ქალბატონო.

ფიქრებიდან ტაქსის მძღოლს გამოვყავარ, ფულს ვაწვდი და ხურდის დაბრუნების შემდეგ გადავდივარ, შენობას ავხედე, აი ეს მესმის, ასე 25 სართულიანი შენობაა, გარედან მთლიანად შუშის, შიგნით შევდივარ და მიმღებში გოგოს ვეკითხები სად შემიძლია ბატონი დეივიდ მარტინსის ნახვა.

-სულ ბოლო სართულზე აბრძანდით ქალბატონო და ბოლო კაბინეტში შებრძანდით.

ლიფტში შევდივარ და 25 სართულოს ღილაკს ხელს ვაჭერ. ძალიან, ძალიან ვნერვიულობ. კარები იღება და გარეთ გამოვდივარ, ბოლო კაბინეტსიკენ მივდივარ, კაბინეტს დიდი ასოებით აწერია, „გენერალური დირექტორი, დ.მარტინესი“, ფრთხილად ვაკაკუნებ.

-მობრძანდით.

კარებს ვაღებ და შიგნით შევდივარ.

-ლაილა, მოდი. აბა როგორ ხარ?
-კარგად, კარგად.
-დაჯექი, მოდი. ყავა ჩაი?
-ცივი წყალი, თუ შეიძლება.

ტელეფონზე, რომელიღაც ღილაკს აწვება.

-ერთი ცივი წყალი, და უშაქრო ყავა. კარგი ლაილა, საქმეზე ვისაუბროთ.
2 თვეში დიდი ჩვენება მაქ LosAngeles-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი Fashion week-ია. მინდა რომ, შენ გახსნა ეს ჩვენება, და შენვე დახურო. ძალიან, ლამაზი ხარ, და მინდა გამოიყენო შენი სილამაზე და წარმატებას მიაღწიო.
-რატომ მეხმარებით?
-სიმართლე გითხრა არვიცი, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ შენ ჩემი სამოდელო სააგენტოს სახე გახდები.
-როდიდან დავიწყებ მზადებას ? მე არაფერი ვიცი ამ სფეროს შესახებ.
-პირველ რიგში ვარჯიშს დაიწყებ, იმისთვის რომ ფორმები გაიმკვრივო და უფრო მიმზიდველი გახდე, ასევე სიარულს, ცოტა თმების სტილი. მოკლედ ძალიან ბევრი საქმე გვაქ საყვარელო ლაილა. ვიწყებთ, შენ ჩემი ვარსკვლავი გახდები, ასევე ჩემი საუკეთესო მეგობარი, გული მიგრძნობს. კაი ხო, ნუ მიყურებ ეგეთი სახით, შენ რა მაშინ გეგონა რომ..?
-მე მეგონა რო მეფლირტავებოდით.
-ვაიმე, ლაია ძვირფასო. უბრალოდ ხალხში ცოტა კაცურად ვიქცევი, გეი ვარ ძვირფასო.
-ღმერთო, ბატონო დეივიდ, მაპატიეთ.
-რა გაპატიო? ბატონი რომ დამიძახე? კარგი მაგას გაპატიებ, დღეიდან არანაირი ბატონო. შენ ჩემი დაქალი ხარ უკვე, დაგავიწყდა? მოკლედ ასეა თუ ისე, ძალიან ბევრი საქმე გვაქ. ახლა წადი, და ხვალ დილის 8 საათზე სავარჯიშო დარბაზში მოდი. მისამართს მოგწერ.
-კარგი, ხვალამდე.

კაბინეტიდან ძალიან ბედნიერი გამოვდივარ, მიხარია რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგი წარმატებისკენ. მე მჯერა, მე შევძლებ, მე გამომივა. ყველაფერი გამომივა.



№1  offline წევრი kaisha13

damainteresda zalian,erti suli maqvs gagrdelebas rodis dadeb,imedia male daabruneb lailas saqartveloshii....

 


№2  offline წევრი თაკოგელ11

kaisha13
damainteresda zalian,erti suli maqvs gagrdelebas rodis dadeb,imedia male daabruneb lailas saqartveloshii....



მეც დიდი იმედი მაქ რომ მალე ისე გაძლიერდება შეძლებს დაბრუნებას. მადლობა რომ კითხულობ, 1 მკითხველსაც რომ მოსწონს და ელოდება დიდი სტიმულია ჩემთვის უკვე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent