შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა ხედი (VII, VIII თავები)


13-12-2017, 02:15
ავტორი leandra jerrard
ნანახია 1 235

7თავი
მოლოდინი
სასტუმროში დაბრუნებულებს ნადიასა და მისი მეგობრის, მაიას ოთახში შუქი ჩამქვრალი დახვდათ. მაია სასიამოვნო მოსაუბრე, საშუალო სიმაღლის ქერა თმიანი ქალი იყო, ორი შვილი ჰყავდა - პირველ კურსელი გოგონა და 5 წლის ბიჭი. ვიზუალურად არც ერთი შვილი არ გავდა, ის ბევრად უფრო ლამაზი იყო, ვიდრე შვილები.
გასაღები გადავატრიალე, საძინებელში შევედით და კარი ისევ დავხურეთ. არ მომწონდა იქაურობა, ფანჯარა ეზოს გადაჰყურებდა, ზღვის ხედი არც აივნიდან ჩანდა, აბაზანა სუფთა იყო, მოწესრიგებული მაგრამ პატარა და მოსაწყენი... ყოველი შემთხვევისთვის, ასე მეჩვენებოდა მაშინ... სასაცილოა, არა? ნეტა როგორია საინტერესო, ან მხიარული აბაზანა, თუმცა საქმე იმაშია, რომ მაშინ ორსულად ვიყავი და რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, ფეხმძიმობის დროს, სრულიად შესაძებელია მოსაწყენად მოგეჩვენოს საპირფარეშო, გული აგიჩუყოს შპალერის ფერმა, გაგაცოფოს უწყინარმა მწერმა, გაგახალისოს გამორთულმა ტელევიზორმა და ა.შ... მოკლედ, უსიტყვოდ დავწექით, რომ დაგვეძინა. მაქსიმს მალევე ჩაეძინა, მე გულძმარვამ არ მომასვენა, საწოლზე წამოვჯექი, ხელი უკან გადავწიე და ფანჯრის რაფიდან პატარა ჩანთა ავიღე, ელვა შესაკრავი გავხსენი და შიგ ხელი ჩავყავი, რამდენიმე წამი უშედეგოდ, ხელის ფათურით ვეძებე გულძმარვის საწინააღმდეგო აბები, გავბრაზდი, ფეხზე წამოვდექი და შუქი ავანთე.
საცვლების ამარა ვიყავი, ხალათი შემოვიცვი და გარეთ გავედი. ადრე მხოლოდ ტრუსებით ვიძინებდი ხოლმე, ბიუსჰალტერს არათუ ღამით, დღეც იშვიათად ვიცვამდი, მაგრამ სადღაც წავიკითხე, რომ წონაში სწრაფი მატების დროს, როცა თავისთავად მკერდის მოცულობაც იზრდება, შესაძლოა ფორმა გაგიფუჭდეს და გადავწყვიტე ბიუსჰალტერთან მჭიდრო კავშირი დამემყარებია... 32 კვირის ორსულისთვის ათი კილოგრამი შესანიშნავია, მაგრამ ძუძუები ძალიან დიდი მქონდა, ათასგვარი დამცავი კრემების მიუხედავად, უკვე სტრიებიც მეტყობოდა. 17 წლის ასაკში სხეულის გაფუჭების პერსპექტივა მაფრთხობდა. ქირურგიული ჩარევების წინააღმდეგი არსდროს ვყოფილვარ, უბრალოდ პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად ფინანსური რესურსებია საჭირო, რომლის მოპოვებასაც დიდი დრო მიაქვს. მაინც, რამდენ ხანში შევძლებდი იმდენი ფულის შოვას, სტრიები რომ გამექრო, მკერდი ამეწია, ან გამედიდებია, ჩემი უკანალის მიმართ ისედაც ყოველთვის კრიტიკული ვიყავი, ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა რომ არც საკუთარი სახლი მქონდა, არც სწავლის დაფინანსების საშუალება, მალე შვილი შემეძინებოდა, რასაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული საჭიროებები მოჰყვებოდა...გარეთ გავედი, დერეფნის ბოლოში ვერანდაზე გასასვლელი კარისკენ გავეშურე. 5 წელიწადში? გამორიცხულია, მაგ დროისთვის მხოლოდ სწავლას დავამთავრებდი საუკეთესო შემთხვევაში, ათი? შეიძლება თხუთმეტიც... ვინ იცის, იქნებ სულაც, ვერასდროს შევძლო საკუთარი თავისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, სხეულის შელამაზება და მოგზაურობა... კარი გავაღე და სასიამოვნო ნიავი შემომეფეთა. მიყრუებული ადგილი იყო, გასართობ ცენტრებს, კლუბებსა და ხალხმრავლობას მინიმუმ ერთი საათის გზა გვაშორებდა. თუმცა ვინ იცის, რამდენი მაშორებდა მე მხიარულებისა და თავისუფლებისგან. გათხოვების ყოველთვის მეშინოდა, თუმცა ამ სიტყვის საზარელობა მხოლოდ მას შემდეგ გავიაზრე, როცა უკვე დაქორწინებული ვიყავი. უნდა ვაღიარო, ოჯახური ცხოვრება არც ისეთი საშინელი ყოფილა, როგორსაც ველოდი, მაგრამ ეს "გათხოვება" კვლავ ამორალურად მიმაჩნია. "გათხოვდი?" თითქოს, ფეხსაცმელი იყო, ან ყვავილების ლარნაკი, ისე მოგიხსენიებენ, როგორც ნივთს...
როცა გადავწყვიტე, მაქსიმს ცოლად გავყოლოდი, საკუთარი თავი ყველანაირი საშინელებისთვის შევამზადე. მზად ვიყავი წარსულს ჩამებარებია ჩემი სამომავლო გეგმები და ოცნებები, უარი მეთქვა პრინციპებზე, გართობაზე, თავისუფლებაზე, სიყვარულზეც კი... ღრმად დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ არსებულ მომენტსა და ვითარებაში დავქორწინდებოდით, ჩვენ სიყვარულს ნათესაური ურთიერთობები და პასუხისმგებლობა დაძაბავდა, ფინანსური მდგომარეობა გათელავდა, მატერიალურად სხვაზე დამოკიდებულება გაანადგურებდა და ცოლ-ქმრული, ოჯახური რუტინა საბოლოოდ შთანთქავდა.
ნადიას ინიციატივა ჩვენი ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით მაფიქრებდა, მფარველი ანგელოზივით მომევლინა ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდში და ვაპირებდი არასდროს დამევიწყებია ეს, როგორი საშინელი და ბნელიც არ უნდა ყოფილიყო მისი მეორე მხარე. ყველა ადამიანს აქვს ნათელი და ბნელი მხარეები, საგულისხმოა, რომ რაც უფრო კაშკაშაა სინათლე მით უფრო უკუნითია სიბნელე და პირიქით, აქედან გამომდინარე ჩემს დედამთილს ძალიან აუტანელი, გამაღიზიანებელი თვისებები უნდა ჰქონოდა. მთელი დარჩენილი ცხოვრება მომიწევდა მასთან ურთიერთობა და ალბათ ბევრი დაძაბულობა და უსიამოვნებაც შემხვდებოდა, გადავწყვიტე ყოველ ჯერზე შემეხსენებია საკუთარი თავისთვის რამხელა ცვლილებები შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში თავისი სინათლით მან. ფლორენცვილიდან ხინესისკენ მიმავალი მანქანის ფანჯრიდან ვუცქერდი მქროლავ პეიზაჟს და ვფიქრობდი, ნეტავ როგორი იქნება ჩემი დედამთილი? ბინძური, თუ ზედმეტად მომთხოვნი? ალბათ ყოველთვის საკუთარ თავზე აიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ან შეიძლება უყურადღებოა... ჩემი მარცხენა ხელი მაქსიმს ორივე ხელით ეჭირა და ავტომობილის უკანა სავარძელზე უკვე ცოლ-ქმრის სტატუსით ვისხედით, საჭესთან მაქსიმის ბიძა, ლეონის ძმა ლერი იჯდა. ვღელავდი, ვიცოდი უამრავი სტუმრები დაგვხვდებოდა, პირდაპირ, კრიტიკის ქარ-ცეცხლში უნდა გამევლო. ორ საათ ნახევრიანი მგზავრობის შემდეგ, როცა თორმეტსართულიანი კორპუსის წინ გავჩერდით კარი მაქსიმმა გამიღო და შფოთვარების დასაფარავად სწრაფად, მკვეთრი მოძრაობით გადმოვედი მანქანიდან ფეხი გადამიბრუნდა და წავბარბაცდი, საბედნიეროდ მაქსიმმა დამიჭირა.
-ფრთხილად!
-ნელა!
მისაყვედურეს თანამგზავრებმა.
-ხომ არ გავიწყდება, რომ თითოეული შენი მოძრაობა უნდა გააკონტროლო? იმედია, იაზრებ რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია... - მითხრა დამფრთხალი გამომეტყველებით ქმარმა, ისე, რომ ხელი არ გაუშვია და ასე ხელჩაკიდებული ამიყვანა მეშვიდე სართულამდე. ეს ჩემი ქმარი იყო, ვიზეც ხელი მქონდა ჩაჭიდებული და მე ორსულად ვიყავი, ანუ თავს დიდი პასუხისმგებლობა მეკისრა და სახლში, სადაც მივდიოდი მეუღლის მთელი სანათესავო და შესაძლოა სამეზობლოც მელოდა, როგორც ახალ რძალს... ნეტავ როგორი იქნებოდა სამყარო, მოლოდინი რომ არ არსებობდეს? ყველა რაღაცას ელის, არ აქ მნიშვნელობა მოლოდინები გაამართლებს თუ არა, ეს უკვე ცალკე საკითხია, მთავარია, ყველა ყოველთვის ელის რაღაცას.
[center][/center] VIII თავი
ლიფტის კარი გაიღო და კარისკენ გავეშურეთ, მუხლებში ძალა გამომეცალა, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სხეულში ცხელი, ბლანტი სითხე ჩამეღვარა, ვიგრძენი ღაწვები როგორ შემივარდისფერდა. ფეხებზე დავიხედე, ეს კედები არ უნდა ჩამეცვა... მაგრამ გამახსენდა, რომ არჩევანის საშუალება არც მქონია. თავი კვლავ მაღლა ავწიე, ღრმად ჩავისუნთქე და ხორბლის ფერი კულულები უკან გადავყარე.
სახლი, რომელშიც მივდიოდით, მაქსიმის მამას - ლეონსა და მის ძმებს ეკუთვნოდათ. ღია კარში რამდენიმე სილუეტს მოვკარი თვალი და გამაჟრჟოლა. ეტყობოდათ, ერთი სული ჰქონდათ როდის მნახავდნენ. მაქსიმმა ხელი ჩამკიდა, დავმშვიდდი.
-გამაჯობა! - მოგვესალმა საშუალო სიმაღლის კაცი, რომელიც მისი სიმაღლის ქალის მარცხნივ, ერთი ნაბიჯით წინ იდგა შუა კარში. კაცი საერთოდ არ გავდა ლევის, მაგრამ როგორღაც ეტყობოდათ, რომ ძმები იყვნენ. ცოლ-ქმარს მომღიმარი სახე ჰქონდათ, თვალები ცნობისმოყვარეობით წამონთებოდათ.
-შემოდით! - გვითხრა ცოლმა სულმოუთქმელად, როცა კარამდე ჯერ კიდევ 7-8 ნაბიჯი მაინც გვქონდა გასავლელი. წინ ლევი მიდიოდა, ჩვენ უკან მივყვებოდით. შინ შესულებს ორი მაგიდა დაგვხვდა გაწყობილი, ერთი - სასტუმრო ოთახში, უფრო დიდი იყო, მეორე - სამზარეულოში, შინაურებისთვის. ყველა გაკვირვებული მათვალიერებდა, ვგრძნობდი შიგადაშიგ მუცლისკენ როგორ აპარებდნენ თვალს. გაოცებას ვერ მალავდნენ, აშკარა იყო, რომ სხვანაირი წარმოვედგინე ყველას. ჩემთვის უმთავრესი ამოცნა იყო იმ მომენტში, უკეთესს ელოდნენ თუ უარესს. თეთრ თმიანი, ულვაშიანი კაცი, რომელიც იმაზე ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა ვიდრე რეალურად იყო, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, მაქსიმის ბაბუა ყოფილა. ქერა თმიანი, საკმაოდ კონსერვანტულად და უგემოვნოდ ჩაცმული ქალი მზრუნველი, ყურადღებიანი ან ზედმეტად ცნობისმოყვარე გამომეტყველებით - ლევის ცოლი. თამაში მიეტოვებინათ და აღტაცებულები მომშტერებოდნენ ლევის ხუთი წლის გოგონა, ორი დაახლოებით იმავე ასაკის ბიჭი, რომლებიც უთუოდ ლევისა და ლეონის მესამე ძმის - კარლის შვილები უნდა ყოფილიყვნენ და ყველაზე პატარა გოგონა. თავიდან ვერ მივხვდი, ეს უკანასკნელი ვის ახლდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა ვითარებაში გავერკვიე შევიტყვე, რომ ის მაქსიმის ბაბუის - ანტონიოს ძმის შვილიშვილი იყო. პატარა მიას ჟღალთმიანი დედა ჰყავდა, აქტიური, სიცოცხლით სავსე და მეგობრული გოგო იყო ტინა, თუმცა მიხვრა-მოხვრით, ქცევითა და საუბრის მანევრით პროვინციელობას ამჟღავნებდა. აქვე იყვნენ ტინას დედამთილ-მამამთილიცა და ორი, ან სამი უცნობი ადამიანი, რომლების სახეებიცა და ვინაობაც გონების იმ ბურუსით მოცულ ნაწილში მაქვს შენახული, სადაც უმნიშვნელო, ზედმეტ, უსარგებლო ინფორმაციას ვათავსებ.
-კარგად ვიმგზავრეთ, შუა კვირაა და გზები არ იყო გადატვირთული. - თქვა ლევიმ.
-არადა ჩვენ მოგვეჩვენა, რომ დიდხანს მოდიოდით - სახეზე ეშმაკური სიცილი უთამაშებდა კარლს.
-თქვენ რძლის მოლოდინმა წამი საუკუნედ გადაგიქციათ! ჰა-ჰა! - ლევის ხუმრობაზე ყველას გაეცინა. მე ვიდექი და უხერხულად ვიღიმოდი.
-მოლოდინი უდავოდ ღირდა! - ლაპარაკში ჩაერია ლევის ცოლი, ტამარა.
-ღირდა რომელია?! ეს რა კარგი გოგო გინახავს ბიჭო, მაქსი ჰა? - მაქსიმს მხარზე წაჰკრა ხელი კარლიმ და კვლავ გაიცინეს.
-ულამაზესია! - ლაპარკში ჩაერია მიას ბებო, სასიამოვნო ქალი ჩანდა. ერთდროულად წარბები მაღლა ასწიეს, ტუჩების კუთხეები კი ძირს ჩამოუშვეს და თავის ქნევით დაეთანხმნენ იზაბელას.
-მადლობა! - ვთქვი გაუბედავად.
-თან როგორი სუსტი და ჰაეროვანია?! - ეს შერონი იყო, კარლის ცოლი. მომეჩვენა, რომ გასცდნენ იმ ზღვარს, სადამდეც მოსწონთ თუ არა კონკრეტული ობიექტი ქათინაურებს მაინც გაიძახიან, რადგან სიტუაცია მოითხოვს ასე. რეაქციები ბუნებრივი იყო, როგორც ჩანდა, მოლოდინს გადავაჭარბე.
-დახატულია, რა თვალები აქ?
-დახატულია, დახატული! აბა ნამდვილი თვალებით ამას სად გამოყვებოდა? ჰე-ჰე-ჰე! - წამოიძახა კარლმა.
-დედი, ჩემო ლამაზო! მშიერი იქნები, შორი გზიდან მოდიხარ, წამოდი სუფრასთან - დამიყვავა ტამარამ.
-არა, მადლობთ არ მშია! - მოვიტყუე.
-წამოდი, წამოდი!
-არა, მართლა გეუბნებით! - ისევ.
-კარგი, თუ არ უნდა ყველა ერთად, როცა დავსხდებით... - თქვა ლევიმ.
-რას ველოდებით? - კითხა შერონმა.
-სესილიას ბიძამ დაგვირეკა, მისამართი ვუთხარით და რამდენიმე წუთში მოვა...
-ოო.. - ერთხმად აღმოხდათ იქ მყოფებს.
"ო, არა! აქ რა უნდა? რატომ უნდა მოვიდეს?! რა უნდა ვუთხრა, როგორ უნდა მოვიქცე?! კარგი, ამაზე უარესებიც მელიც, ყველაფეირ წინ მაქ... უნდა დავმშვიდდე!", - გავიფიქრე და მღელვარების დასაფარავად კვლავ გავიღიმე, ტლანქად, ძალიან ტლანქად... ბიძაჩემმა არაფერი იცოდა და არცერთმა რომელიმე ჩემმა ნათესავმა, ეგონათ რომ უცებ თავში დამარტყა და გათხოვების ხასიათზე გავიღვიძე. მე და მაქსიმი სასტუმრო ოთახში სავარძელზე დავსხედით, დანარჩენები ოთახებში დადიოდნენ, ჩემთან კონტაქტში შემოსვლას ცდილობდნენ, შორიდან მათვალიერებდნენ, ერთმანეთს გადაუჩურჩულებდნენ ხოლმე და კვლავ მიყურებდნენ.
-პირველი შენ წადი!
-რა? სად? - დაბნეული და დაძაბული ვიყავი, ხუმრობა ვერ გავიგე.
-ბიძაშენი რომ მოვა, პირველი შენ შეხვდი, მე დავიმალები.
გამეცინა.
-რა უნდა ვუთხრა?
-არ წამოვალ, მოსახდენი უკვე მოხდათქო. - ოჯახურ გარემოში ხუმრობის ხასიათზე დადგა მაქსიმი, მე სულაც არ მეცინებოდა.
კარი გაიღო და ანრი შემოვიდა, ნათლიაჩემი და ვიღაც სპორცმენი ახლდა, რომელსაც არ ვიცნობდი. ბიძას შეშინებული სახე ჰქონდა, რომ დამინახა, მომეჩვენა, თითქოს დამშვიდდა. საშინლად შემრცხვა, ვიგრძენი ღაწვები როგორ ამელეწა, თითები მანჟეტებში ჩავმალე და გადავაჯვარედინე.
-გამარჯობა.
ჩემსკენ წამოვიდა, თვალებში ჩამხედა და ისე გადამკოცნა, ვითომც არაფერი. ყელში ბურთი გამეჩხირა, ღმერთს ვევედრებოდი ცრემლები არ წამსკდომოდა, დრამებს ვერ ვიტანდი.
-მოდი ჩემთან, დავსხდეთ. - სავარძელზე დაჯდა და მეც გვერდით მიმიჯინა. მაქსიმის ნათესავები შორიდან გვადევნებდნენ თვალს, მაქსიმი ჯერ კიდევ ფეხზე იდგა.
-რატომ გააკეთე ეს?
დავდუმდი, ხმა ჩამიწყდა, ზედმეტად ტრაგიკულად მომეჩვენა შეკითხვა, თითქოს ოთახში ჰაერი დამძიმდა, ვერაფერი ვუპასუხე.
-კარგი, რა გაეწყობა, მაშინ მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე... გიყვარს?
გულზე მომეშვა.
-კი.
-გიყვარს? - კიდევ ერთხელ გამიმეორა და თვალებში ჩამხედა, თითქოს ჩემს მიღმა რამეს ხედავდა.
-კიი! - ვეცადე უფრო მტკიცედ მეპასუხა.
-ხომ არავის დაუძალებია, ეს ხომ შენი გადაწყვეტილებაა?
-არა, არავის დაუძალებია... - თავს იდიოტურად ვგრძნობდი.
-კარგი.
ფეხზე წამოდგა და მაქსიმს ხელი ჩამოართვა.
-შემაშინეთ, არ უნდა გეჩქარათ, მაგრამ რაკი ასე გინდოდათ, თქვენი ნებაა! შეებით ოჯახის უღელს და გაუფრთხილდით ერთმანეთს! - ამას ნამდვილად არ ველოდი, მე ხომ სულ რაღაც 17 წლის ვიყავი, ნუთუ ასე მარტივად შეეგუა ამ პარადოქსულ სიახლეს?
ეს იყო და თითქოს ყველა ამას ელოდაო, ოთახში შემოცვივდნენ და ანრის გადაეხვივნენ. პირველი კარლი მოეხვია, შემდეგ ლევი, მერე იყო ის ერთი-ორი უცნობი და ბოლოს ბაბუა ანტონიო. ანრი მაგიდასთან მიიპატიჟეს და სუფრას შემოვუსხედით. ერთადერთი ქალი ვიყავი იმ ოთახში, სუფრასთან მხოლოდ კაცები ისხდნენ, მეტი ადგილი მრგვალ მაგიდასთან არ იყო. თუმცა საჭმლის დანახვაზე ყველაფერი დამავიწყდა, აღარაფერი მანაღვლებდა, ისე მშიოდა მზად ვიყავი ყველას ნაცვლად მე მეჭამა. ტრადიციულად ყველამ გვადღეგრძელა, ანრი თანმხლებ სტუმრებთან ერთად მალევე წავიდა, ალბათ მაქსიმუმ თხუთმეტ ან ოც წუთში.
სამწუხაროდ, იმედები გამიცრუვდა, მხოლოდ რამდენიმე ლუკმა შევჭამე და მალევე გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. მძაფრად ვიგრძენი ყოველი კერძის თითოეული ინგრედიენტის სურნელი და გავღიზიანდი, ბოდიში მოვიხადე და ოთახიდან გავედი. საპირფარეშოსკენ მიმავალი ქალების სუფრასთან დამიჭირეს, რომ უფრო კარგად, ახლოდან დავეთვალიერებინე და გამოვეკითხე. რა გაეწყობოდა, გადმოვინაცვლე ქალთა სამყაროში... უნდა შევგუებოდი, სხვა გზა არ მქონდა, ფლორენცვილში დავიბადე, გავიზარდე და აქ ცხოვრებას ვაპირებდი...



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძალიან მომწონს ეს ისტორია. არაჩვეულებრივად არის გადმოცემული თითოეული დეტალი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent