შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოახლოება (IX თავი)


14-12-2017, 17:30
ავტორი teddy))
ნანახია 1 948

IX თავი
***
მოახლოება... ეს ადამიანისგან ის ჩადენილი სიკეთეა, რომელიც ჩვენი ცხოვრების რუტინას ცვლიან. დიახ, ჩვენში შემოჭრილი სულები, ჩვენ შინაგან მეს, რაღაც ახალს მატებენ, ანდაც პირიქით, სხეულიდან რაღაც ნაწილებს გვაგლეჯენ და ისეთ ადგილას უშვებენ, რომ უწინდებურად ჩვენი ,,ნაგლეჯები“ ვეღარ დავიბრუოთ. ასეთები არიან ისინი, ვისაც ,,ჩვენსას“ ვარქმევთ. გვიახლოვდება, გვიახლოვდება, მერე შეიძლება, სადღაც გაქრეს და ისე გამოჩნდეს ვითომც არაფერი მომხდარა. შემდეგ, ეს დაკარგული წლები გვტკივა... ხანდახან იმ ხალხის თვლას ვიწყებ, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებდნენ და დროთა განმავლობაში, სადღაც გაუჩინარდნენ. ასეთ დროს, ის მომენტები მტკივა, რომლებიც მათთან მაკავშირებს. თვალებიდან უნებართვოდ იწყებენ ცრემლები დენას და სახეზე ისე ნაწილდებიან, როგორი თანმიმდევრობითაც გამოჩნდნენ, ეს ადამიანები. ასე მოვყვები თვლას... გავიხსენებ მათ თვალებს, სახის მიმიკებს, ნივთებს, ტანსაცმელს, რომელიც მათ ძალიან უყვარდათ და ძალიან უხდებოდათ, ან მე მეჩვენებოდა ასე. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, ყველაფერი ლაგდება, სამაგეროდ სხვა დღე ჩაანაცვლებს დღევანდელს და ისევ ისე ნაწილდებიან ჩემს სახეზე, ის ადამიანები, როგორი თანმივდევრობითც გამოჩნდნენ.
სასაცილო, იცით რა არის?
შეიძლება ისინიც ჩემნაირად ფიქრობდნენ და მე მდებდნენ ბრალს გაუჩინარებაში... გგვგონია რომ ყველაფერი მათი ბრალია, მაგრამ თუ დავუფიქრდებით, შეიძლება ჩვენი დანაშაულიც ბლომად აღმოვაჩინოთ. რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი და საშინელი, როდესაც ვიღაც მოახლოებას იწყებს... საშინელი რატომ? ერთ დღესაც თვალებს რომ გაახელ, შეიძლება გვერდით ის ადამიანები აღარ დაგხვდნენ, რომლითაც სულდგმულობდი. მე, გამოუსწორებელ ოპტიმისტს და რომანტიკოსს, მაინც მგონია რომ არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც მჭიდრო ძაფებით ვართ დაკავშირებული და ასეცაა... შეიძლება წავიდნენ, დაგვტოვონ, მაგრამ ეს ძაფები მუდამ იარსებებს.
ხანდახან ამ ყველაფერზემ ფერია და თავისი ჯადოსნური ჯოხი მახსენდება... წკაპ, ჩვენთან ახლოს არიან, ჩვენი ადამიანები, წკაპ და გაუჩინარდებიან...
მომავალში მიუახლოვდებით თუ არა, ეს ყველაფერი დროის და ჩვენივე გადასაწყვეტია.

***
-თაია, ხო არაფერი გრჩება?-უკვე სათვალავი ამერია, იმდენჯერ მეკითხება, დედა და თან ჩემი ჩემოდანი სადარბაზოში გააქვს.
-არა, დე, ყველაფერი შევამოწმე.
-ლუკას უთხარი, კარები კარგად დაკეტოს და მალევე ჩამოდით!-მაფრთხილებს, დედა და კარებს იხურავს.
-თაია...-მეუბნება, ჩემი უმცროსი ძმა.
-ხო, ლუკა!
-ძალიან მომენატრები!-გულში მიკრავს და თმაზე მეფერება.
-მეც ძალიან მომენატრები, ძალიან!-ქერა თმაზე ხელს ვუსვამ და თვალები მიცრემლიანდება. ის დროც დადგა, ჩემი ცხოვრება შემეცვალა და ჩემი მომავლისთვის ზრუნვა, განვაგრძო... ერთი წელი ვითომცდა არაფერია საზღვარგარეთ სწავლისთვის წასვლა, მაგრამ...

მარტო ყოფნისას ყველაზე მეტად ვინც დამაკლდებოდნენ, ყველა აქ იყო, აეროპორტში, ჩემს გევრდით, ერთის გარდა... მეგობრებიდან დაწყებული, ოჯახის წევრებიდან დამთავრებული.
-თაია, რაღაც უნდა გითხრა!-ხალხისგან მოშორებით გავყავარ, თამთას.
-რა მოხდა?
-არ ვიცი ეს უნდა გითხრა, თუ არა, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე, რომ გცოდნოდა...
-რა იყო, თამთა?
-ნიკა...-მის სახელს ამბობს და საუბარს არ განაგრძობს.
-იტყვი, ბოლოს და ბოლოს?-მოთმინების ფიალა მევსება.
-დაჭრილია, ახლა საავადმყოფოშია, ის...-კიდევ რაღაცას იძახის, თუმცა ვერ ვგებულობ. გააზრების უნარს ვვკარგავ. რისაც მეშინოდა ის მოხდა...
-რომელ საავადმყოფოშია?-ერთ წერტილს მიშტერებული ვკითხულობ მე. ისიც საავადმყოფოს სახელს მეუბნება და უკან მოუხედავად გასასვლელისკენ მივდივარ. თამთას დაძახილს ყურადღებას არ ვაქცევ და აეროპორტთან გაჩერებულ ტაქსიში ვჯდები.
-გოგონა, მშვიდობა გაქვთ?-მესმის, მძღოლის ხმა. თავს ძლივს შესამჩნევად ვუქნევ და აკანკალებულ ხელებს დავყურებ.
ვაანალიზებ, რომ მეშინია... მეშინია მის გარეშე გატარებული დღეების, წარსულის, მისი მოახლოების, გაუჩინარების მეშინია.
მძღოლის ხმა მახვედრებს რომ მოვედით. ქაღალდის კუპიურას ვაწვდი და ხურდას არც კი ველოდები, ისე გადმოვდივარ ავტომობილიდან. საავადმყოფოს ეზოში, სკამზე ბიჭები სხედან. ისე, რომ ვერ შემამჩნიონ შენობაში შევდივარ. ქერათმიანი ქალბატონისგან, პალატის ნომერს ვიგებ და კიბის საფეხურებზე, აკანკალებული ფეხებით, რაც ძალი და ღონე მაქვს ავრბივარ. რეალობის მეშინია, თუმცა მალევე მინდა გავიგო, რა ხდება. კარებთან, ძირს ჩამომჯარ, თვალებ დახუჭულ ნიკას დედას ვხედავ და მასზე ჩახუტებულ, გაბაშვილის დას. ქალი, მთრთოლვალე ტუჩებით ბუტბუტებს: ,,ისიც რომ დავკარგოთ, ისიც რომ დავკარგოთ...“ ირაკლის და თავის მეუღლის შემდეგ... ღმერთო...
-გამარჯობა!-დაბნეული დავყურებ ქალს და გოგონას.-შეიძლება, შევიდე?-ალბათ ვერც მიცნო, თავს მიქნევს და ხელსახოცით თვალებს იწმენდს. პალატაში შესული, უსიამოვნო წამლის სუნი ყელს მიწვავს. უგონოდ მყოფ ნიკას ვხედავ. საწოლთან ვიხრები და ხელს ვკიდებ:- შენ გაუჩინარებას ვეღარ გადავიტან, მომიახლოვდი!-მის თითებს, ჩემს ტუჩებს ვადებ და ასე, განვაგრძობ ყოფნას. პალატაში ექთანი შემოდის და მხარზე მის შეხებას ვგრძობ:
-გოგონა, გთხოვთ გახვიდეთ!
-როგორ არის?-ვკითხულობ მე.
-ყველაფერი კარგად იქნება!-მშვიდი ღიმილით მიღიმის, მამაკაცი.
ფეხზე ვდგები და ნიკას ყურთან ვჩურჩულებ:
-საშინელი ადამიანი ვარ, ახლა ასეთ დროს რომ გტოვებ!
პალატიდან ისე გავდივარ, ნიკას თვალს არ ვაშორებ. გარეთ გამოსული, მისი ოჯახის წევრები კარებთან არ მხვდებიან. ცრემლებისგან, ვეღარც კი ვარჩევ გარშემო არეალს და დაბინდული თვალებით ვცდილობ ტაქსი გავაჩერო.
-სად იყავი?
-ჩაჯდომა უკვე იწყება!
-ასეთ დროს სად წახვედი?
სათითაოდ ვისმენ საყვედურებს, მხოლოდ თამთა ზის ჩუმად და სევდიანი თვალებით შემომყურებს. სათითაოდ ყველას ვემშვიდობები, ჩემი და-მაკა, პატარა ყუთს მაძლევს, სადაც ჩვენი ბავშობის დროინდელი ბლოკნოტი დევს.
-თამთა, გთხოვ ყველაფერი გამაგებინე!-ვეხუტები და ესკალატორზე ავდივარ.
მივდივარ ჩემი ქალაქისგან, საყვარელი ადამიანებისგან და ნიკასგან, ასეთ დროს. ალბათ, ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა წასვლა, რომ არა ნიკა გაბაშვილი. თვითფრინავში მყოფი, ღრუბლებს გავყურებ და ჩვენ ქალაქს, რომელიც ძალზედ პატარა მოჩანს. არ უნდა დამეტოვა, არ უნდა წამოვსულიყავი... გონებაში მხოლოდ ეს სიტყვები მიტრიალებს და ვგრძნობ როგორი მხდალი ვარ, როგორი არარაობა...

--------------------
როგორ მოგწონთ? ხო, მეც ცუდი გოგო ვარ ასე დაგვიანებით, ასეთი პატარა თავებით...



№1 სტუმარი სტუმარი shalo

dabadwbis dgemaq

 


№2 სტუმარი სტუმარი shalo

vixumre....

 


№3 სტუმარი Shorena kiladze

Axla taias casvlas iknwboda ha?eeh martla mshishara kopila AR miyvars urisko xalxi me .. Kargia chemo tkbilo magram ro gazardo tavebi ara?:) chemi nichiero da yichagi gogo xar miyvarxar ooo

 


№4 სტუმარი სტუმარი თათუ

მომწონს მაგრამ არ მყოფნიიის

 


№5  offline წევრი teddy))

ელპინი
სტუმარი shalo
dabadwbis dgemaq

გილოცავ, ცუგა :დდდდ
ანი, ბოდიში შემოჭრისთვის.

არაუშავს smile

Shorena kiladze
Axla taias casvlas iknwboda ha?eeh martla mshishara kopila AR miyvars urisko xalxi me .. Kargia chemo tkbilo magram ro gazardo tavebi ara?:) chemi nichiero da yichagi gogo xar miyvarxar ooo

გმადლობ, შორე heart_eyes
სტუმარი თათუ
მომწონს მაგრამ არ მყოფნიიის

გმადლობ, რომ მოგწონს! kissing_heart

 


№6 სტუმარი სტუმარი shalo

erotiuli filmebi damilinket hdze ro achvenebdes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent