შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Demon


14-12-2017, 21:32
ავტორი Constance
ნანახია 1 492

Demon

- კეეენ! კენ!
პატარა ლურჯმა საშლელმა პირდაპირ ცხვირწინ ჩამიქროლა, კიდევ კარგი მოვასწარი და უკან გავიწიე. ისედაც ვერაფერს დამიშავებდა, მაგრამ მერჩივნა სახეში არაფერი მომხვედროდა როცა სერიოზულ დოკუმენტს ვაწესრიგებდი.
ვიცოდი, რომ პატარა ბიჭის მოყვანა სამსახურში არაფერს მარგებდა, მაგრამ როცა ძიძასთან დავტოვე, ტირილი არ შეწყვიტა სანამ არ მიბრუნდი... ოც წუთში.
ბავშვი ძირს დაეცა და შემომიბღვირა.
- კარგად იცი რომ არ გაგივა. დასჯილი ხარ.
ჰანამ მუქ ლურჯ ხალიჩას დახედა, მაგრამ როცა ხმა არ ამოვიღე, მუხლებზე დადგა და ჩემი მერხის ქვეშ შემოცოცდა, რომ თავის პატარა ძაღლის საწოლში ჩაწოლილიყო. ისევ დოკუმენტებს მივუბრუნდი, როცა კარზე დააკაკუნეს.
- შემოდით - ვუთხარი ჩემს მდივანს. ლია ვილიამსი, ძალიან მოკლე კაბითა და თეთრი, ნახევრად გახსნილი კოფთით შემოვიდა ოთახში. გამოსაჩენი სხეული ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ მალე სამუშაოს ფორმის ჩაცმა მოუწევდა.
- დიახ, მის ვილიამს.
- ის ბიჭი მოვიდა ასისტენტის ვაკანსიაზე.
" ამ იმეილის დამთავრება მჭირდება, მაგრამ ათი წუთი არაფერს მიზავს. კიდევ კარგი ადრე მაინც მოვიდა."
ოდნავ გაღიზიანებულმა ამოვიოხრე და სამუშაო გადავდე.
- შემოუშვი - ვთქვი და სკამის საზურგეს მივეყუდე.
თავი დამიქნია და თვალი ჩამიკრა, შემდეგ ბიჭის შემოსაყვანად გავიდა, მე კი გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა. ქალები მაინტერესებდა, მაგრამ ჰანა მთელ დროს მართმევდა დღეც და ღამეც, რომანის დრო არ მქონდა და სახლშიც ვერავის მივიყვანდი. დამიჯერეთ ვცადე, მაგრამ ბავშვი ყველას ემალებოდა და ტიროდა, სხვა გზა არ მრჩებოდა და სტუმარს ვუშვებდი. ფეხის ხმამ გამომაფხიზლა და როცა ავიხედე საკმაოდ ნაცნობი ადამიანი შემრჩა ხელში.
ისიც ისეთივე გაოცებული ჩანდა, როგორიც მე ვიყავი, მაგრამ ჩემგან განსხვავებით არ მალავდა. ახალგაზრდა მღვდელი ძალიან სასიამოვნო კოსტუმში გამოწყობილიყო და..... ვარდისფერი ჰალსტუხი ეკეთა.
იდაყვებით მაგიდას დავეყრდენი, თითები გადავაჯვარედინე და წარბი ავწიე.
- ვარდისფერი?
მაშინვე გაწითლდა და ანერვიულდა, ლამის მოხსნა დააპირა, შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდა, თვალები გაუფართოვდა და ოთახს სწრაფად მოავლო თვალი.
- ჰ-ჰანა სად არის?
"რა თქმა უნდა"
- აქ.
პატარა ბავშვს დავხედე, რომელიც ძაღლის საწოლში მოკუნტულიყო.
- შენი სასჯელი დასრულებულია, მაგრამ არაფერი აღარ მესროლო, გასაგებია?
ჰანამ ტუჩები მოკუმა და თავი დამიქნია, შემდეგ გამოძვრა და მერხის გვერდით დადგა. მღვდელი შეათვალიერა, მაგრამ მასთან მიახლოებაზე უარი თქვა. როცა დავრწმუნდი, რომ ჩემთან ახლოს დარჩებოდა ისევ წარბი ავწიე და ბიჭს გადავხედე, რომელიც კართან იდგა.
- დაჯექი.
შეყოყმანდა, მაგრამ ჰანას შეხედა და წინ წამოვიდა. როცა ტყავის სავარძელზე კომფორტულად მოეწყო, ფაილი ავიღე და მისი განცხადება გამოვაცურე.
- მაიკლ საუნდერსი?
თვალები დამიბრიალა, მაგრამ თავი დამიქნია და ჰანას გახედა, რომელიც ბურთით თამაშობდა და ჩემგან თავს შორს იჭერდა, სანამ დაკავებული ვიყავი.
- საინტერესო რეზიუმე გაქვს.. აქამდე მხოლოდ ეკლესიაში გიმუშავია?
ტუჩები გაილოკა და ადგილზე ცქმუტვა დაიწყო.
- დიახ... სერ.
მისი თვალების მოძრაობას გავაყოლე მზერა, როცა წამით ჰანას გახედა.
- ჩემს ბიჭთან რამე პრობლემა გაქვს? თუ სამუშაოთი დაინტერესებული ხარ, გირჩევ ყურადღება იმას მიაქციო, რასაც მე ვამბობ.
მაშინვე გასწორდა და ამოიოხრა.
- მაპატიეთ კაენ.
- ბატონი რემარო.
შეცბა და სწრაფად შეასწორა.
- ბატონო რემარო.... გისმენთ.
- კარგია.
წინ გადავიწიე, ისევ თითები გადავაჯვარედინე, იდაყვებით მერხს დავეყდენი და ნიკაპი თითებზე ჩამოვდე.
- ახლა კი მითხარი, რატომ გინდა მუშაობა, გარდა იმისა რომ ფულს აიღებ? რატომ გინდა ჩემი ასისტენტობა?
- მე...მე.
" ჰმ? რამე სულელური სიტყვა არ ჰქონდა მომზადებული, რომ თავი მოეწონებინა და სამუშაო მიეღო?"
- ფული ძალიან მჭირდება და ეს ის სამუშაოა, რაც ყველაზე კარგად გამომდის... ვიცი, რომ ეს არაა რისი მოსმენაც გინდათ, მაგრამ სიმართლეა.
- მართლა?
- დიახ, სერ.
დივნისაკენ გავიხედე და შევნიშნე რომ ჰანა მას უყურებდა, გონებაში რაღაც აზრმა გამიელვა და გავიცინე.
- ჰანა, აქ მოდი.
წამოვდექი როცა ჩემთან მოირბინა, დავიხარე, ხელში ავიყვანე და მერხზე შემოვსვი. პატარა ფეხები კიდეზე ჩამოეკიდა და აქანავებდა. მაიკლს შევხედე და გავიღიმე.
- ჰანას ეთამაშე.
თვალები დაახამხამა და დაბნეულმა შემომხედა.
- ვეთამაშო....?
- გინდა ბატონ მაიკლს შენი ბურთი აჩვენო? დარწმუნებული ვარ შენთან თამაშს მოისურვებს - ვუთხარი ჰანას და მაიკლს ყურადღება არ მივაქციე.
პატარა ბიჭს თვალები გაუფართოვდა და მაიკლს გახედა, რომელსაც შუბლზე ოფლი ასხავდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად სკამიდან წამოდგა, დივანთან მივიდა და ჰანას ბურთი აიღო. წამით ხელში შეათამაშა, შემდეგ დაჯდა და ჰანას თბილად გაუღიმა.
- მეთამაშები?
ჰანას დაკვირვებით ვუყურებდი, რომელიც კითხვაზე ჩაფიქრებულიყო. შეიძლება ორის იყო, მაგრამ იცოდა ვინ არ წარმოადგენდა საფრთხეს, ეს კი მე არ ვიყავი. ცდილობდა გაერკვია მაიკლი საშიში თუ იყო და რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ჩემთვის, რომ საფრთხის შემთხვევაში დავხმარებოდი.
"ჰაჰ, ბავშვები მართლა რომ მომწონდეს ვიტყოდი, რომ საყვარელია"
ხელში ავიყვანე და ხალიჩაზე დავსვი. მერხის გვერდზე მუხლებზე დავდექი და მისი საწოლი გამოვწიე და სათამაშო ძაღლი ჩავუსვი.
- აი, შენი საწოლი და მისტერ ვუფერსი წაიყვანე.
- კ-კარგი კენ... მაგრამ შენც ხომ აქ იქნები?
გავიღიმე და თავზე ხელი გადავუსვი. უკვე რამდენიმე სიტყვა ესწავლა. სასიამოვნო იყო, რომ საუბარს იწყებდა.
- აი აქ, ჩემს მერხთან ვიჯდები, თუ რამე დაგჭირდება უბრალოდ მაიკლს სთხოვე კარგი? თუ ის ვერ დაგეხმარება, ჩემთან მოდი, მაგრამ ჩვენი შეთანხმება ხომ გახსოვს?
ჰანამ გამიღიმა და თავი დამიქნია, მისი ნაზი კულულები ამ მოძრაობით ოდნავ შეირხა.
- ჰო! არ წავალ არავისთან კენის გარესე!
თავზე ხელი კიდევ ერთხელ გადავუსვი და დავეთანხმე.
- ყოჩაღ.
ჩაიხითხითა, შევაბრუნე და მაიკლისკენ ვუბიძგე.
- წადი ითამაშე.
წუთით შეყოყმანდა და შემდეგ ნელა მივიდა ბიჭთან. ძაღლის საწოლი ძირს დადო, დაჯდა და თავისი სათამაშოც თავის დასაცავად გვერდზე მიისვა. საკმაოდ დაძაბული იყო და მალმალე ამოწმებდა ისევ იქ ვიყავი თუ არა.
- არსად მივდივარ ჰანა.
ტუჩები წინ გამობურცა, მაგრამ თავი დამიქნია და ბოლოს მაიკლს შეუტრიალდა.


(მაიკლი)
"წარმოდგენა არ მაქვს ბავშვებთან როგორ ვითამაშო!"
რა თქმა უნდა, ეკლესიაშიც ვყოფილვარ ბავშვებთან ერთად, მაგრამ ჩემს გარდა კიდევ იყვნენ მოხალისეები! ახლა კი როცა პატარა ბიჭი ჩემთან ახლოს მოვიდა, დაჯდა ძაღლის საწოლზე და შემომხედა, გაღიმების გარდა ვერაფერი მოვახერხე, ალბათ სულელურად გამოვიყურებოდი.
მადლობა ღმერთს სწრაფადვე გავაანალიზე, რომ თუ პატარა ბიჭს არ ვეთამაშებოდი, სამსახურს დავკარგავდი. შეიძლება კარგიც ყოფილიყო ბიჭს თუ დავუახლოვდებოდი, შემდეგ იქნებ შემძლებოდა მისი დემონისგან დახსნა!
- ჰ-ჰეი ჰანა?
ოდნავ შეცბა და ისევ კაენს გახედა, სანამ მომიბრუნდებოდა და ყურადღებას ჩემზე გადმოიტანდა.
- გ-გამარჯობა.
ბურთი ავწიე, გავიღიმე და ბურთის უკან დავიმალე.
- გინდა ვითამაშოთ? ეს ძალიან, ძალიან ლამაზი ბურთი ვიპოვე და ვფიქრობდი ვისთან მეთამაშა.
შეშინებულმა შემომხედა და ისევ უკან გაიხედა კაენი რომ შეემოწმებინა, რომელიც, რა თქმა უნდა, არსად წასულიყო.
-კარგი, ბატონო მაიგლ.
- კარგი, შენსკენ გამოვაგორებ და ისევ უკან მესროლე.
თავი დამიქნია და ნელა გავუგორე ბურთი. ჩემდა გასაკვირად ბავშვი ზედ დაახტა და ძირს გადავარდა.
სწრაფად გავცოცდი მისკენ, წამოვაყენე, მაგრამ წამოდგომისთანავე კაენთან გაიქცა ტირილით.
"ჯანდაბა, ჩემი მუშაობაც აქ დამთარდა"
- მგონი... ჯობს წავიდე.
ჰანამ კაენის ხელებში მოიკალათა, რამაც ჩემში არსებული ეკლესიური ადამიანი შეაკრთო, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ბავშვი მას რაღაც მიზეზის გამო მისწებებოდა.
- შეგიძლია დღეს წახვიდე. ხვალ გნახავ.
თავი წამოვყავი და ფეხზე წამოვდექი.
- რა? ხვალ ისევ დაგჭირდებით?
- არა, მაგრამ ჰანას ეკლესიაში მოსვლა უნდა.
- ხვალ წირვა არ ა..არის...
- ისე რომ მივიდეთ არ შეიძლება?
წარბი ავწიე, მაგრამ მხრები ავიჩეჩე.
- მ-მგონი შშეიგიძლიათ.
- კარგია, იქ იქნები ადამიანო?
გაღიზიანებისგან შემაჟრჟოლა, მაგრამ ენაზე ვიკბინე და თავი დავუქნიე.
- შემიძლია მოვიდე.. სერ.
- კარგია, მაშინ ხვალ გნახავ, შუადღისთვის.
- კენ?
კაენის სახიდან მზერა ბავშვზე გადავიტანე, რომელიც კაცს ინტერესით შეჰყურებდა.
- შეიძლება ეკლესიაში ვალ?
კაენმა თავი დაუქნია და გაუღიმა, მაგრამ მის თვალებში ოდნავი გაღიზიანება შევნიშნე. ალბათ დემონისთვის სახიფათო ადგილზე მისვლა, დიდად არ სიამოვნებდა....
- ჰომ ხვალ ლანჩამდე წავალთ.
პატარა ბიჭმა ტაში შემოჰკრა რამდენჯერმე და ჩაიხითხითა.
- მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დღეს კარგად მოიქცევი. კიდევ რამდენიმე ფაილი მაქვს დასამთავრებელი და ხელი არ უნდა შემიშალო, მპირდები?
ჰანამ თავი დაუქნია, მე კი მის ქმედებაზე გამეცინა.
- მინდა ხვალ იქაურობა დაგვათვალიერებინო, და თუ ჰანას ნდობას მოიპოვებ, სამუშაოს მიიღებ. უმეტესად მისი ძიძობა გევალება, მისი მშობლების სიკვდილის შემდეგ მე ვუვლი.
- თუ ეგ გაწუხებს რატომ არ გადასცემ პოლიციას, რომ ვიღაცამ იშვილოს?
- იმიტომ რომ ჩემს გარდა ყველასი ეშინია. როცა უკეთესად გახდება შეიძლება ასეც მოვიქცე, მაგრამ ამჯერად ჯობს ჩემთან დარჩეს.
"ჰაჰ... ვინ იფიქრებდა, რომ დემონს ვინმეზე ზრუნვა შეეძლო საკუთარი თავის გარდა. რაღაც სხვა ხდება, მაგრამ ამაზე ფიქრი სხვა დროსაც შემიძლია."
- კარგი, ხვალ შუადღისით გნახავთ.
თავი დამიქნია და კომპიუტერს მიუბრუნდა, რომ მუშაობა გაეგრძელებინა. ჰანას კი მის კალთაში ჩასძინებოდა.
ჩავთვალე, რომ ჩემი იქ ყოფნა საჭირო აღარ იყო და გარეთ გამოვედი. ამ უცნაური ურთიერთობაზე ვფიქრობდი. ჰანას ნდობას თუ მოვიპოვებდი, შემეძლო კაენისგან წამომეყვანა ისე, რომ დემონს არავისთვის არაფერი დაეშავებინა... შემდეგ კაენს ეგზორცისმს ჩავუტარებდი და ჰანას ბავშვთა სახლში დავტოვებდი.
როცა ეს იდეა ჩამომიყალიბდა, გავიღიმე და შენობიდან გავედი. ჰანას გადავარჩენდი და სამყაროს იმ საშინელი დემონისგანაც დავიხსნიდი... მხოლოდ დროის ამბავი იყო.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ეს ბოლოს ჩამოყალიბებული მღვდლის გეგმა არ მომეწონა რაუნდა რას ერჩის ხო არავის არაფერს უშავებს პირიქით ბავშვსაც კი უვლის კაენი..
საინტერესოა იმ მხრივ რომ აზრზე არვარ რაარის შესაძლებწლი რომ მოხდეს ანუ როგორ უნდა განვითარდეს :დ ეს ინტრიგას იწვევს და მე ვაფრენ ინტრიგებზე :დ
პ.ს წინა თავზე რომ დავწერე ბავშვის ასაკთან დაკავრირებით: დამახინჯებული სიტყვები არც მე მიყვარს და ეგ არც მიგულისხმია უბრალოდ სურვილს რო გამოთქვამს და მარტივად აგებინებს კაენს ეს გამიკვირდა....
კარგია და ველი ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent